Help - Search - Members - Calendar
Full Version: აქტუალური სტატიები-Актуальные статьи
მთავარი ქართული ფორუმი პოლიტიკის შესახებ > პოლიტიკის შესახებ > პოლიტიკური არქივი - დოკუმენტური მასალები
Pages: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22
kote-1962
მანდატურები მოსწავლეებს სკოლის პედაგოგებისაგან ”იცავენ”


17:07 27.12.2010

[ნანა ფაჟავა, ზუგდიდი]

ზუგდიდის N3 საჯარო სკოლის ფიზკულტურის მასწავლებელი რევაზ მაჭავარიანი მანდატურის ოქმის საფუძველზე სამსახურიდან მის გათავისუფლებას აპროტესტებს და სკოლის დირექტორს, ლევან ღურწკაიას პროკურატურაში უჩივის.

ინციდენტი, რომელმაც პედაგოგისა და მანდატურის დაპირისპირება გამოიწვია, ფიზკულტურის გაკვეთილზე მოხდა. “პრესაგე.ტვ”-სთან საუბარში რევაზ მაჭავარიანი ამბობს, რომ მანდატურმა იგი მე-8 (ბ) კლასის მოსწავლის, გიორგი ჯალაღონიას ცემაში უსაფუძვლოდ დაადანაშაულა.

რევაზ მაჭავარიანი: მეხუთე გაკვეთილი იყო. ბავშვები სპორტულ მოედანზე გავიყვანე და მოთელვითი ვარჯიში ჩავატარებინე. შემდეგ გავანაწილე და გავუშვი სათამაშოდ. მოედანზე დარჩენილი ორი მოსწავლე, გიორგი ჯალაღონია და გურამ ქორთუშვილი შევნიშნე, რომლებიც კამათობდნენ. მივუახლოვდი და თამაშებში ჩართვა ვთხოვე, მაგრამ სამი გაფრთხილების მიუხედავად კამათი ჩხუბში გადაიზარდა, რასაც გინება და უწმაწური სიტყვებიც მოჰყვა.

მოზარდების გაშველებას ვერ ვახერხებდი. იძულებული გავხდი ორივესთვის ხელი ჩამევლო, რათა ერთმანეთთან მიახლოვების საშუალება არ მისცემოდათ. ამ დროს მანდატური ჯიმშერ ბაძაღუა მოგვიახლოვდა, მე გვარი მკითხა, ჯალაღონია კი გაიყვანა და გაესაუბრა.

მას მეორე მანდატურიც ახლდა. გაკვეთილების დასრულების შემდეგ სამასწავლებლოსთან, სადაც კლასის ჟურნალი მიმქონდა, შეკრებილი პედაგოგები ვნახე, რომლებიც შეშფოთებას გამოთქვამდნენ იმის გამო, რომ მე თითქოს მოსწავლე ვცემე. მოულოდნელობისა და ნერვიულობის ფონზე არტერიულმა წნევამ ამიწია. პირველადი დახმარება კოლეგებმა გამიწიეს...

ორშაბათს, სკოლაში მისულს დირექტორმა დამიბარა და მითხრა, უნდა გაგათავისუფლოო. მიზეზი ვკითხე და მიპასუხა, მანდატურის ოქმის საფუძველზეო. იმავე დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორს, როლანდ ახალაიას მივმართე. საქმე უკვე გადაეცა შსს ზუგდიდის სამმართველოს, სადაც გამომძიებელს ახსნა-განმარტება მივეცი”.

რამდენიმე დღის წინ რევაზ მაჭავარიანს კოლეგებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს. შედეგად კი სკოლის ადმინისტრაცია და რესურსცენტრის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა ფიზკულტურის მასწავლებლის წინააღმდეგ ოქმის შემდგენი მანდატურები სკოლიდან დაეთხოვა. თუმცა, ისინი ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში მალევე გადაანაცვლეს.

ინციდენტის შესახებ კლასის დამრიგებლის თხოვნით შედგენილ ბარათებში “დაზარალებულთან” ერთად თვითმხილველი მოსწავლეები ცემის ფაქტს უარყოფენ.

“პრესაგე.ტვ”-მა მოსწავლეებთან და პედაგოგებთან ინტერვიუს ჩაწერა მხოლოდ იმ მიზეზით ვერ მოახერხა, რომ დირექტორის მითითებით, ახლადჩანაცვლებულმა მანდატურებმა ჟურნალისტებს სკოლის ტერიტორია იძულებით დაატოვებინეს.

მომხდართან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არც დირექტორს სურს. სკოლის ეზოში ლევან ღურწკაია მხოლოდ იმას ამბობს, რომ “მაჭავარიანმა მოსწავლეს ხელი გაარტყა”.

რევაზ მაჭავარიანი: “დირექტორი უკანონოდ იმიტომ მოიქცა, რომ მას საკითხის განსახილველად არც სამეურვეო საბჭო, არც პედაგოგიური კოლექტივი და არც სკოლაში არსებული სადისციპლინო კომისია მოუწვევია. მან ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღო, არადა პედაგოგიური მოღვაწეობის 30 წლის მანძილზე დირექტორებისგან შენიშვნა არასოდეს მიმიღია, მათ შორის ღურწკაიასგან”.

რევაზ მაჭავარიანი არ გამორიცხავს იმასაც, რომ მოსწავლეები მის წინააღმდეგ გამოიყენონ და გამოძიებისთვის სასურველი ჩვენება მიაღებინონ.

http://www.presage.tv/?m=society&AID=2599
kote-1962
ვინ ენდობა სასამართლოს – მანიპულაცია კვლევებით

დათო ყანჩაშვილი, მაია მეცხვარიშვილი

წყარო: http://www.toonpool.com/user/317/files/law_court_25895.jpg



უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ირწმუნება, რომ მოსახლეობის ნდობა სასამართლო ხელისუფლებისადმი 2010 წელს საგრძნობლად გაიზარდა და არგუმენტად საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევები მოჰყავს. რა წერია სინამდვილეში ამ კვლევებში?

კოტე კუბლაშვილმა ჩატარებულ კვლევებზე ვრცლად თბილისის საქალაქო სასამართლოში 2010 წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე ისაუბრა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ წელს სასამართლო სისტემის საქმიანობის შესახებ კვლევა სამმა საერთაშორისო ორგანიზაციამ – გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP), აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და DPK Consulting–მა (საკონსულტაციო კომპანია, რომელიც USAID-ის სასამართლოს ადმინისტრირებისა და მართვის რეფორმის პროექტის ფარგლებში ეხმარება სასამართლოებს სასამართლო ადმინისტრირებისა და საქმის წარმოების გაუმჯობესებაში) განახორციელა.

"ამ კვლევების მონაცემები თითქმის იდენტურია. კვლევების შედეგებით, მოსახლეობის 60% დადებითად აფასებს სასამართლოს საქმიანობას, ხოლო გამოკითხულთა 77%-მა აღიარა, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება მათ საქმეებზე იყო სამართლიანი და ობიექტური", - განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ 21 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ შემაჯამებელ ბრიფინგზე.

ნეტგაზეთი აღნიშნულ კვლევების დეტალურად გასაცნობად დამკვეთ ორგანიზაციებს დაუკავშირდა, რის შედეგადაც კუბლაშვილისგან გაცხადებული ინფორმაციისგან სრულიად განსხვავებული სურათი გამოიკვეთა. როგორც გაირკვა, DPK-ის ცალკე კვლევა საქართველოს სასამართლოებში არ ჩაუტარებია: USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, DPK-ის დაკვეთით სასამართლოს მომხმარებელთა კვლევა ორგანიზაცია IPM-მა განახორციელა. სხვა, რაიმე ცალკე კვლევა USAID-ს არ ჩაუტარებია. სასამართლოს მიმართ მოსახლეობის ნდობის საკითხის გარკვევას შეეხებოდა UNDP–ის მიერ ჩატარებული კვლევა. ამ კვლევის მიხედვით, ქართულ სასამართლოს სრულ ნდობას გამოკითხულთა 17% უცხადებს. შესაბამისად, გაურკვეველია რა მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებს კოტე კუბლაშვილი, რომ მოსახლეობის 60% დადებითად აფასებს სასამართლოს საქმიანობას.

რა მონაცემებს იძლევა USAID/DPK–ის კვლევა?

USAID/DPK–ის დაკვეთით განხორციელებული კვლევის ფარგლებში ორგანიზაცია IPM-მმა მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს მომხმარებლები გამოკითხა. კვლევა საქართველოს 6 რეგიონში ჩატარდა და საერთო ჯამში, პირიპირ ინტერვიუს მეთოდით 2000 ადამიანი გამოკითხეს: აქედან, 39.9% (797 ადამიანი) წარმოადგენდა სასამართლოს პროფესიონალ მომხმარებელთა სეგმენტს (პროკურორი, გამომძიებელი, ადვოკატი, ექსპერტი), 60.2 % (1203 ადამიანი) კი – არაპროფესიონალ მომხმარებელთა სეგმენტს.

კვლევის მიხედვით, სასამართლოს მომსახურებით კმაყოფილია გამოკითხულთა 71.2%, სასამართლო სამართლიანად მიაჩნია 62.8%–ს; გამოკითხულთა 77% თვლის, რომ სასამართლო პროცესში ჩართული პირები არიან კომპეტენტურები, 69.5%–ის აზრით, სასამართლო პროცედურები არის ოპერატიული, 60.4% თვლის, რომ სასამართლო არის მიუკერძოებელი და 63,2%–ის აზრით, სასამართლო არის სანდო.

რუსუდან ტაბატაძე, USAID-კავკასიის დემოკრატიისა და მთავრობის ოფისის კანონის უზენაესობის პროგრამის მენეჯერი, ამბობს, რომ ეს კვლევა არ ზომავს მოსახლეობის დამოკიდებულებას და ნდობას სასამართლოს მიმართ:

”ეს კვლევა შემოიფარგლება მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს მომხმარებლების დამოკიდებულებით სასამართლოსადმი. აქ არის დიდი განსხვავება.”

რა მონაცემებს იძლევა UNDP–ის კვლევა?

სასამართლოს მიმართ მოსახლეობის ნდობის საკითხის გარკვევას შეეხებოდა UNDP–ის მიერ ჩატარებული კვლევა. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ”სასამართლო ხელისუფლების მხარდაჭერის” პროექტის ფარგლებში, კვლევა “სოციალური კვლევების ინსტიტუტის” (ISR) მიერ ჩატარდა. კვლევის ფარგლებში, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, 2800 რესპონდენტი გამოკითხეს თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, გორსა და თელავში.

კვლევის მიხედვით, ქართულ სასამართლოს სრულ ნდობას გამოკითხულთა 17% უცხადებს, 49.1% მხოლოდ ნაწილობრივ ენდობა, 17% უფრო არ ენდობა, 16.8% საერთოდ არ ენდობა ქართულ სასამართლოს.

ამავე კვლევით, გამოკითხულთა მხოლოდ 5.9%–ს მიაჩნია, რომ სასამართლო სისტემა ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელია. 20.9% თვლის, რომ სასამართლო სისტემა, ძირითადად, დამოუკიდებელია ხელისუფლებისაგან, მაგრამ – არა მთლიანად; 42.8%–ს მიაჩნია, რომ ხელისუფლება ნაწილობრივ აკონტროლებს სასამართლო სისტემას, მაგრამ მთლიანად – ვერა, ხოლო 30.4% ამბობს, რომ სასამართლო არ არის დამოუკიდებელი.

გამოკითხული მოსახლეობის 27% თვლის, რომ ფულის აღება სასამართლოებში თითქმის არ ხდება.

რა მონაცემებს ეყრდნობა კოტე კუბლაშვილი?

ერთადერთი კვლევა, რომლის მონაცემებიც ემთხვევა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ დასახელებულ ციფრებს, თავად უზენაესი სასამართლოს მიერაა ჩატარებული. კვლევის ფარგლებში სასამართლოს 3917 მომხმარებელი (ადვოკატი, მოსარჩელე, მოპასუხე, ბრალდებული, პროკურორი, მოწმე, აუდიტორიის წევრი და სხვა) გამოკითხეს.

აღნიშნული კვლევა უზენაესი სასამართლოს პრეს–სამსახურის უფროსმა, ნანა ვასაძემ მოგვაწოდა: „კვლევა ჩატარდა 2010 წლის მაისის თვეში. იგი ჩატარდა უზენაესი სასამართლოსა და USAID–ის მიერ“ – გვითხრა მან. მისივე თქმით, „გამოკითხული რესპონდენტების 77 % აცხადებდა, რომ ისინი ენდობიან სასამართლოს. აქედან 53 % სრულად ენდობოდა, ხოლო 24 % ნაწილობრივ ენდობა სასამართლოს.“

„ეს იყო პრაქტიკანტების დონეზე ჩატარებული კვლევა” – ამბობს ნათია კუკულაძე, USAID-კავკასიის სასამართლოს ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის რეფორმის პროექტის საზოგადოებასთან ურთიერთობის კომპონენტის კოორდინატორი.

კუკულაძის თქმით, აღნიშნული კვლევა უზენაესმა სასამართლომ თვითონ ჩაატარა, USAID კი მხოლოდ კვლევის მეთოდოლოგიის შემუშავებაში დაეხმარა მათ.

”ჩვენ დავეხმარეთ კითხვარის მომზადებაში, ეს იყო კონსულტაციის დონეზე, ეს იყო უფრო შიდა მოხმარებისთვის ჩატარებული კვლევა, არა სამეცნიერო. ამ კვლევას ვერ გავზომავთ, კვლევის გაზომვა შესაძლებელია, როდესაც პროფესიონალები მუშაობენ კვლევაზე, ეს იყო რამდენიმე მარტივი კითხვისგან შემდგარი კვლევა, რომელსაც სასამართლოში შესულ მომხმარებლებს უსვამდნენ პრაქტიკანტები და შემდეგ მარტივად, მათემატიკურად, არითმეტიკის დონეზე დაითვალეს შედეგები”, – ამბობს ნათია კუკულაძე.

”პოლიტიკური პარტიები და სასამართლო სისტემა ისევ ყველაზე კორუმპირებულ ინსტიტუტებად რჩებიან” –

ამ დასკვნას აკეთებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ წელს ჩატარებული კვლევის შედეგად.

”საერთაშორისო გამჭვირვალეობამ ” “გლობალური კორუფციის ბარომეტრი 2010"–ის ფარგლებში 500 ადამიანი გამოკითხა. სასამართლოს მიმართ მოსახლეობის ნდობის გასაზომად, გამოკითხულებს უნდა შეეფასებინათ სასამართლო სისტემა 1–დან 5–მდე ქულით.

”საერთაშორისო გამჭვირვალეობა საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ლიკა გიგაური ამბობს, რომ გამოკითხულთა 15.6 პროცენტმა ქართული სასამართლო შეაფასა ერთით, რაც ნიშნავს – „სასამართლო საერთოდ არ არის კორუმპირებული“; 15.6 პროცენტმა – 2–ით, 20.8 პროცენტმა – 3–ით; 9.6 პროცენტმა – 4–ით და 5 ქულა (რაც ნიშნავს, რომ სასამართლო ექსტრემალურად კორუმპირებულია) მიანიჭა 13,6 პროცენტმა.

http://netgazeti.ge/GE/40/News/3889/ვი...ბით.htm
kote-1962
ამერიკული „თავისუფლება“ თუ ადგილობრივი დიქტატურა?


ავტორი: გულბაათ რცხილაძე, გიორგი ვეკუა
27/12/2010 14:24


სააგენტო „რეგნუმის“ საიტზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომელიც გვაუწყებს: თურქმენეთის სკოლებში, უცხო ენების მასწავლებლებს აჩვენებენ პატარა ფილმს, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატები დასახელებულია დამოუკიდებელი ქვეყნების, მათ შორის თურქმენეთის მტრად. ამერიკული გავლენის უარყოფით მაგალითად ნაჩვენებია საქართველო და მისი პრეზიდენტი სააკაშვილი. მეთოდური მასალის შემქმნელების აზრით, რევოლუცია საქართველოში დაიწყო სკოლის მოსწავლეების და სტუდენტებისთვის განკუთვნილი, ერთი შეხედვით უწყინარი პროგრამებიდან: ამერიკაში სასწავლად გაგზავნილი ახალგაზრდები ითვისებენ „რევოლუციურ იდეებს“ და სამშობლოში მოაქვთ.

ფილმში გაისმის მოწოდება მასწავლებლების მიმართ, არ წამოეგონ „ამერიკელთა ხრიკებზე“ და გამოიჩინონ პრინციპულობა ახალგაზრდობასთან მუშაობის დროს. ფილმის ავტორის თუ ავტორების აზრით, განსაკუთრებული სიფხიზლეა საჭირო იმ მოსწავლეებთან მიმართებაში, ვინც ამერიკულ გაცვლით პროგრამებში მიიღო მონაწილეობა.

„რეგნუმის“ სტატიდან ვიგებთ, რომ თურქმენულ სკოლებში თურმე არსებობს ე.წ. ამერიკული კუთხეები - ადგილები, სადაც ამერიკული პროგრამების კურსდამთავრებულნი ურთიერთობენ ერთმანეთთან და სხვა უფროსკლასელებთან. ამ „ამერიკულ კუთხეებში“ შეკრებილებზე ბოლო დროს ხორციელდება ძლიერი ზეწოლა მასწავლებლების მხრიდან.

„რეგნუმის“ მონაცემებით, დასავლური, პირველ რიგში ამერიკული ასოციაციები და ფონდები, საკმაოდ აქტიურად აღწევენ თურქმენეთში. ეს განსაკუთრებით ეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქმიანობენ სახელმწიფო დეპარტამენტის ხაზით და USAID-ის ეგიდის ქვეშ. თავიანთი მოღვაწეობის სფეროდ ისინი აცხადებენ ეკოლოგიას, განათლებას, საინფორმაციო ტექნოლოგიებს, ნარკოტიკებთან ბრძოლას და ჯანდაცვის სისტემის განვითარებას.

თეთრი სახლი აქტიურად ინტერესდება ახალგაზრდა უცხოელი კადრების აშშ-ში მომზადების საკითხით. საგანმანათლებლო პროგრამებზე თურქმენეთში, მათ შორის პროგრესული მსოფლიო ლიდერების მომზადების კუთხით, 2010 წელს 1 მილიონი დოლარი იქნა გამოყოფილი. მთლიანად, USAID-ის ხაზით თურქმენეთს 2010 წელს 16 მილიონი დოლარი გამოეყო, რაც ორჯერ მეტია წინა წელთან შედარებით. საგანმანათლებლო სფეროში მუშაობს ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციების უმეტესობა. მათ შორის არის IREX. ეს უკანასკნელი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, რადგან, მისი წევრების „ფერად რევოლუციებში“ მონაწილეობის გამო, ამ ორგანიზაციის მუშაობა აიკრძალა ბელორუსიაში და უზბეკეთში (ცნობისთვის:IREX - საერთაშორისო კვლევის და გაცვლების საბჭო - აქტიურად მუშაობს საქართველოშიც). როგორც პრაქტიკა აჩვენებს, საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულებისგან ყალიბდება სოციალური ჯგუფები, რომლებიც ხდებიან ამერიკული სისტემის და ცხოვრების წესის აპოლოგეტები, მხარს უჭერენ ნებისმიერ ამერიკულ ინიციატივას თავიანთ ქვეყნებში. ამის ნათელი მაგალითი გვაქვს ბოლო ათწლეულის საქართველოში, სადაც მცირერიცხოვან პროამერიკულ ჯგუფებს პრაქტიკულად მონოპოლიზებული აქვთ საზოგადოებრივი და პოლიტიკური ასპარეზი.

როგორც ვხედავთ, თურქმენეთს სულაც არ ხიბლავს სააკაშვილის საქართველოს პერსპექტივა. იქაურ ხელისუფლებას კარგად ესმის, რომ საკმარისია დაუშვას თუნდაც საგანმანათლებლო დონეზე ამერიკული „ენჯეოების“ (არასამთავრობო ორგანიზაციების) პარპაში, რომ მათ მიერ ჩანერგილი კადრები მეტასტაზებივით მოედებიან ყველა სფეროს, მათ შორის სახელმწიფო აპარატს. ეს კი გამოიწვევს დესტაბილიზაციას, რევოლუციების მცდელობებს, თურქმენეთის დაპირისპირებას ახლო თუ შორეულ მეზობლებთან, რომელთა შორის არიან ირანი, ყაზახეთი, უზბეკეთი, რუსეთი. დღეს თურქმენეთი ნეიტრალური სახელმწიფოა და წარმატებით ავითარებს ურთიერთობებს მძლავრ რეგიონალურ ძალებთან - ჩინეთთან, რუსეთთან და ირანთან. ბუნებრივი აირის დიდი რესურსები საშუალებას აძლევს ამ ქვეყანას, რომ უზრუნველყოს მოსახლეობის ცხოვრების საკმაოდ მაღალი დონე დსთ-ს მასშტაბებით, განსაკუთრებით დედაქალაქში.

ამავე დროს, მმართველობის სტილი თურქმენეთში მეტისმეტად ავტორიტარულია, რაც ხშირად ტრაგიკომიკურ ხასიათს იძენს. ეს განსაკუთრებით ეხებოდა თურქმენეთის წინა პრეზიდენტს - ნიაზოვს, რომელმაც თავი „თურქმენთა ლიდერად“ - თურქმენბაშად გამოაცხადა და საკუთარი ოქროს ქანდაკებაც წამოჭიმა დედაქალაქის ცენტრში. ნიაზოვი ფაქტიურად მონარქად იქცა, რომელიც საკუთარი ხუშტურებით მართავდა ქვეყანას. ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ბერდიმუჰამედოვმა გააუქმა „თურქმენბაშის“ განსაკუთრებით ოდიოზური გადაწყვეტილებები, თუმცა იგიც ერთპიროვნულად მართავს თურქმენეთს.

როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ამგვარი დიქტატურები, გარეგნული სიმტკიცის მიუხედავად, შინაგანად საკმაოდ არასტაბილური არიან. მათ არ გააჩნიათ გარკვეული იდეოლოგია, რაც სტაბილურობას შემატებდა სახელმწიფოს. ნიაზოვი ცდილობდა შეექმნა იდეოლოგიის მაგვარი მოძღვრება, რაც ჩამოაყალიბდა წიგნში „რუჰნამე“, მაგრამ თურქმენბაშის პიროვნების კულტის დასრულებასთან ერთად, ეს „იდეოლოგიაც“ ნელ-ნელა დავიწყებას მიეცა.

ამგვარად, არ არის გასაკვირი ის, რომ ამერიკული გავლენის ქსელები საკმაოდ წარმატებით აღწევენ თურქმენეთის მაგვარ სახელმწიფოებში. მათ იქ არ ხვდებათ კონკურენტი იდეოლოგია, რომელიც შეაჩერებდა მათ გავრცელებას. თურქმენეთის ტიპის სახელმწიფოები მხოლოდ რეპრესიული გზით ახერხებენ „ფერადი რევოლუციების“ ჩახშობას. რა შეიძლება იყოს იდეოლოგიის საფუძველი ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა, მაგალითად, ცენტრალური აზიის პოსტსაბჭოთა სახელმწიფოები? ჩვენი აზრით, ეს შეიძლება იყოს მხოლოდ ზომიერი ისლამი. ამგვარი, არაფუნდამენტალისტური ისლამი, რომელიც აგრესიულად არ არის განწყობილი სხვა მონოთეისტური რელიგიების და კონფესიების, განსაკუთრებით, მართლმადიდებლობის მიმართ, იქნება ის საშუალება, რომელიც, ერთი მხრივ, გარკვეულად შეზღუდავს პოლიტიკურ ელიტას ქვეყნის შიგნით, რომ ის ზნეობრივად არ გაიხრწნას და ძალაუფლებით ტკბობას არ მიეცეს, ხოლო მეორე მხრივ, მტკიცე ზღუდედ აღიმართება საზღვრებს გარედან დასავლური ფსევდოდემოკრატიის და ლიბერალიზმის შემოჭრის გზაზე.

დღესდღეისობით, ცენტრალური აზიის ქვეყნებში სხვადასხვანაირი სიტუაციაა შექმნილი ისლამთან დაკავშირებით. ყაზახეთში და ყირგიზეთში ისლამი ისტორიულად ზომიერი იყო. დღესაც, ამ ქვეყნებში არ დგას სერიოზული პრობლემა ისლამურ ფუნდამენტალიზმთან დაკავშირებით. ისლამი მშვიდობიანად თანაარსებობს მართლმადიდებლობასთან. სხვა სიტუაციაა უზბეკეთში და ტაჯიკეთში. აქ ისლამისტური განწყობები გაცილებით უფრო ძლიერია და არსებობს ე.წ. ვაჰაბიზმის გავრცელების საფრთხე. 2005 წელს უზბეკეთში დიდი სისასტიკით ჩაახშეს ისლამისტთა გამოსვლები ფერღანის ოლქში. ამის გამო, უზბეკეთში მეჩეთები და მოლები მკაცრი სახელმწიფო კონტროლის ქვეშ არიან. ანალოგიური სიტუაციაა ტაჯიკეთში, სადაც 90-იან წლებში სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა ისლამისტებსა და მათ მოწინააღმდეგეებს შორის, რომელიც ისლამისტების მარცხით დასრულდა. თუმცა ტაჯიკი ისლამისტების მნიშვნელოვანი ნაწილი არა საუდის არაბეთის, ანუ „ვაჰაბიზმის“ გავლენის ქვეშაა, არამედ ირანის, სადაც გაბატონებულია შიიზმი (თუმცა ტაჯიკები სუნიტები არიან). ამ ბოლო დროს ტაჯიკეთშიც დაიწყო ვაჰაბიზმის ანუ სალაფიზმის გავრცელება, რამაც ქვეყნის ხელისუფლების შეშფოთება გამოიწვია. ტაჯიკი სტუდენტები საჩქაროდ გამოიწვიეს ეგვიპტის და სხვა არაბული ქვეყნების სასულიერო სასწავლებლებიდან.

განცალკევებით დგას თურქმენეთი. ეს ქვეყანა რაღაცით ჩრდილო კორეას წაააგავს, სადაც თავისებური „რელიგია“ - ჩუჩხე არსებობს. ასევე ერთგვარი ადგილობრივი „რელიგიის“ დამკვიდრებას ცდილობდა ნიაზოვი-თურქმენბაში თავისი „რუჰნამეთი“. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, „რუჰნამეს“ ეპოქა ნელ-ნელა წარსულს ბარდება. მასთან ერთად კი შეიძლება წარმოიქმნას იდეოლოგიური ვაკუუმი, რომლის შევსებასაც შეეცდებიან და უკვე ცდილობენ ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციები. თურქმენეთის, ისევე როგორც უზბეკეთის და ტაჯიკეთის ხელისუფლებას, ჩვენი აზრით, უახლოეს წლებში მოუწევს აქცენტი გააკეთოს ზომიერი ისლამის დაშვებაზე და მხარდაჭერაზე ქვეყნის შიგნით, თუ სურთ გრძელვადიანი სტაბილურობის მიღწევა და მძლავრ მეზობლებთან - ირანთან და რუსეთთან ჰარმონიული თანაარსებობა.

http://tribuna.ge/index.php?option=com_con...98&Itemid=1
kote-1962
რიჩარდ ჰოლბრუკი - იმპერიის რაინდი


ავტორი: გიორგი ვეკუა

23/12/2010 14:43

თბილისის საკრებულო ამერიკული დიპლომატიის დანაკლისს უფრო ოპერატიულად ეხმაურება, ვიდრე საკუთარი მოქალაქეების სატკივარს. მაგალითად, დღეს საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე რიჩარდ ჰოლბრუკის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბაღდათის ქუჩისთვის მისი სახელის მიკუთვნებაზე იმსჯელებენ. რა დააშავა ბაღდათმა? იქნებ ის, რომ მავანს იგი ბაღდადში აერია? ასეა თუ ისე, თბილისში ჯორჯ ბუში უმცროსის შემდეგ კიდევ ერთი ცნობილი ამერიკელის ქუჩა იქნება. ჩვენს მკითხველს აქვე ვთავაზობთ ინფორმაციას რიჩარდ ჰოლბრუკის განვლილი გზისა და საქართველოს ხელისუფლებასთან მისი ურთიერთობის შესახებ.


რიჩარდ ჰოლბრუკი - იმპერიის რაინდი

2010 წლის 13 დეკემბერს, 69 წლის ასაკში გარდაიცვალა რიჩარდ ჰოლბრუკი - ამერიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ავღანეთში და პაკისტანში. აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა მწუხარება გამოთქვეს მისი გარდაცვალების გამო და აღნიშნეს, რომ ამერიკის დიპლომატიამ დიდი დანაკლისი განიცადა.

მათზე უფრო მეტი მწუხარება გამოხატა მიხეილ სააკაშვილმა. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ცნობილია ჰოლბრუკის და სააკაშვილის მჭიდრო ურთიერთობები ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან. ფაქტიურად, რიჩარდ ჰოლბრუკი იყო სააკაშვილის ერთ-ერთი ყველა გავლენიანი მფარველი აშშ-ს დემოკრატიული ისტებლიშმენტის წრეებში. ჰილარი კლინტონთან სააკაშვილის ურთიერთობები დიდი ხანია არც თუ ისე უღრუბლოა, ასლან აბაშიძესთან ძმები როდჰემების (ჰილარის ძმების) ბიზნეს-კავშირებიდან მოყოლებული. ბოლო დროს შეინიშნება სააკაშვილის მიმართ ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენის ერთგვარი გაცივებაც, განსხვავებით 2009 წლისგან, როცა ბაიდენი დაეხმარა მას, მშრალად გამოსულიყო რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ წარმოქმნილი კრიზისიდან. ამ სიტუაციაში ჰოლბრუკი რჩებოდა მიხეილ სააკაშვილისთვის ყველაზე კომფორტულ ფიგურად დემოკრატიული ადმინისტრაციის და დემოკრატების გავლენიან ფიგურებს შორის.

მაინც რა იყო მიზეზი იმისა, რომ ჰოლბრუკი ასე „სწყალობდა“ დაუდგრომელ მიშას? ჩვენი აზრით, ამას ერთადერთი მიზეზი ჰქონდა. არა ის, რომ სააკაშვილს ჰოლბრუკი„დემოკრატად“ თვლიდა - მრავლისმნახველმა და ცინიკურმა ამერიკელმა დიპლომატებმა მშვენივრად იციან, ვინ ვინ არის და ილუზიები არ აწუხებთ (რაც კარგად გამოჩნდა „ვიკილიქსის“ სკანდალში). და არა იმდენად ის, რომ მიხეილ ნიკოლოზის ძეს ამერიკა უყვარს. სიყვარული ერთობ არასაიმედო დასაყრდენია პოლიტიკაში, განსხვავებით... სიძულვილისგან. დიახ, განსვენებული ჰოლბრუკი რუსოფობი იყო, ანუ რუსეთი სძულდა. ისევე როგორც სააკაშვილს სძულს რუსეთი, მოსკოვი და პუტინი. სწორედ ეს იყო ის საფუძველი, რაც მათ აერთიანებდათ და მათ შორის სიმპათიას წარმოშობდა.

თუმცა, ხანგრძლივი დიპლომატიური კარიერის განმავლობაში რიჩარდ ჰოლბრუკს უშუალო შეხება რუსეთთან თითქმის არ ჰქონია. სამაგიეროდ, ბოლო 40 წლის განმავლობაში მომხდარი კონფლიქტების უმეტესობის ეპიცენტრში აღმოჩნდა ჩართული. ჯერ კიდევ 60-იან წლებში, ახალგაზრდა ამერიკელი დიპლომატი, რომელიც 1941 წელს ებრაული წარმომავლობის ოჯახში დაიბადა და ჟურნალისტური განათლება მიიღო, მონაწილეობდა ჩრდილოეთ ვიეტნამის წარმომადგენლებთან გამართულ მოლაპარაკებებში. მაგრამ ბევრად უფრო საინტერესოა, რომ ჰოლბრუკი იყო ერთ-ერთი ავტორი ე.წ. „პენტაგონის ფურცლებისა“ - ეს არის ვიეტნამის ომის შესახებ საიდუმლო მოხსენებათა კრებული, რომელიც თავდაცვის მინისტრის მაკნამარას ბრძანებით მომზადდა. გასაიდუმლოებული კრებული 1971 წელს ხელში ჩაუვარდა გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსს“ და მისი ნაწყვეტები იმავე წელს გამოქვეყნდა. მოხსენებებიდან, რომლის ერთ-ერთი განყოფილების ავტორი ჰოლბრუკი იყო, ჩანდა, რომ აშშ-ს პრეზიდენტები, დაწყებული ტრუმენიდან და დამთავრებული ლინდონ ჯონსონით, შეგნებულად აფართოვებდნენ ამერიკის სამხედრო ჩარევას ვიეტნამში და ხშირად ცრუობდნენ, როცა სახალხოდ უარყოფნენ ჩრდილოეთ ვიეტნამის დაბომბვის თუ სხვა აგრესიული აქტების განზრახვას. საიდუმლო მასალების ეს „გაჟონვა“ ე.წ. ვიკილიქსის წინამორბედად შეიძლება ჩავთვალოთ.

მაგრამ რიჩარდ ჰოლბრუკის „ვარსკვლავური წამი“ არა ვიეტნამის, არამედ ბალკანეთის კონფლიქტებს უკავშირდება. სწორედ ჰოლბრუკი იყო ის ფიგურა, რომელიც „დეიტონის ხელშეკრულების“ მთავარ მოქმედ პირად იქცა. მსოფლიო პრესაში გავრცელებულია აშშ-ს ქალაქ დეიტონში გამართული შეხვედრის ვერსია, რომელიც დღემდე არავის არ უარუყვია. 1995 წელს ამ ქალაქში შეიკრიბენ სერბეთის, ხორვატიის და ბოსნია-ჰერცეგოვინის პრეზიდენტები და საერთაშორისო შუამავლები ამერიკის ხელმძღვანელობით. მაგრამ შეთანხმების მიღწევა გაჭირდა. მაშინ, როგორც ამბობენ, ჰოლბრუკმა განაცხადა, რომ არ გამოუშვებს შენობიდან არავის, სანამ სამშვიდობო ხელშეკრულება ხელმოწერილი არ იქნება. 21-ე დღეს მეომარმა მხარეებმა დოკუმენტს ხელი მოაწერეს. „დეიტონის ხელშეკრულებით“ დაკანონდა ყოფილი იუგოსლავიის დაშლა რამდენიმე ნაწილად.

თუმცა, შეთანხმების მიღწევა მხოლოდ ჰოლბრუკის გადამჭრელი ქმედებების შედეგი არ გამხდარა. სერბული მხარის ლიდერები, სლობოდან მილოშევიჩი და რადოვან კარაჯიჩი, აცხადებდნენ, რომ ამერიკულმა მხარემ და მათ შორის პირადად ჰოლბრუკმა, უსაფრთხოების გარანტიები მისცეს, ხელმოწერის სანაცვლოდ. მაგრამ მილოშევიჩიც და კარაჯიჩიც შემდეგ ჰააგის სასამართლოს გადასცეს. ამავე დროს, ბოსნიელ მუსულმანთა ლიდერები, რომლებსაც არანაკლებ დანაშაულებებში ადანაშაულებდნენ, არ წარმდგარან სასამართლოს წინაშე. ჰოლბრუკი შემდგომში თავს იმართლებდა, რომ მას არ მიუცია არანაირი იურიდული და წერილობითი გარანტიები, თუმცა მაღალი რანგის დიპლომატის მიერ მოლაპარაკების პარტნიორისთვის მიცემული სიტყვის გატეხვა უზნეო საქციელად უნდა ჩაითვალოს.

ასევე „გამოიჩინა“ თავი რიჩარდ ჰოლბრუკმა 1999 წელს კოსოვოს კონფლიქტის დროს. ამ პერიოდში ის აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი იყო კვიპროსში და იუგოსლავიაში. სწორედ ჰოლბრუკმა ჩაუტანა პრეზიდენტ მილოშევიჩს ნატო-ს ულტიმატუმი კოსოვოდან ჯარების გაყვანის თაობაზე. როგორც ცნობილია, იმავე წელს ამშ-ს და ნატოს ქვეყნების ავიაცია რამდენიმე თვის განმავლობაში ბომბავდა არა მხოლოდ სერბული ძალების პოზიციებს კოსოვოში, არამედ მთელი სერბეთის ტერიტორიას, მათ შორის მშვიდობიანი ქალაქებს. სერბული მედია ამტკიცებდა, რომ დასავლური ავიაციის მიერ ჩამოყრილ ბომბებზე ეწერა „Happy Easter” (რაც შეიძლება ვთარგმნოთ, როგორც „გილოცავთ აღდგომას“). ყოველ შემთხვევაში, სწორედ 1999 წლის 11 აპრილს, აღდგომა დღეს, აღინიშნებოდა ყველაზე სასტიკი დაბომბვები. სხვათა შორის, ამ თარიღამდე 55 წლით ადრე, 1944 წლის 16 აპრილს, ასევე აღდგომის დღეს, ამერიკის და ბრიტანეთის ავიაციამ მასირებულად დაბომბა ბელგრადი და სხვა სერბული ქალაქები, რომლებიც მაშინ გერმანელთა კონტროლის ქვეშ იყო.

ერაყის ომთან დაკავშირებულ საკითხებში ჰოლბრუკი ჩართული არ ყოფილა, რადგან ის მუდამ დემოკრატიული ადმინისტრაციების შემადგენლობაში ირიცხებოდა. ამ დროს კი ამერიკას ბუში და რესპუბლიკელები მართავდნენ. სახელმწიფო სამსახურისგან თავისუფალ პერიოდებში ბ-ნი ჰოლბრუკი უოლ-სტრიტის ბინადარი იყო. სხვადასხვა დროს იგი მუშაობდა ხელმძღვანელ თანამდებობებზე ისეთ საფინანსო გიგანტებში, როგორიცაა, მაგალითად, „ლემან ბრაზერსი“ (1985-93 წლებში). სხვათა შორის, ამ კომპანიის გაკოტრება 2008 წელს მსოფლიო საფინანსო კრიზისის ერთ-ერთი კატალიზატორი გახდა. რაც შეეხება რუსეთს, ჰოლბრუკი აქტიურად მონაწილეობდა რუსული ლიბერალური და პროდასავლური ოპოზიციის. მათ შორის ე.წ. „სხვა რუსეთის“, საქმიანობაში, ეხმარებოდა მათ რჩევებით. რა თქმა უნდა, არც საქართველოს და კავკასიას ივიწყებდა. ჰოლბრუკი იყო ერთ-ერთი პირველი უცხოელი, რომელიც თბილისში აგვისტოს ომის შემდეგ ჩამოვიდა და მონაწილეობდა სააკაშვილის დასაცავ და რუსეთის აგრესორად წარმოსაჩენ საინფორმაციო კამპანიაში. „ვიკილიქსის“ მასალებიდან გამოჩნდა, რომ ამერიკელი დიპლომატები სულაც არ იყვნენ ამ ვერსიაში ისე დარწმუნებული, როგორც ეს დასავლური პრესის და მას-მედიის ფურცლებზე ხშირად ჩანდა.

თეთრ სახლში დემოკრატიული ადმინისტრაციის დაბრუნების შემდეგ, რიჩარდ ჰოლბრუკი უმალ დააბრუნეს დიპლომატიურ სფეროში და ყველაზე მნიშვნელოვან და მწვავე მონაკვეთზე - ავღანეთში და პაკისტანში პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნეს. ჰოლბრუკის მოღვაწეობა ამ პოსტზეც სკანდალებით აღინიშნა. კერძოდ, ამერიკული სამხედრო ძალების ყოფილმა სარდალმა ავღანეთში მაკკრისტალმა ვეღარ მოითმინა და პრესას გაუმხილა თავისი დამოკიდებულება მთელი რიგი ამერიკელი მაღალჩინოსნების მიმართ. მათ შორის აღმოჩნდა ჰოლბრუკიც, რომლის მიერ ელექტრონული ფოსტით გამოგზავნილი წერილების წაკითხვას სარდალი ბოლო დროს თავს არიდებდა, რადგან, მისი თქმით, დიპლომატმა „თავი მოაბეზრა“ რჩევებით და მითითებებით. მაკკრისტალი ამ სკანდალის შემდეგ თანამდებობიდან გაანთავისუფლეს, რიჩარდ ჰოლბრუკი კი დარჩა. თუმცა, ამ ეპიზოდიდანაც ჩანს, რომ ის ძალზე განიცდიდა ავღანეთში მიმდინარე პროცესებს. როგორც ჩანს, უდიდესი გამოცდილების და ინტუიციის მქონე დიპლომატი ხვდებოდა, რომ საქმე ისე არ მიდის, როგორც ეს ამერიკის გრძელვადიან ინტერესებშია და ცდილობდა ვითარების შეცვლას. ამბობენ, რომ სასიკვდილო სარეცელზეც, აორტაზე ქირურგიული ოპერაციის წინ, ჰოლბრუკმა დაიბარა: „თქვენ უნდა შეაჩეროთ ეს ომი“. ამერიკული იმპერიის დიპლომატიური ფრონტის ერთ-ერთი ყველაზე ღვაწლმოსილი მუშაკი, შეიძლება ითქვას რაინდი, იმ მომენტში წავიდა ამ ქვეყნიდან, როცა ავღანეთის ომის და საერთოდ, მომავალი მსოფლიო წესრიგის საკითხი გაურკვეველი რჩება.

http://tribuna.ge/index.php?option=com_con...9&Itemid=97
kote-1962
ენგურის ეთნოკვანძი

ავტორი: გურამ შარია

17/12/2010 18:35

არსებობს ასეთი ენერგეტიკული ტერმინი - ჰიდროკვანძი, რომელიც ერთმანეთთან დაკავშირებული ჰიდროტქნიკური ობიექტების კომპლექსს აღნიშნავს. მისი ანალოგიით, აფხაზეთში, კერძოდ გალის რაიონში არსებულ ეთნიკურ სიტუაციას ეთნოკვანძი ვუწოდეთ.



არადა, საბჭოთა დროს, გალის რაიონი აფხაზეთში ყველაზე ერთგვაროვანი იყო ნაციონალური შემადგენლობით - მოსახლეობის 95 პროცენტზე მეტს ქართველები შეადგენდნენ. არსებობს ასეთი ენერგეტიკული ტერმინი - ჰიდროკვანძი, რომელიც ერთმანეთთან დაკავშირებული ჰიდროტქნიკური ობიექტების კომპლექსს აღნიშნავს. მისი ანალოგიით, აფხაზეთში, კერძოდ გალის რაიონში არსებულ ეთნიკურ სიტუაციას ეთნოკვანძი ვუწოდეთ. არადა, საბჭოთა დროს, გალის რაიონი აფხაზეთში ყველაზე ერთგვაროვანი იყო ნაციონალური შემადგენლობით - მოსახლეობის 95 პროცენტზე მეტს ქართველები შეადგენდნენ.



თუმცა, მეფის რუსეთში და საბჭოთა კავშირის არსებობის პირველ წლებში ამ რაიონის მცხოვრებლებს პერიოდულად სხვადასხვა ეთნოსის სახელით აღრიცხავდნენ - სამურზაყანოელებად, მეგრელებად, აფხაზებად ან ქართველებად. აფხაზეთის მმართველი წრეებში ტენდენცია იყო, გალის რაიონის მოსახლეობის ნაწილი ქართველებად კი არა, მეგრელებად მოეხსენებინათ. თუმცა, ბოლო დროს, ამ მოსახლეობის მეგრულ ეთნოსად იდენტიფიკაციის კუთხით აქტიურობა ოფიციალური სოხუმის მხრიდან აღარ შეინიშნება. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

სწორედ აქ მივადექით იმ რთულ კვანძს, რომელიც ზემოთ ვახსენეთ. 90-იან წლებში და შემდგომაც აფხაზეთის სეპარატისტულ ხელისუფლებაში და მის გალელ წარმომადგენლებში პოპულარული იყო ე.წ. მეგრული საკითხის მუსირება. ხორციელდებოდა პროპაგანდისტული კამპანია ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ, რომ ისინი არა ქართველები, არამედ მეგრელები არიან, რაც ცალკე ეროვნებად ცხადდებოდა. საუბარი მიდიოდა აფხაზური ხელისუფლების დაფინანსებით მეგრულ ენაზე გაზეთების გამოშვებაზე, რადიო და ტელემაუწყებლობის გახსნაზე, მაგრამ თანდათანობით ეს პროექტები „აორთქლდა“.

ამის მიზეზი კონფლიქტის ზონაში არსებული სიტუაციის ცვლილებაშია. სანამ აფხაზეთში სამშვიდობო ძალები იდგნენ, სეპარატისტული ტერიტორია დსთ-ს ქვეყნების გადაწყვეტილებით ერთგვარ ბლოკადაში იყო მოქცეული და საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას რუსეთთან მოლაპარაკების რესურსი ამოწურული არ ჰქონდა, სოხუმს აწყობდა გალის რაიონის მოსახლეობის ნაწილში ეწ. მეგრული საკითხის შეგდება, რათა გამოეწვია ქართველებში ურთიერთდაპირისპირება. დღეს კი, როცა აფხაზეთის დამოუკიდებლობა ოფიციალურად აღიარა რუსეთის ხელისუფლებამ და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ, აფხაზური მმართველი რეჟიმისთვის გარკვეულწილად სხვა სიტუაცია შეიქმნა.

სოხუმს არ სჭირდება გალის რაიონში „მეგრული“ იდენტობის მქონე მოსახლეობა. რატომ? იმიტომ რომ, განსხვავებით ქართველებისგან, რომლებსაც სეპარატისტული პროპაგანდა „მოსულებად“ და „დამპყრობლებად“ უხატავს რიგით აფხაზებს, გალის რაიონის ადგილობრივი მცხოვრებლების გამოცხადება „ბერიას მიერ ჩამოსახლებულებად“, „სტუმრებად“ და „გადამთიელებად“ ძნელად თუ გამოვა. შუა საუკუნეებშიც კი, გალის რაიონი, ერთ დროს სამურზაყანოდ წოდებული, აფხაზეთსა და სამეგრელოს სამთავროებს შორის ხელიდან ხელში გადადიოდა და სტალინ-ბერიამდე დიდი ხნით ადრე, ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის და მეოცე საუკუნის პირველი მეოთხედის აღწერებით, იქ ძირითადად მეგრულ ენაზე მოსაუბრე მოსახლეობა ცხოვრობდა, განსაკუთრებით ე.წ. ქვედა ზონაში. მართალია, ზედა ზონის სოფლებში მოსახლეობის უმეტესობა თავს იმ დროს აფხაზებს უწოდებდა, მაგრამ ხშირად მათი მშობლიური ენაც მეგრული იყო. შესაბამისად, თუკი მეგრელები ცალკე ეთნოსია და თანაც აფხაზეთის მკვიდრი, მაშინ მათ შესაბამისი პოლიტიკური უფლებები უნდა ჰქონდეთ აფხაზეთის რესპუბლიკაში, მათ შორის კვოტები სახელისუფლებო სტრუქტურებში. ამასთან, მხოლოდ გალის რაიონში 45-50 ათასი ადამიანი ცხოვრობს, რაც ბევრად არ ჩამოუვარდება აფხაზეთში მუდმივად მცხოვრები აფხაზების რაოდენობას. შევადაროთ ეს ციფრები აფხაზეთის პარლამენტის ეთნიკურ შემადგენლობას: პარლამენტში 35 დეპუტატია, აქედან აფხაზი 27, ხოლო გალის რაიონიდან მხოლოდ 3 წევრი, მათ შორის 1 აფხაზი. ასევე აფხაზებისგანაა დაკომპლექტებული თითქმის ყველა უმაღლესი აღმასრულებელი თანამდებობა. აშკარაა აფხაზების არაპროპორციულად მაღალი ხვედრითი წილი, რაც ეთნოკრატიაზე მიანიშნებს.

არსებობს კიდევ უფრო სერიოზული მიზეზი. საქმე იმაშია, რომ თავად აფხაზების ეთნიკური წარმომავლობის საკითხი საკმაოდ რთულია. როგორც ცნობილია, აფხაზთა მნიშვნელოვან ნაწილს, თუ უმეტესობას არა, იგივე ან მსგავსი გვარები აქვთ, რაც მეგრელებს. ასევე ერთმნიშვნელოვნად არის დადასტურებული ის ფაქტი, რომ გვიანდელ შუა საუკუნეებში, განსაკუთრებით მე-17-მე-18 სს., სამეგრელოდან მასიურად ხდებოდა გლეხების გადასახლება აფხაზეთის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, რომლებიც მძიმე ფეოდალურ ვალდებულებებს გაურბოდნენ. ამიტომ ცხადია, რომ ქართველებისგან განცალკევებული მეგრული ეროვნების ოფიციალურმა აღიარებამ სოხუმის მხრიდან მომავალში შეიძლება გაუთვალისწინებელი შედეგები გამოიწვიოს თავად აფხაზურ ეთნოსთან მიმართებაში. მეგრელები ადვილად შეიძლება გახდნენ ყველაზე მრავალრიცხოვანი ეთნიკური ჯგუფი აფხაზეთში, ქართველი ლტოლვილების დაბრუნების გარეშეც და არა მარტო გალის, არამედ ოჩამჩირის, გულრიფშის და სოხუმის რაიონებშიც. ამასთან, აფხაზეთში გაზრდილია რუსეთის გავლენა, რაც ასევე აფიქრებს აფხაზურ ელიტას, რადგან, მისი აზრით, რუსეთმა შეიძლება ხელიც კი შეუწყოს აფხაზების ნაწილის „მეგრელიზაციას“, თუ აფხაზებში არასაკმარის „მორჩილებას“ დაინახავს.

ამ მიზეზების გამო, მაშინაც, როცა აფხაზურ ხელისუფლება „მეგრულ საკითხს“ ათამაშებდა და მით უმეტეს, დღეს, როცა აფხაზეთი სცნო რუსეთმა, მისი მიზანია გალის რაიონის მოსახლეობის რაც შეიძლება დიდ ნაწილში დანერგოს არა მეგრული, არამედ აფხაზური იდენტობა, ხოლო დანარჩენი, რაც შეიძლება მცირე ნაწილი, დატოვოს ქართველებად. ცხადი ხდება, რომ ახლა სოხუმს აწყობს კიდეც აფხაზეთში, კერძოდ გალის რაიონში ქართველების გარკვეული რაოდენობის არსებობა. ამ რაიონის ქვედა ზონა ერთგვარ გეტოდაა ქცეული, სადაც ეს მოსახლეობა ლოკალიზებულია. ქართველები კვლავაც ასრულებენ აფხაზებისთვის „ბუას“ როლს, ადვილია მათი დაწიოკება, „თბილისის აგენტებად“ და „ტერორისტებად“ გამოცხადება, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში, შეიძლება მათი დანიშვნა საჩვენებელ თანამდებობებზე (მაგალითად, სოფლის გამგებლად) და ამით თავის მოწონება დასავლური სტრუქტურების წინაშე, რომ ქართულ უმცირესობას გარკვეული უფლებები აქვს. აფხაზურ მოსახლეობაში იმდენად ძლიერია ათწლეულების მანძილზე გაღვივებული დაპირისპირება თბილისის, როგორც ცენტრის და „დამპყრობლის“ მიმართ, (რასაც 1992-1993 წლების ომიც დაემატა), რომ თბილისთან ასოცირებულ ქართველებს, მათ შორის მეგრული წარმოშობის ქართველები განწირული არიან, იყვნენ გალის რ. ქვედა ზონის „გეტოს“ ფარგლებში და მეტიც, მუდმივი „ქართული საფრთხე“ შემაკავშირებელ როლს ასრულებს აფხაზების ცნობიერებაში.

განსხვავებული სიტუაციაა მეგრელების შემთხვევაში, თუ ისინი ცალკე ეთნოსად გამოცხადდებიან. შეუძლებელი იქნება მათი პროპაგანდისტული მიბმა თბილისთან და მის „დამპრობლურ პოლიტიკასთან“, რადგან ნათელია, რომ თბილისშიც არავის აწყობს მეგრული ეთნოსის გამოყოფა ქართველებისგან, თუნდაც გალის რაიონის ფარგლებში. ხოლო გალიდან მეგრული იდენტობის გაძლიერების პროცესმა თავისუფლად შეიძლება გადაინაცვლოს აფხაზეთის მოსაზღვრე რაიონებში, რისთვისაც, როგორც აღვნიშნეთ, ისტორიულ-ეთნიკური წინაპირობები არსებობს.

ეს შესავალი იმისთვის დაგვჭირდა, რომ კომენტარი გაგვეკეთებინა „რადიო თავისუფლების“ ეგიდით გამომავალი რუსულენოვანი ინტერნეტ-გამოცემის, „Эхо Кавказа»-ში გამოქვეყნებული სტატიისთვის (ბმული). სტატიის ავტორია აფხაზი ჟურნალისტი ვიტალი შარია, რომელიც აღწერს მისი გვარის წარმოშობის ისტორიის ერთ-ერთ ვერსიას. მისი თქმით, ბავშვობაში მამისგან მოისმინა საოჯახო გადმოცემა, რომლის მიხედვით, შარიების წინაპრები იყვნენ გუდაუთის რაიონში მცხოვრები ძმები, გვარად შაკრილი. ისინი თითქოს იძულებული გამხდარან გადმოსახლებულიყვნენ თანამედროვე გალის რაიონში, რადგან აღარ დაედგომებოდათ მშობლიურ სოფელში თანასოფლელის მკვლელობის გამო. გადმოცემის თანახმად, მათ დაუარსებიათ სოფელი თაგილონი (რომელსაც ვიტალი შარია თაგლანად მოიხსენიებს). ბ-ნი ვიტალი თავის თავს შარიების მცირერიცხოვანი აფხაზური შტოს წარმომადგენელს უწოდებს. შემდეგ ავტორი აღწერს თაგილონში მოგზაურობას, სადაც დღესაც ცხოვრობენ შარიები, რომლებიც დღეს ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი გვარია გალის რაიონში. იქვე გაკვრით ნათქვამია, რომ მსგავსი მიგრაციები ხშირად ხდებოდა აფხაზეთის ტერიტორიის ფარგლებში, თუმცა დაზუსტებული არაა, რა მიმართულებებით. ამგვარად, სტატიის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ქართველი (მეგრელი) შარიები წარმოშობით გუდაუთელი აფხაზები არიან და რომ ეს ფაქტი სულაც არ არის გამონაკლისი. ცხადი ხდება სტატიის დაფარული მიზანი - გალის რაიონის მოსახლეობაში აფხაზური იდენტობის გაღვივება. სხვათა შორის, იგივე მიზანს ემსახურება სტატიაში ნახსენები წიგნი - თეიმურაზ აჩუგბას „სამხრეთ-აღმოსავლეთ აფხაზეთში ეროვნული ცნობიერების პრობლემების შესახებ“, რომლის პრეზენტაცია გალის რაიონის აფხაზური ადმინისტრაციის შენობაში 2006 წელს გამართულა.

ასევე საინტერესო იქნება მკითხველისთვის კომენტარი, რომელიც ვიტალი შარიას სტატიას გაუკეთა საკმაოდ ცნობილმა ქართველმა ბლოგერმა, გელა ვასაძემ (ბმული). მან ჯერ ტრადიციულად დაგმო რუსეთის „იმპერია“, რომელმაც ეთნონაციონალისტური რეჟიმი დაამყარა აფხაზეთში, აფხაზების ხელით, შემდეგ კი გაკვირვება გამოთქვა, თუ რატომ გამოაქვეყნა სტატია, რომელიც შეფარულად ამართლებს ეთნიკურ წმენდას, აშშ-ს კონგრესის მიერ დაფინანსებულმა რესურსმა (იგულისხმება „რადიო თავისუფლება“). გელა ვასაძისთვის ამერიკა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და მისი გაკვირვებაც, მოდური გამოთქმის არ იყოს, ლეგიტიმურია. ნუთუ ვერ გაერკვნენ? - კითხულობს ბ-ნი გელა.

უნდა ვთქვათ, რომ ჩვენთვის სულაც არ არის გასაკვირი ის, რომ „რადიო თავისუფლების“ რესურსზე მიმდინარეობს სეპარატიზმის ფარული პროპაგანდა. მიუხედავად სიტყვიერი დეკლარაციებისა, აშშ არასოდეს ყოფილა დაინტერესებული საქართველოს ტერიტორიის რეალური მთლიანობით და ეს მშვენივრად გამოჩნდა 2008 წლის აგვისტოში, როცა ამერიკის ადმინისტრაციამ, როგორც მინიმუმ, არაფერი გააკეთა სააკაშვილის შესაჩერებლად, ხოლო სავარაუდოდ კი, აქეზებდა კიდეც მას. ახლახანს, საიტ „ვიკილიქსზე“ გამოქვეყნებული მასალებიც, რომლებიც აგვისტოს ომის დაწყებას ეხება, აშკარად მეტყველებენ იმაზე, რომ საბრძოლო მოქმედებები დაიწყო სააკაშვილმა, ხოლო ბუშის ადმინისტრაციას არანაირი გადამწყვეტი ზომა არ მიუღია ამ ტრაგიკული ნაბიჯის აღსაკვეთად (რისი გაკეთებაც მას შეეძლო). აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის რუსეთის მიერ აღიარების მაპროვოცირებელი გახდა აშშ-ს მიერ კოსოვოს სერბეთისგან დამოუკიდებლობის აღიარება. სამწუხაროდ, პროამერიკულად განწყობილ ქართველებს არ სურთ სიმართლეს თვალი გაუსწორონ და აღიარონ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არ შედის აშშ-ს გრძელვადიან ინტესერებში და მეტიც, რუსეთთან კონფრონტაციის პირობებში, რაც პროამერიკული პოლიტიკის შედეგია, არათუ მთლიანობის აღდგენის, არამედ ამ მიმართულებით ოდნავი წინ წაწევის შანსები პრაქტიკულად არ არსებობს.

http://tribuna.ge/index.php?option=com_con...=view&id=15
kote-1962
ფალოიმიტატორების ბუმი ზუგდიდში - ახალი სკანდალი ინგლისურენოვანი პედაგოგების გარშემო (+18)




პროექტ "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად"-ს ფარგლებში სამეგრელოში ჩამოყვანილი კიდევ ერთი პედაგოგი სკანდალში გაეხვა. სენსაციურ ისტორიას ავრცელებს ინტერნეტპორტალი პრესა.გე-რომელიც ზუგდიდის ერთ-ერთ სკოლაში განაწილებულ ავსტრიელ მასწავლებელს უკავშირდება. "ღია ბოქლომი" ყოველგვარი შელამაზების გარეშე გთავაზობთ ამ შოკისმომგვრელ ინფორმაციას:

გაზიარება
429
[09:25 14-12-2010]
26 წლის მარია ზუგდიდში ოქტომბერში ჩავიდა. ის ავსტრალიაში თურმე სანიტრად მუშაობდა. საქართველოში კი სიახლეების საძიებლად ჩამოვიდა. ბუკიების ოჯახმა მარიას სახლში მიღება იმიტომ გადაწყვიტა, რომ ორი ბავშვი ყავთ. 12 და 14 წლის გოგოები. ოჯახის ყოფილი დიასახლისის, მანანას თქმით, უნდოდათ, ბავშვებს ინგლისურის ცოდნა გაემყარებინათ. ქალბატონი მანანა თავადაც ინგლისურის სპეციალისტია, მაგრამ რამდენიმე წელია აღარ მუშაობს და თვითონაც უნდოდა ენის გაწაფვა, თურმე. მარიას ყველაზე უკეთესი ოთახი გამოუყვეს და მეგრული სტუმართმოყვარეობით შეხვდნენ. ნუ იტყვით და, ელარჯი და გებჟალია მოსწონებია და ამას როგორ მოაკლებდნენ ძვირფას სტუმარს!

ერთ დღესაც სახლში მოსულ მარიას ქალბატონ მანანასთვის აღშფოთებულს მოუყოლია, რომ მისი ქართველი კოლეგა 31 წლის ასაკში ჯერ კიდევ ქალიშვილია და ეს მხოლოდ იმის გამო, რომ ქმარი არ ჰაქვს. ასე ვის გაუგია, ეს ხომ საშინელებაა, თავის ახალგაზრდობას და ჯანმრთელობას დაიღუპავსო – ცხარობდა თურმე უცხოელი.

ქალბატონ მანანას აღშფოთება მარიათი მაშინ დაიწყო, როცა შემთხვევით მის ოთახში შევიდა და რამდენიმენაირი ფალოიმიტატორი და ვიბრატორი აღმოაჩინა ტუმბოზე. მისი თქმით, შორიდან ვერც კი მიხვდა, რა იდო და ლამაზის ფერის სათამაშოებმა მოხიბლა. ოთახში შემოსულ მარიას აუხსნია დიასახლისისთვის „სათამაშოების“ დანიშნულება და მოხმარების წესები. თანაც, შესთვაზა, თუ გინდათ, ასეთს თქვენთვისაც გამოვიწერ და გაჩუქებთო.

ქალბატონ მანანას, ზრდილობიანად უთხოვია, რომ „ეს სათამაშეოები“ შეენახა, რადგან მარიას ოთახში, შესაძლოა, ბავშვები შესულიყვნენ. “ეს რომ ვუთხარი, გადაირია, უნდა ნახონ და იცოდნენ კიდეც ესენი, თორემ იქნებიან ჩემ ქართველ კოლეგასავით სამარის კარამდე ქალიშვილობის გაფრთხილებაშიო“ – ყვება ქალბატონი მანანა.

რამდენიმე დღეში კი, ბაზრიდან დაბრუნებულ ქალბატონ მანანას საკუთარ საძინებელში მონებივრ მეუღლისა და პედაგოგოისთვის შეუსწრია: „საშინელება იყო, არც კი მახსოვს, როგორ გამოვვარდი იქიდან, ბავშვებს მივაკითხე სკოლაში და დედჩემთან გავვარდი. მაგრამ დრო რომ გავიდა, ცოტა გონს მოვეგე, მივხვდი, რომ ამის გამო ოჯახი არ უნდა დამენგირა, შეცდომას ყველა კაცი უშვებს, თანაც, ჩემი ქმარი შერიგებას მეხვეწებოდა. მაგრამ მარიასთან ერთად ხომ არ ვიცხოვრებდი?! მივედი ჯერ დირექტორთან, მერე რესურსცენტრში და მარიას სხვა სახლში გადაყვანა ვთხოვე. მიზეზს რომ მეკითხებოდნენ, ვერ ვეუბნებოდი, ყველას ხომ ვერ მოვუყვები ჩემს ამბავს. იმათ კი მიპასუხეს, თუ მიზეზი არ გაქვს, გყავდეს სახლში, მშვენიერი გოგოა და წლის ბოლომდე შენთან იცხვოროსო“.

ქალბატონი მანანა კვლავ დედასთან ცხოვრობს. მისი თქმით, ვერაფერს ამბობს, რადგან ეშინია: „შარის თავი ვის აქვს! ამ მთავრობას რას მოედავები! ჯობია, ისევ ასე ვიყოთ.“

http://boqlomi.blogspot.com/2010/12/blog-post_4288.html
kote-1962
დათა ახალაია ირაკლი ოქრუაშვილმა პარიზში სცემა?!

27-12-2010

[ნათია ბარნოვი www.journalist.ge]



რამდენიმე წუთის წინ პარიზში მცხოვრებმა ერთერთმა ქართველმა, რომელმაც ვინაობის დასახელება არ ისურვა გვიამბო, რომ გუშინ საღამოს შვიდ საათზე ირაკლი ოქრუაშვილი პარიზში შვილებს ასეირნებდა, როდესაც ქართული პარტიის ლიდერმა ერთერთ პრესტიჟულ სასტუმროსთან პარკ ჰაიატ პარიზ ვანდომთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთოების დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დათა ახალაია შენიშნა, ირაკლი ოქრუაშვილი ახალაიასთან ერთად სასტუმროს მამაკაცების ტუალეტში შესულა და შემდეგ ახალაია უცემია. ქართული პარტიის ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს, თუმცა როგორ წყარო ექსკლუზიურად ჟურნალისტისთვის ყვება თავდაცვის ყოფილი მინისტრი შემთხვევის ადგილას მოგვიანებით დაბრუნდა ბავშვების გარეშე და ახალაიას მასთან შეხვედრას კიდევ სთხოვდა, თუმცა შიანაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი ოქრუაშვილს აღარ შეხვდა და მოგვიანებით საცხოვრებელი ადგილიც კი გამოიცვალა. ქართული პარტიის ოფისში მომხდართან დაკავშირებით განაცხადეს რომ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ, რადგან ისინი შემთხვევის დეტალებს არკვევენ. რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინიტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი შოთა უტიაშვილი მომხდარზე აცხადებს რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება, თუმცა როგორ ქართულ პარტიაში ჟურნალისტს განუმარტეს ისინი ინციდენტის შესახებ განცხადებას მოგვიანებით გააკეთებენ. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია ახალაია–ოქრუაშვილის შეხვედრის ამსახველი ვიდეო მასალა სასტუმროს დაცვის პერსონალს აქვს.

http://journalist.ge/?menuid=2&id=1598&lang=1)
kote-1962
ხელისუფლება სამარცხვინო ბოძზე


13:55 28.12.2010
[როზი ჯღამაია]

რამდენიმე დღის წინ ერთმა კომპეტენტურმა ადამიანმა კონფიდენციალურად მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილს ავლაბრის რეზიდენციაში ბიძინა ივანიშვილი დაუბარებია და ისიც წვევია. წყაროს ცნობით, სააკაშვილი ივანიშვილისგან 1,5 მლრდ დოლარს ითხოვდა, რაზეც ამ უკანასკნელს უარი უთქვამს.

დაწვრილებით არ შევუდგები იმის აღწერას რა ვითარებაში წარიმართა შეხვედრა, მაგრამ როგორც წყარო ამბობს, საუბარი მეტად დაძაბულ ვითარებაში შედგა და საქმე კონფლიქტამდეც მისულა. წყარო იმასაც დასძენს, რომ რეზიდენციიდან გამოსულ ივანიშვილს გადაწყვეტილება მიუღია – საქართველოში რაც ბიზნესები აქვს დახუროს.

ვნახოთ, რამდენად გამართლდება ჩვენი წყაროს ინფორმაცია. ზოგადად, უხერხულობას მიქმნის, როცა ამა თუ იმ ინფორმაციის გახმაურება დოკუმენტების და წყაროს დასახელების გარეშე მიწევს, მაგრამ „ვარდოსანი ხელისუფლების“ მოსვლის შემდეგ ე.წ. კულუარული ინფორმაციები ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, რადგან საჯაროდ ვერავინ ვერაფერზე ლაპარაკობს.

თუმცა კი, ინფორმაციები სახელისუფლებო კულუარებიდან, შედარებით ნაკლებად, მაგრამ, როგორც სხვა ხელისუფლების შემთხვევაში ხდებოდა, მაინც, ჟონავს და ხშირ შემთხვევაში, იგი მართლდება. კონკრეტულ შემთხვევაში, თავს ვერ დავდებ რამდენად უტყუარია აღნიშნული ინფორმაცია, მაგრამ ქვეყანა ახლა იმ მდგომარეობაშია, რომ დაუჯერებელი არაფერია იმაში, სააკაშვილს ივანიშვილისთვის ფული ეთხოვა, მითუმეტეს, რომ მსგავს ფაქტს ადგილი ადრეც ჰქონია.

ივანიშვილზე რომ არაფერი ვთქვათ, უკვე კულუარებს გასცდა და პოლიტიკოსები ღიად საუბრობენ იმ ფაქტის შესახებ, რომ კატასტროფის წინაშე მდგარი ბიუჯეტის შევსებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ზურაბ ადეიშვილი. ადეიშვილმა საპროცესო გარიგებებით 1 მლრდ–ის ვალდებულება რამდენიმე თვის წინ, ერთ–ერთ მთავრობის დახურულ სხდომაზე საკუთარ თავზე აიღო, მაგრამ იმ პირობით, რომ არც–ერთ საქმეში მერაბიშვილი და თვით სააკაშვილიც არ უნდა ჩარეულიყვნენ.

შედეგად, ქვეყანაში მასობრივი ტერორი დაიწყო, გამოწურული მსხვილი ბიზნესის შემდეგ, სააკაშვილის ხელისუფლება აქამდე ხელუხლებელ რეზერვს – მცირე მეწარმეებს დაერია. საქმეში ბანკებიც იქნენ ჩართული და ზედმიწევნით დაიწყო ბანკებისთვის გაცემული სახელფასო ცნობების გადამოწმება. ცნობებში, სადაც კი 100–200 ლარით გაზრდილად იყო ნაჩვენები სახელფასო შემოსავლები, დაბრუნებული სესხების მიუხედავად, ცნობის გამცემებსაც და სესხის ამღებებსაც საპროცესო გარიგებებს უფორმებენ.

ხელისუფლების ტერორის მსხვერპლი გახდა სამედიცინო პერსონალიც. კულუარებში აქტიურად საუბრობდნენ ცნობილი კარდიოლოგის, გულიკო ჩაფიძის შემთხვევაზეც. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კარდიოლოგიური კლინიკის გაყიდვის პროცესში, ხელისუფლებას ცნობილი კარდიოლოგი შიდა პატიმრობაში ყავდა აყვანილი.

კულუარული ინფორმაციით, საპროცესო გარიგება გაუფორმეს პედიატრ ქეთი ნემსაძესაც, რომელსაც ხელისუფლება 200 ათას დოლარზე მეტს ედავებოდა. უამრავი ექიმი იყო ასევე პროკურატურაში დაბარებული, რომელთა უმრავლესობასთან უკვე გაფორმდა საპროცესო გარიგებები.

ყველა ფაქტს ვერ ჩამოვთვლით, თუმცა საპროცესო გარიგებები რომ ბიუჯეტის შევსების მნიშვნელოვან წყაროდ იქცა, ფინანსთა მინისტრმა, კახა ბაინდურაშვილმაც დაადასტურა. ბაინდურაშვილმა პარლამენტში ოპოზიციის ცნობისმოყვარეობა დააკმაყოფილა და განმარტა, რომ მიმდინარე წლის ცხრა თვის მონაცემებით, საპროცესო გარიგებებიდან ბიუჯეტში მხოლოდ 30 მილიონი ლარი გადაირიცხა.

თუმცა, სხვა ინფორმაციით, ბოლო სამი თვის განმავლობაში, საპროცესო გარიგებებით სპეციალურ ანგარიშზე 150 მლნ ლარია მობილიზებული და ეს ციფრი ყოველდღიურად იზრდება.

იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან საპროცესო გარიგებები ბიუჯეტის შევსების ერთადერთი წყარო არ არის. უკვე გაძვირდა კომუნალური გადასახადები, ტრანსპორტი და პირველადი მოხმარების პროდუქტი. სააკაშვილმა მთავრობის ბოლო სხდომაზე, სვანეთის მთებში, მისთვის უჩვეულო მორიდებით შემოგვაპარა, რომ ნავთობი ისევ გაძვირდა და ეს აუცილებლად დაარტყამს თითოეული ადამიანის მდგომარეობას.

თუმცა, სააკაშვილს ერთი სიტყვით არ უხსენებია, რომ ქვეყნის ეკონომიკის გაჩანაგებაში, ნავთობის გაძვირებაზე მეტად, სწორედ ამ ხელისუფლების უგუნურ პოლიტიკას მიუძღვის უდიდესი წვლილი.

ამიტომ, სააკაშვილის მთავრობას უკვე აღარც მღვიმეები უშველის და რამდენიც უნდა მოინდომოს, ვერც ცამდე ამაღლება – ქვეყანა უფსკრულში მიექანება. მძიმე იყო 2010 წელი, მაგრამ როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, 2011 წელი კიდევ უფრო მძიმე იქნება. მართალია, მთავრობა ამაყობს, რომ ქვეყანაში ინვესტიციების საპროგნოზო მაჩვენებლებმა მოლოდინს გადააჭარბა, მაგრამ სხვა საქმეა რას უწოდებს ხელისუფლება ”ინვესტიციებს”.

ხელისუფლება საკუთარი აქტივების გაყიდით მიღებულ შემოსავალს ინვესტიციად ნათლავს, მაგრამ უძრავი ქონების ფულად აქტივად ქცევა არაფერს ნიშნავს, როცა მას ქვეყნის ეკონომიკისთვის დამატებითი შემოსავალი არ მოაქვს. კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს პირდაპირი ინვესტიციების კუთხით, მაგრამ არც ობიექტების გაყიდვებით შეგვიძლია თავის მოწონება.



სამი კვარტლის მონაცემებით, ქვეყანაში სულ რაღაც 433 მილიონი დოლარის ინვესტიციამ მოიყარა თავი. არადა, 2010 წლის საპროგნოზო მაჩვენებლად მთავრობა 1,2 მლრდ დოლარს ასახელებდა. ამის მიუხედავად, ხელისუფლება თავს იწონებს, რომ საქართველო ინვესტორებისთვის მიმზიდველი ქვეყანაა. ფაქტი ისაა, რომ საქართველოს ინვესტორები ისევ გაურბიან.



2011 წელი წინასაარჩევნო წელია და იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც დღეს ქვეყანაშია, რთული წარმოსადგენია, რომ ხელისუფლება თავს დამშვიდებულად გრძნობდეს, მითუმეტეს, რომ უცხოური დახმარებები პრაქტკულად ამოიწურა და საქართველოსთვის დამატებითი თანხების გამოყოფას არავინ აპირებს.



ბოლო პერიოდში სულ უფრო აქტიურად საუბრობენ ქვეყანაში მოსალოდნელი სოციალური ბუნტის საფრთხეზე. როგორც ექსპერტთა ნაწილი განმარტავს, ხელისუფლებისთვის ბუნტი ყველაზე სერიოზული გამოსავალი იქნება და მისი ყველა ნაბიჯიც სწორედ აქეთკენაა მიმართული. თუმცა, ამ თემის გაშლას დღეს არ ვაპირებ, მაგრამ პროცესები თუ მართლაც, ამ მიმართულებით განვითარდა, მივიღებთ იმ სურათს, რაც უკვე ვნახეთ – კამერების წინ, საწოლიდან წამოყრილ და ტრუსებით მორბენალ ჩინოვნიკებს, რომლებიც, როგორც ვატყობ, ყველაფრის მიუხედავად, ისევ ჩვენი, ჟურნალისტების დასაცავები გახდებიან.

http://www.presage.tv/?m=politics&AID=2617
kote-1962
მწარე აბები რუსეთისთვის, მწარე რეალობა კი - საქართველოსთვის


11:09 28.12.2010
[რუსიკო მუმლაძე]

საგარეო საქმეთა მინისტრმა გასული წლის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა ჟურნალისტებთან. მინისტრი გაერთიანებული ერების ცნობილ დადგენილებას ქართული დიპლომატიის ყველაზე დიდ მიღწევად თვლის, თან აცხადებს, რომ რუსეთი არ შეცვლილა საქართველოს მიმართ და ვერც იმ პროგნოზს აკეთებს, უახლოეს მომავალში შეიცვლება თუ არა მეზობელი სახელმწიფოს მიდგომები ჩვენი ქვეყნის მიმართ...

რადგან წელი მთავრდება, რადგან შედეგები ჯამდება და რადგანაც მინისტრი დიპლომატიის ერთ-ერთ უმთავრეს მონაპოვრად გაეროს ცნობილ რეზოლუციას მიიჩნევს, რომელიც ქართული მხარის სასარგებლოდ იქნა მიღებული ამ ორგანიზაციაში, გავიხსენოთ, როგორ და რამდენმა გაეროს წევრმა ქვეყნამ დაუჭირა მხარი ამ რეზოლუციას.

თუმცა, მანამდე, აი, რას აცხადებს მინისტრი: „ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა გაეროს რეზოლუციის მიღებას, სადაც გენერალურმა ასამბლეამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსეთის ფედერაციის ქმედებებს სამედიცინო დიაგნოზი დაუსვა.... რუსეთს ყოველ წელს მოუწევს ამ მწარე აბის გადაყლაპვა. დამიჯერეთ, რუსული დიპლომატიისთვის გენერალურ ასამბლეაზე წარუმატებლობა განსაკუთრებით მტკივნეულია". მისივე თქმით, გაეროს რეზოლუცია რუსეთის დიპლომატიის დამარცხება იყო

გაეროში 191 წევრი სახელმწიფოა. წელს ქართულ მხარის სასარგებლო დადგენილებას 52 ქვეყანამ დაუჭირა მხარი. შარშანაც მიიღო გაერომ ოკუპირებულ აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან მიმართებაში დადგენლება, ოღონდ, მაშინ ამ რეზოლუციას 50 ქვეყანა დაეთანხმა. მატება სახეზეა, მაგრამ საერთო რაოდენობას თუ გავითვალისწინებთ, გაეროს წევრი ქვეყნების მეოთხედის მხარდაჭერა, წესით, დიდი ზარზეიმით აღსანიშნი ფაქტი არ არის. აქვე ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ გაეროს რეზოლუციას წელს მეზობელმა სომხეთმა არ დაუჭირა მხარი, არადა, წესით, ხელისუფლებისთვის ეს ძალიან დამაფიქრებელი ფაქტი უნდა იყოს.

ვიღაცამ შეიძლება იკითხოს, ქვეყნის წარმატებით რატომ იბოღმებითო, პასუხი მარტივია - ამ ქვეყანას საქმე ასე იმიტომ „დაუდგა“, რომ მისმა ხელისუფლებამ 2008 წელს უდიდესი შეცდომა დაუშვა სამაჩაბლოში და ქვეყნის საგარეო წონაც კატასტროფულად შემცირდა. სწორედ იმ ომის შემდეგ იყო ის „მძიმე დუმილის ხანაც“, როცა პრეზიდენტ სააკაშვილს არცერთი მისი კოლეგა აღარ ხვდებოდა, რაც მთავარია, წლის ბოლომდე არც შეერთებული შტატების პრეზიდენტი ობამა შეხვედრია...

ეს ყველაფერი, ექსპერტთა აზრით, სწორედაც რომ ხელისუფლების ალოგიკური პოლიტიკური ქმედებების შედეგია. ამ ფონზე კი, ალბათ, გასაკვირიც აღარაა, რომ ვაშაძე გაეროს რეზოლუციას ასეთ მაღალ შეფასებას აძლევს. როგორც ჩანს, ჩვენი საქმე ზუსტად იქამდე მივიდა, ერთით მეტი ხმაც თუ მოვიპოვეთ, ესეც დიდი მიღწევაა უკვე...

აქ კი კიდევ ერთი კითხვა ისმება: მერე, რას მოიტანს ეს რეზოლუცია, თუ მას რუსეთი არ შეასრულებს და დევნილებს თავის სახლებში არ დააბრუნებს? ყველას კარგად ახსოვს, რომ 2010 წელს რუსებმა ევროპის სამი ლიდერის: გერმანიის კანცლერის, საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის წინ გაიყვანა ჯარები პერევიდან და მორჩა... მაშინ ყოფილმა დიპლომატმა, ვანო მაჭავარიანმა რუსეთის ეს ნაბიჯი ასე შეაფასა: „ეს არის კარტბლანში სარკოზისათვის და პერევის იქით საქმე აღარ წავა“. არც წასულა და არც გაეროს რეზოლუცია გახსენებია ვინმეს...

აი, კიდევ რას ფიქრობს თავად მინისტრი ვაშაძე „მწარე აბების მყლაპავ“ რუსეთზე: ”რუსეთი დღეს ძალიან ბევრი რამით არის დაინტერესებული, მათ შორის - მოდერნიზაციით და საკუთარი უსაფრთხოების პრობლემების გადაჭრით. ის დაინტერესებულია განსაზღვროს საკუთარი ქვეყნის პერსპექტივები. ქვეყანა მხოლოდ გაზსა და ნავთობზე დიდხანს ვეღარ იარსებებს.

გერმანიაში გაზის საბადო აღმოაჩინეს. აქედან ქვეყანას 60 წლის განმავლობაში საკმარისი გაზის მიღება შეუძლია. შესაბამისად, სურვილის შემთხვევაში, ის რუსეთის ზეგავლენისგან ადვილად გათავისუფლდება. აქედან გამომდინარე, რუსეთს უფრო მეტად სჭირდება პოლიტიკური დასავლეთი, ვიდრე პოლიტიკურ დასავლეთს - რუსეთი.

დასავლეთთან კონფრონტაციით რუსეთის წინაშე არსებული პრობლემების მოგვარება შეუძლებელია, ამიტომ მოთმინებაა საჭირო. ადრე თუ გვიან, ვფიქრობ, უფრო ადრე, ჩვენ სასურველ შედეგს აუცილებლად მივიღებთ. ვინმე წარმოიდგენდა, რომ რუსები გავიდოდნენ ავღანეთიდან? მით უმეტეს, არავის დაესიზმრებოდა, რომ ბალტიის ქვეყნებს დატოვებდა...”

მაშინ რუსეთმა საქართველოც დატოვა და საბჭოთა კავშირიც დაიშალა... მერე საქართველო “ნატოსა“ და „ევროკავშირსაც“ დაუახლოვდა... გაჩნდა ამ ორგანიზაციებში გაწევრიანების რეალური შანსიც.. რუსეთმა თავისი სამხედრო ბაზები გაიყვანა აფხაზეთიდან და საქართველოს მთელი ტერიტორიიდანაც... ყველაფერი თავდაყირა ისევ 2008 წლის ომის შემდეგ დადგა...

როცა ვაშაძე ამბობს, დასავლეთთან კონფრონტაცია რუსეთს არაფერში აწყობსო, აქ მას ალბათ, იმ საკითხის ხაზგასმა „დაავიწყდა“, რომ არც დასავლეთს აწყობს პოლიტიკური ლაგამის ამოდების გარეშე რუსეთის არსებობა, რაც თავისთავად გამორიცხავს ამ კონფრონტაციას... ამიტომაც დაიწყო ამერიკული „გადატვირთვის პოლიტიკა“ და თუ ექსპერტებს ვერწმუნებით, ამიტომაც განაცხადა ევროკავშირის ტრიბუნიდან სააკაშვილმა, რუსეთის წინააღმდეგ ძალას არ გამოვიყენებთო...

"საქართველოს პრეზიდენტის მიერ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების საჯაროდ აღებას დასავლეთის დედაქალაქებში არა მარტო ძალიან დიდი გამოხმაურება, არამედ პოზიციების გადაფასება მოჰყვა. რაც ყველაზე მთავარია, ყველა დედაქალაქიდან, განსაკუთრებით - ვაშინგტონიდან და ბრიუსელიდან უკვე რეგულარულად ისმის მოწოდებები რუსეთის მიმართ, რომ მსგავსი ვალდებულება თავადაც აიღოს”, - ხაზგასმით აღნიშნა პრესკონფერენციაზე ვაშაძემ და პრეზიდენტის ეს გამოსვლა წლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენად შეაფასა.

თუმცა, აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ თავად რუსული მხარე პრეზიდენტის ამ ინიციატივას არ გამოხმაურებია. როგორც უკრაინის ექსპრეზიდენტმა, კუჩმამ პრესაგე.ტვ-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ბლიც-ინტერვიუში განაცხადა, რუსეთი მანამდე არ დიჯერებს სააკაშვილის ნათქვამს, ვიდრე არ დარწმუნდება, რომ ის გულწრფელია და მისი შეთავაზება მოჩვენებითი არ არის.

სხვათაშორის, ექსპერტების აზრით, დასავლეთსა და ამერიკას კონსტრუქციული რუსეთი რომ სჭირდება, ამის დასტურია 2010 წლის განმავლობაში ატეხილი მითქმა-მოთქმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ამ ქვეყნის გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ვეტოს უფლების გამოყენების პრეროგატივა სწორედ საქართველოს აქვს და ქართველი პოლიტოლოგები დიდი ხანია აცხადებენ, რომ ამ მნიშვნელოვან საბრძოლო იარაღს ქართული მხარე, უბრალოდ, გაანიავებს.

ვეტოს თემასთან მიმართებაში სიტუაცია მართლაც რომ სატირლად არის ქცეული: თუ ამ უფლებას წინა ხელისუფლება რუსეთის წინააღმდეგ იმისთვის იყენებდა, რომ 90-იან წლებში დაკარგული ტერიტორიები დაებრუნებინა, ახლა ეს „კოზირი“ შეიძლება, რუსული ბაზრის (რომელიც ისედაც ღია გვქონდა „ვარდების რევოლუციამდე“) კვლავ გახსნაში, 2008-ში დამატებით დაკარგულ ტერიტორიებზე დევნილების დაბრუნებაში, ანაც ხელისუფლებასთან საეჭვო სიყვარულში შემჩნეული გიორგი თარგამაძის შეთავაზებაში გაიცვალოს. არავინ იცის, რა მოხდება...

ფაქტია, ამ ხელისუფლებამ საქმე თავადვე გააფუჭა არაფრისმაქნისი ომით და ახლა თავად გვეუბნებიან - მოითმინეთო... არდა, „გაგანია“ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პირობებში საქართველოს არ აქვს თავისი პროდუქციის გასაღების ისეთი ბაზარი, როგორც რუსეთი იყო თავის დროზე... ფაქტია, ამ ბაზრის დაკარგვას ექსპერტები სამართლიანად აბრალებენ „ვარდების რევოლუციით“ ხელისუფლებაში მოსული „ნაციონალებისა“ და პრეზიდენტ სააკაშვილის არაადექვატურ პოლიტიკას, რომელიც ომით დაგვირგვინდა...

შედეგად, ქვეყანაში აღარ შემოდის ინვესტიცია.. არადა, პრემიერ-მინისტრ გილაურის ერთ-ერთი საგაზეთო ინტერვიუს თანახმად, დაახლოებით 800 მილიონზე მეტი ინვესტიცია უნდა შემოვიდეს ქვეყანაში, ცოტა რომ ამოვისუნთქოთ. ამ დროს კი, ოპოზიციას თუ დავუჯერებთ, აქედან ის ინვესტორებიც გარბიან, ვინც აქამდე დაიჯერა, რომ საქართველოში ბიზნესის კეთება მართლაც შეიძლება. დონალდ ტრამპმაც ვეღარ ჩამოაღწია საქართველომდე...

პრესაგე.ტვ-ის კითხვაზე, როგორ გადაწყდება რუსეთის მსო-ში გაწევრიანების საკითხი, ვაშაძემ უპასუხა: „რა გეგმები გვაქვს, მე რომ გიპასუხოთ, ეს იმას ნიშნავს, რუსულ სადაზვერვო სამსახურებში გამოვცხადდე და ვუთხრა ყველაფერი. ეს საკითხი საკითხი დღის წესრიგში რომ დადგეს, რუსეთმა საქართველოს მოლაპარაკებების დაწყების თხოვნით უნდა მიმართოს. როგორც კი ჩვენ ამ თხოვნას მივიღებთ, პოზიციებს შევაჯერებთ. რუსეთის გაწევრიანება არც საქართველოს ინტერესების საზიანოდ, არც ორგანიზაციის წესებისა და პროცედურების დარღვევით არ მოხდება“.

ისე, მართლაც საინტერესო იქნება, როგორ სთხოვს რუსეთი საქართველოს - მსო-ში გამაწევრიანეო, როცა მინისტრი თავად აცხადებს, რუსეთის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში არაფერი შეცვლილაო. პრესაგე.ტვ-ს კითხვაზე, შეიცვალა თუ არა რუსეთის პოლიტიკა სხვა ქვეყნების მიმართ, ვაშაძემ ამ კითხვასაც უარყოფითი პასუხი გასცა და კვლავ მოლოდინის რეჟიმში ყოფნა გვირჩია.

საგარეო საქმეთა მინისტრი: „თუ შევადარებთ რუსეთის ურთიერთობებს სხვა ქვეყნებთან, მაგალითად - დავიწყებთ ნორვეგიიდან, ფინეთიდან, ბალტიის ქვეყნებიდან, რომლებთანაც მას მეტ-ნაკლები ცივილიზებული ურთიერთობები აქვს, რაც უფრო სამხრეთისკენ ჩამოვდივართ, მით უფრო მეტად მძიმდება ეს სურათი... თუმცა, სიგნალი იმის შესახებ, რომ რუსეთი ძალიან მძიმე არჩევანის წინაშე დგას, საქართველომდეც მოვიდა... ან საბჭოთა კავშირის აღდგენაზე უნდა იოცნებოს, ანდა საკუთარი დემოგრაფიული, ეკონომიკური და პოლიტიკური პოტენციალი შეაფასოს“...

ასეა ალბათ, როცა დათვთან მოქცევა არ იცი, იმას უნდა უცადო, თავად დათვი როდის „მიხვდება“ - ცუდად რომ „გექცევა“... ასეთი იყო საქართველოს გასული წლის ბობოქარი დიპლომატიური ცხოვრება, სადაც, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ის მოხდა, რომ რიგმა ქვეყნებმა და ორგანიზაციებმა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რუსეთის მიერ ოკუპაციის აღიარება დაიწყეს და პოლიტიკოსებმა თუ დიპლომატებმაც „ნაციონალური პოლიტიკით“ გაფუჭებული საქმის სწორი მიმართულებით გამოსწორება დაიწყეს, ანუ შედეგიანი საქმიანობა განახორციელეს....

ქართული საზოგადოებისთვის კი მთავარი კითხვა, ალბათ, მაინც ის არის, ისწავლის თუ არა ეს ხელისუფლება საკუთარ შეცდომებზე? ალბათ, სჯობს რომელიმე მართული ტელევიზიების მომზადებული სიუჟეტების შემდეგ 2010 წლის „სარკეში“ კარგად ჩაიხედონ და თავისი შეცდომები მკაფიოდ დაინახონ, იქნებ მომავალში აღარ გაიმეორონ... თანაც საქმე ხომ დიდ პოლიტიკას ეხება, სადაც საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ, წამგებიანი პოზიციები უკავია. თორემ - კარგის მოხდეს და დაწერას რა უნდა?

http://www.presage.tv/?m=politics&AID=2615
kote-1962
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი არარსებული დებულების მე-2 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად აირჩიეს!


00:38 28.12.2010
[ნანა დევდარიანი]
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ რექტორი ერთხმად აირჩია. საზოგადოება სხვას არც არაფერს ელოდა. თსუ აკადემიური საბჭოს თორმეტივე წევრი ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი ადამიანებისაგან შედგება. “გამწევ ძალას” პარლამენტის ვიცე-სპიკერუ ფრიდონ თოდუა და მმართველი პარტიის ყოფილი დეპუტატი ზურაბ დავითაშვილი წარმოადგენენ. ეს ის დავითაშვილია, რომელიც მონდომებით ამართლებდა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში “იმიტირებული ქრონიკის” გაშვებას ნაცმოძრაობის “ნეიტრალური ექსპერტის” სახით.

როგორც მოსალოდნელი იყო, საბჭომ ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ერთხმად დაამტკიცა. ამ შეთანხმებულ ერთობაში “იმიტირებული პლურალიზმის” მცდელობის სურვილიც კი არ გასჩენია ვინმეს.

რექტორობის ერთ-ერთი კანდიდატი, პროფესორი მარიამ ცაცანაშვილი, რომელმაც არჩევნებამდე ერთი თვით ადრე უნივერსიტეტის განვითარების საკუთარი კონცეფცია ინტერნეტშიც გამოაქვეყნა და არაერთი შეხვედრა გამართა სამეცნიერო და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან, ინტერვიუში აცხადებს: “არავითარი ზეწოლა არ ყოფილა. უბრალოდ, აკადემიურმა საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა მაამებლობა ხელისუფლების მიმართ. თუმცა ისინი აცხადებენ, რომ ყველაზე რეალურ პროგრამას (ანუ კვიტაშვილისას) დაუჭირეს მხარი, სინამდვილეში მათ უგულებელყვეს აკადემიური წრეების აზრი და განწყობა. როგორც აკაკი იტყოდა, კენჭისყრა სინდისისა და ღირსების საქმეა. დღეს აკადემიურ საბჭოს ერთმაც უმტყუნა და მეორემაც!”

აკადემიური საბჭოს წევრების არჩევის წესის მიხედვით, საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა კენტი უნდა იყოს. რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა (იმავე დროს რექტორობის კანდიდატმა) ალექსანდრე კვიტაშვილმა ბრძანებით კომისია 7 წევრის შემადგენლობით განსაზღვრა. შემდეგ, შესაძლოა, ვიღაცის ერთგულებაში ეჭვი შეეპარათ და კვიტაშვილის ახალი ბრძანებით, 15 ნოემბერს ერთი წევრი გამოიყვანეს. ამგვარად, წესის დარღვევით, კომისია ლუწი - 6 წევრიანი შემადგენლობისა გახდა.

საარჩევნო კომისიაში, როგორც ეს ხშირად (თუ ყოველთვის არა) ხდება, ხელისუფლებასთან დაახლოებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიყვანეს. დანიშნულ (და არა არჩეულ თავმჯდომარეს!) - მიხეილ დევდარიანს უნივერსიტეტი ხელფასის სახით 1000 ლარს უხდის, მდივანს - ანგი ხუციშვილს 900 ლარს, ხოლო დანარჩენ წევრებს - 800-800 ლარს! როგორც ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ ხოლმე, კომისიის წევრები ნამდვილად მოტივირებულნი არიან “სამართლიანი’’ არჩევნების ჩასატარებლად!

ყველაზე კურიოზული მაინც ის არის, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს რექტორის არჩევის დებულება არ არსებობს! მიუხედავად ამისა, 27 დეკემბერს რექტორის არჩევნები არარსებული დებულების მეორე მუხლის მე-3 პუნქტით აურჩევიათ!

არჩევნებამდე ორი კვირით ადრე მიცემულ ინტერვიუში ალექსანდრე კვიტაშვილი აცხადებდა: “რექტორობის კანდიდატებს შორის დღეს კონკურენცია არ არის”.

რას ერჩით, სრული ჭეშმარიტებაა: რა კონკურენციაზე შეიძლება ლაპარაკი, როცა რექტორის მოვალეობის შემსრულებელი კომისიის შექმნის წესს საკუთარ თავზე ირგებს და წევრებიც ისეთი შეჰყავს, რომლებიც მისი გამარჯვებისთვის უკან არაფერზე დაიხევენ. მით უფრო, როცა ასეთი მაღალი ხელფასი აქვთ ბიუჯეტის ხარჯზე.

ის, რომ ბიუჯეტიც და უნივერსიტეტიც ხალხისაა და არა ოდენ მათი კერძო ინტერესის საგანი, მერამდენეჯერ ივიწყებენ. მთავარია, რომ ახალ რექტორს კარგად დაუსწავლია მმართველი პარტიის ლოზუნგები; იგი პრიორიტეტად “სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული დონის უმაღლეს სასწავლებლად ჩამოყალიბებას” მიიჩნევს.

“თსუ ლიდერი მხოლოდ ქვეყანაში კი არა, რეგიონშიც იქნება!” - აცხადებს კვიტაშვილი. ჩვენ უკვე გვაქვს რეგიონში და მსოფლიოში უანალოგო გზები, სასტუმროები და მასწავლებელთა ხელფასები. ახლა ჯერი უნივერსიტეტზე მიდგა.

http://www.presage.tv/?m=society&AID=2607
kote-1962
უგულავა მოსახლეობის ჯიბის ამოსუფთავებას შეუდგა


11:06 28.12.2010
[ნიკა ასლანიძე]

კომუნალური გადასახადების გაძვირების წელი საშინელი “ზალპით” დასრულდა. თბილისის მოსახლეობას დასუფთავების გადასახადი 110%-ით გაუძვირდა. ასეთი ზრდა წლეულს არც ერთ გადასახადს და არც ერთი პროდუქტს არ შეხებია. გიგი უგულავა მოსახლეობის ჯიბის ამოსუფთავებას შეუდგა.

გადაწყვეტილება თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე 36 ხმით, 7-ის წინააღმდეგ მიიღეს. მოსაკრებლის გაზრდას საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლებმა მხარი არ დაუჭირეს.

საკითხი საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად თბილისის მერის მოადგილემ, საქალაქო სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა ტარიელ ხიზანეიშვილმა წარმოადგინა. მისი თქმით, საფასურის გაზრდის მოთხოვნა განპირობებულია ხარჯებითა და საჭირო ტექნიკის შეძენის აუცილებლობით. ხიზანეიშვილმა ინფორმაციით, რომ დღიურად თბილისში მოსახლეობისგან 1000 ტონა ნარჩენი გროვდება.

საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, დასუფთავების მოსაკრებელი 50%-ით გაძვირდება სოციალურად დაუცველი პირებისთვისაც. ისინი ყოველთვიურად 60 თეთრის ნაცვლად, სულზე 1,25 თეთრს გადაიხდიან.

საკრებულოს ნაციონალურმა უმრავლესობამაც თბილისის მთავრობისამ ორივე ინიციატივას მხარი ისე დაუჭირა, რომ ერთი კითხვაც კი არ გასჩენია. ყოველ შემთხვევაში, ხმამაღლა ამაზე განცხადება არავის გაუკეთებია.

“კარგად ხედავთ, როგორ არის ჩვენი ქალაქი დასუფთავებული. აქამდე არსებული ტარიფი რეალურ დანახარჯებს არ ასახავდა, საკრებულოში შემოსული პროექტით გათვალისწინებული თანხა კი რეალურთან მიახლოებულია. გარდა ამისა, დასუფთავების მიმართულებით სხვადასხვა ღონისძიებების გატარება იგეგმება, მათშორის - ახალი ნაგავსაყრელი პოლიგონის გაკეთება და დასუფთავების ტექნოლოგიების გაუმჯობესება, რაც ზედმეტ ხარჯებთანაა დაკავშირებული”, - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნინო თევდორაძემ და განმარტა, რომ სოციალურად დაუცველიმოსახლეობისთვის არსებული შეღავათები ძალაში დარჩება.

ხელისუფლების ეს ქმედება კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ოპოზიციამ.

“ხელისუფლებამ თავისი ნამდვილი სახე კიდევ ერთხელ გამოაჩინა. ბოლო ოთხი თვის განმავლობაში თბილისის საკრებულო მხოლოდ გაძვირებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს იღებს. ჯერ იყო, პარკირების, შემდეგ კი წყლისა და ტრანსპორტით მგზავრობის საფასური გაიზარდა.

საახალწოდ კი დედაქალაქის მთავრობა მოქალაქეებს ახალი “საჩუქარი” მოუმზადა, რაც დასუფთავების ტარიფის 110%-ით გაძვირებას გულისხმობს”, - განაცხადა ქრისტიან-დემოკრატების წევრმა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ.

იგი ამტკიცებდა, რომ წარმოდგენილი ციფრების გადაანგარიშებით, ნაგვის მოსაკრებელი სულზე 1,50 თეთრზე მეტი არ უნდა ყოფილიყო.

საკრებულოს დამოუკიდებელმა კანდიდატმა თინა ხიდაშელმა და ფრაქცია “ჩვენი თბილისის” თავმჯდომარე დავით საგანელიძემ ტარიელ ხიზანეიშვილს ტარიფის გაზრდის აუცილებლობის დასამტკიცებლად ფინანსური გაანგარიშების წარმოდგენა მოსთხოვეს, რაც საკითხის პროექტს თან არ ერთვოდა.

დასუფთავების მოსაკრებლის ზრდას გააპროტესტა პარტია “საქართველოს გზის” წარმომადგენელმა და ფრაქცია “დედაქალქის” წევრმა ნათელა მაჭავარიანმა.

მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონის მიუხედავად, ხელისუფლება ცდილობს ბიუჯეტი მოსახლეობაზე განხორციელებული ფინანსური რეკეტით შეავსოს.

ბოლო 2 თვის განმავლობაში დასუფთავების მოსაკრებელთან ერთად გაიზარდა წყლის და მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის გადასახადები, უმუშევართა და სოციალურად დაუცველთა რიცხვი კი ქვეყანაში საგანგაშო ნიშნულს უტოლდება.

http://www.presage.tv/?m=society&AID=2613
kote-1962
"ამდენი თუ იყო უნიჭო და უნამუსო, რას წარმოიდგენდა კაცი"

kvirispalitra.ge 27-12-2010


ის თბილისიდან საკმაოდ შორს, წყალტუბოს რაიონის სოფელ გვიშტიბშია. არა, ძალიან შორსაც არ არის, მაგრამ ჩვენ, თბილისელებს, ხომ ძალიან ხშირად "გვეშორება" ხოლმე ჩვენი სამშობლოს სხვადასხვა კუთხის სოფლები, აღარც თვალი მიგვდის იქამდე, აღარც - გული.

ახლაც არ ვიცით ხეირიანად, რა ხდება ჩვენს მიწა-წყალზე: სად უშუქოდ არიან, სად წყალი არა აქვთ... ფულზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია: სოფლებში ფული თითქმის არავის აქვს და ლამის ნატურალურ მეურნეობაზე არიან გადასული.

საახალწლო სურვილებისათვის ამ "შორეულ" სოფელში - გვიშტიბში ვრეკავ, სადაც მწერალი ოტია იოსელიანი ცხოვრობს და ჯიუტად არ შვრება პირს ქალაქისაკენ. მისი მოსწრებული სიტყვა გულს ხვდება და სიამოვნებს მას, ვისი ხმაც დიდი ხანია აღარავის ესმის, გულზე კი ეკლად ესობა მას, ვინც ლაღად გრძნობს თავს ამ ქვეყანაში.

ჩემმა თხოვნამ საგონებელში ჩააგდო მწერალი:

- რა ვქნა, რა უნდა გითხრათ ამ საახალწლოდ?! გინება და ლანძღვა უხერხულია და კარგი რა სიტყვა უნდა გითხრათ? დაქცეულია და დაოხრებული ქვეყანა. აგერ, ახლა, უკვე რამდენი დღეა, გვიშტიბში დენი გამორთული გვაქვს... ვართ ყინვასა და სიცივეში... საჭმელი და სასმელი ყოველდღე ძვირდება. თუ ვინმე პატივს მცემს, მხოლოდ იმიტომ, რომ ტყუილს არ ვამბობ, სიმართლე კი ისაა, რომ ყოველდღე ვსპობთ და ვათახსირებთ ქვეყანას. ზნეობა რომ მოიშლება ხალხში, იმას რა გადაარჩენს?

მესმის, რომ ბევრი უნიჭოა და მიიწევს თბილი ადგილისაკენ, მაგრამ ამდენი თუ იყო უნიჭო და უნამუსო, რას წარმოიდგენდა კაცი?! განადგურდა ჩვენი კულტურა, ესენი კი გრიალ-გრიალით ატარებენ ცხოვრებას. სოფელი საერთოდ აღარ უნდა არავის, არ იხვნება, არ ითესება... ხელის განძრევა აღარავის უნდა! აგერ, რაჭიდან ჩამოვიდა კაცი, სამი ბავშვია ჩვენს სოფელში სკოლაშიო... დანარჩენი ბებრები არიან... ესაა საქმე?

- სამაგიეროდ, ყველა თბილისისკენ მოილტვის, ჰგონიათ, რომ აქ საშველს მიაგნებენ..
- რა საშველს? სადაა საშველი? 50-თეთრიანი შაქარი რომ ორი ლარი გახდა, ჩაის რომ ვერ დალევს კაცი, რა საშველზე მელაპარაკებით? არ იჭმება ეს პური, აქ რომ ყიდიან ლარად! ახლა რომ მეუბნებით, მიულოცე და რამე უსურვე ხალხსო, რა ვუსურვო? მინდა, თავისი შრომით მოყვანილი ალალი და კარგი პური ჭამოს ქართველმა კაცმა, მაგრამ ვის ვუსურვო, მოიყვანე-მეთქი?

გლეხი აღარაა სოფელში, მიწის 20% თუ არის დამუშავებული და ისიც იმ ორ ბებერს მოჰყავს, სოფლად რომ დარჩა. უსურვე, რამდენიც გინდა, რა ქნას? არ შეუძლია მეტი! სიმინდი რომ შემოიტანეს ამერიკული, ბევრ მოსავალს იძლევაო - კი იძლევა ბევრს, მაგრამ საქონლისთვის თუ გამოდგება მარტო... ჩვენსას არაფერი სჯობია, თუ მოიყვან;

ის მარცვალი შეგუებულია ჩვენს კლიმატს და ჯანსაღიცაა. მაგრამ სოფლის მეურნეობის მინისტრი რომ ხარს ვერ გაარჩევს ძროხისაგან და ეს მამალი ძროხააო, იტყვის, იმ ქვეყანაში რა გინდა ისურვო საახალწლოდ? ჟურნალისტი რომ გამოვა და გეტყვის, "ცხოვრება მშვენიერიაო", სადაა მშვენიერი? ჩვენთან? აგერ წყალტუბო სავსეა ხიზნებით, ესაა მშვენიერი? ჰოდა, რა ვქნა ახლა, რა მოვიფიქრო, რომ ახალი წელი მივულოცო თქვენს მკითხველსაც და ქართველებსაც, არ ვიცი... იქნება მოვიფიქრო კიდეც რაღაცა... მოდი, დარეკე მერე...

P.S. მერე კიდევ ერთხელ ვრეკავ და კიდევ ერთხელ მესმის გაპარტახებულ საქართველოზე ტკივილით ნათქვამი სიტყვა, იცი, რა ვქნათ? ცოტა ხნის მერე დარეკე, იქნება სხვა მოვიფიქრო რამე ამ საახალწლოდ... მაგრამ რა უნდა მოვიფიქროო...

აღარ ვრეკავ. იყოს ისე, როგორც არის. იქნება ძალად ნათქვამმა დაშაქრულმა სიტყვებმა კიდევ უფრო დაგვაშოროს საქართველოს, რომელიც, როგორც ვხვდები, ბევრისთვის ისედაც ძალიან შორსაა.

ლელა ჯიყაშვილი



http://www.kvirispalitra.ge/public/6095-qa...enda-kaciq.html
kote-1962
ზურაბ ვარდიაშვილი

ვიკილიკსის მოდელირებული დოკუმენტი

ორშაბათი, 20 დეკემბერი 2010 21:41




სკანდალური საიტის, ვიკილიკსის მიერ გამოქვეყნებული მასალების იმ ნაწილს, რომელიც ჩვენს ქვეყანას შეეხება, ქართული ნაციონალური მედია აქტიურად ავრცელებს. თუმცა, აქაც არ ღალატობს ტრადიციას და მხოლოდ ისეთ ინფორმაციებს არჩევს, რაც ძლიერთა ამა ქვეყნისათა თვალში მოსდით. ამიტომ გადავწყვიტე გამოვასწორო მდგომარეობა და იმ ერთ დოკუმენტს ვაჩვენო დღის სინათლე, რომელმაც ჩვენი მეოთხე ხელისუფლების სიმპატია ვერ დაიმსახურა.



ეს დოკუმენტი პირადად გამომიგზავნა ლონდონის ციხიდან გათავისუფლებულმა მისტერ ჯულიანმა და მეც დავჯე წერად თარგმანისად. მხოლოდ ამის შემდეგ გავაცნობიერე, რომ ჩემს ხელთ აღმოჩნდა თეთრ სახლში გაგზავნილი ანგარიშები, რომლებსაც საქართველოში ა.შ.შ–ის ელჩის მეორე მოადგილის მესამე თანაშემწე ამზადებდა. საიდუმლო რიპორტში ნახავთ თქვენთვის ნაცნობ მრავალ სახელს. თანაც ეს დოკუმენტი სულ ცინცხალია, ბოლო მასალაა, რომელიც ვიკილიკსს ჩაუვარდა ხელში.

თავიდანვე მინდა გაგაფრთხილოთ ამერიკელი დიპლომატის მოხსენების ზედმეტად თავისუფალი მანერის თაობაზე. მაგრამ, ხომ ნახეთ რაებს წერდნენ ბერლუსკონის, პუტინის, სარკოზის შესახებ? ალბათ ყველა ამერიკელ დიპლომატს ერთი სტილი აქვს. ისინი საიდუმლო მასალებთან მუშაობისასაც კი ღადაობენ - ასეთი ტიპები არიან.

მართალია ჩემეული თარგმანი ცოტა არ იყოს და მოდელირებულია (თუმცა რაღა “ცოტა არ იყოს” თავიდან ბოლომდე მოდელირებულია) მაგრამ რა უჭირს? ასეთები უნახავთ საქართველოში?!

მაშ ასე, დავიწყოთ:

ადრესანტი

საფარი: მეორე მოადგილის მესამე თანაშემწე

ინიციალები: - Z.V.

ნომერი: 870913

პაროლი: დენვერი

ადრესატი: XXX

უპირველეს ყოვლისა მოგესალმებით და ჯანმრთელობას გისურვებთ. დიდი ხანი არაა, რაც თანამდებობაზე დავინიშნე, მაგრამ ჩემს ხელში უკვე დიდძალმა ინფორმაციამ მოიყარა თავი. ალბათ იმიტომ, რომ ეს უკანასკნელი საქართველოში სულ ცალ ფეხზე ჰკიდიათ. ამ ანგარიშში მე ვეცდები გაგიზიაროთ ჩემი პირველადი შთაბეჭდილებანი საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობის, პარლამენტის, სასამართლოს, მედიის და ზოგიერთი სხვა საკითხის შესახებ.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 40-იოდე წლის, ენერგიული, საშინლად ჩაცმული, მშვენიერი ხასიათის კაცია. როგორც ჩანს, უყვარს ცხოვრება. მის მუდმივად ხალისიან და მომღიმარ სახეს როცა შევცქერი, ერთი ეჭვი მიღრღნის გულს - ვაი თუ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები ჩემი დასაბრუნებელი; ასიათასობით ლტოლვილი ჩემი დასაბინავებელი; უფრო მეტი ღატაკი ჩემი დასაპურებელი და კიდევ ათასგვარი პრობლემა ჩემი მოსაგვარებელია მეთქი. პრეზიდენტს საქართველოში ზოგიერთი გიჟს და ჭკუამხიარულს უწოდებს. თუმცა, მაშინ თავად უარესი გიჟები გამოდიან - რაკიღა მის მმართველობას იტანენ. სააკაშვილს თავისთვის შვეიცარიული საათივით აქვს აწყობილი ცხოვრება: (უყვარს პრეზიდენტს საათები) მის მმართველობას თითქმის არაფერი ემუქრება - მედია ყურებით ჰყავს გამოჭერილი, ოპოზიცია - ჯიბეებით, სამოქალაქო საზოგადოება და კაი ცხოვრება კი აქ ჯერჯერობით უცხო ხილია. მეტი რა უნდა სურდეს პრეზიდენტს? (მაპატიეთ სერ, თუ კი თქვენი ღრმად დემოკრატიული გრძნობები შეურაცხვყავი, მაგრამ უკვე ექვსი თვეა საქართველოში ვარ და ხომ იცით, ხარი ხართან დააბიო...)

სიტყვამ მოიტანა და აქვე გეტყვით, რომ აქაური "სამოქალაქო საზოგადოება" მოლიბერალო და მოკონსერვატორო ტიპებისგან შედგება და რაც არ უნდა პარადოქსულად მოგეჩვენოთ, მათ უფრო მეტი საერთო აქვთ, ვიდრე განმასხვავებელი - ავიღოთ თუნდაც მიდრეკილება სიღრმისეული პრობლემების უარყოფისა და ზედაპირულზე აპელირებისკენ. მაგალითად "ლიბერალებს" ქვეყანაში ქალიშვილების რაოდენობა უფრო აწუხებთ, ვიდრე პოლიტპატიმრებისა და მათზე რომ იყოს დამოკიდებული, სიამოვნებით დათანხმდებოდნენ პირველთა რიცხვის შემცირებას, მეორეთა რაოდენობის ზრდის სანაცვლოდ. "კონსერვატორებს" არაფრად უღირთ სკოლებსა და უნივერსიტეტებში ჰუმანიტარული საგნების შევიწროების საშიში ტენდენცია, თუმცა, იაღოველს ან ჰომოსექსუალს რომ მოჰკრან თვალი მაშინვე გაიგონებთ გულანთებულ პატრიოტთა შიშნარევ ყიჟინას, რომ ქართულ ჯიშსა და ჯილაგს ებრძვიან; ეკლესიებს ანგრევენ; რწმენას ბილწავენ; ბიძაშვილობის, დედმამიშვილობის და ქალიშვილობის ინსტიტუტებს სპობენ; ხალხს რყვნიან, ასუქებენ...

საქართველოს მთავრობის გამორჩეული სახეები მდგრადი ვერა; ხერხემალი ვანო, ფეისი გოგა და ვამპირი დიმა არიან. ვერა ლამაზი გოგოა და მესმის რატომაცაა მინისტრი, მაგრამ აი, გოგა ხაჩიძე რა პრინციპითაა შერჩეული ვერაფრით მივხვდი. როგორც ჩემი წყაროები მატყობინებინებენ, მისი ერთადერთი ფუნქცია კლიპების გადაღებაა (მან უკვე გადაიღო “მიშა მაგარია” და “ჩვენი პოლიცია”), მაგრამ გუბერნატორობისას ვერ ირეჟისორებდა და იკომპოზიტორებდა ვითომ?



შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი (რომელსაც “იმ ვანოდაც” მოიხსენიებენ ხოლმე) თავდაპირველი შთაბეჭდილებით ერთი საწყალი კაცია, მაგრამ ისე კაი ქვეშქვეშაა. როგორც ამბობენ სააკაშვილი უმისოდ პურს არ ტეხს და მარჯვენა ხელად ჰყავს. ჩემი დაკვირვებით კი ეშმაკმა უწყის, ვინ ვისი ხელია.

ბურჯს, დიმიტრი შაშკინს, პერსპექტიულ ყმაწვილად ახასიათებდნენ. თუმცა, ამ ბოლო დროს რაღაც ვერ არის მისი საქმე კარგად. ავი ენები ამბობენ, რომ მას ადამიანის (განსაკუთრებით დირექტორების) სისხლი იზიდავს (თუმცა რაღა ავი ენები - თვითონ თქვა). საერთოდ, ჩემთვის ცნობილია ვამპირად ქცევის შემდეგი წინაპირობები: წელიწადის გარკვეულ დროს დაბადება – მაგალითად ახალ მთვარეზე; წმინდა დღესასწაულებზე ჩასახვა; ვამპირის ხელში სიკვდილი; მგლისგან მოკლული ცხოველის ჭამა; მიცვალებულის კუბოზე გადახტომა და ა.შ. მაგრამ ბატონი მინისტრი რაღაც არაორდინალური მუტაციის პროდუქტი უნდა გახლდეთ, რაკიღა, სისხლის წოვის გარდა ჩვილი ბავშვების ჭამაზეც არ ამბობს უარს. ხშირად მიფიქრია რატომ აჩერებენ ამ ადამიანს (თუ რაც არის) პოსტზე მეთქი, თუმცა როგორც სტრასბურგის სასამართლო ამბობს ხოლმე, ყველა ქვეყანამ თვითონ იცის თავისი საქმისა.

სასამართლო ვახსენე და ბარემ აქაურ თემიდას სავანეზეც გეტყვით ორიოდ სიტყვას. ჩემი აზრით, ქართულ სასამართლოს ტყუილად სდებენ ბრალს, რომ თითქოს პროკურატურიდან იმართებოდეს, რადგანაც ჩემი დაკვირვებით ქართველ მოსამართლეებს არავითარი კონტროლი არ სჭირდებათ. უკვე უსიტყვოდ ხვდებიან მმართველი ძალის ნებასურვილს და წარშეუხრელად ასრულებენ. არც ის მგონია, თითქოს სასამართლოს მოხელენი საკუთარი სინდისის წინააღმდეგ მიდიან. ასეთ შემთხვევაში ეს უკანასკნელი უნდა გაგაჩნდეს.

საქართველოს პარლამენტი 2012 წლისთვის ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქში, ქუთაისში გადავა. ბოლოს და ბოლოს პარლამენტარებიც ადამიანები არიან და ყელში ამოუვიდათ რუსთაველის გამზირზე მდებარე, აკროპოლისივით სვეტებით დამშვენებული შენობის წინ გამუდმებული მიტინგების ყურება, სადაც ძირითადად ამ პატივცემულ გვამთა საახლობლოს იხსენიებენ ხოლმე ალერსიანად. ამათ ასე ჰგონიათ, რომ ქუთაისში თუ გადავლენ, გინება შეეშლება იქ ვინმეს. არადა, რა კარგი სამუშაოა დეპუტატობა საქართველოში, სამუშაოც პირობითი ტერმინია – ყველაფერს აღმასრულებელი ხელისუფლება აგვარებს. პარლამენტარების საქმე მხოლოდ ღილაკზე დაწკაპუნებაა. თუ ესეც გეზარება, შეგიძლია კოლეგას სთხოვო და ის დაგიწკაპუნებს. დღევანდელი ფორმაციის საკანონმდებლო ორგანოში სრული ჰარმონია სუფევს, მხოლოდ ის თუ დაარღვევს მყუდროებას, რომ საზღვარგარეთულ მივლინებებზე ყველას ერთბაშად უნდა გამგზავრება, რამეთუ უაღრესად საქმიანი შეხვედრების შემდეგ ქართველები, როგორც წესი, კაი პონტში იჩითებიან ხოლმე და ამ პონტის კიევური თუ ლისაბონური მუღამი მისავლინებელ ბედნიერთა სიაში მოხვედრისთვის ბრძოლისკენ უბიძგებს პარტიის ერთგულებით აღსავსე, საშუალო ტიპის ქართველ დეპუტატს.

ქართული ჟურნალისტიკა აქაური პროგრესული საზოგადოების განსჯის ერთერთი მთავარი თემაა. მას, როგორც წესი, კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ. მაგრამ, არც ასე ცუდადაა საქმე, რომ მეტნაკლებად კარგი მედიასაშუალება ვერ მოვიძიოთ - მაგალითად, რეალ თV სხვა ტელეკომპანიებს იმით სჯობია, რომ მისი თანამშრომლები გულწრფელები არიან - საძაგელ სიუჟეტებს ათასგვარი ხრიკით არ ფუთავენ. ობიექტურობის, მიუკერძოებლობის და პროფესიონალიზმის თაობაზე თავხედურ პრეტენზიას არ აცხადებენ. არ იტყუებიან, რომ დაფუძნებლის ვინაობა არ იციან, აქაოდა ოფშორშია დარეგისტრირებულიო – ყველა კარგად იცნობს მათ დამპატენტებელსაც და რეესტრში გამტარებელსაც.

სერ, იქნებ ისურვოთ და სხვა ინფორმატორებს სთხოვოთ ნებისმიერი ქართული მაუწყებლის შესახებ ამდენი დადებითი არგუმენტის მოყვანა. თუ ვინმე ამას შეძლებს, მაშინ მე თანახმა ვიქნები განათლების მინისტრს მიმცეთ ხელში სისხლის ამოსაწოვად და თუ გადავრჩი პარლამენტის უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს - სულის ამოსახდელად.

და ბოლოს ლირიკული გადახვევისთვის მსურს გითხრათ, რომ მთლიანობაში მშვენიერი ქვეყანაა, “ერი პურადი, გულადი, მებრძოლი შავის ბედისა.”

ბრჭყალებში ჩასმული ფრაზა შოთა რუსთველს ეკუთვნის, მეათე საუკუნეში მოღვაწეობდა და მშვენიერი პუბლიცისტიც გახლდათ, ამის შესახებ მთავრობის რამდენიმე წევრისგან მაქვს ინფორმაცია.

http://kalmasoba.com/index.php?option=com_...&Itemid=112
kote-1962
ნოდარ ჯავახიშვილი: – ყოველი ლიტრი ბენზინიდან 50 თეთრი მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის.

28/12/2010 15:52



2010 წელი ეკონომიკური თვალსაზრისით რამე წარმატების წელი არ ყოფილა, წინა წლების მსგავსად, მხოლოდ ხელისუფლების უზნეო და პოპულისტური განცხადებებით გამოირჩეოდა. ეს იყო ეკონომიკური ვარდნის და საქართველოს მოქალაქეების ეკონომიკური პირობების გაუარესების წელი; ფასების ზრდისა და ინფლაციის ფონზე ხალხის გაღატაკების წელი. შეგვიძლია მარტივი მაგალითები მოვიყვანოთ ამის დასადასტურებლად. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2010 წელს მოსახლეობის საარსებო მინიმუმი 20 პროცენტით გაიზარდა, საშუალო ხელფასი კი – 7 პროცენტით. ეს ნიშნავს იმას, რომ საშუალო სტატისტიკური ადამიანის ცხოვრების პირობები 13 პროცენტით გაუარესდა.



გაცილებით უარეს მდგომარეობაში არიან ის ადამიანები, რომლებიც არ მუშაობენ. ოფიციალური სტატისტიკა მათ რიცხვს 16–17 პროცენტამდე ანგარიშობს. საქართველოში თვითდასაქმებულთა რიცხვი 1 მილიონზე მეტია. მათ თვითდასაქმებულები თავის დროზე შევარდნაძემ დაარქვა და მოქმედი ხელისუფლებაც ასე უწოდებს. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც სოფლებში აქვთ გარკვეული ზომის მიწის ნაკვეთი, თუმცა მათი უმრავლესობა ქალაქებშია წამოსული სამუშაოს საძებნელად – ზოგი ელიავას ბაზრობასთან დგას, ზოგი – ისნის ბაზრობასთან... სოფლად გამუდმებით მცირდება ნათესი ფართობების რაოდენობა და აქედან გამომდინარე სასოფლო სამეურნეო პროდუქციის წარმოება. ეს პრობლემა ჩვენს ქვეყანაში სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მწვავდება.


საგარეო სავაჭრო ბრუნვის მიხედვით საქართველო წელს მნიშვნელოვნად ჩამორჩება 2008 წლის დონეს. იმპორტის ზრდა ამ ორი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად ჩამორჩება საგარეო ვაჭრობის ზრდას და 2008 წელთან შედარებით მნიშვნელოვანი შემცირება გვაქვს. ჩვენ მთლიანი საგარეო სავაჭრო პროდუქტის 80 პროცენტს ვყიდულობთ და 20–ს ვყიდით. მიმდინარე წელს იმპორტიც შეგვიმცირდა. იმპორტის შემცირება დადებითი მოვლენა შეიძლება იმ შემთხვევაში იყოს, როდესაც ქვეყანა საკუთარ წარმოებას ზრდის. ჩვენთან კი სასოფლო სამეურნეო წარმოებაც მცირდება და იმპორტიც. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეებს აღარ აქვთ იმდენი ფული, რომ თუნდაც ის იყიდონ, რასაც 2008 წელს ყიდულობდნენ. იმპორტი მცირდება იმიტომ, რომ გადახდისუნარიანი მოთხოვნა შემცირდა. ადამიანები დღეს მოიხმარენ გაცილებით ნაკლებს, ვიდრე ეს სჭირდებათ ნორმალური ფუნქციონირებისათვის. პრაქტიკულად, დისტროფიისკენ მივდივართ.


მიმდინარე წელს ექსპორტი 2008 წლის მაჩვენებელს მიუახლოვდა, მაგრამ აქაც არაფერია სასიხარულო. ექსპორტის სტრუქტურას თუ გავაანალიზებთ, მივალთ დასკვნამდე, რომ ჩვენ ფაქტობრივად სანედლეულო დანამატი ვართ. მიმდინარე წლის 9 თვის ექსპორტში 1/3–ზე მეტს შავი და ფერადი ლითონების ჯართი შეადგენს. მეორე პოზიციაზეა ავტომობილების ექსპორტი. მოგეხსენებათ, ჩვენ ავტომობილებს არ ვაწარმოებთ, ანუ მხოლოდ ვყიდულობთ და ვყიდით. ამიერკავკასიაში და ჩვენს მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ–ერთი ყველაზე აქტიური ექსპორტიორები ვართ ამ მხრივ. 2010 წლის 9 თვის განმავლობაში 193 მილიონი ლარის ავტომობილების ექსპორტი გვქონდა.


საქართველო არც ისე დიდად იყო მომხიბვლელი მსოფლიო ინვესტორებისთვის, მაგრამ ბოლო ორი წელია კატასტროფულად კლებულობს პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა. თუ 2007 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2 მილიარდზე მეტი იყო, 2009–ში 658 მილიონამდე შემცირდა. მიმდინარე წელს კი ამდენიც არ იქნება. 9 თვის მონაცემებით, 433 მილიონი ლარია, წლიურმა მონაცემმა კი მხოლოდ 600 მილიონს შეიძლება მიაღწიოს. რამდენიც უნდა მოვისყიდოთ მსხვილი სარეიტინგო კომპანიები და ვაჩვენოთ რომ ჩვენი ქვეყანა ბიზნესის დაწყების თვალსაზრისით მოწინავე ადგილზეა, საქართველო აღარავის აინტერესებს. თუ მსოფლიოში საუკეთესო პირობები გაქვს ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარებისთვის, ზოგან სამეულში ვართ, ზოგან ათეულში და საერთოდ, მოწინავე პოზიციები გვიკავია, რატომ არ შემოდის საქართველოში ინვესტიციები? ამის მიზეზი ის არის, რომ ის, რაც ღიად ცხადდება, რეალობას არ შეესაბამება და მხოლოდ პიარაქციაა. ასეთი რეიტინგებით და განცხადებებით მხოლოდ რიგითი ადამიანის მოტყუება შეიძლება. ფულიანი კაცი და, საერთოდ, ინვესტორი, ძალიან სკრუპულოზურად იკვლევს ყველაფერს. კარგად იციან, რა ხდება სინამდვილეში საქართველოში. ჩვენს პრეზიდენტსაც ხშირად წამოსცდება ხოლმე, ამას წინათაც განაცხადა, რომ თურმე ბიზნესმენებს საგადასახადო სამსახურები „გაიშნიკებივით“ ატერორებენ. როგორც ჩანს, პრეზიდენტს ამით იმის თქმა უნდოდა, რომ ბიზნესმენებთან დამოკიდებულებაში მთავრობა უკეთესი გახდება. სიტყვასა და საქმეს შორის დაშორება კი ძალიან ადვილი მისახვედრია. როდესაც ამბობ „ა“–ს, უნდა თქვა „ბ“–ც, თუ ამბობ, რომ შენი გადასახადის ამკრებები იყვნენ ტერორისტები და „გაიშნიკები“, უნდა თქვა ისიც, რომ მათ კანონი დაარღვიეს და უნდა დასაჯონ კიდეც, ეს ხალხი უნდა დაიჭირონ. უამრავი ბიზნესსუბიექტი წაიშალა ქართული ბიზნესრუკიდან, ბევრს საცხოვრებელი სახლების გაყიდვაც მოუხდა და ცარიელ–ტარიელი დარჩა. ეს, მეტწილად, ამ ტერორით იყო განპირობებული. ამიტომ, დღეს ამ პრობლემის მხოლოდ აღიარება არ კმარა. უკანონოდ წართმეული უნდა დაუბრუნონ, რომ ხელისუფლების მიმართ ნდობა გაჩნდეს.


სტატისტიკური მონაცემებით, ქვეყანაში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა იზრდება, მაგრამ ეს ეკონომიკის წინსვლას არ ნიშნავს. ჩვენს სტატისტიკას რეალობასთან საერთო არაფერი აქვს. წერენ იმ ციფრებს, რომელიც სააკაშვილს ხელს აძლევს. მთლიანი შიდა პროდუქტის წლიური ზრდა 6–7 პროცენტია. რეალური ზრდა რომ ჰქონდეს, ეს ნიშნავს იმას, რომ მეტი პროდუქტი უნდა გვეწარმოებინა, უკეთესად უნდა გვეცხოვრა. მსგავსი არაფერი მომხდარა.


საქართველოში ეკონომიკის ქვაკუთხედი ყოველთვის იყო სოფლის მეურნეობა. სააკაშვილს ერთხელ ესეც წამოსცდა, სოფლის მეურნეობას უნდა მივხედოო, მაგრამ ეს მიხედვა იმით დამთავრდა, რომ ერთ დღეს ყვარელში ტრაქტორში ჩაჯდა და იქიდან უყურებდა, როგორ ხნავდნენ მიწას ხორბლის დასათესად. ნათესი ფართობები წელს გასულ წელთან შედარებით 11%–ით შემცირდა, მათ შორის, ხორბლის ნათესები ― 81%–ით. პრეზიდენტმა თუ ხორბლის დასათესად ყვარელში ახალი მიწები აღმოაჩინა, რატომ შემცირდა ქვეყანაში ხორბლის ნათესები? საქართველოში მხოლოდ ხორბლის ნათესი ფართობები არ შემცირებულა, შემცირდა თითქმის ყველა ნათესი კულტურა. გამონაკლისი ამ მხრივ მხოლოდ ლობიო და კარტოფილია. მძიმე მდგომარეობაა მეცხოველეობის დარგშიც. საქონლის ხორცის მოცულობა წინა წელთან შედარებით 10%–ით შემცირდა, რძე ― 3%–ით, კვერცხი თითქმის 11%–ით. ეს კატასტროფული ვარდნაა. არადა, ხელისუფლება გამწარებული გაჰკივის: ნატახტარში საქონლის „ბოინი“ გავხსენით და ხორცის ექსპორტი უნდა განვახორციელოთო. საქართველოში არსებული ხორცის რესურსი მოთხოვნას მხოლოდ 37%–ით აკმაყოფილებს, დანარჩენი იმპორტით შემოდის. საინტერესოა, როგორ უნდა გაიტანონ ხორცი საექსპორტოდ? სოფლის მეურნეობის მინისტრი კი აცხადებს, სავაჭრო ბალანსის დეფიციტი ბაყაყების ექსპორტით უნდა შევავსოთო. ამისთანა სისულელეს კაცი რომ იტყვის, იმავე დღეს უნდა გაათავისუფლო თანამდებობიდან. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა ქვეყანაში კატასტროფულად შემცირდა. ეს ტენდენცია 2003 წლიდან მოდის, თუმცა, წელს ყველაზე საგრძნობლად შემცირდა. თითქმის 29%–ით შემცირდა ღორის სულადობა. იყო დრო, როდესაც საქართველოში ღორების რიცხვი მილიონ 200 000–ით განისაზღვრებოდა, ახლა 130 ათასი გვყავს. ცხვრის ექსპორტს ვანხორციელებთო, რომ გვიხარია, ცხვრის რიცხვი ქვეყანაში გასულ წელთან შედარებით 16%–ით შემცირდა.


2010 წელს ინფლაციის მაჩვენებელმა 10%–ს გადააჭარბა. არ მახსოვს, სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ინფლაციის მაჩვენებელს რეალურად აესახა სიტუაცია. უბრალოდ, დღეს უფრო მაღალი ციფრი აჩვენეს. რეალობას ადამიანები საკუთარ თავზე გრძნობენ იმის მიხედვით, თუ რამდენად გაძვირდა პური, სიგარეტი, საწვავი. ეს კი გაცილებით მეტია, ვიდრე 10.8%. ინფლაციას მთავრობის მხრიდან ოფიციალური ასეთი ახსნა აქვს: მსოფლიო ბაზარზე გაიზარდა ფასები და ეს შეეხო საქართველოსაც. ეს შეფასება ბლეფია. საქართველოში ფასები არაფრით არის დაკავშირებული მსოფლიო ბაზარზე არსებულ ფასებთან. ეს კი თავის მხრივ ანომალიაა. ქვეყანა, რომელიც 80%–ით დამოკიდებულია იმპორტზე, წესით, მსოფლიო ბაზარზე არსებული ფასების ცვლილებას უნდა განიცდიდეს, ეს უნდა მოქმედებდეს მის შიდა ბაზარზე, მაგრამ ბლეფი ის არის, რომ ჩვენ მსოფლიო ბაზარზე მხოლოდ ერთი მიმართულებით ვართ დამოკიდებული ― მხოლოდ მაშინ, როდესაც ფასები იზრდება. როდესაც მსოფლიო ბაზარზე ფასები მცირდება, ჩვენთან არასდროს მცირდება. ამიტომ ძალიან ძნელია იმის თქმა, რომ საქართველოში საბაზრო ეკონომიკის რაიმე ელემენტები არსებობს.


მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი ისტორიულ პიკზე იყო 2008 წლის ზაფხულში. ზუსტად მაშინ ვიყავით ჩვენ ისტორიის პიკზე საწვავის ფასით. დღესაც, რატომღაც იმ ისტორიულ პიკზე ვართ. საქართველოში დღეს საწვავი ზუსტად იმდენი ღირს, რამდენიც 2008 წლის ზაფხულში ღირდა. მაშინ მსოფლიო ბაზარზე ერთი ბარელი ნავთობის ფასი 155 დოლარი იყო, დღეს კი 85 დოლარია.სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლიდან სამწელიწადნახევრის განმავლობაში საქართველოში ლარის კურსი მყარდება და 2.20–ის ნიშნულიდან 1.40–მდე ჩამოვიდა. ლარის გამყარება დამატებითი სტიმულია იმპორტიორისათვის. ჩვეულებრივ საბაზრო ეკონომიკის ქვეყანაში ვალუტის გამყარება იწვევს ფასების შემცირებას, ჩვენთან არ შემცირებულა ფასები, პირიქით, იზრდება. ამის მიზეზი ელიტარული კორუფციაა. ამას ვერ ხედავს ვერც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, ვერც ერთი სარეიტინგო კომპანია, არ ხედავს სააკაშვილი და მისი გარემოცვა, მაგრამ ნებისმიერმა ქართველმა იცის, რომ საქართველოში მეტ–ნაკლებად სერიოზული სამეურნეო ბრუნვა ხელისუფლების რომელიღაც უმაღლესი ჩინოსნის „კრიშის“ ქვეშაა. ამ ხელისუფლების წარმომადგენლები ბიზნესმენებთან წილში სხედან ძალიან ცუდი გაგებით. მაგალითად, საწვავის ბიზნესში ასეთი სიტუაციაა: ყოველი ლიტრი ბენზინიდან 50 თეთრი მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის. მართალია, ამის დამადასტურებელი მასალა მე არ მაქვს, ხშირად ამბობენ და ფაქტობრივ ანალიზსაც აქამდე მივყავართ. ეს კი წილში ჯდომა არ არის, ეს არის სიტუაცია, როცა პიროვნებას ბიზნესიდან მუდმივად ეკუთვნის ფიქსირებული თანხა, იმის მიუხედავად, ბარელი ნავთობი 155 დოლარი ეღირება, თუ 80. სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ საქართველოში ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზრის ფასების შესაბამისი არ არის. საბაზრო ეკონომიკის დამახასიათებელ ფასწარმოქმნას არანაირი კავშირი არ აქვს საქართველოში არსებულ ფასწარმოქმნასთან. არსებობს მყარი თვითღირებულების ელემენტი და პლუს ამას ძალიან მყარი არაოფიციალური გადასახადი ხელისუფლების კონკრეტული ჩინოსნისთვის. ჩვენთან საბაზრო ეკონომიკა მხოლოდ განცხადების დონეზეა და ქვეყანაში შესაბამისი კანონები არ მოქმედებს.


როცა ქვეყანაში უცხოური დახმარებები დიდი ოდენობით შემოდიოდა, მოსახლეობა, ასე თუ ისე, მაინც იყო გადახდისუნარიანი. ამიტომ იყო, რომ იმპორტიც იზრდებოდა, მოხმარებაც იზრდებოდა და ფასებიც. დღეს უკვე მივედით იმ დონემდე, როცა აღარც ფასების ზრდა გაგრძელდება და აღარც იმპორტი. საშუალო ქართველს ყიდვის შესაძლებლობა აღარ ექნება. საშუალო ქართული ოჯახის სუფრაზე უკვე თანდათან მცირდება კვების პროდუქტების ასორტიმენტი, აღარაფერს ვამბობ ფუფუნების საგნებზე უარის თქმაზე. ძალიან ბევრი ოჯახია საქართველოში ისეთი, რომელსაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩასაცმელი საერთოდ არ უყიდია. მსყიდველობითი უნარი განსაზღვრავს იმას, რომ აღარც იმპორტი იქნება და პროდუქციაზეც მოთხოვნილება შემცირდება. ერთადერთი, რაზეც მოთხოვნილება არ შემცირდება, ეს იქნება პური, კარტოფილი, წამალი.


რამდენიმე დღის წინ ფინანსთან მინისტრმა განაცხადა, ჩვენ უნდა ვისწავლოთ საკუთარი შემოსავლებით ცხოვრებაო. ამას ჩვენ ვერ ვისწავლით იმიტომ, რომ შეუძლებელია. როდესაც 80% იმპორტი გაქვს და 20 ექსპორტი, ასეთ თანაფარდობაში შეუძლებელია საზოგადოებამ იცხოვროს. დაახლოებით ასეთი სიტუაციაა: მე გეუბნებით, რომ თქვენი არსებობისთვის საჭიროა 80 დოლარი, თქვენ მეუბნებით, რომ გაქვთ 20 დოლარი. ფინანსთა მინისტრი გეუბნებათ, გასწავლით, როგორ უნდა იცხოვროთ 20 დოლარად. ამის სწავლება შეუძლებელია. მსგავსი რამ ერთხელ სცადა აწ განსვენებულმა ნანული შევარდნაძემ და არაფერი გამოუვიდა, რადგან 14–ლარიანი პენსიით ცხოვრება მაშინაც ასევე შეუძლებელი იყო.


კორუფცია სახელისუფლო დანაშაულია და თუ ხელისუფლებასთან არ გაქვს შეხება, კორუფციულ დანაშაულს ვერ ჩაიდენ. საქართველოში კორუფცია რომ მოისპოს, ხელისუფლების პირველმა პირებმა უნდა თქვან უარი კორუფციაზე. საქართველოში ელიტარული კორუფცია რომ არ იყოს, გაცილებით იაფი იქნებოდა საწვავის ფასი, 2–3–ჯერ იაფი იქნებოდა პურის ფასიც. თუ ქვეყანას კარგი პროექტები ექნება, აუცილებლად იქნება უცხოური დახმარებები და ინვესტიციებიც.


http://tribuna.ge/index.php?option=com_con...view&id=105
kote-1962
"მოდელირებული" 2010!

28-12-2010

kvirispalitra.ge

[გიორგი კვიტაშვილი]

უკან მოხედვა არავის აწყენს, მით უმეტეს, ისეთ ქვეყანას, როგორიც საქართველოა. თუმცა, ქართული პოლიტიკის თავისებურებებიდან გამომდინარე, მნიშვნელობა არა აქვს, გინდ უკან გაიხედე, გინდ წინ - ჩვენ ჩვენს წვენში ვიხარშებით, უბრალოდ, წლებშია განსხვავება. თუმცა გასულმა 2010-მა წელმა სიურპრიზები მაინც შემოგვთავაზა.


"ჩემი ხმა გიგის"
საქართველოში 2010 წელი იმით დაიწყო, რომ მთავრობამ დიდი ზარ-ზეიმით მიიღო ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების სახელმწიფო სტრატეგია. ქაღალდზე მშვენივრადაა ყველაფერი ჩამოწერილი, მაგრამ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მყოფ ვანიას სულ ფეხებზე ჰკიდია ეს სტრატეგიაც და მასთან დაკავშირებული ლაილაიც.
რეალურად ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც 2010 წლის დასაწყისში სულ სხვა“სტრატეგია და ტაქტიკა”"ადარდებდა" - პირველად საქართველოს ისტორიაში პირდაპირი წესით ტარდებოდა თბილისის მერის არჩევნები.
ოპოზიცია ჩვეულ წრეზე წავიდა - დაიწყო გაუთავებელი კონსულტაციები მერობის ერთიან კანდიდატზე შესაჯერებლად. სახელისუფლებო პროპაგანდამ კი გიგი უგულავაზე კლიპი გადაიღო "ჩემი ხმა გიგის", მაგრამ კლიპი ტელეეთერში არ აჩვენეს. ჯერ ერთი, კლიპი, რბილად რომ ვთქვათ, დაბალი დონის იყო. მეორეც, ოპოზიციამ ჩვეულ სტილში ჰარაკირი გაიკეთა და ყველა პარტიამ თუ ალიანსმა თავისი კანდიდატი დაასახელა.
საბოლოოდ,“"გასაკეთებელი კიდევ ბევრია"-მ აჯობა "გამარჯვება დღესვეეე"-ს, ირაკლი ალასანიას ცერა თითსა და “ქრისტიან-დემოკრატების”"დენი 5 თეთრი და გაზი 10 თეთრი".

იმიტირებული "ქრონიკა"
რა თქმა უნდა, არჩევნებამდე ხელისუფლებამ კვლავ გამოიყენა ტაქტიკა, ჩვენ ხომ ცუდები ვართ, მაგრამ ოპოზიცია უარესიაო. ასე იშვა "იმიტირებული ქრონიკა", რომელმაც მოსახლეობა პანიკაში ჩააგდო.
ალბათ, ყველას გახსოვთ, რომ 2010 წლის 13 მარტს "ქრონიკამ" გვამცნო: "რუსეთი საქართველოს თავს დაესხა, ოპოზიცია ოკუპანტების მხარეს გადავიდა, პრეზიდენტი ბუნკერშია და სააკაშვილის ლიკვიდაციაც მოხდა". "ქრონიკის" შემდეგ უკვე ყველას უკვირდა, ასე რამ შეგვაშინაო. მათ შორის იმ მაღალჩინოსნებსაც, იმიტირებული გადაცემის პირველი კადრებისთანავე წითელ ხიდზე რომ გაიქცნენ.

ისევ შეშფოთება
ზაფხულში კლინტონმა გაგვახალისა. ის საქართველოში ივლისის დასაწყისში ჩამოვიდა და მოგვეფერა: შეშფოთებულ-აღშფოთებული ვარ რუსეთის ქმედებებითო, შემდეგ, ხელი დაგვიქნია და წავიდა. რა თქმა უნდა, კლინტონი აქ მთელი ზაფხული ვერ დარჩებოდა.

პიცერიიდან მდგრადობამდე
მერე ყველანი გადავერთეთ "ეროვნულ პროდუქტზე". პატივი პრეზიდენტმა გვცა - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად ვერა ქობალია დანიშნა და მთელი ზაფხული ჟურნალისტების გასართობი ახალი მინისტრის გამონათქვამები და ის ფოტოსურათები იყო, რომელიც, ალბათ, ყველამ იხილეთ.

შეშფოთება გრძელდება
ვინ იცის, სადამდე გაგრძელდებოდა ქობალიაზე წერა-კითხვა, მას ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი რომ არ ჩანაცვლებოდა. რასმუსენი შემოდგომაზე თბილისს ეწვია, - თურმე, ისიც აღშფოთებული ყოფილა რუსეთის ქმედებებით.

კონსტიტუცია შევცვალეთ
ჩვენ არ ვიცით, რუსეთი დაგვესხმება თუ არა თავს 2013 წლამდე, სამაგიეროდ ვიცით, რომ სამი წლის შემდეგ გვეყოლება სუსტი პრეზიდენტი, ძლიერი პრემიერ-მინისტრი და შუალედური პარლამენტი. შესაბამისი ცვლილებები ქვეყნის ძირითად კანონში პარლამენტმა დიდი ზარ-ზეიმით დაამტკიცა. მიხეილ სააკაშვილმა კი მაშინვე განაცხადა - მე, მესამე ვადით პრეზიდენტობას არ ვაპირებო. რადგან ასეთი დემოკრატია, 2013 წელს აუცილებლად პრემიერობა უნდა შევთავაზოთ.

სახალხო კრებამ "დამთავრება" სამომავლოდ გადადო
ამასობაში გაიღვიძა მისმა უდიდებულესობა ოპოზიციამ და დააანონსა, რომ 25 ნოემბერს გაიმართებოდა გრანდიოზული, ჯერ არნახული "სახალხო კრება", რომელსაც "ხელისუფლება უნდა დაემთავრებინა". "სახალხო კრებაც" გაიმართა, აი, გრანდიოზულობის კი რა მოგახსენოთ. 25 ნოემბერს პარლამენტის წინ ძველებურად შეუთვალეს წყევლა-კრულვა ხელისუფლებას და..."დამთავრება" სამომავლოდ გადადეს.

ოპერაცია "ენვერი"
ვანო მერაბიშვილის სახელობის სამინისტროს დიდ სცენაზე შედგა პრემიერა "ოპერაცია "ენვერი". შს კონტრდაზვერვამ დააკავა რუსეთის ჯაშუშების მორიგი პარტია, რომელსაც ქართული სახელმწიფო უახლოეს წლებს ოთხ კედელშუა გაატარებინებს.

მიხეილ კუსტო
როგორც ჩანს, ეს ყველაფერი კარგად გათვალა სააკაშვილმა. ის მშვიდად იყო და მთელი წლის განმავლობაში იმდენი ქვეყანა შემოიარა, რომ ჟაკ კუსტოს შეშურდებოდა. თან ჩვენმა პრეზიდენტმა ბევრი ენა იცის და უცხოელ ჟურნალისტებთან ხან ესპანურად, ხან ფრანგულად, უფრო ხშირად კი რუსულად ჭუკჭუკებდა.

სენსაციური "ვიკილიკსი"
დაგენაძლევებით, რომ პრეზიდენტმა არ იცის, ბაჰამურად "ვიკი" რას ნიშნავს. "ვიკი" თურმე ამ ენაზე "სწრაფი" ყოფილა. სააკაშვილი ნამდვილად ვერ ჩადიოდა ერთი ქვეყნიდან მეორეში ისე სწრაფად, როგორც საიტი "ვიკილიკსი" სენსაციურ ინფორმაციას გვთავაზობდა. საიტმა ინფორმაცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სერვერიდან მოიპოვა და მსოფლიომ შეიტყო, თუ რას ფიქრობენ ამერიკელი დიპლომატები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებზე.
"ვიკილიკსი" საქართველოზეც წერდა, ოღონდ სენსაციური არაფერი ყოფილა. ყოველგვარი სკანდალური საიტების გარეშე ისედაც ვიცოდით, რომ აშშ ჩვენი მთავარი მფარველი ყოფილა და ქართველები ჩვენს მეორე დედაქალაქ ვაშინგტონს ათასგვარ თემებზე ვემათხოვრებოდით.

ქართული "ვიკილიკსი"
საქართველო რის საქართველო იქნებოდა, თავისი "ვიკილიკსი" რომ არ ჰქონოდა. ეს როლი გაზეთმა "ასავალ-დასავალმა" შეასრულა: ჯერ გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვითაც, "ქართული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე მიხეილ სააკაშვილს მილიონებს სთხოვდა. ქართული "ვიკილიკსის" წყაროს, ბადრი ბიწაძის მტკიცებით კი გაჩეჩილაძე ფულს ნინო ბურჯანაძესაც სთხოვდა იმის სანაცვლოდ, რომ "სახალხო კრებაში" მიეღო მონაწილეობა. მაგრამ "ვიკილიკსის"” მასალების გამო აშშ-მა ოფიციალურად მოიბოდიშა. რა თქმა უნდა, არც "ასავალ-დასავალია"”"ვიკილიკსი" და არც ლევან გაჩეჩილაძე - ბარაქ ობამა. შესაბამისად, აქ ყველაფერი ძველი ქართული სცენარით განვითარდა: დიდმა "გრეჩიხამ" ყველაფერი უარყო და ცილისწამებაში ნინო ბურჯანაძის ოჯახი დაადანაშაულა.

ოპტიმისტური დასასრული
წელი მაინც კარგად დასრულდა. წმინდა სინოდმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს მმართველობაში ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია გადასცა. ეს სერიოზული გზავნილია როგორც ოკუპანტებისთვის, ისე საზოგადოებისთვის. ისტორიულად, როდესაც სახელმწიფო უძლური იყო, ქვეყნის პრობლემების გადაჭრაში აქტიურად ერთვებოდა ეკლესია.
თუმცა, ჯერ კიდევ საკითხავია, რომელი უფრო სახიფათოა საქართველოსთვის - თბილისიდან 42 კილომეტრზე მდგომი რუსული ტანკი თუ საქართველოს დედაქალაქის კომფორტულ ოფისებში მსხდომი არსებები, რომლებიც ქართულ ეკლესიაზე შეტევისათვის გრანტებს იღებენ.



http://www.kvirispalitra.ge/specialurad-sa...buliq-2010.html
kote-1962
სტატისტიკა არ იტყუება, მაგრამ შენ შეიძლება მოტყუვდე სტატისტიკით

presa.ge

30-12-2010

საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით ქვეყნისთვის დიდი, საერთაშორისო გარღვევების წელი მიიწურა. პრეზიდენტის მსგავსად ყველა მინისტრი თუ უწყება საკუთარი ,,გარღვევებისა” და მიღწევების შესახებ აკეთებს ანგარიშს და ჩვენ ძალაუნებურად ამ მარათონს მივყვებით.

სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტსაც წლის აღნიშნულ პერიოდში ყველაზე ბევრი სამუშაო და ყველაზე მეტი დაინტერესებული მოქალაქე ყავს, რომელიც მისგან ობიექტურად გადათვლილ, გაანგარიშებულ, გაანალიზებულ ინფორმაციას ითხოვს და ელოდება.
მოკლედ რომ ვთქვათ, სტატისტიკის დეპარტამენს სტატისტიკური მაჩვენებლით ყველაზე ცხელი სეზონი დაუდგა...

არსებობს ასეთი ფრთიანი ფრაზა ,,სტატისტიკა არ იტყუება, მაგრამ შენ შეიძლება მოტყუვდე სტატისტიკით”. საქართველოში კი ამ ფრაზის პარალელურად თავისუფლად თანაარსებობენ შემდეგი სიტუაციები: შენ არ ტყუვდები, მაგრამ სტატისტიკა მაინც იტყუება, ან სტატისტიკაც იტყუება და შენც ამ ცრუ რეალობაში ცხოვრობ...

არავისთვის წარმოადგენს სიახლეს ის ფაქტი, რომ საქართველოში სტატისტიკის დეპარტამენტი და მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია მაღალი ნდობით არასოდეს სარგებლობდა. ამას თავისი ობიექტური მიზეზები ქონდა, მაგალითად ის, რომ სტატისტიკის დეპარტამენტი არ წარმოადგენდა დამოუკიდებელ ორგანოს და ის ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში იმყოფებოდა. აღნიშნული გარემოება ყოველთვის ბადებდა ეჭვს, რომ სტატისტიკის დეპარტამენტი ითვლიდა მხოლოდ იმას და მხოლოდ ისე, როგორც ხელისუფლებას აწყობდა.

რეფორმების ტალღამ ,,რა თქმა უნდა” ამ უწყებასაც გადაუარა, რომლის ფარგლებშიც დეპარტამენტი საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – სტატისტიკის ეროვნულ სამსახურად ჩამოყალიბდა. შეიცვალა მის დაფინანსების სქემაც: ის სამი მიმართულებიდან ფინანსდება: სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მომსახურების გაწევით და დონორი ორგანიზაციებისგან მიღებული შემოსავლებით. Mმიუხედავად რეფორმებისა, სტატისტიკის დეპარტამენტის გარშემო არსებული ეჭვები მაინც ვერ გაიფანტა, დამოუკიდებელი დეპარტამენტის ხელმძღვანელობას ისევ ხელისუფლება ნიშნავს. რვა კაციან სამეთვალყურეო საბჭოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ორი მინისტრი და საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული ხუთი წევრი წარმოადგენს, რომელთა შორის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს ისევ პრეზიდენტი არჩევს. გარდა ამისა სტატისტიკის დეპარტამენტისადმი ინფორმაციის მიწოდება აღარ არის სავალდებულო. შესაბამისად ჩვენი დეპარტამენტი იმას ითვლის, რასაც მე ,,კეთილსინდისიერი” მოქალაქე სააშკარაოზე გამოვიტან... საზოგადოებას კი ისღა დარჩენია ჩემს კეთილსინდისიერებას ენდოს და არა დეპარტამენტისას...

აღნიშნული მოსაზრების სისწორეში, საკუთარი გამოცდილებითაც შეგიძლიათ დარწმუნდეთ... სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციები და გამოთვლები ხშირად საერთოდ არ ემთხვევა კონკრეტული უწყებების ოფიციალურ საიტებზე განთავსებულ ანალოგიურ მონაცემებს... მაშინ როცა ყველა უწყება ოფიციალურ მონაცემს სტატისტიკის სამსახურისგან უნდა იღებდეს, გაურკვეველია საიდან ჩნდება მსგავსი განსხვავებები.

დეპარტამენში მიიჩნევენ, რომ მსგავსი ცდომილებები ინფორმაციის არაოპერატიულად განახლების ბრალია, რაც თავის მხრივ კიდევ ახალი პრობლემატური საკითხია. ქვეყანაში საჯარო ინფორმაცია ან მიუწვდომელია, ან მხოლოდ რამდენიმე წლის წინანდელი მონაცემებია საჯაროდ გამოტანილი. ყოველივე ამის გათვალისწინებით გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ რეფორმების არაერთი ტალღის მიუხედავად, ციფრებს რომლებიც ჩვენს გარშემო ტრიალებენ არავინ ენდობა.

რას ვუსურვებთ სტატისტიკის სააგენტოს? რა თქმა უნდა მისი ნდობის სტატისტიკური მაჩვებებლის ზრდას.

ლიკა ჯოჯუა



http://www.presa.ge/new/?m=society&AID=2609
kote-1962
სკოლის დირექტორებს უკვე გამგებლები ხსნიან?!

kvirispalitra.ge

29-12-2010


საზოგადოების გარკვეულ ნაწილს მიაჩნია, რომ საქართველოში საჯარო სამსახურში მუშაობა პირდაპირ კავშირშია პოლიტიკურ ორიენტაციასთან. საჯარო მოხელეები "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებად გადაიქცნენ და ვაი მას, ვინც უარს იტყვის!

ამირან გოგალაძე, ლიკანის საჯარო სკოლის დირექტორი: - 23 დეკემბერს გამგეობის თანამშრომელმა დამირეკა და მითხრა, სასწრაფოდ ბორჯომის გამგებელთან უნდა მიხვიდეო. გამგებელი დაბნეული ჩანდა. მითხრა, განცხადება უნდა დაწერო, არ მკითხო, ვინ დამავალა, რატომ და რისთვისო.

ვუთხარი, ვიცი, ჩემი ვაჟის პოლიტიკური ორიენტაციაა ამის მოთხოვნის მიზეზი|-მეთქი. არ ვიცი, მე დამავალესო. ვუთხარი, აქ რატომ უნდა დავწერო განცხადება, წესით, განათლების მინისტრის სახელზე იწერება-მეთქი. არა, მე დამავალესო. მერე დარეკა რესურსცენტრის უფროსთან და მანაც დაუდასტურა, რომ განცხადება მინისტრის სახელზე უნდა დამეწერა. ჩავედი რესურსცენტრში და დავწერე განცხადება.

- ასე იოლად რატომ დამორჩილდით?
- გამგებელმა მითხრა, თუ ნებით არ დაწერ, საქმე გაგირთულდება, სკოლაში გენერალური ინსპექცია შემოვაო. 13 წელია სკოლის დირექტორი ვარ. არც პროკურატურის მეშინოდა და არც გენერალური ინსპექციის, მაგრამ თუ ადამიანის გათავისუფლება მოუნდათ, საბაბს მაინც მოუძებნიან, წერტილ-მძიმეზე მოგედავებიან. ჩემს კოლეგებს სწორედ ასე მოუდეს შარი და გაათავისუფლეს თანამდებობიდან.

- თქვენი შვილის პოლიტიკური ორიენტაცია მმართველ პარტიას საფრთხეს უქმნის?
- ჩემი ვაჟი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში მუშაობდა. ივნისში გაათავისუფლეს. მანამდე 2007 წლის 7 ნოემბრის აქციებში მონაწილეობაც გაუხსენეს, რამდენჯერმე ისიც დააყვედრეს, მამაშენმა ხელი შეგვიშალა საპარლამენტო არჩევნებშიო. მე რამდენჯერმე ლიკანის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვიყავი.

- "ნაციონალურ მოძრაობას" არ უჭერდით მხარს?
- რაც მითხრეს, ის არ გავაკეთე. ვაკეთებდი იმას, რაც კანონით მევალებოდა, ეს კი არ მოეწონათ. თქვენ კარგად იცით, რაც იყო საჭირო.

- რა იყო საჭირო?
- ამათთვის უნდა დამეჭირა მხარი, დავალებული მქონდა, ხმების განსაზღვრული რაოდენობა მიმეტანა.

- "ნაციონალურმა მოძრაობამ" ლიკანში ვერ გაიმარჯვა?
- ვერა. ადგილობრივ არჩევნებში კი უკვე კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ვიყავი. ადგილობრივ არჩევნებში "ნაციონალებმა" ტრიუმფალური გამარჯვება იზეიმეს. ჩემი შვილი სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ "სახალხო კრებაში" ჩაერთო. 25 ნოემბერს, როგორც კი ჩემი ვაჟი ტელეეთერში გამოჩნდა და გაზეთებში დაბეჭდილ ფოტოებშიც მოხვდა, მივხვდი, რომ კარგ დღეს არ დამაყრიდნენ.

- რატომ დაწერეთ განცხადება, თუ არაფრის გეშინოდათ, შეემოწმებინეთ გენერალურ ინსპექციას!
- ეს ყველაფერი ხომ თანამშრომლებზე მოქმედებს, თანაც მაინც გაიტანდნენ თავისას. დაგავიწყდათ ბალღოჯიანის სკოლის დირექტორის ამბავი?..
(მკითხველს შევახსენებთ, რომ სოფელ ბალღოჯიანში სკოლის დირექტორი ზურა თაბაგარი მეცხრე კლასის მოსწავლეზე, რომელიც გონებასუსტი აღმოჩნდა, ძალადობაში დაადანაშაულეს. თაბაგარი ამას პოლიტიკურ მოტივს - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირებდა.

ბალღოჯიანში "ნაციონალური მოძრაობის"" კანდიდატი დამარცხდა და ეს თაბაგარს დაჰბრალდა. ამ საქმის გასაშუქებლად სპეციალურად ჩავედით ბალღოჯიანში. "კვირის პალიტრაში" სტატიის გამოქვეყნების შემდეგ სკოლაში გენერალური ინსპექცია შევიდა(!). თაბაგარმა ფაქტის გახმაურება აღარ ისურვა, ხმა რომ ამოვიღე, საქმე უფრო გამირთულდაო. მალე გარყვნილი ქმედების ჩადენის ბრალდებით დააპატიმრეს კიდეც. ის ამჟამად ციხეშია და სასამართლოს განაჩენს ელოდება. - რედ.)

- ხომ ხედავთ, ყველაფერზე მიდიან! არ ვარ ჯაბანი კაცი და რაღაც უბედურებას დავატრიალებდი. სწორედ ამას მოვერიდე. ამიტომ ვერ მკიდებდნენ კარგა ხანს ხელს, თორემ მათ ისეთი ხალხი გაათავისუფლეს დირექტორობიდან, რომელთა სკოლები ქუხდნენ.

- სამინისტროს შეატყობინეთ, რომ თანამდებობიდან წასვლას გამგებელი გაიძულებდათ?
- სამინისტროში არ დამირეკავს. ადგილობრივი რესურსცენტრის უფროსი გაშეშებული იყო, განცხადების დასაწერად რომ ჩავედი, თავადაც ვერ მიმხვდარიყო, რა ხდებოდა.

ჩვენ დავუკავშირდით განათლების და მეცნიერების სამინისტროს. მინისტრი დიმიტრი შაშკინი ერთი კვირაა საქართველოში არ იმყოფება. პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნინო პოტრჟებსკაიამ კი გაგვიცხადა, რომ ასეთ აბსურდებზე კომენტარს სამინისტრო არ აკეთებს, გამგებლის მოქმედებაზე მინისტრი პასუხისმგებლობას ვერ აიღებს(?!).

დავუკავშირდით ასევე ბორჯომის გამგებელ არჩილ მიქელაძეს, რომელმაც ამ ამბავს სიცრუე უწოდა და განგვიცხადა, დირექტორი ამირან გოგალაძე თვალით არ მინახავს, ჩემს პრეროგატივაში სკოლის დირექტორის "მიხსნა-მოხსნა" არ შედისო.

P.S. თუ განათლების და მეცნიერების სამინისტროს დავუჯერებთ, არაფერი იცის და გოგალაძისთვის თანამდებობის დატოვება არ უთხოვია, გამგებელიც უარობს, მაშინ რატომ დაწერა განცხადება გოგალაძემ?

ხათუნა პაიჭაძე



http://www.kvirispalitra.ge/justice/6124-s...bi-khsnian.html
kote-1962
“ომი მშვიდობაა, ძალა არცოდნაშია, მონობა თავისუფლებაა“


30-12-2010

[თათია კობიძე presage.tv]


ვიდრე ძირითად თემაზე საუბარს დავიწყებდე, ერთ საკითხზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება.

ბოლო დროს რამდენჯერმე დამისვეს კითხვა: „ოპოზიციონერი გახდი? სულ კრიტიკულ სტატიებს წერ...“

მე გიპასუხებთ: „ნამდვილი ჟურნალისტი ყოველთვის ოპოზიციონერია.“

უფრო გასაგებად რომ ავხსნა, რამდენიმე სიტყვით ჟურნალისტიკის პრინციპების შესახებ დავწერ. არსებობს თუ არა ჟურნალისტიკაში ობიექტურობის ცნება? ბევრი თქვენგანი, ალბათ, მიპასუხებს, რომ არ არსებობს და საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად კონსტრუქტივისტულ თეორიებსა და ინდივიდის სუბიექტურ აღქმას მოიშველიებს, მაგრამ მე გიპასუხებთ, რომ არსებობს.

ჟურნალისტის ობიექტურობა, ჩემი აზრით, სწორედ იმით გამოიხატება, რომ წერო იმ თემებსა და მოვლენებზე, რომლებიც აქტუალურია და საზოგადოების ყურადღება მიმართო იმ საკითხებისკენ, რომელთა შესახებ ხალხის დიდ ნაწილს ხშირად არაზუსტი ან არასაკმარისი ინფორმაცია აქვს.

ტრაფარეტულად ჟღერს, მაგრამ რეალობაა: მედია უნდა იყოს სიგნალის მიმცემი საზოგადოებისა და ხელისუფლებისათვის და თუ დღეს ქართული ბეჭდური და ინტერნეტ მედიის წარმომადგენელთა (ტელეჟურნალისტებზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებ.) ნაწილი დითირამბებს არ უძღვნის ხელისუფლებას, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ოპოზიციონერები არიან და გატარებული რეფორმების ავკარგიანობას სათანადოდ ვერ აფასებენ.

უმრავლესობა და ოპოზიცია იქით იყოს და, ოდესმე თავი წიგნის გმირად წარმოგიდგენიათ? უნდა ვაღიარო, რომ ამ ბოლო დროს მე ხშირად მეჩვენება, რომ ერთ-ერთი წიგნის გმირი ვარ, უფრო მეტიც, ყველანი ამ წიგნის გმირები ვართ. წიგნის, რომლის ყდაზეც დიდი ასოებით აწერია: ომი მშვიდობაა, ძალა არცოდნაშია, მონობა თავისუფლებაა. ეს ჯორჯ ორუელის „1984“-ა. ამ წიგნის წაკითხვას ყველა დამწყებ პოლიტოლოგს ავალებენ, რათა კარგად გაიაზრონ როგორია ტოტარიტარული და ავტორიტარული სახელმწიფოები, ანუ როგორი არ უნდა იყოს სახელმწიფო XXI საუკუნეში.

დამეთანხმებით და, სამარცხვინოა ჩვენს ეპოქაში, მაშინ, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტები ყოველი მეორე სიტყვის შემდეგ დემოკრატიის მშენებლობას ახსენებენ, ადამიანის ძირითადი უფლებებისათვის ვიმაღლებდეთ ხმას, თუმცა, ფაქტია, რომ ჩვენ ისევ ვიბრძვით. ვიბრძვით დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, საბჭოთა კავშირის მარწუხებიდან დამოუკიდებელ საქართველომდე, ცხრიდან ცხრამდე, ომიდან ომამდე, ვიბრძვით ოცი წლის შემდეგაც, ისევ რეჟიმის წინააღმდეგ.

როდესაც წიგნის ყდაზე დაწერილი ფრაზები ამოვიკითხე, გამიკვირდა როგორ შეიძლებოდა ომი მშვიდობა ყოფილიყო, მაგრამ მერე აგვისტოს ომი იყო და ზუსტად მივხვდი რაც იგულისხმებოდა ამ ფრაზაში. რამდენი კვლევის დასვკნა დაიდო მე მაინც ვერ ან არ მივხვდი ვინ დაიწყო ომი, მაგრამ ფაქტია, რომ ომის შემდეგ რამდენიმე თვე შიდა პოლიტიკური სიტუაცია მკვეთრად გაუმჯობესდა.

2 სექტემბერს მხარდამხარ იდგნენ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ცოცხალ ჯაჭვში და ერთმანეთს გულზე მჯიღის ცემით ეჯიბრებოდნენ სამშობლოს სიყვარულში. აბა ვინმეს რუსეთის აგენტობას ხომ არ დააბრალებინებდნენ! მერე რა, რომ 7 ნოემბერი სულ რაღაც 9 თვის წინ იყო, „იმედი“ დარბეული და ხელისუფლების წარმომადგენლების ოჯახის წევრების სკანდალებიც ჯერ კიდევ აქტუალური. იმ დროს არავის ჰქონდა მტყუან-მართალის გარკვევის დრო და არც სიტყვის თავისუფლების დასაცავად ეცალა ვინმეს. ომში წარსულ წყენას ივიწყებენ. ამიტომაც გამოვიდა ზოგის ომი მშვიდობა...

ტოტალიტარული და ავტორიტარული რეჟიმებისთვის ყველაზე ძლიერი ბერკეტები კონტროლი და პროპაგანდისტული მანქანებია. ამისათვის კი, საჭიროა აკონტროლო ყველა და ყველაფერი. ხერხი რამდენიმე შეიძლება იყოს, მაგალითად დავაყენოთ კამერები ყველგან, გვყავდეს პატრული, რომელიც არასდროს არის „საჭირო დროს საჭირო ადგილას“ და ხელში ჩავიგდოთ ყველა მედიასაშუალება, რომელიც სულ ცოტა გავლენას მაინც ახდენს მსმენელზე, მაყურებელსა თუ მკითხველზე.

ამიტომაც იხურება ასე ერთმანეთის მიყოლებით და არც თუ ისე სანდო არგუმენტებით მედიასაშუალებები. თუ სწორად მახსოვს, სწორედ 2003 წელს დაიხურა „60 წუთი“, გადაცემა, რომელიც ჟურნალისტური გამოძიებების ციკლს მოიცავდა. მერე ნელ-ნელა მიყვა ის გადაცემები, რომლებიც განსხვავებული აზრის წარმოჩენას ცდილობდნენ. პლურალიზმი არაა ქართული სიტყვა და რად გვინდა ბარბარიზმებიო, ასე არ უთქვამთ, მაგრამ ალბათ პლურალიზმის გაქრობის მოტივი ასეთივე კეთილშობილური იყო, არავითარი ბოროტი განზრახვა...

კეთილშობილური მოტივებითვე შუქდება დღეში რამდენჯერმე ქართულ ტელეარხებზე პრეზიდენტის მიმართვები, ბრიფინგები, შეხვედრები და ახალი რეფორმების პრეზენტაციის მოსმენაც სულ უფრო და უფრო ხშირად გვიწევს. მართალია ხანდახან სულაც არ არის საჭირო ყველაფრი პრეზიდენტმა წარადგინოს, მაგრამ ეს ხომ თავის შეხსენების კიდევ ერთი საშუალებაა.

ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა ხდება მაშინ, როდესაც კარგად ვიქცევით და მაშინაც, როცა რამეს ვაშავებთ. (კარგად მოქცევის შემთხვევაში პრეზიდენტი გვაქებს, ქვეყნის წარმატებებზე საუბრობს, გზებს გვიგებს, მართალია მათი უმეტესობა მალევე ფუჭდება და რომამდე ვერ ჩავალთ, მაგრამ გორში რომ მივდივართ უსაფრთხოდ, ესეც კარგია. წინა პრეზიდენტის დროს ხომ გორამდეც ვერ ვაღწევდით. ცუდად მოქცევისას კი, სამაგალითოდ ისჯება დამნაშავე და მისი ვიდეო და აუდიო ჩანაწერების ნახვა სულ მცირე რამდენჯერმე მაინც გვიწევს. უნდა ვიცოდეთ რა გველის როცა რამეს ვაშავებთ.)

პრეზიდენტის გამოჩენა ეთერში არავის უკვირს ოჯახის წევრივით გვყავს და ყოველ ჩვენს საქციელს დადებითად ან უარყოფითად აფასებს და მე პირადად, მაქვს შეგრძნება, რომ ვიღაც ყოველთვის მითვალთვალებს. ვიღაც, როგორც წესი, მანდატურია. თუ თქვენი ოჯახის რომელიმე წევრი სკოლაში დადის, იცოდეთ, რომ თქვენს შესახებ ყველაფერი იციან მანდატურებმა. სად მუშაობენ მისი მშობლები, პოლიტიკაზე თუ ლაპარაკობენ სახლში და სხვა „წვრილმან“ ცნობებს ზოგი სამტრედიის კოლონიის შიშით,ზოგი კი გულუბრყვილობით უყვება მანდატურს. ასე, რომ იცოდეთ Big Brother Is Watching You! (დიდი ძმა გითვალთვალებთ!)

სხვა რაღა დავამატო, ამ წიგნზეც და ჩვენზეც იმდენის დაწერა შემიძლია, რომ ახალი წელიც მოგვადგება კარზე. ახალ წელს გილოცავთ და ერთ რჩევას მოგცემთ: თუ საახალწლოდ გამართულ ღონისძიებებზე წახვალთ აუცილებლად გაიღიმეთ, დემოკრატიულ ქვეყნებში ხომ ასე იქცევიან და არ დაგავიწყდეთ Big Brother Is Watching You! (დიდი ძმა გითვალთვალებთ!)

http://journalist.ge/?menuid=2&id=1732&lang=1
kote-1962
მამუკა ღლონტი: მომხდარის გამო მთელი პასუხისმგებლობა ბატონ კიწმარიშვილს დაეკისრება

[ნინო ჯაფარიძე presage.tv]

30-12-2010



„მაესტროში“ შექმნილი პრობლემების გამო, მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ღლონტი განმარტებებს ეროსი კიწმარიშვილისგან ელოდება. განცხადება, რომ ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის მუშაობა „ქართული პარტიის“ პოლიტიკური მდივნის კუთვნილი „რუსთავის მედიის კომპანიის“ მიზეზით შეფერხდა, არხის გენერალურმა დირექტორმა გააკეთა. კახა ბექაურმა საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ეროსი კიწმარიშვილი და მისი კომპანია ტელეკომპანიის მართვაში ობიექტური სამაუწყებლო არხის მშენებლობის გეგმით მოვიდა. თუმცა „ქართული პარტიის“ შექმნის შემდეგ საკუთარი ხედვა შეიცვალა და მოისურვა არხის ვიწროპარტიულ საქმიანობაში ჩართულიყო. ბექაურის განცხადებით, „მაესტროს“ თანამშრომლებისთვის და დამფუძნებლებისთვის ეს მიუღებელი აღმოჩნდა და ტელეკომპანიას დაფინანსების პრობლემებიც ამის შემდეგ შეექმნა.



იცოდნენ თუ არა დამფუძნებლებმა ტელეკომპანიაში არსებული ფინანსური პრობლემების შესახებ, რამდენად უკავშირდება ეს პროცესები ეროსი კიწმარიშვილს და როდის შეიძლება გამოსწორდეს ვითარება? პრესაგე.ტვ ტელეკომპანია „მაესტროს“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, მამუკა ღლონტს ესაუბრა.



„მაესტროს“ გენერალური დირექტორის, კახა ბექაურის განცხადებით

ტელეკომპანის ფუნქციობა ფინანსური პრობლემებისგამო შეფერხდა.

იზიარებთ მის პოზიციას, რომ ამ პრობლემების მიზეზი ეროსი

კიწმარიშვილია?



– ამ თემაზე დღეს შეზღუდულ განცხადებებს გავაკეთებ, რადგან სიტუაციაში უკეთ გარკვევისთვის დრო ჯერ კიდევ მჭირდება. რაც შეეხება ხელშეკრულებას, რომელიც ტელეკომპანიამ ბატონი კიწმარიშვილის კომპანიასთან გააფორმა, ის პირველ რიგში ჟურნალისტთა თავისუფლებას, სარედაქციო დამოუკიდებლობას და მათ პროფესიულ საქმიანობაში ჩაურევლობას ითვალისწინებს.



ხელშეკრულების ეს პუნქტები ყველა პირობებში შესრულდება. ხოლო თუ ”მაესტროს” ფინანსური პრობლემები შეექმნა და არ გამოსწორდა, მომხდარის გამო მთელი პასუხისმგებლობა როგორც იურიდიული, ასევე, მორალური თვალსაზრისით ბატონ კიწმარიშვილს დაეკისრება. მას თუ „მაესტროს“ დაფინანსების გაგრძელების საშუალება არ ჰქონდა, ეს აქამდე რატომ არ გაგვაგებინა? მან კარგად იცის სატელევიზიო საქმე და ისიც, რომ ყოველ მეორე დღეს გაჩერება ტელევიზიისთვის სერიოზული ზიანის მომტანია.



ახლა, მე მის პასუხს ველოდები და კომენტარს მხოლოდ ამის შემდეგ გავაკეთებ. რადგან მან ორჯერ მიიყვანა ტელევიზია იმ დონემდე, რომ საინფორმაციო გამოშვება ეთერში ვერ გადის. მან უნდა განუმარტოს საზოგადოებას, რატომ მოხდა ეს.



კახა ბექაურმა განაცხადა, რომ თავიდან პრობლემა გენერალური

დირექტორის პოსტზე მისი დარჩენის გამო წარმოიშვა,თუმცა,

შემდეგ გაირკვა, რომ კიწმარიშვილის კომპანია სიტუაციის

გამოსწორების პირობას არც ბექაურის წასვლისშემთხვევაში

იძლეოდა... „მაესტროს“ მსგავსი პრობლემები მანამდეც შექმნია?



– „მაესტრო“ ამ ტიპის პრობლემის წინაშე ადრეც დამდგარა, რადგან, კიდევ ვიმეორებ, ჩვენ ვინარჩუნებთ დამოუკიდებლობას. იმის მიუხედავად, რომ ბევრი, თუნდაც მაშინ, როდესაც ეთერში გადიოდა „საკანი“ თუ სხვა არგუმენტაციით, სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან გვაკავშირებდა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ - „მაესტროს“ საქმიანობაში არასდროს არცერთი პოლიტიკური ძალა არ ჩარეულა. „მაესტროს“ არასდროს არცერთი პოლიტიკური ძალის ინტერესები არ გაუტარებია.



მას შემდეგ, რაც ოპოზიციის უნიათო საქციელის წყალობით, ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, „მაესტრო“ საინფორმაციო ფორმატზე გადავიდა. ხელშეკრულებაში, რომელიც ეროსი კიწმარიშვილის კომპანიასთან დაიდო, მთავარი პუნქტები სწორედ ჟურნალისტების თავისუფლება და სარედაქციო დამოუკიდებლობა იყო.



მმართველმა კომპანიამ მოსალოდნელი ფინანსური პრობლემების

შესახებ გაგაფრთხილათ?



– კიდევ ერთხელ გავიმეორებ - მეც მაინტერესებს რა პასუხს გასცემს ეროსი კიწმარიშვილი არა იმდენად კახა ბექაურს, არამედ საზოგადოებას. რატომ მიიყვანა მან „მაესტრო“ იმ დონემდე, რომ ორჯერ მოუხდა საინფორმაციო გამოშვების შეჩერება. ამ პრობლემებს ობიექტური მიზეზები თუ ჰქონდა და კიწმარიშვილის კომპანიას ტელეკომპანიისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფინანსების მოზიდვა არ შეეძლო, ამდენ ხანს პირში წყალი რატომ ჩაიგუბა და საქმე ბოლო წერტილამდე რატომ მიიყვანა? ხვალ მე, მოვისმენ მის კომენტარებს და შემდეგ გავაკეთებ ჩემსას.



ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხელისუფლების მიერ

ვერკონტროლირებად მედიასაშუალებას პრობლემებიექმნება.

ტელეკომპანია „მაესტროს“ მაუწყებლობისთვის ხელის შეშლა

შესაძლოა რომელიმე პოლიტიკური ძალის ინტერესშიშედიოდეს?



– და არა არა მხოლოდ „მაესტროსთვის“ ხელის შეშლა. ეს ბევრი ადამიანის ინტერესში შედის. შორს წასვლაც არც არის საჭირო. თქვენივე ამბავი აიღეთ. ინტერნეტშიც უკვე ყველაფრის კონტროლს ცდილობს ჩვენი ხელისუფლება.



მე, როგორც საზოგადოების წევრი, ყოველთვის საზოგადოების მხარეს ვიქნები. კიდევ ერთხელ ვაცხადებ: პრესა თავისუფალი და დამოუკიდებელი უნდა იყოს. ის არა ხელისუფლებას ან ოპოზიციას, არამედ საზოგადოებას უნდა ემსახურებოდეს. სხვა დანარჩენი კი, პიარია და ასეთი პიარკომპანიები უხვად გვყავს აგერ: „იმედი“, „რუსთავი2“, „რეალტივი“.



ერთსაც ვიტყვი წინასწარმეტყველურად: სააკაშვილის ხელისუფლება ოდესმე რეალურმა ოპოზიციამ თუ შეცვალა, ვნახავთ როგორ შეიცვლიან პოზიციას „იმედი“ და „რუსთავი2“. როგორც დაიწყებენ ახლადმოსული ხელისუფლების პიარს, როგორ მოეწონებათ ეს ხელისუფლებაში ახლადმოსულ ადამიანებს და როგორ დარჩება უარყოფით ბალანსში „მაესტრო“ და მისი მსგავსი ორგანიზაციები.



პოლიტიკური სპექტრის ნაწილმა „მაესტროს“ მხარდაჭერა

უკვე დააფიქსირა. თუმცა, ჟურნალისტთა პროფესიული სოლიდარობის ფაქტები ნაკლებად ფიქსირდება. რატომ?


– ყველამ თავის გაფუჭებულ საქმეს მიხედოს. მედიას პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი განცხადებები კი არა, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. საზოგადოების, რომელიც საქართველოში ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა, 5 ლარად ყიდის ხმებს, ერთხმად ირჩევს უნივერსიტეტის რექტორს, ერთხმად სჩადის დანაშაულს და საზოგადოების, რომელიც საქართველოში აღარ არსებობს. ამას მე, სრული სერიოზულობით ვამბობ.



საზოგადოება, რომელიც უკმაყოფილოა იმით, რომ ოპოზიციის ლიდერებმა არ წაიყვანეს რევოლუციაზე, მიხეილ სააკაშვილის ნაცვლად ახალ ლიდერს იმისთვის ითხოვს, რომ მერე, საკუთარი პრობლემები ახალ ლიდერს გადააბრალოს.



რაც შეეხება ჟურნალისტებს, "პიარშიკებს" მე ჟურნალისტებს ვერ ვუწოდებ. ის ჟურნალისტები კი, ვინც ნამდვილად მედიის საქმეს ემსახურება ყოველთვის ერთად ვიდექით, ვდგავართ და ვიდგებით. უბრალოდ, ჩვენს ერთად დგომას შედეგი არ მოაქვს.



მედიის დამოუკიდებლობის დაბალ ხარისხზე საერთაშორისო

ორგანიზაციებიც ხშირად მიუთითებენ...



– საერთაშორისო ორგანიზაციებზე და ფონდებზე, რომლებიც საქართველოში მედიის მდგომარეობის გამო ხშირ შემთხვევაში შეშფოთებას გამოთქვამენ ხოლმე აქვე ვიტყვი – კეთილი ინებონ და მოძებნონ ფორმები, როგორ დააფინანსონ თავისუფალი მედია. თორემ, მხოლოდ შეშფოთების გამოხატვით შორს ვერ წავალთ. მათ შესანიშნავად იციან რა დღეშია დამოუკიდებელი ქართული მედია – ჩვენთან რეკლამასაც ვერ მოიტან. ჩვენ ამ სიტუაციას რომ შევგუებოდით „მაესტრო“ დიდი ხნის მკვდარი იქნებოდა. პრესა, „მაესტრო“ იმისთვის არ მუშაობს, რომ გამდიდრდეს და მილიონები იშოვნოს.



სწორედ ამიტომ გვჭირდება დემოკრატიული საზოგადოების, დემოკრატიული ფონდების მხარდაჭერა. ყველა, ვინც ახლა „მაესტროზე“ მუშაობს საკუთარ, მოქალაქეობრივ მოვალეობას ასრულებს. მე არ მეგულება ბევრი ისეთი ადამიანი, რომელსაც ყოველი გადაღების წინ ეშინოდეს, რომ გადაღებაზე წასული შეიძლება სცემონ და მაინც აგრძელებდეს აქ მუშაობას. ამიტომ, საზოგადოებამ კეთილი უნდა ინებოს და უზრუნველყოს დამოუკიდებელი მედიის მუშაობა. ამ შემთხვევაში მხოლოდ „მაესტროს“ არ ვგულისხმობ. დამოუკიდებელი მედიის გარეშე არ იქნება არაფერი. 1936 უკვე დამდგარია. ერთი წელიც და 1937–ში დაბრუნდება საქართველო.

http://journalist.ge/?menuid=2&id=1725&lang=1
kote-1962
ჰოლბრუკის სახელობის ქართული ქუჩა

29-12-2010

foreignpress.ge

[ცოტნე ბაკურია]

ამერიკელი საგარეოპოლიტიკური ექსპერტის რიჩარდ ჰოლბრუკის მოულოდნელი გარდაცვალება, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის ცუდი ამბავია.

დემოკრატი ჰოლბრუკი, რომელსაც ჯიუტ ინდივიდუალისტად მიიჩნევდნენ და ხშირად ზღვარგადასული ქმედებებითაც გამოირჩეოდა, საქართველოს პრეზიდენტის მტკიცე მოკავშირე იყო. გასულ კვირაში მისი გარდაცვალების შემდეგ, სააკაშვილმა თბილისის ერთ–ერთ ქუჩას მისი სახელი დაარქვა.

საქართველოს ლიდერი ცდილობს უკმაყოფილო არავინ დატოვოს: არსებობს ასევე ჯორჯ ბუშის ქუჩაც.

ჰოლბრუკის წასვლასთან ერთად, სააკაშვილი, როგორც ჩანს Facebook–ზე საკუთარ გვერდს ანახლებს, ცდილობს რა იმ წამყვანი ამერიკელი პოლიტიკოსების ყურადღების მიპყრობას, რომლებსაც მის პრობლემურ რეჟიმთან „დამეგობრება“ სურთ.

ახლახანს Wikileaks–ის მიერ გამოქვეყნებული „საიდუმლო“ ოფიციალური წერილის თანახმად, რომელიც თბილისში ამერიკის ელჩს ეკუთვნის და საქართველოში ჰოლბრუკის უკანასკნელი ვიზიტის მომზადების ფარგლებში დაიწერა, ცხადყოფს, რომ ქვეყანას სერიოზული პრობლემები აქვს.

დოკუმენტის ფრაგმენტებიდან ჩანს, რომ ამ კავკასიურ რესპუბლიკაში დემოკრატიის განვითარებასთან დაკავშირებით ეჭვები არსებობს. ელჩ ჯონ ბასის თქმით:

„საზოგადოება და პოლიტიკა გამსჭვალულია საფრთხისა და დაუცველობის აშკარა განცდით. მცდარი გათვლები და პროვოკაციები (ქვეყნის შიგნით, ველსა თუ მთებს მიღმა ჩრდილოეთით) შესაძლოა იოლად გახდეს ნაპერწკალი კრიზისის განახლებისთვის. უფრო სტაბილური ეკონომიკითა და სიცოცხლისუნარიანი კონკურენტის არარსებობის პირობებში სააკაშვილი დღეს პოლიტიკურად უფრო ძლიერია, მაგრამ ამავდროულად, რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, ნაკლებად დარწმუნებულია საკუთარ თავში, დაუცველია და შეპყრობილია იმის შიშით, რომ ისტორია გაასამართლებს ოკუპირებული ტერიტორიების სამუდამოდ დაკარგვის გამო“.

ავტორი სააკაშვილის სამხრეთ ოსეთში შეჭრას გულისხმობს, რასაც 2008 წლის აგვისტოში რუსეთთან ხანმოკლე ომი მოჰყვა.

ბასი ასევე აღნიშნავს „რუსეთის მუდმივ ხმაურს, ბრალდებებს მისი მთავრობის კანონიერებასა და ქმედებებზე“.

სტრიქონებს შორის იკითხება, რომ ელჩი, აშკარად გულისხმობს სააკაშვილის მთავრობაში კორუფციას და სკანდალების დაუსრულებელ სერიას. (მათ შორის უკანასკნელი, გამოცემა The Daily Mirror–ის ცნობით, ქართულ დელეგაციას ეხებოდა, რომელმაც ლისაბონში ნატოს სამიტის შემდეგ სასტუმროში რამდენიმე ათეული მეძავი წვეულებაზე დაპატიჟა. წვეულებამ სავარაუდოდ ნიკოლა სარკოზი გააღვიძა და პოლიციის გამოძახებით დასრულდა).

შემდეგ ჰოლბრუკისთვის გაგზავნილ წერილში ნათქვამია:

„სააკაშვილი განაგრძობს „ერთ დიდ რაღაცაზე“ ფიქრს, რომელიც დასავლეთში საქართველოს მდგომარეობას გაამყარებს. ახლახანს მან აშშ–ს და ნატოს ავღანეთის ოპერაციებისთვის ლოჯისტიკური ცენტრის უზრუნველყოფა შესთავაზა, იმ ძირითადი ვალდებულების გარდა, რომელიც მას უახლოესი ორი წლის განმავლობაში სამხედროების განთავსებასთან დაკავშირებით აქვს აღებული“.

ეს ყველაფერი ისე ჟღერს, თითქოს საქართველო ძლიერი, გავლენიანი მოთამაშეა, ფასდაუდებელი ძალით, რომელსაც ომში შეიძლება დაეყრდნო. სინამდვილეში სააკაშვილმა ავღანეთში 173 ადამიანი გაგზავნა და მათ ფრანგები წრთვნიან.

ბასი: „ოფოციალური პირები გაურბიან იმის ვარაუდს, რომ ეს წვლილი საქართველოს ნატოში გაწევრიანების საქმეში დაეხმარება და ამის ნაცვლად აცხადებენ, რომ ის დაეხმარება საქართველოს თავი წარმოაჩინოს როგორც ქმედითმა პარტნიორმა, ცხადად გამორჩეული ქვეტექსტით, და რომ ამის შემდეგ ნატოს მოკავშირეები საქართველოს უფრო სერიოზულად აღიქვამენ“.

ბასი არ ამბობს იმას, რომ საქართველოს ნატოში არასდროს მიიღებენ მანამ, სანამ სააკაშვილი პრეზიდენტი იქნება. თავად ბუშიც კი, თავის ახლახანს გამოქვეყნებულ მემუარებში საქართველოს პრეზიდენტს აღწერს, როგორც „ფიცხს“.

ევროპელი ლიდერები სააკაშვილს სერიოზულად არ აღიქვამენ, მეტიც, ისინი ზოგჯერ რუსეთის პრეზიდენტის მედვედევის შეხედულებასაც კი იზიარებენ, რომ საქართველოს ლიდერი „პოლიტიკური გვამია“.

„იმის მიუხედავად, მკაფიოდ და გულწრფელად აკავშირებენ თუ არა ისინი ამ ორ თემას, ქართველები ავღანეთის ოპერაციაში საკუთარ წვლილს მათი ნატოში გაწევრიანებისთვის ავანსად გადახდილ ფასად მიიჩნევენ“, – ასკვნის ბასი.

შიდა ფრონტზე „რთულია იმის შეფასება, თუ რამდენად მაღალ ხარისხს აღწევს დაუცველობისა და არასტაბილურობის ის კლიმატი, რომლითაც მოცულია მთელი ქართული საზოგადოება… მართალია მომხმარებელთა აქტიურობის ინდიკატორები უმჯობესდება, თუმცა ეკონომიკა კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება, უმუშევრობა იზრდება, ინვესტიციები და სახელმწიფო ხარჯები მცირდება“.

სააკაშვილის ავტორიტარული მმართველობის წინააღმდეგ მზარდ ოპოზიციაზე საუბრისას, ბასმა აღნიშნა, რომ დღევანდელმა პრეზიდენტმა თბილისის მერის თავისუფალი არჩევნები „დაუშვა“. „თუმცა ხელისუფლების თვალშისაცემი გავლენა, თუ არა პირდაპირი კონტროლი ტელევიზიასა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებზე, ოპოზიციას ფრთების გაშლის საშუალებას არ აძლევს“, – წერს იგი.

საქართველო – დემოკრატიის შუქურა? ბასის ანგარიში ამ იმიჯს ანგრევს.

„მოსახლეობის დიდ ნაწილს, კვლავ მთავრობის იმედი აქვს, რომ ის შეასრულებს დაპირებას დემოკრატიული რეფორმების ახალ ტალღასთან დაკავშირებით, როგორც სააკაშვილი ამას 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ აცხადებდა“.

ამ მხრივ ერთ–ერთი პრობლემა პრესის თავისუფლებაა, ფუნქციონირებადი დემოკრატიის ერთ–ერთი ყველაზე აშკარა ნიშანი.

„მოქალაქეთა უმრავლესობისთვის ინფორმაციის მთავარ წყაროდ ნაციონალური ტელეარხები რჩება. სატელევიზიო გადაცემების შინაარსი ძალიან შეზღუდულია, შედეგად, მოსახლეობის უმრავლესობა ბევრ საკითხსა და აქტუალურ ყოველდღიურ თემებზე ძალიან მწირ ინფორმაციას იღებს. საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის შეზღუდული პროგრამების კრებული აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე, ასევე ფაქტობრივად ინფორმაციის გარეშე ტოვებს ეთნიკურ უმცირესობებს, მათ არაფერი იციან იმის შესახებ თუ რა ხდება საქართველოში; ბევრი მათგანი ცნობებს თანამგზავრის საშუალებით აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და რუსეთიდან იღებს.
მედიაორგანიზაციებში სარედაქციო და ადმინისტრაციული რგოლები მკაფიოდ გამიჯნული არ არის“.

ეგრედწოდებული „ვარდების რევოლუცია“, რომელსაც ოპტიმიზმის ტალღა მოჰყვა, სტაგნაციურ ადმინისტრირებაში გადაიზარდა. იქ, სადაც თავისუფალი პრესა არ არსებობს, და სადაც პრეზიდენტის ქმედებებს მისი ეგო და პარანოია განსაზღვრავს, როგორც ეს ტელეგრამაშია ნათქვამი, დასავლეთს ფაქტობრივად არ აქვს არჩევანი გარდა იმისა, რომ სიმართლეს თვალი გაუსწოროს.

საქართველოში დემოკრატია არ არის. არის მხოლოდ პატარა, ჰოლბრუკის სახელობის ქუჩა.



http://foreignpress.ge/?p=16045
kote-1962
ქართულ–რუსული შობა

კახაბერ კურტანიძე,


ჩემი აზრით, ქრისტეს შობა არის არა მხოლოდ ერთი რომელიმე რელიგიის სიხარულის გამომხატველი, არამედ იგი ავლენს მთელი კაცობრიობის სულის სიღრმეში დაფარულ იმედს. ამდენად, იგი ზეიმია მთელი სამყაროსი...

მოვიყვან მონაკვეთს კორნელი კეკელიძის ერთ-ერთი ლექციიდან.

„რელიგიათა ისტორიიდან ცნობილია, რომ ქალწულისაგან გამოქვაბულში იბადება არა მარტო ქრისტე, არამედ ოზირისი, თამუზი, ადონისი, ატისი, აგნი, მანუ, მითრა და აპოლონი.

ეგვიპტის თებაიდაში ცნობილია ღვთაება ამონის ტაძრის ნანგრევები; ამ ტაძარში ადგილი ჰქონდა "შობის" სამლოცველოს, რომელიც ბარელიეფებით ყოფილა შემკული. ამ ბარელიეფებზე გამოხატულია ამენოფისე III–ის დაბადება. ერთ ბარელიეფზე მოთავსებულია დედოფალი მეტ-ემ-ვე, მის წინ დგას ღვთაება ამონის მიერ გამოგზავნილი თოთი, რომელიც, როგორც ღვთისაგან გამოგზავნილი, მთავარანგელოზი გაბრიელი მარიამს ახარებს, რომ ის შობს ძეს. მეორე ბარელიეფზე გამოხატულია მუცლადღება ან დაორსულება დედოფლისა. მესამე ბარელიეფზე ვხედავთ "ღმერთკაცის" (ეს ქრისტეს ტიტულიცაა) ამენოფისე III–ის დაბადებას. მეოთხე ბარელიეფზე ახალდაბადებული იღებს სამი კაცისაგან ძღვენს, როგორც ქრისტე –აღმოსავლეთის მოგვებისაგან.

აღმოსავლეთის რელიგიებში ძალიან პოპულარულია სურათი, რომელზედაც გამოხატულია, თუ როგორ აწოვებს დედა ძუძუს ახალდაბადებულ ღვთიურ ბავშვს. პომპეის ერთ-ერთ ფრესკაზე წარმოდგენილია იზიდა, რომელიც ზის სახედარზე და ხელში უჭირავს პატარა ჰორუსი. ეს სურათი ძალიან გვაგონებს იოსებისა და მარიამის ეგვიპტეში გამგზავრების სურათს ახალდაბადებული იესოთი ხელში.

უფრო მეტ მსგავსებას ვპოულობთ მითრას და ბუდას მითოლოგიაში. მითრაიზმი რელიგიაა, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვის პირველ ოთხ საუკუნეში მსოფლიო ბატონობისათვის ებრძოდა ქრისტიანობას. ის ჩვენშიც, საქართველოშიც კარგად იყო ცნობილი. "შობის" დღესასწაული სცოდნია მითრაიზმსაც. რას წარმოადგენს ნამდვილად ქრისტეს "შობა"? ეს არის მიბაძვა მზის ღვთაების დაბადების დღესასწაულისა. 25 დეკემბერი (დღე ქრისტეს შობისა), იულიუსის კალენდრით, ითვლებოდა დღედ მზის დაბადებისა, რადგან ამ რიცხვიდან დღე მატულობს და მზე მეტ სინათლეს იძლევა. ამ დღეს იბადებიან სხვა, ისტორიულად ცნობილ რელიგიათა ღმერთებიც, როგორებიცაა: ოზირისი, თამუზი, ადონისი, ატისი, აგნი, მანუ და აპოლონი. ამ დღეს იბადება კერძოდ მითრაც, რომელიც არის "ღმერთი უძლეველი მზისა", რადგანაც მითრა და მისი ამბები ქრისტიანობაში ქრისტეზეა გადმოტანილი, ამიტომ მითრას დაბადების დღე გამოაცხადეს ქრისტეს დაბადების დღედ, იმ ქრისტესი, რომელსაც, მითრას მიბაძვით, უწოდეს მზე, "მზე სამართლისა". [...] საყურადღებოა, რომ მითრა, როგორც ქრისტე, იბადება ქალწულისგან გამოქვაბულში და იმასაც ისე მიართმევენ ძვირფას ძღვენს, როგორც ქრისტეს.

ამასთან, ერთად უნდა მოვიგონოთ ერთი გარემოება.

ცნობილია, რომ საქართველოში თითქმის ყველგან წესად მიღებული იყო, რომ "შობის" დღესასწაულს ღორის დაკვლით ეგებებოდნენ თითქმის ყველა ოჯახში. [...] ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს მითრაიზმის ერთ გადმონაშთთან, [რადგან] ღორი კი ყველგან და ყოველთვის მითრას წმინდა ცხოველად ითვლებოდა, ის მტკიცედ და ურყევად იყო დაკავშირებული მითრას კულტთან.

[...] გაცილებით მეტი მსგავსება აქვს ქრისტეს შობის ამბავს ბუდას შობის ამბავთან, რომელიც წარმოდგენილია ბუდისტთა წიგნში "ლალიტა ვისტარა". აი, ეს მსგავსება:

1. ქრისტე, მისი მიმდევართა რწმენით, არსებობდა "უწინარეს ყოველთა საუკუნეთა" და გარკვეულ დროს, როგორც კაცი დაიბადა ამ ქვეყნად; ასევე, ბუდა არსებობდა უწინარეს ყოველთა საუკუნეთა და მერე დაიბადა როგორც კაცი. ორივე დაიბადა საკუთარი ნება-სურვილით, კაცობრიობის სიყვარულით.

2. ბუდა მეფის საგვარეულოს ეკუთვნოდა, მისი მამა მეფე იყო; ქრისტეც, სახარების მიხედვით, წარმოიშვა ებრაელთა მეფის დავითის ტომიდან, მას ეწოდება "ძე ღვთისა", დავითს კი – "ღვთის მამა".

3. ქრისტეს დედას, ე.წ. "ღვთიშობელს", ერქვა მარიამი, ეს სახელი არის შესატყვისი ბუდას დედის სახელისა - მაია.

4. ბუდას დედა მაია ნახულობს სიზმარს, რომ მას ეყოლება შვილი ბუდა; ამ სიზმარს ბრამინები მას უხსნიან იმავე სიტყვებით, როგორითაც მთავარანგელოზმა გაბრიელმა "ღვთიშობელ" მარიამს აუხსნა საიდუმლოება მისგან ქრისტეს შობისა.

5. როგორც ქრისტეს დაბადება ეუწყა აღმოსავლეთის ასტროლოგებს ვარსკვლავის გამოჩენით, ისე ბუდას დაბადებაც ვარსკვლავის გამოჩენით იქნა აღნიშნული. როგორც ქრისტეს, ისე ახლად დაბადებულ ბუდას საჩუქრებს მიართმევენ.

6. მეორმოცე დღეს დაბადებიდან, სახარების თქმულებით, ქრისტე მიიყვანეს ტაძარში, სადაც ის მკლავზე მიირქვა მოხუცებულმა სვიმეონმა და აკურთხა. ახლადდაბადებული ბუდაც მიუყვანიათ ტაძარში, სადაც მოხუცებულ ასიტას თაყვანი უცია მისთვის.

7. სახარებაში გადმოცემულია: როდესაც იროდი (ჰეროდე) მეფემ გაიგო უხუცესებისგან, რომ ბეთლემში, ქრისტეს სახით, დაიბადა მეფე ურიათა, ძალზე შეშინდა და აღმოსავლეთიდან მოსულ მოგვებს თხოვა გაეგოთ ბეთლემში ყველაფერი დაწვრილებით და ეცნობებიათ მისთვის. ასე მოიქცა მეფე ბიმბისარაც: როდესაც მის ყურამდე მივიდა ცნობა "ინდოელთა მესიის" დაბადების შესახებ, მან გაგზავნა ჯაშუშები და სთხოვა გაეგოთ ყველაფერი დაწვრილებით ახალდაბადებულის შესახებ და ეცნობებინათ მისთვის“....

ესაა კორნელი კეკელიძის ნაფიქრალი.

ჩემთვის, პირადად, აქედან საინტერესო ისაა, რომ 25 დეკემბერი მხოლოდ ქრისტიანობისათვის მნიშვნელოვანი დღე არაა. ეს დღე თავისებურად საკრალური ყოფილა თითქმის ყველა კულტურისათვის. საკრალური კი, მოკლედ რომ ვთქვა, ეხება და ზედაპირზე სიმბოლოებით ამოაქვს, რიტუალურად „გაათამაშებს“ ყოფიერების დაფარულ შრეებში არსებულს, ან ცნობიერების იდუმალ პლასტებში დაწნეხილ ზოგადსაკაცობრიოდ საერთო რეალიებსა თუ მოვლენას/მოვლენებს. ახლა ამით არ ვმღერი კარლ იუნგის არქეტიპების მელოდიას. ეს თავად მართლმადიდებლურ ტრადიციაშივეა მოცემული. მაგალითად, ქრისტიანული ტრადიციის ერთ-ერთი უმთავრესი ღვთისმეტყველის, მეშვიდე საუკუნის წმინდანის მაქსიმე აღმსარებლის მიხედვით, მთელი სამყარო არის ღმერთის კონკრეტული აზრების (სიტყვა/ლოგოსების) სხეული. ხოლო იგივე სხეული იესო ქრისტეს სხეულია. ხომ ყველამ ვიცით, რომ ეკლესია არის ქრისტეს სხეული/ტანი – პავლე მოციქული ამბობს ამას („კურთხეულ იყოს ღმერთი და მამა ჩვენი უფლის იესო ქრისტესი, რომელმაც გვაკურთხა იესო ქრისტეს მიერ ყოველი სულიერი კურთხევით ცაში. ვინაიდან, ქვეყნიერების შექმნამდე ამოგვირჩია მასში [... და] მისცა მას მთავრობა ყოველი ეკლესიისა, რომელიც არის მისი სხეული, ყოვლის აღმვსები ყოვლით“ (ეფეს. 1. 3-4, 22-23).

მაგრამ ეკლესია, წმ. მაქსიმეს მიხედვით, არის მთელი სამყაროს ხატი და ასევე, თითოეული ადამიანის ხატიც (იხ. მაქსიმე აღმსარებელის მისტაგოგია). ანუ, თითოეული ადამიანი მოწოდებულია, მთელი სამყარო გააერთიანოს საკუთარ ტანში და გახადოს იგი ერთ ეკლესიად – სამყარო აქციოს ეკლესიად. ყველა ქმნილება, რაც კი არსებობს და უარსებია, შედგება ერთი მატერიისაგან და ადამიანიც ამ მატერიისაგანაა. ამიტომ, მთელი სამყარო ადამიანის გზით უკავშირდება ქრისტეს სხეულს და ხდება ღმერთის ტანი. რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი მატერია და სამყარო უნდა იყოს – გახდეს და არის უკვე – ქრისტეს სხეული.

რაც უნდა ზოგადად და აბსტრაქტულად მოგვეჩვენოს ეს სწავლება, იგი მაინც არის ქრისტიანობის მთავარი ღერძი და შინაარსი. თუ არა ეს სწავლება, აღარაფერი რჩება ქრისტიანობისაგან, ანუ ის, რაც დაფარულად თუ ცხადად ხდება სამყაროში, ყველაფერი უკავშირდება ეკლესიას და ქრისტეს სხეულს. მთელი ყოფიერება თუ ფსიქიკა ძირეულად, ფუნდამენტურად, არსობრივად უკავშირდება ქრისტეს სხეულს, საღვთო აზრებს და მოქმედებას (ენერგიას). და მიმაჩნია, რომ რაც სხვადასხვა კულტურებში ვლინდება, როგორც დაფარულის ინტუიციური შეგრძნება და სხვადასხვა რელიგიურ სიმბოლოებში/ რიტუალებში გადმოცემა, ყველაფერი უკავშირდება ქრისტეს...

შევეცდები, უფრო ცხადი გავხადო ის, რისი თქმაც მინდა.

საეკლესიო სწავლებით, მთელი კაცობრიობის შობამდელი ისტორია არის იესოს დაბადებისათვის მომზადება. მთელი კაცობრიობა თავისი ისტორიული გზით მიდის ქრისტესაკენ. და როდესაც იესო იშვა, მასში აღსრულდა ყველა ის დაფარული წინათგრძნობა, რომელიც ვლინდებოდა სხვადასხვა ხალხების რელიგიებში, ფილოსოფიაში, ხელოვნებაში და ასე შემდეგ. ამიტომაც არ ითაკილა ეკლესიამ და შობის დღედ გამოაცხადა 25 დეკემბერი, რომელიც სხვადასხვა კულტურებშიც საკრალური დღე იყო, ანუ დღე იდუმალი ჭეშმარიტების შეგრძნებისა და ზეიმისა. ამით მან ქრისტიანობა დაუკავშირა მთელს სამყაროს – ხილულსა და უხილავს – და გამოაცხადა, რომ ქრისტიანობა არათუ მტრობს, არამედ აღავსებს ყოველივეს სამყაროს ისტორიაში, რადგან იესო ქრისტეა „ყოვლის აღმვსები ყოვლით“ (ეფეს. 1. 3-4, 22-23). და ამრიგად, როდესაც ზეიმობ ქრისტეშობას, არათუ უპირისპირდები და გამოეყოფი კაცობრიობას და სხვა კულტურებს, არამედ, პირიქით, „შეერთვები“ მათ და ამცნობ, რომ მათი სიხარული შენი სიხარულიცაა და რომ შენ გიხარია მათი სიხარული, როგორც მათი წინათგრძნობა, თავისებური წვდომა საღვთო ჭეშმარიტებისა.

ახლა, მოდით, საახალწლო სუფრაზე გადავიდეთ.

ვნახეთ, რომ შობა უკავშირდება მატერიალური მზის დაბადებას. როცა დღე იწყებს მატებას, მაშინ აღინიშნებოდა მზის დაბადება. ეს დღე არის დაახლოებით 25 დეკემბერი და არამც და არამც 7 იანვარი. მზის დაბადება კი, რა თქმა უნდა, ახლის დასაწყისს უკავშირდება. ახლის დასაწყისი კი სხვადასხვა კულტურებში – ახალ წელიწადს. ამ დასაწყისში თითოეული ადამიანის რიტუალური მონაწილეობით თეოგონია (ღმერთების დაბადება) და კოსმოგონია (სამყაროს დაბადება) ხდება პირადი ზეიმიც –ახალი იმედის სიხარულის დღესასწაული. ამაში დამეთანხმება ნებისმიერი, ვინც ოდნავ მაინც იცნობს მითებსა და რელიგიებს.

რაც უნდა უცნაური იყოს, ამ ზეიმის უმთავრესი ნაწილი ყოველთვის იყო საერთო სუფრა – „ჭამა-სმა დიდად შესარგი“, როგორც რუსთაველი იტყოდა. ოჯახი ან რაიმე სახის ერთობა საუკეთესოს გამოიღებდა სუფრაზე, სხდებოდნენ ერთად და ერთად ეზიარებოდნენ სამყაროს სიუხვეს. ამით ისინი სამყაროს სიკეთეში ერთად მონაწილეობდნენ, ერთი და იმავე ენერგიით იკვებებოდნენ, ამით ერთიანდებოდნენ და ამითვე გარდაქმნიდნენ „უსულო“ ენერგიას ერთ სულიერ სხეულად. ქრისტიანულად კი ეს იქნებოდა ქრისტეს სხეული (სწორედ საკვების მიღებაშიც, როგორც სამყაროს მშვენიერებაში, სიუხვეში ერთად ზიარება, ვლინდებოდა ზეიმის საკრალურობა). სწორედ ამ ინტუიციებითაა გაჯერებული ქრისტიანობის უმთავრესი ზეიმი, ანუ საღვთო წირვა, როდესაც ადამიანები პურის და ღვინის სახით, ერთი მხრივ, სამყაროს ეზიარებიან, და მეორე მხრივ, ქრისტეს სხეულს და, ამასთან ერთად, ერთმანეთს.

ახლა, გავიხსენოთ ჩვენი ახალი წელი და ახალი იმედების სიუხვის სუფრა. ოჯახის ნაწილი მარხულობს! მარხვა – თუ არა გლოვა, სევდა მაინცაა...

რა მოუტანა ეკლესიამ თანამედროვე საქართველოს მთლიან ერს, როცა ახალი იმედების საერთო დღეში ბზარი შეუტანა?

ახალი წელი იყო დღე, როდესაც ყველა ეროვნების, ყველა რელიგიის, ყველა პოზიციის ადამიანები ერთად „ტეხდნენ იმედის პურს“ (შდრ. „სწავლასა და ზიარებაში, პურის გატეხასა და ლოცვაში იყვნენ. [...] ყველა მორწმუნე ერთად იყო და ყველაფერი საერთო ჰქონდათ (საქმ 2.42.44“). ისინი ერთიანდებოდნენ. ახალი წელი იყო ზე-სახელმწიფოებრივი და ტრანს-სახელმწიფოებრივი ერთობის დღე, ერთი ზეიმით, ერთი სუფრით, საერთო ბედნიერების იმედით.

ანგელოზთა ქრისტეშობის საგალობელი „დიდება მაღალთა შინა ღმერთს, მშვიდობა ქვეყნად და სათნოება კაცთა შორის“ (ლუკა 2.14), რომელიც მოცემულია ლუკას სახარებაში, ხომ ადამიანებს შორის სათნოებაზეა?! „სათნოებით“ თარგმნილია ბერძნული სიტყვა „ევდოკია“ (სათნოება ნიშნავს არეტეს ანუ სიქველეს და არა სიტყვასიტყვით ევდოკიას). ეს უკანასკნელი კი ნიშნავს „კეთილგანწყობას“, „გამოცდას და კეთილად ჩათვლას“, „შემწყნარებლობას“. 7 იანვარს ზეიმის დაჟინებით კი ჩვენ თითქოს გამოვეყოფით სამყაროს, აღვემატებით მას და ზემოდან ჩავძახით: „უნდა გიყვარდეთ ერთმანეთი, მაგრამ არ შეგიძლიათ. აბა, ერთი სცადეთ და ამოდით აქ, თქვე გლახაკებო“.

არადა, იოანე მახარებლის სიტყვებით: „ [იესო, ღმერთის] სიტყვა ხორცად იქცა და დაემკვიდრა ჩვენს შორის, მადლითა და ჭეშმარიტებით სავსე. [...] და მისი სავსებისგან ყველამ მივიღეთ [...], რადგან რჯული მოსეს მიერ მოგვეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტება იესო ქრისტეს მიერ იქმნა“ (ინ.1. 14-17). ჩვენ კი სამყაროს ვეუბნებით: „ჩვენ გვაქვს რჯული. ჩვენ გვაქვს გადმოცემა და კანონი და ამით ვდგავართ თქვენზე მაღლა“. ქრისტემ კი საკუთარი თავი ჩვენს მსახურებამდე დაიმდაბლა: “დიდი, დაე, იყოს როგორც უმცროსი, ხოლო ვინც უფროსობს – როგორც მოსამსახურე [...რადგან] მე თქვენს შორის ვარ, როგორც მოსამსახურე (ლკ 22. 25, 26, 27) [...] მაგალითი მოგეცით, რათა, როგორც მე გაგიკეთეთ, თქვენც გააკეთოთ” (ინ16.15)…

7 იანვრით ჩვენ ერთობაში ვრჩებით რუსეთთან და მის ძმობილთან, სერბეთთან (ათონის მთასა და იერუსალიმითანაც, რა თქმა უნდა, მაგრამ, ეს უკანასკნელნი განსხვავებული მოვლენებია)...

25 დეკემბრით და 1 იანვრით ჩვენ ერთობაში ვიქნებოდით ბერძნებთან, რუმინელებთან, ფინელებთან, ბულგარელებთან, ამერიკელ თუ სხვა მართლმადიდებლებთან და ყველასთან.

აქაც ბზარი!...

ეს ჩემი აზრია...

ერთი ტაძარი მაინც რომ ყოფილიყო თბილისში, სადაც 25-ში იზეიმებდნენ...

დასავლეთში, სადაც ქართული ტაძრებია, იქაური მღვდელმთავრები ხომ რთავენ ნებას 7-ში აღნიშნონ ქართველებმა დღესასწაული!...


ავტორი: კახაბერ კურტანიძე 1999–2005 წლებში სწავლობდა თეოლოგიას თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტში (საბერძნეთი, მაგისტრის ხარისხი), 2006–2007 წლებში კი ბოსტონის წმინდა ჯვრის მართლმადიდებლურ კოლეჯში (აშშ, ThM -ის ხარისხი). არის ილიას უნივერსიტეტის დოქტორი და სამაგისტრო პროგრამის "ქრისტიანული თეოლოგია" ხელმძღვანელი.

http://netgazeti.ge/GE/40/News/3894/ქა...ობა.htm
kote-1962
18 წლამდე რეკომენდებული არ არის!



30 დეკემბერი 2010

საქართველოს საპატრიარქო ყველაზე გავლენიან ინსტიტუციად მიიჩნევა, ხოლო მისი მესაჭე და სამღვდელო დასი – საკრალური – ყველაზე მძლავრი ავტორიტეტის მქონე ადამიანები არიან ჩვენს ქვეყანაში.

წლებია, პატრიარქი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ქმედებების ლეგიტიმატორია და საქართველოს პოლიტიკური მოწყობის შესახებაც გამოხატავს თავის პოზიციას; მოუწოდებს საკონსტიტუციო მონარქიის შემოღებისაკენ და ამ მიმართულებით, შესაბამის (მართალია, ჯერჯერობით უშედეგო) ნაბიჯებსაც დგამს. თავად საპატრიარქო ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში მონაწილეობს, ცენზორულ კვალს ამჩნევს კულტურას, განათლებას, მეცნიერებასა და მედიას, განსაზღვრავს მოქალაქეების ნაწილის განწყობებსა და პირად ცხოვრებას. ეკლესიის პოზიცია ზნეობრივი და იდეოლოგიური ფასეულობებისადმი დამოკიდებულების კუთხითაც დიდი წონის მქონეა.

ამავდროულად, საქართველოს საპატრიარქოს როლი გამოკვეთილია საგარეო ურთიერთობების ასპექტითაც. კათალიკოსმა ბარბარობაზე წარმოთქმული ქადაგებისას ფაქტობრივად ტაბუ დაადო არა მარტო საქართველოს, არამედ მოსკოვის საპატრიარქოს კრიტიკულ კონტექსტში მოხსენიებას. თუკი თვალს გადავავლებთ 2008-2010 წლებში რუსეთში საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლების გახშირებულ ვიზიტებს, თუკი იმასაც გავიხსენებთ, როგორი კეთილგანწყობით საუბრობს ილია მეორე რუსეთის პრეზიდენტზე, ვფიქრობ, ცხადი უნდა იყოს ამ აკრძალვის რეალური, არათეოლოგიური მიზეზი. არადა, Wikileaks-ით გავრცელებული ინფორმაცია, კითხვებსაც კი აღარ ტოვებს იმაზე, თუ მოსკოვის საპატრიარქოს სახით, რა ტიპის დაწესებულებასთან გვაქვს საქმე. რუსმა მღვდელმთავარმა, ილარიონ ალფეევმა, კონფიდენციალური საუბრისას განაცხადა, რომ მოსკოვის საპატრიარქო რუსეთის ხელისუფლების ინტერესების (იმპერიალიზმის) სამსახურში დგას.

კიდევ ერთი. საქართველოს საპატრიარქო საბიუჯეტო ორგანიზაციაა, რომელსაც საქართველოს თითოეული მოქალაქე, მართლმადიდებელი, მუსლიმი, იეჰოვას მოწმე, მორწმუნე თუ ათეისტი საკუთარი შემოსავლიდან თანაბრად უხდის ფულს. წლეულს ეს თანხა 25 მილიონი იყო, მომავალ წელს მისთვის 22 მილიონია გამოყოფილი.

ყოველივე ამის გამო ზედმეტი მგონია იმის ახსნა და განმარტება, რომ სრულებით ლეგიტიმურია, მორწმუნემაც და ათეისტმაც ვიცოდეთ, რა ხდება საპატრიარქოში, როგორი წარსულისა და ინტელექტის, შეხედულებებისა და მორალური იერსახისანი არიან მართლმადიდებელი სასულიერო პირები, განსაკუთრებით კი ისინი, საეკლესიო ძალაუფლებისთვის ბრძოლის მარათონში რომ არიან უკვე ჩაბმულნი.

მაგრამ ამ სურვილის პასუხად კათალიკოსმა დათო პაიჭაძე და მისი გადაცემის სტუმრები ეკლესიისა და ერის მტრებად, უკიდურეს ცოდვილებად, როგორც თავად ბრძანა, ცუდზე, ათეისტზე უარესებად გამოგვაცხადა.

მან მკაცრად მოითხოვა ჩვენი და საერთოდ, სრულიად საქართველოს ერისა და ბერის დადუმება იმ „საკრალურ” საკითხებზე, რომლებიც პატრიარქს, მღვდელმთავრებსა და მღვდლებს, საპატრიარქოს ეხება.

ძნელი დასათვლელია, ღმერთის სახელით, ეკლესიისა და ერის ინტერესების საკეთილდღეოდ უკვე მერამდენედ მეკრძალება საუბარი საპატრიარქოში არსებულ პრობლემებზე. მაგრამ ეს ყველაფერი პირადად ჩემთვის, ამ შემთხვევაში, სულაც არ არის მთავარი.

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა 17 დეკემბერს, წმინდა ბარბარეს ხსენების დღეს წარმოთქმული ქადაგებით ჩემთვის ფარდა ახადა იმ უმთავრეს პრობლემას, რომლის სიმწვავის შესახებ პირველად მაშინ დავფიქრდი, როცა წმინდა სინოდმა, თავისი დადგენილებით, მოუნათლავად გარდაცვლილი ბავშვები ჯოჯოხეთში გაისტუმრა.

მთავარი ისაა, რომ, ჩემი აზრით, საპატრიარქოს დაკარგული აქვს ქრისტიანული იდენტობა, აღარ ახსოვს ვინ არის იესო ქრისტე!

პატრიარქის ქადაგებამ ბეჭედი დაასვა ჩემს განცდას, რომ საპატრიარქო (და არა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, როგორც ქრისტეს მისტიკური სხეულის ნაწილი, რომლის წევრად საკუთარ თავსაც მივიჩნევ) ტოტალიტარული მიდრეკილებების მქონე, ხშირ შემთხვევაში სიძულვილისა და ძალადობის ენაზე მეტყველი ყველაზე დახშული, შეუწყნარებელი, არაქრისტიანული ორგანიზაციაა საქართველოში.

ამ ქადაგებამ კიდევ უფრო მკაფიოდ გამოაჩინა, რომ საპატრიარქო მხოლოდ ადმინისტრაციულ-რეპრესიულ ორგანოდ მოიაზრებს საკუთარ თავს, რომელიც მზადაა ულმობლად გაუსწორდეს ნებისმიერს, ვინც პატრიარქს, სინოდს, სასულიერო პირებს თუნდაც სუსტი ხმით შეუბედავს კრიტიკას.

ბარბარობას კათალიკოსმა ფაქტობრივად ხელისუფლებასა და მორწმუნე ერს ჩვენ წინააღმდეგ საღვთო ომისაკენ მოუწოდა, ბოლოს კი, ციური ძალებიც გამოიხმო „უარესთა შორის უარესების” განსაგმირავად: მეხის დაცემა გვიწინასწარმეტყველა.

ამ ქადაგების მოსმენის შემდეგ კიდევ უფრო მყარი გახდა ჩემი რწმენა, რომ პატრიარქის, სინოდისა და საპატრიარქოს შესახებ კრიტიკული საუბარი მარტო კონსტიტუციური უფლება კი არა, ჩემი ქრისტიანული მოვალეობაცაა.

მე იმ გადაცემაში ვთქვი, რომ მღვდელმთავრების ნაწილს ღმერთი მოძალადედ წარმოუდგენია. ატომურ ბომბსა და „ბეტეერს” შევადარე ის არსება, რომლითაც მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი ასე იმუქრებოდა: „სახარებაში წერია: ვისაც ღმერთი დაეჯახება, დაამსხვრევს, ვისაც დაეცემა გაჭყლიტავს. ამიტომ გონს მოეგეთ” (ასავალ-დასავალი, 2007)!

გარდა იმისა, რომ სახარებაში მსგავსი არაფერია ნათქვამი, ღრმად მწამს, რომ ამ მოძალადე არსებას და იმათაც, რომლებიც მისით იმუქრებიან, არაფერი აქვთ საერთო ჯვარცმულ ღმერთთან, იესო ქრისტესთან, რომელიც ზეციურ მამას ჯვრიდანაც კი ჯვარმცმელების შეწყალებას სთხოვდა. ღრმად მწამს, რომ არაფერი აკავშირებთ მაცხოვართან, რომელმაც აღდგომის შემდეგ მხოლოდ ერთი კითხვა დაუსვა მისგან სამჯერ განდგომილ მოციქულს: გიყვარვარ, პეტრე?

მე ასეთი, მიმტევებელი ღმერთის მწამს და მხოლოდ იმ მღვდელმთავრებს ვემორჩილები, რომელთა საქმე ადამიანების თანადგომა და სიყვარულია.

ამავე დროს, მე მჯერა, რომ დღეს თუ არა, ხვალ საპატრიარქო უფრო მეტად შემწყნარებელი გახდება განსხვავებული, თუნდაც კრიტიკული, თუნდაც შეურაცხყოფად მიჩნეული აზრისადმი, რადგან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მარტო ჩვენ, ცოდვილი ადამიანები არა ვართ, არამედ იესო ქრისტეცაა, რომელსაც ერთნაირად უყვარს ცოდვილიც და მართალიც, მტერიც და მოყვარეც.

საერთოდ მჯერა, რომ ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვლება, რადგან ვიცნობ უამრავ მართლმადიდებელ ქრისტიანს, რომელთათვის მთავარი „წმინდა” ინკვიზიტორების კი არა, ეკლესიის თავის, იესო ქრისტეს მორჩილებაა. და კიდევ: ცვლილებები გარდაუვალი თუნდაც იმიტომ მგონია, რომ არსებობს ისეთი ჟურნალისტი, როგორიცაა დავით პაიჭაძე და ისეთი „მარქსისტი”, როგორიცაა გიგა ზედანია, რომ არსებობენ თავისუფალი და განათლებული ადამიანები და, რომ პატრიარქის ამ ქადაგების შემდეგ მათი რაოდენობა კი არ შემცირდება, პირიქით – მოიმატებს!

ჩემი ღმერთის ძალა მხოლოდ უძლურებაში აღსრულდება. ჩემი ღმერთი ჭეშმარიტება და სიყვარულია, რომელიც სიმართლის გაგების სურვილისთვის, თუნდაც უაზრო დაეჭვებისა და ვარაუდის გამოთქმისთვის ან, ბოლო-ბოლო, თუნდაც ათივე მცნების ერთიანად დარღვევისთვისაც კი, არ დევნის, ელდას არ სცემს, არ ეჯახება, არ ამსხვრევს, არ ჭყლეტს, არ ანადგურებს, არ კლავს თავის შვილებს!

ჩემი ღმერთი მტერს, ცოდვილს, ათეისტსა და ათეისტზე უარესსაც მხოლოდ და მხოლოდ ერთ კითხვას უსვამს: გიყვარვარ მე?

ამიტომ, მანამდე, სანამ საპატრიარქოს მესვეურები და მეც იესო ქრისტეს ამ შეკითხვას პასუხს მოვუმზადებთ, ჩვენს ტელევიზიებს ერთი თხოვნით მინდა მივმართო: პატრიარქის, მიტროპოლიტ დიმიტრისა თუ იობის ქადაგებები ეთერით მხოლოდ იმ პირობით გავრცელდეს, თუ ტელეეკრანის კუთხეში გამაფრთხილებელი ნიშანი იქნება გამოსახული: 18 წლამდე რეკომენდებული არ არის.

http://www.tabula.ge/article-2674.html
გალუნგუნგგ
РОССИЯ-ГРУЗИЯ: ВЫНУЖДЕННАЯ НЕОБХОДИМОСТЬ РАЗГОВОРА
Александр Караваев

"Убежден, никто не в силах рассорить и ожесточить российский и грузинский народы, разорвать традиционно связывавшие нас прочные человеческие, духовные узы. А значит, будущее – за добрососедскими, равноправными, истинно партнерскими отношениями России и Грузии", - из выступления премьера Путина на открытии монумента "В борьбе против фашизма мы были вместе" на Поклонной горе.

Обстоятельства таковы, что Россия и Грузия поставлены в состояние необходимого, даже вынужденного старта отношений. Причем эта необходимость диктуется в большей степени извне, нежели мотивируется внутренними решениями Москвы и Тбилиси. Для начала поставим вопрос так: кому нужны эти отношения? Следует заметить три момента. Первый. Понятно, что пропорционально социально-экономическому влиянию и мировому весу от разрыва двусторонних отношений больше пострадала Грузия. Заметим, что Тбилиси избрал данный путь самостоятельно, планомерно взвинчивая истерическую атмосферу в политических контактах с Москвой еще до начала войны 08.08. Однако сейчас, по ряду обстоятельств, о которых ниже, Тбилиси нужен более широкий диалог с Москвой.

Второй момент – Москва в принципе может заморозить ситуацию в том виде как она сложилась. Ведь даже нынешнее состояние отсутствия публичных официальных контактов сохраняет за Россией определенное число механизмов влияния на соседнюю страну. Известно, что российский бизнес достаточно широко представлен в грузинской экономике. Есть определенная основа для возвращения Грузии в орбиту экономических интересов РФ. С другой стороны, вся эта сфера не слишком капиталоемкая и ей можно пожертвовать, что собственно и демонстрировалось Москвой последние годы.

Но возникает третье обстоятельство. С позиции выбранного Медведевым стиля внешней политики, упорный отказ от отношений с Грузией выглядит очевидным изъяном. Уже сейчас это становится лазейкой для нарастающего давления Вашингтона на Москву, и оно станет еще более значимым при будущей республиканской администрации в США. Сразу скажем, существует изрядное количество способов для Москвы наладить российско-грузинский диалог не поступаясь моральными принципами, а именно не переводя самого Саакашвили из статуса «нерукопожимаемых» в статус «приемлемых» для делового общения (как это произошло в отношении белорусского президента после саммита ЕврАзЭС и Таможенного Союза 10 декабря уходящего года, и закрепилось признанием результатов президентских выборов в Беларуси).

Главным стимулом подталкивающим к налаживанию мостов диалога с Грузией может стать не вполне комфортный для Москвы стимул внешнего раздражения. Велика вероятность того, что Грузия станет схожим по трудности камнем преткновения в российско-американской политической торговле по ключевым вопросам, как например дело Ходорковского (хотя грузинская проблематика, вне всяких сомнений имеет куда меньшее значение для интересов правящей команды Путина-Медведева). Речь в данном случае идет о наборе аргументов, выдвигаемых Москве в качестве претензий со стороны США. А это все-таки играет определенную роль в процессе принятия решений коллективным руководством нашей страны. Иными словами, если Россия с Грузией была «наедине», то есть в том случае, если бы Москва реально добилась бы разделения сфер ответственности с Западом на постсоциалистическом и постсоветском пространстве, тогда бы проблема Грузии в принципе не оказалась бы столь заостренна. Но ситуация иная. Москве приходится иметь дело не просто с Тбилиси, а с давлением американского и шире натовского фактора. В перспективе следует ожидать, что Москву будут прижимать на переговорах то по одной теме (например: вступление в ВТО), то по другой (например: развитие ПРО) цепляясь среди прочего за российско-грузинский конфликт. Кроме того, не следует думать, что двери НАТО для Грузии закрылись на длительную перспективу. Они лишь прикрылись на время. Заявления Саакашвили об отказе реинтеграции военным путем, призваны сделать шаг к снятию ограничений членства в альянсе для страны с неурегулированными территориальными конфликтами. Это конечно достаточно изощренный ход – полуотказ от территорий, полупризнание вины -- но все-таки определенный политический шаг.

Резюмируя, вкратце обратим внимание еще на один аргумент. Несмотря на значительные интеллектуально-дипломатические и публицистические силы, брошенные Москвой в доказательство спорности уникального решения косовского вопроса, и в доказательство возможности абхазского и югоосетинского суверенитетов – позиции лидеров западного мира пока непреклонны. Москве настоятельно рекомендуют известный набор: снять проблему «оккупации грузинских земель», демилитаризировать территорию, ввести наблюдателей от ЕС, и, наконец, восстановить отношения. Видимость последнего сделать проще.

Этот же аргумент – внешнее принуждение к диалогу -- имеет и обратную силу. В отношении грузинской стороны. Именно влияние Вашингтона заставило Саакашвили демонстрировать желание диалога с Россией. Возобновление диалога преследует и экономическую цель: Грузия приближается к моментам налагающихся друг на друга платежей по серии кредитов выданных МВФ, ВБ и ЕБРР. Конечно, западные спонсоры вряд ли позволят рухнуть грузинской экономике (пожалуй, единственному успешному либеральному детищу на пространстве бывшего СССР), лишь бы не совсем катастрофическое глобальное обострение на рынках. С большой степенью уверенности можно говорить о реструктуризации задолженностей. Но возвращение Грузии былой российской опоры, хотя бы в урезанном виде, сделало бы расклады грузинской экономики менее тяжелыми. И это еще один из мотивов Саакашвили искать пути выхода на диалог.

Для этого ему нужны приемлемые переговорщики. Из ряда ближайших соседей в этой роли проявила себя Украина. Напомню, с самого начала своего правления Виктор Янукович продемонстрировал дружеские интонации в отношении Саакашвили: Киев поздравляет Тбилиси с государственными праздниками, развивает дипломатические и экономические контакты. В конце года, в ноябре, в Киеве с частным визитом находился известный предприниматель, «отец» грузинских реформ Каха Бендукидзе. Он выступал с лекциями и давал развернутые интервью. Но главное - встречался с премьер-министром Николаем Азаровым, человеком, как известно имеющим прямой доступ к Владимиру Путину. Совершенно четко «украинский переговорный мост» проявился в интервью вице-премьера Грузии по вопросам евроатлантической интеграции Георгия Барамидзе украинской версии журнала "Эксперт" (см. №49 от 20 декабря), он заявил, что в Киеве проходила встреча Виктор Януковича и Михаила Саакашвили. Их встреча в СМИ не афишировалась. При этом Барамидзе сказал прямо «мы пытаемся наладить диалог с Москвой в рамках Женевских переговоров, но, к сожалению, не слишком результативно. Украина, по нашему мнению, могла бы стать опосредованным переговорщиком в такой ситуации». Таким образом, контакты стали проявляться в реальности.

Отметим, что в России, за прошедшее время после войны 08.08 произошла определенная реабилитация грузинской общественной жизни как таковой. Нередко это носит характер контрпропаганды, как например открытие на Поклонной горе при участии Нино Бурджанадзе и Зураба Ногаидели монумента советским солдатам, ранее снесенного распоряжением Саакашвили в Кутаиси. Но, тем не менее, эти действия несут очевидные плюсы. Ряд СМИ федерального значения регулярно выполняют важную работу по поддержанию информационного обмена и созданию более-менее объективной картины поверх известных антигрузинских стереотипов. Учитывая определенную степень управляемости редакционной политики это является очень серьезным сигналом о подготовке базы для нормализации отношений. В этой связи, показательное, на мой взгляд, интервью, было опубликовано журналом «GQ» от 28 октября 2010 года (http://www.gq.ru/people/article/329967/). Провела его известная поп-дива Ксения Собчак. Не стоит делать саркастических улыбок. Дочь политического учителя Путина (как он сам охарактеризовал Анатолия Собчака) может публиковать откровенные фото в глянцевых журналах, но она отлично понимает правила игры, ее семья никогда не сделает безответственных или отвязных политических действий. Поэтому, за шелестом глянца и общей «желтизной» разговора это выглядит как санкционированная командировка «прощупать Михаила». В определенной степени это интервью и весь ряд известных контактов между политиками двух стран будет интерпретироваться российской бизнес элитой как легитимация отношений с грузинской стороной.

Насколько быстро отношения могут наладиться, и где та черта, дальше которой они не разовьются? Часть ответа можно почерпнуть из этого интервью. Собчак спрашивает: «Как бы то ни было, понимаете ли вы, что в результате этих событий навсегда потеряли Абхазию? Ответ: «Я совершенно с этим не согласен! Потому что никто в мире, кроме абсолютно безрассудного Чавеса, не признает независимости Абхазии и Южной Осетии! Это официально оккупированные территории. Мы не только не потеряли эти территории, но вернем их гораздо быстрее, чем вы думаете… Не было прецедентов в истории, когда незаконная оккупация не заканчивалась, это исключено. Вот если бы 70–80 стран признали независимость Абхазии и Южной Осетии, в том числе серьезные страны, это создало бы нам серьезные проблемы».

Ситуация становится прозрачной. В этой модели, в которой мыслит грузинский президент и большая часть грузинской элиты, тема потерянных территорий является структурным компонентом политической реальности. Эта парадигма сохранится при любом режиме, и в обозримой перспективе. Сам Саакашвили, может делать публичные выступления об отказе от территорий, последующие лидеры, могут даже осуществлять конструктивные шаги в налаживании диалога с Абхазией и Ю.Осетией, но они все равно будут оставаться в их сознании как «оккупированные территории».

Подведем итог. Можно ли с таких позиций начинать постепенный диалог с Москвой, а Москве увидеть, что-то иное кроме истерических выпадов? Технически это вполне возможно. Точно так же, как возможна стратегия «вовлечения без признания», которая, видимо, станет набирать обороты в странах Запада в отношении Абхазии. Диалог и «вовлечение» в социально-экономическую орбиту даст нам больше возможностей для влияния на Грузию и постепенную трансформацию взглядов местного общества, нежели отсутствие такового. А дальше будет видно.

Александр Караваев - зам гендиректора ИАЦ МГУ

28.12.2010
http://www.politcom.ru/11249.html
გალუნგუნგგ
NEWSru.com :: В России Четверг, 30 декабря 2010 г. 13:57


Михалков назвал причины бунта на Манежной и вспомнил об исламских смертниках: у них хотя бы есть "сакральная идея"


Кинематографист Никита Михалков считает, что бунт радикальной молодежи на Манежной площади - следствие всех тех "демократических" процессов, которые происходят в новой России. Они породили новое поколение людей, которые "не знают стыда и греха" и не имеют духовного стержня. Нынешние дети и молодежь "лишены корневой системы и не знают ни своей истории, ни ее героев": они с интересом относятся лишь к "жареному", скандальному и бывшему запрещенному. При этом президент пытается объединить россиян под знаменами модернизации, но говорит на чужом для них языке и о проблемах, которые им пока еще не близки.

В своей статье, опубликованной в четверг в газете "Известия", Михалков, автор небезызвестного "Манифеста Просвещенного Консерватизма", подчеркивает, что громить "Манежку" 11 декабря отправились именно 16-20-летние люди, родившиеся в новой России. "Это именно та молодежь, которая с "помощью" родителей и чиновников от образования прошла мимо русской литературы, мимо истории Государства российского, мимо многовековой православной или исламской культуры, - пишет режиссер. - Такая вот детская игра в "демократию". Как оказалось, совсем не безобидная".

Он подверг критике реформу образования, которая исключила такое понятие, как воспитание, и не включила в систему ЕГЭ обязательную программу русской литературы. При этом если раньше на обратной стороне школьных тетрадок печатали таблицу умножения и текст государственного гимна, то теперь встречаются тетрадки с портретами американских президентов, с тревогой констатирует Михалков.

- Каждый пятый россиянин одобряет московский бунт, показал опрос
- Михалкова уже упрекнули за "антимедведевский" манифест
- ЕР раскритиковала манифест Михалкова, после того, как тот назвал партию "аморфным телом"

"Это тонкий и далеко идущий расчет - что называется, 25-й кадр, - комментирует он. - Ненавязчиво в сознание детей внедряется интерес: а почему, каждый раз закрывая тетрадку, я должен увидеть изображение четырех людей, никогда никакого отношения не имевших к моей стране? Допустили бы образовательные институты США напечатать на американских тетрадках портреты, скажем, Петра Первого, Александра Невского, Петра Столыпина или Дмитрия Донского? Думаю, вы не сомневаетесь в ответе: никогда".

Также ужасает отношение школ к истории. "Недавно в одной средней школе учащихся спросили, кто такой генерал Карбышев. Не ответил ни один человек. А кто такой генерал Власов, ответили 98%. Потому что это "жареное", потому что это бывшее запрещенное. Но оно же - и гнилое", - пишет Михалков. Детям современной России предоставили, по его словам, "пятнадцать учебников истории - выбирай не хочу. И каждый сам выбрал себе свою историю".

Следом режиссер обрушился на телевидение и кино. "Там создан некий стереотип гражданина, которого в СМИ, политкорректно потупив взор, называют россиянином. Если это кавказец, то либо бородатый злой, жестокий человек с автоматом, либо стоящий за прилавком торгаш с сальными и вороватыми глазками. Это стало знаком, вернее - клеймом. Если русский - то грязный, пьяный, ничтожный, тупой. Из этого вырастает отвратительный образ народов и страны в целом, к которому все потихоньку-помаленьку привыкают", - пишет он.

По убеждению Михалкова, о больных темах должны говорить вслух, но этого не делают. Никто не хочет серьезных обсуждений, вместо этого предлагая обществу другие "глубокомысленные" темы для рассуждений, вроде "может или не может, должен или не должен следователь отпускать подозреваемых в убийстве?".

"В России только на нанотехнологиях, как и на штыках, усидеть невозможно, - продолжает кинематографист. - Да, "Сколково" - замечательно, прекрасно. Нанотехнологии - изумительно. Но все эти инновации касаются пятидесяти, пятисот тысяч человек, я не знаю, ну трех миллионов. Но ведь есть люди, и их большинство, которые вообще не имеют к этому отношения. И совершенно к этому равнодушны".

Он выразил сожаление, что в своих выступлениях президент Медведев ничего не говорит о культуре, духовном воспитании и о земле - эти темы, по мнению Михалкова, были бы лучше поняты людьми, чем разговоры о модернизации и нанотехнологиях, и нашли бы отклик. "Без корней и иммунитета (духовного - прим. ред.) ничему хорошему мы их (детей) не научим. Получим брошенное и преданное поколение, которое придется только в тюрьму сажать, а они будут выходить оттуда - страшные, озлобленные и оскорбленные", - рассуждает режиссер.

Ближе к концу статьи он процитировал русского философа Ивана Ильина: "Жить надо ради того, за что можно умереть", и едва ли не привел в пример исламских смертников. "Заметьте - не ради того, за что можно кого-то убить, а именно умереть самому, - подчеркивает Михалков. - Есть ли у нас в сознании, воспитано ли в нас представление о том, за что можно умереть? У них (смертников - прим.ред.) есть в сакральных глубинах что-то, что важнее жизни. На шевронах русских офицеров было вышито: "За Веру, Царя и Отечество". Это триединство и было тем, за что и русский солдат, и русский офицер могли отдать жизнь".

В заключение он пишет: "С русским человеком нужно разговаривать - прежде, чем он потеряет желание и возможность слушать и слышать. Он может все понять и простить, если почувствует, что разговаривают именно с ним, а не с кем-то о нем. А иначе - прохохочем и пропляшем страну, проспим детей, упустим Россию".

ЕР раскритиковала манифест Михалкова, после того, как тот назвал партию "аморфным телом"

Напомним, в октябре в СМИ попал документ, озаглавленный "Право и Правда. Манифест Просвещенного Консерватизма" (текст полностью опубликован на сайте "Полит.ру"). Этот манифест, фактически представляющий собой политическую программу, был выпущен ограниченным тиражом и разослан представителями российского руководства.

В нем Никита Михалков пишет, что России пора покончить с либеральной демократией. По его мнению, "люди устали внимать призывам к индивидуальной свободе и верить сказкам о чудесах рыночной экономики", а "все важнейшие реформы, направленные на модернизацию, успешно осуществлялись только в том случае, если они проводились государственными, общественными и церковными деятелями России центристской, просвещенно-консервативной ориентации".

По оценке режиссера, возглавляющего Российский фонд культуры, "разруху в стране и головах", принесшую и приносящую России тяготы, невзгоды и испытания, творили и творят проповедники радикального прогресса и неистовые вожди либеральных буржуазно-демократических и пролетарских революций".

Михалков утверждает, что во время создания манифеста у него не было политических планов вроде создания собственной партии, а было лишь желание собрать то, о чем он говорил в течение 20 лет в интервью, на выступлениях, на телевидении.

Документ вызвал резко негативную реакцию в рядах оппозиции. В руководстве "Единой России" сначала сказали, что "просвещенный консерватизм" соответствует идеологии партии парламентского большинства, однако затем заявили, что считают нецелесообразным использовать манифест в своей деятельности.

В партии считают манифест Михалкова хорошим документом для того, чтобы стимулировать общественную дискуссию, но многие его оценки и выводы "уводят нас от задач модернизации", - сказал ранее источник в ЕР. "Это манифест просвещенного консерватизма не XXI, а ХХ века", - подчеркнул он, добавив: "Было бы странным, если бы такой рыхлый документ, как манифест Михалкова, был кем-либо объявлен документом для "Единой России".

Стоит отметить, что такая оценка документа, скорее неодобрительная, прозвучала от единороссов после того, как Михалков призвал партию власти встать на путь модернизации и использовать его манифест, чтобы "конкретизироваться в своих поступках и помыслах, а не быть огромным аморфным телом, которое поступает так, как ему велят".



© Новости NEWSru.com 2000-2010
kote-1962
Тайна смерти Бадри Патаркацишвили


30 Ноября 2010



Василий Анисимов может спровоцировать международный скандал

На днях авторитетная «Независимая газета» раскрыла одну важную политическую и экономическую тайну: в отношениях между Россией и Грузией намечаются подвижки. В правильную, то есть позитивную сторону. Секретным посредником между Кремлем и грузинским президентом Михаилом Саакашвили может стать известный российский бизнесмен Василий Анисимов, владелец 20% акций холдинга «Металлоинвест». Согласно этой версии, Анисимов провел конфиденциальную встречу с Саакашвили в одном из отелей Лондона, где обсуждались условия, на которых маленькая, но гордая Грузия перестанет мешать России вступить в ВТО. «Обеспечением» на переговорах Анисимова с Саакашвили якобы может стать наследство крупнейшего грузинского бизнесмена всех времен Бадри Патаркацишвили ($2.5 млрд.), которое Василий Анисимов контролирует через инвестиционный фонд Salford. (Сам Патаркацишвили умер в том же Лондоне в 2008 году). Но имущество Патаркацишвили, в состав которого входят и главная грузинская сотовая компания Magticom, и всемирно известный завод по производству минеральной воды «Боржоми», - не единственный козырь нашего олигарха. Анисимов мог предъявить Саакашвили еще и некую тайную доверенность от российского президента Дмитрия Медведева, поскольку олигарх вхож в президентскую семью. И даже является главным спонсором московского храма Святой Софии Премудрости, настоятель которого о. Владимир (Волгин) – духовник супруги президента Светланы Медведевой.

Вот такая вот история. Да, чуть не забыли одну важную деталь. Встреча в Лондоне была такой секретной, что Саакашвили даже не смог отправиться на нее государственным самолётом – Анисимов прислал за грузинским президентом свой персональный Embraer.

На следующий день после публикации в «НГ» Михаил Саакашвили заявил на заседании Европарламента в Страсбурге, что готов к переговорам с Россией безо всяких предварительных условий и вообще протягивает Москве руку дружбы. Повлияла ли на такую позицию президента Грузии его встреча с российским олигархом, неизвестно. В любом случае, МИД России отреагировал на примирительные заявления Саакашвили подчеркнуто холодно. А Кремль официально не отреагировал никак. Промолчал. Может, Анисимов попросил промолчать. Неизвестно.

В целом, версия о посредничестве олигарха Анисимова выглядит небезынтересно. Хотя в публикации «НГ» легко можно обнаружить прямые фактически ошибки или, как минимум, неточности.

Например, у Василия Анисимова действительно есть личный самолет. Но не Embraer, а Bombardier. Причем, по слухам, этот самолет несколько лет назад подарил Анисимову тот самый Бадри Патаркацишвили. На день рождения. Типа на 55 лет (юбилей отмечался 19 сентября 2006 года).

Во-вторых, Анисимов, может, и вхож в семью Медведева. Но больше все-таки тяготеет к премьер-министру России Владимиру Путину. По крайней мере, пока. Основными старшими партнерами и покровителями олигарха считаются братья Аркадий и Борис Ротенберги. Давно и тесно связанные с Путиным по линии дзюдо. Не случайно в феврале 2010 года Василий Анисимов стал не кем иным, как президентом Федерации дзюдо России. Хотя, по его собственному признанию, этим видом спорта не только никогда не занимался, но до последних лет и не интересовался.

С тех пор, как олигарха потянуло на дзюдо, по Москве и Лондону поползли слухи, что Анисимов и братья Ротенберги могут совместно выкупить 50% акций холдинга «Металлоинвест», принадлежащие Алишеру Усманову. А деньги на эту сделку – не меньше семи-восьми миллиардов долларов – партнерам якобы даст какой-нибудь государственный банк. То ли ВЭБ, то ли ВТБ, то ли Сбербанк.

Сделка, насколько можно судить, пока не состоялась – Алишер Усманов остался крупнейшим акционером «Металлоинвеста». Но, как и в истории с тщательно залегендированными переговорами «Саакашвили – Анисимов», специфический осадок остался.

Люди, знающие Василия Анисимова, отмечают, что он – человек обаятельный и безусловно наделен талантом посредника. Например, в 1999-2000 годах, Анисимов, будучи совладельцем Красноярского алюминиевого завода (КрАЗа), немало сделал для того, чтобы алюминиевые активы братьев Черных и Анатолия Быкова (помните таких персонажей из «лихих» 1990-х?) достались более достойным бизнесменам: Роману Абрамовичу, Борису Березовскому. Создавшим на базе бывших активов Черных и Быкова холдинг «Русский алюминий» (ныне – UC Rusal). Ходили слухи, что именно хитроумный Анисимов разработал схему нейтрализации Анатолия Быкова, председателя совета директоров КрАЗа и самого авторитетного в то время предпринимателя Красноярского края, с помощью мнимого убийства и последующего «воскрешения» околокриминального деятеля Вилора Струганова по прозвищу «Паша Цветомузыка». Анатолий Быков был арестован по подозрению в организации покушения на «Цветомузыку», а КрАЗ благополучно перешел в руки хозяев «Русского алюминия». Но Быков вроде бы узнал, кто и как занимался организацией его ареста. И потому в начале нынешнего десятилетия Анисимов вынужден был несколько лет отсиживаться за океаном – в США и даже на мексиканском курорте Акапулька.

Так что посредничество Василия Анисимова далеко не для всех его партнеров заканчивается хорошо. Об этом, наверное, много мог бы рассказать Бадри Патаркацишвили. Если бы остался жив.

Согласно легенде, которая имеет широкое хождение в России, Великобритании и Швейцарии, дело было так. С 2001 года Патаркацишвили, основной партнер опального и скандального Бориса Березовского, жил строго за пределами России. Потому что в Россию ходу ему не было – под страхом уголовных дел и прочих неприятностей.

И вот в 2005 году к Патаркацишвили вроде как явился Анисимов, с которым они были знакомы с конца девяностых (когда, собственно, и возникла идея отобрать алюминиевые активы у братьев Черных и Анатолия Быкова и создать «Русский алюминий»). И якобы предложил своему грузинскому другу условия возвращения в Россию. Условия были такие:

1.Формально «развестись» с Борисом Березовским;

2.Дать ему, Анисимову, кредит в размере $500 млн. на приобретение акций Михайловского ГОКа; другим покупателем ГОКа становился Алишер Усманов; обеспечением кредита были покупаемые акции ГОКа;

3.Продать издательский дом «Коммерсантъ», который в то время принадлежал Березовскому и Патаркацишвили, тому олигарху, на которого укажет Кремль.

А неформальным представителем Кремля на тех переговорах Василий Анисимов объявил себя. Звучали все те же славные имена: Дмитрий Медведев (тогда – руководитель администрации президента РФ), Светлана Медведева, братья Ротенберги, Владимир Путин (в то время – президент РФ).

Дальше Бадри якобы уломал своего неуступчивого партнера Березовского, и дела завертелись. «Коммерсантъ» был продан Алишеру Усманову (олигарху, на которого указал Кремль в лице Анисимова). Номинально сумма сделки составила $250 млн. Но есть версия, что Патаркацишвили, выступавший продавцом, этих денег не получил: они остались у Анисимова как плата за организацию всего процесса возвращения Бадри в Россию. Так это или нет, правоохранительные органы России и Грузии, наверное, вскоре смогут выяснить.

Но главное – Анисимов таки получил $500 млн. на то, чтобы стать партнером Усманова в металлургическом бизнесе. Сначала эти деньги превратились в 25% акций Михайловского ГОКа. А затем – в 10% акций холдинга «Металлоинвест». И, если верить легенде, из 20% «Металлоинвеста», контролируемых Анисимовым, половина изначально принадлежала Патаркацишвили. А через Бадри – возможно, и злейшему врагу Кремля Березовскому.

Сначала, как гласят источники легенды, все шло как по маслу. Бадри был доволен настолько, что даже подарил другу Василию на юбилей тот самый Bombardier, который, возможно, впоследствии возил Саакашвили. Самолет, правда, был подержанный, но перед дарением тщательно отремонтированный. И он стал первой личной летной машиной за всю долгую биографию олигарха Анисимова.

Но потом в отношениях партнеров началась напряженность, в определенных кругах известная как «непонятки». Время шло. Никаких политических гарантий возвращения в Россию Бадри Патаркацишвили так и не получил.

Несмотря на то, что двести пятьдесят «коммерсантовских» миллионов растворились где-то в глубине широких анисимовских карманов. Но хуже того: Василий Анисимов затягивал процесс оформления на Бадри 10% акций «Металлоинвеста», стоимость которых в 2006-2007 гг. выросла в несколько раз. И под благовидными предлогами хитроумно отказывался делиться с грузинским партнером дивидендами, которые щедро выплачивал «Металлоинвест».

Легенда гласит, что в декабре 2007 года, как раз накануне католического Рождества Патаркацишвили поставил перед Анисимовым два вопроса ребром:

1.Где деньги?

2.Где обещанное возвращение в Россию?

И Бадри получил очень убедительный ответ. В феврале 2008 года он скоропостижно и неожиданно скончался в своем доме в Лондоне. Якобы от острой сердечной недостаточности. Уже тогда ходили густые слухи, что бизнесмен был убит – отравлен специальным ядом, вызывающим паралич сердечной мышцы. Эти слухи не развеялись до сих пор. Тем более что сразу после смерти Бадри исчезли все письменные доказательства того, что Анисимов был ему что-то должен. Все бумаги, касающиеся и $500 млн., и $250 млн. Зато Анисимов объявил себя душеприказчиком Патаркацишвили и чуть не управляющим его наследством. Сосредоточенном в упоминавшемся выше инвестиционном фонде Salford.

Хотелось бы отметить следующее. Может быть, и Кремль в лице Дмитрия Медведева, и Грузия в лице Михаила Саакашвили верят в посреднические способности Василия Анисимова. Если, конечно, вся эта история не блеф, который разыгрывает сам олигарх, чтобы, например, упрочить свои позиции в борьбе за имущество покойного Бадри.

Но главам государств не мешало бы уточнить, какова репутация человека, которому они могут доверить деликатную посредническую миссию. Чем знаменит этот «эффективный посредник». Иначе посредничество Анисимова может вылиться в такой международный скандал, по сравнению с которым и публикации WikiLeaks покажутся детским лепетом.

Оригинал материала: The Moscow Post

http://www.stringer.ru/Publication.mhtml?P...amp;PubID=15131
kote-1962
როგორ ხვდებიან ახალ წელს მსოფლიოში


13:01 31.12.2010

[ლელა ჩქარეული]

ახალი წელი ყველაზე ჯადოსნური დღესასწაულის ტიტულს არავის უთმობს. იგი ყველა ქვეყანაში განსხვავებული შარმით აღინიშნება. მაინც რა ხდება დანარჩენ მსოფლიოში მაშინ, როცა ჩვენში საცივს ან გოზინაყს აგემოვნებენ? გთავაზობთ სხვა ქვეყნებში დამკვიდრებულ საინტერესო საახალწლო ტრადიციებს.



იტალიელები ახალი წლის ღამეს სახლის ფანჯრებიდან ძველ ნივთებს ყრიან – ყვავილის ქოთნებს, ძველ სკამებს, ჩექმებს. იტალიელები თვლიან, რომ რაც მეტ ნივთს გადაყრიან, მით მეტ სიმდიდრეს მოუტანთ ახალი წელი.



ბრიტანეთის კუნძულების მცხოვრებლები – ინგლისელები, საათის პირველ დარტყმაზე აღებენ უკანა კარს ძველი წლის გასაშვებად და უკანასკნელ დარტყმაზე აღებენ წინა კარს ახალი წლის „შემოსაშვებად“.



ინგლისში საახალწლო საჩუქარს განსაკუთრებულ დღეს ჩუქნიან – 28 დეკემბერს. ვის რომელი საჩუქარი შეხვდება, კენჭისყრა გადაწყვეტს. ეს ასე კეთდება: ქუდში ყრიან წარწერიან ქაღალდებს, რომელსაც ყველა დამსწრე იღებს. ინგლისელებს მოსწონთ მისალოცი ღია ბარათები. ისინი მათ ყველა ნაცნობს, მეგობარსა და ნათესავს უგზავნიან.



შოტლანდიელები შუაღამის დადგომამდე (ფერმებში) ანთებენ ბუხარს და მთელი ოჯახი შემოსხდება მის გარშემო 12 საათის მოლოდინში. როცა ისრები 12–ს მიუახლოვდება, ოჯახის უფროსი ჩუმად დგება და აღებს კარს. კარი ღიაა მანამ, სანამ საათი ბოლო ზარს არ ჩამოჰკრავს. ამგვარად იგი აცილებს ძველს და სახლში უშვებს ახალ წელს. შოტლანდიაში ახალი წლის ღამეს ზღურბლს იქით იყურებიან, ხომ არ მოდის ვინმე შავთვალება ახალგაზრდა ბიჭი. ასეთი საჩუქარი ახალ წელს ყველაზე საუკეთესოა. მისგან გაუხარდებათ ნახშირის ქვის მიღება, რომლისგანაც სახლის კერაზე ცეცხლს დაანთებენ. რაც უფრო დიდი და ნათელი იქნება ცეცხლი, მით წარმატებული იქნება მომავალი წელი.



ახალი წლის ღამეს ირლანდიელები საკუთარი სახლის კარს ფართოდ აღებენ. ნებისმიერი ადამიანი, ვინც ღია კარში შესვლას მოინდომებს, სახლის სასურველი სტუმარი გახდება. ასეთ სტუმარს მაგიდის საპატიო ადგლიას დასვამენ და ტრადიციულ სადღეგრძელოს – „მშვიდობა ამ სახლს და მთელ მსოფლიოს!“ – შესვამენ.



ესპანეთში ერთ–ერთი საახალწლო ჩვეულება ეროტიკული კულტის ნიშნებს ატარებს, რომელსაც ახლაც იცავენ ქვეყნის ბევრ სოფელში; თუმცა, უკვე ამ ყველაფერს ხუმრობის სახე აქვს. ეს არის ფიქტიური ქორწინება. ახალი წლის ღამეს მთელი სოფლის ბიჭები და გოგონები იკრიბებიან კოცონთან და კენჭს იყრიან – რაიმე ღრმა ნივთში იყრება ქაღალდები მათი სახელებით და შემდეგ თითოეული მათგანი იღებს ამ ფურცელს. ამგვარად, ბიჭები ირჩევენ „საცოლეებს“, ხოლო გოგონები „საქმროებს“. წყვილები წლის ბოლომდე შეყვარებულებად ითვლებიან და ამის შესაბამისადაც იქცევიან. ესპანეთში საჩუქრებს ორჯერ ჩუქნიან ერთმანეთს – ერთხელ საშობაოდ, ხოლო მეორედ ახალი წლის ღამეს. შობას მიღებულია რაიმე რომანტიკულის ჩუქება, ხოლო ახალ წელს – პრაქტიკული საჩუქრის.



ბარსელონასა და მადრიდში ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ საახალწლო ღამეს სტუმრებისათვის ყიდდნენ ბილეთებს ორივე სქესის სახელებით და შემდეგ აერთებდნენ წყვილებად: ასე იქცეოდნენ „საქმროებად“ და „საპატარძლოებად“ მთელი საღამოს განმავლობაში. ხოლო მეორე დილით „საქმროს“ უნდა მოენახულებინა „საცოლე“ და მიეტანა საჩუქარი – ყვავილები და კანფეტები. ხანდახან ახალგაზრდა მამაკაცები საქმეს ისე აწყობდნენ, რომ „საცოლედ“ საყვარელი ქალიშვილი შეხვედროდათ. ამ შემთხვევაში ყველაფერი ნამდვილი ქორწილით მთავრდებოდა.



ბელგიასა და ნიდერლანდებში გავრცელებულია „პირველი დღის მაგია“, რომლის მიხედვითაც, ადამიანის საქციელის მიხედვით, თუ როგორ მოიქცევა იგი ახალი წლის პირველ დღეს, მსჯელობენ, როგორი იქნება ეს წელი მისთვის. ამიტომ, ცდილობენ, ამ დღეს არაფერი ითხოვონ, ჩაიცვან რაიმე ახალი და ა.შ. მთელი წლის განმავლობაში ბარაქის მოსაზიდად საახალწლო სუფრაზე უნდა იყოს მრავალი კერძი. ნიდერლანდებსა და ბელგიაში უძველესი დროიდანაა გავრცელებული კიდევ ერთი, სხვა ქვეყნებშიც გავრცელებული, ჩვეულება – დღესასწაულზე ირჩევენ მეფეს. ამისათვის დიასახლისები აცხობენ ღვეზელს, რომელშიც დევს ცერცვის ან ლობიოს მარცვალი. ის, ვისაც შეხვდება ნაჭერი მარცვლით, მთელი დღესასწაულის მანძილზე მეფე იქნება. შემდეგ კი მეფე თავად ირჩევს თავისთვის დედოფალს, მასხარას და ა.შ.



ბრაბანტში და ჩრდილოეთ ფლანდრიაში არსებობს მეფის არჩევის კიდევ ერთი წესი: ამზადებენ 16 ცალ ე.წ. სამეფო ღია ბარათს, რომლებზეც გამოხატულია მეფე, დედოფალი, მრჩეველი, მღვდელი, მომღერალი, მსახიობი, მზარეული და ა.შ. შემდეგ დამსწრეები სათითაოდ იღებენ ამ ბარათებს და ამგვარად ნაწილდება როლები სადღესასწაულო საღამოსათვის. მეფე და დედოფალი, რომლებსაც ოქროსფერი ქაღალდის გვირგვინს ადგამენ, ხელმძღვანელობენ ამ საღამოს და მათი „ხელმწიფობა“ გათენებამდე გრძელდება. ეს ყველაფერი საყოველთაო მხიარულებითა და ხუმრობებით მიმდინარეობს.



ფინეთში ახალი წლის აღნიშვნა 1 იანვარს მეთექვსმეტე საუკუნეში შემოიღეს. მანამდე კი, წელი იწყებოდა მიხეილის დღის შემდეგ. ახალ წელს აქ მიღებულია მკითხაობა. მკითხაობის ერთ–ერთი ფორმაა, გამდნარი კალას ჩასხმა წყალში. შემდეგ გოგონები ამ წყალში ასველებდნენ ცხვირსახოცებს და იდებდნენ ბალიშის ქვეშ მთელი ღამის განმავლობაში, რათა სიზმარში ენახათ საქმრო. ამას გარდა, იხედებოდნენ სარკეში – ასევე საქმროს სახის დასანახად და სხვადასხვა მოვლენების წინასწარ გასაგებად.



ბულგარეთში ახალ წელს ტრადიციულად სახლში ხვდებიან. ახალი წლის დაწყებამდე ოჯახის წევრებიდან ყველაზე პატარა დგება ნაძვის ხესთან და მღერის დანარჩენებისათვის. მადლიერების ნიშნად კეთილი უფროსები მას საჩუქრებს ჩუქნიან. ყველაზე საინტერესო იწყება მას შემდეგ, რაც საათი თორმეტჯერ ჩამოჰკრავს. ამ დროს სახლებში აქრობენ შუქს საახალწლო კოცნისათვის. მხოლოდ ამის შემდეგ დიასახლისი იწყებს ღვეზელის დაჭრას მასში არსებული სიურპრიზებით: თუ მონეტა შეგხვდებათ – სიმდიდრეს უნდა ელოდოთ, თუ ვარდის ტოტი – სიყვარულს. ასეთივე სიურპრიზებიანი ღვეზელის ტრადიცია არსებობს რუმინეთსა და ავსტრალიაში.



ახალი წლის წინა დღეს ბულგარელები შინდის (რატომ მაინცდამაინც შინდის, უცნობია) ჯოხს იძენენ, რაც ახალი წლისთვის აუცილებელი ატრიბუტია. პირველ იანვარს ბავშვები მშობლებთან მიდიან და ჯოხის მსუბუქი დარტყმით ახალი წლის დადგომას ულოცავენ. ბულგარელების უხარით, თუ საახალწლო სუფრის დროს ვინმე დააცემინებს, რადგან მათი აზრით ეს ბედნიერების მომტანია.



ავსტრიაში საახალწლო საჩუქრებისა და მილოცვების ჩვეულება გავრცელებული იყო უკვე მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისში. ახლა მიღებულია ფიგურებისა და მისალოცი ღია ბარათების ჩუქება ტრადიციული ბედნიერების სიმბოლოთი, რასაც წარმოადგენს ბუხრის მწმენდავი, ოთხფურცლიანი სამყურა ბალახი და ღორი. 31 დეკემბრის სუფრა სავსე უნდა იყოს, რომ მთელი წელი კარგად იცხოვროთ. აუცილებელ კერძს წარმოადგენს გოჭის ან ღორის ხორცი. ითვლება, რომ თუ გსურთ ბედნიერი იყოთ, უნდა შეჭამოთ ღორის თავის ან დინგის ნაჭერი. ამას ეწოდებოდა „ღორულ ბედნიერებაში“ მონაწილეობის მიღება.



ვენაში დაუწერელ კანონად ითვლება ახალ წელს წმინდა სტეფანეს ეკლესიაში ჩამოკიდებული „მსოფლიო ზარის“ საზეიმო ხმის მოსმენა. ძველ დროში კი კარგი ნიშანი იყო ბუხრის მწმენდავთან შეხვედრა, შეხება და დასვრა. ეს ტრადიცია ბედნიერების მომტანად მიაჩნდათ



შვეიცარიაში (ავსტრიაშიც) ადამიანები ზეიმობენ წმინდა სილვესტრის დღეს. ეს დღესასწაული ეფუძნება ლეგენდას იმის შესახებ, რომ რომის პაპმა სილვესტრმა (314 წელი) დაიჭირა საშინელი ზღვის მონსტრი. ითვლებოდა, რომ 1000 წელს ეს ურჩხული თავს დააღწევდა ტყვეობას და გაანადგურებდა სამყაროს. ყველას გასახარად ეს არ მოხდა. მას შემდეგ, შვეიცარიასა და ავსტრიაში ამ ისტორიას იხსენებენ ახალ წელს. ადამიანები იმოსებიან სამასკარადო სამოსში და საკუთარ თავს სილვესტრკლაუსებს უწოდებენ.



უნგრეთში ახალი წელი ისეთი მნიშვნელოვანი არ არის, როგორიც შობა. თუმცა, ზოგიერთი საშობაო ჩვეულება და რწმენა ამ დროშიც არსებობს. მაგალითად, პირველი სტუმარი, ანუ, ჩვენებურად „მეკვლე“, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ქალი, რადგან მას უბედურება მოაქვს. ამიტომ, ცდილობენ, ნათესავების სახლში სტუმრად ბიჭები გაუშვან, რის შემდეგაც უკვე ქალის სტუმრობაც აღარაა საშიში. ზოგიერთ ადგილას კი, დილით პირის დაბანისას წყლის მაგივრად ხელებს მონეტებით იწმენდენ, რათა მთელი წელი შემოსავლიანი იყოს.



იუგოსლავიაში ახალი წლის ღამეს ბევრს მკითხაობდნენ: მარილმოყრილი ხახვის 12 ნაწილით საზღვრავდნენ, თუ როგორი ამინდი იქნებოდა ამა თუ იმ თვეში. სლოვაკეთის ზოგიერთ ოლქში არსებობდა ასეთი მკითხაობა: მაგიდაზე დებდნენ ათ სხვადასხვა საგანს, მათ შორის – ფიჭვის ტოტს (ბედნიერება), ბეჭედს (ქორწილი), თოჯინა (ბავშვის დაბადებას), ფულს (სიმდიდრე) და ა.შ. შემდეგ ამ ყველაფერს აფარებდნენ ბეწვის ქუდს. ყოველ ადამიანს სამჯერ უნდა გამოეღო იქიდან რაიმე ნივთი და თუ სამივეჯერ ერთი და იგივე ნივთს ამოიღებდა, ეს ნიშნავდა, რომ წლის განმავლობაში მის ცხოვრებაში მოხდებოდა ამ ნივთის სიმბოლოსთან დაკავშირებული მოვლენა.



საბერძნეთში ახალი წელი – ეს არის წმინდა ბასილის დღე. წმინდა ბასილი ცნობილი იყო თავისი სიკეთით. ბერძენი ბავშვები თავის ყელიან ფეხსაცმელებს ბუხართან ტოვებენ, რომ მან ისინი საჩუქრებით აავსოს. ბერძნული ტრადიციის თანახმად, ზუსტად თორმეტ საათზე ოჯახის უფროსი ეზოში გადის და კედელს ბროწეულს ესვრის. თუ ბროწეულის მარცვლები მთელ ეზოში მიმოიფანტება, მაშინ ახალ წელს ოჯახი ბედნიერად გაატარებს.



დანიაში ტყის მცველებმაა ბრაკონიერებთან – რომელთაც ნაძვის ხის მოჭრა და სახლში წაღება უნდათ – ბრძოლის შესანიშნავ მეთოდს მიაგნეს. წინა საახალწლო დღეებში ისინი ნაძვის ხეს სპეციალურ ხსნარს უსვამენ, რომლის მყრალი სუნიც სიცივეში შეუმჩნეველია, მაგრამ როგორც კი ხე თბილ გარემოში აღმოჩნდება, იგი მაშინვე საშინელ სუნს უშვებს, ასე რომ, სახლში ლამაზი ნაძვის ხის დადგმის ყველანაირი სურვილი უქრებათ.



ძველი ტრადიციის თანახმად, არგენტინაში დაწესებულების თანამშრომლები წლის ბოლო სამუშაო დღეს, ფანჯრიდან ძველ კალენდრებს, უვარგის უწყისებსა და ბლანკებს ყრიან. ისე რომ, ბუენოს-აირესის იმ ნაწილში, სადაც სამუშაო დაწესებულებები მდებარეობს, შუადღისთვის ქუჩები ქაღალდების თხელი ფენით „იმოსება“. ერთ-ერთი გაზეთის რედაქცია ქაღალდების ფრიალით იმდენად მოიხიბლა, რომ მთელი არქივი ფანჯრიდან მოისროლეს. ამ ტრადიციის წარმომავლობის შესახები არავინ არაფერი იცის, თუმცა მის გარეშე არგენტინელებისთვის ახალი წელი, ახალი წელი არ იქნებოდა.



ავსტრალიაში საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი თოვლის ბაბუს ხილვა მხოლოდ სიდნეის პლიაჟებზე შეიძლება. ასეთ ეგზოტიკურ თოვლის ბაბუს ტრადიციული სანტა-კლაუსისთვის დამახასიათებელი ატრიბუტები – თეთრი წვერი და წითელი ქუდი მაინც აქვს. დასვენებისა თუ სადღესასწაულო დღეების მიუხედავად, ავსტრალიელები დილის 5-6 საათზე იღვიძებენ, სამაგიეროდ უკვე ათი საათისთვის იძინებენ. ახალი წლის ღამე აქაც გამონაკლისია, თუმცა შუაღამის პირველ საათს არავინ აცილებს



ბირმაში იმის გამო, რომ ახალი წელი ყველაზე ცხელ სეზონს ემთხვევა, მას წყლის ფესტივალით აღნიშნავენ. სანახაობა, მართლაც რომ სასაცილოა: ნებისმიერი ასაკის ადამიანები შეხვედრისას ერთმანეთს წყლით წუწავენ. აქ არაფერი გასაბრაზებელი არ არის, რადგან წყლის მისხმა კეთილგანწყობის გამოხატვაა



კუბელები ახალი წლის ღამეს ჭიქებს წყლით ავსებენ და ზუსტად 12 საათზე ფანჯრიდან ასხამენ. ასეთი ჟესტით ერთმანეთს უსურვებენ, რომ დამდეგი წელი წყალივით ნათელი, სუფთა და რასაკვირველია, ბედნიერი ყოფილიყოს. აქ საათი მხოლოდ 11-ჯერ ჩამოჰკრავს, რადგან კუბელებისთვის მე-12 ჩამოკრა უკვე ახალი წელია.



მიკრონეზიის ერთ-ერთი კუნძულის მოსახლეობა, ყოველ ახალ წელს სახელს იცვლის. მათი აზრით, ამ გზით ისინი ბოროტ სულებს თავგზას უბნევენ. ყველაფერი კი ასე ხდება: პირველ იანვარს გაღვიძებული ოჯახის წევრები, თავიანთ სახელს პირზე ხელმიფარებულები წარმოთქვამენ. ამავე დროს, ოჯახის სხვა წევრი დაირას აახმაურებს, რომ ბოროტმა სულმა სახელი ვერ გაიგოს. სახელს ყველა ინდივიდუალურად ირჩევს, რის გამოც ერთ წელს სოფლის ნახევარზე მეტს მაიკლ ჯეკსონი ერქვა



პერუში მიაჩნიათ, რომ ის, ვინც საკუთარს სახლს ჩემოდნით ხელში შემოუვლის, დიდი ხნის ნატვრას აისრულებს და სამოგზაუროდ გაემგზავრება (ესეთი ტრადიცია არგენტინაშიც აქვთ). სხვა ტრადიციის თანახმად კი, თუ გოგონა, რომელსაც ხელში წნელი უჭირავს, მის მეორე ბოლოს უცნობ ყმაწვილს შეახებს მისი საქმრო გახდება.

http://www.presage.tv/?m=society&AID=2662
kote-1962
კობა, დაკარგული ძროხა და “ელექტროპროვოკაცია”


12:47 01.01.2011
[სანტიაგო გაუჩო]



სახალისო მოგონებები ქართველ პოლიტიკოსებსაც გააჩნიათ. მათი უმეტესობა მხიარული ადამიანები არიან და ხასიათის ამ თვისებას საქართველოს პარლამენტის სხდომებზე ხშირად ამჟღავნებენ. თანამემამულე პოლიტიკოსები უცხოელი კოლეგების მსგავსად ხელჩართულ ბრძოლაში იშვიათად ებმებიან, სამაგიეროდ ერთმანეთთან სიტყვიერ პაექრობაში საკუთარ მახვილგონიერებას ხშირად ამტკიცებენ. დღევანდელ წერილში საუბარი ჩვენებურ “ოპოზიცია-პოზიციის” წარმომადგენლებზე გვექნება და ქართული საზოგადოებისათვის რამდენიმე ნაკლებად ცნობილ ისტორიასაც გაგაცნობთ.

ლეიბორისტი სოსო შატბერაშვილის სახელი ყველას გაგვიგონია. ბატონი სოსო იხსენებდა: “არის ასეთი სოფელი - მოხისი. წინასაარჩევნოდ ჩავედით. მოვრჩით გამოსვლებს და ისმის უკმაყოფილო შეძახილი:

- აბა, ერთი გვითხარით, ხალხისთვის რა გაგიკეთებიათ?

ხალხში დამცველებიც გამოგვიჩნდნენ. მასა ორ ნაწილად გაიყო. ერთი - “შალვა, შალვას” გაჰყვიროდა, მეორე – “მიშა, მიშას”. ვიღაც ახსოვდა შენი ნათელაშვილი და მისი საარჩევნო პროგრამა, ისე დაერია ხალხი ერთმანეთს.

ნათელაშვილი ხალხში გაერია და გაშველება დაიწყო, ჩვენც მივეხმარეთ. ისე უბრაგუნებდნენ თანასოფლელები ერთმანეთს, რომ ვერანაირად დავამშვიდეთ. დაცვამ შალვა მანქანისკენ გააქანა. გულმა ვერ მოუთმინა და ხუთ წუთში ისევ ჩვენთან გაჩნდა ყვირილით:
- ძმები ხართ, მეზობლები, სირცხვილია ამდენი ჩხუბი.
ამასობაში დაღამდა. ხალხი ერთმანეთს კვლავ ეჩხუბებოდა. უცებ შალვამ ღიმილით გამოგვხედა:
- ხედავთ, ამ სოფელში რა მაღალი რეიტინგი გვქონია. მიშას მომხრე რომ მეტი ყოფილიყო, ცოცხლები ვერ გამოვასწრებდით”.

ზვიად ძიძიგური იგონებდა: “თავის დროზე მთელმა საქართველომ გაიგო, რომ კობა დავითაშვილი და ლევან ბერძენიშვილი ვაშლის დიეტაზე იყვნენ. მალე 150 კილოგრამიანი კობა 110 კილოგრამი გახდა. ბერძენიშვილმა დაკლებული წონა შეინარჩუნა, მაგრამ დავითაშვილს ნებისყოფა არ ეყო. კობამ გახდომის ყველა მეთოდი საკუთარ თავზე გამოსცადა, მაგრამ ამაოდ. ერთი პერიოდი ელენე გიორგაძის სისტემის ერთგული იყო, წონაში დაკლებაც დაიწყო და ცოტა ხანში ვხედავ, ისევ იმატებს. გაკვირვებული ვეკითხები:
- რა არის, დიეტამ არ გიშველა?
- მიშველა, მაგრამ ერთი კვირის წინ სხვა სკოლას მივაგენი და ვარიანტი არაა, ვუღალატო.
- რა სისტემის დიეტაა?
- რაც შეიძლება მეტი ხორცი უნდა ჭამო”.

ეროვნული მოძრაობის საწყისი პერიოდი იდგა. მერაბ კოსტავას ქუჩაში შეწუხებული დედაბერი მიადგა:

- მიშველე, შვილო, მარჩენალი ძროხა დავკარგე.

თანხმლებმა პირებმა მოხუცის მოშორება დააპირეს, რომ ამხელა კაცი ძროხისთვის არ შეეწუხებინათ.

- გაჩერდით! – შესძახა კოსტავამ - იცოდეთ, რომ ამ ქალისთვის ის ძროხაა მთელი ეროვნული მოძრაობა.

მაშინვე გადაურეკა შესაბამისი რაიონის მილიციას და ყველა, უფროსებიანად ფეხზე დადგა. მობილიზაცია გამოაცხადეს და საღამოს უკვე ახარეს მერაბს, ძროხას ცხელ კვალზე მივაგენითო, ნაკელის კვალის საშუალებით, მეზობელ რაიონში ბალახობდა და პატრონს დავუბრუნეთო.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია, რაც ცუდი რამე მოხდებოდა, ყველაფერს “სუკის” მოწყობილ პროვოკაციად ნათლავდა. ერთხელაც ფილარმონიაში, როვნული მოძრაობის საგანგებო კონფერენციაზე დარბაზი ხალხით გაივსო. დაიწყო ზვიადმა გამოსვლა და უცებ, შუქი ჩაქრა. დაბნელდა თუ არა, მისი ომახიანი ხმაც გაისმა:

- მეგობრებო, ეს არის სუკის ელექტროპროვოკაცია!

ბატონი რომან გოცირიძე ერთხელ მეტად “უხერხულ” მდგომარეობაში აღმოჩნდა. სანამ ამ ამბავს მოგიყვებოდეთ, შევთანხმდეთ რომ დღეს პოლიტიკურ დისპუტებს არ გავაჩაღებთ.

“გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდია. ევროსაბჭოს დელეგაცია აპირებდა ჩამოსვლას და აეროპორტში მე და ელდარ შენგელაია უნდა დავხვედროდით. დაცვამ გაგვაფრთხილა, პარლამენტიდან ცხვირის გაყოფა არ გაბედოთ, რკინის კაუჭიანი ჯოხებით შეიარაღებული ქალები დგანან და კარგ დღეს არ დაგაყრიანო. დავიწყეთ გამოსავალზე ფიქრი. უცებ, ელდარმა შესძახა, სირცხვილს სიკვდილი მიჯობსო და გაქრა კაცი! როგორც შემდეგ გავიგე, პირველი სართულის ერთ-ერთი ფანჯრიდან გადამხტარიყო. იმ წუთში მეგონა, რომ შტურმით აპირებდა ქალების ალყის გარღვევას და მარტო ხომ არ გავუშვებდი. ცოტა ხანში მეც გარეთ გავვარდი. ელდარი არსად არ ჩანდა, სამაგიეროდ განრისხებული ქალები ჩემგან რამდენიმე მეტრში იდგნენ. დამინახეს, იკივლეს, არ გაუშვათ ცოცხალი ეგ ოპოზიციონერიო და გამომეკიდნენ. მოვრბივარ, მომდევენ.

- შეეშვით, ჩემია, მე უნდა გავპუტო, - დაწინაურდა ერთ-ერთი, - ვინც ხელს შემიშლის ზედ მივაყოლებ.

გონებაში უკვე იმქვეყნად ვარ და წამოწეული ქალის ჩურჩული მესმის:
- ბიჭო, რომანა, გაიქეცი, ნოდარ ნათაძის ბიძაშვილი ვარ და სანამ ჯოხის ქნევა შემიძლია, დრო გაქვს!”

ალბათ დროა, რომ “თანამედროვე” ანუ ახალი ტალღის პოლიტიკოსებზეც გადავიდეთ. ერთ-ერთ მათგანზე ქალბატონი გუგული მაღრაძე საუბრობს:

“საქართველოს პრეზიდენტს შვილიც დაემსგავსა. მახსოვს, თავის ჰოლანდიურ ამბებს მიყვებოდა და უცებ გაბრაზებული სახე მიიღო:
- იქ სამი მაღაზიაა ერთად.
- მერე? –მივაჩერდი.
- ორში პატიოსანი გამყიდველი მუშაობს, ხოლო მესამე დასაჭერია.
- რატომ, ბიჭო? –გავიკვირვე.
- იმიტომ, რომ ბუტერბროდის გაკეთებისას პურს იპარავს, ნორმაზე თხლად ჭრის, ხალხს ატყუებს და არ უნდა შეარჩინონ”.

http://www.presage.tv/?m=society&AID=2669
kote-1962
ბახუსის ტყვეობაში


01:34 02.01.2011

[სანტიაგო გაუჩო]



ღვინო და ქართველი მსახიობები ერთგული მეგობრები არიან. ამ სიყვარულმა და ურთიერთგაგებამ დროის მკაცრ გამოცდას თავი ჩინებულად გაართვა. ისინი ძმაკაცობენ, ერთმანეთს არ ღალატობენ და ჭირსა თუ ლხინშიც გვერდი-გვერდ არიან.

ბახუსის ტყვეობაში ყოფნა სასიამოვნო განცდაა და იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომელსაც მასთან დაკავშირებით მრავალი მოგონება არ გააჩნდეს. საქართველოში ღვინის სმის კულტი ხელოვნების დონეზეა აყვანილი. ამ დარგის “მეცნიერების” განვითარებაში ჩვენს აქტიორებსაც თავიანთი მოკრძალებული წვლილი შეაქვთ.

რამდენიმე ათეული წლის წინ, რუსთაველის თეატრში ერთი არაჩვეულებრივი სპექტაკლი, “ქუთათურები” დაიდგა. მთავარ როლს იპოლიტე ხვიჩია ასრულებდა. ისეთი შთამბეჭდავი იყო ამ როლით იპოლიტე, რომ მაყურებელთან ერთად კულისებში მსახიობებიც უკრავდნენ ტაშს. ბატონი იპოლიტე სცენაზე ცეკვა-ცეკვით შემოდიოდა და სუფრაც იშლებოდა. ლხინის სცენა დიდი აზარტით სრულდებოდა. ერთხელაც დეკორატორებმა ლიმონათის ნაცვლად სპექტაკლზე ღვინო ჩაასხეს დოქებში. იპოლიტემ დააგემოვნა და ათწუთიანი ლხინის სცენა ოც წუთზე გადაიჭიმა. ანიშნებდნენ დაამთავრეო. “აწი დავდექი ქეიფის ხასიათზე და გვაცალეთ ბატონოო” - უპასუხა იპოლიტემ. სასცენო ქეიფის დასრულების შემდეგ ცეკვით გავიდა კულისებში და არაერთხელ მოიპატიჟა თეატრის გრიმიორი. გააცნო მაყურებელს. ამ ორიგინალური წარმოდგენის შემდეგ რეჟისორმა უსაყვედურა გრიმიორს, შენ რაღამ გაგაგიჟა, რატომ შემოხვედი ცეკვით, შენ ხომ ფხიზელი იყავიო? იმანაც თავი იმართლა, იპოლიტეს, ცოცხალ ლეგენდას, ვერ გავუბედავდი უარის თქმას და გაწბილებასო.

მსახიობი ვასიკო ბახტაძე იხსენებდა: “ფილმის გადაღების დროს ნასვამი მივედი, არადა, ქეიფის სცენა უნდა მეთამაშა. რეჟისორმა განაცხადა, მე ისეთ ხალხთან მუშაობა არ შემიძლია ვისაც სიმთვრალის თამაში გაუჭირდება და მართლა დათვრება ფორმაში შესასვლელადო. ლევან ზაქარეიშვილმა ფილმის ერთ-ერთ სცენაში ლექსის თქმა დამავალა:

დართლოელების ქალასა,
ძირს ჩაგიგდებდი ჩალასა,
ნელ-ნელა მოგაწვებოდი
არ დაგატანდი ძალასა.

ლექსი კარგად ავითვისე. დაიწყო გადაღება, მივედი ბოლო სტრიქონამდე, მაგრამ ძალადაუტანლობის ნაცვლად ვთქვი, გაგრძნობინებდი ძალასა-მეთქი. ლექსის შინაარსი შეიცვალა, თუმცა მე კი არა, ბახუსმა შეცვალა, თორემ განა ლექსი ვერ დავიმახსოვრე”.

ერთხელ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მსახიობმა მამუკა ლორიამ ძმაკაცს, თენგო გიორგაძეს ჰკითხა, ის წერტილი როგორ დაეჭირა, საიდანაც ბახუსი ერეოდა და თრობას იწყებდა. იმან ერთი მეთოდი გაუმხილა, რომელსაც ყოველთვის წარმატებით იყენებდა. ურჩია, სუფრასთან როდესაც დაჯდებოდა, იქ მყოფი ქალებისთვის თვალი გადაევლო. მათ შორის ყველაზე უსიმპატიო ამოერჩია და ქეიფის დროს მისთვის თვალი ხშირად შეევლო. როდესაც ეს მანდილოსანი “გალამაზებას” დაიწყებდა და ანგელოზადაც მოეჩვენებოდა, უკვე სუფრიდან ადგომის ნიშანი იყო.

მუსიკოს გია ბაღაშვილს თამადობა არაერთხელ უწევს. ერთხელაც შემთხვევით “შეცდომა” დაუშვა და უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა.

“ყოველთვის, როცა თამადობას ვიწყებ, სუფრის წევრებს სახელებით ვეცნობი. ხანდახან “შპარგალკასაც” ვიყენებ და ოჯახის წევრების სახელებს ვიწერ. ერთ ქორწილში დროზე ადრე გავისტუმრე იმ ქვეყნად ნეფის ბებია. დავილოცე - ნათელში იყოს მისი სული-მეთქი. ცოტა მოგვიანებით ჩემთან მოვიდა ერთი სანდომიანი სახის ჭაღარა ქალი. მომეფერა და წყენაც გამოთქვა, მკვდრად რატომ გამომაცხადეო. ჩემი შეცდომა იმით გამოვასწორე, რომ იმავ წუთში ვადღეგრძელე ქართველი დედა, სწორედ მისი თამადობით”.

მსახიობი ზურა შარია ერთხანს ტკბილად იყო ჩახუტებული ბახუსთან და ხშირად უწევდა რეპეტიციების გაცდენა. თავის დაძვრენას ყოველთვის იოლად ახერხებდა. ერთხელ რეჟისორი გზაზე შეხვდა და ეუბნება, თუ არ გინდა, მიბრძანდი სამსახურიდან, ძალას არავინ გატანსო. ზურამ თავი ჩაქინდრა და ჩემი ძმა დაიღუპა, თან სთხოვა, ბებიაჩემთან არ წამოგცდესო. ძმა სად გყავსო? - დაიბნა თანამოსაუბრე. როგორ არ მყავდა, ჩემი ტყუპისცალი იყოო, მოსკოვში ბიძაჩემთან გაიზარდა, იქვე ვმარხავთო. გული აუჩუყდა რეჟისორს.

საშინელი სიმთვრალე ჰქონია მსახიობ ზაზა კოლელაშვილს და ჯობს, რომ ამ დროს ახლოს არ გაეკაროთ. მისი კოლეგა თენგიზ გიორგაძე ერთ ისტორიას ყვებოდა:

”ჩემს ყმაწვილკაცობაში, სტუდენტობის წლებში მთვრალ ზაზა კოლელაშვილს ძალიან ეხერხებოდა “ბუნტოვშიკობა” და როგორც კი ვინმეს ხმის ტონი არ მოეწონებოდა, წასული იყო მისი საქმე. მაგრამ ერთი რაინდული ჩვევა ჰქონდა - მის გარდა თუ ვინმე დაიწყებდა გაჩმახებას, ზაზაზე კეთილი მრჩეველი და სიტუაციის დამრეგულირებელი არ მოიძებნებოდა. ერთხელაც, ვიგრძენი, რომ ზაზას ნაღმი მზადდებოდა ასაფეთქებლად და დავიწყე ჩემს წინ მჯდომი ძმაკაცების გინება, ყველას ვემუქრებოდი და ვაშინებდი. ზაზამ დაივიწყა თავისი საქმე, გამიყვანა აივანზე დასამშვიდებლად და ისე მმოძღვრავდა, მეგონა ცნობილი პედაგოგი მაკარენკო გაცოცხლდა-მეთქი. მითხრა, თუ გიყვარვარ, წვეთი აღარ დალიოო. არადა, ფხიზელი ვიყავი. მაინც კიდევ დიდხანს “ვიჩხუბე”, მხოლოდ იმიტომ, რომ ზაზას ჩემი მეთვალყურეობა არ შეეწყვიტა. ბოლოს მითხრა, ხო ვართ ძმები, ახლა სახლში წავიდეთ შენთან და დაიძინეო. დავუჯერე და მოვარჯულებინე თავი მთვრალს ფხიზელმა”.

ზაზა კოლელაშვილი ბახუსის მოტრფიალეთა “დედა ტერეზაა”, მისმა კოლეგა ნოდარ ხუციშვილმა კი ერთხელ სპექტაკლი ჩაშალა.

“ერთ-ერთ სპექტაკლში პირველ მოქმედებაში ვითამაშე, შემდეგ საგრიმიოროში შევედი და ზარს ველოდებოდი, რომ კვლავ სცენაზე დავბრუნებულიყავი. ამ დროს მეგობრებმა მომაკითხეს, გარეთ გამიყვანეს. მანქანა სავსე ჰქონდათ კონიაკის ბოთლებით. დაგვილიეო, მთხოვეს. ვიუარე. ვინც არ დალიოსო, დაიკურთხეს. რაღას ვიზამდი. მოვკიდე ხელი ერთ ბოთლ კონიაკს და ბოლომდე გამოვცალე. დაირეკა ზარი. გავედი სცენაზე. მომჩერებია ბატონი თენგიზ ჩანტლაძე და მელოდება, ჩემს ტექსტს როდის შევუდგები. დავიწყე, “პატივცემულო მოსამართლენო”, ენაც დამება და ტექსტიც დამავიწყდა. მარტო ამ ორ სიტყვას ვიმეორებდი, სანამ პარტნიორმა არ მიკარნახა სათქმელი. ხედავს თენგიზ ჩანტლაძე, ხელიდან ვეცლები და ნაკარნახევსაც ვერ ვიმეორებ, ამიტომ ჭკუაზე მომიყვანა და სამი თვით დამლაგებლის შტატში გადამიყვანა”.

http://www.presage.tv/?m=society&AID=2670
kote-1962
მიხეილ სააკაშვილის ერთადერთი პირადი მიღწევა


12:04 02.01.2011

[[ინტერპრესნიუსი]]

საქართველოს პრეზიდენტმა 2010 წელი 2 იანვარს ბათუმში საერთო სახალხო სეირნობაში მონაწილეობით დაიწყო. ზღვისპირა ქალაქი, კონცერტები და სეირნობა მიხეილ სააკაშვილმა მთელი წლის განმავლობაში დაიბედა . არ დარჩენილა საქართველოს კუთხე, რომელსაც პრეზიდენტი 2010 წელს არ სწვევია. თუმცა, ბათუმი მაინც ყველაზე აქტუალური იყო.



11 იანვარი – მიხეილ სააკაშვილი ბათუმში სენატორ ჯონ მაკკეინს მასპინძლობს და საქართველოს ეროვნული გმირის ორდენით აჯილდოებს.



2 თებერვალი – მიხეილ სააკაშვილი ბორჯომშია – ღონისძიება – მესამე საჯარო სკოლის გახსნა. რუსეთი აქაც აქტუალური თემაა – მოსკოვში მოსიარულე პოლიტიკოსები კი "ჩმორები" არიან. "პატარა ბავშვმაც კი იცის, რომ რუსეთი დამპყრობელია, მაგრამ ზოგიერთი ვაიპოლიტიკოსი მოსალაპარაკებლად საქართველოს დამპყრობელთან დარბის. თუ რომელიმე პოლიტიკოსი, ბოდიში და არის ჩმორი, საქართველო არასოდეს დაჩმორდება, მით უმეტეს, არც მათ დააჩმორებინებს თავს", - აღნიშნა სააკაშვილმა.

26 თებერვალი - საქართველოს პარლამენტი მიხეილ სააკაშვილის ყოველწლიურ ანგარიშს უსმენს. კანონმდებლების წინაშე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა გასული წლის გამოწვევებად რუსული აგრესია და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი დაასახელა და პარლამენტის ტრიბუნიდან პოლიტიკური ნატვრაც გაამხილა - თავისუფალი არჩევნების ჩატარება.



14 მარტი - პრეზიდენტი ბოლნისიდან "მოდელირებული ქრონიკის" შემქმნელებს საყვედურობს, თუმცა აღნიშნავს, რომ რეპორტაჟი მაქსიმალურად ახლოს იყო იმასთან, რა შეიძლება მოხდეს.

ამ თვეების განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტმა არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა და მიღება გამართა.



26 აპრილი – პრეზიდენტი მოსახლეობას თბილისის მერის არჩევნებში სწორი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ქვეყანაში ერთი გუნდი მუშაობს და მოსახლეობამ სწორედ ამ გუნდის სასარგებლოდ უნდა გააკეთოს არჩევანი.



"არიან კანდიდატები, რომლებიც დაბერავენ ლამაზად ტუჩებს და იძახიან: შემომხედეთ რა ლამაზი ვარ, რა კარგი შესახედავი ვარ და როგორ შეიძლება ასეთ ბიჭს არ მისცე ხმა. ამით რომ ქვეყანა შენდებოდეს, სილამაზით, მაშინ მერად ნანკა კალატოზიშვილი უნდა ავირჩიოთ", - განაცხადა პრეზიდენტმა.

შეხვედრებით მაისიც დატვირთულია - პრეზიდენტი ვატიკანშია და რომის პაპს ხვდება. მიხეილ სააკაშვილის გარეშე არ ჩაუვლია კოსტა რიკაში ლაურა ჩინჩილა მირანდას ინაუგურაციასაც.



14 ივლისი - მიხეილ საააკაშვილთან რეგიონების გუბერნატორები და რაიონების გამგებლები შეიკრიბნენ. ამ დღეს მინისტრების ნაწილმა პრეზიდენტის შექება, ნაწილმა კი, საყვედური დაიმსახურა.

ამავე დღეს პრეზიდენტმა სვანეთში მცხოვრები ზოგიერთი ქართველი ბანდიტიც "მოიკითხა" და შეახსენა, რომ თუ ჭკუას თავად არ ისწავლიან, "საქართველოს ევროპული დონის საპატიმროებში ძალით ასწავლიან".

მიხეილ სააკაშვილმა ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის ერთ-ერთი სატელევიზიო ინტერვიუ კიდევ ერთხელ გაიხსენა.



"ეს არის მაგალითი იმისა, როგორ არ უნდა საუბრობდეს თანამდებობის პირი. ეს იყო უაზრო და უშინაარსო ლაყაფი. გილაურმა ერთხელ მითხრა, იმდენად სუსტია, მთავრობის სხდომიდანაც კი გავაგდეო. როცა მთავრობის სხდომიდან აგდებ, ის სამსახურიდანაც უნდა გააგდო. მაღალანაზღაურებად თანამდებობებზე ლაყაფისტების შენახვას აღარ ვაპირებ", - განაცხადა პრეზიდენტმა.



20 ივლისს პრეზიდენტი ყვარელში, მთავრობის გასვლით სხდომას უძღვება. ამჯერად მისი რისხვის ობიექტი ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ყოფილი მოადგილე გრიგოლ გობეჯიშვილი და ინვესტორისთვის მის მიერ ნათქვამი უარი ხდება. პრეზიდენტი ამბობს, რომ ხელისუფლება "გაქსუებულ" ადამიანებს მაღალ თანამდებობებზე აღარ შეინახავს.



"ეს გრიგოლ გობეჯიშვილი ალბათ საძმაკაცოში კარგ ბიჭად ითვლება, ალბათ ქელეხებზე და ქორწილებზე დადის, ბავშვებს ნათლავს და ძმაკაცებს ხელს უმართავს, მაგრამ საქართველო მას არ უყვარს. ის არის გაქსუებული, გათავხედებული, თავგასული მოხელე. აი, ვინ არის მთავარი პრობლემა საქართველოსი. არა მტერი და უცხოური აგრესია, არამედ გრიგოლ გობეჯიშვილისნაირი გაქსუებული მოხელეებია მთავარი პრობლემა და მთავარი მიზეზი, რომ ჩვენი ხალხი ისევ გაჭირვებაშია.



აი, ვინ არცხვენს საქართველოს. გობეჯიშვილი და კომპანია", - აღნიშნა პრეზიდენტმა, თუმცა იქვე დასძინა, რომ გობეჯიშვილი მის მთავრობაში ერთადერთი არ ყოფილა.



"სხედხართ ხალხი, ვისთვისაც საუკეთესო პოზაა არაფრის კეთება, ნაცრის ქექვა და მახათის ერთ ადგილზე გაყრა. გეგონება, მაძღარი ქვეყნის მთავრობას წარმოვადგენდეთ. მე ამის მოთმენას აღარ ვაპირებ. ჩვენ არ ვართ ხორცკომბინატი, რომ მინისტრების და თანამდებობის პირების ნაცვლად ხორცის ნაჭრები შევინახოთ",- განაცხადა სააკაშვილმა.



იმავე დღეს პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ სამინისტროებში მიმდინარე მდგომარეობას პირად კონტროლზე აიყვანდა და შეასრულა კიდეც.



5 აგვისტოს პრეზიდენტი კოლუმბიაში გაემგზავრა და რუსეთ-საქართველოს ომის ორი წლისთავზე კოლუმბიის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო. ამის შემდეგ რამდენიმე დღით მიხეილ სააკაშვილის კვალი იკარგება. რუსული სააგენტოები წერენ, რომ "საქართველოს პრეზიდენტი უკვალოდ გაქრა", თუმცა 11 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ის კოლუმბიის შემდეგ ერთი დღით არუბაშიც იმყოფებოდა.



17 სექტემბერს პრეზიდენტი ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, ნიკოლოზ ფრუიძის დაკავებას გამოეხმაურა. "როგორც კი ვინმე თავზე ხელს აიღებს მოსტყდებათ ის ხელები ძირში", - განაცხადა პრეზიდენტმა.



20 სექტემბერს კი აშშ-ში მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი დაიწყო. ნიუ-იორკის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა გაამხილა, რომ პირადი მიღწევები არ აქვს. "ერთადერთი, რაც ჩემს პირად მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს, ის არის, რომ, ცოტა წონაში დავიკელი", - განაცხადა სააკაშვილმა.



15 ოქტომბერს სასტუმრო "ჰოლიდეი ინის" დათვალიერებისას მიხეილ სააკაშვილმა მოულოდნელად ვენეციის კომისიის გენერალური მდივნის მესიჯი მიიღო. "მინდა, ეს მესიჯი ურწმუნო თომების გასაგონად წავიკითხო. ვენეციის კომისიის გენერალურმა მდივანმა მომწერა ასეთი რამ - დაწვრილებითი ანალიზის შემდეგ კომისია მზად არის განაცხადოს, რომ საქართველოს კონსტიტუცია მთლიანად შეესატყვისება ევროპულ ტრადიციებს", - განაცხადა სააკაშვილმა.



20 ოქტომბერი კი ის დღეა, როდესაც საქართველომ წელს ზემოთ შიშველი პრეზიდენტი იხილა. ამ დღეს მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში, იახტ-კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე ზღვაში 3,5 კმ გაცურა. "წყალი არის სუპერ. ასეთი წყალი ხმელთაშუა ზღვაში ივნისის ბოლოს არის", - აღნიშნა ნაპირზე სააკაშვილმა.



22 ოქტომბერს პრეზიდენტი ეკონომიკის სამინისტროს ეწვია და საპრივატიზაციო გეგმის ვადაზე ადრე შესრულებით აღფრთოვანებულ მინისტრ ქობალიას ურჩია, საკუთარ მიღწევებზე დიდი წარმოდგენა ნუ ექნება.



8 ნოემბერს პრეზიდენტი "თავისუფალ უნივერსიტეტს" ესტუმრა და სტუდენტებს ქართულ დემოკრატიაზე ესაუბრა. ქვეყნის დემოკრატიულობის ნათელსაყოფად კი კახა კუკავას მაგალითი დაასახელა.



"თავისუფლება არ არის ის, რომ ყველა ტელევიზია დღე და ღამე მთავრობას ლანძღავდეს. ჩემთვის ეს ტესტი ძალიან მარტივია – ნებისმიერი პოლიტიკური ერთეული, დავუშვათ, კუკავა, რომელიც 08:00 საათზე იღვიძებს. არ ვიცი 08:00-ზე იღვიძებს თუ არა, მაგრამ რომ გაიღვიძებს "პახმელიაზე" და ტვინში აზრი მოუვა, თუ ეს საქართველომ დღის 15:00 საათზე "კურიერის" რომელიმე გამოშვებიდან გაიგო, ეს ნიშნავს, რომ საქართველოში არის დემოკრატია", - განაცხადა სააკაშვილმა.



პრეზიდენტის შედარებები ამ დღეს მრავლად გაისმა. სააკაშვილის კრიტიკის ობიექტები ინგლისურის შესწავლის მოწინააღმდეგე პოლიტიკური ოპონენტები გახდნენ.



"ერთი თავგასიებული, რამდენიმე დღის წინ, რომელიღაც არხზე იძახდა, რომ სამი ათასი წელი ქართველებს არ დასჭირვებიათ ინგლისური და რაში უნდა დასჭირდეთ ახლაო", - განაცხადა საააკშვილმა.



გამოეხმაურა სკოლებში გამოცდების ჩატარების მოწინააღმდეგეებს - "ვაი იმ მშობლებს, რომლებიც შვილებს ეუბნებიან, შაშკინს ოროსნების რევოლუცია მოუწყვეთო". ვლადიმერ პუტინიც არ დავიწყებია. "ერთი მოყვარული ავტომრბოლელია ჩვენს მეზობელ ქვეყანაში, რომელიც ყველაფერში ისტერიულად მბაძავს. მას ჩემი მიბაძვა ცხოვრების მიზნად აქვს, სანამ მე გავჩნდებოდი, ნეტავ ვის ბაძავდა", - განაცხადა პრეზიდენტმა.



16 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში მთავრობის ახალი სახლის მშენებლობა გახსნა და გვამცნო, რომ მთავრობა თბილისიდან ნაბიჯ-ნაბიჯ იპარება.



23 ნოემბერს კი ევროპარლამენტის ტრიბუნიდან საქართველოს პრეზიდენტის სამშვიდობო ინიციატივამ გაიჟღერა. "საქართველო არასდროს გამოიყენებს ძალას თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ის გამოიყენებს მხოლოდ მშვიდობიან საშუალებებს მისი დეოკუპაციის და გაერთიანების განსახორციელებლად. მაშინაც კი, თუ რუსეთის ფედერაცია უარს იტყვის თავისი საოკუპაციო ჯარების გაყვანაზე, მაშინაც კი თუ რუსეთის შეიარაღებული რაზმები გააორმაგებენ ადამიანთა უფლებების დარღვევას, საქართველო დაიტოვებს მხოლოდ თავდაცვის უფლებას, ახალი შემოჭრის შემთხვევაში ქვეყნის ტერიტორიის იმ 80%-ზე, რომელსაც საქართველოს მთავრობა აკონტროლებს", - აღნიშნა პრეზიდენტმა.



ნახევარსაათიანი გამოსვლა საქართველოს პრეზიდენტს ევროპარლამენტში ტაშით 7-ჯერ შეაწყვეტინეს.



30 ნოემბერს პრეზიდენტმა ანაკლიის პლაჟიდან ინვესტორების მიმსამართით მოწოდება გააკეთა. "ინვესტორებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით ანაკლიაში".



17 დეკემბერს მთავრობის მორიგი გასვლითი სხდომა სათაფლიის მღვიმეში შედგა. პრეზიდენტმა გარემოს დაცვის სამინისტროს რეფორმირების აუცილებლობაზე ისაუბრა და მწუხარებით აღნიშნა, რომ ერთადერთი ადგილი, სადაც ჯერ ისევ არეულობაა, ტყეა. მთავრობის სხდომა ძალიან რომ არ გაგრძელებულიყო, პრეზიდენტმა მინისტრები დააჩქარა და განაცხადა - "წავედით, სანამ დინოზავრს გაუღვიძია".



მნიშვნელოვანი თარიღი - 21 დეკემბერი და 43-ე წლის იუბილე პრეზიდენტმა ოჯახურ გარემოში აღნიშნა.



24 დეკემბერს კი, როგორც თავად თქვა, ქვესკნელიდან პირდაპირ მთებში აღმოჩნდა და სათაფლიის მღვიმის შემდეგ მთავრობის სხდომა მესტიაში ჩაატარა.



მოგზაურობით და პოლიტიკურად დატვირთული წელი თავად პრეზიდენტმაც შენიშნა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ დაფრინავს არა პოლიტიკურად, არამედ - ფიზიკურად. "მთელს საქართველოში დავფრინავ, ოღონდ არა ზოგადად, პოლიტიკურად, დავფრინავ ფიზიკურად, ფეხები მყარად მიდგას ჩვენს მიწაზე", - აღნიშნა პრეზიდენტმა.



და ბოლოს, 30 დეკემბერს პრეზიდენტი ისევ ბათუმშია და ახალი სასტუმროს მშნებლობას ჩაუყარა საფუძველი, თან თქვა - "ჩვენი პრინციპია სიტყვიდან საქმეზე გადასვლა, ასე რომ, მომეცით წერაქვი, ნიჩაბი და დავიწყოთ".

http://www.presage.tv/?m=politics&AID=2671
kote-1962
მიხეილ სააკაშვილის ერთადერთი პირადი მიღწევა


12:04 02.01.2011

[[ინტერპრესნიუსი]]

საქართველოს პრეზიდენტმა 2010 წელი 2 იანვარს ბათუმში საერთო სახალხო სეირნობაში მონაწილეობით დაიწყო. ზღვისპირა ქალაქი, კონცერტები და სეირნობა მიხეილ სააკაშვილმა მთელი წლის განმავლობაში დაიბედა . არ დარჩენილა საქართველოს კუთხე, რომელსაც პრეზიდენტი 2010 წელს არ სწვევია. თუმცა, ბათუმი მაინც ყველაზე აქტუალური იყო.



11 იანვარი – მიხეილ სააკაშვილი ბათუმში სენატორ ჯონ მაკკეინს მასპინძლობს და საქართველოს ეროვნული გმირის ორდენით აჯილდოებს.



2 თებერვალი – მიხეილ სააკაშვილი ბორჯომშია – ღონისძიება – მესამე საჯარო სკოლის გახსნა. რუსეთი აქაც აქტუალური თემაა – მოსკოვში მოსიარულე პოლიტიკოსები კი "ჩმორები" არიან. "პატარა ბავშვმაც კი იცის, რომ რუსეთი დამპყრობელია, მაგრამ ზოგიერთი ვაიპოლიტიკოსი მოსალაპარაკებლად საქართველოს დამპყრობელთან დარბის. თუ რომელიმე პოლიტიკოსი, ბოდიში და არის ჩმორი, საქართველო არასოდეს დაჩმორდება, მით უმეტეს, არც მათ დააჩმორებინებს თავს", - აღნიშნა სააკაშვილმა.

26 თებერვალი - საქართველოს პარლამენტი მიხეილ სააკაშვილის ყოველწლიურ ანგარიშს უსმენს. კანონმდებლების წინაშე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა გასული წლის გამოწვევებად რუსული აგრესია და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი დაასახელა და პარლამენტის ტრიბუნიდან პოლიტიკური ნატვრაც გაამხილა - თავისუფალი არჩევნების ჩატარება.



14 მარტი - პრეზიდენტი ბოლნისიდან "მოდელირებული ქრონიკის" შემქმნელებს საყვედურობს, თუმცა აღნიშნავს, რომ რეპორტაჟი მაქსიმალურად ახლოს იყო იმასთან, რა შეიძლება მოხდეს.

ამ თვეების განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტმა არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა და მიღება გამართა.



26 აპრილი – პრეზიდენტი მოსახლეობას თბილისის მერის არჩევნებში სწორი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ქვეყანაში ერთი გუნდი მუშაობს და მოსახლეობამ სწორედ ამ გუნდის სასარგებლოდ უნდა გააკეთოს არჩევანი.



"არიან კანდიდატები, რომლებიც დაბერავენ ლამაზად ტუჩებს და იძახიან: შემომხედეთ რა ლამაზი ვარ, რა კარგი შესახედავი ვარ და როგორ შეიძლება ასეთ ბიჭს არ მისცე ხმა. ამით რომ ქვეყანა შენდებოდეს, სილამაზით, მაშინ მერად ნანკა კალატოზიშვილი უნდა ავირჩიოთ", - განაცხადა პრეზიდენტმა.

შეხვედრებით მაისიც დატვირთულია - პრეზიდენტი ვატიკანშია და რომის პაპს ხვდება. მიხეილ სააკაშვილის გარეშე არ ჩაუვლია კოსტა რიკაში ლაურა ჩინჩილა მირანდას ინაუგურაციასაც.



14 ივლისი - მიხეილ საააკაშვილთან რეგიონების გუბერნატორები და რაიონების გამგებლები შეიკრიბნენ. ამ დღეს მინისტრების ნაწილმა პრეზიდენტის შექება, ნაწილმა კი, საყვედური დაიმსახურა.

ამავე დღეს პრეზიდენტმა სვანეთში მცხოვრები ზოგიერთი ქართველი ბანდიტიც "მოიკითხა" და შეახსენა, რომ თუ ჭკუას თავად არ ისწავლიან, "საქართველოს ევროპული დონის საპატიმროებში ძალით ასწავლიან".

მიხეილ სააკაშვილმა ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის ერთ-ერთი სატელევიზიო ინტერვიუ კიდევ ერთხელ გაიხსენა.



"ეს არის მაგალითი იმისა, როგორ არ უნდა საუბრობდეს თანამდებობის პირი. ეს იყო უაზრო და უშინაარსო ლაყაფი. გილაურმა ერთხელ მითხრა, იმდენად სუსტია, მთავრობის სხდომიდანაც კი გავაგდეო. როცა მთავრობის სხდომიდან აგდებ, ის სამსახურიდანაც უნდა გააგდო. მაღალანაზღაურებად თანამდებობებზე ლაყაფისტების შენახვას აღარ ვაპირებ", - განაცხადა პრეზიდენტმა.



20 ივლისს პრეზიდენტი ყვარელში, მთავრობის გასვლით სხდომას უძღვება. ამჯერად მისი რისხვის ობიექტი ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ყოფილი მოადგილე გრიგოლ გობეჯიშვილი და ინვესტორისთვის მის მიერ ნათქვამი უარი ხდება. პრეზიდენტი ამბობს, რომ ხელისუფლება "გაქსუებულ" ადამიანებს მაღალ თანამდებობებზე აღარ შეინახავს.



"ეს გრიგოლ გობეჯიშვილი ალბათ საძმაკაცოში კარგ ბიჭად ითვლება, ალბათ ქელეხებზე და ქორწილებზე დადის, ბავშვებს ნათლავს და ძმაკაცებს ხელს უმართავს, მაგრამ საქართველო მას არ უყვარს. ის არის გაქსუებული, გათავხედებული, თავგასული მოხელე. აი, ვინ არის მთავარი პრობლემა საქართველოსი. არა მტერი და უცხოური აგრესია, არამედ გრიგოლ გობეჯიშვილისნაირი გაქსუებული მოხელეებია მთავარი პრობლემა და მთავარი მიზეზი, რომ ჩვენი ხალხი ისევ გაჭირვებაშია.



აი, ვინ არცხვენს საქართველოს. გობეჯიშვილი და კომპანია", - აღნიშნა პრეზიდენტმა, თუმცა იქვე დასძინა, რომ გობეჯიშვილი მის მთავრობაში ერთადერთი არ ყოფილა.



"სხედხართ ხალხი, ვისთვისაც საუკეთესო პოზაა არაფრის კეთება, ნაცრის ქექვა და მახათის ერთ ადგილზე გაყრა. გეგონება, მაძღარი ქვეყნის მთავრობას წარმოვადგენდეთ. მე ამის მოთმენას აღარ ვაპირებ. ჩვენ არ ვართ ხორცკომბინატი, რომ მინისტრების და თანამდებობის პირების ნაცვლად ხორცის ნაჭრები შევინახოთ",- განაცხადა სააკაშვილმა.



იმავე დღეს პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ სამინისტროებში მიმდინარე მდგომარეობას პირად კონტროლზე აიყვანდა და შეასრულა კიდეც.



5 აგვისტოს პრეზიდენტი კოლუმბიაში გაემგზავრა და რუსეთ-საქართველოს ომის ორი წლისთავზე კოლუმბიის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო. ამის შემდეგ რამდენიმე დღით მიხეილ სააკაშვილის კვალი იკარგება. რუსული სააგენტოები წერენ, რომ "საქართველოს პრეზიდენტი უკვალოდ გაქრა", თუმცა 11 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ის კოლუმბიის შემდეგ ერთი დღით არუბაშიც იმყოფებოდა.



17 სექტემბერს პრეზიდენტი ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, ნიკოლოზ ფრუიძის დაკავებას გამოეხმაურა. "როგორც კი ვინმე თავზე ხელს აიღებს მოსტყდებათ ის ხელები ძირში", - განაცხადა პრეზიდენტმა.



20 სექტემბერს კი აშშ-ში მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი დაიწყო. ნიუ-იორკის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა გაამხილა, რომ პირადი მიღწევები არ აქვს. "ერთადერთი, რაც ჩემს პირად მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს, ის არის, რომ, ცოტა წონაში დავიკელი", - განაცხადა სააკაშვილმა.



15 ოქტომბერს სასტუმრო "ჰოლიდეი ინის" დათვალიერებისას მიხეილ სააკაშვილმა მოულოდნელად ვენეციის კომისიის გენერალური მდივნის მესიჯი მიიღო. "მინდა, ეს მესიჯი ურწმუნო თომების გასაგონად წავიკითხო. ვენეციის კომისიის გენერალურმა მდივანმა მომწერა ასეთი რამ - დაწვრილებითი ანალიზის შემდეგ კომისია მზად არის განაცხადოს, რომ საქართველოს კონსტიტუცია მთლიანად შეესატყვისება ევროპულ ტრადიციებს", - განაცხადა სააკაშვილმა.



20 ოქტომბერი კი ის დღეა, როდესაც საქართველომ წელს ზემოთ შიშველი პრეზიდენტი იხილა. ამ დღეს მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში, იახტ-კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე ზღვაში 3,5 კმ გაცურა. "წყალი არის სუპერ. ასეთი წყალი ხმელთაშუა ზღვაში ივნისის ბოლოს არის", - აღნიშნა ნაპირზე სააკაშვილმა.



22 ოქტომბერს პრეზიდენტი ეკონომიკის სამინისტროს ეწვია და საპრივატიზაციო გეგმის ვადაზე ადრე შესრულებით აღფრთოვანებულ მინისტრ ქობალიას ურჩია, საკუთარ მიღწევებზე დიდი წარმოდგენა ნუ ექნება.



8 ნოემბერს პრეზიდენტი "თავისუფალ უნივერსიტეტს" ესტუმრა და სტუდენტებს ქართულ დემოკრატიაზე ესაუბრა. ქვეყნის დემოკრატიულობის ნათელსაყოფად კი კახა კუკავას მაგალითი დაასახელა.



"თავისუფლება არ არის ის, რომ ყველა ტელევიზია დღე და ღამე მთავრობას ლანძღავდეს. ჩემთვის ეს ტესტი ძალიან მარტივია – ნებისმიერი პოლიტიკური ერთეული, დავუშვათ, კუკავა, რომელიც 08:00 საათზე იღვიძებს. არ ვიცი 08:00-ზე იღვიძებს თუ არა, მაგრამ რომ გაიღვიძებს "პახმელიაზე" და ტვინში აზრი მოუვა, თუ ეს საქართველომ დღის 15:00 საათზე "კურიერის" რომელიმე გამოშვებიდან გაიგო, ეს ნიშნავს, რომ საქართველოში არის დემოკრატია", - განაცხადა სააკაშვილმა.



პრეზიდენტის შედარებები ამ დღეს მრავლად გაისმა. სააკაშვილის კრიტიკის ობიექტები ინგლისურის შესწავლის მოწინააღმდეგე პოლიტიკური ოპონენტები გახდნენ.



"ერთი თავგასიებული, რამდენიმე დღის წინ, რომელიღაც არხზე იძახდა, რომ სამი ათასი წელი ქართველებს არ დასჭირვებიათ ინგლისური და რაში უნდა დასჭირდეთ ახლაო", - განაცხადა საააკშვილმა.



გამოეხმაურა სკოლებში გამოცდების ჩატარების მოწინააღმდეგეებს - "ვაი იმ მშობლებს, რომლებიც შვილებს ეუბნებიან, შაშკინს ოროსნების რევოლუცია მოუწყვეთო". ვლადიმერ პუტინიც არ დავიწყებია. "ერთი მოყვარული ავტომრბოლელია ჩვენს მეზობელ ქვეყანაში, რომელიც ყველაფერში ისტერიულად მბაძავს. მას ჩემი მიბაძვა ცხოვრების მიზნად აქვს, სანამ მე გავჩნდებოდი, ნეტავ ვის ბაძავდა", - განაცხადა პრეზიდენტმა.



16 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში მთავრობის ახალი სახლის მშენებლობა გახსნა და გვამცნო, რომ მთავრობა თბილისიდან ნაბიჯ-ნაბიჯ იპარება.



23 ნოემბერს კი ევროპარლამენტის ტრიბუნიდან საქართველოს პრეზიდენტის სამშვიდობო ინიციატივამ გაიჟღერა. "საქართველო არასდროს გამოიყენებს ძალას თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ის გამოიყენებს მხოლოდ მშვიდობიან საშუალებებს მისი დეოკუპაციის და გაერთიანების განსახორციელებლად. მაშინაც კი, თუ რუსეთის ფედერაცია უარს იტყვის თავისი საოკუპაციო ჯარების გაყვანაზე, მაშინაც კი თუ რუსეთის შეიარაღებული რაზმები გააორმაგებენ ადამიანთა უფლებების დარღვევას, საქართველო დაიტოვებს მხოლოდ თავდაცვის უფლებას, ახალი შემოჭრის შემთხვევაში ქვეყნის ტერიტორიის იმ 80%-ზე, რომელსაც საქართველოს მთავრობა აკონტროლებს", - აღნიშნა პრეზიდენტმა.



ნახევარსაათიანი გამოსვლა საქართველოს პრეზიდენტს ევროპარლამენტში ტაშით 7-ჯერ შეაწყვეტინეს.



30 ნოემბერს პრეზიდენტმა ანაკლიის პლაჟიდან ინვესტორების მიმსამართით მოწოდება გააკეთა. "ინვესტორებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით ანაკლიაში".



17 დეკემბერს მთავრობის მორიგი გასვლითი სხდომა სათაფლიის მღვიმეში შედგა. პრეზიდენტმა გარემოს დაცვის სამინისტროს რეფორმირების აუცილებლობაზე ისაუბრა და მწუხარებით აღნიშნა, რომ ერთადერთი ადგილი, სადაც ჯერ ისევ არეულობაა, ტყეა. მთავრობის სხდომა ძალიან რომ არ გაგრძელებულიყო, პრეზიდენტმა მინისტრები დააჩქარა და განაცხადა - "წავედით, სანამ დინოზავრს გაუღვიძია".



მნიშვნელოვანი თარიღი - 21 დეკემბერი და 43-ე წლის იუბილე პრეზიდენტმა ოჯახურ გარემოში აღნიშნა.



24 დეკემბერს კი, როგორც თავად თქვა, ქვესკნელიდან პირდაპირ მთებში აღმოჩნდა და სათაფლიის მღვიმის შემდეგ მთავრობის სხდომა მესტიაში ჩაატარა.



მოგზაურობით და პოლიტიკურად დატვირთული წელი თავად პრეზიდენტმაც შენიშნა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ დაფრინავს არა პოლიტიკურად, არამედ - ფიზიკურად. "მთელს საქართველოში დავფრინავ, ოღონდ არა ზოგადად, პოლიტიკურად, დავფრინავ ფიზიკურად, ფეხები მყარად მიდგას ჩვენს მიწაზე", - აღნიშნა პრეზიდენტმა.



და ბოლოს, 30 დეკემბერს პრეზიდენტი ისევ ბათუმშია და ახალი სასტუმროს მშნებლობას ჩაუყარა საფუძველი, თან თქვა - "ჩვენი პრინციპია სიტყვიდან საქმეზე გადასვლა, ასე რომ, მომეცით წერაქვი, ნიჩაბი და დავიწყოთ".

http://www.presage.tv/?m=politics&AID=2671
kote-1962
პრეზიდენტ სააკაშვილის ”მადლიერება”

04-01-2011

[ნიკა ასლანიძე]

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა ნაწილმა, მათ შორის 1992-1993 წლებისა და 2008 წლის საომარი მოქმედებების მონაწილეებმა, გმირთა მოედანზე პერმანენტული საპროტესტო აქციები 27 დეკემბერს დაიწყეს და შიმშილობის შეწყვეტას 6 იანვრისთვის გეგმავდნენ, თუმცა, ვერ გაითვალისწინეს, რომ 3 იანვარს მათ პრეზიდენტ სააკაშვილის კორტეჟი გვერდით ჩაუვლიდა და რომ ”ბუენა ვისტას” კონცერტიის შემდეგ სასიამოვნოდ მოთენთილ პრეზიდენტს აქცია და აქციის მონაწილეები თვალში არ მოუვიდოდა.

ვეტერანების განცხადებით, სააკაშვილმა გმირთა მოდანზე ვაკის მიმართულებით გაიარა და სწორედ სააკაშვილის ჩავლიდან ერთ საათში იქ პოლიცია მივიდა და მათ დაშლას შეეცადა. ვეტერანების ვერსიით, სააკაშვილს არ მოეწონა აქციის ფორმა და მან გასცა აქციის დაშლის ბრძანება. პოლიციელები გმირთა მოედანზე ერთ საათში მივიდნენ და აქციის შეწყვეტა მოითხოვეს. თავდაპირველად, ვეტერანები მათ დაემორჩილნენ და ლეიბები და სხვა ნივთები აიღეს. თუმცა, პარალელურად ამის შესახებ ოპოზიციას შეატყობინეს. ბათიაშვილისა და აბაშიძის მისვლის შემდეგ კი, ვეტერანები აქციის გაგრძელებას შეეცადნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

სანამ დაკავებები დაიწყებოდა, ვეტერანებთან გია ყარყარაშვილი მივიდა და აქციის მონაწილეებს დაშლისაკენ მოუწოდა. ყარყარაშვილი აცხადებდა, რომ აქციამ შედეგი უკვე გამოიღო, ყურადღება მიიპყრეს და უნდა დაშლილიყვნენ. აქვე ყარყარაშვილმა განაცხადა, რომ აქციის ფორმას იგი არ ეთანხმება, მისთვის მიუღებელია და ულამაზოა გმირთა მოედანზე კარვები. მისი მოწოდება ვეტერანებმა არ გაიზიარეს.

აქციის ფარგლებში რამდენიმე ვეტერანი შიმშილობდა. ისინი ხელისუფლებას ომის ვეტერანთა მიმართ უყურადღებობაში ადანაშაულებენ და მოითხოვენ, რომ ის ადამიანები, რომლებმაც სამშობლოს წინაშე ვალი პირნათლად მოიხადეს, სათანადოდ დაფასდნენ.

ასეა თუ ისე, ხელისუფლების ყურადღება მათ მართლაც მიიქციეს და ისე სათანადოდ დაფასდნენ, როგორც ამ ხელისუფლებას შეჰფერის. რამდენიმე დღეში ალბათ ტელევიზიით მოვისმენთ პატრულის რომელიმე ყოჩაღი თანამშრომლის მონოტონურ თხრობას: ”ვმოძრაობდი... კვადრატში... ამ დროს... შევეცადეთ... წინააღმდეგობა გაგვიწიეს... დავაკავეთ...”

ყველაფერი კი ქალბატონის ცემით დაიწყო.
აქციის დაშლისას სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ძალოვანი უწყების წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციაზე მყოფ ”ქართული პარტიის” ისნის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს ეკა მათიაშვილს, რომელსაც საავადმყოფოში სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა, დაკავებით კი ამავე პარტიის აქტივისტი, შოთიკო იამანიძე დააკავეს, რადგან ის ეკა მათიაშვილს გამოექომაგა. შემდეგ, ვეტერანების ჯერიც დადგა. მათი ნაწილი ნარკოლოგიურში, ნაწილი კი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. დაკავების სპეცოპერაცია თითქმის ერთ საათს გაგრძელდა და ამ პერიოდის განმავლობაში, ვარაზისხევში ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებული იყო. სპეცოპერაციაში მონაწილეობას შსს-ს დანაყოფები - საპატრულო პოლიცია, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი, ასევე კრიმინალური პოლიცია იღებდა.

მას შემდეგ, რაც პოლიციელებმა გმირთა მოედანი აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს, ტერიტორია თავად დაიკავეს და მას ცოცხალი კედლით იცავდნენ. ადგილზე რამდენიმე ათეული სამართალდამცავი იყო მობილიზებული. დაახლოებით იმდენი, რამდენმაც 2004 წელს ცხინვალში დაიჩოქა.

ვეტერანების დაკავების შემდეგ და სიტუაცია მიწყნარდა, პოლიციელთა ჯგუფი ვარაზისხევის მიმართულებით დაიძრა. აღმოჩნდა, რომ საპატრულო პოლიციის მანქანაში რამდენიმე პირს სვამდნენ. მათგან ერთ-ერთი გიორგი კორკოტაშვილი (კორკოტა) იყო.

გმირთა მოედანზე დაკავებულ ვეტერანებს სავარაუდოდ, ადმინისტრაციული წესით გაასამართლებენ. ამის შესახებ დაკავებულების ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ერთ-ერთი დაკავებულმა მას დაურეკა და აცნობა, რომ სხვა დაკავებულებთან ერთად არის და მიმდინარეობს ადმინისტრაციული წესით მათ გასამართლებაზე საუბარი. ნიკოლაიშვილის განმარტებით, თუ ადმინისტრაციული წესით გაასამართლებენ, სასამართლო პროცესი დაკავებიდან 24 საათში, ანუ დღეს საღამომდე უნდა ჩატარდეს.

სასამართლო თბილისის საქალაქო სასამართლოში სავარაუდოდ, 10:00 საათზე გაიმართება . ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” დეპუტატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ აცნობა, რომელიც თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორში ვეტერანებს - მალხაზ თოფურიას, ამორე რევიშვილს, შოთა ზღუდაძეს, შოთა იამანიძეს, ვალერიან ძებისაშვილს, ლევან ასატრიანს და ლევან ასათიანს შეხვდა

ლორთქიფანიძის განმარტებით, მათგან მხოლოდ 4-ია ვეტერანი. შოთა იამანიძე "ქართული პარტიის" წევრია, შოთა ზღუდაძე კი ვეტერანების აქციის მხარდამჭერი. დეპუტატის თქმით, დაკავებულები თავს ნორმალურად გრძნობენ და ოჯახთან დაკავშირების საშუალება ჰქონდათ.

ნიკოლაიშვილის ინფორმაციით, საქმეში მის გარდა სახალხო დამცველის ოფისი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაა ჩართული და სავარაუდოდ, დაკავებულების ინტერესებს ისინიც დაიცავენ. ადვოკატის ინფორმაციით, 15-მდე პირია დაკავებული. მათ სავარაუდოდ პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევაში და წვრილმან ხულიგნობაში ედავებიან.

ნიკოლაიშვილის განმარტებით, დაკავებულები არც უარყოფენ რომ პოლიციელებს გაუწიეს წინააღმდეგობა, თუმცა პოლიციელების მოთხოვნა უკანონო იყო და მას არ დაემორჩილნენ. მისი თქმით, ვეტერანები კანონის ჩარჩოებში მოქმედებდნენ, მერია გაფრთხილებული იყო, არც საზოგადოებრივი წესრიგი დაურღვევიათ და არც ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეუფერხებიათ.

გუშინდელ მოვლენებს ოპერატიულად გამოეხმაურნენ პოლიტიკური პარტიები და ცალკეული პოლიტიკოსები.

”ხალხს, რომელთა მიმართაც მადლიერება უნდა გაგვაჩნდეს, ხელისუფლებამ ლუკმა-პური გამოაცალა, სასიკვდილოდ გაწირა, აიძულა შიმშილობა დაეწყო და ნაცვლად იმისა, რომ ბოდიში მოეხადა, დახმარებოდა, ზურგში ლახვარი ჩასცა. ჩვენ მართლა დავკარგეთ ღირსება, ვითმენთ ყველაფერს; ვითმენთ სააკაშვილს - სისხლიან პრეზიდენტს, რომელიც თავის ქმედებებით სისხლს უშრობს ხალხს, შიმშილით განწირული ადამიანების გვამებზე დათარეშობს” - ნათქვამია ”თეთრების” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

”ქართული პარტია” მოითხოვს, პასუხისგებაში მიეცნენ ის პირები, რომლებიც მათიაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. პარტია მიმართავს არასამთავრობო ორგანიზაციებს, ადამიანის უფლებების დამცველ ინსტიტუტებს, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ადეკვატური შეფასება მისცენ დღეს თბილისში, აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალთან მომხდარ ძალადობრივ ქმედებებს.

”დაუშვებელია ასე მოექცნენ იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის იბრძოდნენ და დღეს საკუთარი უფლებების დაცვას ცდილობენ. მიუღებელია, როდესაც ასეთი ქმედება გმირთა მემორიალთნ ხდება. მსგავსი ქმედებები სახელმწიფოს კარგს არაფერს მოუტანს”, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პაატა დავითაიამ.

დღეს 14:00 საათზე გმირთა მოედანზე დაკავებული ვეტერანების მხარდამჭერი აქცია გაიმართება. აქციის ორგანიაზატორი საინიციატივო ჯგუფია . როგორც საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა ჯაბა ტყემალაძემ განაცხადა, აქციაში მონაწილეობას ის მეომრები მიიღებენ, რომელთაც რეალურად იციან ამ სფეროში არსებული პრობლემები. ტყემალაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავად ის ვეტერანი არ არის და ომების დროს დაჭრილებს სამედიცინო დახმარებას უწევდა. მისი თქმით, ამ აქციის უკან არანაირი პოლიტიკური ძალა არ დგას

ტყემალაძის განმარტებით, გმირთა მოედანზე შეიკრიბებიან, გააპროტესტებენ ვეტერანების დაკავებას და საზოგადოებას მოთხოვნებს გააცნობენ. ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ მიხეილ სააკაშვილმა, ქვეყნის მთავარსარდალმა, ვეტერანების დარბევისთვის ბოდიში საჯაროდ მოიხადოს და დაისაჯონ დარბევაში მონაწილე პირები.

http://journalist.ge/?menuid=2&id=1843&lang=1
vaniko1978
США готовят военный контроль Кавказа


Кавказ – геополитические ворота в Россию. Об этом известно каждому, но не каждый в полной мере понимает, какие катастрофические последствия будет иметь для всего региона политика Вашингтона на кавказском направлении. Американцы по Кавказу работают долго и напористо. Принцип «вода камень точит» себя оправдывает. По такой схеме был разрушен Советский Союз. Теперь этот же шаблон применяется для разрушения Российской Федерации.

В то же время кавказскую политику федерального центра, к сожалению, успешной назвать нельзя. Достаточно сказать, что до сих пор нет полного этнографического атласа Кавказа с указанием мест проживания всех кавказских этносов и их численности. У американцев такие атласы есть. Рабочий день какого-нибудь Джона, сотрудника ЦРУ, может начинаться с просмотра качественно выполненного и точного этнографического атласа, который «расскажет», как обстоят дела у карачаевцев с кабардинцами, что назревает между ингушами и осетинами, какие противоречия имеются у грузин с абхазами и с осетинами и т.д.

Кавказ – настолько геополитически лакомый кусок, что, к примеру, аналитики Джеймстаунского фонда публикуют еженедельные (!) отчёты по ситуации в регионе. Это свидетельствует, во-первых, о высокой оперативности американских спецслужб, а во-вторых, указывает на степень их проникновения вглубь Евразии. Спецслужбам других стран остаётся только мечтать о такой осведомлённости. Например, об этнических отношениях на американо-мексиканской границе или о трениях между индейцами, афроамериканцами и белыми где-нибудь в штате Колорадо или Юта.

Один из последних отчётов Джеймстаунский фонд посвятил, среди прочего, и Осетии. По данным заокеанских стратегов, межнациональные конфликты сказываются на обороноспособности российской армии. Ссылаясь на слова военкома полковника Юрия Морозова, американцы сообщают, что из 2300 призывников из Северной Осетии в армию этой осенью попали только 200. Больше всего уклонистов – во Владикавказе.

При этом многие потенциальные призывники скрываются от солдатской службы у родственников в Южной Осетии. «Северная Осетия традиционно считалась самой дружественной к Москве республикой Северного Кавказа, поэтому недобор осетинских призывников – новый феномен, высвечивающий проблемы российских ВС…», - значится в отчёте.

Далее сообщается, что весной из 700-тысячной республики в ВС РФ призвано было 2000 юношей, и это – самый большой показатель среди северокавказских республик. Для сравнения – 900-тысячная КБР «дала фронту» 1000 бойцов. Из 2,7 млн. дагестанцев военную форму надели 4000 чел. В Дагестане предпочтение отдаётся молодым людям с высшим образованием. То есть, берут в армию не всякого желающего или нежелающего дагестанца. Соседнее Ставрополье с населением тоже в 2,7 млн. отправило в войска 4800 чел.

Главной причиной такого поведения российских юношей американцы видят в их боязни погибнуть на Кавказе и в недостаточном финансировании самой российской армии. Поэтому, по их мнению, десятимиллионная Москва посылает в ВС РФ, как и Дагестан и Ставрополье, всего 4000 чел. По крайней мере, так было в 2008г.

По оценкам независимых экспертов, если уровень рождаемости среди русских (мордвы, удмуртов, карел, чувашей, бурят, калмыков) будет сохраняться на прежнем уровне, через время более половины российских призывников будут выходцами из мусульманских республик. У янки есть чёткие схемы по работе с мусульманским населением, обработанные на албанцах, иракцах и афганцах. Поэтому провоцирование межэтнических конфликтов между российскими мусульманами и российскими христианами и буддистами для Вашингтона - цель №1.

Тенденции к увеличению числа уклонистов-осетин американцев не могут не радовать. Фраза о том, что в ВС РФ имеются серьёзные проблемы, раз уж лояльные осетины скрываются в соседней Южной Осетии от призыва, повторяется в отчёте дважды. Зная стиль мышления «белого господина с берегов Потомака», можно не сомневаться, что ему бы хотелось, чтобы эти тенденции укреплялись и окончательно развалили армию России, а с ней и саму Россию.

В то же время и нас не могут не тревожить указанные факты, если они соответствуют действительности. Почему осетины, гордый и мужественный народ, с оружием в руках не раз доказывавший своё право на полноценную жизнь, вдруг массово бегут от армии?

Напомню, от той армии, которая спасла их от грузинской агрессии всего 2,5 года назад. От армии, чьи бойцы своими телами прикрывали от пуль озверевших террористов бесланских детишек. Ведь Россия – наша общая родина.

Когда в 1750 году в Петербург прибыло осетинское посольство с прошением о присоединении Осетии к Российской империи, глава посольской миссии Зураб Магкаев заявил о том, что Осетия готова выставить армию численностью в 30 тысяч воинов для участия в военных действиях против Турции и Ирана – главных соперников России на Кавказе. Осетины были уже тогда готовы рука об руку идти в одном строю с русскими.

Что изменилось с тех времён? Изменилась наша страна, ослабевшая, изнурённая в противостоянии с алчными англосаксами и их либеральными шпиончиками внутри самой России. Не хочется верить, что изменился характер осетинского народа.

Нельзя не заметить, что изменились и москвичи. Когда-то житель столицы среди призывников был нормальным явлением, а не редкостью. Идеология пепси-колы, дешёвой попсы и негритянского рэпа росту патриотизма и престижу армии не способствует, как не способствует им и коррупция среди армейских чинов. С начала горбачёвской перестройки «пепси-кольное» мировоззрение стало нормой для юных обитателей российских мегаполисов. Им не до спасения родины, когда по «ящику» новый ролик MTV крутят. Шмотки и жратва стали главными ценностными категориями молодого поколения.

Когда в конце 80-х границы Советского Союза трещали по швам, литовцы, украинцы, азербайджанцы, грузины, армяне из отпусков в строй уже не возвращались. Националистическая пропаганда призывала их оставаться дома. Единственные, кого не могли отпустить даже в отпуск, были россияне – русские, осетины, марийцы, якуты, башкиры, ингуши. Кроме как ими, заткнуть «прорехи» на границе было не кем. Их легко и непринуждённо предали вчерашние собратья по оружию, сбежав в «национальные квартиры», оставив их отдуваться за всех. Янки удовлетворённо потирали руки…

Теперь они хотят, чтобы также развивалась ситуация и в самой России, когда границы уже не Советского Союза, а Российской Федерации откажутся охранять осетины, лезгины, балкарцы или черкесы. Параллельно с этим русской молодёжи будут прививаться «либеральные ценности», среди которых слово «родина» ценностью не обладает.

Тем временем командование американских ВВС объявило о готовности доплачивать лётчикам к основному жалованью ещё $500 за знание чеченского языка. Внимание янки к Кавказу не ослабевает.



Илья Макаров
29/12/2010 10:13


Обсудить статью в блоге можно здесь

Постоянный адрес :
http://www.segodnia.ru/index.php?pgid=2&am...mp;newsid=13221
kote-1962
06-01-2011 სად შიმშილობენ ნამდვილი ვეტერანები? liberali.ge
[პაატა ქურდაძე]

საქართველოს წამებული ვეტერანი პრეზიდენტი მაგალითად, ომის დაწყების წინ იტალიურ სპაში შიმშილობდა, სახელმწიფო ინტერესებისათვის. ამის წყალობით, დღეს მსოფლიოს ნებისმიერ პლაჟზე შეგვიძლია მისი ტორსით ვიამაყოთ, თორემ ადრე შიშველი არსად გამოსაჩენი არ იყო, განსაკუთრებთ პუტინის გვერდით.

შიმშილობის შედეგების შესახებ პრეზიდენტმა ანგარიში ოქტომბერშიც ჩაგვაბარა ბათუმის პლაჟიდან. მართლც შთამბეჭდავი იყო... მისი "გრუპი" ქალები სულ აკრუსუნდნენ ფეისბუკზე.

თუმცა არის მეორე ვეტერანი, რომლის ადგილსამყოფელი ომის დროს შედარებით ძნელი დასადგენია. ეს მაშინდელი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილია. უკვე მესამე წელია, მის შესახებ აბსოლუტურად ურთიერთგამომრიცხავ ცნობებს თავად პრეზიდენტი ავრცელებს. სავარაუდოდ, ალბათ მტერს რომ თავგზა აუბნიოს, რომ ვერაგმა არ იცოდეს, სად ეძებოს ქართველი მინისტრები ომის დროს - შვებულებაში თუ მივლინებაში.

აი რას წერდა პრეზიდენტი სააკაშვილი -გლუკსმანის co - შედევრში "მე თქვენ თავისუფლების შესახებ გესაუბრებით", რომელიც ომის დამთავრებიდან ორ თვეში. 2008 წლის ნოემბერში გამოსცა პარიზში , და რომლის წაკითხვის "ბედნიერება" ქართველ მკითხველს რატომღაც არ ეღირსა :

მ.ს. ...ჩვენ ყველას გვქონდა იდეა, რომ აგვისტო ცხელი თვე იქნებოდა. ასევე, იალტის სემიტზეც, სადაც ბევრი რუსი იყო წარმოდგენილი, პუტინისტიცა და ანტიპუტინისტიც, ყველა საქართველოსთან გარდაუვალ ომზე ლაპარაკობდა, ისე მესალმებოდნენ, როგორც სიკვდილმისჯილს...

მე იტალიაში, ჩემს მეუღლესა და შვილებთან ერთად სპაში ვიყავი, როდესაც მივხვდი, რომ შესაძლოა რაღაც სახიფათო მზადდებოდა. ეს ივლისის ბოლო იყო. ჯერ ჩემმა თავდაცვის მინისტრმა დავით კეზერაშვილმა დამირეკა, და მითხრა, რომ ორასი რუსული ტანკი აფხაზეთში შედიოდა. მე ვუბრძანე, რეაგირება არ მოეხდინა და უბრალოდ შეეტყობინებინა ამერიკელებისა და ევროპელებისათვის რუსების მიერ საერთაშორისო შეთანხმებების ეს მორიგი დარღვევა.



ჩვენ მოვლენების განვითარებას ტელეფონით განვიხილავდით. თუმცა ამავდროულად სექტემბრისათვის ვემზადებოდით, რომელიც ღირსშესანიშნავი მოვლენებით უნდა ყოფილიყო გამორჩეული: პირველად საქართველოს ისტორიაში, ნატოს სამიტით, დიკ ჩეინის ვიზიტით და თბილისში პოლ მაკარტნის დიდი კონცერტით... ყოველივე ამის შემდეგ, ერთ დღეს ვრთავ რუსულ ტელე არხს და ვგებულობ, რომ ქართველები ომისათვის ემზადებიან. რუსეთის სახმელეთო ჯარების სარდალი ამტკიცებდა, რომ ჩვენ ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის დღეს, 8 აგვისტოს კონფლიქტის დაწყების გეგმა გვქონდა. ეს სურეალისტურად გამოიყურებოდა, იმ დროს როდესაც მე იტალიაში სპაში ვიყავი, სხვათაშორის უამრავი რუსის გარემოცვაში, ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი მინისტრები კი არდადეგებზე ზოგი ესპანეთში, ზოგიც საბერძნეთში ...



... ამიტომ 1 აგვისტოს გადავწყვიტე შემემოკლებინა ჩემი შვებულება იტალიაში და თბილისში დავბრუნებულიყავი. როდესაც ჩამოვედი, ათასობით ოსი მილიციელი ქართულ პოლიციას უტევდა. ეს უკვე სერიოზულად გამოიყურებოდა. მე ჩვენს თავდაცვის მინისტრს დავურეკე და ვთხოვე, მარბელადან რაც შეიძლება სასწრაფოდ ჩამოსულიყო. მან ამიხსნა, რომ ბილეთის გადაცვლა ნამდვილი თავისტეხა იყო, რომ ეს ყველაფერი უფრო რუსული ბლეფი იყო. მე დავაძალე და დამპირდა, რომ მეორე დღეს დილას გამოფრინდებოდა. საბოლოოდ, ის მხოლოდ მესამე დღეს ჩამოვიდა... ეს იმისათვის, რომ აგიხსნათ, თუ როგორ ვემზადებოდით ამ მომენტში ომისათვის: ჩემი თავდაცვის მინისტრი შვებულების დამატებით დღეებს იპარავდა..."



მაშინ წაკითხულმა ისე ამაღელვა, რომ ამ წიგნს უზარმაზარი კრიტიკული წერილიც კი მივუძღვენი, რომელიც ჩემს წიგნშია შესული "ფსიქოდელიური ქრონიკა 2009" სათაურით - "მომწესრიგებლები". აი, ამონარიდი ამ ტექსტიდან:



"...აი ასე, როგორც იქნა, შეიკრიბა 3 აგვისტოს თბილისში ჩვენი სახელისუფლო, და განსაკუთრებით თავდაცვის აპარატი. უნდა ითქვას, ომს სულზე მოუსწრეს... პრინციპში, ყველაფერი ისე სწრაფად დამთავრდა, რომ თავდაცვის მინისტრ კეზერაშვილს შვებულების ერთი-ორი დღე კიდევ რომ "მოეპარა", ომი შეიძლება მარბელას მზიან პლიაჟზე შეზლონგზე წამოკოტრიალებულს ტელეფონით ხელში "გადაეგორებინა." როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, მთელი ხელისუფლება ევროპის კურორტებზე იყო გაფანტული, (იმედი მაქვს არა იაფფასიან კემპინგებში). როგორც ჩანს, ომისათვის მათ სულაც არ ეცალათ. საერთოდ, რა უსინდისობაა, რა დროს ომი იყო ამ შუა აგვისტოში...ხომ შეიძლებოდა სექტემბრამდე დაეცადათ, სადღაც პოლ მაკარტნის კონცერტსა და თბილოსობას შორის, შემოდგომის რომელიმე მოსაწყენ წვიმიან დღეს...

როგორც პრეზიდენტი ამბობს, ყველამ მშვენივრად იცოდა უდიდესი საშიშროების შესახებ, რომელიც ქვეყანას ელოდებოდა, აფხაზები, უფრო მეტიც, თავად რუსებიც კი აფრთხილებდნენ იალტის სამიტზე ქართველებს. მიუხედავად ამისა, კუთვნილ შვებულებას ვერავინ შეელია, და საქართველოს ტერიტორიაზე 200 ტანკის შემოსვლა მარბელას პლიაჟსა და იტალიურ სპას შორის მხოლოდ სატელეფონო საუბრის თემა გახდა პრეზიდენტსა და მისი თავდაცვის მინისტრს შორის..."

მას შემდეგ ათასმა წყალმა ჩაიარა. დღეს ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში ომის ვეტერანების მხოლოდ ორი ტიპი არსებობს - პირველი, მუხიანის სასაფლაოზე წევს, ხოლო მეორე ტიპი - ჩვენი გმირი ხელისუფლებაა უგმირესი მთავარსარდლის ხელმძღვანელობით. დანარჩენები, ანუ მებრძოლები, ხანდახან ცოცხალ უცნობ ჯარისკაცების ფონად თუ გაიელვებენ ხოლმე უნიჭო პატრიოტული კლიპების "საძმო" მასიურ სცენებში.

ამასობაში პრეზიდენტმა გასული სექტემბრის რუსული GQ - ში ჟურნალისტ სოკოლოვასთან საუბრისას, სრულიად ახლებული ხედვა გვიჩვენა ომის პერიოდში ქართველი ფუნქციონერების კონსპირაციისა:

სააკაშვილი: ომი რუსეთმა დაიწყო. ...რუსეთის არმია საქართველოს საზღვრებთან მრავალი თვის განმავლობაში დემონსტრაციულად ატარებდა სწავლებებს და მანევრებს. რაღაც მომენტში ჩვენ, უბრალოდ, აღარც კი ვრეაგირებდით. ივლისის ბოლოს მთავრობის უმეტესი ნაწილი უკვე მივლინებაში იყო. მე თავად გახლდით შვებულებაში.

სოკოლოვა: მაინც სად იყავით?

სააკაშვილი: იტალიაში. მერანოს სანატორიუმში.

სოკოლოვა: უი, გამოდის, რომ ჩვენ იქ ერთად ვიყავით.

სააკაშვილი: და თქვენ რას აკეთებდით იქ? მე ჩემმა აზერბაიჯანელმა მეგობრებმა და მიხეილ გუსმანმა მირჩიეს იქ წასვლა, გახდომის მიზნით. მერანოში რუსეთის ერთ-ერთ არხზე ვნახე ქვეითი ჯარების მეთაურის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ საქართველო ოლიმპიადის გახსნის დღეს ომს წამოიწყებს, ეს კი ოლიმპიადის წესების დარღვევააო. ეს სადღაც ივლისის ბოლოს ხდებოდა.

სოკოლოვა: ანუ გინდათ, თქვათ, რომ თქვენ, ქვეყნის პრეზიდენტმა, მერანოში რუსეთის არხის ყურების დროს აღმოაჩინეთ, რომ რუსეთთან ომს იწყებდით?

სააკაშვილი: მე დავურეკე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, რომელიც იმ დროს სარდინიაში იმყოფებოდა და ვკითხე, რას ნიშნავდა ეს ყველაფერი? მან მიპასუხა: არაფერი, სიმშვიდეაო. შემდეგ დავურეკე თავდაცვის მინისტრს, რომელიც საქართველოში იყო. მან მითხრა, არაფერი არ ხდებაო. მაგრამ მაინც ვშფოთავდი. შვებულება შევწყვიტე და საქართველოში დავბრუნდი. შემდეგ რუსეთის მხრიდან პროვოკაციების მთელი სერია დაიწყო. და ისევ სიმშვიდე ჩამოვარდა. გადავწყვიტე, ჩინეთში ოლიმპიადაზე წავსულიყავი. ჩემი თვითმფრინავი აეროპორტში იდგა. მე ჩემს ცოლ-შვილთან ერთად ვაპირებდი გაფრენას..

GQ სექტემბერი 2010

მართლაც... კოლფილდისა არ იყოს, ნეტა სად მიფრინავენ იხვები, როცა ცენტრალ პარკის ტბაში წყალი იყნება?



http://liberali.ge/node/4596
kote-1962
ეკა მათიაშვილი: ჩემდამი აგრესია არც დაუმალავთ

[ვიდეო]


00:08 05.01.2011
[ნინო ჯაფარიძე]

„საქართველოში კაცებს უკვე იმის გამო იჭერენ, რომ ვიღაც ქალს ხელს დაარტყამს, ის კი წაქცეულს ხელს შეაშველებს“, - ამბობს ეკა მათიაშვილი. ის ერთ-ერთია მათ შორის, ვინც გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლ ვეტერანთა შიმშილობის აქციის დაშლის დროს ძალოვანთა ხელით დაზარალდა. “ქართული პარტიის” ისნის რაიონული ორგანიზაციის ხელმღვანელი აღნიშნავს, რომ მისი მეუღლეც ვეტერანია და აქციის მონაწილეების გასამხნევებლად დიდების მემორიალთან 27 დეკემბრის შემდეგ ყოველდღე მიდიოდნენ.

მათიაშვილის განცხადებით, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აქციის მონაწილეების მიმართ არავის არანაირი აგრესია არ გამოუხატავს. სიტუაცია მას შემდეგ გართულდა, რაც გმირთა მოედანზე პრეზიდენტის ესკორტმა ჩაიარა.

გამომძიებელს, რომელსაც ფაქტის გამოძიება დაევალა დაზარალებული ჯერ არ დაუკითხავს. თუმცა, მოშიმშილე ვეტერანების დარბევის ამსახველი კადრებისა და ფოტოსურათების გავრცელების შემდეგ, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ამოიცნეს ძალოვანი, რომლის წყალობითაც ეკა მათიაშვილი დაზარალდა. ის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, 27 წლის ოთარ გვენეტაძეა.

მოხმდარის შესახებ პრესაგე.ტვ ეკა მათიაშვილს ესაუბრა.

აქციის მონაწილეების მისამართით სახელისუფლებო უმრავლესობის მხრიდან დღეს გაისმა ბრალდებები, რომ ისინი საქართველოსთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს აბინძურებდნენ.

– მოშიმშილეებს იდეალური სისუფთავე ჰქონდათ, რომ ვინმეს რაიმე ზედმეტი არ ეთქვა. ახალი წლის ღამეს მეც და ჩემი მეუღლეც მათთან ერთად შევხვდით. ხალხიც ბევრი იყო. მათ შორის - რამდენიმე პოლიტიკური ძალის ლიდერი.

სამართალდამცველები სულ ერთხელ მივიდნენ მოშიმშილეებთან, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იყვნენ და ჰკითხეს, რაიმე ხომ არ გჭირდებათო.

3 იანვარსაც ვაპირებდი მისვლას, საღამო ხანს. 4 საათი ხდებოდა, როდესაც ჩემს მეუღლეს დაურეკეს და უთხრეს, გვყრიან, დაახლოებით 400-მდე პოლიციელია მოსული, დიდი საბარგო მანქანაც მოიყვანეს ჩვენი ნივთების წასაღებადო. გმირთა მოედანთან რომ მივედი, შეხლა-შემოხლა უკვე დაწყებული იყო. საცობში მოვყევი. ბოლოს მანქანის გაჩერება მოვახერხე. სირბილით წამოვედი მემორიალისკენ. ძლივს მოვახერხე ძალოვანების კორდონის მიღმა მოხვედრა. ერთ-ერთ მოშიმშილეს, მალხაზ თოფურიას ურტყამდნენ. ვცადე დახმარებოდი, ძალოვანებს მივმართე - კაცს 7 დღეა საჭმელი არ უჭამია და როგორ ურტყამთ მეთქი.

ჩემდამი აგრესია არც დაუმალავთ, დაიძახეს, მოდით ბიჭებო აბა, მივაწექით ყველანი ერთადო.

ძალოვანებიდან ფორმა ყველას ეცვა?

– გარედან წრე ფორმიანებს ჰქონდათ დარტყმული, თუმცა როდესაც კორდონს შიგნით აღმოვჩნდი, უფრო მეტად უფორმო “ზონდერები” იყვნენ. დავინახე და ვესაუბრე კიდევაც თბილისის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსს. ეს ნიშნავს, რომ კუდ-იც იქ იყო. ცდილობდნენ ტროტუარიდან გზის სავალ ნაწილზე ჩვენს გადაყრას. საპატრულო პოლიციის მანქანას მივეჯახე. ერთ-ერთმა მკლავში დამარტყა ხელი. წამოდგომა რომ მოვახერხე, მივუტრიალდი - რას მირტყამ მეთქი. კადრებში ჩანს, ვინც მე დამარტყა ის, რამდენიმე ნაბიჯს დგამს და ისე მოდის, რომ სწორედ ჩემთვის დასარტყმელად ემზადება. მალხაზ თოფურიამ შემაშველა ხელი. გადამეფარა და დაიყვირა - გოგოს რომელმა დაარტყითო.

აღნიშნეთ, კადრებიდან ჩანს, ვინც დამარტყა, შემთხვევით არ მოქცეულა ასე, მიზანში ვყავდი ამოღებულიო. რაში სჭირდებოდათ ეს?

- ვფიქრობ, მიზანი მოშიმშილეების და აქციის მონაწილეების პროვოცირება იყო. მოშიმშილეების დაჭერა უნდოდათ. თუმცა, ბიჭებმა თავის შეკავება მოახერხეს და პროვოკაციას არ აყვნენ. როგორც კი თოფურიამ თქვა, გოგოს რომელმა დაარტყით ხელიო, იმ წუთსვე ხელები ამოუგრიხეს და მანქანაში ჩატენეს.

მედიაში უკვე გაჩნდა შეფასებები, რომ მოშიმშილე ვეტერანები გარკვეული ოპოზიციური პოლიტიკური ძალების წაქეზებით მოქმედებდნენ. განსაკუთრებით იმ განცხადებების შემდეგ, რომელიც ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა გააკეთეს...

- მხარდამჭერ განცხადებებს ესენი წაქეზებას არქმევენ. საქართველოში კაცებს უკვე იმის გამო იჭერენ, რომ ვიღაც ქალს ხელს დაარტყამს, ის კი წაქცეულ ქალს ხელს შეაშველებს.

მომხდარის გამო, 4 იანვარს დაკავებულთათვის სასჯელის შეფარდების საკითხი განხილვისას, სასამართლო პროცესზე თქვენ მოწმის სტატუსით ხომ დაიკითხეთ?

– მოწმის სახით მე და ირაკლი ბათიაშვილი დაგვკითხეს. თუმცა, ჩვენს ჩვენებას გადაწყვეტილებაზე არ უმოქმედია. ის წინასწარ იყო გამოტანილი, ჩვენი ჩვენება მხოლოდ ფორმალურად გაატარეს ოქმში. როდესაც ვსაუბრობდი, მოსამართლემ ისეთი სახე მიიღო, თითქოს პირველად გაიგო ჩემი ცემის ფაქტი და აღშფოთებული სახით შემომხედა.

როგორც დაზარალებული, პროკურატურას თუ მიმართავთ?

– პროკურატურაში განცხადებას 5 იანვარს შევიტან. ყოველ შემთხვევაში ჩვენ გაჩერებას არ აპირებთ და მომხდარზე სამართლებრივ რეაგირებას აუცილებლად მოვითხოვთ.

აქციაზე მიღებული დაზიანებების შემდეგ, რომელიც საავადმყოფოში მედიკოსებმაც დააფიქსირეს, ამ ფაქტით სამართალდამცველები თუ დაინტერესდნენ?

– 3 იანვარს, ღამის თორმეტის ნახევარზე დამირეკა ვიღაცამ. მითხრა გამომძიებელი მაღრაძე ვარ და სასწრაფოდ უნდა მოხვიდეთ ორთაჭალაში. საავადმყოფოდან მივიღეთ შეტყობინება და ჩვენება უნდა ჩამოგართვათო. ვუპასუხე, დაზარალებული ვარ, სერიოზული ტრავმა მივიღე და ლოგინიდან ნამდვილად ვერ ავდგები მეთქი. დაჟინებით მოითხოვდა ორთაჭალაში ჩავსულიყავი. ჩემი შეთავაზება, რომ თავად მოსულიყო ჩემთან, როგორც დაზარალებულთან და მე მზად ვიყავი ჩვენების მისაცემად, არაფრად ჩააგდო. განმიცხადა, მე ძალიან ბევრი საქმე მაქვს და არ მცალია იმისთვის, რომ ხვალ თქვენ დრო დაგითმოთო.

http://www.presage.tv/?m=society&AID=2698
kote-1962
ნამდვილი ზეწოლა განათლებაზე


12:33 05.01.2011
[სოფო ბუკია, The Spokesman-Reviev]

თბილისი, საქართველო – თუკი ზოგიერთი ამერიკელის მიერ საჯარო სკოლების მდგომარეობის გამო გამოხატული შეშფოთების ხარისხს გავითვალისწინებთ, შესაძლოა ვინმეს საქართველოს რესპუბლიკის მაგალითის გაზიარება და ქვეყნის პენიტენციალური სისტემის ყოფილი შეფისთვის ქვეყნის სკოლების ხელმძღვანელობის ჩაბარება მოუნდეს

განათლების მინისტრის დიმიტრი შაშკინის თქმით, იმ მიზნით რომ მოსწავლეთა ქცევა გაუმჯობესდეს, მან საკლასო ოთახებში ფარული კამერების დაყენება ბრძანა, რათა მოსწავლეებზე და მასწავლებლებზეც თვალი ეჭიროს.

მას შემდეგ რაც ერთი წლის წინ თანამდებობაზე დაინიშნა, მან შეზღუდა სკოლის მმართველებისა და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების ავტონომია და საკუთარი სამინისტროს უფლებამოსილებები გაზარდა.

შაშკინი კრიტიკულად იყო განწყობილი ძველი სისტემისადმი და ამტკიცებდა, რომ ის ”ზედმეტად ლიბერალური” იყო. თვის დასაწყისში გამართულ კონფერენციაზე, წელს მიღწეული წარმატებების განხილვისას, მან განაცხადა: ”ერთხელ ერთმა მასწავლებელმა მითხრა, რომ სკოლა ჯუნგლებივითაა. საბედნიეროდ ჩვენ ამ ჯუნგლებიდან თავის დაღწევა მოვახერხეთ”.

გამკაცრებული წესები იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეებმა რომლებიც სკოლას გააცდენენ, სათამაშო მოედნები უნდა დაასუფთაონ, ხოლო რეციდივისტები ქვეყნის დასავლეთში, სპეციალურ დახურულ სკოლაში გაიგზავნებიან.

სექტემბრიდან პატრიოტიზმი სასწავლო პროგრამის ნაწილი გახდება, ხოლო იანვრიდან ზოგიერთ სკოლაში ცეკვის გაკვეთილები აუცილებელ საგნად იქცევა. ორივე საგანი ახალგაზრდებს შორის ქართული იდენტობის უფრო მძაფრი განცდის ჩამოყალიბების მცდელობას წარმოადგენს.

იმაში დასარწმუნებლად რომ წესები სრულდება, თბილისში და სხვაგანაც ყველგან, სკოლებს ფარული კამერები და დამკვირვებლების გუნდი უთვალთვალებს.

მთავრობას როგორც სჩანს მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციების მიმართ იმ ძველი ანდაზის გამოყენება აქვს განზრახული, რომლის თანახმადაც ”როზგებს დაზოგავ, ბავშვს გააფუჭებ” – სკოლის 8 დირექტორი იმის გამო, რომ საკმაოდ აგრესიულად ვერ მოახდინეს რეაგირება და მოსწავლეთა პროტესტი ვერ ჩაახშეს, სამსახურიდან გაათავისუფლეს.

უთანხმოებაში პრეზიდენტი სააკაშვილიც კი ჩაერთო, როდესაც პროტესტანტ სტუდენტებს ”ოროსნების რევოლუცია” უწოდა. არადა 2003 წელს ძალაუფლებაში მოსვლის შემდეგ ავტონომიური სკოლების დეცენტრალიზებული სისტემა სწორედ სააკაშვილმა შექმნა.

პოლიტიკის ცვლილება ალბათ 2007 წლის ნოემბრის მასობრივმა საპროტესტო აქციებმა გამოიწვია. მაშინ პრეზიდენტმა ვადამდელი არჩევნები დანიშნა, რათა მისი მმართველობისთვის შექმნილი პრობლემები მოეგვარებინა.

არჩევნების წინ სააკაშვილი მასწავლებლებს ეფერებოდა, მათ სავალდებულო ტესტების გაუქმებას, დირექტორების დანიშვნის სისტემის შეცვლას, უკეთეს ხელფასს, შვებულებებსა და სოციალურ დახმარებებს ჰპირდებოდა. სრულიად გამართლებული ზომებია, თუმცა მათგან ყველა არ შესრულებულა.

საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის ხელმძღვანელობამ, როგორც სჩანს გადაწყვიტა, რომ როზგი უფრო ეფექტური შეიძლება გამოდგეს, ვიდრე ტკბილი კვერი.

foreignpress.ge
kote-1962
შიმშილობა შიმშილის სახელით


16:07 05.01.2011
[დალი ბჟალავა]

400 ლარიანი ჯარიმა 7 დღიანი შიმშილობისთვის. ასეთია ვერდიქტი, რომელიც ქართულმა მართლმსაჯულებამ ქუჩაში სოციალური მოთხოვნებით გამოსულ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისთვის მებრძოლ ვეტერანებს გამოუტანა.

მოშიმშილე ვეტერანები და მათ მხარდასაჭერად გმირთა მოედანზე მისული ახალგაზრდები: ზაზა გერმანოზაშვილი, ილია ჩილოშვილი, ვალერიან ძებირაშვილი, ლევან ასათიანი, მალხაზ თოფურია, ამურ რევიშვილი, სერგო დვალი, ლევონ ასატრიანი, ლეონიდ ეხვაია, შოთა იამანიძე და შოთა ზღუდაძე ძალოვანებმა 3 იანვარს, გმირთა მოედანზე აიყვანეს.

ინფორმაციით, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად გაავრცელა, დაკავებულთა დანაშაული იმაში მდგომარეობდა, რომ „დაღუპულ გმირთა მემორიალთან, თვითნაკეთი კარავი გაშალეს. არ დაემორჩილნენ ადგილზე გამოცხადებული საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მოთხოვნას კარვის აღების თაობაზე, გაუწიეს მათ ფიზიკური წინააღმდეგობა და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა“.

თუმცა, ირკვევა, რომ მოშიმშილე ვეტერანთა დაკავების რეალური მიზეზი, სულ სხვა რამ გახდა.

ავტომობილის “სარკმლიდან” დანახული შიმშილი

შიმშილობის მონაწილენიც, მათი თანამებრძოლებიც და გულშემატკივრებიც ერთნაირ ისტორიას ყვებიან. 27 დეკემბრიდან 3 იანვრამდე აქცია მშვიდად მიმდინარეობდა. გმირთა მოედანზე პროტესტის ამ ფორმით გამოხატვა მათთვის არავის აუკრძალავს. მოშიმშილეებთან ძალოვანები მხოლოდ ერთხელ მივიდნენ. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაინტერესდნენ მათ რაიმე სახის დახმარება ხომ არ სჭირდებოდათ.

სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც გმირთა მოედანზე საახალწლო გართობით მოღლილი პრეზიდენტის ესკორტმა ჩაიარა. აქციის მონაწილენი იხსენებენ, რომ გმირთა მოედანთან ესკორტმა სვლა შეანელა. პრეზიდენტმა ავტომობილის მინა ჩაწია და მოშიმშილეები შეათვალიერა.

ბუნებრივია, ის, რაც დიდების მემორიალთან იხილა სააკაშვილს ბოჩელის კონცერტით მიღებულ სიამოვნებას ნამდვილად გაუფუჭებდა.

პრეზიდენტის ესკორტი თვალს მიეფარა. მალევე კი, გმირთა მოედანზე ძალოვანთა მობილიზება დაიწყო. პოლიციის თანამშრომლებმა, რომელნიც ერთი კვირის განმავლობაში მშვიდად ადევნებდნენ თვალს აქციის მიმდინარეობას, მოშიმშილეებს კარვის აღება და ტერიტორიის დაცლა მოსთხოვეს.

მხოლოდ სოციალური მოთხოვნებით

დიდების მემორიალთან, რომელიც თავის დროზე 1992-1993 წლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა სახელზე აიგო, სწორედ ამ ბრძოლებში მონაწილე ვეტერანები შიმშილობდნენ.

მათ თავიდანვე დააფიქსირეს, რომ აქციას მხოლოდ სოციალური მოთხოვნებით იწყებდნენ. თქვეს ისიც, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლ ვეტერანებში საპროტესტო აქციების გამართვის აზრი არაერთხელ მომწიფებულა.

მათ ამისთვის არაერთი მიზეზი ჰქონდათ, რადგან “სახელმწიფომ ისინი დაივიწყა და ხაზი გადაუსვა”. თუმცა იმის გამო, რომ ამ ტიპის საპროტესტო აქციებს ხელშესახები შედეგი ვერ მოაქვს, ბევრჯერ გადაიფიქრეს.

ვეტერანები ამბობენ, რომ მათი მოთმინებისთვის ბოლო წვეთი ის ისტორია იყო, რომელიც გვარდიის ყოფილი სამმართველოს შენობაში დაღუპული მეომრების სურათებთან დაკავშირებით მოხდა. “სტენდი სადაც წარწერის ქვეშ – ისინი სამშობლოსთვის იბრძოდნენ, განთავსებული იყო, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მეომრების სურათები, დაჩეხეს და სანაგვეზე გადაყარეს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით”, - ამბობს გიორგი გიუაშვილი, რომელიც 1992-1993 წლებში საქართველო-რუსეთის საომარი მოქმედებების მონაწილა. ის “ქართული ლეგიონის” ერთ-ერთი დამფუძნებელიც გახლდათ.

მართალია აქცია სოციალური მოთხოვნებით დაიწყო, თუმცა გაისმა ბრალდებები, რომ ის პოლიტიზებული იყო... თუმცა ვერსია მისი პოლიტიკური ხასიათის შესახებ მას შემდეგ გაჩნდა, რაც სამართალდამცველებმა მოშიმშილეები დაარბიეს და დააკავეს. დასავლეთის მედიაში და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ კი გაისმა შეფასებები, რომ ქართულმა ნაციონალურმა მაუწყებლებმა და მედიის დიდმა ნაწილმა ამ ფაქტს წაუყრუა.

შენიშვნებიდან მეორე დღეს, საინფორმაციო გამოშვებებმა წინა დღით მომხდარ შეუმჩნეველ ფაქტს ვრცელი სიუჟეტები მიუძღვნეს. სადაც ბალანსი ოსტატურად იყო დაცული. ხუთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს, ერთი “ნაციონალური მოძრაობის” 5 წარმომადგენელი პასუხობდა.

სახელისუფლებო უმრავლესობის წევრთა კომენტარები გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა ერთმანეთს.

ნუგზარ წიკლაურმა აღნიშნა, რომ ვეტერანებს ნამდვილად აქვთ პროტესტის გამოხატვის და სოციალური მოთხოვნების დაყენების უფლება, თუმცა დაღუპულ გმირთა ხსოვნის მემორიალთან ლეიბები და ”ლეჟანკები” არ უნდა დაყარონ.

საინტერესო იყო ის ვერსიაც, რომელიც პარლამენტარმა ჟურნალისტებს სიტუაციის გამწვავებასთან დაკავშირებით შესთავაზა. წიკლაურმა აღნიშნა, რომ სიტუაციის გამწვავება აქციის პოლიტიკურმა შეფერილობამ და მასში “კრემლის წარმომადგენლების” ჩართვამ განაპირობა.

წიკლაურზე არანაკლები ფანტაზია აღმოაჩნდა “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურ მდივანს. ზურაბ მელიქიშვილმა განაცხადა, რომ “გმირთა მემორიალთან მოშიმშილე ვეტერანები ქვეყნის სიმბოლიკებს შეურაცხყოფდნენ”.

“გმირთა მემორიალი ერთგვარი სალოცავი ადგილიც კი არის. აქედან გამომდინარე, ქვეყნის სიმბოლიკისადმი უდიერი დამოკიდებულება ნებისმიერ საზოგადოებაში აღიქმება ქვეყნის შეურაცხყოფად", - განაცხადა პარლამენტარმა. ანალოგიური შინაარსის იყო შეფასება, რომელიც უმრავლესობის კიდევ ერთმა წევრმა, ვახტანგ ბალავაძემ გააკეთა.

ეს ბრალდებები აქციის მონაწილეებს უპასუხოდ არ დაუტოვებიათ. შიმშილობის აქციის ერთ-ერთი მონაწილე მალხაზ თოფურია განმარტავს: “სიგარეტის ნამწვიც არ ეგდო, ეკლესიის მერე ყველაზე წმინდა ადგილას ვიყავით, დაღუპულების სახელებთან, იქ უდიერ მოპყრობას როგორ დავუშვებდით".

გიორგი გიუაშვილი კი, ირწმუნება, რომ აქციაზე პოლიტიკური მოთხოვნები არ ყოფილა. მოშიმშილენი საშიმშილოდ მხოლოდ შიმშილმა გამოიყვანა.

“აქციის მონაწილენი პირდაპირ ამბობდნენ, რომ ახალ წელს მაინც მშივრები ხვდებოდნენ და შინ შვილისა და შვილიშვილის მშიერი თვალების ცქერას არჩიეს საკუთარი გაჭირება მთელი ქვეყნის დასანახად ამ ფორმით გამოეხატათ. მოშიმშილეთა აქციის ასეთი დარბევის რაიმე მიზეზით გამართლება წარმოუდგენელია. ვერ ვხვდები რა სურს ამ ხელისუფლებას. რატომ ცდილობს სულ უფრო და უფრო უარესად მოგვეპყროს. ჩვენი გაბოროტება უნდა?”, - ამბობს გიორგი გიუაშვილი.

“სოციალურ-პოლიტიკური “ განაჩენი

დიდების მემორიალთან ოპოზიციის ცალკეული ლიდერების გამოჩენის შემდეგ გაჩნდა ეჭვები, რომ აქცია კონკრეტული პოლიტიკური ძალების, მათ შორის “ქართული პარტიის” მიერ იყო მართული...

თუმცა, მოშიმშილენიც და მათი თანამოაზრენიც ირწმუნებიან, რომ ეს ნამდვილად არ იყო ასე. აქციაზე ოპოზიციის ლიდერები მართლაც მოვიდნენ, მაგრამ მოშიმშილეებმა ყველასთან საუბრისას დაფიქსირეს, რომ პოლიტიკური მოთხოვნების დაყენებას არ აპირებდნენ და მათი პროტესტი სოციალური ხასიათის იყო.

გიორგი გიუაშვილი ამბობს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დაკავებული ვეტერანებისთვის 400 ლარიანი ჯარიმის შეფარდებაც უსამართლობის მორიგი ფაქტი იყო. რადგან ადამიანებს, რომლებიც საშიმშილოდ უკიდურესმა გაჭირვებამ გამოიყვანა ამ თანხის გადახდაც გაუჭირდებათ.

“დაკავებულებმა სასამართლო პროცესზევე უთხრეს ადვოკატს, ოღონდ ფულად ჯარიმას ნუ შეგვიფარდებენ და 90 დღე დავრჩებით პატიმრობაში “ბალანდა” მაინც ხომ იქნება იმ ციხეში და იმას შევჭამთო. მაგრამ ბუნებრივია ციხეში მათ დატოვებას არავინ აპირებს. ამ ფულს როგორმე შევუგროვებთ და გადავიხდით”, -ამბობს გიუაშვილი.

სასამართლოს გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევენ დაკავებული და ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შემდეგ გათავისუფლებული ვეტერანებიც.

დაკავებულთაგან ერთ-ერთი მალხაზ თოფურიაც ამბობს, რომ შიმშილობის აქცია კანონის სრული დაცვით იმართებოდა. მოშიმშილეებმა წინასწარ შეიტანეს მერიაში გაფრთხილება აქციასთან დაკავშირებით და მისი მიმდინარეობისას არც გზის სავალ ნაწილი გადაუკეტავთ, არც აგრესიული მოწოდებები გაუხმიანებიათ.

თოფურია ამბობს, რომ შიმშილობის აქციაში მონაწილეობა გაცილებით მეტ ვეტერანს უნდოდა, თუმცა ეს აღარ მოხდა. ორგანიზატორებმა შეძლეს ყოფილი თანამებრძოლების დარწმუნება, რომ სოციალური პროტესტის ამ ფორმით გამოსახატად მოშიმშილეთა ეს რაოდენობაც საკმარისი იყო. აქციის მონაწილე იმასაც აღნიშნავს ხაზგასმით, რომ მოშიმშილენი 6 იანვარს ისედაც აპირებდნენ დაშლას. მშვიდობიანად, ექსცესების გარეშე და გამოთქვამს ეჭვს, რომ სიტუაციის გამწვავება შესაძლოა ვიღაცის ინტერესებში შედიოდა.

“რაღაც ჯგუფისთვის მიუღებელი იყო მშვიდობიანად დამთავრება. ჩემი მეგობრის, მებრძოლის მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ამას ვერ ავიტანდი. ამას მოჰყვა ჩემი დაკავებაც”,- ამბობს თოფურია.

“ჩვენი” და “სხვისი” ვეტერანები

საქართველოში დღეს 77 ათასამდე ომის ვეტერანია აღრიცხული. მათ შორის 30 ათასამდე - 1992-1993 წლებში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების, დანარჩენები კი - მეორე მსოფლიო და ავღანეთის ომების მონაწილენი არიან.

აქციის მონაწილე ვეტერანები და მათი თანამებრძოლები აცხადებენ, რომ ოფიციალური მონაცემები გაბერილია.

გიორგი გიუაშვილის განმარტებით, აფხაზეთის ომის მონაწილე ვეტერანთა რაოდენობა სინამდვილეში 10 ათასამდე იქნება. მისივე განცხადებით, წარმოუდგენელია მეორე მსოფლიო ომის, ავღანეთის და მონღოლეთის საბრძოლო მოქმედებების მონაწილეთა რაოდენობა 47 ათასამდე იყოს.

შიმშილობის აქციის მონაწილენი კიდევ რამდენიმე გარემოებაზე ამახვილებენ ყურადღებას, რომელიც მათი აზრით ადასტურებს, რომ “ვარდების ხელისუფლება” საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის 1992-1993 წლებში მებრძოლებს 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეებისაგან ასხვავებს.

არა და ამ ვეტერანთა დიდი ნაწილი მაშინ, ომში საკუთარი ნებით, მოხალისედ წავიდა. იბრძოდა ჯერაც ჩამოუყალიბებელი ქართული სახელმწიფოს არმიისა თუ შინაგანი ჯარის რიგებში. რომელიც თავის მხრივ ჯერ კიდევ არ იყო არც არმია და არც შინაგანი ჯარი. ამის მიუხედავად, სამხედრო დანაყოფები, რომელთაც არ ჰქონდათ საკმარისი შეიარაღება, სამხედრო განსწავლულობა თითქმის წელიწადნახევრის განმავლობაში აწარმოებდნენ ბრძოლებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისთვის და ინარჩუნებდნენ სოხუმს.

ყურადღება, რომელიც სახელმწიფომ მათ ამის სანაცვლოდ მიაგო მხოლოდ 22 ლარიანი შემწეობაა.
kote-1962
ბრმა კნუტები - მედიაში, ბრმა კატები - პოლიტიკაში ვეფხვის წლიდან კატის წლამდე...


20:17 05.01.2011
[რუსიკო მუმლაძე]

თითქმის ყველა სამინისტრომ, პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა გასული წლის მუშაობის შედეგები შეაჯამეს. სამწუხაროდ, არ მომხდარა მეოთხე ხელისუფლების 2010 წლის ქმედებების შეჯამება.. ანდა ვინ შეაჯამებდა? საით მიექანება ქართული მასმედია და საით მიაქანებს ის ქვეყანას? არის თუ არა ჟურნალისტი დღეს „ბრმა კნუტი“ ხელისუფლების ხელში?

გასული წლის „გრანდიოზული“ მედიამოვლენების შესახებ გთავაზობთ ინტერვიუს გაზეთ - „საქართველო და მსოფლიოს“ მთავარი რედაქტორის მოადგილესთან, ბონდო მძინარიშვილთან.

კიდევ ერთი წელი ჩამთავრდა და მოდი, როგორც ჟურნალისტებმა, შევაფასოთ გასული წელი. თქვენი აზრით, რა იყო მთავარი “მედიამოვლენა” 2010 წელს?

– პირდაპირ გეტყვი: ტელეინტერვიუ პრეზიდენტ სააკაშვილთან, როდესაც იგი ზღვიდან ამოვიდა, წყალი წურწურით ჩამოსდიოდა და მის წინ ჩაცუცქულ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა. არც ერთი თავმოყვარე ჟურნალისტი იქ არ მივიდოდა, მაგრამ დაავალეს და რა ქნან? მეტი არც მათ მოეთხოვებათ. ვისაც ერთხელ მაინც უნახავს, როგორ “ჩოქბჯენში” იღებენ ინტერვიუს ტელეჟურნალისტები, დამეთანხმება, რომ ასეთი უხერხული კადრი იშვიათია. ეს ნახევრად ხუმრობით.

სერიოზულად კი, გასული წლის უმნიშვნელოვანეს ფაქტად მიმაჩნია “ტელეიმედის” გადაცემა “მოდელირებული ქრონიკა”. ეს იყო მსოფლიო მასშტაბის ანტიჟურნალისტიკა, რომელმაც ომგადატანილ და ხელისუფლების უჭკუობით დაზაფრულ ქვეყანაში ნამდვილი შოკი გამოიწვია. სხვათა შორის, ეს მოხდა არამხოლოდ “პირველად საქართველოში”, არამედ, პირველად მსოფლიოში და კიდევ დიდხანს ემახსოვრებათ… ჟურნალისტიკის სახელმძღვანელოებშიც შეიტანენ იმის მაგალითად - როგორ არ უნდა მომზადდეს ტელეგადაცემა.

ბოლოდროინდელ ფაქტებსაც გავიხსენებ – როგორ სცადეს მედიის კიდევ ერთხელ გაკონტროლება, თქვენს მაგალითზე ვნახეთ ეს ყველაფერი. ახლა ინტერნეტის სრული მონოპოლიზება დაისახა მიზნად ხელისუფლებამ და, რომ შეეძლოს, სოციალურ ქსელებსაც კი მიიტაცებდა.

ხელისუფლების მხრიდან მედიის „დავერბოვკების“ გარდა, მასმედიას შიგნითაც აქვს პრობლემა. მედია - განსაკუთრებით ტელემედია - გადაივსო ჟურნალისტებით, რომლებმაც მხოლოდ ასეთი „კითხვა“ იციან – „თქვენი კომენტარი“. საგაზეთო მედიას რაც შეეხება, იქ სხვა პრობლემაა... დღეს ძნელია, იპოვნო ჟურნალისტი, რომელსაც სკოლაში გრამატიკა და შესაბამისად, გამართული წერა აქვს ნასწავლი...

-ეს იმის ბრალია, რომ ჟურნალისტობა ეადვილებათ და ჰგონიათ, რომ ცნობადობისთვის თუ გავლენის მოსაპოვებლად იოლ გზას მიაგნეს. ოცი წლის წინათ, როცა ჟურნალისტიკაში პირველ ნაბიჯებს ვდგამდი, მეც მეგონა, რომ ყველაზე მაგარი ვიყავი და თანამდებობებიც დამსახურებულად მივიღე, მაგრამ ამ გადასახედიდან სასაცილოდ არ მყოფნის ჩემი “უფროსობა”. ახლა პატარა გოგო-ბიჭებს თავი სულ მცირე - ლარი კინგები ჰგონიათ და, აბა, შენიშვნა მიეცი... უწიგნურობა და, პირდაპირ ვიტყვი, უვიცობა უკვე ჩვეულებრივი ამბავია ჟურნალისტიკისთვის. ინტერვიუს მომზადება ყველაზე ადვილი ჰგონიათ და რესპოდენტთან წასვლამდე არამხოლოდ თემას არ ამუშავებენ, თვით ამ ადამიანის შესახებ ინფორმაციის მოპოვებითაც არ იწუხებენ თავს. ამიტომაც გახდნენ ჟურნალისტები უბრალოდ “მოსიარულე დიქტოფონები”. იმ რესპოდენტმაც იცის, რომ “ეს საბრალო კურდღელი” ბაიბურში არ არის და წარმატებით “აბოლებს”. ამით პროფესიის პრესტიჟი ნულს უტოლდება.

რა გამართულ წერაზე ლაპარაკობთ, ელემენტარული სასვენი ნიშნების დასმა არ იციან. გაზეთს რომ ვკითხულობ, ხანდახან მექანიკურად, თვალით “ვასწორებ” ტექსტს და აზრი ისე გამომაქვს. კიდევ კარგი, “დინოზავრები” მაინც შემოვრჩით ამ პროფესიას, თორემ, მერე გენახა ჟურნალისტიკის დონე. იმედად ისღა მრჩება, რომ ახალგაზრდებში არიან ისეთებიც, კარგი ოსტატის ხელში პროფესიონალებად რომ ჩამოყალიბდებიან.

სხვათაშორის, ერთ-ერთი სტატისტიკური მონაცემებით, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, საერთო ჯამში, 27 ათასზე მეტი ახალგაზრდა სწავლობს. სად უნდა დასაქმდნენ ეს ადამიანები?

–ახლავე უნდა ვუთხრათ ამ ბავშვებს, რომ ვერსადაც ვერ დასაქმდებიან... მხოლოდ მათ შორის გამორჩეულებს გაუღიმებთ ბედი, ანუ რედაქტორი. ახლა ის დრო არ არის, ვიღაცის ნაცვლად თავიდან წერო მასალები. იქნებიან სტრინგერები, ანდა სადმე, სხვა სფეროში მოძებნიან თავიანთ ადგილს. კარგია თუ სწავლობენ, მაგრამ რეალობა კიდევ უფრო მკაცრია და კონკურენციას ვერ გაუძლებენ. ვერც ნათესაობა უშველით და ვერც მეგობრობა, უბრალოდ ამდენი ადგილი არ არის.

როცა “საქართველოს რესპუბლიკაში” ვმუშაობდი, ყოველწლიურად სხვადასხვა სასწავლებლის 50-მდე კურსდამთავრებული მოდიოდა პრაქტიკაზე. მათგან ხუთიც ვერ ამზადებდა უბრალო ინფორმაციასაც კი. არც აინტერესებდათ, მხოლოდ ცნობას ითხოვდნენ, რომ პრაქტიკა გაიარეს. აბა, იმათ უწევდათ გრძელ-გრძელი ნოტაციების მოსმენა... სანამ ინფორმაციას ათჯერ არ გადავაწერინებდი, თავს არ ვანებებდი. ბოლოს, მართალი გითხრა, დავიღალე მათთან ლაპარაკით და ვისაც წერის ნიჭი და სურვილი ჰქონდა, იმათღა ვიტოვებდი, დანარჩენები თვის ბოლოს მოდიოდნენ და მიჰქონდათ ცნობები.

ცუდ საქმეს ვაკეთებდი? რა თქმა უნდა, მაგრამ როგორ უნდა შემეჩერებინა ეს პროცესი? სიმართლე კი ყოველთვის ვეუბნებოდი, - თავი დაანებეთ ფუჭ ოცნებებს, გათხოვდით, შვილები გაზარდეთ, ეს უფრო საპატიო საქმე იქნება თქვენთვის-მეთქი. სხვათა შორის, მერე რამდენიმე შემხვდა და (მე აღარც კი მახსოვდა) თავად შემახსენეს, როგორ “დავაკვალიანე”.

და მთავარი კითხვა: ჟურნალისტიკის ერთ-ერთი ამოცანა მკითხველისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდებაა, დღეს ან ხელისუფლების საწინააღმდეგო იწერება, ანდა - სასარგებლო... ამასთანავე ჟურნალისტი არის იმ პროფესიის ადამიანი, რომელიც „თავისდაუნებურად“ მოსახლეობას კარნახობს „პოლიტგემოვნებას“, შექმნილ სიტუაციაში კი, თითქოს, ყველამ გვერდით გადავდეთ სახელმწიფოებრივი აზროვნება, ანუ ვეღარ ვარჩევთ, ვინ, როდის, სად და რატომ ვაკრიტიკოთ... რატომ მივედით აქამდე?

–დრომ მოიტანა. ჩვენ და დღევანდელი პოლიტიკურ ელიტად წოდებული ადამიანები ერთად გავიზარდეთ. მიაქციეთ ყურადღება – ძველი გვარდიის ჟურნალისტებთან როგორი ფრთხილები და მოზომილები არიან რესპონდენტები. საუბრის დასაწყისში აღვნიშნე, რომ ახალბედებთან ისინი მეტად ლაღობენ, თითქოს საკუთარი წარსულისგან თავისუფლდებიან, მაგრამ ჩვენთან ეს არ გამოსდით. ჩვენ ბევრი რამ გვახსოვს და კითხვასაც შევაგებებთ.

ამიტომაც გადაიყვანეს პროფესიონალი ჟურნალისტები პრეს-სამსახურებში. ისინი, განსაკუთრებით კერძო საუბრებში, პოლიტიკოსებს “თქვენობით” და “ბატონობით” არ მიმართავენ და შეკითხვების პირდაპირ დასმასაც არ ერიდებიან. ეს კი ხელისუფლებისთვის დიდი თავისტკივილია. ჰოდა, მოიყვანეს პატარები, რომლებიც ამათ თვალებში შესციცინებენ.

ერთხანს პრეზიდენტ შევარდნაძის პრეს-სამსახურში ვმუშაობდი და კარგად ვიცოდი, ჩვენთან აკრედიტებული რომელი ჟურნალისტი ვის ინტერესებს ემსახურებოდა. სხვათაშორის, ორშაბათის ბრიფინგების წინ ხშირად მიწევდა კოლეგებისთვის იმის თქმაც, რომ თუ რომელიმე მინისტრს, ან გუბერნატორს პრეზიდენტთან შეკითხვა აქვს, პირადად ჰკითხოს, თავს ნუ აყენებინებთ და მათ ნაცვლად თქვენ ნუ სვამთ კითხვებს-თქო. კონკრეტულ გვარებს ვუსახელებდი და არც უარყოფდნენ, ანდა რა აზრი ჰქონდა უარყოფას?

ახლა ეს წარსული ამბავია, მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირად გვიწევს “შეხვედრა წარსულთან” – თუკი უწინ მინისტრებს, თუ გუბერნატორებს ჰყავდათ თავიანთი “კალთის ჟურნალისტები” (ჰო, ჯიბის კი არა, კალთის, ზოგიერთი კალთაში ჯდომაზეც არ ამბობდა უარს), ახლა ყველამ ერთ “კალთაში” მოიყარა თავი.

რევოლუციის შემდეგ ერთი გაზეთის რედაქციაში ვიყავი და ჩემს მეგობრებს პირდაპირ ვუთხარი, აქამდე თუ მე ვმუშაობდი, ახლა თქვენ მუშაობთ ოფიციოზში- მეთქი. დიდად იმცხეთეს, რას ლაპარაკობო. მანამდე ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ და როცა მათი მოწონებული მოვიდა ხელისუფლების სათავეში, მთავრობის კრიტიკას შეჩვეულები დისკომფორტს განიცდიდნენ. ვუპასუხე, – ნახევრად ორსულობა არ არსებობს, ან მხარს უჭერთ ამ ხელისუფლებას, ან – არა. თქვენს გაზეთს ნეიტრალური პოზიციის დაკავება გაუჭირდება და ამას უნდა შეეგუოთ-მეთქი.

კიდევ ერთი ფაქტი მახსენდება: ამ ოთხიოდე წლის წინათ ერთ-ერთმა ტელეწამყვანმა, ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის გამო, უარი თქვა გადაცემის გაგრძელებაზე და მაშინვე გმირად გამოაცხადეს. სხვათა შორის, ეს ქართული პოლიტიკის პრობლემაც არის. ჰოდა, როცა მისი სხვა გადაცემები გავიხსენე, ერთმა კოლეგამ მაშინვე შემომაგება, – ქრისტემ მარიამ მაგდალინელს მიუტევა და ამასაც ეპატიებაო. ჯერ ერთი, უადგილო შედარება იყო, მაგრამ ამასაც თავი დავანებოთ. ქრისტემ კი მიუტევა მარიამ მაგდალინელს, მაგრამ სახარების ავტორებს იმის აღნიშვნა არ დავიწყნიათ, რა მიუტევა-მეთქი, – ვუპასუხე.

ასეა, ხელისუფლების მხარდაჭერა ერთგვარი დისკომფორტია ჟურნალისტისთვის, მაგრამ თუ მხარს უჭერ, უნდა გჯეროდეს, რომ სწორად იქცევი. არასოდეს მიმიცია ჩემი თავისთვის უფლება, პოზიციისთვის დამეგმო ადამიანი. ყველას აქვს არჩევანის უფლება, მაგრამ გულწრფელი უნდა იყოს ამ არჩევანში. როცა ხელისუფლებას გაუბრაზდები და გაებუტები, ნუ მოირგებ წამებულის მანტიას და ნუ მეთამაშები ობიექტურობანას, რადგან ეს საზოგადოებაზე აისახება და მომავალში უფრო მეტ პრობლემას შექმნის.

ფაქტობრივად, დღეს თუ ხელისუფლებას აკრიტიკებ, ავტომატურად ხდები ოპოზიციონერი და ჯანსაღ კრიტიკასაც კი - აღარავინ გითვლის სახელმწიფოებრივ აზროვნებაში...

-ეს გასაკვირი არ არის... სახელმწიფოებრივი აზროვნება ნებისმიერ ადამიანს მოეთხოვება და მით უმეტეს, – ჟურნალისტს. მნიშვნელობა არა აქვს, ვინ იქნება პრეზიდენტი, საქართველო ჩვენი სამშობლოა და მისი ინტერესებია უპირველესი. ჯერ არ მახსოვს შემთხვევა, აშშ-ის რომელიმე პოლიტიკოსს, თუნდაც ყველაზე რადიკალურად განწყობილს, ქვეყნის გარეთ ელანძღოს თავისი ხელისუფლება. ვაშინგტონში ყოფნისას ამის თაობაზე ვიკითხე და იცით, რა მიპასუხეს? – ჩვენი მთავრობა ჩვენი პრობლემაა და ქვეყნის შიგნით კრიტიკასაც არ ვაკლებთ, მაგრამ უცხოეთში მისი ძაგება მიუღებელიაო.

ჩვენი ხელისუფლება რა ხვითოც არის, ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ ახლა საქართველოს მაგალითზე ვნახოთ, რა ხდება: ძალაუფლების მოპოვების მიზნით ზოგი ვაშინგტონში გარბის, ზოგიც – მოსკოვში. ასე იყო შევარდნაძის დროსაც და ასეა დღესაც. ამიტომაც არ გვეშველება არაფერი. სანამ არ მივხვდებით, რომ ჩვენი ხელისუფლება ჩვენი პრობლემაა და ეს პრობლემა ჩვენვე უნდა მოვაგვაროთ, მანამდე არაფერი გვეშველება. ეს არის სახელმწიფოებრივი აზროვნება, რაც ხელისუფლების წარმომადგენელსაც მოეთხოვება და უბრალო მოქალაქესაც.

სხვათა შორის კიდევ ერთი ამაზრზენი ფაქტი მახსენდება და აუცილებლად უნდა ვთქვა: აგვისტოს ომის დროს თითქმის მთელი მთავრობა ქვეყნიდან გარბოდა და პრეზიდენტი სასახლეში, როგორც ბურჯანაძე ცინიკურად აცხადებს, “მხოლოდ საკუთარი მდივნის ანაბარა იყო მიგდებული”. ანდა ბაქრაძის განცხადება რა იყო, – მტერი კარს მოგვადგა და თავი როგორც შეძლებთ, ისე დაიცავითო. აი, ეს იყო არასახელმწიფოებრივად აზროვნების უპრეცენდენტო შემთხვევები. არც არის გასაკვირი, რომ ეს ადამიანები ჯანსაღ კრიტიკას არ იღებენ, რომ მიიღონ საკუთარი შეცდომები უნდა აღიარონ...

მთავრობა და პარლამენტარები იმაზე უნდა ფიქრობდნენ, ხვალ როგორი იქნება საქართველო და არა იმაზე, ხვალ როგორ იქნებიან საქართველოში. თუმცა, ისე ვითარდება მოვლენები, ისიც საკითხავია, იქნებიან თუ არა საერთოდ. ხელისუფლებაში ყოფნა დიდი პასუხისმგებლობაა, და თუ ამ პასუხისმგებლობას არ გაიაზრებენ, რამდენიმე წლის წინანდელი ტელედაჭერები გაიხსენონ, როგორ მიაცუნცულებდნენ ერთ დროს ყელმოღერებულ მინისტრებს საპატიმროში და მერე ვესპასიანეს “ღრუბლებივით” როგორ “წურავდნენ”. საიდან ჰქონდათ ის მილიონები? „ამ მინისტრებივით“ ამათაც მოეკითხებათ, ცხოვრება გრძელდება...

აი, ასეთ მდგომარეობაში ვართ და რა გიპასუხო – რატომ მივედით აქამდე? იმიტომ, რომ ჩვენ ჯერ დავკარგეთ სიტყვა “მამული”, მერე “სამშობლო” ამოვაგდეთ ჩვენი ლექსიკონიდან, ხვალ სამშობლოსაც დავკარგავთ. დიდ ბოდიშს მოვიხდი მკითხველთან, მაგრამ ბოლოს მართლა ნახირს დავემსგავსებით, თუ არ მივხვდით, რომ ჩვენს გარდა ჩვენს სამშობლოს ვერავინ მიხედავს, მოვლენ ადამიანები, რომლებისთვისაც ეს იქნება, უბრალოდ, ტერიტორია, სადაც ბიზნესი უნდა ააწყონ და იაფი მუშახელი დაიქირავონ.
რომ წუხართ, – ვეღარ ვარჩევთ, ვინ, როდის, სად და რატომ ვაკრიტიკოთო, – პასუხი თქვენსავე შეკითხვაშია: სწორედ იმიტომ ვერ ვარჩევთ, რომ ყველამ გვერდზე გადავდეთ სახელმწიფოებრივი აზროვნება. დავიბრუნოთ და თვალიც აგვეხილება. არადა, ვიქნებით ასე, ბრმა კნუტებივით.
kote-1962
მან იცის…



19:06 08.01.2011
[გოჩა ჯელია]

შემოქმედებითი ინტელიგენციისა და ავტორიტარული რეჟიმების ურთიერთობა ყველა დროში, ყველა ქვეყანაში იდენტურია. საზოგადოების მოაზროვნე ელიტის მოთვინიერება რევოლუციური მთავრობებისათვის უმნიშვნელოვანესი ამოცანა იყო და არის.

დაუპირისპირდა რა, ”დიდი ოქტომბრის” იდეალებს რუსეთის (და არა რუსული) მაშინდელი ინტელიგენცია, ლენინმა მას ”ხალხის ფეკალიები” (ორიგინალში უფრო ნატურალისტურად ჟღერს) უწოდა.

ამქვეყნიური რევოლუციური სამოთხის ჰიგიენისათვის, რა თქმა უნდა, ფეკალური მასების ჩარეცხვაა საჭირო. ჩარეცხეს კიდეც საბჭოელმა ბელადებმა იმ დროის მოაზროვნე საზოგადოების დაუმორჩილებელი ნაწილი.

ვარდების რევოლუციის ბელადმაც გაამჟღავნა საკუთარი დამოკიდებულება არარევოლუციური ინტელიგენციისადმი, როცა ახალი ”ვარდოვანი ეპოქის” პირველივე თვეებში, ისინი ჩარეცხილებად და ჩასარეცხებად მოიხსენია.

ეს ის პერიოდია, როცა სხვადასხვა შემოქმედებითი კავშირების უფუნქციობაში დარწმუნებული და უნივერსიტეტების გარდაქმნის აუცილებლობით შთაგონებული, ხელისუფლებასთან დაახლოვებული ფსევდოლიბერალი ინტელექტუალები კაფეებში შეიყუჟნენ და პოეზია-მუსიკის, წვიმის და რევოლუციის მისტიურ კავშირზე მსჯელობდნენ. პარალელურად კი, - სახლებში გამოკეტილი და თამაშგარე მდგომარეობაში დარჩენილი ინტელექტუალებიდან მომდინარე კონტრრევოლუციურ საშიშროებაზე.

ცოტა ხნით ისევ საბჭოთა კავშირში გადავინაცვლოთ. - გაანეიტრალეს რა (ძირითადად, ფიზიკურად) თავისუფლად მოაზროვნე ინტელიგენცია, კომუნისტმა ბელადებმა ”მათრახი გადამალეს და თაფლაკვერი მოიმარჯვეს”, - მწერლებისთვის, მხატვრებისთვის, მსახიობებისთვის, რეჟისორებისთვის მოიგონეს ლენინური, სტალინური, სახელმწიფო და კომკავშირის პრემიები. მოგვიანებით საკავშირო პრემიებს შეეხიდა ადგილობრივი სახელმწიფო პრემიები.

ჩადგა რიგში გახედნილ ნიჭიერთა და უნიჭო მეხოტბეთა ურიცხვი ლაშქარი. ლაურეატის სტატუსი იყო ყველაფერი – აღიარება, შემოსავალი, მანქანა, აგარაკი, სიმპოზიუმები… ბევრს უჭირდა ცდუნებასთან გამკლავება.

2007 წლის ნოემბრის მასობრივი გამოსვლებით დამფრთხალმა მიხეილ სააკაშვილმა იგრძნო, რომ ინტელექტუალური ელიტა ძალას ისევ ფლობდა. ამიტომ ხისტი რიტორიკაც შეცვალა და აქამდე მის მიერ უგულებელყოფილი, თუ საერთოდაც გაუქმებული (გამომდინარე იქედან, რომ ახალი ბრძანებულება დასჭირდა - N 343) რუსთაველის სახელობისა და ეროვნული (ყოფილი სახელმწიფო) პრემიები აღადგინა.

აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილება პრემიების აღდგენის შესახებ, სააკაშვილმა 2008 წლის 12 ივნისს, ბაქტერიოფაგის კვლევით ცენტრში გამოსვლისას გაახმიანა. როგორც ჩანს, ყველა დროის რევოლუციონერთა მარადი შეკითხვა: ვინ მავნებელია (ბაქტერიაა) და ვინ რევოლუციის დარაჯი (ბაქტერიოფაგი, phagos, ბერძნ. - მჭამელი) – მისთვისაც აქტუალურია.

თუკი საბჭოური რუსთაველის პრემიის მინიჭება ხდებოდა საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების დღეს, 25 თებერვალს, 2008 წლის 2 ივლისის ბრძანებულებით, სააკაშვილმა ეს დღე 23 ნოემბრით შეცვალა.

მიხეილ სააკაშვილმა უკვე დაარღვია შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის გაცემის პროცედურებიც და ლაურეატად წარდგენის თარიღებიც. ეს ის შემთხვევაა, როცა ეკლესიისა და კათოლიკოს-პატრიარქის ავტორიტეტი საკუთარი მიზნის ანტურაჟად ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გამოიყენა.

4 იანვარს, ქუთაისში ოპერისა და მიუზიკჰოლის შენობის საზეიმო გახსნისას, მიხეილ სააკაშვილმა შოთა რუსთაველის პრემიითა და ოქროს მედლით საქართველოს პატრიარქი, მცხეთა–თბილისის არქიეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე დააჯილდოვა.

არ ვიცით, პროცედურული ბარიერების გადალახვამ რამდენად შეაწუხა სააკაშვილი, საეჭვოა, რომ პრემიების კომისიის 12 წევრიდან რომელიმეს, უწმინდესის ღვაწლის მიმართ ეჭვი ან პროცედურების დარღვევის გამო პროტესტი ხმამაღლა გამოეთქვას. არადა, 2008 წლის ბრძანებულებით განსაზღვრული ლაურეატების შერჩევა-დამტკიცების პროცედურა მართლაც ხანგრძლივი და რთულია. (იხილეთ ბმული)

კოშმარულ სიზმარშიც ვერ დაუშვებს ”რევოლუციით შობილი” პრეზიდენტი, რომ პრემიების 12 კაციანი კომისიის არჩევანი ისეთ ლაურეატზე შეჩერდეს, რომელიც სამადლობელ სიტყვაში, 23 ნოემბერს, მხოლოდ გიორგობას მოგვილოცავს და ვარდების რევოლუციის წლისთავით არ იქნება აღფრთოვანებულ-შთაგონებული.

მიხეილ სააკაშვილს ახლა მასობრივ აქციებზე ”ჩასარეცხი ინტელექტუალების” აქტიურობის აღარ ეშინია… ის ისევ ბედაურზე ამხედრებულად გრძნობს თავს, ამიტომ გადაწყვიტა პრემიებს ტრადიციულ-საბჭოური, ”ოქროს ხუნდების” დატვირთვა დაუბრუნოს...

მან კიდევ ერთხელ შეიტანა კორექტივი თავისსავე გადაწყვეტილებაში და დაადგინა, რომ ამიერიდან პირადად, კომისიის გვერდის ავლით განსაზღვრავს, რომელი და ვისი ნაწარმოებია შედევრი, მაღალიდეური და პატრიოტიზმით (სახელისუფლო გაგებით) შთაგონებული.

ა.წ. 6 იანვარს მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი შოთა რუსთაველისა და ეროვნული პრემიების მინიჭებაზე გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად მიიღებს.
ბრძანებულების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია, პრემიების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს შესაბამისი პროცედურების დაუცველად.

აი ის დარგები, რომლებშიც პრეზიდენტი სააკაშვილი დღეიდან უმაღლესი ინსტანცია, ექსპერტი, ”გურუ” იქნება:

-მხატვრული ლიტერატურა, მუსიკა, კინოხელოვნება, სახვითი ხელოვნება, თეატრალური ხელოვნება, არქიტექტურა, რუსთველოლოგია, სოციალური, საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული მეცნიერებები, ტელევიზია, პუბლიცისტიკა, კულტურული მემკვიდრეობა, მედიცინა, ტექნიკა.

არადა, მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ წლების განმავლობაში მას უწმინდესის ნაწარმოებები არაერთხელ მოუსმენია, თუმცა არ იცოდა, რომ მათი ავტორი ილია მეორე იყო.

არაუშავს, დღეიდან შედევრს რომ წარუდგენენ, თან ეტყვიან ავტორი ვინაა…

http://www.presage.tv/?m=society&AID=2741
kote-1962
„განმუხურშჩინა“ - სააკოიდური სისტემის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი ბოძი


ავტორი: გულბაათ რცხილაძე

08/01/2011 13:09



საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ე. წ. „პიარი“ ანუ ამერიკული „პაბლიკ რილეიშნ“ (რაც პროპაგანდის ცნებასთან უფრო ახლო დგას, ვიდრე საკუთრივ „საზოგადოებასთან ურთიერთობის“ ცნებასთან) სააკოიდური სისტემის ანუ სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი ბოძთაგანია. საზოგადოებას ახსოვს მრავალ სიყალბეზე დაფუძნებული „პიარ-აქცია“, მაგალითად, სააკაშვილის მიერ „გახსნილი“ საწარმო, სადაც მისი ბრძანებით ავტობუსებით მიიყვანეს უმუშევრები და საწარმოს დირექტორმა ისინი სააკაშვილის თვალწინ „დაასაქმა“, რამდენიმე დღეში კი ეს საწარმო ისე გაჩერდა, რომ არც ამუშავებულა რიგიანად. ამის შესახებ თავის დროზე თავისუფალმა ტელეკომპანია „იმედმა“ გვამცნო, დღეს კი მსგავსი სიყალბეების გამოვლენა მძლავრი თავისუფალი მასმედიის არარსებობის პირობებში მეტად გართულებულია, შესაბამისად, საზოგადოებას უჭირს სიმართლის გარკვევა და ყოველდღიური მასობრივი სატელევიზიო პროპაგანდის პირობებში იგი ამ პროპაგანდის მსხვერპლი ხდება. ხშირად სახელისუფლებო პროპაგანდა პრიმიტიული, ღიმილის მომგვრელად უნიჭოდ შეთითხნილი და სამარცხვინოა, მაგრამ ყურადღება უკვე აღარ ექცევა ფაქტებს, მხოლოდ ოფიციალური პროპაგანდის ინტენსიურობა და მისი ალტერნატივის არარსებობა თრგუნავს საზოგადოებას და მასაც და, თქვენ წარმოიდგინეთ, მთელი ამ სიყალბეების შემქმნელებსაც ხელისუფლების ჩათვლით, „არწმუნებს“ ამ შეთითხნილ ისტორიებში.

ამგვარი საცირკო პროპაგანდის კლასიკური ნიმუშია „განმუხურის გმირობა“, ჩვენი ხელისუფლების მთელი „ნაღების“ მონაწილეობით, როდესაც რამდენიმე წლის წინ საქართველო-აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად, სოფელ განმუხურში, ინსცენირებულ იქნა რუსული სამშვიდობო ძალების წარმომადგენლებთან სააკოიდური ელემენტების ძალისმიერი „გაწევ-გამოწევა“ და არენაზე „ძლევამოსილი“ მიხეილის გამოჩენის შემდეგ „ოკუპანტების“ სამარცხვინო უკან დახევა. როგორც ირკვევა, ეს ეპიზოდი სახელმწიფო პროპაგანდის რანგში აყვანილი საცირკო ტრიუკების ყველაზე უბოროტო დასაწყისი ყოფილა, თუმცა, პროცესს სათავე განმუხურში დაედო და მეც ამ პროცესს პირობითად „განმუხურშჩინას“ ვუწოდებ. რუსული დაბოლოება არც თუ ისე შემთხვევითია, ვინაიდან საცირკო პროპაგანდა მნიშვნელოვანწილად რუსეთის ფაქტორთან არის დაკავშირებული. რუსეთი ხომ თავისი არსებობის ფაქტით მისწრება არის სააკოიდური რეჟიმისათვის, რუსეთის მტრის ხატის გარეშე ეს ხელისუფლება უბრალოდ ვერ იარსებებდა.

განმუხურის ეპიზოდზე გაცილებით ნაკლებ სასაცილო, მაგრამ ბევრად უფრო მავნებლური აღმოჩნდა აგვისტოს ომის დროს და მის შემდეგ დადგმული სცენები. დავიწყებ შეუვალი ფაქტით, რომელიც დადასტურებულია პრაქტიკულად ასი პროცენტით და ამ ფაქტის ნამდვილობაზე უკვე ყველაზე თავგადაკლული კერპთაყვანისმცემელი მიშისტიც კი ვერ შემეკამათება. ვგულისხმობ 2008 წლის 23 ნოემბერს ახალგორის მისადგომებთან მომხდარ ინცინდენტს, როდესაც პოლონეთის მაშინდელი პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკისა და მისი მასპინძლის, მიხეილ სააკაშვილის კორტეჟის თბილისისკენ გამობრუნებისას გაისმა ავტომატიდან სროლების ხმა - სააკოიდურმა პროპაგანდამ ეს ფაქტი გაავრცელა, როგორც რუსების მხრიდან მცდელობა, გაენადგურებინათ კაჩინსკი და სააკაშვილი. ის, რომ ახალგორთან მომხდარი ინციდენტი სააკაშვილის მიერ დადგმული სპექტაკლი იყო, ეჭვს არც ერთ ჭკუათმყოფელ დამკვირვებელში არ იწვევდა იმთავითვე, მაგრამ სიმართლე უტყუარად თავად პოლონელებმა დაადგინეს, - ინციდენტიდან ერთი წლის თავზე პოლონურმა გაზეთმა „Dziennik“-მა გამოაქვეყნა კონფიდენციალური ინფორმაცია. პოლონეთის სპეცსამსახურების მოხსენებაზე დაყრდნობით, რომ სროლები ახალგორის მისადგომებთან საქართველოში გაბატონებული რეჟიმის პროვოკაცია იყო და სხვა არაფერი. პოლონური სპეცსამსახურების ინფორმაციით, სროლების დროს სააკაშვილის დაცვას არანაირი ზომები არ მიუღია და რეაქციაც არ ჰქონია, ხოლო საკუთრივ სააკაშვილი მშვიდად იჯდა და იღიმებოდა. უშუალოდ ინციდენტის წინ კი მასპინძელმა მხარემ წინ გაატარა ჟურნალისტებით სავსე ავტობუსი, რათა მათ შეძლებოდათ „თავდასხმის“ გადაღება... აი ამგვარი უნიჭო ინსცენირება - განმუხურშჩინა, იოლად გაშიფრული პოლონური მხარის მიერ. თავის დროზე პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა პაშკოვსკიმაც აღნიშნა, რომ მის უწყებას არ გააჩნია მონაცემები, რომელიც რუსი სამხედროების მხრიდან ცეცხლის გახსნას დაადასტურებდა.

ზემოთ მოყვანილი ინფორმაციების გაზეთ „Dziennik“-ისთვის გადაცემის გამო პოლონეთის ხელისუფლებამ საქმე აღძრა პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის ყოფილი ხელმძღვანელის, პიოტრ კოვნაცკის წინააღმდეგ, თუმცა კოვნაცკი თავს დამნაშავედ არ სცნობს. ის, თუ რამდენად კანონიერია და პოლიტიკურად მისაღები კოვნაცკის სამართლებრივი დევნა სიმართლის გაჟღერების გამო, თავად პოლონელებმა არკვიონ, მაგრამ კოვნაცკი რომ სიმართლის გახმოვანებისთვის იდევნება, ეს ფაქტია. შესაბამისად, დადასტურდა განმუხურშჩინა, როგორც მოვლენა და სააკოიდური სისტემის არსებობის შენარჩუნების ერთ-ერთი ქმედითი იარაღი.

ჩვენ კი რა დასკვნები უნდა გავაკეთოთ? პირადად მე აგვისტოს ომის დამთავრებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ვწერდი, რომ ომის დროს ქსნის სარკინიგზო ხიდის აფეთქება ჩვენივე ხელისუფლების მოწყობილია. ასევე მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის ხანძარიც რუსების მიერ არ არის გაჩენილი, ყოველ შემთხვევაში განზრახ, საქართველოს ეკოლოგიისათვის ზიანის მისაყენებლად. სავსებით შესაძლებელია, რომ ხანძარი ასევე სააკოიდებმა გააჩინეს. ახლავე ავხსნი საქმის არსს: სააკოიდურმა უნიჭო პროპაგანდამ ქსნის ხიდის აფეთქების მეორე დღეს აჩვენა ადგილობრივი მცხოვრებნი - თვითმხილველები, რომლებმაც გულწრფელად განაცხადეს, რომ მათ რუსები არ დაუნახავთ, არამედ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ორი უცნობი პიროვნება ნახეს, რომელთაც წინა დღით სარკინიზო ხიდის ქვეშ რაღაც გაურკვეველი ნივთები დაალაგეს და წავიდნენ. ყველაფერი ჯდება სააკოიდური ლოგიკის ფარგლებში: ხიდის აფეთქებას ხელისუფლებამ დიდი ყაყანი მოაყოლა, მსოფლიოს ემცნო, რომ რუსები ცდილობენ საქართველოში დასავლეთისთვის აუცილებელი კომუნიკაციების დანგრევას, „დიდი აბრეშუმის გზის“ ხელში ჩაგდებას, რასაც თურმე ემსახურებოდა სარკინიგზო ხიდის აფეთქება (შემდეგ, 2009 წელს მატარებლით მიმავალმა, ამ ხიდთან მატარებლის მგზავრების დასანახად გამოჯგიმული ავტომატიანი და „კამუფლაჟიანი“ კაცი შევნიშნე, უკანა პლანზე პოლიციის ავტომანქანით - ხელისუფლების დემონსტრაციული პიარი, თუ როგორ „იცავენ“ კომუნიკაციებს). ასევე დასავლეთისადმი იყო მიმართული სააკოიდების ხმაური, რომ რუსეთი გონზე მოეყვანათ „ეკოლოგიური კატასტროფის“ გაჩაღებისათვის - დასავლური გრანტებით დაფინანსებულ ტყე-პარკში... ამას დავუმატოთ ვანო მერაბიშვილის მიერ მოთხრობილი საინტერესო ისტორია, რომ გორში გივი თარგამაძე რუს სამხედროებს სთავაზობდა 50 ათას დოლარს სტალინის ძეგლის აფეთქების სანაცვლოდ და კიდევ ერთხელ გახდება ცხადი ჩვენი ხელისუფლების შემზარავი უპასუხისმგებლობა, ავანტიურიზმი და დანაშაულებრივი მიდრეკილებები. საქმე გვაქვს მეტად საშიშ ხალხთან, რომლებიც ყველაფერზე არიან წამსვლელნი და უკან არ დაიხევენ. ამიტომ ისიც ვივარაუდე, რომ 2009 წლის დასაწყისში სომხეთისკენ მიმავალ გაზსადენზე მომხდარი შეფერხებაც ამ ხელისუფლების მიერ მოწყობილი პროვოკაცია უნდა ყოფილიყო.

ასეთი „მწვალებლური“ აზრების გამო ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ ერთ კანტორაში, რომელსაც ახლად გარდაცვლილი ამერიკელი კომიკოსი მსახიობის ლესლი ნილსენის მიერ განსახიერებული კომისარი დრებინის ორეული-ხელმძღვანელი ჰყავს და რომელიც „მოდელირებული ქრონიკის“ ერთ-ერთი მთავარი გმირი გახლდათ, სადაც იგი სახელგანთქმული საბჭოთა პროკურორის ვიშინსკის სტილში ითხოვდა ჩემნაირ მავნებელთა განადგურებას, „მოღალატედ“ გამომაცხადეს. მე კი ქვეყნის ღალატი უფრო „განმუხურშჩინა“ მგონია... მაგრამ რა ჰგონია ჩვენს საზოგადოებას? მე ეს უფრო მაფიქრებს. როდესაც ერთი სავსებით ნორმალური, თითქმის 40 წელს მიღწეული ქართლელი კაცი სრული სერიოზულობით მიყვება, რომ ცხინვალში ღამ-ღამობით თურმე თეთრი ლანდი დაძრწის, რომელიც იძახის „მიშველეთ!“ და მისი შიშით რუსი სამხედროები ღამის პერიოდში გარეთ ვერ გამოდიანო, როგორ ხასიათზე უნდა დავდგე? ეს ხომ არ არის ამ ერთი გულწრფელი და ზოგადად ფრიად დადებითი კაცის პრობლემა, ასე ხომ, როგორც ჩანს, ბევრს სჯერა ქართლელი ლტოლვილების წრეებში, „თეთრი ლანდის“ ეს ისტორია ხომ ჭეშმარიტად ხალხურია და სააკაშვილის მიერ არ დაიდგა ტელევიზიის საშუალებით? ასეთი ხალხი ხომ ისედაც ძალიან ადვილად სამართავია, მით უმეტეს კი, როდესაც მათ სატელევიზიო-პროპაგანდისტური ტერორის ქვეშ მოაქცევენ? ალბათ სიმბოლურია, რომ სწორედ ლტოლვილების წრეებიდან შექმნილი „ზონდერ-ჯგუფი“ ვინმე ბასიშვილის მეთაურობით, სცემდა საპროტესტო მიტინგებზე გამოსული ხალხის მეორე ნაწილს, რომელიც სწორედ ამ ლტოლვილების სავალალო მდგომარეობას და მათი ძირძველი მიწა-წყლის დაკარგვასაც აპროტესტებდა.

„განმუხურშჩინა“ წარმატებით გრძელდება, - ჩვენი ხალხის თავებში.

http://tribuna.ge/index.php?option=com_con...view&id=192
kote-1962
Янукович сплотил Украину – против себя


Виктор Ющенко не мог объединить Запад и Восток страны 5 лет – у Януковича на это ушли считанные месяцы. Для этого нужна была самая малость: объявить войну всем, кто не вхож в новый олигархический профсоюз – Партию регионов.

Такого Украина ещё не знала. Казалось, бесконечная битва Запада и Юго-Востока страны продолжится после победы Виктора Януковича с новой силой. «Газофлот», Табачник в роли министра образования, откровенное незнание Азаровым государственного языка – поленья в старый костер идеологического противостояния летели постоянно. Но вдруг оказалось, что привычный украинский раскол – это лишь мишура на фоне общего социального вызова, вставшего перед «западенцами» и «схидняками».

Трудно поверить, но экономический кризис дошел на населения Украины лишь в 2010 году. Фундаментальные толчки, сотрясшие мировую экономику в 2008-м, докатились до него только сейчас. Полтора года предвыборной горячки спасали избирателя от повсеместного дефицита ресурсов. 500 с лишним дней правительство (тогда ещё Тимошенко) и оппозиция (тогда ещё – Партия регионов) дрались за первенство в аттракционе невиданной социальной щедрости. Но избирательный рубикон перейден, Янукович стал президентом, а, значит, пришло время украинцам, наконец, понять – почему этот кризис называют Глобальным и Фундаментальным.

Очень долго единственными отголосками мировых потрясений в стране были внезапно подорожавшие кредиты и обесценившаяся гривна. Традиционные обещания «Всем – Всё» лишь к весне 2010 года уперлись в понимание будничного факта: всех – много, а всего – мало. И первые же шаги новой власти внятно продемонстрировали – кто именно будет расплачиваться за новую финансовую конъюнктуру. Трудовой, Налоговый, Жилищный и Пенсионный кодексы поделят страну на «терпил» и «пацанов». За Куршавель для олигархов будут расплачиваться те, кто там никогда не был. На бронированные лимузины для власти скинутся те, кто ездят в маршрутках. И география проживания тех и других – ни при чём.

Даже дворяне-декабристы не были так далеки от крепостной России, как далеки от своей страны новые украинские чиновные олигархи. Их главное чувство – недоверие. Они не верят этому народу, как бы выбравшему Виктора Ющенко в 2004 году. Они не доверяют этой стране, чуть было не избравшей на главный пост Юлию Тимошенко. Они не уверены в собственной победе на местных выборах. Где-то глубоко внутри они догадываются о собственной нелегитимности – и прикрывают её внешней легальностью. Оттого так ярятся придворные политологи, объясняя низкую явку «доверием к власти».

Но за этими словами – пустота, ведь ни правительственные реформы, ни новые президентские полномочия не санкционированы обществом. А потому в глазах масс концентрация властных ресурсов воспринимается как узурпация, а все околоэкономическая возня – как попытка оплатить долги «элит» за счет всех остальных. Власть не верит народу, и это взаимно.

Единственное, что спасает украинский олигархический режим – так это то, что граждане страны не верят и в самих себя. Народ продолжает пытаться жить по-старому – каждый сам за себя в атомизированном мирке докризисного уклада. Когда дешевыми кредитами платили за политическую инертность, когда финансовыми подачками гасили всполохи социального недовольства. Когда разобщенность политиков оправдывала аналогичную рассеянность масс. Т.н. «элиты» первыми осознали наступивший конец этой эпохи – и они же сделали первые шаги на пути объединения против всей остальной страны. Теперь у олигархов есть свой профсоюз под названием «Партия регионов». А у народа – только обветшалые флаги сбитых политических летчиков вроде Юлии Тимошенко, которая отнюдь не являет собой альтернативу олигархии.

В 2010 году политический Донбасс доказал свою тактическую субъектность: за очень короткое время под его дудку начала плясать вся страна. То, что за этой тактической эффективностью не угадывается никакой стратегической перспективы, ужасает всех, кроме выгодоприобретателей нового режима.

А это именно режим! Пока ещё не очень уверенный, подчас даже рефлексирующий – не от сомнений в собственной правоте, а от неуверенности в собственной силе. Он ещё делает вид, что прислушивается к лавочникам на Майдане, по инерции делает заявления о социальной справедливости, обещает уставшей Стране построить Государство. Но всё это – лишь до тех пор, пока не состоялись очередные (а, быть может, даже и внеочередные) выборы в украинский парламент. После этого народу останется лишь расплачиваться за сохранение олигархами привычного им образа жизни в условиях ограниченности ресурсов.

Но именно в 2010 году превращение Власти в Режим создало предпосылки для ответной реакции – эволюции Населения в Народ. Все предыдущие годы противостояние в стране строилось на одном из высших уровней человеческих запросов — «самоидентификации» (Запад-Восток, евроатлантизм-евразийство). Теперь же экономические реформы «элиты» опустили украинцев на базовые ступени пирамиды потребностей Маслоу – борьбу за выживание и безопасность. Прекрасная возможность для появления новой политической силы, которая сможет сломать привычную традицию украинского выбора из двух зол. Цивилизационное противостояние может уступить лозунгам социальной борьбы, которые затем нужно будет дополнить ярким и жизнеспособным Проектом развития страны. Это лишь вероятность – без каких-либо гарантий на осуществление, но за одну это возможность Украина должна сказать кризису «спасибо».

Главное достоинство 2010 года в том, что он сломал прежнюю парадигму существования. Из замкнутого круга есть лишь перпендикулярный выход – и возможность для этого шага есть. Жить по-новому верхи не хотят, а низы не могут. Старая схема с измененными слагаемыми, но предреволюционного содержания от этого в ней меньше не становится. И кто знает – быть может, где-то в стране из заштатного обывателя мистера Андерсона дозревает новый политический Нео… Вэлкам ту реалити!

Павел Казарин


© 2000-2009 ИА «Росбалт»
При цитировании ссылка на ИА «Росбалт» обязательна.
kote-1962
Лукашенко мечтает о Сингапуре




Белоруссия пытается совершить скачок из «советского» полусоциализма в госкапитализм сингапурского типа. Это сулит большую приватизацию, рост цен и безработицу: инвесторам не нужна социальная нагрузка. Что в итоге получится, неясно, но прежней страна уже не будет.

1 января президент Белорусcии Александр Лукашенко подписал директиву №4 «О развитии предпринимательской инициативы и стимулировании деловой активности в Республике Беларусь». Директива президента отпускает цены, легализует безработицу и дает старт широкой приватизации.

Несмотря на обещания Лукашенко сохранить «социальную направленность», документ грозит оставить рожки да ножки от Белоруссии, к которой все привыкли. Сторонники Лукашенко обнаружат, что их избранник вместо социализма, за который они голосовали в его лице, осуществляет неприятные пункты оппозиционной программы. Противники – что Лукашенко отобрал у их подследственных кумиров главный козырь, и что Запад от него не очень-то отвернулся. А сторонние наблюдатели лишний раз убедятся, что «последним диктатором Европы» движет в первую очередь инстинкт власти, по отношению к которому любая идеология вторична. И что в кризис Лукашенко ведет себя примерно так же, как и власти любой другой страны.

В соответствии с директивой, глава государства поручил правительству осуществить переход к рыночным механизмам ценообразования и исключить вмешательство органов госуправления в этот процесс. Предусматривается также отмена ограничений по уровню надбавок в оптовой и розничной торговле и обязательного составления экономического обоснования уровня применяемых цен.

Согласно документу, госрегулирование цен сохранится только в отношении продукции предприятий-монополистов и социально-значимых товаров.

В директиве декларируется необходимость проведения открытой и конкурентной антимонопольной политики. В частности, предусмотрен запрет на межобластные и иные региональные ограничения при осуществлении торговли. «Главный принцип: конкуренция — везде, где возможно, государственное регулирование — там, где необходимо», — полагают авторы документа.

Либерализация, по меньшей мере, фасадная, ждет и политическую систему. Перед тем, как обнародовать план капитализации экономики, Лукашенко выступил с новогодним обращением к нации, где также прозвучали необычные нотки. Помимо «подавляюшчего большинства», президент обратился также к «нашему меньшинству» (людям, митинговавшим на площади, и сочувствующим – прим. ред.), впервые пообещав «учитывать» его пожелания. Очевидно, это было превью к эпохальной директиве и намек массам: мол, я был против этого звериного оскала капитализма, но вы же видите, что творится.

На Западе внимательно следят за событиями в Белоруссии, поэтому его реакции весьма неоднозначны и в новом году наверняка будут меняться в зависимости от ситуации. С одной стороны, «после всего что случилось» ЕБРР предлагает Минску кредит, а неизменный адвокат Лукашенко Даля Грибаускайте говорит, что десятилетняя изоляция Беларуси была «катастрофической ошибкой». С другой стороны, США продлили в отношении Белоруссии санкции, а Европа, вопреки прогнозам, выборы не признала. Более того, Польша сделала бесплатными визы для простых белорусов, при том что чиновники и сотрудники правоохранительных органов, которых Запад считает виновными в разгоне демонстрантов, не смогут попасть в эту страну.

Поведение Польши весьма символично. С этого года именно она собирается председательствовать в ЕС. Очевидно, Запад на ближайшие годы снова изберет политику изоляции. И дело тут не столько в жестком разгоне демонстрантов 19 декабря, сколько в том, что официальный Минск снова упал в кремлевские объятия. Батька ответил ревнующей Европе весьма характерным жестом: он выслал миссию ОБСЕ.

Что до Кремля, то какую стратегию он примет в общении с Минском, не совсем понятно. Медведев вроде бы и поздравил Лукашенко с победой, но сделал это как-то с неохотой и не сразу. Российское ТВ продолжает измываться над Батькой. Как бы то ни было, уповать Лукашенко сейчас может только на поддержку своего восточного соседа. Деваться ему больше некуда.

Во внутренней политике Белоруссии также большие изменения. Лукашенко сменил на своих постах 12 министров, включая главу правительства. Вместо Сергея Сидорского, которому пророчили в будущем президентское кресло, теперь в кресле премьера находится Михаил Мясникович — старый функционер, который до 2001 года возглавлял президентскую администрацию в Белоруссии. Никто не знает, почему, но десять лет назад Мясникович попал в опалу, а сейчас вот вернулся к «реальной» работе, после десятилетней ссылки в Академию наук.

Тот, полагают эксперты, является старым консерватором, не способным на радикальные реформы. А именно в них нуждается белорусская экономика. Баланс внешнеторгового сальдо в Белоруссии является отрицательным уже несколько лет. Дефицит платежного баланса стал рекордным в 2010 году. До сих пор Лукашенко спасал ситуацию тем, что накачивал экономику страны все новыми кредитами. Но что будет в 2011 году?

Независимый экономист Сергей Чалый полагает, что Белоруссия пойдет по пути либо Южной, либо Северной Кореи. В первом случае были бы возможны реформы при диктатуре, во втором — медленное проедание имеющихся ресурсов и зарубежных кредитов с постепеннным скатыванием в финансовую яму. По словам Чалого, второй вариант куда более реален.

Также очевидно, что внутри страны продолжится «чистка» рядов оппозиции и независимой прессы. Вместе с утратой надежд в отношении нормализации отношений с Западом Лукашенко избавился и от необходимости сохранять политические приличия.

Максим Швейц

© 2000-2009 ИА «Росбалт»
При цитировании ссылка на ИА «Росбалт» обязательна.
kote-1962
10-01-2011 „მესტიის მშენებლობაში ლევან პირველის ფული დევს?!“-ვინ არის მესტიის ახალი გამგებელი? ყოფილი მხედრიონელი თუ მხარის მომავალი გუბერნატორი
[ნათია ბარნოვი www.journalist.ge]

მედია მესტიის ახალი გამგებელის თეზო ჯაფარიძის ვინაობით დაინტერესდა-ვინ არის თეზო ჯაფარიძე..?!

თეზო ჯაფარიძე 1967 წლის 7 ივლისს არის დაბადებული.

ჯაფარიძე წარმოშობით სვანია, თუმცა მისი სვანობა წარმოშობით არ შემოიფარგლება-თეზი ჯაფარიძე სვანეთში დაბადებული და გაზრდილია, ბიზნესიც სვანური აქვს.

საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებული ინფორმაცია მისი სერიოზული მატერიალური მდგომარეობის და მილიონიანი ქონების შესახებ სიმართლეს შეესაბამება-თუმცა ამ შემთხვევაში როგორც „ჟურნალისტის“ წყარო აცხადებს, თეზო ჯაფარიძეს ფული ამერიკელი ცოლის მოყვანის შემდეგ არ უშოვია-როგორც ეს ერთერთ ინტერნეტ გაზეთში წერია.

თეზო ჯაფარიძე ლევან პირველის უახლოესი მეგობარია, ჯერ კიდევ წლების წინ ჯაფარიძე და პირველი გუდაურის სათხილამურო კურორტზე რამდენიმე სასტუმროს ფლობდნენ, ასევე სწორედ მათ ეკუთვნოდათ პირველებს მესტიის ზამთრის, ევროპულ კორორტად ქცევის იდეაც, თუმცა შევარდნაძის ხელისუფლების პერიოდში ეს ვეღარ მოახერხეს, ვარდების რევოლუციი გამო, რის შემდეგაც ლევან პირველმა საქართველო დატოვა- მაგრამ ბიზნესმენებს საქართველოში ერთობლივად ბიზნესის კეთებისთვის ამას ხელი არ შეუშლია. „ჟურნალისტის“ რესპოდენტი ამბობს რომ დღევანდელი მესტია ჯაფარიძის და ლევან პირველის თანხებით არის გაკეთებული, როგორ ჩანს საქართველოდან დევნილი პირველი, ოპოზიციის დაფინანსებით საქართველოში დაბრუნების პერსპექტივას ვერ ხედავს და გადაწყვიტა ისევ „ნაციონალური“ საქმე აკეთოს, და სამშობლოში დასაბრუნებელი ამინდი ჩადებული ინვესტიციით შექმნას.

თეზო ჯაფარიძე presage.tv-ესთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს რომ მესტიის გამგებლის პოსტზე კენჭისყრაში მონაწილეობის მიღება მისი ინიციატივაც იყო და მეგობრებისაც, თუმცა, ამ დროისთვის უცნობია იყო თუ არა ამ მეგობრების სიაში ლევან პირველი. ფაქტია რომ ნაციონალური მოძრაობის კულისებში ჯაფარიძის პერსონის გამოჩენამ აზრთა სხვადასხვაობა შეიტანა, გოროზია გავრცელებული ინფორმაციით ჯაფარიძეში მის კონკურენტს, ანუ მხარის მომავალ გუბერნატორს ხედავს.

პირად საუბრებში თეზო ჯაფარიძის მეგობრები მას დადებითად ახასიათებენ და მისი გუბერნატორის პოსტზე შესაძლო დანიშვნის შესახებ გავრცელებულ ინფომრაციასაც რეალურად თვლიან, რადგან თეზო ჯაფარიძე საკუთარ მხარეში ადგილობრივი მოსახლეობის განსაკუთრებული ნდობით სარგებლობს..

ასე რომ ზაზა გოროზიას რეალური კონკურენტი გამოუჩნდა..

რაც შეეხება ლევან პირველს მასთან დაკავშირება ჯერჯერობით ვერ ხერხდება..
kote-1962
თურქეთ-საქართველოს ხელშეკრულების წინააღმდეგ ბათუმში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო


15:08 13.01.2011
[ნინო მიქიაშვილი]

ბათუმში თურქეთ-საქართველოს შორის ხელმოსაწერად გამზადებული ხელშეკრულების წინააღმდეგ, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, ისტორიულ ტაოში ოთხი ქართული ძეგლის აღდგენას, ხოლო საქართველოში სამი მუსულმანური სალოცავის რესტავრაციას და ბათუმში მეჩეთის აშენებას ითვალისწინებს, “რესპუბლიკური პარტიის” აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის ინიციატივით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.

ტექსტი, რომელიც “რესპუბლიკური პარტიის” აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, მურმან დუმბაძემ გაგვაცნო, ასეთი შინაარსისაა:

“ბოლო დღეებში საქართველოს ხელისუფლებამ პრაქტიკულად გაამჟღავნა ისტორიული შეთანხმების დეტალები, რომელიც ითვალისწინებს თურქეთის ტერიტორიაზე, ისტორიულ ტაო-კლარჯეთში, ქართული რენესანსის ოთხი უნიკალური ძეგლის (იშხანი, ოშკი, ხანძთა, ოთხთა ეკლესია) რესტავრაციას მათი თავდაპირველი დანიშნულების, ე.ი. სალოცავი ფუნქციის გარეშე, ხოლო საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სამი მეჩეთის აღდგენას ფუნქციით, ხოლო ქალაქ ბათუმში, ყოფილ ლენინის მოედანზე, მე-19-ე საუკუნის 60-იან წლეებში აგებული და შემდეგ მე-20-ე საუკუნის ორმოციან წლეებში დამწვარი ე.წ. აზიზიეს მეჩეთის ხელახლა აშენებას, სალოცავი ფუნქციის გარეშე ე.წ. მუზეუმ-მეჩეთის სახით.

მიგვაჩნია, რომ პრაქტიკულად ხელმოსაწერად გამზადებული ხელშეკრულება სცილდება ორი ქვეყნის კულტურული თანამშრომლობისა და შეთანხმების ურთიერთობათა სფეროს და წარმოადგენს ბოლომდე გაუაზრებელი პოლიტიკური ხასიათის დოკუმენტს, რომელიც არ ითვალისწინებს ბათუმის მოსახლეობის, მათ შორის ქრისტიანი და მუსლიმი ქართველების განწყობათა რეალობებს.

გამომდინარე აქედან, ვურჩევთ საქართველოს ხელისუფლებას, უარი თქვას ამ ნაჩქარევი დოკუმენტის აღნიშნული შინაარსით ხელმოწერაზე და გაითვალისწინოს საკითხის რელიგიურობიდანაც გამომდინარე საქართველოს სახელმწიფოსა და საპატრიარქოს კონსტიტუციური შეთანხმების მე-9-ე მუხლი.



ამასთან ვადასტურებთ, რა ჩვენი მეზობელი თურქეთის სახელმწიფოს მიმართ ჩვენს განსაკუთრებულ კეთილგანწყობას, ვთხოვთ თურქეთის ხელისუფლებას გაგრძელოს კონსულტაციები, ამ მართლაც ისტორიული შეთანხმების მისაღწევად, ორივე ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით”.

ხელმოწერების შეგროვების დაწყებას წინ უძღვოდა ბათუმის პრეს-კაფეში გამართული შეკრება, რომლის ინიციატორი მურმან დუმბაძე იყო. ამ ღონისძიებას, რომელიც სამი საათი გრძელდებოდა, აჭარაში მოქმედი პოლიტიკური პარტიების ლიდერები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ისტორიკოსები, მუსულმანი ქართველები და მედიასაშუალებების წარმომადგენლები ესწრებობდნენ. ამ შეკრებაზე იყო პრესაგე.ტვ-ც.

იმაზე, თუ რატომ ეწინააღმდეგებიან ქართველი მუსულმანები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ხელშეკრულების ამგვარი ფორმით გაფორმებას და ბათუმში მეჩეთის აშენებას, სალოცავი ფუნქციის გარეშე და რა არგუმენტები აქვთ იმ თითზე ჩამოსათვლელ ბათუმლებს, რომლებიც ხელშეკრულების არსებული სახით გაფორმებაში პრობლემას ვერ ხედავენ, პრესაგე.ტვ უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ.

http://www.presage.tv/?m=society&AID=2810
kote-1962
”კოკოითი ფანდარასტ” - მეორე სერია


12:12 13.01.2011
[მერაბ ბრეგაძე]

ვლადიმერ სანაკოევის „აღიარებითი ჩვენება“ პოლიტიკურ წრეებში აქტიური მსჯელობის საგანია. ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლების მაღალჩინოსნების აგენტობის შესახებ ინფორმაცია მომავალშიც გავრცელდეს.

ექსპერტი მამუკა არეშიძე არ გამორიცხავს, რომ საქართველოს პოლიტიკური ლიდერების დისკრედიტაციის მიზნით ვლადიმერ სანაკოევს სკანდალური განცხადების გაკეთება თავად რუსეთის „ეფ-ეს-ბემ“ დაავალა.

საკითხის ცალსახად შეფასება არ შემიძლია, რადგან არ გვაქვს სრული ინფორმაცია. აქედან გამომდინარე არც ის არის გამორიცხული, რომ სანაკოევი საქართველოში მართლაც გარკვეული დავალების შესასრულებლად ყოფილიყო ჩამოსული, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთის აგენტობაზე ის ახლა იმის გამო ალაპარაკდა, რომ ეს ვიღაცას დასჭრიდა“, - განუცხადა არეშიძემ „ჯი-ეიჩ-ენს“ აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას და აქვე განმარტა, რომ არ არის გამორიცხული, სანაკოევის განცხადების უკან თავად რუსეთის სპეცსამსახური იდგეს.

"საუბარში სანაკოევი საქართველოს პოლიტიკური ლიდერების სრულ დისკრედიტაციას ახდენს. აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ რუსული სპეცსამსახურების ხელმძღვანელობა გარკვეულ რისკზე თავად წავიდა და ათქმევინა სანაკოევს ის, რაც მან თქვა. ალბათ ქართული პოლიტიკური ლიდერების დისკრედიტაციის ფასად „ეფ-ეს-ბეს“ ეს უღირდა“, - განმარტა ექსპერტმა.

გარდა ამისა, მამუკა არეშიძე სანაკოევის განცხადების კიდევ ერთ სავარაუდო მიზეზსაც ასახელებს და არ გამორიცხავს არც იმას, რომ მას „ამ სკანდალით როგორმე დასავლეთში გაღწევა სურდეს“.

მოძრაობის „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ თავმჯდომარე ეკა ბესელიას აზრით, ხელისუფლების მაღალჩინოსნების აგენტობის შესახებ ინფორმაცია მომავალშიც გავრცელდეს. ამის შესახებ ბესელიამ პროექტის „კოკოით, ფანდარასტ!“ ხელმძღვანელის ვლადიმერ სანაკოევის სკანდალური აღიარებების კომენტირებისას განაცხადა.

„ეს სანაკოევის მხრიდან ძალიან საინტერესო აღიარება იყო. ასევე საინტერესოა ის დამოკიდებულება, რომელიც ამ საკითხისადმი ხელისუფლებამ გამოიჩინა. კარგად მახსოვს, როგორ უანგაროდ ეხმარებოდა ვლადიმერ სანაკოევი საქართველოს ხელისუფლებას თავისი პიარ-აქციებით. ასე რომ, შეიძლება დრო გავიდეს და ჩვენ ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნების შესახებაც გავიგოთ, რომ ისინი რუსული სპეც-სამსახურების დავალებებს ასრულებდნენ“, - განაცხადა ბესელიამ.

ამასთან, იმ განცხადებებს, რომელიც სანაკოევმა ბესელიას ყოფილ თანაპარტიელთან, „ქართული პარტიის“ ერთ-ერთ ლიდერ ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებით გააკეთა, იგი ვერ ხსნის.

„იმ პერიოდში მე საკმაოდ შორს ვიყავი ირაკლი ოქრუაშვილისგან და მიმდინარე პროცესებისგან, ასე რომ, არაფრის თქმა შემიძლია“, - დასძინა ბესელიამ.

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი არ გამორიცხავს, რომ პროექტი ვლადიმერ სანაკოევი „ახლაც ვინმეს დავალებას ასრულებდეს“. როგორც „პირWელს“ უსუფაშვილმა განუცხადა, „ვლადიმერ სანაკოევის განცხადებები, რომელმაც რუსული სპეცსამსახურების აგენტობა თავად აღიარა და ახლა სკანდალურ განცხადებებს აკეთებს, სერიოზულ კომენტარს არ საჭიროებს“.

„კაცი, რომელიც ამბობს, „რუსეთის აგენტი ვარ და მის დავალებებს ვასრულებდიო“, შესაძლოა, ახლაც ვინმეს დავალებებს ასრულებდეს. მის განცხადებებზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ. თუმცა „კოკოით, ფანდარასტი“ და მსგავსი პროექტები რომ სააკაშვილის ხელისუფლების სისულელის ნაწილია, იმთავითვე ცხადი იყო“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაცია ვლადიმერ სანაკოევის სკანდალურ განცხადებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ „სანაკოევის პიროვნება რუსული სპეცსამსახურების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს“.

როგორც დროებითი ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ ვლადიმერ სანაკოევის პიროვნება, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ქართველი და ოსი ხალხების დაახლოებისკენ მიმართული მრავალი პროექტის მონაწილეა, დღეს რუსული სპეცსამსახურების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს“.

„ჩვენ, ჩვენის მხრიდან, ვლადიმერ სანაკოევს კვლავ მეგობრად და თანამოაზრედ ვთვლით, რომელიც კვლავინდებურად ქართველ და ოს ხალხებს შორის ძმური და მეგობრული ურთიერთობების აღდგენის იდეის ერთგული რჩება. ადამიანურად, გვესმის, რომ ჩვენი ყოფილი თანამშრომელი და მომხრე რუსეთში რთულ პირობებში იმყოფება, რაც შეშფოთებას და მწუხარებას იწვევს. რაც შეეხება სანაკოევის თითქოსდა ჯაშუშური საქმიანობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებს, გვსურს, აღვნიშნოთ, რომ მესამე პირთა განცხადებების საფუძველზე ძნელია იმის განსაზღვრა, ინტერნეტით გავრცელებული ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციების რომელ ნაწილს შეიძლება, ენდო“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ ვლადიმერ სანაკოევმა 2005 წელს ნამდვილად მიიღო საქართველოს მოქალაქეობა, 2006 წელს ტელეკომპანია „ალანიას“ გადაცემის წამყვანი გახდა, 2007 წლიდან კი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის მრჩევლად მუშაობდა. 2010 წელს მან თანამდებობა დატოვა, რათა რუსეთში, ქალაქ სოჭში გადასულიყო.

შეგახსენებთ, რომ დიმიტრი სანაკოევის ადმინისტრაციის ყოფილი წევრისა და აქცია „კოკოითი ფანდარასტის“ ხელმძღვანელის ვლადიმერ სანაკოევის რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის შესახებ აღიარებას ინტერნეტგამოცემა „uasdan.com“ ავრცელებს. ამავე სახელწოდების დისკუსიურ-ანალიტიკურ კლუბში მოწყობილ პრესკონფერენციაზე რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის შესახებ ვლადიმერ სანაკოევმა თავად ისაუბრა.

„1989 წელს სოჭში სერგეი დირდინი გავიცანი. ეს ადამიანი სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თანამშრომელი იყო. მან შემომთავაზა ვიყო მისი თანაშემწე და იმ შემთხვევაში, თუკი შევამჩნევდი რამეს, რაც სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის საშიში იქნებოდა მისთვის მეცნობებინა. დავთანხმდი. შევთანხმდით რომ ჩემი ფსევდონიმი „ირონი“ (ოსი) იქნებოდა. ამის შემდეგ უშიშროების სამსახურის მეორე თანამშრომელი, პირობითად - რომანი, გავიცანი. ჩვენ დავმეგობრდით და ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს. ვსაუბრობდით სხვადასხვა თემებზე, ძირითადად - სამხრეთ ოსეთში არსებულ სიტუაციაზე.

2003 წლის 1 ნოემბერს ცხინვალში ჩემი ბავშვობის მეგობარი (ვინაობა მითითებული არ არის) შემხვდა. იგი საქართველოს უშიშროების სამსახურის ერთ-ერთი წამყვანი თანამდებობიდან გადადგა და ახლა კენჭს საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარული სისტემით იყრიდა. ე.წ. ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოში მოვლენებმა საინტერესოდ განვითარება დაიწყეს. აჭარაში საქართველოს იურისდიქცია დამყარდა და გააქტიურდა მოქმედება სამხრეთ ოსეთის მიმართულებით. ამ თემასთან დაკავშირებით გავიარე რა კონსულტაციები რომანთან და გადავწყვიტეთ რომ მემოქმედა იმისათვის, რათა ნდობა მომეპოვებინა და მიმდინარე პროცესებში მონაწილეობა მიმეღო.

დავწერე სტატია სახელწოდებით „ლიახვს მიმართულებას ვერ შევუცვლით და იგი მაინც მტკვარში ჩაედინება“. მასში გამოთქმული იყო ჩემი მოსაზრებები ქართულ-ოსური კონფლიქტის შესახებ. სტატია აშკარად პროქართული ხასიათისა იყო იმისათვის რათა საქართველოს ხელისუფლებაში არსებული სამხრეთ ოსეთის მიმართულებით მომუშავე ადამიანების ნდობა მომეპოვებინა. სტატიის ასლი, რა თქმა უნდა, რომანს გაუგზავნე და ზოგადად ჩემს მიერ გადასადგმელი ნაბიჯის წინ მასთან კონსულტაციებს გავდიოდი.

აღნიშნული მოქმედება შედეგის მომტანი აღმოჩნდა. ჩემი ბავშვობის მეგობარი ხშირად მირეკავდა და თბილისში ჩამოსვლას მთავაზობდა სტუმრად. თბილისში 2004 წლის 10 ივლისს ჩავედი. მეგობარმა ვანო მერაბიშვილი და ამირან მესხელი გამაცნო. შეხვედრა რიყეზე მდებარე ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. გაცნობა შედგა და ჩვენ კეთილგანწყობილად ვსაუბრობდით ერთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში. ამის შემდეგ ცხინვალში დავბრუნდი. შემდეგ სოჭში წავედი და რა თქმა უნდა ყოველივე რომანს მოვუყევი. ყურადღება გავამახვილე მხოლოდ ერთ რეპლიკაზე, რომელიც ვანო მერაბიშვილს წამოსცდა. იგი ამბობდა, მთავარია ეს ორი თვე გადავიტანოთ და შემდეგ არავის ეცლება საქართველოსთვის. როგორც ცნობილია მოხდა ტერაქტები მოსკოვში, აფეთქდა ორი თვითმფრინავი ტულისა და როსტოვის ოლქის თავზე. აგვისტოში მოხდა მოკლევადიანი თეატრალიზებული აგრესია სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ. რომლის შედეგადაც ქართველები დიდი სიამოვნებით გაიქცნენ ბრძოლის ველიდან. დაგეგმილი არაადამიანური კომბინაციის კულმინაციურ დასრულებად კი სასწავლო წლის დასაწყისში ბესლანში მომხდარი ტრაგედია იქცა.

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ხელისუფლება - მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ამირან მესხელი, ირაკლი ოქრუაშვილი, გივი თარგამაძე, გიორგი ბარამიძე და კიდევ რამდენიმე ადამიანი, არიან ხელის შემწყობები და თანამონაწილეები საერთაშორისო ტერორიზმისა, რომელიც რუსეთისა და მისი ხალხის წინააღმდეგ არის მიმართული. მზად ვარ ამის მოწმედ ღიად გამოვიდე.

ამის შემდეგ თბილისში უკვე 2005 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში ჩავედი. 17 სექტემბერს ბავშვობის მეგობარმა ამირან მესხელთან შემახვედრა, რომელთან ერთადაც იყო შალვა ჟღენტი. ჩემთვის ცხადი გახდა რომ მე მათთვის საინტერესო ვარ და ჩემი გამოყენება რაღაც პროექტში იგეგმებოდა. სწორედ მაშინ შევუგდე ამირანსა და შალვას იდეა ერი წლის შემდეგ, 2006 წლის 12 ნოემბერს სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის პარალელური არჩევნების ჩატარების შესახებ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე.

პეროვსკაიას ქუჩაზე რესტორანში გამართული საუბრის შემდეგ ჩემთვის შესაბამისი დასკვნები გავაკეთე და განვუცხადე მათ, რომ მსურს მივიღო საქართველოს მოქალაქეობა და შევინარჩუნო რუსეთის მოქალაქეობა. მათ ჩემს თხოვნაზე გაიცინეს, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუცია ორმაგ მოქალაქეობას არ ითვალისწინებს, მაგრამ შემდეგ ჩემს მიერ მოქალაქეობის მიღების ფაქტი სააკაშვილის ხელმოწერით აქტიურად გაშუქდა ყველა ტელეარხითა და რეზონანსული მოვლენა იყო. სწორედ ეს გახდა ათვლის წერტილი ჩემი საზოგადოებრივ-პოლიტიკური საქმიანობისა საქართველოში.

ყოველივე ამის შემდეგ სოჭში ჩასულმა რომანს ვუთხარი, რომ სავარაუდოდ 2006 წლის ბოლოს საქართველოს ხელისუფლება სამხრეთ ოსეთში ომს დაიწყებდა რაც შემდეგ დადასტურდა კიდეც ირაკლი ოქრუაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებით. ჩემს მომავალ მოქმედებას საქართველოში რომანთან პირობითად „ჯოკერი“ დავარქვი. თავის მხრივ რომანს ეს ყველაფერი ახსოვს და შეუძლია დაადასტუროს კიდეც, ისევე როგორც სხვა დანარჩენი.

2005 წელს თბილისში კვლავ ჩამოსასვლელი ფული 400 დოლარი ჯერ რომანს ვთხოვე, ფული ვერ მივიღე. შედეგად ეს თანხა ჩემმა ბავშვობის მეგობარმა გამომიგზავნა. ამ დროისათვის უკვე მომზადებული მქონდა სტატია, სახელწოდებით, „მე ასე ვფიქრობ“, რომელიც სამი ნაწილისაგან შედგებოდა - რა იყო? რა არის? და რა იქნება? სტატიები,, რა თქმა უნდა, ქართული მხარისთვის იყო განკუთვნილი. თუმცა თბილისში გაფრენის წინ მისი ასლები რომანს გადაუგზავნე. სტატიაში ჩემს მიერ აღნიშული იყო სააკაშვილის პოლიტიკის მნიშვნელობა და მისი მშვიდობიანი ინიციატივებისათვის მაღალი შეფასება იყო გაკეთებული“, – აცხადებს სანაკოევი.

სანაკოევის აღიარებით ჩვენებაში ნათქვამია, რომ მის მიერ წამოყენებული წინადადებები საბოლოო ჯამში ასახული იქნა საქართველოს ხელისუფლების მიერ ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ შემუშავებულ სტრატეგიაში. მისივე თქმით, ცხინვალში მისი საქმიანობის შესახებ არავინ არაფერი იცოდა.

"2005 წლის 24 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ოფიციალურად საქართველოს მოქალაქეობა მომცა. აქ მთავარი იყო ის, რომ საქართველოს მოქალაქეობას იღებდა ცხინვალელი ოსი, რომელმაც განაცხადა, რომ „საქართველო მისი სამშობლოა“. ამ პროცედურის შემდეგ ცხინვალში გავემგზავრე, თუმცა შალვა ჟღენტი ერთი საათის განმავლობაში მეხვეწებოდა ეს არ გამეკეთებინა, ვინაიდან შეიძლებოდა იქ ჩასვლა ჩემი სიცოცხლისთვის საშიშიც ყოფილიყო და ის მართალი იყო. 26 ნოემბერს კოკოითის ბრძანებით, უხეში ფორმით ცხინვალიდან თბილისის მიმართულებით გამომაგდეს. კიდევ კარგი არ მომკლეს ან არ დამასახიჩრეს საუკეთესო შემთხვევაში. იმის გათვალისწინებით რომ ცხინვალში ჩემი „დაცვა“ რუს კოლეგებს ვთხოვე, აღმოჩნდა, რომ სოჭის „ეფ-ეს-ბეს“ ფეხებზე ეკიდა მე რა მომივიდოდა. მათ ასევე ეკიდათ ის, თუ რა ხდებოდა საქართველოში.

ყველა ჩემი მოქმედების აზრი იყო ის, რომ არ დამეშვა სამხრეთ ოსეთში საბრძოლო მოქმედებების დაწყება. 2006 წლის 21 იანვარს ტელეარხ ”ალანიაზე” გავიდა ჩემი საინფორმაციო ანალიტიკური გადაცემა „დენ ზა დნიომ“. 2006 წლის 12 ნოემბერს თბილისში დიმიტრი სანაკოევი გამოჩნდა და ჩატარდა სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის თეატრალიზებული არჩევნები, - რა თქმა უნდა იმ ტერიტორიაზე რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებდა.

ამით ცხადი გახდა, რომ თავიდან ავიცილეთ 2006 წლის დეკემბერში დაგეგმილი საქართველოს აგრესია სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ. გადამწყვეტი ორი ფაქტორი იყო:

უპირველეს ყოვლისა, სამხედრო წარმატების მიღწევის შემთხვევაში საქართველოს ამბიციური თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ეროვნული გმირი გახდებოდა და არც ის იყო გამორიცხული, რომ 2007 წელს მას საქართველოს პრეზიდენტობაზეც ეყარა კენჭი. ასეთი პერსპექტივა მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილისთვის მიუღებელი იყო. მეორე იყოს ის, რომ მიხეილ სააკაშვილის აგრესიულმა სამშვიდობო ინიციატივებმა, რომლებსაც ვანო მერაბიშვილი ატარებდა, ჩემი აქტიური ჩარევით მიიღეს ის პერსპექტივა, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტი მშვიდობიანი გზით გადაჭრილიყო. გაჩნდა რეალური შესაძლებლობა ოსების ჩართვისა ლეგიტიმური ხელისუფლების პროექტში, რაც პერსპექტივაში ფართო (თეორიულად) უფლებებით ავტონომიის აღდგენას ისახავდა მიზნად. აღნიშნული პროექტის შესახებ მომზადდა საზოგადოებრივი აზრი სამხრეთ ოსეთში. მოქმედებდა ტელეარხი ”ალანია”, რომელიც აქტიურად მაუწყებლობდა ცხინვალელ აუდიტორიაზე და კოკოითის რეჟიმის კრიტიკას ახორციელებდა. ”ალანია” ასევე საუბრობდა საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღწეულ წარმატებებზე და იმ კარგ პირობებზე, რომელშიც საქართველოს მოსახლეობა ცხოვრობდა.

შედეგად, მოქმედების პრიორიტეტული გეგმა „ვანო მერაბიშვილის პროექტი“ გახდა. ირაკლი ოქრუაშვილი კი საქართველოს პოლიტიკურ სარბიელზე არსებული გავლენიანი ადამიანების წრიდან გარიცხეს. ამით სამხედრო ვექტორი მშვიდობიან პერსპექტივაზე შეიცვალა. დიმიტრი სანაკოევი პრეზიდენტი გახდა და სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციაც შეიქმნა.

ყველა ამ პროცესში ჩემი მონაწილეობის მნიშვნელობის სრული გააზრება მოვახდინე მაშინ, როდესაც რუსეთმა 2014 წელს ზამთრის ოლიმპიური თამაშების სოჭში ჩატარების უფლება მოიპოვა. 2007 წლის 5 ივლისს 03:45 საათზე მოსკოვის დროით ესემეს შეტყობინება გავუგზავნე რომანს: ვაშა!!! სოჭი ვაშა! ოლიმპიადა 2014 ვაშა! მე, სანაკოევი, ვდღესასწაულობ.

დარწმუნებული ვარ, რომ „პროექტ ირაკლი ოქრუაშვილის“ შენარჩუნების შემთხვევაში რუსეთის შეიარაღებული ძალები მასშტაბური საბრძოლო მოქმედებებისთვის სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ვერ შევიდოდნენ და სამხრეთ ოსეთი დამარცხდებოდა, რუსეთი კი 2014 წელს სოჭში ოლიმპიადის ჩატარების უფლებას ვერ მოიპოვებდა.

ამის შემდეგ მრავალი პიარ-აქცია და თეატრალური ღონისძიება გაიმართა. სიტუაცია იძაბებოდა და საბოლოო ჯამში მოხდა ის რაც მოხდა 08.08.08-ში, რომელიც ვინც რა არ უნდა თქვას მიმაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილმა წარმატებით განახორციელა და მოიგო. მიუხედავად ყველაფრისა, რუსეთის პრობლემა არის ის ნაძირლები რომლებიც გენერალიტეტში სხედან. ივნისის დასაწყისში ჩემთვის ცხადი გახდა, რომ ომი იქნება. მოდულის შენობაში ერთ-ერთ მაღალჩინოსანთან გამართული საუბრის შემდეგ კი დავაზუსტე, რომ ომი აგვისტოს პირველ დეკადაში გაიმართებოდა. ამ მომენტიდან ვცდილობდი თამაშიდან გამოვსულიყავი, რუსეთში დაბრუნება მსურდა.

2010 წლის 13 სექტემბერს დიდი რისკის ფასად შევძელი და საქართველო დავტოვე. აქაც, როგორც ვხედავ, კარგი არაფერია. თუმცა, გასაქცევი მეტი არსად მაქვს“, – აცხადებს სანაკოევი.

http://www.presage.tv/?m=politics&AID=2806
kote-1962
ტკბილ-მწარე საახალწლო ფიქრები


01:26 13.01.2011
[ქართული აკადემია]
მიილია 2010 წელი, რომელმაც ჩვენს ქვეყანას ახალი მღელვარება, მომავლის შიში და ყოველდღიური საზრუნავი მოუმატა. გაძვირდა საწვავი, პური, საკვები, მედიკამენტები, ტრანსპორტი. სამაგიეროდ, კიდევ უფრო გაუფასურდა ცოდნა, აზროვნება, გამოცდილება, ზნეობა. ინტელექტუალური შრომა და თავისუფალი შემოქმედება ნახევრად მშიერი, მათხოვრული არსებობის წინაპირობად დარჩა.

მეწარმეობა ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო საქმიანობად გადაიქცა საქართველოში, ვინაიდან საგასახადო სამსახურისა და პროკურატურის მიერ განხორციელებული პოლიტიკა სულ უფრო და უფრო ემსგავსება “სახელმწიფო ლეკიანობას”, როცა ნებისმიერ (წვრილ, მსხვილ თუ საშუალო) მეწარმეს ერთნაირად ემუქრება მძევლად აყვანა, ხაროში ჩაგდება და გამოსასყიდის გადახდამდე იქ ყოფნა. ეს “იქ ყოფნა” კი აჩანაგებს მათს ისედაც სიმწრით, ვალებითა და საბანკო კრედიტებით აწყობილ ბიზნესს, აჩანაგებს და ხშირად უსახლკაროდ ტოვებს ოჯახებს, რომლებიც იძულებულნი არიან ყველაფერი გაყიდონ და უკანასკნელი გროშები გაიღონ მძევლად აყვანილი ოჯახის წევრის გამოსახნელად. 170 წვრილი მეწარმის ერთ დღეს დაპატიმრება გაუგებარი მოტივითა და მიზეზით ამისი ცინიკური და დაუფარავი დემონსტრირება იყო.

ახალი წლის დადგომას შიშით ელიან აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილები, რადგან ხელისუფლება დედაქალაქიდან მათს დეპორტაციას გეგმავს, დედაქალაქიდან, სადაც წლების განმავლობაში მათ უკიდურესი გაჭირვების, ეგვიპტური შრომისა და საკუთარი ჯანმრთელობის ფასად ელენტარული საარსებო სახსრის გაჩენა მოახერხეს და ახლა ამ მწირ საარსებო წყაროებსაც უნდა მოსწყვიტონ და უკაცრიელ ადგილებში უმიწაწყლოდ გადაასახლონ. ეს სახელმწიფო პოლიტიკაა - ვერც ერთი ლტოლვილი ვერ უნდა ირჩენდეს თავს, ის მთლიანად უნდა იყოს სახელმწიფოზე დამოკიდებული და არჩევნების დროს ერთი ტომარა ფქვილის, ოცი ლარის ან გადაუხდელი ელექტროენერგიის საფასურის პატიების ფასად ხმას აძლევდეს თავის რჩეულ მონებსა და ჯალათებს.

***

2010 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიც ჩატარდა. ეს არჩევნები ღირსშესანიშნავი იყო იმით, რომ ხელისუფლების დამქაშებს არ დასჭირვებიათ ცემა-ტყეპა, ურნების მსხვრევა და ოქმების გადაწერა. სამაგიეროდ, ჩვენ ვიხილეთ ნაცმოძრაობის სამსახურში ნებაყოფლობით ჩამდგარი ასაკოვანი დიასახლისების არმიები რამდენიმეგვერდიანი სიებითა და კალმისტრებით ხელში. აქა-იქ, ყოველი შემთხვევისათვის, უბნის “ძველი ბიჭების”, კრიმინალებისა და სახელმწიფო “ზონდერების” ჯგუფებიც იდგნენ. სიებში იმ მოქალაქეთა გვარები ეწერა, რომლებსაც წინასწარ ჰქონდათ გაყიდული საკუთარი ხმა ასორმოცდაათლარიანი ხელფასის, რემონტის, უფრო ხშირად კი - დაჭერილი ახლობლის გათავისუფლების, ან დასაჭერად განწირული ოჯახის წევრის, მეგობრის, ან მეზობლის გადარჩენის ფასად.

სიებში იმ მოქალაქეთა გვარებიც იყო მითითებული, რომლებმაც შანტაჟის ან პირდაპირი მუქარის გამო საერთოდ უარი თქვეს არჩევნებში მონაწილებაზე, ვინაიდან კორპუსის “მაყურებელ” დეიდა-კოორდინატორებს თავ-თავიანთ შტაბებში დროულად ჰქონდათ მიტანილი ამბავი მათი ოპოზიციური განწყობის შესახებ.

ჩვენ კარგად ვიცნობთ ამ ქალბატონებს. ისინი ჩვენს გვერდით ცხოვრობენ. ჩვენ მათ ყოველდღე ვხვდებით, ვესალმებით, მოვიკითხავთ, ვითომც არაფერი მომხდარა, ვითომც ჩვენი მომავალი თაობისათვის სულმოკლეობის, უღირსობის, დამბეზღებლობისა და სიხარბის საარაკო მაგალითები არ ეჩვენებინოთ. ჩვენ ტელევიზიითაც ვნახეთ მათი ბედნიერი სახეები არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, აჭარაში ჩატარებულ მრავალათასიან ტრეინინგ-ღრეობაზე, სადაც ისინი სააკაშვილმა და უგულავამ მიიწვიეს ტვინის გამოსარეცხად, ინსტრუქციების მისაცემად, დასანაყრებლად და დროის გასატარებლად. ჩვენ ის ხალხი ვართ, ვინც ყოველგვარ ამორალობასა და უზნეობას ვეგუებით, აღარაფერს ვკვირვობთ და არაფერი გვაშფოთებს, გარდა იმისა, რომ საახალწლო სუფრაზე შეიძლება გოჭის დადება ვერ მოვახერხოთ.

***

ვიღაცამ შეიძლება იკითხოს: “განა შესაძლებელი იყო ასეთ პირობებში არჩევნების მოგება?” უზარმაზარი ფულადი სახსრების დახარჯვის, საკუთარი საარჩევნო რესურსის სრული მობილიზების, მორჩილი და ხელისუფლების პროპაგანდით დაკავებული ტელემედიის, კარგად დაფინანსებულ-გაწვრთნილი ახალი “მდედრიონის”, კრიმინალურ-პოლიციური ბრიგადების, მოსყიდვის, შანტაჟისა და დაშინების მიუხედავად, უგულავას ხმა მისცა თბილისის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 25-მა პროცენტმა. მხოლოდ 25-მა! დანარჩენი 75 პროცენტი ოპოზიციის პოტენციური ელექტორატი იყო.

ზოგიერთმა ოპოზიციურმა პარტიამ იმთავითვე ბოიკოტი გამოუცხადა ამ არჩევნებს. ზოგმა კი არჩევნების წინა დღეს მოუწოდა თავის მომხრეებს ბოიკოტისაკენ. იმ პოლიტიკურ ძალებს შორის, რომლებიც მონაწილეობდნენ არჩევნებში, ვერ მოხერხდა შეთანხმების მიღწევა კოორდინირებულ მოქმედებაზე. ერთიანი კანდიდატის გამოვლენასთან დაკავშირებულმა კინკლაობამ, ხმების გაყოფამ, ურთიერთბრალდებებმა, ულტიმატუმებმა და სხვ. ბევრ ოპოზიციურად განწყობილ ადამიანს დაუკარგა არჩევნებზე წასვლის სურვილი.

რომ არა ეს გარემოებანი, ცხადია, სურათი სრულიად სხვაგვარი იქნებოდა. ჩვენ ხელიდან გავუშვით მინიმუმ მეორე ტურის დანიშვნის შანსი. მეორე ტური კი ხელისუფლების გარდაუვალი დამარცხებისა და რღვევის დასაწყისი გახდებოდა.

სკეპტიკოსები იტყვიან - ხელისუფლება მაინც გააყალბებდა არჩევნებსო. ცხადია, ამ ამორალური მმართველი გუნდისაგან ამის გამორიცხვა არ შეიძლება, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, ხელისუფლებას დასჭირდებოდა ღია ძალადობასა და გაყალბებაზე წასვლა, რაც იმ ვითარებაში აუცილებლად გამოიწვევდა ამომრჩევლის აღშფოთებასა და საერთაშორისო ორგანიზაციების, სადამკვირვებლო მისიებისა და საელჩოების სათანადო რეაქციას. სახალხო პროტესტს კი მიზანმიმართული, დემოკრატიული დასავლეთისათვის გასაგები სახე მიეცემოდა, ბრძოლას რეალური პერსპექტივა გაუჩნდებოდა, ხალხს კი გამარჯვების იმედი დაუბრუნდებოდა. იმედი კი გამარჯვების წინაპირობაა.

თუ ვინმესთვის ეს იდეალიზმია, მაშინ მოიღოს მოწყალება და დამდეგ ახალ წელს მაინც ნათლად დაგვანახვოს რეჟიმის დემონტაჟის უფრო რეალისტური, თანაც ქვეყნისა და ხალხისათვის უხიფათო გზა.

***

ჩვენი კიდევ ერთი (იქნებ მთავარი) უბედურება ისაა, რომ ცივილიზებულ მსოფლიოს ვერც გასულ წელს დავანახვეთ ჩვენი სამომავლო ხედვის სოლიდურობა, ზნეობრიობა და პრაგმატულობა, ქვეყნის განვითარების რეალისტური და ეფექტური კონცეფცია, რომელიც, ერთი მხრივ, თანხმობაში იქნება ქართველი ერის სულიერ წყობასთან, ისტორიულ გამოცდილებასთან და, მეორე მხრივ, დაფუძნებული იქნება კლასიკურ (და არა ფსევდოლიბერალურ) ფასეულობებზე; ვერ შევთავაზეთ სააკაშვილის უპირობო და აშკარა ალტერნატივა.

ამისი თავი და თავი კი ის არის, რომ ჩვენში დღემდე არ არის გაცნობიერებული მარტივი ჭეშმარიტება - პოლიტიკა, გარდა ყველაფრისა, ცოდნის დარგიცაა და ამ სპეციფიკური ცოდნის გარეშე შედეგი ან საერთოდ არ მიიღწევა, ან, თუ რაიმე შედეგი მაინც დადგა, ის ისეთივე ხარვეზიანი და მახინჯი იქნება, როგორიცაა ის რეალობა, რომლის შესაცვლელად ამდენი ძალისხმევა, დრო, ნერვები და მსხვერპლია გაღებული.

ჩვენ ისევ და ისევ მხოლოდ ძალას, შიშველ ემოციებსა და ფუჭ დაპირებებს ვცემთ პატივს. ძალა კი ცოდნაში, ეთიკასა და მორალურ პრინციპებშია და არა ცრუ დაპირებებში, ვისმე ლანძღვა-გინებაში, ხმამაღალ განცხადებებსა და საეჭვო ლოზუნგების წამოსროლაში. პოლიტიკური ფილოსოფიისა და ტექნოლოგიების უცოდინარ, თანაც ერთობ საეჭვო მორალის მქონე ხალხის აყოლა, მათთვის თავის გაწირვა და დაუმსახურებელი აღზევება ყოველთვის დამთავრდება ისე, როგორც ე. წ. “ვარდების რევოლუცია” დამთავრდა - ძველ უზნეობასა და უვიცობას ახალი უზნეობა და უვიცობა შეცვლის, არსებითად კი არაფერი შეიცვლება.

***

2010 წელი ბევრისთვის პოლიტიკური კლასის დისკრედიტაციის, იმედგაცრუებისა და ფრუსტრაციის წელი იყო. საკითხავია, რატომ და რისგან ვართ იმედგაცრუებულნი? რა მოთხოვნებსაც ვუყენებთ პოლიტიკოსებს, რა მორალური და ინტელექტუალური საზომითაც ვზომავთ მათ საქმიანობას, ისინიც იმითვე გვპასუხობენ და ცდილობენ მოერგონ ჩვენს გაუაზრებელ დაკვეთას. პრაქტიკულად, განა ჩვენ თვითონ არ მოვთხოვეთ ოპოზიციას ყოფილიყო სააკაშვილზე უფრო მყვირალა, უფრო ორპირი, სიტყვის გამტეხი და “გადამგდები”? მაშ, რა იწვევს ჩვენს იმედგაცრუებას - ის, რომ ოპონენტები სააკაშვილს ვერ ჯობნიან ფლიდობაში, სიგიჟესა და სიცრუეში? თუ მათი პოლიტიკური უვიცობისა და უწიგნურობის მასშტაბი არ გვაკმაყოფილებს?

რასაც ვითხოვთ, იმას ვღებულობთ და წინასაახალწლო ატრაქციონივით მშვიდად ვუყურებთ “დემოკრატიულ მოძრაობა-ერთიანი საქართველოსა” და “ქართულ პარტიას” შორის მიმდინარე ტრაგიკომიკურ შერკინებას. ამ დროს, ცოტა თუ ვინმე აქცევს ყურადღებას ხელისუფლების დუმილს, თითქოს ამ რეჟიმს არც კი ეხებოდეს პოლიტიკურ მოწინააღმდეგესთან რამდენიმე მილიონიანი უკანონო გარიგების ბრალდება. თუკი ეს ბრალდება არ შეესაბამება სიმართლეს, მაშინ ხელისუფლებამ ღიად უნდა განაცხადოს ამის შესახებ და ცილისმწამებელს სასამართლოში უჩივლოს, ხოლო თუკი ეს მართალია, მაშინ ფართომასშტაბიან, ამაზრზენ პოლიტიკურ კორუფციასთან გვქონია საქმე, რასაც, მინიმუმ, ხმაურიანი პოლიტიკური სკანდალი უნდა მოჰყვეს. მაგრამ ეს არ ხდება.

მაშინ, რა მნიშვნელობა აქვს, საბოლოოდ რომელი მხარე გამტყუნდება და რომელი მხარე გამართლდება? გასამტყუნარი ვართ ჩვენ, რომლებიც პოლიტიკოსებისაგან არ მოვითხოვთ აზრისა და ზნეობის სიმაღლეს, მსოფლმხედველობრივი, სოციალური და მორალური ფასეულობების გამოკვეთილ სისტემას, არ მოვითხოვთ ცოდნასა და ეთიკას, ხოლო საკუთარ სიმპათია-ანტიპათიებს პრიმიტიული, უაზრო რადიკალიზმის, მყვირალა ლოზუნგებისა და გულისამრევი ნაციონალისტურ-თეისტური რიტორიკის კრიტერიუმებით განვსაზღვრავთ, რასაც არაფერი აქვს საერთო არც ჭეშმარიტ პატრიოტიზმთან, არც ქრისტიანობასთან და არც პოლიტიკასთან.

***

2010-მა წელმა დაადასტურა, რომ ხელისუფლება გაცილებით უკეთ გვიცნობს, ვიდრე ჩვენ ეს გვგონია და ოსტატურად სარგებლობს ამით. მათ კარგად გათვალეს, რომ საზოგადოება სათანადოდ ვერ შეაფასებდა ახალი კონსტიტუციური მოდელის მნიშვნელობას ქვეყნის მომავლისათვის და სააგარაკო სეზონს დაამთხვია საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაც და საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის პროცედურებიც. სანამ მთავრობა ხმელთაშუა ზღვისა თუ წყნარი ოკეანის კუნძულებზე ნებივრობდა, ოპოზიციის ნაწილი თურქეთის პლაჟებზე ირუჯებოდა, რიგითი მოკვდავები კი სიმწრით ნაშოვნ უკანასკნელ გროშებს ქობულეთისა თუ ბათუმის კაფეებში ტოვებდნენ, დემეტრაშვილ-შარმანაშვილის კომისიამ თავიანთ “მამასა და მარჩენალს” მოუმზადა შეცვლილი სტატუსით “მეორედ მოსვლის” კონსტიტუციური გზები.

ეს აბსურდული ვითარება იმას ნიშნავს, რომ საზოგადოება წესიერად ვერ აცნობიერებს კონსტიტუციის, როგორც ქვეყნის ძირითადი კანონის, სახელმწიფოს ფუნქციობის განმსაზღვრელი სამართლებრივი აქტის მთელ სერიოზულობას და ამით ხელისუფლებას სრულ კარტ-ბლანშს აძლევს.

ძალზე სიმპტომატური იყო ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის პრინციპული უარი კონსტიტუციურ პროცესში მონაწილეობაზე. ხელისუფლებისა არ იყოს, მათაც კარგად იციან ჩვენი მენტალიტეტი და ამიტომაც თავს უფლებას აძლევენ, ყოველდღიური ინტელექტუალური შრომა, ახალი იდეების გენერირება და მოდელების შექმნა (რაც პოლიტიკური ორგანიზაციის მოღვაწეობის ძირითადი შინაარსია) ჩაანაცვლონ პოპულისტური ფრაზეოლოგიითა და პოლიტიკური პოზიორობით. ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში პოლიტიკური ძალის მხრიდან ასეთი ნაბიჯის გადადგმა ავტომატურად გამოიწვევდა მისი რეიტინგის განულებას. ძნელად წარმოსადგენია საკონსტიტუციო პროცესში მონაწილეობაზე უკეთესი ასპარეზი, საზოგადოებისათვის საკუთარი იდეალების, პოლიტიკური ხედვებისა და განვითარების მოდელების სადემონსტრაციოდ და ხელისუფლებისათვის რეალური ალტერნატივის შესაქმნელად. სწორედ ამაში ჩანს ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულება პოლიტიკის, აზროვნებისა და საკუთარი მომავლის ხედვისადმი. ჩვენი საზოგადოებრივი ცნობიერება ვერ გამოვიდა ძალაუფლებისათვის პრიმიტიული ბრძოლის დისკურსიდან. მთელი პოლიტიკური ცხოვრებისა და აზროვნების დაყვანა მხოლოდ ვიღაცის გადაგდების ან სკამის შენარჩუნების მანიაკალურ კოლიზიამდე, წარმოადგენს შიზოფრენიას და ამას არაფერი აქვს საერთო ქვეყნის ინტერესებთან.

***

გასული წელი აღინიშნა სტალინის მშობლიურ ქალაქში, გორში, საბჭოთა ბელადის მონუმენტის დემონტაჟითა და საბჭოური სიმბოლიკის აკრძალვის “პადოშასეული” კანონის მიღებით. ორგანიზატორთა ჩანაფიქრით, ამ ქმედებათა აზრი და დანიშნულება მსოფლიოს თვალში “გამარჯვებული” ლიბერალური ფასეულობებისა და მენტალიტეტის დემონსტრირებაა, საშინაო მოხმარების კუთხით კი - ტოტალიტარული აზროვნების წინააღმდეგ ძლევამოსილი ლაშქრობა და სააკაშვილის მორიგი “ბრწყინვალე” გამარჯვება “ბნელ კომუნისტურ” წარსულზე.

ისტორია გვასწავლის, რომ ძეგლებთან, მონუმენტებთან და სიმბოლიკასთან ბრძოლა ახალი იდეოლოგიის, მმართველობის ან პიროვნების კულტის ტოტალურ დანერგვა-გავრცელებასთან და ისტორიის გადაწერასთანაა დაკავშირებული. ამას ჩვენი უახლესი წარსულიც მოწმობს.

საბჭოთა ეპოქის არქიტექტურული ძეგლების (მაგალითად, “იმელის” შენობის), მონუმენტური ხელოვნების ნიმუშებისა და დეკორატიული დეტალების ვანდალური განადგურება ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო, მაგრამ განსაკუთრებულ მასშტაბს მან ე. წ. “ვარდების რევოლუციის” შემდეგ, სააკაშვილისა და “ნაცმოძრაობის” განუყოფელი ბატონობის დროს, მიაღწია. საკითხავია, რა აქვს საერთო ამ ბარბაროსობას ტოტალიტარული აზროვნების წინააღმდეგ ბრძოლასთან?

სტალინიზმთან ბრძოლა, პირველ რიგში პლურალიზმის დამკვიდრებას ნიშნავს და არა ერთპარტიული ან ერთპიროვნული დიქტატისა და ვოლუნტარიზმის ცეცხლითა და მახვილით დანერგვას. პირწავარდნილი სტალინიზმია ისეთი სასამართლო სისტემის შემოღება, სადაც განაჩენს განსაზღვრავს არა დაცვისა და ბრალდების მხარეთა არგუმენტების შეჯერება, არამედ პროკურორის ნება-სურვილი, როგორც ეს ავადსახსენებელი ვიშინსკის დროს ხდებოდა; მმართველობის სტალინური ტრადიციის გაგრძელებაა შეთქმულების თეორიათა მუდმივი კულტივირება, საკუთარი ამპარტავნების, უწიგნურობისა და სიბრიყვის სავალალო შედეგების გადაბრალება მითური ბნელი ძალების, ქვეყნის მტრებისა და აგენტებისათვის; სტალინიზმია განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების მორალური ტერორი, პოლიტიკური დევნა, უკანონო დაპატიმრება და მათთან ბნელ ქუჩებში ფიზიკური ანგარიშსწორება; სტალინური საკადრო პოლიტიკაა უბირი, უცოდინარი, ამორალური ადამიანების დაწინაურება მხოლოდ პირადი ერთგულებისა და უსიტყვო მორჩილების ნიშნით; ტოტალიტარული მმართველობის გამოვლინებაა მთავრობის სამარცხვინო სხდომები, რომლებზეც ყველაფერი წინასწარაა გადაწყვეტილი და მინისტრების აზრს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს იმ იშვით შემთხვევებშიც კი, როდესაც მათ ასეთი აზრი უჩნდებათ.

ტიპური საბჭოური მენტალიტეტის გამოვლინებაა თბილისის ერთ-ერთი ქუჩისათვის ჯორჯ ბუშის სახელის დარქმევა ზუსტად ისე, როგორც ერთ დროს კომუნისტები ლენინის, სტალინის, პლეხანოვის, ბერიას, კალინინის ან კიროვის სახელებს “ურიგებდნენ” დედაქალაქის პროსპექტებს, სკვერებსა და მაგისტრალებს.

ტოტალიტარული აზროვნების ჭეშმარიტი ნიმუში და “პავლიკ მოროზოვობის” პროპაგანდაა ისეთი კლიპების გადაღება, რომლებშიც პოლიციის ფორმაში გამოწყობილი პატარა ბავშვები იარაღით ხელში დარბიან და მონდომებით “ამყარებენ წესრიგს”.

პიროვნების კულტის ნათელი მაგალითია “ბრძენი და პროგრესული” ლიდერის “ისტორიული გამოსვლებისა და გამონათქვამების” ყოველდღიური, ზღვარსგადაცდენილი ტირაჟირება საინფორმაციო საშუალებებში, მისი პორტრეტები ხელმძღვანელი მუშაკების, სკოლების, უმაღლესი სასწავლებლების, თეატრების, რესტორნებისა და სასტუმროს დირექტორთა კაბინეტებში, სტუდენტური “თვითმმართველობის” ლიდერებისა და ე. წ. “პატრიოტთა ბანაკების” ადმინისტრაციულ ოფისებში და ა. შ.

ამ ფონზე მმართველი ჯგუფის გაუაზრებელი, ავადმყოფური ბრძოლა ძეგლებთან და მონუმენტებთან (მაგალითად, დიდების მემორიალის აფეთქება ქუთაისში) სულ უფრო და უფრო იძენს ბიზანტიური ხატმებრძოლეობის კარიკატურულ ნიშნებს, იმ ხატმებრძელეობისა, რომლის დროსაც იმპერიაში აიკრძალა ნებისმიერი გამოსახულება, გარდა იმპერატორისა და მისი ოჯახის წევრთა პორტრეტებისა; როდესაც ნადგურდებოდა გასული ეპოქების დიდებული ფრესკები, ხატები და მოზაიკური პანოები, ხელნაწერი წიგნებიდან იჭრებოდა უნიკალური ილუსტრაციები და იმსხვრეოდა ბარელიეფები. ხატმებრძოლი იმპერატორები, ლეო ისავრიელი და კონსტანტინე კომპრონიმოსი, თეოლოგიური არგუმენტების მოშველიებითა და იდეოლოგიური დემაგოგიით ცდილობდნენ შეენიღბათ მერკანტილური პოლიტიკური ზრახვები და ეკლესიაზე, კულტურაზე, საერთოდ ადამიანთა ცნობიერებაზე, განუყოფელი და უალტერნატივო ბატონობის წყურვილი. ისიც კარგადაა ცნობილი, რითიც დამთავრდა ეს გაუაზრებელი “მოდერნიზაცია” - დაუძლეველი შინაგანი წინააღმდეგობით, კულტურისა და აზროვნების დეგრადაციით, სრული პოლიტიკური კრახითა და სახელმწიფოს დასუსტებით, რის გამოსწორებასაც ბიზანტიის მთელი ეკონომიკური და სამხედრო-პოლიტიკური რესურსების დაძაბვა და იოანე დამასკელის რანგის მოაზროვნეთა რამდენიმე თაობის მუხლჩაუხრელი შრომა და მრავალი ათწლეულის მანძილზე გაჭიანურებული რეფორმები დასჭირდა. აქვს კი საქართველოს ამდენი დრო და ბიზანტიის სადარი ინტელექტუალური, ეკონომიკური ან სამხედრო-პოლიტიკური რესურსი, რომ ამ მენტალური, კულტურული და ფასეულობითი კოლაფსიდან გამოვიდეს?

არ შეიძლება არ გაგახსენდეს ფრთოსან ფრაზად ქცეული გამონათქვამი: “ძეგლების დემონტაჟი არ უნდა აჩენდეს ეჭვს, რომ შენ ამით ადგილს ათავისუფლებ საკუთარი ძეგლისთვის”.


(გაგრძელება იქნება)

http://www.presage.tv/?m=politics&AID=2801
kote-1962
"საქართველოში ბიზნეს გარიგებები სახიფათოა"
Fox news საქართველოში დაკავებული ებრაელი ბიზნესმენების შესახებ
თამარ ჩხეიძე



ფოქს ნიუსი საქართველოში დაკავებულ ისრაელის მოქალაქე ბიზნესმენების შესახებ წერს. ჟურნალისტ ემი კელოგის თქმით, ბიზნესმენების დაკავება მიანიშნებს, რომ დემოკრატიის აკვნად მოხსენიებულ ქვეყანაში, ბიზნესგარიგებების დადება – სახიფათოა.

თბილისში ისრაელის მოქალაქე ორი ბიზნესმენის სასამართლო პროცესი დაიწყო. მათმა ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, რომ ბრალდებულები ითხოვდნენ გარკვეული მოწმეების დაკითხვას, მაგრამ უარი ეთქვათ. ამ ინფორმაციას ფოქს ნიუსი ავრცელებს.

ციტატა სტატიიდან:

„ეს კი მიანიშნებს იმაზე, რომ ქვეყანაში, რომელიც დემოკრატიის აკვნად შერაცხეს და რომელიც ნატოსთან თანამშრომლობს, ბიზნესგარიგებების დადება სახიფათოა და ხელსაყრელ საინვესტიციო პერსპექტივებს სამოქალაქო ომები და შემორჩენილი კორუფცია ძირს უთხრის. საქართველოს დემოკრატიულობა ეჭვქვეშ დადგა, ასევე, 2007 წელს დამოუკიდებელი ოპოზიციური ტელევიზიის დახურვის შემდეგ, რომელშიც „ფოქს ნიუსის“ დედობილ კომპანიას „ნიუს კორპორეიშენს“ ჰქონდა წილი და, ასევე, მშვიდობიანი გამოსვლების დარბევის შემდეგ.“

ებრაელი ბიზნესმენი რონ ფუქსი და მისი პარტნიორი ზეევ ფრენკელი 2010 წლის 14 ოქტომბერს ბათუმში დააპატიმრეს.

ნიუ იორკში ისრაელის ყოფილი კონსული და ამასთან ერთად ფოქს ნიუსის კონტრიბუტორი ალონ პინკუსი ფოქს ნიუსთან ინტერვიუში ამბობს, რომ თუ საქართველოს სურვილი აქვს განვითარებულ ქვეყანათა რიგში მოხვდეს, მან ახლავე უნდა გაათავისუფლოს დაკავებულები.

ქართველი სამართალდამცავები ამტკიცებენ, რომ დაკავებულები შეეცადნენ ეკონომიკის მინისტრის მოადგილის მოქრთამვას, რათა მას შეეწყვიტა არბიტრაჟის გადაწყვეტილების გასაჩივრება, რომლის მიხედვითაც, ქართულ მხარეს ფუქსისთვის და მის სხვა პარტნიორი – ბერძენი იონის კარდასოპულოსისთვის $100 მილიონი უნდა გადაეხადა. არბიტრაჟის გადაწყვეტილების მიზეზია ქართული მხარის მიერ ხელშეკრულების დარღვევა, რომელიც მან ფუქსთან და კარდასოპულოსთან 1992 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მალევე გააფორმა. საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ გარიგება არეულობის დროს დაიდო და ამით ფუქსმა და კარდასოპულოსმა ხელი მოითბეს.

ფუქსმა და კარდასოპულოსმა თავიანთი კომპანიის Tramex–ის მეშვეობით დადეს გარიგება საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ნავთობსადენის ექსპლუატაციის უფლებაზე (კონცესია).

საქართველომ კონტრაქტი 1996 წელს გააფორმა. Tramex–სა და საქართველოს მთავრობას ამის შემდეგ მრავალწლიანი დავა ჰქონდათ. 2010 წლის მარტში საინვესტიციო დავების გადაჭრის საერთაშორისო ცენტრმა გადაწყვიტა, რომ საქართველომ ფუქსს და კარდასოპულოსს უნდა გადაუხადოს 100 მილიონი აშშ დოლარი ზარალის ანაზღაურების და სასამართლო ხარჯების ჩათვლით. საქართველოს მთავრობას ეს თანხა არ გადაუხდია და აღნიშნა, რომ აპირებს გააუქმოს არბიტრაჟის გადაწყვეტილება.

გასულ სექტემბერს ფუქსი და მისი ბიზნესპარტნიორი ზეევ ფრენკელი შეხვდნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ავთანდილ ხარაიძეს თურქეთში, სტამბულის ერთ–ერთ სასტუმროში, სადაც, ქართული მხარის მტკიცებით, ისინი შეეცადნენ ხარაიძის მოქრთამვას მილიონობით დოლარით, რათა მას საქართველოს მთავრობა დაეყოლიებინა, რომ არ გაესაჩივრებინა გადაწყვეტილება. სტუმრებისგან უჩუმრად, ხარაიძემ თუ მისმა ერთ–ერთმა თანაშემწემ შეხვედრა ჩაიწერა. ქვემოთ შეგიძლიათ ნახოთ შეხვედრის ვიდეოჩანაწერი.

ამ ვიდეოს უტყუარობას ეჭვქვეშ არ აყენებს ფუქსის ქართველი ადვოკატი, მაგრამ ამტკიცებს, რომ გამართული დისკუსია ეხებოდა არა ქრთამს, არამედ საქართველოს მთავრობისთვის გადასახდელ თანხას.

ამ შეხვედრის შემდეგ ფუქსი და ფრენკელი მოიწვიეს საქართველოში დავის ერთხელ და სამუდამოდ გადასაჭრელად. დაცვის მხარეს აქვს წერილი, რომელიც, მათი თქმით, გაუგზავნა საქართველოს პრემიერ მინისტრმა დავის გადაჭრის მოთხოვნით. სწორედ ამ შეხვედრაზე, რომელიც გაიმართა ბათუმში 2010 წლის 14 ოქტომბერს, ფუქსი და ფრენკელი დააპატიმრეს.

კბილაშვილი და ფუქსის ოჯახის ადვოკატი (ისრაელიდან) –ამას პროვოკაციას უწოდებენ.

http://netgazeti.ge/GE/42/News/4048/Fox-ne...ხებ.htm
kote-1962
ომის ვეტერანების საპროტესტო აქციის დაშლას ფართო კრიტიკა მოჰყვა

14-01-2011

foreignpress.ge


3 იანვარს, ყოფილი სამხედრო მოსამსახურეების დაშლა და დაპატიმრება, რომლებიც თბილისში საჯარო პროტესტს გამოხატავდნენ იმ სოციალური შეღავათების გაუქმების გამო, რომლითაც ისინი მანამდე სარგებლობდნენ, ქართულმა ოპოზიციურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა ფართოდ გააკრიტიკეს, მათ შორის „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა

აქციის მონაწილეები 1992-93 წლის აფხაზეთის და 2008 წლის სამხრეთ-ოსეთის ომის ვეტერანები არიან. თერთმეტ მათგანს წვრილმანი ხულიგნობის ან პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდება წაუყენეს. 4 იანვარს თბილისის სასამართლომ თითოეული მათგანი 400 ლარით ($225) დააჯარიმა. „ქართული ლეგიონის“ წარმომადგენელმა, იმ კავშირისა რომელიც ომის ვეტერანებს წარმოადგენს, kavkaz-uzel.ru-ს განუცხადა, რომ ჯარიმებს შეიძლება ახალი პროტესტი მოჰყვეს, რადგან ვეტერანებს ამ თანხის გადასახდელი ფული ფიზიკურად არა აქვთ.

„კავკას-პრესის“ ინფორმაციით, 6 იანვარს „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელმა გია ყარყარაშვილმა, რომელიც 1992-93 წლის აფხაზეთის ომის დროს ქართულ შეიარაღებულ ძალებს მეთაურობდა და 1993-94 წლებში თავდაცვის მინისტრად მუშაობდა, იმ დროს როდესაც საქართველოს სახელმწიფო საბჭოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე იყო განაცხადა, რომ ლეგიონი ამ ჯარიმების გაუქმებას შეეცდება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ვეტერანებმა უარი უთხრეს საპატრულო პოლიციას თხოვნაზე, აეღოთ გმირთა მემორიალთან გაშლილი კარვები, პოლიციის თანამშრომლებს წინააღდმეგობა გაუწიეს და მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. სამინისტროს 4 იანვრის განცხადებაში ნათქვამია, რომ აქციის ზოგიერთი მონაწილე „აშკარად ალკოჰოლის ზეგავლენის ქვეშ იყო“. ადვოკატმა გია ნიკოლაიშვილმა, რომელიც ვეტერანებს წარმოადგენს, 4 იანვარს პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ეს უკანასკნელი ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება („კავკას-პრესი“).

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანგარიშის სიზუსტე ეჭვქვეშ დააყენა საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმაც. 4 იანვრის საღამოს გავრცელებულ წერილობით განცხადებაში, მან აღნიშნა რომ აქცია-შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის სრული დაცვით მიმდინარეობდა. შემდეგ ის აღნიშნავს, რომ ვიდეო კადრებში გმირთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე კარვები არსად არ ჩანს, რაც საეჭვოს ხდის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას, თითქოს ვეტერანებმა კარვების აღებაზე უარი სთქვეს.

ტუღუშმა განაცხადა, რომ ვიდეო მასალაში კარგად ჩანან როგორც ფორმიანი პოლიციელები, ასევე სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი მამაკაცები, რომლებიც აქციის მონაწილეებს სცემენ და შეურაცხყოფას აყენებენ, ისინი კი მათ ანალოგიურად არ პასუხობენ. ამის საფუძველზე ტუღუშმა დაადასტურა, რომ პოლიციის მოქმედება უკანონო იყო და ოფიციალურად მოუწოდა გენერალურ პროკურორს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ადეკვატური ნაბიჯები გადადგან დამნაშავეთა დადგენისა და მათ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის წარდგენისთვის.

ოფიციალური გამოძიება მოითხოვეს ასევე ათამდე არასამთავრობო ორგანიზაციამ და უფლებადამცველმა ჯგუფებმა, ისევე როგორც აშშ-ს ელჩმა ჯონ ბასმა, რომელმაც 5 იანვარს განაცხადა, რომ ის „შეშფოთებულია“ ცნობებით პოლიციის იმ ტიპის ძალადობის შესახებ, რომლის „ადგილიც დემოკრატიულ საზოგადოებაში არ არის“.

პოლიციის თანამშრომელი, რომელიც კადრებში ჩანს, თუ როგორ ურტყამს ქალბატონს, რომელიც ოპოზიციური „ქართული პარტიის“ წევრია სკანდალის დროს სამსახურიდან გაათავისუფლეს.

იმ სამი ტელეკომპანიიდან („რუსთავი 2“, „იმედი“ და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული „საზოგადოებრივი მაუწყებელი“), რომელიც ნაციონალური მასშტაბით მაუწყებლობს, „ახალ ამბებში“ არც ერთმა არ გააშუქა აქციის დაშლის ფაქტი იმ დღეს, როდესაც ის მოხდა. ”საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” 5 იანვარს განმარტა, რომ მას არ გააჩნდა პოლიციის ჩარევის ვიდეო კადრები.

უფლებებისა და პოლიციის არასწორი ქმედებისგან დამოუკიდებლად, ინციდენტმა ცხადყო პირველ რიგში საქართველოს ხელისუფლების რეაქცია კრიტიკაზე და მეორე ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მზადყოფნა, გამოიყენონ ნებისმიერი შესაძლებლობა ქვეყნის ხელისუფლების ცუდ ფერებში წარმოჩენისთვის.

პარლამენტის ყოფილი სპიკერის ნინო ბურჯანაძის პარტიამ „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოსთვის“ პოლიციის ქმედებას უწოდა „დიქტატორული რეჟიმის დამკვიდრებისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი“ („კავკას-პრესი, 4 იანვარი). ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის პარტიამ „სამართლიანი საქართველოსთვის“ აქციის დარბევაზე ბრძანების გაცემაში პირდაპირ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი დაადანაშაულა („კავკას-პრესი“, 5 იანვარი).



http://foreignpress.ge/?p=16140
kote-1962
12-01-2011 კომუნალური "სიკვდილი“ banksandfinance.ge
[]

ნოემბერში, საქართველოში კომუნალური ადმინიტრირების მსოფლიოში უნიკალური სისტემა დაინერგა. თურმე წყალს თუ არ გადაიხდი ელექტროენერგია უნდა გაგეთიშოს. აი, ჭკვიანი მთავრობა როგორ ზრუნავს თავის ხალხზე, აღარ მოგიწევს ყველა კომუნალურის გადახდაზე ცალ-ცალკე ფიქრი, ადგები და ერთიანად გადაიხი, ან ვერ გადაიხდი და 21 საუკუნეში, იჯექი უშუქობაში.
კომუნალური გადასახადების ერთიანი ადმინისტრირების სისტემით დაფარვა თბილისის მოსახლეობას 2011 წლის პირველივე თვიდან უწევს. თუმცა, კონკრეტული თარიღი ამ დრომდე არ დასახელებულა. “თელასში” აცხადებენ, რომ ამ მიმართულებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს კომუნალური მომსახურების სხვა კომპანიებთან, რომელიც უახლოეს ხანებში დასრულდება და ამის შემდეგ თარიღიც გამოცხადდება.
ერთიანი ქვითრის ამოქმედება თებერვლიდან მოხდება. გაზის, ელექტროენერგიის, წყლისა და დასუფთავების ერთიანი ქვითრით გადახდის ადმინისტრირება პარლამენტმა გასული წლის ბოლოს დააკანონა.
"ეს გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ ”ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის” მხარდასაჭერად იქნა მიღებული, ალბათ არავის აქვს იმის ილუზია, რომ მერიის დასუფთავების სამსახური აქ რაიმესთან კავშირშია, რადგან იგი სახელმწიფო კომპანიაა და დამერწმუნეთ, მთავრობას ის უფრო აწყობს, რომ მოსახლეობას ნაგვის გადასახადის დავალიანება ჰქონდეს დაგროვილი, ვიდრე მას ყველა პირნათლად იხდიდეს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ თუ გავიხსენებთ ბოლო რამდენიმე არჩევნებს, ეს განსაკუთრებით არსებულ ხელისუფლებას ეხება, ყოველი არჩევნების წინა პერიოდში ხდებოდა მოსახლეობისთვის ნაგვის დავალიანების ჩამოწერა, რითაც სახელისუფლებო გუნდი საკმაოდ ბევრი პლიუსის ჩაწერას ახდენდა თავის აქტივში, წინასაარჩევნოდ.
რაც შეეხება ”ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერს”, ჩემთვის სრულიად გაუგებარია კერძო კომპანიას რატომ ეხმარება მთავრობა საკანონმდებლო დონეზე, რატომ ზრუნავს მთელი პარლამენტი, ენერგეტიკის სამინისტრო და ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია ამ კომპანიის შემოსავლის ზრდაზე? ის ხომ პრივატიზებულია დაე, ფირმის ხელმძღვანელობამ თავად იზრუნოს მოსახლეობიდან დავალიანების ამოღების გზის ძიებაზე. მოსახლეობის რა ბრალია, თუ კომპანიას არ უნდა წარმოებაში ინვესტიციის ჩდება, რათა მოხდეს გამრიცხველიანება, რომელიც საშუალებას მისცემს ”ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერს” ყველა მომხმარებელს ინდივიდუალურად მიუდგეს. იმის გამო, რომ კომპანიას ფულის დახარჯვა არ უნდა მომხმარებელს სხვა პროდუქტის მოხმარებას უზღუდავენ.
ამასთან, აღნიშნული გადაწყვეტილება ანგრევს ყოველგვარ ლიბერალურ თუ ლიბერტარიანულ ეკონომიკურ მიდგომებს, რომლებითაც ასე ამაყობენ ხელისუფლების წარმომადგენლები. ავიღოთ ოთხი სხვადასხვა სფერო - წყალი, დენი, გაზი, ნაგავი. გვყავს ოთხი ბუნებრივი მონოპოლისტი, ახლა ხელისუფლებამ ამ ოთხი მონოპოლისტის კიდევ უფრო მონოპოლიზება მოახდინა. ამ ნაბიჯით არსებული ბუნებრივი მონოპოლისტები, ფაქტობრივად, ერთ დიდ მონოპოლიად ჩამოაყალიბეს”, - განაცხადა „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” პრეზიდენტმა მერაბ ჯანიაშვილმა.
ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, ეს გადაწყვეტილება არღვევს მომხმარებელსა და კომპანიას შორის არსებულ ხელშეკრულებებს. როდესაც მოქალაქეს ”თელასთან” ყველა ვალდებულება გასტუმრებული აქვს, რა უფლებით უთიშავენ დენს იმის, გამო, რომ სხვა, სრულიად უცხო კომპანიასთან მომხმარებელმა დავალიანება არ გადაიხადა? ამ პრინციპით თუ ვიმოქმედებთ, უახლოეს მომავალში მოსალოდნელია, პარლამენტმა შემოგვთავაზოს შემდგები სახის კანონები - არ გადაიხდი ინტერნეტს, გაგეთიშება ელექტროენერგია, დააგვიანებ საბანკო კრედიტის გადახდას, კვლავ უშუქობა გემუქრება. ეს ბოლო იდეა ბანკებს განსაკუთრებით მოეწონებათ, ამის მეშვეობით, ხომ ისინი უფრო მარტივად ამოიღებენ უიმედო სესხებს.



http://banksandfinance.ge/society/1992-komunaluri.html
kote-1962
ამბები ქვემო ქართლიდან - გაყიდული მილები და დევნილებისთვის დარიგებული კოლგოტები


12:47 14.01.2011
[მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი]





იანვრის დასაწყისში რუსთავში მცხოვრებმა დევნილებმა შეიტყვეს, რომ მათთვის წინასაახალწლოდ გარკვეული ჰუმანიტარული დახმარება გაიცემოდა. აღმოჩნდა, რომ ასეთი დახმარებაში ქალის კოლგოტების დარიგება იგულისხმებოდა.

890 ცალი ქალის კოლგოტი, დევნილებისთვის გადასაცემად, ა.ი.პ ქართულ-აფხაზურმა საერთო სახლმა აფხაზეთის მთავრობას გადასცა. ამ უკანასკნელმაც მიღებული ჰუმანიტარული დახმარება დაარიგა. ”თითო დევნილ ქალბატონზე სამი კოლგოტი გავეცით. შემიძლია დოკუმენტიც გაგაცნოთ, სადაც ამ საქონლის მიღების შესახებაა ინფორმაცია. რაც მივიღეთ ის დავარიგეთ. სხვა რა უნდა გითხრათ? სამწუხაროდ, მეტი არაფერი შემოსულა, თორემ მაგასაც დავარიგებდით“ – ამბობს აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის - ქვემო ქართლისა და კახეთის განყოფილების ხელმძღვანელი ჯონდო გოლიაძე.

დევნილების დიდი ნაწილის დამოკიდებულება აღნიშნული დახმარების მიმრთ ერთგვაროვანია. ”გვესმის, რომ ნაჩუქარ ცხენს კბილს არ უმოწმებენ, მაგრამ ვფიქრობ ეს ჩვენი შეურაცხოფაა. მე აფხაზეთის მთავრობის ადგილობრივი წარმომადგენლობის მიმართ არ მაქვს პრეტენზია, მაგრამ ვინც ეს დახმარება ჩვენთვის გადასცა, მათ მინდა ვკითხო - რას ნიშნავს ეს?!”- საუბრობენ აფხაზეთიდან დევნილი ქალბატონები.

ქალის 890 კოლგოტი რუსთავში მცხოვრებ დევნილ ქალბატონებს უკვე სრულად დაურიგდათ. მიუხედავად იმისა, რომ დახმარების მისაღებად მისულებს ეგონათ, რომ მეზობლებმა ინფორმაცია არაწორად მიუტანეს და არ შეიძლება მათთვის მხოლოდ კოლგოტები დაერიგებინათ – სახლებში სწორედ ამ საჩუქრით წავიდნენ.

რუსთაველები ნამდვილ ოპოზიციონერებს ნატრობენ

იანვრის დასაწყისში რუსთავში ,,ქართული პარტიის” ოფისი გაიხსნა. ის არ არის ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რომელმაც ქალაქში დაიწყო საქმიანობა. მიუხედავად ამისა, ჯერ-ჯერობით რუსთავში არ არსებობს, არც ერთი ოპოზიციური პარტია, რომელმაც საკუთარ რიგებში ხალხის შემოკრება შეძლო. მოსახლეობაში შიშის ფაქტორის არსებობის და რეგიონში ძლიერი ოპოზიციური კადრების ნაკლებობის გამო, დღემდე რუსთავს ხელისუფლების რეალური ოპონენტი არ ყავს.

”ქართულ პარტიაში” ირწმუნებიან, რომ ისინი შეცვლიან რუსთავში ოპოზიციურ სურათს. ”ჩვენი პარტიის დაფუძნება თებერვლის ბოლოს მოხდება. ახლა, გაწევრიანების მსურველ ხალხს ვიღებთ. ჩვენს ოფისში დღეში ათობით ადამიანი მოდის. ამ დროისთვის სამასი მოქალაქე გაწევრიანდა, აქედან ასი - პარტიის ახალგაზრდულ ჯგუფში. ვგეგმავთ მოვიცვათ მთელი ქვემო ქართლის რეგიონი და პარტიის ოფისები რაიონებშიც გავხსნათ. ამ კუთხით მუშაობა უკვე მიდის და რაიონებშიც აქტიური ხალხი შეირჩა.” – გვითხრა ”ქართული პარტიის” რუსთავის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა გელა ღუნწკიძემ.

ახლადგახსნილი ოფისში შაბათ-კვირასაც ხალხმრავლობაა. პარტიის მიმართ ინტერესს გამოხატავენ ოპოზიციური განწყობის მქონე მოქალაქეები, განსაკუთრებით კი - ახალგაზრდები.

”პირველ რიგში, გამბედაობა იმ ადამიანებს უნდა ქონდეთ ვინც ოპოზიციურ ოგანიზაციებს უდგებიან სათავეში. როცა მათგან სწორი გადაწყვეტილებები წამოვა, ხალხიც დაუდგება გვერდით. მივესალმები ქალაქში ოპოზიციონერთა გამოჩანას. ალბათ, უკვე დიდი ხანია დადგა დრო, ხელისუფლებას რუსთავში რეალური ოპოზიცია ყავდეს” – საუბრობს რუსთაველი გია ნოზაძე.

სარწყავი წყლის მილების საქმიდან, რუსთავის მერია მშრალი გამოვიდა

Presage.tv რამდენიმე დღის წინ წერდა ქვემო ქართლში ჩატარებულ ერთ საინტერესო აუქციონზე. საქმე ეხებოდა - გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიერ რუსთავისთვის საჩუქრად გადაცემულ, სოფელი კრწანისის სარწყავი წყლის მილებს, რომელიც ამ უკანასკნელმა აუქციონზე გაიტანა.

აუქციონი საინტერესოა იმით, რომ ის ქრონიკულად და წარუმატებლად 2008 წლიდან მიმდინარეობს და დღეს უკვე სისხლის სამართლის საქმის მთავრი ინტერესის ობიექტია. კრწანისის სარწყავი წყლის მილები ორჯერ გაიყიდა და საბოლოო ჯამში ადგილობრივ მოსახლეობას ახალი პრობლემა გაუჩნდა - მუშა მდგომარეობაში მყოფი მილების დაჭრის შემდეგ კრწანისელებს სარწყავი სისიტემის პრობლემა შეექმნათ.

აუქციონი, რომელიც გამარჯვებულებს ძველი ფოლადის მილების ახალი პლასტმასის მილებით შეცვლასაც ავალებდა, ორჯერ ჩატარდა. პირველმა გამარჯვებულმა, მოქალაქე პაატა ტალახაძემ, თანხა დათქმულ დროს სრულად არ გადადაიხადა და აუქციონის შედეგებიც გაუქმდა. ასეთივე შედეგით დამთავდა მილების გასაყიდად მოწყობილი მეორე აუქციონიც. თანხა, არც ამჯერად გამარჯვებულმა - გიორგი ხაჩიძემ გადაიხადა.

დღეს მათ პროკურატურა ქურდობაში სდებს ბრალს. ამბობენ, რომ თანხის სრულად გადახდამდე მათ მილების ამოღების უფლება არ ჰქონდათ. საქმეში არსად ჩანს რაიმე ფორმით რუსთავის მერიის პასუხისმგებლობის საკითხი.

რუსთავის მერიამ აუქციონის გამოცხადებამდე, ერთ დღით ადრე აუდიტს შეუკვეთა მომსახურება, რომელიც აღნიშნული მილების შეფასებას ისახავდა მიზნად. აუდიტმა მილები მილიონ-ნახევრად შეაფასა. მიუხედავად ამისა, აუქციონზე ისინი თვითმმართველობამ თითქმის სამჯერ ნაკლებ თანხად - 570 000 ლარად გაიტანა. ერთადერთი დაინტერესებული პირი და მყიდველი ვინმე პაატა ტალახაძე იყო. მან 571 000 ლარის გადახდის ვალდებულება აიღო და აუქციონზე გამარჯვებულად გამოცხადდა. ტალახაძემ გადაიხადა მხოლოდ ე.წ. ”ბე” - 28 500ლარამდე. მიუხედავად იმისა, რომ მას არ ქონდა საკუთრების უფლება, აუქციონის მეორე დღესვე ტალახაძე მივიდა სოფელ კრწანსში და მილების ამოყრა და დაჭრა დაიწყო, რასაც მოსახლეობასთან კონფლიქტი მოყვა.

ნაცვლად იმისა, რომ რუსთავის მერიას მიემართა სამართალდამცავებისთვის და ეცნობებინა მილების, ფაქტობრივად, ქურდობის შესახებ, ადგნენ და ხელახალი აუქციონი გამოცხადეს. ფასს დაუკლეს, რადგან მილების ნახევარი იყო გადარჩენილი და უკვე მეორედ გაყიდეს. ბედნიერი მყიდველი, ამჯერად, გიორგი ხაჩიძე აღმოჩნდა. ისიც, მივიდა სოფელში და მილების ჭრა გააგრძელა.

”გაოცებას იწვევს ის ფაქტი, რომ არც პროკურატურა და არც კონტროლის პალატა აღარ საუბრობს რუსთავის მერიის თანამშრომლობის პასუხისმგებლობის საკითხზე. პირველ რიგში, რატომ გაიტანეს მილიონ-ნახევრად შეფასებული მილები აუქციონზე ასეთ საწყის ფასად - 570 000 ლარად?! ასევე, როდესაც პირველმა გამარჯვებულმა ტალხაძემ დაჭრა მილები და ნახევარი წაიღო, რატომ არ მიმართეს სამართალდამცავებს“ - საუბრობს”,საერთაშორისო გამჭვრვალობა - საქართველო” წარმომადგენელი ეკა ბოკუჩავა.

ამ საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი 11 იანვარს გარდაბნის რაიონულ სასამართლოში ჩატარდა. ერთი საათის დაგვიანებით დაწყებულ სხდომაზე ახალი დაზარალებული გამოჩნდა. გაირკვა, რომ დაზარალებულის სტატუსი რუსთავის მერიასაც აქვს. აღნიშნული თვითმმართველობა სასამრთლოზე რუსთავის მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა - დავით ელიაძემ წარადგინა.

”ჩვენ მიწიდან მილების ამოღების შესახებ და ტალახაძის ქმედებაზე მას შემდეგ შევიტყვეთ, რაც ადგილობრივმა მოსახლეობამ და კონტროლის პალატამ წერილობით მოგვმართა” - განუცხადა ელიაძემ მოსამართლე იოსებ ბაღათურიას. ”მაგაზე რას მეტყვი, თუ ვიტყვი, რომ მილების ამოღების პირველი დღიდან ყველაფერი იცოდა რუსთავის მერმა და ვიცე მერმა?! რას იტყვი მაგაზე?” - მიმართა ეჭვმიტანილმა პაატა ტალახაძემ მერიის წარმომადგენელს.

მიუხედავად იმისა, რომ ტალახაძის ამ აღიარებას ლოგიკურად დიდი გავლენა უნდა მოეხდინა გამოძიების მსვლელობაზე, ასე არ მომხადრა. პროკურორმა დავით ჩხარტიშვილმა და მოსამართლე ბაღათურიამ, ვითომ აქ არაფერი თქმულაო, სხდომა მშვიდად გააგრძელეს. მას შემდეგ, რაც შეატყვეს, რომ ტალახაძე არ ჩუმდებოდა. მოსამართლემ მიმართ:

”კონკრეტულად ამ პიროვნებამ, დღეს სასამართლოზე მყოფმა მერიის წარმომადგენელმა, იცოდა იმის შესახებ, რომ თქვენ მილებს ჭრიდით?”. ამაზე ტალახაძემ უპასუხა, ამ კაცს პირველად ვხედავო და... ამოისუნთქა ბრალდების მხარემ.

რუსთავის მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დაკითხვის დროს პროკურორი ადგომა-დაჯდომით დაიღალა. ტალახაძე-ხაჩიძის დაცვის მხარის თითქმის ყველა კითხვას აპროტესტებდა. მოსამართლე ყველა მის პროტესტს ეთანხმებოდა. ”ერთი, შუბლზე არ უკოცნიათ ამ ბიჭისთვის, თორე ლამის ტაში დაუკრას პროკურორმა” – გვესმოდა სხდომიდან გამოსულებს სასამრთლოზე დამსწრეთა ფრაზები.

საბოლოოდ, რუსთავის მერიის წარმომადგენელმა, ელიაძემ, მოსამართლეს თხოვა, რომ მომავალში არ შეეწუხებინათ და შემდეგ სასამრთლოზე არ მიეწვიათ. თვის მხრივ, მოსამართლემ დამსწრეებს განუცხადა, ხელი არ შეუშალოთ ამ კაცს მუშაობაში, თუ საჭირო იქნება შევატყობინებთ და ისე მოვაო.

ასე გამოვიდა საქმიდან აბსოლუტურად მშრალი რუსთავის მერია, რომელსაც ეჭვმიტანილმა ტალახაძემ სასამართლოზე პროკურატურისთვის ”უმნიშვნელო” კითხვით მიმართა და რომელმაც მილიონ-ნახევრიანი მილები მესამედ ფასში გაყიდა.

”რუსთავის მერიის თანამშრომლებმა ყველაფერი ძალიან კარგად იცოდნენ და საქმის კურსშიც იყვნენ. იცოდნენ, როდის უნდა ამოეღო მილები ტალახაძეს და ამის უფლება თავად მისცეს. ეს მათ შორის დადებულ ხელშეკრულებაშიც კარგად ჩანს. დღეს კი ამისი უარყოფა ხდება, რადგან სიტუაცია დაიძაბა და საქმე სისხლის სამართლის წესით მიმდინარეობს.

რაც შეეხება პროკურატურის დღევანდელ ქმედებას, ვიტყვი, რომ არ შეიძლება გააპროტესტო ადვოკატის კითხვა მხოლოდ იმიტომ, რომ არ გსურს მისი მოსმენა. ხოლო მერიის წარმომადგენელი დღეს აბსოლოტურად მოუმზადებელი მოვიდა. ჩვენი სადავო ხელშეკრულებაც არ ქონდა ხელთ. ელიაძე, უბრალოდ, პროკურატურის ინტერესებიდან გამომდინარე გამოდის დაზარალებულად” – საუბრობს ეჭვმიტანილი ტალახაძის ადვოკატი ლევან პატარქალიშვილი.

კრწანისის სარწყავი წყლის მილების მორიგი სასამართლო 7 თებერვალს დაინიშნა. აღნიშნულ პროცესს ერთ-ერთი დაზარალებულის სტატუსის მქონე რუსთავის მერია აღარ დაესწრება.
kote-1962
ივანიშვილის პრობლემა – სააკაშვილი თუ საკუთარი პრესსამსახური?


01:00 14.01.2011
[presage.tv]
28 დეკემბერს პრესაგე.ტვ–ზე გამოქვეყნდა სტატია სათაურით – „ხელისუფლება სამარცხვინო ბოძზე“. სტატიის დაწერა განაპირობა ინფორმაციამ, რომელიც ჩვენმა წყარომ მოგვაწოდა. წყარო გვატყობინებდა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ქართველ ბიზნესმენს ბიძინა ივანიშვილს 1,5 მლრდ დოლარი სთხოვა, რაზეც ამ უკანასკნელის მხრიდან უარი მიიღო.
„როგორც წყარო ამბობს, საუბარი მეტად დაძაბულ ვითარებაში შედგა და საქმე კონფლიქტამდეც მისულა. წყარო იმასაც დასძენს, რომ რეზიდენციიდან გამოსულ ივანიშვილს გადაწყვეტილება მიუღია – საქართველოში რაც ბიზნესები აქვს, დახუროს“, – ვწერდით სტატიაში.

ორიოდე კვირის შემდეგ, დაახლოებით იგივე შინაარსის ინფორმაცია, იმ დამატებით, რომ ივანიშვილმა ოჯახი საზღვარგარეთ გახიზნა, სააგენტო „პირველის“ მიერ გავრცელდა, რასაც მეორე დღესვე მოყვა „ქართუ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება და ინფორმაციის უარყოფა. ჩვენ აღნიშნული განცხადებაც განვათავსეთ ვებ–გვერდზე, თუმცა, მისი ტონიდან და შინაარსიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ პასუხი გაგვეცა პრესსამსახურის განცხადებაზე.
კიდევ ერთხელ მოკლედ, მოვიყვანთ ფრაზებს განცხადებიდან, რომელმაც ჩვენი ყურადღება მიიპყრო:

„ბოლო დროს რამდენიმე საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაცია საეჭვოდ დაემთხვა ერთმანეთს... ორივე სააგენტოს ინფორმაცია არის სრული აბსურდი, რადგან ივანიშვილი საქართველოში მხოლოდ საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა, აქ არანაირი ბიზნესი არ გააჩნია... თუკი ივანიშვილს საქართველოში ბიზნესი არ გააჩნია, ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის აშკარაა, რომ შეუძლებელია ხელისუფლების მხრიდან მასზე რაიმე ზემოქმედების მოხდენა, როგორც ამის წარმოჩენა სურთ. შესაბამისად, ივანიშვილს ვერც ვერავინ დაიბარებს და არც არავის ეახლება.
ერთადერთი, შესაძლოა არსებობდეს ხელისუფლებისგან მისი ფიზიკური ხელყოფის საფრთხე, მაგრამ რატომ უნდა აგდებდეს საკუთარ თავსაც და ახლობლებსაც საფრთხეში ივანიშვილი აქ, საქართველოში ყოფნით, როცა მას და მის ოჯახსაც აქვს ყველანაირი საშუალება, სადაც მოუნდებათ იქ იცხოვრონ...

ჟურნალიტებმა კი იციან სიმართლე, მაგრამ სხვაგვარად ხომ ვეღარ დაწერდნენ მთავარს - რომ დაიბარეს, ყური აუწიეს, დააშინეს... შევეცდებით განვმარტოთ, რატომ სურთ საქმის ასეთნაირად წარმოჩენა: პირველი - იმიტომ, რომ ჟურნალისტებს მსგავსი სტატიებით სურთ იმის ჩვენება, რომ ხელისუფლება ისეთ ბიზნესმენსაც კი არ ინდობს, როგორიც ბიძინა ივანიშვილია. თუკი ხელისუფლება ასე მოქცევას კადრულობს ივანიშვილთან, ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა წნეხს უნდა განიცდიდნენ ბიზნესსექტორის ის წარმომადგენლები, რომლებიც მხოლოდ საქართველოში საქმიანობენ. სწორედ მათი დაშინება სურთ.
მეორე: ჩვენი ვარაუდით, მსგავსი ინფორმაციების გამავრცელებლებს სურთ საქართველოს ხელისუფლების პირველი პირის ძლევამოსილების ჩვენებაც, რომ მას შეუძლია დაიბაროს და ფული მოსთხოვოს ბიძინა ივანიშვილსაც კი, რომელიც Forbes-ის მონაცემებით, ბოლო 5 წლის განმავლობაში მსოფლიოს 200 უმდიდრეს ადამიანს შორის სახელდება.

და კიდევ: ეს არის ბატონი ბიძინას პიროვნების დამცირების, საზოგადოების თვალში მისი იმიჯის შელახვის მცდელობა და იმის ჩვენება, რომ შესაძლებელია მისი დაბარება, დაშინება და მასზე ზემოქმედება. მერე რა, რომ მდიდარია - როცა უნდათ დაიბარებენ და რასაც უნდა, იმას გააკეთებინებენ!“ – ნათქვამია განცხადებაში.
ჯერ ერთი, ის, რომ ივანიშვილს ვერავინ დაიბარებს და არც არავის ეახლება, ცოტა პათეტიკურად ჟღერს. რაც შეეხება ფულის მოთხოვნას და საქართველოში ბიზნესმენების მდგომარეობას, ივანიშვილის წარმომადგენლებმა წესით კარგად უნდა იცოდნენ, რა მდგომარეობაშია საქართველოში ბიზნესი და მართლა აბსურდულია მათი მხრიდან იმის მტკიცება, რომ სააკაშვილი ვერ გაბედავდა ივანიშვილისთვის ფული ეთხოვა.

ხელისუფლებამ, რომელმაც მცირე მეწარმეებიც კი დაანგრია და ბიუჯეტის შევსებას საპროცესო გარიგებებით ცდილობს, გინდათ დაგვაჯეროთ, რომ მსხვილ ბიზნესმენებს გვერდი აუარა?
რა ფორმით ითხოვს სააკაშვილი ფულს ივანიშვილისგან თუ სხვა ნებისმიერი ბიზნესმენისგან, ამის შეხსენება, ვფიქრობთ, ზედმეტია და ამისთვის, საკმარისია, თუნდაც ბაკურიანის მაგალითი გაიხსენოთ.

რაც შეეხება თქვენს აღშფოთებას, ხომ არ არის ეს აღშფოთება იმით გამოწვეული, რომ თავად შესაძლოა დაკარგოთ „ფულის მუდმივი წყარო“? აწ უკვე გარდაცვლილი ბადრი პატარკაციშვილი კლასიკური მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება მდიდარი ადამიანების გვერდით უამრავმა მუქთახორამ მოიყაროს თავი და საკმარისია მას რაიმე ტიპის საფრთხე ან უბედურება შეექმნას, რომ ეს მუქთახორები სწორედ ამ საფრთხეზე და უბედურებაზე ცდილობენ ხელის მოთბობას. გაიხსენეთ თუნდაც, ჯოზეფ ქეი, ან გიორგი თარგამაძე.
მსგავსი ინფორმაციები ივანიშვილის ახლო გარემოცვაზეც უამრავი გავრცელებულა, თუმცა, ეს ივანიშვილის პრობლემაა და საკუთარი თავისთვის უფლება არ მიგვიცია, რომ ამაზე საუბარი ჩვენ დაგვეწყო, თუნდაც „სკანდალების“ გამო, როგორც თქვენ ამბობთ.

აქვე განვმარტავთ - ჩვენი მიზანი ნამდვილად არ ყოფილა ივანიშვილის პიროვნების დამცირება. ჩვენ დავწერეთ იმის შესახებ, რაზეც ინფორმაცია ორმა სხვადასხვა წყარომ, თითქმის, ერთდროულად მოგვაწოდა. სხვათა შორის, ის რაზეც ჩვენი წყარო საუბრობდა, მაგრამ ჩვენ არ დავწერეთ, თავად პრესსამსახური საუბრობს - როცა ყურის აწევაზე და დაშინებაზე მიანიშნებს - და ეს, მართლაც უცნაურია.

„ერთადერთი, შესაძლოა არსებობდეს ხელისუფლებისგან მისი ფიზიკური ხელყოფის საფრთხე...“ – როდესაც ამაზე წერთ, ბუნებრივად ჩნდება შეკითხვა, რატომ მოგივიდათ თავში, თუნდაც თეორიულად, მსგავსი საფრთხის დაშვებაზე გესაუბრათ? და თუ ამას უშვებთ, მაშინ რატომ გიკვირთ, რომ ივანიშვილისთვის სააკაშვილს ფული ეთხოვა?
საერთოდაც, ამ განცხადების შემდეგ, რომელიც „ვაი ჭკუისაგან“ შეიძლება მხოლოდ მოდიოდეს და არა მართლაც საღი აზრისგან, კიდევ უფრო მეტად ესმის ხაზი იმ გარემოებას, რომ ბიძინა ივანიშვილის საქმიანობა და რეპუტაცია იმდენად გაღელვებთ, რამდენადაც ეს თქვენ შეგეხებათ. ალბათ, გულში მადლობელიც კი დაგვრჩით, რომ მოგეცათ საშუალება დაგეფიქსირებინათ თქვენი თავი პრესაში და ამით, ივანიშვილისთვის თქვენი საჭიროება კიდევ ერთხელ შეგეხსენებინათ.

და ბოლოს, არ ვაპირებთ ღრმად შევიდეთ პოლემიკაში, ვის, რატომ და რისთვის აფინანსებდა ბიძინა ივანიშვილი, რადგან კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენს ინტერესებში ნამდვილად არ შედის იმ ადამიანის რეპუტაციის შელახვა, რომელმაც ბევრი სიკეთე გააკეთა საკუთარი ქვეყნის და ხალხისთვის. სხვა საქმეა, ვინ როგორ იყენებს მის ამ სიკეთეს დაწყებული საჩხერიდან, დასრულებული თბილისის მაღალი ეშელონებით.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ჩვენი მიზანი იყო სტატიით კიდევ ერთხელ გვეთქვა ის, რაზეც უკვე დიდი ხანია ვსაუბრობთ – როგორ ეპყრობა სააკაშვილი ქვეყანაში ბიზნესმენებს, განურჩევლად მათი წონისა და მნიშვნელობისა. რაც შეეხება თქვენთან აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას, საკმაო გამოცდილება გვაქვს იმისთვის, ვიცოდეთ, რომ თქვენგან ამ ინფორმაციის დადასტურებას ვერ მივიღებდით, ისევე,როგორც სხვა ბიზნესმენების შემთხვევაში.

ჩვენ არც იმის გარანტია გვაქვს, რომ აღნიშნული განცხადება თავად ხელისუფლების კარნახით არ არის დაწერილი. ჩვენ არაერთი ასეთი ფაქტის მომსწრედა მნახველი ვყოფილვართ. ირაკლი ოქრუაშვილმა თუ ერთ დღეში შეცვალა საკუთარი ჩვენება, რატომ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ ამ შემთხვევაშიც შსს–ხელი არ ურევია?

თუ ჩვენს მიერ დაწერილი ინფორმაცია სინამდვილეს არ შეეფერება და ბიძინა ივანიშვილი საქართველოში დარჩება, რაც მას ნამდვილად დადებითად ახასიათებს, გვერწმუნეთ, ჩვენ ამის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს.

რაც შეგეხებათ თქვენ, პრესსამსახურს, როგორც ჩანს, ჟურნალისტებთან ურთიერთობის ეს სტილი კარგად გაქვთ აპრობირებული, რადგან ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ჟურნალისტებთან პირდაპირ იერიშზე გადადიხართ. თუმცა, გპირდებით, პირადად პრესაგე.ტვ არ მოგცემთ საბაბს, რომ თქვენი სიცოცხლისუნარიანობის გასახანგრძლივებლად თქვენთან პოლემიკა გავმართოთ. ეს ივანიშვილის საქმეა და თუ სურს თავად მიხედავს ამ პრობლემასაც.
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.