Help - Search - Members - Calendar
Full Version: აქტუალური სტატიები-Актуальные статьи
მთავარი ქართული ფორუმი პოლიტიკის შესახებ > პოლიტიკის შესახებ > პოლიტიკური არქივი - დოკუმენტური მასალები
Pages: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22
kote-1962
მსოფლიოში აღიარებულმა მწერლებმა სააკაშვილს ქართველი კოლეგების დაცვა მოთხოვეს

www.humanrights.ge


საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მწერალთა მსოფლიო გაერთიანების - საერთაშორისო პენისა და მისი ამერიკული ფილიალის სახელით ორი საპროტესტო წერილი მიიღო. მსოფლიოში აღიარებული მწერლები, რომელთა შორისაც ნობელის პრემიის რამდენიმე ლაურეატია, საერთაშორისო პენის ქართული ცენტრის სამი წევრის - ირაკლი კაკაბაძის, შოთა გაგარინისა და ალექსი ჩიღვინაძის უკანონო დაპატიმრებამ და დაჯარიმებამ აღაშფოთა. მარიო ვარგას ლიოსა, ტონი მორისონი, რასელ ბენქსი და სხვა სახელოვანი მწერლები საქართველოს პრეზიდენტისგან, მთავარი პროკურორისგან და სახალხო დამცველისგან მკაცრად მოითხოვენ კაკაბაძის, გაგარინისა და ჩიღვინაძის უფლებების დაცვას.

შეგახსენებთ: 14 აგვისტოს პუბლიცისტმა ირაკლი კაკაბაძემ, პოეტებმა შოთა გაგარინმა და ალექსი ჩიღვინაძემ ჯორჯ ბუშის ქუჩაზე საპროტესტო არტ-აქცია მოაწყვეს. ისინი ჯორჯ ბუშის ქუჩის სახელწოდებას გააპროტესტებდნენ და მოითხოვდნენ, მისთვის ამერიკელი პოეტის, უოლტ უიტმენის სახელი დაერქმიათ. საპროტესტო არტ-აქცია - „ძირს ბუში! გაუმარჯოს უიტმენს!“ - პოეტების დაპატიმრებით დასრულდა (ინფორმაცია ვრცლად ნახეთ: http://www.humanrights.ge/index.php?a=arti...42&lang=ge)

„თქვენო აღმატებულებავ, ჩვენ გწერთ ამერიკის შეერთებული შტატების პენ კლუბის 3 500 წევრის სახელით“, - აღნიშნულია ამერიკული პენის მიმართვაში. საერთაშორისო პენი კი საქართველოს უმაღლეს ხელისუფალთ განუმარტავს, რომ მათი მიმართვა, ფაქტობრივად, ამ ორგანიზაციის 101 ქვეყნის 144 მოქმედი ცენტრის პოზიციას გამოხატავს.

ორივე მიმართვა ძალიან მკაცრია. მწერლები ვერ მალავენ აღშფოთებას ქართველი კოლეგების უკანონო დაპატიმრებისა და მთელი რიგი კანონდარღვევების გამო, რაც ამ დაპატიმრებას ახლდა თან. ამავე დროს ორივე მიმართვაში გამოთქმულია აღშფოთება პოეტ შოთა გაგარინის („გაგარინი“ შოთა დიღმელაშვილის ფსევდონიმია) ჟურნალ „ტაბულადან“ განთავისუფლების გამო.

როგორც ცნობილია, „ტაბულას“ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გიგა ბოკერიას მეუღლე, თამარ ჩორგოლეიშვილი რედაქტორობს. შოთა გაგარინი ჟურნალში ტექსტების სტილისტად მუშაობდა. ჩორგოლეიშვილმა მას სოციალურ ქსელ „ფეისბუკზე“ მიმართა და აცნობა, რომ სამსახურიდან განთავისუფლებულია. როგორც შოთა გაგარინი ამბობს, რედაქტორმა პირად საუბარში გათავისუფლების მიზეზად მისი სოციალური აქტივობა დაუსახელა და უთხრა, რომ ნებისმიერი მსგავსი აქტივობა მასთან უნდა შეეთანხმებინა.

ამჟამად შოთა გაგარინი ახალი სამსახურის ძიებაშია. მანამდე კი საერთაშორისო პენის ქართული ცენტრი ძლიერდება. საერთაშორისო პენი უფლებადამცველი ორგანიზაციაა, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნების მწერლები და ჟურნალისტები არიან გაერთიანებულნი. ისინი პერიოდულად ხმას იმაღლებენ ადამიანის უფლებების დარღვევებისა და ჰომოფობიის წინააღმდეგ. ცოტა ხნის წინ პენის ქართულმა ფილიალმა ახალი გამგეობა აირჩია და საქმიანობაც გაააქტიურა. შოთა გაგარინი, ალექსი ჩიღვინაძე და ირაკლი კაკაბაძე პენის ქართული ცენტრის წევრები არიან. კაკაბაძე ამავე დროს, საერთაშორისო პენის წევრიცაა. სწორედ მან მიაწვდინა ხმა სახელოვან მწერლებამდე საქართველოში მომხდარი ინციდენტის თაობაზე.

ამერიკული პენი მიხეილ სააკაშვილისადმი მიმართვის ასლს აშშ-ში საქართველოს ელჩს, ბათუ ქუთელიას და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს უგზავნის. საერთაშორისო პენის მიმართვის მეორე ადრესატები კი საქართველოს მთავარი პროკურორი და სახალხო დამცველი არიან.

როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ ქართული პენ-ცენტრის თავმჯდომარე დავით ქართველიშვილმა აცნობა, ამერიკული პენის ოფიციალური მიმართვის გავრცელების შემდეგ ცალკე პირადად გამოგზავნეს მხარდაჭერის წერილები ცნობილმა ამერიკელმა მწერალმა რასელ ბენქსმა და ჩილელ-ამერიკელმა დრამატურგმა არიელ დორფმანმა. საერთაშორისო პენის მიმართვას კი გამოეხმაურნენ ისეთი ავტორიტეტული მწერლები, როგორებიც არიან: ჯონ როლსტონ სოული, ჰომერო არაიდჯისი, მარიო ვარგას ლიოსა, მარგარეტ ეტვუდი, ტონი მორისონი, ფრენკ გირი, სარა უიატი.

http://presa.ge/index.php?text=news&i=13212
18:07 13.09.2010
kote-1962
პრობლემები რთველამდე და რთველის შემდეგ

[ირაკლი მახარაძე]



გაზაფხულის სიგრილემ კვირტის ზრდა შეაჩერა და რთველმა ათიოდე დღით დააგვიანა. ყურძნის მიღების სეზონი ღვინის ქარხნებმა მაინც ადრეულად გახსნეს. ყველაზე მოტივირებული მანავის ღვინის ქარხანა აღმოჩნდა, რომელიც “კახურ მწვანეს~ იბარებს. საშამპანე მასალისთვის სწორედ დაუმწიფებელი ყურძენია საჭირო _ ნაკლები ფრუქტოზით და მაღალი მჟავიანობით.

ყურძნის ყიდვისა და სახლის პირობებში ღვინის დამზადების მსურველებს შევახსენებთ, რომ “კახური მწვანე” გარკვეული რაოდენობით (დაახლ. 10%) კახეთის თითქმის ყველა თეთრ ღვინოში გამოიყენება და ამ ჯიშის რქაწითელთან შერევით უკეთეს ღვინოს დააყენებთ. ამ ყურძენს ყველა რაიონში იყიდით, საუკეთესო თვისებებით კი მანავისა და კაჭრეთის ზონა გამოირჩევა.

რაც შეეხება რქაწითელს, რთვლის დასაწყისში მისი ფასი 40-55 თეთრია. როგორც წესი, რთვლის მიწურულს ფასები მეტ-ნაკლებად იზრდება. თუმცა, მყიდველის მოლოდინში ყურძენი ხშირად ტექნიკურ სიმწიფეში გადადის, წონა აკლდება და ხარისხსაც კარგავს.

კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაში საფერავის პატრონები არიან. რამდენიმე წლის წინ ამ ჯიშის ყურძნის ფასმა დოლარს გადააჭარბა, რის გამოც საფერავი მასიურად გაშენდა. გასულ წელს შედარებით მაღალ ფასად “საფერავის”, “ქინძმარაულის”, “მუკუზნისა” და “ახაშენის” მიკროზონებში მოყვანილი ყურძენი გაიყიდა. წელს აქაც პრობლემაა. ცნობილი ბრენდების მწარმოებელ კომპანიებს საფერავის საკუთარი ზვრები აქვთ და ჯერ გასული წლების ღვინომასალებიც არ გაუყიდიათ.

ამდენად, ძნელი წარმოსადგენია, რომ გლეხების საფერავი მათ შეიძინონ. მით უმეტეს, ძვირს ნამდვილად არ გადაიხდიან. საოჯახო მეღვინეობის მიმდევრები კი საფერავს საერთოდ არ ეტანებიან.

რაც შეეხება ვაქირულასა და სხვა ჰიბრიდებს, გამორიცხული არ არის, რომ მათზე მოთხოვნა გაიზარდოს. დაბალხარისხიანი და რეპუტაციაშელახული ჯიშები მთლიანად შიდა ბაზარზე ორიენტირებულ ქარხნებს იაფფასიანი წითელი ღვინის დამზადების საშუალებას მისცემთ. თუმცა, ბაზარი მაინც შეზღუდული იქნება და ფასებს არა მევენახეები, არამედ მეღვინეები დააწესებენ. ჰიბრიდებს სპირტის ქარხნებიც შეისყიდიან. შესაბამისად, ეს ყურძენი ყველაზე იაფი ეღირება.

”ყურძენი კი დამწიფდა, მაგრამ “ვაშლი და შაქარასავით” ვზივართ და შევცქერით. რომ დავკრიფოთ, სად უნდა წავიღოთ? ყურძნად ვერ გაყიდი, სამაგისო ჭურჭელი კი მთელ ჩვენს ავლადიდებაზე მეტი ღირს. ისეთი პირი უჩანს, ვენახი საერთოდ დაუკრეფავი დარჩება”,- აცხადებენ ახმეტელი მევენახეები.

თემურ ნიკოლაშვილი, სოფელი გურჯაანი: “ხან დასეტყვილ ვენახს ვგლოვობთ და ხან _ უხვ მოსავალს. უბედურება ბევრნაირი გამიგია, მაგრამ კაცს რომ მოსავლის მოყვანისა ეშინოდეს _ ასეთი არაფერი”.

ცივმა ზამთარმა ვაზი დააზიანა და კვირტი ალაგ-ალაგ გაცდა. მაისის დასაწყისის ერთ ღამეს კი, როცა კვირტი უკვე 3-4 ფოთოლზე იყო გაზრდილი, ტემპერატურა ნულს ქვემოთ დაეცა, რამაც დაბალ ადგილებში გაშენებული ვენახების 100%-იანი წაყინვა გამოიწვია. ამ ზონებში ვაზი ზაფხულსაც ისე შეხვდა, როგორც გაზაფხულს _ ფოთლებისა და სიმწვანის გარეშე. მოყინული კვირტების ადგილას ზაფხულში მცირემოსავლიანი, ე. წ. “მძინარე კვირტი~ გამოვიდა, კარგი ამინდების წყალობით რქა დასრულდა და მოსავალზე გავლენა არ მოუხდენია.

უკანასკნელი ზამთარი თბილი იყო და კვირტი აღარ დაზიანებულა. გაზაფხულის წვიმებმა ნორმალური ვეგეტაცია უზრუნველყო და თითქმის ყველა კვირტზე მტევანი გამოვიდა. ზაფხულის დასაწყისში ვაზი იდეალურ მდგომარეობაში იყო _ დიდი, სრული და რეკორდული რაოდენობის მტევნებით. ეს უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში პირველი კარგი გაზაფხული იყო. გასულ წლებში გაზაფხულის გვალვებმა მშრალ ადგილებში რქა არ გაზარდა. არადა, საუკეთესო ყურძენი სწორედ ასეთ ზონებშია. ხარისხიანი ღვინისთვის ხირხატ და ურწყავ ადგილებში დაკრეფილი ყურძენია საჭირო.

ზაფხულში ხშირი იყო ხანმოკლე დაწვიმება, რამაც ჭრაქისა და ნაცარის განვითარებას შეუწყო ხელი. საბოლოოდ, კარგ გაზაფხულს ცუდი ზაფხული და შემოდგომა მოჰყვა. აგვისტო-სექტემბერში წვიმა აღარ მოსულა. ვენახი გვალვაგამძლეა, მაგრამ გარკვეული რაოდენობის ნალექი მაინც სჭირდება.

თუმცა, წლევანდელი მოსავლის სიმცირე და დაბალი ხარისხი ბუნებრივმა ფაქტორებმა ყველაზე ნაკლებად განაპირობა. მაისში მევენახეები შხამ-ქიმიკატებს არ უჩიოდნენ. შეწამვლიდან შეწამვლამდე კი პრეპარატების შემადგენლობაში “რაღაც მოხდა” და წამალმა ძალა დაკარგა.

მევენახეების თქმით, შხამ-ქიმიკატების ხარისხი ყოველი ახალი პარტიის შემოტანის დროს იცვლებოდა. თუ პირველ წამლობაზე დოზებს იცავდნენ, მერე და მერე გაორმაგებამაც აღარ გაჭრა. მე-4 წამლობამდე ვენახები უკვე მასიურად გაფუჭდა. რქაწითელი, საფერავი და მწვანე ერთნაირად დაზიანდა. მთლიანად განადგურდა ბუერა.

”ექვსჯერ მოწამვლის მიუხედავად, ვერც ნაცარი დავიჭირეთ, ვერ ჭრაქი და ვერც წითელა. ვენახები ყველგან გაფუჭდა, ყურძენი ვაზზე გახმა. მოსავალი რაოდენობრივადაც შემცირდა (30-40%-ით) და ხარისხობრივადაც”,- აცხადებენ გლეხები.

მევენახეებს გარკვეული ექსპერიმენტების ჩატარება მოუხდათ. ძველი და ტრადიციულის ნაცვლად შემოვიდა ახალი, უცნობი დასახელების პრეპარატები და გლეხები იძულებული გახდნენ, მათი ვარგისიანობა საკუთარ ვენახზე გამოეცადათ. რაც მთავარია, გაქრა შაბიამანი.

თითქმის აღარ სრულდება ვაზის ძირების გამობარვა, რაც ვენახის შენარჩუნებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი ოპერაციაა. ზოგადად, მოშლილია ვენახის მოვლის მდგრადი მეთოდები და გლეხები იმასღა ცდილობენ, ვაზი კიდევ ერთი წლით შეინარჩუნონ. რაც ყველაზე საგანგაშოა, მოუვლელი ვენახების რაოდენობა რამდენჯერმე გაიზარდა, ვაზის გაშენება კი მთლიანად შეჩერდა.

ეს პროცესი გაცილებით მძიმე შედეგებს უკავშირდება, ვიდრე სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწვეობის ერთი დარგის კრიზისია. ვენახების განადგურება სოფლების დაცლის მიზეზი ხდება და ამ პროცესის სხვა საშუალებით შეჩერება შეუძლებელია. მთლიანად აზრს კარგავს ღვინის ტურიზმისა და აგროტურიზმის ცნებები, რისი განვითარების მთავარი პირობა ტრადიციების გადარჩენაა. შესაძლოა, წლების შემდეგ ქართული ღვინო რომელიმე ქვეყნის ბაზარზე მართლა შევიდეს, მაგრამ სახელმწიფო და მოსახლეობა ამით ბევრს ვეღარაფერს იხეირებს.

http://presa.ge/index.php?text=news&i=13204
14:46 13.09.2010
kote-1962
სამაჩაბლო – ნამდვილი და მოგონილი მტერი

[ლევან სეფისკვერაძე]


შეიძლება ითქვას, რომ სამაჩაბლოს კონფლიქტი, მისი დასაწყისითა თუ დასარულით, ერთ-ერთი ყველაზე არალოგიკური და უცნაური კონფლიქტი იყო მთელს მსოფლიოში. მაშინ როდესაც ცხინვალში, ზნაურში, თამარაშენსა თუ ნიქოზში ბომბები ცვიოდა, კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადგილობრივი ქართველები და ოსები ჩვეულებრივად აგრძელებდნენ ურთიერთობებს და უკიდურესად გამწვავებული სიტუაციის მიუხედავად მაინც ახერხებდნენ ერთმანეთთან საერთო პირის გამინახვას. ქორწილებში, ქელახებსა თუ ძეობებში, ერთ სუფრასთან ძველებურად ისხდნენ ქართველები და ოსები და სამაჩაბლოში დამკვიდრებული ძველი ტრადიციით, თუკი სუფრის თამადა ქართველი იყო, იგი მოადგილედ აუცილებლად ოსს ნიშნავდა და პირიქით.

ქართულ-ოსური ურთიერთობები არც 90-იანი წლების ბოლოსა და დღევანდელ დრომდე შემწყდარა. იმის მიუხედავად, რომ რუსი ოკუპანტები თითქმის ყოველდღე კეტავენ გზებს და ორ ხალხს შორის უფსკრულის გაღრმავებას ცდილობენ, დიდი თუ პატარა ლიახვისა და ფრონეს ხეობის ქართულ სოფლებში უამრავ ახლადმოყვანილ ოს რძალს ნახავთ და მათი გაზრდილი ბავშვები ქართულზე არანაკლებ კარგად ფლობენ ოსურ ენას.

ბადრი ქართველიშვილი, დიდი ლიახვის ხეობის მკვიდრი: „ორი შვილი მყავს, ერთი 10 წლისაა და მეორე – შვიდის. ორივენი ცხინვალში დაიბადნენ. სიმართლე რომ გითხრათ, ნამდვილად არ მქონდა იმის შიში, რომ ოსი ექიმები მტრობის გამო უსინდისოდ მოიქცეოდნენ. ჩემს სანათესაოში თითქმის ყველა ბავშვი ცხინვალში დაიბადა და რაღა ჩემს შვილზე გაახსენდებოდათ ოს ექიმებს მტრობა?! პირიქით, ორივეჯერ ძალიან კარგად მიგვიღეს, საკმაოდ ცოტა ფული გამოგვართვეს და ნამდვილად არ განუსხვავებიათ ჩემი შვილი იქ მყოფი ოსი ბავშვებისაგან.

ჩემს თბილისელ ნათესავებს უკვირდათ, საკუთარი ცოლ-შვილი მტერს როგორ ანდეო. მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ და ოსებს მტრებად სულაც არ მივიჩნევ. დედაჩემიც ოსია და ჩვენს სოფელში რძლების ნახევარი სულ ოსები არიან. რა ვქნა, დედაჩემის ხალხი როგორ შევიძულო? მით უმეტეს, როცა იმათაც კარგად იციან ჩვენ შორის ომი ვისი მოწყობილიც იყო“.

ლამის მთელი ლიახვის ხეობის ბავშვები ცხინვალში დაიბადნენ და მათი მშობლების მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება უკვე იმის დასტურია, რომ მიუხედავად ამდენი უბედურებისა, ქართველებს ჯერ კიდევ არ უჭირთ ოსებთან სართო ენის გამონახვა.

ავთანდილ მაისურაძე, სამაჩაბლოს მკვიდრი: ”2004 წელს, როდესაც ისევ დაიძაბა სიტუაცია ჩვენს მხარეში, შუაღამეს გადავიყვანეთ ცხინვალის საავადმყოფოში ჩემი მეზობლის ფეხმძიმე ცოლი მოსალოგინებლად. ექიმებს ერთიც კი არ უკითხავთ ვინ ვიყავით და საიდან ვიყავით, თავიანთი საქმე კარგად გააკეთეს და მერე ერთი მანქანაც გამოგვაყოლეს, რუსების საგუშაგოსთან პრობლემები, რომ არ შეგვქმნოდა. აქ რაც ხდება, ეს არც ომია და არც კონფლიქტი. ესაა ავანტურა და ომობანა, რომლის გამოც უბრალო ადამიანები იჭყლიტებიან.

18 წელია, რაც ასეთი ამბავია. ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა დაესვას წერტილი? ჩვენს სოფელში დღემდე რჩებიან ოსი ხუბაევები, ხაჩიროვები, საბანოვები, რომელთაც თავისი ეროვნების გამო პრობლემას აქ არავინ უქმნის და თვითონაც სოფლისთვის ისეთივე ერთგულები არიან, როგორც ქართველები. რასაც ქართველი განიცდის, იმას განიცდის ოსიც. კოკოითის ბანდის ყაჩაღების გარდა არც ერთ ოსს ომი არ უნდა”.

ქართულო სოფლებში შემორჩენილი ოსები არც ქართულ პრესასთან საუბარს გაურბიან. მიუხედავად იმისა, რომ მათ ქართველ ჟურნალისტთან საუბარმა შეიძლება პრობლემები შეუქმანათ და ამის ალბათობა საკმაოდ რეალურია, მაინც ამბობენ თავიანთ სათქმელს.

ჩვენი ოსი ეროვნების რესპოდენტი კოკოითის ახალგაზრდობის მეგობარი აღმოჩნდა. ესმა ქასაევის მამა ჯავის რაიონში დაბადებულ-გაზრდილი ოსი ყოფილა, კოლმეურნეობას 50-იან წლებში ცხინვალში ჩამოუსახლებია და ამის შემდეგ დამეზობლებია ქართველებს. მამაჩემი ხშირად ამბობდა, ჩვენ ოსებმა, ყველაფერში ქართველებს უნდა მივბაძოთო, იხსენებს ესმა ქასაევი.

ბოლოს კი გთავაზობთ სამაჩაბლოელი ქართველი მებრძოლის, გოჩა სეხნიაშვილის მოგონებას აფხაზეთის ომზე, სადაც იგი საკუთარი სიცოცხლის ხსნას ოს თანამებრძოლს უმადლის.

გოჩა სეხნიაშვილი, ქართველი ჯარისკაცი: ”აფხაზეთის ომში მძიმედ დავიჭერი. პრაქტიკულად, ისეთი სიტუაცია იყო, რომ სადაც დაჭრილი ვიწექი, იქიდან გამოსვლა შეუძლებელი ჩანდა. ამ დროს ჩვენები უკან იხევდნენ და ვფიქრობდი, რომ გარდაუვალი სიკვდილი მელოდა. მაგრამ ომს თავისი დაუწერელი კანონი აქვს და დაჭრილს, რაც არ უნდა უიმედო მდგომარეობაში იყოს, მაინც იმედი გაქვს, რომ მშველელი გამოგიჩნდება. გამიმართლა. მთელ ფრონტზე ერთადერთი კაცი, ისიც ოსი სოსო ხუბულოვი აღმოჩნდა, რომელმაც საკუთარი მხრებით მატარა. ღობეებზე რომ ვერ გადავყავდი, ხელით მისროდა, შემდეგ თვითონაც გადმოდიოდა და ისევ მიმათრევდა.

რამდენიმე თვის მერე ეს კაცი მამაჩემთნ მივიყვანე, სახლიდან აღარ უშვებდა. ამ კაცმა ჩვენთან ერთი თვე იცხოვრა. მერე კი, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ის ადამიანი, რომლის წინაშეც სიცოცხლით ხარ დავალებული, საერთოდ გაქრა და აღარ გამოჩენილა. ახლა ომი აღარ არის, მაგრამ მომავალში ახალი ომი რომ დაიწყოს, ჯერ ის უნდა გავარკვიოთ ვინ მტერია და ვინ მოყვარე. სწორედ ესაა მთავარი!”

http://presa.ge/index.php?text=news&i=13203
14:42 13.09.2010
kote-1962
საქართველო რუსეთის წინააღმდეგ

[ელზა წიკლაური]


დღეს ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში საქართველოს სარჩელის ზეპირი განხილვა იწყება. საქმე ეხება, რუსეთის მიერ 1990-იანი წლებიდან დღემდე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებულ ეთნიკურ წმენდას.

თბილისში იმედოვნებენ, რომ საერთაშორისო სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას გამოიტანს, სარჩელს განსახილველად მიიღებს და მოსკოვს იმ ვალდებულებების შესრულებას დააკისრებს, რაც საერთაშორისო ნორმებითაა გათვალისწინებული.

მოსკოვში კი კვლავ თვლიან, რომ ასეთი ტიპის სარჩელის განხილვა ჰააგის სასამართლოს კომპეტენციაში არ შედის, მეტიც, რუსეთი ამასთან დაკავშირებით საკუთარი არგუმენტების წარდგენასაც აპირებს.

რა არგუმენტები აქვს თბილისს, ასევე მოსკოვს - ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით კონკრეტული განცხადებები არ კეთდება. იმის გამო, რომ სარჩელის, როგორც დოკუმენტის საჯარო განხილვა არმომხდარა, მხარეების არგუმენტებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება უჭირთ იურისტებსაც. ექსპერტები კი იმედოვნებენ, რომ ჰააგის მოსამართლეები საქმეს წარმოებაში მიიღებენ, თუმცა აქვეაცხადებენ, რომ `ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორი პოლიტიკური კლიმატი იქნება კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების მომენტში”.

ცნობისათვის, ჰააგის სასამართლოში სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებამ 2008 წლის 12 აგვისტოს შეიტანა. სარჩელი 1990-იანი წლებიდან დღემდე რუსეთის მიერსაქართველოში განხორციელებულ ეთნოწმენდას ეხება. იმავე წლის 15 ოქტომბერს სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება დროებით ღონისძიებებთან დაკავშირებით და როგორც თბილისს, ასევე მოსკოვს რაიმე ტიპის რასობრივი დისკრიმინაციისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა.

დღეს კი გაეროს საერთაშორისო სასამართლო სარჩელის ზეპირ განხილვას იწყებს. ერთკვირიანი განხილვისას გადაწყდება, მიიღებს თუ არა ჰააგა საქართველოს სარჩელს წარმოებაში. ცნობილია ისიც, რომ ქართულმა მხარემ ჰააგაში ყველა მასალა და დოკუმენტი უკვე გააგზავნა. სარჩელს კი ასეთი სახელწოდება აქვს - “საქართველოს სახელმწიფო რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ 1993-2008 წლებში რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული ეთნიკური წმენდის შესახებ”.

ზეპირი მოსმენა ჰააგაში ორ ეტაპად, 13-17 სექტემბერს გაიმართება. რუსეთი თავის პოზიციებს 13 და15 სექტემბერს, ხოლო საქართველო 14 და 17 სექტემბერს წარმოაჩენს.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე იმედს გამოთქვამს, რომ სასამართლო საქართველოს მიერ წარდეგნილ არგუმენტებს გაიზიარებს.

”ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი. საქართველომ ჯერ კიდევ 2008 წლის 12 აგვისტოს შეიტანა სარჩელი ჰააგის სასამართლოში, სადაც განიხილება რასობრივი დისკრიმინაციის ყოველგვარი აღმოფხვრის შესახებ 1965 წლის საერთაშორისო კონვენციის დარღვევა რუსეთის ფედერაციის მხრიდან. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ წამატებას მივაღწევთ. აქ მიზანმიმართულდა საუბარია არა პოლიტიკურ საკითხებზე, არამდე ეთნიკურ წმენდაზე. ჩვენ დიდიიმედი გვაქვს, რომ სასამართლო ჩვენს არგუმენტებს გაიზიარებს”, -განაცხადა ნინო კალანდაძემ და დასძინა, რომ რუსეთის მხრიდანოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკური წმენდა კვლავ ხორციელდება.

ჰააგაში საქართველოს ინტერესებს საერთაშორისო სამართლის მაღალკვალიფიციური უცხოელი ადვოკატები დაიცავენ. სასამართლოში სარჩელი საქართველოს სახელით შეიტანა სამართლის ექსპერტმა, მონრეალის (კანადა) მაქგილის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის პროფესორმა პაიამ ახავანმა.

იგი მსოფლიოში ცნობილი ექსპერტია, მუშაობს ომის დროს ჩადენილი დანაშაულების საკითხებზე და საერთაშორისო სამართლის იმ სფეროზე, რომელიც სწავლობს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ დანაშაულებს. ის იყო პროკურატურის პირველი სამართლის ექსპერტი, საერთაშორისოტრიბუნალი ყოფილი იუგოსლავიისა და რუანდის საქმეებზე და განსაკუთრებული წვლილი შეიტანა სამართლისმცოდენოების განვითარებაში.

ამასთან, თბილისის ინტერესებს ჰააგაში ჯეიმს კროუფორდი, ფილიპ სანდსი და პოლ რაიხლერი დაიცავენ. როგორც იუსტიციის სამინსტროში განმარტავენ, ჰააგის სასამართლოში საქართველოს ხელისუფლების მიერ შეტანილი სარჩელი ეფუძნება გაერო-ს ადამიანის უფლებათა ხელშეკრულებას და ამტკიცებს, რომ საქართველოში ოთხმოცდაათიანი წლებიდან დაწყებული 2008 წელს განხორციელებული სამხედრო ინტერვენციით დამთავრებული, რუსეთი ხელს უწყობდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ძალების მიერ ქართველთა ეთნიკურ წმენდას, იარაღისმიწოდების, ჯარისკაცების დაქირავებისა და რუსეთის კუთვნილი შეიარაღებული ძალების მიერ პირდაპირი სამხედრო ინტერვენციის განხორციელების გზით, რასაც შედეგად მოჰყვა ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაულები.

”ოთხმოცდაათიან წლებში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადებული შეთანხმებების შემდგომ პერიოდში, რუსი სამშვიდობოები გამუდმებით უარს ეუბნებოდნენ 300 000 იძულებით გადაადგილებულ პირს თავიანთ სახლებში დაბრუნების უფლებაზე, ხოლო რუსეთის ბოლოდროინდელი ქმედებები, რომელიც სეპარატისტული ხელისუფლების აღიარების გზით საქართველოს ტერიტორიის დანაწევრებისკენ იყო მიმართული და ასევე რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ბოლოდროინდელი ფართომასშტაბიანი ოკუპაცია, სეპარატისტულ ტერიტორიების დამოუკიდებლობის საბოლოოდ აღიარებას ემსახურება,” - ნათქვამიასარჩელში.

ამასთან, სარჩელის მიხედვით საქართველო თხოვნით მიმართავს ჰააგის სასამართლოს აღიაროს, რომ რუსეთი მოქმედებდა საერთაშორისო სამართლის დარღვევით, რომ მან თავი უნდა შეიკავოს სეპარატისტთა შემდგომი მხარდაჭერისგან და საქართველოს ტერიტორიიდან გაიყვანოს ყველა შეირაღებული ძალა და რომ რუსეთი ვალდებულია გადაუხადოს საქართველოს კომპენსაცია თავისი უკანონო ქმედებების გამო.

“საქართველოში განხოციელებული აგრესიისა და ეთნიკური წმენდის გამო დაუსჯელი არავინ დარჩება,”,- ასეთია ქართული მხარის პოზიცია.

იურისტი ლია მუხაშავრია უჭირს იმაზე პასუხის გაცემა, თუ რომელი მხარის არგუმენტებს გაითვალისწინებს ჰააგის სასამართლო.

“ფაქტია, რომ ეთნიკური წმენდა მოხდა, ამას ისტორიაც კარგად აჩვენებს და მისი დამტკიცებაც მარტივია. მაგრამ აქ არის ერთი “მაგრამ” - რა კუთხით შეხედავს სასამართლო ამ ყველაფერს, რა არგუმენტებს გაიზიარებს და რას არა. დღეს ამაზე საუბარი ძალიან რთულია, ამიტომ უნდა დაველოდოთ განხილვის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებას”, - განაცხადა მუხაშავრიამ.

არასამთავრობო ორგანიზაცია “კანონი ხალხისთვის” ხელმძღვანელს ზაქარია ქუცნაშვილს კი არგუმენტებზე საუბარი უჭირს.

”სარჩელის, როგორც დოკუმენტის გასაჯაროება არ მომხდარა, არ ვიცით ძირითადი არგუმენტები. ამიტომ ძნელია იმაზე საუბარი, თუ რას გაითვალისწინებს ჰააგა და რას არა. ის კი ცხადია, რომ რუსები შეცდებიან ეს დავა მაქსიმალურად აიცილონ თავიდან, თორემ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო რომ სახელმწიფოთაშორის გაეროს წესდების დავის გამრჩევი ორგანოა, ფაქტია და ისიც ფაქტია, რომ იქ ამ სარჩელის განხილვა უნდა მოხდეს”, - განუცხადა`მთელ კვირას~ ქუცნაშვილმა.

მიიღებს თუ არა ჰააგის სასამართლო ქართული მხარის სარჩელს, ექსპერტებს ამაზე ცალსახა პასუხი არ აქვთ. თუმცა ფიქრობენ, რომ ობიექტური მიზეზების გამო, თბილისს საერთაშორისო სასამართლოში მოსკოვის წინააღმდეგ დაწყებული ბრძოლა არ უნდა გაუჭირდეს.

”რუსეთის გავლენა არაა გადამწყვეტი ფაქტორი გადაწყვეტილების მისაღებად. საკმაოდ ბევრია დამოკიდებული სუბიექტურ ფაქტორზეც. მოსამართლეებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან და თუ მათ პროფესიული ამბიცია მაღალი აქვთ, მაშინ შეიძლება მათთვის უფროსაინტერესო იყოს ისტორიაში შევიდნენ, როგორც პირველი სამართლებრივი ძალაუფლების წარმომადგენლები, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ ასეთ სარჩელს განიხილავენ.

”თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ არგუმენტაცია უნდა იყოს დამაჯერებელი მთელი შემადგენლობისთვის. ჰააგის სასამართლო, არ გახლავს ის ორგანო, რომელიც ზარის მიხედვით იღებს გადაწყვეტილებებს.

”ვნახოთ, პროცესი საინტერესოა, თუმცა ვშიშობ, რომ როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ორივე სახელმწიფო ნებისმიერ გადაწყვეტილებას საკუთარ გამარჯვებად ჩათვლის. ეს უკვე წესადდამკვიდრდა და ნებისმიერ სერთაშორისო გადაწყვეტილების შემთხვევაში როგორც მოსკოვი, ასევე თბილისი საკუთარ წარმატებას უწოდებენ.

”და კიდევ, თუ შინაარსობრივი განხილვა დაიწყება, ეს იქნება ხანგრძლივი პროცესი და მისი გაშუქება ობიექტური საშუალებებით ძნელად მოსაძიებელი როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის მოსახლეობისთვის”, - განაცხადა პოლიტოლოგმა სოსო ცისკარიშვილმა.

“ჰააგის სასამართლოც ემორჩილება პოლიტიკურ ამინდს, მაგრამ შედარებით ნაკლებად, ვიდრე სხვა სტრუქტურები. მთლიანად დამოუკიდებელი პოლიტიკისგან სასამართლოც კი არაა, მათ შორის ჰააგის. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რუსეთი ძლიერი ქვეყანაა, უნდა გავუძლოთ იმას, რომ სასამართლო თავს აარიდებს სარჩელის მიღებას. მაგრამ ამასთან არიან სხვა ქვეყნებიც, მთავარია, როგორია მათი პოლიტიკა ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით.

”მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთსა და რუსეთს შორის გადატვირთვის პოლიტიკას აქვს ადგილი, ეს მაინც არ გულისხმობს, რომ დასავლეთი პასიური არის რუსეთის მიმართ, მითუმეტეს საქართველოს საკითხში. თუ დასავლეთმა მოინდომა, რომ ამ საკითხმა წინ წამოიწიოს, მაშინ შეიძლება ჰააგის ტრიბუნალი ჩვენთვის ხელსაყრელი ინსტრუმენტი აღმოჩნდეს და საერთაშორისო სასამართლომდასავლეთს უფრო მეტი ანგარიში გაუწიოს და დაძრას ეს თემატიკა.

”თუმცა, სიმართლე გითხრათ, უბრალოდ მეეჭვება, რომ პროცესმა ეს მიმართულება აიღოს. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, კონკრეტულად გადაწყვეტილებების მიღების მომენტში თუ რა პოლიტიკური კლიმატი იქნება”, - დასძინა პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ.

http://presa.ge/index.php?text=news&i=13210
16:58 13.09.2010
kote-1962
კიდევ ერთხელ “ნაბუკოს” შესახებ

(12 სექტემბერი, 2010)




ევროპის ქვეყნების გაზით მომარაგების საკითხი ამერიკელთა წყალობით ლამის ნომერი პირველი პოლიტიკური თემაა. ენერგეტიკული რესურსები და მათი საზრიანად, ყაირათიანად გამოყენება ყველა ევროპული ქვეყნის უპირველესი ამოცანაა.


ამ საქმეში ისინი მნიშვნელოვან წარმატებას აღწევენ. დღეს ჩვეულებრივად არის მიღებული ახალი სახის სახლების მშენებლობა, სადაც მაქსიმალურად არის გათვალიწინებული თბილი ჰაერის დიდ ხანს შენარჩუნების ტექნოლოგია. გაზი, ნავთობი, ბირთვული, ჰიდროენერგია, ქვანახშირი მსოფლიოს უმთავრესი ენერგეტიკული წყაროა და როგორც ჩანს ასეთად დარჩება უახლოეს მომავალში. ალტერნატიული – მზის, ქარის ენერგია, ბიოლოგიური საწვავი, დღესდღეობით მინიმალურად აკმაყოფილებს სწრაფად მზარდ მოთხოვნებს. აღნიშნულიდან გამომდინარე მსოფლიოში ენერგომატარებლებით მდიდარი ქვეყანა გარკვეული გავლენით და პატივისცემითაც სარგებლობს. თანამედროვე ევროპა-ამერიკა მზადაა თვალი დახუჭოს ნავთობითა და გაზით მდიდარი არაბული ქვეყნების შუასაუკუნეობრივ და მათთვის მიუღებელ ცხოვრების წესზე. აშშ-სა და ევროპისათვის მთავარია არაბული ქვეყნების მათდამი კეთილი განწყობა და მორჩილება.


ყოველივე აღნიშნულის განხორციელებისთვის აშშ-ი არც ძალას და არც ფინანსებს არ იშურებს. შედეგიც სახეზეა – არაბული ქვეყნების ლოიალურობა გარანტირებულია. სხვაა რუსეთი და ირანი. ორივე სახელმწიფო ენერგეტიკული რესურსებით მდიდარ სახელმწიფოთა რიცხვს მიეკუთვნება. რუსეთი ის ქვეყანაა, სადაც არსებული და აუთვისებელი ენერგეტიკული საბადოები უხვადაა, რაც საშუალებას აძლევს მას დღეს და მომავალშიც იყოს ლიდერი ენერგომატარებლების ექსპორტში. ენერგომატარებლების დიდი რაოდენობა თავისთავად მატებს რუსეთის ხელისუფლებას თვითდაჯერებას, პოლიტიკურ საკითხებში საკუთარი პოზიციის ქონას.


მსგავსი ვითარებაა ირანის ისლამურ რესპუბლიკაშიც – ქვეყანაში, სადაც აღინიშნება არა მარტო ნავთობისა და გაზის დიდი რაოდენობით არსებობა, არამედ ენერგომატარებლების მაღალი ხარისხიც. ირანის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ დადგება ენერგორესურსების ამოწურვის დრო და რომ ეს არ მოხდეს საჭიროა მისი მომჭირნეობით გამოყენება, ბირთვული ენერგიით ჩანაცვლება. დასავლელები, განსაკუთრებით ამერიკელები ირანის ხელისუფალთა სახელმწიფოებრივ მიდგომას ენერგომატარებლების მომჭირნეობით გამოყენებასთან დაკავშირებით და ამისათვის ბირთვული პროგრამის შექმნას, კრიტიკულად იხილავენ. მათი მოსაზრება მარტივია – რაში სჭირდება ირანს ბირთვული ენერგია, როდესაც თავზესაყრელად აქვს ნავთობი და გაზი. დასავლეთს სხვა რამ აწუხებს – მას არ სურს, რომ ირანი დაეუფლოს თანამედროვე ბირთვულ ტექნოლოგიასა და ამ ფარისეველურ სურვილს ირანის ბირთვული იარაღის შექმნის ისტერიული პროპაგანდით ფარავს. ირანის ხელისუფალთ არაერთხელ განუცხადებიათ, რომ მათი მიზანი არ არის ბირთვული იარაღის შექმნა. მათი მიზანია – ბირთვული კვლევების ჩატარება, ბირთვული ენერგიის მიღება, როგორც ელექტროენერგიისათვის, ისე მედიცინის განვითარებისათვისაც. მაგრამ, როდესაც აშშ-ს სხვა სურვილი ამოძრავებს, მისთვის ირანის ხელისუფალთა ახსნა-განმარტება მიუღებელია.


ბირთვულ ტექნოლოგიებს დაუფლებული ირანი ამერიკელთა მეტოქე იქნება არა მარტო ბობოქარ ახლო აღმოსავლეთში. ბირთვულიარაღიანი ირანი მსოფლიოსთვის ამერიკელთა მიერ გამოგონილი საფრთხობელაა. კაცმა რომ თქვას, რა არის საშიში იმაში, თუ ირანს ექნება ბირთვული იარაღი? ბირთვული იარაღი აქვს ისრაელს, ინდოეთს, პაკისტანს, გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთივე წევრ სახელმწიფოს, მაგრამ მსოფლიო ამით არ დაქცეულა. იქნებ სწორედ ბირთვული იარაღი არის ის მთავარი ფაქტორი, რამაც 65 წელია იხსნა მსოფლიო დიდი ომისაგან?


ენერგორესურსებით მდიდარი რუსეთისა და ირანის პოლიტიკა აღიზიანებს ვაშინგტონს. ამიტომაც ცდილობს, როგორც ერთის, ისე მეორის წინააღმდეგ შემაფერხებელი ბარიერების შექმნას. ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ ევროპისათვის რუსული ნავთობისა და გაზის მიწოდების ალტერნატიული წყაროების შექმნა, ე.წ. დივერსიფიკაცია. თემამ განსაკუთრებული აქტუალობა ბუშის ადმინისრაციის დროს შეიძინა. პირველ პლანზე წამოწია, რუსეთის გვერდის ავლით, კასპიის ზღვის ენერგორესურსების ევროპაში ტრანსპორტირების საკითხმა. “ნაბუკოს” სახელით მოვლენილმა ამერიკულმა პროექტმა მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. უკვე მერამდენე წელია მიმდინარეობს “ნაბუკოზე” ლაპარაკი, არის სისტემატური აზრთა გაზიარება, პოლემიკა, კინკლავი, მაგრამ საკითხი არ დაძრულა. ექსპერტ-ეკონომისტთა გათვლით “ნაბუკო” უფრო პოლიტიკური პროექტია, ვიდრე ეკონომიკური, ანუ მასში დახარჯული ფული ნაკლებ სიკეთეს მოიტანს.


“ნაბუკოს” თემაზე საუბარი ცუდი კარდიოგრამის მსგავსია – ხან მაღალი, ხან დაბალი. ერთ-ერთს სულ ახლახანს ჰქონდა ადგილი ანკარაში. პროექტის მმართველმა კომიტეტმა განიხილა გაზსადენის გაზით მომარაგების ორი გზა – პირველი, კასპიის ზღვიდან, მეორე – ერაყიდან. პირველში იგულისხმება – თურქმენეთი, აზერბაიჯანი, საქართველოს გავლით. პირველ ვარიანტში არ გამოირიცხებოდა ირანული გაზის მონაწილეობაც, მაგრამ ანკარის შეხვედრამ საბოლოოდ უარი თქვა ირანულ გაზზე – ცხადია პოლიტიკური მოსაზრებით, აშშ-ს პოზიციიდან გამომდინარე. არადა მილსადენის სრული დატვირთვისათვის ირანული გაზი მისწრება იყო.


პროექტიდან ირანის ამოღებამ კვლავ გაააქტიურა კითხვა – ირანის გაზის გარეშე დაიტვირთება თუ არა გაზსადენი. “ნაბუკოს” წლიური დატვირთვა შეადგენს 31 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს. ირანის გაზის უკუგდების შემდეგ დარჩება 7-8 მილიარდი კუბური მეტრი გაზი აზერბაიჯანიდან და ერაყიდან. შეძლებს თურქმენეთი დეფიციტის შევსებას? მხედველობაშია მისაღები თურქმენეთ-აზერბაიჯანის კამათი კასპიის ზღვის საზღვრებთან დაკავშირებით. ესეც რომ არ იყოს “ნაბუკოს” წლიური 31 მილიარდი კუბური მეტრი კონკურენციას გაუწევს 63 მილიარდ კუბური მეტრის (წლიურად) რუსულ პროექტს – ”სამხრეთის ნაკადს”. ამ პროექტში თურქმენული გაზიც არის გათვალისწინებული. მიუხედავად ამისა, “ნაბუკოს” პროექტის მონაწილეებმა: ავსტრიულმა კომპანია OMV, უნგრულმა MOL-მა, ბულგარულმა ბულგარგაზ–მა, რუმინულმა ტრანსგაზ-მა, თურქულმა ბოტას-მა და გერმანულმა RWE-მ გადაწყვიტეს დაიწყონ საინჟინრო სამუშაოები. 3000 კილომეტრის სიგრძის მილსადენის მშენებლობა 2011 წელს ანკარაში დაიწყება ბულგარეთის მიმართულებით, მარმარილოს ზღვის გავლით. პროექტი 2 ფაზად იყოფა: 2000 კმ ახალი გაზსადენის მშენებლობა თურქეთიდან ავსტრიისკენ და თურქეთ-საქართველოსა და თურქეთ-ერაყის გაზსადენის მშენებლობა.


მიუხედავად მიღებული გადაწყვეტილებისა, მაინც ძნელია იმის თქმა, განხორციელდება თუ არა “ნაბუკოს” პროექტი. პროექტში შემავალმა გერმანულმა კომპანიამ რუსული “გაზპრომის” წინადადებით მოლაპარაკება განაახლა მისი რუსულ პროექტთან “სამხრეთის ნაკადი”, მიერთებასთან დაკავშირებით. გერმანელთა თანხმობის შემთხვევაში “ნაბუკოს” პროექტს განხორციელება არ ეღირსება. მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ “ნაბუკოს” სამომავლო პროექტს, ისევე, როგორც სხვა პროექტებს მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი ემუქრება, რაც იწვევს გაზზე მოთხოვნილების შემცირებას. გარდა ამისა ევროპაში არსებობს ტექნოლოგია გაზის ფიქლიდან მისაღებად. გაზის შემცვლელი ფიქალის მარაგი ევროპაში საკმაოა.


დღეს უკვე ნათელია, რომ აშშ-მა რუსულ პროექტებს – ჩრდილოეთისა და სამხრეთის ნაკადების სახით ვერაფერი დაუპირისპირა. სამწუხაროდ, მან მოახერხა ირანელთა დაბლოკვა, თუმცა ამით გააუარესა “ნაბუკოს” რესურსების შევსების საკითხი. აშშ-ს პოლიტიკა და დიპლომატია ძალას არ იშურებდა მოსკოვ-თეირანს შორის ხინჯის გასაჩენად. ნაწილობრივ მან მოახერხა კიდევაც ეს – გავიხსენოთ გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ამას წინათ ირანის საწინააღმდეგოდ მიღებული რიგით მეოთხე სანქციები. ვაშინგტონმა მოახერხა მოსკოვ-პეკინის დაყოლება, რამაც ნეგატიური რეაქცია გამოიწვია ირანელებში.


ეკონომიკური სანქციების მეშვეობით ამა თუ იმ ქვეყნის წინააღმდეგ ამხედრება შეუთავსებელია თანამედროვებასთან, ადამიანის უფლებათა დაცვასთან და სხვა. ამერიკელთა განმარტება, რომ სანქციები აიძულებს “დასჯილი” ქვეყნის ხელისუფალთ შეცვალონ პოლიტიკა – აბსურდია, ისევე, როგორც მოსაზრება, რომ ის (სანქციები) არ შეეხება ხალხს. “დასჯილი” ქვეყნის ხელისუფლება მხოლოდ მაშინ შეიცვლის პოლიტიკას, თუკი სანქციებით შეწუხებული ხალხი ქუჩაში გამოვა საპროტესტო დემონსტრაციებით. ყველამ კარგად იცის, რომ სახალხო გამოსვლებიდან სახალხო რევოლუციამდე ერთი ნაბიჯია. ამ შემთხვევაში რამდენად გულწრფელია ვაშინგტონელ პოლიტიკოსთა განცხადება, რომ სანქციების შემოღებით ისინი სულაც არ იღვწიან ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლების დამხობისათვის? პასუხი ევრაზიის ინსტიტუტის საიტის მკითხველებისთვის მომინდვია.


ეკონომიკური სანქციები საზრიანი ხელისუფლების ხელში რაზმავს დასჯილ ქვეყანასა და მის ხელისუფლებას. მსგავსი მაგალითები არსებობს, თუნდაც კუბის ნახევარსაუკუნოვანი ეკონომიკური ბლოკადა რად ღირს. ქართველებსაც გვაქვს ავად გასახსენებელი – აფხაზეთის ბლოკადა.


ვაშინგტონის პოლიტიკოსთა სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ მათ მიერ წამოწყებულ ინიციატივებს დასაბამიდანვე თან დაჰყვება წარუმატებლობის ელფერი, თუმცა ნეგატიურის კეთებას დაჩვეულთათვის გაპოზიტიურება არცთუ იოლი საქმეა.

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი
kote-1962
ობამა სააკაშვილს რუსეთის წინააღმდეგ იყენებს


(13 სექტემბერი, 2010)

შორენა გონგლაძე

ინტერვიუ პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილთან

- ბატონო ჰამლეტ, სააკაშვილის განცხადება კონფედერაციასთან დაკავშირებით როგორ შეიძლება აღვიქვათ, ეს მისი პოლიტიკური ხუმრობა იყო თუ ამაში რეალობის მარცვალიც დევს?


- ჯერ ერთი, თუ ეს ხუმრობაა, ასე ხუმრობა არ შეიძლება და მეორეც, ამაში არის სიმართლის მარცვალი. ეს არ იყო შემთხვევით წამოსროლილი ფრაზა, ეს კარგა ხნის ფიქრის შედეგად აწონილ-დაწონილი და აზერბაიჯანელებთან და თურქებთან საუბრის ნაყოფია. არა მგონია, ეს იდეა არ იყოს განხილული ამერიკელებთან. ორი წლის წინ, როდესაც ანკარაში გაიმართა პოლიტოლოგთა და ექსპერტთა კონფერენცია, რომელშიც მეც ვიღებდი მონაწილეობას, იქ ითქვა კონფედერაციაზე და ეს გაახმოვანა რუსეთის წარმომადგენელმა. შემდეგ მან გამოაქვეყნა სტატია, სადაც ლაპარაკია საქართველოში ასიმეტრიულ კონფედერაციაზე. მე ვიფიქრე, რომ ეს იყო ძირითადად საქართველოს, აფხაზეთის და ოსეთის ერთ ჭერქვეშ ყოფნის იდეა, მაგრამ როგორც ჩანს, მასპინძლებს ეს იდეა მოეწონათ. კონფერენციის დროს კიდევაც ითქვა კავკასიაში კონფედერაციაზე, თუმცა ამაზე არ გაგრძელებულა საუბარი, ეს ითქვა გაკვრით. როგორც ჩანს, ეს თემა შემდეგ დატრიალდა საკმაოდ სერიოზულად, ეს გაანდეს პატივცემულ მიხეილს, შემდეგ ამის თაობაზე ითქვა აზერბაიჯანელებთან და ბოლოს და ბოლოს, მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ეს იდეა უნდა გაჟღერდეს. რა მოყვება ამას, სხვა საკითხია, მაგრამ არა მგონია, რომ ეს იყოს პრეზიდენტის მორიგი გამოხტომა. მე ვფიქრობ, რომ ეს არ იყო შემთხვევითი თავქარიანული გამოსვლა, რომელიც ახასიათებს ჩვენს პრეზიდენტს.

- ამ კონფედერაციაში ამერიკის ინტერესი რატომ უნდა იდოს?

- თუ ჰგონიათ, რომ ამერიკას ძალიან შესტკივა გული, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არის დარღვეული, ეს მე მგონი შეცდომაა. უპირველეს ყოვლისა, არც ერთი ამერიკელი პოლიტიკოსი არ ფიქრობს იმაზე, თუ როგორ შესძლოს საქართველომ ამ ტერიტორიების უკან დაბრუნება. ეს უკვე ისტორიას ჩაბარდა. მათი განწყობა რომ უფრო სხვანაირი ყოფილიყო, ცხადია, ადგილი არ ექნებოდა არავითარ ომს, მაგრამ მათი განწყობა არის სააკაშვილის მხარდამჭერი და არავითარ შემთხვევაში საქართველოს პრობლემების გადასაყვეტად. მათი ინტერესი არის პლაცდარმი ამ ტერიტორიაზე. ამერიკას საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვს თურქეთთან, აზერბაიჯანთან, ურთიერთობებს აწესრიგებს სომხეთთან, რატომ არ უნდა ჰქონდეს აშშ-ს სურვილი, რომ აქ შეიქმნას კონფედერაცია, რომელშიც არავითარ შემთხვევაში არ იქნება მისი მოწინააღმდეგე რუსეთი და ამ კონფედერაციაში ამერიკის საკმაოდ დიდი გავლენა იქნება. ცხადია, ასეთი რამ ამერიკას უნდა აწყობდეს და ამერიკელთა პოზიციებიდან გამომდინარე მე აქ განსაკუთრებულს ვერაფერს ვერ ვხედავ.

- ამერიკელი კონგრესმენების ვიზიტი რას უკავშირდება? როგორც ითქვა, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ვითარებაზე იქნება საუბარი…

- ამერიკას რომ თავისი ინტერესები აქვს, ეს ვიცით, აქ ჩამოსულია კონგრესმენთა დელეგაცია, ისევე როგორც კონდოლიზა რაისი, რომელიც ბათუმში ჩამოვიდა და თბილისსაც მოინახულებს (რაისის თბილისში ვიზიტი არ შედგა გაურკვეველი მიზეზების გამო – რედ.). მათი ინტერესი არის ერთი, რომ როგორმე მხარი დაუჭირონ იმ ხელისუფლებას, რომელიც ამერიკაში ითვლება პროამერიკულად, ანუ სააკაშვილს, რომ საქართველო ყოველთვის იყოს ასეთი შემართული და რუსეთის მოწინააღმდეგე; რომ ამერიკის პოზიციები იყოს მტკიცე და შეურყეველი კავკასიაში. ეს არის როგორც კონგრესმენების, ასევე ნებისმიერი ამერიკელი პოლიტიკოსის ვიზიტის მიზანი საქართველოში. არავინ ერთი წუთითაც არ იტყვის იმას, მე რომ მოგეცი მილიარდნახევარი დოლარი, შენ რას მოახმარე ეს ფული? ნუ იფიქრებთ, რომ ამერიკელი ამას იტყვის. ასეთ დროს ამერიკელი ამბობს, ჩვენ არ ვერევით საშინაო საქმეებში, ეს არის არჩეული ხელისუფლების გადასაწყვეტი და ა.შ., მაგრამ ამერიკა მშვენივრად ჩაერია საპრეზიდენტო არჩევნებში და საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე გვაცნობა, თუ ვინ იყო არჩევნებში გამარჯვებული.

- მაშინ ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ სააკაშვილის პერსონა ჯერ კიდევ საიმედო დასაყრდენს წარმოდგენს ამერიკისთვის.

- ცხადია, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის სააკაშვილი არის ნომერი პირველი დასაყრდენი ფიგურა კავკასიაში, და მით უმეტეს, საქართველოში. ყველას მოსწონს ამერიკა, ყველა კოჭს უგორებს, თუნდაც ალასანიადან დავიწყოთ და დავამთავროთ ნათელაშვილით, მაგრამ საქმე ისაა, რომ სააკაშვილზე მეტად არავის უყვარს ამერიკა, ეს ძალიან კარგად იციან იქ, გარდა ამისა, სააკაშვილს სხვა ურთიერთობები აქვს ჩამოყალიბებული ამ წლების განმავლობაში 1994 წლიდან დაწყებული. არა მარტო ვერბალური ურთიერთობები, არამედ სხვა ურთიერთობებიც აქვს ამერიკელ პოლიტიკოსებთან, ისეთი, რომელიც ჯოჯოხეთს ანათებს.

- სააკაშვილის მიმართ ობამას დამოკიდებულება ყოველთვის არის ეჭვების საბაბი, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაციისთვის სააკაშვილი ნაკლებად საინტერესოა.

- ამას ძირითადად ლაპარაკობს ოპოზიცია,ის, ვისაც სურს მათი სურვილი იყოს რეალობა. ცხადია, რესპუბლიკელებთან შედარებით დემოკრატებს ნაკლებად მოსწონთ სააკაშვილი, განსაკუთრებით 2008 წლის ომის შემდეგ, ვინაიდან იმ პერიოდში დემოკრატთა ლიდერ ობამასთვის, რომელიც საპრეზიდენტო მარათონში იყო ჩაბმული, საკმაოდ მძიმედ მისაღები უნდა იყოს სააკაშვილის და საქართველოს ასეთი შიშველი მხარდაჭერა რესპუბლიკელი მაკკეინისადმი. ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ და გარკვეული პიროვნული გრძნობებიც ხშირად გვახსენებს თავს და ხშირად ამ პიროვნულ გრძნობებს პოლიტიკაზე მაღლა ვაყენებთ. ყოველ შემთხვევაში, თუ სააკაშვილის მოქმედებებიდან გამოვალთ, პიროვნული ყოველთვის ძლევდა სახელმწიფოებრივს. ობამაც ადამიანია და მასაც კარგად ახსოვს, რა იყო 2008 წელს და როგორ აპირებდნენ ცხინვალის ომით მაკკეინისთვის ქულების შეძენას. გარდა ამისა, პიროვნულადაც, როგორც ჩანს, დიდი აღფრთოვანებით არ უყურებს ობამა სააკაშვილს, მაგრამ ობამა ხომ მარტო არ არის, მის ირგვლივ არიან დემოკრატები, რომელთა რიგებშიც გვხდებიან ისეთებიც, ვინც მიიჩნევს, რომ სააკაშვილის ხელით ბევრი რამ შეიძლება გაკეთდეს, ვგულისხმობ სადგისის ჩხვლეტას რუსეთისთვის. ანუ რუსეთის გასაღიზიანებლად ეს ის პირია, რომელიც შეიძლება გამოიყენოს თუნდაც დემოკრატიულმა ადმინისტრაციამ. ავიღოთ ის განცხადება, რომელიც გააკეთა აქ ქალბატონმა კლინტონმა. მან ხაზგასმით ილაპარაკა რუსეთის აგრესიის და მის მიერ საქრთველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ, რასაც გამოეხმაურა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კუშნერი. მან თქვა, რომ სიტყვებით და განცხადებებით არ წყდება პრობლემები, მაგრამ ამას წინათ ამერიკულ პრესაში გამოქვეყნდა ასეთი სტატია, სადაც აღნიშნულია იმის თაობაზე, რომ ამერიკის პოლიტიკოსების მხრიდან სულ მუდამ იმის განცხადება, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, უპირველეს ყოვლისა, ხელს აძლევს სააკაშვილს და აქეზებს მას უფრო აგრესიული ქმედებებისკენ. ამ სტატიას მე სრულად ვეთანხმები. აქედან გამომდინარე, ობამას არ მოსწონს სააკაშვილი, მაგრამ ეს არ არის გადამწყვეტი ფაქტორი, მთავარია ის წრე, რომელიც აკრავს ობამას და რომელიც მიიჩნევს, რომ რუსეთისთვის გარკვეული პრობლემების შესაქმნელად სააკაშვილი არის იდეალური ფიგურა.

გამოქვეყნდა გაზეთ “ახალ თაობაში”.
kote-1962
რატომ არის ირანი ვალდებული, იქონიოს ატომური იარაღი

(13 სექტემბერი, 2010)


ირანი არ აღიარებს, რომ დაკავებულია ბირთვული იარაღის შექმნით, მაგრამ დავუშვათ (მე პირადად კი იმედიც მაქვს), რომ ასეთი სამუშაოები მიმდინარეობს. შევეცდები არგუმენტირებულად დავასაბუთო ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის აუცილებლობა, ავიღებ რა საფუძვლად რუსულენოვანი პუბლიცისტის ლეონიდ რაძიხოვსკის სტატიის („ჰიტლერი XXI”) კრიტიკულ განხილვას, რომელიც მისსავე ბლოგში გამოქვეყნდა.


აღნიშნული სტატია, ისევე როგორც ამ ავტორის სტატიების უმეტესობა, გამოირჩევა ლოგიკური წყობით და არგუმენტაციით, რასაც, ერთი შეხედვით, ძნელად თუ რამეს დაუპირისპირებს კაცი, მაგრამ სინამდვილეში ეს არგუმენტაცია ხშირად ცარიელი დემაგოგიაა, რომლის უკან იმალება სურვილი მუდმივად „უკბინოს“ რუსეთის ხელისუფლებას და მთლიანად რუს ხალხსაც.

რაძიხოვსკის საკმაოდ ვრცელი სტატია პირობითად შეიძლება 4 ნაწილად დავყოთ, რომლებიც ერთობ დახუნძლულია „მარგალიტებით“. მივყვეთ ყველაფერს თანმიმდევრობით.

1.

დასაწყისში ავტორი იკვლევს საკითხს, თუ რა მოტივები ამოძრავებს ირანის ხელისუფლებას ბირთვული იარაღის შექმნის პროცესში და იქვე ეხება საკითხის როგორც პრაგმატულ, ასევე მორალურ მხარეს. დავიწყოთ პოლიტიკური პრაგმატიზმით.

სტატიის ავტორი უარყოფს ვერსიას, რომ ატომური იარაღი ირანს სჭირდება თავდაცვისთვის. თუკი რაძიხოვსკი დაიწყებდა იმის მტკიცებას, რომ რადგან ატომური იარაღი ირანს სჭირდება არა თავდაცვისთვის, არამედ, გამოდის, თავდასხმისთვის (მაგალითად, ისრაელზე), მაშინ მე საერთოდ არ დავიწყებდი ამ სტატიის წერას, იმდენად ცხადი იქნებოდა ავტორის დასკვნის აბსურდულობა. არა, რაძიხოვსკი მსჯელობს მართებულად, როცა ამტკიცებს, რომ ისრაელზე თავდასხმის შემთხვევაში ირანი მიიღებს გამანადგურებელ დარტყმას როგორც ამ ქვეყნის მხრიდან, ისევე ამერიკისგან. გამოდის, რომ ირანის მთელი ხელმძღვანელობა ჭკუიდან გადასულა, თუკი აპირებს იმ გადაწყვეტილების მიღებას, რომ პირველი თავს დაესხას ისრაელს ბირთვული იარაღის გამოყენებით. ცხადია, რომ ამგვარი რამ ძნელი წარმოსადგენია. მით უმეტეს, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების პრეცედენტი არ არსებობს, გარდა ამერიკის მიერ იაპონიის „დემოკრატიული“ დაბომბვისა, როცა ამგვარი შეიარაღება მის გარდა არავის ჰქონდა.

საინტერესოა და სიმართლეს შეესაბამება ასეთი დასკვნაც: თუკი (ციტატა) „ირანი შექმნის ბირთვულ იარაღს, ეს მოასწავებს არა მხოლოდ გაუვრცელებლობის რეჟიმის დარღვევას, არამედ ორ სრულიად სხვა მომენტს. პირველი: მოხდება დასავლეთის პოლიტიკური კაპიტალიზაციის მკვეთრი დაცემა – რაც, კერძოდ, იწვევს კიდეც იმას, რომ „ირანის მეგობრები“ სიამოვნებით აწკლაპუნებენ პირს. კიდევ უფრო მკვეთრად გაიზრდება არა მხოლოდ ირანის, არამედ მთელი რადიკალური ისლამის პოლიტიკური კაპიტალიზაცია. ირანი ხდება ამ რადიკალური ისლამის აღიარებული ლიდერი. ესეც იწვევს აგრესიული ისლამისტების და … ყველაზე აგრესიული „რუსი პატრიოტების და მართლმადიდებლების“ აღფრთოვანებას. რა საოცრებები არ ხდება ამ ქვეყანაზე…“

თუ იგნორირებას გავუკეთებთ რაძიხოვკის „უწყინარ ხუმრობებს“ და გავშიფრავთ „აგრესიულ ისლამს“ როგორც ასობით მილიონი მუსლიმის ბუნებრივ მისწრაფებას, შეეწინააღმდეგონ ამერიკის მცდელობას სტრატეგიული კონტროლი დაამყაროს მათი ქვეყნების ბუნებრივ სიმდიდრეებზე, მისი დასკვნები სწორი აღმოჩნდება, ხოლო „პროსიონისტური“ ნერწყვების ყლაპვა, შეზავებული ცივ ოფლთან იმის წარმოდგენისას, რაც მოხდება „დასავლეთის პოლიტიკური კაპიტალიზაციის მკვეთრი დაცემისას“ – გასაგები. მაგრამ საქმე ისაა, რომ ასეთი პერსპექტივაც თავისთავად არ აუქმებს იმ ფაქტს, რომ ირანისთვის ბირთვული იარაღი – პირველ რიგში – არის საკუთარი უსაფრთხოების გარანტია (ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყნისთვის). რაძიხოვსკი ამას ჯიუტად უარყოფს, მოჰყავს რა სხვადასხვა ფსევდოარგუმენტები.

მაგალითად: „არავინ ერევა ირანის საშინაო საქმეებში და არავინ მისგან არაფერს არ მოითხოვს. მხოლოდ ერთი მოთხოვნაა – არ აკეთოთ ბირთვული იარაღი და მშვიდად იძინეთ! ისევე როგორც მშვიდად სძინავს ნავთობით მდიდარ ვენესუელას, რომელიც პიარ-ომს აწარმოებს აშშ-ს წინააღმდეგ“. რა უნდა ითქვას ამაზე, განა სწორედ ვენესუელის პრეზიდენტის დამხობას არ ცდილობდნენ ვაშინგტონის მიერ წაქეზებული „პროგრესული“ ვენესუელელი ბობოლები, რომლებიც საკუთარი ნაძარცვის დაცვას ესწრაფოდნენ, სულგაყიდულ სამხედროებთან ერთად? განა ვენესუელის საზღვართან არ იქმნება აშშ-ს სამხედრო ბაზა? აი, ამას ჰქვია თურმე მშვიდი ძილი… განა აშშ და მისი სატელიტები არ მოითხოვდნენ ირანისგან „დემოკრატიზაციას“ და ლანძღავდნენ „მოლების რეჟიმს“ ჯერ კიდევ იმ დროიდან მოყოლებული, როცა ირანი არც კი ფიქრობდა ატომური პროგრამის განვითარებას? განა ამერიკელებმა არ მიუქსიეს სადამ ჰუსეინი ახალგაზრდა ირანულ რესპუბლიკას, ქვეყანას, რომელიც ისლამურ რევოლუციამდე, ამერიკის მარიონეტი შაჰის რეჟიმის დროს, იძარცვებოდა დასავლური ნავთობკომპანიების მიერ, ხოლო ხალხს ციხეებში აწამებდნენ „სავაკის“ სადისტები?

რაძიხოვსკი განაგრძობს „არგუმენტაციას“ სიცრუის მეშვეობით, თითქოს სადამ ჰუსეინმა არ შეუშვა გაეროს ინსპექტორები ქვეყანაში, და ერაყი განადგურდა სწორედ ამის გამო – არის სტატიაში ამგვარი აშკარად სუსტი ადგილებიც. მაგრამ ავტორი ერთგვარად „ასწორებს შეცდომას“ და ცდილობს წეროს უფრო დამაჯერებლად, რომ მისი არგუმენტები მკითხველმა უფრო გაიზიაროს: „ყოველ შემთხვევაში, ომის საბაბი (ერაყთან) ეს იყო: ატომური იარაღი“. ზუსტადაც რომ – საბაბი. მაგრამ რაძიხოვსკი დუმს, რომ ერაყთან ომის საბაბი გახდა არა მხოლოდ წარმოსახვითი ატომური პროგრამა, არამედ სადამ ჰუსეინის მიმართ აშკარად უსაფუძვლო ბრალდებები ალ-ყაიდას მხარდაჭერაში, იმ ალ-ყაიდასი, რომელიც ამერიკელების მიერვე არის შექმნილი თავის დროზე. ასე რომ, საბაბი ყოველთვის მოიძებნება, თუკი ძლიერნი ამა ქვეყნისა გადაწყვეტენ თავს დაესხან შედარებით სუსტებს. ხოლო ეს უკანასკნელნი, მაგალითად ირანი, რომლებსაც პრობლემები აქვთ ჯერ კიდევ ყოვლისშემძლე ამერიკასთან, იძულებული არიან იზრუნონ საკუთარ უსაფრთხოებაზე ბირთვული იარაღის მეშვეობით; საცოდავ სადამს არ ჰქონდა ატომური იარაღი, ეს მშვენივრად იცოდნენ ამერიკელებმა და ამიტომაც გაბედეს ერაყში შეჭრა. ირანელებმა ეს გაკვეთილი ძალიან კარგად გაიაზრეს, და როგორც ჩანს, გააათმაგეს ძალისხმევა, რაც შეიძლება სწრაფად შექმნან საკუთარი ატომური ბომბი, როგორც გარედან თავდასხმის შემაკავებელი აღიარებული ფაქტორი. ეს უნივერსალური (მათ შორის ირანული) თავდაცვითი ლოგიკა მაქსიმალურად ნათელია: დაგვესხმებით თავს – ჩვენ დასაკარგი არაფერი გაქვს, გიპასუხებთ ბირთვული დარტყმით, დავიღუპებით არა მხოლოდ ჩვენ, არამედ თქვენც… „შეკავება“ და „დაშინება“ – როგორც გვინდა, ისე ვუწოდოთ, მაგრამ სწორედ ამ ელემენტარული ფაქტის აღიარება არ სურთ რაძიხოვსკის მსგავს მოსიონისტო მედასავლეთეებს, რომლებსაც, რა თქმა უნდა, სულ არ ანაღვლებთ ირანის მოსახლეობაში მოსალოდნელი წარმოუდგენელი მსხვერპლი, თუკი მოხდება მასზე თავდასხმა: „ირანის თავდაცვა – არა ბირთვული იარაღია, არამედ 70-მილიონიანი მოსახლეობა“… დიახაც, სწორედ ხალხი იცავს დღეს ირანს, სხვა შემთხვევაში ის დიდი ხნის წინ ოკუპირებული იქნებოდა, როგორც ერაყი, მაგრამ მაინც უკეთესია უფრო მშვიდად გრძნობდე თავს, ბირთვული იარაღით აღჭურვილი, გარანტირებულად დაზღვეული „დემოკრატიული“ ავიაციის „წერტილოვანი“ დარტყმებისგან. ახლა მთავარია ამ რთული გარდამავალი პერიოდის გადატანა, პირველი ატომური ბომბის შექმნამდე. ამის შემდეგ კი ყოველგვარი საუბრები ირანზე ნებისმიერი ფიზიკური ზემოქმედების შესახებ თავისით შეწყდება.

„ობიექტურობის გამო“ რაძიხოვსკი არ გაურბის საკითხის მორალურ ასპექტსაც, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ირანის პოზიციებს – „კიდევ ერთი მარადიული კითხვა: რატომ შეიძლება ისრაელისთვის და არ შეიძლება ირანისთვის?“ რაძიხოვსკის პასუხია – „ირანი უარყოფს ისრაელის უფლებას არსებობაზე, ისრაელი აღიარებს ირანის უფლებას იარსებოს“.

საერთაშორისო პოლიტიკურ სისტემაში ყველა ქვეყანას აქვს უფლება სცნოს ან არ სცნოს სხვა სახელმწიფო. არაღიარება ეს იგივეა, რასაც სიონისტურ ლექსიკონში ეწოდება „ისრაელის არსებობის უფლების არცნობა“. მაგალითად, რუსეთი არ სცნობს კოსოვოს სახელმწიფოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთში ვინმე ფიქრობს კოსოვო აღიგავოს პირისაგან მიწისა ბირთვული იარაღის გამოყენებით. იგივე ხდება ირანის და ისრაელის შემთხვევაში: ირანი არ აღიარებს ისრაელს, მაგრამ მას არასოდეს განუცხადებია, რომ აპირებს ისრაელთან ღია ომს. ხოლო რადიკალური ორგანიზაციების მხარდაჭერა, როგორებიცაა „ჰამასი“ და „ჰეზბოლა“ – უკაცრავად, მაგრამ ირანის სუვერენული უფლებაა. ისრაელი, თავის მხრივ, უკვე რამდენი წელია არ ცნობს პალესტინელების უფლებას სუვერენულ სახელმწიფოზე გაეროს მიერ აღიარებულ საზღვრებში, ისევე როგორც იგონირებას უკეთებს აღმოსავლეთ იერუსალიმის საერთაშორისო აღიარებას პალესტინის სახელმწიფოს შემადგენელ ნაწილად. ეს კი პალესტინელების ბრძოლას ისრაელის წინააღმდეგ ლეგიტიმურ ხასიათს ანიჭებს (თუმცა ეს ბრძოლა ხანდახან მახინჯ ფორმებს იღებს და საღ აზრს ეწინააღმდეგება).

ესე იგი, ირან-ისრაელის კონფრონტაცია ეს ერთი საკითხია, ხოლო ირანის ბირთვული იარაღი – მეორე, რომელსაც პირდაპირი შეხება ამ კონფრონტაციასთან არა აქვს. ამასთან დავამატებთ, რომ ისრაელის გარდა (რომელიც ფლობს ბირთვულ იარაღს სიტყვიერი განცხადების გარეშე, და ტყუილად ჰგონია რაძიხოვსკის, რომ ისრაელს არ ჩაუტარებია მისი გამოცდა; ეს უბრალოდ არ გაცხადებულა. თუმცა, ერთხელ პრემიერ-მინისტრ ოლმერტსაც „წამოსცდა“, რომ ისრაელს გააჩნია ატომური იარაღი – იყო ასეთი სკანდალი მსოფლიო პრესაში) ბირთვულ იარაღს ფლობს არასტაბილური და ფეთქებადსაშიში მუსულმანური (ძირითადად სუნიტური) პაკისტანი. „რატომღაც“ ეს ფაქტი „ცივილიზებული სამყაროს“, ისევე როგორც მისი აპოლოგეტის, რაძიხოვსკის პროტესტს არ იწვევს, , და არც პაკისტანის წინააღმდეგ სანქიცების შემოღებას (მით უმეტეს, ინდოეთის წინააღმდეგ) მოითხოვს ვინმე.

2.

„შეუჩნევლად“ მივადექით რაძიხოვსკის სტატიის მეორე ნაწილს, სადაც იგი ირანს წარმოაჩენს, როგორც „ანტისემიტურ“ სახელმწიფოს (აბა როგორ უნდა აუაროს გვერდი ლიბერალების და სიონისტების საყვარელ იარაღს – „ანტისემიტიზმს“). აქ ბევრია ბანალური პასაჟებიც – ირანის ხელისუფლების შედარება ჰიტლერთან, ხოლო მძლავრი სიონისტური ლობის არსებობის აღნიშვნა, რომელიც არის ამერიკაში, ისეთივე სამარცხვინო ქმედება ყოფილა თურმე, როგორც „მაინ კამპფით“ აღტაცება და ა.შ. ბოლოს და ბოლოს, სტატიას ტყუილად კი არ ჰქვია „ჰიტლერი XXI“ – საჭიროა მისი გაძეძგვა ბანალურობებით, რომლებიც მიღებულია „ცივილიზებული სამყაროს“ მმართველ წრეებში, ასე უფრო იოლია მოეწონო „ცივილიზებულებს“, ხოლო კრიტიკოსები მარგინალად აქციო „ანტისემიტის“ იარლიყის მიწებებით.

მაგრამ ირანელთა „ანტისემიტიზმის“ დემონსტრირების მაგივრად, რაძიხოვსკი გვაჩვენებს საკუთარ აგდებულ დამოკიდებულებას ისლამის მიმართ (მისი „უწყინარი ხუმრობები“ მართლმადიდებლების მიმართ, რომლებიც მხარს უჭერენ მუსულმანურ ირანს დასავლელი ფსევდოქრისტიანების და ნეოწარმართების საწინააღმდეგოდ, ზემოთ უკვე ვახსენეთ), მაგალითად: „რა საჭიროა ებრაელების განადგურება? (მათთან ერთად პალესტინელების, თუმცა ისინი, მგონი, თანახმა არიან, ეს ხომ მათი სიკეთისთვისვე იქნება, მათ გასანთავისუფლებლად… ამქვეყნიური ტანჯვისგან). ისრაელის საპასუხო დარტყმა ირანს აუნაზღაურებელ ზიანს მიაყენებს. ან ენით აუწერელ ბედნიერებას – დაღუპულები ხომ პირდაპირ სამოთხეში ხვდებიან, სადაც მათ 10 000 წელი მოემსახურებიან მშვენიერი ჰურიები…“.

მაშ ასე, მუსლიმთა რელიგიური წარმოდგენების დაცინვა დასაშვებია, იუმორის დღესასწაულის სისრულისთვის აქ მხოლოდ მუჰამედის ცნობილი კარიკატურაღა აკლია დანიური გაზეთიდან. თქვენ კი, ძვირფასო მკითხველო, შეეცადეთ ერთი წუთით დაივიწყოთ ირანელთა „ანტისემიტიზმი“ და უბრალოდ დაფიქრდეთ ებრაული სახელმწიფოს „სიონისტურ“ ხასიათზე – რა არის ეს, თუ არა ეთნონაციონალიზმი? ამის შემდეგ შესაძლებელია თქვენც ჩაგწერონ ანტისემიტთა სიაში. მაგრამ ისლამისთვის, კერძოდ, ირანის ისლამური რესპუბლიკისთვის, უცხოა ეთნიკური ნაციონალიზმი, ებრაელების განადგურებას ისინი, რა თქმა უნდა, არ აპირებენ და არც აპირებდნენ. ხოლო მორწმუნე ქრისტიანებს ირანში დიდი პატივით ეპყრობიან. შიიტური ისლამი თავისი თეოლოგიური შინაარსით განსაკუთრებით ახლოა მართლმადიდებლურ ქრისტიანობასთან: ისევე როგორც მართლმადიდებლები, შიიტები თაყვანს სცემენ წმინდანებს, აქვთ რელიგიური საგალობლები და მეტიც, ისინი ელიან ქრისტეს მეორედ მოსვლას (მაჰდისთან ერთად). თავად პრეზიდენტი აჰმადინეჟადი, ერთ-ერთი მთავარი „ანტისემიტი“ თანამედროვე მსოფლიო ასპარეზზე, არაერთხელ აღნიშნავდა მონოთეისტური რელიგიების მიმდევართა შორის ნდობის და თანამშრომლობის განვითარების აუცილებლობას, მათ შორის კი იუდაიზმის მიმდევრებიც შედიან. ამის შემდეგ უბრალოდ სირცხვილია ამ ადამიანის და მისი მთავრობის დადანაშაულება რასიზმში, რასაც წარმოადგენს ანტისემიტიზმი (რომელიც პარადოქსალურად იცავს სემიტების მხოლოდ მცირე ნაწილს, მაგრამ ეს სხვა თემაა), ხოლო იმის მტკიცება, რომ ირანის ისლამური რევოლუციის იდეები ანტიქრისტიანულია, როგორც ამას აკეთებს რაძიხოვსკი, უბრალოდ აბსურდია და იაფფასიან პროვოკაციას წააგავს.

3-4.

სტატიის ავტორი „ჰიტლერი XXI“ გვთავაზობს ირანის ატომური პროგრამის გადაწყვეტის რეცეპტსაც. ის მომხრეა ეკონომიკური სანქციების დაწესებისა და სჯერა მათი ეფექტიანობის, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ირანი ახლო მომავალში შექმნის ატომურ იარაღს. მაგრამ ეს არის არა მშვიდობის „მტრედის“, არამედ ნამდვილი „ქორის“ პოზიცია, რომელიც ოცნებობს ირანის შიგნით არეულობაზე: „ირანი ეს ჩრდილოეთ კორეა არ არის. ხალხი იქ მიჩვეულია საკმაოდ კარგ ცხოვრებას (საინტერესო აღიარებაა – როგორც გაბედეს დასავლური დემოკრატიის გარეშე კარგად ცხოვრება?! – გ.რ.). და შეუძლიათ პროტესტიც გამოხატონ. და არა მხოლოდ ისრაელის და ამერიკის მიმართ, არამედ – „მშობლიური“ აჰმადინეჟადის მიმართაც. თუკი სანქციების მიუხედავად, ატომური იარაღი მაინც გაჩნდება – რა საჭიროა ომის დაწყება? სად არის აქ ლოგიკური აუცილებლობა? მაგრამ „რა ვაკეთოთ“? რასაც აქამდე ვაკეთებდით – მოვუჭიროთ სანქციები! ბირთვული იარაღით ხალხს ვერ დააპურებ. ვნახოთ, რა იქნება მომავალში. ვთქვათ, გამოსცადეს იარაღი. იმღერეს, იცეკვეს, იამაყეს. და რა მერე? საჭმელი არ არის. ომის დაწყება ნიშნავს ისეთი პასუხის მიღებას, რომ ქვეყანა აღარ იარსებებს… ასე რომ, სანქციები არ მიმაჩნია უჭკუო გადაწყვეტილებად“.

ჩვენი მახვილგონიერი ავტორის სამწუხაროდ უნდა ვთქვათ, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის 30 წელზე მეტი ხნის ისტორია აჩვენებს, რომ რელიგიური საზოგადოება მზად არის უპასუხოს ამაზე უფრო სერიოზულ გამოწვევებსაც და გაძლოს ძლიერი გაჭირვების და დანაკარგების პირობებშიც, რაც ომს ახლავს თან. ასე რომ, ირანელებს, რა თქმა უნდა, სურთ კარგად ცხოვრება, მაგრამ სანქციებით მათ ვერ შეაშინებ და ვერ ააჯანყებ საკუთარი ხელისუფლების წინააღმდეგ. უფრო პირიქით, პრობლემები შეიქმნება უკვე ერთი-ორი წლის შემდეგ ამ სანქციების ცხოვრებაში გატარებისას, ანტიირანული კოალიცია თავისით დაიშლება, როდესაც ცხადი გახდება, რომ ზედმეტი „ძეხვის“ არ არსებობა მაღაზიის დახლზე არ გამოიწვევს რაიმე სახის „ფერად“ რევოლუციას. ჭამა ხომ ირანელთა „რელიგია“ სრულებით არ არის, არამედ დასავლელი სიონისტ-ლიბერალების (არ აურიოთ მამაც ებრაელ ხალხში). ჭამაში იგულისხმება ყველაფერი, უშუალოდ კვებიდან დაწყებული, უაზრო „შოპინგით“ დამთავრებული, რის გარეშეც ვერ ძლებს დასავლელი ბიურგერი. სწორედ ამისთვის სჭირდებათ სიონისტ-ლიბერალებს ირანის ნავთობი და გაზი, და კიდევ ის, რომ ირანი „არ ამღვრევდეს წყალს“ „დემოკრატიზებულ“ ერაყში და ავღანეთში, და კიდევ ბევრი რამ – შეხედეთ ირანის გეგრაფიულ მდგომარეობას. ასე რომ, უმჯობესია თქვენს ობივატელებს მიხედოთ, რომ არ აბუნტდნენ ფასების ზრდის ან ერაყიდან და ავღანეთიდან მომავალი კუბოების გაზრდილი ნაკადის გამო.

აი, პრინციპში, ის არგუმენტები, თუ რატომ არის ირანი უბრალოდ ვალდებული შექმნას საკუთარი ატომური იარაღი. ამით ის ამაღლებს საკუთარ იმიჯს და პოლიტიკურ წონას რეგიონში, გამორიცხავს თავდასხმის შესაძლებლობას ყოველგვარი ბუშების, ჩეინების და ვოლფოვიცების მხრიდან, თუკი ისინი კვლავ განსაზღრავენ უტვინო გიგანტის – ამერიკის საგარეო პოლტიკას. და რაც მთელი მსოფლიოსთვის სასარგებლოა, ამით ის გამორიცხავს ერაყის და ავღანეთის მსგავს აფეთქებას მთელს რეგიონში. ახლო აღმოსავლეთში ძალთა ახალი ბალანსი დამყარდება – დასავლეთ ფლანგზე ბირთვული ისრაელი, აშშ-ს მოკავშირე, და ბირთვული ირანი, აშშ-ს ოპონენტი, აღმოსავლეთზე. სწორედ ამგვარი განაწილება აძლევს ხელს რუსეთს – და, ეს მთავარია, რაზეც რაძიხოვსკი წერს თავისი სტატიის ბოლო, მეოთხე ნაწილში (აბა როგორ უნდა დაასრულოს სტატია „ერტივიაიშნიკმა“, თუ რუსეთს არ „მიაწუწა“) – ნავთობზე ფასების შუალედური ზრდა თუმცა კი კარგია რუსეთისთვის, მაგრამ მაინც გადამწყვეტი არაა, როგორც ამას ირწმუნება რაძიხოვსკი. მაშ რას ურჩევს იგი, როგორ უნდა მოიქცნენ საფრანგეთი და ევროკავშირის სხვა წევრები, რომლებიც არ ფლობენ საკუთარ ნავთობს და გაზს? ევროპა ხომ მხარს უჭერს ამ სანქციებს, იმისდა მიუხედავად, რომ სანქციები, სავარაუდოდ, გამოიწვევს ნავთობის ფასების ზრდას? ესე იგი, ევროპელებს სხვა მოტივები ამოძრავებთ, ისევე როგორც რუსეთს სხვა ინტერესები აქვს. და არ არის საჭირო ბოღმის ნთხევა რუს ხალხზე, რომ „ისტორია რუსეთს არაფერს ასწავლის – არც ხალხს, არც ხელისუფლებას“. იმედი მაქვს, რომ ასწავლის.

გულბაათ რცხილაძე,

ევრაზიის ინსტიტუტი
kote-1962
ქართული დიპლომატიის მოკრძლებული ხიბლი – ერთხელ, იაპონიაში…


08:44 15.09.2010
[რუსიკო მუმლაძე]




“ეს მე ვარ, რუსეთის ელჩმა დამირეკა და მითხრა – აქეთ მოდი, იქით მოდიო. ის ცოტა ტაო ხომ არ არის?”, - არ გეგონოთ ეს სიტყვები ვინმეს გასაშარჟებლად მოვიფიქრეთ. ეს არის ოფიციალური წერილის შინაარსი, რომელიც არც მეტი და არც ნაკლები, საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო იაპონიაში საქართველოს ელჩისგან.




წერილის ავტორი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მიხეილ მაჭავარიანის ძმა გახლავთ. როგორც ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისგან შევიტყვეთ, დაახლოებით, 2-3 წლის წინ, ეს წერილი ხელიდან ხელში გადადიოდა და დიპლომატიური წრეების დაცინვის ობიექტი იყო, როგორც ქართული დიპლომატიის პროფესიონალიზმის “უმაღლესი გამოვლინება”.



ნათესავ-მეგობრები დიპლომატიაში

ალბათ, უკვე მიხვდით, რომ პრესა.გე-ს ჟურნალისტური გამოძიება ქართველი დიპლომატების საქმიანობასა და მათ პროფესიონალიზმს შეეხება. შეიძლება გაჩნდეს კითხვა – რატომ დიპლომატები, იქ რაღა ხდება? წესით და კანონით, იმაზე მეტი რა უნდა მოხდეს, როცა 2008 წლის რუსეთთან ომისა და ბუშის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობიდან წასვლის შემდეგ, ნაომარი საქართველო საერთაშორისო არენაზე მალევე გახდა მივიწყებული ქვეყანა.



ეს ხან სააკაშვილის ექსცენტრიულ საგარეო და არადემოკრატიულ საშინაო პოლიტიკას, ხანაც ობამას გაწონასწორებულ და მსოფლიოს გადამტვირთველ პოლიტიკურ კურსს, ხანაც რუსეთის ჭკვიანურ მოქმედებებს და უკრაინულ-ყირგიზულ შედეგებს ბრალდებოდა. ფაქტი კი ფაქტად რჩებოდა - საქართველოს პრეზიდენტს აღარ ჰქონდა სერიოზული დონის შეხვედრები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველ იარაღად აღარ განიხილებოდა.



საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე: “როდესაც ქვეყანა ელჩებად ნიშნავს 25-26 და 27 წლის ახალგაზრდებს, რომელთაც არანაირი გამოცდილება დიპლომატიური მუშაობის არ აქვს. როცა ისინი ტექნიკურ თანამშრომლებად არიან ნამუშევარი ამა თუ იმ საელჩოში და როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტროში გყავს ადამიანები, რომელთა უმაღლესი განათლების დიპლომი იწვევს კითხვის ნიშანს, ზოგს კი დიპლომატიასთან არასდროს ჰქონია შეხება, ბუნებრივია, სერიოზულ დიპლომატიაზე ლაპარაკი ვერ იქნება.



ლატვიაში ჩვენი ელჩი ზონდერბრიგადის წევრი იყო და რომელიც უკრაინაში არჩევნებზე გააგზავნეს, თუ გინახავთ სადმე, არჩევნებზე დამკვირვებლად მოქმედი ელჩი ჩადიოდეს? კაცი გამოვიდა ტელევიზიით და თქვა, არჩევნებზე დამკვირვებლად ჩამოვედიო. მან ის ვერ გაიგო, რომ ელჩი ისეთი სტატუსია, რომელიც დამკვირვებლად სხვა ქვეყანაში არ ჩადის, დაპატიჟების გარეშე. რაზე მელაპარაკებით?



სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ ის დიპლომატები, რომლებმაც გარკვეული გამოცდილება დააგროვეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან, პრაქტიკულად, ერთი ხელის მოსმით მოისროლეს დიპლომატიური სამსახურიდან. სამაგიეროდ, დიპლომატიურ სამსახურში გაამწესეს ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები, ან ამ მოძრაობასთან დაახლოებული ადამიანები. დღეს ჩვენი დიპლომატების აბსოლუტური უმრავლესობა, გვყავს არა ქვეყნის ელჩები, არამედ მიხეილ სააკაშვილის “ნაციონალური მოძრაობის” პირადი ელჩები”.



უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ სტატიის მეორე ნაწილს, სადაც ქვეყნის ყოფილი მეორე პირი ყვება, როგორ უთხრა ბელგიელმა მაღალჩინოსანმა ამ ქვეყანაში ჩვენ ელჩს: “შენ არ ხარ სააკაშვილის ელჩი, შენ ხარ შენი ქვეყნის ელჩი”.



ასევე შეიტყობთ, როგორ აშანტაჟებებნ “ნაციონალები” საქართველოში აკრედიტებულ უცხოეთის ელჩებს, გაიგებთ რაში სჭირდება საქართველოს მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისა და დიპკორპუსში კადრების არარსებობით გამოწვეული პრობლემების დროს ახალ-ახალი საელჩოების გახსნა, განსაკუთრებით – სამხრეთ ამერიკასა და აფრიკაში. ეს მაშინ, როცა საქართველოს პრეზიდენტი ავსტრიაში არ არის ნამყოფი ოფიციალური ვიზიტით, განსხვავებით - სხვა ქვეყნების ღამის კლუბებისგან...



ფული გაქვთ? გვაქვს, გვაქვს!

ახლა კი, იმის შესახებ, რა თანხები იხარჯება ქართულ დიპლომატიაზე.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საზღვარგარეთ ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების შენახვაზე 2010 წლის ბიუჯეტში 52 მილიონ 482 ათასი ლარია გამოყოფილი. ამჟამად, საქართველოს საზღვარგარეთ სულ 52 მოქმედი დიპლომატიური დაწესებულება აქვს, 302 თანამშრომელი მუშაობს და მათ ბალანზე 293 ავტომანქანა ირიცხება.



იგეგმება კიდევ 10-მდე წარმომადგენლობის გახსნა, სამხრეთ ამერიკისა და აფრიკის ქვეყნებში. ამისთვის 2 მილიონ 261 ათას 954 ლარია გამოყოფილი საქართველოს ბიუჯეტიდან.



მართალია, მაჭავარიანი იაპონიაში ელჩი აღარ არის და, ჩვენი ინფორმაციით, ამ წერილის შემდეგ მალე დაატოვებინეს ელჩის თანამდებობა, მაგრამ იაპონიაში ჩვენი საელჩოსთვის წელს გამოყოფილი თანხებით, მაინც შეიძლება მსჯელობა იმაზე, რა ფუფუნებაში ცხოვრობდა თავის დროზე იაპონიაში ვიცე-სპიკერის ძმა.



საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, 1 მილიონ 22 ათას 10 ლარით ფინანსდება საქართველოს საელჩო იაპონიაში. საელჩოს ქირაში სახელმწიფო თვეში 8 228 აშშ დოლარს იხდის. ამ დიპლომატიური წარმომადგენლობის ბალანსზე სამი მანქანა ირიცხება და 4 თანამშრომელი ჰყავს.



მაგალითისთვის მოგიყვანთ იმ საელჩოს მონაცემებსაც, სადაც მეორე დეპუტატის – განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, გოკა გაბაშვილის მამა – კოტე გაბაშვილი ამჟამადაც მუშაობს. ცნობილი ელჩი, გაბაშვილი ერთნაირი წარმატებით ემსახურებოდა ელჩად ჯერ ედუარდ შევარდნაძეს გერმანიაში, ხოლო ახლა, სააკაშვილს - იტალიაში, მალტასა და სან-მარინოში. იატალიაში, მალტასა და სანმარინოში, ასევე ქ. რომში გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წარმომადგენლობას 1 201 588–ლარიანი ბიუჯეტი აქვს.



ყოველთვიურად იტალიაში საელჩოს შენობის ქირა საქართველოს 5 ათას 428 ევრო უჯდება. იქ 5 თანამშრომელი მუშაობს. გარდა ამისა, წარმომადგენლობას ემსახურება 8 ავტომანქანა, აქედან 4 ტექნიკურად გამართულია, 4 კი - შესაკეთებელი.



21 ათას დოლარს ვიხდით პრეზიდენტის უახლოესი გარემოცვის წევრის, ბათუ ქუთელიას საელჩოს ქირაში. ამერიკაში, კანადასა და მექსიკაში საქართველოს ელჩისა და მისი დაწესებულების ეფექტური მუშაობისთვის ყველაზე მაღალი თანხა - 2 მილიონ 244 ათას 707 ლარია გამოყოფილი. საელჩოს ბალანსზეა 14 ავტომანქანა, საიდანაც 7 ჩამოწერას საჭიროებს, ერთი შესაკეთებელია. საელჩოში 14 ადამიანი მუშაობს.



საქართველოს პრეზიდენტს კი ობამა მხოლოდ ხელს ართმევს ბირთვულ სამიტზე მაშინ, როცა ქუთელია გვიცხადებს, ამერიკელები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები არიან და მათთან მუშაობა ადვილიაო.



ბათუ ქუთელია: “ელჩის მდგომარეობა, არ ვიცი, ვინ რას საუბრობს, მაგრამ ნამდვილად არ არის რთული, ელჩის საქმიანობა საერთოდ რთულია, მაგრამ ეს ერთ-ერთი ყველაზე საპატიო საქმეა. ხელფასებზე საწუწუნოდ საქმე ნამდვილად არ გვაქვს.



21 ათასი დოლარის გადახდა საელჩოს ქირაში არ არის დიდი თანხა?

- აშშ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ქვეყანა, რომელმაც 1 მილიარდი დახმარება გაუწია საქართველოს. მე მგონი, ეს საკმაოდ დიდი თანხაა”.



ნინო ბურჯანაძე: “იქ, სადაც ძლიერი და მყარი პოზიციები უნდა გვქონდეს, ჩვენი პოზიციები ძალიან სუსტია. შემიძლია, პირდაპირ გითხრათ, რომ აშშ-ში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე, სადაც პრაქტიკულად ნახევარი მსოფლიოს წარმომადგენლები იყვნენ და ლამის მთელი დიპკორპუსი იყო მიწვეული და სადაც საქართველოს საკითხიც იხილებოდა, ჩვენი ელჩი ამერიკაში არც კი მივიდა ამ შეკრებაზე. არ ვიცი, ალბათ, უფრო სერიოზული შეხვედრა ჰქონდა”.



ამერიკაც, იაპონიაც და იტალიაც ისეთი ქვეყნებია, სადაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციას თავისი სათაო ოფისები აქვს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყნებში მომსახურე ელჩები, კოლეგებისგან განსხვავებით, უფრო მაღალ ანაზღაურებას იღებენ. ექსპერტების თქმით, იმ ქვეყნებში, სადაც გაეროს ოფისებია, დიპლომატთა საზღვარგარეთ გრძელვადიანი მივლინების ხარჯები გაეროს მაღალი კოეფიციენტებით გამოითვლება და რამდენიმე ათას ევროსა, თუ აშშ დოლარს უდრის.



როგორც ჩვენი ერთ-ერთი ექსპერტი აცხადებს, დღემდე გრძელდება ფინანსური რესურსებისა და საელჩოების მორგება თანამდებობის პირებისთვის, ანუ – აშშ-ში, იაპონიასა და იტალიაში გამწესება “უპატრონო ელჩების” საქმე არ არის. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, სავარაუდოდ, ესა თუ ის კადრი ელჩად იმიტომ ინიშნება, რომელიმე მძიმეწონიანი “ნაციონალის” ახლო ნათესავი რომაა, ფაქტია, “ვარდების მთავრობაც” შევარდნაძის ხელისუფლების გზას აგრძელებს - პრესტიჟულ ქვეყნებში ელჩებად ნათესავ-მეგობრები ინიშნებიან და არავინ კითხულობს, არიან თუ არა ისინი პროფესიონალი დიპლომატები..



რას ნიშნავს “ტაო”?

დღეს, ელჩი მაჭავარიანის წერილის მოპოვება ვერ შევძელით, თუმცა, ცოტაოდენი მცდელობის შემდეგ, ოფიციალური თანამდებობის პირისგან მივიღეთ დადასტურება, რომ მას ამ წერილის შესახებ მართლაც სმენია. პრესა.გე დიდი სიამოვნებით დაუთმობს ადგილს ამ წერილის გამომგზავნს, ყოფილ ელჩს იაპონიაში, რათა, სხვას რომ ყველაფერს დავანებოთ თავი, შევიტყოთ, რას ნიშნავს სიტყვა - “ტაო”.



სხვათა შორის, როცა წერილის შესახებ კომენტარი ვთხოვეთ იტალიაში საქართვერლოს ელჩს, კოტე გაბაშვილს, ის საკმაოდ შეცბუნდა.



მინდა ერთი ისტორია გავიხსენო და დამიდასტუროთ, თუ გაქვთ ეს წერილი წაკითხული, რომელიც იაპონიის ელჩმა

– არა, მე არ ვიცი.



აბა, რა იცით, რას ვამბობ?

– იაპონიის საელჩოზე არაფერი ვიცი..



სამინისტროში გამოიგზავნა ეს წერილი…

– არა, მე არაფერი ვიცი. არ მაქვს წაკითხული, სამინისტროში არ მიმუშავია.



მიხეილ მაჭავარიანის ძმაზე ვამბობ…

– მე არ მიმუშავია სამინისტროში და არ ვიცი...



ფაქტია, ძნელი დასაჯერებელია, რომ ამ სისტემაში ნამუშევარმა და თანაც ისეთი “წონის” - ჯერ შევარდნაძის, შემდეგ კი “ნაციონალების” დიპლომატმა, როგორიც გაბაშვილია, ამ წერილის შესახებ არაფერი იცოდეს. სამაგიეროდ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ნინო კალანდაძეს გაეღიმა, როცა ელჩი მაჭავარიანის ოფიციალურ წერილზე კომენტარი ვთხოვეთ.



მაქვს ინფორმაცია, როცა იაპონიის ელჩი იყო მიხეილ მაჭავარიანის ძმა, გამოგზავნა წერილი სამინისტროში და რუსეთის ელჩზე წერდა - ეს ტაო ხომ არ არისო..

– მე ამ დროისთვის სამინისტროში არ ვიმყოფებოდი. მსმენია ამის თაობაზე, თუმცა, პირადად არ მინახავს.



რამდენად პროფესიონალი დიპკორპუსი ჰყავს საქართველოს?

– ახლა კონსტიტუცია იცვლება და ცოტა სხვა ფორმით იქნება ელჩების შესახებ ჩამოყალიბებული კანონმდებლობა. თუმცა, დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ელჩი არის სუფთა წყლის პოლიტიკური წარმომადგენელი, რომელიც ახლა, ქვეყნის განვითარების პირობებში, ახალი ფუნქციებით აღიჭურვა. მას, როგორც ასეთი, უფრო მეტად პოლიტიკური ბეგრაუნდი მოეთხოვებოდა, ვიდრე სუფთა დიპლომატიური.



ანუ, მეთანხმებით, რომ დიპლომატების არაპროფესიონალიზმის პრობლემა ქვეყანას სერიოზულად აქვს?

– ეს პრობლემა ყველაგან არსებობს. რომ გითხრათ, ჩვენ რა სახის საერთაშორისო დიპლომატებს შევხვედრივათ, არ დაიჯერებთ, რომ ჩვენ არ ვართ ყველაზე უარეს მდგომარეობაში. დიახ, მათ შორის, განვითარებულ ქვეყნებშიც, მათ შორის, ჰარვარდის დიპლომებითაც. ისეთი შეცდომები მოსვლიათ, თქვენ არ მოგივათ, არამცთუ გამოცდილ დიპლომატს. მაგრამ, რა თქმა უნდა, განათლება მნიშვნელოვანია. დიპაკადემიაზე სამუშაოა. ამისთვის ჩვენ თანხებიც გვაქვს მოძიებული. ამავდროულად, არის ესტონური და გერმანული პროექტი, მათ აქვთ ძალიან კარგი დიპაკადემია, ყველა ქვეყანას არ აქვს. ისინი გვთავაზობენ ძალიან საინტერესო პროექტს.



გამარჯვებული ხალხის დიპლომატია..

ომიდან თითქმის, წელიწადნახევრიანი დუმილის შემდეგ, სააკაშვილი, როგორც იქნა საფრანგეთის პრეზიდენტ სარკოზის შეხვდა. თუმცა, საფრანგეთის მხარეს თავი ვალდებულად არ ჩაუთვლია, ჟურნალისტების წინაშე ორივე პრეზიდენტის ერთობლივი გამოსვლის ორგანიზება მოეხდინა. არადა, როგორც წესი, სერიოზული დონის საპრეზიდენტო შეხვედრები, არათუ ბრიფინგებით, არამედ მნიშვნელოვანი დოკუმენტების ხელმოწერითაც სრულდება ხოლმე.



ამავდროულად, ობამას ამერიკამ საქართველოსკენ თითქოს–და ისევ გამოიხედა, რადგან ობამას ადმინისტრაციაში აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მისამართით პირველად იხმარეს სიტყვა “ოკუპაცია”. წინა კვირაში კი, გაეროში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია 52 ხმით მიიღეს, რაც ქართული დიპლომატიის გამარჯვებად ჩაითვალა. შარშან საქართველოს შესახებ რეზოლუცია გაერომ 50 ხმით მიიღო და წელს დამატებით ორი ხმის მოპოვება სააკაშვილის ხელისუფლების დიპლომატიური პიარის საფუძველი გახდა. თანაც, ამ რეზოლუციას, რომელიც დევნილების ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაბრუნებას ეხებოდა, ხმა არ მისცა სომხეთმა.



აქ უკვე ისმის კითხვა: რას აკეთებენ ქართველი ელჩები, რომელთა პროფესიონალიზმით ძალიან ამაყობს საქართველოს ელჩი იტალიაში კოტე გაბაშვილი?



იტალია არის ქვეყანა, რომელიც რუსეთის ერთ-ერთ პარტნიორად განიხილება, არ გიძნელდებათ იქ მუშაობა და საქართველოს ინეტერესების გატარება?

გაბაშვილი: “არავითარი რუსეთის პარტნიორად იტალია არ განიხილება. იტალია ევროკავშირის წევრი ქვეყანაა. რუსეთის პარტნიორია დსთ-ს ქვეყნები, აზიური გაერთიანება. კარგი ურთიერთობა შეიძლება აქვთ გარკვეულ პოლიტიკურ მოღვაწეებს იტალიაში ან რუსეთში, მაგრამ… არა, ნატოში ჩვენი გაწევრიანების დროს, ბულგარეთის სამიტზე, იტალიას პოზიცია არ გამოუთქვამს. მე ვიყავი იქ.



ყველა მნიშვნელოვან სიტუაციაში, როცა ევროკავშირი უჭერს მხარს საქართველოს, იტალია უჭერს მხარს საქართველოს. მაგალითად, გაეროს გადაწყვეტილებას იტალიამ მხარი დაუჭირა, საქართველოს სასარგებლო რეზოლუცია როცა მიიღეს. სომხეთი არ ვიცი, იმას ჰკითხეთ, ვისაც ეხება.



ბევრი ექსპერტი აცხადებს, რომ ახალი თაობის დიპლომატები არ არიან მაღალი დონის პროფესიონალები…

– არ არის სწორი, ჩვენ გვყავს ძალიან კარგი, ახალგაზრდა ელჩები. პირიქით, უკვე გამოვლილი გარკვეული ტაქტიკით, მათ იციან ბევრი რამ სისტემაში. ძალიან კარგი კვალიფიციური, ენერგიული ელჩები გვყავს. მე მაპატიეთ, მაგრამ უფრო მეტ ეჭვს სიტყვა “ექსპერტის” მიმართ გამვუთქვამდი, ვიდრე – ელჩების”…



პრესა.გე-ს ერთ-ერთი ექსპერტი, რომლის ღიად დასახელებაც შეგვიძლია, ნინო ბურჯანაძეა. ფაქტია, ბურჯანაძეს საგარეო პოლიტიკაში საქმიანობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. სხვათა შორის, ნინო ბურჯანაძეს უფრო ადრე ეკავა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი, ვიდრე “ნაცების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ კომიტეტის თავმჯდომარედ გაბაშვილს გაამწესებდნენ.



გარდა ამისა, გაბაშვილს ფიზიკურად ვერ ექნებოდა იმდენ უცხოელ დიპლომატთან შეხვედრა, ვიდრე ეს შეიძლებოდა ჰქონოდა ქვეყნის მეორე პირს – ნინო ბურჯანაძეს. ამავდროულად, შეგახსენებთ, რომ მას ორჯერ ეკავა საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობა. შესაბამისად, სამუშაო გამოცდილებას თუ გადავხედავთ, ექსპერტის ცოდნა და გამოცდილება, წესით, ელჩზე მეტი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ყოფილ პირველ პირს უფრო უნდა ჰქონდეს.



ნინო ბურჯანაძე: “რომელ გამარჯვებაზე მელაპარაკებით? ასეთი რეზოლუციები არაერთი აქვს გაეროს მიღებული. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ვიდრე ქვეყნის ხელისუფლებაში სააკაშვილი და მისი გარემოცვა იქნება, გაეროს არცერთი რეზოლუცია და არც სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის არცერთი გადაწყვეტილება არ შესრულდება. ყველა ამ დოკუმენტის შესრულებას, მინიმუმ, თუ კეთილი ნება არა, რუსეთის ნეიტრალური პოზიცია მაინც სჭირდება. ამიტომ, თავს ნუ ვიტყუებთ.



იცით რა… შეიძლება ის ადამიანი, რომელიც, დავუშვათ, რაიონში ცხოვრობს, ან თბილისში, არ არის დიპლომატი და არ ევალება იცოდეს, რა წესით მიიღება გაეროს რეზოლუციები; შეიძლება ეს ადამიანი მოტყუვდეს და ჩათვალოს, აი, 50-ის ნაცვლად 52 ხმა მივიღეთ და გაიმარჯვა ჩვენმა დიპლომატიამო. უკაცრავად, მაგრამ რამდენი წევრია გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში?



გაეროში 200-მდე წევრი-სახელმწიფოა. დაახლოებით 200 სახელმწიფოდან, 50 რომ გიჭერს მხარს და დანარჩენი – არა, ეს რანაირი დიპლომატიის გამარჯვებაა? შარშანდელის შემდეგ 2 სახელმწიფო რომ მოგემატა, მათ შორის ინდოეთი, რომელსაც თვითონ აქვს სეპარატიზმის პრობლემა, ეს რა გამარჯვებაა? ისევე, როგორც ნამდვილად არ იყო ქართული დიპლომატიის გამარჯვება, როდესაც შარშან, ჰააგაში საქართველოს სარჩელის მიღების საკითხი გადაწყდა ერთი ხმით. ერთი ხმით როცა რაღაცას იგებ, ეს არ არის შენი დიპლომატიის გამარჯვება. ეს არის შენი დიპლომატიის კრახი.



გამახსენეთ, ბოლო სამი წლის განმავლობაში, თუნდაც ერთი სერიოზული დოკუმენტი, რომელიც ხელმოწერილი იქნა ჩვენს პრეზიდენტსა და რომელიმე ქვეყნის სახელმწიფოს მეთაურს შორის?”…
kote-1962
„ხელისუფლების ცვლილება დაპირისპირების, შეთქმულების, მშვიდობიანი თუ სისხლიანი გადატრიალების მეშვეობით მოხდება“


10:42 15.09.2010
[გეგა ბერიძე]
საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისია კონსტიტუციურ ცვლილებათა პროექტს აფასებს როგორც „შეუსაბამოს და საშიშს ქართული სახელმწიფოსთვის“. კომისიის წევრები აცხადებენ, რომ წარმოდგენილი ცვლილებები ხელს არ შეუწყობს ქვეყანაში რეალური დემოკრატიული და სამართლებრივი გარემოს შექმნას. კომისიის დასკვნით, წარმოდგენილი ცვლილებებით აღმასრულებელი ხელისუფლება (მთავრობა-პრეზიდენტის ტანდემი) ისეთივე ყოვლისშემძლე და უკონტროლოა, როგორც მოქმედი კონსტიტუციით.

ბოლო დღეებში კონსტიტუციის განხილვის პროცესში სამი არასაპარლამენტო ოპოზიციური გაერთიანება – „თავისუფალი დემოკრატები“, „ახალი მემარჯვენეები“ და „მრეწველები“ ჩაერთვნენ. მათი ძირითადი შენიშვნაც კვლავ სახელისუფლო შტოებს შორის ბალანსის დაცვას უკავშირდება, რასაც, ოპოციზიის მტკიცებით, მომზადებული პროექტი ვერ უზრუნველყოფს.

ირაკლი ალასანია დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება საკონსტიტუციო პროექტთან დაკავშირებით მათ შენიშვნებს არ გაიზიარებს. ალასანია იმედოვნებს, რომ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიცია უმცირესობაში დატოვებს ნაციონალური მოძრაობას და ამით შეუშლის ხელს სააკაშვილის გაპრემიერებას. „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის თქმით, „არის მცდელობა სააკაშვილის მიერ კონსტიტუციის საკუთარ ინტერესებთან მორგების და კონსტიტუციის ინსტრუმენტად გამოყენება ხელისუფლებაში დარჩენისათვის“.

„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერს დავით გამყრელიძეს მიაჩნია, რომ სახელისუფლებო შტოებს შორის ბალანსის შენარჩუნება არც ახალი კონსტიტუციის პროექტით არის უზრუნველყოფილი. მისივე თქმით, „თუკი მოქმედი კონსტიტუციით, მთელი ძალაუფლება პრეზიდენტის ხელშია თავმოყრილი, ახალი კონსტიტუციის პროექტის თანახმად, ქვეყანას სუპერ-პრემიერ-მინისტრი ეყოლება“.

ხანგრძლივი მუშობის შემდეგ საზოგადოებრივმა საკონსტიტუციო კომისიამ კონსტიტუციურ ცვლილებათა პროექტზე საკუთარი დასკვნა გამოაქვეყნა. 6 გვერდიან დოკუმენტში პროექტი შეფასებულია, როგორც შეუსაბამო და საშიში ქართული სახელმწიფოსთვის.

კომისიის წევრები აცხადებენ, რომ წარმოდგენილი ცვლილებები ხელს არ შეუწყობს ქვეყანაში რეალური დემოკრატიული და სამართლებრივი გარემოს შექმნას, ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვასა და რეალიზაციას, ასევე, ეკონომიკურ განვითარებას, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სტაბილურობასა და პროგრესს.

საზოგადოებრივი კომისია კიდევ ერთხელ მოითხოვს, პროექტი, ყოველგვარი საპარლამენტო განხილვების გარეშე, გამოთხოვილი იყოს საკანონმდებლო ორგანოდან.

დასკვნის მიხედვით, ცვლილებები საერთოდ არ შეეხო ქვეყნისათვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც რეალურად ქმნიან დემოკრატიული კონსტიტუციის საყრდენს. კერძოდ, ცვლილებები არ ეხება სამართლიანი საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებას; მოსახლეობისათვის შრომითი უფლებების უზრუნველყოფასა და მინიმალური სოციალური გარანტიების შექმნას; კერძო საკუთრების რეალურ ხელშეუხებლობასა და დაცვას; მედიის თავისუფლებას; საპარლამენტო ოპოზიციის კონსტიტუციურ უფლებებს რეალური კონტროლის განსახორციელებლად ხელისუფლების საქმიანობაზე და სხვა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პროექტში პარლამენტის უფლება, თავად მოახდინოს მთავრობის ფორმირება, რაც პროექტის ყველაზე მნიშვნელოვან ნოვაციად და დემოკრატიულ ნაბიჯად ითვლება, ფორმირების პროცედურით (მუხლი 80, პუნქტები: 5 და 6) უაღრესად ჩახლართული და გაჭიანურებულია. ხოლო მთავრობის ფორმირების შემდეგ, იმისდა მიუხედავად, პრეზიდენტის ინიციატივით განხორციელდა იგი, თუ თავად პარლამენტმა მოახდინა, პარლამენტი რეალურად კარგავს მისი გაკონტროლებისა და მასზე ზემოქმედების საშუალებას. ეს იმ შემთხვევაშიც, თუ მთავრობის საქმიანობას მხარს არ უჭერს პარლამენტის შემადგენლობის ნახევარზე მეტი, რომ არაფერი ითქვას საპარლამენტო ოპოზიციაზე (მუხლი 81).

კომისიის წევრების განმარტებით, წარმოდგენილი ცვლილებებით აღმასრულებელი ხელისუფლება (მთავრობა-პრეზიდენტის ტანდემი) ისეთივე ყოვლისშემძლე და უკონტროლოა, როგორც მოქმედი კონსტიტუციით. მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადება (სიითი შემადგენლობის 3/5), პარლამენტისათვის, ფაქტობრივად, გადაულახავ დაბრკოლებას წარმოადგენს, ხოლო ორგანულ კანონთა კატეგორიის გაუქმება და პრემიერ მინისტრის უფლება, ნებისმიერ კანონპროექტთან დაკავშირებით დასვას მთავრობისადმი ნდობის საკითხი (მუხლი 811), უძლიერესი მექანიზმია მთავრობის ხელში პარლამენტზე დიქტატის განსახორციელებლად; მაშინაც კი, როდესაც მთავრობას არ გააჩნია პარლამენტის უმრავლესობის მხარდაჭერა.

„ორად „გახლეჩილი“ აღმასრულებელი ხელისუფლება (პრეზიდენტი-პრემიერი), აღჭურვილი საკმაოდ ძლიერი, ერთმანეთისაგან მკაფიოდ გაუმიჯნავი აღმასრულებელი, საკანონმდებლო და საგარეო ურთიერთობის უფლებამოსილებებით, გაყოფილი და ექსკლუზიურად დაქვემდებარებული ძალოვანი სტრუქტურებით (პრეზიდენტი-არმია, პროკურატურა, სასამართლო; მთავრობა-შინაგან საქმეთა სამინისტრო, გამოძიება, სპეცრაზმები) ერთობ მძიმე და სახიფათო ვითარებას ქმნის.

თუ პრეზიდენტსა და პრემიერს შორის ურთიერთობა „გარკვეულია“ და ერთი აღიარებს მეორის უპირატესობას (პირველობას), მაშინ აღმასრულებელი ხელისუფლება ერთიანია და შესაძლებლობა ეძლევა დაუბრკოლებლად განახორციელოს დიქტატი როგორც პარლამენტის, ასევე სასამართლოსა და მთელი ერის მიმართ; ხოლო თუ ეს ურთიერთობა „გარკვეული“ არ არის, მაშინ ცდუნება და შესაძლებლობები (როგორც მატერიალური, ასევე პოლიტიკური და ადამიანური რესურსების თვალსაზრისით) დაპირისპირებისა პრეზიდენტსა და პრემიერს შორის იმდენად დიდია, რომ მასში ბუნებრივად აღმოჩნდება ჩართული როგორც სახელმწიფო-ბიუროკრატიული აპარატის სრული შემადგენლობა, ასევე ძალოვანი სტრუქტურები და მოსახლეობა.

ჩვენ მივიღებთ ქვეყანას, სადაც ხელისუფლების ცვლილება არჩევნების გზით კი არ განხორციელდება, არამედ ღია თუ ფარული დაპირისპირების, შეთქმულების, მშვიდობიანი თუ სისხლიანი გადატრიალების მეშვეობით“, – ნათქვამია საზოგადოებრი საკონტიტუციო კომისიის დასკვნაში.

კომისიის წევრები აღნიშნულ დასკვნას დეტალურად გააცნობენ ვენეციის კომისიას. ვენეციის კომისიის დელეგაციას, რომელსაც კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო უხელმძღვანელებს, საქართველოში 16 სექტემბერს ელოდებიან.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო პროექტის სახალხო-საჯარო განხილვის კომისიამ უკვე შემაჯამებელი სხდომა გამართა და ამით დაახლოებით თვენახევრიანი მუშაობა დაასრულას.

კომისიამ პარლამენტის სპიკერ დავით ბაქრაძის თავმჯდომარეობით პირველი შეხვედრა 28 ივლისს გამართა. ამ ფორმატში საკონსტიტუციო პროექტზე მსჯელობა ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებისა და სამეცნიერო-აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან ჩატარდა.

ბოლო დღეებში პროცესში სამი არასაპარლამენტო ოპოზიციური გაერთიანება – „თავისუფალი დემოკრატები“, „ახალი მემარჯვენეები“ და „მრეწველები“ ჩაერთვნენ, რომლებმაც საკუთარი მოსაზრებები და შენიშნვები კომისიას უკვე გააცნეს. ძირითადი შენიშვნა კვლავ სახელისუფლო შტოებს შორის ბალანსის დაცვას უკავშირდება, რასაც, ოპოციზიის მტკიცებით, მომზადებული პროექტი ვერ უზრუნველყოფს.

პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია დავით ბაქრაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება საკონსტიტუციო პროექტთან დაკავშირებით მათ შენიშვნებს არ გაიზიარებს.

„როგორც ჩანს, ჩვენი შენიშვნები გაზიარებული არ იქნება და უმრავლესობა ამ პროექტს გაიტანს. მაგრამ ჩვენი ამოცანა იქნება შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე უმცირესობაში დავტოვოთ ნაციონალური მოძრაობა და ამით შეუშალოთ ხელი სააკაშვილის პრემიერობას“ – აცხადებს ირაკლი ალსანია. თუმცა ისიც აღნიშნა, რომ მიუხედავად მათი შენიშვნების არგაზიარებისა ასეთ შეხვედრებს ყოველთვის აქვს აზრი და საჭიროა ამ შეხვედრების გამართვა.

„ყველა უნდა შევეჩვიოთ იმ აზრს, რომ ქვეყნისათვის საჭირო საკითხები მხოლოდ დიალოგით უნდა წყდებოდეს და სხვანაირად ვერ გადაწყდება“, – აცხადებს ალასანია, თუმცა იგი იმასაც აღნიშნავს, რომ ეს იყო პირველი და ბოლო შეხვედრა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით და ხელისუფლებასთან შეხვედრებს აღარ აპირებს.

რაც შეეხება მისი პარტიის პოზიციას, თავად ცვლილებებთან დაკავშირებით ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ მისი პოლიტიკური ძალა მხარს უჭერს შერეულ საპარლამენტო მოდელს ძლიერი პრეზიდენტის ინსტიტუტის და ძლიერი საპარლამენტო კონტროლის მექანიზმებით. ხელისუფლების მოდელში კი ყველაზე ძლიერი არის პრეზიდენტი და შეთანხმება სწორედ ამ პრინციპებთან დაკავშირებით ვერ ხერხდება.

მეორე პრინციპული სხვაობა კი ალასანიას თქმით, „ის არის, რომ ეს არის მცდელობა სააკაშვილის მიერ კონსტიტუციის საკუთარ ინტერესებთან მორგების და კონსტიტუციის ინსტრუმენტად გამოყენება ხელისუფლებაში დარჩენისათვის“.

„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერს დავით გამყრელიძეს მიაჩნია, რომ სახელისუფლებო შტოებს შორის ბალანსის შენარჩუნება არც ახალი კონსტიტუციის პროექტით არის უზრუნველყოფილი.

გამყრელიძის განცხადებით, „თუკი მოქმედი კონსტიტუციით, მთელი ძალაუფლება პრეზიდენტის ხელშია თავმოყრილი, ახალი კონსტიტუციის პროექტის თანახმად, ქვეყანას სუპერ-პრემიერ-მინისტრი ეყოლება“.

„მთავარი შენიშნვა ჩვენი მხრიდან სწორედ ბალანსის დაუცველობაში მდგომარეობს, რაც პრობლემაა როგორც მოქმედ კონსტიტუციაში, ისე ახალი კონსტიტუციის პროექტში“ – აცხადებს გამყრელიძე.

რაც შეეხება „დემოკრატიული მოძრაობის - ერთიანი საქართველოს“ ლიდერის ნინო ბურჯანაძისა და სხვა არასაპარლამენტო ოპოზიციონერი ლიდერების პრეტენზიას, რომელიც ირაკლი ალასანიას, „მემარჯვენეებისა“ და „მრეწველების“ ხელისუფლებასთან კონსულტაციებში ჩართვას ეხება, გამყრელიძის განმარტებით,

„ახალ მემარჯვენეებს“ არ აქვთ ილუზია, რომ კომისია და მმართველი გუნდი მათ ყველა შენიშვნას გაიზიარებენ, თუმცა ამ მიმართლებით პოზიციის დასაფიქსირებლად ყველა შესაძლო გზა უნდა იყოს გამოყენებული“.

ახალი საკონსტიტუციო პროექტის განხილვის პროცესმა უშუალოდ პარლამენტში გადაინაცვლა.

http://www.presa.ge/new/?m=politics&AID=909
kote-1962
მათხოვრობა მეორე პროფესიად იქცა


16:06 14.09.2010
[გეგა ბერიძე]

ხელისუფლების წარმომადგენლებს უყვართ სხვადასხვა სფეროებში „განვითარების ბუმზე“ საუბარი. სხვაზე რა მოგახსენოთ და თბილისში მათხოვრობის ბუმზე საუბარი ნამდვილად შესაძლებელია. საითაც არ უნდა გაიაროთ ქალაქში (ქუჩაში, ავტობუსში, მეტროში) ფართოდ ხელგაწვდილი ადამიანი აგედევნებათ და შესაძლოა ჯიბეში სასწაულებრივად ჩარჩენილი ბოლო ათთეთრიანის გაგდებინებას შეეცდება.
თუმცა აუცილებელია მოწყალების მთხოვნელთა მზარდი წრის გარკვეული დიფერენციაციაც. შეუძლებელია დილის 7 საათზე მეტროს ვაგონში შემოსულმა მათხოვარმა ბავშვმა, ან მოხუცმა არ შეგძრას. ბოლო ხანს ხშირია შემთხვევა, როდესაც მატარებლის ერთ ვაგონში ერთდროულად ორი მთხოვნელი შემოდის, რაც ამ სფეროში „განვითარების ბუმის“ უტყუარი მაჩვენებელია.

ცალკე თემაა თბილისური მთხოვნელების მეთოდები. პატარა ბავშვები ხშირად მღერიან. უფრო სწორად, განწირული ხმით ცდილობენ იმღერონ.

განსხვავებულად თხოულობენ ზრდასრული ადამიანები. როგორც წესი ისინი ხმას არ იღებენ. მათი მთავარი კოზირი მაინც ფორესტ გამპისეული გაშტერებაა და როგორც ჩანს იგი ამართლებს.

ხოლო მოხუცებს აღარც სიმღერა შუძლიათ და არც მიზანმიმართული გაშტერება. ისინი მატარებლის დაძვრამდე ასწრებენ რამდენიმესტრიქონიანი აუცილებელი წინადადების წარმოთქმას და უხმოდ გამოწვდილი ხელით გადიან გრძელ სალონს.

მზისქვეშეთის მათხოვრები გაცილებით უფრო მიმწოლნი და მომთხოვნი არიან, ვიდრე მათი მიწისქვეშელი კოლეგები. ყვითელ ავტობუსში მორიგი მოწყალების მთხოვნელი ამოვიდა სულისშემძვრელი განცხადებით. ჩანს წინა ცხოვრებაშიც ხშირად უწევდა უსტარების დაწერა და პროფესიონალიზმი სახეზეა:

„დამეხმარეთ, საყვარელო ხალხო! ერთადერთი შვილი მიკვდება საავადმყოფოში, თუ ექიმებს ფულს არ მივუტან. გადამირჩინეთ შვილი, გეხვეწებით დაჩოქილი თქვენს წინაშე!“ - ამას ამბობს, სიტყვას საქმესაც აყოლებს და ერთი ფეხით მართლაც იჩოქებს! მიზანი მიღწეულია, ერთიანად დაზაფრული და შეწუხებული მგზავრები ჯიბეების მოფხეკას იწყებენ.

მაგრამ ამ დღეებში მგზავრების ნაცვლად „ბოგდანის“ მძღოლს ნერვებმა უმტყუნა. „ავადმყოფი შვილის და ფულზე დახარბებული ექიმების“ მარადიულ ამბავს ვეღარ გაუძლო და მანქანა მოულოდნელად შუა გაჩერებაზე დაამუხრუჭა:

„ნამუსი არ გაქვს ქალო, ვინ ხარ შენ ბოლო–ბოლო. მარტო ჩემს ავტობუსში უკვე მეცხრეჯერ ამოხვედი და ყველაფერს ვფიცავარ აღარ შემიძლია შენი ტყუილების მოსმენა. წინა დღეებში სულ სხვა მიზეზებს ამბობდი და დღეს სხვას. დამასვენე, ღამის პირველ საათამდე სამუშაო მაქვს, ბოლოს და ბოლოს შენ ხომ არ გადაგყვები, სახლში ცოლი–შვილი მელოდება, წილში შენ ხომ არ გამიყვან!“ – გადარეულმა მძღოლმა მანქანა მანამ არ დაძრა, სანამ სალონი იძულებით არ დაატოვებინა.

აფთიაქში მედიკამენტები შევიძინე და გამოვდივარ. ვფიქრობ წამლებზე და მკურნალობის შედეგებზე. თან მეორე აფთიაქში მიმეჩქარება, დანარჩენი მედიკამენტების საყიდლად. კარებში ენერგიული მათხოვარი მხვდება ტექსტგამოწვდილი. მეჩქარება, გვერდს ვუვლი. არ მშორდება და ტექსტს ყველას წინაშე თვალწინ გამომწვევად მიფრიალებს. უკანასკნელი მათხოვარივით ვგრძნობ თავს, ის კი კმაყოფილია. მართალია ფული ვერ დამცინცლა, მაგრამ პატიოსანი ხალხის წინაშე ხომ მაგრად შემარცხვინა.

მეცხრე საავადმყოფოს ეზოში ყველა ჯურის მათხოვრების გვირგვინოსან ბელადებს – ბოშებს, იგივე „ციგნებს“ ვაწყდები. წინ ზრდასრული ბოშა მოუძღვით. წინ მიშლის მათხოვრობაში გავარჯიშებულ ხელს და თვალებში საწყლად შემომცქერის. როგორც ყოველთვის მეჩქარება და გვერდს ვუვლი. მოულოდნელად უკან დადევნებული – „შე მათხოვაროო!“ უსიამოდ ჩამესმის.

თითქმის ყოველდღე ვაკეში, ტაბიძის ძეგლის მოპირდაპირე მხარეს გვირაბის ბოლოს მოწყალების მთხოვნელი მთელი ოჯახი მხვდება. ცოლ–ქმარი მთელი დღე მათხოვრობს, ხოლო ულამაზესი პატრა ბავშვები (გოგონები) ხან ბეტონის ცივ ბორდიურებზე შესკუპდებიან, ხან – კიბეებზე. ეს ბავშვები გაცინებული, ან თუნდაც გაღიმებული ჯერ არ მინახავს. საჭმელსაც აქვე მათხოვრობით ნაშოვნი ფულით მიირთმევენ. ჩანს ოჯახის უფროსს (ერთიანად გაძვალტყავებულ კაცს) აქ ნაშოვნი ფული არ ჰყოფნის და საღამოჟამს ის ჭავჭავაძის გამზირის სანაგვე ურნებს ბოთლებისთვის შემოივლის ხოლმე.

პატარა ბავშვები კი მთელი დღე იქ არიან. გარშემო სივრცე სულ უფრო კლებულობს. გვირაბი სანახევროდ გადაღობილია. ზემოთ, ორივე მხარეს დაუსრულებელი ახალი მშენებლობები მიმდინარეობს. ერთადერთი, ამ ქვეყანაში ამ დიდებისთვის და პატარებისთვის სამათხოვრო სივრცე არ მცირდება, პირიქით იმატებს.

ნუკრი დევნოზაშვილი, თბილისელი: „ყოველ დღე მეტროთი მიწევს სიარული და ძალიან მტკივა გული ამდენ გაჭირვებულს რომ ვხედავ. განსაკუთრებით მოხუცები მეცოდებიან. როგორ შეიძლება მივაღწიოთ თუნდაც 10 წელიწადში რომ არცერთი მათხოვარი აღარ იყოს ჩვენს ქვეყანაში?

ვფიქრობ უნდა დაიწყოს ახალგაზრდების და ბავშვების რაღაც მიმართულებით დასაქმება, ან ცოდნის მიცემა: მშენებლობებზე, გინდ სოფლებში მიწის დასამუშავებლად, მოსავლის ასაღებად. ისე მაინც იქნება, რომ მომავალი თაობაში აღარ გვეყოლება ამდენი გაჭირვებული“.

გიორგი თვაური: „ეს ჩემთვისაც ძალიან მტკივნეული საკითხია. ყველაზე მეტად მეც მოხუცები მეცოდებიან. მე მაგალითად მისაუბრია ასეთ ბებოებთან და ბაბუებთან და წარმოიდგინეთ, რომ ხშირ შემთხვევაში ეს მოხუცი ადამიანები, რომელსაც შეიძლება რამოდენიმე წელი დარჩენიათ ამ ქვეყანაზე, მარტო საკუთარ თავს კი არა ოჯახსაც კი არჩენენ ამ გზით. მათთვის ეს რაღაც ცხოვრების წესად იქცა. ნორმაა. არადა, ეს ხომ საშინელებაა.

ბავშვებს რაც შეეხება, არსებობენ დაწესებულებები, რომლებიც ასეთ ბავშვებს თავისთან ღამის გათენების საშუალებას და საკვებს აძლევენ. თუმცა, დღის განმავლოაში ეს ბავშვები კვლავ მოწყალებას ითხოვენ. კიდევ ვიცი, სპეციალური ცენტრები სადაც ბავშვებს ასწავლიან მინანქარს და სხვა ხელობებს. თუმცა ასეთი ცენტრები ძალიან მცირე რაოდენობითაა. კარგი იქნებოდა, რომ არსებობდეს ისეთი ბავშვთა სახლები, რომლებიც ზოგადის გარდა რამე სპეციფიურ ხელობასაც ასწავლიდნენ და ხელს უწყობდნენ მათ დასაქმებას“.

ნატალი ოქროპირიძე: „ყველაზე ცუდი მართლაც ისაა, რომ ცხოვრების წესად აქვთ გადაქცეული. ბათუმში ვიცი შემთხვევა, გაზეთ “ბათუმელების” მთავარმა რედაქტორმა მოძებნა ეგეთი ბავშვები და დაასაქმა ამ გაზეთების დარიგებით, ანაზღაურებაც იმდენი მისცა, რომ უნდა ყოფნოდათ თავისუფლად; მაგრამ მაინც მათხოვრობდნენ“.

ნუგზარ მეტრეველი: „ერთი იდეა დამებადა თავში. მოგეხსენებათ, ქალაქში არის უამრავი მათხოვარი ადამიანი: ქალი, კაცი, მოხუცი, ავადმყოფები, ბავშვები და ასე შემდეგ. აქედან ზოგს არც ისე უჭირს, რომ სამათხოვროდ ჰქონდეთ საქმე. პირიქით. (მე მათხოვარი ისეთ ზმანზე გავჩითე, შემშურდა. ღმერთო, მაპატიე. ) ეს ადამიანები დგანან ეკლესიებთან და პროფესიად აქვთ უკვე ქცეული მათხოვრობა. ადრე იძახოდნენ „დამეხმარეთ“, ახლა ერთად რომ ზიან, იძახიან „დაგვეხმარეთ“.

როგორ გინდა გამოარჩიო, სინდისი შეგაწუხებს და იძულებული ხარ მეორესაც მისცე. თან ზოგი ისეთი გულუბრყვილო თვალებით გიყურებს, ამ დროს ჯიბე შეიძლება ამოტენილი ჰქონდეს. ზოგი კიდევ გულწრფელად მეცოდება. მაგალითად: მოხუცები, რომლებსაც თავიანთმა შვილებმა უმტყუნეს და ახლა ლუკმა პურისთვის ქუჩაში დგანან. ბავშვები, პატარები ოღონდ, რომლებმაც არ იციან რას სჩადიან და რომლებსაც საკუთარი მშობლები აგდებენ სახლიდან.

არსებობს მათხოვრების მეორე კატეგორია, რომელსაც უბრალოდ არ რცხვენია ხელის გამოშვერა და იოლ ფულს შოულობს; დგას ეკლესიასთან, ფარისევლობს და ხალხს თავს აცოდებს.( თუ ვტყუი რამეში, ღმერთმა მაპატიოს. ) ასეთ ადამიანს, ორივე ხელიც მთელი აქვს და ორივე ფეხიც. შეუძლია რაღაც გააკეთოს და იმუშაოს. ბოლო–ბოლო წავიდეს და ვაგზალზე „ტაჩკაზე“ იმუშაოს და საკუთარი ფული ექნება. თუმცა არ უნდა, რადგან იცის ხელის გაშვერით უფრო მეტიც მოვა და თან სულ ერთი ადგილის ფხანაში... ბევრიც კიდევ ბავშვებით სპეკულანტობს. ციგნებზე ლაპარაკიც არ მაქვს, მაგათ სისხლში აქვს მათხოვრობა ალბათ. თან მაგარი უნამუსოები არიან და ნაგლები.

მოკლედ რა მინდა. ჩვენმა მთავრობამ შექმნას კომისია. ამ კომისიის ფუნქცია კი მდგომარეობდეს შემდეგში: ცალკეულად შეისწავლის ქალაქში მათხოვრების საკითხს. კომისიას ეყოლება თავის დაქვემდებარებაში ხალხი, რომლებიც გავლენ ქალაქში, დაელაპარაკებიან მათ, გაიგებენ თუ რა შეუძლიათ და რა არა. მოკლედ ბიოგრაფიას შეადგენენ და ამის შემდეგ უკვე კომისიის წევრებს წარუდგენენ მათ მონაცემებს. (ეს ამბავი 1 და 2 დღეში ვერ მოხერხედება, დროა საჭირო).

კომისია შეისწავლის ამ ყველაფერს და ყველანაირად შეეცდება, რომ დაასაქმოს ქუჩაში მდგომი მათხოვარი. მოხუცებს რაც შეეხება, თავიანთი თახმობის საფუძველზე განათავსონ პანსიონატებში, სადაც უფრო მშვიდად იქნებიან და ქუჩაში არ მოუწევთ მთელი დღე ლუკმაპურისთვის მათხოვრობა და დგომა. ავადმყოფები კიდევ სამკურნალო დაწესებულებებში მოათავსონ, სადაც მკურნალობის ქვეშ იქნებიან. შეიძლება ისინიც გამოჯამრთლდნენ და ამის შემდეგ ეს ადამიანებიც დასაქმდნენ რაიმეთი.

ბავშვებს რაც შეეხება. რა თქმა უნდა მათივე სურვილით მოაწყონ სხვადასხვა სკოლებში და ანი-ბანს მაინც ისწავლიან, სხვა თუ არაფერი. ელემენტარული პირობა შეიქმნას იმისა, რომ ეს ბავშვი ქუჩაში არ გამოვიდეს სამათხოვროდ. ამ ყველაფრის საბოლოო შედეგი კი იქნება შემდეგი: მათხოვრების რიცხვი ქალაქში მკვეთრად შემცირდება. რაც მართლა წინ გადადგუმული ნაბიჯია ქვეყნისთვის. მართლა სირცხვილია ხალხო ამდენი მათხოვარი და ქვეყანაში მათხოვრობა როცა მეორე პროფესიად არის ქცეული.

გთხოვთ ცუდად ნუ გამსჯით... დამერწმუნეთ ძალიან, ძალიან მაგრად მეცოდება ეს ხალხი და ღმერთს ყოველთვის ვთხოვ, რომ მათ დღეში ნუ ჩამაგდებს ცხოვრება და სხვას ყველაფერს ეშველება, ასე თუ ისე. მოკლედ ეს მინდოდა მეთქვა“.

http://www.presa.ge/new/?m=society&AID=891
kote-1962
ქართველი მოხელეები ტრაბახში სპეციალურად ვარჯიშობენ?!


10:26 14.09.2010
[ეკა ბაქრაძე]
ქართველი მოხელეები ვერადავერ გადაეჩვივნენ, რომ უშედეგო ტრაბახს თავი ანებონ და თავი საქმით გამოიჩინონ. მაგრამ, როცა მათთვის მაგალითის მიმცემი პრეზიდენტია, ძნელია ზემოაღნიშნული თავი მოთოკო და უცხოელ კოლეგებთან ან დონორებთან არ დაიკვეხნო.

ამჯერად საქართველო ფინანსური კრიზისი დაძლევის მხრივ ერთ-ერთ ლიდერ ქვეყნად დასახელდა. ისეთი შთაბეჭდილება რჩება თითქოს ჩვენი ჩინოვნიკები ტრაბახში სპეციალურად ვარჯიშობენ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, საომარი მოქმედებებისა და ფინანსური კრიზისის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა ზრდას განაგრძობს და რაც ყველაზე მთავარია, კრიზისის დაძლევის მხრივ იგი რეგიონის ლიდერიცაა. ასეთი თავმოსაწონი განცხადება ქადაგიძეს იმისათვის დასჭირდა, რომ “თბილისი მარიოტში” მსოფლიო ბანკისა და ეროვნული ბანკის ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე უცხოელ კოლეგებთან თავი მოეწონებინა.

”განვლილმა კრიზისებმა რისკების ეფექტურად მართვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აჩვენა. საქართველომ ბოლო წლებში როგორც საშინაო, ისე საერთაშორისო თვალსაზრისით არაერთი შოკი გადაიტანა, მაგრამ მიუხედავად ამისა, პრობლემების მოგვარება შევძელით და ეკონომიკა კვლავ ზრდას განაგრძობს”, - განაცხადა ქადაგიძემ და დასძინა, რომ ამის მიღწევა კრიზისებისა და რისკების ეფექტურად მართვის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.

”არა მხოლოდ ფინანსური სექტორი, ზოგადად, ეკონომიკა დაუბრუნდა ზრდის მაჩვენებელს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ შევძელით სავალუტო რეზერვების ადეკვატურ დონეზე შენარჩუნება”, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა რისკების მართვის ეფექტური პოლიტიკის გარეშე.

აღსანიშნათია, რომ ექსპერტები ეროვნული ბანკის პრეზიდენტზე ინფორმირებულნი აღმოჩნდნენ. მათი მონაცემებით ჩვენ ქვეყანას ლიდერობამდე ბევრი უკლია. სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ეკონომიკური ჯგუფის ხელმძღვანელი შოთა მურღულია გადაჭარბებულ ოპტიმიზმად მიიჩნევს იმ მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, საქართველო ფინანსური კრიზისის მძლეველთა შორის რეგიონში ლიდერია.

მურღულიას თქმით, კრიზისის პერიოდში ეკონომიკის დაფინანსებაში სახელმწიფო დროებით საკმაოდ ეფექტურად ჩაერია. მან ერთგვარი ინვესტორის როლი შეასრულა და ეკონომიკის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი თანხა დააბანდა. მაგალითად, იმავე თბილისის ბიუჯეტიდან მშენებლობების დასაფინანსებლად სერიოზული თანხა გამოიყო. თუმცა, ეს სახელმწიფოს მიერ აღებული ვალის ხარჯზე მოხდა.

”ეკონომიკა კი ასე დიდხანს ვერ იმუშავებს. მას კერძო ინვესტიციების მოცულობის გაზრდა სჭირდება. თუ მოზიდული ინვესტიციების მაჩვენებელი 2007 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს გაუტოლდება, იმის თქმა შეგვეძლება, რომ წინ მივდივართ. კარგია, რომ სახელმწიფო აღებული ვალით ახდენს ინვესტირებას, მაგრამ დიდხანს ვერ გაგრძელდება”, - აღნიშნა მურღულიამ.

მისივე შეფასებით, კრიზისის შემდეგ ეკონომიკური ვარდნიდან ზრდის პროცესზე გადავედით, თუმცა ანალოგიური მდგომარეობაა რეგიონის სხვა ქვეყნებშიც. მაგალითად, სომხეთში 2009 წელს ეკონომიკის ზრდის სერიოზული ვარდნა იყო, თუმცა ამჟამად ეკონომიკის ზრდის იმაზე მაღალი მაჩვენებელია ნავარაუდევი, ვიდრე საქართველოში.

”აქედან გამომდინარე, თუ რეგიონში არსებულ ეკონომიკურ ვითარებას გავეცნობით, ვერ ვიტყვით, რომ რეგიონში ლიდერი ქვეყანა ვართ”, - აღნიშნა შოთა მურღულიამ.

http://www.presa.ge/new/?m=politics&AID=884
kote-1962
რისთვის დაიჭირეს და რატომ გაათავისუფლეს ქურდული სამყაროს წევრი და ქურდებთან მებრძოლი კახა მისირელი?


19:46 15.09.2010
[დალი ბჟალავა]

შინაგან საქმეთა სამინისტრომ არც თუ დიდი ხნის წინ, დიდი ამბით გვამცნო, ქურდული ტრადიციების მიმდევრობის გამო, ცნობილი ქართველი ფეხბურთელის გიორგი დემეტრაძის დაკავების შესახებ. მასთან ერთად, კახა მისირელი და დავით გაგნიძე აიყვანეს.

მართალია, ძალოვნების ამ „წარმატებული ოპერაციის“ შემდეგ, აქცენტი ქურდულ სამყაროსთან დემეტრაძის კავშირზე გაკეთდა, მაგრამ დემეტრაძე-მისირელ-გაგნიძის დაკავების საქმეში არსებობს რამდენიმე უფრო მნიშვნელოვანი დეტალი: ის, რომ დემეტრაძესთან ერთად დაკავებული კახა მისირელი, მეტსახელად „შრეკი“, წლების განმავლობაში, შსს-ის სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ-ის) უფროსის მოადგილე, ირაკლი კოდუას მეგობარი და მარჯვენა ხელი იყო.

ოფიციალური ინფორმაციით, დავით გაგნიძის, გიორგი დემეტრაძის და კახა მისირელის დაკავებისას, ძალოვნებმა ერთ-ერთი მოქალაქისგან მიღებული 40 700 აშშ დოლარიც ამოიღეს, რომელიც დავით ფეიქრიშვილის მიერ, წლევანდელ საფეხბურთო ჩემპიონატთან დაკავშირებით, ე.წ. მაზით მოგებული თანხის - 140 000 დოლარის ნაწილი იყო.

დემეტრაძისა და ე..წ „მაზავშიკების“, როგორც მას ძალოვანები უწოდებენ, დაკავების ვიდეოკადრები შსს-მ მალევე გაავრცელა. მომხდარი ნაციონალური არხებისთვის რამდენიმე დღის განმავლობაში წამყვანი თემა იყო. ხაზი ესმებოდა, რომ ცნობილი ფეხბურთელი „ქურდული ტრადიციების მატარებელია“.

ვატო ყიფიანი, რომელთან ურთიერთობის გამოც, დაკავებულებს ბრალი ქურდული ტრადიციების მიმდევრობაში დაასდეს, წლების წინ, მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი, თუმცა მკვლელობა არ დაუმტკიცდა და იარაღის უკანონო ტარების გამო 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მოგვიანებით, 2008 წლის 25 აგვისტოს ყიფიანი უდოს კომისიამ ვადაზე ადრე გათავისუფლა.

ვატო ყიფიანისა და მისი ძმის, კოტე ყიფიანის ხელისუფლების წარმომადგენლებთან კავშირზე ბევრი დაიწერა, თუმცა ყიფიანის მეგობარი მთავრობის თუ პარლამენტის წევრების დაკავება აზრად არავის მოსვლია.

ინფორმაციის გავრცელებისას, სამართალდამცავებს რატომღაც „გამორჩათ“ თუ „დაავიწყდათ“ რაიმეს თქმა კახა მისირელის ბიოგრაფიის შესახებ, რომელიც 2007 წლის ნოემბრამდე ვანო მერაბიშვილის მარჯვენა ხელი იყო და შს სამინისტროში არაერთ საკვანძო თანამდებობაზე მუშაობდა.

კახა მისირელის პირადი ჩხრეკის შდეგად ამოღებულია „გლოკის“ ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, ხოლო ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია მაუზერის და „იერიქოს“ ტიპის პისტოლეტები, ხელყუმბარა და საბრძოლო ვაზნები. ხოლო დავით გაგნიძის პირადი ჩხრეკისას, ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო ვაზნები. მისირელი ამბობს, რომ როგროც შსს-ს ყოფილ თანამშრომელს, მას იარაღი ომის დროიდან ჰქონდა.

რაც შეეხება გაგნიძის ჩხრეკისას ამოღებულ იარაღს, გაგნიძე აცხადებს, რომ მას იარაღი არ ჰქონია, ჩაუდეს და იმ პირის ამოცნობაც შეუძლია ვინც იარაღი ჩაუდო.

ერთ-ერთი ვერსიით, კახა მისირელი ძმებ ახალაიებთან დაპირისპირების მსხვერპლი გახდა. ამბობენ, რომ ბოლო დროს მას ურიერთობა ვანო მერაბიშვილთანაც გაუფუჭდა. თუმცა, როგორც ჩანს, მისირელი საკამოდ ბევრ ინფორმაციას ფლობს, ამიტომ ბოლომდე არ გაწირეს და დაკავებიდან არცთუ დიდი ხნის შემდეგ გირაოს, 5 ათასი ლარის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

„კახა მისირელი ღირსების ორდენის კავალერია, პოლიციის პოლკოვნიკია და არაერთხელ დაუჯილდოებიათ სამსახურებრივი მოვალეობის კარგად შესრულებისთვის. უხერხულად იგრძნეს თავი მის წინაშე და ამიტომ გაათავისუფლეს,“ - აცხადებს დემეტრაძის ადვოკატი გიგი ზირაქიშვილი.

ადვოკატის თქმით, არავინ ამბობს, რომ მისირელი დაჭრილი არ იყო და არ ავადმყოფობდა, მაგრამ დაკავებული ფარატინა ქაღალდის საფუძველზე არასოდეს გაუთავისუფლებიათ.

„კახა მისირელის გათავისუფლების საფუძველი სამედიცინო ცნობა, გახდა, რაც სასამართლომ გაზიარა. ასეთ შემთხვევაში, კანონმდებლობა მოითხოვს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომლის საფუძველზეც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, მაგრამ ამჯერად სასამართლო მხოლოდ ცნობას დასჯერდა, ასეთი რამ არასოდეს მომხდარა, რომ სასამართლოს ცნობის საფუძველზე ვინმე გაეთავისუფლებინოს“, -აცხადებს გიგი ზირაქიშვილი.

შუამდგომლობა დემეტრაძისა და გაგნიძის გირაოთი გათავისუფლების შესახებ, მათი ინტერესების დამცველმაც დააყენა. „ჩემი დაცვის ქვეშ მყოფნი დანაშაულს არ აღიარებენ, დავაყენე შუამდგომლობა მათი უპირობოდ გათავისუფლების თაობაზე, ამავე დროს, ალტერნატივად 5-5 ათასი ლარიც შევთავაზე გირაოდ, რაზეც პროკურორმა უარი გვითხრა“, - ამბობს ადვოკატი.

ადვოკატის თქმით, არც გიორგი დემეტრაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაა სახარბიელო. დაცვის მხარემ პროკურატურას პირადი თავდებობით მიმართა. დემეტრაძეს და გაგნიძეს თავდებში კახა კალაძე და ინგა გრიგოლია უდგებიან. რა გადაწყვტილებას მიიღებს სასამართლო, რამდენად გაიზიარებს კახა კალაძის თავდებობას მალე გაირკვევა, თუმცა, როგორც ამბობენ. დემეტრაძის დაკავებით სწორედაც, რომ კალაძეზე უნდოდათ გასვლა.

ჩვენი ინფორმაციით, დემეტრაძეს საკანში შესული სამართალდამცველები მისგან გათავისუფლების სანაცვლოდ თანამშრომლობას მოითხოვდნენ, რასაც დემეტრაძე არ დათანხმდა.

ადვოკატი ზირაქიშვილი აცხადებს, რომ დემეტრაძისა და გაგნიძის წინააღმდეგ გამოძიებას ხელჩასაჭიდი არაფერი აქვს, ხოლო მას საქმის გაცნობის საშუალებას არ აძლევენ. „სამმართველოში შემოვარდა ვიღაც, გამომძიებლის თვალწინ გამოგვგლიჯა ხელიდან საქმის მასალები და დეტექტივების სამმართველოს მეორე განყოფილების საგამოძიებოს უფროსს, დიმიტრი შაორშაძესთან შეიტანა. შაორშაძემ განგვიმარტა, საქმე პროკურორმა მოითხოვა და როცა შევძლებთ, მაშინ გაგაცნობთო.

დღემდე ვითხოვთ საქმის მასალების გადმოცემას, მაგრამ არ გვაძლევენ. მთელი რიგი კანონდარღვევებია ამ საქმეზე, რაც სააბოლოდ ჩვენი გამარჯვებით დასრულდება“, - აცხადებს დაკავებულთა ინტერესების დამცველი.

მისირელის ძველი და მივიწყებული „ცოდვები“

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა კახა მისირელის სახელი გახმაურებულ საქმეში ფიგურირებს. 2005 წელს, შს სამინისტროს თანამშრომლებმა გიორგი ხუხიამ და თემურ რევაზიშვილმა უჩივლეს. ისინი სოდ-ის უფროსს და მის მოადგილეს, კახა მისირელს შანტაჟში, ფიზიკურ შეურაცხყოფასა და მკვლელეობის მცდელობაში ადანაშაულებენ.



შს სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი თემურ რევაზიშვილი აცხადებდა, რომ მისირელის ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით, 2005 წლის 21 მაისს, საღამოს 8 საათზე, წყნეთთან ახლოს სასტიკად სცემეს და მისი მოკვლაც სცადეს. „მისირელი ჩემგან ნარკოტიკების გასაღებაში მონაწილეობისა და მექრთამეობის აღიარებას ითხოვდა. ასევე ითხოვდა, რომ არ მელაპარაკა ნარკომოვაჭრეებთან მისი კავშირების შესახებ“, – აცხადებდა მაშინ რევაზიშვილი.

მსგავს ბრალდებებს უყენებდა ოპერატიული დეპარტამენტის ხელმძღვანელობას 2005 წელს, ამავე დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი გიორგი ხუხია, რომლის თქმითაც, 2005 წლის 21 მაისს, დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, კახა მისირელმა კაბინეტში პირადად, სცემა.

ხუხიას თქმით, ცოტა ხნით ადრე, მისმა ერთ-ერთმა ინფორმატორმა, რომელიც შსს-ს ყოფილი თანამშრომელი და ნარკოტიკების მომხმარებელი იყო, მას ინფორმაცია მიაწოდა, რომ კახა მისირელი ნარკოტიკების გამსაღებლებს მფარველობდა. ხუხიამ ინფორმაცია შსს–ს ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის უფროსს, ლაშა არველაძეს მიაწოდა, რის შემდეგაც, მისირელმა ხუხიას საქმის გამოძიება პირადად დაავალა, თუმცა ერთი კვირის შემდეგ, მას მერე, რაც ნარკოტიკების გამსაღებელზე კონკრეტული ინფორმაციის მოგროვება ვერ მოხერხდა, თავადვე მოითხოვა ხუხიასაგან საქმეზე მუშაობის შეწყვეტა.

მაშინ ხუხია აცხადებდა, რომ მისირელმა სატაბელო იარაღის კონდახი თავის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა და სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა. ხუხია აცხადებს, რომ დეპარტამენტის ხელმძღვანელობა მისგან მექრთამეობისა და ნერკოტიკების გამსაღებლებთან თანამშრომლობის აღიარებასა და სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადების დაწერას ითხოვდა.

მაშინ საჩივარი გენერალური პროკურორის, გიორგი ლაცაბიძის სახელზეც დაიწერა, თუმცა საქმე ადგილიდან ფაქტობრივად არ დაძრულა. შსს-ს პოლკოვნიკი მისირელი კი წლების განმავლობაში ჩვეულებრივად აგრძელებდა სამინისტროში მაღალ თანამდებობებზე მუშაობას. ჩვენს მიერ „აღმოჩენილი“ ბრალდებების გარდა, როგორც თავად გამოძიება ამტკიცებს, მისირელი ერთდროულად ქურდული სამყაროს წევრიც იყო და ქურდებთან მებრძოლიც.

http://www.presa.ge/new/
kote-1962
„ბერკეტი, რომლის განიავებასაც ქართული მხარე არ აპირებს“


13:51 15.09.2010

[ლელა ჩქარეული]
რუსეთი სექტემბრის ბოლომდე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) გაწევრიანებას იმედოვნებს. ამ გზაზე მოსკოვს ვაშინგტონის თანადგომის იმედი აქვს. თუმცა მთავარ დაბრკოლებად მსო–ს წევრი საქართველო რჩება, რომლის ორი რეგიონიც კრემლს ყველა საერთაშორისი ნორმის ფეხქვეშ გათელვით ოკუპირებული აქვს.

მსო–ს წესდების თანახმად, ორგანიზაციაში გაწევრიანებას ყველა მონაწილე ქვეყნის თანხმობა სჭირდება. ამასთან დაუშვებელია, რომ გაერთიანების ერთ წევრს მეორისთვის ემბარგო ჰქონდეს გამოცხადებული. კანდიდატ რუსეთს საქართველოსთან მიმართებაში იმდენი მიქარულები დაუგროვდა, რომ დღეს თბილისისგან თანხმობის მიღება ყოვლად წარმოუდგენელია.

საქართველოს რუსეთის მსო-ში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით პოზიცია და პირობები არც შეუცვლია და ამ მიმართულებით მოსკოვი თბილისის მხარდაჭერას იმ შემთხვევაში მიიღებს, თუკი დემილიტარიზაციის, დევნილების დაბრუნების და როკის გვირაბისა და მდინარე ფსოუზე სასაზღვრო-გამშვები პუნქტების ლეგალიზაციის კუთხით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება.

ექსპერტთა ნაწილი ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ოკუპანტ მხარესთან არცერთი გოჯით დათმობაზე არ წავიდეს. მათი თქმით, ოკუპანტებს ყველგან, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების დონეზე ფეხქვეშ მიწა უნდა ეწვოდეთ. ანალიტიკოსთა მეორე ნაწილის შეფასებით, კი რუსეთის მსო–ში გაწევრიანების მოლაპარაკებებში საქართველო მაქსიმალური მოგების მიღებას(თუნდაც ემბარგოს მოხსნას) უნდა შეეცადოს.

„მოსკოვსა და ვაშინგტონს შეუძლიათ, რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებული საკითხები 30 სექტემბრამდე შეათანხმონ“, – სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, ამის შესახებ პოლიტიკურ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, უილიამ ბერნსმა განაცხადა.

„რუსეთმა და აშშ-მ 24 ივნისს ვაშინგტონში გამართულ სამიტზე მიზნად დაისახეს, დარჩენილი გადაუწყვეტელი საკითხები 30 სექტემბრამდე მოაგვარონ და რუსეთი ამ გზაზე წარმატებებს აღწევს“, – აღნიშნავს ბერნსი.

მისივე თქმით, აშშ-ი რუსეთს ყველანაირად მხარს დაუჭერს.

„სრულებით შესაძლებელია, არსებული ტემპი შევინარჩუნოთ და განვავითაროთ. რუსეთი ახლა ისე ახლოს არის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან, როგორც – არასდროს, – აღნიშნა ხაზგასმით ბერნსმა.

„რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით საქართველოს პოზიცია ამ ეტაპზე უცვლელია“, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო უწყების საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთთან ბევრი საკითხია დასარეგულირებელი, რაც ამ ქვეყნის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას ეხება.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიგი წერეთელის განცხადებით, „მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხი არის ბერკეტი, რომლის განიავებასაც ქართული მხარე არ აპირებს“.

დეპუტატის განცხადებით, საქართველოს რუსეთის მსო-ში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით პოზიცია და პირობები არ შეუცვლია და ამ მიმართულებით მოსკოვი თბილისის მხარდაჭერას იმ შემთხვევაში მიიღებს, თუკი დემილიტარიზაციის, დევნილების დაბრუნების და როკის გვირაბისა და მდინარე ფსოუზე სასაზღვრო-გამშვები პუნქტების ლეგალიზაციის კუთხით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება.

„წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს ნამდვილად არ გააჩნია ფუფუნება იმისა, ამ კონკრეტული მოთხოვნების შესრულების გარეშე რუსეთს რაიმე მხარდაჭერა გამოუცხადოს, მათ შორის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების საქმეშიც. გასაგებია რუსეთის ინტერესები მსო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ უპირველესად საკუთარ სამართლებრივ ინტერესებს დავიცავთ“ – აცხადებს წერეთელი.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის თითოეულ წევრს აქვს „ვეტოს“ დადების უფლება ახალი წევრი–სახელმწიფოს ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე. ამიტომ ყველა გაწევრიანების მსურველ კანდიდატ სახელმწიფოს საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციაში უწევს ინდივიდუალური ორმხრივი შეხვედრების გამართვა ამ ორგანიზაციის თითოეულ წევრ სახელმწიფოსთან და პოზიციების შეთანხმება.

რუსეთსა და საქართველოს შორის ჯერ ჯერობით მოუგვარებელია ისეთი სავაჭრო საკითხები, როგორიცაა მოსკოვის მიერ საბაჟო–საკონტროლო პუნქტების ცალმხრივად გახსნა საქართველო–რუსეთის სახელმწიფო საზღვრის აფხაზეთისა და ოსეთის უბანზე; აგრეთვე რუსეთის ემბარგო საქართველოს პროდუქციაზე.

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია საერთაშორისო სააგენტოა, რომელსაც საერთაშორისო ვაჭრობის რეგულირება ევალება. ორგანიზაცია 1995 წელს დაარსდა. ამ ორგანიზაციამ შეცვალა მანამდე არსებული საერთო შეთანხმება ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ.

ვაშინგტონში მდებარე იურიდიული ფირმა „დი-ელ-ეი პაიპერის“ ვაჭრობის საკითხების ექსპერტი დეივიდ კრისტი აღნიშნავს:

„მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია წარმოადგენს შეთანხმებათა პაკეტს, რომელიც პროდუქციითა თუ მომსახურებით საერთაშორისო ვაჭრობის ყველა ასპექტს არეგულირებს. ამას გარდა მას ევალება ინტელექტუალური საკუთრების დაცვა. ეს ორგანიზაცია ჟენევაში მდებარეობს და მის მთავარ ფუნქციაში შედის ხსენებულ შეთანხმებათა შესრულება. ორგანიზაციაში გაწევრიანებულია 153 სახელმწიფო. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მიღმა დარჩენილი მსხვილი ეკონომიკის მქონე ქვეყნები მხოლოდ რუსეთი და ირანიღა დარჩა.“

ანდერს ასლუნდი ვაშინგტონში მდებარე პატერსონის სახელობის საერთაშორისო ეკონომიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელია. მისი თქმით, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გაწევრიანების კრიტერიუმების სია საკმაოდ ვრცელია.

„მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია არის კლუბი და გაწევრიანებისთვის უწინარეს ყოვლისა აუცილებელია ამ კლუბის წესების შესრულება. ამას გარდა ყოველ წევრ-სახელმწიფოსთან საჭიროა ორმხრივ საფუძველზე ბაზარზე შეღწევასთან დაკავშირებული პროტოკოლების გაფორმება. ეს კი ბევრ მოლაპარაკებებს მოითხოვს.

ამას ემატება ისიც, რომ გარკვეულ სახელმწიფოებს შეიძლება მიაჩნდეთ, რომ ამა თუ იმ ქვეყანაში არსებული ვაჭრობის მარეგულირებელი წესები არ შეესაბამება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სტანდარტებს, რაც იმას ნიშნავს, რომ აუცილებელი გახდება ამ წესების შეცვლა. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების უფლების მიღების მიზნით რუსეთმა სულ ცოტა 100 კანონი შეცვალა და ახალი საბაჟო კოდექსი შემოიღო,“ – აღნიშნავს ასლუნდი.

რუსეთმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას გაწევრიანების თხოვნით ჯერ კიდევ 1993 წელს მიმართა. ამასთან დაკავშირებით ანდერს ასლუნდმა აღნიშნა:

„2000 წლამდე რუსეთი გაწევრიანებას დიდი სერიოზულობით არ ეკიდებოდა. შეიძლება იმის თქმა, რომ რუსეთი ამ საკითხზე სერიოზულად მუშაობდა 2000 წლიდან 2003 წლამდე. ხოლო პრეზიდენტობის მეორე ვადის დროს მაშინდელმა პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მიმართ ყველანაირი ინტერესი დაკარგა.“

ექსპერტების განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება მთავარ პიორიტეტად გახადა და ამ მიზნით მისი ქვეყანა მნიშვნელოვნად წინ წაწია.

ნიუ იორკში მდებარე კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერი რობერტ ლეგვოლდი აღნიშნავს, რომ პრემიერ მინისტრი ვლადიმირ პუტინი ბატონ მედვედევს არავითარ დახმარებას არ უწევს ამ საკითხთან დაკავშირებით.

„გასულ ზაფხულს გარკვეულ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი. ჩვენ გვეგონა, რომ გარიგება გაფორმდებოდა. მედვედევის ქვეშემრდომებიც იგივეს ლაპარაკობდნენ, მაგრამ 2009 წლის ივნისის დასაწყისში პრემიერ მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, „ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში გავწევრიანდებით, თუ ორგანიზაციაში მიიღებენ რუსეთ-ბელარუს-ყაზახეთის საბაჟო კავშირს.“ შედეგად მოლაპარაკებები კიდევ რვა-ცხრა თვით გაიწელა მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლამდე, როცა ეს დაბრკოლება, როგორც იქნა, მოცილებულ იქნა,“ – აღნიშნა ლეგვოლდმა „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას.

ბევრი ექსპერტი აღნიშნავს, რომ რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრობისგან ყოველთვის შორს იყო. დღემდე გადაუჭრელი საკითხები ეხება ისეთ თემებს როგორიც არის სუბსიდიების გაცემა სოფლის მეურნეობის სფეროში, ფიჭვური ტელეფონების ტექნოლოგიები, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა და უკანონო ვაჭრობისა და სამომხმარებლო პროდუქციის გაყალბების წინააღმდეგ ეფექტური ზომების მიღება.

ვაშინგტონში გამართულ ბოლო უმაღლესი დონის შეხვედრაზე პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პრეზიდენტ მედვედევს მოახსენა, რომ შეერთებული შტატები რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას მტკიცედ ემხრობა.

„მე პრეზიდენტ მედვედევს, მის მთელ დელეგაციას ხაზგასმით მოვახსენე და ახლა რუსეთის მთელ მოსახლეობას მინდა განვუცხადო, რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანება არა მხოლოდ რუსეთის ფედერაციის არამედ ეს შეერთებული შტატებისა და დანარჩენი მსოფლიოს ინტერესებშიც შედის. ამდენად ჩვენ გვსურს ამ საკითხის გადაჭრა,“ – განაცხადა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ.

პრეზიდენტმა მედვედევმა კი აღნიშნა, რომ რუსეთის გაწევრიანებას აფერხებს უმნიშვნელო ტექნიკური პრობლემები. მან გამოთქვა იმედი, რომ ხსენებული პრობლემები სექტემბრის დასასრულამდე გადაიჭრება. მაგრამ ზოგიერთი ექსპერტი აღნიშნავს, რომ ამგვარი პროგნოზირება შეიძლება ზედმეტად ოპტიმისტური იყოს.
kote-1962
ბაქოს აზრით, მიხეილ სააკაშვილის იდეის რეალიზაცია შესაძლოა, "აბრეშუმის გზის კავშირის" ჩამოყალიბების კარგი საფუძველი გახდეს
09:01 - 17.09.2010

ინტერვიუ აზერბაიჯანის პარლამენტის წევრთან, ფრაქცია "დემოკრატიული რეფორმების" თავმჯდომარესთან, ევროატლანტიკური ცენტრის პრეზიდენტთან ასიმ მოლაზადესთან.

- საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ცოტა ხნის წინ საკმაოდ მოულოდნელად საქართველო-აზერბაიჯანის კონფედერაციის შექმნის ინიციატივა გააჟღერა. აზერბაიჯანული მხარისგან აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერჯერობით ოფიციალური გამოხმაურება არ ყოფილა. ქართველი ექსპერტების ნაწილი ამ იდეას პესიმისტურად აღიქვამს და უტოპიურად მიიჩნევს, მეორე ნაწილი კი დეტალურ გაცნობამდე კომენტარებისგან თავს იკავებს. მართალია, მოგვიანებით ხელისუფლების წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ ეს პრეზიდენტის მხრიდან არა რაიმე კონკრეტული ინიციატივა იყო, არამედ აზერბაიჯანულ-ქართული ურთIერთობების მაღალი ხარისხის გამომხატველი ფრაზა, მაინც მინდა, გკითხოთ, რამდენად რეალურად და მისაღებად მიგაჩნიათ მსგავსი ინიციატივის განხორციელება?

- ჩვენც გვეჩვენება, რომ ბატონი პრეზიდენტის განცხადება, უპირველეს ყოვლისა, ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების მაღალი ხარისხის დემონსტრირებას ემსახურებოდა. აზერბაიჯანი ყოველთვის ცდილობდა, მძიმე დროს საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის მხარი დაეჭირა არა მხოლოდ როგორც მეზობლისთვის, არამედ როგორც მეგობრის, მოკავშირისა და ჩვენთვის ახლო ქვეყნისათვის. მე ვფიქრობ, რომ დღეს ეკონომიკური კავშირების არსებობა, კერძოდ, საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობა ენერგეტიკულ, სატრანსპორტო კომუნიკაციების, კულტურის და სხვა სფეროებში კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ამ ორი ქვეყნის ურთიერთობა საკმაოდ მაღალ დონეზეა. მე ვიტყოდი, რომ პრაქტიკულად არ არსებობს ისეთი სფეროები, სადაც ამ ქვეყნებს სადღეისოდ აქტიური თანამშრომლობა არ აქვთ. გვეჩვენება, რომ ბატონი სააკაშვილის განცხადება აზერბაიჯანში საკმაოდ მტკიცე და თბილ გამოძახილს ჰპოვებს. რაც შეეხება მისი მხრიდან კონკრეტულ ინიციატივას, ჩვენც გვეჩვენება, რომ პრეზიდენტის განცხადება კონფედერეციის შექმნის შესახებ ოფიციალური წინადადება არ ყოფილა. ზოგადად კი ვთვლი, რომ მსგავსი წინადადების მიღების შემთხვევაში აზერბაიჯანში ჩვენი ქვეყნების კავშირის ფორმების ძიებას აუცილებლად დაიწყებენ. ვფიქრობთ, ეს კავშირი შესაძლოა, ჩვენს მიერ რამდენიმე წლის წინ აშშ-ში გამართულ კონფერენციაზე გამოთქმული იმ წინადადების საფუძვლად იქცეს, რომელიც "აბრეშუმის გზის კავშირის" ჩამოყალიბებას შეეხებოდა.

- შეგიძლიათ, უფრო დეტალურად გვიამბოთ ამ კავშირის ჩამოყალიბების იდეის თაობაზე?

- აზერბაიჯანი და საქართველო პარტნიორებთან ერთად სადღეისოდ რეგიონში აბრეშუმის გზის სტრატეგიის განვითარებაში ძალიან სერიოზულ როლს თამაშობენ. "აბრეშუმის გზის კავშირის" შექმნა, რომელშიც აზერბაიჯანიც, საქართველოც, თურქეთიც, ყაზახეთიც და სუამ-ის ამ პროგრამებში მონაწილეობით დაინტერესებული სხვა ქვეყნები შევიდოდნენ, შესაძლოა, მომავალი "აბრეშუმის გზის ევრო-აზიური კავშირის" შექმნის საფუძველი გამხდარიყო. ზოგადად, ეს პროცესი შესაძლოა, წარმართულიყო იმავე მიმართულებით, რომლითაც თავის დროზე - საფრანგეთისა და გერმანიის მიერ შექმნილი "ქვანახშირისა და მეტალის კავშირი", რომელიც მომავალში ევროპის კავშირად გადაიქცა და ამ ქვეყნების ევროპაში ინტეგრაცია განაპირობა. უდავოა, რომ როგორც აზერბაიჯანის, ისე საქართველოს სტრატეგია დღეს ევროატლანტიკური ინტეგრაციაა, თუმცა ამ სისტემაში ბევრი რამ ჯერ კიდევ არ არის მზად გაფართოებისთვის. იმ ფონზე, რომ 2008 წლის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ საქართველოს ინტეგრაცია ნატო-სა და ევროკაშირში საკმაოდ შორეულ პერსპექტივად იქცა, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ასე ჩანს, ჩვენ შეგვიძლია, გავაძლიეროთ იმ ქვეყნების დაახლოების ტენდენცია, რომლებიც დღეს აქტიურად მონაწილეობენ მრავალ სტრატეგიულ, გლობალურ პროექტში. ჩვენი პარტნიორები არიან თურქეთიც, ყაზახეთიც, ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებიც, უკრაინაც, მოლდოვაც, რომლებიც მრავალ პროექტში აქტიურად მონაწილეობენ. ამდენად, ვფიქრობთ, აუცილებელია "სუამ +"-ის სტრატეგიის განვითარება. ამ სტრატეგიაში "+"-ს თურქეთი წარმოადგენს, რომლის ევროპულ ინტეგრაციას ევროკავშირი ასევე უსამართლოდ აფერხებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ თურქეთსაც და ყაზახეთსაც შეუძლიათ, ჩვენთან ერთად მიიღონ მონაწილეობა ევროაზიური ინტეგრაციული სისტემის აბრეშუმის გზის კავშირის შექმნაში. ამ სისტემას უნდა გააჩნდეს გლობალური ენერგეტიკული პოტენციალი და დინამიური ახალგაზრდა თაობა, რომელიც, გაძლიერდებოდა რა ჩვენი ქვეყნების ეკონომიკური განვითარებითა და გლობალური პროექტებით, ამ სისტემის შექმნაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებდა.

- რიგი ქართველი ექსპერტები საუბრობენ იმაზე, რომ აზერბაიჯან-საქართველოს მომავალ კონფედერაციაში თურქეთის ჩართვა, ერთის მხრივ, რუსეთ-სომხეთის სამხედრო ბლოკის საპირწონე ფუნქციას შეასრულებდა, მეორეს მხრივ კი, დამატებით სტიმულად იქცეოდა თურქეთისთვის, რეგიონულ ლიდერად ჩამოყალიბებულიყო. მათი აზრით, სწორედ თურქეთი იქცევა ასეთ შემთხვევაში კონფედერაციის დომინანტ ქვეყნად, რომელმაც სამომავლოდ შესაძლოა, წინა აზიის ქვეყნებიც მიიზიდოს. თუ იზიარებთ მსგავს შეხედულებებს და რამდენად მისაღებად და რეალურად გეჩვენებათ თურქეთის რეგიონულ ლიდერად ფორმირების პერსპექტივა?

- უპირველესად, უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის მიუღებელია ნეგატიური ხასიათის ნებისმიერი კავშირებისა და ერთობების შექმნა. ჩემი აზრით, უნდა ვიმოქმედოთ არა ვინმეს ან რამის "წინააღმდეგ", არამედ რაღაც მიზნის მისაღწევად, "რაღაცისთვის". ნებისმიერი კავშირის შექმნა გარკვეულ პოზიტიურ მიზანს, დაახლოებას უნდა ემსახურებოდეს. თურქეთი უკვე მრავალი წელია, ძალიან სერიოზული პარტნიორია როგორც აზერბაიჯანისთვის, ისე საქართველოსთვის და ამავდროულად – გლობალური პროექტების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მონაწილე. იგი ჩვენი ქვეყნების ბუნებრივი მოკავშირეა და ჩვენი თანამშრომლობა როგორც უსაფრთხოების, ისე პოლიტიკის სფეროებში სრულიად ნათელია. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვთვლით, რომ უნდა განიხილებოდეს არა კონფიგურაცია "თურქეთი – რუსეთის საპირწონედ, ან რუსეთის წინააღმდეგ", არამედ "თურქეთი – რაღაცისთვის", ანუ "თურქეთი – გარკვეული პოზიტიური მიზნის მისაღწევად". მაგალითად, "თურქეთი – ჩვენი გლობალური ინტეგრაციისთვის, ჩვენი ეკონომიკური ინტერესებისთვის". სრულიად ნათელია, რომ თურქეთის პოზიტიური როლი იძლევა საშუალებას, მთლიანობაში შევცვალოთ კლიმატი რეგიონში, თუ ვთამაშობთ არა კონფლიქტების ნულოვანი შედეგის მომტან თამაშებს, როგორსაც ხშირად ცდილობენ, ითამაშონ პოსტსაბჭოურ სივრცეში საკუთარი დომინირების მოსაპოვებლად. პირიქით, თურქეთი ცდილობს, მიაღწიოს რეალურ მიზანს არა საკუთარი დომინირების, არამედ სწორედ პარტნიორობისა და ერთობლივი სარგებლის მიღების მიმართულებით. ჩვენ, როგორც ახალგაზრდა სახელმწიფოები, რომლებიც საბჭოთა კავშირს გამოეყო, დავიღალეთ ვიღაცის მიერ უფროსი ძმის როლის შესრულებით და მხოლოდ მისასალმებელია, რომ თურქეთი ასეთი როლის შესრულებას არ ცდილობს. იგი უბრალოდ თანაბარი ძმაა და სანდო პარტნიორი რეგიონის დინამიურად განვითარებადი სახელმწიფოებისათვის, როგორიცაა საქართველო და აზერბაიჯანი.

- მაგრამ თუ კონფედერაციაში თურქეთის ჩართვა ვერ მოხერხდება და შეიქმნება მხოლოდ ორსუბიექტიანი ბლოკი, საქართველო-აზერბაიჯანის კონფედერაციას თავისთავად მოუწევს, დაუპირისპირდეს რუსეთსა და სომხეთს, რომლებმაც სულ ცოტა ხნის წინ სამხედრო ხელშეკრულება გააფორმეს... ხომ არ გამოიწვევს, აქედან გამომდინარე, თქვენი აზრით, ამ კონფედერაციის შექმნა რეგიონში დამატებით დაძაბულობას? სხვათა შორის, რიგმა ქართველმა ექსპერტებმა ამასთან დაკავშირებით საერთო კავკასიური კონფედერაციის შექმნის იდეა გაიხსენეს და მასში, როგორც მინიმუმი, სომხეთის ჩართვის შესაძლებლობა აღნიშნეს...

- უპირველეს ყოვლისა, ჩვენთვის ძალიან ძნელია, სომხეთი სამხრეთ კავკასიის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ განვიხილოთ. სინამდვილეში რუსეთ-სომხეთს შორის ხელშეკრულების კიდევ 49 წლით გახანგრძლივება მხოლოდ იმ სიტუაციის ოფიციალური გაგრძელებაა, რომელიც აქამდე არაოფიციალურად არსებობდა. სომხეთმა, ჩემი აზრით, ძალიან ზუსტად განმსაზღვრელი ეპითეტი დაიმსახურა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერისგან, რომელმაც მას "რეგიონში რუსეთის ფორპოსტი" უწოდა. ასე, რომ ჩვენ, სამწუხაროდ, მოგვიწევს, საქმე ვიქონიოთ არა სომხეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკასთან, არამედ რეგიონში ვიღაცის ფორპოსტთან, რაც, უდავოდ, სომხეთის ნეგატიურ როლს განსაზღვრავს. ერევანი თავისი აგრესიული პოლიტიკითა და ტერიტორიული პრეტენზიებით პრაქტიკულად ყველა მეზობლისთვის რეგიონის განვითარების სერიოზულ შემაკავებელ ფაქტორად იქცა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობები, ისევე, როგორც ჩვენი ორი ქვეყნის ურთიერთობა თურქეთთან სწორედაც რომ ურთიერთსასარგებლო ხასიათს ემყარება და სომხეთი ამ კონფედერაციაში ნამდვილად ვერ ჯდება. ჩვენ ვისურვებდით, სომხეთს ძირეულად შეეცვალა საკუთარი პოლიტიკა, გამხდარიყო დამოუკიდებელი სახელმწიფო და ჩვენი პარტნიორი. ასეთ შემთხვევაში რესპუბლიკაც და უპირველესად სომეხი ხალხიც გაცილებით მეტს მოიგებდნენ, ვიდრე ახლა, როცა სომხეთი "ფორპოსტია", რომელიც საკუთარ ხალხს თვითმფრინავებითა და ტანკებით ვერ კვებავს. არაერთი სომეხი პოლიტიკოსის ინფორმაციით, ამ ქვეყანაში დემოგრაფიული კატასტროფა ხდება: ასიათასობით სომეხი ლუკმა-პურის ძიებაში, მათივე შეფასებით, "მტრულ" თურქეთში გარბის, ბევრიც – კალიფორნიაში. დაცარიელებული "ფორპოსტი" უდავოდ ნეგატიური ფაქტორია. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ზეგავლენას მოახდენს სომხეთზე და აიძულებს მას მშვიდობასა და თანამშრომლობას სამომავლოდ ნორმალურ, ცივილიზებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისათვის.

რაც შეეხება კონფედერაციის შესაძლო გაფართოების პერსპექტივას, მე უკვე ვისაუბრე "აბრეშუმის გზის კავშირის" პერსპექტივებზე, რომელიც კვლავინდებურად მზადაა, რუსეთისთვის პარტნიორი და არა მოწინააღმდეგე გახდეს. ჩვენ რუსეთს მტრად არ განვიხილავთ და აქედან გამომდინარე, ძალიან ვისურვებდით, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები დალაგდეს, მაგრამ დალაგდეს და განვითარდეს ნორმალურ, კეთილმეზობლურ კალაპოტში და არა "უფროსი ძმის" პრინციპით ან რეგიონული დომინანტის როლის თამაშის სურვილით. ნამდვილად ვერ მივიღებთ ვინმეს ამბიციას, სამხრეთ კავკასია საკუთარი ეროვნული ინტერესებისთვის გამოიყენოს. სამხრეთ კავკასია, პირველ რიგში, იმ ქვეყნების ხალხების ეროვნული ინტერესების სფეროა, რომლებიც იქ ცხოვრობენ და შესაბამისად, არცერთი გლობალური ან რეგიონული ძალა არ უნდა ეცადოს ამ რეგიონის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენების ამბიციის განხორციელებას.

ჩვენ მზად ვართ, სომხეთი საკუთარ პარტნიორად განვიხილოთ, მაგრამ მხოლოდ აზერბაიჯანის წინააღმდეგ აგრესიის შეწყვეტისა და აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლების შემთხვევაში. ჩვენ კვლავინდებურად ვთვლით, რომ როგორც კი სომხეთი დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდება და "ფორპოსტობას" მოეშვება, მზად ვიქნებით, ეს ქვეყანა ჩვენს პარტნიორად წარმოვიდგინოთ. თუმცა, როგორც ჩანს, საუბარი არ იქნება რაიმე სახის რეგიონალურ კონფედერაციაზე. ჩვენ ვისურვებდით გაცილებით გლობალური კავშირის შესახებ საუბარს, რომელიც ამ სისტემაში მონაწილეობის უფლებას მისცემდა თურქეთსაც, უკრაინასაც, მოლდოვასა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოებსაც.

- ასევე მინდა, გკითხოთ რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის ბაქოში ამასწინანდელი ვიზიტის შესახებ, რომელიც პრესაში რუსეთ-სომხეთის სამხედრო შეთანხმების საპირწონედ მოინათლა. ამ ვიზიტის განხორციელებამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მედვედევს ბაქოში საკმაოდ სერიოზული წინადადებების პაკეტი ჩაჰქონდა. ამ კონტექსტში ნახსენები იყო, კერძოდ, აზერბაიჯანული მხარისათვის ორი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის გადაცემა და რუსეთში მიმავალი ენერგომატარებლების ფასების ზრდა. თქვენი მონაცემებით, რა ინიციატივებით ჩავიდა ბაქოში რუსეთის პრეზიდენტი და რა ძირითადი საკითხები იქნა განხილული მის მიერ გამართულ შეხვედრებზე?

- აზერბაიჯანი ყოველთვის ცდილობდა და ცდილობს, ნორმალური პარტნიორული ურთიერთობა იქონიოს რუსეთთან. უკვე აღვნიშნე, რომ გვსურს, რუსეთი სტრატეგიულ პარტნიორად ვიხილოთ და არა მტრად. არსებობს მთელი კომპლექსი საკითხებისა ეკონომიკური, კულტურული, და სამეცნიერო კუთხით, რომელშიც აზერბაიჯანისა და რუსეთის თანამშრომლობა ორივე მხარისათვის მომგებიანი იქნებოდა და მთლიანად რეგიონში კლიმატის პოზიტიურ ცვლილებას შეუწყობდა ხელს. გარდა ამისა, თქვენ იცით, რომ აზერბაიჯანი აქტიურად თანამშრომლობს რუსეთთან ენერგეტიკულ სფეროში. მედვედევის ბაქოში ვიზიტის დროს გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომელიც აზერბაიჯანის მიერ რუსეთისთვის მიწოდებული გაზის მოცულობის გაზრდას ითვალისწინებს, ჩვენ პოზიტიურად ვაფასებთ, რადგან ჩვენი სტრატეგიაა აზერბაიჯანის ენერგომატარებლების გაყიდვების მოცულობის გაზრდა როგორც სამეზობლოში, ისე ევროპაში. ამასთან, აზერბაიჯანს და რუსეთს შეუძლიათ, სერიოზულად ითანამშრომლონ სავაჭრო, განათლებისა და კულტურის, ჰუმანიტარულ სფეროებში.

ასევე ძალიან გვსურს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესების ხელშეწყობა, რათა ურთიერთიერთობის ის დონე, რომელიც აზერბაიჯანსა და რუსეთს შორისაა, საქართველო-რუსეთის ურთიერთობებშიც იქნას მიღწეული.

- 1 სექტემბერის ტერტერას რაიონის მიმდებარე სასაზღვრო ტერიტორიაზე სომეხ სამხედროებსა და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის შეტაკება მოხდა. საერთოდ, ბოლო პერიოდში როგორც სომხურ და აზერბაიჯანულ, ასევე რუსულ მედიაში აქტიურად მუსირებდა ხმები სომხურ-აზერბაიჯანული საომარი დაპირისპირების შესაძლო განახლების თაობაზე. განიხილავთ თუ არა კონფლიქტის შესაძლო განახლების ალბათობას და როგორ წარმოგიდგენიათ ყარაბაღის პრობლემის გადაწყვეტის გზები?

- ჩვენ ვფიქრობთ, რომ დღეს სომხეთი, რომელმაც ეუთო-ს მინსკის ჯგუფის წინადადებაზე უარი თქვა და მთელი ძალებით სამშვიდობო მოლაპარაკებების იმიტირებას ცდილობს, რეალურად სწორედ ახალი აგრესიის გეგმებით ცხოვრობს და ინციდენტი, რომელსაც ცეცხლის შეწყვეტის ხაზზე ჰქონდა ადგილი, მსოფლიოსთვის ძალის დემონსტრირების მორიგი მცდელობაა. ამავე კონტექსტში განვიხილავთ რუსეთთან გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომელიც სომხურ მხარეს გარკვეული დოზით სიმამაცეს ჰმატებს. ჩვენ მივესალმებით მსოფლიო საზოგადოების ახალ ნაბიჯებს, რომლებიც სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის დარეგულირებისკენაა მიმართული, მივესალმებით ევროპარლამენტისა და ბუნდესტაგის რეზოლუციებს, იტალიის სენატისა და საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ მთელ რიგ დოკუმენტებს და ვთვლით, რომ მხოლოდ მშვიდობიანი დარეგულირება მოუტანს ჩვენს რეგიონს სტაბილური განვითარების პერსპექტივას.

ლევან ჭითანავა

საინფორმაციო სააგენტო "პირWელი"
kote-1962
ნაცემ და დაპატიმრებულ ქართველ ადვოკატებს ევროპის ადვოკატთა ასოციაციაც დაიცავს


20:51 16.09.2010
[ნინო მიქიაშვილი]

ქართველი ადვოკატების მდგომარეობით შეშფოთებული ევროპის ადვოკატთა ასოციაცია, ქართველი კოლეგების პრობლემებზე, 25 ნოემბერს აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე იმსჯელებს. მანამდე კი ისინი სპეციალურ მიმართვას გაუგზავნიან ევროკავშირს, ევროპის საბჭოს და სპეციალური კომისიის შექმნას მოითხოვენ. ამის შესახებ პრესა.გე–ს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ზაზა ხატიაშვილმა განუცხადა, რომელიც 10–11 სექტემბერს, შვეიცარიაში, ქალაქ ბაზელში, ადვოკატ დავით ასათიანთან ერთად, ესწრებოდა ევროპის ადვოკატთა ასოციაციის 50 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებას.



ზაზა ხატიაშვილი: ევროპის ადვოკატთა ასოციაციის 50 წლისთავი ქალაქ ბაზელში, ერთ–ერთ ციხესიმაგრეში აღინიშნა. ამ ღონისძიებაზე საქართველოდან მე და დავით ასათიანი მიგვიწვიეს.



საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ევროპის ადვოკატთა ასოციაციის წევრია?

– არა, ჩვენ ამ ორგანიზაციაში დამკვირვებლის სტატუსით ვსარგებლობთ. 31 აგვისტოს, ევროკავშირს, ევროპის საბჭოს და ევროპის მასშტაბით 9 არასამთავრობო ორგანიზაციას ღია წერილით მივმართე და ადვოკატების უუფლებო მდგომარეობის გამო რეაგირება მოვთხოვე.



ჩემი ღია წერილი ასეთი სიტყვებით დავიწყე – ვინაიდან ჩემი 14–წლიანი საადვოკატო სტაჟის განმავლობაში, ადამიანის უფლებათა დამცველი ადვოკატი ვიყავი, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ არჩევის დღიდან დავიწყე ადვოკატის უფლებების დაცვაზე ზრუნვა და ვცდილობდი როგორმე იძულებული გამეხადა საქართველოში მოქმედი სააკაშვილის ანტიდემოკრატიული რეჟიმი, თავი დაენებებინათ ადვოკატის კორპუსის დევნისათვის, მაგრამ ვინაიდან 8–თვიანი სამართლებრივი ბრძოლის შედეგად (მას შემდეგ რაც გავხდი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე), დავრწმუნდი იმაში, რომ სააკაშვილის რეჟიმთან სამართლებრივი ურთიერთობა გამორიცხულია, იძულებული ვარ მოგმართოთ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, რათა დაიცვათ საქრთველოს ადვოკატთა უფლებები–მეთქი.



ევროპის ადვოკატთა ასოციაციიდან პასუხად მივიღე ის, რომ ჩემი ღია წერილი “პიკოს“, ანუ აღმასრულებელ კომიტეტს წარუდგინეს, რომლის სხდომა 11 სექტემბერს ჩატარდა; 3–დან ერთი საათი ქართველი ადვოკატების პრობლემებს დაეთმო – კითხვებს მისვამდნენ და მათ ვუხსნიდი, თუ რა საშინელებები ხდება ადვოკატებთან მიმართებაში.



ვახშმის დაწყებამდე, ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტთან ჩემი წარდგენისას, მან მითხრა – “აღფრთოვანებულები ვართ ადამიანთა უფლებების თქვენეული დაცვით და ხედვითო...“ და მთხოვა პირველ მაგიდაზე დავმჯდარიყავით, რაც ძალზე სასიამოვნო გახლდათ. ჩემთან და დავით ასათიანთან ერთად, პირველ მაგიდაზე ისხდნენ: ევროპის ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის კოორდინატორი; აღმასრულებელი კომიტეტის ორი თანათავმჯდომარე და საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელი. შეიძლება ითქვას, რომ საჭმელი არ უჭამიათ, პატიმრობაში მყოფ ქართველ ადვოკატთან, მარი იველაშვილთან დაკავშირებით მისვამდნენ კითხვებს.



ჰქონდათ ინფორმაცია მარი იველაშვილის შესახებ?

– მე თან მქონდა სტუდია “მონიტორის“ გადაღებული და ინგლისურად გადათარგმნილი ფილმი, მარი იველაშვილზე, რომლის წარდგინებაც მოვაწყვე, ზემოხსენებულ ღონისძიებაზე. მას შემდეგ, რაც მათ შეიტყვეს მარი იველაშვილის შესახებ, იქ მყოფი ადვოკატებიდან, ყველა მათგაინ თავის ენაზე გამოხატავდა აღშფოთებას. მათ კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით ვუთხარი, რომ საქართველოში ადვოკატის ინსტიტუტი საფრთხეშია და გთხოვთ, ამ ინსტიტუტის გადარჩენაში დაგვეხმაროთ–მეთქი.



ასევე აღშფოთება გამოხატეს, როცა შეიტყვეს, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია და ადვოკატის პროფესია დევნის ობიექტია, რომ 200–მდე ადვოკატი მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში. ბოლოს დავძინე, თუ თქვენ რაიმე ქმედით ზომებს არ მიიღებთ, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, როგორც ქმედითი ორგანიზაცია, მოკვდება და ადვოკატთა ინსტიტუტი დასამარდება–მეთქი.



კონკრეტულად რითი შეუძლიათ ქართველი ადვოკატების დახმარება?

– 25 ნოემბერს “პიკოს“ სხდომაზე, ქართველი ადვოკატებისა და ჩვენი ასოციაციის პრობლემები ნომერ პირველ საკითხად განიხილება, რაც ჩვენთვის ძალიან დიდი დახმარება იქნება. მითხრეს, რომ მანამდე მიმართვას გაუგზავნიან ევროკავშირს, ევროპის საბჭოს და სპეციალური კომისიის შექმნას მოითხოვენ, რომელიც სწორედ იმ საკითხებს შეისწავლის, რაც ჩვენ გვაწუხებს. ვფიქრობ, ეს შედეგიანი იქნება, რადგან არა მგონია ევროპის ადვოკატთა ასოციაციის მიმართვა უყურადღებოდ დატოვონ ევროკავშირმა და ევროპის საბჭომ.



ფაქტიურად გზაში დამაწიეს წერილი –15 სექტემბერს მომწერეს – “ძალიან შევწუხდით მარიამ იველაშვილის ბედით. გთხოვთ, სასწრაფოდ მოგვაწოდოთ დამატებითი ფაქტები, მასთან დაკავშირებითო“.



კომისია, რომლის შექმნასაც ევროპელი ადვოკატები მოითხოვენ, მხოლოდ მარიამ იველაშვილის საკითხით დაინტერესდება?

– არა მხოლოდ მარიამ იველაშვილის საკითხით. წერილში, რომლითაც 31 აგვისტოს მათ მივმართე, 4 კონკრეტული ადვოკატის (შალვა ხაჭაპურიძე, მარიამ იველაშვილი, ვალერი ტაბაღუა, კობა სოხაძე) ირგვლივ იყო საუბარი. ევროპის ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა მითხრა – “რაში დაგეხმაროთ, 25 ნოემბრამდე კიდევ რა შეიძლება გავაკეთოთო?!“



საქართველოში ევროკავშირის და ევროპის საბჭოს წარმომადგენლობებს მივმართე,

ადვოკატების უფლებების დარღვევაზე; წერილში პირდაპირ ჩავუწერე – სააკაშვილის ანტიდემოკრატიული რეჟიმი... ყველა ფრაზაში ჩანს საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული დამოკიდებულება...



რა შედეგი მოჰყვა თქვენს მიმართვას?

– სამშაბათს ევროკავშირის და ევროპის საბჭოს წარმომადგენლობებში პირველ პირებს, ანუ ელჩებს უნდა შევხვდე. ჩემთან ერთად მოდიან ნაცემი ადვოკატები. ამ შეხვედრაზე მათი დასწრება ჩემი პრინციპული მოთხოვნა იყო; სწორედ ამ ადვოკატებს უნდა უთხრან, კონკრეტულად რა ზომების მიღება შეუძლიათ, ლამაზი განცხადებების კეთების გარდა.



დღეს ვრწმუნდები რამხელა ძალა შეიძლება ჰქონდეს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის უბრალო მიმართვას და ახლა ვხვდები სააკაშვილის რეჟიმს რატომ არ უნდოდა ზაზა ხატიაშვილი გამხდარიყო ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე.



ის, როდესაც გამორჩეულად მიმიწვიეს ევროპის ადვოკატთა ასოციაციის 50 წლისთავზე, ჩემთვის ძალიან დიდი დაფასება და პატივია. ასევე სასიხარულოა ის გამორჩეული მოპყრობა, რომელიც საქართველოს დელეგაციასთან მიმართებაში გამოხატეს. მითხრეს – “პირადად თქვენ ხომ არაფერს გიშავებენ, რომ მივიღოთ ზომები თქვენი სიცოცხლის დაცვის მიზნითო“. პასუხად მადლობა გადავუხადე და ადვოკატთა ასოციაციის წევრების დაცვაში დახმარება ვთხოვე – მე ჯერჯერობით ცოცხალი ვარ, ჩემს დაცვაზე ზრუნვა ზედმეტია–მეთქი.



ის რომ “პიკოს“ სხდომაზე ჩვენი საკითხი დღის წერიგში შეიტანეს, ძალიან დიდი დაფასება იყო. ამ ყველაფერში ძალიან დამეხმარა დავით ასათიანი. მის გარეშე ვერაფერს გავაკეთებდი. ძალიან მიხარია, რომ იგი არის იმ არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარე, რომელმაც თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა, რომ დაიცავენ ადვოკატის უფლებებს. დავით ასათიანის მხრიდან გმირული ნაბიჯი იყო, რომ დაეხმარა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს იმაში, რაც გაკეთდა.



ფაქტი ისაა, რომ 4 წელია ევროპის ადვოკატთა ასოციაციაციაში დამკვირვებლის სტატუსი გვაქვს და ჩვენთან არსებული ვითარების ირგვლივ ევროპელ ადვოკატებს აქამდე არასდროს უმსჯელიათ. ყინული დაიძრა და ვიმედოვნებ, ამ ფაქტს შედეგიანი ნაბიჯები მოჰყვება. სანამ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ვარ, ადვოკატების დევნის, შევიწროებისა და მათზე განხორციელებული ფიზიკური ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით გაჩუმებას არ ვაპირებ.
kote-1962
Тбилиси призывает Вашингтон дать добро на оборонные закупки
("EurasiaNet", США)

17/09/201000:32

Выразив изначально озабоченность по поводу желания Вашингтона "перезагрузить" свои отношения с Москвой, грузинские власти официально заняли более позитивную позицию. Так, например, этим летом президент Грузии Михаил Саакашвили высоко отозвался об "абсолютно правильном" отношении Соединенных Штатов к Грузии, добавив, что перезагрузка не означает "корректировки отношений с Россией за счет остальных".

Однако в частном порядке должностные лица Грузии по-прежнему выражают озабоченность. Некоторые сетуют, что США, не желая задеть Россию, заблокировали продажу американскими компаниями оборонных вооружений Грузии. И сейчас лоббисты пытаются в кулуарном порядке уговорить американских должностных лиц дать добро на продажу вооружений Грузии.

Соединенные Штаты, реализующие ряд программ по обучению грузинских военных, никогда не являлись крупным поставщиком оружия в Грузию. Та незначительная торговля в оборонной области, что имела место, была свернута после войны 2008 года между Грузией и Россией из-за Южной Осетии.

Саакашвили публично обращался к Вашингтону с просьбой предоставить Грузии вооружения "оборонительного" характера, включая средства ПВО и противотанковые гранатометы, но американские власти неоднократно заявляли, что не намерены этого делать. "Грузия не готова для получения оборонных вооружений, о которых ведет речь президент Саакашвили, – заявила в прошлом году заместитель помощника министра обороны США по России, Украине и евразийской политике Селеста Уолландер (Celeste Wallander). – В будущем подобное не исключено, но сейчас Соединенные Штаты определенно не считают, что Грузия готова для подобного рода закупок".

В последние месяцы грузинское правительство старается балансировать на тонкой грани, критикуя "фактическое" эмбарго на продажу вооружений и при этом стараясь, чтобы эти слова публично не были восприняты как жалобы.

Выступая на публике, Саакашвили касается данного вопроса с величайшей осторожностью. Вот что, например, он заявил в интервью "Ньюсуик" от 12 сентября: "Оставить Грузию незащищенной не значит помочь ситуации. Грузия не может напасть на Россию, тогда как беззащитная Грузия – это большой соблазн для России сбросить наше правительство военными методами… Мы надеемся, что в рамках сегодняшнего сотрудничества в сфере безопасности Соединенные Штаты помогут нам укрепить нашу обороноспособность".

За закрытыми дверями грузинские власти выражаются более определенно, подчеркивая, что Вашингтон не только не оказывает военной помощи, но Госдепартамент – в полномочия которого входит давать добро на любые продажи военной техники за рубеж – еще и блокирует продажу Грузии американскими компаниями подобного оборудования, даже невоенного характера. "Соединенные Штаты наложили запрет даже на продажу нам холостых боеприпасов, используемых в ходе учений. Очевидно, привести в действие кнопку "перезагрузки" отношений с Россией важнее, чем позволить нашей армии хотя бы приготовиться защищаться", – заявил некий грузинский чиновник еженедельнику Jane's Defence Weekly в опубликованной в июне статье.

Этот вопрос является болезненным для обеих сторон. В ответ на запрос EurasiaNet.org представители грузинского министерства обороны, посольства Грузии в Вашингтоне, Госдепартамента США и Пентагона отказались разговаривать на этот счет. И даже те, кто пристально следит за грузинской тематикой в Вашингтоне, не знают, что представляет собой политика Госдепартамента. В Вашингтоне сложилось представление, что Госдеп не торопится реагировать на просьбы разрешить продажу вооружений Грузии в том смысле, что ни отклоняет, ни удовлетворяет их, отмечает говорит замдиректора Института европейских, российских и евразийских исследований Школы международных отношений им. Эллиота Университета Джорджа Вашингтона Кори Уэлт (Cory Welt). "Поступающие запросы в отношении Грузии просто оседают в Госдепе. Так что политика состоит в том, чтобы не проводить никакой политики".

В интервью от 15 сентября информагентству "Интерфакс" министру обороны США Роберту Гейтсу был задан вопрос о продаже США вооружений Грузии, и тот ответил, что Вашингтон "осторожен" в оказании помощи Грузии в сфере безопасности. "Каждая суверенная страна имеет право обеспечивать свою оборону. Думаю, мы достаточно осторожны в том, что поставляем Грузии. Мы также заинтересованы в том, чтобы предоставлять Грузии средства, которыми они могут помочь нам в Афганистане. Значительная часть того, что мы делаем в Грузии – обучение личного состава и прочее – происходит из-за того, что они сами желают внести важный вклад в наши усилия в Афганистане", – заявил министр.

Представление о наличии эмбарго на продажу вооружений Тбилиси продвигается лоббистким PR-агентством Orion Strategies, нанятым Советом национальной безопасности Грузии. Владельцем этой компании является Рэнди Шенеманн (Randy Scheunemann), советник по внешней политике кандидата в президенты США от Республиканской партии Джона Маккейна (John McCain), а ныне внешнеполитический советник экс-кандидата в вице-президенты Сары Полин (Sarah Palin). Маккейн зарекомендовал себя решительным союзником Грузии и одним из ведущих критиков политики администрации Барака Обамы в отношении России.

"Администрация больше стремится умиротворить Россию, чем поддержать дружественную грузинскую демократию, живущую в тени своего агрессивного соседа, – писал недавно Маккейн в редакционной статье газеты "Вашингтон пост". – Грузия больше делает, сражаясь в Афганистане, чем большая часть североатлантического альянса, в который она так хочет вступить. И тем не менее приходится вести борьбу за то, чтобы наша администрация обеспечила грузинские войска, ведущие боевые действия, хотя бы основным оборудованием, бронетехникой и запчастями".

Фирма Orion ознакомила EurasiaNet.org с образцами четырех оборонных соглашений между американскими компаниями и Грузией, заблокированных, по словам ее представителей, Госдепартаментом США. Две из означенных компаний, General Dynamics и AM General, отказались от комментариев. Представители же остальных двух фирм заявили, что сведения, предоставленные компанией Orion, являются неверными, и что Госдеп сделку не блокировал.

"Мы не получали никаких заказов на закупку из Грузии", – отметил Джеймс Баттальини (James Battaglini), генерал Корпуса морской пехоты в отставке, возглавляющий ныне компанию Colt Defense по производству карабинов М4. Предварительные консультации, имевшие место у компании с Грузией, не достигли той стадии, на которой бы потребовалась санкция Госдепартамента, сказал Баттальини. "Мы и не подаем прошения на экспортную лицензию, пока у нас нет на руках соответствующего заказа".

По словам президента компании Arms Tech Джозефа Рустика (Joseph Rustick), возглавляемая им компания готовилась производить для Грузии противопехотные управляемые мины Claymore. Однако эта сделка была приостановлена, когда израильскому посреднику Оферу Пазу (Ofer Paz), договаривавшемуся о закупках, федеральная прокуратура США предъявила обвинения в причастности к коррупционной схеме подкупа чиновников грузинского министерства обороны с целью приобретения ими вооружений и продовольствия для армии по завышенным ценам.

По словам Джозефа Рустика, соглашение компании Arms Tech по выпуску противопехотных мин как раз находилось на рассмотрении в Госдепартаменте, когда Пазу были предъявлены обвинения. Компания получила письмо, датированное 19 марта 2010 года, в котором говорилось: "Доводим до вашего сведения, что в процессе рассмотрения соответствующего запроса по причинам, никак не связанным с вашей компанией, ваш зарубежный партнер, компания Paz Logistics, попала в число компаний, обращения которых подлежат отказу".

По словам Джозефа Рустика, тогда он обратился к представителям грузинского оборонного ведомства напрямую, предложив продавать им противопехотные мины без посредника. "В неофициальном порядке я получил с их стороны ответ: "Мы не заинтересованы"", – сказал Джозеф Рустик. Он по-прежнему заинтересован в том, чтобы продавать оружие Грузии: "Я преследую свои личные цели – моего дела насильно забрили в царскую армию. Так что это семейное дело".

Не совсем ясно: даже если бы США захотели продавать Грузии оружие, оказало ли бы это существенное влияние на баланс сил в регионе. Во-первых, американское оружие недешевое, а оборонный бюджет Грузии за период с 2008 по 2010 годы сократился вдвое. Российская же армия настолько сильнее грузинской, что даже если бы Тбилиси мог приобрести все оружие, которое хотел, в любом сражении с Россией грузинские вооруженные силы все равно не превзошли силой противника.

Но цель Грузии может состоять не в том, чтобы отбить потенциальную атаку со стороны России, а в том, чтобы просто задержать российские силы в течение такого времени, чтобы успели подключиться иностранные дипломаты и убедить Россию отказаться от военных действий. Саакашвили также может преследовать не столько военные, сколько психологические цели. Закупка оружия в США представляет собой конкретную демонстрацию поддержки Америки в адрес Грузии, отмечает директор тбилисского офиса проекта "Кавказ" Международной кризисной группы Лоуренс Шитс (Lawrence Sheets). Именно так обстояло дело до российско-грузинской войны с закупкой карабинов М4 у американской компании Bushmaster. "Они закупали карабины М4 по идеологическим причинам, потому что автоматы АК-47 ассоциировались у них с СССР, – говорит Шитс. – Это было решение Саакашвили".

Даже попытка предпринять что-то в этом направлении поможет Саакашвили поднять боевой дух в стране, добавляет он. "Как объяснить своей армии, что ты даже не пытаешься закупать оружие, которое защитит тебя в случае нападения?"

Позитивные публичные заявления Саакашвили о перезагрузке отношений – не совсем то, что он думает на самом деле, полагает Лоуренс Шитс. "Он должен говорить это по политическим соображениям". В частном же порядке президент "сетует на то, что американцы отказываются продавать ему оборонительные вооружения", добавляет Шитс.

Между тем российские власти, и премьер-министр Владимир Путин в частности, заняли диаметрально противоположную позицию и неоднократно обвиняли США в том, что те перевооружают Грузию. "Я вижу, намерения сегодняшней администрации США улучшить отношения с Россией совершенно четко прослеживаются. Но есть и другое. Например, происходит дальнейшее перевооружение Грузии. Зачем? Ну это же реально. Мы же видим. Если бы не было перевооружения два года назад, не было бы и агрессии, и крови, которая там пролилась, – сказал 30 августа Путин в интервью российской газете "Коммерсант". – Сейчас продолжают перевооружение".



Джошуа Кусера является независимым вашингтонским журналистом, специализирующимся на освещении проблем безопасности в Центральной Азии, на Кавказе и Ближнем Востоке.
http://inosmi.ru/caucasus/20100917/162982128.html

© ИноСМИ.ru 2000-2009
kote-1962
Путин не способен достойно принять поражение по Nabucco
("Asia Times", Гонконг)

17/09/201009:14

России, похоже, не удалось пролоббировать в Европе свой трубопровод «Южный поток» и одержать верх над конкурирующим с ним проектом Nabucco, который должен будет доставлять газ из Азербайджана на европейские рынки через Турцию. В итоге сейчас Москва отчаянно отрицает наличие в районе Каспийского бассейна необходимых для Nabucco объемов доступного газа.

Премьер-министр Владимир Путин сформулировал этот официальный курс на недавнем ежегодном заседании российского экспертного клуба «Валдай». Он заявил, что у проекта Nabucco нет гарантий поставки (а «Россия туда поставлять ничего не будет»), что Nabucco не может полностью рассчитывать на Азербайджан, так как последний заключил контракт на поставки газа российской газовой компании «Газпром», и что спор о морских границах на Каспии помешает транспортировать туркменский газ через Азербайджан в Европу. Желчный тон премьер-министра и само содержание его заявлений указывали на то, что надежды выиграть у него почти не осталось.

Азербайджан играет в проекте Nabucco ключевую роль. Россия сейчас стремится максимально увеличить импорт азербайджанского газа, чтобы для Nabucco его оставалось, как можно меньше. В ходе последнего визита президента Дмитрия Медведева в эту страну Газпром подписал договор о покупке у Государственной нефтяной компании Азербайджанской Республики (ГНКАР) 2 миллиардов кубометров газа в 2011 году (в 2009 году речь шла о 500 миллионах кубометров, а в 2010-м о миллиарде кубометров).

Более того, соглашение не устанавливает никаких ограничений по объему на ежегодные поставки газа из Азербайджана в Россию. К тому же, во время того же визита Медведева, глава Газпрома Алексей Миллер дал понять, что российская компания готова приобрести долю во второй стадии разработки шельфового месторождения Шах-Дениз, которое должно стать основным источником газа для первой фазы проекта Nabucco.

Тем не менее, в итоге подрывная деятельность Газпрома ни к чему не приведет. Его соглашения о покупке газа у Азербайджана действуют ровно год. Соответственно, когда трубопровод Nabucco вступит в строй, Азербайджан сможет перенаправить экспорт с российского направления на западное, выбрав более выгодные цены и условия транспортировки. Что же касается Шах-Дениза, то в настоящий момент у России нет никаких рычагов, с помощью которых она могла бы заставить работающий с месторождением консорциум принять Газпром в число участников второй стадии разработки.

В этот консорциум входят следующие компании: BP и норвежская Statoil, которым принадлежат по 25,5 процента акций, азербайджанская ГНКАР, российский ЛУКойл, французская Total, и Национальная иранская нефтяная компания – с 10 процентами каждая, и турецкая Turkish Petroleum с 9 процентами. Соотношение голосов исключает даже малейшую возможность того, что управляющий комитет по своей воле примет Газпром в консорциум.

Вторая стадия с 2016 года должна, как ожидается поставлять каждый год по 16 миллиардов кубометров. Объем инвестиций на всем протяжении проекта должен составить 20 миллиардов долларов, соответственно инвестиционное решение должно быть принято к 2011 году. Эти условия были сформулированы до того, как три крупных финансовых учреждения заявили о своей готовности финансировать проект Nabucco, что в свою очередь должно стимулировать консорциум Шах-Дениза принять долгожданное инвестиционное решение.

Коммерческий оператор месторождения Statoil недавно пригласила потенциальных клиентов принять участие в переговорах о поставках газа из второй стадии Шах-Дениза. Приглашение адресовано консорциумам и компаниям, участвующим в трех проектах: Nabucco, газопровода «Турция-Греция-Италия» (ITGI) и Трансадриатического газопровода (в число акционеров которого входит и сама Statoil, и который проходит через те же три страны, что и ITGI).

Консорциум Nabucco ожидает получить для первой фазы проекта от восьми до десяти миллиардов кубометров азербайджанского газа. Азербайджан рассчитывает, что большую часть этих объемов обеспечит вторая стадия Шах-Дениза, а ко второй фазе Nabucco подоспеет туркменский газ.

Эти планы могут сорваться, если газ, добываемый на Шах-Денизе будет делиться между несколькими трубопроводами. Из трех рассматриваемых газопроводов только Nabucco со своей пропускной способностью в 31 миллиард кубометров и ориентацией на Центральную Европу имеет стратегическое значение – как сам по себе, так и как важнейшая часть европейского проекта Южного газового коридора. ITGI и Трансадриатический газопровод, также входящие в этот проект, намного меньше по пропускной способности и идут на юг Европы – в Италию. Безусловно, для причастных к ним компаний они интересны с деловой точки зрения, но без работающего на полную мощность Nabucco они не смогут сыграть важную роль в деле диверсификации поставок в Европу.

Все эти потенциальные компоненты Южного коридора (который также должен включать в себя проект трубопровода «Белый поток», предназначенного для транспортировки каспийского газа в Румынию и на Украину) необходимы для того, чтобы максимально увеличить поставки газа из Центральной Азии в Европу, что должно стимулировать инвестиции в разработку газовых месторождений. Однако они станут неэффективными или даже просто лишними, если в итоге начнут конкурировать друг с другом за ограниченные объемы азербайджанского газа. Выбор, сделанный финансовыми учреждениями, решившими поддержать Nabucco, свидетельствует о том, что финансисты также осознают стратегическое значение этого проекта.

Невзирая на последние заявления Путина, Туркмения понемногу ищет транспортное решение позволяющее поставлять через Азербайджан газ для Nabucco. Ничто всерьез не указывает на то, что Ашхабад позволит разногласиям из-за границы помешать строительство перемычки через Каспий. Напротив, в этом году он уже начал строить через территорию Туркмении трубопровод «Восток-Запад», идущий от газовых месторождений на востоке страны к каспийскому побережью. Этот проект трубопровода, пропускная способность которого с 2015 года должна составить 30 миллиардов кубометров, свидетельствует о том, что Туркмения планирует продавать соответствующие объемы газа на своей западной границе (вдобавок к газу из шельфовых месторождений), когда будет готов трубопровод через Каспийское море.

Это не только позволит Nabucco работать на полную мощность, но и поможет воплотить в жизнь европейский проект Южного коридора. С другой стороны, если Европа не сможет воспользоваться этой возможностью, Ашхабаду придется отказаться от проекта «Восток-Запад» и перенаправить эти объемы России (через идущий на север по берегу Каспия трубопровод, который Россия предлагает расширить) или другим неевропейским странам.

Германская RWE, венгерская MOL и австрийская OMV – акционеры Nabucco – рассчитывают также получать газ из иракского Курдистана. В прошлом году MOL и OMV приобрели каждая по 10 процентов акций консорциума Pearl Petroleum, разрабатывающего газовые месторождения в этом регионе Ирака. Ключевую роль в консорциуме играет частная компания Dana Gas со штаб-квартирой в Шардже.

В прошлом месяце RWE подписала с властями региона соглашение о разработке газовых месторождений и создании транспортной инфраструктуры. Это может подготовить почву для поставок газа из курдских областей в Европу через Турцию и трубопровод Nabucco – во всяком случае, RWE рассчитывает заключить соглашение о таких поставках. Иракская центральная власть в Багдаде, правда, выдвигает возражения юридического и бюджетного характера. Со своей стороны курдские власти обещают поделиться прибылями с центром, согласно национальному и региональному законодательству.

Хотя объемы, сроки и иные условия поставок газа из этой части Ирака пока точно не определены, похоже, что Курдистан может внести значительный вклад в проект Nabucco. В прошлом месяце консорциум принял решение приступить к строительству в Турции двух вспомогательных веток – одной от грузинской границы и одной от иракской, для поставок газа из Каспийского бассейна и из Иракского Курдистана соответственно. Таким образом, перспективы проекта теперь приняли более определенную форму – как с точки зрения обеспеченности газом, так и с финансовой точки зрения.

Владимир Сокор – старший научный сотрудник и бывший старший аналитик Jamestown Foundation. Ранее занимал должность старшего исследователя-аналитика в мюнхенской штаб-квартире «Радио Свободная Европа/Радио Свобода». Специалист по бывшим республикам СССР, Содружеству Независимых Государств и межэтническим конфликтам.
http://inosmi.ru/europe/20100917/162993838.html

© ИноСМИ.ru 2000-2009
kote-1962
„მსოფლიო ბაზარზე ფასების ზრდას საქართველოში კატასტროფული მდგომარეობა მოჰყვა“


15:37 17.09.2010
[ლელა ჩქარეული]

ფასების მატებამ საქართველოში ლამის კატასტროფული ფორმები მიიღო. ამის მთავარი ინდიკატორი პურზე ღირებულების ზრდა გახდა. მთავრობას აფრთხილებენ, რომ პურზე ფასის ზრდა კატასტროფის მომტანია, მთავრობამ ეს უნდა შეაჩეროს, თორემ სხვა შემთხვევაში დაიწყება შიმშილობა.

ფასებისგან განსხვავებით, ქვეყანაში ხელფასების და პენსიების ოდენობა საერთოდ არ იზრდება. ეს მაშინ, როცა მეზობელ აზერბაიჯანში პენსიის მოცულობამ ზოგ შემთხვევაში 200 მანათს (400 ლარზე მეტს) მიაღწია. ოპოზიციისთვის გაუგებარია, ასეთ ვითარებაში პრემიერ-მინისტრი გილაური საქართველოს ეკონომიკური წარმატებით რატომ ტრაბახობს.

„ქრისტიან-დემოკრატები“ სასურსათო პროდუქტზე ფასების კატასტროფულ ზრდასთან დაკავშირებით, პარლამენტში პოლიტიკური დებატების გამართვას ითხოვენ. ამის შესახებ განცხადება პარლამეტის სხდომაზე პარტიის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ გააკეთა.

„მსოფლიო ბაზარზე სასურსათო ფასების ზრდას საქართველოში კატასტროფიული მდგომარეობის შექმნა მოჰყვა, თუმცა ასეთ ვითარებაში საქართველოს მთავრობა მხოლოდ სტატისტის მდგომარეობაში აღმოჩნდა და მხოლოდ ფაქტებს ადასტურებს“, – განაცხადა თარგამაძემ.

მისი შეფასებით, დღეს ქვეყანაში სასურსათო უშიშროების პოლიტიკის არარსებობა ქმნის გარემოებას, რომ „ქვეყნის მიერ მოხმარებადი პროდუქტის 80% იმპორტირებულია, ადგილობრივი დარგები კი განადგურებული.“

თარგამაძის შეფასებით, მდგომარეობა მხოლოდ კატასტროფულად შეიძლება შეფასდეს და მისთვის გაუგებარია, ასეთ ვითარებაში პრემიერ-მინისტრი საქართველოს ეკონომიკური წარმატებით რატომ ტრაბახობს.

ამასთან, იგი იმ საკითხითაც ინტერესდება, თუ „რატომ ვერ ხვდება „იმპორტის პრემიერი“, რომ მთავრობის სხდომაზე ერთხელ მაინც განიხილოს სასურსათო ფასების ზრდის პრობლემა.“

თარგამაძემ, პრეზიდენტის მიერ ჩატარებული ბოლო მთავრობის სხდომაც გააკრიტიკა იმის გამო, რომ „პრეზიდენტმა ისევ მორიგი შოუ მოაწყო და სავალალო რამ განაცხადა, რომ საქართველო ელჩების იმედადღაა ყოფილა დარჩენილი, რათა დახმარება იმ ქვეყნებისგან გამოითხოვონ, რომლებიც სოფლის მეურნეობის კუთხით არასოდეს გამოირჩეოდნენ.

ეს კი, თარგამაძის თქმით, იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში არანაირი პოლიტიკა არ არსებობს და პრობლემის მოსაგვარებლად პარლამენტში პოლიტიკური დებატების გამართვას ითხოვს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური და სოფლის მეურნეობის მინისტრიც უნდა დაესწროს.

და მაინც, ანალიტიკოსები სვამენ კითხვას, გამოიწვევს თუ არა ფასების ზრდა სექტემბერში ხალხის ქუჩაში გამოსვლას? „როცა ხალხს პურის ფული არა აქვს, ამას მოჰყვება რევოლუცია“ – აცხადებს საქართველოს ექსპრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

„პურზე ფასის ზრდა კატასტროფის მომტანია, მთავრობამ ეს უნდა შეაჩეროს, თორემ სხვა შემთხვევაში დაიწყება შიმშილობა“ – დასძენს შევარდნაძე.

საარსებო მინიმუმის და პენსიის საკვებ პროდუქტებზე ფასების მიხედვით განსაზღვრას მოითხოვს პარლამენტის წევრი ჯონდი ბაღათურია. „ქართული დასის“ ლიდერის თქმით საქართველოს პრეზიდენტის განცხადებები, რომელთა თანახმად საკვები პროდუქტები 5%-ით გაძვირდა, სიმართლეს არ შეესაბამება. სინამდვილეში ვითარება გაცილებით რთულია, სასურსათო კალათის ფასი დაახლოებით 20%-ით გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ საარსებო მინიმუმიც შესაბამისად უნდა გაიზარდოს და 150 ლარის ნაცვლად 180 ლარით განისაზღვროს.

ეროვნული ბანკის ცნობით, ინფლაციის მონაცემები 4,9%-ს შეადგენს. პურზე ფასების ზრდა პირდაპირპროპორციულია ინფლაციის მაჩვენებლის ზრდის. პურის ფასების ზრდა სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით გაზრდის ინფლაციის მაჩვენებელს დაახლოებით 08% – 09 %-ით.

„ინფლაცია სექტემბერ-ოქტომბერში უფრო მაღალ მაჩვენებელს მიაღწევს“, – ასეთ პროგნოზს აქვეყნებს გაზეთი „ბანკები და ფინანსები“. ექსპერტები ეკონომიკის საკითხებში ინფლაციის ზრდას არა მხოლოდ საქართველოში მიმდინარე პროცესებს უკავშირებენ, არამედ ამის მიზეზს მსოფლიო სასურსათო ბაზარზე არსებულ სიტუაციაში ხედავენ.

შაქრის, პურის და საწვავის ფასები მსოფლიო ფასებზეა დამოკიდებული, თუმცა საქართველოში ყველა ამ პროდუქტზე გაცილებით მეტად იზრდება ფასები, ვიდრე ეს საერთაშორისო ბაზარზე ხდება, აღნიშნავს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში სოსო არჩვაძე „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას.

„თუ მასას, რომელშიც საკმაოდ დიდი უკმაყოფილების მუხტი დაგროვდა გამოუჩნდა ორგანიზატორი, ამ უკმაყოფილებამ შესაძლოა სამზარეულოებიდან ქუჩაში გადაინაცვლოს“, – მიიჩნევს გეოპოლიტიკური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი გია ვოლსკი. კითხვაზე, არსებობს თუ არა დღეს ისეთი ოპოზიციური ძალა, რომელიც ხალხის ქუჩაში გამოყვანას შესძლებს, გია ვოლსკი პასუხობს:

„პოტენციალი რამდენიმე ოპოზიციურ ძალას გააჩნია, მაგრამ ვფიქრობ, რომ არარეალიზებული პოტენციალი ენერგიის წყაროდ უკვე აღარ ითვლება. არარეალიზებული პოტენციალი გააჩნია ირაკლი ალასანიას გუნდს, ასევე მისგან საპირისპირო პოზიციაზე მდგომ ნინო ბურჯანაძის გუნდს და ვფიქრობ, არარეალიზებული პოტენციალი გააჩნია ფორუმს, რომელსაც იმედი აქვს, რომ სექტემბრიდან ხალხს აიყოლიებს მთელი რიგი მიმართულებით, მათ შორის პოლიტიკური და სოციალური მიმართულებითაც.“
civil.ge
კომისია საბოლოო დასკვნას პროექტთან დაკავშირებით ოქტომბრის შუა რიცხვებში მიიღებს.

View the full article
kote-1962
დიტო გელოვანი - სიასამურის საამური სამურაები (სია საამური)


12:01 20.09.2010

[დიტო გელოვანი. ის, რაც ხდებოდა წინა კვირაში – “ვერსია”]



- კარგი. კატას ჩემი მძღოლი წამოიყვანს, ხვალ ათ საათზე.

- მე კონსერვებს და ტუალეტისთვის ქვიშას მოვუმზადებ, კარგა ხანს ეყოფა. მაგრამ გაითვალისწინეთ, მხოლოდ ამ კონსერვებს ჭამს. როცა გათავდება, ზუსტად ასეთი უნდა უყიდოთ!

- ყველა დეტალი ჩემს მძღოლს გააცანი შეხვედრისას. მე, თუ არ ვცდები, უკვე გითხარი, რომ თავისუფალი დრო არ მაქვს.

- მაინც ჯობს, როცა ყველა საკითხს ერთი ინსტანცია წყვეტს... რომ მერე დამნაშავე იოლი საპოვნელი იყოს.

- დამნაშავე?

- მე მხოლოდ ის მინდა ვთქვა, რომ თუ იმ დროის განმავლობაში, სანამ აქ არ ვიქნები, ჩემს კატას რამე დაემართება – სულერთია, ვიპოვი ცხვარს თუ არა, - ჩემგან ერთ სიტყვასაც ვერ გაიგონებთ!

(ჰარუკი მურაკამი, “ნადირობა ცხვარზე”)



“თბილისი. 22 ივლისი. “ინტერპრესნიუსი” - ახმეტის რაიონში კატამ ლეკვი დაბადა. ტელეკომპანია “იმედის” ინფორმაციით, უცნაური შემთხვევა ახმეტის რაიონის ერთ-ერთ სოფელში რამდენიმე დღის წინ მოხდა. ანომალიის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსიები, მათ შორის რადიაცია და კატისა და ძაღლის შეჯვარება განიხილება, თუმცა ვეტერინარები ორივე ვარიანტს გამორიცხავენ.

მათი განმარტებით, რადიაციის შემთხვევაში ნაყოფი დამახინჯებული იქნებოდა, ხოლო სხვადასხვა სახეობის ცხოველების შეჯვარებისას ნაყოფის ჩასახვა შეუძლებელია, რადგან მათი გენეტიკური კრებული აბსოლუტურად განსხვავდება და თანხვედრა გამორიცხულია. ბოლო პერიოდის განმავლობაში მსგავსი შემთხვევები მსოფლიოში საკმაოდ ხშირად ხდება, რასაც მეცნიერები ახსნას ვერ უძებნიან”.



ესეც ასე – კატამ დაბადა ლეკვი. ახლა, მოვლენათა განვითარება ორი მიმართულებით არის მოსალოდნელი. 1. აღნიშნული არსება გაიზრდება და იქნება მოზრდილი ტანის და ბანჯგვლიანი, მაგრამ იკნავლებს და მიაუ-მიაუ-თი წაიღებს ტვინს. 2. იქნება პატარა ტანის, ეყვარება რძე და ხეზე ძრომიალი, მაგრამ გაბრაზებული ისეთ ღრენას და ყეფას ატეხავს, რომ მტრისას!



ორივე შემთხვევაში იგი იქნება რომელიმე უმცირესობის ღირსეული წარმომადგენელი და ორივე შემთხვევაში ქართველი ლიბერალები დაიცავენ მის უფლებებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსალოდნელია ახალი გრანტები და ამ გრანტების გულისთვის თავპირისმტვრევა. ერთმანეთს თავ-პირს დაამტვრევენ მეცნიერები, ერთმანეთს თავპირს ძვალსა და რბილს გაუერთიანებენ ლიბერალები და ყველაზე საინტერესო იქნება მეცნიერებისა და ლიბერალების ჯახი. ისინი უკვე ნოემბრის ბაშოსთვის ემზადებიან.



გული მიგრძნობს, ის ლეკვი მალე ქართული ფაუნის ხერხემალი გახდება.

ასეა თუ ისე, გრანტები შემოვა, გაჩნდება ფული, გაჩნდება ხალისი და გაჩნდება ბევრი კარგი რამ და ეს ყველაფერი იმის გამო, რომ კატამ ძაღლი გააჩინა. ახლა, ის კატა თუ ერთ მოზრდილ ვირთხასაც გააჩენს, მერე ნახეთ ეკონომიკის აყვავება და ბიზნესის მდგრადი განვითარება. ალბათ, მიშას ეწყინა, ეს ამბავი ბათუმში რომ არ მოხდა, მაგრამ სხვა გზა არ აქვს - უნდა შეეგუოს. ბოლო-ბოლო მარტო ბათუმის პრეზიდენტი ხომ არ არის და, თანაც, ახლავე უნდა ისწავლოს რაღაც-რაღაცეებთან შეგუება.

კატამ ძაღლი დაბადა... ეს ხომ ნამდვილი სენსაციაა! ოღონდ, თუ, რა თქმა უნდა, ეს არ არის მოდელირებული კატა, არ არის მოდელირებული ძაღლი და არ არის მოდელირებული მშობიარობა. “იმედს” ახასიათებს... თუ მოდელირებულია და, მაშინ მაგ ნიუსს ისევ ვისოცკის ის სიმღერა მირჩევნია, ჟირაფი ანტილოპას რომ გაჰყვა ცოლად და თუთიყუშმა რომ დაიძახა, ჟირაფი მაღალია და თვითონ ჩვენზე უკეთ იცისო.



ეს ყველაფერი, რაც აქამდე წაიკითხეთ, ივლისის ბოლოს დავწერე და აღარ გავაგრძელე. მეორე დღეს უკვე რაჭაში ვიყავი და დღეს, როდესაც მეკითხებიან, როგორ გავატარე ზაფხულის არდადეგები, ზუსტად ისე ვპასუხობ, როგორც მაშინ, როდესაც მესამე, მეოთხე და მეხუთე კლასებში ვპასუხობდით მე და ჩემი თანაკლასელები (ისევე, როგორც ჩემი ნაცნობები და მათი თანაკლასელები), როდესაც გვაწერინებდნენ თემას კოდური სახელწოდებით “როგორ გავატარე ზაფხულის არდადეგები”. “ზაფხულის არდადეგები გავატარე კარგად” - პასუხი მაშინაც ასეთი იყო, და დღესაც ასეთია.



მაშინ, ადრე, კატები კნუტებს ბადებდნენ, ძაღლები – ლეკვებს, ხოლო ვირთხები - წრუწუნებს. ნაპერწკლიდან ალი ინთებოდა. დღეს გენმოდიფიცირებულ კარტოფილში შემწვარ ბრაზილიურ ხორცს “ოჯახური” ჰქვია, პრეზიდენტი პილოტია და პრემიერ-მინისტრობა სურს. უცნაურია ეს ყველაფერი, მაგრამ როდესაც რაჭაში ხარ და ერთადერთ არხს - “რუსთავი 2”-ს უცქერ, ყველაფერს დაიჯერებ კაცი.

ის, რაც ხდებოდა წინა კვირაში... აწმყო, შობილი წარსულისაგან... “რუსთავი 2”... “მშობლიური ლიტერატურა – VIII კლასის სახელმძღვანელო, თბილისი 1953 წელი”. ამ წიგნს რაჭაში გადავაწყდი. წიგნში გადავაწყდი ლექსს. გრიგოლ აბაშიძე, “კორეაზე ფიქრი სამგორში” (კორეელ ინჟინერს – პაკ ინ ბინს). შემოგთავაზებთ ნაწყვეტებს.



მის ხალხს კაცურად არ უცხოვრია,

არ გაუმართავს წელი აროდეს,

ახლა პირველად ცდილობს კორეა,

რომ საქართველოს მსგავსად ჰყვაოდეს.

.............................

და დაივიწყებს ომის იარას

ქვეყანა ცეცხლს რომ დაუტბორია...

ჩვენს მხარეს მარტო მთებით კი არა,

ბედითაც უნდა ჰგავდეს კორეა.



როგორც მოგახსენეთ, ლექსი ეძღვნება კორეელ ინჟინერს, პაკ ინ ბინს. სახელმძღვანელოს ავტორებს ლექსის ბოლოში კითხვები აქვთ გამოტანილი:


რა აგონდება კორეელ ინჟინერს? რა აახლოებს ქართველ ხალხს გმირ კორეელ ხალხთან? დაახასიათეთ იმპერიალისტების მხეცური მოქმედება კორეაში.

1953 წელს იჯდა მერვეკლასელი მამაჩემი და იჭყლეტდა ტვინს - რა აახლოებს ქართველ ხალხს გმირ კორეელ ხალხთან? 2010 წლის ზაფხულში ვისხედით მე და მამაჩემი რაჭაში, სახლის წინ, კაკლის ჩრდილში. მე სიგარეტს ვეწეოდი, მამაჩემი მეუბნებოდა, რომ “მოწევა იწვევს ნელ და მტანჯველ სიკვდილს”. სიტყვა ბანზე ავუგდე: “რა აახლოებს ქართველ ხალხს რუს ხალხთან?” პასუხი: “საკონსტიტუციო ცვლილებები”.



ამ დროს დედაჩემმა ფანჯრიდან ნიუსი გამომძახა – “ლადო ვარძელაშვილი დაესწრო საქართველოს ქალ მშვილდოსანთა ნაკრების წვრთნას”. მანამდე უკვე ვიცოდი, რომ 25 ივლისი საქართველოს სტატისტიკის დღეა (მე, სულელს, ვისოცკის გარდაცვალების დღე მეგონა) და ვარძელაშვილ-მშვილდოსნების ამბავი რომ გავიგე, კიდევ ერთხელ ვინატრე ირაკლი სირაძე სტატისტიკის დეპარტამენტის თავმჯდომარედ. ფიქრებიდან მამაჩემის სიტყვებმა გამომიყვანა: “საკონსტიტუციო ცვლილებები”.



დიახ – საკონსტიტუციო ცვლილებები! და მასთან ერთად – როკის გვირაბი. მაგრამ, იმდენად, რამდენადაც დღეს როკის გვირაბმა, 2013 წლამდე მაინც, დაკარგა აქტუალობა და თან მშობლიური ლიტერატურის 1953 წლის სახელმძღვანელოში გვირაბზე არავინ არაფერს წერს, ვისაუბროთ კონსტიტუციაზე, საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ კი იმ წიგნში დაბეჭდილია ყაზახი პოეტის, ჯამბულის ლექსი “დიადი სტალინური კანონი”.



ამ კანონებით დაჰქროდა ველად:

უუფლებობა, სიღატაკე, შიმშილი, რბევა.

ჩემო სიმღერავ, ფრთა შეისხი, ნახე აული.

ფართო ველებო, მოისმინეთ სიტყვა ჯამბულის.

...........................

კანონს, რომლითაც სასწავლებლებს, უმაღლესს ხსნიან,

სადაც სწავლისთვის სოფლის ბავშვებს დღეს აგზავნიან.

კანონს, რომლითაც რესპუბლიკა თითოეული

თანაბარ სხივით კავშირშია განათებული.

მაშ, შემოვძახოთ, აკინებო*, სიმღერა ძმური,

კონსტიტუცია დღეს შევამკოთ ჩვენ სტალინური.



*აკინი – ყაზახეთის სახალხო მომღერალი, სახალხო პოეტი. დღეს აკინს უწოდებენ მორჩილ დეპუტატებს, დაქვემდებარებულ ჟურნალისტებს, ქვემდებარე ექსპერტებს, მდებარე მომღერლებს და იუმორისტებს, რომლებიც თავიანთ ხუმრობით მხოლოდ მტერს აცინებენ.


დაახასიათეთ თვითმპყრობლობის პირობებში ყაზახეთისა და საერთოდ მეფის იმპერიაში მცხოვრები ხალხების მძიმე, აუტანელი ცხოვრება – მოიტანეთ ლექსიდან სათანადო მასალა. დაახასიათეთ საბჭოთა კავშირის ხალხთა საამური და ბედნიერი ცხოვრება.

აბა, ახლა რაღა დროს თვითმყრობლობა და საბჭოთა კავშირია! ამიტომ, უნდა დავახასიათოთ ძველი უბედურება (2003 წლამდე) და ახალი ბედნიერება (2003 წლის შემდეგ). ძველის გახსენება არ მსურს, ახალი ბედნიერება კი ის არის, რომ ნინო სურგულაძემ მიიღო ბრწყინვალების ორდენი, პარლამენტმა მიიღო ახალი საგადასახადო კოდექსი, ლადო ვარძელაშვილი დაბრუნდა იაპონიიდან და მიიღო ამირან ტოტიკაშვილის გადადგომა.


დაახასიათეთ ნინო სურგულაძის ბრწყინვალება. დაახასიათეთ ლადო ვარძელაშვილის გმირული დაბრუნება სამურაების ქვეყნიდან საამურ ქვეყანაში.



საამურ ქვეყანაში საგარეო ვალი, 30 ივნისის მდგომარეობით, 3 464 795000 აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც 31 მაისის მაჩვენებელთან შედარებით 16 532 000 აშშ დოლარით მეტია.



“ყველაფერი კი იმის ბრალია, რომ სხედხართ ხალხი, ვისთვისაც საუკეთესო პოზაა არაფრის კეთება, ნაცრის ქექვა და მახათის ერთ ადგილზე გაყრა” - ივლისში აცხადებდა საამური ქვეყნის პრეზიდენტი.



“მეგობრობა, ტრუსიკის ძმაკაცობა, ბიძაშვილობა, მამიდაშვილობა არ უნდა ჭრიდეს” – იმავე თვეში ამასაც იმავე ქვეყნის პრეზიდენტი აცხადებდა.



“როცა აქედან გადაიხედავ, თავს ისე გრძნობ, თითქოს თავადი იყო ჭავჭავაძეების, ჩოლოყაშვილების და სხვათა მსგავსად”, - აღნიშნა ტრუსიკისა და მახათის მტერმა პრეზიდენტმა ყვარლის ტბაზე სტუმრობისას. ესეც ივლისში მოხდა.



მოკლედ, თუ ამა წლის ივლისს გრაფიკულად გამოვხატავთ, ეს იქნება პატარა ტრუსიკში გაყრილი დიდი მახათი, ან დიდ ტრუსიკში გაყრილი პატარა მახათი. გააჩნია, ვისი იქნება ტრუსიკი – კახა ბენდუქიძის თუ პამელა ანდერსონის. რა შუაშია პამელა ანდერსონი?



“დათო იმედაშვილი ადასტურებს, რომ ახალ ფილმს იღებს, თუმცა, შეკითხვას იმის შესახებ, ჩამოდის თუ არა პამელა ანდერსონი და არის თუ არა ამ ფილმის გადაღება პირადად პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა, უპასუხოდ ტოვებს” - “ყველა სიახლეზე” დაყრდნობით იუწყებოდა “ინტერპრესნიუსი”.



აი, რა შუაშია პამელა ანდერსონი. შუაშიც არის, თავშიც, ბოლოშიც, ზემოდანაც, ქვემოდანაც... ივლისის შუა რიცხვები იყო და ახლა სექტემბრის შუა რიცხვებია.

“ლეიბორისტები” პარლამენტის ბოიკოტირების მიუხედავად ხელფასების დათმობას კვლავ არ აპირებენ” – გასული კვირის ეს ნიუსი პამელა ანდერსონზე გამახსენდა, რომელიც ჯანმრთელობის პრობლემების მიუხედავად მკერდის დათმობას არ აპირებს.



“1999 წლიდან პარლამენტში “ლეიბორისტების” არშეშვებით, პარტიისთვის მიყენებული სუფთა მატერიალური ზარალი 2500000 ევროს შეადგენს. ორ წელიწადში თქვენმა პარლამენტმა უშრომლად შეიტყაპუნა ხელფასის სახით 23500000 ლარი, მივლინებებზე – 2300000 ლარი და სატელეფონო ხარჯებზე 950000 ლარი”.



ისე, რა მაგარია – საკუთარ ვერშეტყაპუნებულს ევროებში რომ ანგარიშობენ და სხვის შეტყაპუნებულს – ლარებში. მაგათ - იმათაც და ამათაც - სატყაპუნოდ აქვთ საქმე. 20 წელია ამ ქვეყანაში ტყაპუნის ხმა ისმის, მაგრამ ტყაპუნი და ტკლაცანი მაშინ ნახეთ, ანდერსონის ქალი რომ ჩამოვა და ქალიშვილობის ორდენს რომ მიიღებს.



მაგათიც... – იმათიც და ამათიც!!! ფელიქს მაგათიც!



როგორც ჩანს, მალე ტყაპანს გაადენს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი, გია ჭანტურია. ამის თქმის საფუძველს მაძლევს “ოთხი შტატივისა და ერთი ჩითის კაბის” წარმომადგენლის, ლევან ვეფხვაძის განცხადება. მან და დანარჩენმა შტატივებმა გია ჭანტურიას თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვეს. საერთოდ, ეგენი გია ჭანტურიებს ორ ნაწილად ყოფენ. იმ გია ჭანტურიებად, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებებს სათანადოდ არ აშუქებენ და იმ გია ჭანტურიებად, რომლებსაც ხალხისთვის დენი 10 თეთრად, გაზი 5 თეთრად და წყალი უფასოდ ემეტებათ.



მიხეილ სააკაშვილმა კისისხევში სასტუმროს გახსნისას სოფლის მეურნეობის აკადემიის არსებობა ვერ გაიმეტა. “აქ ბევრად უფრო მეტი კეთდება, ვიდრე სოფლის მეურნეობის აკადემიაში. ამ შემთხვევაში ამ აკადემიის არსებობას აზრი არ აქვს. არ ვაპირებთ, მუქთამჭამელები შევინახოთ” - თქვა მიშამ, რომელსაც ყვარლის ტბაზე საკუთარი თავი თავადი ჰგონია, ხოლო კისისხევის სასტუმროში გაახსენდა, რომ გლეხია. გაახსენდა მემამულეები, ბატონყმობა... ყვარლის ტბაზე გაახსენდა, როგორ იყენებდნენ მისი თავადი წინაპრები პირველი ღამის უფლებას და კისისხევში გაახსენდა, როგორ იყენებდნენ თავადები პირველი ღამის უფლებას მის გლეხ წინაპრებზე. ეს მოგონება განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა და პრეზიდენტს გაახსენდა ხალხური ლექსი, რომელსაც თემური ბიძია ბავშვობაში ასწავლიდა:



მუშურ-გლეხურმა მთავრობამ ყველას გაუხსნა გონება

და დაგვაშორა ძველი დრო, ძველი ტყვეობა, მონება.

გულს ჩაინერგე ეს სიტყვა, შვილო, გაზრდილო დედისა,

უკვდავი ლენინი არის გამხსნელი ხალხის ბედისა.

მან გაიმარჯვა ხმელეთზე – დალეწა ძველი ძალები

და ამოწყვიტა მთლიანად ნიკოლოზისა ჯარები.

ვიხსოვნოთ, არ დავივიწყოთ მისი გმირული თვალები,

ვინც დაივიწყებს, დავტანჯოთ, არ არის შესაბრალები.


როგორ გვიხატავს ხალხი ლენინის ღვაწლს? რას ავალებს დედა შვილს?

საგარეო ვალების ზრდას ავალებს – მამაკაცს ქალები, ვალები და შრამები ამშვენებსო. ქალები არის, ვალები არის და დოქტორი დოტიც ძალიან მწარედ იკბინებოდა.



ს.მ.P. (სიასამურს მიმიხედეთ, plz) ამას წინათ ყურის ტკიპა აიკიდა. ჰოდა, რომ არ დაუჩირქდეს, დღეში ერთხელ ზეითუნის ზეთში დასველებული ტამპონით გაუწმინდეთ ყურები. ეს ძალიან არ უყვარს, ხელიდან დასხლტომას შეეცდება, ამიტომ ფრთხილად იყავით, ყურის აპკი არ დაუზიანოთ. ჰო, აუცილებლად დაგიკაწრავთ ავეჯს. თუ ეს არ გინდათ, კვირაში ერთხელ ბრჭყალები დააჭერით. შეგიძლიათ, ჩვეულებრივი საკვნეტი გამოიყენოთ. წილები, პრინციპში, არ ჰყავს...

(ჰარუკი მურაკამი, “ნადირობა ცხვარზე”)

http://www.presa.ge/new/?m=society&AID=1020
kote-1962
„ანტიკონსტიტუციური კანონი ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს არღვევს“


13:06 20.09.2010
[ლელა ჩქარეული]

ხელისუფლების ოპონენტები პოლიციისთვის უფლებების გაზრდას აპროტესტებენ. ოპოზიციის შეფასებით, ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს არღვევს. საერთაშორისო ორგანიზაციებს, საქართველოში აკრედიტირებულ კორპუსს და ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციებს მოუწოდებენ, რომ ეს საკითხი უყურადღებოდ არ დატოვონ.



„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი, ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ საქართველოს სამართალდამცავ სტრუქტურებს საკმარისზე მეტი უფლებები აქვთ.

მისი აზრით, საჭიროა პირიქით, რაღაც შემაკავებელი ფაქტორები გავაჩინოთ სისხლის სამართლის პროცესში.



პარლამენტის ვიცე–სპიკერის, ლევან ვეფხვაძის შეფასებით, პოლიციისთვის დამატებითი უფლებების მინიჭება მის ავტორიტეტს დასცემს. მისივე თქმით, აღნიშნული დამატებითი უფლება პოლიციის ხელში უკონტროლო მექანიზმად გადაიქცევა.



„საჭიროა პირიქით, რაღაც შემაკავებელი ფაქტორები გავაჩინოთ სისხლის სამართლის პროცესში. ვინაიდან პოლიტიკური ნება, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არის ისეთი სადამსჯელო, რომ პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურების წახალისება მიდის, რათა მათ არა მხოლოდ მაქსიმალურად გამოიყენონ საკუთარი უფლება, არამედ გადააჭარბონ კიდეც. ამიტომ მე ამ ცვლილებებს მხარს არ ვუჭერ, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ პოლიციის სამსახურებში მაღალკვალიფიციური პატრიოტი ხალხი მუშაობს და მათ შეუძლიათ არსებულ და კიდევ უფრო შემჭიდროვებულ კომპეტენციაშიც შეასრულონ თავისი პატრიოტული ვალი ქვეყნის წინაშე“, – ამის შესახებ ალასანიამ „პოლიციის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების კომენტირებისას განაცხადა,



კანონპროექტი, რომელიც „პოლიციის შესახებ“ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს, პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა. საკანონმდებლო ინიციატივით, პოლიციელს უფლება ექნება „გონივრული ეჭვის“ შემთხვევაში ნებისმიერი მოქალაქე ქუჩაში შეაჩეროს და „ზედაპირულად შეამოწმოს“.



კანონპროექტი პარლამენტის იურიდიული კომიტეტის წევრების ლაშა თორდიას, კახა ანჯაფარიძის და ზვიად კუკავას მიერ არის მომზადებული. კანონპროექტის თანახმად, პოლიციელი უფლებამოსილია, შეაჩეროს პირი თუ არსებობს გონივრული ეჭვი მის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესახებ. შეჩერების აუცილებელი ვადა გონივრული ეჭვის დადასტურების ან გამორიცხვისთვის ასევე გონივრული უნდა იყოს.



პროექტის თანახმადვე, პოლიციელი უფლებამოსილია, საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, გონივრული ეჭვის არსებობის შემთხვევაში, შეჩერებული პირის ტანსაცმელზე აწარმოოს ზედაპირული შემოწმება. თუ ზედაპირული შემოწმებისას წარმოიშვა ჩხრეკის საფუძველი, ჩხრეკას უკვე კანონით დადგენილი ნორმების შესაბამისად ატარებს.



პოლიციისთვის უფლებების გაზრდას აპროტესტებს ირაკლი ალასანიას თანაპარტიელი, დეპუტატი გია ცაგარეიშვილი. ამის შესახებ განცხადება ცაგარეიშვილმა პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე „პოლიციის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის პროექტთან დაკავშირებით გააკეთა.



ცაგარეიშვილი ამ ცვლილებას „პოლიციისთვის ეჭვის საფუძველზე მოქალაქის შეჩერების გადაწყვეტილებას, ნარკოტიკების ჩადების პრაქტიკის დაკანონების მცდელობად“ აფასებს და აღნიშნავს, რომ „იმას, რასაც აქამდე ბატონი ივანე მერაბიშვილი უკანონოდ აკეთებდა, ახლა კანონპროექტის ავტორები – კახა ანჯაფარიძე, ზვიად კუკავა და ლაშა თორდია შეეცდებიან, რომ მას ამის გაკეთება დაუკანონონ“.



„ამ კანონპოექტის მიღების შემდეგ თუ თქვენ ნახავთ ვინმეს კედელთან აყუდებულს და პოლიციელს, რომელიც აყუდებული ადამიანის სხეულზე უშნოდ აფათურებს ხელებს, იცოდეთ, რომ მიმდინარეობს ადამიანის შემოწმება, რომლის დროსაც შესაძლოა შემოწმებული ადამიანის ჯიბეში აღმოჩნდეს 2 აბი სუბოტექსი, 5 გრამი ჰეროინი, 3 გრამი მარიხუანა და ასე შემდეგ“, – აცხადებს ცაგარეიშვილი.



მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ანტიკონსტიტუციურია, ვინაიდან არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. სწორედ ამიტომ, გია ცაგარეიშვილი საერთაშორისო ორგანიზაციებს, საქართველოში აკრედიტირებულ კორპუსს და ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციებს მოუწოდებს, რომ ეს საკითხი უყურადღებოდ არ დატოვონ.



ლევან ვეფხვაძე აცხადებს, რომ პოლიციისთვის დამატებითი უფლებების მინიჭება მის ავტორიტეტს დასცემს და საბჭოთა მილიციას დაამსგავსებს. აღნიშნულ ახალ ნორმებს ვეფხვაძე კატეგორიულად ეწინააღმდეგება, ვინაიდან მიაჩნია, რომ ეს დამატებითი უფლებაა და პოლიციის ხელში აღმოჩნდება უკონტროლო მექანიზმი, რაც საბოლოო ჯამში ისევ პოლიციის ავტორიტეტზე იმოქმედებს უარყოფითად. „საბოლოდ მივიღებთ იმას, რომ პოლიციის ავტორიტეტი შეილახება და დაემსგავსება საბჭოთა მილიციას“, – აცხადებს ვეფხვაძე.

http://www.presa.ge/new/?m=society&AID=1022
kote-1962
ადეიშვილის კონსტიტუცია და სააკაშვილის თავსატეხი


09:15 20.09.2010
[როზი ჯღამაია]

თბილისში ვენეციის კომისიიის ექსპერტთა სტუმრობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ხელისუფლება კონსტიტუციაში არაფრის დათმობას არ აპირებს. ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება მაშინ და იმ სახით, როცა და როგორსაც ხელისუფლება მოინდომებს. თუმცა, ჯერ, თავად ხელისუფლებაშიც ვერ ჩამოყალიბებულან, ვის უნდა ემსახუროს ახალი კონსტიტუცია – ძლიერ პრეზიდენტს, ძლიერ პარლამენტს თუ ძლიერ პრემიერ–მინისტრს.



არჩევნებამდე არც თუ ცოტა დროა, მაგრამ მმართველი პარტია არჩევნებამდე „იმშობიარებს“ და ალბათ, მიხეილ სააკაშვილის არჩევანიც, რა სურს – პრეზიდენტობა, პრემიერ–მინისტრობა თუ პარლამენტის თავმჯდომარება – მას შემდეგ გამოიკვეთება. მანამდე, სანამ სააკაშვილისთვის ჯერ გაუგებარია რა განაჩენს გამოუტანს მშობელ პარტიას მისი სისხლი და ხორცი – ახალშობილი ძალა, არჩევანის გაკეთება ნაადრევია. „ახალშობილი“ კი აუცილებლად მოევლინება ქვეყანას და ალბათ, პრეტენზიას განაცხადებს იმაზე, რაზეც თავის დროზე, „მოქალაქეთა კავშირის“ პირმშომ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განაცხადა.



თუმცა, არ არსებობს წესი გამონაკლისის გარეშე და ეს გამონაკლისი, ამ შემთხვევაში, ახალი ოპოზიციური სისხლია, რომელმაც შესაძლოა, ახალი სიცოცხლე შთაბეროს ოპოზიციის გახრწნილ გვამს და ამით თავდაყირა დააყენოს სააკაშვილის გეგმები. მაგრამ ამისთვის სასწაული უნდა მოხდეს და ახლა ამ სასწაულის მოლოდინშია მთელი ქვეყანა გარინდული. ალბათ, ამ სასწაულს უფრთხის სააკაშვილიც, თორემ დემეტრაშვილ–შარმანაშვილი, ბოლოს და ბოლოს, გარკვევით იტყოდნენ, რა ჩაწერეს ასეთი კონსტიტუციაში, რომ მისი წაკითხვა ერთ დღეს ერთგვარად შეიძლება და მეორე დღეს – სხვაგვარად.



რატომ იქცა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტის შექმნა და განხილვა მარაზმად, ვისთვის და ვის მიერ იწერება ახალი კონსტიტუცია და როგორ რეალობაში მოუწევს ცხოვრება ქვეყანას – პრესა.გე–ს დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის თავმჯდომარე სოსო ცისკარიშვილი ესაუბრა.



ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება, ზოგი საარჩევნო გარემოს შეცვლაში ხედავს ქვეყნის ხსნას, ზოგიც – ბიომეტრული პასპორტების შემოღებაში, მაგრამ თუ კონსტიტუცია მიხეილ სააკაშვილისთვის იწერება, აქვს კი აზრი ოპოზიციის ბრძოლას საპარლამენტო არჩევებისთვის?

– ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მაგრამ აქ მთავარი სხვა რამაა. საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი თავიდანვე ეფუძნებოდა სიყალბეს, რადგან ქვეყანაში მისი ცვლილების მოთხოვნა არ არსებობდა. იდეა წარმოიშვა 2009 წლის ხანგრძლივი საპროტესტო აქციებისას. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის პირველმა რაუნდმა იმდენად შეაცბუნა ხელისუფლება, რომ უცბად წამოვიდა იდეა – მონახულიყო ოპოზიციასთან სათანამშრომლო ფორმატი – საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით.



ინტერესი საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესისადმი, მითუმეტეს იმ შემადგენლობის გათვალისწინებით, რომელიც აღმოჩნდა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში, რასაკვირველია ნდობის მაღალი ხარისხით არ გამოირჩეოდა და არც რაიმე სიკეთის მოლოდინი არსებობდა. თუნდაც ის ფაქტი, რომ როდესაც კომისიამ დაასრულა მუშაობა და საკონსტიტუციო პროექტი დღის ბოლოს გადააგზავნა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მეორე დილას მასალა უკვე პარლამენტში გადაიგზავნა. ანუ, დოკუმენტმა ერთი დღე–ღამეც ვერ გაატარა ავლაბრის რეზიდენციაში, რომ იქნებ ვინმეს გადაეკითხა და რაიმე აზრი დაბადებოდა.



თუმცა, არც ისე მიამიტები ვართ დავიჯეროთ, რომ მთლად უყურადღებოდ იყო დოკუმენტი ავლაბრის რეზიდენციაში და ეს მხოლოდ იმის მიმანიშნებელია, რომ ვინც საჭირო იყო, შესანიშნავად იცოდა, რა უნდა ჩაწერილიყო ამ დოკუმენტში. სახელმწიფო კომისიის ნურცერთი წევრი ნუ დაიბრალებს, რომ მისი შემოქმედების ნაყოფია ის, რისი, თითქოსდა, განხილვა მოხდა – ეს დოკუმენტი, პრაქტიკულად, გახლავთ ზურაბ ადეიშვილის სახელობისა.



ჯერჯერობით, მკაფიოდ არ ჩანს, რას ცდილობს ადეიშვილი ამ კონსტიტუციით…

– ცდილობს დაარწმუნოს პრეზიდენტი, რომ ის უკვდავია მარად და მარად. სააკაშვილის ნებისმიერი სურვილი – მოინდომებს პრემიერ–მინისტრობას, დარჩება პრეზიდენტად, თუ პარლამენტის თავმჯდომარეობა მოეწონება, ამ დოკუმენტმა უნდა უზრუნველყოს. მთავარია, სააკაშვილი იყოს ძალაუფლების მფლობელი პირველი პირი ქვეყანაში.



ამ კონსტიტუციის ყველაზე სუსტ მხარედ ის სახელდება, რომ პარლამენტი აბსოლუტურად ქმედუუნარო ხდება. რა მუხლებია ამისთვის ჩადებული კონსტიტიციის პროექტში, რომ პარლამენტი გააცოცხლონ, იმ შემთხვევისთვის, რომ ვაი–და, სააკაშვილი პარლამენტით მოიხიბლოს?

– ჩვენ საპარლამენტო უმრავლესობას აქვს უნიკალური უნარი ნებისმიერ ფაქტზე იქონიოს ის აზრი, რომელსაც უკარნახებენ. ალბათ, გინეისის წიგნშია შესატანი ის მოვლენა, რომ კონსტიტუციური ცვლილებები, რომელიც წარმოდგენილი იქნა სახელმწიფო კომისიის მიერ, რომელიც პრეზიდენტისთვის ძალაუფლების შემცირებას და პარლამენტისთვის უფლებების გაზრდას გულისხმობდა, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პოზიტიურად შეფასდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ანაკლიის პლაჟზე სააკაშვილის მიერ გაჟღერდა ფრაზა, რომ მას სურს იხილოს ძლიერი პრეზიდენტი და ძლიერი პარლამენტი, მეორე დღიდან პარლამენტის უმრავლესობამ დაიწყო იმის მტკიცება, რომ ტექსტი, რომელიც შექმნა სახელმწიფო კომისიამ, სწორედ ძლიერი პრეზიდენტის და ძლიერი პარლამენტის მისაღებად არის შექმნილი.



როგორ არის ეს კონსტიტუცია ისე დაწერილი, რომ ასეც შეიძლება გავიგოთ და ისეც?

– ქოთნისთვის სახელურის ყველა მხრიდან მობმას გარკვეული ტექნიკის ცოდნა უნდა, მაგრამ ტყუილად არ არის ნათქვამი ენას ძვალი არ აქვსო, მითუმეტეს, თუ სინდისის დეფიციტიც სახეზეა. სწორედ ეს არის ჩემი კითხვაც – როგორ შეიძლება დოკუმენტი, რომელიც ერთ დღეს დასუსტებულ პრეზიდენტს სთავაზობს ქვეყანას, ყველანაირი შესწორების გარეშე, ძლიერი პრეზიდენტის მხარდამჭერად გამოცხადდეს. ეს ნიშნავს, რომ არც კონსტიტუცია და არც ქვეყნის ბედი საპარლამენტო უმრავლეობისთვის არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს, ყველანი მხოლოდ საკუთარი სკამის მომავალზე ფიქრებში არიან ჩაფლული.



სააკაშვილის განცხადება, რომ ქვეყანას ძლიერი პრეზიდენტი სჭირდება, სიგნალია, რომ იგი პრეზიდენტობის მესამე ვადისთვის ემზადება?

– ეს არის მინიშნება იმაზე, რომ ბატონ მიხეილს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, რომელი სავარძელი მოირგოს 2013 წელს. ვფიქრობ, ეს ასე დარჩება არჩევნების წინა კვირამდე. არსებული პარლამენტი შუაღამესაც შეიკრიბება და შეიტანს იმ ცვლილეებს, რასაც დაავალებენ და არ გაუჭირდება სამივე მოსმენით 15 წუთში გააკეთოს ეს.



თქვენ ზურაბ ადეიშვილი ახსენეთ, მაგრამ ალბათ, უნდა ვივარაუდოთ, რომ იგი ერთადერთი ფიგურა არ იქნება, რომელსაც შეეძლება სააკაშვილის ბედის გადაწყვეტა. უკვე იგრძნობა, რომ უმრავლესობის შიგნით ვიღაცეები პოსტ–სააკაშვილისეული ეპოქისთვის ემზადებიან. არ ფიქრობთ, რომ იმ ვიღაცამ შესაძლოა ადეიშვილს აჯობოს, თუნდაც ეს მერაბიშვილი იყოს?

– „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელ ყველა ლიდერს აწყობს ეს კონსტიტუცია თუნდაც საკუთარი თავის თარგზე მოსარგებად. ამიტომ, თავმდაბლობით არავინ გამოირჩევა და დემოკრატიულობის განცდა არ აწუხებთ, უბრალოდ, ძილის სიმშვიდისთვის ესჭიროებათ საკუთარი ძალის განსაკუთრებული კონცენტრაცია იმ შემთხვევაშიც კი, თუ რომელიმე მათგანს შეხვდება ბედნიერება ქვეყნის ხელმძღვანელობისა.



მაინც, რას ნიშნავდა ლევან რამიშვილის კონსტიტუციის მოდელი, რომელიც ძლიერ საპრეზიდენტო მოდელს უჭერდა მხარს. ეს გამორიცხავდა ვერსიას, რომ „თავისუფლების ინსტიტუტი“ სააკაშვილის მმართველობაში დარჩენას ეწინააღმდეგებოდა?

– ვფიქრობ, ამ შემთხვევაში უნდა ვილაპარაკოთ ურთთიერთგამომრიცხავი მიდგომების თანაბრად არსებობის შესაძლებლობაზე. ერთი ვერსია – თუ მიღებული იქნებოდა ძლიერი საპრეზიდენტო რესპუბლიკის შემცველი დოკუმენტი, შემდგომ დაიწყებოდა მსოფლიოს დარწმუნება, რომ მესამე ვადით უნდა იქნას არჩეული სააკაშვილი.



და არამც და არამც სხვა კანდიდატი?

– ეს ვერსიაც არსებობდა. ჩემის აზრით, გარკვეული ჯგუფი, რომელთანაც ლევან რამიშვილი ასოცირდება, არ ჩქარობდა ამ გადაწყვეტილებით მიეღო საბოლოო შედეგი სამი წლით ადრე.



ამ პროცესების გაგრძელებად რამდენად შესაძლებელია მივიჩნიოთ შაშკინსა და „თავისუფლების ინსტიტუტს“ შორის გაჩაღებული ომი? თუ ეს სააკშვილის თამაშია, როცა იგი ცდილობს თავსგასული ვასალების დაბალანსებას?

– არ მგონია ღირდეს ამ ინტრიგის სიღრმეებში ჩაწვდომა, რადგან ვფიქრობ, რომ ასეთი სიღრმე არ არსებობს. ყველაფერი ზედაპირზეა და ბევრად უფრო პრიმიტიულია. არ გამოვრიცხავ, რომ შაშკინს არ ჰქონდა დიდი სიმპათიები იმ დირექტორთა საბჭოს მიმართ, სადაც მოიაზრება ქალბატონი თუთბერიძე. ამ შემთხევაში გამიჭირდება შაშკინის გამტყუნება, მაგრამ სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რაც პრესიდან ჩანს, მას აქვს გარკვეული პოზიციები დასათმობი თუთბერიძის მოთხოვნების შესაბამისად. მაგრამ ფაქტი ერთია – ვერცერთი მინისტრი ვერ განახორციელებს დამოუკიდებელ პოლიტიკას სფეროში, რომელზეც ის აგებს პასუხს. ჯერჯერობით, რაც შესაძლოა შაშკინმა სიხარულით გააკეთა, ის არის, რომ მანდატურები შეიყვანა სკოლაში, რაც ჩემი აზრით ზიანს მიაყენებს ქართულ საგანმანათლებლო სისტემას.



სხვთა შორის, ისეთი სურათი იქმნება, რომ განათლების სისტემაში მერაბიშვილი იკიდებს ფეხს. კვიტაშვილის უნივერსიტეტში გადაყვანა კი, ერთგვარი სიგნალი იყო, რომ ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროში ადეიშვილის ცდილობს პოზიციის გამყარებას.

– შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ დალტონიკი ვარ და ამ ფერებს ვერ ვანსხვავებ.



არჩევნებამდე 2 წელია დარჩენილი და შესაძლოა ნადრევია რაიმეს თქმა, მაგრამ როგორ ფიქრობთ, საკმარისია იქნება თუ არა ეს პერიოდი საზოგადოების გამოსაფხიზლებლად?

– უპირველეს ყოვლისა, საზოგადოების თითოეულმა წევრმა უნდა გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა იმ საზოგადოების, რომელშიც ვიმყოფებით. ალბათ, დროა, რაღაც ფასი შევძინოთ, თუნდაც საკუთარ ხელის ჩამორთმევას. გამიჭირდება რაიმე ტიპის პატივისცემა გამოვხატო, თუნდაც, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამ აკადემიური საბჭოს მიმართ. როცა ეს საპატიო ორგანო, ერთი კვირის განმავლობაში, რექტორობის მოვალეობის ორ სხვადასხვა შემსრულებელს ირჩევს ხმების 100%–ით, დარწმუნებული ვარ იქ ოთხფეხაც რომ შეუყვანონ კანდიდატად, ისიც ხმების 100%–ს მიიღებს.
kote-1962
აშშ და ნატო რუსეთის სამხრეთ ფლანგზე თავის პოზიციებს იმყარებენ


11:10 20.09.2010
[რიკ როზოფი, Eurasia Review]



15 სექტემბერს აშშ-ს თავდაცვის მდივანმა რობერთ გეითსმა და რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ანატოლი სერდიუკოვმა ვაშინგტონში ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ.



თავდაცვის უწყბების ორივე ხელმძღვანელმა ასევე გაავრცელა ერთობლივი დეკლარაცია, რომლის თანახმადაც მათი სახელმწიფოები თავდაცვით საკითხებზე შექმნიან მუშა ჯგუფებს, რომლებიც ყოველწლიურად შეხვდებიან ერთმანეთს.



რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის განცხადებით, ორმა ოფიციალურმა პირმა განიხილა ის საკითხებიც, რომლებსაც ევფემისტურად სარაკეტო ფარად და სტრატეგიულ შეიარაღებათა შემცირების განახლებული შეთანხმების (START) რატიფიცირებად მოიხსენიებდა. „მხარეები ასევე გეგმავენ (დნენ) რეგიონული უსაფრთხოების ზოგიერთ პრობლემაზე ფოკუსირებას, მათ შორის ავღანეთზე, ცენტრალურ აზიასა და კავკასიაზე“ – იუწყებოდა “იტარ-ტასი”.



მეინსტრმული მედია ორივე ქვეყანაში, ამ ახალ ამბავს უეჭველად გამოაცხადებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობათა დათბობის კიდევ ერთ დასტურად მას შემდეგ, რაც აშშ-ს დღევანდელმა ადმინისტრაციამ ბუშის მთავრობა რესპუბლიკელთა და დემოკრატთა იმ მომაბეზრებელ კარუსელში შეცვალა, რომელსაც ადგილი უკვე 1852 წლიდან აქვს და რომელსაც იშვიათად მოყვება საკმარისად მნიშვნელოვანი ცვლილება საგარეო პოლიტიკაში.

დიდწილად რიტორიკულ „გადატვირთვას“ მოსაწყენი, წარმოსახვას მოკლებული, კლიშედ ქცეული ფრაზების თანხლებით ასევე ხშირად მოიხსენიებენ.



აი ახლა კი, სამყაროში, მიუხედავად იმისა, სუფევს თუ არა უფალი ზეცაში, ყველაფერი წესრიგშია. სავალალო წარსულის საკუთრებად იქცა ის უხეირო გართულებები, რომლებიც ჯერ სამი წლის წინ, მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციაზე რუსეთის იმჟამინდელი პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის იმ გამოსვლას მოჰყვა, რომელშიც მან გაბედა და თანამედროვე მსოფლიოს საერთაშორისო ურთიერთობებზე სიმართლე ილაპარაკა და ისიც, რაც ერთი წლის შემდეგ რუსეთისა და ვაშინგტონის კლიენტის, საქართველოს ხუთდღიანი ომის გამო შეიქმნა.



ოფიციალურმა მოსკოვმა თავის ტერიტორიაზე ავღანეთში მიმდინარე ომისთვის არალეტარული ტვირთების ტრანზიტის ნებართვა გასცა (როგორც ჩანს, ისტორიული ირონიის ყოველგვარი განცდის გარეშე) და საუბარია იმ საბჭოს რეაქტივაციაზე, რომელმაც თავისი მუშაობა 2008 წლის კავკასიის ომის შემდეგ შეაჩერა.



რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი მსოფლიოს ერთადერთ სამხედრო სუპერსახელმწიფოსთან ურთიერთობათა გადაწყობაში თავისი როლს გაუწევს რეკლამირებას და თავისი და თავისი პარტიისთვის – „ერთიანი რუსეთისთვის“ შესაბამის პოლიტიკურ ჯილდოს დაელოდება.



რუსეთის გამოცდილებას სამხედრო თანამშრომლობის პაქტებთან დაკავშირებით, იქნებოდა ეს ნაპოლეონ ბონაპარტთან 1807 წლის შეთანხმება, თუ ადოლფ ჰიტლერთან 1939 წელს, ალბათ მისთვის რაღაც უნდა ესწავლებინა. მაგრამ ისტორია გრძელია, ხოლო მეხსიერება – მოკლე.

იმ დროს, როდესაც გეითსი და სერდიუკოვი სამხრეთ და ცენტრალური აზიის, აგრეთვე კავკასიის საკითხებზე მსჯელობდნენ, პენტაგონი დამოუკიდებლად და იმ გლობალური სამხედრო ბლოკის, ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის მეშვეობით, რომელსაც ის აკონტროლებს, ცოტა არ იყოს, ლაპარაკზე მეტს აკეთებდა.



დაჟინებით ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, რომ აშშ ცენტრალური აზიის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ყირგიზეთსა და ტაჯიკეთში წვრთნებისთვის ახალი სივრცეების შექმნას გეგმავს. ეს, გარდა იმისა, რომ ავღანეთში ომისთვის და ნატოს ხელმღვანელობით მიმდინარე ოპერაციებისთვის ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის დედაქალაქის გავლით პენტაგონსა და ნატოს ყოველთვიურად დაახლოებით 50.000 სამხედრო გადაყავთ.



ამერიკულმა ჯარმა და მისმა ბრიტანელმა მოკავშირეებმა ყაზახეთში, რუსეთის მოსაზღვრე ცენტრალური აზიის ქვეყანაში 2010 წელს ათდღიანი სამხედრო წვრთნები, Steppe Eagle ჩაატარეს.



ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO), წევრები არიან – იმ პოსტსაბჭოთა თავდაცვითი ალიანისის წევრები, რომელსაც სათავეში რუსეთი უდგას და რომელშიც ბელორუსია, სომხეთი და უზბეკეთიც არიან გაერთიანებულნი. სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო და ყაზახეთი ევროპის მიღმა არსებული ის ერთადერთი ქვეყნებია, რომლებსაც ნატოს ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა აქვთ მინიჭებული.



წელს 11 სექტემბერს, CSTO-ს მთავარმა მეტოქემ პოსტ-საბჭოთა სივრცეში, ნატომ „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ეგიდით კატასტროფაზე რეაგირების წვრთნები დაიწყო სომხეთში. ამ პროგრამაში გაერთიანებულნი არიან: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მოლდოვეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უკრაინა და უზბეკეთი – ანუ რუსეთის, ლატვიისა და ლიტვის გარდა (უკანასკნელი სამი 2004 წელს ნატოს სრულუფლებიანი წევრი გახდა), ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა.



2010 წლის წვრთნებში სომხეთში მონაწილეობს 15 ქვეყანა პროგრამებიდან „პარტნიორობა მშვიდობისათვისა“ და „ხმელთაშუა ზღვის დიალოგი“.



რუსეთმა და სომხეთმა 20 აგვისტოს,ხელი მოაწერეს შეთანხმებას და რუსულ სამხედრო ბაზებს სომხეთში იჯარის ვადა 2044 წლამდე გაუგრძელეს. მაგრამ შეთანხმებები იჯარაზე ხშირად ირღვევა.



გასულ დეკემბერს სომხეთმა დასტური განაცხადა ნატოს თხოვნაზე, ბლოკის ხელმძღვანლეობით მიიღოს სამხედრო მონაწილეობა ავღანეთის ომში. ესაა CSTO-ს პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი წევრი, ვინც ამგვარი ნაბიჯი გადადგა. მის ორ მეზობელს სამხრეთ კავკასიაში – საქართველოსა და აზერბაიჯანს – ათასზე მეტი სამხედრო ჰყავთ გაგზავნილი ნატოს დაქვემდებარებაში ავღანეთის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისთვის.



მიმდინარე კვირას, 2010 წლის წვრთნების დაწყების პროცესში, რობერტ სიმონსი, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიას ეწვია.



ერევანში ყოფნისას სიმონსი ქვეყნის პარტნიორობის ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შემდგომ იმპლიმენტაციას განიხილავდა და სომხეთის პრეზიდენტი სერჟ საქისიანცი ლისაბონში ნატოს წლევანდელ სამიტზე მიიწვია. ამ სამიტზე პორტუგალიაში ალიანსის 21-ე საუკუნის სტრატეგიული კონცეფცია უნდა განიხილონ და აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული კონფლიქტისათვის მთიან ყარაბახში ნატოს ჯარის, როგორც სამშვიდობო ძალის განთავსებაზე იმსჯელონ. აშშ და მის პარტნიორები ნატოში უკვე კარგა ხანია ფიქროობენ მთიანი ყარაბახის კონფლიქტის „ინტერნაციონალიზაციის“ იდეაზე იუგოსლავიის მოდელის მსგავსად.



მიმდინარე თვის დასაწყისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ჯონ ტენერმა პირობა დადო, რომ მთიანი ყარაბახის კონფლიქტის საკითხს ასამბლეის შემოდგომის სესიაზე დააყენებს. ბოლო სამი კვრის განმავლობაში რამდენიმე აზერბაიჯანელი და სომეხი ჯარისკაცი მოკლეს.

ამ თვეშივე აზერბაიჯანული ჯარი ჩართული იყო ნატოს წვრთნებში, რომლებიც გერმანიაში, უკრაინასა და მონტენეგროში ჩატარდა.

გასულ კვირას საქართველოს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ თვის ბოლოს ნატო ქვეყანაში თავის მუდმივ მისიას გახსნის. “ეს იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც გააღრმავებს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესს“ – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი მინაშვილმა. აქამდე ალიანსს თავდაცვის სამინისტროში საკონტაქტო ოფიცერი წარმოადგენდა. სულ ცოტა ხანში 2008 წლის აგვისტოს ქართულ-რუსული ომიდან, (რომელიც სამხრეთ ოსეთზე ქართული შეტევით დაიწყო და რომელსაც ერთი კვირით უსწრებდა წინ ნატოს წვრთნები საქართველოში 1,000 ამერიკელი საზღვაო ქვეითის მონაწილეობით, ხოლო ამერიკული ჯარები და აღჭურვილობა იმ დროს ჯერ კიდევ ქვეყანაში რჩებოდა), ნატომ საქართველოს უპრეცედენტო ყოველწლიური ნაციონალური პროგრამა აჩუქა, ხოლო ვაშინგტონმა შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია გააფორმა.



8 სექტემბერს ნატოს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის დირექტორი, ფრენკ ბოლენდი საქართველოში იმისთვის ჩავიდა, რომ შეერთებოდა ექსპერტთა ჯგუფს, რომლებიც აფასებენ, თუ რამდენად ასრულებს ქვეყანა თავის ვალდებულებებს პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ ფარგლებში და გადაეხედა ყოველწლიური ნაციონალური პროგრამისათვის. დელეგაცია შეხვდა თავდაცვის, შინაგან საქმეთა, ფინანსთა სამინისტროებისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლებს, მათ შორის იყვნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნოდარ ხარშილაძე, თავდაცვის სფეროს სხვა ჩინოვნიკები, ასევე ნატოს ქვეყნების ატაშეები და წევრი ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლები.

30 აგვისტოს რუსულმა გაზეთმა „კომერსანტმა“ გამოაქვეყნა რუსეთის პრემიერ-მინისტრის სიტყვები, სადაც ის იძლეოდა გაფრთხილებას იმის შესახებ, რომ აშშ დღემდე აიარაღებს საქართველოს და აცხადებდა: “საქართველოს შემდგომი გადაირაღება დაწყებულია. რატომ? ეს რეალობაა; ჩვენ ამას ვხედავთ. არ იქნებოდა არავითარი აგრესია და სისხლისღვრა ორი წლის, რომ არა საქართველოს შეიარაღება; ჩვენ ვეუბნებოდით ამას ჩვენს პარტნიორებს; მაგრამ ყველა ჩუმად იყო; და რით დამთავრდა ეს ყველაფერი? ამან ომამდე მიგვიყვანა. ეს გადაიარაღება დღესაც გრძელდება“.



გასულ კვირას ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი საქართველოს „გლობალური გამოწვევებისადმი მიძღვინილი სიმპოზიუმის დასასწრებად“ ეწვია.



13 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქუთაისი სამხედრო ბაზაზე გამოვიდა სიტყვით. (ამ ქალაქში შარშან ოქტომბერში ნატოს დღეების მსვლეობისას ნატოს სკვერი გაიხსნა). სულ რამდენიმე დღის შემდეგ, რაც საქართველომ ავღანეთში თავისი პირველი სამხედრო დაკარგა, აშშ-ში განათლებამიღებულმა ლიდერმა განაცხადა, რომ დაახლოებით 1,000-მა სამხედრომ, რომლებიც მან ნატოს ომისთვის გაუგზავნა „საბრძოლო გამოცდილებას“ იღებდნენ და „დასავლელ მოკავშირეებთან უფრო ინტეგრირებულნი“ გახდნენ. ვებსაიტის, Civil Georgia-ს ცნობით მან ასეთი რამ იკითხა: „შეგვიძლია უარი ვუთხრათ ომის სკოლას? ეს მსოფლიოს საუკეთესო არმიებში ინტეგრირების შესაძლებლობაა, მოწინავე (სამხედრო) აღჭურვილობისა და მიღწევების ნახვის შესაძლებლობა“.



როდესაც 2008 წლის 7-8 აგვისტოს სააკაშვილმა სამხრეთ ოსეთზე მიიტანა შეტევა, საქართველოს ჯარი ერაყში (სიდიდით მესამე კონტინგენტი აშშ-სა და ბრიტანეთის შემდეგ) საომარ გამოცდილებას იღებდა და ისინი ამერიკული სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავებით რუსეთთან საომრად ჩამოვიდნენ. ქართველი სამხედრო, რომელიც ავღანეთში მოკლეს, მანამდე ერაყში მსახურობდა. სულ ერაყში სამი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა და 19 დაიჭრა.



აზერბაიჯანისა და ყაზახეთის მსგავსად საქართველო რუსეთს სამხრეთით ესაზღვრება და მათსავით ნატოს ინტეგრაციის განსაკუთრებული პროგრამის მფლობელია. მას რეალურად ორი ასეთი პროგრამა აქვს – პარტნიორობის ინდივიდუალური სამოქმედო გეგმისა და ყოველწლიური ნაციონალური პროგრამა.



რუსეთის სამხრეთის ფლანგის აღმოსავლეთ სექტორში, გასულ თვეს აშშ-ს წყნარი ოკეანის სარდლობა ხელმძღვანელობდა ყოველწლიურ სამხედრო წვრთნებს Khaan Quest, რომელიც 2003 წლის შემდეგ ტარდება იმ მიზნით, რომ მონღოლეთის ჯარები ჯერ ერაყში და შემდეგ ავღანეთში დისლოცირებისთვის მოამზადონ, წლევანდელი სამხედრო წვრთნები ნატოს წევრი და ამერიკის მოკავშირე შემდეგი ქვეყნების მონაწილეობით ჩატარდა: კანადა, საფრანგეთი, გერმანია. აზიის სახელმწიფოებიდან მონაწილეობდნენ: ინდოეთი, იაპონია, სინგაპური და სამხრეთ კორეა. აქედან ყველა, ინდოეთის გარდა, ან ოფიციალურად აგზავნის ჯარებს, ან სხვა რაიმე ფორმით უწევს დახმარებას საომარ მოქმედებებს ავღანეთში.



გარდა იმისა, რომ პენტაგონმა ამას წინათ აღმოსავლეთ პოლონეთში, რუსეთის ტერიტორიიდან 35 მილის დაშორებით 100-ზე მეტი სამხედრო დააყენა და სარაკეტო ბატარეა „პატრიოტი“ განათავსა, რასაც რუმინეთსა და ბულგარეთში შავი ზღვის სანაპიროზე, სტანდარტული რაკეტები-3-ის სახმელეთო ვერსიის – ანტიბალისტიკური რაკეტებისა და რადარების დაყენება უნდა მოყვეს, ნატომ გააფართოვა და მოდერნიზება გაუკეთა საბჭოთა ეპოქაში აშენებული ამარის საჰაერო ბაზას ესტონეთში და ახლა მას შეუძლია ყოველდღიურად მიიღოს ნატოს 16 საბრძოლო და 20 სატრანსპორტო თვითმფრინავი და 2,000 სამხედრო. ამას ემატება Siauliai-ის საჰაერო ბაზას ლიტვაში, რომელსაც ნატოს თვითმფრინავები 2004 წლიდან, ესტონეთის, ლიტვისა და ლატვიის ნატოში გაწევრიანების მომენტიდან, ბალტიისპირეთის საჰაერო სივრცის პატრულირებისთვის იყენებენ.



ივლისში აშშ ხელმძღვანელობდა ორკვირიან საზღვაო წვრთნებს Sea Breeze 2010 (პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამით) უკრაინაში, ყირიმში, რაც შავ ზღვაში წელს უდიდეს სამხედრო წვრთნებს წარმოადგენდა და მასში მონაწილეობას იღებდა 12 ქვეყანა, 20 გემი, 13 თვითმფრინავი და 1,600-ზე მეტი სამხედრო აზერბაიჯანიდან, ავსტრიიდან, ბელგიიდან, დანიიდან, საქართველოდან, გერმანიიდან, საბერძნეთიდან, მოლდოვეთიდან, შვეიცარიიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან და აშშ-დან.



14 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა რუსეთის ჩრდილოეთით, ჩრდილო ყინულოვან ოკეანეში ნატოს ძალების კონცენტრაციის წინააღმდეგ გაფრთხილება გააკეთა, ხოლო მომდევნო დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა: „ჩვენ არ გვესმის რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს ნატოს არქტიკამ… არა მგონია, რომ ნატო სწორად იმოქმედებს, თუ თავის თავზე აიღებს იმის გადაწყვეტას, ვინ უნდა გადაწყვიტოს პრობლემები არქტიკაში“.



[foreignpress.ge]

http://www.presa.ge/new/?m=military&AID=1017
kote-1962
გაერო დევნილების დამაწიოკებელ მთავრობას მოძღვრავს


09:31 20.09.2010
[დავით კირვალიძე]

მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ დევნილებს საზაფხულო დაწიოკება მოუწყო, მათი ბედით საერთაშორისო ორგანიზაციებიც დაინტერესდნენ. გაერომ საქართველოში სპეციალური წარმომადგენელიც აფრინა, რომელმაც ასევე სპეციალური დოკუმენტი შეიმუშავა. იქ დევნილთათვის ნაცნობ და ძველისძველ რობლემებზეა ყურადღება გამახვილებული.



“საქართველოში ძველი და ახალი დევნილი მოსახლეობის საკითხი მთავრობისთვის პრიორიტეტად უნდა დარჩეს. დევნილი მოსახლეობის პრობლემების მოგვარების საკითხი საქართველოს მთავრობისთვის მნიშვნელოვანია და ამ კუთხით აუცილებელია მუშაობა გაგრძელდეს”, - განაცხადა იძულებით გადაადგილებულ პირთა ადამიანის უფლების საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა ვოლტერ კელინმა.



მისი თქმით, ბუფერულ ზონებში იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებაზე გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო, თუმცა ამ ეტაპზე ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია.



“აუცილებელია ყურადღება გავამახვილოთ დევნილების გამოსახლების ფორმებზე და მათ დასაქმებაზე, რომ ადამიანებს საარსებო მინიმუმი ჰქონდეთ”, - თქვა მან.

როგორც კონფერენციაზე კელინმა აღნიშნა, იგი საქართველოში პირველად 2005 წელს ჩამოვიდა, როდესაც აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილები გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდნენ.



“სასწრაფოდ უნდა გადაგვეწყვიტა დევნილების პრობლემები, ჩვენ შევიმუშავეთ პროგრამა, რომლის განხორციელების კუთხით საქართველოს მთავრობამ დიდ წარმატებებს მიაღწია, თუმცა პრობლემები კიდევ რჩება კერძოდ კი – იძულებით გადაადგილებულ პირთა დასაქმება”, - აღნიშნა კელინმა.



დევნილების პრობლემების მოგვარებაში ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გარდა, სხვა სამთავრობო უწყებებიც აქტიურად უნდა ჩაერთონ.



“უნდა მოხდეს მიმდინარე ძალისხმევის ფოკუსირება ადგილობრივ ინტეგრაციასა და გადასახლებაზე ქვეყნის იმ ნაწილებში, რომელსაც საქართველოს მთავრობა აკონტროლებს. ნაწილობრივი დაბრუნების საკითხი ასევე შეიძლება წამოიჭრას გალის რეგიონში, ასევე ზემო კოდორში სვანი ოჯახების დაბრუნების ან ახალგორის რაიონში დაბრუნების შემთხვევაში.



კელინმა დევნილთა თაობაზე სპეციალური დოკუმენტიც მოამზადა, სადაც აღნიშნულია, რომ დევნილი მოსახლება დისკრიმინაციას არ განიცდის, თუმცა საზოგადოებრივ, პოლიტიკურ საქმიანობაში უნდა მოხდეს ქალების აქტიურად ჩაბმა. დოკუმენტში ასევე საუბარია იმ პრობლემებზე, რომლებიც დევნილებთან დაკავშირებით დღემდე არსებობს, განსაკუთრებით – მათი საცხოვრებელი ადგილების შესახებ.



საქართველოს მთავრობამაც იგრძნო, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ პირნათელი არ არის და ამიტომ მინისტრი სუბელიანი სხვადასხვა ხერხს მიმართავს შეცდომების გამოსასწორებლად, უფრო კი საკუთარი სავარძლის შესანარჩუნებლად.

მაგალითად, სუბელიანი დევნილთა დახმარებისათვის 25 მლნ დოლარის ოდენობის სესხს ითხოვს. მინისტრმა “დაშვებული შეცდომების გამოსწორების მიზნით” დახმარებისათვის უცხოურ ორგანიზაციებს მიმართა, 25 მლნ. დოლარის სესხის სახით გამოყოფა სთხოვა და მოტივად დევნილთა კომპაქტურად ჩასახლებული ადგილების გარემონტება და მათი საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარება დაასახელა. სუბელიანმა ამ მოთხოვნით მმართველ გუნდსაც მიმართა და ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა მოითხოვა, რაზეც “დასაბუთებული” უარი მიიღო.



კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ადასტურებს, რომ სუბელიანი 25 მლნ დოლარს ეძებს და აკონკრეტებს, რომ მინისტრს აღნიშნული თანხა წეროვანში ჩასახლებული დევნილების საცხოვრებელი ფართების გასარემონტებლად სჭირდება.



“ვიცი, რომ სწორედ 25 მლნ-ზეა საუბარი, თუმცა ბიუჯეტში შესაბამისი თანხები არ მოიძებნება, რის გამოც სუბელიანი სესხს დონორი ორგანიზაციებიდან ითხოვს. წეროვანში ნამდვილად მძიმე და შემაშფოთებელი მდგომარეობაა, ყველა სახლს სერიოზული დეფექტი აქვს და მინისტრიც სწორედ ამ მდგომარეობის გამოსწორებას ცდილობს”, - ამბობს ზაქარეიშვილი.

http://www.presa.ge/new/?m=society&AID=1010
kote-1962
„კავკასიაში ისლამისტები მაშინ გააქტიურდნენ, როდესაც რუსეთმა საქართველოსგან ტერიტორიების ჩამოშორება ვერ შეძლო“


09:51 20.09.2010
[გეგა ბერიძე]

ახმედ ზაკაევი კავკასიაში ისლამური სტრუქტურების გააქტიურების მიზეზებზე საუბრობს და აცხადებს, რომ „პრეზიდენტი“ რამზან კადიროვი და „ემირი“ დოკუ უმაროვი რუსული სპეცმსამსახურის პროდუქტები არიან.



რუსეთის გენერალური პროკურატურის აღიარებით კი, კავკასიაში ტერორმა ოთხჯერ იმატა. უწყების ოფიციალური ინფორმაციით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან ჩრდილო კავკასიის ფედერალურ ოლქში ჩადენილია ტერორისტული ხასიათის 246 დანაშაული და დივერსიულ-ტერორისტული ხასიათის 37 დანაშაული. ამავე პერიოდში დაღუპულია სამართალდამცავი ორგანოების 149 თანამშრომელი და დაჭრილია 384.



„ჩრდილოეთ კავკასიაში ისლამური სტრუქტურები პირველად მაშინ გააქტიურდნენ, როდესაც რუსეთმა საქართველოსგან აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ჩამოშორება ვერ შეძლო“, – ეს განცხადება ახმედ ზაკაევმა პოლონურ გამოცემა „გაზეტასთან“ საუბარში გააკეთა.



კითხვაზე, როგორია მისი პოზიცია ჩეჩნეთის პრეზიდენტის, რამზან კადიროვისა და კავკასიის ემირატის მიმართ, რომელსაც დოკუ უმაროვი ხელმძღვანელობს, ზაკაევმა განაცხადა – ორივე სტრუქტურა რუსული სპეცმსამსახურის პროდუქტია. მისივე აზრით, დოკუ უმაროვი რუსულ სპეცმსასახურებზე მუშაობს.



„ამის გასაგებად საკმარისია, ჩრდილოეთ კავკასიის ბოლო 20 წლის ისტორია გავაანალიზოთ. ისლამური სტრუქტურები მაშინ აქტიურდებიან, როცა ეს რუსეთს სჭირდება. ემირატის იდეა პირველად მაშინ გააქტიურდა, როცა რუსეთმა საქართველოსგან აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ჩამოშორება ვერ შეძლო. მეორედ ამან ჩეჩნეთის ომი მოიტანა. მესამე პროდუქტი კი დოკუ უმაროვია, რომელიც მაშინვე შეწყვეტს არსებობას, როგორც კი რუსეთს აღარ დასჭირდება“, – მიიჩნევს ზაკაევი



ამასობაში, რუსეთის გენერალური პროკურატურა მიმდინარე წელს კავკასიაში ტერორის ზრდაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ჩრდილო კავკასიის ფედერალურ ოლქში მიმდინარე წელს მკვეთრად გაიზარდა ტერორისტული აქტივობა.



მათი ინფორმაციით, წლის დასაწყისიდან ჩრდილო კავკასიის ფედერალურ ოლქში ოთხჯერ მეტი ტერაქტი მოხდა, ვიდრე მთელი გასული წლის განმავლობაში. ეს განცხადება რუსეთის გენერალური პროკურორის მოადგილემ ივან სიდორუკმა ნალჩიკში ჩრდილო კავკასიის ფედერალური ოლქის სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელთა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გააკეთა.



სიდორუკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან ჩრდილო კავკასიის ფედერალურ ოლქში ჩადენილია ტერორისტული ხასიათის 246 დანაშაული და დივერსიულ-ტერორისტული ხასიათის 37 დანაშაული. „ეს მთელი რუსეთის დანაშაულის საერთო რაოდენობის 76 პროცენტია“, – აცხადებს რუსეთის გენერალური პროკურორის მოადგილე. მისი თქმით, განსაკუთრებული შეშფოთების საგანია სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა სიცოცხლის ხელყოფა.



რუსეთის გენპროკურორის მოადგილის მონაცემებით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე ჩრდილო კავკასიის ფედერალურ ოლქის ტერიტორიაზე დაღუპულია 149 სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელი და დაჭრილია 384.



სიდორუკის მონაცემებით, წლის დასაწყისიდან ჩრდილო კავკასიის ფედერალურ ოლქის ტერიტორიაზე ნეიტრალიზებულია 167 კავკასიელი მებრძოლი, მათ შორის 16 ლიდერი. დაკავებულია 298 მებრძოლი. „განადგურებულია ბოევიკების 48 ბაზა და 166 სამალავი“, – განაცხადა სიდორუკმა.



რუსეთის გენპროკურორის მოადგილეს განცხადება დასრულებული არ ჰქონდა, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში მორიგი ხმაურიანი კრიმინალური შემთხვევები დაფიქსირდა. ჩეჩნეთში გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად სამი მილიციელი დაიჭრა. „ინტერფაქსის“ ინფორმაციით, ინციდენტი ჩეჩნეთში, ჩალინსკის რაიონთან მდებარე ტყეში მაშინ მოხდა, როდესაც მილიციის თანამშრომლები პატრულირებას ახორციელებდნენ.



მილიციონერები თვითნაკეთ ასაფეთქებელ მოწყობილობაზე აფეთქდნენ, რომელიც ტყის მასივში იყო დამონტაჟებული.



გროზნოში, სავაჭრო ცენტრის „ბერკატის“ ტერიტორიაზე მილიციამ თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინა. ამას „ინტერფაქსი“ ადგილობრივ სამართალდამცავებზე დაყრდნობით იუწყება.



მათი ინფორმაციით, მილიციამ თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა სავაჭრო ცენტრში აღმოაჩინა. მოწყობილობა რძის პროდუქტების შესაფუთი პლასტმასისგან იყო აწყობილი, რომელშიც 600 გრამი ტროტილი იყო მოთავსებული.



დაღესტანში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად კი ერთი ბოევიკი გაანადგურეს. ამის შესახებაც „ინტერფაქსი“ იუწყება. მათი ინფორმაციით, ეჩედა ცუმადინსკოვის რაიონის ტყეში ძალოვანებმა ალყაში მოაქციეს ბოევიკების ჯგუფი, როემლმაც მათ შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია.



ორმხრივი სროლის შედეგად ერთი ბოევიკი დაიღუპა, ხოლო სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებიდან არავინ არ დაშავებულა. მოკლული ბოევიკის ვინაობა დგინდება.



ამ გართულებულ კრიმინოგენურ ფონზე, ჩრდილოეთ კავკასიაში ახალი სახელმწიფო სტრუქტურა ყალიბდება. შესაბამისი გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის პრემიერ მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა მიიღო. სახელმწიფო სტრუქტურას თავად ქვეყნის პრემიერი უხელმძღვანელებს.



რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელები აცხადებენ, რომ ახალი სახელმწიფო სტრუქტურის შექმნის მოტივი, „ფედერალური ბიუჯეტიდან ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებისთვის გამოყოფილი თანხების მიზნობრივ ხარჯვაზე კონტროლის დამყარებაა“. თუმცა, ეჭვი არავის ეპარება, რომ პრემიერ პუტინს ახალი კავკასიური სისხლი კრემლში მორიგი აღზევებისთვის სჭირდება.



ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა ალექსანდრ ხლოპოლინმა განაცხადა, რომ ამ სახით მოსკოვი შეეცდება დაამყაროს კონტროლი ფედერალური ბიუჯეტიდან ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებისთვის გამოყოფილი თანხების მიზნობრივ ხარჯვაზე.



„ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ვქმნით რეგიონალური განვითარების სამინისტროს, რომელსაც ეყოლება მინისტრის მოადგილე კავკასიის რეგიონალური განვითარების საკითხებში. მისი ადგილსამყოფელი უშუალდო კავკასიაში იქნება. სამინისტროს მართვას 30 ადამიანი განახორციელებს, რომლებიც შეასრულებენ ფედერალური რესურსების ცენტრალიზაციის ფუნქციას, რომელიც ამჟამად კავკასიაში შემოედინება. ეს იქნება ერთგვარი ფილტრი, რომელიც ამ დონეზე განხორცილდება“, – განაცხადა ხლოპოლინმა.



ალექსანდრ ხლოპოლინს არაფერი უთქვამს ჩრდილოეთ კავკასიაში ყოველდღიურობად ქცეულ ხმაურიან ტერაქტებსა და აფეთქებებზე. როგორც ჩანს რუსი მაღალჩინოსნები ამ მტკივნეულ თემაზე უკვე ხმამაღალ საუბარსაც კი ერიდებიან. რას მოუტანთ სირაქლემას ახალი პოზა კავკასიაში, ამას ახლო მომავალი გვიჩვენებს.
kote-1962
ბენდუქიძე - ბენდუქიძეზე

12:08 20.09.2010


[კვირის პალიტრა]


”2004 წლის მაისი, მოსკოვი. ნაცნობი მირეკავს და მეუბნება, მოსკოველი ბიზნესმენები საქართველოში მივდივართ და შენც უნდა წამოხვიდეო. დიდხანს ვიუარე, მაგრამ დამითანხმა. ჩამოვედი. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჟვანიამ ოთხსაათიანი საუბრის შემდეგ ეკონომიკის მინისტრობა შემომთავაზა. ასე, 10 წამი ფიქრის მერე დავთანხმდი. ასე დაიწყო ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი”, - იხსენებს კახა ბენდუქიძე საქართველოში დაბრუნებას რუსეთში ოცდახუთწლიანი ცხოვრებისა და საქმიანობის შემდეგ.

- სულ სამჯერ გამოვიცვალე საქმიანობა: მეცნიერებიდან ბიზნესში გადავედი, ბიზნესიდან სახელმწიფო სამსახურში და ახლა განათლების სფეროში ვარ. ხუთი წელი მთავრობაში სხვადასხვა თანამდებობაზე ვიმუშავე, მაგრამ რეალურად ერთ საქმეს ვაკეთებდი.

ერთგან წერთ, საქართველოში დაბრუნების შემდეგ “რაღაცის გაკეთება მოვახერხე, რაღაცის - ვერა. რაღაცები შემეშალა, რაღაცები სხვებს შეეშალათ. რაც გაკეთდა ქვეყანაში, ზოგი რამ მომწონს, ზოგი რამ - არა”. ბატონო კახა, მაინც რა შეგეშალათ და რა არ გამოგივიდათ?
- შეცდომა ბევრი იყო... შეცდომა იყო, რომ არასაკმარისად ვიბრძოლე, შეცდომა იყო, რომ 2004 წელს საგადასახადო კოდექსზე მსჯელობისას კომპრომისზე წავედი. ჩემი აზრით, მაშინვე აჯობებდა გადასახადების უფრო მნიშვნელოვანი შემცირება, მაგრამ რადიკალურ ნაბიჯებზე უარს ვამბობდი, რათა ზოგიერთ კოლეგასთან ურთიერთობა არ გამეფუჭებინა.

არ შეიძლება გუნდის გადაწყვეტილებებს ანგარიში არ გაუწიო. უამისოდ იზოლაციაში აღმოჩნდები და შესაძლოა, მხოლოდ სამი დღე იყო მინისტრი. ზოგიერთ საკითხზე ჩემი აზრი გავიტანე, ზოგიერთზე - ვერა.

ახალგაზრდობიდანვე მქონდა წარმოდგენა, რომ ადამიანი ან კაკალს ჰგავს, ან ატამს. კაკალი გარედან მაგარია და შიგნით - რბილი. ატამი გარედან კი რბილია, მაგრამ შიგნიდან აქვს ისეთი მაგარი კურკა, აგურითაც რომ ვერ გატეხ. სჯობს ადამიანი შინაგანად იყოს მაგარი, ღერძი ჰქონდეს, ვიდრე ფორმალურად იყოს კაჟივით და პირველივე პრობლემაზე ბზარი გაუჩნდეს, ადვილად მოსარევი გახდეს.

ცოტას კამათობდა და ჩხუბობდაო – ჩემზე ვერ იტყვიან, მაგრამ მეტი შეიძლებოდა, გამეკეთებინა, კამათი რომ არ დამზარებოდა. მაგალითად, სატყეო რეფორმა ისეთი არ გამოვიდა, როგორიც უნდა გამოსულიყო. ვისაც სოფლად აქვთ ტყეები (მაგალითად, დასავლეთ საქართველოში), უნდა დაკანონებოდათ. საამისოდ კანონიც მქონდა მომზადებული, მაგრამ... ალბათ, ჩემი შეცდომაა, რომ ეს კანონი ვერ გავიდა.

ასევე ვერ ვიქნები კმაყოფილი იმით, როგორც წარიმართა 100 საავადმყოფოს პროექტი, რომელიც ჩემი და ჩემი კოლეგების იდეა იყო. ეს პროექტი ისე ვერ განხორციელდა, როგორც ჩაფიქრებული იყო. ბიუროკრატიული არაეფექტურობის გამო საქმე ძალიან გაჭიანურდა და მოგეხსენებათ, გაჭიანურებული საქმე ეშმაკისაა.

ამას კრიზისი და ომიც დაერთო. მე რომ თავიდან ბოლომდე ამ პროექტზე პასუხისმგებელი ვყოფილიყავი, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად დასრულდებოდა. გეგმაც მქონდა, 2008 წელს საავადმყოფოების დიდი ნაწილი დამთავრდებოდა. პროექტის შეფერხება, რომელიც ძალიან მინდოდა გაკეთებულიყო, ჩემი მარცხიცაა. გული მწყდება, რომ ამის გაკეთების საშუალება არ მომეცა.

საკადრო პოლიტიკაში წინსვლად მიაჩნიათ, რომ ეკონომიკური რეფორმები კახა ბენდუქიძით დაიწყო და საქმე ბოლოს ვერა ქობალიას ჩააბარეს?
- მჯობნის მჯობი არ დაილევა. ისეთი პირი უჩანს, ქალბატონი ვერა უფრო ეფექტური მინისტრი იქნება, ვიდრე ორი წინამორბედი.
ქალბატონ ვერას და მე საერთო ის გვაქვს, რომ როდესაც საქართველოში ჩამოვედით, წარმოდგენა არ გვქონდა, ვინ რას აკეთებდა ამ ქვეყანაში. მის მონდომებას რომ ვუყურებ, ვფიქრობ, ბევრ რამეს შეძლებს.

თუმცა უნდა ვთქვა, რომ შეცდომა იყო ეკონომიკის მინისტრების წინა ორი (ლაშა ჟვანია და ზურაბ პოლოლიკაშვილი) დანიშვნა, მაგრამ ამას მინისტრის მუშაობის შემდეგ ხვდები, წინასწარ ხომ არ იცი? ჩემი დანიშვნის გადაწყვეტილებაც ძალიან სწრაფად მიიღეს, ღრმა შესწავლის გარეშე.

მაგრამ ზურაბ ჟვანიამ იცოდა, რომ თქვენ გქონდათ გამოცდილება და წარმატებული ბიზნესი.
- ჩემზე ბევრი ფული ჰქონდა გაკეთებული ბადრი პატარკაციშვილს, მაგრამ ეკონომიკის მინისტრად მისი დანიშვნა არ შეიძლებოდა. ფულის გაკეთება ხომ არ არის პარამეტრი იმისა, რომ ადამიანი შეძლებს ეკონომიკის მინისტრობას? არც ის არის აუცილებელი, მინისტრი იმ დარგის სპეციალისტი იყოს, სადაც ინიშნება. მინისტრი პოლიტიკური თანამდებობაა.

არ არის აუცილებელი ეკონომიკის მინისტრი ეკონომიკის პროფესორი იყოს, განათლების მინისტრი - განათლების სფეროში ნამუშევარი, კულტურის მინისტრი კი მაინცდამაინც ჩანგზე უკრავდეს, შს მინისტრს დაკითხვების გამოცდილება ჰქონდეს, თავდაცვის მინისტრმა კი კარგი სროლა იცოდეს. მინისტრის ფუნქცია არ არის დაკავშირებული კონკრეტულ უნარ-ჩვევებსა და განათლებასთან. მთავარი მსოფლმხედველობრივი საკითხია.

მაგრამ, ალბათ, არც ჩვენი სოფლის მეურნეობის მინისტრივით უნდა იყოს, რომელმაც განაცხადა, ჰოლანდიიდან დედალ და მამალ ძროხებს ჩამოვიყვანთო.
- ამ შემთხვევაში პრობლემა და ხარვეზი დაკავშირებულია ქართულის ცოდნასა და არა მინისტრობასთან. მინახავს ძალიან ჭკვიანი თბილისელები, რომლებიც ფიქრობენ, რომ თხა ცხვრის ქმარია, ან ბატკანსა და თიკანს ერთმანეთისაგან ვერ ასხვავებენ. ამ ხალხს არც განათლება აკლია და არც ინტელექტი, სადოქტოროებიც აქვთ დაცული, მაგრამ სოფლის ცხოვრებას არ იცნობენ და ტერმინებიც არ იციან.

ისე, რა თქმა უნდა, აჯობებდა მინისტრს ეთქვა, ძროხებსა და ბუღებს ჩამოვიყვანთო, მაგრამ გგონიათ ბევრმა ქართველმა იცის, ხარსა და ბუღას შორის რა განსხვავებაა? საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი აშშ-ში გაიზარდა და განათლებაც იქ მიიღო. ის ინგლისურად ბევრად უკეთ ლაპარაკობს, ვიდრე ბერძნულად, მაგრამ ეს ხელს არ უშლის იყოს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი. სომხეთის წინა პრეზიდენტმა (ქოჩარიანმა) სომხურად წერა მას შემდეგ ისწავლა, რაც პრეზიდენტი გახდა. ცხადია, კარგია, სოფლის მეურნეობის მინისტრმა იცოდეს, რა არის მახა და ზანდური, მაგრამ აბა, თქვენ თუ იცით?

ქართული ხორბლის უძველესი ჯიშებია.
- გცოდნიათ. ტრაგედია და დრამა ის იქნება, თუ სოფლის მეურნეობის მინისტრს არ ეცოდინება, როგორ განვითარდეს სოფლის მეუნეობა. მეორე საკითხია, რამდენად პროფესიონალი იქნება სხვა ხალხი სამინისტროში. მაგალითად, შეცდომაა, როდესაც მინისტრი მიდის და ყველა თანამშრომელი იცვლება.

ჩვენთან ხშირად ასე ხდება. ყველას თავისი გუნდი მოჰყავს.
- ეს აბსოლუტურად არასწორი პრაქტიკაა. ეკონომიკის მინისტრად რომ დავინიშნე, ჩემი გუნდით არ მოვსულვარ. ვინც დამხვდა, იმ ხალხთან ვიმუშავე, მხოლოდ თანამშრომელთა რაოდენობა შევამცირე სამჯერ კონკურსით. მოადგილეებიც კი არ შემიცვლია. ასევე კონკურსით ორი კაცი მივიღე. ზოგისაგან გამიგია, ვისაც არ ვიცნობ, მასთან მუშაობა არ შემიძლიაო. თუ ამის ფუფუნება გაქვს, კარგია, მაგრამ იმასთანაც უნდა შეგეძლოს მუშაობა, ვისაც არ იცნობ. ჩემთვის მთავარია, ადამიანი კარგად აკეთებდეს საქმეს.

ცხოვრების დიდი ნაწილი რუსეთში გაატარეთ და იქნებ იქ უკეთ დაინახეთ, რას გვერჩის ჩვენი მეზობელი?
- რუსეთისთვის საქართველო გართულებული ცალმხრივი სიყვარულივითაა. რადგან საქართველოს ეს სიყვარული გაუქრა, რუსეთი შფოთავს. როდესაც გვერდით ამხელა მეზობელი ჰყავს, საქართველოსთვის მასთან განშორება ადვილი არ იქნება. კიდევ დიდი ხანი დასჭირდება საქართველოს შემოტრიალებას ისე, რომ რუსეთზე მინიმალურად იყოს დამოკიდებული.

არ შეიძლება ერთდროულად ამერიკისკენაც ვიყოთ და რუსეთისკენაც. ან ერთი უნდა ავირჩიოთ, ან მეორე. ფინეთი ოდესღაც რუსეთის ნაწილი იყო, დღესაც მჭიდრო სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობა აქვთ ამ ქვეყნებს, მაგრამ ფინეთი არ არის რუსეთის ორბიტის ქვეყანა. ჩვენთვის ფინეთი უნდა იყოს მაგალითი.

100 წლის წინ ფინეთის ქალაქის მოსახლეობამ რუსული იცოდა, დღეს კი ინგლისური იციან. ჩვენ ვიქნებით ან მოლდავეთივით, სადაც ნახევარი მოსახლეობა რუსულად ლაპარაკობს, ან ფინეთივით, სადაც ყველა ლაპარაკობს ფინურად და ინგლისურიც კარგად იციან. მხოლოდ ენის პრობლემა არა გვაქვს, ჩვენ საბჭოთა ცხოვრების წესსაც უნდა დავემშვიდობოთ. ამიტომაც მის მემკვიდრეს მაქსიმალურად უნდა დავშორდეთ.

ამას წინათ თქვენი “ერთი ბიჭის ისტორია” წავიკითხე, რომელიც დავით აღმაშენებელზეა. ერთ-ერთ სოციალურ ქსელში ამ წერილს დიდი მსჯელობა მოჰყვა, ზოგმა გაგკიცხათ, წმინდანად შერაცხილი მეფე ებრაელად გამოიყვანაო. რა იყო ამ წერილის დაწერის მოტივი, დავით აღმაშენებელი თქვენი საყვარელი მეფეა თუ...
- დავით აღმაშენებელი ნამდვილად არ არის ჩემი საყვარელი მეფე. ვნახე კომენტარები, როგორ შეიძლება დავითზე იმის თქმა, რომ ებრაელი იყოო. მხოლოდ ის ვთქვი, რასაც ბაგრატიონები თავად აცხადებენ, ბიბლიური მეფე დავითის შთამომავლები ვართო. მათ საგვარეულო გერბზე ამიტომაც იყო გამოხატული ქნარი და შურდული.

”ერთი ბიჭის ისტორიაში” აღვწერე ფაქტები, რომლებიც დავით აღმაშენებლის დროს მოხდა, მაგრამ აღვწერე თანამედროვე სიტყვებით, ისე როგორც თანამედროვე ქართული ენაა მოწყობილი, რადგან არ მიყვარს მაღალფარდოვანი ქართული ენა. ამ წერილის დაწერას ერთი შემთხვევა უძღოდა წინ: ერთი ინგლისელი ჟურნალისტი იყო ჩამოსული, რომელსაც საქართველო ძალიან უყვარს. მითხრა, საღამოს თუ დრო გექნებათ, მოდით, სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში იქნებითო.

მივედი და საუბრისას შევნიშნე, დღეს პოლიტიკოსმა რომ იგივე გააკეთოს, რაც დავით აღმაშენებელმა გააკეთა, ეგრევე ჩაირეცხება-მეთქი და ინგლისელ ჟურნალისტს მოვუყევი, რომ დავითმა ურჯულოები ჩამოასახლა და თბილისი დაიპყრო; რომ თბილისისთვის ბრძოლაში ქართველები და არაბები კი არა, ქართველები ებრძოდნენ ერთმანეთს; რომ დავით აღმაშენებელს დედა და ბებია ქართველები არ ჰყავდა და არც ეკლესია უჭერდა მხარს.

მანამდე ერთი წერილი წავიკითხე, სადაც ეწერა, რომ მას მხარს მხოლოდ რუის-ურბნისის ეპარქია უჭერდა და ამიტომაც ჩაატარა იქ საეკლესიო კრებაო. არ ვიცი, ეს სწორია თუ არა, მაგრამ სიმართლეს ჰგავს. ჩემს ამ საუბარს “ლიბერალის” რედაქტორი შორენა შავერდაშვილი შეესწრო და მითხრა, ეგ ისტორია აუცილებლად უნდა დაწეროთო და მეც დავწერე.

თვლით, რომ პოპულარული ხართ?
- გოგა ხაინდრავამ, რომელთანაც თავის დროზე კარგი ურთიერთობა მქონდა, ამას წინათ ჩამოთვალა რამდენიმე გვარი, მათ შორის - ჩემიც და დასძინა, ესენი რუსეთის აგენტები არიანო. მერე თქვა, ამერიკისო, ბოლოს კი სომხეთის აგენტებად გამოგვაცხადა. პოლიტიკაში დამკვიდრდა, შენი პოპულარობა შეიძლება არაპოპულარული ფიგურის ლანძღვით გაზარდო.

ბენდუქიძე არაპოპულარულია და მოდი, გავლანძღოთ და ხალხიც იტყვის, აუ, რა მაგარიაო! თანაც რა პატრიოტული, როდესაც, მაგალითად, "ჩიხრია ფიქრაძე" ლანძღავს ბენდუქიძეს. არა მგონია, ისეთი არაპოპულარულიც ვიყო, რომ ჩემზე ყველაფერი დაიჯერონ. იყვნენ ადამიანები, ვისაც არ ვეხატებოდი გულზე და პერსონალურად მებრძოდნენ.

ეს ხალხი დღეს ხელისუფლებაშია?
- დიახ, მათ შორის - პარალამენტშიც.

ანუ თქვენი მთავრობიდან წამოსვლა სახელისუფლებო გუნდებს შორის დაპირისპირების შედეგი იყო?
- ძალიან მაღლა გუნდები არ არსებობს. თუმცა ფაქტია, ხელისუფლებაში, მათ შორის - პარლამენტში, სხვადასხვა გუნდია.

ბატონო კახა, ოცნება გიყვართ?
- ოცნება არა, მაგრამ სურვილები მაქვს ოხრად. იმდენი, რომ თქვენი სქელი გაზეთიც ვერ ეყოფა მათ ჩამოთვლას. უპირველესად მინდა, ჯანმრთელად ვიყო, საქართველო განვითარებული, შეძლებული, ძლიერი ქვეყანა იყოს, თავისუფალი უნივერსიტეტი კი - წარმატებული. ასევე მინდა, ჩემი ნათესავები იყვნენ კარგად.

http://www.presa.ge/new/?m=news&NID=243
kote-1962
20.09.2010
რატომ სურს საქართველოს ხელისუფლებას ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღება. მინდია უგრეხელიძე: "ამ ინსტიტუტს კიდევ ის ნაკლი აქვს, რომ მასში, ფაქტობრივად, დეპერსონიფიცირებულია მოსამართლე"...

კახა შარტავა - "საზოგადოების მობილიზება და ორგანიზება შეიძლება ერთი პოლიტიკური პარტიითაც. მაგრამ ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც სხვა გზას აირჩევენ, შეიძლება დაბრკოლებად იქცნენ. ამიტომ საზოგადოებასაც მოუწევს არჩევანის გაკეთება - დარჩეს ყოყმანის რეჟიმში თუ იქ - სადაც რეალური ქმედება დაიწყო"

"იწყება სააკაშვილის იმპიჩმენტი! დაე აღსრულდეს ხალხის ნება!" - 22 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის დამფუძნებელი კონფერენცია გაიმართება



* * *
რატომ სურს საქართველოს ხელისუფლებას ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღება. მინდია უგრეხელიძე: "ამ ინსტიტუტს კიდევ ის ნაკლი აქვს, რომ მასში, ფაქტობრივად, დეპერსონიფიცირებულია მოსამართლე"...

"ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი ინგლისში დაიბადა და ამერიკაში აღიზარდა. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ინგლისელებიცა და ამერიკელებიც კარგა ხანია დარწმუნდნენ მის უვარგისობაში, მაინც ვერ ელევიან როგორც ღვიძლ შვილს. გერმანია და იაპონია კი ამ ინსტიტუტს არასდროს დასწაფებიან, რადგან კარგად იციან, მათ ნიადაგზე ეს ნერგი ვერ იხარებს. ნეტავ, ამაზე არ ფიქრობს გერმანიაში განსწავლული კოტე კუბლაშვილი, რომელიც ძალიან კარგი სტუდენტი იყო და შესანიშნავად იცის პროფესია. მაგრამ რა ბედენაა პროფესიონალიზმი, თუკი მორჩილი აღმასრულებელი იქნები მავანთა ნებისა..." - აცხადებს სამართლის დოქტორი, მინდია უგრეხელიძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "დემოკრატიამ შეიძლება გავნოს კიდეც, თუ ის პროფესიონალიზმს დაუპირისპირდება" / "თავისუფლებისმოყვარე განათლებულ თაობას მათრახით ვერ მიიღებ".
"რაც შეეხება ნაკლოვანებებს, რის გამოც იწუნებენ ამ სისტემას: ყველაზე კარგად ეს წარმოჩნდა სტრასბურგის სასამართლოში, რომელიც განიხილავდა ბელგიის პროვინცია ვალონიის ყოფილი შსს მინისტრის პირადი მდივნის საქმეს ბელგიის წინააღმდეგ. ამ პროცესზე დადგინდა, რომ სასამართლო, რომელიც დასაბუთებას არ იძლევა, პროცესუალურ გარანტიებს არ უზრუნველყოფს და მხოლოდ განცხადებებზეა აგებული, არ შეიძლება სრულყოფილი იყოს. ვფიქრობ, ამ ინსტიტუტის დიდი იმედი ჩვენს ხელისუფლებას არ უნდა ჰქონდეს, რადგან, თუ ქვედა პალატიდან ზედა პალატაში გადავიდა საქმე (და ეს, ალბათ, ხშირად მოხდება, რადგან დამარცხება არავის მოსწონს), მაშინ საქართველოს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის საერთოდ გაუქმება დასჭირდება. რატომ? ის აღმოჩნდება წინააღმდეგობაში ევროპულ სტანდარტებთან, თუნდაც ზემოაღნიშნული განაჩენიდან გამომდინარე. თანაც, განსაკუთრებულთან კი არა, მინიმალურ სტანდარტებთან", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მინდია უგრეხელიძე.
"და თუ მინიმალურ სტანდარტებსაც არ შევესაბამებით, მაშინ მინიმალურზე მინიმალურები გამოვდივართ. არის ბევრი სხვა ნაკლიც - მე მხოლოდ მარტივს გეტყვით. ჩვენი სასამართლო, რა სახითაც ის ახლა ფუნქციობს, ასე ვთქვათ, ერთუჯრედიანი სასამართლოა. მხოლოდ ტვინის უჯრედების რაოდენობას არ ვგულისხმობ, ცხადია, მის სიმარტივეზეც მოგახსენებთ. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ორნაწილიანია, ე.ი. ნაფიცმა მსჯულებმა ფაქტები უნდა დაადგინონ, ხოლო იურისტი მსაჯული, რომელიც ამ პროცესს ხელმძღვანელობს, ამ ფაქტებს კანონებსა და ნორმებს შეუფარდებს. ერთი სასამართლოსთვის ვერ მოგვივლია და როგორ გგონიათ, ერთ სახურავქვეშ გაერთიანებულ ორ სასამართლოს მოვუვლით? ეჭვი მეპარება. მით უმეტეს, რომ მსაჯულებს საამისო მომზადება არ გააჩნიათ", - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი.
"კი, ტრენინგებს გადიან, მაგრამ უდიდესი პასუხისმგებლობა და მომზადება სჭირდება, მაგალითად, იმის გადაწყვეტას, გავამწესოთ თუ არა კაცი სამუდამო პატიმრობაში. სხვათა შორის, მსაჯულები განაჩენს არ ასაბუთებენ და როგორც ჩანს, ეს ხელს აძლევს ვიღაცას, რადგან ჯერ კიდევ სტრასბურგის სასამართლოში მუშაობისას დავაკვირდი, რომ საქართველოდან წამოსულ სასამართლოს განჩინებებს უფრო და უფრო აკლდებოდა არგუმენტები, ჯეროვანი დასაბუთება. მხოლოდ ლიტონი განცხადებები იყო, - ამან ის მოკლა, ეს ასე უნდა დაისაჯოსო და ა.შ. როგორც ჩანს, ეს ფაქტი, რომ არაფერი დაიწეროს, შემთხვევითი არ არის. ზოგიერთი საკმაოდ გახმაურებული საქმე უკვე დიდი ხანია თაროზე დევს და კიდევ დიდხანს იდება. მათ დახურვას დასაბუთება სჭირდება, მაგრამ თუ დასაბუთება გამოქვეყნდება, შეიქმნება საფრთხეც მისი გაკრიტიკებისა", - მიიჩნევს მინდია უგრეხელიძე.
"ნაფიცი მსაჯულები კი მხოლოდ განაჩენს გამოიტანენ, - ან ასე, ან ისე, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე. ამ ინსტიტუტს კიდევ ის ნაკლი აქვს, რომ მასში, ფაქტობრივად, დეპერსონიფიცირებულია მოსამართლე. კი, ვითომ ვიცით, ვინ არიან ნაფიცი მსაჯულები, მაგრამ ისინი, შეიძლება ითქვას, პროცესზე არსაიდან მოდიან და პროცესის შემდეგაც ისევ ხალხში ბრუნდებიან, ანუ განაჩენზე კონკრეტული პასუხისმგებლობის ადრესატი აღარ იარსებებს. ახლა მე გეკითხებით: როდესაც სასამართლოსადმი ნდობის მოლოდინზე ვლაპარაკობთ, როგორ გაიზრდება სასამართლოს ნდობა მაშინ, თუკი ზოგჯერ მისი გადაწყვეტილება შეიძლება ისეთი დაუსაბუთებელი, უგუნური ან მოულოდნელი იყოს, რომ მოსამართლეს გაუჭირდეს დათანხმება", - აცხადებს მინდია უგრეხელიძე და შეკითხვას - "ე.ი. თუ პროფესიონალი მოსამართლე ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილებას არ დაეთანხმება, მას შეუძლია თავისი აზრი მხოლოდ დააფიქსიროს, მაგრამ ვერაფერს შეცვლის?" - პასუხობს:
"დიახ, მოსამართლის განცხადებას ნორმატიული ძალა არ ექნება, რადგან ვერდიქტი ხალხს ეკუთვნის. მაგრამ ეს ხომ ბლეფია? რიგითი მოქალაქე პროფესიონალ იურისტს ვერასოდეს შეეკამათება, რადგან არც საკმარისი განათლება აქვს იურისპრუდენციაში და არც გამოცდილება. საქართველოს ხელისუფლებას მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღება იმიტომ უნდა, რომ კიდევ ერთხელ სცადოს მსოფლიოს დარწმუნება, დემოკრატიისთვის ვიბრძვიო, მაგრამ დემოკრატია ერთადერთი სეგმენტი არ არის, რაც სამართლიანი სასამართლოს ჩამოყალიბებისთვის არის საჭირო. მეტსაც გეტყვით, დემოკრატიამ ზოგჯერ შეიძლება გავნოს კიდეც, თუ ის პროფესიონალიზმს დაუპირისპირდება! როგორ წარმოგიდგენიათ, ქირურგმა მეტი დემოკრატიისთვის ქუჩიდან რომ შეიყვანოს მოქალაქე ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად... ამერიკელები ძალიან კარგად იქცევიან, რომ თანდათან ავიწროებენ ნაფიც მსაჯულთა სისტემას - სასამართლო სისტემა ისე გაყოყოჩდა, რომ როდესაც პოლიტიკოსები და სახელმწიფო მოხელეები რომელიმე საკითხზე ვერ თანხმდებიან, ვერდიქტი სასამართლოს გამოაქვს. ამის ნათელი დადასტურება ის არის, რომ ბუშ-უმცროსს თავის დროზე პრეზიდენტობა "მიუსაჯეს"...

კახა შარტავა - "საზოგადოების მობილიზება და ორგანიზება შეიძლება ერთი პოლიტიკური პარტიითაც. მაგრამ ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც სხვა გზას აირჩევენ, შეიძლება დაბრკოლებად იქცნენ. ამიტომ საზოგადოებასაც მოუწევს არჩევანის გაკეთება - დარჩეს ყოყმანის რეჟიმში თუ იქ - სადაც რეალური ქმედება დაიწყო"

"ახლა ყველას თვითგამორკვევის პროცესი აქვს და შეთავაზებებს ამზადებს საზოგადოებისთვის. ამ უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თემა საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხად, რათა ნორმალური არჩევნების ჩატარება ერთხელ და სამუდამოდ მოხერხდეს ჩვენს ქვეყანაში. შევეცადეთ ეს თემა პოლიტიკურ პროცესად გვექცია. პარტნიორებთან ერთად მოვამზადეთ წინადადებათა პაკეტი, რაც აუცილებლად მიგვაჩნია სამართლიანი საარჩევნი გარემოს ჩამოყალიბებისთვის. თუ ამ პერიოდის განმავლობაში საზოგადოებაში ჩამოყალიბდება სხვა მოსაზრება, რაც საზოგადოების დაკვეთად შეიძლება იქცეს, მაშინ პოლიტიკური პარტიები იძულებული იქნებიან შესაბამისად შეცვალონ ტაქტიკა და სტრატეგია", - აცხადებს "ეროვნული ფორუმის" ლიდერი კახა შარტავა გაზეთ "მთელი კვირისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რატომ "გამოირთო" ოპოზიცია / კახა შარტავა: "შევუერთდებით თუ არა ისევ "დენის წყაროს", ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს".
"მაგრამ დღეს საზოგადოებასაც უდგა ასეთი ამოცანა: საკუთარ თავში თვითგამორკვევისა - ბოლოს და ბოლოს რა უნდა! ზოგი მხარს უჭერს საარჩევნო გარემოს შეცვლას, ზოგი ფიქრობს, რომ არანაირ არჩევნებს აზრი არ ექნება და არავითარი სამართლიანო გარემო არ იქნება და საუბრობს რევოლუციაზე, აჯანყებაზე და ა.შ., მაგრამ კონკრეტული პოტენციალის დაფიქსირება რომელიმე ვარიანტის რეალიზაციისთვის ჯერჯერობით არ ხდება და საზოგადოებაც არ არის ჩამოყალიბებული. საზოგადოებამაც უნდა გააკეთოს არჩევანი და რომელი ვარიანტიც მოვლენათა განვითარებისას ჰპოვებს მხარდაჭერას, ის განხორციელდება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა შარტავა.
"დიდი ხანია არსებობს ფონი, რომელიც რეალური ცვლილებების წინაპირობადაც შეიძლება გამოიყენო, მაგრამ ახლა ეს საკითხია - პოლიტიკურ სპექტრს აქვს თავი იმისა, რომ ეს ფონი საქმედ აქციოს?! ამას სჭირდება სერიოზული ორგანიზაციული რესურსი, რეალური პოლიტიკური პლატფორმა და პოლიტიკური სტრატეგიის სწორი გათვლა. სანამ ამას ვერ მოვახერხებთ, ფონი შეიძლება სულ უფრო და უფრო გამწვავდეს და ჩვენ რეალური ცვლილება ვერ ვაჩვენოთ საზოგადოებას. ეს მიშნავს, რომ შეწუხებული ხალხი თანდათან გაიყვანს პროცესებს პოლიტიკური ჩარჩოების ფორმატიდან და შეიძლება უმართავი პროცესები დაიწყოს, რომლითაც უამრავი ავანტიურისტი ისარგებლებს ქვეყნის შიგნით თუ გარეთ. ამიტომ პოლიტიკურმა სპექტრმა ახლა მაინც უნდა შესთავაზოს მაკონსოლიდერებელი, ვინაიდან ყველა პრობლემა ჯამში მიდის წერტილში... ქვეყნის დღევანდელი მმართველი ძალის პოლიტიკის შეცვლა და მასში კორექტივების შეტანა აღმოჩნდა შეუძლებელი ამ ხნის განმავლობაში. შესაბამისად, დღის წესრიგში დგას თავად ამ ძალის შეცვლის საკითხი", - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი.
"ახლა ყველანი დენის წყაროდან გამორთულს ვგავართ და ეს დენის წყარო არის საზოგადოების მხარდაჭერა. მჭიდრო კონტაქტის გარეშე კი პოლიტიკურ ორგანიზაციასა და მოსახლეობას შორის, რა თქმა უნდა, დენი არ გაივლის. ამისთვის უფრო მჭიდრო კავშირია საჭირო საზოგადოებასთან მეტი, კონტაქტი, ახლოს მისვლა, მისი დარწმუნება და გააქტიურება ისეთი სწორი შეთავაზებით, რომელსაც საზოგადოება სასარგებლოდ მიიჩნევს საკუთარი თავისთვის. თუ ეს არ მოხერხდა, რა თქმა უნდა, უდენოდ დარჩება ოპოზიცია. რამდენად მოვაბით ამას თავი, უახლოესი პერიოდის განმავლობაში გამოჩნდება. პირველ რიგში საჭიროა გავიგოთ, რა მხარდამჭერები და რისი ძალა გვაქვს - სწორედ ამიტომ 25 ივნისს "ეროვნული ფორუმის" ყრილობაზე ჩვენს წევრებს მივეცით დავალება, რაც შეიძლება ახლო კონტაქტში შევიდეთ საზოგადოებასთან, რათა წინასწარ ვიცოდეთ, რა მასშტაბის მხარდაჭერებზე გავდივართ და აქედან გავთვალოთ, რა სირთულის ამოცანას შევეჭიდოთ. ძალების დემონსტრირებას ოქტომბრის შუა რიცხვებში მოვახდენთ, როცა პარტიის წევრებს ერთად შევკრებთ და საბოლოო დავალებას გავცემთ რეაგირებისთვის. ეს შეკრება იქნება, ყრილობის საშუალება ამ ეტაპზე არ გვაქვს", - დასძენს კახა შარტავა.
"23 სექტემბრისთვის გავახმიანებთ და ალბათ უახლოეს პერიოდში შევიტანთ საკანონმდებლო ინიციატივას საარჩევნო გარემოს შექმნისთვის, რადგან ამისთვის 120 ათასი ხელმოწერა უკვე შეგროვებულია. ხელისუფლებას წავუყენებთ ულტიმატუმს - თქვას ან "კი", ან "არა". ამის მიხედვით ვიმოქმედებთ", - აცხადებს კახა შარტავა და შეკითხვას - "ანუ "უარის" შემთხვევაში დიდი საპროტესტო აქციების ინიციატორი გახდებით. მოახერხებთ საზოგადოების კიდევ ერთხელ მობილიზებას?" - პასუხობს:
"რა თქმა უნდა, გაგვიჭირდება საზოგადოების მობილიზება, მაგრამ იქ, სადაც საზოგადოება მიიჩნევს, რომ იქმნება ეპიცენტრი, არსებობს ამ ეპიცენტრის მართვის შესაძლებლობა და მის ირგვლივ შეიძლება დადგეს, მაშინ, რა თქმა უნდა, საზოგადოების მობილიზება და ორგანიზებამდე მიყვანა შეიძლება ერთი პოლიტიკური პარტიითაც. მაგრამ აქ შეიძლება ერთი პრობლემა დადგეს - ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც სხვა გზას აირჩევენ, შეიძლება დაბრკოლებად იქცნენ. ამიტომ საზოგადოებასაც მოუწევს არჩევანის გაკეთება - ყოყმანის რეჟიმში დარჩეს თუ იქ, სადაც რეალური ქმედება დაიწყო".

"იწყება სააკაშვილის იმპიჩმენტი! დაე აღსრულდეს ხალხის ნება!" - 22 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის დამფუძნებელი კონფერენცია გაიმართება

"თქვენს სამსჯავროზე გამოგვაქვს ერთმანეთთან დაკავშირებული დოკუმენტის პროექტები ხელისუფლებისადმი უნდობლობის თაობაზე - ეს არის პოლიტიკურ-სამართლებრივი დასაბუთება ხალხის ლეგიტიმური უფლებისა, უნდობლობა გამოუცხადოს უმაღლეს ხელისუფალს და იგი თანამდებობიდან გადააყენოს. ვფიქრობთ, ხალხის მიერ პრეზიდენტის გადაყენების უფლებამოსილების თავის თავზე აღება ერთადერთი სწორი და მშვიდობიანი გამოსავალია შექმნილ ვითარებაში, როდესაც, ამის მწვავე საჭიროების მიუხედავად, ხელისუფლება უარზეა თავად გადადგეს", - წერს საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის დამფუძნებელი კონფერენციის მოწვევის საორგანიზაციო ჯგუფი გაზეთ "ასავალ-დასავალში" გამოქვეყნებულ მიმართვაში, სათაურით იწყება სააკაშვილის იმპიჩმენტი! დაე აღსრულდეს ხალხის ნება!
"... ჩვენ ვფიქრობთ, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი საქართველოში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ დიდი საერთაშორისო სიახლის ფონზე, რასაც "ხალხის სასამართლო", ანუ "ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას" - წარმოადგენს და რომ მას სათავეში უდგას ევროპაში აღიარებული სამართლის დოქტორი, ბატონი მინდია უგრეხელიძე... ჩვენი მიზანია, წარმოდგენილ დოკუმენტებს გაეცნოს საქართველოს ყველა მოქალაქე, ყველა პოლიტიკური და საზოგადოებრივი გაერთიანება, მასში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები საერთო შეხედულებით. თუ გაზიარებული იქნება ასეთი გზა, ჩვენი სურვილია, განსაზღვრული პერიოდის შემდეგ დაიწყოს უნდობლობის პროცესი რეალურად, ანუ ხალხის მიერ თავისი სამართლიანი ზრახვების საქვეყნო გაცხადება. სწორედ ამ მიზნით არის მოწვეული 22 სექტემბერს წარმომადგენლობითი კონფერენცია საზოგადო მოღვაწეების, პოლიტიკურ პარტიათა ლიდერებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით", - აღნიშნულია მიმართვაში.
"მიუხედავად პოლიტიკურ შეხედულებათა სხვადასხვაობისა, ერთმანეთისადმი დამოკიდებულებისა - შევიკრიბოთ და ერთად დავიწყოთ ის, რისი დაწყების აუცილებლობაზე ცალ-ცალკე ყველანი ვსაუბრობთ! იმპიჩმენტის საორგანიზაციო ჯგუფი კონფერენციას განსახილველად წარუდგენს ევროპელ ექსპერტებთან დათათბირებულ დოკუმენტს საქართველოში რეფერენდუმით პრეზიდენტისთვის უნდობლობის გამოცხადების სამართლებრივი პრინციპების თაობაზე და ქართველ ექსპერტთა მიერ შედგენილ პრეზიდენტის იმპიჩმენტის ტექსტს... კონფერენციის მუშაობას წარუძღვება სამართლის დოქტორი მინდია უგრეხელიძე. კონფერენციის ხელმძღვანელი ორგანო - სარედაქციო საბჭო: მინდია უგრეხელიძე; იური ვაზაგაშვილი - არასამთავრობო ორგანიზაციათა ალიანსი; ნუკრი ქანთარია - "ქართული აკადემია"; სოსო ცისკარიშვილი - "დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბი"; ვახტანგ ხმალაძე - საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისია", - ნათქვამია დამფუძნებელი კონფერენციის სარედაქციო საბჭოს მიერ გაზეთ "ასავალ-დასავალში" გამოქვეყნებულ განცხადებაში, სათაურით პრეზიდენტის იმპიჩმენტის დამფუძნებელი კონფერენცია.
kote-1962
Кто друзья России на Кавказе? Иран или западные страны во главе с США?

20.09.10 13:11


Поддерживая антииранские санкции, Россия наносит ущерб своим интересам

Очередная сессия совета управляющих Международного агентства по атомной энергии /МАГАТЭ/, начавшаяся в Вене 13 сентября, официально посвящена наиболее важным проблемам ядерной безопасности в мире, утилизации радиоактивных отходов и реализации программ технического сотрудничества. Однако, судя по отчетам информационных агентств из Вены, с самого начала большую часть своего времени управляющие МАГАТЭ посвятили обсуждению ядерной программы Ирана, вернее, отказу Тегерана допустить на свои ядерные объекты двух международных инспекторов. Умолчав, правда, о том, что отказ Ирана был спровоцирован самими инспекторами, которые ранее подготовили недостоверную информацию о состоянии его ядерного комплекса.

А началось с того, что генеральный директор МАГАТЭ японец Юкия Амано в своей речи осудил правительство Ирана за отказ впустить двух инспекторов. Власти Ирана посчитали их виновными в распространении информации о проведенной инспекции до того, как она была официально рассмотрена, а также в несанкционированной передаче в СМИ данных об иранских работах в области атома. В соответствии с принятой в ООН практикой, ни фамилии, ни национальность инспекторов не разглашаются, чтобы не бросать тень на страны, которые они представляют.

Вообще-то, если обвинения иранцев соответствуют действительности и инспекторы действительно сообщили служебную тайну прессе, то руководству МАГАТЭ следовало бы, не позоря себя защитой таких сотрудников, самому отстранить их от работы, так как правила ооновских организаций строжайше запрещают рядовым инспекторам и наблюдателям общение с прессой. Для этого в ООН имеются пресс-службы, и лишь они имеют право распространять проверенную и утвержденную информацию.

Поступи МАГАТЭ таким образом, вопрос был бы закрыт. Тем более, что кроме этих двоих сотрудников, у Ирана не было возражений по остальным 150 инспекторам, проверяющим ядерные объекты Ирана. Но, похоже, новому генеральному директору МАГАТЭ Юкия Амано, сменившего египтянина Мохаммеда Эль-Барадеи, исходя из неких политических соображений (или заказа?) необходимо было устроить скандал с иранской делегацией, раздуть мелкий вопрос и втянуть в него десятки участников сессии управляющих МАГАТЭ.
Хотя в повестке дня сессии было запланировано обсуждение гораздо более серьезных проблем, включая резолюцию с призывом к Израилю присоединиться к Договору о нераспространении ядерного оружия. Ведь еще в 80-90-х годах эта страна тайно создала несколько сотен атомных бомб, но МАГАТЭ почему-то не обращает на это внимание. И лишь после того, как Иран, арабские страны и Евросоюз потребовали разобраться с этим, МАГАТЭ начало заниматься этой проблемой. Причем примечательно, что уже на сессии МАГАТЭ представитель США призвал коллег из европейских стран блокировать резолюцию, поскольку она, якобы, «может отрицательно сказаться на израильско-палестинских переговорах». По сути, США в МАГАТЭ открыто настраивают одни государства против других, чтобы сорвать рассмотрение весьма важного вопроса.

Эта циничная приверженность американцев к двойным стандартам заставляет вспомнить о стратегическом взаимодействии США и Израиля на Ближнем Востоке и недавних угрозах этих двух стран бомбить ядерные объекты Ирана. Т.е., совершить агрессию против государства - члена ООН и МАГАТЭ. И, похоже, что вне зависимости от решений МАГАТЭ и того, что думает об иранском ядерном комплексе остальной мир, Вашингтон и Тель-Авив уже наметили некий план действий, способный втянуть мир в новую войну в регионе, на этот раз – с Ираном.

Если вспомнить, что предшествовало американскому вторжению в Ирак, то нынешняя ситуация полностью копирует ту, семилетней давности, только теперь уже вокруг Ирана. И в 2003 году, как и сейчас, США провоцировали скандалы вокруг отказов Багдада допускать в Ирак международных инспекторов, поскольку в составе их групп было много установленных американских и британских шпионов. Многие помнят скандалы с недопущением в Ирак членов «комиссии лорда Батлера», в которой были молодые люди с военной выправкой и короткими стрижками, напоминавшие выпускников американской академии в Вест-Пойнте. Как оказалось впоследствии, они в основном и были авторами выдумок о том, будто режим Саддама Хуссейна вот-вот создаст химическую бомбу.

Их отчеты оказались абсолютной ложью, но её сразу же поддержал ближайший американский союзник Тони Блэр. Ложная информация стала предлогом для США вторгнуться в Ирак, захватить его нефть и практически сделать ее своей собственностью. Кстати, Великобритания и США говорили тогда и про то, что Ираку нужна смена режима. В результате поиски заведомо несуществовавшего оружия массового уничтожения и смена режима обошлись иракцам в полтора миллиона жизней и разрушением гражданской инфраструктуры страны. Оставшиеся в живых иракцы теперь загнаны в каменный век.

Ясно, что такой же сценарий могут попытаться повторить и в Иране. На протяжении десятилетий США стремятся любыми путями свергнуть политический режим в ИРИ. Главной причиной ненависти США к Ирану является даже не давнее их желание отомстить за захват в 1979 году в Тегеране американского посольства. И даже не стремление смыть позор провала операции «Орлиный коготь» по освобождению заложников, когда в иранской пустыне были безвозвратно потеряны 8 американских летчиков, 6 боевых вертолетов и громадный самолет-заправщик. (Кстати, на пяти из шести брошенных американцами вертолетов летали впоследствии иранские летчики).

Главная причина – в стремлении США контролировать главные страны-производители углеводородного сырья, важнейшего ресурса экономики в наше время. Сейчас из пяти основных государств (не считая России), добывающих нефть и газ, четыре подконтрольны США. Их недрами фактически владеют американские компании, истощая невосполнимые запасы углеводородов. И один только Иран, который называют теократическим государством, тридцать лет не подчиняется американским приказам и проводит независимую внешнюю и внутреннюю политику, демонстрируя миру, что существует страна, которая не боится империи и бросает ей вызов. Вот этого Вашингтон стерпеть не может.

США озабочены будущим своих войск в регионе. Выведя из Ирака боевые части, они оставили там мощные базы и 50 тысяч солдат «на всякий случай», понимая, что без массированной поддержки иностранных войск хрупкая власть в Багдаде недолго выстоит. Иракское шиитское большинство духовно тяготеет к Ирану, и американцы опасаются, что страну могут начать контролировать не официальные багдадские правители, а Тегеран. В Афганистане, где 140 тысяч иностранных солдат из 42 стран не могут справиться со значительно меньшими по численности отрядами талибов, мстящих за ежедневное уничтожение населения, ситуация еще хуже. Там налицо военная неадекватность многократно превосходящих противника сил международной коалиции. А через два года в США пройдут очередные президентские выборы, которые Барак Обама вполне может проиграть, если только не произойдет какая-то масштабная провокация, которая поможет США влезть в Иран, например под предлогом «преследования террористов». По расчетам некоторых американских аналитиков в этом случае военные действия против нового врага, помогут им сплотить избирателей вокруг Обамы. К сожалению, подобный сценарий вполне реален.

Например, Вторая мировая война началась хоть и с грубой провокации, но началась! 1 сентября 1939 года Адольф Гитлер переодел в польскую военную форму несколько десятков немецких уголовников, они захватили радиостанцию в немецком городе Гляйвиц на границе с Польшей и стали передавать по радио невероятно глупые антинемецкие лозунги на польском языке. Через несколько часов они все были убиты немецкой армией, но для нацистов инцидент стал поводом развязать войну. Вторжению американских войск в Афганистан предшествовала атака пассажирских самолетов на башни-близнецы в Нью-Йорке. Инженеры и архитекторы до сих пор гадают, как два самолета, хоть и больших, могли сокрушить мощнейшие стальные конструкции этих зданий, рассчитанные на землетрясения. Математические расчеты и законы физики показывают, что такие разрушения могут вызвать лишь тонны взрывчатки, одновременно взорванной в ключевых местах башен Всемирного торгового центра. В Европе и США даже появилось движение «за правду об 11 сентября», однако на его запросы американские власти не дают ответа. Разрушение башен, похожее на хорошо сработанную театральную постановку, стало для США поводом для вторжения в Афганистан.

Агрессия США против Ирака также началась после непрерывных обвинений режима Саддама Хуссейна в производстве оружия массового уничтожения. После вторжения, когда следов ОМУ найти не удалось, американские власти списали все на ошибки шпионов британской «МИ-6» и ЦРУ и перестали вспоминать о том, что же предшествовало американским бомбежкам Багдада. В Сербию США вторглись также под совершенно сомнительными предлогами, и тоже после многомесячных обвинений югославских властей, в этнических чистках косоваров. Как сегодня уже известно, в Косово на самом деле была война албанцев против законных властей, были провокации, на которые власти вынуждено отвечали. Косовары же, захватывая молодых сербских мужчин и женщин, сами творили жуткие преступления, вырезая у живых людей органы и продавая их для трансплантации в Германию, о чем, как оказалось, знала даже глава трибунала по бывшей Югославии Карла дель Понте. В результате войны США получили в Косово огромную военную базу, откуда они снабжают войска в Ираке и Афганистане, а также месторождения полезных ископаемых.

Так что США вторгаются в чужие страны, дабы поставить под свой контроль их природные ресурсы и размещать там свои базы. Анализируя ситуацию вокруг Ирана, иногда приходится задаваться вопросом: - зачем России ослаблять своего соседа? Зачем подыгрывать Соединенным Штатам в иранском вопросе, который, будь он, решен по американскому сценарию, может привести мир в состояние полной однополярности?

А Москва в последние два года периодически блокируется с Соединенными Штатами по иранской теме. Россия сорвала поставки в Иран 5 дивизионов зенитных комплексов С-300, за которые получила от Тегерана деньги, и полностью заморозила военно-техническое сотрудничество с этой страной. Теперь ей грозят штрафы и иные финансовые потери до $ 13 млрд. Действия Москвы сорвали контракты на поставку в Иран минимум 5 пассажирских самолетов «Ту-204», а это принесло бы нам примерно $ 1 млрд. Из-за отказов поставлять оплаченное военное оборудование Россия получила репутацию партнера, на которого другие страны могут оказывать политическое давление и который ради чужих интересов, готов терпеть огромные финансовые и репутационные потери.

А ведь $13 млрд., потерянные на проваленной сделке с С-300 – столько получает Россия от продажи за границу военной техники в течение двух лет. Москва в ответ видимо рассчитывала на внешнеполитическую поддержку Соединенных Штатов. Получилось в точности наоборот. Во время агрессии Грузии против Южной Осетии в 2008 году США жестко осудили Россию и поддержали свою марионетку – Саакашвили, устроившего в Цхинвале кровавую бойню при помощи американского оружия. Иран же, напротив, поддержал Россию. И на недавней сессии Генеральной Ассамблеи ООН Иран был среди тех, кто голосовал против антироссийской резолюции по положению в Грузии, а США инициировали нападки на политику Москвы на Кавказе.

Вот и возникает вопрос: кто друзья России на Кавказе? Иран или западные страны во главе с США? Если вспомнить последние три десятилетия, в течение которых у власти в Иране находятся клерикалы, трудно назвать хотя бы один серьезный конфликт России с этой страной, кроме периода, когда в Афганистане находились советские войска. Тогда из соображений исламской солидарности Иран помогал афганским мождахедам, и то в умеренных масштабах. И все! В остальном Иран вел себя по отношению к России уважительно и даже «избыточно дружественно», хотя Советский Союз поддерживал Ирак в восьмилетней ирано-иракской войне поставками современного оружия и военной техники на миллиарды долларов.

После развала СССР, когда в Центральной Азии образовался определенный вакуум власти и регион мог сползти в полный хаос, Запад пытался направить подконтрольных ему ваххабитов на захват новых, более слабых стран региона, чтобы полностью оторвать от России этот важный в геополитическом и экономическом смысле регион. В Таджикистане Объединенная таджикская оппозиция (ОТО), пользуясь помощью ряда исламских государств и Запада, уже готовилась захватить власть. Россия могла этому противостоять с большими для себя трудностями. Иран же, имея влияние на ОТО, убедил ее лидеров согласиться на мир на условиях, устраивающих Россию. Фактически Иран был в числе стран, помешавших возникновению в Таджикистане исламского государства. А ведь если ОТО захватила бы власть, то такое государство неминуемо бы возникло. Имея такой плацдарм в Таджикистане, суннитские государства Аравии с помощью Запада, всякого рода радикальных исламских движений и международных террористических организации легко расправились бы и с другими, такими же молодыми и еще неокрепшими центральноазиатскими государствами, не имевшими в ту пору полноценных вооруженных сил и опыта вооруженной борьбы. И Россия в этом случае столкнулась бы с огромными проблемами, так как имела ограниченные военные, материальные и идеологические ресурсы для защиты своих интересов в Центральной Азии.

Есть основания предполагать, что между руководителями России и Ирана в тот период была достигнута договоренность о том, что Иран не будет помогать ваххабитам и их приспешникам в Таджикистане свергать режим Эмомали Рахмона в обмен на российские уступки. Россия обязывалась помочь в подписании соглашения о правовом статусе Каспийского моря на условиях равного и пропорционального деления, недопущения иностранных государств на Каспий в любом виде и помощь Ирану в развитии его мирной ядерной программы. Сохранение режима Эмомали Рахмона в Таджикистане остановило экспансию исламского мира, помещало укреплению и расползанию афганского реакционного движения талибан по Центральной Азии. По сути, история распорядилась так, что Иран в смутные 90-е годы, ради защиты своих интересов в Центральной Азии был заинтересован в сохранении светского режима в Таджикистане и российского присутствия в этом регионе.

Если бы не Иран, то Россия могла быть отброшена к своим естественным границам и в лучшем случае ежегодно тратила бы миллиарды долларов, чтобы как -то обеспечить свою безопасность в пределах своей же территории. Так что Иран оказал историческую услугу практически всем - препятствовал расползанию исламского экстремизма в Центральной Азии, ограничил экспансию талибов за пределы Афганистана, помог удержаться у власти нынешним центральноазиатским режимам. И, что очень важно, в самое сложное время помог России сохранить свое присутствие в Центральной Азии.

Мало кто знает, что во время первой чеченской компании, когда с подачи Запада и США весь мир осуждал войну федерального правительства с сепаратистами, тысячи радикально настроенных исламских групп и движений, террористических организаций, объявили всеобщий джихад России и готовы были воевать на стороне сепаратистов в Чечне. Контролируемые западом и США мировые СМИ начали беспрецедентную информационную войну против России, преподнося эту компанию как вооруженную агрессию против независимого исламского государства. В те годы Иран председательствовал в Организации исламской конференции (ОИК). На Иран тогда оказывалось чудовищное давление со стороны значительной части исламского мира и стран Запада, чтобы ОИК официально осудил действия России в Чечне. Именно в это время, Иран принимает свое знаменитое решение: всё, что происходит в Чечне - это внутреннее дело России. Более того, он выступает с призывом к странам ОИК и всего мира не вмешиваться во внутренние дела России. В критический для Москвы момент именно эта позиция помогла переломить ситуацию в Чечне и спасла тысячи и тысячи жизней российских солдат и местных жителей. И кто знает, какова была бы сейчас ситуация на Кавказе, если бы Иран повел себя иначе.

Еще один пример. Во второй половине 90-х годов атомная промышленность России оказалась в глубочайшем кризисе, государство не способно было помочь отрасли, не строилась ни одна станция, уникальные специалисты-ядерщики месяцами не получая зарплату, начали покидать страну или переходить в другие отрасли. Атомная отрасль была на грани полной деградации. Запад в те годы не только не помогал, а усугублял это положение, увязывая свои кредиты с кабальными условиями, в том числе, тотальным контролем за состоянием гражданской атомной промышленности. Еще немного, и можно было бы зафиксировать клиническую смерть атомной промышленности России. Именно в это время появляется Иран и подписывает с Россией миллиардный контракт на строительство Бушерской АЭС. Именно на эти деньги снова начали работать сотни предприятий российского атомного комплекса. Так что, по хорошему, Россия должна быть благодарна Ирану за размещение этого контракта, который в определенном смысле спас атомную промышленность России.

Иран для России был и надежным торговым партнером, покупая пассажирские самолеты, машины и оборудование, технологии нефтедобычи и т.д. Иранские власти не позволяли в годы военных действий в Чечне создать на своей территории базы подготовки чеченских боевиков, так что им приходилось тренироваться в лагерях на территории Панкисского ущелья Грузии и в Азербайджане. Иран вел себя корректно в вопросах правового режима Каспия, а сейчас отказывается участвовать в газопроводе «Набукко», что делает последний нежизнеспособным и тем самым устраняет крупного конкурента России на европейском рынке. Наличие у России и Ирана энергетических ресурсов делает нас вроде бы конкурентами, но в то же время является и фактором сопряжения экономических интересов. Российские и иранские месторождения географически отделены друг от друга, они обслуживают разные рынки, но Иран заинтересован в российском оборудовании для нефтепереработки, поскольку остро нуждается в производстве готовых нефтепродуктов. Россия могла бы строить ему нефтеперерабатывающие заводы, поскольку имеет опыт и технологии.

Иран приглашал Россию к созданию «газовой ОПЕК», чего страшно боятся наши конкуренты в Европе и США, но российские лидеры не пошли на этот, казалось бы, естественный для газового гиганта, шаг. При этом, дали понять США, что не идут на этот важный для собственной экономики и опасный для экономик США и Европы шаг из «солидарности» с Западом. Очевидно, что при наличии "газовой ОПЕК", даже минимальная кооперация России и Ирана по диверсификации рынков сбыта и ценовой политике поставила бы всю экономику Европы еще в большую зависимость от России, привела бы к её большей отдаленности от США и к значительному повышению роли и значимости России. Иран же в свою очередь превратился бы в супердержаву регионального масштаба. Вследствие чего, он мог бы стать притягательным маяком и примером вдохновения для многих исламских стран и монархий Персидского залива в их борьбе против многолетнего и бесцеремонного гнета Запада.

Однако сегодня дело идет как раз к тому, что США готовятся развязать под боком у России войну уже в Иране. Ими движут очевидные интересы – поддержать теряющую популярность администрацию Барака Обамы и демократическую партию, поставить под контроль последние неконтролируемые американским бизнесом нефтегазовые месторождения (а у Ирана они вторые в мире по запасам), упрочить геополитические позиции. Нужно ли это России? Захват Ирана и смена там нынешнего непокорного режима может означать для нас только одно – приход к власти проамериканского руководства. А что означает такой режим, можно вспомнить на примере последнего иранского шаха Резы Пехлеви. Тогда Тегеран был для Москвы одним из главных противников на южных границах, и на его территории США планировали размещение ракет, нацеленных на нашу страну. Это не говоря уже о том, что его торгово-экономическая политика была ориентирована только на Запад.

Если сегодня, в новых условия однополярного мира, Соединенные Штаты смогут захватить Иран или хотя бы оторвут его южную часть, провинцию Хузистан, отрезанную от основной территории горами и наиболее богатую нефтью и газом, то это может привести к падению тегеранского режима и установлению прозападного, а соответственно, антироссийского режима. И тогда США «во имя сохранения молодой иранской демократии» разместят на территории Ирана мощнейшие военные базы, чтобы удержать эту страну уже на десятилетия.

Сразу же ухудшатся позиции России на Каспии с его ресурсами, поскольку жесткость американцев и их отношение к интересам других государств известны всем. В этом закрытом море появятся военные флотилии четырех прибрежных государств, направленные против России, которой возможно будет оставлена акватория вблизи Астрахани. Тогда можно будет забыть и нынешние переговоры о правовом режиме Каспия и о соглашениях России с прибрежными странами. Соседям России в регионе будут демонстративно направляться инвестиции и современные технологии для отрыва их от влияния Москвы. В результате прикаспийские государства будут постепенно обретать прозападную ориентацию во внешней и внутренней политике.

Можно также прогнозировать, что к югу от границ СНГ появится некий «центр силы», который будет влиять на Таджикистан, Туркмению, Казахстан, Узбекистан, угрожая, в случае чего, сменой режимов. Влияние исламского (на самом деле – псевдоисламского) фактора на мусульманское население России усилится настолько, что можно будет ожидать подъем массовых «мусульманских движений» на Кавказе, в Татарии и Башкирии, что чревато серьезными попытками их отделения. Таким образом, усилится угроза разрушения многонациональной России.

Интересно, понимали ли российские руководители, к чему может привести непродуманное участие России в санкциях против своего ближайшего соседа? Просчитывались ли все последствия? Например то, какой поток наркотиков хлынет в Россию через иранскую границу? Они и без того уже начали активно ввозится из Афганистана, когда там оказались войска США и американский бизнес. Этот страшный поток, можно не сомневаться, усилится многократно.

Правда, захват Ирана не будет для США легкой прогулкой. Даже в более слабом Ираке все складывается не так, как рассчитывали американские эксперты. В Иране же очень высок моральный дух населения, о военных и говорить нечего. Боевые действия США против Ирана могут спровоцировать шиитов в Ираке и Ливане на вооруженную борьбу с американцами, усилят противостояние с Израилем.

Однако, похоже, что у президента Барака Обамы другого выхода почти нет. Под давлением американских нефтебаронов, международного военно-промышленного и еврейского лобби, фактически он загоняется в весьма узкий военно-политический коридор. Он должен найти способ выиграть на предстоящих выборах или уйти. Уходить ему и его команде явно не хочется, так как вместе с собою они могут потопить и демократическую партию, а единственным способом обеспечить победу на выборах, как их убеждают военные из Пентагона и еврейское лобби, может стать только новая война.

Жизненные интересы стран региона требуют как раз обратного - новой войны не допустить, ибо она для них смертельно опасна. Это же относится и к соседу Ирана - России. Поэтому ради собственной безопасности России необходимо прекратить участие в несправедливых санкциях против соседней страны, и наоборот, развивать с ней сотрудничество.

С Ираном у России нет особых противоречий, нет конфликта интересов. По сути, мы с Ираном в одной лодке, ведь и в отношении нас не отменены западные санкции – достаточно вспомнить пресловутую и унизительную «поправку Джексона-Вэника». К тому же тысячи разного рода санкций работают против России негласно, но болезненно. И в этой череде можно упомянуть недавний американский запрет на продажу России компании «Опель» с ее современными автомобильными технологиями. Это лишь одно из подтверждений таких неофициальных санкций.

Иран. ру


© Все права защищены
Iran News - 2002, E-mail: info@iran.ru
Лицензия Минпечати РФ №77-6912
kote-1962
ქართული დიპლომატიის კრახი: “შენ არ ხარ სააკაშვილის ელჩი, შენ ხარ ქვეყნის ელჩი”


18:07 20.09.2010
[რუსიკო მუმლაძე]

პოსტრევოლუციურ საქრთველოში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა ახალი და ძირითადი დანიშნულება შეიძინეს, რომელიც, როგორც ჩანს, ახალი მთავრობის პოპულარიზაციასა და ოპოზიციის “გაშავებას” გულისხმობს. მმართველმა პარტიამ საქართველოში აკრედიტებულ უცხოელ ელჩებსაც კი შანტაჟის ენაზე დააუწყო საუბარი.



ყველას ახსოვს, ალბათ, ქართველი დიპლომატის, გიგა მახარაძის ისტორია, როცა დიპლომატმა 13 წლის ამერიკელ გოგონას მანქანა დააჯახა. მახარაძე, მიუხედავად იმისა, რომ დიპლომატიური იმუნიტეტი იცავდა, შემთხვევის ადგილიდან არ გაქცეულა, სასჯელი მოიხადა და პასუხი აგო დანაშაულისთვის. შესაბამისად, ქვეყანასაც სირცხვილი და ბევრი დიპლომატიური გართულება აარიდა თავიდან. ამ ინციდენტიდან ცოტა ხნის შემდეგ, ერთ-ერთ უცხოელმა დიპლომატმა, მარინოვმა თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, მოახდინა ავტოავარია, რომელმაც ორი ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა.



მისთვის მაშინ არც დიპლომატიური იმუნიტეტი მოუხსნია თავის ქვეყანას და არც საქართველოს გენერალურ პროკურატურას დაუკითხავს - ისე “გაქრა” საქართველოდან. მაშინ პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე იყო და ამ ინციდენტების გამო სერიოზულად აკრიტიკებდნენ, ჩვენ ამერიკის ერთ თქმაზე მახარაძე გავწირეთ, საქართველოში ჩადენილი დანაშაულისთვის უცხოელ ელჩს თავისმა ქვეყანამ არც იმუნიტეტი მოუხსნა და უფრო მეტიც, ელემენტარულად, ბოდიშიც არ მოუხდია - აი, როგორ არაფერს ვნიშნავთ მსოფლიოსთვისო.



მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. შეიცვალა - თუნდაც ჩვენი საგარეო “წონა”. მაგალითად, როგორც ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, საქართველო “ნატოში” გაწევრიანებასთან ყველაზე ახლოს შევარდნაძის დროს იყო, ახლა “ნატოს” დიდი ხნით რომ დავუქნიეთ ხელი, 2008 წლის ომის შემდეგ, ყველას კარგად მოეხსენება. ისიც ძალიან კარგად ვიცით, რამდენი იბრძოლა შევარდნაძის მთავრობამ თუ ელჩობამ და შეძლო ის, რომ რუსებმა ჯერ ხელშეკრულებაზე მოაწერეს ხელი, მერე კი - ნელ-ნელა იწყეს თავისი ბაზების გატანა საქართველოს ტერიტორიიდან.



უფრო მეტიც – ქართველი ექსპერტების უმრავლესობა აცხადებს, რომ ვარდების მთავრობას გაწონასწორებული და ჭკვიანური პოლიტიკა რომ ეწარმოებინა, შევარდნაძის დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანდა და დაკარგულ ტერიტორიებს დავიბრუნებით. მაშინ რუსებიც არ იყვნენ აგრესიულები, ყოველ შემთხვევაში, ოკუპირებული კუთხეების დაბრუნებაში თუ არ დაგვეხმარებოდნენ, ხელს მაინც არ შეგვიშლიდნენ. “ნაცებმა” კი, ამის ნაცვლად, რუსული ბაზები უკან დააბრუნეს - სამაჩაბლოშიც და აფხაზეთშიც, თან – ახალი ტერიტორიებიც დაკარგეს.



ვისია, ვისია?

შევარდნაძე-სააკაშვილის საგარეო-საშინაო პოლიტიკის ანალიზს შორს არ გავყვები, მხოლოდ იმაზე გავამახვილებ ყურადღებას, როგორ იქცეოდა საქართველოს დიპკორპუსი ყოფილი პრეზიდენტის დროს და როგორ იქცევა ახლა. შედარებისთვის გავიხსენე მარინოვი-მახარაძის ისტორიებიც. საბედნიეროდ, დღევანდელ ჩვენს ელჩებს საზღვარგარეთ დანაშაული არ ჩაუდენიათ, მაგრამ როგორც ჩანს, თუ ადრე “თავმდაბლები”, ანადა შეშინებულები ვიყავით, ახლა თავი ძალიან გვაქვს ზემოთ აწეული.



საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე: “როდესაც ბელგიის ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც დღეს სენატის წევრია და ერთ-ერთი ძალიან გავლენიანი პიროვნებაა ბელგიაში, პირდაპირ მირეკავს ტელეფონით და მეუბნება - თქვენს ქვეყანაში ცუდადა რომაა საქმე, მას შემდეგ მივხვდი, რაც ელჩმა ჩემს შეკითხვაზე – როგორ არის ქალბატონი ბურჯანაძე, დამიწყო მოყოლა - როგორი ბოროტია ბურჯანაძე, როგორი მარგინალია და როგორი რუსეთის აგენტია…



ბელგიაში ჩვენმა ელჩმა სალომე სამადაშვილმა უთხრა? სხვათაშორის, ერთ-ერთ ამბიციურ და არაპროფესიონალ კადრად სახელდება ამ სისტემაში…

- დიახ, სალომე სამადაშვილმა უთხრა. მე მისგან, რა თქმა უნდა, მეტსაც ვიმსახურებ, რადგან ჩემი წყალობით მოხვდა ის პრალამენტში და არა - მხოლოდ პარლამენტში. თუმცა, ამას არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა. სამადაშვილს ჰქონდა იმისი გამოცდილება, საერთაშორისო ორგანიზაციებში ემუშავა და წერა-კითხვა ნამდვილად იცოდა, მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ელჩად შეიძლებოდა გადაქცეულიყო.



ბელგიის პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე მეუბნება, პირდაპირ ვუთხარი ქალბატონ სალომეს, შენ არ გაქვს უფლება ასე ილაპარაკო ოპოზიციაზე, იმიტომ, რომ შენ არ ხარ სააკაშვილის ელჩი, შენ ხარ ქვეყნის ელჩიო. ქალბატონი ან-მარი ლიზინი მეუბნება, ამით მივხვდი, თქვენ ქვეყანაში ძალიან მძიმედ არის საქმეო.



ერთ-ერთ ელჩს ასევე პირდაპირ უთხრეს ერთ-ერთ მიღებაზე, რომელიც სახელოვან მუსიკოსს ვახტანგ მაჭავარიანს ეხებოდა, რომ ის არ არის სააკაშვილის ელჩი და მთელ ქვეყანას უნდა წარმოადგენდეს. ასეთ შემთხვევები ძალიან ბევრია.



შევარდნაძე ყოფილი ცეკას მდივანი იყო, მაგრამ აზრადაც არ მოსვლია ინსტრუქციები მიეცა საელჩოებისთვის, უცხოეთში ჩასული ოპოზიციისთვის რაიმე შეხვედრებზე გზა გადაეკეტა.



რეალურად, დღეს საქართველოს საელჩოები, რომლებიც ვალდებულნი არიან საქართველოდან ჩასულ ოპოზიციონერ ლიდერებს დაეხმარონ შეხვედრის ორგანიზებაში და თავადაც დაესწრონ ამ შეხვედრებს, არათუ არ ესწრებიან ამ შეხვედრებს, არამედ ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ეს შეხვედრა არ შედგეს.



კონკრეტულად, რომელ ელჩებთან გქონიათ ასეთი სახის პრობლემები?

- პრაქტიკულად ყველა სახელმწიფოში მქონია ასეთი შემთხვევა, როცა მთელი რიგი შეხვედრები მაქვს და როდესაც ძველი ნაცნობები პირდაპირ მეუბნებიან: დაგვიკავშირდა თქვენი ელჩი, ან ჩვენთან შეხვედრის დროს ელჩმა ითხოვა, რომ ნუ შეხვდები ოპოზიციის წარმომადგენლებს და ნუ დაელაპარაკებით მათ”.



სხვათაშორის, ანალოგიური ინციდენტი შეემთხვათ უკრაინაში ჩასულ კობა დავითაშვილსა და ზვიად ძიძიგურს. მაშინ სააკაშვილის ეს ორივე თანამებრძოლი ოპოზიციაში იყო გადასაული და უკრაინაში საქართველოს ლეგენდად ქცეულმა ელჩმა, გრიგოლ ქათამაძემ, არათუ დახვედრა არ მოუწყო, არამედ დაემალა კიდეც. გრიგოლ ქათამაძე და მისი დიპისტორიები უახლოეს მომავალში გახდება პრესა.გე-ს ჟურნალისტური გამოძიების თემა. მანამდე კი, უბრალოდ, შეგახსენებთ, რომ კანონით, ელჩს ეკრძალება იყოს რომელიმე პარტიის წარმომადგენელი, რადგან ის საზღვარგარეთ მთელ ქვეყანას წარმოადგენს და არა - რომელიმე პოლიტიკურ ძალას, თუნდაც – სახელისუფლებოს.



რაც შეეხება, სალომე სამადაშვილს, მისი ნახვა პრესა.გე-მ ორიოდე კვირის წინ გამართულ ამბასადორიალზე მოახერხა. როცა სამადაშვილისგან ინტერვიუ ავიღეთ, მაშინ ნინო ბურჯანაძის ეს კომენტარი არ გვქონდა მოპოვებული. თუმცა, ელჩის საუბრიდან თავად გამოიტანეთ დასკვნა, არის თუ არა ის “ნაცების” ელჩი-ქალბატონი.



თქვენ გაქვთ პირდაპირი დავალება პრეზიდენტისგან, რომ რაც შეიძლება მეტი ინვესტიციები მოიზიდოთ. რაიმეს გაკეთება შეძელით?

სალომე სამადაშვილი: “მე ვარ ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი. შესაბამისად, როგორც მოგეხსენებათ, ევროკავშირის დახმარება ომის შემდგომ პერიოდში შეადგენს უზარმაზარ თანხას. საუბარია, თითქმის ერთ მილიარდ ევროზე, რომელიც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ჩვენი ქვეყნისთვის. და შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ეს ფინანსური კონტრიბუცია, რომელსაც ევროკავშირი ამ ქვეყნის განვითარებაში დებს ეს არის უფრო შედეგი საქართველოს მთავრობის მუშაობის, არა – საელჩოსი.



და პოლიტიკური ნება ევროკავშირის...

- მაგრამ ამავე დროს, ამ დახმარების ეფექტიანად ათვისების შედეგი. ამ დახმარებას არავინ იძლევა ისე, თუ შეფასებები იმის შესახებ, როგორ ხდება ამ დახმარების ათვისება არ არის მოცემული”...



რაში იხარჯება ფული?

ისე, კარგი იქნება, ჩვენც, რიგითმა მოქალაქეებმაც ვიცოდეთ, რაში ხარჯავს ხელისუფლება მილიარდიან დახმარებებს, მაგრამ თემას რომ არ გადავუხვიოთ, პრინციპში, სამადაშვილი ბედსა და პარტიას ნამდვილად არ უნდა ემდუროდეს, რადგან ის ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი ელჩია საქართველოში. ასე რომ, რა გასაკვირია თუ არ გაახსენდება, ვისი ხელისწაკვრით მოხვდა თბილ სავარძლებში. გარდა მაღალი ხელფასისა, მას აქვს ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისი, რომელიც სხვა ელჩებს არ აქვთ. ელჩების დაზღვევის თემას პრესა.გე შემდეგ სტატიებში ვრცლად შეეხება.



საქართველოს საელჩოსთვის ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგში, ასევე ევროკავშირთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობას 2010 წლისთვის 1 მილიონ 715 ათას 609 ლარი აქვს გამოყოფილი. სხვათა შორის, ამ დიპწარმომადგენლობაზე უფრო მეტი თანხა 53 საელჩოდან - მხოლოდ 5 მათგანს – ამერიკაში, ავსტრიაში, გერმანიაში, გაეროსა და იაპონიაში ჩვენს წარმომადგენლობებს აქვთ გამოყოფილი.



საელჩოში 13 ადამიანი მუშაობს და მის ბალანზე 11 (თანაც თერთმეტივე ტექნიკურად გამართული) ავტომანქანა ირიცხება. საელჩოს შენობის ქირაში სახელმწიფო ყოველთვიურად 8917 დოლარს იხდის.



ძალიან კარგად გვესმის, რომ ევროკავშირთან ურთიერთობა ქვეყნისთვის სტრატეგიული მიმართულებაა, რადგან, როგორც ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, ევროკავშირში გაერთიანების შანსები საქართველოს ჯერ კიდევ აქვს დარჩენილი და წესით, იქ ნორმალური დიპლომატიური პროცესის წარმართვისთვის სახელმწიფომ თანხების გამოყოფა არ უნდა დაიშუროს. თუმცა, საკითხავი აქ სწორედ ისაა, რამდენად შედეგიანად ართმევს თავის სამუშაოს თავს შუაგულ და ფრანგულენოვან ევროპაში ინგლისურენოვანი ელჩი?



პრესა.გე-ს ჟურნალისტური გამოძიების პირველ ნაწილს – “ქართული დიპლომატიის ხიბლი – ერთხელ იაპონიაში…”სერიოზული გამოხმაურება ჰქონდა მკითხველების მხრიდან. სხვათა შორის, სალომე სამადაშვილის საქმიანობასთან დაკავშირებით, საინტერესო ინფორმაცია გააჟღერა “რადიო-ფრანსის” ჟურნალისტმა გიორგი ფოფხაძემ. განმეორებით გთავაზობთ მის კომენტარს.



გიორგი ფოფხაძე: “ქართველ დიპლომატთა უვიცობას ემატება მთავარი... ენის არცოდნა... ყველა ქართველი ელჩი ინკუბატორიდან გადმოსხმულივით ბუყრტყუნებს ინგლისურად... სწორედ იმ ენაზე, რომელიც კონტინენტურ ევროპაში შეიძლება ჩავთვალოთ, მხოლოდ და მხოლოდ გამოუსადეგარ ენად... საფრანგეთში, ბელგიაში, იტალიასა და ესპანეთ-პორტუგალიაში ინგლისური ენა ისევე გამოგადგებათ, როგორც ქართული... ამ ენაზე ევროპაში, პრაქტიკულად, არ მეტყველებენ...



უფრო მეტიც, ფრანგები საშინლად ბრაზობენ როდესაც ინგლისურად იწყებს ლაპარაკს დიპლომატი და პირდაპირ გეუბნებიან რომ, დიპლომატიური ენა გახლავთ ფრანგული და არა - ინგლისური. ქალბატონ სალომე სამადაშვილს, რომელსაც მე პირადად უდიდეს პატივსა ვცემ, ერთი პატარა ნაკლი აქვს, "ფრანკოფონი" არ არის. არადა, ბელგიის სამეფოში ფრანკოფონი ელჩის ყოლა, ჩემის აზრით, აუცილებელი და საკმარისი პირობა უნდა იყოს...



ერთ პატარა ისტორია-კურიოზს მოგიყვებით, თქვენის ნებართვით: ოსეთის კონფლიატის შემდეგ ბელგიის სენატში გაიმართა განხილვა. მოწვეულები ჰყავდათ რუსეთის ელჩი ევროსტრუატურებში ჩიჟოვი და საქართველოს ელჩი. რაოდენადაც ჩემი პირადი მტერი არ უნდა იყოს ბატონი ჩიჟოვი, მინდა, ვთქვა, რომ ბელგიელ სენატორებს ფრანგულ ენაზე აუხსნა ის, რასაც ფიქრობენ და აჟიტირებენ რუსები, ანუ რუსეთის ოფიციალური ვერსია. შემდგომ ამისა, სიტყვა მისცეს საქართველოს მხარეს: ქალბატონი სალომეს გამოსვლა იყო ძალზედ ძლიერი, არგუმენტირებული და დამაჯერებელი.... მაგრამ... მაგრამ ის რომ, ქალბატონი სალომე საუბრობდა ინგლისურ ენაზე, ბელგიელ სენატორთა 80-მა პროცენტმა ვერაფერიც ვერ გაიგო...”.



არადა, როგორც ჩანს, სალომე სამადაშვილს ინგლისურისა თუ წერა-კითხვის (ამერიკაში აქვს განათლება მიღებული) კარგად ცოდნის, ასევე პარტიისადმი დიდი ერთგულების გამო წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ხელფასის სახით - 131 ათას 162 ლარი აქვს აღებული. მისი დელკალარაციის თანახმად, ელჩს 13 ათასი დოლარი “ფორტისის ბანკშიც” გადაუნახავს.



“ნაცები” უცხოეთის დიპკორპუსსაც აშანტაჟებენ..

ახლა კი, იმის შესახებ, რას აკეთებენ “ნაციონალები”, თუ მათ, ჩვენი კი არა, უცხოელი ელჩები არ “უჯერებენ”.



ნინო ბურჯანაძე: “როდესაც ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი, ეს არის ნონსენსი საერთოდ, პროტესტის ნიშნად არ მიდის იმ სახელმწიფოების ოფიციალურ მიღებაზე, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლები არიან მიპატიჟებული, რაა გასაკვირი?



მე სრული პასუხისმგებლობით შემიძლია, გითხრათ – ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან იყო რამდენიმე სახელმწიფოს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან მოთხოვნა, რომ არ შეხვდენენ ოპოზიციის ლიდერებს, არ დაპატიჟონ უცხოელებთან შეხვედრაზე, საელჩოების ოფიციალურ მიღებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლება ამას გამოეხმაურება ნეგატიურად.



ვიდრე ამ ინფორმაციას მივიღებდი, ვერ მივხვდი, რატომ არ იყო ასეთ შეხვედრებზე წარმოდგენილი არცერთი ჩვენი მინისტრი. აღმოჩნდა, რომ ეს იყო ჩვენი მინისტრების ბოიკოტი უცხოეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოების საელჩოების მიმართ, რადგან ისინი არ დაემორჩილენ სააკაშვილის ხუშტურებს, უკაცრავად ამ სიტყვაზე, და ხელისუფლების მოთხოვნის მიუხედავად, ოპოზიციის ლიდერებიც დაპატიჟეს მიღებაზე.



წესით, ამის გაკეთება ვერ უნდა გაბედონ?

- როცა ამას ბედავს ეს ხელისუფლება, რომელიც დილა-შუადღე-საღამოს სანთელს უნდა ანთებდეს უცხოელების მხარდაჭერისთვის და მადლობებს უნდა იხდიდეს, რა დიპლომატიაზეა ლაპარაკი? როგორ ბედავენ ამას ესენი, ვინ არიან საერთოდ? თქვენ წარმოიდგინეთ, როცა ამას, უცხოეთის საელჩოებს უბედავენ, იმ ელჩებს, რომელთა დახმარებაზე და სიტყვაზეც არის დამოკიდებული ამათი ბედი, წარმოიდგინეთ, ესენი რას უზამენ ჩვენი ქვეყნის საელჩოებს, ანუ იმ ელჩებს, რომელთა მოხსნა და დანიშვნაც, ამათზეა დამოკიდებელი?



თქვენ წარმოგიდგენიათ ასეთი რაღაცა, რომ ან დიდი ბრიტანეთის, ან აშშ-ის, ან ესპანეთის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი ჩამოვიდეს საქართველოში და მას არ დახვდეს საელჩოს წარმომადგენელი? შეიძლება, ყოფილი პრეზიდენტი, ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ჩადიოდეს რომელიმე ქვეყანაში და მას საელჩო არათუ არ ხვდებოდეს, არამედ შეხვედრაზე უქმნიდეს პრობლემას?



თავად ქართველი ელჩები რას გეუბნებიან ამის შესახებ?

- მე ბოლო პერიოდში იმ საელჩოებსაც აღარ ვურეკავდი, რომელთანაც პირადი, ნორმალური ადამიანური ურთიერთობა მქონდა, რომ უხერხულ მდგომარეობაში არ ჩამეყენებინა. პირველი ერთ-ერთი კითხვა, რომელსაც მე უცხოელი დიპლომატები მისვამდნენ ხოლმე, იყო ეს – საელჩოები გეხმარებათ, როცა საზღვარგარეთ ხართ? გვეხმარებიან კი არა, სასტუმროში შემთხვევით რომ დაგვინახავენ, ელჩებმა არ იციან, სად დაიმალონ, რომ შემთხვევით გამარჯობა არ გითხრან...



აქ დიპლომატიაზე აღარ არის ლაპარკი. როდესაც ელჩი თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია ერთი პოლიტიკური პარტიის ნება-სურვილზე, ის ვერ გაატარებს სახელმწიფო ინტერესს. მისი ყოფნა-არყოფნა თუ არის დამოკიდებული, ოპოზიციონერს ის მიესალმება, თუ არ მიესალმება, ის ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება ნორმალური დიპლომატი.



რა თქმა უნდა, დიპლომატმა სახელმწიფოს კურსი უნდა გაატაროს, არავინ სთხოვს ჩვენს ელჩებს, ოპოზიციის მხარდამჭერები გახდნენ. მათ სთხოვენ იმას, რასაც მთელ მსოფლიოში აკეთებს ყველა საელჩო, რომელიც უზრუნველყოფს, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციონერების შეხვედრას. თუ არ უზრუნველყოფს კიდევ, ყოველ შემთხვევაში, არ დადის კარდაკარ და არ ემათხოვრება უმაღლესი თანამდებობის პირებს, არ შეხვდეთ ოპოზიციის წარმომადგენლებსო.



პირდაპირ შემიძლია გითხრათ – ჩვენი დიპლომატიური კორპუსის აბსოლუტური უმრავლესობა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მათი მთელი დამსახურება ისაა, იქაურ გაზეთებში გამოაქვეყნონ წერილი, სადაც ოპოზიციის ლანძღვა-გინებაა და იმის ძახილი, როგორი დემოკრატიული ხელისუფლება გვყავს”.



შემდეგ სტატიაში შემოგთავაზებთ, იაპონიაში საქართველოს ყოფილი ელჩის, ვანო მაჭავარიანის კომენტარს ცნობილი “იაპონური წერილის” შესახებ, დაიწერა თუ არა აღნიშნული წერილი სინამდვილეში და რა როლი ითმაშეს ამ ისტორიაში სპეცსამსახურებმა. შეიტყობთ იმ ელჩების შესახებ, რომლებმაც დიპლომატიური საყვედურები მიიღეს, ვერ დახურეს “ღამის კლუბი” და ამ საბაბით სამსახურიდან გაუშვეს. ავსტრიის ამბებსაც მომდევნო სტატიაში იხილავთ. ვისაუბრებთ იმაზეც, რამდენად აკმაყოფილებენ ჩვენი ელჩები ე.წ ელჩის ჩაცმულობის დიპკოდექსს ირანის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. ერთი სიტყვით, სასაუბრო და საწერი ამ თემაზე ბევრია და ჩვენც საინტერესო სტატიების ციკლს შემოგთავაზებთ, რათა გავარკვიოთ, ვის ხელშია ჩვენი საგარეო პოლიტიკა, რაზეც დღეს ქვეყნის ბედ-იღბალია დამოკიდებული.
kote-1962
20-09-2010


"არ მინდა სიკვდილი, სიცოცხლე მინდა"

"სამი თვის წინ "კვირის პალიტრამ" პოეტი რუსუდან გიგინაშვილი გაგვაცნო. მაშინ უცხოეთში ვცხოვრობდი. მისმა ბიოგრაფიამ და ეკონომიკურმა მდგომარეობამ შემძრა. გადავწყვიტე, საქართველოში დაბრუნებისთანავე მომენახულებინა.

ჩვენ, ემიგრანტებს, სულ მოგვიწოდებს ბატონი პრეზიდენტი, დაბრუნდით, დაბრუნდითო, ამ ქალის გაცნობის შემდეგ კი მართლა გამიჭირდება სამუდამოდ დაბრუნებაზე ფიქრი. ნუთუ გაჭირვებული ადამიანი ასე უნდა მიატოვოს სახელმწიფომ? ქალბატონმა რუსუდანმა შემომჩივლა, პურის ფულიც არა მაქვს, ექიმთან ვერ მივდივარო. პოეტი ქალი, ხანდაზმული, ავადმყოფი, ასეთ დღეში რატომ უნდა იყოს? იქნებ ისევ თქვენ უშველოთ! უთხარით ხალხს მისი სატკივარი. ხალხი უფრო მოწყალეა, ვიდრე ხელისუფლება".

პატივისცემით, ქეთი სანოძე


ამ წერილის მიღების შემდეგ "კვირის პალიტრა" რუსუდან გიგინაშვილს ეწვია. აქამდე თაიგულს მონატრებული, ახლა საჭმელს ნატრობს. თხევადი აირის ბალონი მიუცია ვიღაცას სამოწყალოდ. ცარიელ ქვაბს მაჩვენებს. პროდუქტს ვერ ვყიდულობ და ქვაბში რა გავაკეთოო?

რუსუდან გიგინაშვილი: "დილით ძლივს გავედი ქუჩაში. ვიყიდე ნიახურის ფოთლები, ნახარში გავაკეთე და იმას ვსვამ. მითხრეს, რომ თირკმლებს შველის. ისედაც დაავადებული კუჭი და ციროზისნიშნებიანი ღვიძლი შიმშილმა სულ მომისპო. ყველაფერი მტკივა. ფილტვში შავი ლაქა მაქვს. მითხრეს, უნდა გამოიკვლიოო. როგორ, საიდან ჯანმრთელობის პოლისი მე არა მაქვს და სიღარიბის დახმარება. ოთხი წელი მაძლევდნენ 30 ლარს, რამდენიმე თვის წინ კი მომიხსნეს თავიდან შემოწმების მიზნით".

ქალბატონმა რუსუდანმა ერთი თვის წინ შემოგვჩივლა, სოციალური დახმარების სააგენტო ყურადღებას არ მაქცევსო. ამ სამსახურს რომ შევეხმიანეთ, აგენტი გიგინაშვილთან მივიდა. როგორც გაირკვა, მას დახმარებას ისევ მისცემენ, ოღონდ დეკემბრიდან(?!). რა ქნას ქალმა, რომელიც მშიერია და ავად არის, რით იარსებოს დეკემბრამდე? ამ კითხვაზე სააგენტოს პასუხის გაცემა უჭირს. კანონის თანახმად, დახმარების ობიექტს დახმარების დანიშვნიდან მხოლოდ ორი თუ სამი თვის გასვლის მერე ეძლევა.

რუსუდან გიგინაშვილი: "დღეს ორი პომიდორი მომცა მეზობელმა. მთელი დღე უნდა ვიკმარო. კიდევ ერთი ქვრივი მეზობელი მეხმარება, მაგრამ იმას თავისთვის არა გააჩნია რა და მე როგორ უნდა ამიკიდოს ტვირთად. უკვე წლებია უფასო სასადილოში კვების უფლებას ვითხოვ. სულ მპასუხობენ, ადგილი არ არისო. ნუთუ იმდენი დამშეული დადის ამ სასადილოებში, რომ ოთხი წლის განმავლობაში რიგმა ვერ მომიწია. აქ, გლდანი-ნაძალადევის რაიონში არის უფასო სასადილო.

უკვე ორჯერ მივიტანე განცხადება. სასადილოს დირექტორი, მსუქანი ქალი, მშვიდად მპასუხობს, ადგილი არა გვაქვსო. ასე მგონია, ძაღლივით გარეთ რომ დაველოდო ნასუფრალს, იმასაც კი არ გადმომიყრის. მერიაშიც მივედი. მიპასუხეს, ვერაფრით დაგეხმარებითო. სოციალური დახმარების აგენტი რომ მოვიდა, 13 ათასი ქულა მომიმატა.

რა ნახეს ჩემს ბინაში გაუმჯობესებული? მხოლოდ 30 ლარი უნდა მომცენ და რამდენს მაწამებენ მის მისაღებად. ეტყობა, უნდათ, დარდითა და მოლოდინით მოვკვდეთ, რომ დახმარებამ ვერ მოგვისწროს და გადასახდელიც არაფერი ჰქონდეთ. აგენტმა დაინახა, რომ არც ერთი კბილი არა მაქვს და მაინც მკითხა, კბილის ჯაგრისი და პასტა გაქვთო? ეს როგორ უნდა ჰკითხო თავმოყვარე ადამიანმა? ახლა თუ ის 30 ლარიც არ მექნა, სიცივითაც მოვკვდები.

მათხოვრად ვარ ქცეული, ხან ვის ვთხოვ პურის ფულს, ხან - ვის. ზამთარში შუქის ფულის გადასახდელად არ მყოფნის პენსია. მხოლოდ პენსიის იმედად, მოვკვდები, არადა, არ მინდა სიკვდილი, სიცოცხლე მინდა. 6 თვის პენსია ავიღე ერთად რამდენიმე თვის წინ, რომ წამლები მეყიდა. ახლა იმ 6 თვის პროცენტებში 85 ლარი დამიქვითეს ბანკში. რა ყაჩაღობაა? ამხელა პროცენტი რატომ უნდა გადამახდევინო სოციალურად დაუცველს?"

მაშინ, როცა ყველამ დაივიწყა, იქნებ ჩვენ მაინც გავიღოთ მოწყალება. რუსუდან გიგინაშვილის დახმარების მსურველთ შეუძლიათ მოწყალება გაიღონ შემდეგ საბანკო ანგარიშზე:

გიგინაშვილი რუსუდან
ანგარიშის ნომერი: ge43pc 0113600100027809 gel ბანკის დასახელება: "პროკრედიტ ბანკის" ვაგზლის განყოფილება, ბანკის კოდი 22101922


ეკა ლომიძე


http://www.kvirispalitra.ge/palitris-posta...-momitsiaq.html
kote-1962
Интервью с директором Института Евразии Гулбаатом Рцхиладзе

Автор: Гулбаат Рцхиладзе, Шорена Гонгладзе
14.09.2010

— Господин Гулбаат, как вы оцениваeте заявление Саакашвили в отношении создания конфедерации, расскажите о положительных и отрицательных сторонах для Грузии?

— На это заявление можно смотреть и оценивать по-разному, а также выдвигать самые разные предположения. Постараюсь обратить ваше внимание на главных аспектах.

Первым делом, что сразу бросается в глаза, это полное игнорирование инициатив Саакашвили со стороны азербайджанских и турецких официальных структур. Здесь возможны два варианта: Саакашвили находится не в состоянии, оценивать собственные слова и действия, бросая тем самым слова на ветер, или его заявление согласовано как с Анкарой, так и с Баку. А их молчание это всего лишь запланированный тактический шаг. Если оправдается второй вариант, значит, Саакашвили была доверена роль озвучивающего, чтобы прощупать почву как в Грузии, так и за рубежом и узнать, какова будет реакция общества.

Я также предполагаю, что выдвинутое Саакашвили мнение о необходимости создания грузино-азербайджанской конфедерации (впоследствии МИД-ом и некоторыми парламентариями туда же была добавлена еще и Турция) было неслучайным. Это была вовсе не метафора, подчеркивающая дружбу Грузии с Азербайджаном, как предположил из ведущих членов правящей партии, которого вероятно не ознакoмили с сутью дела или поручили представить заявление в таком свете для сбалансирования ситуации.

Каким бы сумасшедшим ни был Саакашвили, даже он не станет выдумывать понапрасну и бросаться на ветер такими инициативами. Я думаю, ни для кого не секрет, что нынешнее грузинское руководство стремится к «независимости» лишь от России, а с другой стороны готово без лишних эмоций проститься даже с формальным суверенитетом. На деле Грузия, являясь сателлитом США, кичится «стратегическим партнерством» с Aмерикой, но реально, как я заметил в прошлом интервью, это больше походит на отношения хозяина и крепостного, чем на партнерство, так как партнеры это равноправные субъекты, а США и Грузия таковыми не являются, поэтому в случае с США и Грузией вместо термина «стратегическое партнерство» я предложил термин «стратегическое крепостничество». Американцы постоянно вмешиваются в наши внутренние дела и более того, дирижируют политическими процессами в Грузии. Примеров тому уйма, но на этот раз я воздержусь их приводить, так как ранее делал это неоднократно. О роли США я напомнил потому, чтобы вы знали — без их согласия Саакашвили не сможет не то что объявить о создании конфедерации с кем-либо, а даже сделать куда менее значительные шаги.

Следовательно надо полагать, что за этими инициативами стоят США.Возможно, в Анкаре и Баку в тот момент действительно не знали о том, что озвучивал Саакашвили, и все это исходило только из Вашингтона, а возможно и знали обо всем....

Как бы там ни было, идея прозвучала во всеуслышанье и как заявил МИД Грузии — они уже работают над «техническими вопросами, связанных с созданием конфедерации».

Что касается положительных и отрицательных сторон: Я, также как большинство грузин , исходя из интересов Грузии, не вижу тут ничего положительного. Не нужно быть политологом для того, чтоб сощитать — в Турции проживает более 70 млн.человек, в Азербайджане почти 9 млн, в то время когда население Грузии едва ли превышает 3 млн.
Речь идет о объединении с тюркским миром, религия, ментальность, культура и т.д. которого в корне отличаются от наших и ограничение собственного суверенитета в отношениях с ним приведет к непредсказуемым последствиям.

Разумеется, конфедерация создается равноправными субъектами, но одно дело — апеллировать к документам, а другое — реальная жизнь. Грузия может оказаться в таком же положении, в каком в свое время оказалась ее составная часть Тао-Кларджети — никакого насилия, все само собой изменится, и очень скоро.

Чтобы не быть необъективным, добавлю, что находясь в режиме конфронтации с Россией, когда ею обустраиваются военные базы в Абхазии, Цхинвали и Армении, руководство Грузии должно воспротивиться этой политике и принять определенные решительные меры. В этом смысле идея конфедерации с Турцией и Азербайджаном понятна. Но с другой стороны Грузия планомерно и безответственно, с каждым днем, обостряла отношения с Россией — не по совету-ли американцев? Оставим этот вопрос "риторическим" - без ответа... Если бы не настолько обостренные отношения, Грузии не понадобилось бы назло России выступать с подобными авантюристскими инициативами, которые ставят под вопрос основы многовекового существования грузинского народа.

В свое время приближенная к власти группа т.н. либералов в своих журналах делала тревожные заявления: «Есть силы, которые хотят, чтобы Грузия и Россия объединились в конфедерацию и таким путем воссоединиться с абхазами и осетинами.» Я задал бы такой же риторический вопрос этим носителям больного антирусского мышления, что же должен предпочесть нормальный грузинский человек: конфедерацию с Россией, вместе c Абхазией и Самачабло или конфедерацию с Турцией без Абхазии и Самачабло, с перспективой повторить судьбу Тао-Кларджети?

— Есть ли в этом интересы России?

— Создание Грузино-Турецко-Азербайджанской конфедерации а приори не может быть в интересах России. В этом случае окончательно будет оформлена потеря Южного Kавказа, так как контроль над Цхинвали и Абхазией не изменят стратегической погоды в регионе, также произойдет обострение северокавказских проблем. Несмотря на наличие в Армении российских военных баз, Армения станет лишь незначительным анклавом.

Исходя из всего вышесказанного я предполагаю, что режиссура данной идеи принадлежит США.В их интересах противопоставить и поссорить друг с другом Россию и Турцию, тем более что во многих вопросах они являются близкими партнерами, а также Россию с Азербайджаном.

Трудно сказать, как реально смотрят на это руководители Турции и Азербайджана, устраивает ли их создание такой конфедерации за счет охлаждения отношений с Россией. Конечно, Турции тут есть чем поживиться — конфедерация объединит Турцию с Азербайджаном, Турецкий мир «проглатывает» Грузию, Армения остается в оффсайде и вдоль Каспийского моря объединяются его ближне-восточная и средне-азиатская части.

Это своеобразная геополитическая революция, которая не выгодна России и Ирану. Зато выгодна США, у которых в последнее время, по разным причинам, частично разладились отношения с Турцией и эта идея поможет возвратить Турцию в собственный фарватер.
Предполагаю, что Турция и Азербайджан в ближайшем будущем предпочтут не форсировать события и займут выжидательную позицию. Их активность в этом направлении может увеличиться лишь с ослаблением позиций России, а до тех пор довольствуются писком американской куклы — Саакашвили.

Американцы также предпочтут оставаться в тени и предоставят руководить парадом своего марионета, пай-мальчика Саакашвили (вот для чего на самом деле им нужен типаж безответственного сумасшедшего в Грузии).

Исходя из вышеизложенного прошу читателя обратить внимание на следующее обстоятельство:

Интересы православного грузинского народа стратегически совпадают с интересами двух стран региона — России и Ирана, которым не выгодна идея этой конфедерации и возрастание влияния Турции на Грузию. Россия и Иран являются нашими потенциальными союзниками. Проблема, которая существует на данном этапе отношений междy Грузией и Россией, кажется ничтожной по сравнению с тем, что готовит стране Саакашвили, разумеется с помощью и под идейным руководством США. Это надо хорошо понимать.

— Грузинский МИД уже неоднократно делал заявления о начале переговоров с Россией, хотя с российской стороны встречных инициатив до сих пор не последовало, чего ждет русская сторона?

— В России не доверяют этому правительству и правильно делают, что не обращают внимание на подобные заявления, которые предназначены ввести в заблуждение мировое сообщество. Грузинское руководство не желает реально решать проблемы с Россией, скажу больше — оно сохраняет себя именно благодаря наличию этих проблем и постоянно находится в режиме «борьбы с врагом»...В интересах Грузии и России, чтобы радикально поменялось руководство Грузии и соответственно ее политический курс.

— На генральную ассамблею ООН выносится иницированная Грузией резолюция — касаемая определения статуса беженцев.Чего можно ожидать при положительном исходе голосования?

— Одно лишь скажу нашим беженцам, заверяю их: до тех пор, пока они не перестанут уповать на «Мишу» и продавать свои голоса на мешок муки — им не то что ООН не поможет, даже сверхестественные силы не помогут!

Руководители Грузии, как у них принято, объявят о принятии резолюции как об очередной своей победе. Данная резолюция никак не подразумевает политический статус этих территорий, а всего лишь имеет гуманитарный подтекст и обреченa на то, чтобы остаться на бумаге.

Источник: «Ахали Таоба»
Выходные данные: «Ахали Таоба», 10.09.2010
Статья распечатана с сайта Грузия-Россия: экспертный диалог : http://georgiamonitor.org/
URL статьи: http://georgiamonitor.org/detail.php?ID=98
kote-1962
თვრამეტი დაჭრილი ქართველი ავღანეთში?
თავდაცვის სამინისტრო საზოგადოებას უმალავს, რამდენი ქართველი სამხედრო დაიჭრა ავღანეთში


5 სექტემბერს ავღანეთის პროვინცია ჰილმენდში საბრძოლო შეტაკებაში ქართული არმიის ლეიტენანტი მუხრან შუკვანი რომ არ დაღუპულიყო და მხოლოდ დაჭრილიყო, ჩვენი საზოგადოებისთვის ეს დიდხანს საიდუმლოდ დარჩებოდა. ამის თქმის საფუძველს ის გვაძლევს, რომ თითქმის ორი თვით ადრე თალიბების თავდასხმის გამო ხუთი ქართველი სამხედრო დაიჭრა, მათგან ერთი მძიმედ. ეს საჯაროდ არც მთავარ სამხედრო უწყებას განუცხადებია, არც იმ "დამოუკიდებელ" ტელეკომპანიას, რომელიც შევარდნაძის დროს ქართველი ჯარისკაცის ერთ დაცემინებაზეც კი ქვეყანას შეყრიდა, ისეთ სიუჟეტს გაუშვებდა ეთერში.

"კვირის პალიტრამ" არაოფიციალური წყაროებით შეიტყო, რომ ამ საბრძოლო ინციდენტის დროს თალიბების ნაღმსატყორცნის ნაღმი ჰილმენდის პროვინციაში დაბანაკებული 31-ე ბატალიონის ერთ-ერთი დანაყოფის მებრძოლებს პირდაპირ კარავში ჩაუვარდა და ხუთი სამხედრო დაიჭრა. მათგან ერთ-ერთმა სახის ძლიერი დამწვრობა მიიღო და ერთი ზედა კიდურიც დაკარგა. ის ახლა გერმანიაში მკურნალობს.

სავარაუდოდ, 5 სექტემბერს კაპრალ გითოლენდიას გარდა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიჭრა მსუბუქად, სხვა ინფორმაციით კიდევ ერთი ჯარისკაცი - მეორე დღეს.

ავღანეთიდან მოსულ არაოფიციალურ ინფორმაციას თუ ვენდობით, მას შემდეგ, რაც ავღანეთში ქართული სამშვიდობო კონტინგენტი გაიგზავნა, დაახლოებით 18 ქართველი სამხედრო დაიჭრა და ერთი დაიღუპა.

ჩვენ არ შეგვიძლია ამ შემაშფოთებელი ინფორმაციის დადასტურება ან უარყოფა, ეს თავდაცვის სამინისტროს საქმეა, რომ ათასნაირი ჭორ-მართალი არ გავრცელდეს. თუკი თავდაცვის სამინისტრო და ხელისუფლება გააგრძელებენ ავღანეთში მომხდარი ინციდენტების დამალვას, საზოგადოების დიდ ნაწილს უფრო ნეგატიურად განაწყობენ ავღანეთში ქართული სამხედრო მისიისადმი.

ყველა ჩვენგანმა იცის, რომ ავღანეთში ანტიპარტიზანული საბრძოლო მოქმედებებია და ამ სასტიკ ომში დაშავება და სამწუხაროდ, დაღუპვაც არ არის გამორიცხული. ქართული სამხედრო კონტინგენტის მუდმივი ზრდით კი საქართველოს ხელისუფლება კიდევ უფრო ზრდის ტრაგიკული შემთხვევების ალბათობას.


დავიცავთ თუ არა სამშობლოს ავღანური გამოცდილებით?

ქუთაისში კადეტთა სამხედრო ლიცეუმის გახსნის ცერემონიაზე საქართველოს პრეზიდენტმა ბრძანა, რომ ავღანეთში ქართველი სამხედროები ეცნობიან თანამედროვე სამხედრო ტექნიკას და ბრძოლის თანამედროვე ხელოვნებას და ამითაც არის გამართლებული ქართული სამხედრო მისია ავღანეთში.

ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, ერთი მხრივ, მართალია, რადგან ავღანეთში ქართველი სამხედროების შეიარაღება და აღჭურვილობა (განსაკუთრებით ჰილმენდის პროვინციაში მოსამსახურეებისა), ასევე საბრძოლო მოქმედებაში საჭირო მართვის სისტემები მართლაც ულტრათანამედროვეა.

მეორე მხრივ, თანამედროვე ტექნიკას ქართულ არმიას ამერიკელები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღარ აწვდიან (არც მანამდე იკლავდნენ თავს) და ძნელი წარმოსადგენია, ჩვენმა სამხედროებმა თანამედროვე ამერიკული მართვის ელექტრონული სისტემა იგოეთთან ან თბილისის დაცვისას გამოიყენონ.

ბრძოლის ტაქტიკაზეც უნდა ითქვას ორიოდ სიტყვა. ავღანეთში IშAF-ის ძალები და ქართული სამხედრო კონტინგენტი იბრძვიან ე. წ. ასიმეტრიულ ომში, სადაც მოწინააღმდეგეს არ გააჩნია არც ავიაცია, არც ჯავშანტექნიკა და არც შორსმსროლელი და მსხვილკალიბრიანი არტილერია.

თუკი რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა განაახლეს საბრძოლო მოქმედება ქართულ მიწაზე, თითქმის იმავე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან საქართველოს შეიარაღებული ძალებიც, რადგან მოწინააღმდეგეს უდიდესი უპირატესობა აქვს ჯავშანტექნიკის რაოდენობით, არტილერიითა და განსაკუთრებით - საბრძოლო ავიაციით (საზღვაო ძალებზე ლაპარაკიც არ ღირს).

ავღანეთში თალიბებსა თუ "ალ-ქაიდასთან" ანტიპარტიზანული ბრძოლის გამოცდილება ქართველ სამხედროებს დიდად არ გამოადგებათ, რადგან მათ მხარს არ გაუმაგრებს ამერიკული საფრონტო და სტრატეგიული ავიაცია, კოსმოსური და უპილოტო დაზვერვის საშუალებები.

ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ავღანეთში ანტიპარტიზანული საბრძოლო მოქმედებების დროს ქართველ სამხედროებს არავინ ასწავლის მოწინააღმდეგის მოიერიშე თვითმფრინავებისა თუ დამრტყმელი შვეულმფრენების ჩამოგდებას, ისევე როგორც ტანკებისა და ჯავშანმანქანების აფეთქებას, რადგან თალიბებს შეიარაღებაში მსგავსი არაფერი გააჩნიათ.

ავღანეთში ნასწავლი დასახლებული პუნქტის გაწმენდის ტაქტიკა ქართულ დანაყოფებს სამშობლოშიც გამოადგებათ, მაგრამ როდესაც მოწინააღმდეგე ბრძოლაში ჩართავს უამრავ ტანკსა და ქვეითთა საბრძოლო მანქანას და ცაშიც გაბატონდება, საბრძოლო უპირატესობა მთლიანად მის ხელში გადავა.

თავს ნუ მოვიტყუებთ, ავღანეთში მიღებული საბრძოლო გამოცდილება (როგორც თავის დროზე ერაყში) პანაცეა არ არის. ის მხოლოდ ნაწილობრივ (ისიც თავდაცვასა და კონტრშეტევების სწორი ორგანიზების შემთხვევაში) თუ გამოადგება ქართველ სამხედროებს მშობლიური მიწის დასაცავად.
ირაკლი ალადაშვილი

http://www.kvirispalitra.ge/military/4976-...ghanethshi.html
kote-1962
30-я годовщина ирано-иракской войны: как США "делали" Саддама Хусейна

22.09.10 10:30



22 сентября исполняется 30 лет с начала ирано-иракской войны 1980-1988 годов – самой кровавой, продолжительной и бессмысленной войны между двумя развивающимися мусульманскими государствами за всю современную историю. В ней погибло (по приблизительным подсчетам, точного числа жертв никто не знает) от 1 до 1,5 млн человек. Иранцев гораздо больше, почти вдвое больше, чем иракцев.

Ущерб экономикам обеих стран оценивается в почти 500 млрд долларов.

Тегеран уверен, и отчасти это так и есть, что победил в ней именно он, и регулярно отмечает годовщину окончания восьмилетней бойни в августе 1988-го. Ирак, по понятным причинам, уже ничего не отмечает: начинавшего войну Саддама Хусейна уже четыре года как нет. Равно как нет и суверенитета оккупированной уже семь лет страны.

Результат войны, которая, по крайней мере, физически, велась за контроль над территориями вдоль Шатт-эль-Араб (так называют реку от слияния Тигра и Евфрата до ее впадения в Персидский залив – всего 82 км) и богатыми нефтью землями южной иранской провинции Хузестан, ничего не изменил на политической карте региона. Восточный берег остался иранским, а западный – иракским.

Но на геополитической и, особенно, региональной картах он изменил так много, вернее приблизил такие тектонические сдвиги, которые ощущаются и теперь, а «повторные толчки» будут ощущаться еще долгие годы. Эти последствия трясут сейчас весь Ближний Восток, весь регион Персидского залива, они отдаются головной болью в виде иракской оккупации США, в том числе, и для самих США.

Если вглядеться в то, что в Иране называется «Священной обороной», а в Ираке именовалось – «Кадиссией Саддама» (историческая победа арабов в битве при завоевании Персии), то из одной и той же войны нити тянутся и к Первой войне в Персидском заливе (оккупация и освобождение Кувейта 1990-91 – операция «Буря в пустыне»), и ко Второй войне в Персидском заливе (вторжение США в Ирак и свержение режима Хусейна в марте-апреле 2003), и к ядерной программе Ирана, и к радикализации мусульманского мира, и к общему росту антизападных, антиамериканских настроений на «исламской половине» планеты, и к терроризму, и к Афганистану…

Много тропинок расходится от этой войны. И все в нехороших направлениях. Словно от того самого проклятого камня на распутье в русских народных сказках: куда ни пойди – все беда.

И очень многие страны и президенты, премьеры и министры от США до Европы приложили руку к ее провоцированию, к превращению Саддама Хусейна в крепкого диктатора, в то, чтобы эта война продолжалась, чтобы обескровила и Иран, и Ирак. Результат получился такой, о коем никто и не помышлял.

Поэтому ее никто не любит вспоминать. Особенно в США. Более всего не терпел напоминаний о своей роли бывший министр обороны США Дональд Рэмсфелд (Donald Rumsfeld). При Рейгане Рамсфелд был спецпосланником (1983-84 годы) по Ближнему Востоку, и не раз встречался с Саддамом в Багдаде. Рамсфелд сильнее всего раздражался, когда ему демонстрировали фото его сердечных встреч с иракским диктатором. Это было уже в разгар войны, когда американская помощь, явная и скрытая, уже шла Хусейну полным ходом. Кому же приятны намеки на то, что Рамсфелд сначала культивировал диктатора, а потом сам же и уничтожал взрощенный неприятный феномен (во время вторжения США в Ирак в марте 2003-го именно он был министром обороны).

В мемуарах некоторых американских высших деятелей, включая, к примеру, Збигнева Бжезинского (советник по национальной безопасности США в 1977-81 годы) сейчас утверждается, что США изначально придерживались нейтральной позиции, действовали так, чтобы не дать конфликту разрастись, нарушить поставки нефти из залива. Правда, злые языки из СНБ утверждают, что именно Бжезинский был инициатором секретных переговоров с Хусейном, в которых ему ясно дали понять, что у США в случае нападения на Иран особых возражений не будет.

Здесь надо бы напомнить, что региональный и геополитический фон перед войной был для США – хуже некуда. В Иране в 1979-м свергли шаха и пришел режим аятоллы Хомейни: из убежденно проамериканского Тегеран превратился в смертельного врага «Большого Сатаны». Рушился весь баланс сил в регионе. Как раз в 1979-м Хусейн стал полновластным единоличным диктатором Ирака. Для диктатора год у власти – это молодость. На Хусейна США и сделали ставку при восстановлении «региональных перекосов». Саддам, с амбициями Всеарабского Большого Лидера, очень подходил как противовес исламской республике.

Уже после войны достоянием печати стали сведения, которые в американской печати одно время именовались «скандалом Иракгейт» по аналогии с «Ирангейтом» рейгановских времен. Американцы поставляли Саддаму Хусейну собственное оружие (зенитные ракеты, бомбы), продали вертолетов на 200 млн долларов. Во время войны была начата малоизвестная операция «Запчасти (или поставки) от медведя» или Bear Sales. Большая часть вооружений была поставлена Ираку СССР. Но после того, как Саддам осудил вторжение Москвы в Афганистан, поставки прекратились. США организовали передачу Ираку «запчастей от медведя» для советских самолетов, танков, бронемашин, ракет, артиллерии, стрелкового оружия из третьих стран.

Даже Израиль, который захватил колоссальные советские военные трофеи во время войн с арабскими странами, уговорили «поделиться» им с Багдадом. ЦРУ, через подставные компании закупало советское оружие через Иорданию, Египет, Кувейт, Саудовскую Аравию. Это не говоря уже о поставках техники и вооружений из Франции, Испании, Португалии. Но и это еще не все. Агентство по национальной безопасности «делилось» с иракским генштабом разведданными со спутников. При посольстве США в Багдаде даже был спешно построен специальный корпус для приема и быстрой дешифровки спутниковых снимков.

При активном американском лоббировании колоссальные займы на войну были выделены Саддаму Хусейну Саудовской Аравией, Кувейтом и ОАЭ. Займы давались под гарантии федерального правительства США.

В общей сложности Хусейн получил от Запада 35 млрд долларов и еще от 30 до 40 млрд долларов от арабских нефтяных монархий. Из Кувейта – от 8 до 14 млрд. Как говорят сейчас эксперты, вторжение осмелевшего от американской поддержки Саддама в Кувейт и было частично вызвано планами «одним махом» погасить и займы и получить дополнительные богатейшие нефтяные поля.
РИА Новости


© Все права защищены
Iran News - 2002, E-mail: info@iran.ru
Лицензия Минпечати РФ №77-6912
kote-1962
„პატიმრები ღირსებისშემლახველ მოპყრობასა და სამედიცინო დახმარების არარსებობას უჩივიან“


14:26 23.09.2010
[ლელა ჩქარეული]

გადატვირთულობა, პატიმრების მიმართ არაადამიანურ მოპყრობა, ციხეებში გრძლევადიანი პაემნების გაუქმება და სხვ. ის პრობლემებია, რომლებიც ქართული სასჯელაღსრულების სისტემას აწუხებს. პატიმრები ღირსებისშემლახველ მოპყრობასა და შესაბამისი სამედიცინო დახმარების არარსებობას უჩივიან.



ევროპის წამების პრევენციის კომიტეტმა საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა. კომიტეტი ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით საქართველოში არსებულ მდგომარეობას ღიად აკრიტიკებს. მისი ანგარიში, რომელიც საქართველოში 2010 წლის 5-დან 15 თებერვლამდე წამების პრევენციის კომიტეტის ვიზიტს ასახავს, სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა გამოაქვეყნა.



ტუღუშის განმარტებით, ანგარიშში აქცენტი სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ პრობლემებზე გაკეთდა; კერძოდ, საუბარია გადატვირთულობის პრობლემაზე, პატიმრების მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზე. გაკრიტიკებულია ციხეებში გრძლევადიანი პაემნების გაუქმება. კომიტეტი ქსნის N7 დაწესებულებაში არსებულ პირობებს პატიმრების მიმართ არაადამიანურ მოპყრობად აფასებს.



სახალხო დამცველის თქმით, სერიოზული კრიტიკა გამოიწვია სასჯელაღსრულების სისტემაში ჯანდაცვის პრობლემამ. ანგარიშის მიხედვით, სასჯელაღსრულების სისტემაში პროგრესად მხოლოდ ინფრასტრუქტურის და სამედიცინო ინვენტარის განახლებაა მიჩნეული. ასევე, გაკრიტიკებულია ასათიანის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არსებული მდგომარეობა.



კომიტეტი დადებით მხარეებზეც საუბრობს. დადებითად არის შეფასებული პოლიციის განყოფილებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. ასევე, იურიდიული დახმარების სამსახურის შექმნა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში განხორციელებული რეფორმები და სახალხო დამცველის აპარატში წამების პრევენციის მექანიზმის არსებობა.



ევროპის წამების პრევენციის კომიტეტის (CPT) ანგარიშში ვრცლად არის განხილული 2009 წლის სექტემბერში გარდაცვლილი პატიმრის, უშანგი გოდელაძის საქმე. აღნიშნული ანგარიშის დეტალებზეც სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა ისაუბრა.



კომიტეტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 19 სექტემბერს, N7 საპყრობილეში განთავსების დღესვე, გოდელაძე უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს ჯერ მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში, ხოლო შემდგომ – ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში, სადაც 21 სექტემბერს გარდაიცვალა.



იმავე დღეს აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის (სსკ მუხლი) მუხლით, რაც ანგარიშის ავტორების განმარტებით, აშკარა წინააღმდეგობაში მოდის გვამზე აღმოჩენილი დაზიანებების ხასიათთან და სიმძიმესთან, რომლებიც გაუფრთხილებლობაზე უფრო, გოდელაძის მიმართ განხორციელებული ქმედებების გამიზნულ ხასიათზე მიუთითებს.



დაზიანებები მიყენებული იყო სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე, ანუ დაკავების (15 სექტემბერი) შემდეგ. ანგარიშში CPT-მ ხაზი გაუსვა გამოძიების არაეფექტურობას:



„თებერვალში, გამოძიების დაწყებიდან 5 თვის შემდეგ, არ იყვნენ დაკითხული ის პირები, რომლებთანაც მას შეხება ჰქონდა დაკავების შემდეგ“, - აღნიშნულია ანგარიშში.



აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ მთავარი პროკურატურიდან 2010 წლის 23 ივნისს მიღებული ინფორმაციის მიხედვით, გოდელაძის საქმეზე გამოძიება დაიწყო ღუდუშაურის კლინიკის შეტყობინების საფუძველზე, რაც სახალხო დამცველის განმარტებით, კიდევ ერთხელ მოწმობს არასათანადო მოპყრობის ფაქტების მიმართ არასერიოზულ დამოკიდებულებაზე:



„მიუხედავად იმისა, რომ N7 საპყრობილეში და მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში შესვლისას დაფიქსირდა გოდელაძის სხეულზე არსებული დაზიანებები, დაწესებულების ადმინისტრაციამ არ მიიჩნია საჭიროდ ამ ფაქტის საგამოძიებო ორგანოებისათვის შეტყობინება“, - აცხადებს სახალხო დამცველი.



ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმრებს დასაქმებისა და განათლების მიღების შესაძლებლობა არ ეძლევათ, რასაც კომიტეტი კრიტიკულად აფასებს. კომიტეტი ასევე კრიტიკულად აფასებს საპყრობილეებში ტელევიზორებისა და სხვა საინფორმაციო საშუალებების არ არსებობას.



ანგარიშში აღნიშნულია, რომ გლდანის საპყრობილეში პატიმრებს არ აქვთ ტელევიზორები. კომიტეტი რეკომენდაციას იძლევა, დაწესებულება უზრუნველყონ ტელევიზორებით.



ახალი პატიმრობის კოდექსით, რომელიც 2010 წლის ოქტომბრიდან შედის ძალაში, ტელევიზორის ქონა ზოგადად დაშვებულია. თუმცა, პატიმრობის კოდექსში აღარ არის გათვალისწინებული მსჯავრდებულთა უმაღლესი განათლების შესაძლებლობა, რასაც უფლებადამცავები უკან გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ.



ანგარიში თავისი რეკომენდაციებით საქართველოს ხელისუფლებას უკვე გადაეგზავნა.



ცნობისათვის: წამების პრევენციის კომიტეტი არის ევროსაბჭოს წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენციით შექმნილი ორგანო, რომელიც ახორციელებს ვიზიტებს წევრ სახელმწიფოთა თავისუფლების აღკვეთისა და შეზღუდვის ადგილებში წამების და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის ფაქტების აღკვეთის და პრევენციის მიზნით.



„პატიმრები ღირსებისშემლახველ მოპყრობასა და შესაბამისი სამედიცინო დახმარების არარსებობას უჩივიან“, – როგორც „პირWელს“ საზოგადოებრვი მოძრაობის „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ დამფუძნებელმა ეკა ბესელიამ განუცხადა, ორგანიზაციაში პატიმრების საჩივრები ძირითად შემთხვევებში ქსნის საპატიმრო დაწესებულებიდან, რუსთავის N1 მკაცრი რეჟიმის კოლონიიდან, გლდანის N8 საპყრობილედან და გლდანის სამკურნალო დაწესებულებიდან შედის და ამ დროისთვის მათი რაოდენობა 200-ს აღწევს.



მისივე ინფორმაციით, საჩივრები ძირითადად სამედიცინო დახმარების არარსებობას, ადმინისტრაციის თანამშრომელთა მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებს, ასევე ერთი დაწესებულებიდან მეორეში უკანონოდ გადაყვანას შეეხება. გარდა ამისა, მსჯავრდებულები საკუთარ ადვოკატებთან შეხვედრას ითხოვენ.



როგორც ბესელიამ აღნიშნა, ამ კუთხით მისი ორგანიზაციის რამდენიმე შუამდგომლობა უკვე დაკმაყოფილდა.



შეგახსენებთ, რომ „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ პენიტენციალურ სისტემაში არსებული სიტუაციის გაცნობისა და სასჯელაღსრულების საპატიმრო დაწესებულებებში პატიმართა მდგომარეობის გარკვევის მიზნით მონიტორინგს კვლავინდებურად ახორციელებს.

http://www.presa.ge/new/?m=society&AID=1081
kote-1962
აფხაზეთში მიგრაციული პროცესები პიკს აღწევს


17:29 23.09.2010


[ანი გოდერძიშვილი]


„დამოუკიდებელ სახელმწიფოდ“ აღიარებულ აფხაზეთს, აფხაზები ტოვებენ და საცხოვრებლად დსთ-ს ქვეყნებში მიდიან. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის, გიორგი ბარამიას განმარტებით, თუ ქართული მოსახლეობის შემცირება ეთნიკური წმენდისა და იძულებით დეპორტირების შედეგად მოხდა, აფხაზი მოსახლეობის შემცირება განპირობებულია იმ ბუნებრივ-მიგრაციული პროცესებით, რომლის საფუძველია ეკონომიკური და პოლიტიკური ქაოსი.



ასევე იმ გაუსაძლისი საყოფაცხოვრებო პირობებითა და კრიმინოგენური ვითარებით, რაც, მისივე თქმით, ამჟამად აფხაზეთში სუფევს. როგორც ბარამია ამბობს, სავალალო დემოგრაფიული პრობლემის წინაშე დგანან აფხაზები.



–„თვითონ აფხაზებმა მითხრეს, რომ დაახლოებით 45 ათასამდე აფხაზი ცხოვრობს დღეს აფხაზეთში და ორჯერ მეტია სხვა ეროვნების ადამიანები. ძალიან ბევრი აფხაზის განცხადებაა შემოსული ჩემთან, ისინი ითხოვენ სამედიცინო დახმარებას. აგრეთვე არიან აფხაზები, რომლებმაც ჩვენ მოგვმართეს განცხადებით, საქართველოს მოქალაქეობის თხოვნის შესახებ.



სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში 200-ზე მეტი აფხაზია ჩემთან მოსული მიღებაზე. თითქმის ყველა კატეგორიის ადამიანია წარმოდგენილი, რომელთაც სურთ, მიიღონ საქართველოს მოქალაქეობა,“ - აღნიშნა გიორგი ბარამიამ.



აღსანიშნავია, რომ დღევანდელი აფხაზეთის მოსახლეობის ზუსტი რაოდენობა უცნობია. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ბოლო აღწერა 2003 წელს ჩაატარა. ამ აღწერაში ცალკე გრაფადაა აღნიშული მეგრული გვარის მატარებელი მოსახლეობის რაოდენობაც. აღწერის თანახმად, აფხაზური ეთნოსი დომინირებს გუდაუთისა და ოჩამჩირის რაიონში. რაც შეეხება სომხებს, ისინი გაგრაში, სოხუმში, გულირიფშის რაიონში და აფხაზურ ზონაში დომინირებენ და საკმაოდ დიდი მაჩვენებლით უსწრებენ აფხაზებს.



2003 წლის აღწერის შედეგები ასე გამოიყურება:

(ალბათ აღარავის უკვირს, რომ სოხუმის დე–ფაქტო რეჟიმის სტატისტიკოსები ქართველსა და მეგრელს ერთმანეთისაგან მიჯნავენ)



აფხაზეთის ტერიტორიაზე სულ 43,8% აფხაზი ცხოვრობს; 20,8% სომეხი; 19,6% ქართველი; 1,7% მეგრელი; 10,8% რუსი; 0,7 ბერძენი; 0,2% ესტონელი და 0,8% უკრაინელი. ამ მონაცემებით ირკვევა, რომ სოხუმში 56,3% აფხაზი ცხოვრობს, 12,7% სომეხი; 4,0% ქართველი; 0,2% მეგრელი; 16,9% რუსი; 1,5% ბერძენი; 0,1% ესტონელი და 1,6% უკრაინელი.



რაც შეეხება გაგრის რაიონს, აქ 27,7% აფხაზი ცხოვრობს, 44,1% სომეხი; 3,2% ქართველი; 0,1% მეგრელი; 20,0% რუსი; 0,7% ბერძენი, 0,8% ესტონელი და 1,6% უკრაინელი.



ამ აღწერით ირკვევა, რომ გუდაუთის რაიონში 78,8% აფხაზი ცხოვრობს, 11,9% სომეხი; 1,7% ქართველი, 0,1% მეგრელი; 5,9% რუსი; 0,4% ბერძენი; 0,1 ესტონელი და 0,4% უკრაინელი. სოხუმის რაიონში 24,8% აფხაზია რეგისტრირებული; 61,4% სომეხი; 1,9% ქართველი; 0,2% მეგრელი; 7,3% რუსი; 1,6% ბერძენი; 0,1% ესტონელი და 0,5% უკრაინელი. გულირიფშის რაიონი: 24,5% აფახი; 47,5% სომეხი; 13,4% ქართველი; 0,3% მეგრელი; 12,1% რუსი; 0,6%

ბერძენი; 0,3% ესტონელი და 0,6% უკრაინელი.



ოჩამჩირის რაიონი: 76,1% აფხაზი; 8,8% სომეხი; 7,9% ქართველი; 1,3% მეგრელი; 3,8% რუსი; 0,3% ბერძენი; 0,1% ესტონელი და 0,4% უკრაინელი. ტკვარჩელის რაიონი: 37,8% აფხაზი; 0,5% სომეხი; 46,4% ქართველი; 8,8% მეგრელი; 4,9% რუსი; 0,2% ბერძენი; 0,1% ესტონელი და 0,4% უკრაინელი. გალის რაიონი: 0,4% აფხაზი; 0,1% სომეხი; 92,6% ქართველი; 6,1% მეგრელი; 0,5% რუსი; 0,1% ბერძენი და 0,1% უკრაინელი.



ცალკე ზონადაა გამოყოფილი კოდრის ხეობა, რომელშიც დღეს

ქართული იურისდიქცია არ ვრცელდება. კოდორის ხეობაში 0,5% აფხაზი ცხოვრობდა, 0,1% სომეხი; 97,8% ქართველი; 1,2% რუსი და 0,1% უკრაინელი.



ამ აღწერის მონაცემები დღემდე საეჭვოდ ითვლება რიგი ორგანიზაციებისთვის. კერძოდ, სომხეთის საზოგადოებრივი რადიოს

მონაცემებით, დღეისათვის აფხაზეთში მცხოვრები სომხების რაოდენობა 67 ათას აღწევს, ხოლო აფხაზების რაოდენობა 80 ათასს არ აღემატებოდა. მათ შორის 30 ათასი აფხაზი არ ცხოვრობს აფხაზეთის ტერიტორიაზე, ისინი სამუშაოდ არიან წასული რუსეთში ან თურქეთში.



დამოუკიდებელი წყაროების მონაცემებით, ამჟამინდელი აფხაზეთის მოსახლეობის სრული შემადგენლობა ასეთი: 240-250 ათასი კაცი, მათ შორის 80 ათასი აფხაზი, მათგან 30 ათასი არ ცხოვრობს აფხაზეთში, 65 ათასი სომეხი, 55 ათასი ქართველი (გალის რ-ში) 25 ათასი რუსი და 1 500-მდე სხვა და სხვა ეროვნების მოქალაქე.



ოფიციალური მონაცემებით, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დაწყებამდე, 1992 წლის 1 იანვრისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობა 535 061 კაცს შეადგენდა, ხოლო 1997 წლის შესაბამისი პერიოდისთვის - 145 586 კაცს. როგორც ირკვევა, ომის შემდეგ აფხაზეთის მოსახლეობა 388 075 ადამიანით შემცირდა.



მოსახლეობის შემცირებას მეტ-ნაკლებად დაექვემდებარა აფხაზეთში მცხოვრები ყველა ეთნიკური ჯგუფი, მაგრამ ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით დაზარალდა აფხაზეთის ქართული მოსახლეობა.



1992 წლის 1 იანვრისთვის აფხაზეთში ქართველთა რაოდენობა 244, 872 ადამიანს შეადგენდა, ხოლო აფხაზების 94.767 ადამიანს. 1997 წლის შესაბამისი პერიოდისათვის აფხაზეთის მოსახლეობა 53,993 კაცს შეადგენდა. ქართველი ექსპერტების მონაცემებით, აფხაზთა დიდმა ნაწილმა, კონფლიქტის დაწყებისთანავე დატოვა აფხაზეთის ტერიტორია, ვინაიდან არ ისურვა ძმათამკვლელ ომში მონაწილეობის მიღება, ამჟამად მათ დაბრუნების საშუალება არა აქვთ იმ მიზეზით, რომ სეპარატისტების მიერ მოღალატეებად არიან შერაცხულნი.



კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ 1990-იანი წლების მეორე ნახევარი აფხაზებისთვის უფრო სტაბილური იყო გასვლის თვალსაზრისით. მიზეზი კი არასტაბილური ვითარება და სოციალური პროლემები იყო.



– „აფხაზებისა და რუსების მიგრაცია მაინც დაკავშირებულია სოციალურ საკითხებთან. რუსების ჩამოსვლას მასიური სახე არ ჰქონდა. მაგრამ, როდესაც დაიწყო ლაპარაკი სოჭის ოლიმპიადაზე და როდესაც დაიწყო გარკვეული მშენებლობები აფხაზეთის ტერიტორიაზე, ამას უკვე მოჰყვა რუსი მუშების შემოსვლა.



რაც შეეხება საერთო სურათს, არც ერთ მონაცემებში არ წერია,

რომ დაახლოებით 200-მდე ქართველი ცხოვრობს გაგრაში. გვარად არაბიძე არის გამწვანების უფროსი. მისი შვილი არის ძალიან ცნობილი რენდგენოლოგი, ერთადერთია მთელს აფხაზეთში. ის ქართველია და მამა თუ აფხაზია, არ ვიცი. რაღაცა რაოდენობა ქართველებისა არის სოხუმშიც და ტყვარჩელშიც. ციფრებით მანიპულირება ხდება,“ - ამბობს მამუკა არეშიძე.



დინამიკა რომ აფხაზების სასარგებლო არაა, ამას კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილიც ადასტურებს და ამბობს, რომ აფხაზები ჯერ-ჯერობით იბრძვიან იმისათვის, რომ მინიმუმზე იყოს დასული აფხაზების საწინააღმდეგოდ მიმართული პროცესი.



„აშკარაა, რომ აფხაზები დღეს უმცირესობაში არიან დანარჩენ ეთნიკურ ჯგუფთან შედარებით. თუ მთელი მოსახლეობის რაოდენობას ავიღებთ, ვნახავთ, რომ აფხაზები ორჯერ ნაკლები არიან დანარჩენ მოსახლეობაზე, რაც მათთვის შემაშფოთებელი და კატასტროფულია. რესურსები არ ყოფნით იმისთვის, რომ სახელმწიფო მართონ. დღეს აფხაზური ენის პრობლემა იმდენად სერიოზული არ დგას, როგორც დემოგრაფიული პრობლემა,“ - ამბობს კონფლიქტოლოგი.



ზაქარეიშვილი ამბობს, რომ აფხაზეთში დემოგრაფიული პრობლემა დღეს და ხვალ თავისი შედეგებით თავს არ იჩენს, მაგრამ 10 წლის თავზე უკვე სერიოზული პრობლემა იქნება.



„ყველა დასახლებაში ახლა აფხაზი იმაზე ნაკლებია, ვიდრე იყო ომამდე.

აშკარად ჩანს, რომ 2008 წლის აგვისტომდე აფხაზები გადიოდნენ აფხაზეთიდან. 95% მიდიოდა რუსეთში, უფრო უკრაინისკენ, მოსკოვისა

და ბელორუსიისკენ აქვთ აფხაზებს ყურადღება გამახვილებული. ამის

მიზეზი არის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობა.



კრიმინოგენური ფონიც ძალიან ცუდია, მაგრა ეს აფხაზებისთვის არაა გადამწყვეტი. უფრო გადამწყვეტია სოციალურ-ოკონომიკური მდგომარეობა. სოჭის ოლიმპიადის კონტექსტში, ალბათ, ბევრი აფხაზი დაბრუნდება უკან,“

- მიიჩნევს პაატა ზაქარეიშვილი.



რაც შეეხება რუს ოკუპანტთა საერთო რაოდენობას, კონფლიქტოლოგი მიიჩნევს, რომ სტატისტიკურ მონაცემებს არ ემთხვევა რუსების შემოსვლა.



– „უფრო გასული არიან, ვიდრე შემოსული. 2008 წლის აგვისტომდე იქ 16 ათასი რუსი იყო, შეიძლება, მათი რიცხვი გაიზარდა, მაგრამ არა მგონია, რომ 20 ათას აღემატებოდეს მათი რაოდენობა. ვერ ვიტყვი, რომ რუსები ხშირად შემოდიან.

მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსებმა გამალებით დაიწყეს სამხედრო ბაზების მშენებლობა, მათ მოჰყვებიან ოფიცრები და მათი ოჯახები, რომლებიც აუცილებლად დარჩებიან აფხაზეთში საცხოვრებლად.



ასეთი ხელშეკრულება აქვს დადებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას რუსეთის ხელისუფლებასთან, რაც შეშფოთებას იწვევს თვით აფხაზებში. ამიტომ, საქართველოს ჯერ კიდევ აქვს შანსი, შეცვალოს საქართველოს ხელისუფლება და ახალი პოლიტიკა აწარმოოს აფხაზეთის მიმართულებით. დრო კიდევ გვაქვს, რათა აფხაზებს ღირსეული სახელმწიფო შევთავაზოთ, ღირსეული ცხოვრების პირობებში“, - აღნიშნა ჩვენთან საუბრსას პაატა ზაქარეიშვილმა.

http://www.presa.ge/new/?m=society&AID=1085
kote-1962
“აფხაზი ხალხი ანქვაბის გაპრეზიდენტებას შეეცდება”


19:39 23.09.2010
[ნანა ფაჟავა, ზუგდიდი]
“მკაცრი და რკინის ხელის კაცი”, რომელიც აფხაზეთში გულწრფელად ებრძვის კორუფციას. ის არ არის დემოკრატი, მაგრამ ითვლება პრინციპულად. ის არ არის ანტირუსი, მაგრამ არც არაფერს უთმობს მათ, განსაკუთრებით იმას, რაც აფხაზურ ინტერესებს ეწინააღმდეგება.

ამ თავდასხმების უკან, ცხადია, რუსეთი დგას, მაგრამ მას აფხაზური კრიმინალური ჯგუფები ახორციელებენ. მიმაჩნია, რომ ანქვაბის წინააღმდეგ ასეთი აქტიურობა სოჭის ოლიმპიადას და იმ კოლოსალურ თანხას უკავშირდება, რომელიც მომავალშიც გახდება სხვათა დაპირისპირებების მიზეზი.

ფაქტია ისიც, რომ არცერთი ინციდენტი აფხაზებს ქართული მხარისათვის არ დაუბრალებიათ, ეჭვიც კი არ გამოუთქვამთ. ანქვაბი პატიოსანი ადამიანია და აფხაზი ხალხი მის გაპრეზიდენტებას აუცილებლად შეეცდება”, - ასეთია პოლიტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის მოსაზრება აფხაზეთის იმ ვიცე-პრეზიდენტზე, რომელიც სიკვდილს უკვე მეხუთედ გადაურჩა.

ალექსანდრე ანქვაბს 23 სექტემბრის ღამეს ცეცხლი ყუმბარმტყორცნიდან მაშინ გაუხსნეს, როცა იგი გუდაუთის რაიონის სოფელ ლიხნში, საკუთარი სახლის საძინებელ ოთახში იმყოფებოდა. გამოძიების ინფორმაციით, გასროლა ორსართულიანი სახლის სახურავზე რპგ-26, ე.წ. “მუხას” ტიპის ყუმბარმტყორცნიდან განხორციელდა, რომლის შედეგად ანქვაბმა ჭრილობები ხელისა და ფეხის არეში მიიღო. სტაციონარში გადაყვანაზე დაჭრილმა უარი თავიდანვე განაცხადა და სამედიცინო დახმარება მას სახლში გაუწიეს.

ამავე საცხოვრებელ სახლთან, 2007 წლის 9 ივლისს, ანქვაბის ”ჯიპის” ტიპის ავტომანქანას ყუმბარმტყორცნიდან ესროლეს. მაშინ პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე ანქვაბმა მსუბუქი კანტუზია მიიღო და ზურგში დაიჭრა.

თვენახევრით ადრე, 2007 წლის 20 ივნისს, ახალი ათონის ტრასაზე დისტანციური მართვის ნაღმის აფეთქება აფხაზებმა ანქვაბის მკვლელობის მცდელობას დაუკავშირეს, რომელსაც იმ ტერიტორიაზე გამთენიისას უნდა გაევლო.

2005 წლის 1 აპრილს, სოხუმთან ახლოს, აჩადარასთან, დღემდე დაუდგენელმა პირებმა ანქვაბის კორტეჟს ცეცხლი ავტომატური იარაღიდან გაუხსნეს. თავდასხმის შედეგად არ დაშავებულა ანქვაბი და არც მასთან ერთად მანქანაში მყოფი ვიცე-პრემიერი ლეონიდ ლაკერბაია. მსუბუქად დაიჭრა მხოლოდ პრემიერის დაცვის წევრი.

პირველი თავდასხმა ახლადარჩეულ პრემიერ-მინისტრ ანქვაბზე იმავე ადგილას, აჩადარასთან, 2005 წლის 28 თებერვალს განხორციელდა, როცა თავდამსხმელებმა ავტომანქანების კოლონა ალყაში მოაქციეს და ავტომატური იარაღიდან ინტენსიური ცეცხლი გახსნეს. ანქვაბის მანქანას მაშინ 17 ტყვია მოხვდა. იგი სიკვდილს მხოლოდ იმიტომ გადაურჩა, რომ მისი მოადგილის ავტომანქანაში იჯდა.

შესაძლოა, რიგით მეხუთე თავდასხმა, როგორც სხვა დანარჩენი, გაუხსნელი დარჩეს. უდავოა, რომ ალექსანდრე ანქვაბს უბრალოდ ბედი სწყალობს, რადგან ყველა შემთხვევაში მას სამსხვერპლოდ ამზადებდნენ. უცნობია, როგორ გააძლიერებს მომავალში ვიცე-პრეზიდენტი საკუთარ დაცვას, ან პრეზიდენტი ბაღაფში როგორ უზრუნველყოფს ზოგადად ხელისუფლების წევრთა უსაფრთხოებას, მაგრამ ცნობილია სეპარატისტული მთავრობის ლიდერის განწყობა დღეს მომხდარი კრიმინალური ფაქტის გამო.

ბაღაფშმა მომხდარს ”აღმაშფოთებელი ფაქტი” უწოდა და დღესვე, სოხუმში სახელმწიფო უშიშროების საბჭოს სხდომა საგანგებოდ მოიწვია, რომლის დეტალებიც ჯერჯერობით უცნობია.

ანქვაბზე განხორციელებული თავდასხმის გამოძიებაში ბაღაფშმა ყველა ძალოვანი სტრუქტურა ჩართო, რომლებიც სამძებრო ღონისძიებებს გუდაუთისა და გაგრის რაიონებში ახორციელებენ.

”ეს არ არის მარტივი საკითხი, ეს არ არის პირველი დანაშაული, რომელიც ანქვაბის მიმართ ჩაიდინეს. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ეს საქმე გაიხსნას”, - განაცხდა ბაღაფშმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

”ეს ჩაიდინეს აფხაზური საზოგადოებისა და აფხაზი ხალხის მტრებმა”, - ასეთი შეფასება მისცა მომხდარს გუშინ დანიშნულმა აფხაზეთის შსს მინისტრმა ლეონიდ ძიაფშბამ, რომელმაც ოთარ ხეცია შეცვალა.

ბოლო ინფორმაციის მიხედვით, რომელსაც აფხაზეთის გენერალური პროკურორის მოადგილე ბესლან კვიცინია ავრცელებს, ანქვაბის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და იგი შინ იმყოფება.

”მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სს საქმე და გამოძიება სსსკ 275 მუხლის (სახელმწიფო, ან საზოგადო მოღვაწის სიცოცხლის ხელყოფა) მიხედვით მიმდინარეობს. თავდასხმის ზოგიერთი დეტალი მიუთითებს იმაზე, რომ იგი დაკვეთით განხორციელდა და დაზარალებულის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება.

ამ დროისათვის, სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე ნაპოვნია იმ ყუმბარმტყორცნის ნარჩენები, საიდანაც გასროლა მოხდა.”, - აცხადებს კვიცინია.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, ვერსიების გამოთქმისგან ანქვაბი ამ დრომდე თავს იკავებს.

http://www.presa.ge/new/?m=politics&AID=1086
kote-1962
„სამხედრო თვალსაზრისით რუსეთს საქართველო მარყუჟში ჰყავს“


11:13 23.09.2010
[გეგა ბერიძე]

მოსკოვური ორგანიზაციის „ჯარისკაცთა დედების“ ვარაუდით, რუსეთი დაღესტნიდან საქართველოზე ახალ შეტევას ამზადებს. თბილისში ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „რუსეთს საქართველოზე შეტევის არც პოლიტიკური და არც ეკონომიკური შესაძლებლობა არ აქვს“.



ოპოზიციის შეფასებით, დაღესტანში ჯარისკაცების მობილიზება ჩრდილოეთ კავკასიაში სამხედრო ოპერაციების განსახორციელებლად ხდება. მათივე თქმით, რუსეთს შეტევის აუცილებლობა არც სამხედრო და არც პოლიტიკური თვალსაზრისით არ აქვს, რადგან საქართველოში უკვე აქვს ორი სამხედრო ბაზა, პრეზიდენტად კი ჰყავს პირი, რომელიც ყველა თვალსაზრისით აწყობს.



ექსპერტები რუსეთის მორიგი თავდასხმის საფრთხეს დღესდღეობით ვერ ხედავენ, თუმცა „ჯარისკაცთა დედების“ ინფორმაციას „საყურადღებოს“ უწოდებენ. მათი თქმით, რუსეთს ახალი საჯარისო დანამატები დაღესტანში იმისთვის სჭირდება, რომ არსებული ძალებით პრობლემების მოგვარებას იქაც კი ვეღარ ახერხებს. ნებისმიერ შემთხვევაში ანალიტიკოსები ქართულ მხარეს მოუწოდებენ, რომ „სიფხიზლე არ მოადუნოს“.



„ორგანიზაცია „ჯარისკაცთა დედების“ წარმომადგენლის, სვეტლანა უტკინას განცხადებით, პეტერბურგელი ჯარისკაცები მასობრივად მიჰყავთ დაღესტანში.



„3526-ე ნაწილიდან სამხედრო მოსამსახურეების მშობელთა განცხადებები შემოვიდა, რომლებიც მიუთითებენ, რომ ჯარისკაცებს კონტრაქტზე იძულებით აწერინებენ ხელს. ნაწილის ხელმძღვანელობის თქმით, სამხედროებმა დაღესტანში სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოებისთვის სწავლებაში უნდა მიიღონ მონაწილეობა. ეს სრულიად გაუგებარია – ოლიმპიადა 3 წლის შემდეგ არის, სწავლებაზე კი მიჰყავთ ჯარისკაცები, რომლებიც რამდენიმე თვეში სამსახურს ამთავრებენ“, - აცხადებს უტკინა.



მისივე ინფორმაციით, ჯარისკაცებს ართმევენ მობილურ ტელეფონებს და სიმბარათებს. მათი ჩრდილოეთ კავკასიაში გადაყვანა მომავალი კვირისთვის იგეგმება. ორგანიზაცია იუწყება, რომ ნაღმმტყორცნელთა ბატალიონში ბოლო პერიოდში ყოველდღიური წვრთნა ტარდება.



ამასთან, ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ რუსეთი საქართველოსთან ომისთვის ემზადება და სამხედროები დაღესტანში ამ მიზნით გადაჰყავთ.



„სცენარი ძალიან ჰგავს იმას, რასაც ჩეჩნეთის ომის წინ ვხედავდით. ასეთივე შანტაჟი იყო. ჯარისკაცებს ინფორმაციის მიღების, ოჯახთან კავშირის უფლებას ართმევდნენ. ძალიან ვშიშობ, რომ დღესტნიდან საქართველოზე თავდასხმა მზადდება“, - განაცხადა ორგანიზაცია „ჯარისკაცთა დედების“ თავმჯდომარე ელა პოლიაკოვამ.



სამხედრო ხელმძღვანელობის გადაწყვეტილების გამო, სამხედრო მოსამსახურეების დედებმა სანკტ-პეტერბურგის სამხედრო ოლქის შინაგანი ჯარების შტაბთან რამდენიმე პიკეტი გამართეს.



საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია მიიჩნევს, რომ რუსეთს საქართველოზე შეტევის არც პოლიტიკური და არც ეკონომიკური შესაძლებლობა არ აქვს .



„2008 წლის აგვისტოში, როდესაც რუსეთმა საქართველოზე შემოტევა გაბედა, მისი ნავთობი 150 დოლარი ღირდა; იმედი ჰქონდა, რომ 1000 დოლარად გაყიდდა, მაგრამ დღეს ასეთი ეკონომიკა აღარ აქვს. დღეს საერთაშორისო საზოგადოება მთლიანად მობილიზებულია და ჩადენილ დანაშაულს – საქართველოს ოკუპაციასა და ჩვენს ტერიტორიაზე ჩატარებულ ეთნოწმენდას რუსეთი კიდევ ერთს ვეღარ დაუმატებს“, - აცხადებს მალაშხიამ.



გარდა ამისა, კომისიის ხელმძღვანელის თქმით, რუსეთზე სერიოზული საერთაშორისო წნეხი ხორციელდება და ამას გაერო-ს ბოლო რეზოლუციაც მოწმობს, რომელშიც რუსეთს მხოლოდ 17-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი.



დეპუტატ ნიკა ლალიაშვილის ვარაუდით, დაღესტანში ჯარისკაცების მობილიზება არა საქართველოზე შეტევის, არამედ ჩრდილოეთ კავკასიაში სამხედრო ოპერაციების განსახორციელებლად ხდება. მისი თქმით, ზოგადად, რუსეთს საქართველოზე შეტევისთვის ინფრასტრუქტურა მზად აქვს, მათ შორის დაღესტანში აღდგენილია გზა საქართველო-რუსეთის საზღვრამდე. ეს პროექტი უაშუალოდ პრემიერ პუტინის ხელმძღვანელობით განხორციელდა. თუმცა, ლალიაშვილი დარწმუნებულია, რომ რუსეთს საქართველოზე შეტევის აუცილებლობა არც სამხედრო და არც პოლიტიკური თვალსაზრისით არ აქვს.



„სამხედრო თვალსაზრისით რუსეთს საქართველო მარყუჟში ჰყავს,“ – აცხადებს ლალიაშვილი და დასძენს, რომ რუსეთს საქართველოში უკვე აქვს ორი სამხედრო ბაზა, პრეზიდენტად კი ჰყავს პირი, რომელიც ყველა თვალსაზრისით აწყობს.



ამ მოსაზრებებიდან გამომიდნარე, ნიკა ლალიაშვილი ვარაუდობს, რომ, თუ დაღესტანში რაიმე სახის მობილიზება ხდება, რუსეთი შეიძლება მხოლოდ ჩრდილოკავკასიაში სამხედრო მოქმედებისთვის ემზადებოდეს.



„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ–ერთი ლიდერის გია ცაგარეიშვილის განცხადებით, „ჯარისკაცთა დედები“ შესაძლოა, საქართველოზე შესაძლო სამხედრო შეტევის დეზინფორმაციას გამიზნულად ავრცელებდეს“.



უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტის ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ მორიგი აგრესიის განხორციელების საფრთხე ამ ეტაპზე ნაკლებია, თუმცა ორგანიზაცია „ჯარისკაცთა დედების“ ინფორმაცია საყურადღებოა. როგორც „პირWელს“ სესიაშვილმა განუცხადა, ჯარისკაცთა დედებს“ ჯარისკაცებთან პირდაპირი კავშირი აქვს, რაც ამ ორგანიზაცის ინფორმაციას საყურადღებოს ხდის.



„გავეცანი ორგანიზაცია „ჯარისკაცთა დედების“ განცხადებას იმის თაობაზე, რომ რუსეთი დაღესტნიდან საქართველოზე შეტევას ამზადებს. მე პირადად ვიცნობ ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელებს და მათ ოფისშიც ვარ ნამყოფი. ამ ორგანიზაციის პლიუსი ის არის, რომ მას უშუალო კავშირი აქვს და ამდენად ინფორმაციას პირველწყაროდან – ჯარისკაცებისგან იღებს. თავად ვარაუდი, რომ დაღესტანში ჯარისკაცების გაგზავნა საქართველოსთან ომის წინაპირობაა, ფაქტიდან ნაკლებად გამომდინარეობს, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ „ჯარისკაცთა დედებს“ ამ დასკვნის გაკეთებისთვის უფრო სრული ინფორმაცია ჰქონდეთ, რომელსაც ვერ ახმაურებენ.



თუ დღევანდელ ვითარებას გავითვალისწინებთ, კერძოდ, ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებს, ასევე იმას, რაში შეიძლება, აწყობდეს რუსეთს ამ ეტაპზე საქართველოსთან ომის დაწყება, ახალი შეიარაღებული კონფლიქტის ალბათობას ვერ ვხედავ, თუმცა ამას დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე ვამბობ, რომელიც შეიძლება, შეიცვალოს“,- აცხადებს სესიაშვილი.



პოლიტოლოგი ვასილ ჭყოიძე რუსეთის მორიგ აგრესიას არ ელის, თუმცა თვლის, რომ „ქართულმა მხარემ სიფხიზლე არ უნდა მოადუნოს“. „რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ახალი აგრესიის დაწყების ნიშნები არ ჩანს“, – ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენს“ კავკასიის საკითხებში ექსპერტმა მამუკა არეშიძემ საკითხის კომენტირებისას განაცხადა.



„მშობელთა კომიტეტმა ამბავი ატეხა იმიტომ, რომ დაღესტანში წვევამდელები გადაჰყავთ, რომელთა ცხელ წერტილებში გამოყენებას რუსეთის ხელისუფლებას კონსტიტუცია უკრძალავს. თუმცა, მიუხედავად ამისა, წვევამდელები 2008 წელის ომში მაინც გამოიყენეს. რაც შეეხება რუსეთ-საქართველოს ახალ ომს, ჯერჯერობით მე ამის ნიშნებს ვერ ვხედავ“, - აცხადებს არეშიძე.



მისივე შეფასებით, მარტო დაღესტნიდან საქართველოზე თავდასხმა სამხედრო თვალსაზრისით აბსოლუტური სისულელეა.



„იქ გადის ერთი გზა, რომელიც საქართველოს მხრიდან პრაქტიკულად უკვე აღარ არსებობს. ეს არის ბეშტა-ახალსოფლის გზა (ბეშტა - დაღესტანი, ახალსოფელი - საქართველო, ყვარლის რაიონი), რომელიც პუტინის ბრძანებით საქართველოს საზღვრამდე გამართულია, მაგრამ მარტო დაღესტნიდან თავდასხმა გამორიცხულია თუ გენშტაბს კავკასიის მთელ ტერიტორიაზე ომის დაწყება არ აქვს გადაწყვეტილი. მაშინ ეს სხვა ამბავია. რადგან საქართველოზე ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან თავდასხმა უფრო ადვილია, ვიდრე დაღესტნიდან“, - აღნიშნა „ჯი-ეიჩ-ენთან“ საუბარში არეშიძემ. ამასთან, ექსპერტის შეფასებით, რუსეთის მხრიდან სამხედრო ოპერაციის დაწყების ნიშნები არც სამხედრო მომზადების თვალსაზრისით, არც პროპაგანდის კუთხით არ შეიმჩნევა.



არეშიძის განმარტებით, რუსეთს არსებული ძალებით თავად დაღესტანში ვითარების კონტროლიც უჭირს. „ის, რომ დაღესტანში რუსეთის ჯარების, კერძოდ კი წვევამდელების გადაყვანა ხდება, სრული სიმართლეა, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ეს ჯარები გადასროლილია დაღესტანში იმიტომ, რომ იქ იატკქვეშეთი ძალიან გაქტიურდა“, - აღნიშნავს არეშიძე.



ექსპერტის შეფასებით, რუსეთს ახალი საჯარისო დანამატები დაღესტანში იმისთვის სჭირდება, რომ იქ არსებული ძალებით არსებული პრობლემების მოგვარებას ვეღარ ახერხებს.

http://www.presa.ge/new/?m=politics&AID=1078
kote-1962
ნატო-მ აზრი დაკარგა?

29.09.2010 12:02



თანამედროვე ისტორიაში ნატო-ს ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად მიიჩნევენ. ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა სხვა კავშირებზე დიდხანს იარსება, მასში ყველაზე ბევრი სახელმწიფოა გაერთიანებული და ბოლოს მან მის ძირითად მიზანს (ან ძირითად ამოცანებს) მიღწია, თანაც ყოველგვარი გასროლის გარეშე.


როდესაც „ცივი ომი“ დასრულდა, ალიანსმა საკუთარ თავს ახალი ფუნქცია მოუძებნა, უსაფრთხოების სფეროში მისიათა უფრო ფართო სპექტრის განხორციელება და ავღანეთის ომში მოკრძალებული, მაგრამ სასარგებლო როლის შესრულება დაიწყო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დიდხანს იცოცხლა, უარყო რა რეალისტური პროგნოზები იმის თაობაზე, რომ მისი დღეები (ან ყოველ შემთხვევაში მისი წლები) დათვლილი იყო.

და მაინც, მე ვიზიარებ უილიამ პფაფის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ნატო-ს მომავალი ფაქტობრივად არა აქვს.

ჯერ ერთი ეკონომიკური პრობლემები რომლებსაც ევროპა განიცდის, ნატო-ს წამყვან ქვეყნებს (და პირველ რიგში ბრიტანეთს) თავდაცვაზე ხარჯების კატასტროფულ შემცირებას აიძულებს. იმავდროულად, ნატო-ს ევროპელი წევრები თავდაცვაზე ისედაც მშპ-ს (მთლიანი შიდა პროდუქტი) იმაზე ნაკლებ პროცენტს ხარჯავენ ვიდრე შეერთებული შტატები, თანაც ამ მოკრძალებული თანხების გარდაქმნაც კი სამხედრო ძლიერებაში მათ საოცრად ცუდად გამოსდით. მორიგი შემცირებები იმას ნიშნავს, რომ ევროპა სულ უფრო ნაკლები წვლილის შეტანას შესძლებს სხვა რეგიონებში მიმდინარე მისიებში – ეს კი ერთადერთი სერიოზული ამოცანაა, რომელსაც როგორც სჩანს ნატო მომავალში შეასრულებს.

მეორეც, კატასტროფული ავღანური ავანტიურა ალიანსის სოლიდარობაზე გრძელვადიან პერსპექტივაში უარყოფითად იმოქმედებს. თუკი შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები IშAF-დან მკაფიოდ და მტკიცედ არ გაიმარჯვებენ (ასეთი პერსპექტივა კი სულ უფრო ნაკლებ სავარაუდოა) ისინი ვერ შესძლებენ თავიდან აიცილონ დამნაშავეების მწვავე და ხანგრძლივი ძებნის პროცესი. ამერიკის ლიდერები დაიწყებენ ჩივილს იმ შეზღუდვებისა და პირობების გამო, რომელსაც ნატო-ს ზოგიერთი წევრი აყენებდა (კერძოდ გერმანია), მაშინ როდესაც ევროპული საზოგადოება იმაზე ისაუბრებს, თუ როგორ ჩაითრია ისინი შეერთებულმა შტატებმა ომში, რომელიც ათ წელზე დიდხანს გრძელდება. იმავდროულად სინამდვილეში იმდენად მნიშვნელოვანი არ არის ის თუ ვინ არის ამ მარცხში დამნაშავე, უფრო მნიშვნელოვანია რომ დღეს ნატო (თუკი ის ოდესმე დაიწყებს ანალოგიურ ახალ ოპერაციას) უახლოეს მომავალში ამას ვერ გააკეთებს, ხოლო იმის გათვალისწინებით რომ თავად ევროპა ახლა სავარაუდოდ სტაბილურია, აქ დემოკრატია მყარად დამკვიდრდა და ევროკავშირი განაგრძობს მის დაშოშმინებას, კიდევ რა სერიოზული ამოცანები შეიძლება ჰქონდეს ნატო-ს?

მესამეც, პოტენციური პრობლემა თურქეთია, რომელიც 1950 წლიდან ნატო-ს სრულუფლებიან წევრად ითვლება. მართალია თურქეთის ბოლოდროინდელი საგარეო პოლიტიკური ინიციატივები მე ნაკლებად მაშფოთებს ვიდრე სხვებს, მაგრამ არა მაქვს საფუძველი ვივარაუდო, რომ მთელ რიგ საკვანძო საკითხებზე ანკარას და ჩვენი გზები იყოფა. შეერთებული შტატები, ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია მტკიცედ აძლიერებენ ზეწოლას ირანზე, მაშინ როდესაც თურქეთი თეიარანს უახლოვდება – როგორც დიპლომატიურად, ასევე ეკონომიურად. იმავდროულად თურქეთს და ვაშინგტონს შორის პალესტინა-ისრაელის საკითხზე წინააღმდეგობა იზრდება, რაც შეიძლება ამერიკელი კონგრესმენების პოზიციაზე უარყოფითად აისახოს. ეს წინააღმდეგობა შესაძლოა დამატებით გააძლიეროს ისლამოფობიის ზრდამ შეერთებულ შტატებსა და ევროპაში. თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალები ნატო-ში სიდიდით მეორეა (შეერთებული შტატების შემდეგ) და ნატო ძირითადად კონსესუსის პრინციპზე მოქმედებს, სერიოზულ დაპირისპირებას შესაძლოა მთელი ალიანსის პარალიზება მოჰყვეს.

ამგვარად ნატო-ს როგორც მნიშვნელოვანი საერთაშორისო ძალის მომავალი, შესანიშნავად არ გამოიყურება. რა თქმა უნდა მსგავს უსიამოვნო პროგნოზებზე სტანდარტული პასუხები არსებობს: რომ ნატო-ს კრიზისები წარსულშიც გადაუტანია (მაგალითად სუეცის კრიზისი) და ის რომ მათ ყოველთვის უმკლავდებოდა. ეს ასეა, თუმცა საჭიროა „ცივი ომის“ კონტექსტის გათვალისწინება, რომლის დროსაც ამერიკის და ევროპის ლიდერებს შეკავებისთვის ცხადი მიზეზი გააჩნდათ.

რა თქმა უნდა, რადგან ნატო ტრანს-ატლანტიკური სოლიდარობის სიმბოლოა, არც ერთ ამერიკის პრეზიდენტს და ევროპელ ლიდერს არ მოუნდება, რომ ის მისი მმართველობის დროს დაინგრეს. გარდა ამისა, არსებობს უამრავი ბიუროკრატი ბრიუსელში და ევროპელი და ამერიკელი ატლანტისტი, რომლებისთვისაც ნატო – ცხოვრების თემაა. ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ალიანსი წევრებს დაკარგავს ან დაიშლება. მე ისიც კი გამიკვირდება, თუკი საგარეო პოლიტიკური ელიტა აღიარებს იმას, რომ ალიანსს სერიოზული პრობლემები აქვს.

ამის ნაცვლად ის ნელ-ნელა ყოველგვარ მნიშვნელობას დაკარგავს. როგორც მე ამას ათი წლის წინ ვწერდი:

„…ატლანტიკური ალიანსი ვაილდის დორიან გრეის ემსგავსება – ის რაც უფრო დიდია, მით უფრო ახალგაზრდას და სიცოცხლით სავსეს ჰგავს და მით უფრო სუსტი ხდება. შეიძლება ვაშინგტონის შეთანხმება ძალაში დარჩეს, გაგრძელდეს მინისტერიალები, გამოქვეყნდეს სერიოზული და ოპტიმისტური კომუნიკეები, ბრიუსელის ბიუროკრატებმა განაახლონ ნატო-ს საიტი – მოკლედ, მთელი ეს ზედაპირული საქმიანობა იმ პირობით შენარცუნდება, რომ ალიანსს არანაირ სხვა ამოცანას არ დაუსახავენ. საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ ნატო შეიძლება მოკვდეს და ამას ვერავინ ვერ შეამჩნევს. თანაც გვამს ჩვენ იმ მომენტში აღმოვაჩენთ როდესაც დაგვჭირდება, რომ ნატო-მ მომხდარზე რაიმე რეაგირება მოახდინოს“.

თუკი წარსულს გადავხედავთ უნდა ვაღიარო, რომ სათანადოდ ვერ შევაფასე ნატო-ს თვითაღდგენის უნარი. კერძოდ, მან გადაიტანა 1999 წლის ომი კოსოვოში და პირველად ისტორიაში 11 სექტემბრის შემდეგ აამოქმედა ვაშინგტონის შეთანხმების მე-5 მუხლი, თუმცა ის ძალები, რომელიც ნატო-ს წევრებმა ავღანეთში გაგზავნეს, ძირითადად სიმბოლური იყო და მთელი ტვირთი მხრებზე შეერთებულ შტატებს დააწვა, მაგრამ ეს ძალიან მოკრძალებული ძალისხმევაც კი ევროპელებისთვის ზედმეტი აღმოჩნდა და საეჭვოა ის განმეორდეს. კონტინენტმა, რომლის მოსახლეობაც მცირდება და რომელსაც საგარეო საფრთხე სერიოზულად არ ემუქრება, საეჭვოა მომავალში ენთუზიაზმი გამოსთქვას სახელმწიფოს მშენებლობის სფეროში მომავალ ავანტიურებთან დაკავშირებით. ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ მომავალში ის მონაწილეობას მიიღებს აშშ-ს მხრიდან იმ კოალიციის შექმნის მცდელობებში, რომელიც ჩინეთის მზარდი გავლენის დაბალანსებას შესძლებს.

მოკლედ ცუდი ამბავი ის არის, რომ საერთაშორისო უსაფრთხოების ერთ-ერთი ქვაკუთხედი, როგორც სჩანს, უახლოეს მომავალში დაიშლება, თუმცა კარგი ამბავია ის, რომ ამით არაფერი შეიცვლება.
Foreign Policy
foreignpress.ge\

http://www.polity.ge/oppinion/analise/2283...i-dakarga-.html
kote-1962
ევროპას რუსეთი არ სჭირდება

29.09.2010 11:44


შემოდგომამ ევროპის არქიტექტურას შესაძლოა გარკვეული სიურპრიზები მოუტანოს. „რუსეთს შეუძლია ნატო-ს ახალი იმპულსი შესძინოს“ – წერდა ახლახანს პატივსაცემი გერმანელი ექსპერტი საგარეო პოლიტიკის საკითხებში.


ის გულწრფელად მხარს უჭერს (და ამ მხრივ მარტო არ არის) იმას, რომ ალიანსმა მოსკოვს ნატო-ს წევრობა შესთავაზოს, თუმცა რამდენიმე წინადადების შემდეგ ის საღ დასკვნამდე მიდის, რომ რუსულ დიპლომატიას, სამწუხაროდ „ჯერ კიდევ არ უარყვია მისი ძველი ამოცანა, რომელიც დასავლური ალიანსის პარალიზებისკენაა მიმართული“ რეალური დიაგნოზი და თამამი თერაპია – როგორ შეესაბამება ერთმანეთს ეს ორი მიდგომა? გვაქვს თუ არა ჩვენ ადეკვატური წარმოდგენა რუსეთზე? სწორედ ეს იქნება მთავარი კითხვა ამ შემოდგომაზე. ნატო მის ახალ სტრატეგიაზე მუშაობს, დღის წესრიგში დგას რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხი და ევროკავშირი უნდა გაერკვეს, რამდენად სერიოზულად უდგება ის „მოდერნიზაციულ პარტნიორობას“ რუსეთთან, ასევე „აღმოსავლურ პარტნიორობას“ უკრაინასთან და უფრო პატარა მეზობლებთან. აქ ბევრი რამ სასწორზე დევს: ენერგეტიკული უსაფრთხოებიდან დაწყებული, უვიზო რეჟიმით აღმოსავლეთ-ევროპის 200 მილიონი მოქალაქისთვის დამთავრებული – ასეთია იმ თემების მოკლე მონახაზი, რომელიც ამ დღის წესრიგში შედის.

იმავდროულად, გერმანიაში რუსული თემატიკის განხილვა კლებისკენ მიდის და როგორც სჩანს, დღეს ის უფრო მეტად ექვემდებარება პოლიტკორექტულობას, ვიდრე ეს ოდესმე იყო 1991 წლის შემდეგ. მაშინ ფედერალურმა კანცლერმა შმიდტმა რუსეთს ღიად უწოდა „მაღალი ვოლტა რაკეტებით“, ანუ დაახასიათა ის როგორც გავლენის არმქონე, მაგრამ კარგად შეიარაღებული მცირე სახელმწიფო. დღეს ამას ვეღარავინ იტყვის, მაგრამ მაინც რა შეიცვალა სინამდვილეში მას შემდეგ ამ სახელმწიფოში?

თუკი რუსეთთან დაახლოების მომხრეებს ყურს დავუგდებთ, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება რომ ჩვენ საქმე გვაქვს მომავლის ეკონომიკურ ზესახელმწიფოსთან და გერმანიის თვალსაზრისით, თითქმის იდეალურ პარტნიორთან.

მაგრამ უფრო ყურადღებით თუ დავაკვირდებით, ორ კომპლექსს აღმოვაჩენთ (იდეალიზებულ წარმოდგენას და დამახინჯებულ წარმოდგენას) რომლებიც ამ მოსაზრებას ხსნის. წარმოდგენათა ამ ორმა კომპლექსმა გერმანიაში ღრმად გაიდგა ფესვი: დანაშაულის განცდა და პასუხისმგებლობა მეორე მსოფლიო ომზე, ასევე „იმპერიის“ დაკარგვასთან დაკავშირებული თანაგრძნობა. დღემდე გაურკვევლია, რატომ რჩება ეს პასუხისმგებლობის განცდა პირველ რიგში რუსეთთან და არა ომისგან დიდწილად დაზარალებულ რესპუბლიკებთან, უკრაინასთან და ბელორუსთან მიმართებაში.

პარადოქსია ისიც, თუ რატომ ესმით „რუსეთის სპეციალისტებს“ პოსტ-იმპერიული ტრამვა უკეთ ვიდრე იმ სახელმწიფოების ტკივილი, რომლებიც დღემდე განიცდიან საკუთარ თავზე საბჭოთა იმპერიის მემკვიდრეობას. ეკონომიკაში არსებითი ინტერესები ამის გაცნობიერებას ხელს უშლის. გამოცდილ ადამიანებსაც კი, რომლებიც საგარეო პოლიტიკის სფეროში მოღვაწეობენ, უკვირთ როდესაც მათ იმაზე მიუთითებენ, რომ რუსეთი როგორც სავაჭრო პარტნიორი გერმანიისთვის ჩეხეთის რესპუბლიკის დონეზეა, ხოლო 2009 წელს მას ამ მხრივ ჩამორჩებოდა კიდეც. თუკი ნავთობის და გაზის მიწოდებებს არ ჩავთვლით, შეიძლება ითქვას ის რომ არ არსებობს არანაირი არსებითი გერმანულ-რუსული ვაჭრობა, თუმცა საკრედიტო რისკების სადაზღვევო კომპანია Euler Hermes-ი ფედერალური მთავრობის დავალებით 1991 წლის შემდეგ არც ერთ სხვა სახელმწიფოს არ დახმარებია საექსპორტო კრედიტებზე გარანტიებით ისე, როგორც რუსეთს. ამ პოლიტიკით განპირობებული მილიარდიანი დახმარების შედეგები მიზერულია.

გერმანია აღმოსავლეთ-ევროპაში არ აწარმოებს პოლიტიკას „Russia first“ („რუსეთი პირველ რიგში“), არამედ მისი პოლიტიკაა „Russia only“ („მხოლოდ რუსეთი“). პოლიტიკის ზეწოლით ბალტიის ზღვაში რეალიზებული გაზსადენის პროექტი, რომელიც კიდევ დიდხანს იქნება გაოცების საგანი და მათ შორის იმის გამოც, რომ ის დიამეტრალურად ეწინააღმდეგება იმ დივერსიფიკაციას, რომელზეც ყველა სიამოვნებით საუბრობს, მხოლოდ ერთი მაგალითია. უკვე საკმაოდ თამამად გამოიყურება ის რომ ვლადიმერ პუტინი ტრიბუნას ძალიან სერიოზული გამომეტყველებით უახლოვდება (როგორც ეს სამი წლის წინ მიუნჰენში იყო) და აცხადებს, რომ რუსეთს ევროპა არ სჭირდება და მოსკოვს საკუთარი გზით შეუძლია სიარული. შესანიშნავი ბლეფია! სწორედაც რომ პირიქითაა. რუსეთს სჭირდება ევროპელები ევროკავშირიდან და არა პირიქით. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირის წევრი-ქვეყნების ხელშია საკუთარი გავლენის გაძლიერების ბერკეტი. რა თქმა უნდა, აქ რუსეთის შიდა განვითარებაზე გავლენა ნაკლებად იგულისხმება: დასავლეთის უნარი გავლენა მოახდინოს რუსულ ელიტაზე დღეს ისეთი უმნიშვნელოა, როგორიც ის 1991 წლის შემდეგ არ ყოფილა და სწორედ ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ახლახანს რიგის უსაფრთხოების კონფერენციის მონაწილეები. პოლიტიკური კულტურის ღრმა დინებებში პოლუსების შეცვლა ქვეყანაში არც აეროპორტების დიპლომატიას შეუძლია და არც მილიარდიან კრედიტებს.

თუმცა იქ სადაც რუსეთის ქმედებები სხვებს ეხება, მაგალითად საერთო მეზობლებს მოლდავეთში, სადაც მოსკოვს მთელი არმია დარჩა, ან საქართველოს აღიარებული საზღვრების შიგნით, სადაც ის აქტიურად აშენებს სამხედრო ბაზას – ევროპელებს შეუძლიათ აუხსნან მას თუ როგორი ქმედებაა დასაშვები საერთო სახლში და როგორი არა. ძალა საკმარისია, მაგრამ არსებობს კი ამისთვის პოლიტიკური ნება – ეს უახლოეს თვეებში უნდა გამოჩნდეს.
Die Welt
foreignpress.ge

http://www.polity.ge/oppinion/expert/2282-...r-chirdeba.html
kote-1962
დატუსაღებული 14 წლის გოგონა შველას ითხოვს!


21:01 03.10.2010

[ნინო მიქიაშვილი]


უახლოეს ხანში ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო გვანცა ყუფარაძის საქმეს განიხილავს, რომელიც 2006 წლის ნოემბერში, 14 წლის ასაკში, თანაკლასელი ბიჭის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააპატიმრეს და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

პრესა.გე გვანცას მამას, ალექსანდრე ყუფარაძეს შეხვდა და ესაუბრა; ასევე ვესაუბრეთ პარლამენტარ დიმიტრი ლორთქიფანიძეს, რომელიც გვანცას მამის განმარტებით, საქართველოს პარლამენტში ერთადერთი ადამიანი აღმოჩნდა, ვინც ყუფარაძეების პრობლემა დეტალურად შეისწავლა, გულთან ახლოს მიიტანა და პოლიტიკური დებატების დროს, ამაზე პარლამენტის ტრიბუნიდან მიხეილ სააკაშვილსაც მიმართა. პრესა.გე–სთან საუბრისას დიმიტრი ლორთქიფანიძე ამბობს, რომ გვანცა ყუფარაძის მიმართ გამოტანილი განაჩენი უკანონო და უსამართლოა.

ის, რასაც ამ მასალაში წაიკითხავთ, ეყრდნობა ალექსანდრე ყუფარაძის და დიმიტრი ლორთქიფანიძის მონათხრობს. პრესა.გე არ არის პირველი, ვინც ამ საქმეზე მასალას აქვეყნებს. 2006 წლიდან მოყოლებული დღემდე, ქართულ გაზეთებში არაერთი მასალა დაიბეჭდა. ახლახანს ამ თემაზე, ტელეეთერში სტუდია “ჯი ენ ესის“ ჟურნალისტის, იმედა დარსალიას მიერ მომზადებული ვრცელი სიუჟეტიც გავიდა, რომელშიც კონკრეტულ ადამიანთა მონათხრობი (როგორც ფარულად, ისე ღიად ჩაწერილი თვითმხილველების) ემთხვევა, ალექსანდრე ყუფარაძისა და დიმიტრი ლორთქიფანიძის მონათხრობს.

სანამ ამ საქმეში ახლადაღმოჩენილ გარემოებაზე გიამბობთ, მოკლედ მოგიყვებით ისტორიას, რის გამოც გვანცა ყუფარაძე დღემდე საპყრობილეშია:

2006 წლის 9 ნოემბერს, ნაძალადევის რაიონში, მე-12-ე საჯარო სკოლის ტერიტორიაზე, სასწავლო პროცესის დროს, 14 წლის თორნიკე ტყემალაძეს დანით 33 ჭრილობა მიაყენეს. ოფიციალური ვერსიით ეს თორნიკეს კლასელმა, გვანცა ყუფარაძემ გააკეთა. მოტივი საქმის მასალებში არ ფიგურირებს და ეს დაზარალებულისთვისაც უცნობია. თავად გვანცას ჩვენების მიხედვით, თორნიკეს 4 ახალგაზრდა (გვანცასთვის უცნობი, ხოლო თორნიკესთვის ნაცნობი) სცემდა და აქედან ორმა მას დანით ჭრილობები მიაყენა. მომხდარიდან რამდენიმე წუთში, ამ ფაქტის ერთადერთმა მოწმემ, გვანცა ყუფარაძემ თანაკლასელის დაჭრის ამბავი ერთ–ერთ მასწავლებელს შეატყობინა.

სკოლის სასწავლო ნაწილმა, მაია ბერძენიშვილმა შემთხვევის ადგილის შესახებ გვანცა ყუფარაძეს დაწვრილებით გამოჰკითხა, რის შემდეგაც, სკოლის თანამშრომელთა თქმით, დანაშაულის კვალი წაშალა.

დიმიტრი ლორთქიფანიძე: “სისხლის სამართლის საქმის გაცნობისას, ძალიან მნიშვნელოვან დეტალს წავაწყდი, რაზეც შემდგომში ყურადღება სტუდია “ჯი ენ ესმა“ გაამახვილა, თავის სიუჟეტში, რომელიც ტელეკომპანია “მაესტროს“ ეთერით გავიდა და რომელშიც ასახულია დანაშაულის ადგილზე სისხლის კვალის წაშლის ფაქტი, იმ საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილის მიერ, რომელშიც გვანცა ყუფარაძე სწავლობდა. ეს ფაქტი გამოძიებისთვის რატომღაც შეუმჩნეველი დარჩა. საქმის მასალებში არის ჩვენება, სადაც სასწავლო ნაწილი ამბობს, რომ მან კვალი წაშალა, რაღაც სხვა მოსაზრებების გამო“.

მე–12 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მომხდარი ამბის შესახებ, ერთ–ერთი სააგენტოს ე.წ. ნიუსი, პირველად გაზეთ “ალიაში“ გამოქვეყნდა..; 14 ნოემბერს ამაზე ტელეკომპანია “მზის“ საინფორმაციო გამოშვებაშიც ილაპარაკეს (მოგვიანებით ინფორმაცია “რუსთავი 2“–ზეც გავიდა), რის შემდეგაც მამამ თავისი შვილი პოლიციაში მიიყვანა – “აი, ჩემი შვილი და თუ დამნაშავეა, მოვკლავ–მეთქი, - ვუთხარი პოლიციელებს. მანამდე გვანცა პოლიციას ერთხელ ჰყავდა დაკითხული“.

ალექსანდრე ყუფარაძის განმარტებით, სისხლის სამართლის საქმის გაცნობის შემთხვევაში, ნებისმიერი ადამიანი დარწმუნდება, რომ დაზარალებული თორნიკე ტყემალაძე მოსამართლის კითხვებზე წინასწარ მომზადებულ და შეთანხმებულ პასუხებს სცემს – “როცა ეკითხებიან – წინააღმდეგობა რატომ ვერ გაუწიეო, დაზარალებული ამბობს, ჟეშტი მეჭირა, მაგრამ ბოლოს წინააღმდეგობის გაწევა შევძელი და გავიქეციო. აი, ასეთი სისულელეების დაჯერება შეძლო მოსამართლემ. ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, როგორ შეიძლებოდა გაქცეულიყო ადამიანი, რომელსაც 33 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული?!“

გვანცა ყუფარაძის მამის თქმით, მე-12 საჯარო სკოლის იმ თანამშრომლებზე, რომლებმაც საქმის ირგვლივ სიმართლე იციან,ზეწოლას ახორციელებენ და ამიტომ, ხმამაღლა შიშით ვერაფერს ამბობენ. გვანცას დედა, ციალა ქავთარაძეც მე-12 სკოლაში მუშაობს – მათემატიკას ასწავლის.

ალექსანდრე ყუფარაძე: “სხვადასხვა სკოლებში არაერთი ამგვარი შემთხვევა მოხდა, რასაც დირექტორისა და მოადგილეების წასვლა მოჰყვა. მე-12 საჯარო სკოლაში მანანა გორგასლიძე მეოთხე წელია დირექტორის მოვალეობას ასრულებს. როგორც ჩანს, განათლების მინისტრის, დიმიტრი შაშკინისთვის ასეთი დირექტორები და სასწავლო ნაწილები ხელსაყრელია; მოზარდებს ალბათ ამგვარი ხალხის მეშვეობით უპირებენ სამტრედიის ე.წ. სპეცსკოლაში გამწესებას და ციხის კონტიგენტის შევსებას - რაც მეტი დაჩაგრული ბავშვი გაიზრდება, მით მეტი მონა ეყოლებათ. გვანცამ თავის ჩვენებაში სიმართლე ილაპარაკა, მაგრამ კედელს ცერცვი შეაყარეო, ასე გამოვიდა; ჩემი შვილი სიმართლის თქმისთვის ისჯება; ცალკეული პიროვნებების პასუხიმგებლობის საკითხი, რომ არ დამდგარიყო, ჩემი შვილი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. მას რომ ეთქვა ის ტყუილი, რომელსაც სკოლის ადმინისტრაცია ამტკიცებდა (რომ თორნიკე ტყემალაძე ვითომ მეორე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა), დღეს ალბათ, თავისუფალი იქნებოდა“.

იმას, თუ როგორ აღმოჩნდა გვანცა ყუფარაძე იმ ადგილას, სადაც თორნიკე ტყემალაძე დაჭრეს, ალექსანდე ყუფარაძე, მისი შვილის ჩვენებაზე დაყრდნობით გვიამბობს - იმ დღეს, პირველ გაკვეთილზე თორნიკემ გვანცას გარკვეული თანხა სთხოვა, რაზემ პასუხად მიუგო - მე არ მაქვს, მაგრამ შემიძლია დედას ვთხოვო და დაგეხმარებიო. ამაზე თორნიკემ უარი უთხრა. მეხუთე გაკვეთილის შემდეგ, ღობესთან მყოფმა თორნიკე ტყემალაძემ გვანცას თხოვნა გაუმეორა - შენს იქით გზა არ მაქვს, ეგებ დედას სთხოვოო. ამასობაში, ოთხი ახალგზარდა მოვიდა...

ალექსანდრე ყუფარაძე: “როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, წინა დღეს აგინებდნენ გამოდი თორემ ასე და ისე გიზამთო; სკოლის შენობიდან თორნიკე მასწავლებლებმა არ გაუშვეს, მაგრამ ამ ამბის შესახებ, არც მათ მშობლებს შეატყობინეს. მეორე დღეს თორნიკე დაჭრეს“.

იმაზე, თუ რატომ წაშალეს დანაშაულის კვალი და რატომ აშინებენ იმათ, ვინც სიმართლე იცის, ალექსანდრე ყუფარაძე დაზუსტებით ვერაფერს ამბობს, მაგრამ იხსენებს 2006 წლის 9 ნოემბერს, როცა დანაშაულის ადგილის დათვალიერება დასრულდა (ეს კი ღამის 11საათზე, ფარნის შუქზე გაკეთდა!), პოლიციის მანქანაში, სკოლის სასწავლო ნაწილის გამგეები უშუალოდ მას უმტკიცებდნენ, რომ თორნიკე ტყემალაძე დაჭრეს კიკვიძის ბაღში და შემდეგ სკოლის ტერიტორიაზე შეიყვანეს.

“პოლიციისთვის მთავარი იყო საქმე გახნილიყო. მათ არ ადარდებდათ, ვის დაიჭერდნენ – ნამდვილ დამნაშევეებს თუ უდანაშაულო ბავშვს. რაც შეეხება დირექციას - მანანა გორგასლიძე “ნაცმოძრაობის“ წევრია; ამასთან კახა ლომაიას კადრია – მანამდე განათლების სამინისტროში მუშაობდა. გორგასლიძის წინამორბედი ლომაიას სიდედრს გადააყოლეს, რომელიც მე-12 სკოლაში პედაგოგად მუშაობდა. საათების არქონის გამო შემცირებაში მოჰყვა, რის გამოც ლომაია სკოლის იმჟამინდელ დირექტორს დაემუქრა. 4 თუ 5 თვის შემდეგ განათლების მინისტრად დაინიშნა და დირექტორიც გაათავისუფლა“, - აცხადებს გვანცა ყუფარაძის მამა.

პარლამენტარი დიმიტრი ლორთქიფანიძე გვანცა ყუფარაძის საქმეს უნიკალურ შემთხვევად აფასებს და ამბობს, რომ 4 წლის განმავლობაში სასჯელს იხდის საპყრობილის რეჟიმში, სრულწლოვან პატიმარ ქალებთან ერთად, მხოლოდ იმიტომ, რომ ქვეყნის პენიტენციურ სისტემას არასრულწლოვან ქალთა დაწესებულება არ გააჩნია.

დიმიტრი ლორთქიფანიძე: “პოლიტიკური დებატების დროს ამაზე მიხიელ სააკაშვილს გავუმახვილე ყურადღება, რასაც უმრავლესობის წარმომადგენელი, პალიკო კუბლაშვილი გამოეხმაურა და არასწორი ინფორმაცია გაავრცელა - თითქოს გვანცა ყუფარაძემ მიაყენა თავის თანატოლს სიცოცხლისთვის სახიფათო 7 ჭრილობა და რომ ჩემი მხრიდან გვანცა ყუფარაძის ადვოკატობა იყო არადროული და მიმართული იყო პოლიტიკური ქულების ჩაწერისკენ. ამის შემდეგ, გვანცა ყუფარაძის სისხლის სამართლის საქმით უფრო ღრმად დავინტერესდი და ჩემს თვალწინ წარმოუდგენელი რამ დადგა - საქმე ეხება განზრახ მკვლელობის მცდელობას დამამძიმებელ გარემოებებში, რა დროსაც თითქოს გვანცა ყუფარაძემ მის თანაკლასელს მიაყენა 33 ჭრილობა, ორი სხვადასხვა მჭრელი საგნით.

ინფორმაციის მოპოვების მიზნით გვანცა ყუფარაძის კანონიერ წარმომადგენელს, მის მამას დავუკავშირდი; დავინტერესდი გვანცა ყუფარაძის აკადემიური მოსწრებით და გავარკვიე, რომ 14 წლის ასაკამდე გვანცას სემესტრულად, არც ერთი ოთხიანი არ ჰყოლია გამოყოლილი, იყო ფრიადოსანი; დახასიათებაშიც, რომელიც მე-12 საჯარო სკოლამ გასცა, წერია, რომ გამოირჩეოდა უაღრესად დადებითად და რომ არასდროს არ ჰქონია შენიშვნა მიღებული“.

საქართველოს სახელით კანონიერ ძალაში შესული განაჩენი პარლამენტარ დიმიტრი ლორთქიფანიძისთვის ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. მას მიმაჩნია, რომ განაჩენი არის არაკანონიერი და უსამართლო, გამომდინარე იქიდან, რომ სასამართლო არ დაეყრდნო, არც ექსპერტიზის დასკვნებს და არც ფაქტობრივ გარემოებებს, რომლის მიხედვით, პარლამენტარის განმარტებით, აშკარად იკვეთება ახალი დანაშაულის კვალი, როგორც მინიმუმ, დანაშაულის დაფარვის კუთხით.

“შესაბამისად, მას შემდეგ, რაც ევროსასამართლო განიხილავს გვანცა ყუფარაძის საქმეს, რომელსაც პრიორიტეტი აქვს მინიჭებული, ვფიქრობ, სამართლიანობა იზეიმებს და ამ საქმეზე ჭეშმარიტება საბოლოოდ გაირკვევა. თუმცა, როგორ და რა გზით მოხდება გვანცა ყუფარაძისა და მისი ოჯახისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება, ჩემთვის ძნელი წარმოსადგენია, ვინაიდან გვანცა ყუფარაძე უპრეცენდენტო პირობებში იხდის სასჯელს, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ სახელმწიფოში არ არის მოწყობილი არასრულწლოვან ქალთა სპეციალური დაწესებულება.

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს მესამედ გავუგზავნე დასაბუთებული შუამდგომლობა, გვანცა ყუფარაძის შეწყალების აუციელებლობის თაობაზე, ჩემთვის ჯერჯერობით დაუდგენელი და გაუგებარი მიზეზების გამო, პრეზიდენტი გოგონას შეწყალებისგან თავს იკავებს. კიდევ ერთი გარემოება, რომელიც შემამსუბუქებელი უნდა ყოფილიყო – მიუხედავად გაუსაძლისი, მძიმე პირობებისა, გვანცა ციხის პირობებშიც აგრძელებს სწავლა–განათლებაზე ზრუნვას; მან წარმატებით დაძლია ყველა გამოცდა, რომელიც მეთორმეტე კლასის დამამთავრებელ გამოცდებს შეეხებოდა, მაგრამ გარკვეული, ხელოვნური ბარიერის გამოყენების გამო, მას 1 გამოცდით მეტის ჩაბარება მოუწია, რაც არ იყო დადგენილი მოცემული პროგრამით და რის გამოც მან ვეღარ შეძლო ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება და სწავლის უმაღლეს სასწავლებელში გაგრძელება.

ესეც ალბათ იმ მიზეზის გამო, რომ იმ შემთხვევაში, თუ გვანცა ყუფარაძე ერთიანი ეროვნული გამოცდებით დადგენილ სტანდარტებს დაძლევდა და რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში მოხვდებოდა, მაშინ პრეზიდენტი კიდევ ერთხელ დადგებოდა მორალური ვალდებულების წინაშე, შეეწყალებინა ეს მსჯავრდებული.

მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი ყველა გარემოებისა, ჩვენ მაინც ვაგრძელებთ მუშაობას ამ კუთხით და ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები გვანცა ყუფარაძის მდგომარეობას ყურადღებას მიაქცევენ“, - ამბობს პალამენტარი.

პრესა.გე-ს კითხვას - თქვენი აზრით, რას ერჩოდნენ 14 წლის გვანცა ყუფარაძეს? დიმიტრი ლორთქიფანიძე პასუხობს:

“რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, მე-12 საჯარო სკოლის პედაგოგებს შორის ისეთებიც არიან, რომლებსაც ხელისუფლებაში ძალიან სერიოზული მფარველები ჰყავთ, ისევე, როგორც დირექტორს. როგორც ჩანს, გვანცა ყუფარაძე აღმოჩნდა ყველაზე დაბალი ღობე, რომელზეც შესაძლებელი იყო ხელი შეეწმინდათ“.

http://www.presa.ge/new/?m=society&AID=1216
kote-1962
ნატო საქართველოს: გმადლობთ თქვენი სამსახურისთვის, მაგრამ…


11:43 03.10.2010
[EURASIANETIANET.org]
როდესაც დაახლოებით ერთი თვის წინ ავღანეთში საქართველომ მისი პირველი ჯარისკაცი დაკარგა, გაჩნდა კითხვა, ხომ არ დაკარგავდა ავღანეთის მისიაში მონაწილეობა ქართული საზოგადოების მხარდაჭერას. ახლა, როგორც ამას EurasiaNet–ის კორესპონდენტი გიორგი ლომსაძე იუწყება, საქართველომ კიდევ ოთხი ჯარისკაცი დაკარგა, რომლებიც ჰელმანდის პროვინციაში ნაღმზე აფეთქდნენ.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრესკონფერენცია გამართა ნატოს გენერალურ მდივანთან ანდრეს ფოგ რასმუსენთან ერთად, რომელიც სწორედ იმ დროს თბილისს ესტუმრა და ვრცლად ისაუბრა იმაზე, თუ როგორი სამსახური გაუწია ჯარისკაცების დაღუპვამ საქართველოს ნაციონალურ ინტერესებს:

„გუშინ ღამით ჩვენ ძალიან სამწუხარო ამბავი გავიგეთ პოლკოვნიკ რამაზ გოგიაშვილის, სერჟანტ დათო ცეცხლაძის, კაპრალების გიორგი კოლხიტაშვილის და ნუგზარ კალანდაძის ტრაგიკული დაღუპვის შესახებ.
ჯარისკაცობა ძალიან საპატიო, მაგრამ იმავდროულად ძალიან სახიფათო პროფესიაა.

ეს არის პროფესია, რომელიც უდიდეს ერთგულებას და თავგანწირვას მოითხოვს.

ქართველი მეომრები ტრადიციულად ბევრ ქვეყანაში იბრძოდნენ, მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში.

ჩვენი მეომრები ხელმძღვანელობდნენ ძველი სპარსეთის, ოსმალთა იმპერიის, ეგვიპტის და რუსეთის არმიებს…

დიდი შეცდომა იქნებოდა იმის წარმოდგენა, რომ სახელმწიფოს ინტერესები საქართველოს საზღვრებთან მთავრდება, მაშინ როდესაც ჩვენს წინააღმდეგ გლობალური პოლიტიკური ბრძოლაა გაჩაღებული.

ჩვენ გვაქვს საერთაშორისო ინტერესები და გვყავს მოკავშირეები და მეგობრები. ის ფაქტი, რომ ჩვენი ხუთჯვრიანი დროშა ამ შენობის თავზეა აღმართული, ასევე ის, რომ საქართველო წარმატებით ვითარდება როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, ჩვენი საერთაშორისო კავშირების, ჩვენი მეგობრების, ჩვენი საერთო ინტერესების დამსახურებაა“.

მოგვიანებით სააკაშვილმა განაცხადა, რომ ნატოში გაწევრიანება საქართველოს მთავარი სტრატეგიული პრიორიტეტია.

თუმცა ერთმა ჟურნალისტმა რასმუსენს მკვეთრი კითხვა დაუსვა –ავღანეთის მისია საქართველოს ნატოს წევრი ქვეყნების მხრიდან კეთილგანწყობის მოპოვებაში უნდა დაეხმაროს, ეს მართლაც ასეა თუ არა?

რასმუსენმა პირდაპირ პასუხს თავი აარიდა…

„ბატონო გენერალურო მდივანო, თქვენ ახლა განაცხადეთ, რომ ქართველმა ჯარისკაცებმა ძალიან მაღალი ფასი გაიღეს და ეს მსხვერპლი ამაოდ არ ჩაივლის. ქართული საზოგადოების აზრით ეს არის საქართველოს მიერ ალიანსში გაწევრიანებისთვის გადახდილი ფასი. ფიქრობთ თუ არა, რომ ზოგიერთი ქვეყნის პოზიცია, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, 2008 წლის ომის შემდეგ შეიცვალა? მე მესმის, რომ თქვენ ვერ გვეტყვით საქართველოს ალიანსში გაწევრიანების ვერანაირ ზუსტ თარიღს, მაგრამ იქნებ უფრო კონკრეტული რამ გვითხრათ პორტუგალიაში ნატოს სამიტის წინ. დიდი მადლობა…

ანდრეს ფოგ რასმუსენი: პირველ რიგში მე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ავღანეთში ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, ვიმყოფებით საკუთარი უსაფრთხოებისთვის, რათა დავიცვათ ავღანეთი იმისგან, რომ ის კვლავ ტერორისტების უსაფრთხო თავშესაფარად არ გადაიქცეს. ამიტომ ძალიან სამწუხაროა, რომ ბრძოლა ჩვენი უსაფრთხოებისთვის, თავისუფლებისა და ტერორიზმის წინააღმდეგ, ზოგიერთ ჩვენს ჯარისკაცს ძალიან მაღალ ფასად უჯდება. ჩემი ხედვა ასეთია.

რაც შეეხება თქვენი კითხვის მეორე ნაწილს. ვფიქრობ, ნატოს სამიტი ლისაბონში ხელახლა დაადასტურებს ჩვენს პოზიციას, რომელიც ბუქარესტის 2008 წლის სამიტზე დავიკავეთ, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, როდესაც ის სრულად დააკმაყოფილებს აუცილებელ კრიტერიუმებს. ამ ეტაპზე საქართველო–ნატოს კომისიის ფარგლებში პოზიტიური თანამშრომლობა გრძელდება“.

იმის მიუხედავად თუ რას აკეთებს საქართველო ავღანეთში, მისი ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა ძალიან შორია.

თუკი მსხვერპლის რაოდენობა გაიზრდება, ქართველებს შესაძლოა სულ უფრო და უფრო აქტიურად გაუჩნდეთ კითხვა: რა არის ამ ომში კარგი?

[foreignpress.ge]

http://www.presa.ge/new/?m=politics&AID=1213
kote-1962
ფულიანები და უფულოები


13:57 03.10.2010
[სანტიაგო გაუჩო]

წინა კვირის ქართულ სპორტულ მოვლენებზე “ფიქრები” კვლავ ჩვენი “ტყავის ბურთის” პრობლემებით უნდა დავიწყო. გრძელდება კლუბი “სამტრედიას” ფინანსური კრიზისი და რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ეს იმერული გუნდი ალბათ დაიშლება და საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგას მხოლოდ ცხრა გუნდი შემორჩება.



ციფრი ცხრა კი ვახსენე, მაგრამ არ უნდა გაგიკვირდეთ თუ ეს რაოდენობა უახლოეს მომავალში კიდევ უფრო შემცირდება. ამის შესახებ ცოტა მოგვიანებით, დღევანდელი წერილის პირველი “გმირი” კვლავ “სამტრედია” და მის წინაშე არსებული პრობლემები იქნება.



არ ვიცი ჩვენი წინა სტატია წაიკითხეს თუ ინფორმაცია საკუთარი წყაროებით მოიძიეს, მაგრამ ამ იმერულ კლუბს ერთჯერადი დახმარება რამდენიმე ბიზნეს-ჯგუფმა აღმოუჩინა. თავდაპირველად ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია “ბილაინმა” “სამტრედიას” ანგარიშზე აგვისტოს დავალიანების თანხა, ოცი ათასი ლარი ჩარიცხა. გახარებულმა სამტრედიელმა გულშემატკივრებმა მადლიერების ნიშნად “ბილაინზე” გადასვლა განიზრახეს და დარწმუნებულებიც არიან, რომ ეს კომპანია სამტრედიის რაიონში სხვა ქართველ კოლეგებს პირველობას ჩამოართმევს.



სამწუხაროდ, ეს აქცია ერთჯერადი გამოდგა და გუნდის წინაშე არსებული წინააღმდეგობები მხოლოდ ნაწილობრივ შეამსუბუქა. შემდეგი ნაბიჯი უკვე საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ გადადგა და “სამტრედიას” მოთამაშეებს საჩუქრად ახალი სათამაშო ფორმები გადასცა. ვერ გეტყვით, ესეც ერთჯერადი აქცია იყო თუ ეს ორგანიზაცია ხანგრძლივი სასპონსორო თანამშრომლობისათვის ემზადება.



ქვეყნისა და ფეხბურთის ფედერაციის უდიდესი სირცხვილია, რომ უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე გუნდს სათამაშო ფორმებით ასაჩუქრებენ. მცირედი დახმარების მიუხედავად “სამტრედია” მაინც სულს ღაფავს და გავრცელებული ინფორმაციით დაშლას მაინც ვერ გადაურჩება. ზაზა ადეიშვილი ( “სამტრედიას” პრეზიდენტი): “სპონსორი კვლავ არ ჩანს. ასეთ ვითარებაში ხვალინდელ პერსპექტივაზე როგორ ველაპარაკო ფეხბურთელებს და მოედანზე გასვლა ვთხოვო, როცა კვების საკითხების მოგვარებასაც ვერ ვახერხებთ? თუკი იმდენ ქულას დავკარგავთ, რომ მეორე წრეში თამაში აზრს დაკარგავს, მერე სპონსორის მოსვლას აზრი აღარ ექნება და ასეთ მდგომარეობაში უმაღლეს ლიგაში თამაში ქართული ფეხბურთისა და სამტრედიელების შეურაცხყოფა იქნება.



გასვლით მატჩებს ვინ ჩივის, დიდი ჯიხაიშის საწვრთნელ ბაზაზე მისვლასაც ვეღარ ახერხებენ ფეხბურთელები. დახმარებას მხოლოდ იმერეთისა და რაიონის ხელმძღვანელობა გვპირდება, თუმცა მხოლოდ ხელფას-პრემიებით სეზონის ჩატარება შეუძლებელია. ვშიშობ, გუნდი არ დაგვეშალოს” ( “ლელო”, 2 ოქტომბერი, 2010 ).



ფეხბურთი მთელს მსოფლიოში გართობის ინდუსტრიის ერთ-ერთი სახეობაა და მის ირგვლივ ყოველთვის დიდი თანხები ტრიალებს. საფეხბურთო გუნდები ფულის დაბანდების საუკეთესო საშუალებას წარმოადგენენ და მრავალ ბიზნესმენსა თუ კომპანიას ეს კარგად აქვს გათვითცნობიერებული. სამწუხაროდ საქართველოში ყველაფერი პირიქით არის და ჩვენებური “ტყავის ბურთი” მუდმივი კონკიას როლშია. “ფულიან ბიძიებსაც” საკუთარი სახსრების ფეხბურთში ჩადება არ სურთ. ამ თემასთან დაკავშირებით, “ქომაგთა ლიგის” პრეზიდენტის ზურაბ პეტრიაშვილის ერთი გამონათქვამი გამახსენდა: “როცა წარმოვიდგენთ, რომ მაგალითად, “ბარსელონა” ზუგდიდის “ბაიას” რომელიმე ევროპული ტურნირის ეგიდით შეხვდება და ზუგდიდს ესტუმრება, ეს მთლიანად ქალაქს შეცვლის. როცა ასეთი რამ წლების განმავლობაში გაგრძელდება, ბუნებრივია, ეს მთელ ქვეყანას და მის ეკონომიკასაც სასიკეთოდ დაეტყობა”.



საწყენი იქნება, თუ ”სამტრედია“ საქართველოს საფეხბურთო რუქიდან გაქრება. შეიძლება ამ იმერული კლუბის გზას სხვა გუნდებიც დაადგნენ. ამისი საშიშროება ნამდვილად არსებობს. მიმდინარე სეზონის წინ, ფეხბურთის ფედერაციისა და პროფესიული ფეხბურთის ლიგის თავკაცები იმედოვნებდნენ, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი გუნდები მალე კერძო მესაკუთრეთა ხელში გადავიდოდა. ბოლნისის ”სიონს“ ”მადნეული“ მიხედავდა, ”ბაიას“—”სოკარი“, “ჯი-ემ-სი ჯგუფი“ და ”ჯეოსელი“, ფოთის ”კოლხეთს“ იქაური პორტი და რამდენიმე ადგილობრივი ბიზნეს ჯგუფი. ქუთაისის ”ტორპედო“ კომპანია ”ვისოლმა“ აიყვანა, რუსთავის ”ოლიმპი“ კი ”ქართულმა ფოლადმა“.



ბოლო დროს გავრცელებული კულუარული ინფორმაციებით, მთელ რიგ კლუბებშისპონსორები არ შესულან და ისინიც გაურკვეველ ვითარებაში იმყოფებიან—სახელმწიფო სტრუქტურები აღარ აფინანსებენ, კერძო მეპატრონეები კი ჯერ არ მისულან. გამონაკლისები მხოლოდ ”ტორპედო“ და ”ოლიმპი“ არიან.



ბოლნისის ”სიონი“ ”მადნეულს“ ჯერ არ გადაუფორმებია. ამბობენ ორ-სამ კვირაში ყველაფერი წესრიგში იქნებაო. ზუგდიდის ”ბაიაშიც“ ანალოგიური მდგომარეობაა. ახალი სპონსორი არ ჩანს და გუნდიც ფონს ნასესხები ფულით გადის. გაცილებით მძიმე სიტუაციაა ფოთის ”კოლხეთში“. სეზონი ორი თვეა რაც დაიწყო და კლუბში პრემიები არ დარიგებულა.



ამჟამად მოთამაშეები აღარ ვარჯიშობენ და არც ოფიციალურ შეხვედრებზე მოედანზე გამოსვლას აპირებენ. ფოთიდან ჩამოსული ინფორმაციით, მოთამაშეებმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას წერილი გაუგზავნეს, სადაც პირველობის შესაძლო დატოვებას ამცნობენ. საინტერესოა, რომ ბატონ ზვიად სიჭინავას ფოთში არსებულ მდგომარეობაზე არაფერი სცოდნია.



დავუშვათ და საფეხბურთო გუნდები თანხებზე პოტენციურ სპონსორებთან ვერ შეთანხმდნენ, ამისთვის კიდევ რამდენიმე კლუბი დაშლისათვის უნდა გაიწიროს? ფეხბურთი რაიონებში საზოგადოებრივი ცხოვრების ერთ-ერთი თუ არა ძირითადი სახეა. ამაში მიმდინარე ზაფხულში თავად დავრწმუნდი, როდესაც ”ზესტაფონი“—”კარპატის“ შეხვედრას დავესწარი. იმერეთის ამ ქალაქში მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე ჩასვლა მომიწია და მთელი ზესტაფონი მომავალი შეხვედრის მოლოდინით საზრდოობდა.



საიდუმლო არ არის, რომ თბილისის გარეთ (ბათუმს თუ არ ჩავთვლით) კულტურულ-სპორტული ცხოვრება შედარებით ჩამკვდარია და ფეხბურთი ის სფეროა, რომელიც სტადიონებზე რამდენიმე ათასი ადამიანის ერთად თავმოყრას უწყობს ხელს. ხომ არ აჯობებდა გუნდების დაფინანსება დროებით სახელმწიფო სტრუქტურების ხელში დარჩენილიყო, უკვე მოგვიანებით კი მისი ჩანაცვლება, ისიც ეტაპობრივად კერძო კომპანიებს მოეხდინათ.



ქართულ კლუბებს მგზავრობის ხარჯები განსაკუთრებულად მძიმე ტვირთად აწევთ. მაგალითად, გასულ სეზონში თბილისიდან ზუგდიდში სათამაშოდ წასვლა შემდეგი თანხები ჯდებოდა—900 ლარამდე ავტობუსი, სასტუმრო მიახლოებით 1200 ლარი და კვებაც მინიმუმ 800 ლარი. ეს იმ შემთხვევაში თუ გუნდი ზუგდიდში შეხვედრის წინა დღეს ჩავიდოდა. უშუალოდ მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ჩასვლისას ეს ხარჯი 1700 ლარამდე ჩამოდიოდა. ამ ციფრებიდან წარმოიდგინეთ, კლუბებს დასავლეთში ან თბილისსა და რუსთავში, ჩემპიონატის განმავლობაში რამდენჯერმე წასვლა-წამოსვლა რა თანხები უჯდებათ. სპონსორები მოსვლას იგვიანებენ და დადიან საქართველოს გზებზე წინ და უკან მშიერ-მწყურვალი მოთამაშეები.



ამ პრობლემების შემდეგ გვიკვირს, რომ ჩვენს ქვეყანაში ფეხბურთით დაკავებული მოზარდების რაოდენობა ყოველწლიურად საგრძნობლად კლებულობს. საფეხბურთო ბუმის დროს, თუნდაც „ნორჩ დინამოელში“ 1500-დან 2000-მდე ბავშვი დადიოდა. ამჟამად მათი ოდენობა მკვეთრად შემცირებულია და მიახლოებით 400-500 მოზარდიღა თუ ვარჯიშობს. ასეთივე ვითარებაა თითქმის ყველა საფეხბურთო სკოლაშიც. ეს ყოველივე თანამედროვე ქართულ ფეხბურთში არსებული მდგომარეობის ნათელი გამოხატულებაა. ამ პროფილის სასწავლო დაწესებულებებში გადასახადი დაახლოებით 40 ლარია, მაგრამ ხშირად ეს თანხაც არ არის საკმარისი სხვადასხვა ადმინისტრაციული და კომუნალური გადასახადების დასაფარავად. ადრე საფეხბურთო კლუბი, მისი მოზარდთა სკოლა და სტადიონი ერთი ურთიერთდაკავშირებული ერთეული იყო. ეს კავშირი ამჟამად დაშლილია და თითოეული კომპონენტი ცალ-ცალკე არსებობს.



ქართულ ფეხბურთში მოღვაწე რამდენიმე სპეციალისტს, “ტყავის ბურთის” ჭაობიდან ამოყვანის ერთ-ერთ გზად, ეროვნული პირველობის გათამაშების გაზაფხული-შემოდგომის სისტემაზე გადაყვანა მიაჩნია. მათი აზრით, შემოდგომა-გაზაფხულზე ჩატარებული ჩემპიონატები გეოგრაფიულად სუბტროპიკულ კლიმატში განლაგებული ქვეყნისათვის ფრიად რომ წამგებიანია, რომელიც გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ჩვენს ისედაც უხარისხო საფეხბურთო მოედნებს. საქართველოში არც ერთ მინდორს არ გააჩნია ხელოვნური გათბობის სისტემა, რის გამოც თოვლის მოსვლისთანავე მისი მწვანე საფარი ნადგურდება. ჩვენს ქვეყანაში კლიმატურად საუკეთესო თვეები ივნისი და ივლისია. ამ დროს საქართველოში ერთგვარი საფეხბურთო “ტაიმ-აუტია” გამოცხადებული. ზამთრის თვეებში სიცივეების გამო, ეროვნულ ჩემპიონატს კიდევ უფრო მცირე მაყურებელი ესწრება.



ეს საკითხი ალბათ სერიოზულ დაფიქრებასა და საჯარო განხილვას მოითხოვს. კარგი იქნება თუ ქართული სპორტული მას-მედიის საშუალებები სპეციალისტებისა და გულშემატკივრების აზრს შეიტყობენ. თუ ეს ნოვაცია ქართულ ფეხბურთს წაადგება პრაქტიკაში მალე უნდა დაინერგოს, რადგან დასაკარგი დრო აღარ გაგვაჩნია.



დასასრულს ერთი სახალისო და ამავდროულად დამაფიქრებელი ისტორია მინდა რომ გაგაცნოთ. ბოლო პერიოდში დაუნდობელი კრიტიკა ისმის უცხოეთში მყოფი ქართული დიპლომატიური მისიების მიმართ. ამბობენ, რომ ამა თუ იმ ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს თანამემამულე დიპლომატები ხშირად არაფრად აგდებენ და გაჭირვებაში ჩავარდნილებსაც ბედის ანაბარა ტოვებენ. ამასთან დაკავშირებით ერთი ცოტა არ იყოს შორეული ამბავი გამახსენდა..



1995 წელს რამდენიმე თბილისელი სპორტული ჟურნალისტი ლონდონში იმყოფებოდა. იმ დღეებში საქართველოს ეროვნული გუნდი გერმანიის ნაკრებს უნდა შეხვედროდა. იმავე საღამოს ინგლისელები “უემბლიზე” კოლუმბიას მასპინძლობდნენ. ეს იმას ნიშნავდა, რომ ლონდონის პაბების რეპერტუარი გარკვეული იყო და ჩვენი თანამემამულეები ქართველების თამაშის ხილვას ვერანაირად ვერ ახერხებდნენ. წყალწაღებული ხავს ეკიდებოდაო და მალე გამოსავალიც მოიძებნა. ქართული მას-მედიის წარმომადგენლებმა პირდაპირ ლონდონში მყოფ გერმანიის ელჩს დაურეკეს და სიტუაცია აუხსნეს. ამ უკანასკნელმა, მე არაფერი ვიცი, აგერ თქვენი კოლეგა, საელჩოს პრეს-ატაშეა ფეხბურთზე გადამკვდარი და იმას შეეხმიანეთო. მეორე სატელეფონო ზარის შემდეგ, პრეს-ატაშემ სრულიად უცნობი კავკასიელი გულშემატკივრები საკუთარ ბინაში მიიპატიჟა. ნიურნბერგში ჩატარებულ იმ შეხვედრაში ანგარიში თემურ ქეცბაიამ გახსნა, ლონდონში მყოფი ქართველებიც სიხარულით ლამისაა გერმანელი მასპინძლის ოთახის კედლებზე ავიდნენ. სამწუხაროდ ამის შემდეგ ჩვენებურთა კარში ზედიზედ ოთხი უპასუხო ბურთი გავიდა და ზეიმმა უკვე გერმანელის მხარეზე გადმოინაცვლა.



წარმოიდგენს კი ვინმე, რომ თბილისში ნებისმიერმა ჩვენთაგანმა რომელიმე ქვეყნის ელჩს, ჩეულებრივი ტელეფონით ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაურეკოს და რაიმე პირადი თხოვნით შეაწუხოს. უფრო მეტი. უცხოეთში მყოფი, რომელიმე ქართველ დიპლომატს დაუკავშირდე და ფეხბურთი მაყურებინეო სთხოვო, ხომ დაგილეწა ეს ტელეფონის აპარატი.

http://www.presa.ge/new/?m=sport&AID=1215
kote-1962
კონსტიტუციას დაჩქარებული წესით კიდევ ერთხელ აუპატიურებენ


12:47 02.10.2010
[ნინო მიქიაშვილი]

საზოგადეობრივი საკონსტიტუციო კომისია, პროტესტს წყვეტს და “ხალხთან მისვლას“ იწყებს. თუ როგორ და რატომ აირჩია კომისიამ ამგვარი გზა, პრესა.გე საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის ერთ–ერთ წევრს, ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.



შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტი კონსტიტუციაში ცვლილებების დაჩქარებული ტემპით შეტანას აგრძელებს; ცვლილებები მეორე მოსმენით დღეს მიიღეს.



რამდენმა ადამიანმა გააპროტესტა ცვლილებების შეტანა კონსტიტუციაში, პარლამენტთან, თქვენს მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე?

ვახტანგ ძაბირაძე: აქციაზე დაახლოებით 300–400 კაცი ვიყავით. რაოდენობისთვის დიდი მნიშვნელობა არ მიგვინიჭებია. ამ შემთხვევაში, ჩვენი მიზანი ხალხის მასიურად გამოყვანა არ იყო; ამას ვერც შევძლებდით – საზოგადოებრივ საკონსტიტუციო კომისიაში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ვართ გაერთიანებულნი. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ იქ ის ადამიანები უნდა მოსულიყვნენ, ვინც თვლის, რომ ქვეყანაში რაღაც ეტაპზე უნდა დამთავრდეს იმაზე გაუთავებელი საუბარი, თუ ვინ იქნება პრეზიდენტი და ვინ არა და რომ

უნდა გადავიდეთ მეორე ეტაპზე – გავარკვიოთ რა გვინდა.



რა თქმა უნდა, ამ სამდღიანი საპროტესტო აქციის დაწყებამდე ვიცოდით, რომ ცვლილებების მიღების პროცესს ხელს რალურად ვერ შევუშლიდით, მაგრამ ვთვლიდით და ვთვლით, რომ ამ პროცესს, არც ღია პროტესტის გარეშე უნდა ჩაევლო. პროტესტის გამოხატვის ადგილზე – პარლამენტის წინ ამ სამი დღის განმავლობაში 600–მდე ხელმოწერა შევაგროვეთ, რომელსაც არა იურიდიული, მაგრამ საპროტესტო ხასიათი აქვს. დღევანდელ აქციაზე პარლამენტიდან იმ 4 დეპუტატიდან, რომლებიც ცვლილებებს მხარს არ უჭერენ, საპროტესტო აქციაზე სამი ჩამობრძანდა – დიმიტრი ლორთქიფანიძე, კარლო კოპალიანი და გია ცაგარეიშვილი. მათ იქ შეკრებილ საზოგადოებას უთხრეს რა როგორ ხდებოდა შიგნით.



შეატყობინეთ პოლიტიკურ პარტიებს, საპროტესტო აქციების შესახებ?

– რომ გითხრათ რომელიმე პარტიას დავუკავშირდით და პირადად მოვიწვიეთ–მეთქი, ასეთი რამ არ გაგვიკეთებია. აქციის თაობაზე ინფორმაცია ტელეკომპანია “კავკასიაზე“ რამდენჯერმე გადაიცა, საინფორმაციო სააგენტოების მეშვეობითაც გავრცელდა.



რომელიმე პოლიტიკოსი მოვიდა და თქვენთან ერთად დადგა, მდუმარე პროტესტის გამოსახატად?

– პოლიტიკოსებიდან ალეკო შალამბერიძე და ლაშა ჩხარტიშვილი გამოჩნდნენ.



კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებაც უპრობლემოდ მოხდება?

– კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამ საპროტესტო აქციას არ ჰქონია მიზნად დასახული და ვერც შევძლებდით, რომ ეს პროცესი ჩაგვეშალა. რა თქმა უნდა, მესამე მოსმენით ცვლილებებს მიიღებენ. თუ რაიმეს გათვალისწინება უნდოდათ, დღეს, მეორე მოსმენისას გაითვალისწინებდნენ. თუმცა, ჩვენ არც ამის მოლოდინი გვქონდა. ვიმეორებ, ჩვენი მიზანი პროტესტის ღიად, საჯაროდ დაფიქსირება იყო. რასაკვირველია, კარგი იქნებოდა, რომ იქ გაცილებით მეტი ადამიანი მოსულიყო, მაგრამ იმის გათვალისწინებით, თუ რა საზოგადოებრივ–პოლიტიკური ვითარებაა ქვეყანაში, ვთვლი, რომ ყველაფერი ძალიან კარგად და ნორმალურად იყო.



იქნებ კიდევ ერთხელ, ძალიან მოკლედ გვითხრათ, რატომ არის ეს ცვლილებები მიუღებელი?

– თვითონ კონსტიტუცია ხიფათის შემცველია – აღმასრულებელი ხელისუფლება ორადაა გაყოფილი და დიდია პრემიერსა და პრეზიდენტს შორის დაპირისპირების საფრთხე; ხოლო ზოგადად თუ ვიტყვით, ახალი კონსტიტუცია მთლიანად უვარგისია, რადგან არ ასახავს რეალობას და იმ სიტუაციას, რა სიტუაციაშიც ჩვენ ვცხოვრობთ.



თქვენი კომისია არ აპროტესტებს, მიხეილ სააკაშვილმა ამ ცვლილებებით ხელისუფლების სათავეში ყოფნის ვადა, რომ შეიძლება გაიხანგრძლივოს?

– როგორ არ ვაპროტესტებთ, მაგრამ ჩვენ ამ პროცესის – ცვლილებების შეტანის შეწყვეტას ვითხოვთ.



ცვლილებების მიღებას ფართომასშტაბიანი პროტესტი, რომ არ ახლავს, ეს საზოგადოების არაინფორმირებულობის ბრალია, თუ არაჯანსაღი სიტუაციის?

– ალბათ ორივესი ერთად. მოსახლეობას გულგატეხილობა აქვს გამოყოლილი – გამოსავალს ვერ ხედავს, ინერტულია და ამგვარ გარემოს ეს ქმნის. ამგვარი მდგომარეობა გაითვალისწინეს და სწორედ ამიტომ ხდება ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღება.



ხელისუფლებამ მშვენივრად იცის, რომ მოსახლეობა ამ მდგომარეობაში დიდხანს ვერ დარჩება; გვინდა თუ არ გვინდა გააქტიურდება. ჰოდა, აი, მაშინ უკვე პრობლემა იქნება კონსტიტუციაში ამგვარი ცვლილებების შეტანა. სწორედ ამიტომ ჩქარობენ ამ საქმის მომთავრებას. ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ, არა პროტესტის მიმართულებით, არამედ, მეორე, პოზიტიურ ნაწილზე გადავდივართ.



ანუ?

– ხალხთან მისვლას ვაპირებთ, ოღონდ არა იმ ლოზუნგით, რომ ეს კონსტიტუცია არ ვარგა. ჩვენ წარვუდგენთ კონსტიტუციის ჩვენს მიერ შემუშავებულ ვარიანტს და მხარდაჭერას ვთხოვთ.



მიიღო საბოლოო სახე თქვენს მიერ შემუშავებულმა დოკუმენტმა?

– იურიდიული ნაწილი გაკეთებულია, ნორმატიულად ნაწილობრივ ჩამოყალიბებულია, მაგრამ ეს პროცესი პარალელურად წავა.



და კარდაკარ აპირებთ სიარულს?

– არა, ჩვენ ცოტა სხვაგვარად ვაპირებთ ამის გაკეთებას – ჯერ საზოგადოების იმ ნაწილთან ვაპირებთ ურთიერთობას, ვისაც სპეციალისტები ჰქვიათ. ეს ჩვენ გავაკეთეთ და მოგვწონს, მაგრამ საკუთარი გაკეთებული ყველას მოსწონს; ჩვენ ვიძახით კარგიაო, მაგრამ გვინდა სხვამ, გარეშე თვალმაც წაიკითხოს. ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ეს დოკუმენტი ხვალ–ზეგ შესასწორებელი არ გახდეს.



ამ საქმეში, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გვინდა ჩავრთოთ. ამის შემდეგ დოკუმენტს აკადემიური სახე გვინდა მივცეთ და ამასთან, არაიურიდიული, ყველა ადამიანისთვის გასაგებ ენაზეც ჩამოვაყალიბოთ, რათა მოსახლეობას გავაგებინოთ რაზეა ლაპარაკი და იმ მიმართულებით ვიმუშაოთ, რომ ამ ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება მხოლოდ ნორმალური კონსტიტუციის მიღების შემთხვევაში დაიწყება.

სანამ ჩვენ ამაში არ დავრწმუნდებით, სულ გადატრიალებების და ლიდერების მოლოდინში ვიქნებით.

http://www.presa.ge/new/?m=politics&AID=1209
kote-1962
ამერიკული იმპერიალიზმის მორიგი მსხვერპლი – 4 ქართველი სამხედრო


(1 ოქტომბერი, 2010)





მორიგი სამწუხარო ცნობა მოვიდა ავღანეთიდან – ნაღმზე აფეთქების შედეგად დაიღუპა ოთხი ქართველი სამხედრო, მათ შორის ერთი პოლკოვნიკი. ამით ავღანეთში დაღუპულ ქართველ სამხედროთა რიცხვი უკვე ხუთამდე გაიზარდა. არაოფიციალური ინფორმაციით, რამდენიმე ათეული სამხედრო პირი დაჭრილია, მათ შორის ზოგი დაინვალიდდა.


საუბედუროდ, თუ სასწრაფოდ არ იქნა გამოყვანილი ქართული კონტინგენტი იმ ჯოჯოხეთიდან, რასაც ავღანეთი ჰქვია, ეს მსხვერპლი უკანასკნელი არ იქნება. ქართული საზოგადოება ელის, თუ რა კომენტარს გააკეთებს დე–ფაქტო პრეზიდენტი, რომელმაც გააგზავნა კიდეც ეს ბიჭები ავღანეთში. როგორც აღმოჩნდა – დასაღუპად.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რამდენ ხანს გაჭიმავს ჩვენი დე–ფაქტო ქართული ბატალიონის ავღანეთიდან გამოყვანას. ანუ რამდენი ჯარისკაცის დაღუპვა აქვს მას „გეგმაში“. მისი აზრით, ჩვენი ბიჭები იქ „გლობალურ სიკეთეს“ თუ რაღაც გაურკვეველ იდეალებს ემსახურებიან. ასევე თურმე საბრძოლო გამოცდილებას იძენენ. არა გვგონია, ნაღმებზე აფეთქება სასარგებლო საბრძოლო გამოცდილება იყოს. არადა, ულმობელი სტატისტიკა ამბობს, რომ ავღანეთში დაღუპულთა 60 პროცენტი ნაღმების აფეთქების შედეგია.

დე–ფაქტო და მისი „თანამოაზრეები“ გვეუბნებიან, რომ ავღანეთში ბრძოლით (ანუ უაზროდ დაღუპვით – რედ.) საქართველო ნატო–თვის სასარგებლო ხდება და ამ ორგანიზაციაში შესვლის შანსი გვეზრდება. როგორც ვხედავთ, ნატო–ს ფეტიშმა საქართველოში უკვე სისხლიანი კერპის, ერთგვარი მოლოქის სახე მიიღო, რომელსაც ადამიანებს (ამ შემთხვევაში ჯარისკაცებს) სწირავენ. ტრაგედია ისაა, რომ ეს მსხვერპლიც უაზროა და არავინ აპირებს ნატო–ში საქართველოს მიღებას. სხვათა შორის, სწორედ ახლა თბილისში იმყოფება ამ ორგანიზაციის გენერალური მდივანი, ჰომოსექსუალი რასმუსენი, რომელმაც მორიგი სათამაშო – ე.წ. „სამოკავშირეო ოფისის“ გახსნა ჩამოუტანა დე–ფაქტოს და მის „ბარამიძეებს“. არ ვიცით, ეს ყბადაღებულ მაპ–ზე უკეთესია თუ უარესი? რას იტყვით, ბატონო ბარამიძეებო?

http://geurasia.org/movlena-komentari/afgh...-georgia-death/
kote-1962
ირანი იოლად მოსადრეკი სახელმწიფო არ არის

(27 სექტემბერი, 2010)




ირანის პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმადინეჟადის გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლა ყოველთვის სენსაციით იყო აღსავსე. მან არც ამჯერად უღალატა ტრადიციას და სიტყვა არ დაიშურა კაპიტალიზმის, აშშ–ს, ისრაელის „შესამკობად“, განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი ნიუ–იორკის ტყუპ ცათამჯენზე თავდასხმას, მიკრძალებით მოიხსენა დაღუპულები და დაბეჯითებით აღნიშნა აშშ–ს ადმინისტრაციის როლზე განხორციელებულ ტერაქტში.


მისი აზრით, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტმა სერიოზულად იმოქმედა მსოფლიო განვითარებაზე, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვნის პროპაგანდისტულ მანქანას – რომლის მიხედვით, მსოფლიოს ახალი საფრთხე–ტერორიზმი ემუქრება და იმისათვის, რომ დედამიწა გადაურჩეს ტერორიზმს, საჭიროა ავღანეთში ჯარის გაგზავნა. ავღანეთს ერაყი მოჰყვა.

სამი ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა 11 სექტემბრის ტერაქტმა, რაც სამწუხარო ფაქტია, მაგრამ არანაკლებ სამწუხაროა ავღანეთსა და ერაყში დაღუპული ასეულ ათასობით ადამიანი, მილიონობით დაჭრილი და ადგილნაცვალი, თქვა მან. აჰმადინეჟადმა ჩამოთვალა სამი მოსაზრება, თუ ვინ მოაწყო ტერაქტი. მისი აზრით, ერთ–ერთი არის აშშ–ს მთავრობაში არსებული სეგმენტი, რომელმაც „ორკესტრირება“ გაუწია თავდასხმას ქვეყნის დაღმამსვლელი ეკონომიკიდან ყურადღების გადასატანად, აგრეთვე ახლო აღმოსავლეთში სიონისტური რეჟიმის გადასარჩენად.

ირანის პრეზიდენტის გამოსვლას უმალ მოჰყვა აშშ–ს ადმინისტრაციის მაღალჩინოსანთა მკაცრი განცხადებები. მკაცრი იყო პრეზიდენტ ბარაკ ობამას შეფასებაც.

ამერიკელი ექსპერტების აზრით, პრეზიდენტ აჰმადინეჟადის სიტყვაში ახალი არაფერია. ის, რაც მან თქვა სისტემატურად გაისმის მის ყოველ გამოსვლაში, თუმცა მათ იმედი ჰქონდათ, ამჯერად მაინც აჰმადინეჟადის კონსტრუქციულობის, განსაკუთრებით ობამას გამოსვლის შემდეგ, რომელმაც ირანთან დიპლომატიური მოლაპარაკებისათვის კარი ღია დატოვა. ექსპერტებმა ისიც განაცხადეს, რომ აშშ–ს ადმინისტრაციამ ირანში უნდა გამოძებნოს ამ ქვეყნის სულიერ და პოლიტიკურ წინამძღოლთან აიათოლა ჰამენეისთან დაახლოებული პირი, რომელთანაც შესაძლებელი იქნება საზრიანი დიალოგის წარმოება. რაც შეეხება აჰმადინეჟადს – მასთან მიმართებაში ყველაფერი გარკვეულია. ამერიკელთა აზრით, ირანის პრეზიდენტთან ლაპარაკს აზრი არ აქვს.

ტელეკომპანია „სი–ენ–ენ“–ის ეთერში ამერიკელ ექსპერტთა მიერ გაკეთებული განცხადებების შემთხვევითობისთვის მიწერა არ იქნებოდა მართებული. ამერიკელები, ფარული დიპლომატიის დიდოსტატები, საგრძნობ წარმატებას აღწევენ ამ დარგში. 30 წლის მანძილზე საჯაროდ არავის შეუნიშნავს ამერიკა–ირანის კავშირები, თუმცა ბოლო ორი წლის განმავლობაში ერაყში ადგილი ჰქონდა ელჩების დონეზე შეხვედრებს. კონტაქტებს შესაძლოა ინტენსიური სახე მისცემოდა ობამას სურვილიდან გამომდინარე. მან ინაუგურაციის დღეს გამოთქვა მზაობა ირანთან პირდაპირი მოლაპარაკების დაწყებაზე, მაგრამ ირანში ჩატარებულმა პრეზიდენტის არჩევნებმა და მას მოყოლებულმა რთულმა ვითარებამ, პრეზიდენტ ობამას მკაცრმა განცხადებებმა, გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ვაშინგტონის ინიცირებული ეკონომიკური სანქციების რეზოლუციამ, უკიდურესად დაძაბა ორ ქვეყანას შორის არსებული ვითარება. სისტემატურად გაისმის შემაშფოთებელი განცხადებები ირანის ბირთვული კვლევის ობიექტებზე წერტილოვანი თავდასხმების შესახებ. მაღალჩინოსანი ამერიკელი სამხედროები არ გამორიცხავენ ასეთს, რაც შეეხება ისრაელს – ის დღესაც მზად არის იერიშის მისატანად.

ყოველგვარ დიპლომატიურ ეთიკას სცილდება ამერიკელი დიპლომატის, 2005–2009 წლებში გაეროში აშშ–ს წარმომადგენლის ჯონ ბოლტონის განცხადება, რომელიც მან სპეციალურად გააკეთა ბუშერის ბირთვული ელექტროსადგურის გაშვების წინ. მან მოუწოდა ისრაელს – ვიდრე გვიან არ არის დაებომბა ბუშერის რეაქტორი. „ისრაელს რამდენიმე დღე რჩება ბუშერის რეაქტორის განადგურებისათვის, თუ მან ელექტროსადგური უმალ არ დაბომბა, შემდეგ გვიან იქნება, ვინაიდან დაიწყება ობიექტის ბირთვული საწვავით დატვირთვა“, – განაცხადა ბოლტონმა. დიპლომატმა შეაქო ისრაელის მოქმედება 1981 წელს ერაყის ბირთვული რეაქტორის „ოზირაკის“ დაბომბვისათვის და ტრადიციულად კბილი გაჰკრა რუსეთს ამერიკისათვის თვალში თითის ტაკებისათვის.

ბუშერის ბირთვული ელექტროსადგური არსებულ პარამეტრებში ვერაფრით მოახდენს ურანის 80–90 პროცენტამდე გამდიდრებას, ბირთვული ბომბის დამზადების მიზნით, რაც კარგად იცის როგორც ბოლტონმა, ისე სხვა ამერიკელმა სამხედრო თუ პოლიტიკურმა მოღვაწეებმა. მათი მიზანი ერთია – ირანის ირგვლივ პერმანენტული აჟიოტაჟის შექმნა, მისი იზოლაციაში მოქცევა, ეკონომიკური სანქციებით იმ დონემდე დასუსტება, რომ თავი აღარ ჰქონდეს ახლო აღმოსავლეთსა და მსოფლიოში პოლიტიკური ბრძოლისათვის, რაც შესაძლებლობას მისცემს აშშ–ს შეუფერხებლად იმოქმედოს რეგიონში.

ამერიკელთა მიზნების განხორციელებას ხელს უწყობს რუსეთის ახალი დიპლომატიური კურსი, რომელიც განსაკუთრებით გამოიკვეთა პრეზიდენტ მედვედევის ორწლიანი მმართველობის პერიოდში. როგორც ჩანს, მედვედევი მზად არის აშშ–ნ „გადატვირთვის“ პროგრამის სრული ამოქმედების მიზნით გაითვალისწინოს ამერიკელთა რჩევა ისლამურ ირანთან დაკავშირებით. თვალსა და ხელს შუა შეიცვალა ოფიციალური მოსკოვის დამოკიდებულება თეირანისადმი. მოსკოვმა მხარი დაუჭირა აშშ–ს პროექტს გაეროს უშიშროების საბჭოში. მისი მიხედვით, ირანის წინააღმდეგ ერთობ მძიმე შეზღუდვები ამოქმედდა, რაც თავისთავად აისახება ირანის ეკონომიკასა და სოციალურ ყოფაზე. რუსულ პრესაში იშვიათობას აღარ წარმოადგენს ირანის ხელისუფალთა კრიტიკა. როგორც ყოველთვის აქტიურობს ტელეკომპანია „RTVI“ და მის ეთერში მიწვეული პოლიტიკოს–პოლიტოლოგები. ერთ–ერთმა მათგანმა ლეონიდ რაძიხოვსკიმ ტრადიციულად გალანძღა ირანის პრეზიდენტი და ნიშნის მოგებით მიმართა ირანის მხარდამჭერ რუსულ საზოგადოებას, რომ დღევანდელი ირანის პოლიტიკა უაღრესად საშიშია უპირველეს ყოვლისა რუსეთისათვის. „ბირთვული ირანი პირველ რიგში მეზობელ რუსეთს დაემუქრება, შემდეგ კი აშშ–ს“, – თქვა მან.

პოლიტოლოგმა ილაპარაკა ირანის ამბიციურ გეგმებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, დღითიდღე ფართოვდება ირანის გავლენა ახლო აღმოსავლეთში, კასპიის ზღვის აუზის ქვეყნებში, კავკასიაში. ირანი თანმიმდევრულად მოქმედებს, რათა კავკასიიდან განდევნილ იქნას რუსეთი, რომ ირანს შესანიშნავი ურთიერთობა აქვს დამყარებული სომხეთთან და აზერბაიჯანთან, უფრო უკეთესი კი საქართველოსთან. “აშშ–ს მოკავშირე სააკაშვილს ხელს არ უშლის ირანთან ურთიერთობები“, – თქვა რაძიხოვსკიმ. ძნელია გაიზიარო რუსი (რუსი?) ექსპერტის მოსაზრება – ირანის ამიერკავკასიაში დომინირების თაობაზე. ასე იოლად დაუშვებს ამას აშშ–ი? თეირან–ბაქოს დელიკატური ურთიერთობიდან გამომდინარე, უხერხულია მათ ძმობაზე ლაპარაკი.

რაძიხოვსკის მიზანი ერთია – რუსეთის დაშინება და იმავედროულად ირანის წინააღმდეგ ამხედრება. ლიბერალურმა რუსეთმა უკვე გამოძებნა საკუთარი იდეების მხარდამჭერად არც მეტი, არც ნაკლები ქვეყნის პრეზიდენტი. დიმიტრი მედვედევის „ლაითი“ მოსაზრებები როგორც ქვეყნის საშინაო, ისე საგარეო საკითხებში სულ უფრო გამოკვეთილად გაისმის. არც პრაქტიკული გადაწყვეტილებების დეფიციტი იგრძნობა. ამას წინათ პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლითაც წერტილი დაესვა ირანისათვის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის C-300 გადაცემას, რითაც უაღრესად გაახარა ვაშინგტონი და თელ–ავივი. ისინი ხომ დაბეჯითებით მოითხოვდნენ მოსკოვიდან ამის გაკეთებას.

ბოლო დროს სულ უფრო ხშირად გაისმის ევროპის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემაში რუსეთის ჩართვის თაობაზე. სისტემა ირანული რაკეტების საწინააღმდეგო იქნება. საუბარია რუსეთის ნატოში გაწევრიანებაზეც. სხვა პოზიტიური ჰანგებიც გაისმის, რაც აშკარად მეტყველებს პრეზიდენტ მედვედევის სურვილზე გაადასავლუროს რუსეთი, როგორც ტექნოლოგიურად, ისე სამხედრო თვალსაზრისითაც.

სტალინის გარდაცვალების შემდეგ საბჭოთა კავშირსა და მის მემკვიდრე რუსეთში სისტემატურად აქვს ადგილი „დერჟავული“ პოლიტიკის „ლიბერალურით“ ჩანაცვლებას. სტალინური მმართველობა ხრუშჩოვის „ლიბერალურით“ შეიცვალა, ხრუშჩოვის – ბრეჟნევური „სახელმწიფოებრივით“, ბრეჟნევ–ანდროპოვ–ჩერნენკოს, გორბაჩოვ–ელცინის ზელიბერალურით, რასაც მოჰყვა კიდევაც საბჭოთა კავშირის დაშლა, რუსეთის დაშლის პირამდე მიყვანა. ვითარება პუტინმა შეაჩერა. მან შეძლო დაჩოქილი რუსეთის ფეხზე წამოყენება, „დერჟავის“ აღორძინება და აქედან გამომდინარე ტრადიციული მოკავშირული ინტერესებისათვის, მათ შორის ირანთან, ხელის შეწყობა.

პუტინი იყო რუსეთის ის პრეზიდენტი, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლა კატასტროფად შეაფასა. მედვედევს სხვა მოსაზრება აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით. „თანამედროვე განვითარების ინსტიტუტის“ ხელმძღვანელის იგორ იურგენსის განცხადებით, რომელიც ნიუ–იორკში გააკეთა, მედვედევი ახალი რუსეთის ის ხელმძღვანელია, რომელიც სსრკ–ს დაშლას კატასტროფად არ მიიჩნევს. მისი მიზანია რუსეთის ევრო–ატლანტიკური უსაფრთხოების სისტემაში ჩასმა და ნატოში გაწევრიანება.

ახალი აზროვნების ფარგლებში იყო რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერდიუკოვის ვიზიტი აშშ–ში. თავის ამერიკელ კოლეგასთან მოლაპარაკებისას ითქვა პოსტსაბჭოთა სივრცეში პასუხისმგებლობის ზონების შესახებ. როგორც ჩანს, მოსკოვი წინააღმდეგი არ იქნება ამ ზონებში ამერიკა–ნატოს უფრო ფართო ყოფნის. თუ წინათ მოსკოვი წინააღმდეგი იყო ცენტრალურ აზიაში ამერიკა–ნატოს სამხედრო ბაზების განთავსების, დღეს მზადაა პასუხისმგებლობის ზონების შექმნისათვის. მაგალითად ყირგიზეთიც გამოდგება. ამ ქვეყნის სამხრეთში ამერიკელები გეგმავენ სამხედრო–საწვრთნელი ბაზის შექმნას. გეიტსის თანაშემწე ბლეიკი აცხადებს, რომ საკითხი შეთანხმებულია მოსკოვთან. იმავე სამხრეთში რუსული ბაზაც იქმნება. მიღწეულია შეთანხმება რუსეთის მიერ M–17 ვერტმფრენების ავღანელთათვის უფასოდ გადაცემის თაობაზე. სწორედ ამას სთხოვდა აშშ–ი რუსეთს.

მოსკოვ–ვაშინგტონს შორის თანამშრომლობის პარამეტრები იზრდება, თუმცა საკითხავია რა დოზით და სადამდე. რუსი ექსპერტები ეჭვობენ, რომ აშშ–ის „ქორების“ ზეწოლით ობამას ადმინისტრაცია მალე შეიცვლის პოზიციებს, ოღონდ მოსკოვ–თეირანის გაფუჭებულ ურთიერთობებს აღარაფერი ეშველება.

მოსკოვის ლიბერალური პოლიტიკის შედეგად სრული მოსალოდნელია რუსეთ–ამერიკის მიერ საქართველოს მიმართ ყირგიზეთის მსგავსი პასუხისმგებლობის ზონის შემოღება ანუ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული რუსული ბაზების დამატებით ამერიკულის შექმნა. ეს კი თავისთავად გამოიწვევს ირანთან პოზიციის გამძაფრებას საქართველოს მიმართ.

ირანი იოლად მოსადრეკი სახელმწიფო არ არის. მას საკუთარი თვალთახედვა გააჩნია საერთაშორისო საკითხებისადმი და რაც მთავარია, აშშ–ს პოლიტიკის მიმართ, რამაც ასახვა ჰპოვა გაეროს 65–ე გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან პრეზიდენტ აჰმადინეჟადის სიტყვაში.
ამბობენ რამდენი ადამიანიც არის, იმდენი სიმართლეა. ჭეშმარიტების დასადგენად კი ობიექტური გამოკლევაა საჭირო, რაც ირანის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა თავის გამოსვლაში. მისი აზრით, 11 სექტემბრის სინამდვილის დასადგენად საჭიროა გაეროს სპეცკომისიის შექმნა.
აჰმადინეჟადის გარდა, რომ ტერაქტი ამერიკის ადმინისტრაციის მიერ იყო ორგანიზირებული ბევრი ამერიკელი იზიარებს. გავიხსენოთ აშშ–ს ყოფილი ვიცე–პრეზიდენტის ალბერტ გორის სიტყვები, რომლებიც ბრალს დებენ ბუშს ზერელეობაში. გორის აზრით, შესაბამის სამსახურებს ყურადღება რომ გამოეჩინათ 2001 წლის აგვისტოში, ორი ტერორისტის მიერ, იმ რეისებზე ბილეთების აღებაში, რომლებიც 11 სექტემბრის ტერაქტში მონაწილეობდნენ და დროულად შეედარებინათ მათი გვარები შავ სიაში მოხვედრილ გვარებთან, თავდასხმას ადგილი არ ექნებოდა.
ან რა არის იმაში გასაკრიტიკებელი, რომ 60 წლის განმავლობაში პალესტინელი ხალხი ოკუპაციაში იმყოფება და ყოველდღიურად თავზე აცვივათ ისრაელის ბომბები?

არც ის არის ახალი, რომ ბირთვული იარაღის გაუვრცობლობის ხელშეკრულება, რომელზეც ირანი მიერთებულია, აძლევს მას საშუალებას ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე გამოიყენოს ბირთვული ენერგია. აჰმადინეჟადის განცხადებით: „ბირთვული ბომბი ყველაზე ანტიჰუმანური იარაღია, რომელიც ტოტალურად უნდა აიკრძალოს. მსურს 2011 წელი გამოვაცხადო ბირთვული განიარაღების წლად დევიზით – ბირთვული ენერგია ყველას, ბირთვული ბომბი არავის“.

განა დასაგმობი არ არის ყურანის დაწვა, რასაც ამას წინათ ადგილი ჰქონდა აშშ–ი? ან რა არის დასაძრახი ირანის პრეზიდენტის სიტყვებში: „ირანელი ერის სახელით მე ქედს ვიხრი საღვთო წიგნების და მათი მიმდევრების წინაშე. ეს არის ყურანი და ბიბლია“.

პრეზიდენტის განცხადება, რომ ოკუპაცია დემოკრატიის და თავისუფლების საბაბით, მიუტევებელი დანაშაულია – მიუღებელია? ამ მხრივ ირანს აქვს სათქმელი. მთელი მე–20 საუკუნის განმავლობაში ამ ქვეყანას სხვის მიმართ არავითარი აგრესია არ გამოუვლენია, თვითონ კი – არაერთხელ იწვნია ტერორისტული აქტები და აგრესია.

ჩემი სუბიექტური მოსაზრებით, პრეზიდენტის სიტყვა არა კრიტიკას, არამედ ღრმა ანალიზსა და რეაგირებას საჭიროებს.

ჰამლეტ ჭიპაშვილი

http://geurasia.org/irani-ruseti-amerika/i...nejad-new-york/
kote-1962
რადიკალურად მემარჯვენე იდეების გაძლიერება ამერიკაში პრეზიდენტ ობამას რეიტინგის ვარდნის ფონზე

(27 სექტემბერი, 2010)



აგვისტოს ბოლო დღეებში, კერძოდ 28 რიცხვში, ანუ მაშინ, როდესაც მართლმადიდებლური სამყარო ღვთისმშობლის მიძინების დღეს აღნიშნავს, მემარჯვენე ამერიკულმა მოძრაობამ „Tea-Party“– მ და პოპულარულმა ტელეწამყვანმა გლენ ბეკმა ვაშინგტონში დიდძალი ხალხი შეკრიბეს დემონსტრაციაზე, სხვადასხვა მონაცემებით – 100 ათასიდან 500 ათასამდე კაცი. დემონსტრანტები სწორედ იმ ადგილზე და იმ დღეს შეიკრიბნენ, თავის დროზე მარტინ ლუთერ კინგი რომ გამოვიდა სიტყვით – „მე მაქვს ოცნება“. დემონსტრანტები „ძველი ამერიკისკენ“ დაბრუნებას ითხოვდნენ და ქვეყნის პირველ შავკანიან პრეზიდენტ ობამას წინააღმდეგ პროტესტს გამოხატავდნენ.


მათი დევიზია „ღირსების აღდგენა“ (Restoring Honor), რომლის ქვეშ ამერიკის, როგორც ზესახელმწიფოს ფუნქციის გაძლიერება მოიაზრება. მიუხედავად იმ პრობლემებისა, რომლებიც ბუში-უმცროსის საგარეო პოლიტიკამ მოუტანა ამერიკას, ძალიან ბევრ ამერიკელს სურს, მათი ქვეყანა იყოს ქრისტიანულ-ფუნდამენტალისტური და მებრძოლი, ანუ განაგრძოს საგარეო ექსპანსია საკუთარი ფასეულობების უპირატესობის იდეით. ის, რომ ამგვარად ძალიან ბევრი ამერიკელი ფიქრობს, ამას ვაშინგტონის დემონსტრაციაში მონაწილეთა რაოდენობაც მოწმობს, ბევრისათვის ამდენი ადამიანის შეკრება გლენ ბეკის მიერ ორგანიზებულ აქციაზე მაინც მოულოდნელი იყო, თუმცა მემარჯვენე იდეების პოპულარობის ზრდა ბოლო პერიოდში ეჭვს არ იწვევს. ეს ასეა მიუხედავად იმისა, რომ დემონსტრაციაში შედარებით ნაკლები ახალგაზრდა მონაწილეობდა, დემონსტრანტთა აბსოლუტურად უდიდეს ნაწილს მხოლოდ თეთრკანიანი მოსახლეობა წარმოადგენდა.

ამერიკაში სხვადასხვა ჯურის ფუნდამენტალისტური რელიგიური ორგანიზაცია მოღვაწეობს, მათი უმეტესი ნაწილი თავს ქრისტიანად მოიაზრებს, თუმცა რეალურად ამერიკული ფუნდამენტალისტური რელიგიური გაერთიანებებისა და სექტების შეფასება ქრისტიანულად ძალიან ჭირს, იმდენად შორს არიან ისინი ქრისტეს მოძღვრების სულისკვეთებისაგან (ყოველ შემთხვევაში, მართლმადიდებლური და თუ გნებავთ, კათოლიკური მრწამსიდანაც). მაგალითად, ბეკი 1999 წლიდან მორმონულად „მონათლა“; რა თქმა უნდა, მორმონების სექტამ, რომელიც ეფუძნება „მორმონთა წიგნს“, რაც არ უნდა „ქრისტიანულად“ წარმოაჩინოს თავი, იგი ქრისტეს მოძღვრების პირდაპირი დამახინჯებაა. ხშირ შემთხვევაში ამერიკელ პროტესტანტებს ბიბლია ბუკვალურად ესმით, ერთმანეთში ურევენ რელიგიურ სწავლებას, რომელიც გადმოცემულია წმიდა წერილში და საბუნებისმეტყველო მეცნიერების დისციპლინებს და სხვა. ამჯერად ამ მცირე მოცულობის სტატიაში ვერ მიმოვიხილავთ ამერიკაში რელიგიური დაჯგუფებების თავისებურებებს, მხოლოდ ძირითადი ფაქტის კონსტატაციით შემოვიფარგლებით: უნდა გვახსოვდეს, რომ აშშ რელიგიური ქვეყანაა, მიუხედავად იმისა, რომ რელიგია და სახელმწიფო ერთმანეთისგან კონსტიტუციით არის გამიჯნული და ქვეყანაში სრული რელიგიური თავისუფლება არის გარანტირებული. დომინანტ ძალას წარმოადგენენ პროტესტანტი ფუნდამენტალისტები და მათ ძალიან დიდი გავლენა აქვთ აშშ პოლიტიკაზე, მათ შორის, ისრაელის მხარდაჭერა სწორედ ფუნდამენტალისტთა რელიგიური წარმოდგენებით არის განპირობებული – მათ სჯერათ, რომ ისრაელი, როგორც აღთქმული ქვეყანა, იქნება კეთილსა და ბოროტს შორის საბოლოო ბრძოლის პოლიგონი, ხოლო ისრაელის სახელმწიფოს შენარჩუნებას ქრისტიანებს თავად ბიბლია ავალდებულებს. კიდევ ვიმეორებთ, რამდენადაც ავადმყოფურად არ უნდა მოეჩვენოს მართლმადიდებელ ქრისტიანს ამერიკელთა დიდი ნაწილის ამგვარი რელიგიური წარმოდგენები და ინტერპრეტაციები, სწორედ ეს რელიგიური ამერიკელები, თეთრი რასის წარმომადგენლები, დიდი გავლენით სარგებლობენ ქვეყანაში. ახლა კი, შავკანიანი ობამას რეფორმების ნაწილის წარუმატებლობის პირობებში, მათი გავლენა კიდევ უფრო იზრდება. ეს კი მოასწავებს იმას, რომ პერსპექტივაში ამერიკის საგარეო პოლიტიკა უფრო აგრესიულ კურსს ისევ დაუბრუნდება (თუმცა, ჩვენი აზრით, აგრესიულობა არც ობამას პირობებში აკლია – თუნდაც ირანის მაგალითი ავიღოთ).

დავუბრუნდეთ 28 აგვისტოს გამართული მიტინგის ზოგიერთ დეტალს. აქვე მკითხველს ვთავაზობთ ბმულებს, თუ როგორ მიმდინარეობდა ეს ღონისძიება (ვიდეო და ფოტოგალერეა). გლენ ბეკის მიტინგის პარალელურად გაიმართა მარტინ ლუთერ კინგის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქცია, რომელიც ძირითადად ფერადკანიანებისგან და ადამიანის უფლებათა დამცველებისგან შედგებოდა, მაგრამ ძალიან მცირერიცხოვანი იყო და საერთო სურათს ვერ ცვლიდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „ღირსების აღდგენის“ ლოზუნგის მომხრე ამერიკელები სულაც არ ქადაგებენ (ყოველ შემთხვევაში ღიად) რასისტულ იდეებს, არათეთრკანიანთა ჩაგვრას და ა. შ. პირიქით, გლენ ბეკს ობამა ჰყავს „რასისტად“ გამოცხადებული, ხოლო მიტინგზე გამოსულმა სარა პეილინმა – ალასკის ყოფ. გუბერნატორმა, რომელიც ჯონ მაკკეინთან ერთად იყრიდა კენჭს პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე, პატივით მოიხსენია მარტინ ლუთერ კინგი, ხაზი გაუსვა ყველა ადამიანის თანასწორუფლებიანობას, თუმცა იქვე ისიც დასძინა, რომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ამერიკის ეროვნული ღირსების ქრისტიანული და სამხედრო განზომილება. ბეკმაც, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ის ფაქტი, რომ მიტინგი სწორედ 28 აგვისტოს, ანუ კინგის სახელგანთქმული გამოსვლის დღეს, გაიმართა, „განგების ნებაა“. მას წინა ღამე სწორედ იმ სასტუმროში გაუტარებია, სადაც თავის დროზე ლუთერ კინგს. ერთი სიტყვით, ბეკი და მისი მიმდევრები, რომლებსაც ამერიკის გათავისუფლება სურთ დემოკრატებისა და ლიბერალებისგან, მარტინ ლუთერ კინგის „თეთრ ვარიანტად“ ცდილობენ თავის წარმოჩენას და ამას საკმაოდ წარმატებით ახორციელებენ.

თავისთავად, არც სამხედროებისადმი პატივის მიგებაშია რაიმე ცუდი, და მით უმეტეს, მისასალმებელია, თუ ამერიკა, როგორც ბეკი ამბობს, „იწყებს ღვთისკენ დაბრუნებას“. მაგრამ ამ ლამაზ სიტყვებში შეფუთულია ის ექსპანსიის წყურვილი და აგრესია, რომელიც ამერიკულ სახელმწიფოში არის ჩადებული. საჭიროა, უფრო კარგად დავაკვირდეთ ამერიკელი მემარჯვენეების რიტორიკას. ისინი რწმენას აკავშირებენ ამერიკულ ნაციონალიზმთან და მილიტარიზმთან. ისინი არა მხოლოდ პატივს მიაგებენ სამხედროებს, არამედ ახდენენ ბოლოდროინდელ ომებში მათი მონაწილეობის ჰეროიზაციას. ბეკი და მისი მომხრეები ხაზს უსვამენ სპეცდანიშნულების რაზმების აუცილებლობას, რომელთაც წამყვანი ფუნქცია ენიჭებათ „ტერორიზმთან ომში“. ყოველ შემთხვევაში, მემარჯვენეთა მხრიდან ვერ გაიგებთ ბოლოდროინდელი ომების კრიტიკას ავღანეთში ან ერაყში, მითუმეტეს, ყოფილი იუგოსლავიის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის კრიტიკას. განსხვავებით ქრისტიანობის მონანიე სულისაგან, ამერიკელები ყოველთვის „მართლები“ არიან, ეს არის ბეკისა და მისი მრავალრიცხოვანი მომხრეების იდეოლოგიის ცენტრალური პუნქტი. “America is Good” – ასე იწყება ბეკის „პროექტი 9/12“, რომელიც 9 „პრინციპისა“ და 12 „ფასეულობისგან“ შედგება (იხ. ბმული) და მოწოდებულია, დამანგრეველი 9/11-ის ანუ 11 სექტემბრის შემდეგ პირობითი 12 სექტემბრის, ახალი ეპოქის, ანუ ამერიკის მსოფლიო ბატონობის ეპოქის დადგომას შეუწყოს ხელი. როგორც ცნობილია, სწორედ ასეთი მცდელობა ჰქონდა ბუშის ადმინისტრაციას, როდესაც 11 სექტემბრის ტრაგედია ავღანეთსა და ერაყში ომების გაჩაღების საბაბად, ისევე როგორც „ფერადი რევოლუციების“ მოწყობისა და სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში უხეში ჩარევის გამართლებად გამოიყენა. ამ ფონზე ბეკისა და მის მომხრეთა მიერ საჯაროდ დადებული აღთქმა, რომ 40 დღე-ღამის განმავლობაში მუხლებზე დაჩოქილნი ილოცებენ ღვთის წინაშე, მათ შორის მშვიდობისათვის, ამერიკული დეგრადირებული სულის გამოხატულება უფროა, ვიდრე ჭეშმარიტი რელიგიურობისა და მშვიდობისმყოფელობისა.


გულბაათ რცხილაძე,

პოლიტოლოგი, ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი

(სპეციალურად საქინფორმისთვის/saqinform.ge)

http://geurasia.org/irani-ruseti-amerika/r...re-honor-obama/
kote-1962
აშშ – ირანის ურთიერთობები და გამორჩენისადმი ამერიკული სწრაფვა
(24 სექტემბერი, 2010)




ბოლო პერიოდში ამერიკულ-ირანული ურთიერთობების თემა მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მთავარი გვერდებიდან არ ქრება. ამ თემას ეძღვნება მსოფლიოში წამყვანი ტელე- და რადიოკომპანიების უამრავი გადაცემა. მაგრამ ჩვენთვის, პროგრესული ადამიანებისა და ანტიიმპერიალისტებისათვის, ამ თემასთან დაკავშირებით მთავარია შემდეგი: როგორი პოზიცია უნდა დავიკავოთ თითოეული ამ ორი ქვეყნის მიმართ?


არ ვიცი, შესაძლოა, მე, გარკვეული პოლიტიკური შეხედულებების ადამიანს, არ მქონდეს პრეტენზია ასპროცენტიან ობიექტურობაზე ამ და სხვა საკითხებში, მაგრამ მაინც გამოვთქვამ ჩემი, როგორც კომუნისტის, მოსაზრებებს.


დავიწყოთ იმით, რომ აშშ და ირანი წარმოადგენენ ბურჟუაზიული მთავრობების მიერ მართულ კაპიტალისტურ ქვეყნებს. ამერიკაშიც და ირანშიც ადგილი აქვს მუშათა ექსპლუატაციას. იქაც და აქაც ხელისუფლება ცდილობს, გასრისოს პროფკავშირები, რათა არ დაუშვას მუშათა მხრიდან ჭეშმარიტად რევოლუციური ბრძოლა საკუთარი უფლებებისათვის. მაგრამ მაინც არსებობს ერთი მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი განსხვავება: აშშ – იმპერიალისტური სახელმწიფოა, რომელიც ცდილობს, მთელს მსოფლიოს თავს მოახვიოს თამაშის საკუთარი წესები ცხოვრების ყველა სფეროში.


ირანი კი მესამე მსოფლიოს განვითარებად სახელმწიფოს წარმოადგენს, რომლის ნებისმიერ ფასად დამორჩილებას ცდილობს მსოფლიო იმპერიალიზმი, ამერიკის მეთაურობით. ირანის აყვანა თავისი „მფარველობის“ ქვეშ ისევე სურთ, როგორც ეს გაკეთებული იქნა მისი მეზობელი ერაყის და ავღანეთის შემთხვევაში, ისევე როგორც საქართველოს, უკრაინის, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკების და ყველა სხვა იმ ქვეყნის მაგალითი გვასწავლის, რომელთაგან ზოგი „კეთილი ნებით“ დამორჩილდა, ზოგიც – პირდაპირი სამხედრო ჩარევის შედეგად ამერიკის და მისი დასავლურევროპული კოლონიების მხრიდან. ამ ქვეყნების ბუნებრივი და ადამიანური რესურსები დაუნდობლად იძარცვება დასავლეთის ქვეყნებში განლაგებული ტრანსნაციონალური კორპორაციების მიერ. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა კაპიტალისტური მსოფლიო წყობის ნაწილია, საჭიროა განვასხვავოთ ირანის, როგორც მესამე მსოფლიოს ნაწილის კაპიტალიზმი ამერიკის და ევროკავშირის იმპერიალიზმს შორის. ეს ნიშნავს იმას, რომ თუნდაც არ ვუჭერთ მხარს აიათოლების რეჟიმს, ამერიკასთან ირანის ჭიდილში ჩვენ ირანის მხარეს უნდა ვიყოთ.


ახლა მსურს შევეხო ამერიკულ–ირანულ ურთიერთობებში არსებულ ყველაზე საჩოთირო თემას. საუბარია, როგორც მიხვდებოდით, საკითხზე: აქვს თუ არა ირანს უფლება, ჰქონდეს საკუთარი ატომური იარაღი? როგორც რამდენიმე აბზაცით ზემოთ აღვნიშნე, ირანთან მიმართებით გათვალისწინებულ უნდა იქნას ის ფაქტორი, რომ ირანი საკმაოდ განვითარებული, მაგრამ მაინც მესამე მსოფლიოს ქვეყანაა. ამ კუთხით უნდა შევხედოთ ირანის ატომური პროგრამის თემასაც. ეჭვს გარეშეა, რომ მსოფლიოში გრძელდება ატომური იარაღის დაგროვება და ეს საფრთხეს უქმნის კაცობრიობის არსებობას. ღმერთმა დაიფაროს, რომ ხვალ ამერიკის რომელიმე პრეზიდენტმა ატომური შეტევის ბრძანება გასცემს – მხოლოდ რამდენიმე ათასი ამერიკული ბირთვული იარაღი საკმარისია იმისათვის, რომ დედამიწაზე არსებული დასახლებული პუნქტების დაახლოებით ნახევარი განადგურდეს. მხოლოდ ამერიკამ რომ გამოიყენოს ატომური იარაღი, სხვადასხვა ქვეყანაში ერთდროულად მილიარდ ადამიანზე მეტი დაიღუპება, ხოლო კიდევ ერთი –ერთნახევარი მილიარდი ადამიანი საცხოვრებელი გარემოს რადიოაქტიული დაბინძურების შედეგად ამოწყდება დროის განმავლობაში.


პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ერთის მხრივ, მართალია, საჭიროა სწრაფვა ატომური შეიარაღებების შემცირების და სულაც ლიკვიდაციისკენ, მაგრამ მეორეს მხრივ, უნდა გვესმოდეს, რომ ამერიკის აგრესიული საგარეო პოლიტიკის გათვალისწინებით, იგი თავისი ატომური იარაღის არსენალითურთ წარმოადგენს საფრთხეს მთელი მსოფლიოსათვის, პირველ ყოვლისა, მესამე მსოფლიოს ქვეყნებისათვის, რომელთა ინდუსტრიაც ჯერ არ არის საკმარისად განვითარებული. აშშ-ს სურს, არ დაუშვას ირანის მიერ ატომური ბომბის შექმნა. მაგრამ რატომღაც იგი არც კი ფიქრობს თავისი ატომური შეიარაღების განადგურებას. ამერიკისთვის მომგებიანია ისიც, რომ ატომურ იარაღს ფლობენ ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილი პაკისტანი და ინდოეთი. პირდაპირ ვიტყვი, ამერიკელები კრინტსაც არ დაძრავდნენ, დღეს ირანს ფეხლევების დინასტიის წარმომადგენელი შაჰი რომ მართავდეს, როგორც ეს 1979 წლის ისლამურ რევოლუციამდე იყო. პროამერიკული შაჰის ხელში ატომური იარაღი ვაშინგტონში არასოდეს გამოიწვევდა შეშფოთებას. მაგრამ დღეს სულ სხვა სიტუაციაა: აშშ-ს მიერ ერაყში სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ ირანი პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადის ხელმძღვანელობით აძლიერებს თავის გავლენას ახლო აღმოსავლეთში და ცდილობს, გახდეს რეგიონალური ზესახელმწიფო, ისრაელის უკანა პლანზე გადაწევის საშუალებით. ასეთ ვითარებაში ამერიკელებს ძალზე არ აწყობთ თეირანის ხელში ატომური ან სხვა სახის მასობრივი განადგურების იარაღის მოხვედრა.


ვაშინგტონში კარგად ესმით, რომ მესამე მსოფლიოს საკმაოდ მძლავრი სახელმწიფოს, როგორიცაა ირანი, ხელში ატომური იარაღი აშშ-ს უკარგავს საშუალებას, ამ ქვეყანას უკარნახოს პირობები. მაშასადამე, ამერიკელები ვერ შეძლებენ, მოიპოვონ რაიმე ბერკეტები ირანის ნავთობის გასაკონტროლებლად. აშშ-ს ადმინისტრაციის ამგვარი ძლიერი უკმაყოფილება ირანის პოლიტიკის მიმართ გამოწვეულია შიშით, რომ აშშ დაკარგავს აბსოლუტურ სამხედრო უპირატესობას, თუკი იგი ეცდება, ელვისებური სისწრაფით დაიკავოს ირანის ტერიტორია, როგორც ეს ავღანეთსა და ერაყში გააკეთა. ამგვარ შესაძლებლობას ამერიკას თეირანის ატომური პროგრამის განხორციელება საბოლოოდ მოუსპობს.


ჩვენ არ ვართ ატომური იარაღის, როგორც ასეთის, მომხრე, ჩვენ, პროგრესულ ადამიანებს, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ აშშ გამოდის ირანის მიერ ბირთვული ტექნოლოგიების დაუფლების წინააღმდეგ არა მსოფლიოში მშვიდობისა და სიმშვიდისთვის ზრუნვიდან გამომდინარე. ამერიკელებს სჭირდებათ ირანის ნავთობი. ახლა ირანის პრეზიდენტმა აჰმადინეჟადმა უეცრად რომ პოლიტიკური კურსი შეცვალოს და თუ მთლად პროამერიკული არა, მაგრამ პრონატოური კურსი მაინც გამოაცხადოს, ეჭვიც არ მაქვს, რომ აშშ-სთვის ირანის პრეზიდენტი მტრიდან მაშინვე საუკეთესო მეგობრად და „ახლო აღმოსავლეთში დემოკრატიული თავისუფლებებისთვის მებრძოლად“ გადაიქცევა. ხომ გასაგებია, რომ ირანის ან იმავე ერაყის, იუგოსლავიის და სხვა ქვეყნების ადგილზე, რომლებიც მსოფლიო იმპერო-ფაშიზმის მსხვერპლნი გახდნენ, ნებისმიერი სხვა ქვეყანა მოხვედრილიყო. ისიც არ იწვევს ეჭვს, რომ გასული საუკუნის ორმოცდაათიანი წლებიდან ისრაელს მხარი საბჭოთა კავშირისთვის და არა დასავლეთისთის, დასავლეთის არც ერთი სახელმწიფო არ დათანხმდებოდა, რომ ისრაელს ჰქონოდა საკუთარი ატომური იარაღი. ის, რომ დასავლეთი ამერიკის მეთაურობით დღეს ითმენს ისრაელის ატომური ბომბების არსებობას, არ არის იმით გამოწვეული, რომ დასავლეთში ისრაელის ლიდერები უფრო გაწონასწორებულად მიაჩნიათ, არამედ მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ისრაელი დგას აშშ-ს და სხვა მსოფლიო იმპერიების სამსახურში. ისრაელმა რომ მოინდომოს ამერიკასთან ურთიერთობების გაწყვეტა, ის მაშინვე გამოცხადდება „ამერიკის ნომერ პირველ მტრად“. ეს ეხება ყველა დანარჩენ სახელმწიფოსაც, რომლებიც დღეს ეთაყვანებიან ძია სემს, როგორც რაიმე ღვთაებას, ხოლო ხვალ თავად შეიძლება, იქცნენ მსხვერპლად.


დაბოლოს, კიდევ ერთხელ მსურს, ხაზი გავუსვა, რომ ამჟამინდელ სიტუაციაში, როდესაც არსებობს ირანის სუვერენიტეტისადმი პირდაპირი იმპერიალისტური მუქარა, მხარი უნდა დავუჭიროთ ამ ქვეყნის უფლებას, იქონიოს საკუთარი ატომური ტექნოლოგიები და სულაც ატომური შეიარაღება. ბუნებრივია, იმის აღიარება, რომ ირანს აქვს უფლება, თავი დაიცვას ატომური ბომბის საშუალებით, არ ნიშნავს აიათოლების რეჟიმისადმი პოლიტიკური მხარდაჭერის გამოვლენას, ბურჟუაზიული რეჟიმისადმი, რომელიც თრგუნავს და ექსპლუატაციას უწევს მუშებს, ასევე დროდადრო სჯის პროფკავშირელ აქტივისტებს. მაგრამ როგორც არაერთხელ აღმინიშნავს სხვა სტატიებშიც, ირანს, როგორც მესამე მსოფლიოს ქვეყანას, სრული უფლება აქვს ატომურ იარაღზე, როგორც თავდაცვით ფარზე აშშ-ს და ნატო-ს მიერ მხარდაჭერილი მსოფლიო იმპერიალიზმის წინააღმდეგ. ირანის ხელისუფლების ამ უფლებას ჩვენ, კომუნისტებმა, მხარი უნდა დავუჭიროთ, თუმცა სოლიდარობას არ ვუცხადებთ თავად ირანის პოლიტიკურ სისტემას.


რედაქციისაგან: ამ სტატიის ავტორია ისრაელელი პოეტი და პუბლიცისტი შმუელ ერუშალმი, რომელიც ჩვენ უკვე წარვუდგინეთ ჩვენს მკითხველებს. ჩვენ სულაც არ ვეთანხმებით ირანის სასულიერო ფენის ავტორისეულ შეფასებას, როგორც „ბურჟუაზიის“, რომელიც „მუშათა კლასს ექსპლუატაციას უწევს“. ჩვენი აზრით, ეს სუფთა მარქსისტული გაუგებრობაა. ირანის სასულიერო წოდების წარმომადგენლებს რაც შეეხებათ, ყოველ შემთხვევაში, მმართველ აიათოლებს, ისინი საკმაოდ ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობენ – საკმარისია მოვინახულოთ იმამ ხომეინის სახლ-მუზეუმი თეირანში, სადაც ვერანაირ ზედმეტობებს ვერ ნახავთ, არის მხოლოდ პატარა ბინა, იაფი ავეჯის მინიმალური რაოდენობით. ამასთან ირანი, როგორც ეს შეეფერება ისლამურ სახელმწიფოს, უფრო ახლოს სოციალიზმთან დგას, ვიდრე კაპიტალიზმთან, თუკი გავითვალისწინებთ თუნდაც ეკონომიკაში სახელმწიფოს მონაწილეობის მოცულობას, მუშათა სოციალურ დაცულობას და ასე შემდეგ.

ამასთან ჩვენ ჩვენს მკითხველებს რეკომენდაციას ვაძლევთ, გაეცნონ ბ-ნი ერუშალმის სხვა სტატიებსაც, რომლებიც ინტერნეტშია გამოქვეყნებული. ჩვენი შეხედულებით, განსაკუთრებით საინტერესოა აზრი იმის შესახებ, რომ აუცილებელია მორწმუნე ადამიანებისა და კომუნისტების კავშირი აშშ-ს მცდელობებთან დასაპირისპირებლად, დაამყაროს მსოფლიო ბატონობა. იხილეთ შემდეგი ბმული.

http://geurasia.org/irani-ruseti-amerika/e...mi-imperialism/
kote-1962
Международные санкции Ирана и его отношения с Арменией

05.10.10 17:40




На международной арене Иран ведет себя своенравно и вызывающе самостоятельно. Программа по обогащению урана заставляют государства-члены ядерного клуба предпринимать шаги по недопущению создания Ираном ядерного оружия. Совет безопасности ООН за отказ Ирана от программы обогащения урана ввел по инициативе США жесткие экономические санкции, к которым присоединилась и Россия.

С точки зрения экономики это означает, что самые развитые и богатые международные рынки отныне будут закрыты для Ирана. И неизвестно, когда они откроются. По оценкам экспертов только частный бизнес в Иране имеет инвестиционный потенциал в 300 миллиардов долларов, которые на ближайшие годы фактически будут заморожены. При таком неблагоприятном международном фоне армяно-иранские торгово-экономические отношения продолжают успешно развиваться. Наш корреспондент встретился с генеральным директором Центра изучения современного Ирана в Москве Сафаровым Раджабом Саттаровичем.

- Как в условиях принятых санкций Иран развивает экономические отношения с ближайшими соседями, прежде всего с Арменией?

Сафаров: Развитие торгово-экономических отношений с Арменией для Ирана является приоритетной задачей. Традиционно Иран хорошо относится к Армении. Несмотря на то, что между Ираном и Азербайджаном имеется этническая общность, а между Арменией и Азербайджаном уже много лет имеется жесткое противостояние, Иран продолжает помогать Армении. Уже действует газопровод Иран-Армения, строится вторая ветка, практически начато строительство железной дороги между Ираном и Арменией, разработана программа по строительству ряда крупных и малых ГЭС. Сегодня совместная российско-армянская комиссия по экономическому сотрудничеству обсуждает сотни проектов по сотрудничеству с Ираном. Введенные по инициативе США санкции против Ирана объективно способствуют форсированному развитию и расширению имеющихся торгово-экономических отношений с Арменией.

- С принятием указа президента Медведева об отказе поставлять Ирану С-300 и присоединение к санкциям ООН, отношения между Россией и Ираном значительно ухудшились. Между тем Армения стратегический партнер России. Накладывает ли это отпечаток на отношения между Ираном и Арменией?

- Это разные вещи. У Ирана имеются прямые отношения с Арменией. Иран как бы дополняет отношения, которые имеются у Армении с Россией. Иран является важным и незаменимым игроком в регионе. Именно поддержка Ирана во многом помогла Армении в достижении высоких отношений с Россией, иметь сильные позиции в отношениях с Азербайджаном, в отстаивании своих интересов. Армяно-иранские отношения создают некий баланс сил в регионе большого Кавказа, являются сдерживающим фактором, который помогает решать важные для обеих стран политические проблемы. Иран для Армении в нынешней политической ситуации, в условиях неурегулированных конфликтов, является незаменимым партнером.

- Значение армяно-иранских отношений нельзя недооценивать. В условиях экономической и транспортной блокады со стороны Турции и Азербайджана, которые продолжаются вот уже много лет, сотрудничество с Ираном помогает Армении как-то нивелировать влияние блокады. Сегодня не исключено, что Грузия, являющаяся практически сателлитом НАТО, может присоединиться к санкциям ООН. Возможно ли проведение транспортных маршрутов из Армении через Иран?

- С точки зрения экономики это не совсем выгодно, но возможно. Тем более, что граница открыта, коммуникации имеются. Если проложить дорогу, многие сегменты экономики будут заполнены именно иранским составляющим бизнеса. И это может вывести отношения между Арменией и Ираном на более высокие политические отношения. Это поможет Армении выйти из изоляции и стать важным игроком не только на Кавказе, но и зоне Персидского залива. А учитывая активность и предприимчивость армянского народа, они могут занять пустующие нишы в экономике Ирана на долгие годы.

- Сегодня очень многие иранские предприниматели основали свое дело в Армении и успешно его развивают. Учитывая неблагоприятную для Ирана международную ситуацию следует ли ожидать новой волны инвестиций в экономику Армении со стороны иранских бизнесменов?

- Условия сегодня таковы, что для развития малого и среднего бизнеса в Армении и Иране созданы уникальные возможности. Ведется поддержка частного бизнеса со стороны государства, делаются послабления на уровне законодательства, делается все, чтобы армяно-иранские экономические отношения на всех уровнях шли по нарастающей. Думаю, что у ирано-армянских торгово-экономических отношений самые хорошие перспективы. И самое главное - эта перспектива отвечает интересам обеих государств во всех сферах. И укрепление сотрудничества между Арменией и Ираном может привести к усилению их роли в решении локальных проблем в регионе.

- Сегодня Иран находится под жесткими международными санкциями, а Армения в свою очередь уже долгие годы находится в экономической и транспортной блокаде со стороны Азербайджана и Турции. Не является ли «товарищество по несчастью» главной причиной расширения сотрудничества между Ираном и Арменией?

- Никакие международные санкции, напряженные отношения между соседями не могут стать причиной сотрудничества между двумя странами. Тут действует простая и понятная формула - взаимоотношения этих государств отвечают их интересам, это выгодно, это усиливает их позиции, это обеспечивает их рабочими местами, налоговыми поступлениями в государственные бюджеты. Это развитие общества, расширение бизнеса, а не попытка выйти из режима изоляции через кооперирование. На самом деле это просто выгодно обоим государствам. И не просто выгодно, а способствует сближению армянского и иранского народов.
Panorama.am


© Все права защищены
Iran News - 2002, E-mail: info@iran.ru
Лицензия Минпечати РФ №77-6912
გალუნგუნგგ
Проблема Абхазии и Южной Осетии в грузинском политическом сознании и практике

Ни в Грузии, ни за ее пределами пока еще не имело места изучение данного вопроса, хотя это один из ключевых вопросов для понимания того, почему грузино-абхазские и грузино-осетинские отношения за последние более чем 20 лет развивались в сторону обострения, обусловили военные столкновения и зашли в тупик пока без какого-либо намека на урегулирование и взаимопонимание.

სრული სტატია: http://geurasia.org/ru/problema-analizi/ab...gia-cnobiereba/

ქართული თარგმანი:
აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემა ქართულ პოლიტიკურ ცნობიერებასა და პრაქტიკაში

არც საქართველოში, არც მის ფარგლებს გარეთ ჯერ ადგილი არ ჰქონია ამ საკითხის შესწავლას, თუმცა იგი წარმოადგენს ერთ-ერთ გადამწყვეტ საკითხს იმის გასაგებად, თუ რატომ განვითარდა ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ურთიერთობები ბოლო 20 წლის მანძილზე გამძაფრების მიმართულებით, განაპირობა სამხედრო შეტაკებები და შევიდა ჩიხში, ჯერ-ჯერობით დარეგულირებისა და ურთიერთგაგების მიღწევის პერსპექტივის სრული არარსებობით.
http://geurasia.org/problema-analizi/abkha...gia-cnobiereba/
kote-1962
საქართველოში ჩამოსახლება 8 000–მდე “თურქ–მესხს“ უნდა


21:08 07.10.2010

[ნინო მიქიაშვილი]

ევროპის საბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებების მიხედვით, 2011 წელს უნდა დასრულდეს საბჭოთა პერიოდში დეპორტირებული მაჰმადიანი მოსახლეობის საქართველოში ჩამოსახლების პროცესი. პრესა.გე–ს მიერ მოპოვებული სარწმუნო და ამავდროულად, არაოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, ამ წუთისთვის, ჩამოსახლების მსურველთა 5 900 განაცხადია შემოსული, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ჩამოსახლება 5 900 სრულწლოვანს უნდა; ამას ემატება დაახლოებით ორი ათასი არასრულწლოვანი, რომელთაც ბუნებრივია, კანონის თანახმად განაცხადების შევსების უფლება არა აქვთ. ანუ, მთლიანობაში აქ ჩამოსახლება 8 000 ადამიანს სურს.

ამასთან, ჩამოსახლების მსურველთა წარმოდგენილი განაცხადების თითქმის ნახევარი ხარვეზებითაა შევსებული; ზოგს კანონით გათვალისწინებული დოკუმენტი არ ახლავს თან, ზოგ განაცხადში კი სპეციალური გრაფა არასწორადაა შევსებული... მიმდინარე წლის ბოლოს, ხარვეზიანი განაცხადები, სპეციალური მინიშნებებით, განმცხადებლებს უკან დაუბრუნდებათ და მათ გამოსასწორებლად 4–თვიანი ვადა მიეცემათ. ამის შემდეგ დაიწყება რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების პროცესი.

დეტალების დასაზუსტებლად ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან დაკავშირება ვცადეთ, მაგრამ სამწუხაროდ, უშედეგოდ.

საქართველომ ჩამოსახლების მსურველთა განაცხადების მიღება 2009 წლის 31 დეკემბერს დაასრულა. ამავე პერიოდში შევიდა ბოლო ცვლილება კანონში ”ყოფილი სსრკ-ს მიერ მეოცე საუკუნის ორმოციან წლებში საქართველოს სსრ-დან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ”; ცვლილება ითვალისწინებდა რეპატრიაციის სტატუსის მაძიებლების მიერ წარმოდგენილ განაცხადებში არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად ვადის გარკვეული პერიოდით გახანგრძლივებას.

კანონი ”ყოფილი სსრკ-ს მიერ მეოცე საუკუნის ორმოციან წლებში საქართველოს სსრ-დან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ” 2007 წლის 11 ივლისს მიიღეს. ამ კანონის თანახმად, რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელს, საქართველოს მთავრობის განკარგულებით მიღებული და დამტკიცებული სპეციალური ანკეტის ფორმა მისთვის სასურველ ენაზე უნდა შეევსო, რომელშიც დაახლოებით 40 კითხვაა დასმული. ამასთან, კანონის თანახმად, სპეციალურ ანკეტას თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ, ან ინგლისურ ენაზე. პლუს ამას, ჩამოსახლების მსურველებს უნდა წარედგინათ ჯანმრთელობის ცნობა, ქონებრივი დეკლარაციის ანკეტის ფორმა, ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან და სხვა.

კანონში განსაზღვრული არ არის მაძიებლობიდან რეპატრიანტის სტატუსი რამდენ ხანში მიენიჭებათ. რეპატრიაციის მსურველების მიერ წარდგენილი დოკუმენტები შესაბამისმა უწყებებმა უნდა განიხილონ. მაგალითად, ჯანდაცვის სამინისტრომ, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებმა, რომლებიც თავის მხრივ შესაბამის დასკვნებს დადებენ. რაც შეეხება რეპატრიანტის სტატუსის ამა თუ იმ მაძიებლის სანდოობას და იმას, საფრთხე შეიძლება თუ არა შეუქმნას ჩვენს ქვეყანას, ამაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა იზრუნოს – დასკვნა მოამზადოს.

ზემოთ ჩამოთვლილი უწყებებიდან წარდგენილი დასკვნების საფუძველზე, რეკომენდაცია უნდა გაკეთდეს იმაზე, ამა თუ იმ პირს რეპატრიანტის სტატუსი უნდა მიენიჭოს, თუ არა.

2007 წლის 11 ივლისს მიღებული კანონის თანახმად, იუსტიციის სამინისტროს უნდა შეემუშავებინა სპეციალური სამართლებრივი დოკუმენტი, რომლის თანახმად, რეპატრიანტები საქართველოს მოქალაქეობას გამარტივებული წესით მიიღებდნენ, ოღონდ კანონის თანახმად, მანამდე მათ უარი უნდა თქვან იმ ქვეყნის მოქალაქეობაზე, საიდანაც საქართველოში ჩამოსახლება უნდათ.

როგორც იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ხათუნა იოსავამ განგვიმარტა, 2010 წლის 30 მარტს გამოიცა მთავრობის დადგენილება N87, რომელიც რეპატრიანტებს საშუალებას მისცემს საქართველოს მოქალაქეობა გამარტივებული წესით მიიღონ.

1944 წელს დეპორტირებულთა და მათ შთამომავალთა განაცხადების მიღება, 2008 წლის 1 იანვარს დაიწყო და 2009 წლის 1 იანვარს უნდა დასრულებულიყო, რომ არა 2008 წლის 23 დეკემბერს კანონში - ”ყოფილი სსრკ-ს მიერ მეოცე საუკუნის ორმოციან წლებში საქართველოს სსრ-დან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ” შეტანილი ცვლილება, რამაც განაცხადების მიღება 6 თვით - 2009 წლის 1 ივლისამდე გადაავადა. ეს რამდენიმე მიზეზმა განაპირობა: პირველი და უმთავრესი ევროსაბჭოს მონიტორინგის კომისიის რეკომენდაცია გახლდათ, მეორე - ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და მესამე - თავად დეპორტირებულთა და მათ შთამომავალთა სურვილი.

განაცხადების მიღების გადავადება, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩვენთან საუბრისას, 2008 წელს ჩატარებული რიგგარეშე საპრეზიდენტო, საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებითა და აგვისტოს ცნობილი მოვლენებით გამოწვეული სირთულეებით ახსნეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველო ევროპის საბჭოში 1999 წლის 27 აპრილს გაწევრიანდა. ამ დროს აღებული ვალდებულებებიდან ერთ–ერთი სწორედ 1944 წელს დეპორტირებულების უკან დაბრუნებას ეხებოდა, რაც ვალდებულებების ნუსხაში ამგვარი ფორმულირებითაა წარმოდგენილი:

“გაწევრიანებიდან ორი წლის განმავლობაში მიღებულ იქნას სამართლებრივი ბაზა, რომელიც დაუშვებს საბჭოთა რეჟიმის მიერ დეპორტირებული მესხი მოსახლეობის რეპატრიაციას და ინტეგრაციას ქართველ ეროვნებაზე უფლების ჩათვლით; ამ სამართლებრივი საფუძველის მიღებამდე, მის შესახებ გაწეულ იქნას კონსულტაციები ევროპის საბჭოსთან; გაწევრიანებიდან სამი წლის განმავლობაში დაწყებულ იქნას რეპატრიაციის და ინტეგრაციის პროცესი, ხოლო გაწევრიანებიდან თორმეტი წლის განმავლობაში დასრულდეს მესხი მოსახლეობის რეპატრიაციის პროცესი“.

არც ევროპის საბჭოს წინაშე აღებული ვალდებულება და არც კანონი რეპატრიაციის შესახებ, საქართველოს არ ავალდებულებს ჩამოსახლების პროცესის ფინანსურ უზრუნველყოფას. 2007 წლის 11 ივლისს მიღებული კანონის მიხედვით, ისინი, ვინც რეპატრიანტის სტატუსს მიიღებენ, საქართველოს ნებისმიერ კუთხეში შეუძლიათ სახლების შეძენა. მათ ეს საკუთარი ხარჯებით, ან ევროსტრუქტურების დახმარებით უნდა გააკეთონ, თუ კი ასეთ დახმარებას აღმოუჩენენ.

http://www.presa.ge/new/?m=society&AID=1274
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.