Help - Search - Members - Calendar
Full Version: აქტუალური სტატიები-Актуальные статьи
მთავარი ქართული ფორუმი პოლიტიკის შესახებ > პოლიტიკის შესახებ > პოლიტიკური არქივი - დოკუმენტური მასალები
Pages: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22
kote-1962
დიდ ერეკლეს წამით ერთი თვალი რომ გაეხილა, მეორის გახელას ნამდვილად არ ინატრებდა

(4 დეკემბერი, 2010)



გახსოვთ, ალბათ, მ. სააკაშვილის ყბადაღებული განცხადებები კავკასიის კონფედერაციისა და ერთიანი კავკასიური სახლის შექმნის შესახებ. ისიც გემახსოვრებათ, თუ რა პათოსით ითქვა აღნიშნულის თაობაზე გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი ტრიბუნიდან. სიტყვას რომ საქმე მოაყოლა და ცალმხრივად საქართველოში შემოსასვლელი ვიზები გაუუქმა ჩრდილო კავკასიაში არსებული ზოგიერთი ავტონომიის მცხოვრებლებს. ესეც გემახსოვრებათ. ზოგიერთს იმიტომ ვამბობ, რომ ჩრდილოეთ კავკასია დიდია და რატომღაც მასზე მთლიანად არ გავრცელდა ფაქტობრივი პრეზიდენტის გადაწყვეტილება.


სააკაშვილის “ნოვაციას” გულმშვიდად შესცქერის საქართველოს საზოგადოება, ვგონებ იმის მოლოდინში, რომ სააკაშვილი, ერთხელაც იქნება, დაიღლება და გაჩერდება. მაგრამ არა! არ იღლება. როგორც ჩანს, საქართველოს მამაზეციერმა ისეთი ბედი არგუნა, პირველ პირთა საექსპერიმენტო არენა რომ ჰქვია. და ვართ, 20 წელია, გაუთავებელ ექსპერიმენტებში.


ისტორიისთვის 20 წელი წამიერი გაელვებაა, ნებისმიერი ადამიანისთვის – ცხოვრების მნიშნელოვანი მონაკვეთი, რომელსაც მაგნიტოფონივით “რევერსი” არ აქვს. რაც წავიდა, წავიდა. უკან აღარ დაბრუნდება.


დამოუკიდებლობის 20 წელი იმდენი საარაკო “ნოვაციით” იყო აღსავსე, რომ ავ თვალს არ ენახება. ამ იდეებმა და “ნოვაციებმა” არა მარტო მოსახლეობა გათანგა, არამედ მრავალსაუკუნოვანი ქვეყნის არსებობას საფუძვლიანად შეურყია საძირკველი. ცოტაც და, თუ არ შედგა მამა-მარჩენალი, ქვეყანა თავზე დაგვემხობა.


სახელმწიფო არც ტრამვაის ლიანდაგების მოშლა-აღდგენაა და არც ფალოსის მსგავსი ობელისკების წამოჭიმვა. ის სხვაა, უფრო მარადიული, ზეციური და არა ერთი თაობის საჯიჯგნი. ის არც მეწველი ძროხაა, თივის გარეშე რძეს რომ იძლეოდეს. მას კვება ესაჭიროება, მეტადრე სულიერი.


საქართველოს ტანჯული ისტორიის განმავლობაში ბევრი იყო ისეთი, ვინც საკუთარი სისხლით და ოფლით კვება სამშობლო, დღეს რომ “საშაყირო” თემადაა ქცეული, მაგრამ უმეტესობა ისეთი იყო სამშობლოს საძოვრად რომ იყენებდა, ისე, როგორც დღეს. სამშობლოს გაფრთხილება სჭირდება, მითუმეტეს ისეთს, ჟამთა სვლამ ასერიგად რომ დააძაბუნა. მაგრამ ესმის კი ეს დღევანდელ “იდეებით” აღსავსეთ?


ის, რომ ქვეყანა იყიდება, არ-ახალია, მაგრამ წუხდება ამით ვინმე? გაყიდვას რომ ახალი საფრთხე ემატება კონფედერაციის, კავკასიის საერთო სახლის, ჩრდილოეთ კავკასიასთან ჩახუტების სახით, აწუხებს ეს ვინმეს?


სააკაშვილის წამოჭრილ თემას ბანს აძლევს მისივე გარემოცვა, სწავლულნიც და უსწავლელნიც, მხოლოდ საკუთარ კუჭსა და კეთილდღეობაზე მომართულნი. ეს რა შესანიშნავი რამ ბრძანა ჩვენმა მამა-მარჩენალმა, ჩვენს სისხლთან და ხორცთან, ჩრდილო კავკასიელებთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრებაო. მე-11 საუკუნის კავკასია ერთიანი ყოფილა, თბილისი კი მისი გულიო, ამბობენ ისინი. და იღვრება პირველი არხის ეთერიდან სანაიასა და “ექსპერტთა” მიერ ნამღერი კავკასიური სახლის მარადისობის ჰანგები, მტარვალმა რუსეთმა რომ დროებით გაწყვიტა წელში, მაგრამ ისტორიული სამართლიანობა არ ჰკარგავს სანთელ-საკმეველს.


ჩვენი დროის გმირი მიხეილი კარგად იყოს, და, რუსეთს ხელიდან გამოვგლეჯთ ჩრდილო კავკასიელ მუსლიმან ძმებს, თან ისე, როგორც ნიკალა იტყოდა – დავჯდებით, დავლევთ ჩაის და ვიჭუკჭუკებთ. . . მაგრამ რა ენაზე? იქნებ ინგლისურზე? ხელისუფლებას, რომ მშობლიურად სურს შემოგვტენოს? ან იქნებ თურქულზე?


მომავალ კონფედერაციაში თავის სეფე სიტყვას იტყვის 80-მილიონიანი თურქეთი, 10-მილიონიანი აზერბაიჯანი, მათი მონათესავე ჩრდილო კავკასიელები. ამერიკაში მოღვაწე თურქი ფეთჰულა გიულენი, ადნან ოქტარი და მათი რადიკალური ისლამისტური ორგანიზაციები კარგად იყვნენ, მეჩეთები და მედრესები არ მოგვაკლდება. “როდესაც ახალ დაპყრობაზე ვლაპარაკობთ, დასაწყისში საჭიროა ნოხის გაფენა სულის მხსნელი ლოცვისათვის”, – წერს გიულენი. ოქტარი კი ამბობს: “პოლიტიკური ისტორია დაგვემოწმება, რომ ძალა, რომელიც იღვწის მსოფლიო მმართველობისაკენ, უპირველესად რეგიონებს უნდა დაეუფლოს. კავშირი, რომელიც შეიქმნება თურქეთის მეთაურობით, საფუძვლიანად შეარყევს რეგიონში რუსეთის გავლენას და გზას გაუხსნის თურქულ სამყაროს მსოფლიო ლიდერობისაკენ”.


თურქულენოვან ოკეანეში შესაძლებელია სამმილიონიანი საქართველოს ლიდერობა? როგორც ეს ჰგონიათ სანაიას გადაცემის “გმირებს”? მაგრამ, როგორც ჩანს, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია “დიდი” მიხეილის გულის მოგება და თუ ამ პროცესში ქვეყანა დაიკარგება – წყალსაც წაუღია.


ამ “ქართველთა” იდეები ზედმიწევნით უახლოვდება ალ-ქაიდას მეორე პირის აიმან აზ ზავაჰერის მოსაზრებას, ასახულს მისსავე წიგნში, “რაინდები წინასწარმეტყველთა დროშის ქვეშ”. ავტორი წერს: “ჩეჩნეთის კონფლიქტი შეიძლება გახდეს მსოფლიო ჯიჰადური მოძრაობის სტრატეგიულ წერტილად. თუ ჩეჩენი მოჯაჰედები და კავკასიის რესპუბლიკების ისლამის მეომრები მიაღწევენ ნავთობით მდიდარ კასპიის ზღვის სანაპიროებს, მხოლოდ ნეიტრალური თურქმენეთი დააშორებს მათ ავღანეთიდან. ეს შექმნის სამხრეთ რუსეთში ისლამის სარტყელს, რომელიც აღმოსავლეთით დაუკავშირდება პაკისტანს, სამხრეთით ირანსა და თურქეთს, რომლებიც სიმპათიით არიან განწყობილნი შუა აზიის მუსლიმანთა მიმართ, ყოველივე კი დაარღვევს ბარიერს, რომელიც ჰყოფს მუსლიმანურ კავკასიას მსოფლიოს მუსლიმანებისაგან. მუსლიმანური კავკასიის გათავისუფლება გამოიწვევს რუსეთის დაშლას, გაააქტიურებს ჯიჰადის მოძრაობას უზბეკეთსა და ტაჯიკეთში, რომელთა მთავრობები რუსეთიდან იღებენ მოჯაჰედთა წინააღმდეგ საბრძოლველ დახმარებას.

ყველაზე პოპულარული ისლამისტური საიტი “მინბარ ალ-ჯიჰად ვატ-თავჰიდი”, რომელსაც ხელმძღვანელობს ცნობილი სალაფიდი იდეოლოგი აბუ მუჰამედ ალ-მაქდისი, ერაყის ალ-ქაიდას ყოფილი ლიდერის აზ-ზარქაუის სულიერი მამა, პასუხობს ყაბარდინო-ბალყარეთის ისლამისტური ორგანიზაციის “ჯამაათ იარმუკის” ყოფილ ლიდერს ანზორ ასტემიროვს (სეიფულა), რომ სოჭის ოლიმპიურ თამაშებში მუსლიმანთა მონაწილეობა ყოვლად დაუშვებელია, ვინაიდან სოჭის ტერიტორიაზე მუსლიმანი ჩერქეზები ცხოვრობდნენ, რომლებიც 150 წლის წინათ მეფის რუსეთმა გაასახლა იქედან.


ჩერქეზთა განდევნა-გენოციდის ამბავი არც საქართველოს ხელისუფალთათვის არის ახალი. მარტო მიმდინარე წელს ორი საერთაშორისო კონფერენცია მიუძღვნა მან ამ თემას, ცხადია აშშ-ს “ჯეიმსთაუნის” ფონდთან ერთად. სიტყვით რუსეთთან “გადატვირთვის” მომხრე ოფიციალური ამერიკა, საქმით იმას აკეთებს, რასაც ყოველთვის. მისი აზრით, რუსეთს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ქვეყნის სამხრეთში პრობლემები, რათა მან სერიოზული საკითხებიდან ყურადღება, სწორედ მათზე გადაიტანოს.


შორს მიმავალ გეგმებში რუსეთის არა მარტო სამხრეთ კავკასიიდან განდევნა იგეგმება, არამედ მისგან ჩრდილო კავკასიის ავტონომიების ჩამოშორებაც, კასპიის ზღვის ენერგორესურსების საფუძლიანი გაკონტროლება, მოუთვინიერებულ ირანზე მონიტორინგის დაწესება, მის წინააღმდეგ პროვოკაციების მოწყობა და სხვა.


აშშ-ს ზოგიერთი წრის სადღეისო და სამომავლო გეგმები ემთხვევა რადიკალური ისლამის გეგმებს, რაც არ არის გასაკვირი. გავიხსენოთ ოფიციალური ამერიკის ჩახუტება ექსტრემისტულ ისლამთან, როდესაც საბჭოთა კავშირი ავღანეთში იმყოფებოდა. მაშინ აშშ-ა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ შექმნა, გაწვრთნა, შეაიარაღა და დააფინანსა ალ-ქაიდა. ბენ ლადენი ვაშინგტონის პირმშოა და ასეთად მოიაზრებოდა კარგა ხნის განმავლობაში, ვიდრე აღმზრდელ-აღზრდილს შორის შავმა კატამ არ გაირბინა.


რა ამოძრავებს საქართველოს ხელისუფლებას? უპირველესად ამერიკისადმი მონური მორჩილება, რაც შორს არის ე.წ. სტრატეგიული პარტნიორობიდან. ანდა რა სტრატეგიული პარტნიორობა უნდა იყოს შეუმდგარ, ტერიტორიებდაკარგულ, მოსახლეობაგაქცეულ, ეკონომიკურად ღატაკ საქართველოსთან? ცხადია არავითარი, გარდა ერთისა – რუსეთის წინააღმდეგ საპლაცდარმო ტერიტორიისა.


და მაინც რას აცხადებს სააკაშვილის ხელისუფლება ჩერქეზებთან დაკავშირებით და რას მოელის აქედან? ჩერქეზთა გენოციდი, რომელიც 150-წლის წინათ მეფის რუსეთმა განახორციელა, არის დანაშაული. რუსეთმა არა მარტო ჩერქეზთა წინააღმდეგ ჩაიდინა ასეთი რამ, არამედ სხვების მიმართაც, მაგალითად საქართველოს. საქართველოს ხელისუფალთა აზრით, იქ, საიდანაც განიდევნენ ჩერქეზები, ანუ ქალაქი სოჭი, ოლიმპიური თამაშები არ უნდა ჩატარდეს. ოლიმპიური თამაშები სხვაგან უნდა გაიმართოს, რამეთუ სოჭი ესაზღვრება აფხაზეთს, რუსეთის მიერ საქართველოსთვის წართმეულს. საქართველოს ხელისუფლება, აღნიშნული მოტივით, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტსაც მიმართავს და ჩერქეზთა გენოციდს პარლამენტშიც განიხილავს.


საქართველო-რუსეთის ომი გრძელდება. მაინც რატომ ჰგონიათ სააკაშვილსა და მისთანებს, რომ მართლმადიდებელ რუსეთს ექსტრემისტული ისლამი სჯობს ან, რატომ არის ისლამით გაჯერებული კავკასიური სახლი უფრო მისაღები საქართველოს ხელისუფალთათვის, ვიდრე რუსეთთან ურთიერთობა?


დიდ ერეკლეს წამით, ერთი თვალიც რომ შეევლო “ქართველთა” ქმედებისათვის, მეორის გახელას ნამდვილად არ ინატრებდა.



ჰამლეტ ჭიპაშვილი
kote-1962
Рубрика: США и Канада

Wikileaks как зеркальное отображение Запада

("Sublime Oblivion", США)

04/12/201000:48

Иностранный журналист, ведущий «подрывную деятельность» и движимый страстными чувствами идеализма, публикует ворох служебных документов, исходящих из Высшей инстанции, которая, скрываясь под тщательно пригнанной маской цивилизованности, благородства и справедливости, смотрит на весь мир - на друзей и врагов без разбора - как на собственную игровую площадку, и занимается совершенно безнравственными закулисными махинациями в попытке сохранить свои высокомерные притязания на гегемонию. Высшая инстанция совершенно спокойно и без зазрения совести избирательно использует содержащийся в разоблачениях Wikileaks материал, доказывая публике законность и обоснованность своих идеологических-империалистических проектов. Но ее приспешники из ведущих средств массовой информации и даже ее самые выдающиеся властители не испытывают никакого диссонанса сознания, когда призывают выжечь на этом мерзком злодее-разоблачителе и «террористе» клеймо с числом дьявола, приговорить его к вечному заточению или к смертной казни, либо как в день Страшного суда поразить этого изверга громом и молниями с небес. А теперь догадайтесь - если бы это была не аллегория, а реальная жизнь, о ком идет речь?

Может, о мусульманах? Не-ет, исламисты не столь хорошо организованы и не могут так четко излагать все по пунктам. Кроме того, они не оставляют таких многочисленных бумажных следов. Русские? Но когда российские руководители выступают с завуалированными угрозами, эти угрозы обычно направлены против граждан Российской Федерации и против настоящих предателей. Нет - как обычно, это Запад со своим лицемерием в самом изощренном виде.

Так, для начала давайте разберемся. Как совершенно правильно отмечает министр обороны Роберт Гейтс, реальный эффект от разоблачений Wikileaks весьма скромен. Например, информация, содержащаяся в одной из якобы «сенсационных» телеграмм, в которой написано, что арабская элита выступает за нанесение американцами ударов по иранским ядерным объектам, была хорошо известна в геополитических кругах задолго до этого (черт возьми, я же писал об этом в августе и даже раньше). Для арабского мира последствия этих официальных откровений будут, скорее всего, минимальными, учитывая следующее: (1) по данным опросов, (незначительное) большинство арабов в Египте и Ливане выступает за применение военной силы, дабы предотвратить появление у Ирана ядерного оружия и (2) в этом регионе предположительно существует цензура на информацию Wikileaks.

Разоблачения Wikileaks не вызвали также особой напряженности и попыток создания репрессивной цензуры в таких странах, как Россия (по крайней мере, пока). Это резко противоречит утверждениям ведущих западных СМИ, таких как Christian Science Monitor, прозвучавшим в преддверии «Телеграмгейта»:

В Wikileaks готовы сбросить на Россию информационную бомбу. Но смогут ли русские прочитать это? Wikileaks собирается опубликовать документы о России, но жестко контролируемые российские СМИ вряд ли будут писать об этом так, как западные средства массовой информации писали по поводу документов об Афганистане и Ираке.

Безусловно, именно поэтому государственное информационное агентство «РИА Новости» и принадлежащая «Газпрому» газета «Коммерсант» сообщили о публикациях Wikileaks в тот же день. И по состоянию на сегодня в российских новостях буквально тысячи сообщений о «Телеграмгейте». Как-то не вяжется с заявлениями Запада.

Пишущий для TIME Саймон Шустер (Simon Shuster) ухватился за анонимный комментарий ФСБ (появившийся на российском сайте LifeNews) и начал с ним носиться, распространяя всевозможные инсинуации о том, как Кремль отравит Ассанжа или взломает сайт Wikileaks. Конечно, он при этом практически не упоминает о той войне, которую развязали протии Ассанжа Пентагон и ЦРУ (помните о созданном в Пентагоне подразделении по борьбе с Wikileaks численностью 100 человек? Или о «медовой ловушке» и шведских обвинениях в изнасиловании, выдвинутых против Ассанжа?). Но забавнее всего следующее изречение:

Поэтому наиболее вероятная реакция России, по крайней мере, вначале, будет заключаться в попытках опровергнуть подлинность раскрытых секретов. «Это главное оружие, отфильтровать материал через государственные средства массовой информации, которые опорочат WikiLeaks и подвергнут сомнению достоверность его источников», - говорит Николай Злобин, возглавляющий российский и евразийский проект в вашингтонском Институте мировой безопасности (World Security Institute). – Благодаря этому все публичные дебаты по поводу утечки информации будут ограничены российскими интернет-форумами и новостными вебсайтами, а их читает лишь незначительная часть населения».

А вы знаете, я с этим согласен! Единственная проблема в том, что Россия своими действиями просто напрямую копирует страничку из западного сценария!

Пока что Россия переживает бурю Wikileaks вполне нормально. Что мы имеем на сегодня? Совершенно потрясающий компромат на кремлевского идеолога без идеологии Суркова, у которого в кабинете, наверное, висит портрет Обамы и который любит американский рэп. Или на Рамзана Кадырова, неуклюже танцевавшего на дагестанской свадьбе с заткнутым в джинсы позолоченным автоматом Калашникова, и живо напоминавшего «Кавказского пленника» наших дней. Есть также тот факт, что отчет о войне в Южной Осетии в российской версии нашел свое дальнейшее подтверждение. И что американские дипломаты готовы были верить всему тому, что их грузинские источники рассказывали о злобных русских империалистах. Ах, да, есть еще заявление о том, что Россия это «мафиозная клептократия» - по крайней мере, так американским дипломатам сказали российские оппозиционеры-маргиналы.

Гонсалес заявил, что у ФСБ есть два способа избавиться от лидеров преступных группировок, которые не делают то, чего от них хотят спецслужбы. Первый – это убийство. Второй – посадить их в тюрьму, чтобы таким образом ликвидировать соперников в борьбе за влияние.

Так, а разве не тем же самым занимаются спецслужбы по всему миру? (Я хочу заметить, что недостатка примеров из истории нет: ЦРУ рука об руку работало с организованной преступностью, чтобы добиться желаемых политических результатов в зарубежных странах; вспомните, например, операцию «Гладио» (тайная операция НАТО и спецслужб по созданию в Италии после Второй мировой войны сети организаций, призванных противостоять предполагаемому вторжению стран Варшавского договора в Западную Европу – прим. перев.)). И конечно же, тем, кто не живет отшельником в пещере, хорошо известно, что в российской бюрократии множество таинственных и безымянных, но весьма неприятных личностей. Здесь нет ничего нового, и все эти дипломатические сплетни просто бесполезны. Мэр Москвы Юрий Лужков это центр притяжения коррупции? Да что вы говорите… (Все скоро просто забудут о его недавней отставке и переходе в стан оппозиции).

Пока в американских документах нет ничего, по-настоящему компрометирующего Россию и другие страны. Ну да, есть несколько неприятных деталей. Есть оценки иностранных лидеров, например, характеристика президента Азербайджана Ильхама Алиева, в которой написано, что во внешней политике Алиев похож на Майкла (Корлеоне), а во внутренней - больше на Сонни (Майкл более прагматичный и выдержанный человек, а Сонни – импульсивный и резкий – прим. перев.). Сообщается также, что Алиев использует уголовный жаргон. А помните, как демонстративно покидали зал заседаний ООН делегации во время выступления Ахмадинежада? Wikileaks сообщает, что это была американская инициатива. Шведский представитель должен был выйти из зала, когда Ахмадинежад дойдет до ключевого слова «Холокост» (и станет отрицать эту трагедию, как он имеет обыкновение делать). Но в тот раз Ахмадинежад сдержался. Поэтому бедный швед очень растерялся, когда иранский лидер не использовал слово на букву «х», и был вынужден срочно консультироваться с американцами, что делать дальше. И рассказ об этом цирке можно продолжать…

До сих пор Wikileaks не удалось создать большую сенсацию и произвести фурор. Но все это не очень важно. Важна реакция Запада на эти разоблачения. Важно то, что эта реакция говорит о нарушении в прошедшем десятилетии гражданских свобод во имя священной «войны с террором». К сожалению, здесь уже не до смеха. Здесь «Телеграмгейт» превращается в зеркало, отражающее вырождающуюся политическую душу Запада.

Не знаю, как вы, но когда советник канадского премьера Харпера открыто призывает к убийству Джулиана Ассанжа (безо всяких для себя последствий); когда, живо напоминая о железной китайской хватке на горле интернета, американские политики позволяют себе требовать (и добиваются своего), чтобы серверы в США закрыли доступ к Wikileaks; когда на самом высоком политическом уровне всерьез рассматривают вопрос об обвинении иностранцев в предательстве США (какое противоречие в терминах!); когда бывшие, а возможно, и будущие кандидаты в президенты США, такие как Сара Пэйлин* - не говоря уже о известных комментаторах и бесчисленных идиотах-активистах с интернет-форумов – призывают «преследовать Ассанжа столь же настойчиво, как мы преследуем «Аль-Каиду» и лидеров талибов»; когда все это происходит, меня начинает беспокоить жизнеспособность либеральной политической системы перед лицом ползучей угрозы пошедшего в наступление государства национальной безопасности и тотальной слежки.

Не хочу показаться театральным и нарочито эмоциональным, но правые реагируют на эти события как-то до жути тоталитарно и бесчеловечно. Проверяйте: обвинения в изнасиловании – это классический ход спецслужб, стремящихся опорочить доставляющего неприятности человека.

По поводу ордера на арест Ассанжа, выданного вчера Интерполом: мне кажется крайне безответственным строить предположения о его виновности или невиновности сейчас, когда в этом деле еще ничего не ясно. У меня действительно нет никакого мнения по поводу справедливости этих утверждений. Но, как отмечает Джон Коул (известный британский журналист и ведущий – прим. перев.) я знаю одно: как только Скотт Риттер (Scott Ritter) начал говорить правду об иракском оружии массового уничтожения, его тут же публично обвинили в сексуальных непристойностях. Как только Элиот Спитцер (Eliot Spitzer) (бывший губернатор штата Нью-Йорк – прим. перев.) начал представлять реальную угрозу преступникам с Уолл-стрит, федеральные власти тут же начали масштабное и весьма странное расследование по обычному и вполне рядовому делу о его связи со взрослой проституткой, разрушив его карьеру (и положив конец той угрозе, которую он представлял для олигархов). И вот теперь, на следующий день после того, как Джулиан Ассанж организовал крупнейшую в истории утечку информации, появляется ордер на его арест, который серьезно ограничивает его свободу передвижения и вполне может привести к его задержанию.

Если мне позволят высказать догадку, я скажу так: непристойное поведение Ассанжа свелось к одной случайной связи, причем произошло это в обществе, где неудобные длительные ухаживания и ритуалы перед спариванием являются очевидной нормой. Предположительно, он не сумел «удовлетворить» этих дам (и не по своей вине, если это была подстава ЦРУ) – и поэтому несколько месяцев спустя поимели его самого.

А после этой процедуры обливания грязью, как отмечает Гленн Гринуолд (Glenn Greenwald), начинается «все более кровожадная кампания нагнетания ненависти против Джулиана Ассанжа, также известного под именем «новый Осама бен Ладен»:

Зачинщики этой кампании ненависти являются сторонниками, а в некоторых случаях и непосредственными организаторами самых смертоносных и самых беззаконных акций прошедшего десятилетия. Они требуют посадить Ассанжа за решетку, требуют его крови, находясь в услужении у государства, которое творило все эти беззакония. И более того, они хотят сохранить ту завесу секретности, которая позволяет им совершать свои подлости. Чтобы добиться своего, они невозмутимо выдвигают теорию о том, что если в результате таких разоблачений пострадает хоть один невинный человек, это неопровержимо докажет: Ассанж и WikiLeaks – злобные монстры, заслуживающие самой страшной кары, какую только можно придумать. При этом они отстаивают и защищают тот режим секретности, который породил не меньше людских страданий и несчастий, чем любая другая сила зла в мире. А ведь такие страдания и несчастья породил режим секретности бессрочного Государства национальной безопасности.

Из новой порции разоблачений WikiLeaks, в которой гораздо меньше информации, чем в предыдущих, мы также узнали много полезного и интересного. Хуан Коул (Juan Cole) пишет о 10 самых важных разоблачениях по поводу Ближнего Востока. Скотт Хортон (Scott Horton) анализирует информацию о том, что Госдепартамент оказывал давление на Германию и запугивал ее, добиваясь, чтобы та прекратила следствие о похищении агентами ЦРУ одного из своих граждан, который оказался абсолютно невиновным человеком. … Британские представители, делая вид, будто ведут масштабное расследование обстоятельств войны в Ираке, втайне обещали помощникам Буша оградить их от неприятных разоблачений. Госдепартамент Хиллари Клинтон приказывал своим работающим в ООН дипломатам собирать пароли, адреса электронных почтовых ящиков, а также биометрические данные представителей руководства ООН и других лиц, чтобы за ними легче было шпионить. Вполне возможно, что действия эти совершались в нарушение Венской дипломатической конвенции от 1961 года (см. статьи конвенции 27 и 30). Вы уж поверьте мне, я знаю: это всего лишь «закон»; но ни один Серьезный человек не считает, что закон должен сдерживать наших великих руководителей.

И все эти смердящие падальщики из числа неоконов и злобствующих консервативных блогеров с нетерпением ждут, когда можно будет расклевать труп Ассанжа.

Для начала – есть группа, требующая, чтобы Ассанж был уничтожен без предъявления ему обвинений, без суда и следствия. Далее, в Твиттере выступила безграмотная Сара Пэйлин, обвинившая не имеющую государственной принадлежности компанию WikiLeaks, возглавляемую гражданином Австралии, в «предательстве». Затем она выступила на своей страничке в Facebook, выразив недовольство тем, что Джулиана Ассанжа «не преследуют столь же настойчиво, как мы преследуем «Аль-Каиду» и лидеров талибов» (она к тому же солгала, заявив, что у него «руки в крови» - даже Пентагон признал, что данное утверждение не соответствует действительности). Джон Хокинс (John Hawkins) этим утром разместил на сайте Townhall свою статью под заголовком «Пять причин, по которым ЦРУ давно должно было убить Ассанжа». Мысль о том, что с Ассанжем следует обойтись как с изменником и убить его без суда и следствия, поддерживают, а то и активно продвигают люди, подобные Марку Тиссену (Marc Thiessen), Сету Липски (Seth Lipsky) (Джеффри Голдберг (Jeffrey Goldberg) из Atlantic разместил у себя статью Липски и совершенно безграмотно обвинил Ассанжа в «измене»), Ионе Голдбергу (Jonah Goldberg), члену палаты представителей Питу Кингу. А сегодня к ним присоединилась и Wall Street Journal.

То, что многочисленные политические обозреватели так запросто призывают к убийству человека без всякого подобия законности, явно отдает слабоумием. Вспомните, как советник Пэйлин/Маккейна Майкл Гольдфарб (Michael Goldfarb) сетовал недавно на то, что ЦРУ не смогло убить террориста Ахмеда Гаилани (Ahmed Ghailani), когда тот находился в заключении. Вспомните, как известный блогер Гленн Рейнольдс (Glenn Reynolds) требовал этим утром за чашкой кофе уничтожить Северную Корею ядерным оружием («Я говорю, разбомбите их. И не какой-то там парочкой бомб»). Все эти люди без исключения аплодировали нападению на Ирак, в результате которого погибло 100 000 ни в чем не повинных людей. Но их жажда массового убийства просто неутолима. После десяти лет американских вторжений, бомбардировок, оккупаций, обстрелов блокпостов, атак беспилотников, заказных убийств и массового уничтожения мирных жителей мысль о том, что американское государство может и должно убивать того, кого хочет, появляется гораздо чаще и становится намного более безудержной, чем прежде.

Те, кто требует, чтобы американское правительство отнимало у человека жизнь без суда и следствия – как будто они выступают за изменения в налоговом законодательстве или за незначительные кадровые перестановки («Убрать его!» - орут они со своих трибун в Колизее) – это просто морально деградировавшие и невменяемые варвары. Иных слов подобрать просто невозможно. Безусловно, это как правило те самые люди, которые называют себя «человеколюбцами» и борцами за неприкосновенность человеческой жизни, которые с презрением относятся к исламским экстремистам из-за их пренебрежения к жизни человека.

Но так быть не должно. В конечном итоге, разоблачения Wikileaks имеют лишь ограниченное значение. Они дают возможность плебсу заглянуть в тайны высокой дипломатии (и подчеркивают необходимость усиления контроля США за информацией в этой сфере). Как отмечает Крейг Уилли (Craig Willy), эти документы дают возможность для сближения истории и политологии (об этом же говорит Тимоти Гартон Эш (Timothy Garton Ash)). Они показывают, что склад ума у американского дипломатического корпуса колонизаторский, претенциозный и часто страдающий от шаблонов и штампов (достаточно посмотреть на телеграммы из Москвы, в которых дипломаты буквально слово в слово повторяют высказывания журналистов из ведущих СМИ о России). Но мало что из этого можно считать по-настоящему злонамеренным материалом**.

Больше всего в этой истории удручает однотипная пропаганда элиты против издания, занимающегося поиском и разоблачением самых грязных и отвратительных ее тайн и секретов. Поражает та готовность, с которой «исключительное» и «уважающее законы» западное стадо отстаивает и защищает свое и без того безграничное невежество. А самое забавное заключается в том, как «четвёртое сословие» само выступает против открытости и подотчетности власти – «слепо публикуя одно государственное заявление за другим, принимая его на веру без тени сомнений, без возражений и без проверки». При этом сами средства массовой информации жалуются лишь на то, что их славное Государство вводит мало запретов. Несколько лет тому назад я писал о ведущих СМИ Запада:

Контроль – это навязывание твоей точки зрения на действительность другим. Поскольку открытые политические гонения и преследования уже неприемлемы, элита прибегает к ведению войны по завоеванию умов и сердец. Манипуляции западных СМИ незаметны, ибо, будь они на виду, правдоподобие фальсификаций тут же рассыпалось бы (как было в Советском Союзе)… По этой причине они намного более коварны и опасны для свободы, чем любая репрессивная диктатура, поскольку в диктатуре каждый знает, что он раб. А люди Запада по-прежнему верят в то, что они свободны, хотя на самом деле они тоже рабы, как и все остальные.

Эта мысль верна как никогда. Люди Запада по-прежнему избегают смотреть в последние оставшиеся у них зеркала или бьют их вдребезги, а Оруэлл по-прежнему переворачивается в своем гробу.

* Я оставил на страничке Сары Пэйлин в Facebook следующую запись: «Я поддерживаю справедливое требование Сары о том, что мы должны выследить Ассанжа в тесном взаимодействии с нашими союзниками из Северной Кореи». Речь идет о ее недавнем ляпе (скорее, это показатель ее политического невежества). Спустя несколько часов я обнаружил, что моя запись уничтожена, и что меня заблокировали, чтобы я не мог больше оставлять свои комментарии на страничке Сары Пэйлин.

** Я должен также подчеркнуть, что это далеко не самые засекреченные телеграммы. По-настоящему интересную и любопытную информацию может читать только президент, да еще десяток человек. Шансы на то, что такая информация появится на сайте Wikileaks, очень и очень незначительны.
http://inosmi.ru/usa/20101204/164668879.html

© ИноСМИ.ru 2000-2009

Все права защищены и охраняются законом.

При полном или частичном использовании материалов ссылка на ИноСМИ.Ru обязательна (в интернете — гиперссылка).

Электронное периодическое издание «Интернет-проект «ИноСМИ.RU» зарегистрировано в Федеральной службе по надзору за соблюдением законодательства в сфере массовых коммуникаций и охране культурного наследия 21 декабря 2004 г. Свидетельство о регистрации Эл № ФС 77-20270

Адрес электронной почты редакции: info@inosmi.ru.
kote-1962
რა სარგებლობა მოაქვს გუბერნატორობას
03.12.2010
საბა წიწიკაშვილი, გორი

შიდა ქართლის გუბერნატორს ზურაბ არსოშვილს წინამორბედმა გუბერნატორმა ლადო ვარძელაშვილმა მემკვიდრეობით დაუტოვა განკარგულებები, რომლითაც სახელმწიფო ხარჯებით ჩინოვნიკებს სამი ბინის ქირა აქვთ გადასახდელი. ასევე თვეში განსაზღვრული 1 600 ლიტრი ბენზინიდან 1000 ლიტრი კონკრეტულად გუბერნატორისთვისაა გათვალისწინებული, ხოლო 600 ლიტრი - მოადგილისთვის და ა.შ. ეს განკარგულებები დღესაც ძალაშია. ყოველ შემთხვევაში, 2010 წლის 1 სექტემბრის მონაცემებით (არსოშვილის დანიშვნიდან სამი თვის შემდეგ), ჯერ კიდევ არ იყო გაუქმებული. ვარძელაშვილი პრეზიდენტმა სააკაშვილმა სანიმუშო მუშაობისთვის დააწინაურა - სპეციალურად მისთვის ახალი სამინისტრო შექმნა, რომელსაც სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ეწოდა.

რა შეიძინა ვარძელაშვილმა ბოლო 2 წელს

ლადო ვარძელაშვილი შიდა ქართლის გუბერნატორად 2008 წლის 11 თებერვალს დაინიშნა. 2008 წლის 30 აპრილს მან ქონებრივი დეკლარაცია შეავსო, საიდანაც ვიგებთ, რომ კულტურის მინისტრის მოადგილის რანგში მას სულ 32 250 ლარი აქვს აღებული, ხოლო იმავე სამინისტროში ყოფნის პერიოდში სამივლინებო ხარჯად 9 200 ლარი ერგო. სულ კულტურის მინისტრის მოადგილეობისას აუღია 41 550 ლარი. 2008 წლის აპრილს შევსებულ დეკლარაციაში ვარძელაშვილს არა აქვს მითითებული სხვა შემოსავალი ან ქონება. შიდა ქართლის გუბერნატორად დანიშვნიდან ორი თვის შემდეგ შევსებულ დეკლარაციაში ვარძელაშვილი უთითებს, რომ თი-ბი-სი ბანკში გახსნილ მის მიმდინარე ანგარიშზე დარჩენილი იყო სულ 28 000 ლარი. არა აქვს მითითებული მის ხელთ არსებული ნაღდი ფულის რაოდენობა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ იმ პერიოდში „ჯიბეგაფხეკილი“ იყო.

2009 წელს შევსებულ დეკლარაციის მიხედვით ცნობილი ხდება, რომ ორი წლის განმავლობაში ამხანაგობა „ნუცუბიძე 26“-სთან გაფორმებული ხელშეკრულებით, ვარძელაშვილმა დაფარა მშენებარე ბინის საფასური, რომლის ღირებულებაა 180 000 (ასოთხმოცი ათასი) დოლარი. თბილისში, ვაჟა-ფშაველას ძეგლთან, ნუცუბიძის ქუჩა #26-ში დგას მრავალსართულიანი ახლადაშენებული კორპუსი, რომლის მე-9 სართულზე მდებარეობს ლადო ვარძელაშვილის ბინა.

ვარძელაშვილის ხელფასი ოფიციალურად შეადგენს 2 950 ლარს. 2008 წელს იგი 11 თვის განმავლობაში იყო გუბერნატორის პოსტზე. ამდენად მისი წლიური შემოსავალი ხელფასის სახით შეადგენს 32 450 ლარს. აქედან ხელზე აიღებდა - 25 960 ლარს.

პრემიებიანად მან 2008 წელს აიღო 35 309 ლარი, რაც აღნიშნულია კიდეც დეკლარაციაში.

რაც შეეხება 2009 წელს, 12 თვის განმავლობაში მის სახელფასო შემოსავალი 35 400 ლარს შეადგენს, აქედან ხელზე აიღო 28 320 ლარი. ამას დავუმატოთ მისი ყოველთვიური პრემია იგივე ხელფასის ოდენობით, გამოდის, რომ 2009 წელს ვარძელაშვილმა აითო ორჯერ 28 320 ლარი, ანუ ჯამში - 56 064 ლარი.

თუკი შევკრიბავთ 2008 წლის და 2009 წლის მონაცემებს, გუბერნატორმა ლადო ვარძელაშვილმა ორი წლის განმავლობაში 2008-2009 წელს ხელზე აიღო 91 464 ლარი. ბინაში კი 180 000 დოლარი გადაიხადა, რაც დაახლოებით 315 000 ლარია. საიდან გადაიხადა 223 536 ლარი, ეს ოფიციალურ დოკუმენტებში არ ჩანს. შეთანხმების მიხედვით, ეს თანხა ვარძელაშვილმა უკვე განვლილი ორი წლის განმავლობაში უნდა დაეფარა.

2009 წლის 6 დეკემბერს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ლადო ვარძელაშვილმა მხოლოდ 2009 წელს მიიღო, შემოსავლის სახით, 70 800 ლარი, ხოლო იმავე წლის პუნქტში სათაურით ,,მოგზაურობა, სწავლა, ბინა, რემონტი" აღნიშნული აქვს, რომ გახარჯა 65 000 ლარი.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, კი თბილისში ვაჟა-ფშაველას ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნუცუბიძის ქ. #26-ში მე-9 სართულზე მდებარე #15 ბინა, რომლის მესაკუთრედ 2009 წელს ლადო ვარძელაშვილი საკუთარ თავს თვლიდა, იპოთეკით ორჯერ დაიტვირთა - პირველად 2009 წლის 8 დეკემბერს ,,ალფაკრედიტში", ხოლო მეორედ ,,ლიბერთი ბანკში" 2010 წლის 8 სექტემბერს

ახლა ვნახოთ, როგორ ხარჯა ბიუჯეტი ვარძელაშვილმა განხვლილ ორ წელიწადში.

2008 წელი

ვლადიმერ ვარძელაშვილი შიდა ქართლის გუბერნატორად 2008 წლის თებერვალში დაინიშნა. დანიშვნისთანავე 11 თებერვალს გამოსცა განკარგულება მძღოლის შეცვლის თაობაზე. 15 თებერვალს გამოსცა განკარგულება საწვავის ხარჯის ზღვრული ლიმიტის დაწესების შესახებ. ვარძელაშვილმა სამხარეო ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხულ „მერსედეს-ბენცს“, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ პირველი პირები იყენებდნენ, თვეში 600 ლიტრი საწვავი გამოუწერა.

20 თებერვალს ახლადდანიშნულმა გუბერნატორმა ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია „მაგთიკომთან“ ულიტიმო ტარიფის დაწესებასთან დაკავშირებით ახალი ხელშეკრულება გააფორმა. მანამდე ყოფილ გუბერნატორს - ვლადიმერ გეგელაშვილს გამოცემული ჰქონდა განკარგულება სატელეფონო მომსახურების ლიმიტით სარგებლობის თაობაზე, მათ შორის - საკუთარ ტელეფონზე. ვარძელაშვილმა ეს განკარგულება გააუქმა. ყოფილ გუბერნატორს გეგელაშვილს სალაპარაკო ლიმიტი მაგთისნომრიან ტელეფონზე მხოლოდ 70 ლარი ჰქონდა. მომდევნო გუბერნატორმა ვარძელაშვილმა კი მაგთისნომრიან ტელეფონზე სარგებლობა „ულიმიტო“ გახადა.

გუბერნატორმა ლადო ვარძელაშვილმა, გარდა კორპორაციული მაგთისნომრიანი ტელეფონისა, საკუთარი პირადი ნომერიც სახელმწიფო ბიუჯეტის კმაყოფაზე გადაიყვანა. 2008 წლის 4 მარტის განკარგულებით, ვარძელაშვილმა კომპანია ,,ჯეოსელთან” გააფორმა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ,,სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის ბალანსზე აყვანილ სატელეფონო ნომერზე 877 79-89-06 სააბონენტო ლიმიტი თვეში 500 ლარად განსაზღვრა, ხოლო 2008 წლის 1 ივლისს ამ განკარგულებაში ცვლილებები შეიტანა და თვეში 500 ლარი ლიმიტი 1 000 ლარამდე გაზარდა”. შეგახსენებთ, ,,ჯეოსელის" აღნიშნული ნომერი მისი პირადი ნომერია, რომლითაც დღესაც სარგელობს.

2008 წლის პირველ ივლისს #63 განკარგულებით, ვარძელაშვილმა 1 400 ლარად გორში ქართველ მსროლელთა დივიზიის ქუჩაზე #5-ში მდებარე საცხოვრებელი ორსართულიანი სახლი იქირავა. ამ სახლის მფლობელი მაია გოდერძიშვილია. 2008 წლის 10 ივლისს ვარძელაშვილმა გამოსცა #65 განკარგულება, რომლის მიხედვით მის მოადგილეებს – ზურაბ ჩინჩილაკაშვილს და გიორგი ავალიანს პრემიები მისცა. „შრომის ანაზღაურების ეკონომიის ხარჯზე გაიცეს პრემიები შემდეგი ოდენობით: სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის პირველ მოადგილეზე – ზურაბ ჩინჩილაკაშვილზე 2360 ლარი, ხოლო რეგიონული სამსახურის უფროსზე გიორგი ავალიანზე – 1 180 ლარი“, – წერია განკარგულებაში.

2008 წლის 30 ივლისს #74 განკარგულებით ცნობილი ხდება, რომ ეკონომიკის სამინისტროს შიდა ქართლის ქონების სამმართველომ შიდა ქართლის გუბერნატორს გადასცა ახალი მანქანა ,,ტოიოტა პრადოს” მარკის ავტომანქანა სახელმწიფო სანომრე ნიშნით ,TOK- 387". ბალანსზე რიცხული ,,ტოიოტა პრადოს” მარკის ავტომანქანისთვის (სანომრე ნიშნით TOK-387) დაწესდა საწვავის (ბენზინის) ხარჯვის ზღვრული ლიმიტი თვეში 600 ლიტრის ოდენობით. ავტომანქანა განპიროვნებული იქნეს რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის მძღოლის – დავით სარაულის სახელზე).

რაც შეეხება იმ მანქანას, რომელიც მანამდე ემსახურებოდა ვარძელაშვილს, ესაა მერსედეს ბენცის მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრითGUU- 515 განპიროვნებულ იქნა პირველი მოადგილის ზურაბ ჩინჩილაკაშვილის სახელზე. 2008 წლის 1 სექტემბერს ვარძელაშვილმა მოითხოვა 8 -25 (აგვისტოს მოვლენების პერიოდი) აგვისტოს დახარჯული საწვავის ჩამოწერა, რადგან ამ პერიოდისათვის საომარი მოქმედებების გამო, არ ხდებოდა საგზურების გამოწერაო. ვარძელაშვილმა, რომლის მანქანას ზღვრული ლიმიტი 600 ლიტრი ჰქონდა თვეში, მოითხოვა 1 000 ლიტრის ჩამოწერა, რაც იმას ნიშნავს, რომ გუბერნატორის ადმინისტრაციის ბუღალტერს საბუთებში უნდა ეჩევენებინა, რომ 8-25 აგვისტოს გუბერნატორმა 1 000 ლიტრი გახარჯა. რეალურად, არავის შეუმოწმებია, ამ პერიოდში რამდენს გახარჯავდა გუბერნატორი. ასევე არავის შეუმოწმებია ავტომანქანის ,,გარბენილი" კილომეტრები აღნიშნულ პერიოდში.

იმავე პირველ სექტემბერს ლადო ვარძელაშვილმა ახალი განკარგულება #80 გამოსცა, რომლითაც ,,ტოიოტა პრადოს” სახელმწიფო ნომრით ტოკ-387 ავტომანქანაზე ბენზინის ხარჯვის ზღვრული მოცულობა 600 ლიტრიდან 1 000 ლიტრამდე გაზარდა. 2008 წლის 7 ოქტომბრით დათარიღებული დოკუმენტით ვიგებთ, რომ გუბერნატორის ადმინისტრაციაზე რიცხულ ავტომანქანას დასჭირდა ტექნიკური შეკეთება. ,,მერსედეს-ბენცის” მოვლა-შენახვის პუნქტიდან მანქანის შესაკეთებლად 2013 ლარი გამოიყო. 2008 წლის 27 ოქტომბერს ლადო ვარძელაშვილმა დამატებით ახალი ბინა იქირავა. განკარგულებაში ვკითხულობთ: ,,სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის სამსახურებრივ მოვალეობათა ეფექტურ შესრულებასთან დაკავშირებით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაფორმდეს ქირავნობის ხელშეკრულება გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულს-გუბერნატორსა და ქ. გორში სტალინის გამზ. #10/5 – ში მცხოვრებ ქეთევან ძიძიგურს შორის. საცხოვრებელი ბინის ქირის გადასახადი განისაზღვროს თვეში 600 ლარის ოდენობით.” – წერია განკარგულებაში.

იმავე დღეს ვარძელაშვილმა მეორე ბინა პირველი მოადგილისთვის იქირავა. ,,გუბერნატორის პირველი მოადგილის სამსახურებრივ მოვალეობათა ეფექტურ შესრულებასთან დაკავშირებით გაფორმდეს ქირავნობის ხელშეკრულება სახელმწიფო რწმუნებულს-გუბერნატორსა და ინდსაწარმო ,,გიო 2006″-ის წარმომადგენელს ჯიმშერ ფეიქრიშვილს (მცხ. გორის რაიონის სოფელ ზერტი) ქ. გორში სტალინის გამზ. #24/13-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის ქირავნობაზე. საცხოვრებელი ბინის ქირის გადასახადი განისაზღვროს თვეში 800 (რვაასი) ლარის ოდენობით” – წერია განკარგულებაში. 2008 წლის 7 ნოემბერს გუბერნატორის მანქანას ,,ტოიოტა პრადოს” ტექნიკური შეკეთება დასჭირდა და მისი რემონტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 794 ლარი გამოიყო.

2008 წლის 14 ნოემბრის #95 განკარგულებით ლადო ვარძელაშვილმა გადაწყვიტა ყველა თანამშრომლის სახელზე პრემიები გასცეს. ოღონდ ამ ფაქტს რელიგიური სახე მისცა.

კერძოდ: ,,სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლებზე გიორგობის რელიგიურ დღესასწაულთან დაკავშირებით გაიცეს ფულადი პრემიები” – ვკითხულობთ განკარგულებაში. საგულისხმოა, რომ გუბერნატორმა პრემია იმაზე მეტი აიღო, ვიდრე მისი ხელფასი შეადგენს. ეს იყო ვარძელაშვილის მოღვაწეობის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც ვარძელაშვილმა პრემიების მასშტაბურად გაცემა დაიწყო. დანარჩენ წლებში ამან უფრო დიდი მასშტაბები მიიღო. 2008 წლის 2 დეკემბერს გუბერნატორის ორივე ავტომანქანას ტექნიკური დახმარება დასჭირდა. გუბერნატორმა განკარგულებით აღნიშნა, რომ ,,ტოიოტა პრადო” და ,,მერსედ ბენცი” შპს ,ავთოსთან” მიეყვანათ შესაკეთებლად. მერსედ-ბენცის ტექნიკური შეკეთებისთვის 1526 ლარი, ხოლო ტოიოტა-პრადოს ტექნიკურ შეკეთებასთან დაკავშირებით 1 260 ლარი გამოიყო.

2009 წელი

2009 წლის დასაწყისში ვარძელაშვილმა წინა წლის მსგავსად განაგრძო ბიუჯეტის თანხების ხარჯვა. 2009 წლის 5 იანვარს ვარძელაშვილმა შპს ,,გიო 2006"-ის წარმომადგენელთან ჯიმშერ ფეიქრიშვილთან ბინის ქირასთან დაკავშირებით ხელშეკრულება ერთი წლით გააგრძელა. აღნიშნული ბინა, რომლის ფართობია 50 კვ.მ , მდებარეობს გორში სტალინის ქ. 24/13. აღნიშნული ბინის ქირის რაოდენობა 900 ლარად განისაზღვრა. ამ ხელშეკრულების პირობები ოქტომბერში შეიცვალა და ბინის საფასური - 750 ლარამდე ჩამოვიდა.

5 იანვარს ვარძელაშვილმა ასევე გორში, სტალინის ქ. 10/5-ში მდებარე 87 კვ.მ ფართობის ბინა დაიქირავა. ყოველთვიურად ამ ბინის პატრონს ლადო ვარძელაშვილი 600 ლარს ურიცხავდა. ამ ხელშეკრულების ვადა 6 თვით განისაზღვრა, შემდგომში კიდევ 6 თვით გაგრძელდა.

იმავე 5 იანვარს კომპანია „ვისოლ-პეტროლიუმთან“ დაიდო ხელშეკრულება 19 200 ლიტრი „პრემიუმ“ საწვავის შესყიდვის თაობაზე. ერთი წლის განმავლობაში ვისოლ-პეტროლიუმი ვალდებული იყო შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციისთვის მიეწოდებინა 27 840 ლარის ღირებულების საწვავის მიწოდება.

5 იანვრის განკარგულებით ვარძელაშვილმა დაადგინა, რომ მის განკარგულებაში მყოფი ავტომანქანა (ტოკ-387) თვეში გამოიყენებს 1000 ლიტრ საწვავს, ხოლო მისი მოადგილის ზურაბ ჩინჩილაკაშვილის მქანანა მერსედეს-ბენცი (გუუ-515) თვეში 600 ლიტრ საწვავს. ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტებით და გადარიცხვის ქვითრებით დასტურდება, რომ სამხარეო ადმინისტრაცია „ვისოლ-პეტროლიუმ ჯორჯიას“ თვეში 1600 ლიტრი საწვავის საფასურს ურიცხავდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ შეძენილ საწვავს ვარძელაშვილი და ჩინჩილაკაშვილი მხოლოდ საკუთარ განკარგულებაში მყოფ მანქანებისთვის იყენებდნენ.

15 იანვარს ვარძელაშვილმა „პოპულის“ მაღაზიას შეუკვეთა „ბორჯომის“ 240 ცალი ჩვეულებრივი, ხოლო 600 ცალი გაზიანი წყალი; 600 ცალი „კოკა-კოლა“ და 40 ცალი ყავა „ჯაკობსი“. ეს ყველაფერი 1 492 ლარი დაჯდა.

2009 წლის 20 იანვარს ვარძელაშვილის #13 განკარგულებით ვიგებთ, რომ გუბერნატორის სახელზე 2009 წლის განმავლობაში ყოველთვიურად კვლავ გაიცა ფულადი თანხა პრემიის სახით 2950 ლარის ოდენობით). ეს განკარგულება მთელი წლის განმავლობაში ძალაში იყო.

02 თებერვალს ვარძელაშვილმა მისი ერთ-ერთი მოადგილის გიორგი ავალიანის სატელეფონო ხარჯებიც განსაზღვრა. ავალიანის პირადი ნომერი 877 51 55 59 ადმინისტრაციის ბალანსზე აიყვანა და მის ანგარიშზე თვეში 100 ლარის ლიმიტი განსაზღვრა,. ერთ-ერთი გადარიცხვის ქვითრით ირკვევა, რომ ავალიანს არ ჰყოფნიდა 100 ლარის სალაპარაკო თანხა და დამატებით დავალიანების სახით კომპანია „ჯეოსელს“ 30 ლარი გადაერიცხა.

3 თებერვალს ვარძელაშვილმა 1 509 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკა და 745 ლარის „ელ-ჯი“-ს ფერადი ტელევიზორი შეიძინა.

23 თებერვალს ვარძელაშვილმა 3 მარტის და 8 მარტის დღესასწაულებთან დაკავშირებით თანამშრომლებს პრემიები მისცა. ყველა თანამშრომელმა ხელფასის ოდენობის პრემია აიღო. სულ ჯამში ეს სარვამარტო და საქალთადღეობო პრემიების გაცემა ცალ-ცალკე 19 710 ლარი დაჯდა.

5 მარტის განკარგულებით ვარძელაშვილის მდივანს ნათია მდინარიძეს დეკრეტულ შვებულების გამო მიეცა ანაზრაურებადი შვებულება 140 დღის განმავლობაში. ვარძელაშვილის გამოცემულ #22 განკარგულების მეორე პუნქტში ვკითხულობთ, რომ ნათია მდინარიძეს „ორსულობისა და მშობიარობის გამო დახმარებასთან ერთად მიეცა კონპენსაცია შვებულებაში ყოფნის პერიოდში მისაღები შრომითი გასამრჯელოს სრულ ოდენობამდე შესავსებად“.

25 მარტს მუსხელიშვილის ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი იქირავა თვეში 1 140 ლარად. მთელი წლის განმავლობაში ამ ბინით სარგებლობა ბიუჯეტს 10 260 ლარი დაუჯდა.

6 აპრილს ავტომანქანა ,,ტოიოტა პრადოს" (სახელმწიფო ნომრით ტოკ-387) 551 ლარის დიაგნოსტიკური სამუშაოები თბილისში ,,ტოიოტას" ცენტრში ჩაუტარდა. 14 აპრილს კი ,,მერსედეს-ბენცს" პროფილაქტიკა გორში შპს ,,ავთოს" პროფილაქტიკურ ცენტრში ჩაუტარდა, რომლის მფლობელი გახლავთ ქალაქის ყოფილი გამგებლის პაატა ჩხეიძის ძმა გელა ჩხეიძე. ანუ ის ჩხეიძე, რომელიც თავის დროზე გორში ბამბეულის კომბინატის დირექტორი იყო, და რომლის მმართველობის პერიოდში ბამბეულის კომბინატი ჯართის სახით გაიყიდა. ,,ქართლის ხმას" და humanrights.ge-ს ( http://www.humanrights.ge/index.php?a=main...33&lang=geo ) არაერთი სტატია აქვს მიძღვნილი ძმებ ჩხეიძეების შესახებ. გელა ჩხეიძის პროფილაქტიკაში ვარძელაშვილმა სარკის, ავზის, ზეთის, საბურავების, ნათურების, ჰაერმზომის, სტარტერის და ა.შ. სათადარიგო ნაწილების შეძენისთის მარტო 6 აპრილს 3 800 ლარი დატოვა. ჩვენს მიერ მოკვლეული მასალებით, შპს ,,ავთოს" ვარძელაშვილი არაერთხელ სტუმრებია.

ინდსაწარმო ,,ავთოს" თანხა 551 ლარი ჯერ 28 აპრილს ჩაერიცხა, ხოლო 30 აპრილს კიდევ დამატებით 3 800 ლარი გადაერცხა. ორივე თანხის გადარიცხვის დანიშნულებაა სათადარიგო ნაწილები და თანმდევი მომსახურების საფასური.

2009 წლის 26 აპრილის განკარგულებით, მდინარე ლიახვის კალაპოტში დინების სარეგულაციო სამუშაოების ჩასატარებლად 01 მაისამდე გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას დროებით გადაეცა ბულდოზერი, ამ ბულდოზერს სხვათა შორის, ტენდერებში „გამარჯვებული“ კომპანიები იყენებდნენ. 01 მაისის შემდეგ ბულდოზერი ქარელის გამგეობის განკარგულებაში გადავიდა.

18 მაისს გუბერნატორის მოადგილეს გიორგი ავალიანს სამსახურებრივ მოვალეობათა „სანიმუშო შესრულებისთვის“, პრემიის სახით ფულადი თანხა 2 250 ლარი გადაერიცხა. რის საფუძველზე დაიმსახურა გიორგი ავალიანმა ეს თანხა, ვარძელაშვილმა განკარგულებაში არ ასახა. ანუ ოფიციალურად უცნობია, თუ რა მოვალეობა შეასრულა სანიმუშოდ გიორგი ავალიანმა?

პრემიების გაცემა მასობრივად ერთ თვის შემდეგ მოხდა. 12 ივნისის განკარგულებით ვარძელაშვილმა ყველა თანამშრომელს ხელფასის ოდენობის პრემია მისცა.

1 ივნისს ვარძელაშვილმა გორში შინდისის გზატკეცილზე მდებარე შპს „ბ და ც“-სგან შეიძინა საოფისე მაგიდის კომპლექტი, რომელიც ბიუჯეტს 510 ლარი დაუჯდა. იმავე 1 ივნისს ვარძელაშვილმა 1 750 ლარის ფარგლებში კომპიუტერული ტექნიკის ერთი ცალი კომპლექტი შეიძინა.

16 ივნისს ლადო ვარძელაშვილმა ამჯერად ავტომანქანა ,,ტოიოტა პრადო" (ტოკ-387) წაიყვანა გელა ჩხეიძის პროფილაქტიკურ ცენტრში, სადაც 492 ლარის სათადარიგო ნაწილები (სამუხრუჭე ხუნდები) შეიძინია. ჩვენ რამდენიმე პროფილაქტიკურ ცენტრში ვიყავით, სადაც გვითხრეს, რომ ტოიოტას ფირმის ავტომანქანებისთვის უპრიანია სათადარიგო ნაწილების შეძენა ,,ტოიოტას ცენტრში" და არა რომელიმე კერძო პროფილაქტიკაში.

იგივე მანქანას (ტოიოტა-პრადო)-ს და ასევე „მერსედეს-ბენცს“ ვარძელაშვილმა გელა ჩხეიძის პროფილაქტიკაში 14 სექტემბერს კვლავ პროფილაქტიკური სამუშაოები ჩაუტარა. ამ დღეს ვარძელაშვილმა 1 410 ლარის სათადარიგო ნაწილები შეიძინა.

28 აგვისტოს მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით ლადო ვარძელაშვილმა გამოსცა განკარგულება #54, რომლის თანახმად: რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლებს მიეცათ პრემიები“ საერთო ჯამში 20 740 ლარი.

4 სექტემბრის განკარგულებით ირკვევა, რომ შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციას გადმოეცა ახალი ბულდოზერი და გრეიდერი.

5 ოქტომბერს შიდა ქართლის გუბერნატორის თანამშრომლებზე გაიცა ფულადი პრემიები, ჯამში 19 740 ლარი.

9 ნოემბერს ვარძელაშვილმა ჭავჭავაძის ქ. 37-ში მდებარე ინდმეწარმე დავით ქებაძისგან ორი ცალი კონდინციონერი შეიძინა, რომლის საერთო ღირებულებამ 1 400 ლარი შეადგინა. 9 ნოემბრის ხელშეკრულებითვე ცნობილი გახდა, რომ ვარძელაშვილმა 1 816 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკა შეიძინა.

10 ნოემბრის ხელშეკრულებით ცნობილი ხდება, რომ ვარძელაშვილმა ავტომანქანა „მერსედეს ბენცი“ შპს „ავთოს“ პროფილაქტიკაში მიიყვანა და მასში 250 ლარის ღირებულების ზეთი ჩაასხა, რომელსაც ასევე ფილტრი დაუყენა. დამატებით 250 ლარი დაუჯდა ვარძელაშვილს მეორე მანქანაზე ზეთის ჩასხმა და ამ ზეთის ფილტრის დაყენება.

14 დეკემბრის განკარგულებით ვიგებთ, რომ გუბერნატორის პირველი მოადგილე გიორგი ავალიანი ტალინის უნივერსიტეტის რექტორის მიწვევის საფუძველზე „საგანმანათლებლო სემინარებზე მონაწილეობის მისაღებად“ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებით წავიდა. შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციამ არ მოგვაწოდა აღნიშნული ხარჯების გადარიცხვის ქვითრები. ასევე არ ვიცით, რა სტატუსით მიიწვიეს ტალინის უნივერსიტეტიდან გიორგი ავალიანი, როგორც ჩინოვნიკი თუ როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი თვითმმართველობის თავმჯდომარე?

21 დეკემბრის განკარგულებით ეკონომიკური განვითარრების სამინისტრომ კიდევ დამატებითი გრეიდერი და ბულდოზერი გადასცა გუბერნიას. გამოდის, რომ ამჯერად გუბერნიას სამი წყვილი ბულდოზერი და გრეიდერი ჰყავს. ეს ის ტექნიკაა, რომელიც ეკონომიკის სამნისტრომ მას შემდეგ აიყვანა ბალანსზე, როდესაც ის ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს ჩამოართვეს.

21 დეკემბერსვე ცნობილი გახდა, რომ ქიბარ ხალვაშისგან ჩამორთმეული „ტოიოტა კოროლა“, სახელმწიფო ნომრით „მეგ-404“ და ვაზ-2107 მარკის ავტომანქანა სახელმიწფო ნომრით „ქიი-980“, ეკონომიკის სამინისტრომ შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციას გადასცა. ამის შესახებ ჩვენ ვწერდით. (http://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=7901&lang=geo ) „ტოიოტა კოროლას“ საბაზრო ღირებულებაა 16 500 ლარი, ხოლო ვაზ-2107 მარკის ავტომქანა 4 500 ლარად შეფასდა.

2009 წლის წლის ბოლოს კი რაც გააკეთა ვარძელაშვილმა ეს იყო თანამშრომლებისთვის სავიზიტო ბარათების შეძენა. ვარძელაშვილისა და მისი თანამშრომლებისთის სავიზიტო ბარათების დამზადება სახელმწიფო ბიუჯეტს 446 ლარი დაუჯდა.

2010 წელი

1 მარტს ვარძელაშვილმა ათამდე განკარგულება ერთდოულად გამოსცა. ამ განკარგულებებიდან მნიშვნელოვანია მისი პირველი მოადგილის გიორგი ავალიანის და ადმინისტრაციის უფროსის, ზურაბ ლომიძის პოლონეთში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია. ვარძელაშვილმა ნება დართო მათ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მათი მგზავრობის ანაზღაურება მომხდარიყო, ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ სამგზავრო ხარჯებთან ერთად ავალიანს და ლომიძეს 1 228 ლარი დამატებით მიეცათ, რათა პოლონეთში წასაღებად საჩუქრები ეყიდათ. ავალიანი და ლომიძე პოლონეთში 2010 წლის 5-11 მარტს იმყოფებოდნენ და მმართველი პარტიის „სამართალი და სამართლიანობის“ ვიცე-პრეზიდენტის, ადამ ლიპინსკის მიწვევით პარტიის კონგრესს დაესწრნენ. ვარძელაშვილის სახელით წასულმა დელეგაციამ ინდმეწარმე „ინეზა მაქარაშვილისგან“ შეიძინეს პოლინეთში წასაღები საჩუქრები. მგზავრობის ხარჯებთან ერთად ავალიანმა და ლომიძემ ბიუჯეტიდან სამივლინებო ხარჯებიც მიიღეს.

1 მარტი კიდევ იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ სამხარეო ადმინისტრაცია და, შესაბამისად, ვარძელაშვილის მოადგილის პოსტი ტელეკომპანია „თრიალეთის“ დამფუძნებელმა ბადრი ნანეტაშვილმა დატოვა. ხოლო გორის გამგებლის მოადგილე ზურაბ ჩხეიძემ ვარძელაშვილის მოადგილის თანამდებობა დაიკავა. 15 მარტიდან ჩხეიძემ ოფიციალური დოკუმენტების ხელისმოწერის უფლებაც მოიპოვა.

1 მარტის ხელშეკრულებით, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციამ 3 ცალი ავტომობილი შპს „იბერია ავტოლენდისგან“ შეიძინა. თითოს ფასი - 24 500 აშშ დოლარს შეადგენდა. სულ 73 500 დოლარი გაიხარჯა. როგორც ირკვევა, ეს ავტომანქანები ახლად შექმნილ საგანგებო სიტუაციების განყოფილებას შეუძინეს. იმავე 1 მარტს ამ სამსახურს 89 990 ლარის ღირებულების კომპლექსი შეუძინეს. ამას გარდა, ტანსაცმელი და შესაბამისი აღჭურვილობა საგანგებო სიტუაციების სამმართველოს თანამშრომლებისთვის 7 700 ლარი გაიხარჯა.

რაც შეეხება კუთვნილ სამსახურებრივ ავტომანქანას „ლენდ კრუიზერს“ (GQG 020), ვარძელაშვილმა მას პროფილაქტიკური სამუშაოები ჩაუტარა. კერძოდ 120 ლარი დაახარჯა პლასტმასის სამუშაოებს, სამღებრო სამუშაოებს კი 150 ლარი. პირველ მარტსვე გუბერნატორის საფინანსო სამსახურის სპეციალისტებმა ვარძელაშვილის განკარგულებით ინდმეწარმე ინეზა მაქარაშვილისგან საქართველოს შესახებ დაწერილი 5 წიგნი 925 ლარად შეიძინეს., ხოლო 5 ყანწში 240 ლარი გადაიხადეს. რაც შეეხება ძველი თბილისის სურათებით გამშვენებულ თეფშებთან და გობელენთან ერთად ჯამში 1 228 ლარი გაიხარჯა.

3 მარტს შიდა ქართლის გუბერნიამ 1 042 ლარის ღირებულების ელექტროენერგიის საფასური გადაიხადა. 18 მარტს კი კომპანია „ჯეოსელს“ 1 655 ლარის ღირებულების მომსახურების საფასური გადაურიცხა.

15 მარტს ვლადიმერ ვარძელაშვილმა განკარგულებით ძალაში დატოვა ის ფაქტი, რომ შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხულ 30 ერთეული სააბონენტო ნომრების სასარგებლოდ შპს „ჯეოსელის“ ანგარიშზე თვეში 1 925 ლარი ირიცხება. აქედან 1000 ლარის საავანსო ღირებულება მხოლოდ გუბერნატორის კუთვნილ მობილურს განესაზღვრა.

16 მარტს სამაშველო სამსახურისთვის დამატებითი აღჭურვილობისთვის და ხელსაწყოებისთვის 19 050 ლარი გაიხარჯა.

16 მარტსვე შიდა ქართლის გუბერნატორმა ახალი ტელევიზორი LG 345 ლარად შეიძინა. ხელშეკრულების მიხედვით, ვიგებთ, რომ ამ ტელევიზორის დამონტაჟებაში ვარძელაშვილმა ბიუჯეტიდან დამატებით 750 ლარი გადაიხადა.

18 მარტს ვარძელაშვილმა კაბინეტს ჩაის ჭიქები, საფერფლე, კოვზები, თერმოსი და სხვა აქსესუარები 621 ლარად შეუძინა. იმევა დღეს ვარძელაშვილმა 410-ლარიანი სავარძელი იყიდა. ეს სავარძელი ინდმეწარმე ზურაბ ჯოხაძემ მიაწოდა, რომელიც გორში ნინოშვილის ქუჩა #26-შია დარეგისტრირებული.

22 მარტს ვარძელაშვილს ჩვენთვის დაუდგენელი სტუმრები ესტუმრნენ. მათი მასპინძლობა 201 ლარი დაჯდა. საკვები და სასმელი „პოპულისგან“ შეიძინეს.

24 მარტს ბინის ქირა ლიანა ჯიოშვილს 1140 ლარი გადაერიცხა, იმავე დღეს ტელეკომს - 131 ლარი, ხოლო „სახელისუფლებო სპეცკავშირებისა და ინფორმაციის სააგენტოს“ - 196 ლარი.

29 მარტს ვარძელაშვილმა სათვალთვალო კამერების შეძენაში 4 524 ლარი გადაიხადა. თუმცა იქვე მითითებულია, რომ სათვალთვალო კამერების დაყენებაში გადახდილმა ხარჯმა 990 ლარი შეადგინა. ჩვენთვის უცნობია, სად დააყენეს ეს სათვალთვალო მოწყობილობები.

31 მარტს კი საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ 172 ლარი გადაერიცხა. აღნიშნულ სააგენტოს ვებ-გვერდზე სისტემატიურად ქვეყნდებოდა მხოლოდ ვარძელაშვილის საქმიანობის ამსახველი სტატიები მხოლოდ დადებითი კუთხით.

როგორც აღვნიშნეთ, ვარძელაშვილმა საკუთარ სარგებლობაში მყოფ ავტომანქანას პროფილაქტიკური სამუშაოები 1 მარტს ჩაუტარა, ზუსტად ერთ თვეში 1 აპრილს ვარძელაშვილმა ავტომანქანას პროფილაქტიკური სამუშაოები შპს „ავთოსთან“ ჩაუტარა, ვარძელაშვილმა ავტომანქანას სამუხრუჭე ხუნდები (უკვე მერამდენჯერ?) 240 ლარად შეუცვალა.

პირველივე აპრილს ვარძელაშვილმა კაბინეტში ჩამოსაკიდი თარო, ტელევიზორის მაგიდა და ჩარჩოიანი სარკე შეიძინა, რაშიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 330 ლარი გადაიხადა.

1 აპრილის ხარჯვა ამით არ დამთავრებულა. ვარძელაშვილის განკარგულებით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე გაიცა ხელფასის ოდენობის პრემიები.

13 აპრილს ვარძელაშვილმა გადაწყვიტა ავიაკატასტროფაში დაღუპული პოლონეთის პრეზიდენტის დაკრძალვაზე დასწრება. მან პირველ მოადგილესთან გიორგი ავალიანთან და ადმინისტრაციის უფროსთან ზურაბ ლომიძესთან ერთად გამოწერა ხარჯები. რამდენიმე დღეში ცნობილი გახდა, რომ შიდა ქართლის დელეგაცია პოლონეთში ვერ წავიდა. ამის მიზეზი ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევისას წარმოქმნილი ფერფლი გახდა და ვერ გაფრინდნენ. ჩინოვნიკებმა სახელმწიფო ბიუჯეტს დაუბრუნეს ბილეთების ღირებულების თანხა - 2388 ლარი, ხოლო ვარძელაშვილი იქვე უთითებს, რომ სამივლინებო თანხები მხოლოდ პირველმა მოადგილემ და ადმინისტრაციის უფფროსმა დააბრუნა. არ ჩანს, მის მიერ უკან დაბრუნებული სამივლინებო ხარჯები. დღიური სამივლინებო თანხა - შეადგენდა 184, 56 ლარს თითოეულზე.

16 აპრილს შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციამ 1 046 ლარი გამოჰყო „კოლორ კამერის“, მიკროფონების შესაძენად. 16 აპრილს 650 ლარად იქნა ასევე შეძენილი პანასონიკის სისტემის ტელეფონი.

30 აპრილს კი ვარძელაშვილმა ორივე ავტომობილზე, ტოიოტა პრადოს და LC 200 სათადარიგო ნაწილების შესაცვლელად 925 ლარი გამოყო. ამ თანხაში ავტომანქანებისთვის შეძენილ იქნა წინდა და უკანა ხუნდები, კომპიუტერული დიაგნოსტიკა და ა.შ. რამდენიმე დღეში კი 2010 წლის 5 მაისს 2 800 ლარად შეიძინა 4 საბურავი, ოღონდ ხელშეკრულების მიხედვით, არ არის აღნიშნული თუ რომელი ავტომანქანისთვის იქნა შეძენილი ეს საბურავები.

იმავე 5 მაისს კომპანია „ვისოლპეტროლიუმთან“ გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვით 31 დეკემბრამდე კომპანია „ვისოლს“ ლადო ვარძელაშვილისთვის უნდა მიეწოდებინა 4 000 ლიტრი საწვავის დამადასტურებელი ტალონები. ეს შესყიდვა ვარძელაშვილს ბიუჯეტიდან 7 800 ლარი დაუჯდა. განკარგულებით ირკვევა, რომ ეს 4 000 ლიტრი დიზელის საწვავს საგანგებო სიტუაციების სამსახური გამოიყენებდა.

მას შემდეგ რაც ლადო ვარძელაშვილმა ავტომანქანებს დიაგნოსტიკური შემოწმება და სათადარიგო ნაწილების შეცვლა დასჭირდა, ჯერ კიდევ არ იყო გასული 2 კვირა, რომ იგი ავტომანანებს კვლავ რემონტს უკეთებს. 13 მაისს ტოიოტა პრადოს, რომელსაც მისი პირველი მოადგილე გიორგი ავალიანი იყენებდა, კვლავ სათადარიგო ნაწილების შეცვლა „დასჭირდა“. ამჯერად, გიორგი ავალიანის სარგებლობაში მყოფ ავტომანქანას 840 ლარი დაახარაჯეს. სათადარიგო ნაწილებში შევიდა - წინა და უკანა ხუნდები, შეზეთვა, საბურავების დაშლა-აწყობა, სამღებრო სამუშაოები და ა.შ. არა და, როგორც 30 აპრილის ხელშეკრულების ვნახეთ, ტოიტოტა პრადოზე უკვე შეცვლილი ჰქონდათ წინა და უკანა ხუნდები, ასევე შეცვლილი ჰქონდა ზეთი და სხვა ნაწილები. ეს კიდევ არაფერი, 13 მაისის შემდეგ, 17 მაისის ხელშეკრულებით, ვარძელაშვილს კიდევ ერთხელ მიჰყავს ორივე ავტომანქანა სათადარიგო ნაწილების შესაცვლელად და ამჯერად მას ეს სიამოვნება 2 622 ლარი დაუჯდა.

2010 წლის 28 მაისს ლადო ვარძელაშვილმა უცხოელი სტუმრებისთვის სადილის გასამართავად ბიუჯეტიდან გამოყო თანხა და რესტორან „კოპალაში“ დახარჯა. ეს რესტორანი საკმაოდ პრესტიჟულ ადგილზე მდებარეობს. ეს სადილი ვარძელაშვილს 700 ლარი დაუჯდა. ოფიციალურ დოკუმენტებში დაფიქსირებულია, რომ ეს სუფრა გაიშალა პოლონეთიდან ჩამოსული სამთავრობო დელეგაციის საპატივსაცემოდ.

15 ივნისს შპს „ჯეოსელს“ ერთი თვის საფასური 1 323 ლარი გადაურიცხა. ელექტროენერგიის გადასახადმა კი 160 ლარი შეადგინა. იმავე დღეს საკვების შეძენაში 38 ლარი გადარიცხა, რომელიც სტუმრებს მოახმარა, ხოლო ბენზინგასამართ სადგურში „ვისოლი“ 1 950 ლარის დიზელი შეიძინა.

16 ივნისს „ტოიტოტა ლენდ კრუიზერს“, სახელმწიფო ნომრით (GQG 020) 665 ლარის სათადარიგო ნაწილები: ტაოტი, ზეთი, ხუნდები და ა.შ. შეუცვალა.

17 ივნისს საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესსნიუსს“ პიარის განსახორციელებლად 172 ლარი გადაურიცხა, ხოლო ტელეკომის მემკვიდრე კომპანია „სილქნეტს“ საქალაქთაშორისო ტელეფონის ხარჯი 153 ლარი გადაურიცხა.

1 ივლისს ბუღალტრული აღრიცხვის კურსებზე ფინანსური განყოფილების თანამშრომელი გაიგზავნა, რომლის სერტიფიცირება ბიუჯეტს 750 ლარი დაუჯდა. იმავე 1 ივლისს შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციამ 3 000 ლარის საკანცელარიო ნივთები შეიძინა. იმავე პირველ ივლისს „პოპულის“ ხარჯმა 40 ლარი შეადგინა, თუ ვის დასაპურებლად შეიძინა საკვები, ამჯერად ოფიციალურ დოკუმენტებში არ არის ცნობილი.

1 ივლისს ლადო ვარძელაშვილმა სამხარეო ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხული ავტომანქანა „ტოიოტა პრადო“ სახელმწიფო ნომრით „ტოკ-387“, რომელსაც მისი პირველი მოადგილე სარგებლობდა, გადაეცა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის რეგიონულ სამმართველოს. სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ბალანსიდან ამ ავტომანქანის მოხსნის საფუძველი გახდა 2010 წლის 30 ივნისს #155 შსს მინისტრის მიმართვა. ვარძელაშვილმა ტოიტოა-პრადოსთვის განკუთვნილი თვეში 500 ლარის საწვავი საკუთარ ავტომანქანის ხარჯებს მიამატა და გახდა თვეში 1500 ლიტრი. ხოლო მისი ადმინისრაციის ბალანსზე რიცხულ მერსედეს ბენცს კი 400 ლიტრის ნახვლად გაუხდა თვეში 600 ლიტრი ბენზინი.

2 ივლისს პეტრე-პავლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ვარძელაშვილმა თანამშრომლებზე ხელფასის ოდენობის პრემიები გამოწერა, სულ ჯამში - 27 910 ლარი.

13 ივლისს კი გუბერნატორი ვარძელაშვილი არსოშვილმა შეცვალა. პირველი განკარგულებით, ზურაბ არსოშვილმა 900-ლარიანი სეიფი შეიძინა და ამით დამთავრდა ვარძელაშვილის ხანა შიდა ქართლში.

http://www.humanrights.ge/index.php?a=main...24&lang=geo
kote-1962
ზაზა შათირიშვილი: „სააკაშვილი აღმოჩნდა ღვთის მარცხენა ხელი, რომლის მეშვეობითაც მოხდა რუსეთის და ევროპის დაახლოება“


16:02 06.12.2010
[როზი ჯღამაია]

(ნაწილი პირველი)

ლისაბონის სამიტი, საქართველოს შიდა და გარე პოლიტიკა, მორალი, შეცდომები და უპრინციპობა, ყველაფერი ის, რაც დღეს აქტუალურია ქართულ პოლიტიკში. ამიტომ, ყოველგვარი წინასიტყვაობოს გარეშე გთავაზობთ ინტერვიუს ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილთან.



ლისაბონის სამიტს ჯერ კიდევ არ დაუკარგავს აქტუალობა და ამიტომ, ამ თემით დავიწყოთ – დასავლეთმა მიიღო ის პასუხი, რა პასუხიც სჭირდებოდა საქართველოს მთავრობისგან. როგორ ფიქრობთ, რა შეიცვლება ქვეყნის საგარეო კურსში, მითუმეტეს, ბოლო პერიოდში სააკაშვილი ყველა გზით, დაწყებული ბიძამისით დამთავრებული კრიმინალური ავტორიტეტებით, ცდილობს შეხვედრას მედვედევთან?

– დავიწყოთ, იქედან, რა იყო ლისაბონის სამიტის მთავარი მესიჯი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ და ვიტყვი, რომ ევროპამ რუსეთი აღიარა, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი. როგორც სააკაშვილი იტყოდა, პირველად ნატოს ისტორიაში, შავით თეთრზე დაიწერა, რომ რუსეთი არ არის მტერი. უფრო მეტიც, პრაქტიკულად ლაპარაკია იმაზე, რომ ალიანსის პროგრმა იცვლება და, ეს არის არა მხოლოდ ნატო, არამედ ნატო პლუს რუსეთი.



ეს ფორმულა იმუშავებს მოკლევადიან პესპექტივაში, თუ ეს არის თანამშრომლობის გრძელვადიანი პერსპექტივა?

– ეს თანამშრომლობა გრძელვადიანი იქნება და რუსეთი, რომ აღიარებულია, როგორც ევროპის ნაწილი, მოგვწონს თუ არა, ეს ფაქტია. პრინციპში, აქეთკენაც მიდიოდა მთელი ლოგიკა – თუ მე–20 საუკუნე კაპიტალიზმის და სოციალიზმის დაპირისპირება იყო, 21–ე საუკუნე არის ევრო–ამერიკული ცივილიზაციისა და ისლამიზმის დაპირისპირება. აქ ლაპარაკია, არა ისლამურ ცივილიზაციაზე, არამედ, რადიკალურ ისლამიზმზე, რომლისთვისაც რუსეთი, ამერიკა, ევროპა და ისრაელი ერთნაირად მტერია.



ეს ახლა თვლიან, რუსეთს გამყიდველად, თორემ არც ისე შორეულ წრსულში რუსეთი და ისლამური სამყარო გაცილებით ადრე იყო ერთმანეტთან, ვიდრე დღეს დასავლეთია. ამიტომ, არის საინტერესო რა შეიცვალა ბოლო დროს რუსულ მენტალიტეტში?

– როცა ხაზი სოციალიზმსა და კაპიტალიზმს შორის გადიოდა, მაშინ ყველაფერი სხვაგვარად იყო დალაგებული. საბჭოთა კავშირი იყო ანტიქრისტიანული ძალა და აქედან გამომდინარე, ისლამთან იდეოლოგიური მომენტი საერთო ჰქონდა. კაპიტალიზმის და სოციალიზმის დაპირისპირება ამავდროულად, ანტიქრისტიანულ საბჭოთა კომუნიზმთან დაპირისპირება იყო. მართალია, ბოლო დროს იგი თანდათან შენელდა, მაგრამ მაშინ ეს იყო რაღაც ახალი რელიგია. ანუ, ქრისტიანული დასავლეთი და ანტიქრისტიანული აღმოსავლეთი, ასეც შეგვიძლია 20–30–ანი წლები დავახასიათოთ.



ამ ახალ დაპირისპირებაში საქართველოს ფაქტორი იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ამისთვის ლისაბონში სააკაშვილის ფიცის დადება გახდა საჭირო?

– ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ ობამა ჯერ სააკაშვილს შეხვდა და შემდეგ კარზაის. კარზაის სამიტზე ჩასვლა შეიძლება ვთქვათ, რომ ყველაზე სერიოზული სენსაცია იყო – ანუ, გასაგებია რა ფორმატშიც იყო იქ სააკაშვილი. ამის მერე არის გასაანალიზებელი ის, თუ რა იყო ბრიუსელის მთავარი მესიჯი, პიარს თავი რომ დავანებოთ, საქართველო არ დაარტყამს, არც აფხაზებს, არც ოსებს და ის მზად არის რუსეთთან უპირობო დიალოგზე. ანუ, ამერიკამ და ევროპამ, ფაქტობრივად გადაწყვიტეს საქართველოს საკითხი – „ცხელთავიანი სააკაშვილის“ პრობლემა მოიხსნა და ამ ყველაფრის შემდეგ, საქართველო მესამეხარისხოვან პრობლემად იქცა.



ნომერ პირველი პრობლემა როდის იყო?

– რაღაცა მომენტში, 2006–08 წლებში რა თქმა უნდა იყო, როცა რესპუბლიკელი „ქორები“ რუსეთ–დასავლეთის დაპირისპირებას ათამაშებდნენ, მაგრამ 2008 წელმა პარადოქსულად გააკეთა, რომ რუსეთი კიდევ უფრო დაუახლოვა დასავლეთს. მოკლედ, აგვისტოს ავანტურის თუ რამე შედეგი არსებობს, ეს არის ლისაბონის სამიტი.



როგორ არის იცით? – არსებობს უფლის მარჯვენა ხელი, მაგალითად, ფრანჩესკო ასიზელი და არსებობს ღვთის მარცხენა ხელი, მაგალითად, ატილა. ამ შემთხვევაში, სააკაშვილი აღმოჩნდა ღვთის მარცხენა ხელი, რომლის მეშვეობითაც მოხდა რუსეთის და ევროპის დაახლოვება.



როგორ ფიქრობთ, მაკკეინის გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ეს პროცესები სხვაგვარად განვითარდებოდა?

– ეს ყველაფერი ალბათ, უფრო შენელდებოდა, მაგრამ ამ პროცესებში გასათვალისწინებელია კრიზისის ფაქტორი, რომელიც ამერიკაში სულ უფრო ღრმავდება. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ისლამიზმი, ავღანეთი – ადგილი სადაც ხდება გაცვლა – დასავლეთი აღმოსავლეთს აძლევს იარაღს, აღმოსავლეთი დასავლეთს აძლევს ნარკოტიკებს. ამ თვალსაზრისით, დღეს ალტერნატივა დასავლეთი – რუსეთი აღარ მუშაობს. ეს არის შიდა ალტერნატივა და არ არის მსოფლმხედველობითი და ღირებულებითი ალტერნატივა, როგორიც იყო კაპიტალიზმი და სოციალიზმი, ვარშავის ბლოკი, ნატოს ბლოკი და ა.შ. ანუ, იდეოლოგიური დაპირისპირება აღარ არსებობს და დღეს, დაპირისპირების ეს ხაზი უკვე სხვაგან გადის – ევრო–ამერიკულ ცივილიზაციასა და რადიკალურ ისლამიზმს შორის.



ჩინეთის ფაქტორი ჯერ იმდენად სუსტია, რომ დღეს ამაზე არ ლაპარაკობენ?

– ჩინეთის ფაქტორი რა თქმა უნდა მუშაობს ამ ყველაფერზე, მაგრამ ჯერ ჩვენ არ ვიცით როგორ და რანაირად. ესეც სერიოზული გამოწვევებია, ჩინეთიც არის სულ სხვა ცივილიზაცია, მაგრამ ჯერჯერობით ესაა რაც არის. რუსეთი აღმოჩნდა ევროპის მოკავშირე და ალბათ, ასეც უნდა ყოფილიყო, ერთხელ ადამ მიხნიკმა, რომლის ანტიკომუნისტობაში ეჭვს ვერ შევიტანთ, თქვა: „მე ვარ ანტისაბჭოთა რუსოფილი, ტოლსტოის, შოსტაკოვიჩის, დოსტოევსკის და პროკოფიევის გარეშე ევროპა ვერ წარმომიდგენია.“ აქედან, გამომდინარე, ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ საბჭოთა კავშირი სხვა არის და რუსეთი სხვა.



ეს ალბათ, თავად რუსეთმა უნდა გაიაზროს და მადა დაიოკოს, მაგრამ მოდით, საქართველოს საგარეო პოლიტიკას დავუბრუნდეთ, ლისაბონის სამიტამდე საქართველომ ჯერ ირათან მოინდომა დაახლოება, ხოლო ჩრდილოეთიდან კარები ფართოდ გაუხსნა ჩრდილო კავკასიელებს. ეს ყველაფერი მოხდა ობამასთვის ხელის ჩამორთმევამდე, ახლა ამ მიმართულებით რამე შეიცვლება?

– ეს იყო ამერიკის მსუბუქი დაშანტაჟება – მომაქციეთ ყურადღება, თორემ რუსეთთან თუ არ შემიძლია დაახლოება, ირანთან – შემიძლია. ირანი საერთოდ სულ სხვა შემთხვევაა. მიმაჩნია, რომ აღმოსავლური პოლიტიკა ჩვენ აქამდეც უნდა გვქონოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს სრულიად დისკრედიტირებული სააკაშვილი აკეთებს ამას. ანუ, ეს თავისთავად კარგი ნაბიჯია, მაგრამ პოლიტიკაში ხშირად დიდი მნიშვნელობა აქვს ვინ აკეთებს ამას. სააკაშვილის შემდეგ ვიღაცას რომ გაეკეთებინა ეს, ბევრად უფრო მომგებიანი იქნებოდა. ახლა კი ისე აღიქმება, როგორც ტაქტიკა და სხვა არაფერი.



რაც შეეხება ჩრდილოეთით კარიბჭის გახსნას, ეს შესაძლოა, აღმოჩნდეს ჯინი, რომელიც გამოათავისუფლე იმისთვის, რომ გამოგეყენებინა, მაგრამ შეიძლება მან საპირისპიროდ დაიწყოს მოქმედება.



ლისაბონის სამიტმა რეალურად, სააკაშვილი შიდა პრობლემად აქცია, მაგრამ ეს როგორ გავიგოთ, მას სრული კარტბლანში მისცეს?

– კარტბლანში ალბათ, არა, რადგან მისი პრემიერ–მინისტრობა და რაღაც ეგეთები დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, მაგრამ პრობლემა სულ სხვა რამეა. პოლიტოლოგმა ჩარლზ ფერბექსმა, რომელიც დიდი ხანია საქართველოში ცხოვრობს ახლახანს Journal of Democracy–ში დაწერა სტატია, სადაც მარტივად აღწერა საქართველოს სიტუაცია – საქართველო არის ქვეყანა, სადაც არის კერძო საკუთრება, მაგრამ ამავე დროს, არ არის კანონის უზენაესობა. ასეთ დროს ხელისუფლებაში მოსული ძალა შოულობს ძალიან ბევრ ფულს და მერე წასვლა აღარ უნდაო. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, როდესაც კანონის უზენაესობა არ არსებოს, ხელისუფლებაში არის ყაჩაღების ბანდა და ძალიან ძნელია ხელისუფლების გადაცემაზე საუბარი. ეს არის საქართველოს სირთულე.



ამ სირთულეებს დიდი ხანია ებრძვის ოპოზიცია, ამ ეტაპზე, ვიცით ორი გაცხადებული გზა – მოლაპარაკებები და ქუჩა. როგორ ფიქრობთ, რომელი უფრო ეფექტური იქნება?

– საგარეო დაწოლის გარეშე არაფერი არ გამოვა, ოღონდ საქართველოს მნიშვნელობა რაც უფრო მცირდება, დაწოლაც სუსტდება.



მაშინ ისიც ვთქვათ, რამდენად მნიშვნელოვანია დასავლეთისთვის საქართველო დემოკრატიული იქნება თუ არა, როცა სააკაშვილის პრობლემა საგარეო პოლიტიკაში მოიხსნა?

– გავარჩიოთ ერთი მეორისაგან ევროპა და ამერიკა. დღეს საქართველოზე შეფობა ევროპას აქვს აღებული. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ხელისუფლება თავისი განშტოებებით ძალიან აგრესიულია ევროპის მიმართ და მას პირდაპირ უწოდებენ სოციალისტურ ქვეყანას. ევროპის მონაწილეობა, რა თქმა უნდა, ანელებს პროცესებს, რადგან ევროპა პრაგმატული ძალაა. თუ რესპუბლიკელებმა 2003 წელს სწრაფად იმოქმედეს, ევროპა ასე სწრაფად ვერ იმოქმედებს, რასაც თავისი პლუსები და მინუსები აქვს. საქარტველოში დღეს ძალთა გადანაწილებას თუ შევხედავთ, არსებობენ „პროამერიკული“ და „პრორუსული“ ძალები. ამ სიტყვებს ბრჭყალებში ვამბობ, რადგან „პრორუსული“ და „პროამერიკული“ რეალურად, არის ჭადრაკის თეთრი და შავი ფიგურები,რომელთა შორის მხოლოდ წმინდა პოზიციური განსხვავებაა. ანუ, ხვალ „პრორუსული“ გახდება „პროამერიკული“ და პირიქით.



რეალურად, აქ ლაპარაკია თემატიკაზე, რიტორიკაზე და თავის მოწონებაზე. ერთ მხარეს არიან პროამერიკული პარტიები – ალასანიას პარტია, „რესპუბლიკელები“, თარგამაძის პარტია და „მემარჯვენეები“. მეორე მხარეს არიან პარტიები, რომლებიც ქართულ რიტორიკას იყენებენ – ბურჯანაძე, „ფორუმი“, „ქართული პარტია“ და სხვები. სხვათა შორის, „ფორუმი“ საინტერესო მოვლენაა – აქეთაც არიან და იქეთაც. 20 წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ქართული რიტორიკა და ქართული ძალები იქნებოდნენ „პრორუსულები“, რადგან 1988–89 წლებში ადამიანი ერთდროულად შეიძლებოდა ყოფილიყო პროამერიკელი, პრონატოელი, მართლმადიდებელი და ქართველი და არავითარი წინააღმდეგობა მათ შორის არ იყო.



დღეს სიტუაცია ძალიან საინტერესოდ გადალაგდა. ერთ მხარეზე გვყავს „რესპუბლიკელები“, ალასანია, „მემერჯვენეები“, რომელთაც არანაირი ქართული რიტორიკა არ აქვთ და საზოგადოების მხრიდანაც ასეთად აღიქმებიან. ვლაპარაკობ აღქმაზე და არა რეალურად რა ხდება. ერთადერთი ძალა, რომელიც ცალსახად პროამერიკულია და თან, ქართულთანაც კონტაქტი აქვს, ეს არის თარგამაძე, რომელიც თან არის მართლმადიდებელი. ეს მართლაც საინტერესო ძალაა და ამ ძალამ შესაძლოა, სერიოზული როლი ითამაშოს, რადგან ეკლესიისთვისაც მისაღები იქნება და ამერიკისთვისაც.



ხალხისთვის?

– მე ვსაუბრობ იმაზე, რომ ამერიკასთანაც მიესვლებათ და ეკლესიასთანაც. უსუფაშვილი და პატრიარქი მართლაც ძნელად წარმოსადგენია, მაშინ, როდესაც თარგამაძე ბასთანაც წარმოსადგენია და პატრიარქთანაც. სხვათა შორის, „ფორუმი“ და თარგამაძის პარტია ამ კუთხით გვანან ერთმანეთს.



ფიქრობთ, რომ საზოგადოება ასე პრიმიტიულად აფასებს მოვლენებს და განსჯის უნარი ისე დაკარგა, რომ ისინი პარტიებს მხოლოდ ორიენტაციის მიხედვით ყოფენ?

– დღეს სიტუაცია საშინლად გადღაბნილია და რადგანაც ეს ასეა თვითონ რუსეთიც არ არის დემონური ძალა, მიუხედავად აგვისტოს ომისა. ოსეთში და აფხაზეთში კი შევიდა, მაგრამ იქ სოციალიზმი არ შეუტანია, მოგვწონს თუ არა, მაინც კაპიტალისტური ქვეყანაა.



კაპიტალისტური ოკუპანტი არა?

– ოკუპანტი კი, მაგრამ ეს არ არის, საბჭოთა კავშირის შესვლა აღმოსავლეთ ევოპაში, როცა მთელი ევროპა გააწითლა, ყველგან კომუნისტური პარტიები დასვა, ნაციონალიზაცია გააკეთა და ა.შ. დღეს იგი კაპიტალისტური ძალაა, გაზს ყიდის, ფული უნდა. ამას „ნაციონალებიც“ აღიარებენ, როცა ამბობენ, რომ ფულს სუნი არ უდის. ანუ გადღაბნილი სურათია. დღეს უკვე მუდმივი მტრებიც არ არიან.
kote-1962
Необходимо спасти прозападную ориентацию Грузии

("Le Figaro", Франция)

06/12/201017:05

Несмотря на поведение России, которая стремится любой ценой взять под контроль весь Южный Кавказ, президент Грузии решил протянуть руку Москве. Его цель - спасти все, что еще можно спасти. Однако на территории конфликта временное постепенно превращается в постоянное.

После войны с Россией в августе 2008 года в центре Тбилиси появилось огромное постмодернистское здание из прозрачного стекла, которое построил итальянский архитектор Микеле де Луччи (Michele de Lucchi). Здесь находится ключевое ведомство независимой Грузии - Министерство внутренних дел. Расположенные неподалеку здания МИДа и Минобороны напоминают скорее неказистые пристройки. Некогда забитое до отказа шпионами КГБ Министерство безопасности сменило название после «революции роз» в 2003 году. Сейчас внутри снуют женщины в обтягивающих юбках и следящие за собой мужчины. Всем им от силы по 30 лет, они говорят на нескольких иностранных языках и не считают рабочие часы, даже если приходится трудиться по выходным и в праздники...

(...)

Прошли годы, но цели Кремля в Грузии остались прежними: заставить маленькую кавказскую республику волей-неволей вернуться в лоно России и помешать ее вступлению в НАТО и Европейский Союз, которое, по мнению Москвы, может стать очень плохим сигналом для других стремящихся к настоящей независимости стран из ее сферы виляния, в первую очередь Украины и Белоруссии. «Русские считают Грузию и Украину своими главными колониями, последними границами России, без которых модернизировать империю уже не получится», - объясняет глава Совета безопасности Грузии Гига Бокерия. Создавая препятствия для движения Тбилиси на Запад, Москва так же хочет обеспечить себе монопольное владение энергопотоками, которые Кремль использует как политическое оружие против Запада.

(...)

В Тбилиси никто не верит в неизбежность нападения Москвы. «Российское руководство хочет избавиться от Саакашвили. Оно попробовало сделать это с помощью силы, затем сделало ставку на акции оппозиции и, наконец, попыталось совершить государственный переворот. Ничего не вышло. И позволить себе военную интервенцию во второй раз оно уже не может. Поэтому сегодня Кремль стремится подорвать доверие к стране, отпугнуть от нее инвесторов, дестабилизировать обстановку и постепенно вернуть ее на орбиту Москвы», - считает Александр Рондели, директор Фонда стратегических и международный исследований.

Несмотря на действия России, которая хочет любой ценой подобрать под себя весь Южный Кавказ, молодое государство борется как только может. В 2008 году убежденная в своей правоте маленькая грузинская лягушка пыталась раздуться до размеров российского быка, дав старт инициативам, которые в некоторых столицах посчитали неуместными и неадекватными. С тех пор, пройдя жесткую школу реальности, грузинская власть повзрослела. «Саакашвили сделал выводы из своих ошибок», - прокомментировал один из специалистов по геополитике. Для укрепления обороны в Тбилиси начали модернизацию армии. Однако сравнение с бывшей Красной армией по-прежнему складывается не в их пользу. «Мы не можем победить Россию в обычном конфликте. Но мы не собираемся сражаться так, как это делают чеченцы. Единственное, что мы можем сделать в случае нападения - это замедлить продвижение российских войск, чтобы не допустить полной оккупации страны, задержать их достаточно долго для того, чтобы международное сообщество успело прийти к нам на помощь...», -
объясняет сотрудник Министерства обороны. Что легче сказать, чем сделать, учитывая те трудности, с которыми сталкивается страна при попытке приобрести наступательное или оборонительное вооружение. По финансовым причинам, а также из-за того, что Кремль оказывает давление на все государства, которые были бы не прочь поставить в Грузию военное оборудование.

«У всех кроме нас есть защитник. Не считая Дяди Сэма... Наш естественный родитель, Европа, которой мы так хотим понравиться, не считает нас своим ребенком. Россия стремится быть одновременно нашим отцом и матерью, но на самом деле она всего лишь злая мачеха. Мы не желаем быть сиротами», - недоволен Александр Рондели, которому хотелось бы, чтобы западные страны сосредоточили свое давление на Москве. Зажатые со всех сторон между российским монстром, Турцией и Азербайджаном, грузины связывают свои надежды с Европой, США и НАТО. Со временем Михаил Саакашвили научился в совершенстве пользоваться дипломатическим оружием. Хотя после войны 2008 года некоторые и называли его лидером без будущего, ему удалось вернуть себе контроль над политическим пространством ценой, признаем это, несколько жесткого поведения с оппозицией, которая хотела бы наладить отношения с Москвой.

Разжать тиски

Своим предложением начать с Россией переговоры о судьбе сепаратистских территорий и обещанием не использовать силу для их возврата, которые прозвучали две недели назад в Европейском парламенте, грузинская власть значительно укрепила свои позиции, сделав жест доброй воли. «Мы по-прежнему далеки от Европы. Совершенно ясно, что при современном российском режиме добиться соглашения с Россией будет невозможно. Однако нужно готовиться к тому дню, когда все, наконец, повзрослеют», - объясняет представитель МВД Шота Утиашвили. Сближение НАТО и России, которое получило официальное подтверждение на недавнем саммите альянса в Лиссабоне, рассматривается в Тбилиси как позитивное явление с учетом того, что это может способствовать нормализации в России.

Тем не менее, на данный момент протянутая рука Михаила Саакашвили не дала никаких результатов. В Тбилиси почти никто кроме дипломатов и министров даже не пытается делать вид, что верит в способность президентской инициативы разжать тиски, которые душат маленькую кавказскую республику.

Линии фронта, которые были унаследованы после конфликтов грузинских войск с получившими поддержку России сепаратистскими республиками Абхазия и Южная Осетия, становятся крепче день ото дня. «Нужно быть реалистами: возврат оккупированных территорий возможен только в долгосрочной перспективе. Нам без сомнения придется ждать от 5 до 25 лет», - признает Утиашвили. В кулуарах министерств даже начинают обсуждать идею превращения Грузии в конфедерацию.

Семь лет спустя после «революции роз» мяч находится на половине поля Москвы, которой предстоит ответить «да» или «нет» на предложение Саакашвили. В Тбилиси рассчитывают извлечь из этой дипломатической победы большую выгоду. В то же время помимо обращенной на Запад улицы Джорджа Буша, молодых и динамичных министров и достойного места у Лувра «Моста мира», мы видим тянущих повозки ослов в бедных деревнях, старые скрежещущие поезда и еле живые чадящие автомобили - у грузинской медали есть две стороны. Как сказал Александр Рондели: «Сегодня для нас самое главное, то, что совершенно необходимо спасти, - это прозападная ориентация Грузии».
http://inosmi.ru/caucasus/20101206/164729699.html

© ИноСМИ.ru 2000-2009

Все права защищены и охраняются законом.

При полном или частичном использовании материалов ссылка на ИноСМИ.Ru обязательна (в интернете — гиперссылка).

Электронное периодическое издание «Интернет-проект «ИноСМИ.RU» зарегистрировано в Федеральной службе по надзору за соблюдением законодательства в сфере массовых коммуникаций и охране культурного наследия 21 декабря 2004 г. Свидетельство о регистрации Эл № ФС 77-20270

Адрес электронной почты редакции: info@inosmi.ru.
kote-1962
Необходимо спасти прозападную ориентацию Грузии

("Le Figaro", Франция)

06/12/201017:05

Несмотря на поведение России, которая стремится любой ценой взять под контроль весь Южный Кавказ, президент Грузии решил протянуть руку Москве. Его цель - спасти все, что еще можно спасти. Однако на территории конфликта временное постепенно превращается в постоянное.

После войны с Россией в августе 2008 года в центре Тбилиси появилось огромное постмодернистское здание из прозрачного стекла, которое построил итальянский архитектор Микеле де Луччи (Michele de Lucchi). Здесь находится ключевое ведомство независимой Грузии - Министерство внутренних дел. Расположенные неподалеку здания МИДа и Минобороны напоминают скорее неказистые пристройки. Некогда забитое до отказа шпионами КГБ Министерство безопасности сменило название после «революции роз» в 2003 году. Сейчас внутри снуют женщины в обтягивающих юбках и следящие за собой мужчины. Всем им от силы по 30 лет, они говорят на нескольких иностранных языках и не считают рабочие часы, даже если приходится трудиться по выходным и в праздники...

(...)

Прошли годы, но цели Кремля в Грузии остались прежними: заставить маленькую кавказскую республику волей-неволей вернуться в лоно России и помешать ее вступлению в НАТО и Европейский Союз, которое, по мнению Москвы, может стать очень плохим сигналом для других стремящихся к настоящей независимости стран из ее сферы виляния, в первую очередь Украины и Белоруссии. «Русские считают Грузию и Украину своими главными колониями, последними границами России, без которых модернизировать империю уже не получится», - объясняет глава Совета безопасности Грузии Гига Бокерия. Создавая препятствия для движения Тбилиси на Запад, Москва так же хочет обеспечить себе монопольное владение энергопотоками, которые Кремль использует как политическое оружие против Запада.

(...)

В Тбилиси никто не верит в неизбежность нападения Москвы. «Российское руководство хочет избавиться от Саакашвили. Оно попробовало сделать это с помощью силы, затем сделало ставку на акции оппозиции и, наконец, попыталось совершить государственный переворот. Ничего не вышло. И позволить себе военную интервенцию во второй раз оно уже не может. Поэтому сегодня Кремль стремится подорвать доверие к стране, отпугнуть от нее инвесторов, дестабилизировать обстановку и постепенно вернуть ее на орбиту Москвы», - считает Александр Рондели, директор Фонда стратегических и международный исследований.

Несмотря на действия России, которая хочет любой ценой подобрать под себя весь Южный Кавказ, молодое государство борется как только может. В 2008 году убежденная в своей правоте маленькая грузинская лягушка пыталась раздуться до размеров российского быка, дав старт инициативам, которые в некоторых столицах посчитали неуместными и неадекватными. С тех пор, пройдя жесткую школу реальности, грузинская власть повзрослела. «Саакашвили сделал выводы из своих ошибок», - прокомментировал один из специалистов по геополитике. Для укрепления обороны в Тбилиси начали модернизацию армии. Однако сравнение с бывшей Красной армией по-прежнему складывается не в их пользу. «Мы не можем победить Россию в обычном конфликте. Но мы не собираемся сражаться так, как это делают чеченцы. Единственное, что мы можем сделать в случае нападения - это замедлить продвижение российских войск, чтобы не допустить полной оккупации страны, задержать их достаточно долго для того, чтобы международное сообщество успело прийти к нам на помощь...», -
объясняет сотрудник Министерства обороны. Что легче сказать, чем сделать, учитывая те трудности, с которыми сталкивается страна при попытке приобрести наступательное или оборонительное вооружение. По финансовым причинам, а также из-за того, что Кремль оказывает давление на все государства, которые были бы не прочь поставить в Грузию военное оборудование.

«У всех кроме нас есть защитник. Не считая Дяди Сэма... Наш естественный родитель, Европа, которой мы так хотим понравиться, не считает нас своим ребенком. Россия стремится быть одновременно нашим отцом и матерью, но на самом деле она всего лишь злая мачеха. Мы не желаем быть сиротами», - недоволен Александр Рондели, которому хотелось бы, чтобы западные страны сосредоточили свое давление на Москве. Зажатые со всех сторон между российским монстром, Турцией и Азербайджаном, грузины связывают свои надежды с Европой, США и НАТО. Со временем Михаил Саакашвили научился в совершенстве пользоваться дипломатическим оружием. Хотя после войны 2008 года некоторые и называли его лидером без будущего, ему удалось вернуть себе контроль над политическим пространством ценой, признаем это, несколько жесткого поведения с оппозицией, которая хотела бы наладить отношения с Москвой.

Разжать тиски

Своим предложением начать с Россией переговоры о судьбе сепаратистских территорий и обещанием не использовать силу для их возврата, которые прозвучали две недели назад в Европейском парламенте, грузинская власть значительно укрепила свои позиции, сделав жест доброй воли. «Мы по-прежнему далеки от Европы. Совершенно ясно, что при современном российском режиме добиться соглашения с Россией будет невозможно. Однако нужно готовиться к тому дню, когда все, наконец, повзрослеют», - объясняет представитель МВД Шота Утиашвили. Сближение НАТО и России, которое получило официальное подтверждение на недавнем саммите альянса в Лиссабоне, рассматривается в Тбилиси как позитивное явление с учетом того, что это может способствовать нормализации в России.

Тем не менее, на данный момент протянутая рука Михаила Саакашвили не дала никаких результатов. В Тбилиси почти никто кроме дипломатов и министров даже не пытается делать вид, что верит в способность президентской инициативы разжать тиски, которые душат маленькую кавказскую республику.

Линии фронта, которые были унаследованы после конфликтов грузинских войск с получившими поддержку России сепаратистскими республиками Абхазия и Южная Осетия, становятся крепче день ото дня. «Нужно быть реалистами: возврат оккупированных территорий возможен только в долгосрочной перспективе. Нам без сомнения придется ждать от 5 до 25 лет», - признает Утиашвили. В кулуарах министерств даже начинают обсуждать идею превращения Грузии в конфедерацию.

Семь лет спустя после «революции роз» мяч находится на половине поля Москвы, которой предстоит ответить «да» или «нет» на предложение Саакашвили. В Тбилиси рассчитывают извлечь из этой дипломатической победы большую выгоду. В то же время помимо обращенной на Запад улицы Джорджа Буша, молодых и динамичных министров и достойного места у Лувра «Моста мира», мы видим тянущих повозки ослов в бедных деревнях, старые скрежещущие поезда и еле живые чадящие автомобили - у грузинской медали есть две стороны. Как сказал Александр Рондели: «Сегодня для нас самое главное, то, что совершенно необходимо спасти, - это прозападная ориентация Грузии».
http://inosmi.ru/caucasus/20101206/164729699.html

© ИноСМИ.ru 2000-2009

Все права защищены и охраняются законом.

При полном или частичном использовании материалов ссылка на ИноСМИ.Ru обязательна (в интернете — гиперссылка).

Электронное периодическое издание «Интернет-проект «ИноСМИ.RU» зарегистрировано в Федеральной службе по надзору за соблюдением законодательства в сфере массовых коммуникаций и охране культурного наследия 21 декабря 2004 г. Свидетельство о регистрации Эл № ФС 77-20270

Адрес электронной почты редакции: info@inosmi.ru.
kote-1962
სკანდალი - საკონსტიტუციო ცვლილებები საზოგადოებისგან ფარულად

(2010, 6 დეკემბერი 21:15)


„პირველი იანვრიდან ძალაში შევა ის საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის მიხედვითაც დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილის დაკავების ვადა 72 საათი კი არ არის, არამედ მასში უკვე პირდაპირაა მითითებული, რომ „ბრალდებულის წინასწარი პატიმრობა 9 თვეა“. საკონსტიტუციო საკითხების ექსპერტის ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის პროექტში, რომელიც პარლამენტს მიმდინარე წლის ივლისში წარედგინა და რომლის განხილვაც შემდეგ პარლამენტში მოხდა, ეს ცვლილება გათვალისწინებული არ იყო.

შესაბამისად, ექსპერტის თქმით, ეს ცვლილება კანონმდებლებმა კონსტიტუციაში მაშინ შეიტანეს, როცა კანონპროექტის განხილვა დასრულდა. „ამ ახალი ნორმით საფრთხე ექმნება ადამიანის უფლებების დაცვას და ფაქტობრივად, ხელი ეხსნება საგამოძიებო ორგანოების შეუზღუდავ მოქმედებას“, - წერს გაზეთი „მთელი კვირა“ სტატიაში სათაურით სკანდალი - საკონსტიტუციო ცვლილებები საზოგადოებისგან ფარულად - პირველი იანვრიდან პოლიციასა და პროკურატურას პირის დაპატიმრებისას განუსაზღვრელი უფლებები ეძლევათ.

„მოქმედი კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტი ასეა ჩამოყალიბებული: „დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილის დაკავების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 72 საათს, ხოლო ბრალდებულის წინასწარი აპტიმრობა - 9 თვეს. ეს ნიშნავს, რომ თუ ვინმე იქნა ეჭვმიტანილი რამე დანაშაულის ჩადენაში, ხელისუფლებას უფლება აქვს, პირი დააკავოს ეჭვმიტანილის სტატუსით, თუმცა კონსტიტუციის თანახმად, ეს პირი თუ სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე იქნა დაკავებული, 48 საათში უნდა წარედგინოს სასამართლოს და სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება ამ დაკავების კანონიერების თაობაზე: თუ სასამართლომ კანონიერად მიიჩნია დაკავება, კანონით გათვალისწინებული მოქმედება გაგრძელდება. თუ უკანონოდ მიიჩნია, პირი უნდა გათავისუფლდეს. 72 საათი, რომელიც მე-6 პუნქტში წერია, ნიშნავს იმას, რომ დაკავებულს 72 საათის განმავლობაში უნდა წარედგინოს ბრალდება - ანუ აქტი, რომელშიც აღნიშნული იქნება, რაში ედება ბრალი დაკავებულს, რის შემდეგაც დაკავებული მიიჩნევა უკვე ბრალდებულად და არა ეჭვმიტანილად. ხოლო თუ 72 საათის განმავლობაში ბრალდება არ წარედგინა, მაშინ დაკავებული უნდა გათავისუფლდეს“, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ხმალაძე.

„ანუ ის ნორმა, რომელიც დღეს წერია, რომ ეჭვმიტანილის დაკავების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 72 საათს, კონსტიტუციაში უკვე აღარ არის. ეს ახალი ნორმა კი ძალაში 1-ლი იანვრიდან შევა. ეს ნიშნავს, რომ სავსებით შესაძლებელია, კანონში აღარ ჩაიწეროს ის, რომ ეჭვმიტანილს უნდა წარედგინოს ბრალდება დაკავებიდან 3 დღის ვადაში. შეიძლება ეს ორმა საერთოდ გაქრეს კიდეც კანონიდან, ან კიდევ 72 საათი შეიცვალოს 5 დღით, 10 დღით, 1 თვით, 5 თვით... ეს უკვე აშკარა საფრთხის წინაშე დააყენებს ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხს. ხელისუფლებას კი მისცემს იმის უფლებას, დაუსაბუთებელი ეჭვის საფუძველზე დააკავოს ესა თუ ის პირი, ჰყავდეს პატიმრობაში დიდი ხნის განმავლობაში და გამოიყენოს ეს ნორმა სრულიად უკანონო მოქმედებებითაც. ჩვენ დღესაც კი ვიცით შემთხვევები, როდესაც პირები ყოფილან დაკავებულები და კანონის დარღვევით ხელისუფლება არანაირ საგამოძიებო მოქმედებებს არ ახორციელებდა“, - დასძენს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კონსტიტუციის ექსპერტი.

„როგორც ჩანს, როცა მოხდა კონსტიტუციის განხილვა, ეს ცვლილება მაშინ შეიტანეს. აქ პირდაპირ არის დარღვეული კონსტიტუციითვე დადგენილი წესი კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ. უნდა არსებობდეს პროექტი ცვლილებისა და უნდა იყოს გამოქვეყნებული. ერთი თვის შემდეგ პარლამენტმა მასზე უნდა დაიწყოს მსჯელობა. ამ მუხლში შეტანილი ასეთი ცვლილებების შესახებ ივლისში პარლამენტში არაფერი ყოფილა. შესაბამისად, არც გამოქვეყნებული იქნებოდა. მაშ, რამ მისცა პარლამენტს იმის უფლება, კონსტიტუციაში ასეთი ცვლილება რომ შეიტანა?! მე ამ ცვლილების შესახებ მაშინ შევიტყვე, როცა გამოქვეყნდა უკვე შეტანილი ცვლილებები - გამოქვეყნება მოხდა ნოემბერში. მანამდე ამ ცვლილებების შესახებ არაფერი ვიცოდი. ხელისუფლების მხრიდან ასეთი მოქმედება, ყველაზე რბილი შეფასებით, არის სრული უპასუხისმგებლობა, თუ შეიძლება კონსტიტუციის დარღვევით შესრულებულ მოქმედებას უპასუხისმგებლობა რომ ეწოდოს!“ - დასძენს ვახტანგ ხმალაძე.

„პირდაპირ გეტყვით, რომ კომისიაში ეს საკითხი არ განხილულა. სხვა მხრივ ვერაფერს მოგახსენებთ, რადგან მე პარლამენტის წევრი არ ვარ. საერთოდ კი, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში ამ საკითხის განხილვა სავალდებულო არ იყო, რადგან პარლამენტში ისეთი ცვლილებები შევიდა, რომლებიც ჩვენთან არც განხილულა. ანუ ყველა საკითხი, რომელიც ცვლილებად შევიდა კონსტიტუციაში, როდი განხილულა კომისიაში. იყო რიგი საკითხებისა, რომლების გადაწყდა პარლამენტის სხდომაზე. ვერ გეტყვით, პარლამენტის სხდომაზე რა საკითხები იყო განხილული, თუმცა შემიძლია გითხრათ ის, რომ ეს საკითხი თუ ცვლილება, ცხადია, აუცილებლად უნდა განხილულიყო პარლამენტში და ისე უნდა მიეღოთ“, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილი.

„მთელი კვირა“ გუშინ მთელი დღის მანძილზე ცდილობდა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პალიკო კუბლაშვილთან დაკავშირებას, თუმცა მისგან კომენტარის ჩაწერა, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა“ , - წერს სტატიის ავტორი.

http://medianews.ge/index.php/ka/print/53942/
kote-1962
ზაზა შათირიშვილი: ქართულ საზოგადოებას არ აქვს პრინციპები


16:31 07.12.2010
[როზი ჯღამაია]

ამ გადღაბნილ სურათში სად არის გადღაბნილი ქართული საზოგადოება?

– რა თქმა უნდა, საზოგადოებაც გადღაბნილია. არსებობს სერიოზული კრიტიკული მასა, რომელიც არსად წასულა, მაგრამ ეს მასა ვერ იტანს ოპოზიციას, რადგან მისი დაკვეთა არ შეასრულა. დღესб რეალურად, ოპოზიციას პრობლემა ხალხთან აქვს და არა ხელისუფლებასთან. მოდი ასე ვთქვათ: დღეს ამერიკული თამაში არის დიალოგი, ხოლო, „პრორუსული“ თამაში არის, როცა ამბობ, რომ სააკაშვილი პრინციპულად მიუღებელია. ალასანია, თარგამაძე, „რესპუბლიკელები“ „მემარჯვენეები“ თამაშობენ ამერიკულ თამაშს, რომლისთვისაც ოპოზიციის რადიკალური ნაწილი მიუღებელია.



ჩვენ ვსაუბრობთ თამაშის წესებზე, მაგრამ ამერიკას და რუსეთს თავი დავანებოთ და საკითხი ასე დავსვათ –დღეს რა ჭირდება ქვეყანას?

– ეს რთული საკითხია.



მაშინ, კითხვას გავამარტივებ – გვჭირდება თუ არა ახალი რევოლუცია?

– ჭირდება – არ ჭირდება, ესეც ისეთი რაღაცაა... არც რუსეთს არ ჭირდებოდა 1917 წელს რევოლუცია. თავიდან, ყველაფერი იქაც ნორმალურად დაიწყო, თებერვალი იყო ლიბერალური, შემთხვევითი, და ყველაფერი პურის რიგიდან დაიწყო. რადიკალიზაცია იმპერატორის გადადგომის შემდეგ მოხდა და ქუჩაში დაგდებული ლიბერალური ძალაუფლება ბოლშევიკებმა აიღეს ხელში.



დღეს არ აგდია ძალაუფლება ქუჩაში...

– კი, ბატონო, ძალაუფლება არ არის ქუჩაში დაგდებული, მაგრამ არის ვერტიკალი, ხოლო ვერტიკალს ერთი ცუდი თვისება აქვს – თუ პროცესი დაიწყო, ვერტიკალი ჩამოიშლება. საქართველოში უცნაური სიტუაციაა, ფულის მოძრაობა ხომ საჭიროა, მაგრამ მას ეს ვერტიკალი უშლის ხელს. ანუ, ხელისუფლება ჭრის იმ ტოტს, რაზეც ზის. კი, ფული იშოვეს, მაგრამ სხვასაც უნდა მისცენ ამის საშუალება. ფული არ მოძრაობს, რადგან ბიზნესი არ არსებობს. თუ ბიზნესი არ არსებობს და ხელისუფლება და ბიზნესი ერთი და იგივეა, მაშინ ერთადერთი გზაა, რომ გარედან იკვებო, მაგრამ ერთხელაც – აღარ მოქცემენ ამ ფულს. ამიტომ, ბევრი დასავლელი ექსპერტი აღნიშნავს, რომ სოციალური პრობლემები უკვე დაიწყო და გაცილებით რთული იქნება შემდეგი წელიწადი. 4–მილიარდიანი დახმარება მთავრდება და ვალის დაბრუნების დროც დგება. ფული საიდან უნდა იშოვნონ? როგორც კი ბიზნესს გაათავისუფლებენ, ბიზნესი ისეთი რამაა, რომ ყველას დააფინანსებს, მათ შორის – ოპოზიციას.



ბიზნესის გათავისუფლება რად უნდათ? ადეიშვილს ვალდებულება აქვს 1 მილირდი საპროცესო შეთანხმებებით შეიტანოს ბიუჯეტში.

– კი, საუბრობენ, რომ ასეთი ვალდებულებაც არსებობს და ეს კიდევ უფრო გაართულებს ყველაფერს – ძიძები, რეპეტიტორები… ხვალ, ალბათ, ტაქსისტები და ა.შ. მაგრამ ეს ყველაფერი – დღეს. ხვალ რას იზამენ?



საინტერესოა, მაინც რა არის ამ ხელისუფლების „აქილევსის ქუსლი“, როგორ შეიძლება მასთან შედეგიანი ბრძოლა?

– ბევრი რამ არის დამოკიდებული გარე ფაქტორებზე. იმის მიუხედავად, რომ საქართველო აღარ არის პრობლემა დასავლეთისთვის, ევროპის მხრიდან რაღაც ვალდებულებები არსებობს და გარკვეული თამაში მაინც შეუძლია. თუმცა, ევროპა პროცესებს მაინც ანელებს – ალბათ, ფულს, იმდენს არა, მაგრამ მაინც მისცემენ, რომ ეს ხელისუფლება უცებ არ ჩამოიშალოს, მაგრამ რაღაცა პროცესებს მაინც ვერ გათვლი. როცა სოციალური ფონი გაუარესდება, იქ შეიძლება მოხდეს არა ოქტომბერი, არამედ – თებერვალი, და უცებ ჩამოიშალოს ყველაფერი, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ დენთის კასრზე.



გამოსავალი რა იქნებოდა, იცით? – მართლაც წარმატებული ეკონომიკური რეფორმები, მაგრამ ეს რეფორმები რაღაა? მაგალითად, სინგაპური, ეს არის ახალი იდეა, ახალი ნარატივი, მაგრამ სინგაპური არის სახელმწიფო–კორპორაცია. იმისი აქ გადმოტანა შეუძლებელია. სხვათა შორის, იქ ბიზნესი მართლაც თავისუფალია, აქ, კი ბატონო, მართლაც დააფუძნებ შპს–ს, მაგრამ მეორე დღეს რა მოგივა, ყველამ კარგად იცის. დღეს რამდენი ადამიანია დაჭერილი საპროცესო გარიგებებით ყველას კარგად მოეხსენებას.



2007 წლის შემდეგ, შეიძლება ითქვას, ქვეყანაში სულ პოლიტიკური კრიზისია, თუმცა, ასეთი მძიმე სოციალური ფონი, როგორიც დღესაა, არ ყოფილა. რას ნიშნავს ხელისუფლების მხრიდან სხვადასხვა მომსახურების თუ პროდუქციის გაძვირებით, ამ ფონის კიდევ უფრო დამძიმება?

– მიაქციეთ ყურადღება: რეპეტიტორებზე დაიწყეს – გაჩერდნენ, წყალზე დაიწყეს, აქაც ცოტა „დატორმუზდნენ“, ანუ, ფადიშაჰის სიტუაციაა. ცნობილი იგავი ხომ გახსოვთ – გადასახადებს სულ რომ უმატებდა და ბოლოს როცა იკითხა, რას შვრება ხალხიო, უთხრეს – ხალხი იცინისო. ჰოო, მაშინ გაჩერდითო – თქვა. მე მგონი, მალე სიცილის დრო მოვა, მაგრამაღმოაჩნდებათ კი ამათ ფადიშაჰის სიბრძნე? ეს რთული საკითხია. მგონი, მაგათ სიბრძნე საერთოდ არ აქვთ, რადგან აქამდე მივიდა ეს ყველაფერი.



შესაძლოა, სოციალურ ბუნტამდე საერთოდ არ მივიდეს საქმე და ტრიგერი სულ სხვა რამ აღმოჩნდეს, მაგალითად, სააკაშვილმა გამოაცხადოს, რომ ლათინურ ანბანზე გადავიდეთ ყველაო, ან რაღაც ისეთი, „მოდელირებული ქრონიკის“ მსგავსი გააკეთოს.



იქნებ, არც არაფერი მოხდეს და ისეთი რეპრესიები განახორციელონ, რომ საერთოდ დააშინონ ყველანი?

– თუ ჩარლზ ფეირბენქსი მართალია და მე ვფიქრობ, რომ მართალია, ანუ შენ მოდიხარ და ყველაფერს ფულით აკონტროლებ, ამ შემთხვევაში ფული არ არის მხოლოდ ძალაუფლება, იგი იქცევა სიცოცხლის პრობლემად. ეს უკვე სიცოცხლის პრობლემაა – სად წავიდეს, როგორ წავიდეს, როცა ფული არის მისი არსებობა. ანუ, ძალაუფლების თვისებაა, რომ გაგრძელდეს, მაგრამ ამისთვის ჩვენთან ყველანაირი ლეგიტიმური საშუალება მოსპობილია.



ანუ, ჩიხში ვართ?

– მე ამას დავარქმევდი მუდმივი ქიშის სიტუაციას, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ეს შედარება ხშირად მომყავს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ – სტალინური რეჟიმი, რომელიც იყო აბსოლუტურად არაადამიანური, იქ ადამიანებს სტაბილურობის განცდა ჰქონდათ და 30 წელი ამიტომაც იყო ის კაცი. დღევანდელ სიტუაციაში არავის აქვს სტაბილურობის განცდა, დაწყებული გარემოვაჭრით, დამთავრებული – მილიონერებით. ჩვენ ხომ ამ შემთხვევაში საქმე ბუნებრივ ფენომენებთან არ გვაქვს, სადაც ადამიანური ფაქტორი არ მონაწილეობს? არასტაბილურობის განცდა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ამ პროცესშია ჩართული.



ამ ყველაფრისგან თავის დასაღწევად საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა ბიზნესის გათავისუფლება და სააკაშვილს შეიძლება უნდა კიდეც ეს გააკეთოს, მაგრამ ვერ აკეთებს. ამის ნაცვლად კი, უნდა ჩამოიყვანოს 20 ათასი ბური, რომელთანაც მას არ ექნება პრობლემები, რომელთანაც იქნება დემოკრატიული, კარგი ტიპი, მაგრამ იმ ბურთან სხვა პრობლემა შეექმნება. შეიძლება იმ ბურმა ოპოზიცია დააფინანსოს და ამ აზრით, ის ბური ხვალ გახდება ქართველი და… მოსასპობი.



დღევანდელ ოპოზიციურ სპექტრში თუ ხედავ ძალას, რომელიც სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამოდის?

– ეს ცოტა ისეთი საკითხია… რა თქმა უნდა, ბევრ რაღაცას წყვეტენ მორალური ფიგურები. მე არაერთხელ მომიყვანია რობერ შუმანის მაგალითი, რომელმაც ალჩიდე დე გასპერისთან და კონრად ადენაუერთან ერთად, დანგრეული ევროპა აღადგინა. მართალია, მარტო ესენი არ იყვნენ, მაგრამ მათმა მაგალითმა უდიდესი როლი ითამაშა, რადგან სამივე მათგანი იყო ქრისტიანი, ეკლესიური კათოლიკე. როცა ახალი ევროპა იქმნებოდა, იგი მორალურ საფუძველზე იდგა. დღეს, საქართველოში სწორედ ეს პრობლემაა. საქართველოში რელიგია და ეთიკა აბსოლუტურად დაცილებულია ერთმანეთისგან. დეკლარირებული მართლმადიდებლობა აბსოლუტურად არ გადადის ცხოვრებაში და ეს არის კატასტროფა.



ქვეყანაში არც საზოგადოება და არც პოლიტიკოსები არ ცხოვრობენ მორალით. არადა, პოლიტიკა მორალურია. შეიძლება რაღაცეები ირღვევა და არ მოგვწონს, მაგრამ თუ მაკკეინი აბორტებს მისცემს ხმას, ამერიკა ხვალ დამთავრდება. იქ ყველამ კარგად იცის, რომ ის არის „რესპუბლიკელი“ კონსერვატორი, რელიგიური ადამიანი და იქ ამაზე დგას ყველაფერი. თუ ობამას მიაჩნია, რომ აბორტი არის ქალის უფლება, ამერიკაში დათვლილია, რომ მაკკეინი 20 წელი ამ კანონს აძლევს ხმას და თუ რაღაცას შეცვლის ეს ცუდი ტონია. კი, არის რაღაც თამაშები და ცუდი რაღაცეები, მაგრამ არის ამოსავალი წერტილი და ეს წერტილი არის რელიგია. შეიძლება ვიღაცას არ მოსწონს ეს პრინციპები, მაგრამ ის ატარებას ამას თავის ცხოვრებაში.



საქართველოში ბევრს არ ესმის, რომ ამერიკაში ძალიან კონსერვატული ხალხია. გაიძახიან, ამერიკაში დაშვებულია ჰომოსექსუალიზმიო, მაგრამ არ არის ასე, კანონი ყველა შტატში ჩავარდა, რადგან ხალხი ძალიან კონსერვატულია. ერთადერთი მასაჩუსეტსის შტატია, სადაც ჰომოსექსუალიზმი დაშვებულია. ინტელექტუალებს და ლიბერალებს კი მიაჩნიათ, რომ ამერიკაში ხალხი ბნელია. თუმცა, ამერიკაში არსებობს დამოუკიდებელი სასამართლოები, ეს ჩვენმა ხალხმა არ იცის და ამერიკა ჰგონია, მაგალითად, ნინია კაკაბაძე.



გარედან ალბათ, ბევრი რამ სხვაგვარად ჩანს და, აქედან გამომდინარე, საინტერესოა თავად დასავლეთი რამდენად კარგად იცნობს ქართულ რეალობას. თქვენც აღნიშნეთ, რომ ევროპას შეფობა აქვს აღებული საქართველოზე, მაგრამ ეს შეფობა სცდება თუ არა სარეკომენდაციო ხასიათს? ანუ, მოგვცემენ თუ არა უფსკრულში გადაჩეხვის შესაძლებლობას?

– გასაგებია, რომ წითელ შუქზე არ უნდა გადახვიდე, მაგრამ შეუძლებელია საპროცესო შეთანხმებებით მართო ქვეყანა. როცა კანონი მხოლოდ ერთი ნაწილისთვის იქმნება, რა თქმა უნდა, დაინგრევა ყველაფერი. რაც უნდა ბნელი იყოს ხალხი, თუ ხელისუფლება არ ასრულებს კანონს ყველაფერი დაინგრევა. პირადი მაგალითი შენ უნდა მისცე ხალხს და თუ მათი გაზრდა გინდა, შენც მასთან ერთად უნდა გაიზარდო. პირადი მაგალითი არაა, როცა სასადილოში შეხვალ და მათთან ერთად შეჭამ სუპს.



ფრანკო, მოგვწონს თუ არა, ის ადამიანი იბრძოდა და ამ ბრძოლაში მოიგო. სხვათა შორის, „რესპუბლიკელების“ უგუნურობით დაიწყო ესპანეთში ყველაფერი, როცა ტყუილუბრალოდ დაუწყეს ეკლესიას ბრძოლა და სამი წლის განმავლობაში, ათასობის მღვდელი, ასობით ეპისკოპოსი მოკლეს და უამრავი ეკლესია დაანგრიეს. ამით, ჩვეულებრივი ესპანელი გლეხები გააგიჟეს.



ჩვენთან ფორმები უფრო დახვეწილია. მაგალითად, აქ მღვდლებს ქრთამავენ.

– გასაგებია, მე პარალელს არ ვავლებ, აქ პირიქითაა, აქ არის სიმბიოზი ხელისუფლებასა და საეკლესიო ისტებლიშმენტს შორის.



რამდენად გაქვთ მოლოდინი, რომ ამ ხელისუფლებასთან დაუმორჩილებლობის გეგმა იმუშავებს?

– განდის მოდელი რომ გააკეთო, განდი უნდა იყო. რაც განდიმ გააკეთა, იყო სამი რამის შერწყმა – ინდური კლასიკური ტრადიციის, ჩვეულებრივი ევროპული პრაგმატიზმის და ტოლსტოველობის – “არა ძალადობას”. ამ სამი კომპონენტის შერწყმამ მოგვცა განდიზმი და ნუ მიწყენენ, მაგრამ მე ვერ ვხედავ განდისნაირ ფიგურას ჩვენს ოპოზიციაში. ეს გამოვა დაუმორჩილებლობა ქართულად. ძალიან კარგად მახსოვს ჯუმბერ პატიაშვილი ამბობდა, დილით გადადექი–გადადექის მეძახიან და ღამით მანქანებს მთხოვენო.



ისე, არ არის გამორიცხული, რომ კრებამ სულ სხვა შედეგი მიიღოს. მართალია, 25–ში 100 ათასი კაცი არ გამოსულა, მაგრამ ის, რომ რამდენიმე ათასი ადამიანი გამოვიდა, სერიოზული მომენტი იყო. თუ ჩვენი სიტუაცია ისეთია, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაშინ ყველას აქვს შანსი – ბურჯანაძესაც, „ქართულ პარტიასაც“, თარგამაძეს, ალსანიას, „რესპუბლიკელებს“ და ა.შ.



როგორ ფიქრობთ, ოპოზიციის მიმართ რწმენა იმან ხომ არ დაუკარგა ხალხს, რომ ვერცერთი მათგანი ვერ მალავს ხელისუფლებაში მოსვლის წყურვილს, ვიდრე ის, რომ თავის დროზე, მათ ვერ გაბედეს მკვეთრ დაპირისპირებაზე წასულიყვნენ სააკაშვილთან. ყველა ოპოზიციური ძალა ამბობს, რომ მათი მიზანი სააკაშვილის რეჟიმის დემონტაჟია, მაგრამ ამ დროს, საერთო გეგმით არც ერთს არ უნდა მოქმედება და ყველა ლიდერობას ცდილობს.

– რადგან ჩვენ გადღაბნილ გარემოში ვართ, ჩვენ ვერ ვხვდებით, რომ პროცესები სხვა მიმართულებით მიდის. ანუ ხვალ სხვა არჩევანი იქნება გასაკეთებელი – არა რუსეთსა და ამერიკას შორის, არამედ ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის და, აქაც დიდი სიფრთხილე იქნება საჭირო. აქედან გამომდინარე, ხვალ სხვაგვარად დალაგდება ყველაფერი. დღეს რეალობას ვერ აღიქვმენ ვერც ხელისუფლება და ვერც ოპოზიციური ძალები. როცა ვამბობ, რომ შეიძლება ყველაფერი მოხდეს, მარტო სოციალურ მომენტს არ ვგულისხმობ, ვგულისხმობ იმასაც, რომ ყველა მხრიდან გზაჯვარედინის მოღიავებით შეიძლება ისეთი ჯინი გამოუშვა, რომელიც შესაძლოა ვეღარ მართო და რომელიც ყველასათვის საშიში იქნება.



იმ დროს, როცა ნატიფი პოლიტიკაა გასატარებელი შიგნითაც და გარეთაც, ჩვენ იმ მატარებელს ვგავართ, რომელიც უფსკრულისკენ მიექანება, მემანქანემ ტარება არ იცის, გარედანაც შეხტომა არ იციან, მაგრამ რომ შეახტნენ, მაინცდამაინც გარედანაც არავინ იცის ტარება. შესაძლოა, ერთობლივი ძალებით შესაძლებელია ამ მატარებლის გაჩერება, მაგრამ ფრაგმენტული საზოგადოებაა და საქმეს ეს ართულებს. შეიძლება, ჯობს, რომ გადაიჩეხოს ეს მატარებელი და მერე რაღაც ვისწავლოთ. ევროპაც გადაიჩეხა 1945 წელს და შემდეგ ყველაფერი დალაგდა.



თქვენც აღნიშნეთ, რომ პოლიტიკური ძალები ძირითადად, ორ ნაწილად დაიყო – „პროამერიკულები“ და „პრორუსულები“, რომლებიც „პროქართულად“ იწოდებიან. დღემდე ვერავინ ამიხსნა, რას ნიშნავს ეს „პროქართული“, იქნებ, თქვენ მაინც ახსნათ.

– სხვათა შორის, ამაზე კონსესუსი არ არსებობს, ერთ მხარეს მიაჩნია, რომ ქართველი უნდა გარდაიქმნას და თუ წითელ შუქზე არ გაივლის, გახდება ახალი ადამიანი. როცა ასე გესმის ქართული, ეს არის, მოდი ასე ვთქვათ, ქართული შოვინიზმის შემოტრიალებული ვარიანტი. ანუ, ამით ხდება აღიარება, რომ ქართველს რაღაც მარადიული თვისებები აქვს. ამ დროს, ასეთი რამ არ არსებობს. ეთნოსები მიდიან და კვდებიან, მაგრამ ნაცია სხვა რაღაცაა. როგორც ანდერსონი აღნიშნავდა ეს არის რთულად ორგანიზებული წარმოსახვითი საზოგადოება. ეს არის ყოველდღიური კონსესუსი.



ამ აზრით, ალბათ, ქართული ნაციის პროცესი ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული, შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ვერ ჩამოვყალიბდეთ. მაგალითად, რუსული ნაცია არ არის ჩამოყალიბებული და არის მუდმივად ჩამოკიდებილი იმპერიასა და ნაციას შორის. ამ მხრივ, ვგავართ კიდეც ერთმანეთს რუსები და ქართველები. როცა საუბრობენ ქართულ ძალაზე, რას ნიშნავს ეს ქართული ძალა? მოგეხსენებათ, სამშობლოზე მაღლა ჭეშმარიტება დგას.



ამ სიტყვების გამო მამარდაშვილი, ლამის, შეაჩვენეს.

– არა მარტო მამარდაშვილი, სხვათა შორის, უფრო ადრე – ქრისტე. მისგან მოელოდნენ, რომ ისრაელი უნდა გაეთავისუფლებინა, მაგრამ მან თქვა, რომ რომაელებს ხარკი გადაუხადეთ – კეისარს კეისრისაო. ჩემი სამეფო ამქვეყნიური არ არისო, რაც პირდაპირ უარის თქმა იყო ნაციონალურ ბრძოლაზე. ანუ, ქრისტეს ჯვარი ყველაფერთან ერთად, გამოხატავს იმას, რომ ქრისტე გაკრულია ნაციონალურ იდეაზე, ეს არის ქრისტიანის ბედი საზოგადოდ. ანუ, როდესაც ადამიანებმა იციან, რომ არის უფრო დიდი ღირებულება, ვიდრე ნაცია და სამშობლო, მაშინ ისინი სამშობლოსაც აწესრიგებენ, მაგრამ თუ ეს არ იციან, მაშინ ვერაფერსაც ვერ აწესრიგებენ.



პრობლემა სწორედ ის არის, რომ ქართულ საზოგადოებას არ აქვს პრინციპები, არც – ნაციონალური და არც – ზენაციონალური. ადამიანი მორალური არსებაა, მას შეიძლება სწამს ღმერთი, ან შეიძლება არ სწამს. ამას არა აქვს არავითარი მნიშვნელობა, მაგრამ ის მოქმედებს მასში ჩადებული ბუნებრივი სინათლით – სინდისის ხმით.



არანაკლები მძიმე მდგომარეობა იყო მე–17 საუკუნეში, მაგრამ გამოჩნდა მორალური პოლიტიკოსი, რომელმაც თქვა, რომ არსებობს რაღაც – პოლიტიკაზე მაღლა მდგარი. ეს იყო ქეთევან წამებული, რომელიც, რაც ქვეყნად ეკლესიები არსებობს, ყველას წმინდანია. შეიძლება მისი ამ ნაბიჯით მოვაღწიეთ დღემდე. დღეს კი ასეთი პიროვნებები არ გვყავს.

http://www.presa.ge/new/?m=society&AID=2291
kote-1962
წლევანდელი ზამთარი მოსახლეობას კიდევ უფრო გააღატაკებს


13:31 07.12.2010

[ნიკა ასლანიძე]


წლევანდელი მძიმე ზამთარი მოსაგონრად უმძიმეს სოციალურ ფონს დაგვიტოვებს. თუკი სახელმწიფოსგან დახმარებას ამჟამად მოსახლეობის 40% (რაც ისედაც კატასტროფული მაჩვენებელია) მოელის, 4-5 თვის შემდეგ მინიმუმ ყოველი მეორე ადამიანი სხვისი წყალობის შემყურე იქნება.

სტატისტიკური მონაცემებით, დღეს საარსებო შემწეობას საქართველოს მოსახლეობის თითქმის 8,5% იღებს, უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ადამიანთა რიცხვი კი მოსახლეობის თითქმის 40,6%-შეადგენს.

რაც შეეხება ზოგადად მონაცემებს, იგი ასე გამოიყურება: სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკური მონაცემებით საქართველოში რეგისტრირებულია 4 371 535 ადამიანი (2002 წლის აღწერის მიხედვით), აქედან უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, მიმდინარე წლის ოქტომბრის მონაცემებით, 545 032 ოჯახია რეგისტრირებული, საერთო ჯამში – 1 778 885 ადამიანი. რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც საარსებო შემწეობას იღებს, მათი რიცხვი 371 426 ადამიანია, რაც სექტემბრის თვის მონაცემებთან შედარებით თითქმის 18 ათასით მეტია.

მიმდინარეწლის სექტემბრის მონაცემებით, საარსებო შემწეობას ბაზაში რეგისტრირებული 551 799 ოჯახიდან 353 610 ადამიანი იღებდა, ანუ საერთო მოსახლეობის დაახლოებით 8%.

ექსპერტების ვარაუდით, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ დღეს მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი ცხოვრობს და თუ ეკონომიკური მდგომარეობა არ გამოსწორდება, მომავალში ეს ციფრი კიდევ უფრო გაიზრდება.

საქართველო გადასულია იმ რეჟიმზე, როდესაც სურსათის ფასები მნიშვნელოვნად განსაზღვრავს როგორც ინფლაციის, ასევე – საარსებომინიმუმის მაჩვენებელს. ეს მაჩვენებელი კი, თუ რამე სასწაული არ მოხდა და ლარი დოლართან მიმართებაში მკვეთრად არ გამყარდა, წლის ბოლომდე ისევ გაიზრდება.

“რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანების რაოდენობა გაიზრდება. საერთოდ, ზამთრის პერიოდში ხარჯები მეტია, შემოსავლის არსებითი ზრდის ფაქტორები კი, ფაქტობრივად, არ არსებობს. აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ არ ხდება ფასების შემცირება, პირიქით – იზრდება. ყველა ეს ფაქტორი, რა თქმა უნდა, მოქმედებს ხარჯების მატებაზე. სტაბილური შემოსავლების ხარჯზე ფასების ზრდა ნიშნავს, რომ სიტუაცია სიღარიბის ზრდასთან ახლოსაა. უნდა ვივარაუდოთ, რომ ქვეყანაში სიღარიბის დონე აიწევს.

1993 წელთან შედარებით ფასები დაახლოებით 8,5–ჯერ არის გაზრდილი. თუ 1993 ერთი კგ კარტოფილის ფასი იყო დაახლოებით 8 ცენტი, დღეს ის სადღაც 67 ცენტი ღირს. ასევეა სხვა პროდუქტებზე”, - აცხადებს ექსპერტი სოსო არჩვაძე.

ამ ყველაფერს კი ისიც ამძიმებს, რომ საქართველოში უმუშევრობის პრობლემა არათუ ვერ მოგვარდა, არამედ უფრო გაუარესდა. ბოლო პერიოდში ამის აღიარება უკვე ხელისუფლების ზედა ეშელონებსაც უწევს.

მაგალითად, საქართველოს პრეზიდენტი ვეღაცრ მალავს, რომ თბილისში ყოველი მე-4 ადამიანი ნაწილობრივ ან მთლიანად დაუსაქმებელია.

“ეს კატასტროფილი მაჩვენებელია. როცა მსოფლიო ბირჟებზე 10%-ით იმატებს ხორბლის, ფქვილის, წიწიბურას, ბრინჯის და სხვა პირველადი მოხმარების პროდუქტების ფასი, უნდა გვესმოდეს, რომ ეს მძიმედ ურტყამს იმ ხალხს, ვინც სოციალურად დაუცველია. იაპონელისთვის პურის 10%-ით გაძვირება პრობლემას არ წარმოადგენს”, - აცხადებს სააკაშვილი.

პრეზიდენტი პირობას იძლევა, რომ საქართველოს მთავრობა ფასებზე გავლენას მოახდენს, მაგრამ – ნაწილობრივ. “როცა ფასები მეზობელ ქვეყნებში იმატებს, შენთანაც იმატებს - საზღვრებს ხომ არ ჩავკეტავთ?” - აცხადებს საქართველოს პირველი პირი.

როგორც იმოქმედებს მთავრობა ფასებზე, ყველას კარგად მოეხსენება. აქამდე მათი ყოველი “მცდელობა” ნახტომისებური თუ მცოცავი გაძვირებით გვირგვინდებოდა.

http://www.presa.ge/new/?m=society&AID=2288
kote-1962
კირკიტაძემ წალკელებს “გზის ჭამა” აუკრძალა


12:14 07.12.2010

[მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი]


თბილისი-ახალქალაქის დამაკვშირებელი “ისტორიული გზა სამცხე-ჯავახეთის გარდა ქვემო ქართლის რეგიონზეც გადის. მისი წყალობით დღეს წალკაში ჩასვლა საათნახევარში ხდება. “ბატონებო, თქვენ არ უნდა ჭამოთ გზა! უნდა ჭამოთ ის, რასაც ეს გზა მოიტანს. “ – განაცხადა, რუსთავში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის სტუმრობისას, ქვემო ქართლის გუბერნატრმა დავით კირკიტაძემ.

224 კილომეტრიანი გზის მონაკვეთი, რომელზეც აშშ-ს მთავრობამ და “ათასწლეულის განვითარების ფონდმა” 209 მილიონი დაიხარჯა, თეთრიწყაროსა და წალკაზე გაივლის. ორივე რაიონის ადგილობრივი ბიუჯეტი ტრანსფერით ივსება. როგორც მომაკვდავია სასუნთქ აპარატზე დამოკიდებული ასევეა ამ შემთხვევაშიც.

“ადგილობრივი შემოსავლები ძალიან მცირე გვაქვს. შესაბამისად – ძირითადად ტრანსფერზე ვართ დამოკიდებული. გასული წლის ბიუჯეტი 3 მილიონი გვქონდა და ვფიქრობ მომავლი წელსაც ასევე გვექნება. წალკაში კერძო ბიზნესი არ არის გავითარებული. დღეისთვის მხოლოდ “სანტეს” რძის ჩაბარების 4 პუნქტი გვაქვს, რომელიც მოსახლეობას ფინანსურად დიდ დახმარებას უწევს. ვფიქრობ, ახალი გზა, რომლის წყალობითაც დედაქალაქში საათნახევარში ჩავდივართ, რაიონს სერიოზულ ცვლილებებს მოუტონს. მოგეხსენებათ, წალკაში უხვმოსავლიანი ნიადაგია. მოსახლეობა სოფლის მეურნეობას მისდევს. ამ გზის წყალობით მათ წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია გაუადვილდებათ” – ამბობს წალკის საკრებულოს თავჯდომარე, დავით მაჩიტიძე.

წალკის მოსახლეობა ახალ გზას ემადლიერება, თუმცა სოფლის მეურნების სამინისტროსგან ყურადღებას ითხოვს და წლების მანძილზე უცვლელ პრობლემებზე საუბრობს.

“ერთადერთი, რითაც თავს ვირჩენთ, მიწის დამუშავებაა, რაც ძალიან ძვირი გვიჯდება. სესხს არც ერთი ბანკი არ გვაძლევს, არ აქვს მნიშვნელობა, სახლ-კარს ჩავდებთ, თუ – ათასობით ჰექტარ მიწას. სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რომელიც, წესით, უნდა ზრუნავდეს გლეხებზე, არ ინტერესდება ჩვენი მდგომარეობით. აბა, აქ მე ქარხანას არავინ გამიხსნის და გამოდის, რომ ჩემი ოჯახი მუდამ სიღარებეში იცხოვრებს” – ამბობს ადგილობრივი ფერმერი ზვიად ილაური.

ბანკები სტაბილური შემოსავლების არმქონე პირებს სესხება არ აძლევენ. რუსთავის ერთ-ერთი ბანკის მენეჯერი პირად საუბარში შემდეგს გვეუბნება:

“როგორ ფიქრობთ, სესხის პირობების დარღვევის შემთხვევაში, წალკაში კლიენტის მიწა, ან სახლ-კარის როგორ უნდა გავყიდოთ?! ჯერ, ვინ შეაფასებს მის რეალუირ ღირებულებას? მეორე – როდის და, საერთოდ, თუ გამოუჩნდება მყიდველი? ასეთ რისკებზე ვერცერთი ბანკი ვერ წავა. ჩვენ არ ვართ, მხოლოდ სახელფასო სესხებს გასცემენ. თუ ოდესმე სოფლის მეოურნეობაში დაზღვევის სიტემა ამუშავდება და გლეხის მოსავალს დააზღვევენ, ან სახელმწიფო წაგვახალისებს ე.წ “გლეხის მხარდამჭერ ბანკებს”, კიდევ, შეიძლება მიდგომა შეიცვალოს”.

სოფლის მოსახლეობა, დიდი ფიზიკური შრომის მიუხედავად, წლების მანძილზე ვერ ახერხებს თავისი სოციალურ მდგომარეობის გაუმჯობესებას. წალკის დაცარიელებული, ბოსლებად ქცეული სახლების სიმრავლეც, ალბათ, ამისი ლოგიკური გაგრძელებაა.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, გია ხუხაშვილი, რაიონებში მიწაზე მომუშავე გლეხების მიმართ სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე საუბრობს. მისი აზრით, მთავრობამ ეს ადამიანები იაფი რესურსებით უნდა უზრუნველყოს და შექმნას კონკურენტუნარიანი გარემო. ექსპერტი თვლის, რომ საქართველოში ადგილობრივი წარმოების პროდუქტი “ეფექტური ეკონომიკური საზღვრების დაცვის მექანიზმების’’ არარსებობის გამო, უცხოეთიდან შემოტანილ, ზოგ შემთხვევაში, ჯამრთელობისთვის საშიშ – გენმოდიფიცირებულ საკვებსაც ვერ უწევს კონკურენციას.

“სამწუხაროდ, ამ კუთხით, ხელისუფლების მხრიდან ვერ ვხედავ პრაქტიკულ ნაბიჯებს. ეს არც ბიუჯეტში არის ასახული. წინასაარჩევნოდ გააქტიურდებიან, დაიწყებენ სოფლის მეურნეობაზე და გლეხების პრობლემებზე საუბარს და შემდეგ ჩუმდებიან. ასევე ხდება უკვე წლების მანძილზე ვაზთან დაკავშირებითაც. ყურძნის ჩაბარების დროს ახმაურდებიან, იმის ნაცვლად, რომ სისტემურად იმუშაონ და ერთხელ და სამუდამოდ მიხედონ ამ საქმეს. შედეგად გვაქვს რა?! გლეხს ვაზის მოვლა იმაზე მეტი უჯდება ვიდრე რეალიზაციიდან შემოსული თანხაა.

რაც შეეხება, თბილისი-ახალქალაქის ახალ გზას, ბუნებრივია, ეს დადებითი მოვლენაა, მაგრამ ეკონომიკის ერთ-ერთი დამხმარე მექანიზმია. მხოლოდ მისი არსებობა, ვფიქრობ, დიდი ცვლილებების მომტანი არ არის. ეს, დაახლოებით, გასაკეთებელი საქმის 100%-დან 5%-ია. მხოლოდ, ამ ცვლილებით რაიონის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის ვერ შეიცვლება“ - ამბობს გია ხუხაშვილი.

ქვემო ქართლის რეგიონის მიწები და უძრავი ქონება ჯერაც ნაკლებად ღირებული ქონებაა ბანკებისთვის. სახელმწიფომ ვერ შექმნა სოფლის მეურნობის გლეხზე და არა პიარზე ორიენტირებული პროგრამა. მიუხედავად ამისა, ახალ გზას ქვემო-ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში დიდ იმედებს ამყარებენ. დიდია მოლოდინი იმისიც, რომ მას მალე ინვესტორები გამოყვებიან.
kote-1962
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიმოწერა: საქართველო კარგავს აშშ-ს ყურადღებას



პილარ ბონეტი

ვაშინგტონი უპირატესობას ანიჭებს რუსეთთან დაახლოვებას – თბილისი სასოწარკვეთილი ეძებს აშშ-ს სამხედრო მხარდაჭერას
საქართველოს ძვირად დაუჯდა რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს ომი. ქვეყანა რომელიც კავკასიაში ნატო-ს მოკავშირედ მოიაზრებოდა, სუსტ და აშშ-ს ლაქია სახელმწიფოდ გადაიქცა, რომელიც პანიკურადაა შეპყრობილი იმის შიშით, რომ სეპარატისტულ რეგიონებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებენ და საქართველო რუსეთისა და ირანისთვის უფრო მოწყვლადია.

7-8 აგვისტოს ღამით, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ცხინვალზე წარუმატებელი თავდასხმის შემდეგ (სამხრეთ-ოსეთის დედაქალაქი), მოსკოვმა სამხედრო ბაზები შექმნა აფხაზეთსა და სამხრეთ-ოსეთში – ტერიტორიები, რომელიც ფორმალურად საქართველოს ეკუთვნის, თუმცა 1991 წლის შემდეგ, როდესაც საბჭოთა კავშირის ნანგრევებიდან 15 რესპუბლიკა აღმოცენდა, თბილისი მათ ვეღარ აკონტროლებს. თბილისი აშშ-ს ებღაუჭება, რადგან მიაჩნია რომ მხოლოდ ის არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გარანტი და არა ევროპელი ”ცინიკოსები”.

ჩვენს ხელთ არსებული დიპლომატიური დოკუმენტების თანახმად, 1-2 აგვისტოს რეგიონში ადგილი ჰქონდა ისეთი ინტენსივობის სროლებს, რაც ”2004 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა”, თუმცა სროლის დაწყების ინიციატორი არ სახელდება. 7 აგვისტოთი დათარიღებულ ორ ანგარიშში დაფიქსირებულია ”ინტენსიური ბრძოლები სამხრეთ-ოსეთში 6 გვისტოს ღამით” და ”ქართული არტილერიის გადაადგილება”. შემდეგ თბილისის ოფისიდან გაგზავნილ დოკუმენტებში 138 სიმბოლო გამოტოვებულია. 8 და 9 აგვისტოს დღეში მხოლოდ ორი ტელეგრამა იგზავნება. კრიტიკულ დღეებში ინფორმაციის ეს წყვეტა და ლაკონურობა იმაზე მიუთითებს, რომ საელჩოდან ცნობები სხვა არხებით ვრცელდებოდა, რაც ხელს უშლის მკაფიო სურათის ჩამოყალიბებას იმის შესახებ, თუ რა როლს თამაშობდნენ ამერიკელები სააკაშვილის თავდასხმაში. ევროკავშირის გამოძიებამ, შვეიცარელი დიპლომატის ჰეიდი ტალიავინის ხელმძღვანელობით დაასკვნა, რომ ცხინვალზე თავდასხმით, ომი სააკაშვილმა დაიწყო და რუსეთის რეაქცია არაპროპორციული გახლდათ.

დიპლომატიური გზებით ვაშინგტონი შეეცადა ხელი შეეშალა სეპარატისტული სამხრეთ-ოსეთისა და აფხაზეთის ლეგიტიმაციისთვის, რომელთა დამოუკიდებლობაც რუსეთმა, ნიკარაგუამ, ვენესუელამ და კუნძულმა ნაურუმ აღიარა. აშშ-მ შეაჩერა ”აღიარების კასკადი”, რაც თბილისს თავზარს სცემდა, მაგრამ ვერ შესძლო ირანის გავლენის ზრდის პრევენცია კავკასიის ამ სტრატეგიულ რეგიონში, სადაც აშშ იბრძვის გავლენისთვის რუსეთის, ოტომანთა და სპარსეთის იმპერიების მემკვიდრეებთან ერთად. ბარაკ ობამას გაპრეზიდენტების შემდეგ, თეთრი სახლი ქართველებს რომლებიც მოსკოვის აზრით მილიტარისტული ქმედებებისკენ უმცროსმა ჯორჯ ბუშმა წააქეზა, ”უხეში ძალის ნაცვლად გონიერებისკენ” და ”სტრატეგიული მოთმინებისკენ” მოუწოდებს.

საქართველო მოითხოვს, რომ აშშ-მ თანამედროვე იარაღი მიჰყიდოს და მწვანე შუქი აუნთოს მის ნატო-ში გაწევრიანებას. ჩრდილო-ამერიკელი დიპლომატები უარს ამბობენ ამ მოთხოვნების შეთავსებას ბარაკ ობამას მიზანთან – განაახლოს რუსეთთან ურთიერთობები.

საქართველო პრობლემას უქმნის ვაშინგტონის იმიჯს რეგიონში, რომელიც უარყოფს პოსტ-საბჭოთა სივრცეში რუსეთის თეზას ”გავლენის სფეროების” შესახებ. თუკი ამ რეგიონის ქვეყნები, მაგალითად ბელორუსი და ყირგიზეთი ჩათვლიან, რომ თეთრი სახლი კავკასიის და ცენტრალური აზიის იგნორირებას ახდენს, გადაწყვეტენ რომ აშშ-სთან თანამშრომლობა უფრო სარისკოა, ვიდრე რუსეთთან – წერს თბილისში ამერიკის ელჩი ჯონ ტეფტი.

“თუკი ჩვენ განვაგრძობთ საქართველოსთან უფრო მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობისკენ სვლას, საფრთხის ქვეშ დავაყენებთ რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვის მცდელობას” – წერს აშშ-ს ელჩი მოსკოვში ჯონ ბერლი.

“თუკი ჩვენ დავუშვებთ იმას რომ რუსეთმა გვიკარნახოს საქართველოსთან ჩვენი სამხედრო თანამშრომლობის დინამიკა, შეიძლება მან [რუსეთმა] ეს საკუთარი საქციელისთვის კომპენსაციად აღიქვას” და ”შეიძლება მხოლოდ დროის საკითხი გახდეს” ის, რომ რუსეთმა გაიმეოროს ”აგრესია” ”უკრაინაში ან რომელიმე სხვა ადგილას” – წერს ტეფტი. ამ დიპლომატს სურდა, რომ ვაშინგტონს საქართველოსთვის “ახალი ლეტალური თავდაცვითი სისტემა”- ტანკსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო იარაღი გადაეცა, რაც საკმარისი იქნებოდა ”თბილისის დაცვისთვის 72 საათის განმავლობაში”. თუკი აშშ საქართველოს ამ იარაღს არ მიჰყიდდა, ის შეეცდებოდა მის ”შოვნას სხვაგან, როგორც ეს წარსულში გააკეთა”. მართლაც, პოლონეთმა საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო პორტატული სისტემები (Manpads) მას შემდეგ მიჰყიდა, რაც ამ უკანასკნელმა იგივე თხოვნაზე აშშ-ს სახელმწიფო მდივნისგან, კონდოლიზა რაისისგან უარი მიიღო.

რუსული წყაროები ამტკიცებენ, რომ საქართველო კვლავ იარაღდება დასავლეთის ქვეყნების და უკრაინის დახმარებით და ამის საბაბს მათ როგორც სჩანს საიდუმლო მიმოწერაც აძლევს. ამერიკელ იარაღის ბროკერებს უზარმაზარი საკომისიოები აქვთ. თითქმის 70 000 დოლარად შეფასებულ კონტრაქტში Paz Logistics-მა (კომპანია, რომლის სათაო ოფისიც ისრაელშია) ქართველებს 300 000 ამერიკული დოლარი, მეორე 477 000 დოლარის ღირებულების კონტრაქტში კი მილიონი გამოართვა – იუწყებოდა საელჩო 2009 წლის აგვისტოში. არსებობს სხვა შემთხვევებიც, როდესაც Paz Logistics-მა იმ იარაღის ”ფასები გაბერა”, რომელიც საქართველოს მთავრობას მიჰყიდა და ”საბოლოოდ მათი გამოყენებისკენ წაახალისა” – ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტებში, რომელიც დაინტერესდა შეკვეთით, რაც Martin Electronic Florida-ს მხრიდან Logistics-ის შუამავლობით საქართველოსთვის M4331 ტიპის 40 mm 5000 ყუმბარის მიყიდვას ითვალისწინებდა. 2009 წლის აგვისტოში, შესყიდვების პოლიტიკაზე პასუხისმგებელმა თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ მისთვის Paz Logistics-ის მიერ დასახელებულ ფასს მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან ამ მასალის ყიდვა ”უმაღლესი პრიორიტეტი” იყო.

საქართველომ აშშ-სგან უკრაინის დახმარებით შეიძინა შეიარაღება. 2009 წლის ზაფხულში საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა 2007-2008 წლებში ამერიკული ავტომატური და ყუმბარმტყორცნი იარაღის შეძენის ფაქტი უკრაინული შუამავალი კომპანიის Bel Ukrainian Trading and Consulting-ისგან (რეგისტრირებული სეიშელის კუნძულებზე). 2009 წლის შემოდგომაზე უკრაინამ უარყო თბილისისთვის T-84 ტანკების მიყიდვა, მაგრამ იმავე წლის ოქტომბერში ნატო-ს ერთ-ერთმა ჩინოვნიკმა განაცხადა, რომ თავად იხილა 12 T-84 ტიპის ტანკები საქართველოს პოლიგონებზე – ნათქვამია ალიანსში აშშ-ს მისიის საიდუმლო დოკუმენტში.

საქართველოში აშშ-ს სამხედრო მრჩეველებს მიესალმებიან და მათი ინსტრუქტორები ამ ქვეყნის აკადემიებში სამხედრო და უშიშროების ოფიცრებს წვრთნიან, თუმცა ამ უკანასკნელთა მომზადების ხარისხი საეჭვოა. 2009 წლის სექტემბერში, ნატო-ს ინსპექტორთა ხელმძღვანელი საქართველოში წერდა, რომ ის ”შეშფოთებულია” ”საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გამეფებული კორუფციისა და პროტექციონიზმის”, ასევე ფუნქციებისა და ”პარამილიტარისტული” საკითხების აღრევის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ნატო-ს და ამერიკელებს ასევე აღელვებდათ თავდაცვის ხელმძღვანელობაში ხშირი ცვლილებები და ექვსი მინისტრის შეცვლა ”ექვსი წლის განმავლობაში ბევრია”. 2009 წლის სექტემბერში, აშშ შეშფოთებული იყო ბაჩო ახალაიას თავდაცვის სისტემის ხელმძღვანელად დანიშვნით, რომელიც მანამდე ციხეებს ხელმძღვანელობდა და ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით საეჭვო რეპუტაციით სარგებლობდა. სააკაშვილის თქმით, საქართველომ ახალაიას საშუალებით ”ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში იმაზე მეტ წარმატებას მიაღწია, ვიდრე ყოფილი საბჭოთა კავშირის რომელიმე ქვეყანამ”. ნატო-ს მოთხოვნით, თავდაცვის სამინიტროს მიერ წარმოდგენილ ანგარიშში, რომელიც 2008 წლის კონფლიქტიდან მიღებულ გაკვეთილებს ეხება, იყო მოკლე და ”ზედაპირული”, რის გამოც ამ საქმეში ჩახედული პირი ლონგსდონი ასკვნის, რომ საქართველოს ”წინ ხანგრძლივი გზა აქვს”.

ქართველები ცდილობენ პოსტ-საბჭოთა სივრცეში თავი მედიატორებად და ინფორმატორებად წარმოაჩინონ. ავღანეთში უშიშროებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ძალებში (ISAF) საკუთარ მონაწილეობას მიიჩნევენ, როგორც იმის ”დამტკიცების გზას”, რომ ”ალიანსისთვის სასარგებლო წევრები” იქნებიან და აშშ-ს საკუთარ ტერიტორიას და პორტებს სთავაზობენ. ისინი ასევე მზად არიან გუანტანამოს პატიმრების მისაღებად. 2009 წელს ელჩმა დენიელ ფრიდმა მათ შესთავაზა შვიდი ”დაბალი რანგის ტუნისელი და ლიბიელი წარმოშობის მებრძოლების” მიღება, რომელთაგან ერთ-ერთმა ჩეჩნეთში გამგზავრების სურვილი გამოსთქვა (საქართველოს მოსაზღვრე რუსეთის ტერიტორია, რომელიც ორი სეპარატისტული ომის გამო განადგურებულია). საქართველო ვერ აკონტროლებს საკუთარ საზღვრებს და შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი შიშობდა, რომ პატიმრები გაიქცეოდნენ. ფრიდმა სთქვა, რომ მას არ სურდა რუსეთთან ”თავის ტკივილი” და ”პატიმრების უკეთესი შემადგენლობა”, კერძოდ იუგურები შესთავაზა, რაზეც საქართველო არ დასთანხმდა ჩინეთთან ურთიერთობებში პრობლემების შექმნის შიშით.

მხოლოდ სამმა ქვეყანამ მიბაძა რუსეთს სამხრეთ-ოსეთის და აფხაზეთის აღიარებაში: 2008 წლის სექტემბერში ნიკარაგუამ, 2009 წელს ვენესუალამ და ნაურუმ. იმის შიშმა, რომ ბელორუსი კარაკასის მაგალითს გაიმეორებდა ქართველებში ”სერიოზული პანიკა” გამოიწვია, მიუხედვად აშშ-ს გაფრთხილებისა ”გადამეტებული რეაქციის” წინააღმდეგ.

თბილისმა აშშ-სა და ესპანეთს სთხოვა ”ზეწოლა განეხორციელებინათ ლათინური ამერიკის ქვეყნებზე”, რათა მათაც არ მიებაძათ ვენესუელასა და ნიკარაგუასთვის. ეს მცდელობები “წარმატებული” აღმოჩნდა, თუმცა როგორც აშშ-ს თავდაცვის მინისტრის თანაშემწე ალექსანდრე ვერშბოუმ აღნიშნა, ქართველებს უნდა ესმოდეთ, რომ ვაშინგტონის ”გავლენა ზოგიერთ ქვეყანაზე შეზღუდულია”. მაგალითად, ამერიკამ უარი სთქვა ზეწოლა განეხორციელებინა უზბეკეთზე, იმის შიშით, რომ ეს გავლენას იქონიებდა ავღანეთში სატრანზიტო გზებთან დაკავშირებულ მის მოლაპარაკებებზე. ქართველები გულხელდაკრეფილები არ ისხდნენ და 2009 წლის ნოემბერში ლათინური ამერიკა მოიარეს. კოსტა-რიკა, ბოლივია, პანამა, კოლუმბია, ბრაზილია, არგენტინა და ურუგვაი თბილისთან სოლიდარული აღმოჩნდა. დოკუმენტების თანახმად კუბამ ისიც კი განაცხადა, რომ მოსკოვის ბრძანებებს არ მიიღებდა. ამერიკელებს შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ ამ ჯაჭვში ყველაზე სუსტი რგოლი ეკვადორი იყო.

საქართველო საფრთხეს აფრიკაშიც ხედავდა. 2009 წლის აგვისტოს ბოლოს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ფიქრობდა, რომ სეპარატისტებს ბურუნდი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, გვინეა და მალი აღიარებდა და ვაშინგტონს და ლონდონს დახმარების თხოვნით მიმართა. ვაშაძე ფიქრობდა, რომ ეს ქვეყნები რუსეთმა ”რაღაც ფორმით იყიდა” ”დახმარების დაპირებით ან პირდაპირი ქრთამით” და მას ეშინოდა, რომ მოსკოვი ამ აღიარების ”ორგანიზებას” გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე მოაწყობდა, რაც მისი აზრით “აბსოლუტური კატასტროფა” იქნებოდა.

ბელორუსი – ქართველების მთავარი თავისტკივილია. მათი ლოგიკის თანახმად, თუკი ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმი სეპარატისტებს აღიარებდა, ის შეცვლიდა კურსს ევროპაში და მას სხვა ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიც მიბაძავდნენ. საქართველო არაერთხელ შეეცადა საკუთარი თავი მედიატორად შეეთავაზებინა ბელორუსს და აშშ-ს შორის. 2009 წელს სააკაშვილი ვერშბოუს ბელორუსის წახალისებისკენ უბიძგებდა. მისი თქმით, ლუკაშენკოს კრემლის ალტერნატივა სჭირდებოდა, რაც მას რეფორმებისკენ ”გზას გაუხსნიდა”.

ქართველებს მიაჩნიათ, რომ რუსეთს აფხაზეთის და სამხრეთ-ოსეთის აღიარებისკენ კოსოვოს დამოუკიდებლობამ უბიძგა. 2008 წლის თებერვალში სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანთან შეხვედრისას, სააკაშვილმა მას უამბო, რომ იმ დროს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მას უთხრა ”გაემზადე” , რადგან ცხადი იყო რომ ”დასავლეთი კოსოვოს აღიარებას აპირებდა”. მიმოწერის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ საქართველო განაგრძობდა ნატო-სკენ სწრაფვას, პუტინი აფხაზეთის და სამხრეთ-ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას გეგმავდა.

ამერიკელებს არ მოსწონდათ საქართველოს ეკონომიკური კავშირები ირანთან. 2009 წლის ივლისში აშშ-ს საელჩო თბილისში ქართველებს აფრთხილებდა ”ჰიდროენერგიის სფეროში ირანული ინვესტიციების მიღების უარყოფით შედეგებზე”. საქართველო ირწმუნებოდა, რომ ირანთან მიმართებაში აშშ-ს თანხმობის გარეშე აღარ იმოქმედებდა, მაგრამ 2010 წლის იანვარში, აშშ ფიქრობს რომ თბილისს სურს ირანთან დაძაბული ურთიერთობის გაუმჯობესება ”თეირანის მხრიდან აფხაზეთის და სამხრეთ-ოსეთის აღიარების შიშით”, ასევე იმის შიშით რომ ირანი ეკონომიკურ ურთიერთობებს განავითარებს აფხაზეთთან და იქ განახორციელებს ინვესტიციებს. ”ირანის ზეწოლის გაძლიერების შემთხვევაში, იმ ფონზე როდესაც ქართველებს უკიდურესად აშფოთებთ მათი ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, ოფიციალურ თბილისს სულ უფრო გაუჭირდება ბალანსის მოძებნა კონფლიქტურ ინტერესებს შორის” – ნათქვამია თბილისში აშშ-ს საელჩოს წერილში.

თეირანში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ნალბანდოვის ვიზიტის დროს, ქართველების აზრით ირანელებს და რუსებს შორის ურთიერთობაში გართულება შეინიშნებოდა. მათ ირანელებს უთხრეს, რომ საქართველოს და შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება თითქოს ”საიდუმლო პროტოკოლს” მოიცავდა. თუმცა, ირანელები არ ენდობიან რუსებს და თურქებს და ანკარას განცხადებებს რეგიონში საკუთარი ლიდერობის საფრთხედ აღიქვამენ.

ქართველები მათი ქვეყნის დანაწევრებაში რუსეთს ადანაშაულებენ და აფხაზების და ოსების არგუმენტებს უარყოფენ, თუმცა სეპარატისტებს საკუთარი გულშემატკივრები ჰყავთ. თურქეთში დაახლოებით ექვსი მილიონი ჩერქეზი ცხოვრობს, კავკასიის ძირძველი მოსახლეობის შთამომავლები, რომლებიც მეცხრამეტე საუკუნეში რუსეთის მიერ რეგიონის დაპყრობის შემდეგ ემიგრაციაში წავიდნენ. იქ ცხოვრობს თითქმის ნახევარი მილიონი აფხაზი და თურქეთის მხრიდან აფხაზეთის იზოლირების შესაძლებლობა შეზღუდულია. 2009 წლის მარტში თურქების მიერ შავი ზღვის ქვეყნების მინისტერიალზე დაპატიჟებულმა ქართველებმა რჩევისთვის ვაშინგტონს მიმართეს, გაუგზავნეს მომავალი დღის წესრიგის პროექტი და ღონისძიებაში მონაწილეთა სია. საელჩომ საქართველოს შეხვედრაში მონაწილეობის მიღება ურჩია, რადგან მისი აზრით საქართველოს არ აწყობდა იმ ერთადერთ ქვეყანად წარმოჩენილიყო, რომელიც შავი ზღვის თანამშრომლობას უარყოფს.

http://foreignpress.ge/?p=15813#more-15813
kote-1962
ახალგორში ჩარჩენილებს საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ რჩევებით ეხმარება


03:24 09.12.2010
[ნინო მიქიაშვილი]
საქართველოს ხელისუფლება ოკუპირებულ ახალგორის მოსახლეობასთან მიმართებაში, მხოლოდ რჩევების მიცემით შემოიფარგლება; თავის მხრივ კი
ექსპერტები ხელისუფლებას ურჩევენ, რამდენიმე დღის წინ, ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ლიდერის, ედუარდ კოკოითის მიერ ხელმოწერილი ე.წ. დადგენილება (რომელიც ეხება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ახალგორში კერძო საკუთრების “სახელმწიფო საკუთრებად“ გამოცხადებას), საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ევროსტრუქტურების დახმარებით, იმ საერთო ბრძოლისთვის სასარგებლოდ გამოიყენოს, რასაც საერთაშორისო არენაზე საქართველო თავისი ტერიტორიების დასაბრუნებლად აწარმოებს.

იმაზე, თუ რა შეიძლება იყოს კოკოითის ხელმოწერილი “დადგენილების“ გამოცემის მიზანი და კონკრეტულად რა ქმედითი ღონისძიებები შეიძლება მოჰყვეს ამას, პრესა.გე ესაუბრა ექსპერტს კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძეს. ჩვენს მიერ მომზადებულ მასალაში გაეცნობით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის, შოთა მალაშხიას კომენტარებს, ზემოხსენებულ “დადგენილებასთან“ მიმართებაში.

ამასთან, ოკუპირებული ახალგორის ერთ–ერთ მკვიდრს პრესა.გე ტელეფონით დაუკავშირდა და დაინტერესა როგორი ვითარებაა რაიონში, რა რეაქცია მოჰყვა “დადგენილების“ გამოცემას ადგილობრივ მოსახლეობაში და ამასთან, გადადგა თუ არა ცხინვალის მარიონეტულმა რეჟიმმა რაიმე ქმედითი ნაბიჯები.

აი, რა გვიამბო ჩვენმა რესპოდენტმა (რომლის ვინაობას გასაგები მიზეზების გამო ვერ ვასახელებთ, რისთვისაც მკითხველს ბოდიშს ვუხდით):

“ის კომუნალური ბინები და საკარმიდამო ნაკვეთები, რომლებიც აქაურებს 1991 წლიდან 2008–მდე დაუკანონდათ, კოკოითის “დადგენილების“ მიხედვით უკანონოდ ითვლება. ეს “დადგენილება“ 2–3 დღის წინ გამოიცა, რის შესახებაც ახალგორელების ნაწილმა იცის. ჯერჯერობით ამ კუთხით სხვა სიახლე არ არის და არ ვიცით ეს მარიონეტული რეჟიმი რას მოიმოქმედებს. ამ ეტაპზე ადგილობრივი მოსახლეობის რეაქციაზე საუბარი ნაადრევია. ისე, კოკოითის მარიონეტულ რეჟიმს აქცენტი აღებული აქვს სახელმწიფოს მიერ აშენებულ კორპუსებზე, რომლებიც წლების წინ ოჯახებს საკუთრებაში გადაეცათ. დაახლოებით ერთი წლის აღწერები სწორედ ასეთ კორპუსებში ჩაატარეს“.

ამ ეტაპზე საქართველოს ხელისუფლება, ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ლიდერის მიერ გამოცემულ “დადგენილებასთან“ მიმართებაში, მხოლოდ რჩევების მიცემით შემოიფარგლება. კერძოდ, სააგენტო “ჯი–ეიჩ–ენთან“ საუბრისას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელმა, შოთა მალაშხიამ, ოკუპირებული ახალგორის მოსახლეობას, კოკოითის “დადგენილების“ საერთაშორისო სასამართლოში გასაჩივრება ურჩია.

მალაშხიას განმარტებით, ყველა საერთაშორისო სტრუქტურამ კარგად იცის, რაც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე და მარიონეტული რეჟიმის ნებისმიერი სტრუქტურის გადაწყვეტილება სამართლებრივი ძალის არმქონეა.

“იმ ადამიანებს, ვისაც კერძო საკუთრების ძალით ჩამორთმევას უპირებენ, ინდივიდუალურ რეჟიმში საერთაშორისო სასამართლოს შეუძლიათ მიმართონ. რაც შეეხება სახელმწიფოს მხრიდან გატარებულ ღონისძიებებს – იგივე საკითხებს ჩვენ, როგორც საერთაშორისო სასამართლოში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში ვაყენებდით და კიდევ დავაყენებთ“, – ამბობს მალაშხია და იქვე დასძენს, რომ
იმ შემთხვევაში, თუ ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრებ მოსახლეობას სახლებიდან ძალით კიდევ ერთხელ გამოყრის, ეს შეფასებული იქნება, როგორც ეთნოწმენდის გაგრძელება.

პრესა.გე–მ ექსპერტს კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძეს პირველი კითხვა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის განცხადებასთან დაკავშირებით დაუსვა

საქართველოს ხელისუფლებას, ამ ხალხის საერთაშორისო სასამართლოში გადამისამართების გარდა არაფრის გაკეთება არ შეუძლია?
მამუკა არეშიძე: ჩემი აზრით, საქართველოს ხელისუფლება იქაურ მოქალაქეებს ორგანიზებულად უნდა დაეხმაროს: მიმართულება მისცეს, იურიდიული დახმარება გაუწიოს, საფოსტო და სამგზავრო დახმარება აღმოუჩინოს იმისთვის, რომ ახალგორელებმა ევროპულ სასამართლოში სამართლებრივი დავის სივრცე შექმნან.

ამასთან, ცნობილია, რომ ამ კონკრეტულ რეგიონში მიმდინარე პროცესებს დასავლეთი ძალიან დიდი ეჭვის თვალით უყურებს. სახელმწიფომ მაქსიმალური დახმარება უნდა გაუწიოს ამ ადამიანებს, როგორც მატერიალური, ისე იურიდიული და ინტელექტუალური თვალსაზრისით, რომ საერთაშორისო სამართლებრივი დევნა დაიწყოს კოკოითის ხელისუფების წინააღმდეგ.

იმას თავი რომ დავანებოთ, საქმეს მოიგებენ თუ არა, ეს ნაბიჯი იმ საერთო ბრძოლისთვის იქნება სასარგებლო, რასაც საქართველო თავისი ტერიტორიების დასაბრუნებლად აწარმოებს. ზემოხსენებული გზის გარდა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლებას სხვა ბერკეტი არა აქვს; სხვანაირად ამ ამბის არდაშვება მხოლოდ ტანკით, ზარბაზნით და ავტომატითაა შესაძლებელი.

ქმედითი ნაბიჯები ჯერ არ გადაუდგამთ, სახლები არავისთვის ჩამოურთმევიათ და
ასეთ პირობებშიც შეიძლება მიმართონ ევროპულ სასამართლოს?
– საქმის ვითარების გაცნობა და პრევენცია შესაძლებელია; იქნება ეს ეუთო, თუ ევროპარლამენტი, ეს დოკუმენტი უნდა გადავუგზავნოთ შესაბამისი კომენტარით, რომ თუ ეს განხორციელდა, ჩვენ ვიწყებთ შემდეგ ეტაპს. ამასთან, ამ საკითხის დაყენება ჟენევის ფორმატშიც შესაძლებელია. დადგენილება არის დოკუმენტი, რომელიც სასამართლო განხილვას ექვემდებარება.

საქართველოს ხელისუფლებამ საქმის ვითარება საერთაშორისო ორგანიზაციებს და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებსაც უნდა გააცნოს; მაგალითად, “ამინისტი ინტერნეიშენალს“ და სხვებს, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვით არიან დაკავებულნი. ისინი ამ პროცესში მაქსიმალურად ჩართულები უნდა იყვნენ.

როგორ გგონიათ, სახლებიდან გამოაძევებენ იმ ადამიანებს, ვინც ამჟამად ოკუპირებულ ახალგორშია?
– ვფიქრობ, კოკოითის ხელისუფლება ადამიანების სახლიდან გამოყრას არ დაიწყებს.
კოკოითი ახალგორთან მიმართებაში მაქსიმალურად დელიკატურია, რომ იმიჯი გამოისწოროს და ჩამოირეცხოს ის ბრალდება, რაც მას აქვს მსოფლიო საზოგადოების თვალში, როგორც ეთნოწმენდის მომწყობ ადამიანს. მგონია, რომ იმ ადამიანების ბინების მისაკუთრება დაიწყება, რომლებიც ახალგორში არ ცხოვრობენ.

თქვენი აზრით, რა მიზანს ემსახურება კოკოითის მიერ “დადგენილების“ გამოცემა?
– როგორც ჩანს, ეს ხუთ–ექვს–სართულიანი კორპუსები სჭირდებათ ან სამხედროების განსათავსებლად, ან ცხინვალში უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის დასაბინავებლად, თორემ ახლა ახალგორში დამბრუნებელი ოსები (20 თუ 30 კაცი), უკვე დაბრუნდნენ და დარწმუნებული იყავით, რომ სხვები არ დაბრუნდებიან.

ცხინვალში დანგრეული სახლები ყველას ხომ ვერ აუშენეს?! შეიძლება ცხინვალელი უსახლკაროების შესახლება დაიწყონ ახალგორში, “სახელმწიფო საკუთრებად“ გამოცხადებულ კორპუსებში. ალბათ, უნდათ რუსი სამხედროები, ან ომის დროს დაზარალებულები როგორმე გააჩუმონ, თორემ, ეს ხალხი გაგიჟდა უკვე – მესამე ზამთარი იწყება და მათი გარკვეული ნაწილს კაცი პატრონი არ ჰყავს.
kote-1962
„მერიის ამოცანა სამარშრუტო ტაქსების სფეროს მონოპოლიზაციაა“


11:47 09.12.2010
[მერაბ ბრეგაძე]

თბილისის მერიამ სამარშრუტო ტაქსებზე ტენდერი გამოაცხადა. იგი დედაქალაქში სამარშრუტო გადამზიდავი კომპანიის გამოსავლენად ტარდება. ოპოზიცია აცხადებს, რომ სატრანსპორტო სფერო ფარული მესაკუთრეების საშუალებით ისევ ხელისუფლების ხელში აღმოჩნდება.



საკრებულოს „რესპუბლიკელი“ წევრი თინათინ ხიდაშელი სამარშრუტო ტაქსების სფეროს მონოპოლიზების საფრთხის რეალურობაზე საუბრობს. როგორც ხიდაშელმა საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ტენდერის პირობები ადასტურებს იმას, რომ თბილისის მერიის ამოცანა აღნიშნული სფეროს სრული მონოპოლიზაციაა.



„აღნიშნული დადგენილებით ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის კიდევ ერთი სფერო შეიზღუდება და ხელმიუწვდომელი გახდება. ეს წესები ქმნის მნიშვნელოვან საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ახალი წესები შეუძლებელს გახდის ე.წ. „მარშრუტკების“ სფეროში მცირე მეწარმეობას და საქართველოში კიდევ ერთი სფეროს სრულ მონოპოლიზაციას გამოიწვევს“, - განაცხადა ხიდაშელმა.



ხიდაშელმა კონკრეტული მაგალითები დაასახელა. მისი განცხადებით, კონკურსი მთელ თბილისში სულ 5 ლოტზეა გამოცხადებული.



„მაგალითად ვაკე-საბურთალოს ლოტზე გასამარჯვებლად აუცილებელია ყოველდღიურად 554 ერთეული ავტობუსის ქონა, ხოლო საბანკო გარანტია კონკურსში მონაწილეობისთვის – 100000 ლარის ოდენობით, საკონკურსო პირობების შესრულებისთვის – არანაკლებ 1300000 დოლარის ოდენობით, ხოლო სანებართვო პირობების შესრულებისთვის – ყველა ავტობუსზე 1200 დოლარის ოდენობით“, - აღნიშნა ხიდაშელმა.



მისი თქმით, მსგავსი პირობების დაკმაყოფილებას თბილისში სატრანსპორტო სფეროში დაკავებული ფირმებისა და პირების უდიდესი ნაწილისთვის შეუძლებელი იქნება, შესაბამისად ეს სფერო ფარული მესაკუთრეების საშუალებით ისევ ხელისუფლების ხელში აღმოჩნდება.



როგორც ხიდაშელი აღნიშნავს, მიუხედავად ხელისუფლების მტკიცებისა, რომ სამარშრუტო ტაქსების ტარიფის მატება არ იგეგმება, მსგავსი ვალდებულება სატენდერო პირობებში ჩადებული არ არის.



„გამარჯვებულის გამოვლენისთვის ფასს მნიშვნელობა საერთოდ არ აქვს და არავითარი პრიორიტეტი მომსახურების ფასის მიხედვით, კონკურსში მონაწილეებს არ ენიჭებათ. გამაჯვებულის გამოვლენის პირობებია – ავტობუსების ტექნიკური მდგომარეობა, რაოდენობა და საბანკო გარანტიის ოდენობა“, - განაცხადა ხიდაშელმა.



მისივე თქმით, ქალაქის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის სოციალურად დაუცველთა მგზავრობის სუბსიდირებაც. შესაბამისად, როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, ისინი ეწინააღმდეგებიან კიდევ ერთი მონოპოლიური ბიზნესის გაჩენას და მიმართავენ სპეციალურ კომისიას, რომელიც რამდენიმე დღის წინ შეიქმნა, პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე გახდეს, რათა მოსახლეობას სრული ინფორმაცია ჰქონდეს სატრანსპორტო მონოპოლიზაციის, დაგეგმილი სატარიფო პირობების და ქალაქის სატრანსპორტო სქემების შესახებ.



ხიდაშელის განცხადებით, ხელისუფლებამ დაპირების მიუხედავად, სამარშრუტო ტაქსებისთვის ახალი პირობები ისე დაადგინა და ტენდერიც ისე გამოაცხადა, რომ მან, როგორც საკრებულოს წევრმა, ამის შესახებ მხოლოდ მერიის-ვებგვერდიდან შეიტყო.



დედაქალაქის მერიამ სამარშრუტო ტაქსებზე ტენდერი ამ დღეებში გამოაცხადა. მერიაში ამ საკითხზე სატრანპორტო კომისიის დახურული სხდომა ჩატარდა, რომელშიც საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელები, საკრებულოს უმრავლესობის და ოპოზიციის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.



სხდომას დედაქალაქის მერი გიგი უგულავა ხელმძღვანელობდა. მის დახურვამდე უგულავამ განაცხადა, რომ ტენდერი დედაქალაქში სამარშრუტო გადამზიდავი კომპანიის გამოსავლენად ტარდება. იგი მიზნად ისახავს თბილისში სატრანპორტო სისტემის გაუმჯობესებას, კერძოდ, იმას, რომ ტრანსპორტი იყოს კომფორტული, ითვალისწინებდეს თბილისელების ინტერესებს და არ იქმნებოდეს დედაქალაქში საცობები.



მერმა აღნიშნა, რომ ტენდერი 45 დღე გაგრძელდება. მომავალი წლის 14 იანვრამდე დაინტერესებულ კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ სატენდერო პირობებს გაეცნონ. ტენდერის პირობები გამოქვეყნდება პრესით და ასევე განთავსდება თბილისის მერიის პორტალზე.



ამასთან, თბილისის მერიის მისაღებში, მუდმივად იქნება ერთი კომპეტენტური პირი, რომელიც დაინტერესებულ პირებს, ტენდერთან დაკავშირებით, გაუწევს კონსულტაციას.



ასევე, მან მიმართა სატრანსპორტო სამსახურს, ჩაატაროს ღია კარის დღეები არსებული გადამზიდავი კომპანიებისათვის სატენდერო პირობებისა და მოთხოვნების გასაცნობად. ტენდერის გამჭვირვალედ ჩატარების მიზნით, სატენდერო კომისიაში ჩართული იქნებიან ასევე საკრებულოს ოპოზიციური წევრებიც და სატრანსპორტო პროფკავშირის წარმომადგენლებიც.



უგულავას თქმით, ტენდერის უმთავრესი პირობაა, გამარჯვებულმა კომპანიამ მძღოლები დაასაქმოს. ამჟამად დედაქალაქში 2200 მძღოლი მუშაობს და მერის თქმით, ტენდერის ჩატარების შემდეგ, კიდევ 1000-მდე მძღოლი დასაქმდება, რაც თბილისში უმუშევრობის პრობლემის მოსაგვარებლად მნიშვნელოვანია.

ამასთან, დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველების შეღავათები სამარშრუტო ტაქსებზეც გავრცელდება.



„სამარშრუტო ტაქსებზე გამოცხადებული ტენდერის პირობებით, თბილისში ახალი სამარშრუტო ხაზებისა და სამარშრუტო ტაქსების რაოდენობა გაიზრდება“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მერიაში სამარშრუტო გადამზიდავების გამოსავლენად შექმნილი სატენდერო კომისიის სხდომის შემდეგ თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა აკაკი ჯოხაძემ განუცხადა.



მისივე თქმით, სატენდერო პირობებით გათვალისწინებულია ახალი სამარშრუტო ხაზებისა და სამარშრუტო ტაქსების გაზრდა. თბილისში ამჟამად მოქმედ 2164 სამარშუტო ტაქსს 300 ერთეული დაემატება.



ჯოხაძის განცხადებით, თბილისის პორტალზე სატენდერო პირობები და რეგულირების ნორმები გამოქვეყნდება. უმთავრეს მოთხოვნებს წარმოადგენს ის, რომ აიკრძალება ფეხზე დგომით ან კუსტარული სკამებით სამარშუტო ტაქსებში მგზავრის გადაყვანა; ყურადღება გამახვილდება სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებზე. ასევე, სამარშრუტო ტაქსებში დამონტაჟდება ელექტრონული ბარათების სისტემა, რათა 70 ათასზე დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველებმა შეღავათიანი მგზავრობა შეძლონ. სულ დედაქალაქში ასეთი 80 ათასი პირია.



საუბრისას თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის საფასური არ გაიზრდება, რადგან ტარიფს ამ შემთხვევაში ბაზრის პრინციპები არეგულირებს. შესაბამისად, ფასის გაზრდის შემთხვვაში სამარშუტო ტაქსებში მგზავრთა ნაკადი შემცირდება.



ოპოზიციას მერიის საქალაქო სამსახურების დაპირებების არ სჯერა. ხელისუფლება სულ ცოტა ხნის წინ იმასაც ირწმუნებოდა, რომ კომუნალური და სხვა გადასახადები არ გაიზრდებოდა. სახეზეა სრულიად საპირისპირო შედეგები. ვნახოთ, რა მოხდება სამარშრუტო ავტობუსების სფეროში, აღდგომა და ხვალეო.

http://www.presa.ge/new/?m=society&AID=2323
kote-1962
„წელს ქვეყანამ იარა – მარშით: ადგილზე ნაბიჯით „იარ!“


16:27 09.12.2010
[ლელა ჩქარეული]
მალე 2010 წელიც წარსულს ჩაბარდება. ორი ათწლეულის მანძილზე ქვეყანამ ბეწვის ხიდზე სიარულს თავი ვერ დააღწია. საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია და ახალგორში რუსული ტანკები დგანან. გაუარესებულია სოციალური ფონი.

წლის შედეგებს ანალიტიკოსები აფასებენ.

„2010 წელი საქართველოსთვის გარდამტეხი იყო, სააკაშვილმა კი გარდატეხა თავის რეიტინგში შეიტანა“, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „ჯი-ეიჩ-ენს“ მიმდინარე წლის პოლიტიკური შედეგების შეფასებისას განუცხადა.

„სამი კრიზისული ფაქტით დაიწყო საქართველოსთვის 2010 წელი. კერძოდ, 2008 წლის ომში მარცხით, 2009 წლის უზარმაზარი დემონსტრაციებით და აღნიშნულის გამო დასავლეთის ძველი პარტნიორების ცივი ურთიერთობით (ლაპარაკი იყო იმაზედაც, რომ საქართველო იზოლაციაში ექცეოდა სააკაშვილის იზოლაციის გამო).

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მხოლოდ ერთ წელში შეუძლებელი იყო, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში გარდატეხა ნამდვილად მოხდა - შეიცვალა სააკაშვილის მიმართ დამოკიდებულება, რომელიც, შეიძლება ისეთი მაინც არაა, როგორიც ბუშის ადმინისტრაციის დროს იყო, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტს მსოფლიო მნიშვნელობის რამდენიმე ტრიბუნა მაინც დაეთმო“, - განმარტა საყვარელიძემ.

მისი შეფასებით, 2010-ში გარდატეხა მოხდა შიდაპოლიტიკური თვალსაზრისითაც, რაც იმაში გამოიხატება, რომ საზოგადოებაში საპროტესტო მუხტი შემცირებულია.

„შიდაპოლიტიკური კლიმატიც ისე ჩამოყალიბდა, რომ საპროტესტო განწყობა (რომელიც ვერ ვიტყვი რომ არ არის) არ უბიძგებს მოქალაქეებს საპროტესტო აქციებისკენ. ამის მიზეზი ისაა, რომ იკლო ოპოზიციის მიმართ რწმენამ. რწმენამ იმისა, რომ ის მოახერხებს სააკაშვილის დამარცხებას“, - დასძენს პოლიტოლოგი.

საყვარელიძე განმარტავს, რომ ქართულ საზოგადოებაში სააკაშვილმა „დაუმარცხებლის იმიჯი“ შეიქმნა და ამას პოლიტიკური თამაშის პასიურ სტილზე გადასვლით (ძალის მიერი მეთოდების გამოყენებაზე უარი თქვა და უფრო ლმობიერი გახდა) მიაღწია“.

„ერთი სიტყვით, 2010 წელი ოპოზიციისთვის უფრო რთული იყო. მან არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, თუმცა შთამბეჭდავი შედეგი ვერ აჩვენა. ამას ემატება ისიც, რომ ამ ეტაპზე, შთამბეჭდავ შედეგს მოსახლეობაზე ვერც აქციის გზა ახდენს. ასე რომ, ოპოზიციის მოღვაწეობის ეს ორი ინსტრუმენტი დღეისთვის საკმაოდ ბლაგვად გამოიყურება“, - აცხადებს საყვარელიძემ.

პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის შეფასებით, 2010 წელი საგარეო პოლიტიკაში წარმატებით, შიდაპოლიტიკაში კი შეცდომებით გამოირჩეოდა.

„ამ წელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ოპოზიციის სისუსტე. განსაკუთრებით გაუსვა ხაზი იმას, რომ პარლამენტს გარეთ ოპოზიციის რესურსი მინიმალიზებულია. განსაკუთრებით გამოიკვეთა ის შეცდომაც, რომელიც მან პარლამენტში შესვლაზე უარის თქმით დაუშვა“, - განუცხადა ცინცაძემ „ჯი-ეიჩ-ენს“.

მისი განმარტებით, ეს წელი პირველია პოსტსაბჭოთა სივრცის შემდგომ საქართველოში, როცა არჩევნებში დამარცხებულმა მხარემ გამარჯვებულს მიულოცა და აღიარა, რომ არჩევნები იყო სამართლიანი.

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, პოლიტოლოგის განმარტებით, ქვეყნის წარმატება იმაში გამოიხატება, რომ წელს, ცივილიზებულმა ევროპამ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია პირველად აღიარა.

„აქამდე კეთდებოდა ზეპირი განცხადებები, მაგრამ ზეპირი განცხადებები არასდროს არ სარგებლობს საერთაშორისო პოლიტიკაში ნდობით. ასე რომ, გავა წლები, საუკუნეები და ნატოს საპარლამენტო ასამბლეასა და ლისაბონის ნატოს სამიტზე მიღებულ დოკუმენტებს სტუდენტები გაეცნობიან და ისწავლიან, რომ რუსეთი არის ოკუპანტი“, - დასძინა მან.

პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის შეფასებით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით წელს ქვეყანამ იარა - მარშით: “ადგილზე ნაბიჯით იარ!”.

„როცა წინსვლა არ არის, ეს შესაძლოა, უკუსვლის ტოლფასი იყოს. პროცესი ნიშნავს იმის აღდგენას, რაც იყო, მაგრამ როცა მოძრაობა არ არის, ეს მოწინააღმდეგე მხარის მცირე, მაგრამ მაინც წარმატებაზე მიუთითებს. ამდენად, ნაბიჯით ადგილზე სიარული არ შეიძლება მომავალ წელსაც გაგრძელდეს“, - განაცხადა ცისკარიშვილმა წლის განმავლობაში ხელისუფლების მიერ ამ მიმართულებით განხორციელებულ სამუშაოზე კომენტირებისას.

მისი შეფასებით, რეალიზმი არის ის, რაც წლევანდელ წელს საქართველოში დეფიციტს წარმოადგენდა.

„მთელი წელი გავატარეთ იმის გარკვევაში, რას ნიშნავს ტერმინი „ოკუპაცია“ ინგლისურ ენაზე და არის თუ არა ის იმავე დატვირთვის მატარებელი, როგორც ქართულად და რუსულად. შედეგად მივიღეთ ის, რომ ყველა ნაბეჭდი პროდუქცია რესტორნების მენიუს ჩათვლით უნდა იყოს დამშვენებული წარწერით - „საქართველოს ტერიტორიების 20 % ოკუპირებულია“.

არ ვიცი, პოლიტიკური თვალსაზრისით ამაში რა მიმზიდველობაა ან რესტორანში შესვლის დროს უცხოელ ტურისტებს ეს რამდენად მოჰგვრის უფრო ძლიერ მადას, მაგრამ ფაქტია, რომ რეალობასთან ასეთი შეუთავსებლობა არცთუ იშვიათია“, - განმარტა პოლიტოლოგმა.

მისი თქმით, „როცა დრო გადის და მცდარი მოლოდინი ფუჭ მოლოდინად წარმოჩინდება, ადეკვატური ნაბიჯების გადადგმა ძნელი ხდება“.

http://www.presa.ge/new/?m=politics&AID=2330
kote-1962
09-12-2010 ვერ ვხედავთ, არ გვესმის, არ ვლაპარაკობთ!

სამი მაიმუნის პოზიცია ქართული ტელესივრცეში


[ნათია ბარნოვი]





სამი ნაციონალური არხის ჟურნალისტების „თვითცენზურის“ ამბავი რამდენიმე დღის წინ ვიკილიქსის ჩანაწერებშიც კი მოხვდა.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ჯონ ბასიც კი, რომელიც ნაკლებად სავარაუდოა ქართულ ხასიათში ქართველებზე უკეთესად ერკვეოდეს–ადმინისტრაციისადმი მიწერილ წერილში ნაციონალური არხებიდან მომიდნარე „პროპაგანდას“ ჟურნალისტების „თვითცენზურას“ აწერს.

პროპაგანდა– (ლათ.–propaganda, გავრცელების ქვემდებარე) - რაიმე იდეების გავრცელება მომხრეების გაჩენის მიზნით.

თვითცენზურა– ცენზურის სახე, რომელიც სიმართლის ბოლომდე ართქმით გამოიხატება და რომელსაც სხვადასხვა მოსაზრებით (შიშის სინდრომი, ავტორის აზრით ნაკლებადმნიშვნელოვანი ინფორმაციის გამოქვეყნებაზე უარის თქმა სხვა უფრო მაღალი ღირებულების მქონე ინფორმაციის, ან მოსაზრების გამოქვეყნების სურვილით და ა.შ.) ახორციელებს არა სახელმწიფო, არამედ თავად ცენზურის ობიექტის ავტორი.

ეს ბატონ ელჩს და დანარჩენ საზოგადოებას, როემლიც ხვდება– ამ ორ ცნებას რისი გაკეთება ძალუძს.

სატელევიზიო სივრცე ქართული ხელისუფლებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა–ეს ყველაზე კარგად მიხეილ სააკაშვილს ესმის..

რუსთავი 2;

იმედი;

საზოგადოებრივი მაუწყებელი;

საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი;

რეალ–ტვ;

რეგიონ–ტვ;

თავდაცვის სამინისტროს არხი–საქართველო;

მზე;

პირველი სტერეო;

აჭარა;

მიუზიკ–ბოქსი;

საპატრიარქოს არხი

და პრეზიდენტის საერთაშორისო საზოგადოებისთვის განკუთვნილი გამოსვლების უცვლელი ინგრედიენტები კავკასია და მაესტრო, რომელთა ოპოზიციური განწყობით მიხეილ სააკაშვილს არაერთხელ უტრაბახია ქვეყნის ფარგლებს გარეთ–რაც ასევე მისი აზრით საქართველოს დემოკრატიულობის რეალური მაჩვენებელია–პრეზიდენტმა იცის რომ ამ ტელევიზიების მაუწყებლობის სტილთან მიმართებაში უნდა იხმაროს სიტყვა–ოპოზიციური და არა–ობიექტური!!! არავითარ შემთხვევაში ობიექტური....



ობიექტურ-ი - 1. რაც ჩვენი ცნობიერების გარეთ, მისგან დამოუკიდებლად არსებობს. 2. მიუდგომელი, მიუკერძოებელი...



ეს ბატონ პრეზიდენტს... თუ თავად არ აქვს წაკითხვის დრო, მოუყვებიან მაინც... (ავტ. ნ.ბ)



კავკასია და მაესტრო, ასევე პრეზიდენტის მხრიდან არაერთხელ ყოფილა მოხსენიებული არარეიტინგულ არხებად–როგორც ჩანს მიხეილ სააკაშვილის გარემოცვა არ ზრუნავს მის „ობიექტურად“ (სიტყვის მნიშვნელობა გთხოვთ იხ. ზემოთ ავტ:ნ.ბ) ინფორმირებულობაზე...

საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის ვებ–გვერდზე (http://cable-tv.ge/index.php) მიმდინარე გამოკითხვის თანახმად გამოკითხულთა 30 %–უყურებს მაესტროს, მეორე ადგილზეა იმედი–20 %–ით, მესამე ადგილს დასჯერდა რუსთავი 2–26 %–ით, მეოთხე ადგილი 12 %–ით უკავია კავკასიას..... და ეს რის ფონზე–როდესაც მაგალითად თელავში თელაველებმა საკაბელო კომპანია „გორდას“ ხელშეკრულებები შეუწყვიტეს და აბონენტებმა კომპანიას ფულის გადახდაზე უარი უთხრეს–იმ მიზეზით რომ „გორდამ“ თელავში მაესტროს და კავკასიის მაუწყებლობა შეწყვიტა, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხიც გათიშა მაშინ, როდესაც თბილისში, პარლამენტის წინ 25 ნოემბერს სახალხო კრება მიმდინარეობდა, და მაშინაც როდესაც 18 ნოემბერს სახალხო კრება თელაველებს შეხვდა. მაესტროს და კავკასიის ტრანსლირება „გორდამ“ 29 სექტემბერს „ტექნიკური მიზეზით“ გათიშა, რომელიც ამ დრომდე ვერ გაასწორა–თუმცა როგორც ამ ორ ტელევიზიაში განმარტავენ მათი მხრიდან ტექნიკური წუნი არ არსებობს. „გორდა“ კომენტარისთვის კონტაქტეზე არ გამოდის...





კომპანია სერიოზული ფინანსური დარტყმის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს, თელავის მასშტაბით მას 5000–მდე აბონენტი ჰყავს.... ასეთ ფინანსური კატასტროოფის წინაშე ნაკლებად სავარაუდოა საკაბელო კომპანია საკუთარი სურვილით დგებოდეს...

ჯერჯერობით მაესტრო არ ჩაურთავს საკუთარ პაკეტში სილკ–ტვს.. დანარჩენი ყველა ქართული არხი არის...

ისე შენიშვნისთვის–ამერიკის შეერთებულ შტატებში სატელევიზიო საკებელო კომპანიებს საკაბელო არხის საკუთარ პაკეტში ჩადების ვალდებულება აქვს კანონით–თუ ის კომპანია ტრანსლირების შემთხვევაში თანხას არ ითხოვს...

ეს წინადადება ახლა პარლამენტში, ახალ კანონპროექტშიც დევს... საინტერესოა ამ ეპიზოდში თუ გაიზიარებენ ქართველი კანონმდებლები დასავლურ გამოცდილებას..

საერთოდ გაუგებარია დედაქალაქში მოქმედი იმ საკაბელოების მდგომარეობა, რომლებიც მოთხოვნის მიუხედავად პაკეტში არ დებენ რუსულ საინფორმაციო არხებს–რატომ?! პრეზიდენტს არ უნდა?! არადა ეს ხომ დემოკრატიული ქვეყანაა, თბილისში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად გამოკითხულთა 38%-მა ТНТ-ს დამატება ისურვა, 36%-მა - СТС-ის, 20%-მა - ДТВ-ს, 18%-მა - ОРТ-ს, 13%-მა - НТВ-ს, ხოლო 7%-მა Россия (РТР) დამატება.–გამოკითხვა „აიეტის“ 900–ს აბონენტთან ჩატარდა...

მიუხედავად არაერთი ჩატარებული გამოკითხვისა რეალური სურათი ფურცელზე მაინც რთულად გადასატანია–გამოკითხულთა საერთო რაოდენობა თემაზე–თუ ვის რისი ყურება, რისი მოსმენა და რისი ლაპარაკი სურს–როგორც წესი 2000–ს არ აღემატება. სოციოლოგები მარტივად მიხვდებიან, რომ ნებისმიერი ასეთი კითხვარის შედგენისას, შეკითხვის დასმის ფორმიდან დაწყებული–რესპოდენტების საცხოვრებელი რაიონებით დასრულებული, შედეგზე გავლენის მოხდენა ყველა პირობას შეუძლია.

უცნაურად ერთადერთი რამ არის, საზოგადოებას არ უნდა მხოლოდ ხელისუფლების მიერ შერჩეული არხების ყურება, არ სურს ფილმებზე ინგლისური ტიტრების კითხვა–მაგრამ საცხოვრებლად მაინც სამი მაიმუნის პოზიციას ირჩევს–ვერ ვხედავთ, არ გვესმის, არ ვლაპარაკობთ! და მაიმუნებს ტელევიზორები საერთოდ რაში სჭირდებათ?!

http://journalist.ge/?menuid=2&id=786&lang=1
kote-1962
08-12-2010

„შავი წიგნი“ მიშას შემქმნელებისგან–როდის გამოჩნდება ქართული ვიკილიქსი


[ნათია ბარნოვი]



მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დანაშულების შესახებ ქართული პარტია საზოგადოებას ახალ პროექტს სთავაზობს–„ეს არის ისტორიისთვის, და იმისთვის რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხერხდეს ამ რეჟიმის გაშვება და ხალხისთვის მომავლის შექმნა..“-ეროსი კიწმარიშვილი





„ქართული პარტიის“ ევროპაში მიმდინარე კონფერენციაზე ერთერთი მთავარი განსახილველი საკითხი „შავი წიგნის“ პროექტის იდეური და ფინანსური დამუშავება იყო. პოლიტიკოსთა განცხადებით წიგნი ყველა იმ დანაშაულზე იქნება, რომელიც მათივე განცხადებით სააკაშვილის ხელისუფლებამ 2003 წლიდან დღემდე ჩაიდინა.

ჟურნალისტის რესპოდენტის ეროსი კიწმარიშვილის განცხადებით მიუხედავად „ქართული პარტიის“ ლიდერების წარსულისა, რომლებიც თავის დროზე მიხეილ სააკაშვილის უახლოეს გარემოცვას შეადგენდნენ–ისინი ამ დანაშაულების თანაავტორები არ ყოფილან.

„ქართული პარტია“ და მისი ლიდერების თითო ლინკი მიხეილ სააკაშვილთან

ლევან გაჩეჩილაძე– მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი

ეროსი კიწმარიშვილი–მიხეილ სააკაშვილთან ერთად „ვარდების რევოლუციის“ თანაავტორი და 2008 წელს მისი საპრეზიდენტო კამპანიის ერთერთი ხელმძღვანელი.

ირაკლი ოქრუაშვილი–მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მეგობარი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი.

სოზარ სუბარი–მიხეილ სააკაშილის ხელისუფლების პერიოდში პარლამენტის მიერ დანიშნული სახალხო დამცველი.

კოკა გუნცაძე–ჯერჯერობით მის ბიოგრაფიაში მიხეილ სააკაშვილთან გზის ახლოს გადაკვეთა არ ჩანს.



წიგნი საინტერესო და ტევადი იქნება–მთავარი შეკითხვა როდის გამოჩნდება ის ჯერჯერობით უპასუხოდ არის..



–––ბატონო ეროსი როდისთვის იქნება წიგნი მზად?



იცით რა, თავიდანვე არასწორად იქნა გაგებული ტერმინი „შავი წიგნი“–ჯერჯერობით დაუდგენელია კოკნრეტულად რა სახე ექნება მას, ეს წიგნი შეიძლება აიკინძოს და მისი ინტერნეტ ვერსია გაჩნდეს რამდენიმე ენაზე, შეიძლება მას ბეჭდური სახე ქონდეს თუმცა, ჯერჯერობით ეს დამოკიდებულია იმ მასალაზე რომელიც შეიკრიბება... საუბარი მიდის ინფორმაციის შეგროვებაზე რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს რამდენიმე ენაზე. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება შევქმნათ ფონდი რომელიც თავის მხრივ მოახდენს შეგროვებული მასალის სისტემატიზაციას–ანუ შეკრებს ყველა იმ დანაშაულს რომელიც ჩადენილ იქნა სააკაშვილის ხელისუფლების მიერ, დაწყებული ადამიანის უფლებათა დარღვევიდან და სიცოცხლის ხელყოფიდან, დამთავრებული კერძო საკუთრების ხელყოფით და ბიზნეს დანაშაულებით. იგივე სამხედრო ოპერაციების თემატიკის ჩათვლით, აქ იქნება ყველა ცნობილი ქეისი, არამარტო ის საქმეები რომლებზეც თქვენ მუშაობდით, არამედ ის საქმეებიც რომელიც მედიის ყურადღების მიღმა დარჩა სხვადასხვა მიზეზების გამო.. თუნდაც იმიტომ რომ ეს საქმეები შეეხებოდა უბრალო ადამიანებს... შეეხება იმ მოქმედბებს რამაც დღეს საქართველო კრიზის წინ დააყენა..



–––ბატონო ეროსი თქვენივე ოპონენტები აუცილებლად იტყვიან რომ თქვენივე პარტიიდან მინიმუმ ოთხ ადამიანს საკუთარი წარსული აკავშირებს მიხეილ სააკაშილთან და გამორიცხული არ არის მისივე დანაშაულების თანაავტორებად გამოგაცხადონ სხვადასხვა პერიოდში?! ხომ არ შექმნის ეს ერთგვარ უხერხულობას?



მე ვერანაირ უხერხულობას ვერ ვხედავ იმაში რომ ვამხილოთ ეს ხელისუფლება იმ დანაშაულებში რომელიც მან ჩაიდინა, „ქართული პარტიის“ ყველა წევრის ცხოვრება ზუსტად იმას ადასტურებს რომ ეს ადამინები იბრძვიან ამ რეჟიმის წინააღმდეგ, იგივე საკუთარი თავით დავიწყებ–არსებობს პასუხისმგებლობები, რომლის გამოც დაიწყო ზუსტად ეს ბრძლა ხო?! იგივე შემიძლია გითხრათ რომ არსებობდა პროცესები. რომელშიც მონაწილეობა ყველამ მივიღეთ, იგივე ვარდების რევოლუციის და შემდგომ პროცესებში მონაწილეობდა საქართევლოს მოსახლეობის 96 პროცენტი–რომელიც ირჩევდა სააკაშვილს.. ეს ნიშნავს რომ მთელი საქართველო დამნაშავეა? და თუ ვინმეს უნდა რომ ეს კუთხე შეცვალოს და უკაცრავად თქვენც გასვრილები ხართ–ეს არასერიოზული იქნება, ჩვენ ვსაუბრობთ რეჟიმზე, კრიმინალურ რეჟიმზე რომლის წინააღმდეგაც იგივე ლევან გაჩეჩეილაძეს, სოზარ სუბარს, ირაკლი ოქრუაშვილს, ეროსი კიწმარიშვილს, კოკა გუნცაძეს ბრძოლის მრავალწლიანი ისტორია აქვს.. იგივე სოზარ სუბარი 7 წლის განმავლობაში ხმალ ამოღებული ადამიანის უფლებების დასაცავდ იბრძოდა, ლევან გაჩეჩილაძე, რომელიც სააკაშვილის წინააღმდეგ 2007 წელს დაწყებული ბრძოლის სახალხო ლიდერი გახდა, ირაკლი ოქრუაშვილი რომელიც გახლდათ სააკაშვილის ხელისუფლების ერთერთი ყველაზე გამოჩენილი ფიგურა, რომელიც დაუპრისპირდა ამ რეჟიმს ზუსტად იმის გამო რასაც სჩადიოდა ეს რეჟიმი და თქვენი მონა–მონრჩილი მე, რომელიც გახლდით მონაწილე და მომსწრე თუ როგორ იძაბებოდა იგივე რუსულ–ქართულ ურთიერთობები, რომლის დესტაბილიზაციამდე მიყვანის წინააღმდეგი ვიყავი.. და თუ საზოგადოებას მეხსიერება არ ღალატობს და თუ მედია საშუალებებს არქივები აქვთ კარგად შეიძლება მოიძიოთ.. ანუ მოდი ახლა ვთქვათ რომ თუ ხელისფლების მხრიდან იქნება მცდელობა მისივე პროპაგანდისტული არხების მიერ დაყენოს საკითხი, თუ ვის რა პასუხისმგებლობა გააჩნია–ჩვენ აქ პირველ რიგში ვსაუბრობთ რეჟიმის პასუხისმგებლობაზე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი და უნდა განხორციელდეს რაც შეიძლება სწრაფად.. ჩვენ უნდა დავანახოთ მსოფლიო საზოგადოებას სააკაშილის რეჟიმის სახე, უნდა დავანახოთ ყველა ადამიანს არა ქაოტურად და არეულად, არამედ ამ რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებს უნდა ქონდეს ჩამოყალიბებული სახე.. თუმცა ეს კეთდება პირველ რიგში ჩვენთვის, ქართული საზოგადოებისთვის, იმისთვის ვისაც განცდა აქვს, რომ ქვეყანაში ისე არ მიდის ყველაფერი როგორც უნდა მიდიოდეს..



––ანუ ყველა საქმე იქნება ფაქტებით დადასტურებული?



ზუსტად ამას ვამბობ–საზოგადოებას ექნება საშუალება მიიღოს მონაწილეობა, აქ იქნება უამრავი პატარპატარა ისტორიები, აქ იქნება შეთავაზება საზოგადოებისადმი, რომ თავად შექმნას ეს წიგნი.. აქ იქნება პროცესი ამ დოკუმენტაციის მოძიების, მოტანის და შემდეგ უკვე დამუშავების.. ეს ძალიან დიდი პროექტია, ეს არის ისტორიისთვის, და იმისთვის რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხერხდეს ამ რეჟიმის გაშვება და ხალხისთვის მომავლის შექმნა..



–––ბატონო ეროსი ზუსტი თარიღი თუ გაქვთ იმის, თუ როდის გამოვა ეს წიგნი?



ეს მოცულობით ძალიან დიდი პროექტია და სამუშაოც ძალიან ბევრია, ყველა ის თემა რომელიც აქ მოხვდება არის კვლევის საგანი, აქ საჭიროა დონორების მოზიდვა, რომლებიც ჩაერთვებიან ამ პროცესში და დღეს დილით აეროპორტში მითხრეს რომ თურმე დარჩიაშვილს შეწუხებია გული როგორ შეიძლება ასეთი ტიპის პროექტებში რუსეთში მოღვაწე ქართველებმა მიიღონ მონაწილეობა, თურმე ეს კრიმინალი ყოფილა, მე ვფიქრობ რომ ნებისმიერი კეთილი ნების ადამიანი რომელსაც აწიხებს საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა უნდა ჩაერთოს ამ პროექტში, და ის ფული რომელიც ამის განხორციელებაში მიიღებს მონაწილეობას ვერ იქნება დავით დარჩიაშვილისნაირი ადამიანების მხრიდან დასაბუთებული რომ ეს არასწორად დახარჯული ფულია.. ეს არ არის პარტიაში მოსაზიდი ბიუჯეტი ეს არის ბიუჯეტი რომელიც აუცილებელია ამ სისტემის დემონტაჟისთვის.. ეს ფული უნდა ჩაიდოს ცოდნაში და საზოგადოებისთვის თვალის ახელაში..



––და მაინც ბატონო ეროსი თარიღს თუ ეტყვით საზოგადოებას რომელიც დაელოდება ამ წიგნის გამოსვლას?



ზუსტად ეს იყო ჩვენი პრობლემა რომ ჩვენ ვერ ვახერხებდით საზოგადოების დიდი მასშტაბისთვის თვალის ახელას, იმ დროს როდესაც სააკაშვილი ახერხებს თავისი კონტროლირებადი ტელევიზიებით იმის ილუზიის შექმნას რომ დასავლეთი მას მხარს უჭერს ჩვენ მოვაგროვებთ ინფორმაციას რომელიც მას დახვდება ყველა მოედანზე... მუშაობის პირველი ეტაპი დაწყებულია, ჩვენ ვსაუბრობთ ბიუჯეტზე რომელიც იქნება საკმარისი ამ პროექტის დასაწყებად..



–––რამდენია ბიუჯეტი ბატონო ეროსი?



მე ვფიქრობ რომ ეს დამოკიდებული იქნება საზოგადოების აქტიურობაზე, იმაზე თუ რა რაოდენობის მასალა მოგროვდება რომელსაც შემდეგ დამუშავება დასჭირდება, რომ ეს ყველაფერი დასაბუთებული იყოს.. ეს მოიცავს ძალიან ბევრ სამუშაოს და ჩემი აზრით რაიმე კონკრეტული თარიღის დასმა არასწორი იქნება, დაიწყება ამ პროექტის ნელნელა ჩაშვება და მის მომავალს უკვე აქტივობა განსაზღვრავს შემდგომ.. მთლიანი კონტურები უკვე რამდენიმე თვეში გამოჩნდება და იმ სახით რა სახეზეც ჩვენ ვსაუბრობთ–ეს იქნება ძალიან კარგი მაგალითი ისტორიისთვის იმისა, თუ როგორ დაუპირისპირდა საზოგადოება დანაშაულებრივ რეჟიმს... ეს შორის მიმავალი პროექტია და ის სააკაშვილის მმართველობის დასრულებასთან ერთად არ შეწყვეტს საკუთარ არსებობას.


http://journalist.ge/?menuid=2&id=750&lang=1
kote-1962
დანაშაული, თუ გამოხატვის თავისუფლება?


თაზო კუპრეიშვილი



კორპორაციები და პოლიტიკოსები ვიკილიქსის წინააღმდეგ



„ვიკილიქსს დანაშაული არ ჩაუდენია“-წერს ნიუ იორკის იურიდიული სკოლის გამოცემის, „Law Review”-ს რედაქტორი ტრევორ ტიმი ბლოგზე Legal As She Is Spoke-დისკუსია კანონსა და ჟურნალისტიკაზე.

ტრევორი ტიმი წერს, რომ მას შემდეგ. რაც ვიკილიქსმა გამოაქვეყნა საიდუმლო მასალები ერაყისა და ავღანეთის ომის შესახებ, კონსერვატორი ამერიკელი პოლიტიკოსები და ჟურნალისტები ვიკილიქსის დასჯას მოითხოვდნენ.

„ ამერიკაში, დახარისხებული ინფორმაციის გამოქვეყნება დანაშაული არ არის. მედიასაშუალებები კანონით მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დაისაჯონ, თუ ისინი გამოაქვეყნებენ ინფორმაციას: 1. ატომური საიდუმლოების შესახებ (აქტი ატომური ენერგიის შესახებ), 2. საიდუმლო აგენტების საიდენტიფიკაციო მასალებს(აქტი საიდუმლო აგენტების დაცვის შესახებ) და 3. საიდუმლო აგენტების განსაზღვრული მიმოწერას(შპიონაჟის აქტის 798-ე თავი).

ვიკილიქსის დამფუძნებელი ჟულიან ასანჟი რამდენიმე დღის წინ სკოტლანდ იარდმა შვედეთის პოლიციის მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე დააკავა. შვედეთში მას გაუპატიურების ბრალდება აქვს წაყენებული. ბრიტანული სასამართლო ასანჟის შვედეთში ექსტრადირების საკითს უახლოეს მომავალში განიხილავს.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში ვიკილიქსის წინააღმდეგ დღემდე არანაირი სამართლებრივი დევნა არ დაწყებულა, რამდენიმე კერძო კომპანიამ საიდუმლო ინფორმაციის გამავრცელებელ ვებგვერდთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა. მათ შორის არიან: EveryDNS, Amazon.com, PayPal, Visa, Mastercard, ასევე შვედური ბანკი PostFinance და ა.შ. ვიკიპედიის რედაქტორებმა კი სისტემიდან ის გვერდები ამოიღეს, სადაც ვიკილიქსის დუპლიკატი საიტების მისამართები იყო ჩამოთვლილი.

EveryDNS-სა და Amazon-ის ოფიციალური განცხადებით, ვიკილიქსზე განხორციელებული კიბერშეტევების გამო, საფრთხე ექმნებოდა მათ ასიათასობით სხვა მომხმარებელს. ვიკილიქსს მომსახურება სწორედ სხვა მომხმარებლების ინტერესების დასაცავად შეუწყვიტეს. PayPal-ის ვიცე პრეზიდენტმა ოსამა ბედირმა განაცხადა, რომ „ჟულიან ასანჟმა დაარღვია PayPal-ის სამომხმარებლო წესები, რომელიც კრძალავს PayPal-ის ანგარიშების გამოყენებას არალეგალური საქმიანობის საწარმოებლად.“

„მნიშვნელობა არა აქვს. ეს კომპანიები როგორ გაამართლებენ ვიკილიქსის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებს. ბოლო დღეების მოვლენებმა ცხადი გახადა, რომ მნიშვნელოვან ინტერნეტ კომპანიებსაც კი არა აქვთ უნარი, წინ აღუდგნენ ხელისუფლებისა და საზოგადოების ზეწოლას.“-წერს ერთ-ერთი ტექნოლოგიური ინტერნეტ გამოცემა Red Write Web.

ჰაკერთა ანონიმურმა ჯგუფმა გასულ დღეებში მასობრივი იერიში მიიტანა იმ კომპანიების ვებგვერდებზე, რომლებმაც სერვისი შეუწყვიტეს ვიკილიქსს. ყველა მათგანის საიტი რამდენიმე საათით იყო გათიშული. ჰაკერების სამიზნე გახდა იმ ამერიკელი კონგრესმენების ვეგბერდებიც, რომლებიც ვიკილიქსის წინააღდეგ საქმის აღძვრას მოითხოვენ. მათ შორის არიან რესპუბლიკელი სარა პეილინი და სენატორი ჯო ლიბერმანი. მათ გამოძიების ფედერალური ბიუროსგან საქმის წარმოების დაწყება იმ მედიასაშუალებების წინააღმდეგაც მოითხოვეს, რომლებმაც ვიკილიქსის მასალების გამოქვეყნება დაიწყეს. ამ გამოცემებს შორისაა- „ნიუ იორკ ტაიმსი“ და ჟურნალი „ტაიმი.“

ისლანდიურმა IT კომპანია Datacell-მა გადაწყვიტა, რომ PayPal-ისა და Visa-ს წინააღმდეგ სამართლებრივი გზით დაიწყებს ბრძოლას ვიკილიქსისთვის მომსახურების შეწყვეტის გამო. ბოლო დღეების მანძილზე სწორედ ონლაინ მხარდამჭერების მიერ გადარიცხული ფულით ვიკილიქსის ანგარიშები ასიათასობით დოლარით შეივსო. მათ შორის ყველაზე დიდი თანხა, 20 ათასი ფუნტი სტერლინგი, ცნობილმა რეჟისორმა კენ ლოუჩმა გაიღო.

Datacell-ის წარმომადგენელი ანდრეას ფინკი აცხადებს, რომ PayPal-სა და Visa-ს ვიკილიქსისთვის მომსახურება არ უნდა შეეწყვიტათ და „მათ უნდა გაეგრძელებინათ ის საქმე, რაშიც წარმატებული არიან-თანხის გადარიცხვა“.

აშშ-ს მთავარმა პროკურორმა ერიკ ჰოლდერმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ვიკილიქსის დადანაშაულება „შპიონაჟის აქტის“ მიხედვით რთული იქნება. 1917 წელს გამოცემული აქტის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მასალების ფლობა და უნებართვო გავრცელება კანონით ისჯება. ჰოლდერმა ასევე თქვა, რომ მისი უწყება აშშ-ს კანონმდებლობაში აგრძელებს იმ აქტების ძებნას, რომლის მიხედვითაც, ასანჟს ბრალს ვიკილიქსის საქმიანობის გამო წაუყენებენ.

ჟულიან ასანჟის ადვოკატის, ტიმოთი მატუშესკის(Timothy Matusheski)თქმით, ისინი(აშშ-ს ხელისუფლება) ვიკილიქსს კანონი დარღვევის გამო ადანაშაულებენ, მაგრამ არ ამბობენ ვებგვერდის საქმიანობით კონკრეტულად რომელი კანონი დაირღვა. ალბათ, მათ ასეთი კანონი ჯერ ვერ იპოვეს.“

ვიკილიქსმა დღემდე გამოაქვეყნა აშშ-ს დიპლომატიური მიმოწერა, რომელიც დახარისხებულია კატეგორიებად: კონფიდენციალური და საიდუმლო. არც ერთი ისეთი მასალა არ არის გამოქვეყნებული, რომელიც უკავშირდება ქვეყნის სტრატეგიულ უსაფრთხოებას და მინიჭებული აქვს გრიფი „სრულიად საიდუმლო“.



დანაშაული თუ გამოხატვის თავისუფლება?






„ჭირვეული და ჯიუტი პრესა ხელისუფლებამ უნდა აიტანოს, რადგან დაიცვას უფრო დიდი ღირებულება-გამოხატვის თავისუფლება და ადამიანის უფლება იცოდეს“-ამერიკელი მოსამართლის მიურეი გურფინის(Murray Gurfein) ამ ციტატით იწყებს სტატიას ტრევორ ტიმი, ნიუ იორკის იურიდიული სკოლის გამოცემის, „Law Review”-ს რედაქტორი.

ტრევორი ტიმი წერს, რომ დიდი ბრიტანეთისგან გასნხვავებით, აშშ-ში არ არსებობს არანაირი აქტი საიდუმლო ინფორმაციასთან დაკავშირებით. ის საკანონმდებლო აქტები კი, რომლის მიხედვითაც. მემარჯვენე მესვეტეები და პოლიტიკოსები ვიკილიქსის დასჯას ითხოვენ, აბსოლუტურად შეუსაბამოა ვიკილიქსის საქმიანობასთან.

ნაწყვეტი ტრევორი ტიმის სტატიიდან: „ვიკილიქსის წინააღმდეგ საქმის აღძვრას მოწინააღმდეგეები, ძირითადად, „შპიონაჟის აქტის“ 793(e)-ე ნაწილის მიხედვით ითხოვენ. აგვისტოში, პრეზიდენტ ბუშის გამოსვლების ტექსტების ავტორმა მარკ ტისენმა(Marc Thiessen) „ვაშინგტონ პოსტში“ დაწერა, რომ ვიკილიქსი „კრიმინალურ საქმიანობას“ ეწევა და ასანჟის დაჭერა და გასამართლება სწორედ ამ მუხლით მოითხოვა.

თუმცა, აღნიშნული დებულება არ ეხება მათ, ვინც ამ ინფორმაციას აქვეყნებს.

„შპიონაჟის აქტის“ 793(e)-ე თავში წერია, რომ „ნებისმიერი ადამიანი, რომელიც უნებართვოდ ფლობს, ხელი მიუწვდება, ან აკონტროლებს საიდუმლო დოკუმენტს, რომელიც დაკავშირებულია ნაციონალურ თავდაცვასთან, ....თვითნებურად ურთიერთობს(ვინმესთან).....ამასთანავე, თუ ის ვერ(არ) გადასცემს ამ ინფორმაციას აშშ-ს ხელისუფლებას, დაისჯება ამ მუხლით გათვალისწინებული სასჯელით, არაუმეტეს 10 წლისა.“

ტრევორ ტიმს მიაჩნია, რომ სიტყვები „თვითნებური ურთიერთობა“ კონგრესის მიერ არასდროს იყო ნაგულისხმევი როგორც „გამოქვეყნების შეზღუდვა“, ასევე არ იყო გამოყენებული პრესაზე ზემოქმედებისთვის. Law Review-ს რედაქტორი საკუთარი სიტყვების დასტურად იხსენებს the Pentagon Papers case-ს. მისივე თქმით, „კონგრესი სიტყვა „გამოქვეყნებას“ „შპიონაჟის აქტის“ სხვა მუხლებში ხმარობს, მაგრამ ის ამოღებულია 793-ე ნაწილიდან. ეს აქტი ვერ შეზღუდავს, ან ვერ დააღვევს პრესისა და სიტყვის თავისუფლებას, რომელიც აშშ-ს კონსტიტუციითა უზრუნველყოფილი.“

ვაშინგტონ ტაიმსის ერთ-ერთმა მესვეტემ ტონი ბლენკლიმ(Tony Blankly) ვიკილიქსის წინააღმდეგ საქმის აღძვრა „შპიონაჟის აქტის“ 794(cool.gif მუხლის მიხედვით მოითხოვა. აღნიშნული მუხლი გულისხმობს პასუხისმგებლობის დაკისრებას ისეთი ინფორმაციის გამოქვეყნებაზე, სადაც საუბარია ქვეყნის სამომავლო სამხედრო გეგმებზე, სამხედრო ძალების, ასევე გემების გადაადგილებაზე და ა.შ.

„Law Review”-ს რედაქტორის, ტრევორი ტიმის თქმით, ვიკილიქსის წინააღმდეგ საქმის აღძვრა ამ მუხლითაც წარმოუდგენელია. ვიკილიქსმა ავღანეთისა და ერაყის ომის მასალები იმ მოვლენების შესახებ გამოაქვეყნა, რომელიც უკვე მოხდა. კანონის ეს მუხლი კი სასჯელს მხოლოდ სამომავლო გეგმების გამხელაზე ითავლისწინებს.

მისივე აზრით, ასანჟს ბრალს ვერც ღალატის მუხლით წაუყენებენ, რადგან ის ავსტრალიის მოქალაქეა.

„იუსტიციის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებები, რომ ისინი ვიკილიქსის წინააღმდეგ შესაბამის საკანონმდებლო მუხლს მოძებნიან, უბრალოდ კეკლუცობაა, მეტი არაფერი“-ასრულებს სტატიას ნიუ იორკის იურიდიული სკოლის გამოცემის რედაქტორი.



გაერო გამოხატვის თავისუფლების მხარდასაჭერად

გაეროს სპეციალური მომხსენებელი აზრისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლების საკითხებში ფრენკ ლა რუის(Frank La Rue) მიაჩნია, რომ ამერიკის ხელისუფლებამ ვიკილიქსის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს, რადგან „ეს იქნება ძალიან ცუდი მაგალითი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების სფეროში.“ ვიკილიქსთან დაკავშირებით ფრენკ რუიმ 9 დეკემბერს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა ავსტრალიის სამაუწყებლო კომპანიას(ABC).

ჟურნალისტმა გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ჰკითხა, მიიჩნევდა თუ არა ის ვიკილიქსის დამფუძნებელს სიტყვის თავისუფლებისთვის დევნილად, რაზეც მან დადებითი პასუხი გასცა.

„ამის გამო თუ ვინმეს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს, ეს პირველ რიგში ის ადამიანი უნდა იყოს, რომელსაც ამ ინფორმაციის არგაჟონვის პასუხისმგებლობა ჰქონდა დაკისრებული. პასუხისმგებლობა არ უნდა დაეკისროს მედიასაშუალებას, რომელმაც ეს ინფორმაცია გამოაქვეყნა. გამჭვირვალობა სწორედ ეს არის და სწორედ ასე ვუპირისპირდებით კორუფციას“,-თქვა ფრენკ რუიმ. მას მიაჩნია, რომ აშშ-ს ვიკილიქსის დამფუძნებლის წინააღმდეგ არანაირი სამართლებრივი ბერკეტი არ გააჩნია. მისი გასამართლება ამჟამად მხოლოდ შვედეთის მიერ წაყენებული ბრალდებით შეიძლება, რომელიც კავშირში არ არის გამოხატვის და სიტყვის თავისუფლებასთან.

„იმედი მაქვს, რომ გამოხატვის თავისუფლების პრინციპი, თუნდაც ამერიკაში, უმნიშვნელოვანესია. თუ აშშ ამ შემთხვევაში შეცდება, ეს იქნება ძალიან ცუდი მაგალითი სხვებისთვის, თუ ვინმეს მსგავსი საქმისთვის მომავალში ბრალს წაუყენბენ“-ასრულებს ავსტრალიის სამაუწყებლო კომპანიასთან ინტერვიუს ფრენკ ლა რუი.

http://netgazeti.ge/GE/37/News/3661/და...ება.htm
kote-1962
აურზაური სამეფოში


12:29 11.12.2010
[სანტიაგო გაუჩო]


წინა კვირის ქართული სპორტული ცხოვრების მთავარი მომქმედი გმირები ფეხბურთის ფედერაციის თავკაცი ზვიად სიჭინავა, ბატონი კაკიაშვილი, იგივე ქეი და გულადი, ანუ რომან ფიფია აღმოჩნდნენ. ჩვენს ფეხბურთში დატრიალებული პერიპეტიები ისეთი ვნებათაღელვის საგანი აღმოჩნდა, რომ მასმედიის სხვადასხვა საშუალებებში თვით “ენვერი-2”-საც კი გაუწია მეტოქეობა.

განსხვავება კი იმაში მდგომარეობდა, რომ თუ რუსული ჯაშუშური ქსელის არსებობის უტყუარობაში ზოგიერთებმა ეჭვი შეიტანეს (შალვა ნათელაშვილი), ქართულ მობურთალთა სამეფოში მიმდინარე მოვლენების სიმართლე განსჯის საგანი არ გამხდარა.

ქართულ ფეხბურთში არსებული პრობლემებისა და ამ სამყაროს წევრთა ურთიერთდაპირისპირების შესახებ საუბარი ნამდვილად მომბეზრდა, მაგრამ რეალობას თვალი გავუსწოროთ: ეროვნული ნაკრების ბოლოდროინდელი წარმატებების მიუხედავად, ამ სფეროში ყველაფერი წესრიგში არ არის. მივყვეთ წინა კვირის ქრონოლოგიას.

“ ჩვენი ფეხბურთის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ლევან ყიფიანმა ქართულ სპორტულ პრესაში ფეხბურთის ფედერაცია კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა და პროფესიული საფეხბურთო ლიგის გაუქმებაში ბრალი სწორედ რომ ამ პატივსაცემ ორგანიზაციას დასდო.

-”ფედერაციაში არც თუ ცოტა ძაღლის თავია დამარხული. პირდაპირ ვიტყვი, რომ ფედერაციის მიერ პროფლიგის ფუნქციების შეთავსება ფინანსური დაინტერესების შედეგია. როგორც კი გაჟღერდა, რომ სახელმწიფო უმაღლესი ლიგის კლუბებს სოლიდურ დაფინანსებას გამოუყოფდა, პროფლიგა მაშინვე საეჭვო სისწრაფით გააუქმეს. ეროვნული ჩემპიონატის გაძლიერებაში აქტიურად სწორედ ლიგა ჩაერთვებოდა, ანუ თანხა მას უნდა მიეღო და გაენაწილებინა, ლაპარაკი კი შვიდ მილიონზე იყო”. ( “ ლელო”, 4 დეკემბერი)

ლევან ყიფიანი უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ჩრდილში იმყოფებოდა და ფედერაციის საქმიანობის შესახებ საკუთარ აზრს საჯაროდ არ აფიქსირებდა. ამჟამად დუმილი დაარღვია და ქართული საფეხბურთო სამყაროს მმართველი ორგანოს საქმიანობა სასტიკად გააკრიტიკა.

ძნელია მის მოსაზრებებს დაეთანხმო, ან პირიქით არ გაიზიარო. ფაქტი ჯიუტია, ხვალ-ზეგ ეროვნულ პირველობას შეიძლება რამდენიმე გუნდი გამოაკლდეს, ნოდარ ახალკაცი-უმცროსის მიერ დატოვებული ვალები კი დღესაც ბოლომდე გასტუმრებული არ არის.

გარეშე თვალისათვის ისიც შესამჩნევია, რომ პროფესიული საფეხბურთო ლიგის წინა შემადგენლობა უფრო ნაყოფიერად მუშაობდა, ვიდრე გია ფირცხალავა და მისი თანამშრომლები-- მიმდინარე წელს არ გაიმართა წინა სეზონის შემაჯამებელი საზეიმო ღონისძიება და ფინანსური პრობლემები გაუჩნდათ მთელ რიგ კლუბებს.

მაგრამ მოდით და ზვიად სიჭინავაზე გადავიდეთ. როდესაც ლევან ყიფიანის ბრალდებები გამოქვეყნდა, ეს უკანასკნელი გურიაში იმყოფებოდა. ლანჩხუთში, სტადიონის დათვალიერებისას ჟურნალისტებმა ამ ინტერვიუზე ჩამოუგდეს საუბარი. ბატონმა ზვიადმა მხრები აიჩეჩა და “ არ ვიცი ასეთი არავინ, ვინ არის საერთოდ ლევან ყიფიანიო?” - იკითხა.

ადამიანმა მკაცრად გაგაკრიტიკა და ბუნებრივია, რომ მისი გამონათქვამების გაბათილებას შეეცდები, საკუთარ თავსაც დაიცავ, მაგრამ ლევან ყიფიანის ვინაობით დაინტერესება მართლაც რომ ძალიან უცნაურია. ორგანიზაცია “ ჩვენი ფეხბურთის” სახელი ქართულ ფეხბურთში მოღვაწე ნებისმიერმა ადამიანმა იცის და რაღა ზვიად სიჭინავა აღმოჩნდა გამონაკლისი. მგონია, რომ ბატონმა ზვიადმა იხუმრა და ეს ყოველივე მის მახვილგონიერებას უნდა დავუკავშიროთ.


თავად ფეხბურთის ფედერაციის თავკაცმა განაცხადა, რომ ეს შვიდი მილიონი ლარი არა ქართული კლუბების დასაფინანსებლადაა გამოყოფილი, არამედ ფედერაციის ბიუჯეტის ნაწილია, რომელიც მოხმარდება ყველა ასაკობრივი ნაკრების სამწვრთნელო შემადგენლობის ხელფასებს, ასევე დაიფარება ოფიციალური და ამხანაგური შეხვედრების ხარჯები. გახსოვთ რა ანაზღაურება ჰქონდათ ტოპმიულერსა და კუპერს? თემურ ქეცბაია თვეში 100 ათას დოლარს ღებულობს, მისი თანაშემწე სოსო ჭედია კი—20 ათასს.


ფეხბურთის ფედერაცია—ლევან ყიფიანის დაპირისპირებამ დროებითი ტაიმ-აუტი აიღო. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები მომავალში.


შემდეგი “საფეხბურთო” ეპიცენტრი ქალაქი რუსთავი აღმოჩნდა. თავდაპირველად ცნობილი გახდა, რომ კლუბი “ოლიმპის” ვიცე-პრეზიდენტი ზურაბ ჯაფარიძე თანამდებობიდან გადადგა. ბოროტი ენები ამბობდნენ, რომ გუნდის პრეზიდენტს, იოსებ კაკიაშვილს, იგივე ჟოზეფ ქეისა და ჯაფარიძეს შორის შავმა კატამ გაირბინა და ამ უკანასკნელმაც მშვიდობიანად გაცლა ამჯობინა.

ჟოზეფ ქეი აქამდე ხშირად უცხოეთში იმყოფებოდა და კლუბისთვის არ ეცალა. ბოლო ერთი თვეა ჩამოვიდა და ვარჯიშებზე სიარულსაც მოუხშირა. აღმოჩნდა, რომ ამ ორ პიროვნებას ფეხბურთზე განსხვავებული შეხედულებები გააჩნდათ. ჯაფარიძე კი აცხადებს მეპატრონეზე ნაწყენი არ ვარო, მაგრამ სიმართლე მხოლოდ ამ ორმა ადამიანმა იცის.

ამის შემდეგ ქეიმ გუნდის მთავარი მწვრთნელი რამაზ მუმლაძე გაათავისუფლა. ბატონი რამაზი ამ სეზონში თამაშგარე მდგომარეობაში უკვე მეორედ აღმოჩნდა. პირდაპირ გეტყვით, რომ მუმლაძე ჩინებული მწვრთნელია და რას ერჩიან ვერ ვხვდები.

ქუთაისის “ტორპედოდან” დაბალი შედეგების გამო გამოუშვეს, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ ახლადდაკომპლექტებული გუნდისაგან დადებითი შედეგები უმალვე არ უნდა მოეთხოვათ, რუსთავის “ოლიმპი” კი საერთოდ ლიდერთა ჯგუფში იმყოფება. ისევ ბოროტ ხმებს დავუბრუნდეთ. ამბობენ, რომ მუმლაძემ პრეზიდენტი არ დაასწრო ერთ-ერთი მატჩის წინა შეკრებას და ბატონი ჟოზეფის განრისხება ამ ფაქტმა გამოიწვია. გავრცელებულია ის აზრიც, რომ ეს ყველაფერი წინასწარ გათვლილი ნაბიჯი იყო და მუმლაძე ხვალ-ზეგ თბილისის “დინამოს” მთავარ მწვრთნელად დაინიშნება.


“ოლიმპში” მიმდინარე “რეფორმები” უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ სხვადასხვა ინტერნეტ-საიტების ფორუმელებს, საყვარელი გუნდით შეშფოთებულები არიან რუსთაველებიც. ზოგი მათგანი მომავალს იმედით უყურებს, ზოგს კი მიაჩნია, რომ “ოლიმპის” საქმეები უკან-უკან წავა. აღმოვაჩინე ისიც, რომ ხალხმა ჟოზეფ ქეის ბადრი პატარკაციშვილის ღალატი დღემდე არ აპატია.


ფედერერი—ზიზუ: “ ამ ბანდიტ, მაფიოზ, არაადამიან, ყოვლად უვიცს, ქონების მიმტაცებელ და მთავრობის ლაქია ჟოზეფ ქეის რა უნდა ფეხბურთში? ბადრის ქონება მოსტაცა, ახლა ფეხბურთშიც უნდა თავისი კვალი დატოვოს. რასაკვირველია ცუდი განხრით, თორემ ეგ კარგის რისი გამკეთებელია. ეგ არაქართველი. კაცი რომ ქართველი ხარ და სახელს და გვარს რომ შეიცვლი, რა უნდა ვუწოდო მას?”


ისღა დამრჩენია, რომ “ოლიმპის” “ახალ” უფროსობას გუნდის მაღალ სიმაღლეებზე აყვანა ვუსურვო. კლუბის წარმატებები კი ხალხს მის მეპატრონეზე არსებულ ამჟამინდელ უარყოფით აზრს ნაწილობრივ შეაცვლევინებს.


ადგილობრივი სპორტული ცხოვრების მესამე “ეპიზოდი” თბილისის “დინამოში” განვითარებული მოვლენები აღმოჩნდა. ამ კლუბს ახალი მეპატრონე გამოუჩნდა. მისი მფლობელი ქართველი ბიზნესმენი, ამჟამად საფრანგეთში მცხოვრები რომან (გულადი) ფიფია აღმოჩნდა. ეს უკანასკნელი წინა საუკუნის 80-იანი წლების დასასრულს რუსეთში, ქალაქ სარატოვში მოღვაწეობდა. იყო ჰოლდინგ “აგროროსის” მმართველი, ეკუთვნოდა ალკოჰოლური პროდუქციის მწარმოებელი სამი ქარხანა, რეგიონალური ავიაკომპანია “სარატოვის ავიახაზებისა” და კომერციული ბანკის “აგროროსის” აქციები. იყო საფეხბურთო კლუბი “სოკოლის” პრეზიდენტი.


რამდენიმე წლის წინ საქართველოში გამოჩნდა და სანაპიროზე “ჰაიატის” გრანდიოზული მშენებლობა წამოიწყო. სამწუხაროდ ეს საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა და კვლავ საფრანგეთში დაბრუნდა. რუსული “ “ვზგლიად ინფოს” მტკიცებით, რომან ფიფია 2009 წლის 6 აგვისტოდან იძებნება და მის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ქართველ ბიზნესმენს რუსები კრედიტების უკანონოდ მითვისებაში ადანაშაულებენ.


რომან ფიფიას “დინამოში” გამოჩენამ ქართველ ფეხბურთის მოყვარულებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. დიდი ნაწილი მის მოსვლაში საყვარელი კლუბის აღორძინების დასაწყისს ხედავს:


კვეკვე: “ დაჟე გოგოსაც რომანას დავარქმევ, ოღონდ “დინამო” თბილისი მანახონ გუნდს დამსგავსებული”.

არიან სხვანაირად მოაზროვნენიც:

ალვანელი: “ ღმერთმა ქნას მართლაც გამოგვიცოცხლოს “დინამო” და სპორტში მაინც გვცეს პატივი. მაგრამ ეს ის კაცია, ვინც “ ჰაიატისთვის” ნახევარი მთა და კლდე მოჭრა სანაპიროზე, შეახრამუნა ამ მშენებლობისათვის გათვალისწინებული რამდენიმე ათეული მილიონი და აორთქლდა. ეხლა მისი კვლავ გამოჩენა და თანაც “დინამოში” არ ვიცი, რას უნდა ნიშნავდეს”.


მიუხედავად რომან ფიფიას მიმართ აზრთა სხვადასხვაობისა, ეს პიროვნება მის სიტყვებს თუ დავუჯერებთ “დინამოს” აღორძინებას აპირებს. მას სურს თბილისური კლუბი ევროპულ დონემდე მიიყვანოს, მომავლის გეგმებს კი ათიოდე დღეში გაგვაცნობს.


დროებით დავტოვოთ ქართული ფეხბურთი და რაგბიზე გადავინაცვლოთ. წინა კვირას ცნობილი გახდა, რომ რუსებს სპორტის ამ სახეობის მსოფლიო თასის ჩატარება უნდათ. ამ ქვეყნის რაგბის კავშირის პრეზიდენტის, ვიაჩესლავ კოპაევის ინფორმაციით, მათ სურთ რომ 2019 წელს, რაგბის ამ მსოფლიო ფორუმს უმასპინძლონ. რუსები უახლოეს მომავალში რაგბის საერთაშორისო ასოციაციაში ოფიციალურ განცხადებასაც შეიტანენ. ჩვენი ჩრდილოეთელი მეზობლები ამ კუთხით აქტიურ მუშაობას უკვე შეუდგნენ, რაც იმაში გამოიხატება, რომ როგორც დასაშვები ასევე არადასაშვები ხერხებით მოქმედებენ და საწადელსაც ალბათ მიაღწევენ.


ამ “ნიუსის” გაცნობის შემდეგ თვალწინ, ფეხბურთელთა 2018 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლებისათვის მიმდინარე ფარული გარიგებები წარმომიდგა. რამდენიმე დღის წინ ბრიტანულმა პრესამ დაასახელა ფიფა-ს ის რამდენიმე მაღალჩინოსანი, რომლებიც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ ქემერონს, პრინც ჰარის და ფეხბურთელ დევიდ ბექჰემს ინგლისის სასარგებლოდ საკუთარი ხმის მიცემა აღუთქვეს.

ესენი არიან: ფიფა-ს ვიცე-პრეზიდენტი ჯეკ უორნერი, ამერიკელი ჩაკ ბლეიზერი, გვატემალელი რაფაელ სალგერო, კორეელი ჩანგ მუნგ-იუნი, კვიპროსელი მარიოს ლეფკარიტისი, თურქი შენეშ ერნიკი და სპილოს ძვლის ნაპირების წარმომადგენელი ჟაკ ანუმა. როგორ შეასრულეს დანაპირებები ეს უკვე მთელმა მსოფლიომ იცის. არ გაგიკვირდეთ, ცოტა ხანში მორაგბეთა მსოფლიო თასის ასპარეზობაც რუსეთში რომ დაინიშნოს.


დღევანდელ წერილს კი არჩილ არველაძის ერთი სახალისო მოგონებით დავასრულებ, რომელიც მართალია არასპორტული ხასიათისაა, მაგრამ ამჟამინდელ ქართულ ფეხბურთში შექმნილ მდგომარეობასთან გარკვეული მიმსგავსება გააჩნია.


“ქართველებს ერთი ცუდი ჩვევა გვაქვს, როგორც კი ვინმე არ მოგვეწონება, ფეხბურთელია ეს, მწვრთნელი, თუ მსაჯი, სულ გავაგდოთ, გავაგდოთო, ვიძახით. კი არ ვფიქრობთ, რომ უნდა ვაცალოთ, რომ თავისი თავი აჩვენოს. ქურთმა ქალმა როგორ უნდა გვაჯობოს?


ორიოდე წლის წინ, დილის ხუთ საათზე, თათრის მოედანზე რომ სახაშეა იქ მივედი მეგობართან ერთად. იქიდან რომ გამოვბრუნდით, ორი ქურთი მეეზოვე ქალი დავინახეთ, რომლებიც ცოცხით ქუჩას ბდღვირს ადენდნენ. იქვე, სანაგვე ყუთის გვერდით, გრძელწვერიანი ბომჟი გაწოლილიყო და არხეინად ხვრინავდა.


ჩემი მეგობარი ხუმრობის ხასიათზეა:

- დეიდა, მაგ ცოცხს ის ბომჟიც არ გააყოლო, - უთხრა.

ქალმა ახლაღა შეამჩნია მხვრინავი ობიექტი და შეიცხადა:- ვაი, ვაი, ვაი, ვაიიი, ეს აქ ვინ გადააგდო? ვაიი, რა ახალგაზრდა კასი გადაუგდიათ!

- აბა, აბა! - დაეთანხმა მეორე ქალი, - აი, ეგ რო ეხლა კარგად გარესხო, გაპარსო, გააშრო, მაგისი ხმარა კიდევ შეიძლება.

აი, ასეა, ყველამ ჩვენ უნდა გვაჯობოს? ”

http://www.presa.ge/new/?m=sport&AID=2359
kote-1962
The New York Times живет в стеклянной башне, но все равно бросает камни ("Russia: Other Points of View", США)

Комментарий к статье К. Чиверса в The New York Times от 2 декабря 2010 г. «США так увлеклись Грузией, что неправильно поняли признаки, предвещавшие конфликт»
Гордон Хан (Gordon M. Hahn)


Видео:Южная Осетия отмечает 20 лет со дня провозглашения независимости
Комментарии:18

11/12/2010

Как я писал на страницах Russia: Other Points of View во время пятидневной августовской войны 2008 года между Грузией и Россией в Южной Осетии, виновных в развязывании этого конфликта много. А ведущие средства массовой информации Запада, особенно американские, действовали во время этой войны как орган пропаганды одной из сторон, ставшей главной виновницей перерастания конфликта в полномасштабную войну – грузинского правительства Михаила Саакашвили. Одним из таких пропагандистских рупоров из числа американского медийного мейнстрима была газета The New York Times.

Сейчас, основываясь на опубликованных недавно на сайте Wikileaks документах, газета решила пошвырять камни в огород американских властей по поводу их взглядов на ту войну, хотя сама забыла о том, что живет в доме из стекла. New York Times набралась наглости и бессовестно сообщила о том, что до и во время войны американское посольство в Тбилиси регулярно и последовательно отправляло свои депеши в Вашингтон, основываясь исключительно на заявлениях грузинского правительства.

«Когда Грузия вступила в усиливающееся соперничество с Кремлем по вопросу будущего Абхазии и Южной Осетии — двух вышедших из-под грузинского контроля и получивших поддержку России территорий, — в Вашингтоне полностью поверили рассказам Саакашвили о его собственных действиях. В соседних странах американские дипломаты зачастую держат профессиональную дистанцию и подробно пишут о своих опасениях касательно местных правительств, делая это конфиденциально. В Грузии же, судя по всему, дипломаты отбросили всякий скептицизм и поверили рассказам грузин о важных и спорных событиях. К 2008 году, когда регион скатывался к войне, данным от источников, не связанных напрямую с правительством Грузии, уделяли мало внимания или вообще исключали их из важных донесений. Официальная версия грузинского правительства передавалась в Вашингтон практически без попытки ее оспорить» (из вышеупомянутой статьи К. Чиверса).

Но то же самое до и во время войны делала и сама New York Times. Ведущие средства массовой информации США и американское правительство действовали в качестве рупора грузинских властей, отказываясь от холодной и строгой объективности, являющейся необходимым требованием для журналистики и государственного анализа.

Сразу после войны на страницах Russia: Other Points of View о рассказах средств массовой информации и американского правительства сообщалось следующее: «Пятидневная грузино-российская война показала, что президент Грузии Михаил Саакашвили и другие грузинские руководители проводят агрессивную пропагандистскую кампанию, а во многих отношениях и настоящую дезинформационную войну в западных СМИ. Такое наступление средств массовой информации стало результатом либо тщательно спланированной дезинформационной войны, либо результатом той поспешности, с которой западные государства, ведущие средства массовой информации и аналитические центры приняли грузинскую, и только грузинскую версию событий. В любом случае, грузинам удавалось вести эффективный и постоянный пропагандистский и дезинформационный обстрел в своих действиях против русских».

Сейчас New York Times подчеркивает, что из опубликованных Wikileaks телеграмм становится ясно: несмотря на то, что у посольства были люди, докладывавшие о выдвижении грузинских войск в направлении Южной Осетии, несмотря на многие другие «сообщения о переброске грузинских сил и боевой техники», посольство писало о своем «первом впечатлении», заключавшемся в том, что грузины «находятся в состоянии повышенной готовности, демонстрируя свою решимость», но начинать вторжение не собираются. Но вторжение все-таки началось спустя несколько часов, и в его рамках проводились жестокие артиллерийские обстрелы жилых кварталов в столице Южной Осетии Цхинвали. В то время на страницах Russia: Other Points of View была опубликована детальная хронология эскалации насилия в преддверии войны. Среди прочего, там были доклады иностранных военных наблюдателей и предостережения русских о переброске грузинской артиллерии и пехоты к границам Южной Осетии.

New York Times и остальные ведущие средства массовой информации США проигнорировали эти важные сообщения и не обратили внимания на то, что они говорят о грузинских замыслах. Об этих перемещениях войск заявляли иностранные наблюдатели, им вторили русские со своими предостережениями, но New York Times – эта «газета, которая замечает все», отказывалась сообщать данную информацию, а также полностью игнорировала замыслы Саакашвили и возможные последствия этих замыслов. Отчасти из-за столь грубой журналистской халатности американское правительство не предприняло серьезных дипломатических усилий по предотвращению полномасштабной войны. Ни посольство в Тбилиси, ни ведущие СМИ даже не подумали о том, чтобы проанализировать доклады наблюдателей и предупреждения русских, и вместо этого полностью положились на заверения грузинской стороны о мирном характере ее намерений, хотя Саакашвили в это время готовил свое наступление.

Сразу после войны New York Times поспешно решила опубликовать содержание записей мнимого радиоперехвата разговоров российских военных, которые ей предоставил ни кто иной, как грузинское правительство, сделавшее это через месяц после окончания боевых действий. Из этих записей явствовало, что российские войска вошли в Рокский тоннель и на территорию Южной Осетии до грузинского наступления. Эти материалы подтверждали утверждения Грузии о том, что ее военные действия стали ответом на российское вторжение. Но Грузия начала говорить об этом лишь днем позже, и полностью противореча своим первоначальным заявлениям о том, что осетинская артиллерия обстреливала грузинские села вечером 7 августа. Статью в New York Times о материалах перехвата написал тот самый автор, который подготовил статью от 2 декабря 2010 г. «США так увлеклись Грузией, что неправильно поняли признаки, предвещавшие конфликт» - К. Чиверс. Чиверс в своей статье в конце 2008 года не упомянул о предупреждении американского правительства и военных, которые говорили, что подлинность записей не установлена, и установить ее невозможно. Я в своих комментариях на страницах Russia: Other Points of View говорил то же самое (это можно увидеть в моем анализе статьи Саакашвили в Washington Post – второй за два месяца). Больше мы об этих записях не слышали. Можно спросить (хотя New York Times и Чиверс никогда об этом не спрашивали): где записи? Каковы результаты проверки их подлинности? И уж если на то пошло: где снимки с американских военных спутников, показывающие, как русские танки устремляются в Рокский тоннель? У американского правительства есть такая возможность, и в тот момент оно должно было проявить интерес к получению таких снимков – как и New York Times, как и другие ведущие СМИ США. Но таких снимков, как и результатов проверки радиоперехвата, никто не видел. Почему? Может быть, потому что они опровергали требуемые выводы?

Спустя три месяца после окончания войны, 7 ноября New York Times подвергла запоздалому сомнению свою версию в освещении событий. Это сделали тот же К. Чиверс и Эллен Барри (Ellen Barry). Однако газета так и не признала, что сыграла немаловажную роль в пропаганде на стороне Грузии в США и других странах Запада. В этом она отстала только от Washington Post. И вот теперь, спустя два года, New York Times предлагает принести в жертву «посольство Буша» в Тбилиси, спрятав за этим собственную профессиональную некомпетентность.

Что еще посольство в своих недостоверных докладах может рассказать нам о том, чего американское правительство не хотело слышать, а ведущие СМИ США, включая New York Times, не хотели сообщать? Теперь газета рапортует о такой вот посольской информации, переданной в Вашингтон: «Саакашвили сказал, что Грузия не собиралась ввязываться в драку, но ее спровоцировала югоосетинская сторона, и она была вынуждена действовать в целях защиты грузинских граждан и грузинской территории… Все свидетельства, имеющиеся в распоряжении посольства, говорят о справедливости слов Саакашвили, что этот конфликт не входил в первоначальные намерения Грузии… Наступление началось лишь тогда, когда югоосетинская сторона начала артобстрел грузинских сел». Это «необычайно смелое заявление», как сейчас его называют New York Times и Чиверс, действительно «получило широчайший резонанс в рядах администрации Буша, которая категорически поддержала Грузию на мировой арене». Но ведь именно этой версии придерживалась New York Times, Чиверс и ведущие американские СМИ, о чем свидетельствует та поспешность, с которой они ринулись писать о якобы перехваченных разговорах по радио.

New York Times продолжает: «Никаких ссылок на источники, кроме грузинского правительства, в донесении не было. Вместо этого в качестве оправдания нанесенного Грузией накануне ночью удара было приведено высказывание источника в грузинском правительства Темура Якобашвили, который заявил американскому послу, что «югоосетинская сторона продолжала обстреливать грузинские села, несмотря на объявление о прекращении огня». В телеграмме нет никаких доказательств того, что осетинские обстрелы после объявления о прекращении огня на самом деле продолжались. В ней не придается никакого значения единственному независимому докладу, который поступил от военных наблюдателей ОБСЕ из Цхинвали. Эти наблюдатели, находившиеся в самом центре конфликта, не сообщали ни о каких осетинских артобстрелах перед тем, как грузины открыли огонь по Цхинвали. Вместо этого они проинформировали американского офицера по политическим вопросам, что «грузинское наступление на Цхинвали началось 7 августа в 23 часа 35 минут в нарушение договоренности о прекращении огня». В американской же телеграмме, автор которой сослался на правительственные источники Грузии, в качестве «единственного правдоподобного объяснения всему этому» была предложена версия о том, что лидер Южной Осетии Эдуард Кокойты «решил бросить жребий и начать конфликт с Грузией, надеясь привлечь Россию и этим спастись».

На самом деле, вполне возможно, что на этом строил свой расчет Саакашвили, а не Кокойты. Развязав войну, он мог убедить американцев оказать мощное дипломатическое и военное давление на Москву с тем, чтобы она отказалась от защиты Южной Осетии и Абхазии. А после этого грузинский президент выполнил бы свое предвыборное обещание о возвращении самопровозглашенных республик под власть Грузии.

New York Times посчитала целесообразным опубликовать лишь часть, но не все новые факты о причинах войны и планах Саакашвили. Она пока еще ничего не сообщила нам о том, что в этом году многие бывшие соратники Саакашвили по «розовой революции» и его коллеги по грузинскому правительству, включая бывших министров обороны и спикеров парламента, признались, что давняя цель президента заключается в возвращении вышедших из состава Грузии Южной Осетии и Абхазии под власть Тбилиси с применением военной силы. Таким образом, мы получаем все новые подтверждения наших подозрений о том, что стремление Грузии вступить в НАТО, а также настойчивые ухаживания Саакашвили за Соединенными Штатами были элементами единого плана. Саакашвили хотел прочно связать престиж Вашингтона и Америки со своей собственной судьбой и судьбой Грузии, чтобы у США не оставалось никакого выбора, кроме защиты своего сателлита и «светоча демократии» в случае вступления России в войну.

А New York Times продолжает гнуть свое: «В телеграмме посольства от 9 августа отмечается: «Президент Саакашвили поздним утром позвонил послу и сказал, что русские хотят завоевать Грузию и поставить у власти новый режим»». Газета продолжает опираться на одностороннюю информацию, описывая завышенные грузинские данные о потерях и приводя рассказы о действиях русских в версии Саакашвили. Правительство Саакашвили публично настаивало на том, что обстрелы Цхинвали были оправданными и проводились точно по целям. Но в одной американской телеграмме отмечается, что когда русские снаряды начали падать на грузинский город Гори, Саакашвили совсем по-другому заговорил об обстрелах жилых кварталов из тяжелого оружия. Он назвал российские удары «настоящим террором».

Столь запоздалая правильная точка зрения на эту пятидневную войну прозвучала спустя два года после произошедших тогда событий. Точно такое же мнение излагал и я в своих статьях на страницах Russia: Other Points of View, а также другие авторы нашего издания. Разница в том, что Russia: Other Points of View публиковала эти точные оценки почти одновременно с происходившими событиями. Более того, мы предостерегали в то время, что нельзя на веру принимать упрощенный рассказ о российской агрессии, который навязывали всем New York Times, другие ведущие СМИ США и американская администрация. В отличие от хорошо финансируемых журналистов из мейнстрима, наши независимые аналитики сумели найти другие свидетельства о войне Грузии с Россией и предложили читателю иные точки зрения.

Оригинал публикации: THE NEW YORK TIMES LIVES IN A GLASS HOUSE BUT THROWS STONES ANYWAY

Опубликовано: 09/12/2010 20:30

http://inosmi.ru/caucasus/20101211/164828812.html
kote-1962
ექსპერიმენტალური განცდების იმპერია

12-12-2010

[პაატა ქურდაძე]

გასულ 11 ოქტომბერს ფრანგულმა ყოველდღიურმა "ფიგარომ" საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის, რაფაელ გლუკსმანისა და ფელიქს მარკოს ტექსტი გამოაქვეყნა " ატლანტიზმი "ახალი მსოფლიოს" გამოწვევების წინაშე", სადაც პრეზიდენტის მრჩეველი ამბობს, რომ სულ რაღაც შვიდი წლის წინ გაკოტრებული საქართველო, დღეს პლანეტის ყველაზე ინოვაციური პოლიტიკური და ეკონომიური რეფორმების ლაბორატორიაა. აქვე დასძენს, რომ ამ "ლაბორატორიას" დაახლოებით 30-მდე 40-50 წლის ასაკის ატლანტისტური პრინციპების ერთგული ენთუზიასტი ახალგაზრდა მართავს.



ელოი, ელოი!..



საქართველო ლაბორატორიაა, სადაც 30 ლაბორანტი ექსპერიმენტებს ატარებს... უნდა ითქვას, ამაზე ზუსტად ძნელია აღწერო დღევანდელი საქართველოს რეალობა.



თავად ამ ლაბორატორიის უფროსს - პრეზიდენტ სააკაშვილს არა ერთხელ უხსენებია ეს სიტყვა თავის ქვეყანასთან მიმართებაში, თუმცა, ლაბორანტთა რიცხვი არასოდეს დაუზუსტებია. ასე რომ სტატია ციფრების მხრივაც საყურადღებო აღმოჩნდა, ერთი მცირე უზუსტობით - "ენთუზიასტთა" ასაკი აშკარად გადაჭარბებულია.



პრეზიდენტის ფრანგ რეფერანტ-ლაბორანტს არაფერი უთქვამს მათ შესახებ - ვისზეც ექსპერიმენტები ტარდება - მოსახლეობაზე. ეს არც არის გასაკვირი - ლაბორანტებისათვის მთავარი შედეგია და არა კურდღელი. ან რა უნდა ეთქვა, როდის იყო, ლაბორანტები ყურცქვიტა კურდღლებსა და საყვარელ ფუმფულა თაგუნებს ეკითხებოდნენ, თუ რა ერჩივნათ - კაცობრიობის ნათელი მომავლისათვის თავგანწირვა, თუ ჩვეულებრივ, მათთვის ბუნებრივ გარემოში, სოროში ცხოვრება. ისეთში როგორიც ხსენებულ სტატიაში საქართველოსთან ერთად ნახსენები ბრაზილიელები ცხოვრობენ... ჩვეულებრივ ბანალურ ქვეყანაში და არა ლაბორატორიაში.



სულ ახლახანს, 5-6 წლის წინ გამოჩეკილი ბრაზილიელი საშუალო კლასი ქართველებისაგან განსხვავებით სულაც არ არის მოწოდებული დიადი მიზნებისათვის გაწიროს თავი. ეს "უამბიციო" ადამიანები სავსებით თანახმანი არიან, იცხოვრონ - ჩვეულებრივზე ჩვეულებრივ ქვეყანაში, რომელიც მემარცხენე მთავრობამ, ტროცკისტი ლულა დე სილვას ხელმძღვანელობით დაახლოებით იგივე დროში, რომელშიც ქართული ვარდისფერი ექსპერიმენტი გრძელდება, ქვეყანა სიღატაკიდან ამოიყვანა და მსოფლიოს მერვე ეკონომიკად აქცია.



თუკი ქართველები ძალდატანების გარეშე მართლაც თანახმანი არიან იყვნენ პლანეტაზე ერთადერთი პოლიტიკური და ეკონომიური ექსპერიმენტალური ქვეყნის ლაბორატორიის თავგანწირული კურდღლები და გმირი თაგუნები, თუკი მათ შეგნებულად სურთ, რომ "ფიგაროს" მკითხველმა და დანარჩენმა კაცობრიობამ დიდი და სასარგებლო აღმოჩენები მოიმკას მათზე განხორციელებული ექსპერიმენტების წყალობით... უნდა ვაღიაროთ, რომ მართლაც უნიკალურ მოვლენასთან გვქონია საქმე - მსგავსი ინციატივა კაცობრიობის ისტორიაში ჯერ არც ერთ ხალხს არ გასჩენია, თუ წარუმატებელ საბჭოთა ექსპერიმენტს არ ჩავთვლით, რომელმაც "მსოფლიო რევოლუცია" მხოლოდ ნაწილობრივ და ისიც დროებით, ძალდატანებითა და საშინელი რეპრესიების წყალობით მოახდინა. ჩვენში კი კვლევა-ძიება ნებაყოფლობით ხდება: კურდღლები და თაგუნები საკუთარი ინციატივით მონაწილეობენ ყოვლად წარმოუდგენელ ფუტურისტულ ექსპერიმენტებში.



როგორც ჩანს, ქართველები მართლაც მისიონერი ერი ვართ - როგორც ეს გულწრფელად ჯეროდა განსვენებულ ექსპრეზიდენტ გამსახურდიას. კაცობრიობისათვის ამ სასარგებლო თავგანწირვის პარალელურად, ჩვენი ეს მისია, თავის მხრივ, სულ ცოტა იმას მაინც იმსახურებს, რომ დიდი მეცნიერული კვლევის საგნად იქცეს.



გამოკვლეული უნდა იქნას ერის მესიანიზმის მოტივაციაც, რომელიც ერთი შეხედვით თითქოს ბუნდოვანია - ერთი შეხედვით, ქართველებისათვის ექსპერიმენტის ამოცანას, მიზანს თითქოს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, თითქოს, მათთვის მთავარია ნებისმიერი მიმართულებით მოძრაობა, ფუსფუსი, გაურკვეველი მიმართულებით სვლის ილუზიის შექმნა, მიმართულებით, რომელიც ბოლოსდაბოლოს სადღაც მაინც მიგიყვანს, აბა ისე როგორ იქნება...მაგრამ არავინ იცის სად... იქნებ სხვის გოლგოთაზე მაინც?... შეიძლება! - ჯერ ჯერობით არავინ იცის.



ძალიან საინტერესოა აგრეთვე თუ რა არის დამქანცველ ექსპერიმენტებში მონაწილეობისათვის საჭირო ენერგიის წყარო, ერთგვარი მკვებავი სტიმულატორი, ადრენალინი, რომელიც მას ამ უცნაური "უმიზნობისაკენ" სწრაფვაში ეხმარება. რა არის მათი ენერგეტიკული ლიმიტი?



ამ ქვეყნად ხომ ყველაფერს საზღვარი აქვს, რომლის გადალახვა აუცილებლად უნდა მოასწრო სიკვდილამდე, თუ გინდა რომ ორბიტაზე მოხვდე და სამყაროს მშვენიერების მარადიულ თანამგზავრად გადაიქცე.



ბოლო სამი სიტყვა, რომელიც იესომ ჯვარზე წარმოთქვა იყო : "ელოი, ელოი, ლამა საბაქთანი! რაც ნიშნავს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რატომ მიმატოვე!" მარკოზი 34 მათე 27



ჩემი აზრით, ეს სიტყვები - ეჭვის, ამ მტანჯველი გრძნობის ადამიანურობის სიმბოლოა - სახარების ერთი ყველაზე დიდი მისტერია, იესოს ამქვეყნიური რწმენის ლიმიტი. იქით - უკვე სიკვდილი, აღდგომა და სრულიად სხვა, ღვთაებრივი კონტექსტია, რომელსაც ლიმიტი აღარ გააჩნია - სადაც რწმენა აღარ არსებობს, იქ თავად ხდები კითხვაც, და პასუხიც. აქ კი, ჯერ კიდევ ამქვეყნიურ ჯვარზე გაკრულს, მას თავად შეეპარა ეჭვი მამაში და მაშინვე მოკვდა, რომ მასშივე გაცოცხლებულიყო. ეჭვიანი მისიონერი, ცრუ მისიონერია, არ შეიძლება, ძეს ღვთისას საკუთარ შემოქმედში ეპარებოდეს ეჭვი. ამ ოთხი სიტყვის გამეორების საშუალება მას მეორედ არ მიეცა...



რა არის ქართველი ერის ადრენალინი, რომელსაც ის საკუთარი ლიმიტისაკენ მიჰყავს, საზღვრისკენ, რომლის გადალახვის გარეშე "სახელმწიფოებრივ სასუფეველში" აღდგომა წარმოუდგენელია?



რა არის ის სამი სიტყვა, რომელიც მას "ზეციურ საქართველოდ" თუ არა, აქვე, "ფიგაროს" მკითხველებითა და ბრაზილიელი საშუალო კლასით დასახლებულ ჩვენს ცოდვილ პლანეტაზე მაინც აქცევს ნორმალურ, "მიწიერ" სახელმწიფოდ? - ეს სწორედ ის თემებია, რომელთა კვლევა ბევრად უფრო წაადგებოდა საქართველოს, ვიდრე სხვენში შემთხვევით ნაპოვნი ძველი ნაჯახივით ბლაგვი რეფორმები, რომლებიც პრეზიდენტსა და მის მრჩეველს რევოლუციური გილიოტინა ჰგონიათ, რომლითაც ოცი წლის წინ დამარხულ და დღეს საფლავებიდან ამოთხრილ "გადმონაშთებისა" და "ნეგატიური მოვლენების" უკვე გახრწნილ გვამებს სახალხოდ თავს კვეთენ. მერე ღამ-ღამობით თვითონვე აკოწიწებენ, რომ დილით, კიდევ ერთხელ, დოლების გამაყრუებელი ბრახუნისა და პუბლიკის მხურვალე აპლოდისმენტების თანხლებით, უკვე მერამდენედ მოჰკვეთონ თავები ამ ათასჯერ თავმიკერებულ საბრალო გვამებს. ეს ქართული ყოველდღიური პაწაწინა "რევოლუციების" იმიტაციებია, რომელიც ერთადერთ პრიმიტიულ მიზანს ემსახურება - პუბლიკამ მთავარი დიდი ვარდისფერი იმიტაცია არ უნდა დაივიწყოს...თანაც, ამ მასკარადის ლიდერ კლოუნებს ეს ყველაფერი ძალიან მოსწონთ.




საქართველოს ჯერ არ უთქვამს თავისი "ელოი , ელოი...".



ჯერ ჯვარზეც კი არ გაკრულა, ის მხოლოდ გზის დასაწყისშია, ერთ დიდ მტვრიან მოედანზე, საიდანაც უამრავი გზა გადის ათასი მიმართულებით, მათ შორის ერთი - გოლგოთისკენ, მხოლოდ ეს გზა უნდა იპოვნო. რაც სულაც არ არის ძნელი. მხოლოდ გაბედულება, კოლუმბის შინაგანი სიმამაცე სჭირდება... ჩვენ კი ვერ გადაგვიწყვეტია, რომელს გზას დავადგეთ და ამიტომ გზათა გასაყარ მტვრიან მოედანზე ქაოსურად დავბოდიალობთ - მუხლმოუდრეკლად, დარში თუ ავდარში, დღე და ღამე, წლების, საუკუნეების მანძილზე. .. დაღლილი, დასისხლიანებული წყლულებით სავსე ფეხებით...



ამ გზის გასაყარზე ბევრ ერს უტრიალია. ზოგიერთმა მათგანმა მოახერხა გასვლა და დაადგა გოლგოთას გზას. ზოგიც არასწორად არჩეულ ბილიკს გაჰყვა და სადღაც დაიკარგა, გაქრა... ქართველები კი არსადაც არ მიდიან - არც გოლგოთისკენ და არც "მოუსავლეთში".



არავინ იცის, სად პოულობენ ენერგიას. არც ის, თუ როდემდე აპირებენ ასე ერთ განათებულ სიბრტყეზე ფუსფუსს მიკროსკოპში დანახული მიკრობებივით... ეს ჩვენი უნიკალურობა, გოლგოთას მიმართულების ძებნა, ქართული მარადიული ექსპერიმენტი - რომლისგანაც ჯერ-ჯერობით არაფერი გამოდის, რადგან ნებისმიერი ექსპერიმენტის განხორციელების მთავარი პირობა მეთოდურობაა, რომელიც არც ხალხს გააჩნია და არც მათ ტრადიციულად ბრმა ლიდერებს, რომლებიც დროდადრო ჩაპაევივით ხმალგაწვდილნი ჩაუდგებიან ხოლმე სათავეში, ცდილობენ მოძრაობას ცოტა უფრო ორგანიზებული სახე, ათვლის წერტილი მაინც მისცენ, მაგრამ ძალიან მალე იღლებიან, სულ მოკლე დროში თავად გაცვეთილნი ძლივს მიათრევენ ხოლმე ფეხებს, სანამ ერთ დღეს თავად ქანცგაწყვეტილებს ბრბო არ წამოეწევა და არ გადაქელავს.



ასეთ დროს ქაოსი კიდევ უფრო შესამჩნევი ხდება. ადამიანები შედარებით სწრაფად, აგრესიულად დალასლასებენ, ერთმანეთს აბიჯებენ, მხარს კრავენ... სანამ ახალი ხმალგაშვერილი წინამძღოლი არ გამოუჩნდებათ და ისევ არ დალაგდებიან დროებით - თვითონ ამას რევოლუციას ეძახიან.



საქართველო მართლაც ფსიქოდრამატული რევოლუციების ქვეყანაა, ფოლკლორული მუსიკალური კომედიისა და რატომღაც ნიუორლეანული ჯასპერის ელემენტებით...



დღეს, ქართველები, როგორც ჩანს, შეეგუენ იმ აზრს, რომ გზის გასაყარზე მარადიულად მოხეტიალე ერად უნდა დარჩნენ. ამიტომ განსაკუთრებით ენერგიულმა ახალმა "ჩაპაევმა" გადაწყვიტა, ეს უაზრო ხეტიალი ცოტათი სასარგებლო მაინც გაეხადა სხვა გოლგოთაგავლილი ქვეყნებისათვის, თავად კი აქედან მცირე სარგებელი მაინც მიეღო. მოხეტიალეთა არენა მსუბუქად დაგავა, მიალაგ-მოალაგა, როგორც იტყვიან, კოსმეტიკური ევრორემონტი გააკეთა, კედლებზე ალბერტ აინშტეინისა და პლეიბოიდან ამოხეული ტიტველი ქალების ფურცლები მიაკრა ინდუსტრიული წებოთი, მოედანს ლაბორატორია დაარქვა და ხელმისაწვდომი გახადა "ზეციური" მსოფლიოდან ჩამოსული ათასგვარი დამწყები ოპორტუნისტისათვის.



ასე გადაიქცა ქართველი ერის არამეთოდური, მაგრამ ჯიუტი ფუსფუსი ზეციური "გამოწვევებისაკენ" მსოფლიო პროგრესისათვის სასარგებლო ლაბორატორიულ ექსპერიმენტად.



გაგრძელება იქნება...



http://kalmasoba.com/index.php?option=com_...&Itemid=112
გალუნგუნგგ
არაობიექტურობას გვწამებენ ამერიკასთან მიმართებაში და ვდებთ "პროამერიკულ" ანალიზს რეგნუმიდან. ))

Опубликовано 01:01 12.12.2010
Документ: http://www.regnum.ru/news/1355739.html


[b]Виктор Ясманн: Не торопитесь хоронить Америку[/b]

Сейчас принято хоронить Америку. Что ни день, то появляется новый всадник Апокалипсиса, возвещая близкий и неминуемый упадок американской империи. Причем, если раньше такие голоса воспринимались как нечто радикально-экзотическое, то теперь это стало вполне расхожей темой. Недавно уж совсем либеральные "Ведомости", издаваемые в партнерстве с "Уолл-Стрит Джорнел", опубликовали статью о "закате Америки". На эту же тему в самой Америке да и в России уже изданы десятки книг, начиная с самой известной работы А.Кобякова и М.Хазина "Закат империи доллара и конец Pax Americana", появившейся еще в 2003 году.

სრული ტექსტი: http://regnum.ru/news/polit/1355739.html?forprint
გალუნგუნგგ
უფრო მეტი ობიექტურობისათვის: სტატიაში არის ჩემი აზრით, ძალიან ძლიერი ადგილები, მაგალითად:

Эта мысль особенно очевидна на примере Китая, которого пророчат в новые мировые лидеры и экономика которого в ближайшее десятилетие выйдет на первое место в мире. Кстати, монетаристская идея, что страна, с самой большой промышленностью должна стать мировым лидером, по своей сути, весьма примитивна. Ибо как сказала мартышка бегемоту: "Быть очень крупным животным в джунглях - еще не значит быть царем зверей". В действительности, Китай лишен того универсального привлекательного цивилизационного имиджа, которым обладает "западный проект" и его лидер США. И те, кто выдвигает в мировые лидеры Китай по чисто количественным параметрам, должны сами себя спросить, а они хотят жить, как китайцы, петь китайские песни и смотреть китайские фильмы. Ответ ясен, этого не хотят даже корейцы и вьетнамцы, не говоря уже об остальном мире. А самое главное, этого не хотят сами китайцы, которые всячески уклоняются от глобальной роли. Китай - великая, уникальная, но этноцентрическая и не агрессивная цивилизация. Трудно назвать случаи во внешней политике, когда Китай прибегал к военной силе или угрожал ею.

ასე რომ, აუცილებლად ვაძლევ რეკომენდაციას.
გალუნგუნგგ
Опубликовано 11:11 11.12.2010
Документ: http://www.regnum.ru/news/1355665.html


Станислав Тарасов: Баку-Анкара: вступление в фазу кризиса


QUOTE
Публикация переписки между США и ее дипломатами по всему миру, которая была рассекречена сайтом WikiLeaks, начинает приобретать в Турции эффект "мины замедленного действия". Поначалу многим казалось, что госдеп США объявит эти материалы фальшивкой и скандал со временем утихнет. Однако официальный Вашингтон повел себя неожиданным образом: высказывая "сожаления", признавая "урон", нанесенный американской дипломатии сайтом WikiLeaks, он ни одним своим словом или действием не дезавуировал появившуюся информацию, превращая тем самым "утечку" в фактор большой политики.

Это создало для лидеров многих государств немало сложных проблем. Особенно в Турции, проблемы которой, как выясняется, оказались одной из наиболее обсуждаемых тем в депешах госдепа США. Ощущение правдоподобности приведенных сведений стало укрепляться и после того, как премьер-министр Реджеп Тейип Эрдоган заявил о намерении подать в суд на бывшего американского посла Эрика Эйдельмана, который направил в госдепартамент депешу, свидетельствующую, что глава правительства имеет восемь личных счетов в швейцарских банках. В случае, если по этому поводу состоится судебное разбирательство, можно только предполагать, сколько грязного дипломатического белья придется переполоскать сторонам и СМИ. Неслучайно МИД Турции в экстренном порядке приступил к работе по укреплению безопасности своих собственных конфиденциальных документов. По словам заместителя министра иностранных дел Наджи Кору, "важно уменьшить возможность делить конфиденциальную информацию с кем бы то ни было".

Но может случиться и так, что эти меры имеют уже запоздалый характер, и часть документов конфиденциального типа из турецкого МИДа оказалась все же в распоряжении WikiLeaks. Особенно по части взаимоотношений Турции с соседними странами, и в, частности, с Азербайджаном. Этот фактор приобретает особую значимость, поскольку, как считает турецкий политолог Ихсан Чомак, "официально Турция давно уже установила особые отношения с Азербайджаном, превратилась в важного игрока на мировом энергетическом рынке, хотя больших собственных запасов нефти и газа у нее нет". Однако, как утверждается в появившимся в WikiLeaks конфиденциальном отчете о встрече заместителя госсекретаря США по политическим вопросам Билла Бернса с президентом Ильхамом Алиевым, лидер Азербайджана не намерен превращать Турцию "в важный энергетический транзитный центр" в регионе, так как считает ее "виновной в ухудшении отношений с Израилем из-за поддержки ХАМАС".

Допустим, что "утечка" этой информации носит все же провокационный, целенаправленный характер с целью испортить отношения между Азербайджаном и Турцией. Однако, на днях - как реакция на публикации WikiLeaks - в турецкой газете Taraf появилось заявление опытнейшего дипломата, бывшего посла Турции в Бельгии Темела Искита: "Я 2-3 года участвовал в переговорах по нефтепроводу Баку-Тбилиси-Джейхан. Должен сказать, что как государство Азербайджан всегда относился к нам с недоверием, не демонстрировал дружбы и всегда вел двуличную политику против нас, улыбался нам в лицо, но, смотря нам в глаза, не оказывал обещанного содействия". Что касается популярного в Азербайджане известного лозунга - "одна нация - два государства", - то, по мнению турецкого дипломата, он имеет популистский характер: "Помните, после развала СССР мы чуть не сошли с ума. Но в тюркских республиках нам говорили, мол, после русских теперь вы пришли?". Действительно, Турция тогда бросилась заполнять образовавшийся вакуум на постсоветском пространстве, но быстро столкнулась с отпором, поскольку за время нахождения этих республик в составе Российской империи и в составе СССР в большинстве из них был создан солидный производственный, научный и интеллектуальный потенциал, во многом превосходящей турецкие возможности.

В результате произошла уникальная и неожиданная для Анкары метаморфоза: лидеры новых тюркских государств, в том числе и Азербайджана, стали сами использовать Турцию в своих национальных интересах, создавать там свои лоббистские структуры, чтобы оказывать влияние на ее внутреннюю и внешнюю политику. В итоге Турции теперь приходится уже вести информационные бои на собственном поле. Свидетельство тому - изданная там книга "От свободы к тирании", автором которой является бывший сотрудник турецкого посольства в Баку, объявленный в свое время в Азербайджане persona non grata, Тургут Эр. Он подвергает резкой критике правительство Гейдара Алиева "за непоследовательность, создание авторитарного режима, подавление свобод и формирование культа личности". Более того, автор напоминает о том, как якобы в 1988 году существовал проект о провозглашении Курдистана в Кельбаджаре, и что будто бы "Азербайджан покровительствовал РПК". "Я тогда говорил, - пишет Эр, - что Азербайджан маленькое и новое государство. Нельзя допускать, чтобы эта змея заползла туда. Если заползет, нанесет удар по Азербайджану и его независимости".

Любопытно, что ранее все "грехи" по части курдов турки приписывали только Армении. Не вдаваясь в детали приведенных Эром других любопытных фактов из новейшей истории Азербайджана, отметим: два бывших турецких дипломата - Темел Искит и Тургут Эр - выступают практически в унисон в отношении оценки некоторых аспектов политики Баку. Даже несмотря на то, что, как и в случаях с WikiLeaks, делается это путем вывешивания напоказ "грязного дипломатического белья".

Но чтобы понять, откуда и куда дует сейчас ветер в Турции, приведем заявление, сделанное на днях известным турецким политологом Мехметом Перинчеком. Он считает, что в настоящее время осуществляется так называемый ближневосточный проект США и Израиля, который предусматривает "изменение границ 24-х стран в рамках Большого Ближнего Востока". При этом, по словам турецкого политолога, США и Израиль осуществляют проект "Большого Курдистана" - второго Израиля, чтобы сохранить в будущем влияние Вашингтона в этом регионе мира.

Таким образом, в турецком политическом сознании выстраивается следующий геополитический силлогизм: если Баку поддерживает Тель-Авив, с которым у Анкары испортились отношения, то Азербайджан перестает быть союзником Турции. А раз так, то ее политика в отношении государств Закавказья должна претерпеть изменения. Если это действительно так, то тогда в ближайшее время следует ожидать активизации азербайджанской политики на российском направлении. Однако в сторону России внимательно посматривает и Турция. По Перинчеку, "Россия решительно поддерживает территориальную целостность Турции, ее борьбу против террористов ПКК", тогда как "на карте Большого Ближнего Востока США можно увидеть расчлененный Ирак, Турцию, Иран, Сирию и Азербайджан".

Так что выходит, что публикации на сайте WikiLeaks не только выставили США и их союзников в негативном свете, но и стали разрушать существующие договоренности и союзы. Во всяком случае, во взаимоотношениях между Анкарой и Баку это становится уже объективной реальностью.
kote-1962
როცა პოლიცია დანაშაულს სჩადის

თამარ ჩხეიძე



უ.გ. უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში, ხოლო შემდეგ ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში, სადაც ორი დღის შემდეგ გარდაიცვალა.

დაკავებული ამ დრომდე არავინაა, გამოძიება უკვე 1 წელიწადი და სამი თვეა მიმდინარეობს.

მიღებული ჭრილობების გამო დაპატიმრებულის გარდაცვალება, სმენის დაქვეითება, არასრუწლოვანზე ფიზიკური ძალადობა – საქართველოს პოლიციის მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენების შედეგია.

ანგარიშში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, სახალხო დამცველი დაკავებულების მიმართ პოლიციის მიერ ძალის გადამეტებაზე საუბრობს და მის მიერ წარმოდგენილი შემთხვევები დასტურდება როგორც დაკავებულთა მიერ, ასევე, პირის დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შეყვანისას გაკეთებული ჩანაწერებით.

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, უ.გ–ს სიკვდილის მიზეზი გახდა „სხეულის ბლაგვი ტრავმის შედეგად განვითარებული მასიური სისხლჩაქცევა თავის ტვინში. მის გვამს აღენიშნება სიცოცხლისდროინდელი შემდეგი სახის დაზიანებები: მასიური სისხლჩაქცევა, ნაჭდევები წინამხრის, მარჯვენა სხივ–მაჯის სახსრის, ორივე მუხლის სახსრის, მარცხენა წვივის და ორივე კოჭ–წვივის სახსრის არეებში. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო. ხანდაზმულობით 3-4 დღისა“.

2009 წლის 21 სექტემბერს, მისი გარდაცვალების დღეს, გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო.

ომბუდსმენისთვის გამოძიების მუხლობრივი ფორმულირება არადამაკმაყოფილებელია:

„აშკარა წინააღმდეგობაში მოდის გვამზე აღმოჩენილი დაზიანებების ხასიათთან და სიმძიმესთან, რომლებიც გაუფრთხილებლობაზე უფრო, მის მიმართ განხორციელებული ქმედებების გამიზნულ ხასიათზე მიუთითებს. დაზიანებები მიყენებული იყო სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე, ანუ დაკავების შემდეგ, რომელიც 15 სექტემბერს განხორციელდა“.

უ.გ–ს საქმე მოხვდა ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის თუ დასჯის საწინააღმდეგო კომიტეტის ანგარიშში.

უ.გ–ს საქმეზე გამოძიება დაიწყო, თუმცა კონკრეტული შედეგის გარეშე. 2010 წლის თებერვალში, გამოძიების დაწყებიდან 5 თვის შემდეგ, არ იყვნენ დაკითხული ის პოლიციელები, რომლებმაც უ.გ დააკავეს.

ომბუდსმენი ცალკე გამოყოფს იმ ფატქს, რომ გამოძიება ღუდუშაურის კლინიკის მიმართვის საფუძველზე დაიწყო და არა– სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულების. სახალხო დამცველი წერს, რომ მათ არც კი ჩათვალეს საჭიროს აღნიშნული გამოძიებისთვის ეცნობებინათ.

„არაეფექტური გამოძიება ყველაზე მეტად უშლის ხელს წამების აღმოფხვრას, რადგან ქმნის დაუსჯელობის სინდრომს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებში და წარმოქმნის იმის რისკს, რომ მსგავსი ქმედებები კიდევ განმეორდება“, – წერს სახალხო დამცველი.

ცემისგან გონება დაკარგა. მისი ნაამბობიდან ირკვევა, რომ პოლიციელებმა განყოფილებაში მას პანღურებო ურტყეს, შემდეგ ძირს დააგდეს და ისე ცემეს.

ზუგდიდში დაკავებულის თქმით, ცემის შედეგად მას თავის ტკივილები დასჩემდა და სმენა დააკლდა.

პოლიციელები მისგან ძროხის ქურდობის აღიარებას ითხოვდნენ.

ამ ფაქტთან დაკავშირებით საქმე პროკურატურაში 1 თვის შემდეგ აღიძრა. პატიმარს ექსპერტიზა ჩაუტარდა, რომლის მიხედვითაც, მას დაზიანებები არ აღენიშნებოდა.

„სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა არ დაინიშნა დროულად და საფიქრებელია, რომ მისი ჩატარება განზრახ გაჭიანურდა; გარდა ამისა, იმის გამო, რომ ექსპერტს არ აქვს გამოყენებული საქმის მასალები, მის მიერ ჩატარებული ექსპერტიზა არასრულყოფილია და არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. გარდა ამისა, წამების სავარაუდო ფაქტების გამოძიებისას აუცილებლობას წარმოადგენდა სასამართლო–ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნაც, ვინაიდან წამების ფსიქოლოგიური შედეგები გაცილებით უფრო ხანდაზმულად რჩება ასახული მსხვერპლზე. აღნიშნული მომენტი გამოძიების მიერ სრულად იქნა იგნორირებული“, – წერს სახალხო დამცველი.

იგი ყვება, რომ ს.რ.–ს წყლით სავსე ბოთლი ურტყეს თავში, აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას როგორც დაკავებისას, ასევე სამმართველოში გადაყვანის შემდეგ. მისგან პოლიცია მობილური ტელეფონის ქურდობის აღიარებას ითხოვდა.

„პატიმარი განმარტავდა, რომ სენაკის პოლიციის შენობაში მას სცემდა დაახლოებით 5 პოლიციელი, ისინი აგინებდნენ და თითოეული მათგანი სათითაოდ ურტყამდა სახეში, თავში და ტანზე. ცემის შედეგად პატიმარმა მიიღო დაზიანებები და პერიოდულად თავის ტკივილი აწუხებდა. პატიმრის განმარტებით, სენაკის რაიონულ სამმართველოში ყოფნისას მას პოლიციელები ემუქრებოდნენ, რომ დაიჭერდნენ მის დედას და ცოლს, ხოლო ბავშვს ბავშვთა სახლში ჩააბარებდნენ და მას წამალს ჩაუდებდნენ“.

დაიწყო თუ არა გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე, სახალხო დამცველისთვის უცნობია, რადგან 6 ივლისს გამოთხოვილ ინფორმაციაზე პასუხი პროკურატურისგან მათ ამ დრომდე არ მიუღიათ.

„ჩვენ მიერ მოპოვებული ბოლოდროინდელი ინფორმაცია და სხვადასხვა მასალებისა და ცალკეული ფაქტების ანალიზი ცხადხყოფს, რომ პროკურატურა, ხშირ შემთხვევაში, ზერელედ ეკიდება დაკავებული პირების წამების თუ არასათანადო მოპყრობის შემცველი ქმედებების გამოძიების საკითხს, ამგვარი ქმედებების შემცველ სისხლის სამართლის საქმეებს. როგორც უკვე აღინიშნა, ხშირ შემთვევაში ამგვარ ფაქტებს აკვალიფიცირებს არა როგორც წამების და დამამცირებელ ან არაადამიანური მოპყრობის დანაშაულებრივ ქმედებად, არამედ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებად, ან ცემად. ამგვარ საქმეებზე გამოძება თითქმის ყოველთვის ატარებს ფორმალურ ხასიათს და ხშირ შემთხვევაში მთავრდება საქმის შეწყვეტით, ან წლების განმავლობაში გაჭიანურებით. ამგვარ საქმეებზე, რაც ყველაზე უფრო საყურადღებოა, გამოძიება წყდება თავად სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების ჩვენებებზე დაყრდნობით და ზოგიერთ შემთხვევაში დაზარალებული უარყოფს სახალხო დამცველისთვის მიცემულ ახსნა–განმარტებას და ჩვენებას იძლევა სამართალდამცავთა სასარგებლოდ“.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარისგან მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, 2010 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საპყრობილეებში სხეულის სხვადასხვა დაზიანებით შეყვანილი იქნა 403 პატიმარი, მათგან 42 პატიმარმა განმარტა, რომ დაზიანება მიიღო დაკავებისას. საქართველოს მთავარი პროკურატურიდან სახალხო დამცველის აპარატში შემოსული პასუხების მიხედვით, გასაუბრების შედეგად 42 პატიმრიდან რვამ დაადასტურა, რომ სხეულის დაზიანება მიღებული ჰქონდა დაკავებისას, რის გამოც აღნიშნულ საქმეებზე დაიწყო წინასწარი გამოძიება.

http://netgazeti.ge/GE/38/News/3725/რო...დის.htm
kote-1962
არის თუ არა საპროცესო შეთანხმება სამართლიანი მართლმსაჯულება

თაზო კუპრეიშვილი




პროკურორის წამყვანი და მოსამართლის მეორეხარისხოვანი როლი, ჯარიმის თანხების გაუმჭვირვალობა და დაზარალებულის ახალი მდგომარეობა საპროცესო კოდექსში - ეს არის იმ ხარვეზების არასრული ჩამონათვალი, რომლებიც, სპეციალისტების აზრით, საქართველოს კანონმდებლობაში საპროცესო შეთანხმების სისტემას ახასიათებენ.

დღეს ორგანიზაციამ საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო და საინიციატივო ჯგუფმა წარმოადგინეს ანაგრიში საქართველოს სისხლის სამართლის სფეროს ორ პრობლემურ საკითხზე. ესენია: „საპროცესო შეთანხმება საქართველოში“ და „წინასწარი პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებული ადამიანის უფლებათა სამართლის ანალიზი.“

ანგარიშის მიხედვით, საპროცესო შეთანხმების სისტემის დაკვირვების შემდეგ რამდენიმე პრობლემა გამოვლინდა, რომლებიც უნდა გამოსწორდეს. პირველ რიგში, ეს არის სასამართლო სისტემის ღიაობა და საჯაროობა. ანგარიშში წერია, რომ ინფორმაციის მოპოვებასთან დაკავშირებით სასამართლოებისგან ხშირად ისეთ პრობლემებს აწყდებოდნენ, რაც წესით არ უნდა არსებობდეს. ასევე, გაურკვეველია იმ თანხების ზუსტი რაოდენობა, რაც საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ გადასახდელად დაეკისრათ მსჯავრდებულებს. პროკურატურის ინფორმაციით, ამ თანხამ 2009 წელს 61 მილიონ ლარს გადააჭარბა. სხვა წლების შესახებ, ინფორმაციის მოპოვების სირთულის გამო, შეუძლებელია ზუსტი სტატისტიკის დაანგარიშება.

2004-2005 წლებში საპროცესო შეთანხმებით და სხვა სამართლებრივი ინსტრუმენტებით დაკისრებული ჯარიმები საქართველოს ბიუჯეტის ნაცვლად პოლიციისა და ჯარის სასარგებლოდ დახურულ ფონდებში ირიცხებოდა. 2006 წლიდან თანხა ხაზინაში შედის, თუმცა, სპეციალური კოდის არარსებობის გამო, შეუძებელია ზუსტად იმის დათვლა, ამ გზით ბიუჯეტში რა თანხა შედის.

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს მიაჩნია, რომ უფრო მკაფიოდ და ნათლად უნდა ჩამოყალიბდეს მსჯავრდებულისთვის ჯარიმის დაკისრების და საპროცესო შეთანხმების გაფორმების წესი. ანგარიშში წერია, რომ ხშირად ერთსა და იმავე საქმეზე მსჯავრდებულებს თანაბრად არ შეუძლიათ ჯარიმის გადახდა. შედეგად, საქმეში მონაწილეთაგან შეიძლება ერთმა ფულის სანაცვლოდ პატიმრობას დააღწიოს თავი, მერემ კი, თანხის არქონის გამო, ეს ვერ შეძლოს.

ანგარიშის ავტორებს მიანიათ, რომ საპროცესო შეთანხმების სისტემაში უფრო მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული გამოძიებასთან რა ტიპის თანამშრომლობის გამო აფორმებენ საპროცესო შეთანხმებას მსჯავრდებულები. წესების ბუნდოვანება და პროკურორის თითქმის შეუზღუდავი უფლებები პროკურორს აძლევს საშუალებას, საკუთარი სურვილის მიხედვით წარმართოს საპროცესო შეთანხმება. წინა წლებისგან განსხვავებით, მოსამართლეს ამ შემთხვევაში უფლებები შეზღუდული აქვს. მას არ შეუძლია, რომ განსასჯელს საპროცესო შეთანხმებისას პროკურორის მიერ შეთავაზებულ სასჯელზე ნაკლები დააკისროს. ის ან უნდა დაეთანხმოს პროკურატურის შემოთავაზებას, ან - არა.

„მას (პროკურორს) რეალურად, საკუთარი სურვილისა და სარგებლისამებრ შეუძლია გადაწყვიტოს, რა შემთხვევაში დადოს საპროცესო შეთანხმება და რა სახის თანამშრომლობა მოითხოვოს და მიიღოს ამის სანაცვლოდ,“-წერია ანგარიშში.

ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ საპროცესო შეთანხმებას გააჩნია ბევრი უპირატესობა, რაც სასამართლო სისტემაზე დადებით გავლენას ახდენს: საქმის არსებითი განხილვის გარეშე მსჯავრდებულის მიერ ბრალის აღიარებით იზოგება სასამართლო წარმოების თანხები; დრო (სასამართლოებს გაცილებით პრობლემური საკითხების განსახილველად უფრო თავისუფალი დრო აქვთ); საპროცესო შეთანხმება, ასევე, ხელს უწყობს იმას, რომ ისედაც გადატვირთული საპატიმროები პატიმრებით უფრო არ გადაიტვირთოს და ა.შ.

საპროცესო შეთანხმების პრაქტიკა ქართულ სასამართლოში ვარდების რევოლუციის შემდეგ დაინერგა. „ამ ვითარებაში (რევოლუციის შემდეგ) ხელისუფლების ერთ–ერთი პირველი ნაბიჯი შევარდნაძის ხელისუფლების ჩინოვნიკების და მისი შიდა წრის საჯარო შევიწროვება იყო. მათ ტელეკამერების თანდასწრებით აკავებდნენ და კორუფციასა და სახელმწიფო სახსრების მიტაცებაში ადანაშაულებდნენ. თუმცა ეს ადამიანები, უმრავლეს შემთხვევაში, სასამართლოს წინაშე არ წარმდგარან და არც ოფიციალური სასჯელი მოუხდიათ. სახელმწიფო მათ მიყენებული ზიანის ანაზღაურებას აიძულებდა, რაც რამდენიმე გახმაურებულ შემთხვევაში მილიონობით დოლარს შეადგენდა და სანაცვლოდ სხვაგვარი პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებდა,“ - წერია საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ მომზადებულ ანგარიშში. ეს პროცესი 2003 წლის დეკემბრიდან დაიწყო. 2004 წლის 13 თებერვალს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამისი ცვლილებაც შევიდა.

ანგარიშის ავტორების თქმით, მნიშვნელოვანია ის, რომ სასამართლო სისტემაში ცვლილებები იმ დროს შევიდა, როცა მოსახლეობის ნდობა სასამართლოსადმი ძალიან დაბალი იყო. თუმცა, ამ მხრივ, მდგომარეობა რადიკალურად არც წლების შემდეგ შეცვლილა. ანგარიშში ვკითხულობთ: „ქართული სასამართლო სისტემის მიმართ საზოგადოებრივ აზრზე კიდევ უფრო ფართო წარმოდგენის შექმნა „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ „კავკასიის ბარომეტრის“ მეშვეობით შეგვიძლია. 2009 წლის კვლევის შედეგების მიხედვით, სასამართლოს საქართველოს მოსახლეობის 24.5% ენდობა და 27.4% – არ ენდობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ გამოკითხულთა 32.6%–ს სასამართლოზე ჩამოყალიბებული აზრი არ აქვს და აცხადებს, რომ „არც ენდობა და არც – არ ენდობა“ მას. სასამართლოს მიმართ ნდობისათვის მნიშვნელოვანია სასამართლოს სამართლიანობის ნდობა და ამ მხრივ სავალალო მდგომარეობაა. მოსახლეობის 54.4% ეთანხმება მოსაზრებას, რომ „საქართველოს სასამართლოები მოსახლეობის ნაწილს სამართლიანად ექცევა, ხოლო ნაწილს – უსამართლოდ“ და მხოლოდ 12.1% იზიარებს აზრს, რომ „საქართველოს სასამართლოები ყველას სამართლიანად ექცევა და არავის ანიჭებს უპირატესობას“. ამასთან, მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველოს მოქალაქეთა 33.9%–ის აზრით, სასამართლოები მთავრობის მხრიდან ზეწოლას განიცდიან და მოქალაქეთა მხოლოდ 27.8%–ის აზრით, ისინი პოლიტიკურად დამოუკიდებელნი არიან. აქვე აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ მოქალაქეთა მესამედს – 33.9%, ამ საკითხზე ჩამოყალიბებული აზრი არ აქვს. ვერც ეს ჩაითვლება სასამართლო სისტემის ნდობის მაღალ მაჩვენებლად.“

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 2004 წლის რედაქციით საპროცესო შეთანხმების დადების საფუძველი იყო ბრალდებულის თანხმობა, ეთანამშრომლა ბრალდების მხარესთან, ეღიარებინა დანაშაული და გამოძიებისათვის მიეწოდებინა უტყუარი ინფორმაცია ან/და მტკიცებულებები მძიმე დანაშაულის ან თანამდებობის პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ, რაც ამ დანაშაულის გახსნას ხელს შეუწყობდა. ამ შემთხვევაში პროკურორს უფლება ჰქონდა, ეშუამდგომლა სასამართლოსთან საქმეზე არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე.

დროთა განმავლობაში საპროცესო შეთანხმების გაფორმება უფრო და უფრო გამარტივდა, რაც, აღნიშნული ანგარიშის ავტორების აზრით, მართლმსაჯულების სისწრაფის თვალსაზრისით წარმატებული ნაბიჯია. მათ, ასევე, მიაჩნიათ, რომ ეს შეიძლება სამართლიანი მართლმსაჯულების განსახორციელებლად საკმარისი არ აღმოჩნდეს.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა სამართლადამცავ ორგანოებს 2006 წელს „ნულოვანი ტოლერანტობისკენ“ მოუწოდა. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ანგარიშის მიხედვით, ამის შედეგად სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობა 2005 წლის მონაცემთან (7 358) შედარებით 2006 წელს თითქმის გაორმაგდა (13 602). 2009 წელს კი სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობამ 15 592-ს მიაღწია. 2010 წლის ზაფხულის მონაცემებით, საქართველოს ციხეებში სასჯელს 22 628 ადამიანი იხდიდა.

„ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენთან ყოველ 100 000 ადამიანზე 514 მსჯავრდებული მოდის და მსჯავრდებულთა წილის სიდიდის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში მეშვიდე ადგილზეა,“ - წერია ანგარიშში.

საქართველოში ამჟამად 281 მოსამართლე მუშაობს. შესაბამისად, საქართველოს 15 ათას მოქალაქეზე ერთი მოსამართლე მოდის, რაც ესტონეთის მაჩვენებელთან შედარებით ორჯერ ნაკლებია.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოში საპროცესო შეთანხმებით მოგვარებული საქმეების წილი ყოველწლიურად იზრდება. უზენაესი სასამართლოს მონაცემებით, 2005 წელს საპროცესო შეთანხმებით 932 საქმეზე იქნა გამოტანილი განაჩენი, 2006 წელს - 3791–ზე, 2007 წელს - 8432–ზე, 2008 წელს – 9207–ზე, 2009 წელს კი – 9073 საქმეზე.

წლიდან წლამდე სასამართლო სულ უფრო ცოტა საქმეს უბრუნებს პროკურატურას საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმით. ასეთი საქმეების წილი 0.2%-ს არ აღემატება. მაგალითად, სასამართლომ 2009 წელს 9073 საქმიდან მხოლოდ 17 საქმეზე არ გააფორმა საპროცესო შეთანხმება.

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში მიაჩნიათ, რომ საპროცესო შეთანხმებების ასეთი მზარდი რაოდენობა სასამართლოსადმი ნდობის არარსებობაზე მიუთითებს.

„თუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტატისტიკას გადავხედავთ, ქართულ სასამართლო სისტემაში გამართლების შანსი 2007 წლიდან უცვლელად 0,1%–ს შეადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ საქმეთა 99.99%–ში სასამართლო ბრალდებულებს დამნაშავედ ცნობს,“ -ვკითხულობთ ანგარიშში.

მაგალითად, 2009 წელს პირველი ინსტანციის სასამართლოში მსჯავრდებულად 18 637 პირი წარსდგა. სასამართლომ მხოლოდ 18 მათგანი გაამართლა. დანარჩენებს კი სხვადასხვა ტიპის სასჯელი შეუფარდეს.

ანგარიშის ავტორების დაკვირვებით, საქართველოში საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის მუშაობის საფუძვლიანი კვლევა არ ჩატარებულა და საზოგადოებისათვის არც ზოგადი ინფორმაციაა ადვილად ხელმისაწვდომი.

„ვერც სააპელაციო და საქალაქო სასამართლოდან და ვერც არქივის საშუალებით შევძელით მიგვეღო 2004-2005 წლების გადაწყვეტილებები საპროცესო შეთანხმების შესახებ. ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი ჯერ კიდევ მკვიდრდებოდა და ამ დროის საქმეებიც ყველაზე მეტ კითხვას იწვევს საზოგადოებაში,“ - წერს საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო.

http://netgazeti.ge/GE/38/News/3714/არ...ება.htm
kote-1962
ინსტრუქციები მუნიციპალიტეტებისთვის

თაზო კუპრეიშვილი




საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შეუმცირდათ უფლება, თვითონ გადაწყვიტონ მათი კომპეტენციის ფარგლებში არსებული საკითხები.

საქართველოს კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ მკაფიოდ განსაზღვრავს საკითხებს, რომელთა გადაწყვეტაც თვითმმართელ ორგანოებს ევალებათ. მათ შორისაა: ადგილობრივი გზების შენახვა-მშენებლობა, განათება, პარკირების ადგილების განსაზღვრა, ქუჩებისა და მოედნებისთვის სახელის მინიჭება და ნუმერაცია, ასევე, ურბანული განვითარება. ცენტრალური ხელისუფლება კი წყვეტს: ადგილობრივი მნიშვნელობის სოციალური პროგრამების განხორციელების, კულტურის ცენტრების მოვლა-პატრონობის და კიდევ ათეულობით საკითხს. სწორედ ეს დაასკვნეს კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლებმა მიმდინარე წელს ჩატარებული კვლევის შედეგად, რომლის პრეზენტაცია დღეს სასტურმო რედისონში გაიმართა.

კვლევა სახელწოდებით –ადგილობრივი თვითმმართველობის მიწოდების სტანდარტები სოროსის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა და მასზე იმუშავეს სპეციალისტებმა: დავით ნარმანიამ, დავით ლოსაბერიძემ, მიხეილ ძაგანიამ და სხვებმა.

კვლევის მიხედვით, ქართული თვითმმართველობის ორგანოები საზოგადოებრივი სერვისის მიწოდების სფეროში გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად მხოლოდ საკითხთა 35%-ის შესახებ იღებენ. ამ მხრივ საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და სხვა მეზობელ სახელმწიფოთა შორის ბოლო ადგილზეა. უკრაინის თვითთმმართველი ორგანოების გადაწყვეტილების გამოტანის უფლებამოსილება საკითხთა 100%-ზე ვრცელდება, პოლონეთში - 98%–ზე, რუსეთში - 87%, ესტონეთში - 74%, ტაჯიკეთში - 72%, აზერბაიჯანში - 65%, სომხეთში - 63%.

კვლევის ერთ-ერთი ავტორის, დავით ნარმანიას თქმით, თვითმმართველობის ორგანოებში არ არსებობენ ის მინიმალური წესები და სტანდარტები, რომელთა მიხედვითაც საზოგადოებას სერვისი უნდა მიეწოდებოდეს. მსგავსი სერვისები ადამიანთა მოთხოვნებს ნაკლებადაა მორგებული.

„ჩვენ შევიმუშავეთ მინიმალური წესები, თუ როგორი სერვისი მიაწოდოს ადგილობრივმა თვითმმართველობამ მოსახლეობას. ეს არის სარეკომენდაციო ხასიათის კვლევა. კარგი იქნება, თუ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ამ რეკომენდაციებს თვითმმართველობის ორგანოებს შესთავაზებს,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ. მისი თქმით, ბევრ სფეროში ხელისუფლება კვლავ ძველი, საბჭოთა სტანდარტებით სარგებლობს, მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის 15 აპრილს საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო სტანდარტიზაციის ევროპული სააგენტოს (CEN) წევრი გახდა. მასში გაწევრიანებით ხელმისაწვდომი ხდება ევროპული რეგულაციები. ქართულმა მხარემ 2009 წელს აღნიშნული სააგენტოსგან მიიღო ევროპული სტანდარტების სრული ბაზა, რომელთა კვლევა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, პრაქტიკაში კი, ჯერჯერობით, სრულად არ განხორციელებულა.

კავკასიის ეკონომიკურმა და სოციალურმა კვლევითმა ინსტიტუტმა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის შეიმუშავა ინსტრუქციები არაერთ საკითხთან დაკავშირებით. ეს საკითხებია: სანიაღვრე სისტემების დაპროექტება, ქალაქების, სოფლების და სხვა გარე დასახლებების გარე განათების პროექტირება, ქუჩებისა და გზების პროექტირება, ქუჩების სახელდების და ნუმერაციის, ასევე, მუნიციპალური ტრანსპორტის ტექნიკურ-ნორმატიული ინსტრუქცია.

რეკომენდაციებში წერია, მაგალითად, როგორ უნდა დაინომროს ქუჩები, რა პრინციპით უნდა შეეცვალოს ქუჩებსა და მოედნებს სახელები, როგორ ითარგმნოს ქუჩის დასახელებები და ა.შ. დავით ნარმანიას თქმით, ზოგიერთ ტურისტულ სააგენტოს „თავისუფლების მოედანი“ უწერია როგორც Freedom square, ზოგს - tavsiuflebis moedani, ნაწილს კი - tavisuflebis square. მისი აზრით, არასწორია, როცა დავით აღმაშენებლის ძეგლს David The Builder აწერია. დავითი იყო აღმაშენებელი და არა - მშენებელი.

პრეზენტაციაზე მყოფმა სტუმრებმა, ასევე, გაიხსენეს, რომ ფარნავაზ მეფის ქუჩა ზოგიერთ აბრაზე აღნიშნულია როგორც „ფ. მეფის ქუჩა“. სპეციალისტების აზრით, ეს იმის ბრალია, რომ ქვეყანაში მსგავს საკითხებთან დაკავშირებით არანაირი სტანდარტი არ არსებობს.
დავით ნარმანიამ, ასევე, განაცხადა, რომ ამ მხრივ მუშაობა მხოლოდ კვლევის გამოქვეყნებით არ დასრულდება. ის უკვე შეხვდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებს, ასევე, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებს. მას იმედი აქვს, რომ მომზადებული რეკომენდაციები თუ სტანდარტად არ იქცევა, მას მუნიციპალიტეტების რეკომენდაციების სახით მაინც გამოიყენებენ.

http://netgazeti.ge/GE/38/News/3759/ინ...ვის.htm
kote-1962
გამოსახლება მონიტორინგით

ანა წიკლაური



დღეს პარლამენტის შენობის წინ ის დევნილები შეიკრიბებიან, რომლებმაც, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 24 დეკემბრამდე უნდა დატოვონ საცხოვრებელი ფართები. საპროტესტო აქციას თბილისში, დ. უზნაძის #8–ში, მცხოვრები დევნილებიც შეუერთდებიან.

„მას შემდეგ, რაც მიიღებთ შეტყობინების წერილს, თქვენ გაქვთ 10 დღე, რომ გამოათავისუფლოთ შენობა. თუ ამ პერიოდის განმავლობაში თქვენ არ გამოათავისუფლებთ შენობას, პოლიცია განახორციელებს იძულებითი აღსრულების ღონისძიებებს“ - ეს წერილობითი გაფრთხილება თბილისში, დ.უზნაძის 8 ნომერში, მცხოვრებმა დევნილებმა 13 დეკემბერს მიიღეს.

იქ მცხოვრებმა დევნილებმა ზუსტად ვერ დაადგინეს, ვის მიერაა წერილი გამოგზავნილი, რადგან მიმართვის წერილში არც ადრესანტის ვინაობაა მითითებული, არც ვინმეს ხელმოწერა აქვს და არც ბეჭედი.

შეტყობინებაში წერია, რომ აღნიშნული შენობა (დ.უზნაძის #8) არ არის გამიზნული დევნილთა გრძელვადიან საცხოვრებლად და ,,დღეის მდგომარეობით, მესაკუთრეს დაწყებული აქვს კანონით გათვალისწინებული პროცედურები შენობიდან თქვენი გამოსახლების მიზნით“.

როგორც იქ მცხოვრები დევნილები: თეიმურაზ მულდაროვი, რეზო ჩაჩიბაია, სვეტლანა ჭულუხაძე, ლილი მაჩაბელი და სხვები აღნიშნავენ, მათ შეტყობინება ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენელმა გიორგი გოგიტიძემ და სახახლო დამცველის წარომადგენელმა მერი კოჭლამაზაშვილმა მიუტანეს. გამომდინარე იქიდან, რომ წერილს არც ხელმოწერა და არც ბეჭედი ქონდა შესაბამისი უწყებიდან, დევნილები ამბობენ, რომ თავიდან უნდობლად განეწყვნენ. თუმცა, ახლა იმას ფიქრობენ, 24 დეკემბრამდე სად მოძებნონ საცხოვრებელი, რადგან ხელისუფლების მიერ შეთავაზებული ალტერნატიული ფართები ბაკურციხეში, ლესიჭინეში, ფოცხოეწერში და სხვა სოფლებში საცხოვრებლად მიუღებლად მიაჩნიათ.

ნეტგაზეთი კომენტარისათვის სახალხო დამცველის ოფისსა და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დაუკავშირდა.

როგორც სახახლო დამცველის წარმომადგენელი ნინო ერემაშვილი აცხადებს, ''იძულებით გადაადგილებულ პირთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, გამოსახლების/სხვა საცხოვრებელში გადაყვანის სტანდარტული ოპერაციული პროცედურები'' გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) აქტიური მონაწილეობის შედეგად შემუშავდა და დამტკიცდა სამეთვალყურეო საბჭოს მიერ.

გადაწყდა, რომ სამინისტროსთან ერთად, თითოეულ გამოსახლებას დაესწრებოდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელიც.

ვინაიდან პროექტის– „სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერა იძულებით გადაადგილებულ პირთა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა მიმართებით პრობლემების გადასაჭრელად“– თანამშრომლები ახორციელებდნენ გამოსახლებების მონიტორინგს აგვისტოს თვეში, მათ ახლაც მიიღეს შეთავაზება, მონაწილეობა მიეღოთ ზემოაღნიშნულ პროცესში.

წერილობითი შემოთავაზება აღნიშნულ პროექტში მონაწილეობის მისაღებად სახალხო დამცველის აპარატმა უშუალოდ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) ოფისიდან მიიღო.

პროექტის ფარგლებში, სახალხო დამცველის აპარატი სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის მონიტორინგს 5 ობიექტზე ახორციელებს.

ნინო ერემაშვილის თქმით, მონიტორინგი გულისხმობს შემდეგს: პროექტის მონიტორი დადის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად და აკვირდება რამდენად მიდის გამოსახლების პროცესი შემუშავებული ოპერაციული პროცედურების შესაბამისად.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში ამბობენ, რომ დეკემბრის თვეში სამინისტრო 24 ობიექტიდან დევნილების გამოსახლებას გეგმავს. ეს არის ის ობიექტები, რომლებშიც დევნილებმა თვითნებურად დაიკავეს ფართი. ამ ობიექტებიდან გამოსახლების პროცესი ჯერ კიდევ აგვისტოს თვეში დაიწყო, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური ჩარევის შედეგად გამოცხადდა მორატორიუმი მანამ, სანამ შემუშავდებოდა სპეციალური პროცედურები, რომლის შესაბამისადაც მოხდებოდა დევნილების გამოსახლება.

სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელი იულია ხარაშვილი ამბობს, რომ პროექტი ''იძულებით გადაადგილებულ პირთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, გამოსახლების/სხვა საცხოვრებელში გადაყვანის სტანდარტული ოპერაციული პროცედურები'' გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) აქტიური მონაწილეობის, საერთაშორისო და არასამთავრობო სექტორთან ერთობლივი მუშაობის შედეგად შემუშავდა და სექტემბრის თვეში დამტკიცდა სამეთვალყურეო საბჭოს მიერ.
რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ დევნილებისადმი გაგზავნილ წერილობით გაფრთხილებაზ,ე ხელმოწერისა და ბეჭდის გარდა, არც შესაბამისი უწყება ანუ სამინისტრო არ იყო მითითებული, იულია ხარაშვილი ასე განმარტავს - ,,გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის საინფორმაციო სახის გაფრთხილება, მასზე ბეჭედი და ხელმოწერა საჭირო არაა“.

http://netgazeti.ge/GE/38/News/3744/გა...გით.htm
kote-1962
სამინისტროს ბიუჯეტის მეოთხედი=იაკობაშვილის 2 წლის ხარჯებს
თამარ ჩხეიძე



თემურ იაკობაშვილმა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში ორი წლის განმავლობაში თითქმის იმდენივე თანხა დახარჯა, რაც ამ სამინისტროს მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ჰქონდა გამოყოფილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

329 ათას 516 ლარი – ეს დაჯამებული თანხაა იაკობაშვილის სახელფასო, პრემიალური, სამივლინებო, სატელეფონო, ავტომობილის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯებისა. სამინისტროს 2010 წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტი კი 374 300 ლარია.

მისი მინისტრად მუშაობის ბოლო 21– თვიან პერიოდში საშუალოდ მასზე დახარჯული თანხა თვიურად 15 691 ლარი იყო.

დღეს ამოქმედებული პორტალი opendata.ge სამინისტროების თანამშრომლების სახელფასო, პრემიალურ თუ სხვა სახის ხარჯებზე საჯარო ინფორმაციას აქვეყნებს.

ეს ინფორმაცია პორტალს თავად სამინისტროებმა მიაწოდეს.

რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ყველაზე გამჭვირვალე სამინისტროდ დაასახელა ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტმა, რომელმაც საიტი შექმნა; გამჭვირვალე იმ კრიტეტიუმით, რომ მათ მიერ გაგზავნილ 14–ვე კითხვას დროულად და სრულად გაეცა პასუხი.

ირკვევა, რომ 70 500 ლარი ხელფასისა და პრემიის სახით მინისტრმა 2010 წელს მიიღო, ხოლო 2009 წელს მის მიერ მიღებული ხელფასი 42 480 ლარს შეადგენდა, წლის მანძილზე დარიცხული საპრემიო შემოსავალი კი –46 020 ლარს.

თვის მანძლზე მისი ხელფასი 3 540 ლარია იყო, ამავე რაოდენობის პრემიას იგი ყოველთვიურად იღებდა.

იაკობაშვილის სამივლინებო ხარჯები 2010 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით 78 729 ლარია.

თემურ იაკობაშვილს სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე მუშაობისას 2010 წელს 41 355 ლარი აქვს დახარჯული მობილურ სატელეფონო საუბრებში. 31 ათასი ლარი დაიხარჯა იაკობაშვილის სატელეფონო საუბრებზე 2009 წელს.

ავტომობილის ტექმომსახურების ხარჯები იაკობაშვილის ავტომობილზე – მიცუბიში პაჯერო 10 332 ლარია, 2009 წელს კი – 9100 ლარი.

რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის 2010 წლის ბიუჯეტი 1 379 400 ლარი იყო. პლიუს მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი თანხები.

საერთო ჯამში, სარეზერვო ფონდიდან სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხა ორი წლის მანძილზე 348 ათასი ლარია.

თემურ იაკობაშვილი საქართველოს ელჩია აშშ–ში. 2008 წლის იანვრიდან 2010 წლის ნოემბრამდე იგი საქართველოს სახელმწიფო მინისტრი იყო რეინტეგრაციის საკითხებში. 2008 წლამდე– აღმასრულებელი ვიცე–პრეზიდენტი, საქართველოს სტრატეგიის და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში.

http://netgazeti.ge/GE/38/News/3737/სა...ებს.htm
kote-1962
მურმან დუმბაძე: “სააკაშვილს მშენებარე მეჩეთის ადგილას დამარხავენ“


21:45 17.12.2010

[ნინო მიქიაშვილი]

“რესპუბლიკური პარტიის“ აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარემ, მურმან დუმბაძემ პრესა.გე–ს აცნობა, რომ ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე, ბარბარეს ეკლესიასთან ახლოს, ყოფილი მე–6 საჯარო სკოლის შენობის დანგრევა და ამ ადგილას მეჩეთის აშენება იგეგმება.

მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმება პირველად ბათუმის საკრებულოში ვცადეთ; პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, გურანდა აბულაძემ განგვიცხადა, რომ საკრებულო ვერ გააკეთებს კომენტარს იმაზე, მართლა აპირებენ თუ არა ყოფილი მე-6 საჯარო სკოლის შენობის დანგრევას. აბულაძემ აჭარის ა/რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გადაგვამისამართა. ამ უწყების პირველმა პირმა, ვაჟა ბოლქვაძემ სკოლის ადგილას მეჩეთის აშენების შესახებ ინფორმაცია კატეგორიულად უარყო:
“საიდან მოგივიდათ ეგ აზრი, ან ვინ მოგაწოდათ ეგ ინფორმაცია?! ყოფილი სკოლის შენობა საპრივატიზაციო ობიექტთა სიაში არის და თუ ინვესტორი გამოჩნდება, მივყიდით, მაგრამ მაგ ტერიტორიაზე არანაირი მეჩეთის აშენება არ იგეგმება“.

აჭარის ა/რ. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მიერ გაკეთებული კომენტარის შემდეგ, მურმან დუმბაძეს ხელახლა დავუკავშირდით და ვკითხეთ, რამდენად სარწმუნოა მის მიერ მოწოდებული ცნობა, მეჩეთის აშენების შესახებ, რაზეც მან გვიპასუხა: “ეს ინფორმაცია მე ძალიან სარწმუნო წყაროდან მაქვს; მეჩეთის აშენება იმ ხელშეკრულების ფარგლებში იგეგმება, რომელზე ხელმოწერასაც აპირებენ საქართველოსა და თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლები“.


შეგახსენებთ, რომ 5–7 დეკემბერს, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა თურქეთის დელეგაცია. 6 დეკემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ, ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თბილისში, თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს დელეგაცია იმყოფებოდა და რომ ვიზიტის ფარგლებში, ორ ქვეყანას შორის ეროვნულ ძეგლებთან დაკავშირებული სადავო საკითხები იქნებოდა განხილული – “საქართველოსა და თურქეთს შორის ერთობლივი ოქმის გაფორმება იგეგმება, რომელიც საქართველოში თურქულ, ხოლო თურქეთში ქართულ კულტურულ ძეგლებს უკავშირდება“.

ნინო კალანდაძემ აღნიშნა ისიც, რომ სამუშაო ჯგუფი ოქმს ხელმოსაწერად მოამზადებს, ხოლო მისი გაფორმება საქართველოში თურქეთის ტურიზმისა და კულტურის მინისტრის ვიზიტის დროს იგეგმება.

პრესა.გე–მ 7 დეკემბერს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტს ინტერნეტით გაუგზავნა განცხადება და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37–ე, 38–ე და 40–ე მუხლების საფუძველზე, ზემოხსენებული ოქმის ასლის მოწოდება სთხოვა. დეპარტამენტში განგვიმარტეს, რომ განცხადება კანცელარიაში უნდა ჩაგვებარებინა. მეორე დღეს, 8 დეკემბერს განცხადება კანცელარიაში ჩავაბარეთ, მაგრამ პასუხი დღემდე არ გაუციათ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის დეპარტამენტი, რომელიც ამა თუ იმ მასალისთვის საჭირო კომენტარს ყოველთვის ოპერატიულად გვაწვდის, ვიმედოვნებთ, რომ ამჯერადაც ასე მოიქცევა და ორშაბათს მაინც მივიღებთ პასუხს ჩვენს განცხადებაზე.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ისტორიულ ტაო–კლარჯეთში სამი ქართული ძეგლის აღდგენის სანაცვლოდ, თურქული მხარე გარკვეულ მოთხოვნებს აყენებს, რომელთა შორისაა ბათუმში აზიზიეს მეჩეთის რეპლიკის აშენება, სალოცავი ფუნქციის გარეშე; ახალციხეში მეჩეთის რესტავრაცია და სოფელ კვირიკეში არსებული ჯამეს რესტავრაცია. ეს ინფორმაცია პრესა.გე–ს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ნიკა ვაჩეიშვილმა, 2009 წლის 8 მაისს ინტრვიუში (სათაურით – ოშკის აღდგენის სანაცვლოდ ბათუმში მეჩეთს ააშენებენ) დაუდასტურა.

ამასთან, ჩვენთვის გაუგებარია რატომ ცდილობენ ჩვენი კულტურული მემკვდირეობის თურქულად გამოცხადებას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები (ნიკა ვაჩეიშვილი, ნინო კალანდაძე). პრესა.გე–მ იმ ძეგლების წარმომავლობის შესახებ ინფორმაცია, რომლის აშენება–რესტავრაციასაც თურქები ითხოვენ, მოიძია და მიმდინარე წლის 6 აგვისტოს გამოაქვეყნა სათაურით – ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა საფრთხეშია!!! ამ მასალაში შეგიძლიათ წაიკითხოთ იმ სპეციალისტების კომენტარები, რომლებიც საქართველოში მუსულმანური ძეგლების ისტორიას იკვლევენ. ისინი აღნიშნავენ და ასაბუთებენ, რომ ზემოხსენებული ძეგლები ქართული კულტურის ნიმუშებს წარმოადგენენ.
პრესა.გე–მ უკვე ორჯერ (9 მაისს და 5 დეკემბერს) შემოგთავაზათ საქართველოს კათალიკოს–პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ოფიციალური წერილის სრული ვერსია, რომელშიც პატრიარქი ხელისუფლებას იმ საფრთხეების ირგვლივ ღიად მიანიშნებს, რაც თურქების მოთხოვნების უპირობო შესრულებას შეიძლება მოჰყვეს. გთავაზობთ ამონარიდს მისი უწმინდესობის წერილიდან:
“ცნობილია, რომ ბათუმის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მართლმადიდებელი ქრისტიანია. მიუხედავად ამისა, ბათუმში უკვე ფუნქციონირებს საკმაოდ დიდი მეჩეთი, რომელიც შეესაბამება მუსლიმური მრევლის რაოდენობას და ამასთან, გამოხატავს სახელმწიფოს კეთილგანწყობას, თავისი მუსლიმი მოსახლეობის რელიგიური, კულტურული და ტრადიციული მემკვიდრეობის მიმართ.
ყოფილი “აზიზიეს მეჩეთის“ ადგილზე დღეს საცხოვრებელი კორპუსებია აშენებული და მათი დანგრევა ვერ მოხერხდება, ხოლო ბათუმის სხვა უბანში, ტერიტორიის გამოყოფა და იქ აღნიშნული მეჩეთის ასლის აგება, ფაქტიურად ახალი მეჩეთის აშენებას ნიშნავს, რაც ადგილობრივი მოსახლეობის დიდ პროტესტს გამოიწვევს. ჩვენ თავს ვალდებულად ვთვლით ამის შესახებ გაგაფრთხილოთ“.

არც პრესა.გე–ს და არც ამ მასალის ავტორს დღემდე არავინ დაკავშირებია და პოზიციის გამოხატვის სურვილი არ გამოუთქვამ, თუ არ ჩავთვლით, სტატიების ბოლოს, ფორუმებზე დატოვებულ ძალიან ბევრ კომენტარს. “რესპუბლიკური პარტიის“ აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე, მურმან დუმბაძე პირველია, ვინც თურქეთ–საქართველოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებასა და მისი უწმინდესობის პოზიციას ღიად გამოეხმაურა.
მურმან დუმბაძე: “ზოგადად საქართველოში, მუსულმანური აღმსარებლობის ადამიანებს, მუსულმან ქართველებს, ერთად შეკრების და ლოცვის საშუალება აქვთ. კერძოდ, აჭარაში ეს თვალშისაცემიცაა. აქ თქვენ ვერ ნახავთ ხეობას, სოფელს, რომ არ ფუნქციონირებდეს ჯამე. აქაურ ქრისტიანებს მათი რწმენის თავისუფალ აღმსარებლობაზე არავითარი გართულება არ აქვთ. ამ მხრივ აჭარა მრავალსაუკუნოვანი ქართული კულტურის, ეროვნული მსოფლმხედველობისა და კონფესიური ურთიერთობის შესანიშნავი მაგალითია. ქალაქ ბათუმშიც ფუნქციონირებს ე.წ. ორთაჯამე. ამ სახელითაა ცნობილი ბათუმში მოქმედი მეჩეთი.

ბოლო 10 წელია ჩვენი პარტიის ოფისი არის ამ ჯამეს გვერდით. ვერ ვიტყვი რომ ჯამე ცარიელია, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რომ ტევა არ არის. აქ უმეტესად დადიან ადგილობრივი მოხუცები, სტუმრად შემოსული თურქეთის მოქალაქეები და დადის ახალგაზრდობაც, თუმცა მათი რიცხვი გაცილებით მცირეა.
ბათუმისგან განსხვავებით ზემომთიან აჭარაში, მაგალითად, ხულოს რაიონში, ღორჯომის ხეობაში) კომპაქტურად დასახლებულნი არიან მუსულმანური აღმსარებლობის ადამიანები და იქ რამდენიმე ჯამე ფუნქციონირებს. იგივე ხულოს რაიონის სხალთის ხეობაში მართლმადიდებლების რაოდენობა ჭარბობს და ამიტომ იქ ჯამეც არის და ეკლესიაც. რაც შეეხება ბათუმს, აქ პრაქტიკულად იმდენად ცოტაა მუსულმანი, რომ ახალი ჯამეს, ან მეჩეთის აშენება წმინდა პოლიტიკური ხასიათისა იქნება“.
მურმან დუმბაძე ამბობს, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში შექმნილ დოკუმენტებს შორის სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის გაფორმებული შეთანხმება, რომელიც “კონკორდატის“ სახელითაა ცნობილი, ერთ–ერთი საუკეთესოა.

“რესპუბლიკური პარტიის“ აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის ლიდერს მიაჩნია, რომ ამ დოკუმენტით სახელმწიფომ ზუსტად აღიქვა ეკლესიური სწავლება, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღიარა შიდასაეკლესიო მმართველობა და სცნო კათალიკოს-პატრიარქის იმუნიტეტი. აქედან გამომდინარე, მურმან დუმბაძე თვლის, რომ საკითხი ორ ნაწილად უნდა გაიყოს – წმინდა კანონიკური, საეკლესიო თვალსაზრისით და სახელმწიფო–საჯარო თვალსაზრისით.
მურმან დუმბაძე: “ყურადღებით ვადევნებდი თვალს პრესა.გე–ზე გამოქვეყნებულ თქვენს წერილებს, ამ საკითხთან დაკავშირებით. რამდენადაც ჩემთვის ცნობილი გახდა, პატრიარქი და, შესაბამისად – სინოდი, წინააღმდეგია ამ საკითხის ეკლესიური ვალდებულებებით მოწესრიგებისა. ანუ პატრიარქი ამბობს, რომ თუ იქ ისტორიული მნიშვნელობის სამონასტრო ტაძარს აღვადგენთ, მაგრამ საეკლესიო მმართველობა ვერ განხორციელდება, აქ მეჩეთი არ უნდა აშენდესო. პატრიარქის ნათქვამი მე ასე მესმის – ის არ იქნება წინააღმდეგი, თუ იქ, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე, აღდგება ხანძთა, იშხანი, ოშკი და აქ სანაცვლოდ აშენდება ნებისმიერი კომერციული (მაგალითად, სასტუმრო, მაღაზია), თუ არაკომერციული ობიექტი; მაგალითად თურქეთის საკონსულოს დამატებითი შენობა. მაგრამ სანაცვლოდ მეჩეთის აშენება, მისთვის არის მიუღებელი.

ამასთან, თუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენას აპირებენ, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია ეს საკითხი საქართველოს ეკლესიასთან შეათანხმოს. თუ სააკაშვილი ამ ეკლესიებს განიხილავს, როგორც ისტორიული მნიშვნელობის მატერიალური კულტურის ობიექტებს და სურს მისი გადარჩენა კაცობრიობისთვის, მაშინ რატომ იცვლება ის ერთი ერთში, ანუ ეკლესია მეჩეთში? მოგვცენ უფლება აღვადგინოთ ეს ძეგლები და მის სანაცვლოდ, ისევ თურქეთის ტერიტორიაზე ავუშენოთ მეჩეთი და არა საქართველოში. მაინტერესებს, ჩვენ, საჯარო-საერო პირებს, არ გვეკითხება, გვსურს თუ არა მეჩეთის მშენებლობა ბათუმში, როცა ამის არავითარი პრაქტიკული მოთხოვნილება არ არსებობს?!
მიხეილ სააკაშვილს და, მით უმეტეს, თურქეთის ხელისუფლებას მართლმადიდებლობის არსი არ ესმით და აი რატომ – სააკაშვილი თურქების გასაგონად ამბობს, რომ მე იქ აღმიდგინეთ ჩემი მართლმადიდებლური ეკლესია და თქვენ აქ სანაცვლოდ ააშენეთ მეჩეთიო. ანუ სააკაშვილს ჰგონია, რომ ქრისტიანული ეკლესია და მუსულმანური მეჩეთი რელიგიის თვალსაზრისით ეკვივალენტურია. არა და მათლმადიდებლობა არ არის ეკლესია, მართლმადიდებლობა არის სჯულის კანონი, რომელიც შეიძლება შესრულდეს მაგალითად, ლოდზე, როგორც ამას აკეთებდა ვთქვათ, წმინდა სერაფიმ საროველი. მართლმადიდებლობა არის ცოცხალი რწმენა, უფლის სიყვარული, რომელიც გათავისუფლებს ყველასგან და ყველაფრისგან, გარდა უფლის მორჩილებისა. ამაშია მისი სიდიადე. სააკაშვილს რომ ეთქვა, მე იქ აღვადგენ ეკლესიას და აქ თქვენ სანაცვლოდ კომერციულ დაწესებულებას, მაგალითად სასტუმროს აგაშენებინებთო, მაშინ მივხვდებოდი, რომ სააკაშვილი ეკლესიასა და მეჩეთს შორის სხვაობას ხედავს.
რაც შეეხება ჯამეს აშენებას ქალაქ ბათუმში – ბათუმი როგორც ქალაქი არსებობდა სააკაშვილამდე, არსებობს სააკაშვილის დროსაც და იარსებებს სააკაშვილის შემდეგაც. საჯარო-სახელმწიფო გაგებით, ბათუმი თვითმმართველი ქალაქია, მას ჰყავს თვითმმართველი ორგანო - საკრებულო (თავისუფალ გარემოში არჩეული თუ დანიშნული წევრებით დაკომპლექტებული, ეს სხვა, პოლიტიკური საკითხია); ქალაქში რაც აშენდება ან დაინგრევა, ეს ბათუმელების გადასაწყვეტია, არაპირდაპირი დემოკრატიის, ამ შემთხვევაში ბათუმის მოსახლეობის წარმომადგენლების, ადგილობრივი დეპუტატების მეშვეობით და დედამიწის ზურგზე არავის არ ეკითხება, სად, რა და როდის აშენდება ქალაქ ბათუმში; მათ შორის არც საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ხელისუფლებას და მით უმეტეს თურქეთის სახელმწიფო ხელისუფლებას. ამის თქმის უფლებას მაძლევს საქართველოს კონსტიტუცია.

არასოდეს ვყოფილვარ ჩასაფრებული პირი, მაგრამ 7 ნოემბრისა და 8 აგვისტოს შემდეგ მკვდრეთით აღმდგარ სააკაშვილზე არ ვმალავ, ნამდვილად ჩასაფრებული ვარ. ერთი სული მაქვს, მორიგ სისულეს, დანაშაულთან ერთად როდის ჩაიდენს.

მე მაქვს ინფორმაცია, რომ რუსთაველის ქუჩაზე, სადაც არის “ შერატონის“ სასტუმრო და იქვეა ბარბარეს ეკლესიაც, რამდენიმე ათეულ მეტრში, მე-6-ე სკოლის ყოფილ შენობას ანგრევენ და მის სანაცვლოდ მეჩეთის აშენება უნდათ. სააკაშვილი ცეცხლს ეთამაშება. ეს თუ გაბედა, და არა მარტო ამ ადგილზე, მაშინ ჩათვალეთ, რომ ის, რაც ვერ გააკეთა ვერცერთმა პოლიტიკოსმა, თუ პოლიტიკურმა პარტიამ, გააკეთებს ქართველი ხალხი – მე ვიცი მოქალაქეების განწყობა. სააკაშვილს მშენებარე მეჩეთის ადგილას დამარხავენ და ამ პროცესში მეც მივიღებ მონაწილეობას“.

http://www.presa.ge/new/?m=society&AID=2472
kote-1962
კორტებზე ხეები გაჩეხეს და ახლა დედაენის ბაღს მისდგნენ


15:36 17.12.2010

[ნინო მიქიაშვილი]

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, კულტურის სამინისტროს შენობის წინ, დინამოს კორტების ტერიტორიაზე ხეები გაჩეხეს, ნაგებობების დანგრევა დაიწყეს და ახლა დედაენის ბაღს მისდგნენ – შემოღობილ ტერიტორიაზე ხეებს ჩეხავენ. ეს ინფორმაცია პრესა.გე–ს “კონსერვატორმა“ ლაშა ჩხარტიშვილმა მოაწოდა. მისივე ცნობით, სპორტის სასახლესთან, მწვანე ზოლში მშენებლობის დაწყება იგეგმება, რასაც იქაური მოსახლეობა აქტიურად აპროტესტებს.

იმის გასარკვევად, თუ ვინ გასცა შესაბამისი ნებართვა, რამდენად კანონიერად ხდება კორტებზე და დედაენის ბაღში მწვანე ნარგავების გაჩეხვა და რატომ ელის საფრთხე სპორტის სასახლესთან არსებულ მწვანე ზოლს, ტელეფონით დავუკავშირდით გარემოს დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს და თბილისის მერიის პრესსამსახურს.

გარემოს დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, ეკა ბენდელიანსა და პრესა.გე–ს შორის ასეთი საუბარი შედგა:

რატომ იჩეხება მწვანე ნარგავები კორტებზე და რატომ მიმდინარეობს იგივე პროცესი დედაენის ბაღში?

– იმ ტერიტორიაზე ხეები უნდა გაიჩეხოს თუ არა, ეს საკითხი მერიის კომპეტენციაში შედის, მე ვერანაირად ვერ გიპასუხებთ.

იქნებ შესაბამის სამსახურთან დააზუსტოთ, ეს ხეები კანონიერად იჩეხება თუ არა დედაენის ბაღში და კორტების ტერიტორიაზე?

– კომენტარს მოგცემთ მერია, რადგან ეგ საკითხი მერიის კომპეტენციაში შედის.

პრესა.გე გუშინ, 16 დეკემბერს მთელი დღის განმავლობაში და დღეს, 17 დეკემბერს, დღის პირველ ნახევარში ცდილობდა მიეღო თბილისის მერიიდან პასუხი კითხვებზე, კორტებთან, დედაენის ბაღთან და სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიასთან დაკავშირებით. გუშინ მხოლოდ ის გვითხრეს, რომ “თბილისის მერია არ ჩეხავს ხეებს კორტებთან და დედაენის ბაღში“. იმაზე, თუ რის საფუძველზე გაიცა ნებართვა, კორტებსა და დედაენის ბაღის ტერიტორიასთან დაკავშირებით და რისი გაკეთება იგეგმება სპორტის სასახლესთან, პასუხი დღეს უნდა გაეცათ. რამდენიმე სატელეფონო ზარის შემდეგ, თბილისის მერიის პრესსამსახურში განგვიცხადეს, რომ “თბილისის მერია ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს“.

მორიგი ვანდალიზმი თბილისში

შეგახსენებთ, რომ აღმაშენებლის გამზირზე თბილისის მერია ჭადრებს ოქტომბრის ბოლოდან დაერია – ხეების ჩეხვა 27 ოქტომბრიდან დღემდე “წარმატებულად“ მიმდინარეობს. ჭადრების ნაცვლად, როგორც ალეკო ელისაშვილი ამბობს, ჯოხები ჩაარჭვეს; იქვე განათების ბოძებიც ჩაამაგრეს, რომელზეც ნათურასთან ერთად ორ–ორი სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული.

იმაზე, რომ თბილისის ეს მონაკვეთი ისედაც ჩავარდნილ ადგილზეა, იქაურობა გამონაბოლქვით სავსეა, რასაც ათეულობით წლების განმავლობაში ჭადრის ხეები მეტ–ნაკლებად უმკლავდებოდნენ და ახლა მათ გარეშე დარჩენილ აღმაშენებლის გამზირზე ზაფხულობით სუნთქვა და ცხოვრება გაჭირდება, ხმას თითო–ოროლა ადამიანი იღებს, ისიც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებიდან და არა იქაური მოსახლეობიდან.

დინამოს კორტებზე და დედაენის ბაღში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით, გთავაზობთ “კონსერვატორ“ ლაშა ჩხარტიშვილთან ჩაწერილ ინტერვიუს.

ლაშა ჩხარტიშვილი: გასული შაბათიდან მოყოლებული უკანონოდ მიმდინარეობს რეკრეაციული ზონის განადგურება, დინამოს კორტების ბაღის ტერიტორიაზე, სადაც 180–მდე ასწლოვანი ხე იდგა და დედაენის ბაღში, სადაც ერთი ჰექტარია შემოღობილი. ოთხი დღეა ვცდილობთ საზოგადოების მობილიზებას, მაგრამ სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი არ აქტიურობს.

მეორეს მხრივ გვინდა სახელმწიფო ორგანოები ჩაგვერთო ამ პროცესში, რათა უკანონობა აღვაკვეთონ, მაგრამ არც გარემოს დაცვის ინსპექცია, არც ზედამხედველობის ინსპექცია ზემოხსენებულ აგდილებზე პრინციპულად არ მოდის, რათა შეადგინონ ოქმი იმის თაობაზე, რომ ეს ყველაფერი უკანონოა. თუ ისინი თვლიან, რომ კანონიერია, მაშინ ეს დაწერონ. შესაბამისი სამსახურები ამ ადგილებზე მოსვლას თავს შეგნებულად არიდებენ.

გარემოს დაცვის მინისტრის, გოგა ხაჩიძის სახელზე 13 დეკემბერს საჩივარი სამინისტროში ჩავაბარეთ, გარემოს დაცვის ინსპექციის უმოქმედობის გამო, მაგრამ გარემოს დაცვის ინსპექცია მაინც არ მოდის. ხან ამბობენ, რომ ყველა მანქანა დაკავებულია, ხან კიდევ რაღაც ფორმალურ და აბსურდულ მიზეზებს ასახელებენ.

ფაქტი ერთია – ხელისუფლება გადავიდა მასიურ შეტევაზე, საკუთარი საზოგადოების წინააღმდეგ, მათ შორის საარსებო გარემოს განადგურების კუთხით, რისი მიზანიც ერთადერთი შეიძლება იყოს – ეს არის ქრთამი, რომელსაც ისინი აიღებენ მშენებლობის სანაცვლოდ, ან ის, რომ თვითონ აპირებენ ამ ტერიტორიის დასაკუთრებას და კომერციული მიზნებით გამოყენებას.

გაქვთ ინფორმაცია უშუალოდ ვინ ჭრის ხეებს, კორტებზე და დედაენის ბაღში?

– რამდენადაც ჩვენთვისაა ცნობილი, კორტების ტერიტორია ჯერ კიდევ სახელმწიფო საკუთრებაშია და უბრალოდ, მოედანს უსუფთავებენ იმ ინვესტორს, რომელიც ან ხელისუფლების წარმომადგენელი იქნება და კომპანია სხვის სახელზე ექნება გაფორმებული, ან სხვა იქნება და წილში ხელისუფლება ეყოლება. დინამოს კორტების ტერიტორია დაახლოებით 3 ჰექტარია.

ამას ემატება მის მომიჯნავედ დედაენის ბაღის ნაწილი, რომელიც თავის დროზე გაარემონტეს, ახალი ჩირაღდნები, დასასვენებელი სკამები ჩადგეს, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ამ ყველაფერისთვის მოეარათ, გაწეული ხარჯი წყალში გადაყარეს და რეკრეაციულ ზონას ანადგურებენ, რომელსაც ქალაქისათვის უდიდესი ეკოლოგიური ფუნქცია აქვს.

ამასთან, სპორტის სასახლესთანაც აპირებენ გამწვანებულ ზოლში მშენებლობის დაწყებას (ესაა გამწვანებული ზოლი, არმისული სალაროებამდე, თუ მივდივართ გმირთა მოედნიდან), რასაც მოსახლეობა აქტიურად აპროტესტებს.

ამჟამად თბილისში, ქალაქის განაშენიანების ფარგლებში, გამწვანებული ტერიტორიის ფართობი თითოეულ მოქალაქეზე არის 3–4 კვადრატული მეტრი, მაშინ, როცა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, თითოეულ მოქალაქეზე 50 კვადრატული მეტრი მაინც უნდა მოდიოდეს. ეს ყველაფერი პირდაპირ მოქმედებს ჯანმრთელობის უფლებაზე, ადამიანის სიცოცხლის უფლებაზე.

ის რომ ოფიციალური სტატისტიკით თბილისში ბოლო 5 წლის განმავალობაში ხუთჯერ გაიზარდა სიმსივნური დავადობის მაჩვენებელი, არის პირდაპირი შედეგი ქალაქის ეკოლოგიური გარემოს განადგურების და იმ უხარისხო საწვავის, რომელსაც ასევე ხელისუფლება აწვდის მოსახლეობას. გავრცელებული ინფორმაციით, საწვავის ერთ–ერთი მთავარი შემომტანი არის მიხეილ სააკაშვილის ძმა; ის ახორციელებს კონტროლს საწვავის შემოტანაზე.

ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც დედაენის ბაღში და კორტებზე ხდება?

– გარემოს დაცვის სამინისტროს ფუნქცია არის აკონტროლოს ქალაქში ეკოლოგიური გარემო, მათ შორის მწვანე ნარგავების აღების საკითხი; თუ ნებართვა არის გაცემული, მას შეუძლია ნებართვის არსებობა–არარსებობა მაინც შეამოწმოს.

ნებართვა მერიამ უნდა გასცეს, რომელსაც აქვს ერთის მხრივ გამწვანების სამსახური, რომელიც ხეების ჩეხვაზე გასცემს ნებართვას, ოღონდ ამას დასაბუთება სჭირდება და არა ზერელე დამოკიდებულება; მით უმეტეს, რეკრიაციულ ზონაში არ შეიძლება ასეთი ნებართვის გაცემა. მეორეს მხრივ, დემონტაჟის ნებართვაც მერიას უნდა გაეცა, რადგან კორტებზე დემონტაჟის სამუშაოები მიდის – ინგრევა კორტები, ინგრევა ადმინისტრაციის შენობა.

ეს ყველაფრი აქტიურ ფაზაშია გადასული და სამწუხაროდ, ხელს ვერ ვუშლით, იქიდან გამომდინარე, რომ არც მოქალაქეები აქტიურობენ და არც სახელმწიფო ორგანიზაციები არიან დაინტერესებული, რომ აღკვეთონ ეს ვანდალური აქტი, რომელიც მიმდინარეობს ახლა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, კორტების და დედაენის ბაღის ტერიტორიაზე.

ჩვენი ინფორმაციით, რეკრეაციული ზონის სტატუსი დღემდე არა აქვს მოხსნილი კორტების ტერიტორიას და დედაენის ბაღს. შესაბამისად, შეუძლებელია მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში გაცემულიყო აღნიშნულ ტერიტორიაზე ხე–მცენარეების გაჩეხვის, ან მშენებლობის ნებართვა. უკანონოდ, მაგრამ ხელისუფლების ყველა შტოს მფარველობით მიმდინარეობს ხეების მასიური გაჩეხვა, ნაგებობების ნგრევა და მშენებლობისთვის მზადება.

როგორც ჩანს, ხელისუფლებას იმდენად ეჩქარება ზემოხსენებული ტერიტორიის სამშენებლო მიზნებისთვის გამოყენების გზით ფულის შოვნა, რომ თავს არიდებს რამდენიმეთვიან პროცედურას, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა მოქმდი კანონმდებლობის ჩარჩოში მოექციათ აღნიშნული ვანდალიზმი, მაგრამ ეს არ გააკეთეს. ვგულისხმობ უპირველეს ყოვლისა საკრებულოს მიერ რეაკრეაციული სტატუსის მოხსნას და შემდგომში უკვე ნებართვის გაცემის პროცედურების დაწყებას.

http://www.presa.ge/new/?m=society&AID=2467
kote-1962
WikiLeaks–ის მასალების გამოქვეყნებიდან 12 დღეში მსოფლიო აშშ–ს სხვა თვალით უყურებს



იენ ბლეკი, ანჟელიკ კრისაფისი, იენ ტრეინორი, ჯონ ბუნი, დეკლან ვოლში, ტომ პარფიტი, იუენ მაკასკილი, ტომ ფილიპსი, სიან რაისი, ჯეისონ ბერკი, ჯონ ჰუპერი


სამხრეთ ამერიკა

ბრაზილია

პრეზიდენტმა ლულამ ასანჟის დაკავება საკუთარ ბლოგზე გააპროტესტა. „ეს კაცი უბრალოდ აქვეყნებდა იმას, რაც წაიკითხა“, – თქვა მან, „მან კი იმიტომ წაიკითხა, რომ ის ვიღაცამ დაწერა. დამნაშავე არა გამომცემელი, არამედ ის ადამიანია ვინც ეს დაწერა. დაადანაშაულეთ ადამიანი ვინც ეს დაწერა. დაადანაშაულეთ ადამიანი, რომელმაც ეს სისულელე დაწერა, რადგან მას რომ ეს არ გაეკეთებინა, არანაირი სკანდალი არ იქნებოდა“. გაჟონვის ბევრი ფაქტი რიო–დე–ჟანეიროში უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სიტუაციას უკავშირდება. 2009 წლის ტელეგრამაში ნათქვამია, რომ ოლიმპიადისთვის მზადების ფარგლებში იმის მცდელობა, რომ ქალაქის ყველაზე მძიმე რაიონები ნარკოტიკით მოვაჭრეებისგან გაწმინდონ, „ფალუჯაში ბრძოლებს უფრო ჰგავს და არა ქალაქის პოლიციის რიგით ოპერაციებს“.

არგენტინა

არგენტინაში WikiLeaks–ის მხილებები პირველ რიგში უკავშირდება აშშ–ს წუხილს ფოლკლენდის კუნძულზე ხელახალ ინტერვენციას და პრეზიდენტ კრისტინა კირშნერის სულიერ მდგრადობას. ერთ–ერთ წერილში ჰილარი კლინტონი სვამს კითხვას, ხომ არ „იღებს რაიმენაირ წამლებს“ კასა–როსადას დღევანდელი მკვიდრი.

„როგორ გავლენას ახდენს კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერის მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე ემოციები და რა გზით მშვიდდება ის სტრესის შემთხვევაში?“, – კითხულობს სახელმწიფო დეპარტამენტი დიპლომატებისთვის გაგზავნილ ტელეგრამაში.

ამავდროულად ინგლისურენოვანი გაზეთი Buenos Aires Herald–ი იმაზე მიუთითებს, რომ „პრეზიდენტის სულიერ მდგომარეობაზე ქილიკი იმ დროს ხდება, როდესაც საზოგადოების დიდ ნაწილს, მათ შორის მის ოპონენტებსაც კი მიაჩნიათ, რომ მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მან საოცარი სულიერი სიმტკიცე გამოავლინა“.

ვენესუელა

ვენესუელას პრეზიდენტმა ჰილარი კლინტონს მოუწოდა გადადგეს „მთელი ამ შპიონაჟის და უკანონობების შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტში“.

„დააკვირდით იმას, თუ როგორ ეპყრობიან ისინი გავლენიანი ქვეყნების ლიდერებს“, – განაცხადა ჩავესმა სახელმწიფო ტელეკომპანია „ტელესურის“ ეთერში და დეპეშებს „მთელს მსოფლიოში იანკების საელჩოთა ბინძური ომის“ დადასტურება უწოდა.

„ნახეთ, რა ცუდად ეპყრობიან ისინი ჩვენს დიდ მეგობარს ვლადიმერ პუტინს. ეს რა უპატივცემულობაა!“

ეკვადორი და ბოლივია

ეკვადორის მთავრობა რეგიონში WikiLeaks–ის ყველაზე გულმხურვალე დამცველი გახდა, შესთავაზა რა ჯულიან ასანჟს საცხოვრებელი „ყოველგვარი პირობების გარეშე“. ბოლივიამ გაღიზიანება გამოთქვა იმის თაობაზეც, თუ როგორ წარმოაჩენენ მას აშშ–ს დიპლომატიურ ტელეგრამებში. ქვეყნის ვიცე–პრეზიდენტმა ალვარო გარსია ლინერამ ამ კვირაში თავის ოფიციალურ ვებ–გვერდზე ბოლივიასთან დაკავშირებული WikiLeaks–ის ყველა დეპეშის სრული ტექსტი გამოაქვეყნა. ამ ნაბიჯს მან „შეურაცხყოფასა“ და „მესამეხარისხოვან ჯაშუშობაზე“ საპასუხო ნაბიჯი უწოდა.

ბოლივიური მედიის უმრავლესობა ამერიკის ხელისუფლებას დასცინის.

გაზეთ Los Tiempos კოლუმნისტმა ხუან ხოსე ტორო მონტოიამ WikiLeaks–ის დამფუძნებლის წინააღმდეგ ბრალდებას „სასაცილო“ უწოდა.

„ჯულიან ასანჟი შეიძლება დაჭერილია, მაგრამ ის გმირად აქციეს და ისტორიაში შევა როგორც პირველი ადამიანი, რომელმაც მთავრობების ბინძური ტექნოლოგიები ამხილა“, – წერდა ის ხუთშაბათს.

ახლო აღმოსავლეთი

ირანი

ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჯადმა WikiLeaks–ის დოკუმენტებს „ფსიქოლოგიური ომი“ უწოდა. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხა: „ისლამური სამყაროს მტრები ცხოვრებაში ახორციელებენ ირანოფობიის და დაშორიშორების პროექტს. ეს პროექტი მხოლოდ სიონისტური რეჟიმის და მისი მხარდამჭერების ინტერესებს იცავს.“ თუმცა დოკუმენტები მხოლოდ განამტკიცებს ირანული რეჟიმის მსოფლმხედველობას, ხაზს გაუსვამს რა იმ უზარმაზარ ძალისხმევას, რომელსაც აშშ ხარჯავს ირანის შეკავებისთვის გაეროს სანქციების საშუალებით, რაც მისი ბირთვული პროგრამის, ან „ჰამასის“ და „ჰეზბოლას“ დაჯგუფებებისთვის შეიარაღების მიწოდების წინააღმდეგაა მიმართული.

ირანს გაუჭირდება იმ ილუზიის შენარჩუნება, თითქოს საუდის არაბეთთან და სპარსეთის ყურის ქვეყნებთან კარგი ურთიერთობა აქვს, რადგან ტელეგრამებმა ამხილა მათი შიში თეირანის მიმართ. ირანი კვლავ გამომწვევად იქცევა და სულაც არ არის ისეთი იზოლირებული, როგორც ამას ვაშინგტონი ისურვებდა. მას გავლენა აქვს ერაყში და კარგი ურთიერთობა აქვს თურქეთთან. აშკარაა, რომ ბარაკ ობამას ძალისხმევა თეირანთან კონტაქტი დაემყარებინა, ფუჭი აღმოჩნდა, თუმცა ზოგიერთები ამტკიცებენ, რომ აშშ–ს პრეზიდენტი ურთიერთქმედებას სერიოზულად არც არასდროს განიხილავდა. სტატუს–ქვო ფეთქებადსაშიში და საფრთხის შემცველია.

ისრაელი

ისრაელი ამ დოკუმენტების გამოაშკარავებას დიდად არ შეუწუხებია, რადგან ახლო–აღმოსავლეთის საკვანძო საკითხებზე, განსაკუთრებით ირანზე, სირიასა და ლიბანზე, აშშ–ს შეხედულებები მისას ემთხვევა. „ისრაელი საერთაშორისო ყურადღების ცენტრში არ არის“, – განაცხადა ბენიამინ ნათანიაჰუმ, „ჩვეულებრივ სხვაობა საჯარო განცხადებებს და პირად საუბრებში ნათქვამს შორის არსებობს, თუმცა ამ შემთხვევაში ეს სხვაობა მცირეა“. ყველაზე მნიშვნელოვან მხილებად იქცა ის, რომ ისრაელის აზრით, გარკვეულ ზღვარს მიღმა ირანზე თავდასხმას ძალიან სერიოზული „თანმდევი ზიანი“ მოჰყვება. წერილები ცხადყოფს, რომ ისრაელს შეუმჩნეველი კონტაქტები აქვს სპარსეთის ყურის ქვეყნებთან და დამაინტრიგებელი კავშირი აქვს საუდის არაბეთის დაზვერვასთან. ისრაელს აწყობს, რომ ტელეგრამებში პალესტინის საკითხსა და ებრაულ დასახლებებზეა ბევრი არაფერია ნათქვამი. პალესტინის ავტონომიის ხელისფლება უარყოფს მინიშნებებს იმის თაობაზე, რომ მდუმარედ დათანხმდა ომს, რომელსაც ისრაელი ღაზაში „ჰამასის“ წინააღმდეგ აწარმოებდა.

საუდის არაბეთი

საუდის არაბეთის ერთადერთი საჯარო კომენტარი ამ თემაზე შემდეგი განცხადებით ამოიწურა: „ის ჩვენ არ გვეხება“, მიუხედავად იმისა, რომ დეპეშებში მეფე აბდულას სენსაციურ კომენტარებზეა საუბარი, რომელიც ირანზე თავდასხმისკენ მოუწოდებს. საუდის არაბეთი უკმაყოფილო იქნება აშშ–ს ჩივილით იმის თაობაზე, რომ ის თალიბების და სხვა ექსტრემისტების დაფინანსების წყაროდ რჩება, მაგრამ შეიძლება კმაყოფილი იყოს იმით, რომ მისი ანტიტერორისტული ძალისხმევა „ალ–ქაიდას“ წინააღმდეგ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მეზობელ იემენში, ცნობილი გახდა. ფაქტობრივად არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ აშშ ქვეყანაზე ზეწოლას ანხორციელებს ადამიანის უფლებების დაცვასა და დემოკრატიასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ლიბანი

ისედაც ფეთქებადსაშიში ლიბანი შოკში ჩავარდა იმ დოკუმენტებისგან, რომელმაც პროდასავლურ მთავრობასა და აშშ–ს შორის მჭიდრო კავშირები ცხადყო. ყველაზე მაკომპრომეტირებელი წერილი აღწერს ქვეყნის თავდაცვის მინისტრს, რომელიც ისრაელს ურჩევს, თუ როგორ უნდა მიაყენოს დარტყმა „ჰეზბოლას“ ახალი ომის შემთხვევაში. თუმცა, ელიას მურმა დაიჩივლა, რომ დეპეშები „კონტექსტიდან ამოგლეჯილია“ და „არაზუსტია“. ქვეყანაში ისედაც სერიოზული დაძაბულობაა იმ მოლოდინის გამო, რომ „ჰეზბოლას“ წევრებს 2005 წელს რაფიკ ალ–ჰარირის მკვლელობის გამო გაასამართლებენ.

მემარცხენე გაზეთი Al-Akhbar–ი, რომელიც „ჰესბოლას“ უჭერს მხარს და დოკუმენტების ის ნაწილი გამოაქვეყნა, სადაც არაბულ სამყაროზეა საუბარი, კიბერ–შეტევის მსხვერპლი გახდა.

სირია

სირიამ არ უპასუხა ოფიციალურად იმ ფაქტის მხილებას, რომ აშშ–ს სერიოზულად იღწვის იმისთვის, რომ აღიკვეთოს მისი მხრიდან „ჰეზბოლასთვის“ იარაღის მიწოდება. სირიელების თქმით, მათ უკვირთ, რომ მიმოწერაში ისრაელისთვის უხერხული ინფორმაცია ვერ იპოვეს. გავლენიანმა კომენტატორმა სამი მუბაიედმა დაწერა: „შესაძლოა, ერთ მშვენიერ დღეს WikiLeaks–მა გვიამბოს ის, თუ რას მალავენ ისრაელელები ბუშამდელ პერიოდზე“. დამასკი ამტკიცებს, რომ მხარს უჭერს მხოლოდ წინააღმდეგობის მოძრაობას ისრაელის წინააღმდეგ და მას რეგიონალური დაძაბულობის გამწვავებაში ადანაშაულებს. იმის უამრავი მტკიცებულება არსებობს, რომ ამერიკული სტრატეგიის მიზანი დამასკოს და თეირანს შორის ალიანსის შესუსტებაა, თუმცა არც იმის ნიშნები მოსჩანს, რომ ამ სტრატეგიამ იმუშავა.

იემენი

იემენის მთავრობას პარლამენტში ძალიან უხერხული კითხვების მოსმენა მოუხდა იმის თაობაზე, რომ მინისტრები იტყუებოდნენ ამერიკელების საავიაციო დარტყმების შესახებ იმ ობიექტებზე, რომლებიც „ალ–ქაიდას“ უკავშირდება. დეპეშებში ნათქამია, რომ პრეზიდენტი ალი აბდულა სალეჰი შეწუხებულია იმით, რომ ამერიკელების პაიკის როლშია წარმოდგენილი, და ზღუდავს ანტიტერორისტულ თანამშრომლობას იმ მომენტში, როდესაც ვაშინგტონი პირიქით, უფრო გადამწყვეტ მოქმედებებს მოითხოვს. პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა მანსურ ალ–ზინდანიმ დაიჩივლა, რომ მხილებებმა „ძლიერი დარტყმა მიაყენა პარლამენტს და საზოგადოებას“. ზოგიერთები შიშობენ, რომ ამ ფაქტების გამოაშკარავება „ალ–ქაიდას“ ამ უღარიბეს ქვეყანაში ახალწვეულების გადაბირების საშუალებას მისცემს.

ლიბია

მუამარ კადაფიმ WikiLeaks–ი ამერიკული „ფარისევლობის“ მხილებისთვის შეაქო. ამ ვებ–გვერდმა „დაამტკიცა, რომ ამერიკა ის არ არის, როგორადაც სურს თავი მოაჩვენოს მოკავშირეებს და მეგობრებს“. ლიბიაში არანაირი კომენტარი არ გაუკეთებიათ იმ ფაქტზე, რომ ბრიტანეთი იმუქრებოდა თუკი ბომბისტი ლოკერბი აბდელ–ბასეტ ალ–მეგრაჰი შოტლანდიის ციხეში მოკვდებოდა.

ეგვიპტე

WikiLeaks–ის მიერ ეგვიპტის შესახებ გამოქვეყნებული მასალები, რომელთაგან ნაწილი დამოუკიდებელმა გაზეთმა al-Masry al-Youm–მა გამოაქვეყნა, ქაირომ აიგდო, როგორც ამბები, რომლებშიც „ახალი არაფერია“. თუმცა დოკუმენტებში ჩანს ქაიროს შიში სუდანის შესაძლო დაშლაზე, პრეზიდენტ მუბარაქის სერიოზული მტრობა ირანის, ჰამაისის და ჰესბოლას მიმართ, ასევე მძიმე შეფასებები დემოკრატიის პერსპექტივაზე, მათ შორის პროგნოზი იმის თაობაზე, რომ 82 წლის მუბარაქი მომავალ წელს კიდევ ერთ საპრეზიდენტო ვადას უმიზნებს. ახლახანს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც ბევრმა ფარსი უწოდა, ამერიკელების მოსაზრებას ადასტურებს.

ტუნისი

პრეზიდენტი ზინე ელ–ებიდინე ბენ ალი განრისხებული იქნება იმ წერილების გამო, სადაც ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში არსებული კორუფცია, სკლეროტიკული რეჟიმი და მისი მეუღლისა და ოჯახისადმი საშინელი დამოკიდებულებაა აღწერილი. ტუნისში ამერიკის ელჩის ძალიან არასასიამოვნო ანგარიშებიდან არანაირი საიდუმლო არ ირკვევა ამ პატარა ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე, რომელსაც ჩრდილოეთ აფრიკის ერთ–ერთ ყველაზე რეპრესიულ სახელმწიფოდ მიიჩნევენ. არ არის გასაკვირი, რომ ტუნისმა დაბლოკა ბეირუთის გაზეთ al-Akhbar–ის ვებ–გვერდი, რომელმაც დოკუმენტების ნაწილი გამოაქვეყნა.

თურქეთი

პრემიერ–მინისტრ რეჯიპ ტაიპ ერდოღანი ასევე განრისხდა ამერიკულ ტელეგრამებზე, სადაც მინიშნებებია იმაზე, რომ პრემიერი კორუმპირებული ფარული ისლამისტია. მომავალ წელს თურქეთში არჩევნებია და მისმა საერო რესპუბლიკელმა ოპონენტებმა შეიძლება მისი აშკარა შეშფოთება გამოიყენონ.

ტელეგრამებიდან სამი ძირითადი პრობლემა ჩანს: თავად ერდოღანის მოუსყიდველობა (არსებული ინფორმაციით, მას ექვსი საიდუმლო ანგარიში აქვს შვეიცარიის ბანკებში); მმართველი პარტიის შესაძლო ისლამისტური დღის წესრიგი და თურქეთის სავარაუდო მოძრაობა დასავლური კავშირისგან ისეთი ქვეყნებისკენ, როგორებიცაა სირია და ირანი.

ერდოღანმა დეპეშები ჭორივით უარყო, თუმცა შეთქმულების თეორიაზეც მიანიშნა. „ამერიკელი დიპლომატების არასერიოზული, ჭორებზე, საგაზეთო სტატიებსა და ცილისწამებაზე აგებული წერილები, ინტერნეტით მთელს მსოფლიოში ვრცელდება“, – განაცხადა ერდოღანმა. „იქ სახელმწიფო საიდუმლობებს ამხელენ თუ არსებობს კიდევ სხვა მიზანიც?“, – იკითხა მან. „ხომ არ შეიცავს ეს დოკუმენტები შენიღბულ, ცუდ პროპაგანდას? ხომ არ არის აქ გარკვეულ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებით მანიპულირების, მათზე გავლენის მოხდენის მცდელობა?“

ევროპა

რუსეთი

WikiLeaks–ის ტელეგრამებზე ყველაზე მკვეთრი რეაქცია პრემიერ–მინისტრ ვლადიმერ პუტინს ჰქონდა, რომელიც დოკუმენტებში რობინი–მედვედევისთვის ბეტმენად არის წარმოჩენილი, რასაც მან „ცილისწამება“ უწოდა. მედვედევმა განაცხადა, რომ დეპეშები აშშ–ს საგარეო პოლიტიკის „აბსოლუტური ცინიზმის დემონსტრირებაა“. თუმცა მან იმაზეც მიანიშნა, რომ ამ ინფორმაციის გაჟონვა მოსკოვი–ვაშინგტონის ურთიერთობებს არ ავნებს, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ გაკირვებულია იმით, რომ „ვიღაც პატარა ქურდბაცაცებმა ინტერნეტში“ ასეთი სენსაცია გამოიწვიეს. სინამდვილეში რუსეთთან ურთიერთობას ამ დეპეშებმა სერიოზული ზიანი მიაყენა და ამერიკის განზრახვების მიმართ უნდობლობა გააღრმავა, რაც ისედაც დომინირებს კრემლის მიერ პოლიტიკური კურსის გამომუშავების პროცესში.

პოლონეთი

დეპეშებმა ნათელი მოჰფინა ვარშავა–ვაშინგტონს შორის ფარულ ინტელექტუალურ ბრძოლას პოლონეთისთვის ამერიკულ სამხედრო დახმარებაზე, ანტისარაკეტო ფარსა და რუსეთთან ურთიერთობებზე. მართალია პოლონელები მიესალმნენ ნატოს საიდუმლო გეგემებს ბალტიისპირეთის სამი რესპუბლიკის დაცვაზე, თუმცა ისინი შიშობდნენ, რომ ახალი გეგმა დაასუსტებდა ნატოს უსაფრთხოების გარანტიებს თავად პოლონეთისთვის.

WikiLeaks–ის მხილებებმა, როგორც ჩანს, ვარშავას უბიძგა უფრო ფხიზლად შეეხედა მისი ახალო ურთიერთობებისთვის ვაშინგტონთან.

სამშაბათს მას შემდეგ რაც Guardian–მა პოლონეთზე მასალა გამოაქვეყნა პრემიერ–მინისტრ დონალდ ტუსკის ხმაში წუხილი და იმედგაცრუება იგრძნობოდა.

„ჩვენ მართლაც გვაქვს სერიოზული პრობლემა“, – თქვა მან. „ოღონდ არა იმჯთან დაკავშირებით, როგორც ეს სხვა ქვეყნების შემთხვევაშია, ან რეპუტაციის გამო, როგორიც აშშ–ს აქვს. ეს არის ილუზიების მხილების პრობლემა სახელმწიფოთაშორის ურთიერთობების ბუნებაზე, მათ შორის ისეთ ახლო მოკავშირეებს შორის ურთიერთობებზე, როგორებიც არიან აშშ და პოლონეთი“.

იტალია

გასულ ოთხშაბათს, ერთ–ერთმა ყველაზე პოპულრლმა ყოველდღიურმა გაზეთმა La Repubblica–მ გამოაქვეყნა პირველი სტატია სილვიო ბერლუსკონის და რუსეთის პრემიერის ვლადიმერ პუტინის ურთიერთობებზე. პუბლიკაცია იმ მტკიცებულებებს ეყრდნობოდა, რასაც აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის დეპეშები მოიცავდა. კერძოდ, სტატიაში საუბარი იყო იმაზე, რომ იტალიის ლიდერი ამ ორ ქვეყანას შორის გაზთან დაკავშირებული გარიგებებიდან პირად სარგებელს იღებს.

გაზეთები და სხვა მედია–საშუალებები ფართოდ აშუქებდნენ WikiLeaks–ის მასალებს. ბერლუსკონი, რომელიც უარყოფს რაიმე ტიპის ფინანსურ დაინტერესებას იტალიის ენერგეტიკული შეთანხმებებიდან, უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა იმ დეპეშის გამოც, სადაც რუსეთის პრეზიდენტზე მისი ციტატაა მოყვანილი, სადაც მედვედევს ის „შეგირდს“ უწოდებს. ბერლუსკონი ამტკიცებს. რომ ასეთი რამ არასდროს უთქვამს.

მაგრამ ქვეყანაში, სადაც პრემიერ–მინისტრს პარლამენტის წინაშე პასუხისმგებლობასაც ვერ აიძულებენ და სადაც ამ კონკრეტულ მომენტში საზოგადოების ყურადღება ძირითადად პარლამენტის მხრიდან მთავრობისთვის ორჯერ უნდობლობის გამოცხადებაზეა კონცენტრირებული, პოლიტიკური შედეგები ძალიან შეზღუდული აღმოჩნდა. უზარმაზარი ოპოზიციური ჯგუფის, იტალიის დემოკრატიული პარტიის ლიდერმა პიერლუიჯი ბერსანიმ განაცხადა, რომ დეპეშები იმის დემონსტრირებას ახდენს, რომ „პრემიერ–მინისტრი მისი ქმედებებითა და პოლიტიკური გადაწყვეტილებებით, მსოფლიოში იტალიის რეპუტაციას აზიანებს“.

თუმცა, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა დიდწილად გაითვალისწინეს საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკო ფრატინის მოწოდება, რომ მათ არ გამოიყენონ დეპეშები პოლიტიკური მიზნებისთვის.

ავსტრია

ტელეგრამებიდან ჩანს ის თუ როგორი ამრეზით უყურებს აშშ ავსტრიას და მის წამყვან პოლიტიკოსებს. მიმოწერაში ამერიკელი დიპლომატები იმას ჩივიან, რომ ვაშინგტონის გავლენა ვენაში მცირეა, რადგან ავსტრიის მთავრობას ფაქტობრივად არ აინტერესებს აშშ–სთან ურთიერთობების განვითარება. სოციალ–დემოკრატ კანცლერ ვერნერ ფეიმანს ისინი აღწერენ როგორც ლიდერს, რომელსაც საგარეო პოლიტიკა არ აინტერესებს. საგარეო საქმეთა მინისტრი მიხაელ შპინდელეგერი ზედმეტადაა გატაცებული ავსტრიის საქმიანი ინტერესების ლობირებით. ავსტრიას, რომელიც კონსტიტუციის თანახმად ნეიტრალური ქვეყანა და ნატოს წევრი არ არის, იმის გამო აკრიტიკებენ, რომ ის ავღანეთში საკუთარი ძალების გაგზავნაზე აშშ–ს ზეწოლას ეწინააღმდეგება.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ნორბერტ დარაბოშმა აშშ–ს კრიტიკას „გაურკვეველი“ უწოდა და განაცხადა, რომ ავსტრია არ გაზრდის მის წვლილს ავღანეთში და არ გაგზავნის იქ იმ ხუთ პოლიციელზე მეტს, რომელიც უკვე გაგზავნა.

ავსტრიის პარლამენტის წამყვანი წევრი მწვანეთა პარტიიდან პიტერ პილცი ასანჟისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭების ინიციტივით გამოვიდა.

ყაზახეთი

ამერიკულ დეპეშებში აღწერილია ყაზახეთის ელიტის ცოდვები, მათ შორის პრეზიდენტ ნურსულტან ნაზარბაევის საჯინიბოები, სადაც მას 40 ცხენი ჰყავს, მაღალჩინოსანი პოლიტიკოსისთვის პერსონალურად გამართული ელტონ ჯონის კონცერტი და პრემიერ–მინისტრის ცნობილი ცეკვა ღამის კლუბ „შოკოლადში“. ჰილარი კლინტონი მთელი ძალით შეეცადა ბოდიში მოეხადა რამდენიმე მსოფლიო ლიდერისთვის, რომლებიც გამოქვეყნებულ დეპეშებში დაცინვის ობიექტები იყვნენ.

თურქმენეთი

ყველაზე ღიად რეპუტაციის შელახვის ფაქტი WikiLeaks–ის დეპეშა გახლდათ, სადაც ამერიკელი დიპლომატი ვაშინგტონს აცნობებს, რომ თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგულ ბერდიმუჰამედოვი „პატივმოყვარე, ჭირვეული, შურისმაძიებელი და ყველა ნაბიჯის გამკონტროლებელი“ ჩანს, „გამოცდილი მატყუარა“ და „არც თუ ჭკვიანი“. რეჟიმის ჩაკეტილი ხასიათის გამო, ბრალდებებს ფაქტობრივად არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია.

საქართველო

მამხილებელი მასალები ამ სამხრეთ–კავკასიურ სახელმწიფოზე შერეულ სურათს ქმნის. როგორც ეს New York Times–ის სტატიაში ითქვა, დეპეშებმა ცხადყო ამერიკელი დიპლომატების კატასტროფული უუნარობა მიმხვდარიყვნენ იმას, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2008 წელს გამოყოფილ რეგიონზე სამხრეთ–ოსეთზე თავდასხმას გეგმავდა. თუმცა დოკუმენტებიდან ის დასკვნებიც ჩანს, რომ კონფლიქტამდე რუსეთი ეწეოდა „აგრესიულ თამაშს მაღალი ფსონებით, ცდილობდა რა საქართველოს მხრიდან საპასუხო დარტმის პროვოცირებას“. WikiLeaks–ის მასალებთან დაკავშირებულ შეფასებებში საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია ვაშინგტონს უჭერს მხარს. „ძალიან ცინიკურია, როდესაც ადამიანი მსხვერპლის მანტიით შემოსილი ასეთი აკრძალული მეთოდებით ებრძვის უდიდეს დემოკრატიას [აშშ]“, – განაცხადა მან ჯულიან ასანჟზე სატელევიზიო ინტერვიუში.

ყირგიზეთი

ყირგიზეთის დედაქალაქი ბიშკეკი ის ადგილი გახდა, სადაც პრინცმა ენდრიუმ თავისი ცნობილი სიტყვა წარმოსთქვა გეოგრაფიის უცოდინარ ამერიკელებსა და „ჟურნალისტებზე, განსაკუთრებით National Guardian–დან“, რომლებიც სხვის საქმეებში ცხვირს ყოფენ. პრინცთან შეხვედრაზე ამერიკის ელჩმა ბიშკეკში ტატიანა გფელერმა გადაწყვიტა, რომ პრინცი „ნევრალგიური პატრიოტიზმის“ მსხვერლია, და რომ მისი ქმედება „უზრდელობის ზღვარზე“ იყო. ყირგიზეთის ხელისუფლებას ამ მკვეთრ შეფასებაზე არაფერი უთქვამს, იმ დროს როდესაც ადგილობრივი მედია უფრო იმ განცხადებებითაა დაინტერესებული, რომ ჩინეთმა ქვეყანას 3 მილიარდი დოლარის მოცულობის დახმარება შესთავაზა თუკი ის დახურავს საავიაციო ბაზა „მანასს“, რომელსაც აშშ ავღანეთში საკუთარი ჯარების მომარაგებისთვის იყენებს.

მოლდავეთი

WikiLeaks–ის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, 2009 წელს ქვეყნის მაშინდელმა პრეზიდენტმა ვლადიმერ ვორონინმა პოლიტიკურ მეტოქეს 10 მილიონი დოლარი ქრთამი შესთავაზა, სასოწარკვეთილი ცდილობდა რა ხელისუფლებაში თავისი კომუნისტური მთავრობის შენარჩუნებას. ვორონინის პარტიის ერთ–ერთმა წევრმა მარკ ტკაჩუკმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს განცხადებები „ზღაპრები“ და „მდარე ხარისხის ჭორებია“.

აფრიკა

კენია

კენიის ხელისუფლების განრხისხებისთვის სულ რამდენიმე სიტყვა აღმოჩნდა საკმარისი. ნაირობიდან გაგზავნილი დეპეშების ანონსში, რომელიც ჟურნალმა Der Spiegel–მა გასულ კვირაში გამოაქვეყნა, ამერიკელი ჩინოვნიკების აზრით ქვეყანა „კორუფციის ჭაობია“. მთავრობის წარმომადგენელმა ალფრედ მუტუამ უმალ პრესკონფერენცია მოიწვია, სადაც განაცხადა, რომ მთავრობა „შოკირებულია“.

„თუკი დეპეშებში ასეთი სიტყვები მართლაც არის, ეს ბოროტი განზრახვით კეთდება და ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ლიდერების აბსოლუტურად დამახინჯებული წარმოდგენაა“, – თქვა მან.

მან დასძინა, რომ უცხო ქვეყნები, რომლებიც კენიაში აფინანსებენ ახალგაზრდების შესაძლებლობათა გაფართოვების პროგრამებს (აშშ–ზე მინიშნება), სინამდვილეში მთავრობის დამხობას ცდილობენ. ნაირობიში აშშ–ს ელჩმა მაიკლ რანებერგერმა მუტუას განცხადებებს „სრული სისულელე“ უწოდა. პრემიერ–მინისტრმა პარლამენტს განუცხადა, რომ WikiLeaks–ის მხილებებს მიესალმება.

„ახლა უკვე ვიცით, თუ რას ფიქრობს ჩვენზე ზოგიერთი ჩვენი მეგობარი… ეს სასარგებლოა“.

მას შემდეგ, რაც გასულ ხუთშაბათს, გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აშშ–ს ელჩის აზრით, საყოველთაო კორუფციამ ქვეყანაში შეიძლება ძალადობის განახლება გამოიწვიოს, პრეზიდენტ კიბაკის ოფისმა საკუთარი საქმიანობის დამცველი განცხადება გაავრცელა.

„ჩვენ გვინდა განვაცხადოთ, რომ პრეზიდენტ კიბაკის რეფორმისტული საქმიანობა მთელი მისი კარიერის განმავლობაში, თავის თავზე მეტყველებს“.

უგანდა

გაბრაზდა უგანდას ხელისუფლებაც. ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტ იოვერ მუსევენის ეშინია, რომ მის თვითმფრინავს ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის ბრძანებით ჩამოაგდებენ, ხუთშაბათს უგანდას საგარეო საქმეთა მინისტრმა სემ კუტესამ საკუთარი განცხადებით უპასუხა.

„მართალია, ჩვენ ვსაუბრობთ აშშ–ს მთავრობასთან მთელ რიგ რეგიონალურ და საერთაშორისო პრობლემებზე, თუმცა დეპეშების შინაარსი აბსოლუტურად მცდარი და არალოგიკურია. მაგალითად, უგანდის პრეზიდენტი საერთაშორისო ფრენებში რომ საფრთხეს ხედავდეს, ის სახლში დარჩებოდა. წარსულში ასე მსოფლიოს სხვა ლიდერები იქცეოდნენ“.

თუმცა, მუსევენის წარმომადგენელმა ტამალე მირუნდიმ დაადასტურა, რომ სხვა ტელეგრამები, სადაც საუბარია პრეზიდენტის იმ წუხილზე, რომ რამდენიმე წლის წინ სუდანი მხარს უჭერდა წინააღმდეგობის არმიას, ხოლო ერითრეა რეგიონალური საფრთხეა, სინამდვილეს შეესაბამება.

ერითრეა

იმის მიუხედავად, რომ აშშ–ს წარმომადგენლებმა ქვეყნის პრეზიდენტს „გონებადაკარგული დიქტატორი უწოდეს“ ერითრეადან ტელეგრამებს არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია. ერითრეაში თავისუფალი პრესაც არ არსებობს.

ნიგერია

ნავთობკომპანია Royal Dutch Shell–მა განაცხადა, რომ ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს მისმა თანამშრომლებმა ყველა იმ ნიგერიულ სამინისტროში შეაღწიეს, რომელზეც მათი საქმიანობაა დამოკიდებული, „აბსოლუტურად მცდარია“. ყველა სხვა კომენტარისგან კომპანიამ თავი შეიკავა.

ზიმბაბვე

სახელმწიფო გაზეთ Herald–ის საავტორო სვეტში რიზონ ვაფავაროვმა ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ ტელეგრამებიდან ჩანს, რომ მუგაბემ აშშ–ს იმედები გაუცრუა და ძალაუფლებაც არ დაკარგა. ჟურნალისტი სიამოვნებით აღწერდა ოპოზიციის ლიდერს და პრემიერ–მინისტრ მორგან ცვანგირაის, რომელზეც დეპეშებში ნათქვამია, რომ ის „არც თუ უნაკლო ფიგურა“.

სამხრეთ აზია

პაკისტანი

პაკისტანთან დაკავშირებული მამხილებელი მასალები უკვე ათი დღეა პრესის პირველი გვერდებიდან არ ჩამოდის და ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს მონოპოლიზებული. თუმცა ზოგიერთი ამბავი ძალიან სახიფათოდაა მიჩნეული. მაშინ როცა დეპეშებმა, სადაც პაკისტანის სამოქალაქო ლიდერების ნაკლოვანებებზე საუბარს მედიაში ხმაური მოჰყვა, პრესამ დიდწილად იგნორირება გაუკეთა იმ ინფორმაციას, რომელიც ამხელს გავლენიან შეიარაღებულ ძალებს და მათი მხრიდან „თალიბანის“ მსგავსი ისლამისტური ექსტრემისტული დაჯგუფებების სავარაუდო მხარდაჭერას. პოლიტიკოსებს არაფერი რჩებათ, თუ არა არ შეიმჩნიონ ის უხერხული განცხადებები, რომელიც ეხება ამერიკის ელჩის ახლო ურთიერთობებს წვერებიან რელიგიურ შფოთისთავთან; იმას, რომ პრეზიდენტი ასიფ ზარდარი შეპყრობილია საკუთარი სიკვდილით; რომ პრემიერ–მინისტრმა იუსუფ რაზო გილიანმა ფარულად მხარი დაუჭირა CIA–ს უპილოტო თვითმფრინავების დარტყმებს.

„არ დაუჯეროთ WikiLeaks–ს, – განუცხადა ჟურნალისტებს გილიანიმ ქაბულში, შეეცადა რა „დაბალი რანგის დიპლომატების შეფასებების“ უგულებელყოფას. მას მოღუშული თავს უქნევდა გვერდით მდგარი პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი, რომელიც ასევე არ დაინდეს დეპეშებში.

„იშვიათია, როდესაც ამდენად ახლო მეზობლები, ასე მარტივად ეთანხმებიან ერთმანეთს. პაკისტანის არმიის გენერალზე აშფაკ კაიანიზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში ძირითადად საუბარია იმაზე, რომ შარშან ის ზარდარის დამხობით იმუქრებოდა, მაგრამ ეს არ გააკეთა, რადგან არ ენდო ოპოზიციური კანდიდატ ნავაზ შარიფოვს. არმიამ განცხადება გაავრცელა, რომ კაიანი „ყველა პოლიტიკურ ლიდერს პატივს სცემს“. თუმცა ჟურნალისტების უმრავლესობამ არაფერი დაწერა ამერიკული დაზვერვის შეფასებების შესახებ, რომელთა თანახმად, კაიანის ხელმძღვანელობით არმია განაგრძობს თალიბანის და „ლაშკარე–თაიბის“ დაჯგუფების მხარდაჭერას. ამ უკანასკნელმა მუმბაიში აფეთქებები მოაწყო. ერთ–ერთ პატარა სათაურში ნათქვამი იყო „ISI ზოგიერთ თალიბს ადიდებს“ – და არანაირი დეტალები. სხვა მხრივ, ტელეწამყვანებს ამ საკითხზე ხმა არ ამოუღიათ. ერთადერთი გამონაკლისი გახდა ახალი გაზეთი Express Tribune–ი. მის სარედაქციო წერილში ნათქვამია: „ის, არმია მარიონეტების მმართველის როლს ასრულებდა არანაირ საიდუმლოს არ წარმოადგენს. თუმცა დღეს ჩვენ იმის მტკიცებულება მივიღეთ, თუ რამდენად მყიფეა ქვეყანაში დემოკრატია“.

პაკისტანელი შეთქმულების თეორიების მოყვარულნი ამტკიცებენ, რომ დეპეშები საგანგებოდ გავრცელდა და ის ვაშინგტონური ინტრიგის ნაწილია, რაც მუსულმანური სამყაროს დისკრედიტაციისკენაა მიმართული; საუდის არაბეთის ელჩმა მათ „მოძალადის პროპაგანდა“ უწოდა.

მაგრამ პაკისტანელთა უმრავლესობისთვის დეპეშებმა უბრალოდ დაადასტურა ის, თუ რამდენად ძლიერია აშშ–ს გავლენა მათ სამხედროებსა და სამოქალაქო ლიდერებზე. რამდენიმე სათაურში ნახსენებია „WikiLeaks–ის სირცხვილი“; ყოფილმა დიპლომატმა ასიფ ეზდიმ თქვა, რომ ტელეგრამები ადასტურებს იმას, რომ პაკისტანი „მსოფლიოს დიდ ბანანის რესპუბლიკად“ გადაიქცა.

ამავდროულად, ქვეყნის სასამართლო ხელისუფლებას დეპეშები მოეწონა. უმაღლესი სასამართლოს მოსამართლე შეიჰმა აზმატ საედმა, შეეცადა რა პუბლიკაციის ბლოკირების მცდელობის აღკევეთას, განაცხადა, რომ WikiLeaks–მა შეიძლება ზოგიერთი პიროვნება შეაშფოთოს“, თუმცა, „გრძელვადიან პერსპექტივაში ის ქვეყანისთვის სარგებლობაა“.

ავღანეთი

ავღანეთში WikiLeaks–ის დოკუმენტები საზოგადოების დაუსრულებელი ინტერესის წყაროდ იქცა და ქვეყნის ჟურნალისტები საეთერო დროში საათებს უთმობენ დეპეშების კითხვას. მეცნიერები დოკუმენტების გამოაშკარავების მნიშვნელობაზე და იმაზე კამათობენ, რამდენად სანდოა ეს დოკუმენტები. ზოგიერთ სკეპტიკურად განწყობილ კომენტატორს უბრალოდ არ სჯერა იმის, რომ ყველაზე ძლიერ ქვეყანას შეეძლო ასეთი ოდენობის კონფიდენციალური ინფორმაციის დაკარგვა. ზოგიერთები მინიშნებებს კი იმაზე აკეთებენ, რომ ამაში თავად ამერიკელების ხელი ურევია.

თუმცა, დოკუმენტების გამოქვეყნებას დღემდე არ მოჰყოლია არანაირი მასშტაბური პოლიტიკური მსხვერპლი, მიუხედავად იმ ძალიან კრიტიკული შენიშვნებისა, რაც ჰამიდ კარზაიზე მისივე მინისტრების და აშშ–ს ელჩის მხრიდან გაისმა.

ავღანეთის პრეზიდენტმა საჯაროდ დაუჭირა მხარი თავის ფინანსთა მინისტრ ომარ ზაკჰივალას, რომლის ფრაზაც „უკიდურესად სუსტი ადამიანი“ დეპეშებშია მოყვანილი. თუმცა, ახალი პარლამენტის ამოქმედების შემდეგ მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები მოსალოდნელია.
მოწყვლადია თავად აშშ–ს ელჩი კარლ ეიკენბერიც, რომელიც პერიოდულად ვაშინგტონს კარზაიზე სასოწარკვეთილ წერილებს სწერდა.

ავღანეთის და აშშ–ს მთავრობები ამტკიცებენ, რომ მათი ურთიერთობა კვლავ მტკიცეა, მაგრამ აშშ–ს ყოფილმა ელჩმა ავღანეთში ზალმაი ჰალილზადმა საჯაროდ განაცხადა, რომ ეიკენბერი თანამდებობაზე ვეღარ დარჩება. ეიკენბერის ქაბულში ორწლიანი მუშაობის ვადა მალე ეწურება და ბევრს მიაჩნია, რომ მას სურვილის შემთხვევაშიც აღარ აქვს ამ ვადის გახანგრძლივების არანაირი შანსი.

ინდოეთი

ინდოეთში WikiLeaks–ზე რეაქცია თავიდანვე მიყრუებული ან პოზიტიური იყო, თუმცა, დოკუმენტებზე ყველა წერდა, მათ შორის ადგილობრივი პრესაც, რომელიც სხვადასხვა ენებზე იბეჭდება.

„WikiLeaks–ის დოკუმენტების პირველი დასტა ინდოეთისთვის პოზიტიურია – სანდო და პატივსაცემი ქვეყანა, რომელიც მეზობელი პაკისტანის გამო ძალიან წუხს“, – წერდა გაზეთი Times of India. მოვლენების გაშუქება კონცენტრირებული იყო ტელეგრამებში პაკისტანთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე, განსაკუთრებით იმ ურთიერთობებზე, რაც ისლამაბადში დაზვერვის სამსახურებსა და ადგილობრივ ისლამისტ ექსტრემისტებს შორის არსებობს. ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაჟონვების ფაქტზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა და მხოლოდ ის განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებთან „გახსნილი“ დიალოგის რეჟიმშია.

დოკუმენტების გამოქვეყნებიდან ერთი კვირის შემდეგ, კრიტიკა გამძაფრდა, როგორც დასავლეთის ქვეყნების, ასევე თავად ამ გაჟონვების მიმართ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბრიტანეთმა WikiLeaks–ის დამფუძნებლის დაპატიმრება გადაწყვიტა. „ის, თუ როგორ დევნიან ეს მთავრობები ასანჟს და მის გუნდს, სერიოზულ კითხვებს აჩენს იმის თაობაზე, რომ იმას რასაც ჩვეულებრივ თავისუფალ სამყაროს უწოდებენ, არის კი სინამდვილეში თავისუფალი“, – წერს მუმბაის გაზეთი Daily News Analysis–ი. სხვებმა იმ ადამიანების კრიტიკა დაიწყეს, ვინც ამ ინფორმაციის გაჟონვის უკან დგას. „არსებობს იმის ძლიერი განცდა, რომ პასუხისმგებლობის სერიზულია დეფიციტია“, – განაცხადა Guardian–თან ინტერვიუში იუსტიციის მინისტრმა ვირაპა მოილიმ. „ამას ურთიერთგაუგებრობებისკენ მივყავართ. მსგავსი ფაქტები საფრთხეს უქმნის ნდობას და ეს ძალიან ცუდი ტენდენციაა“. საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა შაში ტარურმა ინფორმაციის გაჟონვას „არაეთიკური და არასწორი“ ფაქტი უწოდა.

„სამთავრობო კომუნიკაციების კონფიდენციალურობა დიპლომატიური კომფორტის სასიცოცხლო ძალის წყაროა“, – უთხრა ტარურმა ადგილობრივ ჟურნალისტს. „შეუძლებელია მთავრობის ეფექტური მართვა, თუკი საკუთარი დიპლომატებიც კი ანგარიშს აბსოლუტური გულწრფელობით არ გაბარებენ“. თუმცა სხვა კომენტატორებმა განაცხადეს, რომ ცუდი არ იქნება, თუკი მსგავსი რამ ინდოეთშიც მოხდება, რადგან ინდოეთის ბიუროკრატია ერთ–ერთი ყველაზე გაუმჭვირვალე ბიუროკრატიაა მსოფლიოში და საზოგადოების მხრიდან ყურადღება არ აწყენდა.

ბანგლადეში

მთელი გასული კვირის განმავლობაში, ადგილობრივი პრესის პირველი გვრდები ასანჟს და WikiLeaks–ს ჰქონდათ დაპყრობილი. ისტორიამ განსაკუთრებულად დააინტერესა სტუდენტები, რომლებიც დედაქალაქის ქუჩებში მოძრაობდნენ და იკრიბებოდნენ კაფეებში იმაზე სასაუბროდ თუ „როგორ შეძრა WikiLeaks–მა აშშ–ს ადმინისტრაცია მისი კონფიდენციალური დეპეშების გამოქვეყნებით“, – წერდა ერთ–ერთი ადგილობრივი ჟურნალისტი.

ბანგლადეშის ლიბერალურ ხელოვნებათა უნივერსიტეტის პროფესორმა ანის პერვეზმა თქვა, რომ ის ინფორმაციის გაჟონვის ფაქტს მედიაში ეთიკის საკითხებისადმი მიძღვილი საკუთარი ლექციის დროს განიხილავდა. „ყველა სახელმწიფოს აქვს სუვერენიტეტი, და ზოგჯერ რაღაც ინფორმაციას შეიძლება დაძაბულობა მოჰყვეს. მეორე მხრივ, არსებობს დილემა – რა დოზით შეიძლება საზოგადოებას გაანდო ინფორმაცია მხოლოდ იმიტომ, რომ შენ მასზე ხელი მიგიწვდება“, – თქვა მან. „ახალ ამბებში“ დიდიწლად ერთ დეპეშას განიხილავდნენ, სადაც ნათქვამია, რომ ისლამური ექსტრემისტული ორგანიზაცია „ლასკარ–თაიბა“–ს ქვეყანაში აგენტების დაჯგუფებები ჰყავს. „WikiLeaks–ის მიერ გახმაურებული ინფორმაცია ბევრ ქვეყანას უცნაურ სიტუაციაში აყენებს. ჩვენ ჯერ არ შეგვიმოწმებია დოკუმენტები, რომლებიც ბანგლადეშს ეხება“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საკითხებში იაფიშ ოსმანმა.

ნეპალი

ნეპალში ერთგვარმა იმედგაცრუებამ დაისადგურა იმის გამო, რომ კატმანდუში ამერიკის საელჩოდან გაგზავნილი 2600 ტელეგრამიდან უმრავლესობა ჯერ არ გამოქვეყნებულა. ინფორმაციის გაჟონვას ნეპალელი პოლიტიკოსების უზარმაზარი ძალისხმევა მოჰყვა იმ თვალსაზირისით, რომ ისინი გამალებით ცდილობდნენ გაერკვიათ თუ რა საიდუმლო უნდა გამოაშკარევებულიყო მათ ქვეყანაზე. კატმანდუს „ახალი ამბების“ ოფისებში პოლიტიკოსების და ხელმძღვანელების ზარები არ წყდებოდა. როგორც ყველგან, აქაც, გამოქვეყნებული დეპეშები ყურადღებით შეისწავლეს. დოკუმენტები, სადაც იყო მინიშნებები იმაზე, რომ აჯანყებულ–მაოისტებს ინდოეთი აფინანსებდა, მაოისტური პარტიის მკვეთრი რეაქცია მოჰყვა. პრესამ და საზოგადოებამ, ასევე დეტალურად შეისწავლა ყველა ის წერილი, რომელიც ორი რეგიონალურ გიგანტს ჩინეთს და ინდოეთს შორის ურთიერთობებს ეხება.

შრი–ლანკა

შრილანკაში საიდუმლო მასალების გამოქვეყნებამ პოლიტიკური და მედია–შტორმი გამოიწვია, რადგან ამ წერილების უმრავლეოსობაში საუბარი იყო ამ სახელმწიფო–კუნძულის სადაო და სისხლისმღვრელ თანამედროვე ისტორიაზე. მაშინ როდესაც ერთ–ერთ ტელეგრამაში პრეზიდენტ მაჰინდა რაჯაპაკსას, ფაქტობრივად სამხედრო დანაშაულეებში თანამონაწილეობის ბრალი ედება (რასაც ის უარყოფს), მეორე დეპეშაში აღწერილია ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის დევიდ მილიბენდის კამპანია, მიმართული დახმარების გაცემასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე შარშანწინდელი ჰუმანიტარული კრიზის დროს შრი–ლანკაში, როგორც, პირველ რიგში, შიდა პოლიტიკური მოსაზრებებით განპირობებული ნაბიჯი. მედიას სხვადასხვაგვარი რეაქცია ჰქონდა. მთავრობისადმი ლოიალური პრესა წერდა დეპეშებში გამოთქმულ სხვადასხვა მოსაზრებებზე, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ მასალებზე, რომლებიც ჩრდილს აყენებდა აშშ–ს და დიდ ბრიტანეთს. თუმცა კრიტიკულმა ინგლისურენოვანმა გაზეთმა Sunday Leader–მა ჟურნალისტებისადმი მოწოდება გამოაქვეყნა: „როდესაც წიგნები გაჩნდა, ხელისუფლებამ აკრძალვები შემოიღო, როდესაც გაზეთები გაჩნდა ხელისუფლებამ მათი დაბლოკვის მეთოდები სასამართლოში გამონახა ან ისინი სიმდიდრითა და სხეულთან ხელმისაწვდომობით გარყვნა. მაგრამ, ამ ყველაფრის მიუხედავად, არსებობს რაღაც, რაც არ იცვლება. კარგი ისტორიის გაჩუმება შეუძლებელია. შეუძლებელია სამართლიანობის წყურვილის მოკვლა, მისი მხოლოდ დროებით შენიღბვა შეიძლება. WikiLeaks–ისმა სწორედ ეს ასწავლა მთელს მსოფლიოს და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მას შრი–ლანკაზეც გაიგებენ“.

აზიის და წყნარი ოკეანის რეგიონი

ჩინეთი

ჩინეთის ხელისუფლებამ დუმილი არჩია. ის ავლენს სულ უფრო მზარდ მისწრაფებას იმისკენ, რომ ხელი შეუშალოს ამ თემის განხილვას და ტელეგრამებთან დაკავშირებულ სტატიებს და დისკუსიებს ბლოკავს. პეკინმა დიპლომატიურ წერილებში არსებულ რეპლიკებს „აბსურდული“ უწოდა, თუმცა დოკუმენტებში არსებულ სხვა ცნობებზე, მაგალითად ჩრდილოეთ კორეის ოფიციალურ იმედგაცრუებაზე და ერთ–ერთი წყაროს ინფორმაციაზე იმის შესახებ, რომ Google–ზე შეტევის უკან მაღალჩინოსანი იდგა, კომენტარს არ აკეთებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ცზიან იუიმ გასულ ხუთშაბათს განაცხადა, რომ პეკინი იმედოვნებს, რომ დეპეშების გამოქვეყნება ვაშინგტონთან ურთიერთობებზე გავლენას არ მოახდენს.

ცენზურამ ხელი ვერ შეუშალა ზოგიერთ ჩინელს დეპეშებს უცხოურ საიტზე გაცნობოდა.

„ჩინეთზე და Google–ზე წავიკითხე და მინდა ვთქვა: WikiLeaks ყოჩაღ!“, – წერდა გასულ კვირაში პოპულარული ვებ–პორტალის Sina–ს ერთ–ერთი მომხმარებელი.

მეორემ დაწერა: „ის, რასაც WikiLeaks–ი ჩინეთზე ამბობს, აშშ–ს მხრიდან ცილისწამება უნდა იყოს. როგორ ფიქრობთ, ამერიკის მთავრობასაც სძულს WikiLeaks–ი? ეს, როგორც ჩანს შეთქმულებაა“.

ორგანიზაცია China Digital Times–ს, რომელიც ცენზურას აკვირდება, მიაჩნია, რომ პროპაგანდის ცენტრალურმა ბიურომ გამოსცა ბრძანება, რომელიც ვებ–გვერდებს ტელეგრამებზე დამატებითი ინფორმაციის გამოქვეყნებას უკრძალავს, თუმცა ზოგიერთმა ჯულიან ასანჟის დაპატიმრების შესახებ ინფორმაცია მაინც გაავრცელა.

ავსტრალია

ასანჟის, ქვეყნის უძღები შვილის როლის გაშუქებას, მედიამ ყველაზე დიდი დრო დაუთმო და ყველაზე მეტი დავა გამოიწვია. ავსტრალიელმა ჟურნალისტმა ბრაის ლაურიმ მას „ციფრული ეპოქის ნედ კელი“ უწოდა და დაწერა: „ასანჟი – კიბერ ხულიგანია: ძალაუფლების დისიდენტი და მისი გამქილიკებელი, შთაგონების წყარო ბევრისთვის, ვისაც აღაფრთოვანებს სტატუს–ქვოსთან მისი დაპირისპირების სიმტკიცე“. პრემიერ–მინისტრმა ჯულია გილარდმა დეპეშების გამოქვეყნებას უკანონო, ასანჟის საქციელს კი „უკიდურესად უპასუხისმგებლო“ უწოდა. მისი რეაქციიდან ძალიან ცხადად ჩანდა, რომ ავსტრალიის მთავრობა ასანჟს არანაირ მხარდაჭერას არ აღმოუჩენს, მიუხედავად იმისა, რომ დიდ ბრიტანეთში ავსტრალიის საკონსულომ მას საკუთარი მომსახურება შესთავაზე.

დოკუმენტებში ყოფილი პრემიერ–მინისტრის, დღეს კი საგარეო საქმეთა მინისტრის კევინ რადას საკმაოდ უსიამოვნო პორტრეტია დახატული. წერილებში ნათქვამია, რომ ის ხისტი და იმპულსური, „მბრძანებლობის მოყვარულია“, რომლის ხელმძღვანელობითაც მთელი რიგი საგარეოპოლიტიკური შეცდომები იქნა დაშვებული. კიდევ ერთ დეპეშაში დეტალურადაა აღწერილი ის, თუ როგორ გააბრაზა რადმა აშშ, როდესაც უმცროს ჯორჯ ბუშთან პირადი საუბარი დეტალურად აღწერა. საუბრის აღწერა მოიცავდა იმ მომენტს, როდესაც რადი „შოკირებული იყო, როცა გაიგო, რომ ბუშმა იკითხა „და დიდი ოცეული რა არის?““

გასულ კვირას რადმა ამას საპასუხო შეტევით უპასუხა: „ასანჟი არ არის პასუხისმგებელი აშშ–ს 250 000 დიპლომატიური დოკუმენტის არასანქცირებულ გამოქვეყნებაზე. ამაზე პასუხისმგებლობა თავად ამერიკელებს ეკისრებათ“, – თქვა მან.

ორიგინალი


დამატების თარიღი: პარასკევი, დეკემბერი 17th, 2010 | კატეგორია: ანალიტიკა.

http://foreignpress.ge/?p=15866#more-15866­­
kote-1962
გამჭვირვალე პიარი ხელისუფლების გაუმჭვირვალი ბიუჯეტის ფონზე

(18 დეკემბერი, 2010)



ბოლო წლებში ქართულ საზოგადოებაში მართლმადიდებელი ეკლესიის კრიტიკის დანერგვის ხელოვნური მცდელობა არაერთხელ ყოფილა. ამ ტენდენციის ერთგვარი გაგრძელება იყო 16 დეკემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დავით პაიჭაძის გადაცემა „დიალოგი“....

სრულად სტატია ნახეთ აქ:

http://geurasia.org/movlena-komentari/libe...i-vs-patriarqi/
kote-1962
მოილაპარაკებენ თუ არა საქართველოს და სააკაშვილის საკითხზე აშშ და რუსეთი?


ავტორი გიორგი ვეკუა

17/12/2010 14:17 (1 დღე 21:39 წუთის წინ)


4 დეკემბერს გამოცემაში „Иратес de facto“ გამოქვეყნდა პოლიტოლოგ იგორ მურადიანის სტატია „როცა საქართველო აუტსაიდერად გადაიქცევა“. სტატია საკმაოდ დიდია და დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია გაეცნოს მას რუსულ ენაზე ამ ბმულის მონახულებით. სათაურიდან გამომდინარე, არ უნდა ვიფიქროთ, რომ სომხური წარმოშობის პოლიტოლოგი ძალზე მიკერძოებით და არაობიექტურად განიხილავს საქართველოში და მის ირგვლივ შექმნილ სიტუაციას. მართალია, სრული ობიექტურობის დაცვა ძნელია და ალბათ არც ამ სტატიაშია ეს მიღწეული, მაგრამ მაინც შეინიშნება მცდელობა, ნეიტრალური მიდგომა შენარჩუნებული იყოს. ეს ჩანს ეკონომიკური სიტუაციის ანალიზის დროს. აღინიშნება როგორც მიღწევები, ასევე სუსტი მხარეები. ახალი ხელისუფლების მიღწევებად მურადიანი თვლის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) და სახელმწიფო ბიუჯეტის გაზრდას 5-6-ჯერ, ადმინისტრირების სისტემის შექმნას, სამართლებრივი წესრიგის საფუძვლების დამყარებას. მისი აზრით, შეუძლებელიც კია ამ მდგომარეობის შედარება ე. შევარდნაძის პერიოდთან, როცა სახელმწიფოს ნომინალური მნიშვნელობა ჰქონდა, ხოლო ქვეყანაში გაბატონებული იყო ქაოსი, სუსტი ხელისუფლების პირობებში.

იქვე ჩამოთვლილია საქართველოს ეკონომიკის სისუსტეები. ჩვენი ქვეყნის რესურსები და ეკონომიკის არსებული სტრუქტურა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ უმუშევრობის დონე შემცირდეს. სოციალური დაცვა კვლავ გადაუჭრელი პრობლემად რჩება. მოსახლეობის ნახევარზე მეტი ვერ ჩაითვლება მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფილად, ხოლო მეხუთედი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება.
კორუფცია კვლავ შენარჩუნებულია, თუმცა მან სხვა ფორმები მიიღო. ეკონომიკის ორგანიზაცია ისევ კლანურ პრინციპებზეა დაფუძნებული. საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც თითქმის დაკარგა მრეწველობა. ექსპორტი შეზღუდულია, ჭარბობს რეექსპორტი და საქონლის გადანაწილება, რაც მცირე მოგებას ტოვებს.
ავტორის აზრით, უახლოეს წლებში, უცხოეთიდან მნიშვნელოვანი დახმარების შემთხვევაშიც კი, საქართველო ვერ გამოვა ამ რთული სიტუაციიდან.
მიუხედავად სოციალური გაჭირვებისა, სააკაშვილი მაინც პოპულარულია მოსახლეობის საკმაოდ მრავალრიცხოვან ფენებში. ადმინისტრაციულმა და საბიუჯეტო ფენებმა ნაციონალების მმართველობის პირობებში მდგომარეობა გაიუმჯობესეს. ი. მურადიანის თქმით, სააკაშვილს ასევე მხარს უჭერს ახალგაზრდობის დიდი ნაწილიც. გარდა ამისა, თითქმის მილიონს აღწევს იმ მიგრანტების რაოდენობა, რომლებიც უზარმაზარ თანხებს გზავნიან სამშობლოში, ახლობლების დასახმარებლად. ეს არბილებს სოციალური უკმაყოფილების სიმწვავეს და მნიშვნელოვნად უადვილებს სააკაშვილის რეჟიმს ქვეყნის მართვას. ამის არდანახვა რეალობის იგნორირება იქნებოდა, აღნიშნავს ავტორი.
ძნელია არ დაეთანხმო მას სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციის დახასიათებაში და პროგნოზებში. თუმცა განვაგრძოთ, მურადიანის მთავარი დასკვნები წინაა.

მართალია, ქართულ საზოგადოებაში შეინიშნება დასავლეთის მიმართ გულაცრუება, მაგრამ ქვეყნის გადამრჩენელად და „პატრონად“ ქართველები მაინც დასავლეთს და განსაკუთრებით აშშ-ს მიიჩნევენ, მათგან ელიან საქართველოს პრობლემების გადაწყვეტას - ასეთია ი. მურადიანის აზრი. ეს ეხება პოლიტიკოსებსაც, მათ შორის ოპოზიციას. ზოგიერთი ოპოზიციონერი მოღვაწე კონტაქტებს ამყარებს მოსკოვთან, მაგრამ იგივე ხალხი დადის ვაშინგტონში და ევროპის დედაქალაქებში, სადაც დახმარების მოპოვებას ცდილობენ.
ამჟამად ამერიკა და ევროპა დაახლოებით ერთნაირად უყურებს სააკაშვილის მოღვაწეობას. სომეხი პოლიტოლოგის აზრით, ის ძალზე უხერხული პოლიტიკოსია დასავლეთისთვის. ამერიკელები ამბობენ - ვერ წარმოგვიდგენია სააკაშვილი კიდევ სამი წლის განმავლობაში პრეზიდენტის პოსტზე, მაგრამ არ ვიცით, როგორ მოვიშოროთ ის. ჩვენი აზრით, აქ მურადიანს კრიტიკული მიდგომა ღალატობს: ძნელი დასაჯერებელია, რომ ამერიკის ადმინისტრაციას არ გააჩნდეს ქმედითი ბერკეტები სააკაშვილის ხელსუფლებიდან ჩამოსაშორებლად, თუკი ამის სურვილი ექნებათ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საგარეო დახმარების გარეშე სააკაშვილი არათუ ვერ შესძლებს პომპეზური (თუმცა ხშირად უაზრო და მახინჯი) ობიექტების წამოჭიმვას, არამედ საკუთარ პოლიციასაც ვერ გადაუხდის ხელფასს. ამავე დროს, ავტორი სრულიად სამართლიანად აღნიშნავს, რომ ამერიკელებს სურთ მთელი პოლიტიკური სპექტრი, მათ შორის ოპოზიცია, „მიაბან“ თავიანთ პოლიტიკას. ისინიც კი, ვინც მოსკოვთან კარგ ურთიერთობას დაამყარებენ, ვაშინგტონთან დაკავშირებული დარჩებიან.
ძირითადი დასკვნები და რეკომენდაციები, რომლებსაც ი. მურადიანი რუსეთის ხელისუფლების მიმართ აყენებს, „ქართული“ პოლიტიკის შესახებ:
არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ანტიამერიკელ ან პრორუსულ პოლიტიკოსზე აქცენტის გაკეთება საქართველოში. პირიქით, ურთიერთობები უნდა დამყარდეს გამოცდილ, ხელისუფლებაში ნამყოფ პირებთან, რომლებსაც კარგი ურთიერთობები და ვალდებულებები აქვთ ამერიკის და ევროპის წინაშე. საქართველოს პრეზიდენტობაზე პრეტენზიის მქონე პოლიტიკოსი, რომელიც მისაღებია რუსეთისთვის, ასევე მისაღები უნდა იყოს ამერიკისთვის, რომელიც დაამტკიცებს მის კანდიდატურას. ასეთ პოლიტიკოსებად მურადიანს მიაჩნია ნინო ბურჯანაძე, და ნაკლებად, ირაკლი ალასანია;
აშშ-ს და რუსეთს აქვთ შესაძლებლობა მოილაპარაკონ საქართველოს და მეტიც, მთელი სამხრეთ კავკასიის საკითხზე. მურადიანის თქმით, ამერიკამ შეანელა ექსპანსია კავკასიის მიმართულებით და ეს გააკეთა არა შემთხვევით, არამედ განზრახულად. მოლაპარაკების საფუძველი უნდა გახდეს ის, რომ რუსეთი არ შეეხება აშშ-ს სამხედრო ტრანზიტს ავღანეთის მიმართულებით, სამაგიეროდ, კავკასიაში ამერიკული ბაზების განლაგება ან საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება დღის წესრიგიდან მოიხსნება. რუსეთისთვის გაცილებით უფრო ადვილია აშშ-თან მოლაპარაკება, ვიდრე საკუთარი კანდიდატის გაყვანის მცდელობა საქართველოში, რამაც შეიძლება კონფრონტაცია გამოიწვიოს, მათ შორის ევროპასთან;

რუსეთს არ დაუკარგავს საქართველოზე და ქართულ საზოგადოებაზე ზემოქმედების ბერკეტები. მიუხედავად სააკაშვილის ანტირუსული პოლიტიკისა, ეს ბერკეტები ისევე ძლიერია, როგორც წინათ. ამიტომ, საქართველოს ხელისუფლების სათავეში ზომიერი პოლიტიკოსის მოსვლის შემთხვევაში, მოსკოვს შეუძლია გაააქტიუროს ისინი და ზეგავლენა მოახდინოს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. ქართველების დიდი ნაწილი სულ უფრო მეტად იზიარებს იმ აზრს, რომ რუსეთთან კონფრონტაცია წამგებიანია, ამიტომ რუსეთი არ აღმოჩნდება მეორეხარისხოვანი მოთამაშის როლში, თუნდაც ზომიერად პროდასავლური პოლიტიკოსის მოსვლის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტად;
ამერიკამ იმიტომ შეანელა კავკასიაში ექსპანსია, რომ აღარ განიხილავს ამ რეგიონს სასიცოცხლო ეროვნული ინტერესების სფეროდ. პირიქით, გაიზარდა რუსეთის როლი დასავლეთისთვის. ის აღარ განიხილება, როგორც მოწინააღმდეგე, არამედ როგორც უმცროსი პარტნიორი, რომელსაც შეუძლია ბუფერის როლი შეასრულოს ჩინეთის და ისლამური ქვეყნებისგან დასავლეთის დასაცავად. ამერიკა ცდილობს დაითანხმოს რუსეთი, მხარი დაუჭიროს მას ჩინეთის შეკავების საკითხში. რუსეთისთვის საშიში და სარისკო იქნებოდა მთლიანად დასავლეთზე მიბმა, მაგრამ ინტერესების ინტერესების დამთხვევა მას კარგ შესაძლებლობებს უხსნის - მიაჩნია ი. მურადიანს. მოსკოვი თავად არის დაინტერესებული შეაჩეროს ჩინური ექსპანსია ევრაზიაში და თავი დაიცვას ისლამური ტერორიზმისგან, პირველ რიგში ჩრდილოეთ კავკასიაში. ამიტომ რუსეთმა წყნარად უნდა გადაიტანოს დღევანდელი სიტუაცია და დაელოდოს დროს, როცა ამერიკული ექსპანსია თავისით დაიშრიტება, ამას კი, ავტორის პროგნოზით, დაახლოებით 15-20 წელი დასჭირდება. დრო რუსეთზე მუშაობს. ქართველი და აღმოსავლეთ ევროპელი პოლიტიკოსების იმედები, რომ აშშ-ს ადმინისტრაციაში კვლავ რესპუბლიკელები მოვლენ და პოლიტიკას კარდინალურად შეცვლიან, უსაფუძვლოა. ჯერ კიდევ ბუშის პრეზიდენტობის მიწურულს ამერიკის პოლიტიკა უკვე აღარ იყო ძველებურად აქტიური;
სააკაშვილის მოდელი იდეალური იყო ამერიკას და რუსეთს შორის კონფრონტაციის პირობებში, „გადატვირთვის“ დროს კი მან თავისი თავი ამოწურა. თანამედროვე საქართველოში და ბევრ სხვა ქვეყანაში პოლიტიკოსებისთვის იდეოლოგიას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს - მთავარია ხელისუფლებაში მოსვლა. რუსეთს შეუძლია „ფსონი დადოს“ ნებისმიერ ქართველ პოლიტიკოსზე, რომელსაც „ხიდები არ დაუწვავს“ მოსკოვთან და მისაღებია ამერიკისთვისაც. ამერიკელები დაინტერესებული არიან საქართველოს ხელისუფლებაში იმ ადამიანის მოსვლით, ვინც შესძლებს რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას გარკვეულ დონეზე მაინც. აშშ-თვის პრიორიტეტულია სტაბილურობა კავკასიაში, რაც საშუალებას აძლევს მას განახორციელოს ენერგეტიკული პროექტები. აგვისტოს ომის დროს რუსეთმა ვირტუოზული მოქნილობა გამოიჩინა, როდესაც ოსტატურად გვერდი აუარა დასავლეთის ენერგეტიკული პროექტების დაზიანებას;
აქედან გამომდინარე, აშშ-ს ადმინისტრაცია, საქართველოს მომავალი პრეზიდენტის კანდიდატურის მიმართ თავისი პიზიციის დაფიქსირებისას, შეეცდება გაითვალისწინოს რუსეთის მოსაზრებები და რაღაც ფორმით, შეათანხმოს კიდეც მასთან თავისი „გემოვნება“ ამ საკითხში. უნდა გავაცნობიეროთ, წერს მურადიანი, რომ ნებისმიერი პოლიტიკოსი სააკაშვილის ბანაკიდან, რომელიც დაიკავებს პრეზიდენტის თანამდებობას, ითანამშრომლებს რუსეთთან ფართო დიაპაზონში;
მოსკოვი აგრძელებს მცდელობებს, ჩამოაშოროს სააკაშვილი ხელისუფლებიდან. არაფერია იმაზე უფრო უაზრო, ვიდრე ამგვარი ქმედებები - აცხადებს ავტორი. სააკაშვილი ახორციელებს ჩიხურ, შეიძლება ითქვას, გიჟურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქვეყანა მიჰყავს დაშლისკენ და სახელმწიფოებრიობის დაკარგვისკენ. მოსკოვს შეუძლია წყნარად დაელოდოს, სანამ საქართველო საბოლოოდ გადაიქცევა ეკონომიკურ აუტსაიდერად და ქრონიკულ იზოლაციაში მოექცევა. ახალი პრეზიდენტი კი კვლავ მოექცევა დაინტერესებული ქვეყნების ყურადღების ცენტრში და იქნება მცდელობები, რომ თავიდან დაიწყონ ექსპერიმენტის განხორციელება საქართველოში.
* * *
ერთი შეხედვით, ძნელია არ დაეთანხმო სომეხი პოლიტოლოგის დასკვნებს და პროგნოზებს, რომლებიც საკმაოდ დამაჯერებელი ჩანს. მაგრამ მსჯელობაში დაშვებულია მცირეოდენი უზუსტობები (ან შეგნებული გადაცდომები), რომლებიც ცვლიან გარკვეულ დასკვნებს. მაგალითად: ამერიკულ-დასავლურ ენერგეტიკულ პროექტებზე კავკასიაში ნათქვამია, რომ ისინი „პრესტიჟის საქმეა“. სინამდვილეში კი, ენერგეტიკული პროექტები თანამედროვე მსოფლიოში არა მხოლოდ პრესტიჟის ან ეკონომიკური მოგების, არამედ გეოპოლიტიკური ზეგავლენის იარაღებია. სწორედ ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტმა ჩაუყარა საფუძველი კავკასიაში დასავლეთის ექსპანსიას. ამან კი, თავის მხრივ, საქართველოს დაშლა-დანაწევრების პროცესი გააქტიურა.
გარდა ამისა, რაც უნდა დაუახლოვდეს რუსეთი დასავლეთს, საერთო „ჩინური საფრთხის“ გამო, ამერიკა მაინც არ შეწყვეტს რუსეთის განხილვას პოტენციურ მოწინააღმდეგედ. ამიტომ კავკასიის „პლაცდარმი“ კვლავაც მნიშვნელოვანია აშშ-ს ადმინისტრაციისთვის და როგორც ჩანს, არც სააკაშვილთან გამოთხოვებას აპირებენ უახლოეს წლებში. რიტორიკის შეცვლა არ ნიშნავს პოლიტიკის შეცვლას. სააკაშვილის რეჟიმის დაფინანსება დასავლეთიდან გრძელდება და არ შემცირებულა. ისევ ქვეყნდება სხვადასხვა „რეიტინგები“, რომლებშიც საქართველო ლამის უნიკალურ „რეფორმატორ“ ქვეყნად არის წარმოჩენილი. ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს ხდება მხოლოდ კორუფციის საფუძველზე, ანუ ის, რომ ეს რეიტინგები (მსოფლიო ბანკის და სხვა), უბრალოდ „ნაყიდია“ სხვადასხვა ლობისტური ხრიკების გამოყენებით. რომ არ იყოს დაინტერესება დასავლეთის, განსაკუთრებით აშშ-ს, მხრიდან სააკაშვილის რეჟიმის შენარჩუნებაში, ის დიდი ხანია არ იარსებებდა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, კარგად იციან მოსკოვში და სულაც არ აქვთ სურვილი, ყურის ძირში, სენსიტიური ჩრდილო კავკასიის მოსაზღვრედ, ჰყავდეთ დასავლეთის მიერ კონტროლირებადი, მტრული რეჟიმი. ამიტომაც, ჩემი აზრით, რუსეთი არ წავა დიალოგზე სააკაშვილთან, და შეეცდება დასავლეთი დაიყოლიოს, პრორუსული თუ არა, ზომიერად პროდასავლური იმიჯის მქონე პოლიტიკოსით მის რაც შეიძლება სწრაფ ჩანაცვლებაზე. დათანხმდება თუ არა ამას აშშ-ს ადმინისტრაცია ე.წ. გადატვირთვის რეჟიმის ხათრით, უახლოესი მომავალი გვაჩვენებს.

გიორგი ვეკუა

http://tribuna.ge/index.php?option=com_con...11&Itemid=1
kote-1962
ინტერვიუ გია იაკობაშვილთან


ავტორი კოტე ჩიკვილაძე

21/12/2010 12:49 (17:22 წუთის წინ)



ინტერნეტ–სივრცის კონტროლი დაიწყო



ბატონო გიორგი, როგორც ცნობილი გახდა, ამ დღეებში presa.ge ჟურნალისტებმა დატოვეს, რაც დაემთხვა Caucasus Online -ში ახალი ხელმძღვანელობის მოსვლას. როდის შეიქმნა presa.ge როგორ და რა პირობებით მოხდა მისი Caucasus Online- თან გაერთიანება?


– დიახ, ამ ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე ახალი ხელმძღვანელობის მხრიდან ჟურნალისტებზე ზეწოლა ხორციელდებოდა. თუმცა სიტუაციაში გასარკვევად ალბათ სჯობს ამ ყველაფრის პრეისტორია გაგაცნოთ: presa.ge შეიქმნა 2007 წელს, ის შექმნეს ჟურნალისტებმა, პოპულარობის პიკს კი 2008 წლის შემოდგომისთვის მიაღწია, რა დროსაც ჩემმა ძველმა მეგობარმა ეროვნული მოძრაობიდან მამია სანადირაძემ მთხოვა, შეგვექმნა ჰოლდინგი, რომლის შემადგენლობაშიც რამდენიმე ძალიან პოპულარული საიტი, მათ შორის Avoe.ge, Gol.ge იქნებოდა, ხოლო presa.ge კი ამ ჰოლდინგს კიდევ მეტ პოპულარობას შემატებდა. ის აგრეთვე აპირებდა ინტერნეტ-ტელევიზიის გაკეთებასაც. მამია სანადირაძემ ისიც მითხრა, რომ ბუღალტერიის წარმოება უფრო ადვილი იქნებოდა, თუ ეს დომენი გაფორმდებოდა Caucasus Online -ზე, ცხადია ამასაც არ შევეწინააღმდეგე. ჩვენ შევედით ამ ჰოლდინგში და აღვნიშნავ, რომ ამ დროს სრული ჟურნალისტური დამოუკიდებლობა გვქონდა. შეიქმნა კავკასიის ინტერმედია–ჯგუფი, მე დირექტორის მოადგილე გახლდით, ამჟამადაც ვითვლები დირექტორის მოადგილედ. ჟურნალისტები, რომლებიც მყავდნენ შტატში, გაფორმდნენ როგორც CIMJ- ს თანამშრომლები. Caucasus Online -მა აიღო მთელი ჩვენი საბანერო სივრცე, ბანერებს ისინი ათავსებდნენ და შემოსავალი მათი იყო, ჩვენ მხოლოდ პრესა გე-ს ვავსებდით, როგორც ადრე, presa.ge ასევე ვიდექით ITაV- ს სათავეებთან, ჩვენგან დაიწყო ეს ყველაფერი.
შემდეგ, უკვე 2008 წლის გვიან შემოდგომაზე, დაიყო გაერთიანებული ტელეკომის და კაუკასუს ონლაინის ”ომი”, რომელიც გამოიხატებოდა კაუკასუს ონლაინის კაბელების ჩაჭრაში.

რა იყო თქვენი ინტერესი, როდესაც ჰოლდინგში შედიოდით?


– მთავარი ფინანსური პრობლემები იყო…. მანამდე ყველაფერს ერთოთახიან ბინაში ვაკეთებდით, თუ გვქონდა რეკლამები, გვქონდა შემოსავალიც, თუ არა, და - არა. ერთი სიტყვით, საკმაოდ გვიჭირდა მატერიალურად. ეს პრობლემა კავკასუსმა მოგვიხსნა მთლიანად, მათ ჰყავდათ მშვენიერი სარეკლამო სამსახური, რეკლამები იდებოდა მუდმივად და მათმა ფასმაც საგრძნობლად მოიმატა, ასე რომ, ჩვენი მდგომარეობაც ბევრად უფრო სტაბილური გახდა. მათი ინტერესი სარეკლამო შემოსავლებიც იყო, თუმცა როგორც მამია სანადირაძემ თავიდანვე თქვა, ჩვენი მათთან ყოფნა იყო ჰოლდინგის პრესტიჟის განმსაზღვრელი.

რატომ დატოვეს presa.ge ჟურნალისტებმა, იქნებ უფრო კონკრეტულად გვიამბოთ ჟურნალისტებზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტებზე. რამდენმა ჟურნალისტმა დატოვა presa.ge ?


– ჟურნალისტის პროფესია არის თავისუფალი პროფესია და ამ პროფესიაში თავისუფლების მაქსიმალური ხარისხის გარეშე შეუძლებელია საზოგადოების წინაშე საკუთარი ჟურნალისტური ვალის ბოლომდე აღსრულება და საერთოდ, ჟურნალისტური მოღვაწეობა შეუძლებელი ხდება, ამის საშიშროება დგებოდა და ჩვენც მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება.
რაც შეეხება ზეწოლას.... დიახ, ზეწოლა ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე ხორციელდებოდა- როდესაც გეუბნებიან რომ ეს არ არის შენი და არის ჩემი, აქ უკვე ყველაფერი გასაგებია, მხედველობაში მყავს “კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის” ახალი დირექტორი გიორგი კაპანაძე, რომელიც ცხადია გადმოგვცემდა არა მხოლოდ საკუთარ, არამედ სხვის აზრსაც- საუბარია კავკასუსის ახალ მფლობელებზე და მათზე, ვინც ზურგს უმაგრებს. აღვნიშნავ, რომ ამ მომენტისთვის presa.ge დატოვა ჟურნალისტთა სრულმა შემდაგენლობამ.

თუ presa.ge სრული შემადგელნლობით დატოვეს ჟურნალისტებმა, მაშინ ამჟამად ვინ აგრძელებს იქ საქმიანობას?


– როგორც ჩემთვის არის ცნობილი, გიორგი კაპანაძემ ჟურნალისტების ახალი შემადგენლობა მიიყვანა. მისთვის საერთოდ არახალია ჟურნალისტური საქმიანობა და თავისი გარკვეული წრეც აქვს. ამ ბოლო დროს ის მოღვაწეობდა ინტერნეტ-საიტ Droni.ge- ზე, იმავდროულად- Real.tv-ზე-ც, სადაც მიჰყავდა პრესის მიმოხილვა- პრესთაიმი.


როგორ თვლით ამ გადმოსახედიდან, იყო თუ არა შეცდომა როდესაც თქვენი დომენი გადაუფორმეთ CIMJ-ს?


– ახლა ისე გამოდის, რომ შეცდომა იყო, მაგრამ მე რომ მაშინ ჩემი მეგობრის თხოვნაზე უარი მეთქვა, ან ჩავძიებოდი საქმის ნიუანსებს, ეს იქნებოდა ჩვენს მეგობრობაზე და მთელ ძველ ურთიერთობაზე ხაზის გადასმა, რაც მამიასთან წლების განმავლობაში გვაკავშირებდა და ახლაც გვაკავშირებს. მით უმეტეს, მაშინ წინასწარ ვერავინ განჭვრეტდა, რომ ასე მარტივად მოხდებოდა, რბილად რომ ვთქვათ, კავკასუსის წილების გადანაწილება, თავად მამიასაც არ ეგონა, რომ რაიმე სახით ჩვენს დამოუკიდებლობას საფრთხე შეიძლებოდა შექმნოდა.
იმ დროს Caucasus Online- ს ეჭირა ბაზრის 70 თუ 75 %, მასთან დაპირისპრებული სილქნეტის (მაშინ – გაერთიანებული ტელეკომი) წარმომადგენლები დადიოდნენ ქუჩა-ქუჩა და ჭრიდნენ კავკასუსის კაბელებს, ღამ-ღამობით ზოგჯერ საერთოდ უთიშავდნენ ინტერნეტ-მომსახურებას მომხმარებლებს, შემდეგ კი ოჯახებში შედიოდნენ, ურეკავდნენ და კავკასუსის მაგივრად საკუთარ მომსახურებას სთავაზობდნენ. მოქალაქეები ხშირ შემთხვევაში აღნიშნულის საქმის კურსში არ იყვნენ და მიაჩნდათ, რომ კავკასუსი ცუდად მუშაობდა. ასე ნელ-ნელა Caucasus Online-ს ენაცვლებოდა Silknet და დღეს მათ ბაზრის უკვე 40 - 40% უჭირავთ.
ასეთ უკანონო ქმედებებზე რეაგირება ჩვენი მხრიდან ყოველთვის ხდებოდა, მაგრამ ხელისუფლების თუ სამართალდამცავების მხრიდან არანაირი ზომები არ იქნა მიღებული.


გვიამბეთ თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ, თუ აპირებთ სასამართლოში ჩივილს?


– აუცილებლად! მე იმედი მაქვს, რომ როდესაც სასამართლოში შევიტანთ სარჩელს, ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ პროცესებში მონაწილეობდა, იგივე – მამია სანადირაძეც, დაადასტურებენ, რომ ჩვენ მართლები ვართ.
ისიც მინდა აღვნიშნო, რომ იმ დროისთვის ჩვენ უკვე დაგვიბრუნდება ჩვენი მკითხველი და ძველ დომენს მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა ექნება, მაგრამ სიმბოლოებს ხშირად პრინციპული მნიშვნელობა გააჩნიათ, ხოლო ჩვენ ჩვენი პრინციპებიდან გადახვევას ნამდვილად არ ვაპირებთ.


- დიდი მადლობა ინტერვიუსთვის.

http://tribuna.ge/index.php?option=com_con...Itemid=99999999
kote-1962
21-12-2010

ზაზა პაპუშვილი–„ბედნიერი ერი“ წაიკითხეთ.. ეს ლექსი დამამარცხებინა და მეტი არაფერი მინდა „ეს წელსქვემოთ დარტყმაა, ეს არაკაცობაა, ეს „პადლეცობაა“... ეს ბოზური საქციელია....”
[ნათია ბარნოვი www.journalist.ge]




იცით რა, მე რასაც ვუყურებ, არცერთი პარტიის წევრი ვარ ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ, სულ მინდა, რომ ადამიანებმა თავისი აზროვნება ცოტა შეცვალონ და პრობლემაზე ცოტა უფრო მასშტაბურად ისაუბრონ–მე ასეთ აზროვნებას ვემხრობი, რაც ახლა ჩვენს თვალწინ ხდება ეს არის ჩვენი ბილწი აზროვნების შედეგი –როგორ ვიცხოვრეთ ტყუილში, როგორ ვიცხოვრეთ გარყვნილებით–აი შედეგი მივიღეთ ეს–ყველანაირი ზნეობრივი კატეგორია მოშლილია, ყველანაირი სინდისი, ნამუსი, ელემენტარული ოჯახის შვილობა, უფროს–უმცროსი.. ამაზე იდება დიდი ფსონი, დიდი ფული და ის რაც ახლა ტელევიზიაში ხდება ამის შედეგია და ჩვენ ვერ ვხვდებით იმას, რომ მხოლოდ ამ ბრიყვი ხელისუფლების მოცილება არ არის პრობლემა, მთავარი ის არის გავარკვიოთ რა ძალები იბრძვიან საქართველოს წინააღმდეგ...



–––ვინ იბრძვის?



ამას ფესვები ღრმად აქვს გადგმული, როდესაც ვლაპარაკობთ ვიღაც გარე ძალებზე, მასონებზე.. ეს ძალიან რთული მოძრაობებია, ამ ბრიყვი, უვიცი ხელისუფლების დონეზე არ წყდება ეს ყველაფერი, ჩვენ ვის კამათელს ვაგორებთ ეგ არის მთავარი, ძალიან კარგად მიხვდა ეს ძალა, რომ საქართველოს გარე–მტრობით ვერ დაარღვევ, შიგნით უნდა მოძებნო მოკავშრე... ქართველები რომ დაჭამენ ერთმანეთს, ამას ვერავინ გააკეთებს ასე სხვა, გენიალურ ფორმულას მიაგნეს, სხვაგვარად ჩვენი დამარცხება წარმოუდგენელია, ვინც ამ უნებლიე ბრძოლას აწარმოებს ის ბრიყვია, გათახსირებულია და უვიცი... და ხომ ხედავთ, რომ ყველა უვიცი პოლიტიკაში წავიდა, ყველა არაფრის მკეთებელი იქ არის...დადგა ასეთი ხანა, უზნეო, უნიჭო, სიძულივლით აღსავსე.. ერმა უნდა გამოიჩინოს რამენაირად სიმშვიდე და უნდა მიმართოს ზნეობას... სხვა გზა არ არსებობს–არ გვინდა ყველა სიტყვაზე გამოკიდება და ჩაკირკიტება, რეცეპტად უნდა მიიღო–სხვა გზა არ არსებობს.. გარდა სინანულის, გარდა სიმშვიდის და გარდა ზნეობისა... მე როგორც წესი შეთქმულების თეორიის არ მჯერა, მაგრამ ახლა დარწმუნებული ვარ რომ მიმდინარეობს გრანდიოზული შეთქმულება..





––––ეს ერი ზაზა სამი წელი ქუჩაში დგას...25 ნოემბერსაც კი მოვიდნენ...



მერე 20 ათასი ზნეობრივი ადამიანი ცოტაა? იცი რა, ესეც შეკვეთაა, ესეც შეთქმულებაა, მე რასაც მინდა იმას გალაპარაკებ..იმ ფრაზებით და ტექსტებით გალაპარაკებ, რითიც მე მინდა, მე ისე მოვაწყობ ცხოვრებას, რომ იმ ფრაზას გათქმევინებ–რომ ნიჰილიზმია! რომ იმან ფული აიღო, რომ ის გაყიდულია.. ხელი აქვს ჩაქნეული... ამიტომ ამ სტერეოტიპს თავი უნდა დავანებოთ...არ შეიძლება შენი უმწეობა სხვას დააბრალო.. ჩახედეთ ოჯახის წევრებს თვალებში, გამოაღეთ მაცივარი–ნახეთ რა გიდევთ ?! ჩაიყავით ჯიბეში ხელი და ნახეთ იქ თუ დაგხვდებათ რამე?! დახედეთ რუქას! ამან უნდა გამოგაფხიზლოთ და ამან უნდა გამოგიყვანოთ გარეთ, ამ მოტივით გამოდი... ის რაც გაზეთებში ახლა დაიწერა–მე მესიჯით მივწერე ამ ჟურნალისტს ჩემი საყვედური..



–––––ხუბუას?



დიახ, ხო მაგაზე ვლაპარაკობ, როდესაც მხვდება და პირში მეპირფერება და დიდ სიყვარულს ამჟღავნებს თურმე გაჩეჩილაძეების მიმართაც.. მე ამდენი ლოლიავი არ შემიძლია, სახელი უნდა დაერქვას ყველაფერს–ჩემთვის ეს ასავალ–დასავალი ჩადგება იმ გაზეთების რიცხვში, სოფელში, ჩეჩმაში, დაჟანგულ ლურსმანზე ტუალეტის ქაღალდის ნაცვლად რომ კიდია, თუ ასეთ შეკვეთებს ასრულებს და ასეთ ხელის დაქნევაზე შეუძლია ქვეყანას ის გაუკეთოს რაც ქნა..ასე ხუბუას შეუძლია ნებისმიერ ადამიანს ჩირქი მოსცხოს, ასეთი ლოგიკით თუ გავყვებით მეც ვიტყვი რვიდან ათ საათამდე ხუბუა ცირკთან დგას! კისერი უტეხია თუ არ დაამტკიცებს ცირკთან დგას თუ არა, ან რატომ დგას...მაგრამ ეს ხდება ისეთ ქვეყანაში სადაც კანონი არ არის, სადაც ზნეობრივი კატეგორიები დაცემულია.. ხუბუას არანაირი უფლება არ აქვს თქვას, რომ მე ინფორმატორის ნათქვამს ვეყრდნობი.. სად მივყვე მე მის ინფორმატორებს რამდენი ჰყავს...



–––––ზაზა, ასავალ–დასავალმა შემდეგ ბადრი ბიწაძის ჩანაწერი გამოაქვეყნა...



ვინ არის ეს კაცი?



––––ნინო ბურჯანაძის მეუღლე და შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე..



ხო, გადაშალონ თავისი დავთრები და წაიკითხონ საკუთრი ბიოგრაფია კარგად, ხალხი კიდევ დაინდობს... არც ბადრი ბიწაძეს აქვს უფლება ვინმეზე ასე ჭორის დონეზე ისაუბროს და არც ვინმე სხვას, ეს წელსქვემოთ დარტყმაა, ეს არაკაცობაა, ეს „პადლეცობაა“... ეს ბოზური საქციელია....



–––––ზაზა ხელისუფლება ახლა ისე მყარად არის როგორც არასდროს...?!



გეტყვით რატომ არის ასე, არის ობიექტური და სუბიექტური მიზეზები იმისა, რის გამოც ხელისუფლება ახლა მყარად არის... ამ გზაზე უშეცდომოთ ვერავინ ივლის, ნურავინ ნურავის წამოაძახებს რამეს... 300 ათასი კაცი გამოვიდა, მეც ვიყავი იმ სამასი ათასში კაცში, მაგრამ ამის გამო თავი არ დამიმადლებია ვინმესთვის, ნუ იმადლებიან.. ერთჯერად შპრიცებს დავემსგავსეთ.. ბრძოლა არის ათდღიანი, ოცდღიანი ან ორასდღიანი... ან კიდევ კაცმა არ იცის რამდენი... ეს არ არის პიცის ან ტორტის რეცეპტი, უნდა შეიგნოთ ჯერ რასთან გვაქვს საქმე...



––––ხო მაგრამ რა უნდა თქვას საზოგადოებამ?



საზოგადოებამ ქრთამი არ უნდა აიღოს, თუ ეშინია უნდა თქვას... თუ ვერ გამოდიხარ, ენა გაქვს ჩაგდებული.. ყველა ამას ლაპარაკობს–რა ვქნა მე სამი შვილი მყავს, რა ვქნა, ჩემი შვილი მეშინია სამსახურიდან არ მოხსნან.. კი მაგრამ, ჩვენ შვილები არ ვართ? მე შვილები არ მყავს? თუ კნუტები მყავს სახლში?! შენ თუ შენს შვილზე მზე და მთვარე ამოგდის ასჯერ მეტი მზე და მთვარე ამომდის მე ჩემს შვილზე...ხო ასეა... ისწავლონ იდეისთვის თავგანწირვა.. მეტი არაფერი.. კიდევ ერთხელ ვიტყვი–გააღონ მაცივარი, ჩაიყონ ჯიბეში ხელი და დახედონ რუქას! აი შენი მოტივაცია...გარყვნილია საზოგადოება.. რა ხდება ტელევიზიებში–თვალხილულ კრეტინობას ვერ ვხედავთ და უხილავი მადლი გვინდა დავინახოთ? არ გამოვა ასე, ბრმები ვართ.. ყური აღარ გვაქვს..პატრიარქმა გაატარა ერთი ლანძღვა, ათი ლანძღვა, ოცი ლანძღვა.. გამოვიდა და ერთ მშვენიერ დღეს თქვა–ცეცხლს ეთამაშებით.. კაი გავიგე უწმინდესის დიდსულოვნება, მაგრამ შენ თუ ვერ გაიგე მისი დიდსულოვნება ვიღაცამ ხომ უნდა შეგაჯანჯღაროს... რა გინდა ამ ეკლესიისგან, თუ არ მოგწონს გაიარე, ძალიან ხო არ გექაჩება ვინმე.. ჩერდები მაგინებ მლანძღავ ქვას მესვრი... და მე რომ ყბაში ხელუკუღმა გაგარტყა–მე დამნაშავე ვარ და შენ ლიბერალი ხარ და შეგიძლია დედა მაგინო.. დედა მაგინო კი არა ყბებს დაგამტვრევ როგორც კი შემაგინებ.. გოიმები ვართ, ქაჯები ვართ, იმდენად ქაჯური კომპლექსები გვაქვს, რომ ყველა სიბინძურეს გავუღეთ კარი, აბა ქაჯები ხომ არ ვართ პიდარასტები ხომ უნდა გვყავდეს ჩვენც.. აი ამ დონეზეა საქართველო დასული... მე არ ვარ სეირის მაყურებელი არ მინდა პოლიტიკოსების წაკიდება.. ვიღაცას ეს არეულობა აწყობს, ფინანსდებიან, დალაგებულ დროში ისინი გაკოტრდებიან... საზოგადო ჭირზე ვლაპარაკობ..



––––ზაზა და შენ ფიქრობ რომ ამ საზოგადოებამ შეიძლება მოახერხოს ხელისუფლების შეცვლა?



არ ვუყურებ მე ცხოვრებას ვარდისფერი სათვალით.. სისხლი წყალდება, მაგრამ ორი პროცენტიც კი შეიძლება გყავდეს უძლიერესი მოსახლეობა, ანგარიშგასაწევი, ფსონი ახლა იდება ბოზობაზე, გოთვერნობაზე, არაკაცობაზე... ქალი ქალს აღარ ჰგავს და კაცი კაცს... ქართველმა ქალმა საერთოდ შემშალა და გამაგიჟა... საერთოდ მიწას აყრიან ქართველი ქალის უძლიერეს მხარეებს.. ვტიპობთ, ვევროპელობთ, დაგვღალა ქართველობამ...პარაზიტებად ვზრდით შვილებს და აი პარაზიტებად გაზრდილებმა რა გააკეთეს...დედა უტირეს ქვეყანას, აღზრდა არ გვივარგა, განათლება არ გვივარგა.. ზნეობა არ გვივარგა.. დავსვათ შეკითხვა, რატომ არის სააკაშვილი ამდენ ხანს? სააკაშვილს ჰგავს ნახევარი მოსახლეობა და იმიტომ.. აი ეს დეგრადირებული სიმახინჯე უყვართ და აკმაყოფილებს მათ გემოვნებას.. ქართველებიც არიან, თან მორწმუნენიც არიან, ყველაფერი ერთად უნდათ, ბარიგობაც უნდათ, ფულიც უნდათ, თანამდებობაც უნდათ და კარგი ბიჭობაც უნდათ, თან კაი სახელიც უნდათ.. ქართველმა გადაუხვია თავის გზას... არ მაინტერესებს ჰოლანდიელი და სინგაპურელი რას აკეთებს–––ჯერ ჩემი ქვეყანა მაინტერესებს, მე ჩემი პრობლემა მაქვს.. რას ვთესავ და რას ვიმკი... არც დომინგოს წინააღმდეგი ვარ, არც ჯაზფესტივალის, არც განათების.. მაგრამ ეს ხომ ფასადია–შიგნით რყვნა მიდის, განავალი უკვე გამოდის სუნი არის, მაგრამ არ გვცემს.. აი ეს არის უბედურება–ყველაფერზე უარი ვთქვით.. აი ეს არის თუნდაც კავკასია–ხომ გვეგონა ობიექტური და კარგი ტელევიზია, რა გააკეთა პირდაპირ ეთერში ბიჭები დააჭერინა?! რა გააკეთეს ამ ორმა უნიჭო ჟურნალისტმა–ეს გათახსირებულობაა...ამის გაკეთება–არც ერთს ბოდიში არ მოუხდია, არც ერთი ციხის კართან არ მისულა, არც ერთს ის არ უთქვამს მე დამიჭირეთ ესენი გამოუშვითო.. და ბუტკიდან საიდანაც მოხრაკული ხახვის სუნი გამოდის ლექციებს მიტარებენ...აი ეს არის შენი საზოგადოება...

წაიკითხონ „ბედნიერი ერი“, ვერ ვაჯობებ ილია ჭავჭავაძეს, მაგრამ მე მინდა ვაჯობო მის ლექსს, არაფერში არ მინდა შეჯიბრი ოღონდ ეს ლექსი დამამარცხებინა.. მეტი არაფერი.. „ბედნიერი ერი“ წაიკითხონ–ამას სიამაყით კი ნუ კითხულობენ, ჩუმად ნახონ.. და სცენიდან ნუ კითხულობენ...

და რა უნდათ ლევან გაჩეჩილაძისგან.. ძმა, ოჯახი გადააყოლა ქვეყანას.. ყველაფერი გაწირა, გვერდზე გაიწია, კითხა პრეზიდენტობა გინდა?! და გვერდში ამოუდგა, მაგრამ მკვდარი ვერ გავაცოცხლეთ და მერე არჩევნებში გამარჯვებაც მიულოცა... კი ის ჩემი მეგობარია, მაგრამ ახლა მეგობრობა არ მალაპარაკებს.. ტვინში ვართ დაჭრილები ტვინში.. და მოუნელებელი მენსტრუაცია აქვს ქვეყანას, ჯანმრთელობა აქვს შერყეული უკვე საქართველოს.. მაგრამ მაინც ტკბილად არიან...

http://journalist.ge/?menuid=2&id=1308&lang=1
kote-1962
22-12-2010

უცნობი–გია გაჩეჩილაძე და შოთა გლურჯიძე ჩუმი პროტესტის რეჟიმში წინააღმდეგობის ფრონტი პოლიტიკსების გარეშე და იარაღად ზნეობა–„ჩვენ ყველაზე საშიში ძალა ვიქნებით“

[ნათია ბარნოვი www.journalist.ge]



საზოგადოების უარი, პოლიტიკოსებს ემართათ პოლიტიკური მოვლენები მოსალოდნელი იყო... დღეს დაფუძნდა წინააღმდეგობის მოძრაობა პოლიტიკოსების გარეშე... რამდენიმე წლის განმავლობაში დაღლილი საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდის კინოს სახლში შეიკრიბა...

კინოს სახლში იყვნენ ასევე უცნობი–გია გაჩეჩილაძე, რომლის ავტორობითაც შექმნილმა რეალურმა შოუმ, საკანის #5–მა ქუჩაში რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი შეკრიბა, ოპოზიციამ ხელისუფლების შეცვლის იდეით სახლიდან გამოსული ადამიანები სახლში დააბრუნა, რაც ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების აბოსლუტურმა უმრავლესობამ უარყოფითად შეაფასა..

უარყოფითად შეფასდა ასევე 25 ნოემბერს სახალხო კრების ინიციატივით ხალხის შეკრება და მერე სახლებში დარიგება–ესეც პოლიტიკურ ოპოზიციას დაბრალდა... კინოს სახლში წინააღმდეგობის მოძრაობის დაფუძნებაზე იმყოფებოდა ასევე სახალხო კრების წევრი მხატვარი შოთა გლურჯიძე...

შეკრებილი საზოგადოება, დანარჩენი საზოგადოების იმაში დარწმუნებას ცდილობდა, რომ მოვლენების შეცვლა პოლიტიკოსების გარეშეც შეიძლება, პოლიტიკოსების რომელთა ნდობაც ხალხში ნულის ნიშნულს ქვემოთ არის... –თვითონ ასე თვლიან.



უცნობი–გია გაჩეჩილაძე



ეს მოძრაობა იქნება პოლიტიკოსების გარეშე, პოლიტიკოსებმა ნდობა დაკარგეს, ამ წინააღმდეგობის მოძრაობის შექმნა დროული არის, აქ არის ის გუნდი რომელიც ყველაფერს სააშკარაოზე გამოიტანს და ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს..





–––გია შენი ძმა პოლიტიკაში ერთერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა, როგორ წარმოგიდგენია პოლიტიკა მის გარეშე?!



ჩემი ძმა ჩემი ძმაა, მე მე ვარ.. გარკვეულწილად მე მის ყველა ნაბიჯს ანგარიშს ვუწევ, მაგრამ მე ჩემი ცხოვრება მაქვს, ლევანს თავის ცხოვრება აქვს , მე რასაც ვფიქრობ და როგორც ვფიქრობ ამის შედეგი ის არის, რომ მე დღეს აქ ვარ.. მე ვფიქრობ, რომ ეს არის აუცილებელი და საჭირო, დაკარგული პოლიტიკოსების კვალდაკვალ გამოჩნდეს რაღაც მოძრაობა, რომელსაც დაერქმევა წინააღმდეგობის მოძრაობა, წინააღმდეგობის ფრონტი, რომელიც ყველაფერს დაარქმევს თავის სახელს და წინააღმდეგობას გაუწევს იმ მარაზმს, რომელიც ახლა ქვეყანაში ხდება, გინდა ხელისუფლების მხრიდან გინდა ოპოზიციის მხრიდან.., აქტიური მოქმედებები ფაქტობრივად დაწყებული გვაქვს და ეს მოძრაობა საოცარი ენერგეტიკის მატარებელი იქნება, იმ ბრძოლაში რა ბრძოლაშიც დღეს ვართ...



––––გია ძალიან ბევრი მოძრაობა შეიქმნა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, რამაც ფაქტობრივ უძრაობამდე მიიყვანა საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდის?!



მოძრაობა, მხოლოდ მოძრაობად არ დარჩება ამის პირობას გაძლევთ...



შოთა გლურჯიძე



––––შოთა, გია საზოგადოებას პირდება, რომ წინააღმდეგობის ფრონტი უბრალო მოვლენად აღარ იქცევა..?!



შეუძლებელია, რომ ეს მოვლენა მოვლენად დარჩეს–ეს როგორც გრიპი ისე გავრცელდება, სოდომი დაინგრა და ასევე დაინგრევა ეს რეჟიმი.. ამ ყველაფერს მხოლოდ ზნეობა უნდა დავუპირისპიროდ და ზნეობით ვერბძოლოთ, ზნეობა ისეთი სიკეთეა, როემლიც ჩვენში დაბადებიდანვე დევს.. ყველანაირი უზნეობის წინააღმდეგ ეს საუკეთესო იარაღია..



––––შოთა წარმატების შემთხვევაში აუცილებლად შეეცდებიან პოლიტიკოსები შემოკედლებას, წარუმატებლობის შემთხვევაში კი ქილიკის საგნად იქცევა წინააღმდეგობის მოძრაობა–ამისგან როგორ დაიცავთ თავს?!



პოლიტიკოსები, რომლებიც ზნეობრივად იცხოვრებენ იგივეს გააკეთებენ, რასაც ჩვენ..



––––და თქვენ მაინც ფიქრობთ, რომ პოლიტიკოსებს ზნეობრივად ცხოვრება შეუძლიათ?!



ეს მათი არჩევანია.. არ არის აუცილებლად საჭირო აქ მოსვლა, იცხოვრონ იმ გზით რა გზითაც ცხოვრებას ჩვენ საზოგადოებას ვთავაზობთ... ეს არ არის მიტინგები ეს არ არის მანიფესტაციები.. ეს ცხოვრების ზნეობრივი გზის წესებია.. ეს ზნეობრივი აქტია.. ადამიანი არ არის საკვების გადამამუშავებელი ქარხანა, მან ზნეობრივად სწორად უნდა განვლოს საკუთარი ცხოვრება...

ვინმემ მიპასუხოს რა ქნა უცნობმა 6 მაისს, როდესაც ღობის იქით გადახტა დაკავებული ბავშვების დასახსნელად! ეს 21–ე საუკუნის მოვლენაა, მგონი თვითონაც ვერ ხვდება რა გააკეთა–დამიჯერეთ ეს ბევრს არ შეუძლია, ეს უზარმაზარი ზნეობრივი აქტი იყო.. მისაბაძი...

ეს არის ჩუმი პროტესტი–ყველაზე საშიში.. აქ რამდენიმე პუნქტია ჩამოთვლილი, რომელიც შესრულების შემთხვევაში დაანგრევს ამ რეჟიმს–კბილებს როგორც ვიხეხავთ დილას ასე უნდა შევასრულოთ ეს ყველა პირობა და აუცილებლად გავიმარჯვებთ ამ ბრძოლაში, დამოუკიდებლად იმისგან ავტობუსში ბილეთის ფული გადახდილი გაქვს, თუ არა ადგილი რომ უნდა დაუთმო მოხუცებულს–ეს ხომ ფაქტია, ეს ხომ კანონდარღვევა არ არის... ეს ზნეობრივად სწორი საქციელია და ამით უნდა მოვიგოთ უზნეობის წინააღმდეგ, ბრძოლა–მხოლოდ სიკეთით..

http://journalist.ge/?menuid=2&id=1357&lang=1
kote-1962
განსხვავებული ინტერესები


11:53 22.12.2010

[მაიკლ ჩეჩირე; Eurazia Review]

გაზეთ Moscow Times–ში გაჩნდა სტატია თამამი სათაურით: „როგორ უნდა გადაწყდეს ქართული კონფლიქტი“. ტექსტს ორი ავტორი ჰყავს, სულ უფრო გავლენიანი წყვილი: სემუელ ჩარაპი – ამერიკული პროგრესის ცენტრიდან და კორი ველტი, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტთან არსებული ელიოტის სკოლის წარმომადგენელი.



ხმამაღალი სათაურის მიუხედავად, თავად სტატია საკმაოდ მშვიდია. ავტორებმა, იმის ნაცვლად, რომ კავკასიაში მშვიდობის გასაღები მკითხველისთვის პირდაპირ გადაეცათ, არჩიეს უაღრესად რთულ პირობებში მტრულად განწყობილ მხარეებს შორის ეტაპობრივი გაუმჯობესების გზის საერთო მიმართულება დაეხატათ. თუკი ავტორების წინადადება ერთგვარ იმედგაცრუებას იწვევს, არა იმიტომ, რომ პუბლიკაცია აზრს მოკლებულია, არამედ იმის გამო, ის რეალური სიტუაციის გათვალისწინებით დაიწერა.



ერთგვარად უგულებელყოფენ რა ახლახანს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ საჯაროდ ცალმხრივ რეჟიმში ძალის გამოყენებაზე უარის თქმას, ჩარაპმა და ველტმა 16 დეკემბერს ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების მეთოთხმეტე რაუნდში, უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალიან მყიფე და ფაქტობრივად ეფემერულ სქემებში, დამატებითი მექანიზმების დანერგვის შესაძლებლობა დაინახეს.



მხარეებს მათ მცირე, სამაგიეროდ სასარგებლო ამოცანაზე მოლაპარაკებისკენ, კერძოდ კი კონფლიქტის ზონაში ორივე მხარეს ევროკავშირის მისიის დამკვირვებელთა მანდატის გაფართოვებისკენ მოუწოდეს. ჯერ–ჯერობით ევროკავშირის დამკვირვებლები საქართველოს ტერიტორიის მხოლოდ იმ ნაწილში მოქმედებენ, რომელსაც თბილისი აკონტროლებს. რა თქმა უნდა, ეს კონფლიქტის გადაწყვეტას არ ნიშნავს, მაგრამ ყველა შემთხვევაში – წინადადება ღირებულია.



„არ არსებობს უკეთესი „ინსტრუმენტი“ ძალის გამოუყენებლობის რეჟიმის განსამტკიცებლად, ვიდრე 2008 წლის ოქტომბრის შემდეგ საქართველოში მყოფი ევროპის კავშირის მონიტორინგის მისიის, ანუ EUMM-ის დამკვირვებელთა განთავსებაა გალსა და ახალგორში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, კონფლიქტის ხაზთან მოსაზღვრე, ომამდე ძირითადად ეთნიკური ქართველებით დასახლებულ რეგიონებში“, – ნათქვამია სტატიაში. „EUMM-ს შეუძლია გადაწყვიტოს უფრო ფართო მასშტაბის უსაფრთხოების საკითხები, თუ გალსა და ახალგორში თავის დამკვირვებლებს განათავსებს. კონფლიქტი ადგილობრივ მოსახლეობასთან, რომელიც ძალადობაში გადადის, შეიძლება შეიარაღებული შეტაკების მიზეზად იქცეს“.



ეს ის ბუნებრივი ნაბიჯია, რომელსაც რეგიონში მშვიდობასთან და სტაბილურობასთან დაკავშირებული ზოგადი სიტუაციის გაუმჯობესება მოითხოვს. მას ვერ უწოდებ მასშტაბურ გეოპოლიტიკურ ღონისძიებას და ის საფრთხეს არცერთი მხარისთვის არ წარმოადგენს. ჩარაპი და ველტი აღნიშნავენ, რომ მოვლენების მსგავს განვითარებას ყველა მოიწონებდა თბილისიც, სოხუმიც, ცხინვალიც და მოსკოვიც.



მაგრამ, სტატიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათიც არ იყო გასული, რომ ჟენევიდან, სადაც მრგვალი მაგიდის ირგვლივ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, უსიამოვნო და არაკონსტრუქციული ცნობები გავრცელდა. 17 დეკმბერს ვებ–გვერდ Civil.Ge–ზე გამოქვეყნდა სტატია, საიდანაც ჩანს, რომ თბილისი მოლაპარაკებების პროცესში „იმედგაცრუებულია“.



„საქართველო კატეგორიულად მოითხოვს რუსეთისგან ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღიარებას – 23 ნოემბერს პრეზიდენტ სააკაშვილის მხრიდან ანალოგიური ცალმხრივი დეკლარაციის შემდეგ. მაგრამ რუსეთი კატეგორიულად ამტკიცებს, რომ კონფლიქტის მხარე არა ის, არამედ ერთი მხრივ თბილისი და მეორე მხრივ – ცხინვალი და სოხუმია“, – წერს Civil.Ge. „რუსეთი ცდილობს თავი „შუამავლად“ წარმოაჩინოს და ჟენევაში მოლაპარაკებების დაწყების მეთოთხმეტე რაუნდის წინ, ოფიციალური სოხუმის და ცხინვალის მიერ ძალის გამოუყენებლობაზე აღებულ ვალდებულებას მიესალმება“.



თუკი ჟენევის მოლაპარაკებებს ისიც კი არ მოჰყვა, რომ კონფლიქტის ერთადერთ მხარეს, რომლის ჯარმაც რეალურად გადაკვეთა საერთაშორისო საზღვარი 2008 წლის აგვისტოში, ძალის გამოუყენებლობაზე ვალდებულება აეღო, ეს კარგი ამბავი ნამდვილად არ არის. რუსული პოზიციის კატეგორიულობა, რომ ის თითქოს მხოლოდ „შუამავალია“, უბრალოდ სასაცილოა.



რთული გასაგები არ არის ის, თუ რატომ ხედავს ბევრი, ამ ერთი შეხედვით მცირე ამოცანაში, როგორიც ევროკავშირის დამკვირვებელთა მანდატის გაფართოვებაა, უდიდეს მნიშვნელობას ისეთი გრანდიოზული მიზნისთვის, როგორიცაა კონფლიქტის გადაწყვეტა. აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ ეს მართლაც ასეა, თუკი ცოტახნისწინანადელი ომის ყველაზე ძლიერ მონაწილეს ამ ომში საკუთარი როლის აღიარებაც კი უჭირს, რომ აღარაფერი ვთქვათ, ძალის გამოუყენებლობის გარანტიების გაცემაზე.



ამ პრობლემის გამო, ჩნდება მნიშვნელოვანი კითხვა: რატომ არის ისეთი მოკრძალებული მიზნის მიღწევა, რომელსაც ჩარაპი და ველტი გვთავაზობენ, ფაქტობრივად შეუძლებელი? რა სჭირთ ასეთი საქართველოს და რუსეთს, რომ მათ შორის ორმხრივი ურთიერთობის აღდგენის თითქმის ყველა მცდელობა, იშლება?



დიდწილად მართალია ის, რომ ტიპური მიდგომა იმ პრობლემებისადმი, რომელიც თბილისი–მოსკოვის ურთიერთობებს წამლავს, კონკრეტულ საკითხებს, პიროვნებებს და მოვლენებს (დევნილების დაბრუნების უფლება, სააკაშვილის პრეზიდენტობა, 2008 წლის აგვისტოს ომი და ა.შ) ეფუძნება და არა კონფლიქტის უფრო მარტივ, ელემენტარულ მიზეზებს.



აღსანიშნავია ის, რომ თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველო კონფლიქტებისგან ცუდადაა დაცული. ჩვეულებრივ მას ქვეყანა–„გზაჯვარედინს“, „აღმოსავლეთს და დასავლეთს“ შორის „ხიდს“ უწოდებენ, თუმცა საქართველო მართლაც სამ რეგიონალურ ზესახელმწიფოს (რუსეთს, თურქეთს და ირანს) შორისაა, მოქცეული, კონტინენტების გადაკვეთაზე, ამავდროულად ის უცხოელების (ავღანელების, ბერძნების, რომაელების, მონღოლების, არაბების, ბრიტანელების, ამერიკელების და სხვების) მუდმივი სტუმრობის ადგილი იყო.



თუკი უფრო თანამედროვე ეპოქაზე ვისაუბრებთ, საქართველოს ნაციონალური ინტერესები, მარტივად რომ ვთქვად, მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება რუსეთის ინტერესებს. სააკაშვილი ხელისუფლებაში 2004 წელს მოვიდა და თავის მთავარ მიზნად დაისახა საბოლოოდ გამოეგლიჯა საქართველო ძალაუფლების იმ ძველი სისტემისთვის, რომელიც რეგიონში რუსეთმა ჩამოაყალიბა.



ეს რუსული იმპერიული სისტემა, რომელმაც პიკს საბჭოთა პერიოდში მიაღწია, საქართველოს ტერიტორიის უდიდეს ნაწილზე ვრცელდებოდა, ყოველ შემთხვევაში, რამდენიმე საუკუნის განმავლობაში. საქართველოს, ისევე როგორც ამიერკავკასიას, რუსეთი ყოველთვის მიიჩნევდა და დღესაც მიიჩნევს რეგიონში მისი გავლენისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკვანძო ელემენტად.



„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, საქართველომ ეს სისტემა დაუფარავად უარყო და არ არის გასაკვირი, რომ რუსეთი ამაზე მკვეთრად რეაგირებს. და მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვის ქმედებები, მათ შორის საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაციის კამპანია, დიპლომატიისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების სტანდარტებს დიდად არ შეესაბამება, მათ აბსოლუტურად ირაციონალურსაც ვერ უწოდებ.



როდესაც ირღვევა ის პრინციპები, რომელსაც რუსეთი საკუთარი უსაფრთხოების მთავარი ელემენტების საფუძვლად მიიჩნევს, ბუნებრივია, რომ მოსკოვი ამ „პრობლემის“ გამოსწორებისკენ ნაბიჯებს დგამს.



რა თქმა უნდა, საქართველოსთვის ეს სასიცოცხლო საფრთხეა. ამ ქვეყანაში მიაჩნიათ, რომ საქართველოს მომავალი დამოუკიდებელი ქვეყნის მომავალია. კარგი ურთიერთობა გიგანტ ჩრდილოელ მეზობელთან, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, თუმცა ის ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე თავისუფლება, რაც საკუთარი გზის არჩევის შესაძლებლობას გაძლევს, და რაც, რა თქმა უნდა, შეზღუდულია პასუხისმგებლობის მქონე სახელმწიფოს მშენებლობის ჩარჩოებით.



ალბათ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ რუსეთში, როგორც ჩანს წამყვანი იდელოგია ფაქტობრივად არ არსებობს (თუ არ ჩავთვლით ასეთად „ნაციონალური განდიდების“ იდეას), მაშინ როცა ქართულ ელიტას, როგორც ჩანს, საბჭოთა და პოსტსაბწოთა სისტემების მიმართ ზოგადი ზიზღი ამოძრავებს. იმასაც ვერ იტყვი, რომ მას აუცილებლად ანტირუსული განწყობა აქვს, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ეს შესაძლოა ასეცაა, მაგრამ ის ცდილობს სრულად გაწყვიტოს საქართველოს კავშირები საბჭოთა წარსულის ნარჩენებთან და პოსტსაბჭოთა კლეპტოკრატიის მადემორალიზებელ ნანგრევებთან.



რუსეთი თავის თავში დიდწილად სწორედ ასეთ სისტემას განასახიერებს, მოიცავს და მფარველობს. ეს სისტემა მისი საყრდენია; ამის გათვალისწინებით, საქართველოს სურვილი ამ ყველაფერთან რაც შეიძლება ნაკლები ჰქონდეს საერთო, პირდაპირ ეწინააღმდეგება მოსკოვის დაინტერესებას შეინარჩუნოს საქართველო, როგორც მისი სისტემის კომპონენტი.



რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი – მხოლოდ ზედაპირული დაკვირვებებია. მაგრამ ის იმას ცხადყოფს, რომ მოსკოვს და თბილისს შორის ერთი შეხედვით არარაციონალური დავების, ასევე მათი გადაწყვეტის გასაღები, არა იმდენად კონკრეტულ პრობლემებსა და მოვლენებშია, არამედ იმის შესწავლაში, თუ რა არის ამ ორი სახელმწიფოს ურთიერთობებში დაძაბულობის ფუნდამენტური წყარო.



თუკი პრობლემას ასე შევხედავთ, მაშინ უკვე არ არის მნიშვნელოვანი ის, თუ ვინ დაიწყო პირველმა ომი, სად იცხოვრებენ დევნილები, ვინ იდგება საჭესთან – სააკაშვილი თუ გაეროში საქართველოს ყოფილი ელჩი ირაკლი ალასანია. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს შეიძლება მნიშვნელობა ჰქონდეს ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიული სისტემის მშენებლობის თვალსაზრისით, მაგრამ დიამეტრალურად განსხვავებული ნაციონალური ინტერესების შეტაკებას მოსდევს ის, რომ საქართველოს და რუსეთის პრობლემები ვერანაირად ვერ გადაწყდება მრგვალი მაგიდების და ვერცერთი ტიპის საერთაშორისო შეუამავლობის პირობებში, თუკი რაიმე მასშტაბური ცვლილება არ მოხდება.

Foreignpress.ge

http://www.presage.tv/?m=politics&AID=2519
kote-1962
თბილისი კრეატიული გადაწყვეტილებების ძიებაში


15:33 22.12.2010
[მერაბ ბრეგაძე]

ქართული მხარე რუსეთს, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებების დაწყებას სთავაზობს. საუბარია „მოლდოვას პრეცედენტის“ შესაძლო დაშვებაზე, რომლის მიხედვითაც საბაჟო გამშვებ პუნქტებზე საერთაშორისო ძალები განლაგდებიან.

როგორც პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ფედერაციას მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას და დიალოგის დაწყებას სთავაზობს. დიალოგის ფარგლებში, შესაძლოა, ვმო-ში რუსეთის გაწევრიანება საუბრის თემა გახდეს.

თუმცა, როგორც მანჯგალაძე აცხადებს, საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით პოზიცია არ შეუცვლია და მის ორგანიზაციაში შესვლას მხარს არ დაუჭერს.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ქრისტიან-დემოკრატების ლიდერის გიორგი თარგამაძის ინიციატივასაც გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ თარგამაძის ინიციატივა საინტერესოა, საქართველოს ხელისუფლება პოზიციების შეცვალს მაინც არ გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ „ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერი გიორგი თარგამაძე რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას მოლდოვას პრეცედენტის დაშვებას სთხოვს.

კერძოდ კი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ საბაჟო გამშვებ პუნქტებზე არა ქართული და რუსული ძალების დაყენება, არამედ მათი საერთაშორისო ძალებით ჩანაცვლება უნდა მოხდეს.

უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტ ირაკლი სესიაშვილის აზრით, რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით „ქრისტიან-დემოკრატების“ ინიციატივა საკმაოდ საინტერესოა და მისი ხელისუფლების მხრიდან გაჟღერება სულ მცირე, საერთაშორისო საზოგადოების თვალში საქართველოს კომპრომისებისთვის მზადმყოფ მხარედ წარმოაჩენდა“.

როგორც სესიაშვილმა „პირWელს“ განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი აღნიშნული იდეის ხორცშესხმას სავარაუდოდ, არ დასთანხმდება, იგი მსჯელობის საგანი მაინც უნდა გახდეს.

„ამ შეთავაზების მოსინჯვა ღირებულია, რამდენადაც ეს საქართველოს წარმოაჩენს, როგორც ქვეყანას, რომელიც კომპრომისებისთვის მზადაა და თავის პოზიციას ჯიუტად არ ებღაუჭება“, - განმარტა სესიაშვილმა.

ზოგადადაც, მისი აზრით, მოლდოვას გამოცდილება ყურადღებას იმსახურებს, განსაკუთრებით - ადმინისტრაციულ საზღვარზე ადამიანების თავისუფალი მიმოსვლის კუთხით.

„დნესტრისპირეთში არსებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები ნაწილობრივ აღიარებულია. კერძოდ, დე იურე მოლდოვა დნესტრისპირეთის დამოუკიდებლობას და მის მიერ გაცემულ დოკუმენტებს არ აღიარებს, თუმცა ნებას რთავს დნესტრისპირეთში მცხოვრებ პირებს, ადმინისტრაციულ საზღვარზე ასეთი საბუთით გადაადგილდნენ“, - განმარტა სესიაშვილმა.

ექსპერტის აზრით, „ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში საქართველოს ხელისუფლებამ პრინციპული საკითხების მაქსიმალური დაცვით კომპრომისული წინანდადებების მაქსიმალური პაკეტი უნდა შეიმუშავოს“.

„ეს ნიშნავს, რომ უნდა ვეძებოთ ყველა შესაძლო გზა დაახლოებისთვის და ორიენტირებულები ვიყოთ პრაგმატულ შედეგებზე, ხოლო სტრატეგიულ, სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხებთან დაკავშირებით პრინციპული მიდგომები შევინარჩუნოთ“, - დასძინა მან.

ექსპერტის კავკასიის საკითხებში გიორგი მამულიას აზრით, რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით „ქრისტიან-დემოკრატების“ ინიციატივის განხორციელება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან კრემლზე ზეწოლა განხორციელდება.

„გიორგი თარგამაძის ინიციატივა ხელისუფლების მხრიდან განხილვისა და მხარდაჭერის ღირსია, რადგან ამით თბილისი ორ მნიშვნელოვან საკითხს გადაწყვეტს:

1) ევროკავშირის სასაზღვრო მისიის საქართველო-რუსეთის საზღვრის ფსოუს მონაკვეთსა და როკის გვირაბთან განთავსება, რითაც კრემლი, ფაქტობრივად, მდუმარედ აღიარებს იმ ფაქტს, რომ საქართველო-რუსეთის საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული საზღვარი არა ენგურზე და ცხინვალის რეგიონზე, არამედ ფსოუსა და კავკასიის მთავარ ქედზე გადის;

2) ეს იქნება პირველი ნაბიჯი სერთაშორისო მისიების საქართველოს ოკუპირებულ ზონებში დასაბრუნებლად და საერთაშორისო თანამეგობრობას შესაძლებლობას მისცემს, ასე თუ ისე, ფსოუსა და როკის გვირაბის მონაკვეთებზე კონტროლი აწარმოოს, რაც ამ ტერიტორიების სტატუსს პირდაპირ უკავშირდება“, - განუცხადა „პირWელს“ მამულიამ.

ამ კონტექსტში მან გაიხსენა, რომ საქართველოსგან აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ჩამოცილების ლეგიტიმაციის მიზნით კრემლი საერთაშორისო მისიების (ეუთო, გაერო) ამ ტერიტორიებზე დაშვების მთავარ პირობად მათ ცალკე - არა მთლიანად საქართველოში, არამედ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე დამოუკიდებლად არსებულ მისიებად მოხსენიებას მოითხოვდა.

ამასთან, ექსპერტის აზრით, „ქრისტიან-დემოკრატების“ ინიციატივის განხორციელება საერთაშორისო საზოგადოების ძლიერი დამხარების გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია.

„ამ ინიცატივის განხორციელება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ კი ამას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან კრემლზე შესაბამისი ზეწოლა მოყვება“, - დასძინა მან.

შეგახსენებთ ასევე, რომ რუსეთმა აშშ-სთან და ევროკავშირთან ქვეყნის ვმო-ში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა. ამის შემდეგ პრეზიდენტმა მედვედევმა განაცხადა, რომ ქვეყნის მსო-ში გაწევრიანების პერსპექტივა ბევრად უფრო ნათელი გახდა და რუსეთი ორგანიზაცის წევრი უკვე 2011 წელს შეიძლება, გახდეს. თუმცა საქართველოს ვეტო მოსკოვისთვის ამ საკითხში კვლავ სერიოზულ ხელისშემშლელ ფაქტორად რჩება.

თბილისი კი, „კრეატიული გადაწყვეტილებების ძიების“ შესახებ აშშ-ის მოწოდების მიუხედავად, ოფიციალური განცხადებების დონეზე პოზიციას არ იცვლის და ვეტოს მოხსნის პირობად კვლავ როკის გვირაბსა და ფსოუზე ერთობლივი სასაზღვრო კონტროლის განხორციელებას აყენებს.

მედვედევის მიერ ნახსენები 2011 წელი უკვე მოახლოვდა, თუმცა როგორც „პირWელს“ გიორგი თარგამაძემ განუცხადა, მისი მონაცემებით, ქართულ და რუსულ მხარეებს შორის ამ საკითხზე ჯერჯერობით არც ოფიციალურ, არც კულუარულ დონეზე, არც შუამავლების მონაწილეობით და არც მათ გარეშე მოლაპარაკებები არ გამართულა.

http://www.presage.tv/?m=politics&AID=2523
kote-1962
პრესაგე.ტვ - ირაკლი ალასანიას, პრესა.გე - გიორგი თარგამაძეს?!


11:20 22.12.2010
[რუსიკო მუმლაძე]

ქართული მედიასივრცის დაპყრობა-ათვისების პროცესში უპრეცენდენტო ფაქტიც დაფიქსირდა. აქამდე ხელისუფლებისგან დატერორებული მედიასაშუალებები, თუ ჟურნალისტები ან საერთოდ ქრებოდნენ ავანსცენიდან (მაგ: ტელეკომპანია „იბერია“), ანდა თავიდან ბოლომდე „მმართველებს“ ემორჩილებოდნენ, (მაგალითად - „იმედი“). პრესა.გე-ს ინციდენტი ქართულ მედიაისტორიაში ერთი ახალი ნიშნითაც დაიმკვიდრებს ადგილს. ის კი არ გაქრა, ანდა საბოლოოდ კი არ დაემორჩილა ვიღაცას, არამედ გაორმაგდა. ორია: ორივე პრესაგე, ორივე გიორგის ასული და ორივე ერთნაირი დომენით. ოღონდ ორ სიტყვაშია განსხვავება: ერთი ძველია, ანუ - გე, მეორე ახალია, ანუ - ტვ. შინაარსზე აღარ ვსაუბრობ, რადგან ისედაც ნათელია, რომ მთავარი განსხვავება მაინც ესაა.

ვის ხელში მოექცა ძველი პრესა.გე და ვისია ახალი პრესაგე.ტვ? ზედმეტი შესავლის გარეშე, გთავაზობთ პოლიტიკოსთა შეფასებებს, დასკვნები თქვენთვის მოგვინდია.

„თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი: „პრინციპში რაც მოხდა, ერთი რგოლია მოვლენათა ჯაჭვისა. მედია მუდმივი ზეწოლის ქვეშაა ვარდების რევოლუციიდან მოყოლებული დღემდე. მკაფიო და სამწუხარო მაგალითი აღმოჩნდა კიდევ ერთი გამოცემა -პრესაგე. ბატონი კაპანაძის გადმობრძანება თქვენთან უკვე ცალსახად მიუთითებდა იმაზე, რომ „რეალ-ტვის“ სტილში უნდა ემუშავა ამ ინტერნეტ-პორტალს.

მე ბატონი კაპანაძე მახსოვს, დინჯი სახით როგორ იჯდა, თათხავდა და ლანძღავდა ურცხვად ოპოზიციას. ამით იყო დაკავებული ეგ ადამიანი დილიდან საღამომდე. დემოკრატიის კუბო რომ გაასვენეს, ეგეც მახსოვს, მაგრამ ტკბილია ვანოს ფულები, დონაძის ხელით მორთმეული. ასეთი ფულის ამღებების რიგში ჩვენ უკვე ვიხილეთ ბატონი კაპანაძეც და ზოგიერთი დეპუტატიც, მათ შორის - ზოგიერთი უმცირესობის წარმომადგენელიც.

მე ღმერთმა დამიფაროს, რომ უმცირესობის წევრი ვიყო, მაგრამ იმ პასუხისმგებლობას ნამდვილად ვგრძნობ, რომ თავისუფალ მედიას გვერდით დავუდგე და გავამხნევო ისინი. მიგულეთ თქვენს გვერდით ერთი რიგითი დეპუტატი ამგვარ სიტუაციებში. ის ხმები, რაც დადის სხვა პარტიებთან და „კავკასუს ონლაინის“ მედიასაშუალებებთან დაკავშირებით, არ მინდა, დავიჯერო, თუმცა, რთულიც არ არის ამის დაჯერება.

ანუ ქრისტიან-დემოკრატებზე საუბრობთ?

-დიახ. ამის დაჯერება ძნელი არ არის.

თქვენ როდესმე გქონიათ პრობლემა ქდმ-ის მხარდაჭერის თვალსაზრისით საპარლამენტო საქმიანობაში?

-ჩემთვის ლაკმუსის ქაღალდივით იყო, მათი დამოკიდებულება კონსტიტუციისადმი. იცით თქვენ, რომ ქდმ-მა, ედეპემ და საპარლამენტო ოპოზიციის სხვა შემადგენელმა პარტიებმა მხარი დაუჭირეს სააკაშვილის გაპრემიერებას 2013 წელს. ეს იყო აშკარა და ჩემთვის დაუჯერებელი. მე იმ დღეს ვერც სხდომათა დარბაზში და ვერც დარბაზს გარეთ უმცირესობა ვერ დავინახე. დავინახე ადამიანები, რომლებიც ყველანაირი ხერხებით ცდილობენ, რომ სააკაშვილი ხელისუფლებაში დაეტოვებინათ. ეს სხდომათა დარბაზშიც ვთქვი და ეს მოისმინა ბატონმა ვეფხვაძემ, ბატონმა თარგამაძემ.

მე პირდაპირ ვამბობ ყველაფერს და ფეხქვეშ ვერავის მივუგდებ ჩემს ქვეყანას. მე ვამბობდი კონსტიტუციის მიღების დროს, რომ ხმის მიცემა ამ ახალ ცვლილებებზე დანაშაული იყო ერის წინაშე და მეუბნებოდნენ, ამას რატომ ამბობო. არავის დავინდობ, როცა დავინახავ, რომ უკუღმართ საქმეს ემსახურება. ეს მარტო ქდმ-ს არ ეხება, ნებისმიერს ეხება.

ჯერ ერთი ინფორმაცია გავრცელდა, რომ ქდმ-ს გადასცეს არჩევნების წინ „კავკასუს ონლაინის“ მედიასაშუალებები და ახლა მეორე ჭორი გაჩნდა, რომ ახალი პრესაგე.ტვ ალასანიამ იყიდა. რა გაცინებთ?

-ეს, რა თქმა უნდა, პირველის საპირწონედ არის გავრცელებული. არ არის გამორიცხული, თავად ქრისტიან-დემოკრატების მიერ იყოს გავრცელებული.

„არ ვიცი“ ვინ ხართ „მეპატრონე“, მაგრამ ჩემთვის - ერთი ჟურნალისტისთვის, ორივე მხარე ხართ დაჯგუფება მანამდე, ვიდრე არ შეცვლით სიტუაციას საქართველოში...

-ჩემო კარგო, მე არ ვარ დაჯგუფების წევრი. მე ვარ ადამიანი, რომელიც სიმართლისთვის იბრძვის. უბრალოდ, ყველას თავისი ბრძოლის ხერხები და გზა აქვს. მე ვიცი, რასაც ვაკეთებ და ამას ყველა ხედავთ, მაგრამ მაინტერესებს სხვები რას აკეთებენ. რასაც ვუყურებ, ამ ვაკხანალიას, რაც ტივტივებს ოპოზიციის ზედაპირზე, ამაზრზენია და შემაშფოთებელია, როგორც პარლამენტში, ისე - მის ფარგლებს გარეთ.

თქვენ ჩვენი არ ხართ. თქვენ ეკუთვნით თავისუფალ სიტყვას. თქვენ ეკუთვნით ქართველხალხს და თქვენ ხართ ჟურნალისტები. მიყიდული ჟურნალისტი კი -როსკიპზე უფრო უარესია, როსკიპზე უფრო როსკიპი, ქალიან-კაციანად“.

როგორც ყოფილი ჟურნალისტი, რა შეფასებას მისცემთ პრესა.გე-ს ინციდენტს? იყო თუ არა ეს ყველაფერი მართული კამპანია ხელისუფლების მხრიდან...

„ქრისტიან-დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან ვეფხვაძე: „ბუნებრივია, როდესაც ინტერნეტში არის გავლენიანი მედიასაშუალება და გვყავს მტაცებელი ხელისუფლება, ერთი აუცილებლად მოინდომებდა მეორის დასაკუთრებას. ის ისედაც ფლობს ყველა მედიასაშუალებას და მით უმეტეს, მოინდომებდა ინტერნეტგამოცემის ხელში ჩაგდებასაც. ინტერნეტი მზარდი საკომუნიკაციო რესურსია და მით უმეტეს - მზარდი მედიარესურსი.

თუ მომავალზე ხარ ორიენტირებული, შენ ცდილობ, აკონტროლო ყველაფერი, მათ შორის - ინტერნეტშიც. სურვილი, ბუნებრივია გაგიჩნდება. მცდელობა იყო, მაგრამ ზუსტად როგორ მოხდა პრესა.გე-ზე ასეთი ინციდენტი, არ ვიცი. მე ვფიქრობ, რომ პრესა.გე-ს დამფუძვნებლებმა დაუშვეს ძალიან დიდი შეცდომა თავის დროზე და პასუხისმგებლობა მათაც უნდა გაიზიარონ იმაზე, რაც მოხდა.

მაშინ ამაზე არ ფიქრობდნენ, უბრალოდ...

-როცა შენ რაღაცა გადაწყვეტილებას იღებ და რაღაცა ჰოლდინგში შედიხარ, უნდა გაითვალისწინო, ხვალ რა მოხდება და ზეგ რა მოხდება, მით უმეტეს - ამ ხელისუფლების პირობებში. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ 90% არის იმ ადამიანებზე, რომლებმაც კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღეს და ეს მედიასაშუალება ხელში ჩაიგდეს, მაგრამ 10%-ის პასუხისმგებლობა გაინაწილონ იმათმა, რომლებმაც, ასე ვთქვათ, თავისი დაუდევრობით მეორე მხარეს აჩუქეს პრესა.გე. სისხლის სამართალში პირადპირ წერია, ადამიანმა შეიძლება, დანაშაული ჩაიდინოს თუნდაც იმიტომ, ვერ ითვალისწინებდა რომ შედეგი შეიძლება დამდგარიყო და ქარფშუტული მეთოდებით ცდილობდა აერიდებინა ეს შედეგი თავიდან. ეს არის აქ პრობლემა, მეტი არაფერი.

თავად გავრცელებულ ინფორმაციაზე - ქდმ-თვის ამ ინტერნეტ-მედიასაშუალებების გადაცემის თაობაზე - რას იტყოდით?

-მე იმდენად მომწონდა ეს საიტი, სიამოვნებით ვიქნებოდი მფლობელი, რომ მქონდეს ამის რესურსი და შესაძლებლობა. ვინმე რომ მოსულიყო ჩემთან და ეთქვა - აჰა, შენ, პრესა.გე, უარს ნამდვილად არ ვეტყოდი, არც იაკობაშვილს და არც არავის. მარკ ტვენისა არ იყოს, რომლის ნეკროლოგი წინასწარ დაწერეს და მან უპასუხა - ამბავი ჩემი გარდაცვალების შესახებ ნაადრევიაო, ზუსტად ამ სტილში გიპასუხებთ „ამბავი ჩვენი მფლობელობისა ზედმეტად გადაჭარბებულია“. .

ეს ინფორმაცია არ არის ახალი. ეს ინფორმაცია დიდი ხანია არსებობს და ამბობენ, რომ არჩევნების წინ გადმოგცათ ხელისუფლებამ ეს მედიასაშუალებები...

-ხელისუფლებამ მე მედიასაშუალება გადმომცა? ეგ იმას ნიშნავს, რომ ეს ხელისუფლება მალე დაამთავრებს თავის არსებობას. სამწუხაროდ, ეს ასე არ არის, ასე რომ იყოს ეს ხელისუფლება, მალე წავიდოდა. ხელისუფლება ძალიან მყარად ზის და არსად აპირებს წასვლას, შესაბამისად, არავის დაუთმობს არცერთ მედიასაშუალებას. ძალიან მარტივი არითმეტიკაა და ვინც ამ „შეთქმულების თეორიას“ იზიარებს, მან ქუდი უნდა დაიხუროს და წავიდეს პოლიტიკიდან. მას პოლიტიკის არაფერი ესმის...

მაგალითად გიორგი ცაგარეიშვილი ამბობს, რომ ქრისტიან-დემოკრატებმა კონსტიტუციის ახალ ცვლილებებს დაუჭირეს მხარი, რაც ერის ღალატს ნიშნავს, და ძნელი დასაჯერებელიც აღარაა გავრცელებული ინფორმაცია მედიამფლობელობის შესახებ...

-ეს ნიშნავს, რომ გიორგი ცაგარეიშვილმა პოლიტიკა არ იცის, სამწუხაროდ. ცაგარეიშვილმა თქვა ჩვენზე კონსტიტუციასთან დაკავშირებით? ეს რაღაც ახალია. მან სჯობს, იმ პრობლემებზე ისაუბროს, რაც მის საკუთარ პარტიაშია. აშენონ პარტია, თუ აშენებენ, იმიტომ, რომ გაცილებით საინტერესო თემებია მათ პარტიაში შიგნით, ვიდრე - გარეთ“.

დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე: „ის რაც პრესა.გე-ს გარშემო ხდება, იმ ბოლო თავისუფლების კუნძულის ხელყოფის მცდელობაა, რომელიც თქვენი ინტერნეტ-გაზეთის სახით არსებობს მედიასივრცეში. მე ვფიქრობ, რომ ეს ფაქტი არ უნდა დარჩეს შეფასების გარეშე ნებისმიერი სპეციალური ანგარიშის მწარმოებელი ორგანიზაციის მიერ - ეს იქნება საერთაშორისო, თუ ჩვენი ადამიანის უფლებების დამცავი ორგანიზაციები, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელიც ყოველწლიურად აქვეყნებს ხოლმე ანგარიშებს მედიათავისუფლებასთან დაკავშირებით.

პრესა.გე აღარ არის, უკვე პრესაგე.ტვ-ია, რასაც ჩვენ ვქმნით. ძველ საიტზე სხვები მოღვაწეობენ..

-ეს არის პირდაპირი მცდელობა იმისა, რომ თავისუფლების კიდევ ერთი რუპორი ჩაახშონ. პრესაგე.ტვ-ზე არ არსებობს ტაბუირებული თემები, პირიქით, აქ ნებისმიერი სფეროა გაშუქებული და როგორც ჩანს, ცენზურას, რომელიც ქვეყანაში ღია სახით არსებობს, უკვე მიზანშუწონლად მიაჩნია ასეთი ინტერნეტგვერდის არსებობა. ამიტომ გამოგიცხადეს ღია ბრძოლა. ეს ღია ბრძოლა ფაქტობრივად, პირველად ინტერნეტტელევიზიაზე დაიწყო, როცა მთლიანად შეიცვალა მენეჯმენტი.

ITV დაემსგავსა „პირველ არხს“ და მისი დანამატი გახდა. ეს იგრძნობოდა სიუჟეტებში, რაც საიტზე იდო. მე პირადად, ამ ინტერნეტტელევიზიას ვაძლევდი ხოლმე კომენტარებს, შემდგომ ველოდებოდი გაშუქების ფორმატს და ზუსტად ვგრძნობდი, რომ „რუსთავი-2“-, „იმედსა“ თუ საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებული ცენზურის ჩარჩოებში ექცეოდა. უკვე გასაგები იყო, რომ ამ ინტერნეტტელევიზიის თავისუფლების ხელყოფა მოხდა.

პრესა.გე- ს, ანუ ახალ პრესაგე.ტვ-ს რაც შეეხება, რომელიც ამ ჰოლდინგის შემადგენელი ნაწილი იყო, მისი აქტიური მომხმარებელი ვარ, როგორც რესპონდენტი და ასევე, როგორც რიგითი მოქალაქე, რომელიც დახარბებულია მართალ სიტყვას და ობიექტური ინფორმაციის მიღებას. ის ამბები, რაც ატყდა ამ საიტის გარშემო, აღმაშფოთებელია. როგორც საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრი, ჩემს პირდაპირ მოვალეობად მიმაჩნია, გვერდით დაგიდგეთ იმ გულანთებულ ჟურნალისტებს, რომლებიც მიუხედავად მუქარისა და ფსიქოლოგიური ზეწოლისა, არ აპირებთ უკანდახევას.

თქვენთან ურთიერთშეთანხმებით შევეცდები, მოგეცეთ საშუალება, რათა პარლამენტის ტრიბუნაც იყოს თქვენთვის დათმობილი. რა თქმა უნდა, აუცილებლად ავღნიშნავ ყველა ფორმატში, მათ შორის - უცხოელებთან შეხვედრის დროს, რომ თქვენზე ზეწოლას ახორციელებენ სამთავრობო შტოებიდან წარმოგზავნილი პირები, რომლებიც ახალ მენეჯმენტს უდგებიან სათავეში, რაც, საბოლოო ჯამში, მიზნად ისახავდა - პრესა.გე-ს გარდაქმნას მორჩილ გამოცემად“.

„ქართული პარტიის“ ლიდერი სოზარ სუბარი: „მე გულზე მაქვს წარწერა -„მე ვარ დევნილი“. იგივე წარწერა გაქვთ თქვენც. მარტო სოლიდარობისთვის და თანადგომისთვის არ გვაქვს ეს წარწერა, ხომ? მართლა დევნილებად ვიქეცით საკუთარ ქვეყანაში. როცა კაცი ტელეფონზე ვერ ლაპარაკობს, დევნილი ხარ, აბა, რა ხარ? პატიმარი ხარ, აბა, რა ხარ? ამ დევნას ტალღური ხასიათი აქვს: ხან მეწარმეებს დევნიან, ხან დევნილებს, ხან მასწავლებლებს, ხან მოსწავლეებს, ანდა ყველას ერთად. ეს დევნა არ გაჩერდება, რადგან ამ ხელისუფლების ბუნებაა ასეთი. კალაპოტი რომელიც თავიდანვე გაიჭრა, იმდენად ღრმაა უკვე, ამ კალპოტს ვერ შეცვლიან, ვერ ამოხტებიან იქიდან.

არ შეცვლიან, თუ ვერ შეცვლიან?

-არა, არ შეუძლიათ. როცა ხელისუფლება ძალადობრივი გზით აწარმოებს თავის პოლიტიკას, დათმობა ამ ძალადობრივი სისტემის დაშლას და ლპობას იწვევს. ამას ვერ დაუშვებენ, რადგან ,იმდენად მალე მოხვდებიან ციხეში, ვერც კი წარმოიდგენთ. ეს თვითონ კარგად იციან და ამიტომ ასეთივე ხისტ პოლიტიკას გააგრძელებენ. იცით, რა იქნება დათმობის შემთხვევაში? ერთ წამში ჩამოენგრევათ ყველაფერი ისე, როგორც მოხდა საბჭოთა კავშირის შემთხვევაში. მისი გარდაქმნა და დემოკრატიზაცია იყო შეუძლებელი იმდენი წინააღმდეგობა არსებობდა იმ ქვეყანაში. ასეა ამ შემთხვევაშიც.

პრესა.გე-ს შემთხვევა არის ნათელი მაგალითი ამ ხელისუფლების პოლიტიკის: მას უნდა ყველაფერი გააკონტროლოს ზოგადად და განსაკუთრებით ის ადგილი, სადაც სიტყვის თავისუფლებაა და სადაც ადამიანების თავისუფლება იჭედება. თქვენს შემთხვევაშიც, ხელისუფლებას არ უნდა, დაუშვას ნათელი სიტყვის გამოვლინება“.
kote-1962
პაატა ზაქარეიშვილი: საქართველოს ორი არჩევანი აქვს
თამარ ჩხეიძე



საქართველოს ორი არჩევანი აქვს– ან კიდევ უფრო დაკარგოს აფხაზეთი, ან მისცეს ხალხს საშუალება, ტელეფონით მაინც დაუკაშირდნენ ერთმანეთს – ამბობს პაატა ზაქარეიშვილი ნეტგაზეთთან საუბარში.

დაახლოებით ერთი კვირაა აფხაზეთში სატელეფონო ზარის განხორციელება შეუძლებელია. სატელეფონო კავშირი ცალმხრივად შეწყდა. თუ აქამდე აფხაზეთში როგორც ქართული, ასევე რუსული კოდით შეიძლებოდა დარეკვა, დღეს აფხაზეთთან დაკავშირება მხოლოდ რუსეთის კოდით არის შესაძლებელი. ეს გახდა მიზეზი, რის გამოც, მარეგულირებელმა კომისიამ ოპერატორებს აფხაზეთთან რუსული კოდით დაკავშირება აუკრძალა.

აფხაზეთთან სატელეფონო კავშირი ცალმხრივად შეწყდა, თქვენი აზრით, ეს რას ნიშნავს?

ეს არის დამატებითი მტკიცებულებაა იმისა, თუ რამდენად წარუმატებულია საქართველოს პოლიტიკა. ეს ნიშნავს, რომ ხდება აფხაზეთის საქართველოსგან და საერთაშორისო სამყაროსგან კიდევ უფრო მეტი იზოლაცია.

საქართველოს თუ უნდა, რომ მოსახლეობას თავის მეგობრებთან, ნათესავებთან, მეზობლებთან სატელეფონო კავშირი ჰქონდეს, მაშინ უნდა ისარგებლოს ამ კოდით. საქართველო იძულებულია, რომ აღიაროს ახალი რეალობა, ან შეწყვიტოს კავშირი აფხაზეთთან – რასაც აკეთებს კიდეც, წყვეტს ყოველგვარ კავშირს აფხაზეთთან.

რას გამოიწვევს სატელეფონო კავშირის ცალმხრივად გაწყვეტა?

მოხდება კიდევ უფრო დიდი გაუცხოება აფხაზეთის საქართველოს მიმართ. ნათესავებს, მეგობრებს, ახლობლებს გაუჭირდებათ კონტაქტების დამყარება, რაც, საბოლოო ჯამში, კიდევ უფრო მეტ გაუცხოებას გამოიწვევს.

სხვა ქვეყნები აფხაზეთს რუსეთის კოდით უკავშირდებიან...

აფხაზეთს რუსეთმა მიანიჭა ეს კოდი. სამართლებრივად აფხაზეთი რუსეთის ტერიტორია გახდა, სატელეფონო ტერიტორიას ვგულისხმობ. იქ ვრცელდება რუსეთის კანონმდებლობით დადგენილი კოდები. 7–ანი ვრცელდება მთელი რუსეთის ტერიტორიაზე.

მაგალითად, გერმანია არ აღიარებს აფხაზეთს დამოუკიდებელ ქვეყანად, თუმცა სატელეფონო ოპერატორი დოიჩეტელეკომი აფხაზეთთან 7-ით აკავშირებს

იმიტომ, რომ ეს ოპერატორი აკავშირებს აბონენტს რუსეთთან. მას არ აქვს უფლება, არ დააკავშიროს აბონენტი საერთაშორისოდ აღიარებულ კოდთან. მაშინ მსოფლიომ უნდა გამოუცხადოს პროტესტი რუსეთს და ჩამოართვას 7–ანი კოდი, წამსვლელია მსოფლიო ამაზე?

განახორციელა თუ არა, თქვენი აზრით, საქართველომ ქმედითი ღონისძიებები იმისთვის, რომ აფხაზეთთან დასაკავშირებლად რუსეთის კოდი არ ყოფილიყო გამოყენებული?

ცხინვალი არ უნდა დაგვებობმა – აქედან იწყება ყველაფერი. უფსკრულში რომ გადახტება ადამიანი, მერე აღარ აქვს მნიშვნელობა, ათჯერ გაიქნევს ხელს, თუ ათჯერ გაიქნევს ფეხს. თავი და თავი ის არის, რომ ჩვენ დავუშვით რუსეთის პროვოკაციაში მონაწილეობა და რუსეთმა დაგვაწყებინა ცხინვალში ომი. რუსეთს ომი ომისთვის კი არ ჭირდებოდა, იმისთვის ჭირდებოდა, რომ ახალგორში ლარი გაეუქმებინა, ბაზები გაეკეთებინა, ქართული სატელეფონო კოდი გაეუქმებინა. უფსკრულში გადახტომა ჩემი ნებაა, მაგრამ ფრენა უკვე აღარ არის ჩემი ნება, ეს არის გრავიტაციის კანონი.

არსებულ რეალობაში, როცა ომიდან ორი წელიწადია გასული, როგორ უნდა მოიქცეს ხელისუფლება?

რუსეთზე ნაკლებად გავლენიანი სახელმწიფოა თურქეთი, ჩვენი მეზობელი და მეგობარი სახელმწიფო, მაგრამ ის ზუსტად იგივე პოლიტიკას ახორციელებს ჩრდილოეთ კვიპროსში, როგორსაც რუსეთი –აფხაზეთში. თურქეთი, რომელსაც ნაკლები გავლენები აქვს, რასაც უნდა იმას აკეთებს. მსოფლიო თურქეთსაც კი ვერ ერევა. რადგან ხალხი, ვინც იქ ცხოვრობს, მზად არის მიიღოს ის, რასაც სთავაზობენ.

ჩვენი მთავარი ამოცანაა, სულ სხვა საქართველო დავანახოთ აფხაზეთს. თუ ჩვენ გვინდა ტელეფონების საკითხი მოვაგვაროთ, ეს უნდა გადავიტანოთ პოლიტიკურ ჭრილში და გავცვალოთ ეს პოზიციები 5–10 წელიწადზე.

2008 წლის აგვისტომდე აფხაზები ქართული კოდით რეკავდნენ, 2008 წლის პროვოკაციამ და ავანტიურამ, ომმა შეცვლა ვითარება. უნდა გავისიგრძეგანოთ, რომ აგვისტოს ომმა სერიოზული, კატასტროფული შედეგები მოიტანა და მასზე პასუხისმგებლობა არ არის მხოლოდ რუსეთზე, ჩვენზეცაა, საქართველოზე და ქართულ საზოგადოებაზე.

ტელეფონები არ არის დიდი პრობლემა, ტერიტორია არ მადარდებს, ხალხი უცხოვდება ჩვენგან. მათ შორის ამ ტელეფონების საშუალებითაც.

თქვენი აზრით, ჰქონდა არჩევანი საქართველოს?

დღეს საქართველო დგას იმ არჩევანის წინაშე, რა არჩევანის წინაშეც იდგა აფხაზეთი 2008 წლამდე, როდესაც საქართველოს კოდით რეკავდნენ.

ქართული სახელმწიფო ამ არჩევანის წინაშე დგას: ან კიდევ მეტად კარგავს აფხაზეთს, ან რაღაც ფორმით აძლევს საშუალებას ხალხს, კონტაქტი ჰქონდეს აფხაზეთთან. კოდის აღიარება არ ნიშნავს აფხაზეთის აღიარებას.

გამოუვალ მდგომარეობაშია ქვეყანა. ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩაიგდო თავი ხელისუფლებამ, შემეცოდებოდნენ კიდეც, მე რომ მაყურებელი ვიყო, ძალიან შემებრალებოდნენ, აქ რომ არ ვცხოვრებდე, მაგრამ ჩემს ტერიტორიაზე ხდება ეს ყველაფერი და არ მებრალებიან.

ტელეფონი აქ არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია, რომ, ზოგადად, ეჭვქვეშ დადგა ქვეყნის პერსპექტივები. სააკაშვილის ხელისუფლება აბნევს და აბრუებს საზოგადოებას ფასადური ინფრასტრუქტურული ცვლილებებით და ამ ფონზე ჩვენ ვკარგავთ და ვკარგავთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს.

თქვენ ინტერნეტით ეკონტაქტებით თქვენს ნაცნობებს აფხაზეთში, სატელეფონო კოდის ცვლილებაზე თუ ესაუბრეთ და რას ამბობენ ისინი?

არა, ეს არ არის თემა. ეს არის რეალობა, როგორც ზამთარზე ვამბობთ, რომ ცივა, ისევეა ეს. გამოსავალი მოსაძებნი აქვს ქართულ მხარეს, როგორ მოიქცეს. აფხაზები არ დარდობდენ ამაზე. თუ გინდათ, აკრიფეთ შვიდიანი, თუ გინდათ, არ აკრიფოთ, ასე, რომ მათთან საუბარს ამ თემაზე აზრი არ აქვს

http://netgazeti.ge/GE/39/News/3827/პა...ქვს.htm
kote-1962
ვის აქვს “ცდომილება გაიკებში” - სვანებს თუ ხელისუფლებას?!


12:46 23.12.2010

[ნანა ფაჟავა, მესტია]

მესტიაში პირველი საკურორტო სეზონის გადავადება სვან მშენებლებს “ბრალდება”, რომლებმაც თურმე ბაგირების დამჭერი ბოძები უკუღმა დაამონტაჟეს. ეს “ცხელი” ამბავი, ორი დღის წინ, აკაკი გოგიჩაიშვილმა ტელემაყურებელს გადაცემა “ბიზნესკურიერიდან” მიაწოდა.



ამ ინფორმაციას იმავე გადაცემაში სატელეფონო ჩართვით “აბსოლუტური შეცდომა” უწოდა სამეგრელო-ზემო-სვანეთის გუბერნატორმა ზაზა გოროზიამ, რომელმაც საბაგიროს დამონტაჟებაში მთავარ დარღვევად “ცდომილება გაიკებში” დაასახელა.



“ბიზნესკურიერში” გოგიჩაიშვილი ირონიით თუ სრული სერიოზულობით აცხადებდა, რომ “სვანმა მშენებლებმა იტალიელებს ვერ გაუგეს და საბაგირო გზის ბოძები შეცდომით დაამონტაჟეს... მესტიაში პირველი სეზონი სვანი მშენებლების წყალობით შესაძლოა ახალ წლამდე ვერ მოესწროს.



გახსნა ჯერ დღეს იყო დაგეგმილი, შემდეგ 24 დეკემბრისთვის გადაიდო, ახლა კი იტალიური კომპანია “ლაიტნერის” ინფორმაციით, რომელიც სამონტაჟო სამუშაოებს აწარმოებს, ეს ვადაც საეჭვო ხდება. მიზეზი ის არის, რომ სვანმა კონტრაქტორებმა ბაგირების დამჭერი ბოძები შებრუნებულად დაამონტაჟეს, რის გამოც სიმძიმის ცენტრი ჰაერში მოექცა.



დსთ-ს ქვეყნებში “ლაიტნერის” წარმომადგენელს ტელეფონით დავუკავშირდით და მან განაცხადა, რომ გამოსავალი ბოძების ძირში ბეტონის დამატება და გამაგრებაა, რასაც დამატებითი დრო და სახსრები დასჭირდება. იტალიური კომპანია ხარვეზებს ქართულ მხარეს აბრალებს...”



ქართული კონტრაქტორების პოზიციის გამოხატვა გადაცემის ავტორმა პირდაპირ ეთერში გუბერნატორ გოროზიას სთხოვა, რომელმაც გოგიჩაიშვილი დეზინფორმაციის გავრცელებაში პირდაპირ დაადანაშაულა.



გოროზია ირწმუნებოდა, რომ: “ამ წუთას ყველანაირი პრობლემა, რომელიც იყო დაკავშირებული საბაგირო გზის მშენებლობაზე, არის აღმოფხვრილი. უკვე ჩართული არის საბაგირო. დღეს უკვე მანდ ჩაშვებაც იყო და დაშვებაც.



ამავე დროს იყო მოთხილამურეებიც, მაგრამ მე მინდა კიდევ ერთი რამე გითხრათ, აბსოლუტური შეცდომა არის დაშვებული თქვენს მიერ მიწოდებულ ინფორმაციაში, რადგანაც არანაირი სიმძიმის ცენტრი, არანაირი სხვა რამე დარღვევაზე საუბარი იქ არ ყოფილა. აქ არის უბრალოდ მუშაობის პერიოდში გაიკების ცდომილებაზე საუბარი, რომელიც შემდეგ იქნა აღმოფხვრილი”.



გოროზიას განმარტებები გადაცემის ეთერში მოულოდნელი ჩანდა გოგიჩაიშვილისთვის, რომელმაც გუბერნატორს “ლაიტნერის” წარმომადგენელთან ინტერვიუს ჩანაწერის მოსმენა შესთავაზა.



“პრესაგე.ტვ” შეეცადა გაერკვია ის მიზეზები, რომელმაც მესტიაში საკურორტო სეზონის დაწყება შეაფერხა. ცნობილი გახდა “ლაიტნერის” მხოლოდ სამი ქვეკონტრაქტორის შესახებ. ერთ-ერთი შპს “საქსპეცტრანსია”, რომელსაც ნოდარ წვერიკმაზაშვილი ხელმძღვანელობს.



მეორე, შპს “მტკვარი”, რომელსაც მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი კახა კვიციანი ლობირებს. მესამე ქვეკონტრაქტორი ფირმა, როგორც “პრესაგე.ტვ”-ს განუმარტეს, სავარაუდოდ, ზაზა გოროზიას მფლობელობაშია.



ასე, რომ პირი, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს, პრესაგე.ტვ-სთან ირწმუნება, რომ სარკაზმით ნახსენები სვანები საბაგიროსა და სათხილამურო ტრასის მშენებლობაში არ მონაწილეობდნენ, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ სამუშაოების ჩასატარებლად ადგილობრივებმა მხოლოდ ტყეები გაკაფეს. ყველა ქვეკონტრაქტორი ფირმა ბარიდან ამოვიდა. ამიტომ სვანებზე გადაბრალება, რბილად რომ ვთქვათ, უსინდისობაა”.



მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, შმაგი ნაკანი კი სრულიად განსხვავაებულ ვერსიას ავრცელებს. “პრესაგე.ტვ”-სთან ინტერვიუში იგი ამბობს, რომ: “სეზონის გახსნა არ გადადებულა, საბაგირო გუშინაც მუშაობდა და დღესაც. არანაირი გაიკის ცდომილება არ ყოფილა. ერთი თვის წინ რაღაცა პატარა შეცდომა დაუშვეს მშენებლებმა, მაგრამ მაშინვე გამოსწორდა.



“რუსთავი2” -მა ტყუილი ინფორმაცია გადასცა, მასაც ვიღაცამ... ჯერ ვერ გეტყვით, გაიხსნება თუ არა საკურორტო სეზონი 24 დეკემბერს. ეს ხვალ გაირკვევა, როცა მოთხილამურეებს ამოიყვანენ და საცდელი დაშვება იქნება...”



საკურორტო სეზონის დაწყების მაუწყებელ სათხილამურო დაშვებას “პრესაგე.ტვ” სიამოვნებით დაესწრებოდა... მაგრამ მესტიაში თოვლი არ არის... აწვალის მთაზე, სადაც სათხილამურო ტრასა დააპროექტეს, თეთრი საფარის სიმაღლე მხოლოდ 3 სანტიმეტრია...



ასე, რომ არც ქანჩის გასაღები (რუს. გაიკა) მოშვებულა და არც საბაგირო დატრიალებულა უკუღმა. საქართველოს პრეზიდენტის გრანდიოზული პიარი სვანეთში ხანგრძლივი საკურორტო პოტენციალის შესახებ მესტიელებმა კი არა ბუნებამ ჩაშალა, თორემ საკუთარი დაბადების დღეზე თხილამურებით სრიალს მიხეილ სააკაშვილს ალბათ ვერავინ დაასწრებდა...

http://www.presage.tv/?m=society&AID=2536
kote-1962
ქობულეთის ფიჭვნარი შველას ითხოვს


21:34 23.12.2010
[ნინო მიქიაშვილი]

ახალი წლის შემდეგ ქობულეთის ფიჭვნარში მუშაობა არქეოლოგების ნაცვლად ბულდოზერმა შეიძლება გააგრძელოს, თუ ხელისუფლება კეთილ ნებას არ გამოიჩენს, შესაბამის თანხას არ გამოჰყოფს და არ გაახანგრძლივებს იმ ვადას, რაც არქეოლოგიური სამუშაოებისთვისაა აუცილებელი. ამის შესახებ სატელეფონო საუბრისას გვითხრა ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორმა, პროფესორმა ამირან კახიძემ, რომელიც ამავდროულად, საქართველო–ბრიტანეთის ფიჭვნარის ერთობლივი ექსპედიციის ხელმძღვანელია.



შეგახსენებთ, რომ ქობულეთის ფიჭვნარის ტერიტორია “თავისუფალ ტურისტულ ზონად“ გამოცხადდა და ამ ადგილას ბულდოზერმა მუშაობა 2 ნოემბერს დაიწყო. იქაური არქეოლოგების გარდა პირველი ხმამაღალი, საპროტესტო განცხადება “რესპუბლიკელებმა“ გააკეთეს.



ესაა ჩვენს მიერ მომზადებული და გამოქვეყნებული რიგით მეხუთე მასალა, ქობულეთის ფიჭვნარის შესახებ. 4 ნოემბერს გამოვაქვეყნეთ სტატია სათაურით - V–III საუკუნეების კოლხური და ელინური კულტურის ნაშთებს ბულდოზერით ანადგურებენ!!! 5 ნოემბერს - შეაჩერეთ ბულდოზერი! 9 ნოემბერს - ბარბაროსები ქობულეთის ფიჭვნარის განადგურებას აგრძელებენ; 15 ნოემბერს - არქეოლოგები და ბულდოზერი ერთად თხრიან.



ქობულეთის ფიჭვნარში, მიწისქვეშა ძეგლს ქართველი და უცხოელი სპეციალისტები უნიკალურად აფასებენ. ამ ტერიტორიაზე რამდენიმე ათეული წელია არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს. არქეოლოგების განმარტებით, ეს მიწისქვეშა ძეგლი 100 ჰექტარზეა გადაჭიმული და კოლხური კულტურის გენეზისის, საქალაქო ცხოვრების წარმოშობის და ანტიკურ–ბერძნულ სამყაროსთან ურთიერთობების კვლევისთვის უმდიდრეს ინფორმაციას იძლევა.



მიხეილ სააკაშვილმა მაინცდამაინც იმ ადგილზე გადაწყვიტა სასტუმროების აშენება, სადაც არის ანტიკური ხანის უზარმაზარი ნაქალაქარი, კოლხური კულტურის ნაშთებით და ელინისტური ეპოქის სამარხებით. ერთი წუთით დავუშვათ, რომ თავიდან მან არაფერი იცოდა, ამ ადგილის მნიშვნელობაზე, მაგრამ წარმოუდგენელია, რომ დღემდე არაფერი იცის, რადგან ბოლო ორი თვის განმავლობაში ამ თემაზე არაერთი პუბლიკაცია და ტელესიუჟეტი მომზადდა.



13 ნოემბერს, ქობულეთის ფიჭვნარში, ე.წ. თავისუფალ ტურისტულ ზონაში, ანუ იქ, სადაც ბულდოზერის მიერ მიწისქვეშა ძეგლის საკმაოდ დიდი ნაწილი უკვე განადგურებული იყო, მიხეილ სააკაშვილმა დიდი ზარ–ზეიმით ჩაუყარა საფუძველი 12 სასტუმროს მშენებლობას და იქვე დასძინა, აქ მალე 20 ახალი სასტუმრო აშენდება, ინვესტორებს მიწა უფასოდ გადაეცემა და ყველა მათგანი გადასახადებისგან თავისუფალი იქნებაო.



იმ დღეს მიხეილ სააკაშვილმა ისიც გვამცნო, რომ სასტუმროების მშენებლობაზე 1 000 ადამიანი დასაქმდება, ხოლო მშენებლობის დასრულების და სასტუმროების ამოქმედების შემდეგ, სასტუმროებში 3 000 ადამიანი იმუშავებს. მას არაფერი უთქვამს რა ნიშნით შეირჩა სასტუმროების ასაშენებლად მაინცდამაინც ის ტერიტორია, სადაც უნიკალური არქეოლოგიური ძეგლია.



ჩვენი აზრით, ამ შემთხვევაში მხოლოდ ორი ვერსიის განხილვა შეიძლება - უნიკალურ მიწისქვეშა ძეგლს მიზანმიმართულად ანადგურებენ, ან უკაცრავად ამ სიტყვისთვის და თავისი გადაფურთხებულის ალოკვა არ უნდათ.



დიდი ხმაურისა და დავიდარაბის შემდეგ, 10 ნოემბერს ქობულეთის ფიჭვნარში ბულდოზერი გვერდით ჩააჩოჩეს და არქეოლოგებს მუშაობის დაწყების საშუალება მისცეს. ფიჭვნარის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი, ამირან კახიძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ იქიდან მოყოლებული დღემდე 21 მეცნიერ-თანამშრომელი, 40 მუშასთან ერთად დილის რვიდან საღამოს ხუთამდე შეუსვენებლად მუშაობს.



“ღმერთი ჩვენსკენაა, წვიმა არ ყოფილა. ორი ძეგლიდან ერთი, ელინისტური ხანის სამაროვანი მთლიანად გადავარჩინეთ; დღეისთვის 40 სამარხი გავთხარეთ, შესანიშნავი ინვენტარით, ოქროს სამკაულებით, ვერცხლით, მონეტებით...“, - გვითხრა ამირან კახიძემ და უახლესი აღმოჩენებიდან ორი ნიმუში გამოყო - ერთ-ერთ მათგანზე კოლხური წარმართული პანთეონის მთავარი ღვთაებების: მზის დისკოსა და ნახევარმთვარის გამოსახულებაა დაძერწილი. რაც შეეხება მეორე ნიმუშს, ესაა ათლეტის, ანუ სპორტსმენის სამარხში აღმოჩენილი საპრიზო ჭურჭელი, რომელსაც რკინის სტრიგინას (იგივე საფხეკი) ეძახიან.



“რაც შეეხება მეორე ძეგლს, ქვიშაზვინულებს, რომელიც არის უნიკალური, მხოლოდამხოლოდ საქართველოს ზღვისპირეთისთვისაა დამახასიათებელი, აღმოვაჩინეთ ჩვენს ერამდე VII-VII საუკუნეების 5 საკურთხეველი და სამსხვერპლო მოედანი. საკურთხეველზე წმინდა ცეცხლს ანთებდნენ, შესაწირი მიჰქონდათ და სამხვერპლოზე წირავდნენ.



ამ უნიკალური ძეგლის ნაწილი ჩვენს მისვლამდე მიწასთან გაასწორეს. ნოემბერში, ნიკა ვაჩეიშვილის გადმორიცხული თანხა სადაცაა ამოიწურება, მხოლოდ შენობის საძირკვლის ადგილის შესწავლას ვასწრებთ. დანარჩენი რა და როგორ იქნება, არ ვიცი. ძეგლს საბოლოოდ ალბათ, ვერ გადავარჩენთ“, - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ამირან კახიძემ.



მისივე თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სიტყვიერი პირობა აქვს მიცემული, რომ სამუშაოებს ამ წლის ბოლომდე დაასრულებდა, მაგრამ 10 ნოემბრიდან დაწყებულმა გადაუდებელმა არქეოლოგიურმა სამუშაოებმა ცხადყო, რომ დეკემბრის ბოლომდე ვერ ესწრება იმ ტერიტორიის შესწავლა, სადაც სასტუმროების აშენებაა დაგეგმილი.



ამირან კახიძე არქეოლოგიური მასალის გადასარჩენად ახალი მეთოდიკის შემუშავებაზე ფიქრობს - “ჩვენი ძალები მიმართული უნდა იყოს ვთქვათ, ტრაქტორი რომ ფენებს მოხსნის, იქ გამოჩენილი მასალის გადარჩენაზე“.



უნიკალური ძეგლის იმ ნაწილის გადარჩენა, რომელზეც სასტუმროები უნდა შენდეს, ფიჭვნარის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელს ასე აქვს წარმოდგენილი:



“კეთილი ნება უნდა გამოიჩინონ “ზემოდან“ და არა ისეთი, როგორიც დღემდე არის. ნორმალურ ვითარებაში, იქ სადაც მშენებლობაა გათვალისწინებული, წინასწარ ხდება გათავისუფლება და ჩვენ ამ შემთხვევაში ფაქტის წინაშე დაგვაყენეს. ისეთი

შემსრულებლები არიან, უკეთესს მონათმფლობელურ საზოგადოებაშიც კი ვერ ინატრებთ. მართლაც გმირობის ტოლფასად გადავარჩინეთ ძეგლის ნაწილი.



ჩვენ შესაბამის უწყებას უკვე მივმართეთ წერილობით, რომ მოხდეს მშენებლობის იმგვარად დაგეგმვა, რომ ნაწილობრივ მაინც მოხდეს იქაურობის არქეოლოგიური შესწავლა, რისთვისაც დაფინანსების გამოყოფა აუცილებელია. სხვანაირად არაფერი გამოვა. აჭარის ა/რ. განათლებისა და კულტურის მინისტრი, გია აბულაძე ძალიან დაგვიდგა გვერდზე; ის გამონაკლისთა რიცხვში შეიძლება დავასახელოთ. ვნახოთ რას გაითვალისწინებენ მომავალი წლის ბიუჯეტიდან, ამ არქეოლოგიური სამუშაოებისთვის. ღმერთმა გახარებული შეგვახვედროს ახალ წელს“.



ქობულეთის ფიჭვნარისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭებას ხელს საკანონმდებლო ხარვეზები უშლის – ქობულეთის ფიჭვნარს ძეგლის სტატუსი უნდა მიენიჭოს, კულტურის სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროების შეთანხმების საფუძველზე, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ არ არის დამტკიცებული “დამტკიცების წესი“.

http://www.presage.tv/?m=society&AID=2544
kote-1962
У Ирана есть бомба

24.12.10 14:11


Я только что вернулся из Ирана. Современные города и великолепные дороги, лавины автомобилей и кристаллические небоскрёбы на перекрёстках людных проспектов. Крохотная, почти убогая квартирка, где жил великий лидер Ирана аятолла Хомейни, совершивший небывалую в мире духовную революцию, которая поставила Иран в самый центр мировой цивилизации. Дивные мечети и мавзолеи, сверкающие, как перламутровые раковины, несущие в лазури свои золотые купола.

Священный город Кум, где сосредоточена духовная власть Ирана, со множеством исламских университетов и школ, в которых изучаются и трактуются суры и аяты Корана. Встречи с чиновниками и министрами, интеллигентами и редакторами ведущих газет. Беседы с богословами. Посещение компьютерных центров, где в великолепно оборудованных салонах и лабораториях создаются компьютерные программы. С их помощью Коран исследуется во множестве его трактовок и сопоставлений. Разговоры с технократами и учёными, связанными с модернизацией Ирана, с его ядерной программой. Участие в религиозной мистерии Ашуры, когда тысячи и тысячи мусульман выходят на улицы ночных городов, принимая участие в траурных радениях, посвящённых мученической смерти имама Хусейна.

Я двигался в стотысячной накалённой толпе, окружённый стенающими и рыдающими иранцами, среди тяжеловесных транспарантов, украшенных плюмажами из страусиных перьев. Рядом со мной двигались юноши, дети, белобородые старики, символически охлёстывали себя цепями, выражая своё горе и своё сострадание не только мученически погибшему имаму, но и всем горюющим сегодня на земле, всем несправедливо попранным и страдающим.

Я сделал для себя заключение: да, современный Иран обладает бомбой. И этой бомбой является тот образ общества, тот социальный и духовный строй, с которым Иран после исламской революции выступил на мировую арену и бросил вызов всей губительной мировой системе.

Этот строй и общество ставят в центр человеческого бытия духовное совершенство, духовное видение, чувство божественной справедливости, придавая этому принципу поистине универсальный космический смысл. Земная жизнь, человеческая практика, быт, людская деятельность, ремёсла, науки, земные деяния осмысливаются с точки зрения небесных ценностей, получают своё оправдание в религиозном учении, в божественном замысле.

Энергия, отпущенная человеку в его конечной жизни, тратится им не на безумное потребление, не на бессмысленное и болезненное утоление страстей и пороков, прихотей и похотей, но направляется на самосовершенствование, на творчество, на поиск истины, на соотнесение земной жизни с жизнью бесконечной, небесной и божественной.

Иран — это не страна ночных клубов и увеселительных заведений, роскошных ресторанов и стриптиз-баров, гедонистических наслаждений. В Иране не заметишь суетливого упования на скоротечную жизнь, во время которой нужно как можно больше успеть насладиться приобрести, накопить.

Иран — это страна университетов и множества школ, страна библиотек и проповеднических кафедр, страна непьющего молодого оптимистического народа, чей разум не замутнён алкоголическим бредом и наркотическим туманом. Искусство и философия Ирана учат благому отношению друг к другу, к природе, ко всему материальному и духовному миру, укрощая в человеке животное, пробуждая в нём божественную сокровенную суть.

Справедливость — центральный момент иранской религиозной и государственной философии. Именно она, справедливость, создала в Иране особый тип демократии, где выборность является непременной и неустранимой нормой, охватывающей парламент, партии, институт президентства, саму религиозную духовную власть, в которой верховный лидер аятолла не ниспослан народу свыше, а является плодом выборной процедуры, совершаемой в духовной среде. Иранская власть — это не произвол индивидуально принимаемых решений, а бесконечное число компромиссов и согласований, происходящих между несколькими центрами влияния и силы. Эти согласования и этот постоянный поиск компромиссов делают политический иранский процесс пусть несколько замедленным, но чрезвычайно плавным и гармоничным, лишённым срыва и надлома.

Иран — это страна не просто молодых пытливых и деятельных мужчин. Это страна молодых прекрасных женщин, чувствующих себя абсолютно свободными. Иранская женщина — это не хмурое согбенное лишённое прав существо, запечатанное в чёрный кокон. Она— живой деятельный член иранского общества, занимающийся наравне с мужчинами политикой, наукой, культурой, получающий качественное образование. Она связана через культурные и политические институты, Интернет, открытую прессу со всем иранским обществом, играя в нём наряду с мужчинами важную и видную роль.

Пребывая в студенческих аудиториях, научных лабораториях, богословских школах, на улицах иранских городов, я чувствовал бурлящую молодую разлитую повсюду энергию. Эта энергия и есть та термоядерная плазма, уловленная системой государственного и социального управления, способная осуществлять чудеса научного и интеллектуального прорыва, победного военного подвига и божественного прозрения.

Эту энергию вызвал к жизни великий аятолла Хомейни. Праведник, явившийся из изгнания в Тегеран и направивший в революцию бесчисленные миллионы верующих и стремящихся к правде иранцев, сокрушивших пушки и пулемёты шаха.

Ненависть Америки к Ирану кроется не в желании американцев овладеть несметными богатствами иранских нефтяных пластов. Не страхом увидеть в руках иранских военных атомную бомбу. Не желанием доминировать в этом ближневосточном очень чутком нервном районе мира. Страх и ненависть Запада к Ирану заключается в том, что Иран своей государственной и социальной моделью бросил вызов всему ветхому, омертвелому, гибнущему и агрессивному в своей гибели западному миру.

Запад, построивший своё могущество на культе мамоны, на культе денег, фондовых рынков и безумного потребления, надорвал животворные силы человечества. И этот мир сегодня терпит крах.

Иран предлагает иную модель поведения, другую организацию общества, основанную на гармони земли и неба, машины и человека, духа и материи. Этот образ, предлагаемый Ираном миру, чрезвычайно привлекателен. Может быть, именно здесь, в Иране, после крушения великого Советского Союза, где идея справедливости так и не была осуществлена— реализуется долгожданная и желанная попытка человечества построить гармоническое идеальное общество.

У Ирана много врагов. Они окружили страну блокадой. Предпринимают экономические и военные санкции. Убивают его учёных-ядерщиков. Демонизируют Иран, превращая его в глазах мирового общественного мнения в чудовище.

Достойно самого великого сожаления, что Россия в этой схватке добра и зла примкнула к врагам Ирана, встала на сторону зла, поместила себя в ветхий погибающий, обречённый на уничтожение мир, отказавшись от своего главного исторического богатства — от идеи справедливости, ради которой Россия прожила весь свой двадцатый век.

Я двигался в ночной тегеранской толпе. Грохотали барабаны и ревели трубы. Качались надо мной страусиные плюмажи. Среди огней смотрело на меня лицо Аятоллы Хомейни. Миллионы вышедших на улицы людей дышали единым дыханием, одновременно ударяли себя руками в плечо и сердце. И эти звуки, удары и ритмы, это грохотание бубнов и миллионов сердец создавали грандиозную вибрацию. От этой вибрации трепетали окружающие горы и небесные звёзды, плескались воды окрестных морей, её слышали соседние народы и страны. Мне казалось, что эта вибрация преображает мир. Я был счастлив, что являюсь частью этого преображённого мира.

Я шёл в мусульманской толпе и молился моему православному Богу, славил мою ненаглядную Россию.


Александр Проханов
Газета Завтра № 51 (892) от 22 декабря 2010г.


© Все права защищены
Iran News - 2002, E-mail: info@iran.ru
Лицензия Минпечати РФ №77-6912
kote-1962
ქსნის საპატიმროში პირამოკერილი პატიმრები სცემეს


11:00 24.12.2010
[ნინო მიქიაშვილი]

სახალხო დამცველი, გიორგი ტუღუში, კონკრეტული პატიმრების ცემა-წამების მორიგ ფაქტზე პროკურატურისგან წინასწარი გამოძიების დაწყებას მოითხოვს, რის შესახებაც პრესაგე.ტვ-ს სახალხო დამცველის ინფორმაციის დეპარტამენტმა აცნობა.

მართალია სასჯელაღსრულების მინისტრი, ხათუნა კალმახელიძე ცენტრალური ტელეარხებიდან მშვიდი სახით დროდადრო გვაუწყებს, რომ ციხეთა სისტემაში ყველაფერი შესანიშნავადაა, რომ აქაური პატიმრების 80% საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის პირობებში იხდიან სასჯელს და რომ მათ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ეპყრობიან, მაგრამ რეალობა სულ სხვაა.

უფლებადამცველების მიერ გავრცელებულ კონკრეტულ ფაქტებზე და ასევე, მეტ-ნაკლებად თავისუფალ მედიასაშუალებებში პატიმრების ცემა-წამებაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ აღარაფერი ვთქვათ, სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშსა და წამების საერთაშორისო კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში მოტანილი ფაქტებიც საკმარისია იმის დასადასტურებლად, რომ კალმახელიძისეული “საერთაშორისო სტანდარტები“ რბილად, რომ ვთქვათ, ძალიან, ძალიან შორსაა რეალურ საერთაშორისო სტანდარტებთან.

ახლა რაც შეეხება სახალხო დამცველის ინფორმაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას - “საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21–ე მუხლის “ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახალხო დამცველმა მსჯავრდებულ გ.ო–ს და შ.ნ–ს ახსნა–განმარტებები და გარეგნული დათვალიერების ოქმები საქართველოს მთავარ პროკურორს გადაუგზავნა და ქსნის N15 დაწესებულებაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით წინასწარი გამოძიების დაწყების რეკომენდაციით მიმართა, რომელშიც ზემოხსენებული მსჯავრდებულებისთვის უმოკლეს ვადაში სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების შესახებაც არის მითითებული, რათა მათ სხეულზე დადგინდეს არსებული დაზიანებების ხასიათი, ხარისხი და ხანდაზმულობა.

სახალხო დამცველის რწმუნებულმა, 2010 წლის 21 დეკემბერს ახსნა–განმარტება ჩამოართვა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაბა–ქსნის N15 დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებს - გ.ო–ს და შ.ნ–ს. მათი განმარტებით, 2010 წლის 16 დეკემბერს შიმშილობა გამოაცხადეს და პირი ამოიკერეს, ვინაიდან მედიკამენტები არ ეძლეოდათ.

მსჯავრდებული გ.ო–ს განმარტებით, მისი შიმშილობის მიზეზი იყო არასათანადო სამედიცინო მომსახურება. იგი აცხადებს, რომ აქვს: ვენების ვარიკოზული დაავადება, ცე ჰეპატიტი, თავის ტკივილები და ნევროზი.

როგორც მსჯავრდებულებმა განმარტეს, პროტესტის ოფიციალურად დასაფიქსირებლად მორიგეს და ცვლის უფროსს მიმართეს, რათა ინფორმაცია აღნიშნული დაწესებულების სოციალური სამსახურის მუშაკისთვის მიეწოდებინათ.

მსჯავრდებული შ. ნ. ამბობს, რომ მათთან სოციალური სამსახურის თანამშრომელი მივიდა, მაგრამ შიმშილობის ფაქტი არ დააფიქსირა, რის გამოც მსჯავრდებულებს ცვლის უფროსთან შელაპარაკება მოუვიდათ. ეს უკანაკსნელი პატიმრებს ცემით დაემუქრა. მსჯავრდებულთა გადმოცემით, მათ ცემის შეეშინდათ და მიიყენეს თვითდაზიანება - ხელები გადაიჭრეს; სამედიცინო დახმარება 30–40 წუთის შემდეგ გაეწიეს, ოღონდ ეს გააკეთა არა საპატიმროს ექიმმა, არამედ პატიმარმა ექიმმა.

მსჯავრდებულების განცხადებით, ამის შემდეგ ისინი აიყვანეს დირექტორის ოთახში, სადაც მათ დაემუქრნენ, რომ თუ შიმშილობას არ შეწყვეტდნენ, სასჯელს დაუმატებდნენ და ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ. მსჯავრდებულები აღნიშნავენ, რომ მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

2010 წლის 17 დეკემბერს, როდესაც მსჯავრდებულები კვლავ სოციალური სამსახურის თანამშრომელთან შეხვედრას ითხოვდნენ, მათთან დაწესებულების თანამშრომლები მივიდნენ, მსჯავრდებულები დირექტორის კაბინეტში წაიყვანეს, სადაც მათ მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. მსჯავრდებულები ასევე აცხადებენ, რომ ამოკერილი პირი მათ ძალის გამოყენებით გაუხსნეს.

“მსჯავრდებულ შ.ნ–ს. გარეგნული დათვალიერებით ორივე ზედა კიდურზე და ზურგზე ექსკორიაციები და ტუჩების არეში ნახვრეტი ჭრილობები აღენიშნებოდა. მსჯავრდებულ გ.ო-ს - ტუჩების არეში ნახვრეტი ჭრილობები, მარცხენა ზედა კიდურზე და შუბლზე ექსკორიაციები, მარცხენა მკლავის იდაყვთან სიყვითლე, ხოლო მაჯის არეში ექსკორიაციები“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის ინფორმაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

http://www.presage.tv/?m=society&AID=2549
kote-1962
უკონტროლო სივრცის კონტროლის დილემა


16:48 24.12.2010

[ნინო ჯაფარიძე]

ინტერნეტ დომენური სახელების რეგისტრაციას კომუნიკაციების მარეგულირებელი სამსახური ჩაიბარებს. საკანონმდებლო ცვლილებათა შესაბამისი პაკეტი უკვე პარლამენტშია და მისი განხილვა საგაზაფხულო სესიაზე დაიწყება.

ცვლილებათა პროექტის თანახმად, რომლის ავტორებიც პავლე კუბლაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, გიორგი მელაძე და ზვიად კუკავა არიან, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია სწორედ დომენის რეგისტრაციის, მინიჭებისა და მართვის პროცესის სამართლებრივი რეგულირება იქნება.

განმარტებით ბარათს თუ ვერწმუნებით, რომელიც კანონპროექტს ახლავს, დომენური სახელის რეგისტრაციის წესს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრავს.

პროექტის ავტორთა აზრით, ეს ხელს შეუწყობს ქართული დომენების, მათ შორის ქართულ ანბანზე აგებული დომენების გაცემა-რეგისტრაციის პროცესის მოწესრიგებას და დომენების გაცემისას სუბიექტურ, დაუსაბუთებელ, მიდგომებს აღკვეთს.

შარშანდელი მონაცემებით, საქართველოში ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობამ მილიონს მიაღწია. კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით 2007 წელს ინტერნეტით ნახევარ მილიონზე მეტი აბონენტი სარგებლობდა. 2008–ში კი, მათმა რაოდენობამ 900 000–ს გადააჭარბა.

რაც შეეხება ქართულ დომენებს, ქართული ინტერნეტ პროვაიდერების ინფორმაციით, საქართველოში ქართული დომენით სულ 8000–მდე საიტია დარეგისტრირებული. რაც 2006 წლის მაჩვენებელს მხოლოდ 1000-ით აღემატება. სპეციალისტთა განმარტებით, ეს მიანიშნებს, რომ საქართველოს მოქალაქეებს დომენის სხვა ზონაში რეგისტრაცია ურჩევნიათ.

საერთაშორისო ორგანიზაციების IANA-ს (Internet Assigned Numbers Authority) და ICANN -ის (Internet Corporation for Assigned Names and Numbers) ინფორმაციებზე დაყრდნობით, ყველა ქვეყანას შესაძლებელია ქონდეს მხოლოდ ერთი რეესტრი, რომელიც არეგისტრირებს თოპ ლეველ ქვეყნის კოდის დომენურ სახელებს და ადგენს მათი მოხმარების წესებს.

საქართველოში GE დომენების რეგისტრაციას და მენეჯმენტს კომპანია „კავკასუს ონლაინი“ ახორციელებს და დომენების სახელების ოფიციალური რეესტრიცაა.



IANA-ს და ICANN -ის ინფორმაციით, ოფიციალური რეესტრის გარდა შესაძლებელია აკრედიტებული რეგისტრატორების არსებობაც, რომელთა ფუნქციაც დომენების მართვა და წესების მიხედვით რეესტრში რეგისტრაციაა.

საქართველოში რეესტრიც და აკრედიტებული რეგისტრატორიც „კავკასუს ონლაინია“. ყველა დომენური სახელი www.registration.ge–ს მეშვეობით რეგისტრირდება.

დღეს მოქმედი წესების თანახმად, აკრძალულია ინტერნეტ-მისამართის რეგისტრაცია ყიდვა–გაყიდვის მიზნით. დომენის სხვა მფლობელისთვის გადაცემა მხოლოდ რეგისტრაციის ვადების ამოწურვის შემდეგ შეიძლება. მფლობელის შეცვლაზე ნებართვას „კავკასუს ონლაინი“ გასცემს. მას შემდეგ, რაც თავდაპირველი მფლობელი დომენზე უარს წერილობით განაცხადებს, მისი მეორედ გაყიდვა უკვე შეიძლება.

http://www.presage.tv/?m=society&AID=2556
kote-1962
პრეზიდენტი სვანეთში, ანუ რატომ არიან ლიბერალები სოციალისტები


გიორგი აბაშიშვილი, ფოტო(არქივი): გვანცა კორძახია






მიხეილ სააკაშვილი

პრეზიდენტი სვანეთს ეწვია - ეს ქართული სატელევიზიო მედიის უმთავრესი თემა იყო 24 დეკემბერს. ფაქტი მართლაც მნიშვნელოვანია, ვინაიდან ვიზიტი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტურისტული მიმართულების განვითარებას ეხებოდა. “ახალი დიდი ტურისტული მსოფლიო მარგალიტი” – ასე უწოდა პრეზიდენტმა სვანეთში განსავითარებელ ტურისტულ ზონას.

სხვადასხვა უმნიშვნელო დეტალებთან ერთად პრეზიდენტი მთავრობის გასვლით სხდომას დაესწრო და რამოდენიმე საყურადღებო განცხადება გააკეთა. პირველ რიგში საუბარი შეეხო ადგილობრივ დონეზე ინფრასტრუქტურის განვითარებას.

ინფრასტრუქტურის განვითარება არის თემა, რომელიც ცალსახად მნიშვნელოვანია, მითუმეტეს იმ დროს, როდესაც საუბარია ტურიზმის განვითარებაზე. ძალიან ძნელია ისაუბრო ტურისტების მოზიდვაზე იმ დროს, როდესაც ამის შესაბამისი ინფრასტრუქტურა უბრალოდ არ არსებობს. ამასთან, ინფრასტრუქტურის ნაწილში იგულისხმება ორი მიმართულება. კერძოდ, არის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ცალსახად სახელმწიფომ უნდა განახორციელოს. მაგალითად, გზები, კომუნიკაციები და ა.შ. თუმცა ამავე დროს არის ინფრასტრუქტურის ნაწილი, რომლის განვითარებაც უფრო მეტად კერძო ინვესტიციებზეა დამოკიდებული. მაგალითად, სასტუმროები, კვების ობიექტები და ა.შ. თუმცა ერთიც უნდა აღინიშნოს, რომ უმრავლეს შემთხვევაში სწორედ სახელმწიფოს მიერ ინფრასტრუქტურაში ინვესტირება უსწრებს წინ კერძო ინვესტიციებს. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ძნელია სასტუმრო ან კვების ობიექტი ააშენო იმ ადგილზე, სადაც არ არის კომუნიკაციები, მაგალითად, წყალი, ელ.ენერგია და არ არის ნორმალურად მისასვლელი გზა.

სვანეთის შემთხვევა კი აბსოლუტურად სწორად განვითარებული პოლიტიკაა, როდესაც სახელმწიფო აწესრიგებს ინფრასტრუქტურას და ქმნის შესაბამის ტექნიკურ პირობებს კერძო ინვესტიციების მოსაზიდად. თუმცა პრეზიდენტის მხრიდანვე მოხდა ერთგვარი “აღიარება”, რომ პოტენციური ინვესტორები სვანეთის მიმართულებით მაინცდამაინც არ აქტიურობენ.

“რატომ სძინავს კერძო სექტორს” – ეს იყო კიდევ ერთი თემა, რომლითაც პრეზიდენტი დაინტერესდა, თუმცა ალბათ ამ კითხვაზე საუკეთესო პასუხი სწორედ მთავრობას აქვს. საინტერესოა ისიც, რომ დაახლოებით მსგავსი პათოსით პრეზიდენტმა რამოდენიმე თვის წინ ქობულეთის ფიჭვნარში თავისუფალი ტურისტულ ზონის პრეზენტირებისას ისაუბრა - "ყველამ კარგად დამიგდოს ყური, ვისაც სახლში ან სადღაც ბანკში უდევს რამდენიმე მილიონი დოლარი. ბანკში და მუთაქაში ფული არ მოიმატებს და შეიძლება დაკარგოთ კიდეც. ჩვენ გთავაზობთ პროექტს, რომლითაც ეს ფული შეიძლება უახლოეს წლებში მინიმუმ გააორმაგოთ”. ცუდი და დამაფიქრებელი ფაქტია ის, რომ 4-5 თვიან პერიოდში კერძო სექტორის აქტიურობის მიმართულებით არაფერი შეცვლილა, ისევე როგორც არაფერი შეცვლილა პრეზიდენტის პათოსში, რამოდენიმე თვის წინ ის ინვესტორებს ქონების გაორმაგების პირობას აძლევდა, ახლა კი პრეზიდენტი მათ “ოქროს ზოდებს დაპირდა”.

სინამდვილეში არაინირი ტიპის სიტყვიერი დაპირება არ რეაგირებს კერძო სექტორზე, რომელსაც ინვესტირება სურს. სამწუხაროდ, საქართველო არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა დაპირდე ერთი ინვესტორს და სინამდვილეში, გააკეთო მეორე. ამ მხრივ უამრავი კონკრეტული წვრილმანის დასახელებაა შესაძლებელი, თუმცა ერთი აუცილებლად უნდა აღინიშნოს, 2004 წელს მიღებულ საგადასახადო კოდექსში ჯერ ასახული იქნა კერძო არბიტრაჟში სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის დავების შესაძლებლობა, თუმცა აღნიშნული მექანიზმი სწრაფადვე გაუქმდა, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს სასარგებლოდ. ბუნებრივია, მსგავსი პრეცედენტები ინვესტორთა ნდობაზე არც თუ დადებითად აისახება.

ყველა ინვესტორს აინტერესებს რამოდენიმე ისეთი მთავარი დეტალი, რომელიც მოცემულ მომენტში საქართველოს სახელმწიფოს არ გააჩნია. კერძოდ, პოლიტიკური სტაბილურობა (შიდა და გარე გამოწვევები), საკანონმდებლო სტაბილურობა, ბიზნესის სამართლებრივი გარემო, ინვესტორთა დაცულობა (ამ ნაწილში მსოფლიო ბანკის კვლევების თანახმად, საქართველოს გარკვეული წინსვლა აქვს). აღნიშნული უმნიშვნელოვანესი დეტალების არარსებობა კერძო სექტორში იწვევს ერთადერთ ეფექტს – სიფრთხილეს, რომელსაც შესაძლებელია სხვაგვარად შიში ვუწოდოთ.

ყველაზე მიმზიდველი, რაც საქართველოს ბიზნეს გარემოს ამჟამად გააჩნია, არის ბიზნესის დაწყების სიმარტივე (დარეგისტრირების პროცედურები, ნებართვების მარტივად მიღების შესაძლებლობა) და საგადასახადო სისტემა, რომელიც უფრო კონკრეტულ სახეს 2011 წელს მიიღებს. თუმცა, ერთადერთი, რაც საგადასახადო-შემოსავლების სფეროში დაწყებულ უმნიშვნელოვანეს რეფორმებს აუფასურებს, ინვესტორთა გადმოსახედიდან არის კვლავ საკანონმდებლო არასტაბილურობის განცდა. ამასთან, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გადასახადების რეფერენდუმის გზით ცვლილების დამტკიცება, შესაძლებელია, ინვესტორთათვის უფრო მეტი სტაბილურობის განცდის მატარებელი იყოს.

მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ სვანეთს არ მიენიჭება თავისუფალი ტურისტული ზონის სტატუსი და ეს იმით ახსნა, რომ მიწა ინვესტორებს სიმბოლურ ფასად გადაეცემათ, ხოლო მოსალოდნელი შემოსავლები კი იმდენად მაღალია, რომ არანაირი ტიპის შეღავათებს არ საჭიროებს.

სინამდვილეში, თუ საუბარი მართლაც იმ მოსალოდნელ “ოქროს ზოდებზეა”, რომლებიც ინვესტორებს ელოდებათ, მაშინ გასაკვირია, მიწა რატომ ეძლევათ მათ სიმბოლურ ფასად, ხოლო თუ ლაპარაკია ინვესტორთა მოზიდვაზე, მაშინ ინვესტორთათვის დაბეგვრის ის რეჟიმები უფრო მიმზიდველია, რომელიც ანაკლიასა და ქობულეთის თავისუფალ ტურისტულ ზონებში არსებობს, ვიდრე მიწის სიმბოლური ფასი.

კიდევ ერთი თემა, რომელიც მთავრობის სხდომაზე გაჟღერდა, კონკრეტულად სვანეთს არ ეხებოდა და განიხილავდა მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური გამოწვევების საპასუხო ნაბიჯების შემუშავებას საქართველოს მთავრობის მხრიდან. პრემიერის პასუხი კი “მსოფლიო წნეხის შემცირებაზე” იყო ელ.ენერგიის 20 ლარიანი ვაუჩერების მომზადება იანვრის ბოლოსათვის. მოსალოდნელ კრიზისს რომ ელექტროენერგიის ოცლარიანი ვაუჩარი ვერ დაუპირისპირდება, ეს ერთი თემაა, თუმცა როდის უნდა მოვიდეს დრო, როდესაც საქართველოს “ლიბერალური ეკონომიკის მხარდამჭერი” მთავრობა მემარცხენე-სოციალისტურ მეთოდებზე იტყვის უარს, ეს ცალკე განსახილველი თემაა. თუ მთავრობას მიაჩნია, რომ ელ.ენერგიის გადასახადი მაღალია მოსახლეობისათვის, ამის საპირისპიროდ, მას ელ.ენერგიაზე დამატებული ღირებულების გადასახადის მოხსნა შეუძლია და არა თანხის ჯერ ამოღება და შემდგომ მოწყალების სახით უკან გადაცემა.

რეალობა ისაა, რომ ყოველთვის, როდესაც საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას მიმოიხილავ, გიჩნდება ორი მთავარი კითხვა: სად არის თანმიმდევრულობა და რატომ არიან ლიბერალები სოციალისტები.

http://netgazeti.ge/GE/39/News/3864/პრ...ები.htm
kote-1962
იპოლიტე, “შარაფი” და ლენინის მავზოლეუმი


11:29 25.12.2010
[სანტიაგო გაუჩო]

სანამ “წინა კვირის” ქართულ სპორტულ მოვლენებზე საუბარს დავიწყებდე, გაცნობებთ რომ მუშაობას “ახალ საიტზე”, “ პრესა ჯი. ტვ”-ზე ვაგრძელებ. ნამდვილად არ მინდა რამდენიმე დღის წინ დატრიალებულ მოვლენებზე კიდევ ერთხელ ვისაუბრო, რადგან უკვე ყველაფერი ითქვა და დაიწერა. ჩემი კოლეგების თავს დატეხილმა ისტორიამ კი ფიქრებით მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გადამისროლა, როდესაც იაპონიამ სრულიად მოულოდნელად და ვერაგულად პერლ-ჰარბორი დაბომბა, მაგრამ რამდენიმე წელიწადში ეს აგრესია ბუმერანგივით უკან დაუბრუნდა. არ იფიქრონ “პრესა ჯი”-ს ახალმა თანამშრომლებმა, რომ მათ მიმართ შურისძიების გრძნობა მამოძრავებს, მაგრამ უსამართლობა ხშირად მარცხდება და ამისი დიდი იმედი მაქვს.



მეორე მსოფლიო ომმა ერთი ძველი ანეკდოტი გამახსენა:



“ომის დამთავრების შემდეგ მასწავლებელი ეკითხება ბავშვებს, ვინ როგორ ეხმარებოდა ფრონტს. ისინიც დასწრებაზე ჰყვებოდნენ, როგორ აგზავნიდნენ ფრონტზე წერილებს და თბილ ნივთებს, ცდილობდნენ, კარგზე და ფრიადზე ესწავლათ. კლასში ჩარჩენილი ვოვოჩკა ხელს სწევს. “აბა, თქვი”. “მე არტილერისტებს ჭურვებს ვაწვდიდი”—ამაყად აცხადებს ბიჭი. “ ყოჩაღ, - ამბობს მასწავლებელი, - მერე, რას გეუბნებოდნენ ?”. “მეუბნებოდნენ, - დანკე შონ, ზერ გუტ, ვოლდემარ”.



დღევანდელი წერილი საახალწლო განწყობითაა დაწერილი და მასში ქართველი ფეხბურთელების თავზე გადამხდარ რამდენიმე სახალისო ისტორიას გავიხსენებთ. მაინც მინდა რომ წინა კვირის სპორტულ მოვლენებზე რამდენიმე სიტყვა მოგახსენოთ.



ერთ-ერთ ინტერნეტ საიტზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ თბილისში ერთი ჭორი დასეირნობს. გინდ დაიჯერეთ და გინდ არა, თბილისის “დინამოს” ახალი მეპატრონე ფიფიაში თურმე გარდაცვლილი ბადრი პატარკაციშვილის სული ჩასახლებულა. ამ “ნიუსზე” ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან სხვადასხვა მისტიური ან პარანორმალური მოვლენების სპეციალისტთა რიგებს ნამდვილად არ განვეკუთვნები.



სამაგიეროდ გამახსენდა ერთი პოპულარული “საპნის ოპერა”, რომელიც ამ დღეებში გადის ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერით და რომელშიც ქართველი დიასახლისების საყვარელი მსახიობი, მარიო ჩიმარო თამაშობს. ეს ის ეკრანული მიჯნურია, რომელსაც ჩვენი თანამემამულე “სუსტი სქესის” წარმომადგენლები მრავალ სასიყვარულო გზავნილებს უგზავნიან:



“ჩიმარაანთ ბიჭო მარიო, უნდა მოვმართო ქნარიო,

გიმღერი, გადამავიწყე, ქმარ-შვილი, სახლი, კარიო.

გულის ფიცარზე გამეკრა მე შენი სახელ-გვარიო

მინდა გულ-მკერდზე მეყაროს შენი შავი დალალიო

ნორჩივით ამაცუნცრუკე პენსიონერი ქალიო”.



წინა კვირას რუსთავის “ოლიმპმა” საქართველოს სუპერთასი მოიპოვა. “ვიტ ჯორჯიას” დამარცხების შემდეგ ამ გუნდის პრეზიდენტი ჯოზეფ ქეი ჟურნალისტებს ესაუბრა. თავდაპირველად დიდი დრო მიხეილ სააკაშვილისათვის დაბადების დღის მილოცვას დაუთმო, შემდეგ კი ორიოდე სიტყვით საკუთარი კლუბიც მოიხსენია. აღმოჩნდა, რომ ბატონი ქეი საბჭოთა ეპოქაში დაბრუნებას აპირებს, რადგან “ოლიმპისათვის” სახელის გადარქმევა და მისი “მეტალურგად” მონათვლა სურს. ყოველივე ამაზე, ასევე ქართული სპორტის წარმატებებსა თუ პრობლემებზე ახალი წლის შემდეგ ვისაუბრებ. გაწელილი შესავლის შემდეგ ქართულ საფეხბურო “ისტორიებს” მივუბრუნდეთ.



დათო ყიფიანს ხშირად მეტოქეები პერსონალურად ეთამაშებოდნენ. დათოს მინდორზე დაჭერას დიდი გმირობა უნდოდა. ყველა გუნდს ჰყავდა მიჩენილი დათოსთვის ფეხბურთელი. მინსკის “ დინამოში” იყო ერთი ბოროვსკი, რომელიც თავგამოდებით ურტყამდა ყიფიანს მინდორზე. თენგიზ სულაქველიძე იხსენებდა:



“მინსკის “დინამოსთან” ერთი თამაშის დროს დათომ დამიძახა. ჭომა (ასე ეძახდნენ სულაქველიძეს), მიმიხედე ერთი ამ ბოროვსკისო. რა თქმა უნდა, გასაგები იყო ყველაფერი. ათ წუთში გავიყვანე ის ბოროვსკი მინდვრიდან, თანაც “ნასილკით”, მოვაცილე დათოსაც და იქაურობასაც. დავინახე, ჩემს მოსაკლავად მოვიდა, მეც პატარა ავწიე ფეხი და ქე არ შემომაკვდა. რავა, ქართველებს “ხიტრობა” გვაკლია ვითომ. “



ქართველ ფეხბურთელებს რუსეთში და უკრაინაში ხშირად უწევდათ თამაში. როგორც წესი “მესამე ტაიმი” ანუ შეხვედრები ადგილობრივ ლამაზმანებთან არაერთხელ ჰქონდათ. ერთ-ერთ ასეთ ამბავს იხსენებს, თბილისის “ დინამოს” ყოფილი მოთამაშე ფირუზ კანთელაძე:



“მაშინ საფეხბურთო სკოლაში ვთამაშობდი. საკავშირო ჩემპიონატზე, ქალაქ დონეცკში გვაქვს შეხვედრა. დავბინავდით სასტუმროს მეორე სართულზე. მკაცრი უფროსი გვყავდა – ელოშვილი, თითქმის ყოველ საათს გვამოწმებდა, რომ განრიგი და საერთოდ, დისციპლინა არ დაგვერღვია. მოგეხსენებათ, ქართველი ბიჭები და უკრაინელი გოგონები ისტორიულად “ უგებენ” ერთმანეთს და ისროდნენ ეს ნაზი სქესის წარმომადგენლები წვრილ კენჭებს ჩვენს ფანჯრებზე.



სასტუმროს შემოსასვლელი მკაცრად იყო დაცული, მთელი ჩვენი უფროსობა იქ ისხდა და გარეთ გასვლა გამორიცხული იყო. ერთი მეკარე გვყავდა, გადააბა ერთმანეთს რამდენიმე ზეწარი და პირსახოცი. ამოდის ჩვენს სართულზე მწვრთნელი და სადღა არიან ბიჭები? მარტო მე და წურწუმია (თანაგუნდელი) შევრჩით ხელში. გაგიჟდა კაცი, ხან აქეთ ეცა, ხან იქით და გადაიხედა ყოველი შემთხვევისათვის ფანჯრიდან. კინაღამ დასაბმელი გახდა. გადაბმულ “ლიფტზე” ეკიდა მთელი ჩვენი გუნდის ბიჭები და ასე “გუნდურად” მიდიოდნენ პაემანზე. ატყდა ამბავი, მაგრამ ახალგაზრდები ვიყავით და გვაპატიეს. მე და წურწუმია პირიქით, შეგვაქეს, კარგი ბიჭები ხართ, მაგათ რომ არ აჰყევითო. არ ავყევით კი არა, ვერ მოვასწარით.”




ერთ “საინტერესო” ისტორიას იხსენებდა თბილისის “დინამოს” მასაჟისტი ანზორ გაბიტაშვილი. ეს ის პიროვნებაა, რომელმაც 1981 წლის 13 მაისს თასების მფლობელთა თასის ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ, მსაჯს რიკარდო ლატანცის ბურთი წაართვა. ეს ამბავი ბატონ ანზორს ლანჩხუთში მუშაობის დროს “შეემთხვა”.



“სამი წელი ვიმუშავე “გურიაში”. 1987-1990 წლებში მოსკოვში ჩავედით სათამაშოდ. გუნდის ადმინისტრატორი კაკო ორმოცაძე იყო, ორი ღერი რუსული არ იცოდა და სულ ჩვენთან ერთად დადიოდა ხოლმე, როცა უცხო ქალაქში მივდიოდით სათამაშოდ. მოსკოვში დილით გავედით სასეირნოდ. ქალაქს ვათვალიერებდით და წითელ მოედანზე მოვხვდით. ლენინის მავზოლეუმთან უშველებელი რიგია გაჭიმული. კაკომ მკითხა, რა ხდებაო. ჯინსები იყიდება ნაღდი ამერიკული და იმიტომ არის ამხელა რიგი-მეთქი. “სიმონიჩ”, დავდგები რიგში და ერთ-ორ ჯინსს ვიყიდიო. კარგი, ოღონდ სასტუმროში მალე დაბრუნდი-მეთქი ვუთხარი და დავტოვე. რაღა გავაგრძელო და საღამომდე იდგა იმ რიგში კაკო ორმოცაძე, მერე საპატიო წრე დაარტყა ლენინის სარკოფაგს და გაცეცხლებული ამოვარდა სასტუმროში”.



ჩინებული “ფეხბურთელი” გახლდათ ცნობილი ქართველი მსახიობი იპოლიტე ხვიჩია. ბატონი ჯემალ ღაღანიძე მოგვიანებით ხშირად იხსენებდა ერთ ფაქტს:



“ქუთაისში ვითამაშეთ ფეხბურთი და იპოლიტე ხვიჩია ჩვენი მოწინააღმდეგე იყო. მთელი სტადიონი ფეხზე იდგა, “იპოლიტე, იპოლიტე”, ყვიროდა. კარში მე ვიდექი. ჩვენთან იყო ივანე ქურხული, რომელიც არ უშვებდა იპოლიტეს წინ, კარისკენ რომ ბურთი გაეტანა. როგორც იქნა, კიდევ ერთხელ დაწინაურდა იპოლიტე, დაარტყა იპოლიტემ ბურთს, მაგრამ ქურხულმა ფეხი წინ დაუხვედრა და უკან გაბრუნებული ბურთი იპოლიტეს მოხვდა სახეში. იგი წაიქცა, ამ დროს მეც წავიქეცი და ბურთი კარში გავიდა. გამწარებული იპოლიტე წამოხტა ფეხზე და დაიწყო სტადიონის გარშემო სირბილი. მე დავავლე გატანილ ბურთს ხელი და იპოლიტეს უკან გამოვეკიდე: – გაჩერდით, ბატონო იპოლიტე, აი, ბურთია დაწყნარდით, თქვენ გოლი გაიტანეთ - მეთქი”.



კოტე მახარაძეს ერთხელ ერთი ისტორია შეემთხვა, რომელიც გახმაურებული არ არის. ბატონი კოტე რაღაც საქმეზე ჩავიდა ჭიათურაში. მთელი ქალაქი დიდი სიყვარულით შეხვდა. საღამოს, რა თქმა უნდა, მშვენიერი პურ-მარილი გაიშალა. მასპინძლებმა სთხოვეს, რა იქნება, ხვალ რომ საფეხბურთო რეპორტაჟს წაიყვან, დღევანდელი შარაფი ახსენოო, ძალიან გავიხარებთო. მეორე დღეს თბილისში დაბრუნდა კოტე მახარაძე და საქართველოსა და უნგრეთის თამაშს გაუძღვა.



უნგრელების გუნდში ერთი ფეხბურთელი თამაშობდა, გვარად შეფერი. ვითომ გვარის გამოთქმა უჭირდა და შიგა და შიგ იძახის: ბურთი აქვს შარაფს, მიიღო შარაფმა, რა კარგი რამეა ეს შარაფი და მოკლედ არ დაიშურა არაფერი. მიცემული სიტყვა კაცურად შეასრულა და გაახარა ჭიათურლები. ჭიათურაში კი ისევ გაიშალა სუფრა და ერთხელ კიდევ შეისვა კოტე მახარაძის სადღეგრძელო.

http://www.presage.tv/?m=sport&AID=2566
kote-1962
"კეთილმა მეფე მათიუშ პირველმა" ამის შესახებ "არაფერი იცის"


12:10 24.12.2010
[ნინო წიკლაური]

საქართველოში ვირტუალური აღმშენებლობა გრძელდება. უკვე დავასრულეთ მეორე დუბაი, პარიზი, ნიცა და ახლა სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარებაზეც გადავედით. სულ მალე ტურისტები კავკასიის ქედიდან პირდაპირი ტრასით ბათუმში ჩასრიალდებიან. მცირე ხანში კი, პრეზიდენტის ძველი დაპირებისამებრ, ალბათ ავტობანსაც გავჭიმავთ სოხუმამდე და, შესაძლოა, სოჭამდეც.

მსგავსი შესავალი რაიმე ფანტასტიკური ჟანრის მოთხრობისათვის ზედგამოჭრილი იქნებოდა. მაგრამ ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ და ვიცით, რომ ეს ყველაფერი სახელმწიფო პოლიტიკის "არაორდინალური" პროპაგანდის მიერ შექმნილი ირეალური მითებია, რომელსაც ჭეშმარიტებასთან უწვრილესი ძაფიც კი არ აკავშირებს.


საერთოდ, მსოფლიოს ისტორიასა თუ თანამედროვეობაში, ხელმოცარული, ერთპიროვნულ-ავტორიტარული მიდრეკილებების რეჟიმების ჩვეული სტრატეგიაა "ოპიუმის პოლიტიკა": გრანდიოზული გეგმების აფიშირება აგრესიული პიარმანქანის საშუალებით და საზოგადოების თავმოყვარეობაზე პერმანენტული თამაში, რომ მათ სახელმწიფოს რაღაც განსაკუთრებული მისია აკისრია პლანეტაზე. ამ მისიაში მთავარ როლს, რაღა თქმა უნდა, ქვეყნის ხელისუფლება თამაშობს, რომლის გარეშეც, მითის თანახმადვე, სახელმწიფო არათუ პროგრესს, არამედ საერთოდ, არსებობასაც შეწყვეტს.

საქართველოს არ სჭირდება სადამ ჰუსეინის, თუ ედუარდ "ფანდარასტის" მსგავსად ინფორმაციების სამინისტროების არსებობა, ისედაც მწყობრში ჩაყენებული მთელი სახელმწიფო და არასახელმწიფო ინსტიტუტები და სისტემა ამ მიზნისათვის მხარდამხარ, სწორხაზოვნად და მუხლჩაუხრელად იღწვის. "ხე შეძახილით ხმებაო" და ამ პრინციპით მუშაობა თუ საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენის მოხდენა, გარკვეულწილად, "ამართლებს" კიდეც.

ნახსენები ტიპის რეჟიმები კი, როგორც წესი, რეალურად ან საკუთარ წარმოსახვაში (შესაძლებლობების მიხედვით) "ქმნიან" ბირთვულ იარაღს, ატარებენ გრანდიოზულ, მთავარსარდლის ემოციური გამოსვლებით გაფორმებულ პომპეზურ სამხედრო აღლუმებს, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე აშენებენ მსოფლიოში "ერთადერთ" და განუმეორებელ ნაგებობებს, ყოველი ქუჩის კუთხესთან ტარტარენ ტარასკონელივით გამუდმებით ებრძვიან ჩრდილებში და ლანდებში შენიღბულ მტრებს, იწყებენ კოლოსალურ პროექტებს და ვერასდროს ამთავრებენ. მსგავს მმართველობებს ეს "თაიგული" სჭირდებათ საკუთარი უძლეველობის ილუზიის შესაქმნელად. საქართველოსთვის უჩვეულოდ "მშობლიური" და ნაცნობი მსგავსი სიტუაცია აქ უკვე წლების განმავლობაში ჩვეულებრივ და ლოგიკურ მოვლენად იქცა.


"პოტიომკინის კედლის" იქეთ კი ნაცრისფერი, უსახო ცხოვრება მდორედ მიედინება თავისი კომპონენტებით: უმძიმესი სოციალური ფონით, "ევროპული დონის" ფასებით პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, უკვე ოცნებებად და სიზმრებად ქცეული დაკარგული ტერიტორიებით, ქართულ "საზღვრისპირა" სოფლებში ავტომატგადაკიდებული "აპალჩენცების" თარეშით, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობით. ამ ყველაფრის პარალელურ რეჟიმში საოცარი კონტრასტის - გრანდიოზული ავტობანების მშენებლობის, "წარმოსადეგი" და მყვირალა "მსოფლიო მნიშვნელობის" ქანდაკებების აგების, პლაჟებზე ოქროს ქვიშების დაყრის დაანონსება, უკიდურესად მარაზმულ და ცინიკურ ელფერს იძენს.

"გარედან მტერს უბრმავებს თვალს და შიგნიდან მოყვარესო," ქართულ დღევანდელ რეალობას უფრო უკეთ ვერცერთი ფრაზა ვერ გადმოსცემს. ცნობილია, რომ თევზს სულ რამდენიმე წამიანი მეხსიერება აქვს. ამიტომ აკვარიუმში, ვიდრე ერთი ბოლოდან მეორემდე მივა, გავლილი გზა ავიწყდება და ჰგონია, რომ სულ მოგზაურობს. დღევანდელი ქართული რეალობაც ძალიან ჰგავს აკვარიუმის ცხოვრებას: ხელისუფლებიდან დაწყებული, საზოგადოებით დამთავრებული, ყველას ავიწყდება გუშინ მომხდარი და მეორე დღეს იგივე შუშის კედლებით შემოსაზღვრულ გზას ადგება სიახლის თუ მორიგი თავგადასავლების ნახვის ილუზიით შეპყრობილი.
ხელისუფლების თვალსაჩინო დანაშაულთაგან, რაც დღევანდელი გადასახედიდან თავისი შედეგებით უფრო მწარედ და მოურჩენელ ტკივილად ჩანს, რომანტიკული, არარეალური მილიტარიზმის პროპაგანდაა. 2008 წლის აგვისტომდე აგრესიული მილიტარული იდეების პოპულარიზაციამ, რესურსების შეუსაბამო, უაზრო ბაქიობამ და საკუთარ შესაძლებლობებში ზედმეტმა თავდაჯერებულობამ, საქართველოს პრობლემების გარდა არაფერი მოუტანა. დღეს ეს სფერო შედარებით მიყუჩებულია და ნაკლებად ახსენებენ. ყოფილი ქართველი "ომის პარტიის" აქტიური წევრები კი ვიეტნამის ომის ვეტერანებს დაემსგავსნენ, რომლებიც ომის დასრულების შემდეგ პაციფისტური მოძრაობის აქტივისტები გახდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში.

სააკაშვილის პიარ-მმართველობის მთელი ლაიტმოტივი ერთია: ერთდღიან ეფექტებზე გათვლილი დაუბალანსებელი პოლიტიკა. საბჭოთა ცნობილი ლოზუნგის პერიფრაზი ყველაზე უკეთ შესაბამება თანამედროვე ქართულ სიტუაციას: ყველაფერი ვაშენოთ რაც შეიძლება სწრაფად, მოვასწროთ "ვარდების რევოლუციის," პრეზიდენტის დაბადების დღის, მინისტრის სიდედრის იუბილის, მორიგი რომელიმე თარიღის დადგომამდე, რათა შემდეგ სახელმწიფოს პირველმა პირმა ყველა ტელევიზიის პირდაპირ ეთერში წითელი ლენტი გაჭრას. სწრაფად, რაც შეიძლება სწრაფად! ამიტომაც არის, რომ დაგებული ქვაფენილი მეორე დღეს იშლება, შეღებილი ფასადი ერთ კვირაში შეუღებავს ჰგავს, ვერაშენებული ჯარის ხელმძღვანელი, ჩაჯიბული მილიონებით პარიზში გარბის, ზარზეიმით გახსნილი საწარმო ორ თვეში კოტრდება, ერთ დღეს ყველაფერი ბრჭყვიალებს და მეორე დღეს ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკს ემსგავსება.

ასეთ სიტუაციაში კი ყველაფერზე ხელჩაქნეულ საზოგადოებას "უძრაობის ხანა" უდგას: ერთ მხარეს დიდი, ნაცრისფერი მასა, საკუთარი პრობლემებით და უიმედობით და მეორე მხარეს, ან ხელისუფლების მომხრეები, ან სნობი არაიდეოლოგიური ოპოზიციონერები, ვისთვისაც ყველაზე დიდი ავტორიტეტი რომელიმე ძალით გალიბერალებულ-გაოპოზიციონერებული ყოფილი ჩინოვნიკია. ალბათ, საქართველოა ერთადერთი ქვეყანა, სადაც, დღესდღეობით, როკერი, პანკი თუ ანარქისტიც კი კონფორმისტია და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე იოტისოდენა პროტესტის გრძნობის აქტიურად გამოხატვის სურვილიც არ უჩნდება.


მაშინ როცა ფინანსურად სტაბილური ევროპა ათასი ჯურის ახალგაზრდა "ლევაკებმა" წალეკეს, ევროპის მსხვილი ქალაქები კი ანარქისტების, სოციალისტების და ანტიგლობალისტების პოლიგონადაა ქცეული, რომლებიც ყოველგვარ მტკივნეულ სოციალურ რეფორმას არ პატიობენ ხელისუფლებას, საქართველოში სოციალური პროტესტის და გამოსვლებისათვის არანაირი კონტურები არ არსებობს. საზოგადოება იმედგადაწურულია. აქ სოციალისტების ლიდერებიც კი, რეალურად, ყველაზე დიდი კაპიტალისტები აღმოჩნდნენ. ყველა სხვის დანაშაულზე მესამე პირში ლაპარაკობს, ხოლო კლანების ბრძოლა ხელისუფლების შიგნით, რომელიც, ფაქტობრივად, მართავს ოპოზიციის ქმედებებს, საქმეში ჩაუხედავ ადამიანს ხელისუფლების შესაცვლელად წარმოებული იდეოლოგიური ბრძოლა ჰგონია.


მხოლოდ საქართველოში შეიძლება იყოს, რომ სამინისტროს მაღალჩინოსნებს თუ თანამშრომლებს ლამის ყოველ სავსე მთვარეობაზე აპატიმრებდნენ და, ამის მიუხედავად, მინისტრი ყველაზე პატიოსან და მართალ კაცად ითვლებოდეს. რა თქმა უნდა, წვრილი ჩინოვნიკები ანგრევენ ქვეყანას, ხოლო "კეთილმა მეფე მათიუშ პირველმა" ამის შესახებ "არაფერი იცის." მოკლედ, უცნაურმა, ტრაგიკომიკურმა მოვლენების ჯაჭვმა საქართველოში უსასრულო სახე მიიღო და გაუვალ ლაბირინთს დაემსგავსა, სადაც ყოველ მოსახვევში უნიჭოდ დადგმული თეატრალური მასკარადი იმართება ყალბი აპლოდისმენტების თანხლებით.

http://www.presa.ge/new/?m=politics&AID=2545
kote-1962
საქართველოს ხელისუფლებამ ქართული ძეგლები თურქულად გამოაცხადა


14:13 27.12.2010
[ნინო მიქიაშვილი]

ისტორიულ ტაო-კლარჯეთში ქართული ტაძრების აღდგენის შესახებ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ხელისუფლებებს შორის მოლაპარაკების დეტალებს ასაიდუმლოებენ და ამასთან, აჭარასა და სამცხეში არსებულ ქართულ ძეგლებს მიზანმიმართულად და ურცხვად აცხადებენ თურქულ ძეგლებად. პრესაგე.ტვ-ს ამის თქმის საფუძველს აძლევს ის დოკუმენტი, რომელიც ჩვენი განცხადების პასუხად მივიღეთ, საგარეო საქმეთა სამინისტროდან.

ანკარიდან სპეციალური დელეგაცია თბილისში 5 დეკემბერს ჩამოვიდა და აქაურობა 7-ში დატოვა. სანამ მათი სტუმრობის შესახებ ოფიციალურად განაცხადებდნენ, ჩვენ ერთი დღით ადრე გამოვაქვეყნეთ მასალა სათაურით - საქართველოს ხელისუფლება თურქეთთან მოლაპარაკების დეტალებს მალავს. 6 დეკემბერს, ტრადიციულ ბრიფინგზე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ მათთან სტუმრად თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროდან დელეგაცია იყო ჩამოსული.

“საქართველოსა და თურქეთს შორის ერთობლივი ოქმის გაფორმება იგეგმება, რომელიც საქართველოში თურქულ, ხოლო თურქეთში ქართულ კულტურულ ძეგლებს უკავშირდება“-ო, - თქვა კალანდაძემ, რის შემდეგაც, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან არსებული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის იურისტთან, თათული თოდუასთან კონსულტაცია გავიარეთ და 8 დეკემბერს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილობითი თხოვნით მივმართეთ - ზემოხსენებული ოქმის ასლის სახით, მათ უწყებაში დაცული საჯარო ინფორმაციის მოწოდება მოვითხოვეთ.

პასუხი, რომელიც სამინისტროდან 24 დეკემბერს წამოვიღეთ, არ არის ოქმის ასლი, ესაა უარი ჩვენს განცხადებაზე - კანონის თანახმად, ოქმს ხელი, რომ მოეწერება, მერე გამოქვეყნდება, რადგან ეს არის საერთაშორისო ხელშეკრულებაო; ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებულ დოკუმენტში შავით თეთრზე წერია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ქართული ძეგლები თურქულად გამოაცხადა:

“საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედება არ ვრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების შესრულებასა და საგარეო პოლიტიკის განხორციელებასთან. შესაბამისად, ზემოაღნიშნული წერილით მოთხოვნილ ინფორმაციაზე არ ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავით დადგენილი მოთხოვნები.

ამასთან, გაცნობებთ, რომ “საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს შორის თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურის უძრავი ძეგლებისა და საქართველოს ტერიტორიაზე არსებული თურქული კულტურის უძრავი ძეგლების რესტავრაციის შესახებ“ ოქმი მომზადების პროცესშია.

ოქმი ხელმოსაწერად მზად იქნება მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიეწოდება აღნიშნული დოკუმენტის საბოლოო ვერსია და მოხდება შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების განხორციელება. გარდა ამისა, “საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ოქმი წარმოადგენს საერთაშორისო ხელშეკრულებას, რომელიც ხელმოწერისა და ძალაში შესვლის შემდეგ გამოქვეყნდება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

ზემოხსენებული ოქმი, რომელიც საერთაშორისო შეთანხმებად ითვლება, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე განსახორციელებელ მოქმედებებსაც ეხება და მასზე ხელმოწერამ ქვეყნის შიგნით ვითარება შეიძლება დაძაბოს. ოქმის შინაარსი არა მხოლოდ პრესისთვისაა უცნობი; იქ ასახული დეტალების შესახებ, არც საპატრიარქოში იციან რაიმე, მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლებმა კარგად იციან მისი უწმინდესობის ოფიციალური, წერილობითი პოზიცია, რაზეც არც ერთ სიტყვას არ ძრავენ ცენტრალური ტელეარხების (“იმედი“, პირველი არხი) ეთერით გასულ გადაცემებში, რომლებიც ზემოხსენებულ ძეგლებსა და მათ რესტავრაციას ეხება.

კიდევ ერთხელ გთავაზობთ 2008 წლის 20 ივნისით დათარიღებული წერილიდან ამონარიდს, რომელშიც მისი უწმინდესობა საქართველოს ხელისუფლებას მოსალოდნელი საფრთხის შესახებ წერს:

“ცნობილია, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება საქართველოსა და თურქეთის კულტურის სამინისტროებს შორის, საქართველოში სამი მეჩეთის და თურქეთში სამი ქართული ტაძრის აღდგენის შესახებ და ამის თაობაზე წინასწარგანზრახულობითი აქტიც დაიდო.

მიგვაჩნია, რომ მაშინ, როდესაც საქართველოში ფუნქციონირებს 240-ზე მეტი ჯამე და მეჩეთი (მათგან 140 აჭარის ტერიტორიაზე), 8 მედრესე, აღარაფერს ვამბობთ საერო სასწავლებლებზე, ხოლო თურქეთში ერთი ქართული ტაძარიც არ მოქმედებს, აღნიშნული სახით ხელშეკრულების დადება გაუმართლებელია.

შევნიშნავთ იმასაც, რომ საქართველოში უკვე არსებული მუსლიმური საკულტო ნაგებობების და თეოლოგიური სასწავლებლების რაოდენობა გაცილებით აჭარბებს ქვეყნის მუსლიმი მოსახლეობის რელიგიურ მოთხოვნილებებს.

რაც შეეხება თურქული მხარის მოთხოვნებს – ცნობილია, რომ ბათუმის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მართლმადიდებელი ქრისტიანია. მიუხედავად ამისა, ბათუმში უკვე ფუნქციონირებს საკმაოდ დიდი მეჩეთი, რომელიც შეესაბამება მუსლიმური მრევლის რაოდენობას და ამასთან, გამოხატავს სახელმწიფოს კეთილგანწყობას, თავისი მუსლიმი მოსახლეობის რელიგიური, კულტურული და ტრადიციული მემკვიდრეობის მიმართ.

ყოფილი “აზიზიეს მეჩეთის“ ადგილზე დღეს საცხოვრებელი კორპუსებია აშენებული და მათი დანგრევა ვერ მოხერხდება, ხოლო ბათუმის სხვა უბანში, ტერიტორიის გამოყოფა და იქ აღნიშნული მეჩეთის ასლის აგება, ფაქტიურად ახალი მეჩეთის აშენებას ნიშნავს, რაც ადგილობრივი მოსახლეობის დიდ პროტესტს გამოიწვევს. ჩვენ თავს ვალდებულად ვთვლით ამის შესახებ გაგაფრთხილოთ...“

ისტორიულ ტაოში ქართული ძეგლების აღდგენის შესახებ მოლაპარაკებები 2006 წელს დაიწყო, შემდეგ გაიყინა და წელს ისევ განახლდა. აქამდე საზოგადოებისთვის ცნობილი იყო, რომ ისტორიულ ტაოშო ხანძთის, ოშკის და იშხანის აღდგენის სანაცვლოდ, თურქები ითხოვდნენ: ახალციხის რაბათის ტერიტორიაზე მეჩეთის რესტავრაციას, ქობულეთის რაიონში, სოფელ კვირიკეში ხის ჯამეს რესტავრაციას და ბათუმში აზიზიეს მეჩეთის რეპლიკის აშენებას.

18 დეკემბერს, პირველ არხზე, გადაცემა “ვახო სანაიას რეპორტაჟიდან“ ცნობილი გახდა, რომ ისტორიულ ტაოში კიდევ ერთი ძეგლის - ოთხთას რესტავრაცია იგეგმება, ხოლო ამის სანაცვლოდ სამხრეთ საქართველოში არსებული ერთ-ერთი მეჩეთის რესტავრაცია მოხდება. ამის შესახებ პირველ არხზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ნიკა ვაჩეიშვილმა ისაუბრა. მისგან გავიგეთ ისიც, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ის ძეგლები, რომელთა რესტავრაციასაც თურქები მოითხოვენ, იმ ფუნქციას შეინარჩუნებენ, რაც დღემდე ჰქონდათ, მაგრამ რა იქნება აზიზიეს მეჩეთში, თუ კი მას თურქები ბათუმში ააშენებენ, ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

თურქეთის აქტიურობა სამცხესა და აჭარაში გასაგებია, მაგრამ გაუგებარია საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, რომელიც ქართული კულტურის ძეგლებს თურქულად აცხადებს.

ჩვენ თითქმის ორი კვირის განმავლობაში ვარკვევდით სპეციალისტებთან, ხელისუფლების მიერ თურქულად გამოცხადებული ძეგლების წარმომავლობას.

მეჩეთი ახალციხეში, რომლის რესტავრაციაც იგეგმება, რაბათის ტერიტორიაზეა და დღეს იქ მუზეუმია, რომლის დირექტორმა, ციცინო ლაფაჩმა გვითხრა, რომ მეჩეთი გამუსულმანებული ქართველის, გვარად ჯაყელის, იგივე აზი ახმედ ფაშას ინიციატივით, მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში, 7 წლის განმავლობაში შენდებოდა;

1828 წლის 15 აგვისტოს, როდესაც ახალციხის საფაშო დაიშალა და იქ თურქებს რუსებისა და ქართველებისგან შემდგარი ჯარის ნაწილები ჩაენაცვლნენ, გამუსულმანებული ქართველის მიერ აშენებული მეჩეთი ეკლესიად აკურთხეს და ერთი მხრიდან საკურთხეველი მიაშენეს, რომელიც ღვთისმშობლის სახელობისაა. მუზეუმის დირექტორის განმარტებით, მეჩეთი, რომელშიც ამჟამად ეპიგრაფიკული ძეგლების გამოფენაა განთავსებული, ნორმალურ მდგომარეობაშია და მხოლოდ სახურავს სჭირდება გადაღებვა.

რაც შეეხება კვირიკეს ჯამეს, ქობულეთის რაიონში – როგორც პეტრას ციხის მუზეუმ–ნაკრძალის დირექტორმა, ირაკლი ჩავლეიშვილმა გვითხრა, 2009 წელს, ძეგლთა დაცვის სააგენტოს დავალებით, რეგიონში ძეგლების პასპორტიზაციის პროცესი განხორციელდა, რა დროსაც კვირიკეს ჯამეს ქართული კულტურის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ჩავლეიშვილის განმარტებით, კვირიკეს ჯამე აშენებულია მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს; ამჟამად მოქმედი ჯამეა – მასში იქაური მუსულმანი ქართველები ლოცულობენ; ეს ძეგლი ნორმალურ მდგომარეობაშია, არც წყალი ჩამოდის, არც კედლებია დაზიანებული, მაგრამ კარგი იქნება, თუ შიგნით ჩატარდება სარესტავრაციო სამუშაოები, გამომდინარე რეგიონში არსებული კლიმატური პირობებიდან, რომელიც ხეს ვნებს.

ისტორიის აკადემიურ დოქტორმა, რუსლან ბარამიძემ, რომელიც ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელია, აზიზიეს მეჩეთის შესახებ ასეთი რამ გვითხრა:

“ბათუმის მეჩეთების ისტორია ოსმალთა ბატონობის დროიდან იწყება. პირველი, ე.წ. აზიზიეს მეჩეთი ბათუმში 1863 წელს უნდა აგებულიყო, ქალაქის განაშენიანების გეგმის ფარგლებში. ის სულთან აზიზის დედის, ვალიდე ხანუმის ინიციატივით გაკეთდა, ოსმალო სამხედროებისთვის, ნავსადგურის მიდამოებში... სამწუხაროდ, არქიტექტურა და ინტერიერი ჩემთვის უცნობია, მხოლოდ რამდენიმე გარე სურათი მაქვს ნანახი. ასე რომ ჩემთვის ძნელი იქნება შევაფასო როგორი შენობა იყო, ვთქვა რაიმე მის არქიტექტურაზე, ან რაიმე სხვა ღირებულებაზე“.
საერთოდ, აზიზიეს მეჩეთის ირგვლივ ინფორმაცია მწირია და გამომდინარე აქედან, ვერც რუსლან ბარამიძემ გაგვცა ჩვენთვის საინტერესო კითხვებზე პასუხი. ამიტომ, ვერც მოვიძიეთ (ეს არც სხვა სპეციალისტებმა იციან დაზუსტებით) აზიზიეს მეჩეთი გასაბჭოების შემდეგ მოუვლელობის გამო დაინგრა თუ ძალის გამოყენებით დაანგრიეს.

http://www.presage.tv/?m=society&AID=2597
kote-1962
ზაზა ხატიაშვილი: “სააკაშვილს თავში ურო ჩაარტყეს“


00:03 27.12.2010

[ნინო მიქიაშვილი]

გარკვეულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა მიხეილ სააკაშვილს წერილობით მიმართეს და ადვოკატებზე დაწყებული დევნის შეჩერება და უკანონოდ დაპატიმრებული ადვოკატების გათავისუფლება მოთხოვეს. ამასთან, მათ აღიარეს, რომ საპატიმროებში სასჯელს უკანონოდ დაპატიმრებული ადვოკატები იხდიან, ხოლო დაპატიმრებას გადარჩენილები, კანონში შეტანილი ცვლილებების შემდეგ “მკვდარზე ვენოკებიც“ აღარ არიან.

ევროპის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის წერილი და ადვოკატთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის - ადვოკატთა საერთაშორისო ობსერვატორიის დასკვნა პრესაგე.ტვ-ს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ზაზა ხატიაშვილმა გააცნო, რომელიც მიიჩნევს, რომ
“დიპლომატიურ ენაზე ამ წერილით სააკაშვილს თავში ურო ჩაარტყეს და უთხრეს, გონს მოდიო“.

ევროპის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ხოსე-მარია დავო-ფერნანდესმა 21 დეკემბერს სააკაშვილს ოთხგვერდიანი წერილი გამოუგზავნა, რომლის დასკვნით ნაწილში ასეთი რამ წერია:

“ევროპის ადვოკატთა ასოციაცია - CCBE მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს დაუყოვნებელი და ქმედითი ზომები, ზემოთ აღნიშნული ფაქტების გამოსაძიებლად და გაათავისუფლოს უკანონოდ დაპატიმრებული ადვოკატები, თუ მათ არ წაუყენებენ დასაბუთებულ სისხლის სამართლებრივ ბრალს. CCBE აგრეთვე მოუწოდებს, რომ დაუყოვნებლივ იქნას აღკვეთილი ადვოკატთა წინააღმდეგ მიმართული ყველანაირი ქმედება და მუქარა, რაც მათ ხელს უშლის პროფესიული მოვალეობების კანონიერ განხორციელებაში“.

ამ წერილის ასლი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, ზაზა ხატიაშვილის თხოვნით, ხოსე-მარია დავო-ფერნანდესმა ევროსტრუქტურების წარმომადგენლებს გადაუგზავნა: “მე ვთხოვე წერილის ასლი გადაეგზავნათ იმ ევროპული სტრუქტურებისთვის, რომელთა წარმომადგენლებსაც ეს ნეო-ბოლშევიკური ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად ხვდებიან. ევროპის ადვოკატთა ასოციაცია ორთვენახევარი სწავლობდა აქაური ადვოკატთა კორპუსის გარშემო შექმნილ მდგომარეობას. ხოსე-მარია დავო-ფერნანდესის მიერ სააკაშვილისთვის გამოგზავნილი წერილი იმის დადასტურებაა, რასაც მე მთელი წელი ვამბობდი, რომ საქართველოში ადვოკატთა კორპუსი ხელისუფლების მხრიდან ინსტიტუციონალურად იდევნება, ვინაიდან ადვოკატთა კორპუსი იყო ერთადერთი, ვინც ეს ხელისუფლება ამხილა ადამიანის უფლებების მასიურ დარღვევებში, დევნაში, წამებაში და ევრო სასამართლოს მეშვეობით დაამტკიცა, რომ საქართველოში ადგილი ჰქონდა ადამიანის წამებას და არაადამიანურ მოპყრობას“.

რაც შეეხება ადვოკატთა საერთაშორისო ობსერვატორიის მიერ წარდგენილ 19-გვერდიან ანგარიშს, იგი ეფუძნება ამ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლების სტუმრობას საქართველოში და ამ ვიზიტის ფარგლებში ჩატარებულ მოკვლევას. უცხოელები სამი დღის განმავლობაში სწავლობდნენ დაპატიმრებული ადვოკატების საქმეებს, ისინი შეხვდნენ მათი ოჯახის წევრებს, ადვოკატებს, გაეცნენ საქმის მასალებს; ასევე შეხვდნენ იმ ადვოკატებს, რომლებზეც ხორციელდება ფიზიკური ზეწოლა, დევნა და დაკავება, ღირსების შემლახავი მოპყრობა. საერთაშორისო ობსერვატორიის წარმომადგენლები იყვნენ გლდანის საპყრობილესთან, რასაც შედეგად მოჰყვა ადვოკატთა უფლებების გაუმჯობესება, იმ კუთხით, რომ მერვე საპყრობილესთან აღარ უწევთ საათობით დგომა ხელოვნურად შექმნილ რიგში.

ქართველი ადვოკატების მდგომარეობის ირგვლივ საერთაშორისო ობსერვატორიის წარმომადგენლებმა დასკვნაში დაწერეს ის, რაც დღემდე არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას არ გაუკეთებია:

“ზოგადად, საქართველოში სუფევს იურიდიული პროფესიის სრული დესტაბილიზაცია. ადვოკატთა ყოველდღიური პრაქტიკა (საუბარი კლიენტებთან, ვიზიტი ციხეებში, საქმეებზე ხელმისაწვდომობა) სულ უფრო და უფრო რთული ხდება, რაც კლიენტის თვალში მათ დისკრედიტაციას უწყობს ხელს. ადვოკატის როლის შესუსტებას ხელს უწყობს ბრალმდებლის მიერ მნიშვნელოვანი ძალაუფლების ქონა და ბრალის აღიარების შესახებ გარიგების სისტემატური განზოგადება.

ამგვარად, დაცვის სტრატეგიები, რომლებიც ადვოკატის მიერ უნდა იქნას განხორციელებული, ძლიერ შეზღუდულია და ნაკარნახევია ბრალმდებლის მიერ. ევროპის დონეზე გასაჩივრების შესაძლებლობაც კი შესაძლოა იქნას შეფერხებული დაკავებულ კლიენტზე განხორციელებული ზეწოლის შედეგად. ამგვარად, თუ გამოვიყენებთ ადვოკატის როლის შესახებ ძირითადი პრინციპების ტერმინებს, დანაშაულებრივ სფეროში, ადვოკატი აღარ ითვლება მართლმსაჯულების აღსრულების არსებით მონაწილედ.

ადვოკატის როლის აბსოლუტური დესტაბილიზაციის შედეგია არა მხოლოდ მთლიანად პროფესიის არასახარბიელო მდგომარეობაში ჩაყენება, არამედ სასამართლო პროცესების სამართლიანობის და დაცვის უფლებების დასუსტება.
ადვოკატები, რომლებიც წინააღმდეგობის უნარს ინარჩუნებენ და სურთ საკუთარი პროფესიით თავისუფლად და დამოუკიდებლად მუშაობა, ან ისინი, ვინც გახმაურებულ და მნიშვნელოვან საქმეებში არიან ჩართულები, ძლიერი წნეხის ქვეშ ექცევიან, რასაც შედეგად მოაქვს სისხლის სამართლის პროცესები და თავისუფლების აღკვეთა...“

ზაზა ხატიაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ადევოკატთა ასოციაციას, სამართლებრივი ბრძოლის გზაზე ერთადერთი სურვილი აქვს - რომ საქართველოს მისცეს ნორმალური მართლმსაჯულება და დამოუკიდებელი სასამართლო, რაც მისივე აზრით, მხოლოდ ადვოკატის როლის გაზრდითაა შესაძლებელი.

“როდესაც ასოციაციის თავმჯდომარე გავხდი, ხელისუფლებას მივმართე გამოძიებულიყო ვალერი ტაბაღუას, შალვა ხაჭაპურიძის, მანუჩარ თირქიას და კობა სოხაძის ვანდალური ცემის ფაქტები და დამნაშავეები დამსხდარიყვნენ საბრალდებო სკამზე. ხელისუფლებას კონკრეტული ვადაც მივეცი და ვთქვი, რომ თუ ადვოკატებზე დევნას არ შეწყვეტდნენ, დავიწყებდი იმის გაკეთებას, რაც ასოციაციას მანამდეც უნდა გაეკეთებინა. 1-ლ სექტემბერს საქართველოს ადვოკატთა კორპუსის შემაშფოთებელი მდგომარეობის შესახებ მივმართე ევროპის ადვოკატთა ასოციაციას, 3 სექტემბერს - პარიზის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტს და მათთან ერთად სხვადასხვა დემოკრატიულ ინსტიტუტებს.

9 სექტემბერს ბაზელში ვიყავი მიწვეული ევროპის ადვოკატთა ასოციაციის მთავარი კომიტეტის სხდომაზე, სადაც ჩემი წერილი განიხილეს და მომავალი სხდომისთვის მტკიცებულებების წარდგენა მომთხოვეს. ბრიუსელში, 25 ნოემბერს ეს მტკიცებულებები წარვადგინე. იქ წასვლამდე ადვოკატთა უფლებების დამცველ საერთაშორისო ორგანიზაციას - ადვოკატთა საერთაშორისო ობსერვატორიას მივწერე ადვოკატთა უფლებების დარღვევის, დაწიოკების და ცემა-ტყეპის ფაქტებზე...“, - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის მხრიდან ამგვარი აქტიურობა უძღვოდა წინ საერთაშორისო ორგანიზაციების რეაქციას, ქართველი ადვოკატების დევნის ფაქტებზე.

ზაზა ხატიაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია სამართლებრივ ბრძოლას აგრძელებს და უახლოეს ხანში საქართველოს ხელისუფლებას უკეთეს “სიურპრიზებს“ მოუწყობს.

http://www.presage.tv/?m=society&AID=2585
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.