Help - Search - Members - Calendar
Full Version: აქტუალური სტატიები-Актуальные статьи
მთავარი ქართული ფორუმი პოლიტიკის შესახებ > პოლიტიკის შესახებ > პოლიტიკური არქივი - დოკუმენტური მასალები
Pages: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22
თემური
აშშ-ს ექსპერტები სთავაზობენ რუსეთს დაუბრუნოს ჩინეთს ამურისპირეთი და ზღვისპირეთი

ამერიკელმა ექსპერტებმა განიხილეს აშშ-სა და ისრაელის გეგმები, განახორციელონ ატომური დარტყმა ირანზე, უწოდეს ამ გეგმებს უმეცრული. დემოკრატები მიიიჩნევენ, რომ საკითხის გადაჭრისათვის ახლო აღმოსავლეთში ამერიკამ აუცილებელია უნდა წამოიწყოს დიალოგი ირანთან და სირიასთან და მათს უნდა დაეყრდნოს. მათი აზრით, უნდა გამოიყვანონ მთელი ჯარები ერაყიდან და ავღანეთიდან, ამასთანავე მიანიშნეს იმაზე, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში „ამ ქვეყნებში სამოქალაქო ომები გარდაუვალია“.

როგორც «FarWest.LLC»,- ში მიიჩნევენ უფრო მეტად არის სავარაუდო შემდეგი ომები: ერაყელ შიიტებს ( რომლებსაც მხარს ირანი უჭერს) და სუნიტებს შორის, რომლებიც ეყრდნობიან საუდის არაბეთს; იორდანიასა და ეგვიპტე; თურქეთსა და ერაყელ ქურთებს შორის; არაბებ თალიბებსა და პუშტუნებს და ტაჯიკებს შორის; ხაზარეთელ შიიტებსა და უზბეკებს შორის, რომელთაც ეხმარებიან ირანი და უზბეკეთი.

ამ შემთხვევისას ამერიკელ ექსპერტებს დაავიწყდათ მიეთითებინათ რუსეთი, რომელიც მხარს უჭერს ყველას ვინც ტალიბების წინააღმდეგია, რასაც შემდგომში გააკეთებს აშშ ავღანეთიდან გასვლისას.

კიდევ ერთ პოტენციურ არასტაბილურ რეგიონად ამერიკელმა ექსპერტებმა დაასახელეს ფერღანას ველი, სადაც სიტუაციამ შეიძლება ააფეთქოს მთელი ცენტრალური აზია. ამის გარდა დესტაბილიზაციამ ფერგანის დაბლობზე, განსაკუთრებით მის ყირგიზულ ნაწილში, შესაძლებელია ცეცხლი შეუკეთოს ლატენტურ კონფლიქტს თურქ მუსულმანებსა და ჩინელებს შორის კაშგარში და ჩინეთის მიერ კონტროლირებად მთელს აღმოსავლეთ თურქესტანში.

რაც შეეხება რუსეთის მომავალს, «FarWest.LLC» - ში დარწმუნებულები არიან, რომ აღმოსავლეთ ციმბირში და შორეულ აღმოსავლეთში ჩინეთის შეჭრის შეჩერება ვერ მოხერხდება, ამის გამო ამერიკელმა ექსპერტებმა გამოთქვეს აზრი, რომ რუსეთი ახლო პერსპექტივაში ვერ შეძლებს ამ ტერიტორიების შენარჩუნებას დამოუკიდებლად. ამისათვის მას დასჭირდება აშშ და დასავლეთის დახმარება.

ამის შესხებ «FarWest.LLC»-ის ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ციმბირი და შორეული აღმოსავლეთი – ეს არის „მთელი კაცობრიობის საკუთრება და რესურსების საწყობი“ და არა მარტო რუსებისა.
ამერიკელი ექსპერტები თვლიან, რომ XIX საუკუნის შუახანების რუსეთ-ჩინეთის ხელშეკრულებები, რომელთა მიხედვით რუსეთს მიუერთდა ჩინური ზღვისპირეთი და ამურისპირეთი, „მრავალმხრივი კომპრომისის ფარგლებში ამ ხელშეკრულებებს მოუწევს გადასინჯვა“.

«FarWest.LLC» მიუთითებენ, რომ ამერიკელი დემოკრატები სთავაზობენ ამერიკის საგარეო პოლიტიკაში შეიტანონ სერიოზული ცვლილებები. ერთი მხრივ ისინი გამოდიან ამერიკის მონაწილეობის შემცირებაზე შეიარაღებულ კონფლიქტებში საზღვარგარეთ, პირველ რიგში ერაყში, მეორე მხრივ ისინი მზად არიან აწარმოონ ღია დიალოგი და ეძებონ კომპრომისები იმისთანა ქვეყნებთან როგორებიც არიან ჩინეთი, ირანი და სირია. ამ წყაროებში რამდენჯერმე იყო ნახსენები ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო, რომელთანაც ურთიერთობების ნორმალიზება ლიბიური სცენარით მიღებულია რეალურად.
ამასთანავე ამერიკელი ექსპერტები აცხადებენ, რომ ვერ ხედავენ რუსეთში, სუბიექტს სტრატეგიული დიალოგის წარმართვისათვის.


200 მილიონი ჩინელი მზად არის რუსეთში შესასვლელად

200 მილიონი ჩინელი მზად არის ჩინეთიდან გადავიდეს რუსეთში. ამის შესახებ გვაცნობებს სააგენტ «Пресс-Лайн» რფ საემიგრაციო სამსახურის დირექტორის მოადგილე ვიჩესლაბ პოსტავნინზე დაყრდნობით. მისი სიტყვებით მიგრანტების დიდი ტალღა შესძლებელია იყოს დაკავშირებული აგრეთვე ჩინეთის პოლიტიკასთან, რომელიც ხელს უწყობს საკუთარი მოქალაქეების გადინებას თავისი ქვეყნიდან.
არის რიგი ქვეყნებისა, რომლებიც ეწევიან საკუთარი მოქალქეების თავიანთი ქვეყნებიდან გაძევების პოლიტიკას სხვა ქვეყნებში, ეს ეხება არა მარტო ჩინეთს, ჩინეთი თვითონ ვითარდება ეკონომიურად, მხოლოდ იქ არის უამრავი ზედმეტი მაცხოვრებელი. ახლა დაახლოებით 200 მილიონი ჩინელი მზად არის ჩამოვიდეს რუსეთში სამუშაოსთვის. ეს კი 56 მილიონით აღემატება ჩვენი ქვეყნის მთლიან მოსახლეობას. ჩვენი შეფასებებით რუსეთს სჭირდება მხოლოდ ერთი მილიონი ლეგალური მიგრანტი წელიწადში. ამ პრობლემის გადაჭრა არ შეიძლება მარტოდმარტოდ. ეს უნდა გადიჭრას საერთაშორისო დონეზე, განაცხადა რუსეთის ფედერაციის საემიგრაციო ფედერალური სამხახურის დირექტორის მოადგილემ ვიაჩესლავ პოსტავნინმა.
ახლა, მიგრაციული პროცესის რეგულირებით დაკავებულია რუსულ-ჩინური კომისია. ამის გარდა, რუსეთის კანონმდებლობით, რეგიონებს აქვთ უფლება დააწესონ კვოტები მიგრანტების მოქალაქეობაზეც კი.
თემური
სკანდალი. რუსეთმა დაამუშავა პოლონეთზე თავდასხმის გეგმა ბირთვული იარაღის გამოყენებით



როგორც პოლონური გაზეთის «Wprost» მფლობელობაში მოხვედრილი დოკუმენტები მოწმობენ, ამასწინანდელი ბელორუსში რუსეთ-ბელორუსის სამხედრო სწავლების მსვლელობისას რუსეთმა იმიტირება გაუკეთა სახმელეთო და საჰაერო თავდასხმას პოლონეთზე ბირთვული იარაღის გამოყენებით.

როგორც ცნობილია, გასულ სექტემბერს ბელორუსის ტერიტორიაზე მანევრებში „დასავლეთი 2009“ მოქმედებაში იყვნენ მოყვანილი 12,5 ათასი რუსი და ბელორუსელი სამხედრო მოსამსახურე, აგრეთვე 40 თვითმფრინავი და სამხედრო ტრანსპორტის 400–მდე ერთეული.

როგორც პოლონური გამოცემა იუწყება, მიუხედავად ოფიციალური მტკიცებებისა, სწავლების თავდაცვითი ხაიათის შესახებ, მასზე მუშავდებოდა თავდასხმითი ოპერაცია.
რუსეთის საჰაერო სამხედრო ძალები ვარჯიშობდნენ ბირთვული საბრძოლო მუხტიანი რაკეტების გაშვებაზე, რომლებიც განთავსებულია კალინინგრადის ოლქში, განახორციელეს გადასხმა პოლონეთის საზღვართან და გაზის მილსადენზე თავდსხმა.

«Wprost»–ის ინფორმაციით, ბელორუსში მანევრების პროგრამაში ჩართული იყო აგრეთვე, ეროვნული უმცირესობების ამბოხის ჩახშობა, რომელსაც დაძაბული ურთიერთობა აქვს რესპუბლიკის ავტორიტარულ ხელმძღვანელობასთან.

პოლონეთის პოლიტიკოსებმა გამოხატეს შეშფოთება სამხედრო სწავლების მსვლელობისას. ვარშავამ ევროკომისიაში შეიტანა ოფიციალური პროტესტი. „ეს პოლიტიკა მიგვიჩენს ჩვენ ადგილს, ნუ დაგვავიწყდება რომ ყოველივე ეს ხდება საბჭოთა კავშირის პოლონეთზე თავდასხმის 70 წლისთავზე“ – განაცხადა საპრეზიდენტო პარტიის „კანონი და სამართლიანობის“ დეპუტატმა.

Отдел мониторинга
КЦ
თემური
1832 წლის შეთქმულება

XIX საუკუნის დამდეგს დაწყებული ეროვნული მოძრაობის ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენდა 1832 წლის შეთქმულება, რომლის სულისჩამდგმენელნი იყვნენ რუსეთში გადასახლებული ბაგრატიონთა სამეფო სახლის წარმომადგენლები. ამ შეთქმულებაში მამაკაცებთან ერთად მონაწილეობდა მრავალი ქალი, მათ შორის გამორჩეულია მეფე ერეკლეს შვილიშვილი ბატონიშვილი თამარი.

1805 წელს თამარის მამა იულონ ბატონიშვილი ცოლშვილით რუსეთში, კერძოდ ტულაში გადაასახლეს. კარგა ხნის შემდეგ მათ ნება დართეს პეტერბურგში ცხოვრებისა, საიდანაც თამარმა მოახერხა თავის დაღწევა და თბილისში დაბრუნება.

1832 წლის შეთქმულებაში ბატონიშვილი თამარი არა მარტო ორგანიზატორი და ინფორმატორი იყო, არამედ მას ინსტრუქციებიც კი შეუმუშავებია შექმულთა მთავარი შტაბისათვის; მის ხელთ იყო ყველა ძალები და საჭირო განკარგულებებსაც და გეგმებს ის იძლეოდა.

შეთქმულების მონაწილეებს გადაწყვეტილი ჰქონდათ მისი დედოფლად გამოცხადება, თუმცა თამარს აზრად ჰქონდა დროებით აეღო ხელში საქართველოს მართვა-გამგეობა, ვიდრე ალექსანდრე ბატონიშვილი სპარსეთიდან ან თამარის ძმა, დიმიტრი პეტერბურგიდან ჩამოვიდოდა.

შეთქმულთა აჯანყება 1831 წლისათვის ჰქონდათ განზრახული – პოლონეთის აჯანყებასთან და მთის ბრძოლებთან დაკავშირებით, მაგრამ ვარშავის დაცემამ გამოიწვია აჯანყების ერთი წლით გადაწევა. თამარი დიპლომატიურ-ორგანიზაციულ მუშაობას განაგრძობდა.

თამარის მიერ დამტკიცებული მოქმედების გეგმის თანახმად (გეგმას ერქვა “პირველი ღამის განკარგულება”) 1832 წლის 20 დეკემბრის ღამის 1 საათზე თბილისის ზარებს უნდა ემცნოთ ქართველი ერის აღდგომა … არსენალი, ხაზინა, სამხედრო პოსტები, ყველაფერი ერთბაშად უნდა დაეკავებინათ. აჯანყებულთა ერთ ნაწილს ევალებოდა თბილისში ღვთისმშობლის ხატებით ხელში ხალხის გამოყვანა. კიდევ ცოტაც, და თამარს სიონში შეიძლება დედოფლის გვირგვინი დაედგა და დარიალიც სამუდამოდ ჩაკეტილიყო.

1832 წლის 9 დეკემბერს შეთქმულთა აქტიურიმა წევრმა, თბილისის გუბერნატორის ძმა იესე ფალავანდიშვილმა ძმის კატეგორიული მოთხოვნით შეთქმულება გასცა და ყველაფერი დაიღუპა.

ყველა პატიმარი გააფთრებით იცავდა და ხელს აფარებდა ამ უგვირგვინო დედოფალს, მაგრამ 1833 წლის 24 თებერვალს თამარი დაიჭირეს და შორეულ სიმბირსკში გადაასახლეს.

1832 წლის შეთქმულება გახდა სტიმულის მიმცემი შემდგომი ეპოქის დიდი ეროვნული მოძრაობისა.

* * *

მეორე თვალსაჩინო წევრი შეთქმულთა იყო მამიდა თამარისა თეკლა ბატონიშვილი, სახელოვანი ქალი მეფე ერეკლესი, პოეტი და მწიგნობარი, სიბრძნითა და სათნოებით შემკული, ამასთან საკვირველი მხნე და გამჭრიახი, სამაგალითო დედა და უფრო შესანიშნავი დედაკაცი.

თეკლა იყო იდეური ხელმძღვანელი ამ შეთქმულებისა თამართან ერთად და არც მისი შვილები და არც დიმიტრი და ელიზბარ ერისთავები უმისოდ არც ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს არა სდგამდნენ. თეკლა, როგორც საქართველოს ამბოხებებში მრავალჯერ გამოცდილი და მოწამე რუსთა უსასტიკეს ეგზეკუციებისა, საქმეში ყველაზე მეტ სიფრთხილეს იჩენდა.

რუსეთის რისხვა ამ მოხუც დედასაც არ ასცდა და თავის შვილებთან ერთად ისიც კალუგაში გადაასახლეს. 1837 წელს პეტერბურგის ქართველთა საზოგადოების დიდი ხვეწნით ნიკოლოზ I-მა მოხუც თეკლას საქართველოში დაბრუნების ნება მისცა. აოხრებული, უსახო საქართველოს გამო, დარჩენილი 10 წელი თეკლამ მწარე ვაებაში გაატარა.

ბატონიშვილი რიფსიმე, გიორგი მეფის ასული, მეუღლე დიმიტრი ჩოლოყაშვილისა. რიფსიმეს არ შეეძლო ახლო მონაწილეობა არ მიეღო შეთქმულებაში, სადაც მისი ძმა ოქროპირი მთავარი ხელმძღვანელი იყო შეთქმულთა, ხოლო მისი შვილი კაპიტანი ზაქარია, შეთქმულების ერთ-ერთ ემისარად და “კავშირად” ითვლებოდა აჯანყებულებთან.

ბატონიშვილი სალომე, ასული 1804 წლის მთიულეთის დიდი ამბოხების გმირის, ფარნაოზისა. 1805 წელს ფარნაოზი ოჯახითურთ ვორონეჟში გადაასახლეს და პატარა სალომემ თამარის მსგავსად ბავშვობიდანვე იგრძნო სუსხი მაშინდელი რუსეთის “მფარველობისა”. შეთქმულების წლებში იგი პეტერბურგში ცხოვრობდა და იქაურ ქართველ ქალთა შორი ყველაზე აქტიური იყო. მას გვერდში ედგა მისი მამა, ერეკლეს ძე ფარნაოზი, რუსეთის მთავრობასთან წარმოებულ ბრძოლათა დაუცხრომელი ბელადი.

ოქროპირ ბატონიშვილის და. ეს ქალი შეთქმულთა პირველ უჯრედის წევრი ყოფილა ჯერ კიდევ 1827 წელს.

სამეგრელოს დედოფალი ნინო, გრიგოლ დადიანის მეუღლე, ერეკლე მეფის შვილის, გიორგი მეფის ასული. 1804 წელს ის სამეგრელოს დედოფლად იქნა გამოცხადებული. თავიდან იგი ერეკლეს მსგავსად ლოიალურად იყო განწყობილი რუსეთის მიმართ. 1810 წელს შავი ზღვის რუსული ფლოტის დახმარებით აფხაზეთი და ფოთი კვლავ სამეგრელოს დაუკავშირა და ძველი სამეგრელოს სამთავროს საზღვრები თითქმის სულ აღადგინა. მაგრამ იმერეთის მეფე სოლომონის საბოლოო დამარცხების შემდეგ, რუსეთმა სამეგრელოს სამთავროც გააუქმა. დედოფალმა ნინომ უარყოფითი განაჩენი გამოუტანა თავისი მოღვაწეობის პირველ პერიოდს. მან დაინახა, რომ რუსეთი მტკიცედ და თანდათანობით ატარებდა საქართველოს ყველა კუთხეების შეერთებისა და პროვინციად გარდაქმნის პოლიტიკას და ყველანაირად ცდილობდა თავისი შეცდომის გამოსწორებას. რუსთა მიერ განგვირგვინებული, ვორონეჟის მონასტერში ძალად მოთავსებული დედოფალი 1847 წელს გარდაიცვალა.

ბატონიშვილი ქეთევან, ერეკლეს ასული, თეკლას და – რომელიც ადრევე ჩაება რუსთა ბატონობის საწინააღმდეგო ბრძოლებში.

თეკლა ბატონიშვილის რძალი ეკატერინე დავითის ასული ბარათაშვილი, ალექსანდრე ორბელიანის მეუღლე. ის იყო არა მარტო ღირსეული მეუღლე და დედა, არამედ ღრმა პატრიოტი ქალი. მას პატივი დასდეს და მიანდეს ამბოხებისათვის საგანგებო დროშის დამზადება.

სოლომონ დოდაშვილის მეუღლე. 1833 წელს დოდაშვილი გადაასახლეს და მისმა ცოლმა ნება ითხოვა, რათა ქმარს შვილებითურთ გაჰყოლოდა ვიატკაში.

მელანია შანშეს ასული ერისთავი, დიმიტრი და ელიზბარ ერისთავების და. იგი იყო თბილისის პოლიცმეისტერ ანდრია იაკობის ძე მელნიკოვის მეუღლე. მელანია თავიდანვე ჩართული იყო შეთქმულებაში და მისი ოჯახი მოქმედ შტაბ-ბინად გადაიქცა. სწორედ ამ ქალის გავლენით მისი უკრაინელი ქმარიც მალე გაერია ქართულ შეთქმულებაში და მეთაურთ ხელსაც უწყობდა.

მანანა ორბელიანი, მაშინდელი მოწინავე საზოგადოების თვალსაჩინო წევრი და ქართველ ქალებში თითქმის ყველაზე წარმტაცი და საინტერესო პიროვნება. იგი თბილისის შეთქმულთა წევრი ყოფილა. ეს ქალი მაშინდელ და შემდეგ ათეულ წლების შავბნელით მოცულ საქართველოს სინამდვილეში, მართლაც შუქურ ვარსკვლავად მოსჩანს და ტყუილად კი არ აუმღერებია მაშინდელი პოეტები. მანანა მაშინდელ ქართველ ქალებში არა მარტო საუცხოო სილამაზით გამოირჩეოდა, არამედ ჭკუით, სიმახვილით და იშვიათი გემოვნებით. იონა მეუნარგიამ მას სამართლიანად უწოდა საქართველოს მადამ რეკამიე. იმ საშინელი რეაქციის შემდეგ, რაც მოჰყვა 1832 წლის შეთქმულებას, მანანა ორბელიანი იყო დამარცხებულთა და დევნილთა ნუგეში.

საკმაოდ ვრცლად ამ შეთქმულებებისა და მათი მონაწილეების შესახებ შეგიძლიათ გაეცანოთ ქალბატონ თამარ გოგოლაშვილი-პაპავას ისტორიულ ნარკვევებში: “დიდი სახეები პატარა ჩარჩოებში”.

http://iberiana.webs.com/geowomen-ge.htm

* * *

იხილეთ აგრეთვე:

ლეილა აბაშიძე, ელენე ახვლედიანი, თამარ გვერდწითელი, ლია ელიავა, სალომე ზურაბიშვილი, თამარ თუმანიშვილი, ლიანა ისაკაძე, ქეთი მელუა, ნინო მაჩაიძე, ლეილა მესხი, ნინო რამიშვილი, რუსუდან ფეტვიაშვილი, ნაზი შამანაური, სოფიკო ჭიაურელი, სოფო ხალვაში, მედეა ჯაფარიძე

Georgian Surnames

ქართული გვარები

http://iberiana.webs.com/georgiansurnames.htm



iberiana21@yahoo.com
samreklo
ისტორია სხვა არაფერია, თუ არა ღმერთისა და ადამიანის თანაშემოქმედება. რაც ხდება, უფლის ნებით ხდება,მაგრამ ადამიანის ხელით ხორციელდება.
განსაცდელის ჟამს მამაზეციერი ირჩევს პიროვნებას,რომელსაც მესიად მოუვლენს ქვეყნიერებას.
ასე მოუვლინა ხსნა იერუსალიმს უფალმა სპარსეთის მეფე კიროსის სახით,რომელიც თავის ცხებულად ჩათვალა.
მირონცხებული იყო ღვთისმშობლის წილხვედრილ ქვეყანაში შობილი ი.სტალინიც.
ჯერ კიდევ ყმაწვილი, იგი ღმად მორწმუნე დედის ხელშეწყობით სამღვდლოდ ემზადებოდა.
ჯერ გორის სასულიერო სასწავლებელში,მერე თბილისის მართლმადიდებლულ სასულიერო სემინარიაში სოსო ჯუღაშვილი დაეწაფა ღვთისმეტყველებას,შეიყვარა სახარება და იესო ქრისტე.
ცით შთაგონებული,იგი ლექსებსაც წერდა,რომლებმაც თვით ილია ჭავჭავაძეც აღაფრთოვანეს და მას მათი დაბეჭვდა გადააწყვეტინეს.
ეს ლექსები გამსჭვალულია ერთგულებით ღვთის საქმისადმი. ერთ-ერთ მათგანში,მიძღვნილს მთვარისადმი, ხაზგასმულია,რომ “უფლის განგება დიდია”.
ი.სტალინი სანიმუშო მოწაფე იყო. გამოირჩეოდა წმინდა წერილის ღმა ცოდნით. გალობდა სასულიერო სემინარიის გუნდში.
სემინარიაში სწავლის დროს სოსო ჯუღაშვილს გამოეცხადა აფხაზეთის ახალ ათონზე სიმონ კანანელის მონასტრის წინამძღვარი და გაანდო ხილვა,რომ უფლის ნებით მას ეკისრება დიდი მისია მართლმადიდებელი ხალხების გადასარჩენად.
განგებამ ი.სტალინი მღვდლად კურთხევის ნაცვლად რევოლუციურ მოძრაობაში ჩააბა და იგი, ღვთის მორწმუნე ადამიანი, ათეისტური სახელმწიფოს სათავეში მოაქცია.
მანამ, სანამ ი.სტალინი ქვეყნის პირველი პირი გახდებოდა,გარეშე მტრული ძალების დახმარებით ხელისუფლებაში მოსულმა კოსმოპოლიტებმა და ღმერთის მოძულელეებმა ვ.ლენინმა და ლ.ტროცკიმ ამოხოცეს სამღვდელოების დიდი ნაწილი, გაძარცვეს და გაანადგურეს ეკლესია-მონასტრები.
მართლმადიდებელი ხალხები დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ.
მაგრამ მალე ცოდვებმა უწიეს ვ.ლენინს,რომელსაც უკურნებელი სენი შეეყარა და სიცოცხლის ბოლო წლები ტანჯვა-წამებაში გაატარა.
მისი გარდაცვალების შემდეგ ი.სტალინმა შეაჩერა სასულიერო პირების დაპატიმრება და დახვრეტა,ეკლესია-მონასტრების ძარცვა და ნგრევა.
იგი მიზანმიმართულად,ფრთხილად და თანდათანობით ამკვიდრებდა სახელმწიფო აღმშენებლობაში პატრიოტიზმის და მართლმადიდებლობის,მათი ერთიანობის იდეას, რითაც ანგრევდა უჯიშო კოსმოპოლიტიზმის საფუძვლებს.
ი.სტალინმა კვლავ აღადგინა ხალხის შეგნებაში მამულის მცნება.მან საყრდენ ძალად გამოაცხადა სამშობლო თავისი შემოღობილი ზეცითა და მიწა-წყლით,გმირული წარსულითა და საამაყო წინაპრებით.
როდესაც ლ.ტროცკი მიუხვდა მას და აუმხედრდა,ი.სტალინმა იგი ქვეყნიდან გააძევა,მისი მომხრეები კი ისევე გაჟლიტა, როგორც ილია წინასწარმეტყველმა ჩახოცა კიშინის ხევში 850 მაცდუნებელი.
მართალია,ქვეყნის დასუსტებისა და ი.სტალინის სახელის გატეხვის მიზნით სახელმწიფო ორგანოებში შემორჩენილმა მტრულმა ძალებმა თავად დაატეხეს რეპრესიები უდანაშაულო ადამიანებს,მაგრამ მათი აღსასრულის ჟამიც დადგა.
დიდი სამამულო ომის წინ ვითარებამ ი.სტალინს სრული შესაძლებლობა მისცა პატრიორიზმისა და მართლმადიდებლობის ერთიანობის დასამკვიდრებლად.
პირველ რიგში მან აღადგინა რუსეთის პატრიარქის ინსტიტუტე,მიაღწია იმას,რომ რუსულმა ეკლესიამ ცნო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია.
ი.სტალინის ხელშეწყობით გაიხსნა ბევრი სასულიერო სემინარია და აკადემია,გამოიცა საპატრიარქოს ჟურნალი,საღვთო წიგნები,აღსდგა უამრავი ეკლესია-მონასტერი.
მის დროს დიდი ზეიმით აღინიშნა რუსეთის მართლადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის მე-500 წლისთავი.
ისტორიული ფაქტია და ამას ვერავინ უარყოფს: როდესაც ფაშისტური გერმანიის ჯარი მოადგა სანკ-პეტერბურგს სტალინმა ბრძანა, გამოებრძანებინათ ყაზანის ღვთისმშობლის ხატი და ლოცვით შემოეტარებინათ ქალაქის გარშემო.
საკვირველმომქმედი ხატის,ღვთის დედის ლოცვებისაგან აღსრულებული სასწაულითა და მისი თანადგომით გადარჩა მოსკოვიც, რომლის მისადგომებიც პანიკურად დატოვეს გერმანელმა ფაშისტებმა.
მოსკოვის შემდეგ ყაზანის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი ვოლგისპირა ქალაქში (სტალინგრადში) გადაასვენეს, სადაც მის წინაშე განუწყვეტლივ აღესრულებოდა პარაკლისები და პანაშვიდები. ხატი ვოლგის მარჯვენა ნაპირზე ესვენა, საბჭოთა ჯარებს შორის, და გერმანელებმა ვერაფრით ვერ შეძლეს მდინარის გადალახვა.
ცნობილია,რომ ი.სტალინი შვებულებების გატარებას აფხაზეთში არჩევდა,სადაც ის სტუმრობდა axal aTonze simon kananelis მონასტერს,რომლის წინამძღოლმაც თავის დროზე იგი სიყმაწვილეში აკურთხა და აზიარა ღვთის განგებულებას.
მონასტრის ბერებთან საუბრებისას ი.სტალინი ანვითარებდა აზრს,რომ დაუშვებელია ადამიანს წაართვა რწმენა და ლოცვის კანონიერი უფლება.
გარდაცვალებადე ცოტა ხნით ადრე ი.სტალინმა დაწერა ლექსი “მორჩილი”,სადაც აღნიშნავდა,რომ მას ზეციური ძალა ასულდგმულებდა და მთელ მის საქმიანობას იგი წარმართავდა.ეს ლექსი სულ ახლახან აღმოაჩინეს მის არქივში.
ი. სტალინის სიკვდილის შემდეგ კვლავ იმძლავრეს ღმერთის მოძულე ძალებმა და ზესახელმწიფოდ აღზევებულ მართმადიდებლურ ქვეყანას ძირი გამოუთხარეს.
ნ.ხრუშჩოვმა განაახლა ეკლესიისა და მორწმუნეთა დევნა.მის დროს უფრო მეტი ხატი განადგურდა,ვიდრე ვ.ლენინის მმართველობისას. ნ.ხრუშჩოვმა ისიც კი დაიტრაბახა,რომ უკანასკნელ მღვდელს გამოიყვანდა ტელევიზიით.
შემდგომი პერიოდის ხელმძღვანელებიც უღვრთო პოლიტიკის გატარებას აგრძელებდნენ.
უდავოა,რომ ი.სტალინი ღვთივრჩეული იყო.მისი ფენომენი არ არის ჩვეულებრივი.მას ბადალი არ ჰყავს ხელმწიფეთა შორის,ვინც ყველაფერი მოიკლო და ხალხს შესწირა.
მან იესო ქრისტეს დარად დააპურა მშიერ-მაშვრალნი და მუსლი გაავლო ღმერთის მოძულე ძალებს.
ი.სტალინმა მართლმადიდებლობა პატრიოტიზმის სულისკვეთებით გამსჭვალა,რასაც მას დღესაც არ პატიობენ უჯიშო კოსმოპოლიტები.
არც ისე შორსაა ის დრო,როდესაც ი.სტალინს წმინდანად აღავლენენ მართლმადიდებელი ხალხები.

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,
პროფესორი გურამ მუჩაიძე
tavisupleba
იმისათვის, რომ აღარ განმეორდეს ის, რაც იყო 92-93 წლებში. სამხედრო ბაზა აფხაზეთში საჭიროა იმისათვის, რისთვისაც ნატოს სჭირდება ბაზა კოსოვოში. აფხაზეთში რუსეთის სულ 1800 სამხედრო იმყოფება, კოსოვოში 7000 კაციანი ნატოს ჯარია- რისთვის?

View the full article
tavisupleba
პარლამენტში ახლახან შექმნილმა ინტერფრაქციულმა ჯგუფმა, ”ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების პარლამენტებთან მეგობრობის ჯგუფმა”, სპეციალური მიმართვა შეიმუშავა, რომლის ადრესატებადაც ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების საკანონმდებლო ორგანოები სახელდება.

View the full article
თემური
Пока Запад молчит, Грузия вооружается
Статьи
19.02.2010 | 17:31

5395.jpegАбхазия призывает международное сообщество обратить внимание на продолжающуюся воинственную риторику президента Грузии и принять соответствующие меры по недопущению дальнейшей милитаризации этой страны и предотвращению очередного витка напряженности на Южном Кавказе. Озабоченность у официального Сухума вызвали недавние высказывания грузинского лидера Михаила Саакашвили, который, по мнению Абхазии, в очередной раз подтвердил намерение грузинской стороны решать проблемы урегулирования конфликтов в регионе вооруженным путем. Обратят ли внимание на слова Саакашвили и призыв Сухума в Брюсселе и Вашингтоне?

Абхазия обратилась с призывом к международному сообществу повлиять на продолжающуюся милитаризацию Грузии. МИД молодой республики выразил серьезную озабоченность февральским выступлением президента Грузии в Королевском институте международных отношений в Лондоне, где он, по информации Сухума, в очередной раз подтвердил намерение грузинской стороны решать проблемы урегулирования грузино-абхазского и грузино-осетинского конфликтов вооруженным путем.

Абхазское внешнеполитическое ведомство также напомнило Западу, что в ходе переговорного процесса между Грузией и Абхазией грузинская сторона неоднократно нарушала подписанные между сторонами соглашения и взятые на себя обязательства. «Для нас не является неожиданным и тот факт, что политика руководства Грузии не меняется и направлена исключительно на силовое разрешение конфликтов, о чем свидетельствует непрекращающийся процесс интенсивной ремилитаризации Грузии», - отмечается в заявлении МИД Абхазии.

В Сухуме также считают, что грузинская сторона, продолжая участвовать в женевских дискуссиях по мирному урегулированию конфликтов, намеренно отказывается от подписания документа о международных гарантиях неприменения силы в отношении Абхазии и Южной Осетии, подтверждая тем самым свои реваншистские настроения в отношении обеих республик, передает ИТАР-ТАСС.

Позицию Абхазии разделяют в России. Как известно, в ноябре прошлого года начальник ГРУ Александр Шляхтуров отметил, что Грузия, как и до событий августа 2008 года, по-прежнему получает военную помощь от стран НАТО, Израиля и Украины. «Страны НАТО поставляют Грузии в основном стрелковое оружие и снаряжение. США ведут подготовку личного состава грузинской армии по тактике НАТО, Израиль поставляет Грузии беспилотные летательные аппараты, а Украина - тяжелые вооружения, в частности танки и средства ПВО», - сказал он.

Позднее эту информацию озвучил и глава МИД России Сергей Лавров. «После августовского конфликта Тбилиси продолжает вооружаться, - заметил дипломат.

В декабре постпред России при НАТО Дмитрий Рогозин подчеркнул: президент Грузии Михаил Саакашвили восстановил военный потенциал своей страны и при этом не оставил планов по военному решению ситуации с Южной Осетией и Абхазией. «Фактически Грузия полностью перевооружилась, - цитировал «Росбалт». - Это реальная проблема, и мы о ней знаем. Этим, безусловно, озабочено политическое руководство России и наше министерство обороны».

А уже на этой неделе неназванный источник в российских спецслужбах сообщил, что Израиль намерен поставить для грузинской армии крупную партию стрелкового оружия и боеприпасов: 50 тысяч автоматов АКС-74, около тысячи гранатометов РПГ-7 и почти 20 тысяч гранат к ним, а также порядка 15 тысяч 5,56-мм штурмовых винтовок.

Пока партнеры Тбилиси игнорируют замечания Москвы и Сухума. И, несмотря на заключение международной комиссии по расследованию августовских событий 2008 года, согласно которому именно Грузия ответственна за развязывание пятидневной войны, Запад не только не наложил на республику эмбарго на поставки наступательных вооружений, но и не осудил сам факт нападения грузинских войск на спящий Цхинвал в канун открытия пекинской Олимпиады.

С чем может быть связано такое молчание Европы и США? Отвечая на этот вопрос, в беседе с корреспондентом GeorgiaTimes вице-президент Академии геополитических проблем Константин Сивков предположил, что Грузия совместно с Западом готовит операцию на Южном и Северном Кавказе, для которой, собственно говоря, и нужно увеличить военный потенциал Тбилиси. При этом среди санкций России, способных повлиять на Грузию, политолог назвал эмбарго на поставки российских энергоносителей в республику. Прогноз весьма пессимистичный, однако не исключено, что только такими методами Россия сможет привлечь внимание стран Запада к словам Сухума о милитаризации Грузии и предотвратить новую трагедию в неспокойном регионе.

Руслан Чигоев
თემური
В МИД Грузии прошли политические консультации с делегацией Бразилии
19.02.2010 | 17:48

Сегодня в министерстве иностранных дел Грузии прошли политические консультации между делегациями Грузии и Федеративной Республики Бразилия, передает корреспондент GeorgiaTimes в Тбилиси.

По информации МИД Грузии, делегацию Бразилии на этих консультациях возглавлял директор европейского департамента внешнеполитического ведомства, посол Мария Фонтенеле Райс, встретился с министром иностранных дел Грузии Григолом Вашадзе.

В Тбилиси также прошли политические консультации на уровне директоров департаментов. Стороны обсудили перспективы углубления взаимоотношений между странами и широкий спектр экономических и политических вопросов.

Бразильская сторона зафиксировала поддержку территориальной целостности Грузии и подтвердила желание углубления сотрудничества.

Версия для печати
თემური
отставки и назначения
Янукович готов отправить Тимошенко в отставку
19.02, 19:11 «Вести.Ru»

Партия регионов Украины, лидер которой Виктор Янукович избран президентом страны 7 февраля, предлагает отправить в отставку правительство во главе с Юлией Тимошенко.

В парламенте Украины зарегистрирован «проект постановления об ответственности правительства». Его автор — «регионал» Александр Ефремов . При этом содержание документа не раскрывается, сообщает ИТАР-ТАСС.

Ранее Янукович и люди из его окружения призывали Тимошенко подать в отставку с должности главы правительства. Тимошенко проиграла Януковичу во втором туре борьбы за президентский пост.

Подробнее: http://news.mail.ru/politics/3414285/
irakli bagrationi
მეორე პოეტური რუსულ-ქართული ალმანახი გამოიცა...


,,აკაკი წერეთელი და მიხეილ ლერმონტოვი” ერეკლე მეორის საზოგადოების მეორე ლიტერატურული გამოცემაა, რომელიც რუსეთ-საქართველოს ისტორიული და კულტურული კავშირების უკეთ გაცნობას ემსახურება.
1837 წელს, როდესაც რუსეთში ალექსანდრ პუშკინი მოკლეს, საქართველოში ილია ჭავჭავაძე დაიბადა. – ასე იწყებოდა პოეტური ალმანახის პირველი ნომერი, რომელშიც ილია ჭავჭავაძისა და ალექსანდრ პუშკინის პოეტური შედევრები იყო წარმოდგენილი. არც აკაკი წერეთელი და მიხეილ ლერმონტოვი შეურჩევიათ შემთხვევით. ერეკლე მეორის საზოგადოების თავმჯდომარის არჩილ ჭყოიძის თქმით, მათი შემოქმედება არის ხალასი ნიჭის გამობრწყინება, რომელშიც მკითხველი ხედავს მოქალაქეობრივი ვა¬ლის მძაფრ შეგრძნებას, ესმის ამღერებული ლექსის მელოდია, ემორჩილება სტროფების ძალას…
- ოცი წელიწადია, ქართველები და რუსები გაუცხოვდნენ ბინძური პროპაგან¬დის წყალობით, – გვითხრა არჩილ ჭყოიძემ, – თავის დროზე ეს ორი დაახლოებული ერი ერთმანეთს იარაღითაც დაუპირისპირდა. მრავალმა ჩვენმა პოლიტიკოსმა თუ საზოგადო მოღვაწემ კი, საერთოდ, გონი დაკარგა და პუშკინის ძეგლის აღება მოითხოვა. თურმე აღარ უნდა წავიკითხოთ პუშკინი, ლერმონტოვი, ტოლსტოი… აი, ასეთმა პროპაგანდამ გაგვაუცხოვა ერთმანეთისგან.
ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, პუშკინი, ლერმონტოვი… რომელიმე ერთი ქვეყნის საკუთრება არ არიან, ამ ბუმბერაზი კლასიკოსი მწერლების შემოქმედება ნებისმიერი ერის კულტურას გაამდიდრებს.
უნდა შევეცადოთ, როგორც რუსეთში, ასევე საქართველოში დიდი კლასიკოსი მწერლების წარმოჩენას, რათა 20-30 წლის შემდეგ სასაცილო მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ, როცა ჩვენმა ახალგაზრდობამ, თუნდაც საზღვარგარეთ გამგზავრებულმა დიპლომატებმა პუშკინზე ან ლერმონტოვზე რომ ჩამოვარდება საუბარი, არ თქვან, მათ შესახებ არ გვსმენიაო.
მთელი ევროპა აფასებს პუშკინს და ლერმონტოვს, ამერიკის შეერთებულ შტატებში ინგლისურ ენაზე გამოიცემა მათი შემოქმედება. რომელიღაც პოლიტიკოსის წყენის გამო არ შეიძლება კლასიკოსი მწერლების დაგმობა, ცხადია, არც პუშკინს და არც ლერმონტოვს აფხაზეთი და სამაჩაბლო არ უღიარებიათ.
რუსულ-ქართული პოეტური ალმანახის ,,აკაკი წერეთელი და მიხეილ ლერმონტოვი” წარდგენა გაიმართა ,,ამბასადორში”. შეკრებილთ მიესალმა და კრებულის გამოსვლა მიულოცა ერეკლე მეორის საზოგადოების თავმჯდომარემ არჩილ ჭყოიძემ. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის მნიშვნელობაზე, აკაკი წერეთლისა და მიხეილ ლერმონტოვის ღვაწლ¬ზე ყურადღება გაამახვილეს თემურ მირიანაშვილმა, ოლგა სემენეშჩევამ…
ითქვა, რომ ეს კრებული გამოიცა ერეკლე მეორის საზოგადოების წევრთა შემოწირულობებით, ასევე ბიზნესმენ ალექსანდრე ებრალიძის დახმარებით, რისთვისაც არჩილ ჭყოიძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესს.
- ალმანახი უფასოდ დარიგდება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ – რუსეთშიც, რათა რუსი ახალგაზრდობა გაეცნოს აკაკი წერეთლის შემოქმედებას, – დასძინა არჩილ ჭყოიძემ.
ამ დღესვე ერეკლე მეორის საზოგადოების წევრებმა ყვავილებით შეამკეს ლერმონტოვის ძეგლი მცხეთასთან და აკაკის საფლავი მთაწმინდაზე.

http://erekle-2.ge/?p=1022

http://erekle-2.ge/?p=1043
kote-1962
20.02.2010

გაზი და დენი - მოსახლეობის საწამებელი იარაღი



გაზისა და ელექტროენერგიის სადისტრიბუციო კომპანიებმა მოსახლეობას სიცოცხლე წამებად უქციეს. დედაქალაქსა თუ რეგიონებში მათი თარეში დღემდე ვერ აღიკვეთა. მომხმარებელთა უფლებების დამცველი ორგანიზაცია - სემეკი - აუღელვებლად ადევნებს თვალს ამ განუკითხაობას.

თითქმის ნახევარი წელია "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ასპარეზზე აღარ გამოჩენილა, მაგრამ ყაზახურ კომპანიას ქართველი მომხმარებლის ჯიბეში ხელის ფათური არ მოუშლია. მას შემდეგ, რაც სემეკის დადგენილებით "ყაზტრანსგაზ-თბილისს" ძველი მრიცხველების გამო მოსახლეობის დაჯარიმება აეკრძალა, კომპანიამ ახალი მეთოდებით დანერგვაზე დაიწყო ინტენსიური მუშაობა და შედეგიც უკვე სახეზეა.

როგორც ირკვევა, "ყაზტრანსგაზ-თბილისი" აბონენტებს გამიზნულად აჯარიმებს. ეს ეჭვი მომხმარებელს გაზის საფასურის წინასწარი გადახდის წესის ამოქმედების შემდეგ გაუჩნდა. მოქალაქეებს განსაკუთრებით ის აშფოთებთ, რომ უკვე ბოლო ორი თვეა გაზის ქვითარი არ მიუღიათ. ამ მიზეზით თანხა დროულად ვერ გადაიხადეს და დაჯარიმდნენ.

ახალი წესების თანახმად, თუ მომხმარებელი სამჯერ დაგვიანებით გადაიხდის გაზის საფასურს, ერთი წლის განმავლობაში კომპანია ერთი თვის თანხის წინასწარ, დეპოზიტზე განთავსებას მოსთხოვს. გადასახადის დაგვიანების შემთხვევაში თანხა დეპოზიტიდან დაიქვითება.

გადახდის ახალი წესი 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა და აბონენტები ამტკიცებენ, გაზის ქვითრები სწორედ მას შემდეგ აღარ მისდით.


უკვე წელიწადზე მეტია, რაც კომპანიას სახელმწიფოს წინაშე 80 მილიონ ლარზე მეტი კრედიტორული დავალიანება დაუგროვდა, რომლის დაფარვას ამ დრომდე ვერ ახერხებს. არავინ იცის, საერთოდ თუ ჩამოაკლო სოლიდურ ვალს ყაზახურმა კომპნაიამ. ამ ინფორმარციას კატეგორიულად მალავენ. მომხმარებელი კი ეჭვობს, რომ „ყაზტრანსგაზ-თბილისი" ამ ვალის დაფარვას მათ ხარჯზე ცდილობს და ნაირ-ნაირ მეთოდებს იგონებს.

თუკი დედაქალაქში გაზის კომპანიამ შეაწუხა მოსახლეობა, რეგიონებში ტრადიციულად ენერგოსადისტრიბუციო კომპანიები აქტიურობენ. ბოლო დროს, აბონენტების დაჩაგვრაში ბადალი არ ჰყავს „კახეთის ენერგოდისტრიბუციას". სემეკი კი ასეთ აღვირახსნილობას, უშფოთველად შესცქერის. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშნის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. ადგილობრივები სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციას" თანხების გამოძალვაში ადანაშაულებენ.

როგორც აქციის მონაწილეებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადის გარდა, დამატებით ყოველთვიურად 6-დან 15-მდე ლარს იხდიან.

- "წლებია უკვე დამატებით თანხებს გვახდევინებენ. ამბობენ, რომ სემეკის დადგენილებით ვმოქმედებთ და გადასახადს საუბნო მრიცხველების ჩვენებით ვიღებთო, მაგრამ არავინ არკვევს არის თუ არა ნამდვილად გარღვევა, საიდან არის ეს გარღვევა, ვინ იპარავს ელექტროენერგიას და ა.შ. შარშან დაგვპირდნენ ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას მალე დავიწყებთ და ეს საკითხი მოგვარდებაო, მაგრამ ამ დრომდე არაფერი დაუწყიათ", - აღნიშნეს აქციის მონაწილეებმა.

ახაშნის მოსახლეობა სემეკს იმ დადგენილების გადახედვას სთხოვს, რომლის საფუძველზეც კახეთის ენერგოკომპანია მომხმარებლებს გადასახადის გადახდას საუბნო მრიცხველების ჩვენებით ავალდებულებს.



ეკა ბაქრაძე

"პრესა.ge"
http://www.maestro.ge/?address=news1&id=3891&page=2
kote-1962
20.02.2010

მოსმენების პოლიტიკა



ძალოვანი სტრუქტურების პოლიტიზებულობა და სასამართლო სისტემის სისუსტე ხელს უწყობს მმართველ პარტიას, ფარული სატელეფონო მიყურადება პოლიტიკურ იარაღად გამოიყენოს.

"ბატონო ვანო, მართლა ყველას გვისმენთ?" - ჰკითხა შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს გადაცემა "პოზიციის" წამყვანმა ნინო შუბლაძემ. "არა, რა თქმა უნდა, ყველას არ გისმენთ", - ღიმილით უპასუხა მინისტრმა. მოსმენების თემა, რომელზეც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს და ჟურნალისტს ეღიმებათ, მოლდოველმა უფლებადამცველებმა სტრასბურგის სასამართლოს განხილვის საგანი გახადეს.



"ჩვენ მიგვაჩნია, რომ გვისმენენ, მაგრამ ამას ვერ დავასაბუთებთ, რადგან კანონმდებლობა არ ითვალისწინებს შეტყობინების ვალდებულებას", - წერდა მოლდოვური არასამთავრობო ორგანიზაცია "იურისტები ადამიანის უფლებებისთვის" 2002 წელს, სტრასბურგის სასამართლოში შეტანილ საჩივარში. მათ წარადგინეს სტატისტიკური მონაცემები, რომელიც აჩვენებდა, რომ 2007 წელს მოლდოვაში სატელეფონო მიყურადებაზე შესული შუამდგომლობების 99,4 პროცენტზე მოსამართლეებმა მოსმენის ნებართვა გასცეს. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, თითქმის ყველა შუამდგომლობის დაკმაყოფილების მაჩვენებელი ნათელყოფდა, რომ მოლდოვაში სატელეფონო მიყურადების უფლებამოსილებას გადამეტებით იყენებდნენ. ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოლდოვის მოქმედი კანონმდებლობა არასათანადოდ უზრუნველყოფდა ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვას.

მსგავსი მიზეზების გამო, მოქმედი ქართული კანონმდებლობა სატელეფონო მიყურადებასთან დაკავშირებით არ აძლევს მოქალაქეებს საშუალებას, დაამტკიცონ, რომ მათი მოსმენა უფლებამოსილების გადაჭარბებით ხდება. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვის, როდის და რა მიზეზით უსმენს სამართალდამცავი სტრუქტურა, ქართული კანონმდებლობით მკაცრად გასაიდუმლოებულია. და სწორედ ამიტომ არის სატელეფონო მიყურადება დანაშაულის გამოვლენის ერთ-ერთი ეფექტური მეთოდი. თუმცა ქართული კანონმდებლობა არც მას შემდეგ ავალდებულებს სახელმწიფოს, აცნობოს მოქალაქეს მის პირად ცხოვრებაში ჩარევის შესახებ, რაც გამოძიება დასრულებულია და ამ ინფორმაციის გაცემით მას ზიანი აღარ მიადგება.

ფარულ სატელეფონო მიყურადებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები 2011 წლის 1 აპრილიდან შევა ძალაში, რაც საჯაროს ხდის მოსმენის შესახებ ოქმს, თუმცა მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებას მხოლოდ გამომძიებელს უტოვებს.

მიყურადების ნებართვის მისაღებად გამომძიებელი პროკურორის შუამდგომლობით მიმართავს მოსამართლეს. ის ვალდებულია 24 საათის განმავლობაში გადაწყვიტოს, გასცეს თუ არა ნებართვა მოსმენაზე. თუმცა ამ გადაწყვეტილების მიღებისას მისთვის საიდუმლოდ რჩება ოპერატიული წყაროს (პირი, რომელიც საგამოძიებო სტრუქტურასთან თანამშრომლობს) ვინაობა.

იურისტი ბესო ბოხაშვილი მიიჩნევს, რომ ამის გამო მოსამართლეს ინფორმაციის სანდოობის გადამოწმების საშუალება წართმეული აქვს. "ოპერატიული ინფორმაციის წყაროს გასაიდუმლოებით სახელმწიფო პროკურორს უფრო მეტ ნდობას უცხადებს, ვიდრე მოსამართლეს. ეს არის მოსამართლის როლის დაკნინება. ნებართვის გაცემისას მოსამართლე აფასებს, საზოგადოებრივი საჭიროება გადასწონის თუ არა ადამიანის კერძო ინტერესს. მას უნდა ჰქონდეს საკმარისი ინფორმაცია სამართლიანი გადაწყვეტილების მისაღებად".

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, პავლე კუბლაშვილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ნდობას უცხადებს ინფორმაციის მომწოდებელ პირს, და მისი ვინაობის გასაიდუმლოება ხელს არ უშლის მოსამართლეს სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებაში. "როგორ უნდა გადაამოწმოს მოსამართლემ - უნდა დაურეკოს საგამოძიებო სტრუქტურის აგენტს და ჰკითხოს, - შენ მართლა მიაწოდე თუ არა ეს ინფორმაცია? თქვენი აზრით, ეს ნორმალური პროცედურა იქნება?" - ამბობს პარლამენტარი.

კანონი მოსამართლისგან პროკურატურის მოთხოვნის საფუძვლიანობის გადამოწმებას რომ არ მოითხოვს, ამას ირაკლი მელაშვილის შემთხვევაც მოწმობს. პოლიტიკოსისთვის ახლა რთულია ცალსახად იმის თქმა, მოსამართლის თვითნებობამ განაპირობა მისი სატელეფონო საუბრების უკანონო მოსმენა, თუ მისმა უუფლებობამ. რამდენიმე წლის წინ მელაშვილის ადვოკატმა სხვა კლიენტის საქმის შესწავლისას შემთხვევით მიაქცია ყურადღება, რომ მოსამართლეს სანქცია ჰქონდა გაცემული ირაკლი მელაშვილის ტელეფონის მოსმენაზე, თუმცა დოკუმენტში ამ ტელეფონის ნომრის მფლობელად პროკურორს სხვა პიროვნება ჰყავდა მითითებული.

"ეს არის ღია დადასტურება იმისა, რომ სახელმწიფოში პოლიტიკური ნიშნით ხდება მოსმენები, რადგან სხვა გამართლება ამ ფაქტს არ აქვს", - ამბობს ირაკლი მელაშვილი.

ყოფილი მოსამართლე ვახო თალაკვაძე მიიჩნევს, რომ დღეს საქართველოში მოსამართლეს ნოტარიუსის ფუნქცია აქვს დაკისრებული. "მართალია, ბრძანებაში ყველა დეტალს არ ვწერდი, მაგრამ ვწერდი, თუ რატომ იყო აუცილებელი მიყურადება და რის საფუძველზე მივიღე გადაწყვეტილება.ახლა უბრალოდ წერენ, რომ "დაკმაყოფილდეს", - რისთვის და რა საფუძვლითო, - რომ ჰკითხო, - საიდუმლოაო, - გეტყვიან", - ამბობს ვახო თალაკვაძე. მისი შეფასებით, იმის გამო, რომ მოსმენაზე სანქციის აღება იოლია, დღეს გამოძიება ძირითადად ფარულ სატელეფონო მოსმენებს ეყრდნობა.

გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე ნიკა გვარამია ამბობს, რომ ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით კანონმდებლობა საკმაოდ დემოკრატიულია. მისი აზრით, კანონმდებლობა შეიძლება უფრო მეტად ან ნაკლებად იყოს ორიენტირებული პიროვნების უფლების დაცვაზე, მაგრამ ის კონკრეტულ ნიშნულს არ უნდა ჩამოსცდეს. "კანონში ყველა მინიმალური მოთხოვნა აბსოლუტურად გვაქვს დაცული, ახლა უკვე სახელმწიფოს გადასაწყვეტია, რა სიმაღლეზე დააყენებს ის ინდივიდის უფლების დაცვას და რა სიმაღლეზე დააყენებს საჯარო ინტერესს", - ამბობს გვარამია. მისი შეფასებით, სახელმწიფოებრიობის განვითარების იმ ეტაპზე, როდესაც ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა ქურდული სამყაროს დამარცხება იყო, პრიორიტეტი საჯარო ინტერესის სასარგებლოდ გადაიხარა. მისი აზრით, ეს პრიორიტეტი სახელმწიფოს განვითარების შემდეგ საფეხურზე შეიძლება შეიცვალოს.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი 2006 წლის 27 მარტს თბილისის მე-5 საპყრობილეში მომხდარმა ციხის ბუნტმა გამოიწვია. მაშინ პროკურატურამ ე.წ. ქურდული სამყაროს წარმომადგენლის ტარიელ ფოცხვერიას, ე.წ. "ტარასას" სატელეფონო საუბრები გამოაქვეყნა. "საზოგადოებას აინტერესებდა, რა ხდებოდა ციხეში და რასთან გვქონდა საქმე, იმისათვის, რომ ამ საქმის ირგვლივ ყველა კითხვის ნიშანი მოხსნილიყო. ლოგიკური და ბუნებრივიც იყო, რომ ეს ინფორმაციები გავრცელებულიყო", - ამბობს პავლე კუბლაშვილი.

გარდა საზოგადოებრივი ინტერესისა, ნიკა გვარამია იხსენებს, რომ ამ საუბრების გამოქვეყნება იყო იმ პოლიტიკის ნაწილი, რომლითაც ქვეყანა კრიმინალურ სამყაროს ებრძოდა. მისი თქმით, რევოლუციის შემდეგ ძალიან მყიფე მემკვიდრეობა ერგო ახალ ხელისუფლებას, განსაკუთრებით სამართალდაცვითი კუთხით, და ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად მისი მთავარი გამოწვევა დანაშაულებრივი სამყაროს დამარცხება იყო. "მთავარი პრობლემა იყო ის, რომ მათ (ქურდული სამყაროს და ქურდების) არსებობას ჰქონდა თავისი განფენილობა ადამიანების აღქმებში პოზიტიური თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, ამ აზრის გარდატეხის შემადგენელი ნაწილი იყო მოსმენების გავრცელება", - ამბობს ნიკა გვარამია.

სატელეფონო მიყურადებით მოპოვებული ჩანაწერის გავრცელება მოგვიანებითაც, 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგაც გახდა პოლიტიკის ნაწილი. 7 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტელევიზიებს მიაწოდა ლევან ბერძენიშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი რუსეთის საელჩოს წარმომადგენელთან. ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში ლევან ბერძენიშვილი იმავე დღეს აცხადებდა, რომ "მისი ზრდილობიანი საუბარი რუსეთის საელჩოს ერთ-ერთ წარმომადგენელთან არ შეიცავდა ჯაშუშობის ელემენტებს და შეუძლებელი იყო ამ კუთხით მისი მოსმენის გამართლება". "თუმცა, არავის უთქვამს, რომ ის ჯაშუშობაში იყო ბრალდებული", - იხსენებს ნიკა გვარამია. ეს ჩანაწერი უბრალოდ გავრცელდა. ლევან ბერძენიშვილის მტკიცებით, 2007 წელს გავრცელებული ინფორმაცია ხელისუფლებამ 2004 წელს, მისი პარლამენტში ყოფნის პერიოდში მოიპოვა, რადგან ეს საუბარი საპარლამენტო ტელეფონის ნომრიდანაა ჩაწერილი. "როგორც ჩანს, ეს ჩანაწერი ინახებოდა და შემდგომში ჩემი პოლიტიკური დისკრედიტაციის მიზნით იქნა გამოყენებული", - ამბობს რესპუბლიკური პარტიის წევრი ლევან ბერძენიშვილი. როგორც ბერძენიშვილი იხსენებს, მოგვიანებით საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თვითონ თქვა, - აქ ბრალდება არ ყოფილა, ჩვენ მისი სახე ვაჩვენეთო.

ოპოზიციის წარმომადგენელთა ფარული სატელეფონო ჩანაწერების გაცილებით ვრცელი სია პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ნოემბრის შემდეგ, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პერიოდში პირველი არხის ეთერით გასულ ფილმში წარმოადგინა. როგორც ნიკა გვარამია იხსენებს, ეს იყო ვრცელი ინტერვიუ მასთან, როგორც გენერალური პროკურორის მოადგილესთან, რომელიც საზოგადოებას აცნობდა იმ რეალური საფრთხის არსს, რასაც პატარკაციშვილის საქმე ერქვა. "ჩვენ ეგზისტენციალური პრობლემის წინაშე ვიდექით. ეს ადამიანი გეგმავდა სახელმწიფო გადატრიალებას და ვალდებული ვიყავით, ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის მიგვეწოდებინა", - ამბობს ნიკა გვარამია.

როგორც აღმოჩნდა, პროკურატურა უსმენდა არა მარტო ბადრი პატარკაციშვილს, რომლის წინააღმდეგაც საქმე იყო აღძრული, არამედ იმედის ჟურნალისტებსაც. სოფო ჭაავასა და ეკა ქადაგიშვილის საუბარი ერთ-ერთი სარედაქციო შეხვედრის შესახებ პროკურატურამ პატარკაციშვილის მიერ ტელეკომპანია "იმედის", როგორც გადატრიალების მცდელობის იარაღად გამოყენების, მტკიცებულებად ცნო. გამოქვეყნდა გიორგი თარგამაძის და პატარკაციშვილის საუბარიც. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ყველა იმ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის საუბარი, ვინც რუსეთის საელჩოს წარმომადგენლებს სხვადასხვა დროს ესაუბრებოდა - გოგა ხაინდრავა, შალვა ნათელაშვილი. გამოქვეყნდა ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიებს შორის სატელეფონო საუბრები, სადაც ცოტნე, ხალხის ენერგიის არასწორად გამოყენების გამო, ჯერ კონსტანინე გამსახურდიას საყვედურობდა, შემდეგ შალვა ნათელაშვილს.

იურისტ ლევან გეგეშიძის განმარტებით, კანონმდებლობა ფარული მიყურადებით მოპოვებულ ინფორმაციას საიდუმლოდ აცხადებს, ვიდრე ეს მასალა მტკიცებულებად არ იქცევა. მსგავსი სატელეფონო საუბრების გამოქვეყნების შემთხვევაში, პროკურატურამ ავტომატურად უნდა დაიწყოს გამოძიება.

დღეს არც ერთი მათგანი ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული არ არის, რადგან მათი ბრალეულობა მოგვიანებით არ დამტკიცდა. როგორც პავლე კუბლაშვილი იხსენებს, საქმის გამოძიება ამ პოლიტიკოსების მიმართ პოლიტიკური შეთანხმების საფუძველზე შეწყდა. საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შემდეგ მმართველი პარტია გაურიგდა ოპოზიციას, რომ შეწყვეტდნენ მათ პოლიტიკურ დევნას და ამ საქმეებს აღარ მიეცათ შემდეგი მსვლელობა. ამ ჩანაწერების გამოქვეყნების აუცილებლობას კი ისევ საზოგადოებრივი ინტერესით ხსნის. "ამ კონკრეტულ შემთხვევაში ლოგიკური იყო, ეს ინფორმაცია სცოდნოდა საზოგადოებას. ძალოვანი სტრუქტურა უნდა იყოს დეპოლიტიზებული, მაგრამ, მაშინდელი პროცესების გათვალისწინებით, აქ რაიმე პრობლემა არ ყოფილა", - ამბობს პავლე კუბლაშვილი.

ოპოზიციური პარტიები სატელეფონო საუბრების ჩანაწერების გამოქვეყნებას მმართველი პარტიის მიერ მათ წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკურ იარაღად აფასებენ. "შვიდი ნოემბრის შემდეგ იმ ფილმის გაკეთებისთვის, რაც გააკეთეს, ნორმალურ ქვეყნებში არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ სამართლებრივად აგებინებდნენ პასუხს ნებისმიერ პოლიტიკოსს - ცილისწამებისთვის, რეპუტაციის შელახვისთვის", - ამბობს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი.

საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტის დირექტორი გოჩა ცქიტიშვილი დაახლოებით ერთი წლის წინანდელ საზოგადოებრივ კვლევას იხსენებს, რომლის შემადგენელი კითხვარი მოსმენების შესახებ საქართველოს მოქალაქეების აზრის გამოკვლევას ისახავდა მიზნად. კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობის ნახევარზე მეტი თანახმაა, დაირღვეს მისი უფლებები სახელმწიფოში წესრიგისა და სიმშვიდის შენარჩუნების ფასად. "შეიძლება მე მირჩევნია, რომ სახელმწიფომ დაარღვიოს ჩემი უფლება, ვიდრე ბანდიტურმა დაჯგუფებამ, მაგრამ ასე საკითხი არ უნდა დავსვათ. ბანდიტური დაჯგუფებისგან განსხვავებით, სახელმწიფოს მოვალეობაა, დაიცვას ადამიანის უფლებები", - ამბობს გოჩა ცქიტიშვილი. სოციოლოგის აზრით, მოსახლეობის ამგვარი დამოკიდებულება გამოწვეულია როგორც საკუთარი უფლებების უცოდინრობით, ისე ამ ღირებულების არასათანადო შეფასებით. "ამას გარდა, ადამიანები ვერ ხედავენ საკუთარი უფლებების რეალიზაციის გარემოს", - ამბობს ცქიტიშვილი. მიუხედავად ასეთი ურთიერთბრალდებებისა, სამართლიანობაზე დავა სასამართლო განსჯის მიღმა რჩება. არც ერთმა იმ პირმა, რომლის სატელეფონო ჩანაწერებიც პროკურატურამ გამოაქვეყნა, არ იჩივლა სასამართლოში, და ამის მიზეზად სასამართლოსადმი უნდობლობას ასახელებენ.



ანიტა თვაური

"ლიბერალი"
http://www.maestro.ge/?address=news1&id=3908&page=1
თემური
Грузия обращается к «республикам Северного Кавказа» в обход России
Время публикации: Сегодня в 16:21 по Имарату

«Грузия готова сотрудничать с северокавказскими республиками в обход России», сообщает агентство Pirweli со ссылкой на депутата парламента Грузии Нугзар Циклаури.

Циклаури заявил, что это политическая воля грузинской стороны и добавил, что «Тбилиси осознает, что выдвинутые предложения странам Северного Кавказа усилит давление России».

По его словам, «группа дружбы грузинского парламента с парламентами Северокавказских республик примет специальное обращение и отправит парламентам этих республик.

«Добрососедские отношения между Грузией и Северным Кавказом берут свое начало из истории, поэтому, у нас нет право из-за российской агрессии отказываться от отношений с чеченцами, ингушами, кабардинцами и дагестанцами.

Надеюсь, общественность информирована, что ранее существовал один прото-язык, на почве которого позже произошли грузинские и другие северокавказские языки. У грузин и северокавказцев общий языковый корень, что углубляет желание взаимопонимания и сотрудничества» — заявил Циклаури.

В документе, который намерена принять парламентская группа, речь идет «о негативной обстановке, которая создана между народами Грузии и Северного Кавказа в результате русской интервенции».

Документ провозглашает «необходимость восстановления культурных отношений между Грузией и странами Северного Кавказа, политических встреч и декларирование общекавказских интересов».

Группу друзей грузинского парламента с северокавказскими парламентами возглавит депутат Михайл Цкитишвили. В состав войдут: Леван Вепхвадзе, Гия Тортладзе, Русудан Кервалишвили, Шота Малашхиа, Хатуна Очиаури и Нугзар Циклаури.

Сообщается, что после принятия обращения к народам Северного Кавказа группой депутатов, этот документ планируется принять от имени Парламента Грузии.


Между тем оппозиционная партия «Демократическое движение — единая Грузия», лидером которой является экс-спикер парламента Нино Бурджанадзе, считает, что «усилиями президента Михаила Саакашвили и его окружения Грузия вновь стоит на пороге войны».

«Парламент Грузии готовит обращение к народам и парламентам северокавказских республик в обход российского руководства, а это очевидный вызов России», — указано в распространенном в субботу заявлении партии Бурджанадзе.

Бурджанадзе грозит, что обращение грузинских депутатов с учетом сложной обстановки на Северном Кавказе «может вызвать дестабилизацию в регионе».

«Саакашвили понимает, что его нахождению во власти угрожает опасность, поэтому он за счет новых провокационных действий готов ввергнуть страну в новую войну. Он предпочитает быть изгнанным из Грузии Россией в качестве президента, чем изгнанным собственным народом», — сказано в заявлении партии «Демократическое движение — единая Грузия».

Укажем в этой связи, что обращение парламента Грузии к марионеточным парламентам республик Северного Кавказа, которые сидят на русских штыках и властвуют с разрешения Москвы, абсолютно бессмысленно и с политической точки зрения абсурдно.

Вряд ли в парламенте Грузии не знают об этом и не понимают простого факта, что т.н. власти республик Северного Кавказа это оккупационные власти, это марионетки Москвы, которые живут и дышат с разрешения Кремля. Поэтому совершенно непристойно выглядит в обращении парламента Грузи к парламентам республик Северного Кавказа указания на то, что эти парламенты якобы «избраны народом».

Живой пример для Грузии — парламенты Южной Осетии и Абхазии. Они также «выбраны народом», как и парламенты марионеточных режимов на Северном Кавказе.

С таким же успехом Тбилиси мог бы обратиться к властям в Сухуми и в Цхинвали, которые Грузия объявила оккупированными территориями.

Поэтому встает вполне резонный вопрос — Какая разница между парламентами «оккупированных республик Грузии и республик Северного Кавказа»? И на что рассчитывают в Тбилиси этой детской игрой?!

Если в Тбилиси до сих пор не хотят принять тот факт, что на Северном Кавказе есть только одна реальная сила, которая является самостоятельной и не зависит от воли и желаний Москвы — Имарат Кавказ, то остается только пожалеть Грузию.

Если в Грузии есть действительное понимание важности установления взаимоотношений между Грузией и Северным Кавказом, то пора Тбилиси прекратить бессмысленные игры, отбросить робость, оценить реальное состояние дел, учесть интересы Имарата Кавказ, отказаться от участия в антиисламских войнах, которые не в интересах Грузии, и проявить действительную политическую волю, а не заниматься её имитацией, показывая Москве свою бесхребетность, которая лишь укрепляет решимость Кремля и дальше давить Грузию.



Если война 2008 года не стала для Грузии уроком и примером того, что никакая «крыша», даже западная, не поможет, если у народа и власти Грузии нет своего жесткого политического стержня, своих интересов, которые учитывают интересы потенциально дружественных соседей Грузии, то тем хуже для Грузии.

Руслан Синбаригов
КЦ

Проект обращения парламента Грузии к парламентам республик Северного Кавказа (по тексту агентства Pirweli в переводе с грузинского)

«Дорогие и уважаемые коллеги! В этот трудный период для истории Кавказа, в период глобализации, когда на евразийском пространстве определяются новые реалии, на нас, на парламентариев стран Кавказа возложена большая ответственность перед нашими народами.

В парламенте Грузии создана группа дружбы с парламентами Республик Северного Кавказа, которая будет служить углублению взаимопонимания и сотрудничества между Грузией и Северокавказскими Республиками.

Несмотря на напряженные отношения между Россией и Грузией, мы обязаны сохранить исторические и дружественные отношения, который станет гарантом мира и стабильности на Кавказе.

Мы, кавказцы, с многовековой совместной историей, с ответственностью перед нашим прошлым, нынешнем и будущем, должны стремится к утверждению исторических братских отношении в современном контексте политической, экономической, конфессиональной, культурной и гуманитарных аспектах.

Стараться, общими усилиями найти мирный и оптимальный выход из лабиринтов мировой политики, для определения нашего почетного места среди мирового сообщества и дальнейшего развития нашей кавказской цивилизации.

Призываем избранников всех стран Северного Кавказа, усилить старания к осуществлению вышесказанной исторической миссии, так, как только братские отношения обеспечат перспективу мира и процветания нашего общего дома — Кавказа.

Мир и счастье вашим семьям и народам!

Группа друзей парламента Грузии с парламентами Республик Северного Кавказа».

http://therealnews.com/t2/index.php?option...mp;jumival=3570
თემური
აფხაზეთში რუსეთის გავლენა იზრდება
2009 წლის 14 12, ორშაბათი - 18:01
სამანტა შილდსი


wall street journalსოხუმი, საქართველო - ერთი წლის შემდეგ, რაც ხანმოკლე ომის შედეგად საქართველომ აფხაზეთი დაკარგა, რუსეთი განუხრელად ზრდის საკუთარ სამხედრო და ეკონომიკურ გავლენას ამ პატარა, მაგრამ სტრატეგიული თვალსაზრისით ძალიამნიშვნელოვან რეგიონში, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე მდბეარეობსპარასკევს, ვიდრე რუსეთის აღიარების შემდეგ (2008 წლის აგვისტო)აფხაზეთშიპირველი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართებოდა, აµ
სანაპირო დაცვის ორო რუსული გემი შემოვიდა, რომელთა მიზანი იყო, ოჩამჩირის პორტთან ქართული გემების მიახლოვება არ დაეშვათ. რუსეთის გარდა, აფხაზეთის დამოუკიდებლობა მხოლოდ ორმა სახელმწიფომ, ნიკარაგუამ და ვენესუელამ აღიარეს. მსოფლიოს ყველა სხვა ქვეყანამ არჩევნებს იგნორირება გაუკეთა, საქართველომ კი მომხდარს ფარსი უწოდა.

აფხაზეთის ოფიციალური პირები კატეგორიულად არ ეთანხმებიან იმ მოსაზრებას, რომ რეგიონს, რომელიც სუბტროპიკული კლიმატის და შესანიშნავი პლიაჟების გამო საბჭოთა ელიტის საყვარელი დასასვენებელი ადგილი იყო, რუსეთი იპყრობს. რუსეთი ასევე ამტკიცებს, რომ აფხაზეთის ავტონომიას პატივს სცემს. მეორე მხრივ, არც რუსეთი და არც აფხაზეთი არ უარყოფენ იმ ფაქტს, რომ ეს უკანასკნელი პირველის ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერის გარეშე ვერ ვერ იარსებებს.

”ჩვენ არ გვაშფოთებს ის, რომ რუსეთი საკუთარი გეოპოლიტიკური მიზნებისთვის გვიყენებს. რუსეთი – ჩვენი მეგობარი სახელმწიფოა, და ჩვენ ჩვენი ინიციატივით მივმართეთ მათ დახმარებისთვის მას შემდეგ, რაც მან აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა” – ამბობს აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში, რომელმაც არჩევნების პირველ ტურში გაიმარჯვა და გამოქვეყნებული მონაცემების თანამხად, ხმების 59,4 % მიიღო.


რუსი დამკვირვებლების თქმით, არჩევნები სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარდა, თუმცა ბაღაფშის კონკურენტმა, წარსულში საბჭოთა უშიშროების აგენტმა რაულ ხაჯიმბამ, რომელმაც ხმების 15,4% მიიღო, განაცხადა, რომ დარღვევბი მოხდა და პირობა დადო, რომ არჩევნების შედეგებს გაასაჩივრებს.

რუსეთს მშვიდოაბიანი და ლოიალური აფხაზეთი სჭირდება, რადგან რეგიონი ნავთობის და გაზის საკვანძო მარშრუტების მეზობლად მდებარეობს. 1990-იანი წლების დასაწყისში, გამძაფრებული ეთნიკური კონფლიქტის დროს (როდესაც აფხაზეთი პირველად გამოეყო საქართველოს), ტურისტული ინფრასტრუქტურა განადგურდა; დედაქალაქ სოხუმში, ერთ დროს მდიდრულად გაწყობილი სანაპირო დანგრეული სასტუმროების ამარა დარჩა, ხოლო სიმწვანეში ჩაფლული სოფლები ქართველების მიტოვებული სახლებითაა მოფენილი. იმავდროულად რუსეთ-აფხაზეთის საზღვრიდან სულ რაღაც 12 მილში (20 კილომეტრზე ნაკლები) სოჭია – შავიზღვისპირეთის საკურორტო ქალაქი, სადაც 2014 წელს ზამთრის ოლიმპიური თამაშები უნდა გაიმართოს.

დღევანდელ დღეს რუსეთის სამხედრო კონტიგენტი აფხაზეთში ათასი მესაზღვრისა და ორი ათასი სამხედროსგან შედგება, რომლებიც დიდ წილად გადაუთაში, კარვების ბანაკში არიან დისლოცირებულები, სოხუმიდან ჩრდილო-დასავლეთით 37 კილომეტრის მანძილზე. სამხედრო სფეროში თანამშრომლობის მოქმედი ხელშეკრულების თანახმად განსაზღვრულია, რომ შემდეგი წლის განმავლობაში ბაზაზე კიდევ 1 800 სამხედროს განთავსების პირობები უნდა შეიქმნას (ამის შესახებ აფხაზეთის თავდაცვის მინისტრმა გარი კუპალბამ განაცხადა).

დეკემბრის ბოლოს ოჩამჩირეში სანაპირო დაცვას კიდევ ორი გემი შეუერთდება, გუდაუთაში კი ორი-სამი წლის განმავლობაში სრულმასშტაბიანი სამხედრო ბაზა განთავსდება – ყველა აუცილებელი კომუნიკაციითა და ყაზარბებით. ამის შესახებ აფხაზეთში რუსეთის ელჩი სიმონ გრიგორიევი იუწყება.

”რა თქმა უნდა, რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო გავლენა არსებობს, და რა თქმა უნდა, არსებობს ეკონომიკური გავლენაც, იმის გამო, რომ ჩვენ რეგიონს დიდ ფინანსურ დახმარებას ვუწევთ. თუმცა აფხაზეთის დამოუკიდებლობისადმი ჩვენ ძალიან სერიოზული დამოკიდებულება გვაქვს”, განაცხადა მან.

აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე მოქმედი ვალიუტა – რუბლია, ხალხი კი დიდიწლად რუსულ ენაზე და არა აფხაზურად საუბრობს; გარდა ამისა, ახლახანს სატელეფონო ნომრების ინდექსები ქართულიდან რუსულზე შეიცვალა. წელს რუსეთმა აფხაზეთს ორი მილიარდი რუბლი (66,5 მილიონი დოლარი) გამოუყო, რაც მისი ბიუჯეტის 57%-ია. აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრის ქრისტინა ოზგანის თქმით, 2010 წელს ქვეყნის ბიუჯეტის და რუსული დახმარების თანაფარდობა იგივე დარჩება.

ცოტახნისიწნანდელი შეფასებით, 1992-93 წლების ომის დროს აფხაზეთი დაახლოებით 200 000-მა ქართველმა დატოვა. მოსახლეობის აღწერის ბოლო მონაცემებით, რომელიც 2003 წელს ჩატარდა, მოსახლეობის რაოდენობამ მხოლოდ 215 000 ადამიანი შეადგინა, რომელთაგან, ბაღაფშის თქმით, 93 000 აფხაზია, დანარჩენები კი – სომხები, რუსები და ქართველები.





მთავრობის წარმომადეგენელთა თქმით, თურქეთში ნახევარმილიონზე მეტი აფხაზი ცხოვრობს, დიდწილად – 19-ე საუკუნეში რუსეთიდან განდევნილი აფხაზების შთამომავლები. ამტკიცებენ, რომ უსაფრთხოების უზრუნველყოფის და ეკონომიკური განვითარების პირველი ნიშნების გაჩენისთანავე მათი ნაწილის სამშობლოში დაბრუნების იმედი არსებობს, მაგრამ ჯერ ჯერობით მხოლოდ ორი ათასი ადამიანი დაბრუნდა.







”დემოგრაფიასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები გვაქვს. ჩვენ ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ენა და ეთნიკური თვითშეგნება შევინარჩუნეთ, მაგრამ დიდი დანაკარგების ფასად” – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ.





რუსეთის უმსხვილესმა ნავთობკომპანიამ ”რუსნეფტმა” აფხაზეთთან თანამშრომლობაზე და წელს მისთვის გაზის მიწოდებაზე შეთანხმებას მოაწერა ხელი (ამის თაობაზე გრიგორიევი იუწყება). ისევ გრიგორიევი ამტკიცებს, რომ ”გაზპრომი” – რუსეთის გაზის მონოპოლისტი კომპანია – შეიძლება აფხაზეთის საკუთარი საქმიანობის სფეროში ჩართვით დაინტერესდეს.

ოზგანმა იმედი გამოთქვა, რომ აფხაზეთი შეძლებს თავისი ადგილმდებარეობის (ზღვის სანაპირო, რომელიც აღმოსავლეთის და დასავლეთის გზაჯვარედინზეა) გამოყენებას და ვაჭრობის და ტურიზმის ცენტრად იქცევა.

”ჩვენ შევძლებთ, რომ დიდი აბრეშუმის პატარა გზად ვიქცეთ”, თქვა მან.
თემური
”ჩვენ შევძლებთ, რომ დიდი აბრეშუმის პატარა გზად ვიქცეთ”

შევარდნაძემ დაასახელა ,,ფრიდონი ,ირაკლი და ვაჟა,,

ახალ ვეფხვისტყაოსანს გვაწერინებს
tavisupleba
ცენტრალური აზიის ქვეყნებში სამდღიანი მოგზაურობის შემდეგ შეერთებული შტატების სპეციალური წარგზავნილი ავღანეთსა და პაკისტანში, ელჩი რიჩარდ ჰოლბრუკი კვირას გვიან ღამით ესტუმრება საქართველოს.

View the full article
თემური
"ჯორჯიან თაიმსის" მფლობელების, მალხაზ გულაშვილისა და ნანა გაგუას

მიმართვა:
საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ნიკა გილაურს
საქართველოს კონსტიტუციური სასამართლოს თავმჯდომარეს, გიორგი პაპუაშვილს
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, კოტე კუბლაშვილს
საქართველოს იუსტიციის მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს
საქართველოს მთავარ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას
ქალაქ თბილისის პროკურორს, დავით გვარამიას
საქართველოს სახალხო დამცველს, გიორგი ტუღუშს
საპარლამენტო და ოპოზიციურ პარტიებს
საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს, საკონსულოებსა და
საერთაშორისო ორგანიზაციებს
არასამთავრობო ორგანიზაციებს


2009 წლის მარტში, ქართულენოვანმა გაზეთმა, "ჯორჯიან თაიმსმა", ჩვიდმეტწლიანი შეუფერხებელი მუშაობის მანძილზე უპრეცენდენტო აქციას მიმართა _ ერთი თვით მუშაობა შეწყვიტა და "მდუმარე აქცია" დაიწყო. ამ უკიდურეს აქციას წინ გაუგონარი, თავზეხელაღებული და უბინძურესი, თუმცა დღევანდელი ქართული რეალობისთვის სრულიად "მისაღები" და ჩვეული დრამა უძღოდა: 2009 წლის 13 მარტს, სწორედ მაშინ, როცა "ჯორჯიან თაიმსის" დამფუძნებლები და გამომცემლები, მალხაზ გულაშვილი და ნანა გაგუა ავსტრიაში, ვენაში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ, მათ 16 წლის ვაჟსა და მის მეგობრებს, მეთერთმეტეკლასელსა და სტუდენტ ბიჭებს, შუაგულ ვაკეში, კუს ტბის მიდამოებში კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟი "სრულიად შემთხვევით გადაეყარა". ჯერ ბავშვები გადმოსვეს მანქანიდან, შემდეგ კი ყველანაირი სანქციის გარეშე გაჩხრიკეს მოზარდები და მანქანა, თან "მკაცრადაც" გააფრთხილეს: "არ გაიქცეთ, თორემ გესვრით!.."

მოვლენები სწრაფად განვითარდა. ბავშვებს ჯიბეში მხოლოდ გაფუჭებული სანთებელა აღმოაჩნდათ. მანქანის საბუთები სრულ წესრიგში იყო. "კრიმინალური" აქტიურობდა: იარაღი გადატენა, შუბლზე დაადო ბავშვთაგან ერთ-ერთს, მეთერთმეტეკლასელს და დაიჭექა, მანქანა მოპარულიაო. მოზრდილებმა ოჯახებში ნასწავლი დარიგება გაიხსენეს: პატივი ეცი კანონს, დაემორჩილე სამართალდამცავს, არ გაუწიო წინააღმდეგობა და ა.შ...

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ: იმ საზარელ საღამოს, ბავშვები მხოლოდ გააზრებულმა მოქმედებამ, მათ მიერ შენარჩუნებულმა სრულმა სიმშვიდემ და თავაზიანობამ იხსნა საშინელი "ფინალისგან". ერთი ზედმეტი მოძრაობა, ერთი ზედმეტი დაუფიქრებელი ფრაზა და... აღმოჩნდებოდა, რომ "კრიმინალურ" პოლიციას საქმე ექნებოდა შეიარაღებულ, უსაშველოდ საშიშ და დაუნდობელ ბანდასთან, რომელმაც წინააღმდეგობა გასწია და... ფინალი თვალნათელია!

მოზრდილები გადატენილი იარაღისა და შეუვალი პოლიციის წინაშე გაშეშდნენ, სწორედ ისე, ბაჭია რომ შეშდება კობრას პირისპირ.

ღმერთმა გადაგვარჩინა! და ბავშვების სრულიად გააზრებულმა, მშვიდმა მოქმედებამ.
ორიოდე დღეში "ჯორჯიან თაიმსის" გამომცემლები ავსტრიიდან საქართველოში დაბრუნდნენ და ზემოთ აღწერილი ამბავი მოგვიანებით შეიტყვეს. პროტესტის ნიშნად, როგორც აღვნიშნეთ, გააზრებულად შეჩერდა "ჯორჯიან თაიმსი"...
"საქართველოში არსებულმა რეჟიმმა "ჯორჯიან თაიმსს" გადატენილი იარაღი დაადო", _ ამ სათაურით გავიდა "ჯორჯიან თაიმსის" ინგლისურენოვანი ვერსია. ამ სათაურმა მსოფლიო მოიარა და პასუხმაც არ დააყოვნა. ფეხზე დადგა საერთაშორისო მედია და უცხოელი კოლეგების მთელი არმია. წერილები კოდით _ სოს _ ჩვენ მიერ გადაეგზავნა გაზეთების მსოფლიო ასოციაციას, საერთაშორისო პრესის ინსტიტუტს (ვენა), ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციას (ბრუსელი), მაღალჩინოსან ოფიციალურ პირებს ვაშინგტონში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში. ამ უკანასკნელისგან მალე მივიღეთ მხარდაჭერა: "ჩვენ გულისყურით ვადევნებდით თვალს "ჯორჯიან თაიმსის" ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს და გთხოვთ, პირდაპირ იქონიოთ კავშირი ამერიკის საელჩოსთან საკითხის შემდგომი განხილვისათვის", _ გვაუწყებდა ამერიკის ადმინისტრაციის სახელმწიფო დეპარტამენტის კავკასიის საქმეების განყოფილების ხელმძღვანელი, ბაქსტენ ჰანტი.

ქართული კრიმინალური პოლიციისა და ქართველი ბავშვების "შეხვედრის" შესახებ იუწყებოდა საერთაშორისო სააგენტო "როიტერი" და დასძენდა: "საქართველოში ყველაზე დიდი ოპოზიციური გაზეთი მის ოჯახზე განხორციელებული დაშინების მცდელობის გამო ჩერდება". ინფორმაციას ავრცელებდა "კიევ პოსტი", რადიო "თავისუფლების" ვებგვერდი, "აირიშ თაიმსი" (ირლანდია), აზერბაიჯანული "1 NEWS.Aძ", "მოსქოუ თოფ ნიუსი", ავსტრიული "დერ სტარტი" კი აცხადებდა: "საქართველოში მსხვილი ოპოზიციური გაზეთი ჩერდება". უკომპრომისო იყო რაშა თუდეიც" და იუწყებოდა, რომ "საქართველოს ყველაზე დიდი ოპოზიციური გაზეთი ჩერდება". ასე ყველაფერს ვერ ჩამოვთვლით, ვრცელია სია! თუმცა...

ამ პერიოდში დუმდა მხოლოდ ოფიციალური თბილისი, როგორც ჩანს, მისთვის არაფერს წარმოადგენდა სამი დაუცველი მოზარდისა და იარაღიანი პოლიციელების "უეცარი პაემანი" შუაგულ ვაკეში!

მას შემდეგ თითქმის ერთი წელი გავიდა! "ჯორჯიან თაიმსის" მფლობელებმა ცხრა მთა და ცხრა ზღვა გადაიარეს და, საბოლოოდ, თბილისის პროკურატურას მიმართეს 16 წლის შვილთან ერთად. ბავშვმა დაწვრილებით აღწერა მომხდარი ფაქტი, ოჯახი კი გამოძიებას დაელოდა. გამოძიება დაევალა გამომძიებელ დავით ძნელაშვილს. ერთი წლის მანძილზე პროკურატურის შენობას არც მოზარდი და არც მისი მშობლები გაკარებიან. მხოლოდ შიგადაშიგ ეხმიანებოდნენ პატივცემულ გამომძიებელს... რამდენიმე დღის წინ კი ნანა გაგუა მეორედ(!) ერთი წლის მანძილზე შეეხმიანა დავით ძნელაშვილს და იკითხა: რა ეტაპზეა გამოძიება? გამოიკვეთა თუ არა "დამნაშავეები" (რომლებმაც, ო, როგორ გადაამეტეს უფლებამოსილებას), მოიძებნა თუ არა კრიმინალური პოლიციის ორი პოლიციელი და, რაც მთავარია, გამოიკვეთა თუ არა მიზეზი იარაღის გადატენისა და მოზარდების ჩხრეკისა...

თბილისის პროკურატურის გამომძიებელმა, დავით ძნელაშვილმა კითხვებს მოკლე და "გამომძიებლური" პასუხი გასცა: ვერ გამოვიძიეთ და "ვსიო."... თან ხმაში ლითონის სიგრილე გაურია და გაბრაზებული ტონიც დაიყენა! ნანა გაგუას (ბავშვის დედა) კითხვაზე, თუ როდის შეიძლება წინ წაიწიოს საქმე და ოდნავ მაინც მოეფინოს ნათელი, გამომძიებელმა ძნელაშვილმა მარტივად უპასუხა: გამოძიებას ვადები არა აქვსო... და ნანა გაგუას კორექტულობისკენ მიუთითა. ქალბატონმა გაგუამ გამომძიებელს შეახსენა, რომ რეკავდა შვილის სიცოცხლის უსაფრთხოების მიზნით და არა რიგით საყოფაცხოვრებო საკითხზე. გამომძიებელმა ძნელაშვილმა კვლავ მარტივად უპასუხა: მოგვმართეთ წერილობით და გაგცემთ პასუხს.

ძვირფასო ბატონებო და ქალბატონებო!

"ჯორჯიან თაიმსის" მფლობელები, მალხაზ გულაშვილი და ნანა გაგუა, მთელი პასუხისმგებლობით აცხადებენ, რომ არ აპირებენ თბილისის პროკურატურის გამომძიებელ დავით ძნელაშვილთან "მარტივ" საუბრებს და კატეგორიულად მოითხოვენ, სასწრაფოდ იქნას გამოძიებული ზემოთაღწერილი ინციდენტი;

სხვა შემთხვევაში, დასკვნის გამოტანა მარტივია: ან გამომძიებლების პროფესიონალიზმია სასწორის პინაზე დასადები, ან, როგორც იტყვიან, "სხვა გარემოებები იკვეთება".

მტერს სახით უნდა იცნობდეო, ნათქვამია! ჩვენც გვაინტერესებს, რატომ, რისთვის, რა მიზნითა და მიზეზებით განვითარდა ზემოთაღნიშნული "დრამა" და რატომ ჭიანურდება გამომძიებელ ძნელაშვილის გამოძიება. ნუთუ ასე ძნელია, მოიძებნოს პოლიციელების ის ბრიგადა, რომლებიც 2009 წლის 13 მარტს, ვაკეში, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზუსტად კი, ე.წ. "ციყვებთან" "გადაეყარა" ბავშვებს.
პატივცემულო ბატონებო და ქალბატონებო!

ნურავის მისცემთ ნებას, საბოლოოდ დაამსხვრიოს მითი საქართველოში დემოკრატიის შუქურის არსებობისა, ჩვენ კი არავის მივცემთ ნებას, ხელი აღმართოს ჩვენს შვილებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ მსგავსი (ან ოდნავ მსგავსი), შემთხვევები კვლავ განმეორდება, მთელ პასუხისმგებლობას უმაღლეს "ადრესატებს დავაკისრებთ".

წინამდებარე წერილს კი ციცერონ მარკ ტულიუსის პოსტულატით დავასრულებთ: "დაუსჯელობა დანაშაულის უდიდესი წახალისებაა".

P.S.: ქალაქის პროკურატურის გამომძიებლის, დავით ძნელაშვილის გულგრილი პასუხი _ "ვერ გამოვიძიეთ და ვსიო" _ გვიტოვებს უფლებას, მისი გამონათქვამი უცვლელად გადავცეთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კავკასიის საქმეთა განყოფილებას, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა: "ჩვენ გულისყურით ვადევნებთ თვალს "ჯორჯიან თაიმსის" ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს"...


ბატონებო! გაახლებთ პასუხს შორეული საქართველოდან:
ვერ გამოიძიეს, და "ვსიო"!
თემური
Ющенко советует Януковичу вывести Черноморский флот



КИЕВ, 22 фев — РИА Новости, Андрей Лубенский. Президент Украины Виктор Ющенко посоветовал избранному президенту Виктору Януковичу, который вступит в должность 25 февраля, «закопать» вопрос о языке и вывести Черноморский флот России из Севастополя.

ЦИК Украины 14 февраля объявил об избрании новым президентом страны лидера Партии регионов Януковича. Чтобы реализовать свою программу, Януковичу необходимо создать новую коалицию в Верховной Раде, что даст возможность отправить в отставку правительство Юлии Тимошенко и сформировать лояльный кабинет министров. Переговоры о создании новой коалиции в настоящее время ведутся со всеми фракциями, кроме фракции БЮТ. Эксперты предполагают, что для привлечения депутатов из фракции Блока Литвина и фракции «Наша Украина — Народная самооборона» Партии регионов, возможно, придется пойти на идеологические уступки.

«Мы имеем первый, возможно, сюжет, когда Партия регионов нуждается в коалиции. До этого такого еще не было. Мы говорим про идейную коалицию, которая принудит одну сторону уступить то, что горит в сердце миллионов людей: сбросит вопрос языка, закопать — зачем откапывать, если ты украинец? Раз и навсегда решить вопрос по Черноморскому флоту — страна наша должна быть свободна, без иностранного солдата, без иноземного сапога военного», — сказал Ющенко в воскресенье в интервью украинскому телеканалу «Интер».

В воскресенье Янукович сообщил, что русский язык будет применяться «по всем направлениям жизнедеятельности» в некоторых регионах Украины.

«Каждый регион, в котором есть подавляющее большинство людей, которые говорят на русском языке, будет иметь возможность на нем разговаривать, и он будет применен по всем направлениям жизнедеятельности», — сказал Янукович в эфире украинского телеканала «1+1», отвечая на вопрос, будет ли русский язык иметь статус государственного во время его президентства.

Ющенко также посоветовал новому президенту проводить «политику единства украинской нации» и сказал, что сам он всегда будет партнером будущего президента, причем «речь не идет о фамилии».

В то же время действующий президент не исключил и других вариантов создания новой коалиции, например, при помощи «политической коррупции», когда депутатам будут предложены либо деньги, либо должности. Однако такой вариант Ющенко считает «дорогой в никуда». Возможен, по его мнению, и «самый ужасный» вариант коалиции — в составе Партии регионов и БЮТ.

Но более вероятно, считает Ющенко, что «новоизбранный президент не будет очень заинтересован сохранить ту структуру парламента, которая сейчас есть».

«Очевидно, что первая версия, которая будет работать — это проведение досрочных парламентских выборов», — сказал Ющенко.

Сам Виктор Янукович в воскресенье в эфире украинского телеканала «1+1» сказал, что не стоит ожидать досрочных выборов в Верховную Раду.

Парламентским большинством в Раде де-юре обладает коалиция в составе фракций Блока Юлии Тимошенко (153 депутата), блока «Наша Украина — Народная самооборона» (НУНС, 71) и Блока Литвина (20), однако на деле коалиция не имеет большинства в парламенте, поскольку некоторые члены НУНС голосуют вразрез с ее решениями.

«У этого парламента есть все основания для того, чтобы доработать до 2012 года. Если у депутатов не хватит мудрости, то будут досрочные выборы… но жизнь продолжится. И все же я верю в то, что этот парламент объединится», — сказал Янукович.


Подробнее: http://news.mail.ru/politics/3418034
თემური
Пять стран-членов НАТО готовят вывод атомного оружия США из Европы

Страны Европы-члены НАТО просят США вывести ядерные базы из их территорий. Глобалист 19.02.10 23:03

20 американских боеголовок сейчас размещены в Германии, и их вывод является одним из пунктов программы правительства Ангелы Меркель. РИА Новости 19.02.10 17:50

По данным агентства, в Бельгии на базе ВВС в Клейне-Брогель на севере страны находятся 20 атомных авиационных бомб. Корреспондент.Net 19.02.10 15:27
Напомним, что в начале февраля, официальный представитель МИД России Андрей Нестеренко заявил, что необходимо вывести тактическое ядерное оружие США из Европы.
თემური
Политик Литвы: Россия хочет переписать европейскую историю
Газета.Ru 1 час назад

Представитель Литвы в Европейском парламенте Витаутас Ландсбергис заявил, что исторические знания очень важны для страны, поскольку Россия делает все возможное, чтобы европейскую историю писали по ее версии. Об этом сообщает Delfi.



«История – это поле большой политической борьбы, поле международной политической брани. Здесь, если кто-то читает газеты, все время происходит, скажем, такая ярая дискуссия о Второй Мировой войне. Поскольку одно государство в силу своей военной и газовой мощи хотело бы, чтобы мировая, а особенно европейская история были написаны по ее версии и злится, и много средств и энергии тратит на то, чтобы история, опирающаяся на факты, называлась переписыванием истории, а мифология, сформулированная этой страной, называлась историей», – сказал Ландсбергис, читая лекцию в университете им. Миколаса Ремериса.

По мнению политика, невооруженное сопротивление — это один из важнейших успехов Литвы, поскольку нападающий всегда надеется на вооруженное сопротивление, чтобы потом обвинять того, на которого напал. «Грузины не выдержали, сейчас ситуация не из лучших. В них стреляли, стреляли, стреляли и, в конце концов, выстрелили и сейчас они виноваты», – отметил политик.
sesilia
QUOTE(viking777 @ Feb 17 2010, 04:08 PM) *
sesilia
QUOTE(sesilia @ 17th February 2010 - 10:09) *
გჯერათ, რომ ბანკებმა წამოიწყეს ეგ ?

და რატო არა შემოსავალი იქნება დამატებითი მათვის abaravi.gif


გეთანხმები იმაში, რომ შემოსავალის კუთხით ეგრეა, მაგრამ ეგ საკითხი ბანკებს არ დაუსვიათ wink.gif ადვილი მისახვედრია რა ინტერესი აქვს ამაში ჩვენს "სახელოვან" ხელისუფლებას
sesilia
QUOTE(zen @ Feb 17 2010, 07:37 PM) *
ბინები მაინც არ იყიდება და რა აზრი აქვს? biggrin.gif


რომ დაკანონდეს და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა უნაღდო ანგარიშსწორებით ყველასთვის სავალდებულო გახდეს , ჩათვალე, რომ ბინების ფასი ისევ აიწევს.
მყიდველი ეყოლება თუ არა ეგ სხვა საკითხია rolleyes.gif
kote-1962
22.02.2010

სააკაშვილს უკრაინაში არ ელიან



ჯერ გადაწყვეტილი არ არის ჩავა თუ არა საქარველოს პრეზიდენტი უკრაინის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე. თუმცა, მაღალი რანგის სტრუმრების მოწვევის შესახებ ნოტა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე მიიღო. "სუუამ-ს საფრთხე არ დაემუქრება", - აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრიეს მოადგილე ნინო კალანდაძე.

ბრიფინგზე ნინო კალანდაძემ კომენტარი გააკეთა ავღანეთსა და პაკისტანში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის რიჩარდ ჰოლბრუკის ვიზიტთან დაკავშირებით. მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში ჰოლბრუკისთვის ყველაზე პრიორიტეტული კრწანისში, სამხედრო წვრთნებზე დასწრება იქნება.

"საინტერესო იქნება, როგორ შეფასებას მისცემს ამ წვრთნებს. ის არის სერიოზული ფიგურა საგარეო პოლიტიკაში და საქართველოს უსაფრთხოებისა და დემოკრატიის განვითარებისთვის მის ვიზიტს დიდი მნიშვნელობა აქვს", - აცხადებს კალანდაძე.

ჟურნალისტის კითხვაზე, დაისვა თუ არა ჰოლბრუკთან შეხვედრისას ავღანეთის სამხედრო ტვირთების მომარაგებისთვის საქართველოს, როგორც ალტერნატიუული გზის გამოყენების საკითხი, კალანდაძემ უპასუხა: "თქვენ იცით, რომ ეს არის ქართული მხარის ინიციატივა. ჩვენ მოტივირებული ვართ, რომ ინიციატივა შესრულდეს. ჰოლბრუკთან შეხვედრა ძალიან მეგობრული ხასიათისაა და უსაფრთხოების საკითხები იქნება განხილული. ჯერ არ გვაქვს ინფორმაცია, დაისვა თუ არა ეს საკითხი პრეზიდენტის მხრიდან".

პარასკევს "რია ნოვოსტის" ოფისში გაიმართა ტელეხიდი უკრაინასა და საქართველოს შორის. უკრაინის მხრიდან ტელეხიდში მონაწილეობას იღებდა უკრაინის რადის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლეონიდ კოჟარა, რომელმაც განაცხადა, რომ სუუამი (საქართველო-უკრაინა-უზბეკეთი-აზერბაიჯანი-მოლდოვას კავშირი) თავის მნიშვნელობას დაკარგავს, რადგან მისი განხორციელებისთვის რეალური პროექტებია საჭირო. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოსთან იარაღის მიწოდება აღარ მოხდება, რადგან უკრაინაში არ უნდათ, რომ "სტრატეგიული პარტნიორები უკრაინული იარაღიდან ესროდნენ ერთმანეთს".

ტელეხიდში მონაწილე ესენგეს ქვეყნების ინსტიტუტის უკრაინის ფილიალის დირექტორმა, ვლადიმერ კორნილოვმა, რომელიც ცნობილია თავისი პრორუსული განწყობით, ანტიქართული განწყობა პირდაპირ ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის თემასთან დაკავშირებით დააფიქსირა:

"საერთოდ საქრთველო-უკრაინას შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაზე საუბარი ზედმეტია მომდევნო 2 წლის განმავლობაში. დამკვირვებლების ამბავი პირდაპირ იყო უკრაინის შიდა საქმეებში ჩარევა და ეს საქართველო-უკრაინის ურთიერთობებს არ წაადგება.

რაც შეეხება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხს, აქ ევროხაზით დიდი წინააღმდეგობა იქნება და იანუკოვიჩი ჯერ ამ ნაბიჯს არ გადადგამს, მაგრამ უკრაინა დაინტერესებული იქნება ურთიერთობა დაამყაროს რუსეთთან და ყველაფერია მოსალოდნელი".

პრესა.გე-ს კითხვაზე, რამდენად გამოხატავს კოჟარას და კორნილოვის პოზიცია ოფიციალური კიევის პოლიტიკას, ნინო კალანდაძემ შემდეგი კომენტარი გააკეთა: "თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინის რადის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარის მოადგილის განცხადება, მაგრამ რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული უანუკოვიჩის მხრიდან, ამას მომავალი გავიჩვენებს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ საქართველო უკრაინის ურთიერთობები გადახედილი იქნება და სუუამსაც პრობლემები შეექმნება".

ჩავა თუ არა საქართველოს პრეზიდენტი იანუკოვიჩის ინაუგურაციაზე? ამ კითხვაზე მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ მაღალი რანგის დელეგაციის მიწვევის ნოტა უკრაინულმა მხარემ უკვე გამოაგზავნა, მაგრამ დელეგაცია ჯერ დაკომპლექტებული არ არის. შესაბამისად, არ არის გარკვეული წავა თუ არა პრეზიდენტი სააკაშვილი ინაუგურაციაზე. პირადი მოწვევა მას არ მიუღია, არსებობს მხოლოდ მაღალი რანგის დელეგაციის მოთხოვნის უკრაინული ნოტა.

P.S.პრესა.გე-ს ხელთ არსებული ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი უკრაინაში 25 თებერვალს დანიშნულ უკრაინის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე არ წავა. პირადი მოწევევა პორეზიდენტს არ მიუღია.

უკრაინიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მოვიდა ნოტა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოდან მაღალი რანგის თანამდებობის პირებს ელოდებიან.

"მე ვფიქრობ, რომ საქართველოს პრეზიდენტი არ წავა ინაუგურაციაზე და დავით ბაქრაძეს გაუშვებს", - აცხადებს დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი.

საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს პარლამენტში 26 თებერვალს ელოდებიან. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტი წლიური მოხსენებით უნდა წარდგეს პარლამენტის საგაზაფხული სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე.

თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, შესაძლოა, პრეზიდენტმა თავისი ვიზიტი პარლამენტში, სწორედ იანუკოვიჩის ინაუგურაციის დღეს დაამთხვიოს.



რუსიკო მუმლაძე

"პრესა.ge"

http://www.maestro.ge/?address=news1&id=3954&page=1
kote-1962
23.02.2010

წამყვანი ქართველი ჟურნალისტის სიცოცხლე საფრთხეშია



„უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი", „ობსერვატორია უფლებადამცველთა დაცვისათვის" (წამების წინააღმდეგ მსოფლიო ორგანიზაციის - OMCT, და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის - FIDH ერთობლივი პროექტი), „ფონდი ადამიანის უფლებათა სახლი", „ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი", „ფრონტლაინი" და „მე-19 მუხლი" გმობენ გამომძიებელი ჟურნალისტის, ვახტანგ კომახიძის წინააღმდეგ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ განხორციელებულ დევნასა და ზეწოლას, ასევე მის წინააღმდეგ მიმართულ ცილისმწამებლურ კამპანიას.

2010 წლის 10 თებერვალს, საქართველოში ცნობილი გამომძიებელი ჟურნალისტისა და „უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის" წევრის, ვახტანგ კომახიძის მისამართით, ხელისუფლების წარმომადგენლებისგან განხორციელდა მუქარა, რომელიც დაკავშირებული იყო მის პროფესიულ საქმიანობასთან. არსებული ინფორმაციით, მუქარები გამოწვეული იყო ხელისუფლების უკმაყოფილებით კომახიძის მიერ 2009 წლის დეკემბერში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში განხორციელებული ვიზიტის გამო და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებული დოკუმენტური ფილმის გამო, რომელზეც ჟურნალისტი მუშაობდა.

2009 წლის დეკემბერში, სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ვახტანგ კომახიძე შეხვდა სამხრეთ ოსეთის არასამთავრობო ორგანიზაციებს, ომისაგან დაზარალებულ ოჯახებს და დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერს, ედუარდ კოკითის. ვიზიტის შემდეგ ჟურნალისტმა საჯაროდ განაცხადა, რომ ის მუშაობდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებულ დოკუმენტურ ფილმზე, რომლისთვისაც მან მასალა სამხრეთ ოსეთშიც მოიპოვა. კომახიძის განცხადებით, ფილმი ნათელს მოჰფენდა საზოგადოებისათვის ჯერ უცნობ მრავალ დეტალს. მაგალითისათვის, იმას, რომ ომის დაწყებამდე 2 დღით ადრე, 6 აგვისტოს, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან საქართველოს პრეზიდენტის აპარატის თანამშრომლის, ალანა გაგლოევას, ბებიის ევაკუაციის საკითხს ათანხმებდა. აღსანიშნავია, რომ ამავე დროს, ქართული მოსახლეობა ხელისუფლებამ რუსეთის არმიის წინაშე სრულიად დაუცველი დატოვა.

2009 წლის 17 დეკემბერს, როდესაც ვახტანგ კომახიძე სამხრეთ ოსეთიდან თბილისში დაბრუნდა, მაღალი თანამდებობის პოლიტიკურმა პირებმა მისი ვიზიტი სასტიკად გააკრიტიკეს. კრიტიკული გამონათქვამები გადმოიცემოდა სხვადასხვა მედია საშუალებებით. მაგალითად, ბატონმა შოთა მალაშხიამ, მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა: „ეს არის არა მხოლოდ ქართველების დაავადება, ასეთი ადამიანები [გულისხმობს პაატა ზაქარეიშვილს], ყოველთვის არსებობდნენ სხვადასხვა საოკუპაციო რეჟიმებში და მათ საქმიანობას უკვე გაეცა სათანადო პასუხი მოქალაქეების მხრიდან დეოკუპაციის შემდეგ. იგივე მოხდება ამ ადამიანებთან მიმართებაშიც [გულისხმობს მათ, ვინც ცხინვალში იმყოფებოდა 16 დეკემბერს], ზოგიერთისთვის ეს იქნება პასუხი არჩევნებში [გულისხმობს შედეგებს] და სხვებისთვის, მორალური თვალსაზრისით". მედია ასევე მოიხსენიებდა აღნიშნულ პირებს როგორც „მოღალატეებს".

რამდენიმე დღის შემდეგ, უცნობმა პიროვნებამ შეაჩერა ვახტანგ კომახიძე ქუჩაში და უთხრა, რომ უნდოდა მისი გაფრთხილება მის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით. უცნობის თქმით, ჟურნალისტისა და მისი ოჯახის წევრებისათვის უკეთესი იქნებოდა, თუ ისინი არ შეაწუხებდნენ საქართველოს ხელისუფლებს. ასევე მან დაამატა, რომ კომახიძისა და მისი ოჯახისათვის ერთადერთი გამოსავალი ქვეყნის დატოვება და მუშაობის შეწყვეტა იყო.

2010 წლის 28 იანვარს, როდესაც ვახტანგ კომახიძე სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ინტერვიუს ჩასაწერად მიემგზავრებოდა, 7-8 ადამიანი აეროპორტში მის გვერდით დაჯდა, რომელთაგან ერთ-ერთი უშიშროების დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო. აღნიშნულმა პირებმა ჟურნალისტთან დაკავშირებით აგრესიულად საუბარი დაიწყეს. ერთ-ერთმა კი უთხრა, რომ ქვეყნის დატოვება მისთვის საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა.

2010 წლის 9 თებერვალს ქართულმა ტელეარხმა, Real-TV -მ გაავრცელა სიუჟეტი კომახიძის პირად ცხოვრებასთან და პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელიც აშკარად ისახავდა მიზნად ჟურნალისტის დისკრედიტაციას და მისი რეპუტაციის შელახვას. სიუჟეტში გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს 2004 წელს ვახტანგ კომახიძე უშიშროების სამინისტროდან ფინანსური მაქინაციების გამო დაითხოვეს. რეალურად კი, მან თანამდებობა აღნიშნულ სამინისტროში მუშაობის დაწყებიდან 3 თვეში, საკუთარი ნებით დატოვა.

სიუჟეტის ავტორებმა კომახიძე ასევე პოლიგამიაში დაადანაშაულეს და სცადეს მისი ცუდ მშობლად წარმოჩინება.

შესაბამისად, „უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი", „ობსერვატორია უფლებადამცველთა დაცვისათვის" (წამების წინააღმდეგ მსოფლიო ორგანიზაციის - OMCT, და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის - FIDH ერთობლივი პროექტი), „ფონდი ადამიანის უფლებათა სახლი", „ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი", „ფრონტლაინი" და „მე-19 მუხლი" დაბეჯითებით მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას:
ნებისმიერ პირობებში უზრუნველყონ ვახტანგ კომახიძისა და მისი ოჯახის წევრების ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობა;
დაიწყოს დროული, ეფექტური, დეტალური, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება აღნიშნულ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლის შედეგებიც უნდა იყოს საჯარო, რათა მოხდეს ყველა პასუხისმგებელი პირის იდენტიფიცირება, კომპეტენტური, დამოუკიდებელი სასამართლოს წინაშე წარდგენა და საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციების მათთვის შეფარდება;
შეწყვიტოს ვახტანგ კომახიძის ნებისმიერი ფორმით დევნა და უზრუნველყონ ნებისმიერ სიტუაციაში ქვეყანაში უფლებადამცველთა საქმიანობისათვის სამუშაო გარემოს შექმნა ყოველგვარი შეფერხების გარეშე;
შეასრულოს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პირობები, ასევე საქართველოს მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო და რეგიონული ადამიანის უფლებათა ინსტრუმენტები.

ჩვენი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას:
მოუწოდონ საქართველოს ხელისუფლებას, დროულად და ეფექტურად გამოიძიოს მომხდარი ინციდენტი და დასაჯოს დამნაშავეები;
მოუწოდონ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ვახტანგ კომახიძისა და მისი ოჯახის წევრების ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობა;
მოსთხოვონ საქართველოს ხელისუფლებას, შექმნას კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანებისათვის უსაფრთხო და ხელშემწყობი გარემო;
ყურადღება მიაქციოს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, ჟურნალისტებისა და მათი ოჯახის წევრების დევნისა და შევიწროვების გახშირებულ ფაქტებს.

ჩვენი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს სახალხო დამცველს:
მოითხოვოს საქართველოს ხელისუფლებისაგან ინციდენტის დროული და მიუკერძოებელი გამოძიება;
შეახსენოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ადამიანის უფლებათა სფეროში მათი საერთაშორისო ვალდებულებების შესახებ.


რედაქტორებისათვის: ვახტანგ კომახიძე ხელმძღვანელობს საგამოძიებო ჟურნალისტურ სტუდიას „სტუდია რეპორტიორი", რომელმაც გადაიღო რამდენიმე დოკუმენტური ფილმი ადამიანის უფლებათა დარღვევის მძიმე შემთხვევების შესახებ, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების მიერ იყო ჩადენილი ან დაშვებული, მათ შორის არჩევნების ფალსიფიკაციის, კორუფციის, პოლიტიკური პატიმრებისა და სხვა საკითხების შესახებ. მათ შორის ერთ-ერთი წარმოადგენს 5 წლის წინ, პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების გარემოებების გამოძიებას, რომელიც საფუძვლიანი ეჭვის ქვეშ აყენებს ოფიციალური გამოძიების წინასწარ დასკვნებს (ოფიციალურად, გამოძიება კვლავ მიმდინარეობს), რომ თითქოს, ზურაბ ჟვანია კარბონის მონოქსიდისაგან მოწამვლის გამო გარდაიცვალა. ბატონი კომახიძე ასევე არის ეროვნულ დონეზე რამდენიმე მედია-ჯილდოს მფლობელი.

2008 წლიდან „სტუდია რეპორტიორი" არის „უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის" წევრი.

2004 წლის მარტში ვახტანგ კომახიძე სასტიკად იქნა ნაცემი პოლიციის თანამშრომლების მიერ აჭარაში, როდესაც ის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერის, ასლან აბაშიძის ნათესავების არალეგალურ საქმიანობასთან დაკავშირებული ფილმის გადაღებისას თბილისში ბრუნდებოდა. ასლან აბაშიძე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას 1991-2004 წლებში ხელმძღვანელობდა. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, ვახტანგ კომახიძემ ამოიცნო ერთ-ერთი თავდამსხმელი და მოახსენა ამის შესახებ სათანადო ორგანოებს, ინციდენტი გამოუძიებელი დარჩა.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ:

- საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების საერთო განცხადება 2009 წლის დეკემბერში უფლებადამცველთა წინააღმდეგ განხორციელებულ ცილისმწამებლურ კამპანიასთან დაკავშირებით შემდეგ ბმულზე: http://www.humanrights.ge/index.php?a=arti...561&lang=en

- მედია ექსპერტების კომენტარები ვახტანგ კომახიძეზე გასულ ღეალ-თV-ს სიუჟეტთან დაკავშირებით შემდეგ ბმულზე: http://www.humanrights.ge/index.php?a=arti...664&lang=en

გთოხვთ დაგვიკავშირდეთ:
უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი: ანა ნაცვლიშვილი +99 5 32 384 648
OMCT: დელფინ რეკულუ: +41 22 809 49 39
FIDH: გაელ რილჰოთი / არინ აპპი: +33 1 43 55 25 18
ფონდი ადამიანის უფლებათა სახლი: ანე ტუსვიკ ბონდე +47 997 43 907
ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი: ბერიტ ლინდემანი +47 22 47 92 02
მე-19 მუხლი: ბარბორა ბკოვსკა +44 20 7324 2500
ფრონტლაინი: მარია ჩიჩტჩენკოვა: +79258342124

„უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი", რომელიც წარმოადგენს „ადამიანის უფლებათა ცენტრის" (საქართველო) და „ფონდი ადამიანის უფლებათა სახლის" (ნორვეგია) ახალ საერთო ინიციატივას, 2009 წლის გაზაფხულზე დაფუძნდა. ქსელი აერთიანებს ადამიანის უფლებათა სფეროში მოღვაწე 30 ორგანიზაციას აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში. ქსელი მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიაში უფლებადამცველთა საქმიანობისათვის უსაფრთხო და ხელშემწყობი გარემოს შექმნას, რათა მათი მოქმედებები უფრო ეფექტური იყოს როგორც რეგიონულ, ისე საერთაშორისო დონეზე. ქსელი ფუნქციონირებს ევროკავშირისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

„ობსერვატორია", FIDH-სა და OMCT-ს ერთობლივი პროექტი. ითვალისწინებს უფლებამადცველთა დაცვას და მიზნად ისახავს მათთვის კონკრეტული დახმარების გაწევას საჭიროების შემთხვევაში. ობსერვატორია არის 1998 წლის საფრანგეთის რესპუბლიკის ადამიანის უფლებათა ჯილდოს მფლობელი.

„ფონდი ადამიანის უფლებათა სახლი" (HRHF) წარმოადგენს ადამიანის უფლებათა სახლის ქსელის სამდივნოს და მუშაობს უფლებადამცველი ორგანიზაციების დაცვასა და გაძლიერებაზე, მათ გაერთიანებაზე ადამიანის უფლებათა სახლის საერთაშორისო ქსელში.

„მე-19 მუხლი" არის დამოუკიდებელი უფლებადამცველი ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს მთელ მსოფლიოში გამოხატვის თავისუფლების დაცვისა და განვითარებისათვის. მისი სახელწოდება მომდინარეობს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მეცხრამეტე მუხლიდან, რომელიც უზრუნველყოფს სიტყვის თავისუფლებას.

„ფრონტლაინი" არის უფლებადამცველთა დაცვისათვის მოწოდებული საერთაშორისო ფონდი. ფრონტლაინი დაფუძნდა კონკრეტული მიზნით, დაიცვას საფრთხეში მყოფი უფლებადამცველები, ადამიანები, რომლებიც მუშაობენ არაძალადობრივად, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით გარანტირებული ნებისმიერი, ან ყველა უფლებისათვის (UDHR).

--------------------------
*ტელეარხი Real-TV დაფუძნდა 2009 წელს. აღნიშნული მედიასაშუალება ხშირად იყო ჩართული საქართველოში უფლებადამცველთა და ზოგადად, ალტერნატიურად მოაზროვნე ადამიანების წინააღმდეგ მიმართულ ცილისმწამებლურ კამპანიაში. საზოგადოებისათვის ეს არხი ასევე ცნობილია მჭიდრო კავშირით საქართველოს ხელისუფლებასთან.



"humanrights.ge"

http://www.maestro.ge/?address=news1&id=4007&page=1
tavisupleba
ამერიკელ დიპლომატ რიჩარდ ჰოლბრუკთან შეხვედრის დროს საქართველოს ხელისუფლებამ სტუმარს შესთავაზა, შეერთებულმა შტატებმა და ალიანსმა უფრო ფართოდ გამოიყენონ საქართველოს სატრანსპორტო შესაძლებლობა, როგორც კოალიციური ძალების მომარაგების ალტერნატიული გზა.

View the full article
tavisupleba
ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა რამდენიმე აქტუალურ საკითხზე იმსჯელეს. მაგრამ მთავარი საკითხი - ის ბოლოს დაემატა დღის წესრიგს - მაინც ბელორუსია იყო.

View the full article
viking777
ბოხონკოს საქმე - საქართველო-უკრაინა მორიგი სკანდალის მოლოდინში
სიახლე — თავფურცელი
11:25 24.02.2010

ვერსია პრინტერისთვის •
დაამატე რჩეულებში •
[ნანა ფაჟავა, ზუგდიდი]
უკრაინის მოქალაქეს, ორესტ ბოხონკოს თბილისის საქალაქო სასამართლომ 2009 წლის 18 ივნისს თავისუფლება 23 წლით აღუკვეთა. ნარკოტიკების დიდი რაოდენობით შეძენა-შენახვასა და ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვაში ბრალდებული ბოხონკო სასჯელს გლდანის მე-8 საპყრობილეში იხდის. ბრალს იგი დღემდე არ აღიარებს. საქმის განხილვა 26 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოში განახლდება, თუმცა როგორც ბოხონკოს ადვოკატი, ხათუნა ჯანაშია ამბობს, დასრულდება კიდეც, რადგან მოსამართლე მზია ლომთათიძემ თავისი პოზიცია ფაქტობრივად გამოხატა.
გახდება თუ არა ბოხონკოს საქმე ორ ქვეყანას შორის მორიგი სკანდალის თემა, რამდენიმე დღეში გაირკვევა. მანამდე კი, კრიმინალური ისტორიის დეტალების გარკვევას „პრესა.გე“ შეეცადა.

სკანდალის მიზეზი შესაძლოა გახდეს ის, რომ კიეველი ორესტ ბოხონკო წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომლებს ადანაშაულებს.

საქართველოში უკრაინის უკვე ყოფილი კონსულის, ვლადიმირ ბონდარენკოს მისამართით გაგზავნილ წერილში ორესტ ბოხონკო დეტალურად ჰყვება იმ ისტორიას, რომელიც მას საქართველოში პირველად ჩამოსვლისთანავე თავს გადახდა.

როგორც ირკვევა, 37 წლის უკრაინის მოქალაქე 27 სექტემბერს, საღამოს 11 საათზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. იგი საქართველოში კიევი-თბილისის რეისით ჩამოფრინდა. ბოხონკო აღნიშნავს, რომ იგი სენაკში მეგობარ ზაზა სამინავასთან სტუმრობას გეგმავდა, რომელიც მას აეროპორტში უნდა დახვედროდა. გასასვლელში მას უცხო პირი ხვდება, რომელიც სამინავას ნახევარი საათით დაგვიანებას ატყობინებს და აეროპორტის შენობის ერთ-ერთი ოთახისკენ აცილებს. დაახლოებით 30 წუთში ქართველი მასპინძელი ჩნდება და ისინი ავტომანქანით გასვლას აპირებენ. ამ დროს სტუმარ-მასპინძელს სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული 10-მდე პირი უახლოვდება და ორივეს ძალის გამოყენებით მიწაზე აწვენს.

ორესტ ბოხონკო: „მხოლოდ მე წამომაყენეს და მკითხეს, სად ინახავ ნარკოტიკულ საშუალება „მეთადონსო“. მე გაოგნებული ვპასუხობდი, რომ არაფერი მაქვს და რაღაც გაუგებრობაა-მეთქი. ჩემი პასუხი არ მოეწონათ და ცემა დამიწყეს, მუცელში მირტყამდნენ. შემდეგ აეროპორტის შენობაში დამაბრუნეს. მე ვუხსნიდი, რომ უკრაინის მოქალაქე ვიყავი და ვალდებული იყვნენ საელჩოსთვის ეცნობებინათ. ისინი ჩემს მოთხოვნას ყურადღებას არ აქცევდნენ და „მეტადონს“ კვლავ მოითხოვდნენ. მე აეროპორტის ადმინისტრაციისა და საბაჟო სამსახურის თანამშრომლების მოწვევასაც მოვითხოვდი, მაგრამ უკვე 10 კაცი ერთდროულად, ყველა მხრიდან მირტყამდა“.

ბოხონკოს მოთხოვნებს პოლიციელები თურმე იმ მიზეზით არ აკმაყოფილებდნენ, რომ საქართველოს კანონმდებლობით ხანგრძლივ პროცედურას საჭიროებდა და დილამდე გასტანდა. ამიტომაც ურჩიეს ეჭვმიტანილს მოწმეების გარეშე ხელი მოეწერა ოქმისთვის, სადაც ნარკოტიკების არქონას დაადასტურებდა. ბოხონკომ ხელი კი მოაწერა ქართულენოვან დოკუმენტს, თუმცა შინაარსი მისთვის უცნობი იყო.

ორესტ ბოხონკო: „პირადი ნივთების ჩხრეკის შემდეგ გაშიშვლება მიბრძანეს, მერე ბუქნის გაკეთება... როგორც შემდეგ გავარკვიე, ამ პროცედურით თუ ანალურ ხვრელში ნარკოტიკი იყო, უნდა გამომძვრალიყო. ამ ყველაფერს ვიდეოკამერით იღებდნენ. თითქმის ყველა პოლიციელი მობილური ტელეფონით იღებდა ჩემს შიშველ სხეულს და ჩემთვის გაუგებარი ენის მიუხედავად ვხვდებოდი, რომ მამცირებდნენ და დამცინოდნენ.

ერთ-ერთმა პოლიციელმა, რომელიც ამ „სპეცოპერაციას“ ხელმძღვანელობდა, მიბრძანა გადაიხარეო. შევეწინააღმდეგე, მაგრამ ძალის გამოყენებით მაიძულეს. იმ ხელმძღვანელმა, კოხტა კოდუამ რეზინის ხელთათმანები გაიკეთა და ანალური ხვრელის შემოწმება დამიწყო... 20 წუთი ასე მაწამეს. ძებნა რომ უშედეგო აღმოჩნდა, შემეშვნენ. ამის შემდეგ ოთახიდან რამდენიმე თანამშრომელი გავიდა. დანარჩენები მათ გამოჩენამდე ნახევარი სააათის განმავლობაში სრულიად შიშველს კამერით მიღებდნენ, დამცინოდნენ და მცემდნენ.

მას შემდეგ, რაც ოთახიდან გასული პოლიციელები დაბრუნდნენ, რამდენიმე ყელში მწვდა, რამდენიმე სხეულს მიმაგრებდა. ის ერთი კი ანალური ხვრელის გასინჯვას კვლავ განაგრძობდა. აუტანელი ტკივილების შედეგად გონება დავკარგე. არ ვიცი რამდენი ხნით, მაგრამ გონს რომ მოვეგე მაგიდაზე ყვითელი რეზინის ბუშტი იდო. პოლიციელებმა მითხრეს, რომ ეს „მეტადონი“ იყო და ჩემი სხეულიდან გამოიტანეს...“

ორესტ ბოხონკო თბილისიდან ზუგდიდში, სამხარეო პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს, ხოლო შემდეგ წალენჯიხის პოლიციის წინასწარი პატიმრობის იზოლატორში მოათავსეს. დაცვის მხარის განმარტებით, იქ მას სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ბოხონკომ მაღალი არტერიულ წნევასა და შიმშილში 2 დღე გაატარა.

ადვოკატი ხათუნა ჯანაშია აცხადებს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქის საქმეზე გამოძიება თავიდანვე ტენდენციურად, უხეში პროცესუალური დარღვევებით მიმდინარეობდა. ძიების მასალებიდან გაქრა ზაზა სამინავას ჩვენება, რომელიც ერთადერთი პირია საქართველოში, ვისაც უკრაინის მოქალაქე იცნობს.

ხათუნა ჯანაშია: „საქმე ორი თვის განმავლობაში ერთ წარმოებაში იყო, შემდეგ კი მათ შორის დანაშაულებრივი კავშირი თურმე ვერ იპოვეს და ცალკე გამოყვეს. სამინავა სენაკში, თითქოს საკუთარ სახლში ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს და 7-წლიანი სასჯელი შეუფარდეს.

ძიების მასალებში არც ნივთმტკიცებები მოიპოვება. საქმიდან ის ყვითელი ბუშტიც გაქრა, რომელშიც თითქოს ბოხონკოს უკანალიდან გამოტანილი ნარკოტიკები ინახებოდა. საქმეში არც ავიაბილეთი დევს, რომლითაც დადგინდებოდა ბოხონკოს თბილისში ჩამოფრენის ზუსტი დრო. ურთიერთგამომრიცხავია ის ჩვენებებიც, რომელიც ბრალდების მხარის მოწმეებმა, პოლიციის თანამშრომლებმა გამოძიებას სხვადასხვა ეტაპზე მისცეს...

მოსამართლე ლომთათიძემ არც მედიკოსების დასკვნა გაითვალისწინა, რომლებმაც წინასწარი დაკავების იზოლატორში ბოხონკოს დათვალერების შემდეგ ცემის შედეგად მიყენებული დაბეჟილობები დაადასტურეს“.

საქმეში ერთ-ერთ დარღვევად მიიჩნევა ისიც, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს თარჯიმნის სრულყოფილი მომსახურეობის საშუალება სამართალდამცველებმა არ მისცეს. დაცვის მხარის მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებული შუამდგომლობა-ექსპერიმენტით დადგინდა, რომ ბოხონკოს დაკავებისას მოწვეული თარჯიმანი დიაკოვი ვერ ფლობს ქართულ ენას.

ხათუნა ჯანაშია: „რაც შეეხება ანალური ხვრელის შემოწმებას – იგი სრული კანონდარღვევით მოხდა. არ არსებობს გამომძიებლის ან პროკურორის შესაბამისი დადგენილება, რომელსაც წინასწარ უნდა გასცნობოდა დაკავებული. ამ პროცედურას სამედიცინო დაწესებულებაში წერილობითი მიმართვის საფუძველზე ატარებს სპეციალისტი, ექიმი და არა პოლიციელი. ეს არ გაკეთებულა. სამაგიეროდ ეს გააკეთა ოპერატიული ჯგუფის ხელმძღვანელმა კოხტა კოდუამ, რომელმაც დაკავებულის მიმართ წარმოუდგენელი სისასტიკე გამოიჩინა და ამას მალავენ. ოპერატიული ინფორმაციის ავტორიც ის არის და ამასაც მალავენ. ბოხონკოს ცემაში მონაწილეობდნენ პოლიციელები, გიორგი ლომაია, ჯუმბერ აბლოთია, გიორგი ჯანაშია და გიორგი სამუშია. ამ უკანასკნელმა კი კოდუას მიერ ჩადენილი მოქმედება საკუთარ თავზე აიღო.

მოგვიანებით, სასამართლო განხილვის მიმდინარეობისას, მოწმე პოლიციელებმა რეზინის ხელთათმანების გამოყენება უარყვეს და ანალური ხვრელიდან ნარკოტიკის ამოღების „ინსტრუმენტად“ გამომავალი შავი ძაფის არსებობა დაასახელეს, თუმცა ნივთმტკიცებად საქმეში ისიც არ დევს.

ორესტ ბოხონკო დღემდე უშედეგოდ მოითხოვს ბრალმდებელი პროკურორის, ლიკა ბულიას აცილებას, რომელმაც მას მისთვის გასაგებ რუსულ ენაზე არცერთი დოკუმენტი არ გადასცა.

უკრაინის მოქალაქეს საკუთარ ქვეყანაში მომხდარი ცვლილებების იმედი აქვს. ორესტ ბოხონკო დარწმუნებულია, რომ ახალი რეჟიმი საკუთარი მოქალაქის მიმართ მეტ დაინტერესებას გამოიჩენს და უკანონო პატიმრობიდან თავის დაღწევაში დაეხმარება. ერთადერთ გამოსავალს იგი ექსტრადაციაში ხედავს.
viking777
სიახლე — თავფურცელი
14:11 24.02.2010


[GHN]
თავისუფლების ინსტიტუტის წევრი თეა თუთბერიძე ტელეკომპანია იმედს უჩივის და აცხადებს, რომ გადაცემა სიმართლის დრო, რომელშიც ის მონაწილეობდა, ტელეეთერში არასრული და დამახინჯებული ფორმით გადაიცა.
სიმართლის დრო, რომელშიც მონაწილეობა კონკრეტული მიზნის გამო მივიღე, მნიშვნელოვანდ იქნა დამახინჯებული საპატრიარქოსა და ხელისუფლების პირდაპირი დაკვეთით. რაც კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ საქართველოში პროფესია ჟურნალისტი და ზოგადად, მედია საშუალებები, მძლავრ ზეწოლას განიცდიან რელიგიური ფუნდამენტალისტებისა და სახელმწიფო მოხელეების მხრიდან... გადაცემაში მე მომიწია ვრცლად მესაუბრა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის შესახებ და აღმენიშნა რომ კგბ-ს აგენტი, ჩემი სულიერი მოძღვარი ვერასდროს იქნებოდა, რადგან მთელი მისი საქმიანობა არის აბსოლუტური წინააღმდეგობაში მისივე წინამობრედი უწმინდესი პატრიარქების, ამბროსი ხელაიასა და კირიონ საძაგლიშვილისა. ეს და მსგავსი კომენტარები ჩემი მხრიდან პასუხი იყო წამყვანის კითხვებზე, რომელიც თავად იჩენდა ინიციატივას ესაუბრა მისთვის და საზოგადოებისთვის საინტერესო თემაზე. როგორც ჩანს, ამ გადაცემის სრული სახით გაშვება ხელისუფლებისთვის წარმოადგენდა ძალიან დიდ დისკომფორტს, რადგან ასეთ შემთხვევაში საპატრიარქო აამოქმედებდა იმ ბერკეტს, რისიც ხელისუფლებას ძალიან ეშინია, მით უფრო მოახლოვებული არჩევნების ფონზე, - ნათქვამია თუთბერიძის განცხადებაში.

აღნიშნულ კონტექსტში თავისუფლების ინსტიტუტის წევრი მოითხოვს დაუმახინჯებელი ფორმით გადაიცეს გადაცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, იმედს სასამართლოში ჩივილით ემუქრება.

მოვითხოვ დაუმახინჯებელი ფორმით გადაიცეს გადაცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებული ვიქნები სასამართლოს მივმართო და ამ გზით მოვითხოვო ტელეკომპანია იმედის დავალდებულება ხელახლა გაუშვას გადაცემის სრული ჩანაწერი, - აღნიშნულია განცხადებაში.

აღნიშნულის გარდა, მასში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და წმინდა სინოდი ისევ გაქილიკებულია და მართლმადიდებლური ეკლესია მედიის ცენზორად არის მოხსნიებული.

ხელისუფლება საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით იძულებულია ხარკი უხადოს ეკლესიას, რომელიც უკვე მედიის ერთ-ერთი ცენზორი გახდა, - ნათქვამია განცხადებაში.
გალუნგუნგგ
ეს საძაგელი გიჟმუტელაც რომ კირიონ საძაგლიშვილის გვარით მანიპულირებს biggrin.gif არ უნდა მოაჭრა ახლა მაგას ის მიმჭკნარი ვაგინა და პირში არ უნდა ჩათხარო? )))
tavisupleba
შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეიტსმა ნატოს ევროპელი წევრები გააფრთხილა, რომ თუკი ისინი თავიანთი ჯარების მოდერნიზაციას არ მიმართავენ და თავდაცვის სფეროს დაფინანსებას არ გაზრდიან, სხვა ქვეყნებმა ნატო, შესაძლოა, დასუსტებულ ალიანსად აღიქვან.

View the full article
kote-1962
25.02.2010

ვინ გასცა "დიდების მემორიალის" აფეთქების თარიღის გადმოწევის ბრძანება



ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, მოსამართლე ლევან თევზაძის თავმჯდომარეობით, "დიდების მემორიალის" ამფეთქებლებს, "საქფეთქმრეწვის" თანამშრომლებს განაჩენი გამოუტანა. ავთანდილ დარსაველიძეს - 4 წლით, ელგუჯა გაბადაძეს - 3 წლით და 6 თვით, ხოლო თენგიზ დარახველიძეს, რომელიც მანამდე თავდებით იყო გამოშვებული, 2 წლით აღეკვეთათ თავისუფლება.

ადვოკატთა განმარტებით, ეს განაჩენი პროკურატურის ზეწოლის შედეგია და ჯოხი დაბალ ღობეზე გადაიტეხა, - პროცესზე არც კი დაუკითხავთ იმერეთის გუბერნატორი, მერი და პოლიციის სამმართველოს და საპატრულო სამსახურის უფროსები, რომლებიც პასუხისმგებლები იყვნენ ქუთაისში 19 დეკემბერს დატრიალებულ ტრაგედიაზე. სამწუხაროდ, მონუმენტის აფეთქებამ დედა-შვილ ჯინჭარაძეების სიცოცხლე შეიწირა. გვესაუბრება სამივე ბრალდებულის ერთ-ერთი ადვოკატი მარიკა სვანიძე.

- სამივე განსასჯელს პროკურატურა დანაშაულის აღიარებას სთხოვდა და სანაცვლოდ ჰპირდებოდა, რომ დარახველიძე გარეთ დარჩებოდა, დანარჩენებზე კი შეღავათები გავრცელდებოდა. ბრალი არც ერთმა არ აღიარა, ამიტომაც აიყვანეს პატიმრობაში თენგიზ დარახველიძე, რომელიც მანამდე თავდებით იყო გათავისუფლებული. ავთანდილ დარსაველიძემ აღნიშნა: ჩემი დანაშაული მხოლოდ ის არის, რომ პროექტი არ არსებობდა და მის გარეშე დავიწყე მუშაობაო. დედა-შვილის სიკვდილში ეს ადამიანები არ ყოფილან დამნაშავენი. პასუხისმგებლობა უნდა გაეზიარებინათ მხარის გუბერნატორს, პრეზიდენტის რწმუნებულს, ქუთაისის მერს და პოლიციის სამმართველოს უფროსს თავის პოლიციელებთან ერთად.

- გამოითქვა აზრი, მათ შორის მონუმენტის ავტორ მერაბ ბერძენიშვილის მიერ, რომ მემორიალის აფეთქება აუცილებელი არ იყო, შეიძლებოდა მისი დემონტაჟიც...
- დემონტაჟს ერთი თვე დასჭირდებოდა. ვინაიდან ეჩქარებოდათ, აფეთქება არჩიეს. თანაც მონუმენტი რთული კონსტრუქციით იყო გაკეთებული და დემონტაჟი არ მოხერხდებოდა პროექტისა და ნახაზების გარეშე. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები სამჯერ იყვნენ ბატონ მერაბ ბერძენიშვილთან, მაგრამ მათ პროექტი არ მისცა. ბუნებრივია, თავისი ქმნილება გასანადგურებლად არ ემეტებოდა. ერთადერთი გზა რჩებოდა, რომ გამოეკვლიათ მონუმენტი და იმის მიხედვით აეფეთქებინათ. ფაქტობრივად, ერთად მიმდინარეობდა კვლევა და აფეთქება.

-ამფეთქებლებს ბრალი უსაფრთხოების ნორმების დაუცველობაში დასდეს. საქმის მასალების მიხედვით, კიდევ ვისი ბრალი გამოიკვეთა?
- ამ ადამიანების ბრალი საერთოდ არ იკვეთება, ის, რაც მოხდა, იყო უბედური შემთხვევა. პროკურატურამ ამფეთქებლები პროექტის არქონაში დაადანაშაულა, რაც სისხლის სამართლის დანაშაული არ გახლავთ და მხოლოდ ადმინისტრაციულ სასჯელს გულისხმობს. საქმეში გამოიკვეთა არა ამფეთქებლების, არამედ იმ პირების ბრალი, ვისაც ევალებოდა, მაგრამ ხალხი საფრთხის ზონიდან არ გაიყვანა. ეს ვალდებულება აღებული ჰქონდა "საქმილსადენმშენის" დირექტორს, ავთანდილ ლომთაძეს.

ორმხრივი ხელშეკრულების გაფორმებისას "საქმილსადენმშენსა" და "საქფეთქმრეწვს" შორის დამკვეთი გახლდათ ლომთაძე. ხელშეკრულებაში ერთ-ერთ მუხლად ეწერა, რომ ხალხზე პასუხისმგებელი თვითონ იყო. არსებობს ლომთაძისავე ხელნაწერი - მოთხოვნა ამფეთქებლების მიმართ, ისე უნდა აეფეთქებინათ ობიექტი, რომ მითითებულ ე.წ. ბალიშზე წაქცეულიყო. ასეც მოხდა. როდესაც სასამართლოზე დაიკითხა ლომთაძე, თქვა, მე კი მევალებოდა ხალხის გაყვანა, მაგრამ ამას ძირითადად მუნიციპალიტეტი, კერძოდ, მერის მოადგილე ნუცუბიძე, საპატრულო და პოლიციის სამმართველო კურატორობდნენო. დამკვეთმა აღიარა, რომ ეს იდეალური აფეთქება იყო, მაგრამ მოხდა უბედური შემთხვევა.

- ამ "იდეალური აფეთქების" შედეგად დედა-შვილი დაიღუპა, ასაკოვან ამფეთქებლებს კი სასჯელის მოხდა მოუწევთ...
- თავიდანვე ჩანდა, რომ ამ ადამიანების მიმართ განაჩენი გამოტანილი ჰქონდათ. ჩვენ საქმე გვაქვს შერჩევით მართლმსაჯულებასთან, რაც არახალია დღევანდელი საქართველოსთვის - სასჯელი აარიდეს დამნაშავეებს და პროფესიონალები ციხეში გაუშვეს.

- რომ არა ამფეთქებლების დაჩქარება, ანუ აფეთქების თარიღის გადმოწევა, პროცესი უფრო უსაფრთხო იქნებოდა?
- სპეციალისტებს ვესაუბრეთ, რომლებმაც მიიჩნიეს, რომ ეს აფეთქება მართლა იდეალური იყო და ამფეთქებლებმა ყველა დამცავი მექანიზმი ჩადეს მასში. არსებობს დამატებითი დამცავი მექანიზმები, თუნდაც მიწაყრილების ამაღლება, მაგრამ მათ ამის დრო არ მისცეს. ავთანდილ დარსაველიძე ითხოვდა, ევაკუაცია მოეხდინათ, რადგან ხალხს ასეთი რამ აინტერესებს და საყურებლად გამოეფინებიან ხოლმე. როგორც ცნობილია, გოგონა, რომელიც გარდაიცვალა, მოფარებული ადგილიდან გამოვიდა და მობილურით იღებდა აფეთქებას.

- ექსპერტიზამ რა დაასკვნა?
- პიროექსპერტიზა არასპეციალისტებმა ჩაატარეს. მათ შორის არც ერთია ფეთქმასალათა სპეციალისტი. თუმცა არიან პოლიციის პოლკოვნიკები, ვიცე-პოლკოვნიკები, სამხედროები... არსებობს "საქფეთქმრეწვთან" არსებული სპეციალური სამსახური და ასეთი შემთხვევის დროს, პირველად მათ უნდა აწარმოონ ადგილზე მოკვლევა. როდესაც ამ სამსახურის თანამშრომლები ქუთაისში ჩავიდნენ, ყველაფრის კვალი წაშლილი იყო და ისინი ადგილზეც არ მიუშვეს, უკან გამოაბრუნეს. სწორედ ამიტომ საეჭვოა, რეალურად ამოიღეს თუ არა ნივთმტკიცებები. დასკვნაში წერია ის, რაც ექსპერტებს დაუკვეთეს, მათ შორის ისიც, რომ უსაფრთხოების ზომები დაცული არ იყო.

- ვინ გასცა აფეთქების თარიღის გადმოწევის ბრძანება?
- განსასჯელები მიუთითებდნენ გუბერნატორზე, რომელიც აჩქარებდა აფეთქებას, მაგრამ საქმეში დევს პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის ბრძანებები, სადაც მოითხოვს, დაჩქარებული წესით მონუმენტის აფეთქებას, რისთვისაც 5 მილიონი ლარი გამოიყო. გილაურისგან ვალდებულება გუბერნატორმა აიღო, მისგან კი მთელი პასუხისმგებლობა მერის მოადგილე ზაზა ნუცუბიძემ იკისრა. დარსაველიძეს გუბერნატორთან, მუნიციპალიტეტთან და პოლიციის უფროსთან ჰქონდა კონტაქტი.

ამ უკანონო განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ. - უკვე მოვითხოვეთ ალტერნატიული პიროტექნიკური ექსპერტიზა, რომელიც პასუხებს, სავარაუდოდ, ერთ თვეში დადებს.



ნანა ფიცხელაური "ყველა სიახლე"

"ამბები.ge"
თემური
Виктор Янукович пообещал раскрыть тайну – имя нового премьера
20:14 «Вести.Ru»
Видео

Виктор Янукович — президент Украины. Сегодня он официально и торжественно вступил в должность руководителя государства. В Верховной раде Янукович принес присягу и получил символы власти.

Уходящий президент Виктор Ющенко церемонию проигнорировал: дела преемнику он передал в рабочем кабинете. Янукович уже подписал несколько указов, провёл кадровые назначения и пообещал широкие реформы. А уже пятого марта он приедет с визитом в Москву.

Подробнее: http://news.mail.ru/politics/3435956/
kote-1962
08:45 / 26-02-2010

"რუსეთმა შემოგვიგზავნა ადამიანები, რომლებიც საქართველოს დაშლას ოფიციალურად გააფორმებენ"

ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო მარათონია, თუმცა ლეიბორისტები პრინციპებს არ ღალატობენ და კვლავ თამაშგარე მდგომარეობაში ყოფნას ირჩევენ.

მათი ლიდერი, ბატონი შალვა ნათელაშვილი მოსკოვთან ფლირტსაც გაურბის და, როგორც ამბობს, სხვა უფრო მნიშვნელოვანი საქმით არის დაკავებული:
- ჩვენ არც მოსკოვში დავდივართ და არც თვითმმართველობის არჩევნებისთვის ვემზადებით. ჩვენ ამ ხელისუფლების დანგრევა-დასამარებით ვართ დაკავებული. ვცდილობთ, მისი სახე სხვადასხვა რაკურსით წარმოვაჩინოთ - დაწყებული მათი პირადი სასახლეებიდან, რისი მოწმეებიც თქვენ გახდით ცეზარ ჩოჩელის, ბეჟუაშვილებისა და გივი თარგამაძის სასახლეების მაგალითზე. ვარჩევთ იმ ქურდებსა და ყაჩაღებს, ვინც სააკაშვილს ახვევია გარს.

- როდესაც გივი თარგამაძის მშენებარე სახლთან აქცია გამართეთ, თქვით, რომ მას სხვა სახლიც აქვს...
- გივის დიდი სახლი აქვს თბილისში, ბაგებში, სადაც მისი მშობლები ცხოვრობენ. ჩვენ სიდედრის სახელზე გაფორმებულ კორპუსთან ვიყავით, ვაკეში. გივი თარგამაძეს კიევში, ედინბურგსა და ატლანტაშიც აქვს სასახლეები. ეს არის უზნეო ადამიანი, რომელმაც ბიჭი გააუპატიურა. უბედურება გვჭირს, პათოლოგები და ავადმყოფები რომ გვყავს სათავეში, რაც იმ ადამიანების დამსახურებაა, თხასავით რომ ხტუნავდნენ "ვარდების რევოლუციის" დროს და მონასავით აძლევდნენ ხმას არჩევნებზე ნაციონალებს. სააკაშვილი სწორედ მათი პროდუქტია. სააკაშვილი რომ არსებობს, ამ ხალხის ბრალია და ეს ტვირთი მათ უნდა ზიდონ, მათ უნდა აგონ პასუხი.

- ბატონო შალვა, როგორ შეაფასებთ ზურაბ ნოღაიდელის პოლიტიკურ ნაბიჯებს და რუსეთთან მის დაძმობილებას?
- ჩემთვის ნოღაიდელი ჯერჯერობით ჩამოყალიბების სტადიაში მყოფი ოპოზიციონერია და მეტი არაფერი. არ ვიცი და არც მაინტერესებს მისი ყოველდღიური სტრატეგიულ-ტაქტიკური ამოცანები. მას თავისი პარტია აქვს და თვითონ არის თავის საქციელზე პასუხისმგებელი. მოვუწოდებ ჩემს მეგობრებს, თავი დაანებონ ერთმანეთთან დაპირისპირებას და საერთო მტრის წინააღმდეგ ვიბრძოლოთ. ახლა ამის დრო არ არის. ნოღაიდელი ქვეყნის მეორე პირი იყო და უშუალოდ მონაწილეობდა ჩემს დევნაში, მაგრამ ამას დღეს არ ვუხსენებ

- რუსეთთან დიალოგის დაწყება თქვენც უშედეგო საქმედ მიგაჩნიათ, როგორც ამას ექსპერტები ამბობენ? სააკაშვილმა მათ, ვინც ჩრდილოეთისკენ დაიწყო ყურება, ერის მოღალატეები და "ჩმორები" უწოდა...
- რუსეთთან დიალოგის დაწყება უპირველეს ამოცანად მიმაჩნია, სხვანაირად საქართველო ვერ გაერთიანდება. მაგრამ გააჩნია, ამას ვინ, როგორ, რატომ იწყებს და როგორ განაგრძობს. ის ექსპერტები, ვინც ამას ამბობენ, ან სულელები არიან, ან სააკაშვილის დაფინანსებული, მოსყიდული მონები. სააკაშვილმა კი მას შემდეგ, რაც მოსკოვში მსტოვრები აგზავნა და ეხვეწა რუსებს, ყველაფრისთვის მზად ვარ, ოღონდ კი დამელაპარაკეთო, მაგრამ უარი უთხრეს, ყველას, ვინც რუსებმა მიიღეს, "ჩმორები" ეძახა, რადგან თვითონ არაფერი გამოუვიდა.

- მიუნხენის კონფერენციაზე ლავროვმა განაცხადა, ამიერკავკასიაში ხუთი სახელმწიფო არსებობსო და მისი გამონათქვამი იქ გრიგოლ ვაშაძის გარდა არავის გაუპროტესტებია, ამას რით ახსნით, ბატონო შალვა?
- ბატონი ვაშაძე და ბატონი სააკაშვილიც რუსეთის საგარეო დაზვერვის თანამშრომლები არიან, ხოლო სააკაშვილის ბიძა, ბატონი ალასანია იმავე დაზვერვის გენერალი. ასე რომ, თვითონ რუსეთმა შემოგვიგზავნა ის ადამიანები, რომლებიც საქართველოს დაშლას ოფიციალურად გააფორმებენ.

- რას იტყვით თვითმმართველობის არჩევნებზე. ვის უფრო დიდი შანსი აქვს, - ალასანიას თუ უგულავას? არ გამორიცხავენ, რომ ლევან გაჩეჩილაძემ პრაიმერში მიიღოს მონაწილეობა და ოპოზიციის ერთიან კანდიდატად მოგვევლინოს...
- კარგი რა, თქვენ სერიოზულად აღიქვამთ ამ ოპიუმს ხალხისათვის? რა შანსი, რის შანსი? ოპოზიციის კანდიდატმა რომც მოიგოს, ეს იქნება უდიდესი წაგება, მთელ პასუხისმგებლობას მაგათ აჰკიდებენ. სააკაშვილის სპეცრაზმელები და მკვლელთა ესკადრონები აკონტროლებენ ქვეყანას, სადაც ყოველგვარი არჩევნებისა და დემოკრატიის ნიუანსებზე ფიქრიც კი სისულელეა. ლევან გაჩეჩილაძესა და სხვა ჩემს დიდად პატივცემულ მეგობრებს თუ უნდოდათ ამათ არჩევნებში და ინსტიტუტებში მონაწილეობა, რატომ არ შეგვიყვანეს პარლამენტში?! მაგათ გამო ჩვენც აღარ შევედით და სააკაშვილს მივეცით ბურთი და მოედანი. შევსულიყავით პარლამენტში და იქვე, ტრიბუნაზე მიგვეხრჩო სააკაშვილი, რაღა საკრებულოში გავრბივართ გიგი უგულავას მენაგვეებთან?!

- ზოგიერთი ექსპერტი გიგი უგულავას საპრეზიდენტო ამბიციაზე ალაპარაკდა...
- ამ კაცმა დააფუძნა ანტიმართლმადიდებლური იდეოლოგია. მისი გამოჩხრეკილია ანტიმართლმადიდებელი თუთბერიძეები და მინდიაშვილები. უგულავამ მოწამლა თბილისი 7 ნოემბერს ქიმიური იარაღით. მან შექმნა სპეცრაზმი და ხალხს არბევდა, ვალერი გელაშვილი ლამის მოკლა... უგულავა კრიმინალია და ციხეში უნდა იჯდეს იმ ვიცე-მერ ახვლედიანთან ერთად, რომელიც საბერძნეთის გეიკლუბში ოფიციანტად მუშაობდა. წარმოგიდგენიათ, თბილისის ვიცე-მერად ჰომოსექსუალისტთა კლუბის ოფიციანტი?! ადრეც არაერთხელ დავწერე ამაზე, მაგრამ რატომ არ მიჩივის, თუ ასე არ არის?

- ბატონო შალვა, როგორ შეაფასებთ ქალბატონი მანანა არჩვაძე-გამსახურდიას პროტესტის ფორმას, როდესაც გამწარებული დედა პირველი პრეზიდენტის საფლავის გათხრას შეეცადა?
- შემძრა მომხდარმა... საზარელი რამ მოხდა. მართალია, ჩვენ პარლამენტში არ დავდივართ, მაგრამ პარტიის დეპუტაციამ მოვამზადეთ წერილი და თავდებში დავუდექით ცოტნე გამსახურდიას. გონს მოეგოს ხელისუფლება და სასწრაფოდ გაათავისუფლოს ცოტნე გამსახურდია. ათას ნაძირალას და ბოროტმოქმედს უშვებენ საპროცესო გარიგებით და ცოტნე რა გახდა? იცით, რატომ დაიბოღმა სააკაშვილი ცოტნეზე? - როდესაც ზვიად გამსახურდია გადმოასვენეს საქართველოში, დაკრძალვისას ცოტნემ მიშას პიარისა და სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცა.

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
kote-1962
ნეგატიური პროცესები ბაზარზე – ქვეყანა შიმშილობის ზღვარზე

უკვე აშკარაა, რომ სამომხმარებლო ბაზარზე ნეგატიური პროცესები დაიწყო და, შესაძლოა, მას შეუქცევადი სახე მიეცეს. ქვეყანა კარგა ხანია სასურსათო დამოუკიდებლობის დაკარგვის საშიშროების წინაშეა, მაგრამ მალე შიმშილობის ზღვართანაც აღმოვჩნდებით.

2010 წლის დადგომისთანავე სიძვირე ვაჭრობის ყველა სფეროს შეეხო. ფასთა ცვლილება ყველაზე მეტად მაინც პირველადი დანიშნულების საყოფაცხოვრებო და საკვებ პროდუქტებზე შეინიშნება. მეწარმეების განცხადებით, პროდუქციის ფასზე ცვლილება წარმოების ხარჯების ზრდამ განაპირობა.

უპრეცედენტოდ მატულობს შაქრის ფასი. მეწარმეების ვარაუდით, გაძვირება ეტაპობრივად მოხდება უახლოესი პერიოდის განმავლობაშიც და საბოლოოდ 3 ლარს მიაღწევს. გაძვირდა, ზეთი, ბოსტნეული, ჰიგიენური საშუალებები...

“ჯერჯერობით პური არ გაძვირებულა, მაგრამ ყოველდღე ველოდებით. სიძვირე უკვე ყველაფერს შეეხო და არ შეიძლება ამ პროდუქტზეც არ აისახოს. სუპერმარკეტში ფასის მომატება მეტ-ნაკლებად თითქმის ყველა პროდუქტზე მოგვიხდა, განსაკუთრებით შაქარი და ზეთი გავაძვირეთ. საერთოდ, ცხოვრება ძვირდება. ეროვნული ვალუტის არასტაბილურობა ფასებზე ძალიან ცუდ გავლენას ახდენს. მორიგი გაძვირება 1 კვირის წინ მოვახდინეთ, ალბათ, ისევ მოგვიწევს ფასების გადახედვა”, - აცხადებენ სავაჭრო ქსელებში.

ექსპერტები კი, განმარტავენ, რომ ფასებთან დაკავშირებით, სიტუაცია არაპროგნოზირებადია და ხშირ შემთხვევაში, დამოკიდებულია ბიზნესმენებისა და კონკრეტული ჯგუფების ბიზნეს-ინტერესებზე.

“ქვეყანაში ადგილობრივი წარმოება როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური ფაქტორების გავლენით სუსტი და კონკურენტუუნაროა. საგარეო ვაჭრობაში იმპორტის წილი გაცილებით მეტია ექსპორტის წილზე და შესაბამისად, ჩვენი საგარეო ვაჭრობის სალდოც მკვეთრად უარყოფითია, რასაც ემატება ქვეყანაში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის კატასტროფული შემცირება. ცხადია, ყოველივე ამას ბუნებრივად თან ახლავს მოთხოვნის გაზრდა დოლარზე, რაც პირდაპირაა დაკავშირებული სამომხმარებლო ფასების ზრდასთან და ქვეყანაში ცხოვრების გაძვირებასთან.

“ბაზარზე არსებული არაჯანსაღი კონკურენტული გარემო, რომელიც ბიზნესის სხვადასხვა სექტორებში ამა თუ იმ ფორმით მონოპოლიების გაჩენას უწყობს ხელს და აქედან გამომდინარე, მონოპოლიურად მაღალი ფასების შესახებ კარტელური გარიგებების პროვოცირებას ახდენს. ამის ტიპიური მაგალითია მონოპოლიურად მაღალი ფასები წამლებსა და ნავთობპროდუქტებზე, ენერგომატარებლებსა და საკომუნიკაციო სერვისებზე, რომლებიც პირდაპირ აისახება საქართველოში ცხოვრების ფასზე”, - აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე.

სპეციალისტები დიდი ხანია ხაზს უსვამენ, რომ თუკი საქართველოში სოფლის მეურნეობა ფეხზე არ დადგა, მალე ქვეყანა შიმშილის ზღვარზე აღმოჩნდება. ამ მომენტისთვის კი, საქართველო სასურსათო დამოუკიდებლობის დაკარგვის საშიშროების წინაშეა.

http://presa.ge/index.php?text=news&i=9346
12:52 26.02.2010
dimethyl
QUOTE(IOXIMBE @ 26th February 2010 - 13:49) *
ქვეყანა შიმშილობის ზღვარზე

როგორ ზრუნავს ბიძია სემი სასურსათო უსაფრთხოებაზე
თემური
Украина Янукович Виктор закон
Янукович подготовил закон о русском языке
13:50 Росбалт

КИЕВ, 26 февраля. В течение двух-трех недель новый президент Украины Виктор Янукович подаст в Верховную раду (ВР) закон, который предоставит русскому языку статус официального на региональном уровне.

Об этом в интервью изданию Gazeta.ua заявил один из самых влиятельных депутатов Партии регионов (ПР) Борис Колесников . «Руководствуясь европейской Хартией о языках, мы подготовили очень хороший закон, и президент его подаст в ближайшие 15–20 дней. Там выписаны права, которые мы передаем областным советам. Не хотят в определенных областях это принимать — и не нужно», — заявил Колесников. Напомним, в сентябре 2009 года лидер Партии регионов Виктор Янукович, будучи кандидатом в президенты, заявил, что намерен добиваться признания русского языка вторым государственным в случае победы на выборах.


Подробнее: http://news.mail.ru/politics/3439963/
tavisupleba
სოხუმი საელჩოების გახსნას აპირებს ნიკარაგუაში, ვენესუელასა და არგენტინაში. დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბუენოს-აირესშია და არგენტინასთან დიპლომატიურ ურთიერთობას ამყარებს. ცხინვალი კი რუსეთთან "სახელმწიფო საზღვრის" დელიმიტაციის საკითხებს განიხილავს.

View the full article
tavisupleba
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თომას ჰამარბერგი თბილისშია. მისი ვიზიტის მთავარი მიზანია ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში დაკავებულთა გათავისუფლება და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიება. თომას ჰამარბერგი ხვალ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში გაემგზავრება.

View the full article
kote-1962
ვინ გაიმარჯვებს აშშ ევროპის დაპირისპირებაში[ბერნარ დებუსმანი. routers. foreignpress.ge]
დღეს ევროპის მომავალთან დაკავშირებით სამწუხარო პროგნოზების გაკეთება კვლავ აქტუალური გახდა, ამიტომ პატარა ტესტის ჩატარებას გთავაზობთ.

სად არის მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ეკონომიკა?
ა) აშშ–ში ბ) ჩინეთში/აზიაში გ) ევროპაში

სად არის Fortune-500–ის სიაში შემავალი ყველაზე მეტი კომპანია?
ა)აშშ–ში ბ) ჩინეთში გ) ევროპაში

სად იდება ყველაზე მეტი ამერიკული ინვესტიცია?
ა) ევროპაში ბ) ჩინეთში გ) აზიაში

ამ სამი კითხვიდან თითოეულზე სწორი პასუხი – ევროპაა, უფრო ზუსტად კი – ევროკავშირი, რომელიც 27 სახელმწიფოს და 500 მილიონ ადამიანს აერთიანებს. ეკონომიკის მოცულობით ევროკავშირი ფაქტობრივად ერთად აღებულ აშშ–ს და ჩინეთს უთანაბრდება, მაგრამ იმავდროულად ეს ვერაფერს ცვლის ამერიკელების სასოწარკვეთილებისთვის: რომ ისინი განწირულები და აბსოლუტურად არარელევანტურები არიან 21–ე საუკუნეში, რომელიც მათი აზრით, ჩინეთის საუკუნე იქნება.

იმაში, რომ ამ საუკუნეში ჩინეთი ზესახელმწიფო გახდება, ხოლო 2035 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მოცულობით ის აშშ–ს გაუსწრებს, თითქმის ყველა დარწმუნდა. მეორე მხრივ, კარგი იქნება, თუკი ამ თეორიის მომხრეები გაიხსენებენ იმას, თუ რა ბედი ეწია ანალოგიურ პროგნოზებს, რომლებიც წარსულში კეთდებოდა. მაგალითად, საუკუნეების მიჯნაზე გამოჩენილი სტრატეგები პროგნოზებს აკეთებდნენ, რომ ოც წელიწადში არგენტინა მსოფლიოში წამყვანი ზესახელმწიფო გახდებოდა, 1980 წლის ბოლოს კი მსოფლიოში ლიდერის როლს იაპონიას უწინასწარმეტყველებდნენ.

ევროპასთან დაკავშირებული ბოლო პერიოდის უსიამოვნო პროგნოზები საბერძნეთში ვალის გამო შექმნილმა კრიზისმა გამოიწვია, რომლის გამოც კითხვები გაჩნდა ევროს სიჯანსაღეზე – იმ ვალუტის მდგომარეობაზე, რომელიც ევროკავშირის თექვსმეტ ქვეყანაში მოქმედებს. ამას უნდა დავუმატოთ პრეზიდენტ ბარაკ ობამას უარი მაისში მადრიდში დაგეგმილ ევროკავშირი–აშშ–ს სამიტზე დასწრების შესახებ, ასევე ევროკავშირის ადმინისტრაციული რეფორმა, რომელმაც აშშ–ს ყოფილი სახელმწიფო მდივის ჰენრი კისინჯერის ცნობილ კითხვას „თუკი ევროპაში დარეკვა მომინდა, ვისი ნომერი უნდა ავკრიფო?“ უნდა უპასუხოს.

ასეთი ნომერი კვლავ რამდენიმეა, რაც იმის საფუძველს იძლევა, რომ გარკვეულწილად შეგვიძლია ზოგიერთების წინასწარმეტყველებას დავუჯეროთ იმის შესახებ, რომ მსოფლიო ბატონობა ე.წ „დიდი ორეულის“ – აშშ–სა და ჩინეთის – ბატონობისკენ იხრება.

სპეციალისტები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ევროპული გზა აშშ–სთვის (და იმავდროულად სხვებისთვისაც) მაგალითს უნდა წარმოადგენდეს, სულ უფრო იშვიათად გვხვდება და როგორც ერთ–ერთი მათგანი სტივენ ჰილი განმარტავს, საქმე ის არის, რომ ამერიკელების უმრავლესობას ევროპელების მიღწევებზე წარმოდგენა არ აქვს, მისი თქმით „მათ გარშემო არაფრის დანახვა არ სურთ, რადგან სჯერათ, რომ „ჩვენ მაინც ყველაზე კარგები ვართ“.

როგორც ამას ამერიკაში მყოფი უცხოელები აღნიშნავენ, ისეთი ტიპის ფრაზები, როგორებიცაა „ჩვენ ყველაზე კარგები ვართ“, „ამერიკა პლანეტაზე ყველას უსწრებს“ ხშირად მთელი გულწრფელობით გაისმის ისეთი მოქალაქეებისგან, რომლებიც ცხოვრებაში არსად არ ყოფილან, ანუ წარმოდგენა არ აქვთ, რასთან ახდენენ შედარებებს (სხვათაშორის ასეთი უმრავლესობაა: ამერიკის მოქალაქეებიდან მხოლოდ ყოველ მეხუთეს აქვს უცხოეთის პასპორტი).

ჰილი ახალ ამერიკულ ფონდში პოლიტიკური რეფორმების პროგრამას ხელმძღვანელობს – ეს ვაშინგტონში ლიბერალური მიმართულების ანალიტიკური ცენტრია – და ახლახანს მან გამოაქვეყნა წიგნი, რომლის სათაურიც კი უკვე საკმარისია იმისთვის, რომ ამერიკელი კონსერვატორები გაღიზიანდნენ: „ევროპის პერსპექტივები, ან რატომ ევროპული გზა – ჩვენი მომავლის საუკეთესო იმედი“.

მყარი წარმოდგენები
წიგნში შედარებითი სტატისტიკის მთელი რიგი შთამბეჭდავი მონაცემები და ფაქტებია მოყვანილი, რომლებიც იმის დემონსტრირებას ახდენს, რომ აშშ ევროპას ფაქტობრივად თითქმის ყველა იმ სოციალური–ეკონომიკური პარამეტებით ჩამორჩება, რომელთა გაზომვაც შესაძლებელია, ასევე აქ ჩანს, რომ ვერც ვოლ–სთრითის ძალაუფლებასა და „სიკეთეების ზევიდან ქვევით გაჟონვის“ თეორიაზე აგებული ამერიკული კაპიტალიზმი და ვერც ჩინეთის სახელმწიფო კაპიტალიზმი მსოფლიოს მომავლის გასაღები ვერ გახდება.

ჩინეთის ეკონომიკის ზრდის ტემპები რა თქმა უნდა შთამბეჭდავია და ამას ჰილიც აღიარებს, მაგრამ ქვეყანა არსობრივად დასავლეთის დაქირავებულ მუშახელად რჩება, იმავდროულად ის სავსეა შიდა წინააღმდეგობებით.

„როდესაც მე ლექციებს ამერიკელებს ვუტარებ“, – ამბობს ჰილი, „ბევრს ჩემს მიერ მოყვანილი ციფრების დაჯერება უჭირს – მათ არასდროს ამ მონაცემების შესახებ არ სმენიათ. ამერიკული კომპანიები ევროპაში ყველაზე მეტ სარგებელს იღებენ, ვიდრე სხვაგან? ოცჯერ მეტს ვიდრე ჩინეთში? ევროპაში 179 მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიაა, ამერიკაში კი მხოლოდ 140? ეს მათ წარმოდგენებს არ ემთხვევა“.

ნაწილობრივ ეს ყალბი წარმოდგენები იმით აიხსნება, რომ ამერიკული მედია ევროპას წარმოადგენს, როგორც რეგიონს, რომელიც მუდმივად კრიზისს განიცდის, მარაზმში გადავარდნილი ეკონომიკითა და საგადასახადო სისტემით, რომელიც პირადი ინიციტივის ნებისმიერ სტიმულს ანადგურებს, სადაც ცხოვრების დონე ამერიკულზე დაბალია, ასევე აქვს საერთო ჯანდაცვის სისტემა, ხანგრძლივი დასვენებებითა და თვალშისაცემად ხანმოკლე სამუშაო დღით, რითაც აიხსნება ზრდის დაბალი ტემპი და სტაგნაცია.

„ატლანტიკის გავლით ახალი ამბების გადმოცემის დროს რეალობა მითით იცვლება“, – აჯამებს ჰილი.

ჰილის შეხედულებებს ღირსეული ადამიანები იზიარებენ, თუმცა მათი რიცხვი დიდი არ არის. ეკონომისტები ჯოზეფ სტიგლიცი და პოლ კრუგმანი (ორივე ნობელის პრემიის ლაურეატია), ევროპას ოპტიმიზმით უყურებენ. თავის ბოლოდრონდელ სტატიაში New York Times–ში კრუგმანი წერს, რომ ევროპა ხშირად იმის მაგალითად მოჰყავთ, რომ მდიდრების მაღალი გადასახადებით დაბეგვრა და შეღავათები ნაკლებად შეძლებულებისთვის, ეკონომიკურ პროგრესს ანადგურებს, მაგრამ ეს ასე არ არის, ევროპული გამოცდილება კი საპირისპიროს ადასტურებს: სოციალური სამართლიანობისკენ სწრაფვა და პროგრესი პარალელურად ვითარდება.

სახელმწიფოების ეკონომიკურ განვითარებას ერთ სულ მოსახლეზე მშპ–ს მიხედვით ზომავენ, მაგრამ როგორც ჰილი აღნიშნავს, ეს საუკეთესო მაჩვენებელი არ არის, რადგან მასში არ არის გათვალისწინებული ტრანსაქციები, რომლებიც ქვეყნის კეთილდღეობას აუმჯობესებენ, და ტრანსაქციები, რომლებიც მას ზღუდავენ. არადა, არასრულწლოვნის ციხეში გაგზავნაზე დახარჯული დოლარი, ზუსტად ისევე ემატება მშპ–ს, როგორც დოლარი, რომელიც მის განათლებაზე იხარჯება.

მშპ–სგან დამოუკიდებელი, „ცხოვრების ხარისხის“ მაჩვენებელი ინდექსების ვრცელ სიაში (არათანაბარი შემოსავლების ხარისხით, ცხოვრების საშუალო ხანგრძლივობამდე მედიცინის ხელმისაწვდომობით, ბავშვებში სიკვდილიანობისა და სიღარიბის დონით) აშშ–ს მოწინავე ადგილები არ უკავია.

მაშინ, სად სჯობს ცხოვრება? ბოლო 30 წლის განმავლობაში ამერიკულმა ჟურნალმა International Living–მა ცხოვრების დონის საკუთარი ინდექსი შეადგინა, რომელიც ეფუძნება სამომხმარებლო პროდუქციის, კულტურისა და დასვენების, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თავისუფლების, ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის მდგომარეობის, უსაფრთხოებისა და კლიმატის ღირებულებას. ბოლო ხუთი წელია ამ სიაში საფრანგეთი ლიდერობს, აშშ კი მეშვიდე ადგილზეა.

http://presa.ge/index.php?text=news&i=9349
13:35 26.02.2010
kote-1962
ახალი იუზერების საყურადღებოდ:ამ განყოფილებაში დისკუსია არაა დაშვებული,იდება მხოლოდ მშრალი ინფორმაცია.
თუ გინდათწარმართოთ დისკუსია,მაშინ შეგიძლიათ დააკოპიროთ ინფო ან ამავე ფურცელზე,ოღონდ არა ამ განყოფილებაში,ან პოლიტიკური დისკუსიის განყოფილებაში.
Skyper
QUOTE(kote-1962 @ Feb 26 2010, 01:07 PM) *
08:45 / 26-02-2010
უგულავა კრიმინალია და ციხეში უნდა იჯდეს იმ ვიცე-მერ ახვლედიანთან ერთად, რომელიც საბერძნეთის გეიკლუბში ოფიციანტად მუშაობდა. წარმოგიდგენიათ, თბილისის ვიცე-მერად ჰომოსექსუალისტთა კლუბის ოფიციანტი?! ადრეც არაერთხელ დავწერე ამაზე, მაგრამ რატომ არ მიჩივის, თუ ასე არ არის?


ისე კი წააგავს უკანალის მიმცემს ეგ ახვლედიანი
kote-1962
Вступление Грузии в НАТО "остается на повестке дня", заявили в Пентагоне


Вопрос о кандидатуре Грузии для вступления в НАТО "остается на повестке дня". Это заявил сегодня на брифинге в центре иностранной прессы госдепартамента США помощник министра обороны США по международной безопасности Александр Вершбоу, сообщает ИТАР-ТАСС.

Вместе с тем он напомнил о высоких требованиях, предъявляемых к кандидатам, и в целом дал понять, что никаких изменений в подходе Вашингтона к данному вопросу за последнее время не произошло.

Брифинг состоялся по поводу прошедшего на днях в американской столице семинара по новой стратегической концепции НАТО, рассчитанной на ближайшее десятилетие. Вершбоу исходит из того, что этот документ, который должен быть принят на ноябрьском саммите лидеров альянса в Лиссабоне, "подтвердит приверженность НАТО политике "открытых дверей".

Одновременно представитель Пентагона добавил, что в новой стратегической концепции должна быть подтверждена и "приверженность НАТО долгосрочному партнерству с Россией". "Мы не усматриваем противоречия между тем и другим", - подчеркнул он.

Конкретно о притязаниях Тбилиси на вступление в альянс Вершбоу сказал, что "Грузии явно надо проделать еще очень много работы, чтобы улучшить свои оборонные возможности и продемонстрировать всем союзникам, что она делает все возможное для укрепления мира и стабильности в Европе и своем регионе".

"Каждая страна должна выполнить стандарты и критерии, а затем добиться консенсуса со стороны членов НАТО", - напомнил правила вступления в альянс Вершбоу.



© Новости NEWSru.com 2000-2010


მე ვაკვირდები პროცესების მიმდინარეობას და მიმაჩნია,რომ სანამ ესენი საქართველოს ნატოში მიიღებენ ჩვენ ან უკვე რუსეთის შემადგენლობაში ვიქნებით,ან საერთოდ აღარ ვიქნებით...... abaravi.gif აი dulya.gif ნატო...
kote-1962
კობა ნარჩემაშვილი სოციალ-დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი ხდება

[ნინო მიქიაშვილი]

მოზარდ მაყურებელთა თეატრში, ახალი პოლიტიკური ძალის - ”სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის” დამფუძნებელი კრება გაიმართება, რომელზეც თავმჯდომარესთან ერთად, დაახლოებით 50-კაციან პოლიტიკურ საბჭოს აირჩევენ; მათ შორის ერთ-ერთი, შევარდნაძისდროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, კობა ნარჩემაშვილი იქნება.
ამის შესახებ პრესა.გე-სთვის მოცემულ ინტერვიუში გია ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომელსაც დამფუძნებელ კრებაზე, საინიციატივო ჯგუფი, პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატად წარადგენს.

იქნება თუ არა ხვალინდელ შეკრებაზე კობა ნარჩემაშვილი?
- კობა ნარჩემაშვილი პარტიის დამფუძნებლებს შორისაა და წესით უნდა იყოს… ჩვენ პოლიტიკური საბჭო უნდა ავირჩიოთ, რომელიც საკმაოდ ხალხმრავალი იქნება და იმედია, ამ საბჭოში ბატონ კობასაც აირჩევენ.

ეყოლება თავმჯდომარე თქვენს პარტიას?
- დიახ, თავმჯდომარე ეყოლება, რომელსაც პოლიტიკურ საბჭოსა და სარევიზიო კომისიასთან ერთად ხვალ ავირჩევთ. პარტიის ძირითადი ხელმძღვანელი ორგანო 40-50-კაციანი პოლიტიკური საბჭო იქნება. ჩვენ 1500-ზე მეტი წევრი გვყავს და მათგან 300-ზე მეტი დამფუძნებელ კრებას დაესწრება. წლის ბოლოს რეგიონების წარმომადგენლობითი ყრილობის ჩატარება გვაქვს დაგეგმილი, რომელსაც ორგანიზებას პოლიტიკური საბჭო გაუკეთებს.

ვინ არის პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატი?
- საინიციატივო ჯგუფის მიერ ჯერჯერობით ერთი კანდიდატია და ნუ, შეიძლება სხვებიც იყოს.

ეს ერთი თქვენ იქნებით, თუ კობა ნარჩემაშვილი?
- საინიციატივო ჯგუფის მიერ ჩემი კანდიდატურა დასახელდება, კობა ნარჩემაშვილის კანდიდატურა არ განიხილება, მაგრამ გამორიცხული არაფერია, ამაზე ხვალ ვიმსჯელებთ.

აპირებთ გაზაფხულზე დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობას?
- ამ არჩევნებში არ ვმონაწილეობთ, მაგრამ მომავალი არჩევნების მოგებას ვაპირებთ. ჩვენ გვინდა ძალიან სერიოზული პარტიის ჩამოყალიბება. ეს არის ძნელი და არც თუ მოკლე გზა. საპარლამენტო არჩევნები 2012-ში უნდა გაიმართოს და გვინდა ისე მოვემზადოთ, რომ ამ არჩევნებში უბრალოდ მონაწილეობა კი არ მივიღოთ, არამედ გავიმარჯვოთ, რისთვისაც სერიოზული მომზადება გვჭირდება.

რამდენი პოლიტიკური პარტიაა დღეს საქართველოში? თქვენ ხომ პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ბრძანდებით და ალბათ გაქვთ მონაცემები.
- 150-ზე მეტი პარტიაა დარეგისტრირებული და მათგან აქტიური დაახლოებით თხუთმეტია.

რით იქნება სხვებისგან განსხვავებული თქვენი პარტია - დარეგისტრირებულებს შორის 151-ე და აქტიურებს შორის მე–16?
- ჩვენ ვართ მემარცხენე ცენტრისტული პოლიტიკური ძალა, რომლის მიმართულება იქნება ევროპული ტიპის სოციალ-დემოკრატია; საქართველოში ასეთი ტიპის აქტიური პარტიები არ არის; ეს იქნება იდეების საფუძველზე და არა ერთი ლიდერის, ან ლიდერების გარშემო ჩამოყალიბებული პოლიტიკური ძალა. ჩვენთან მეტ-ნაკლები იდეოლოგიური სიახლოვე ლეიბორისტებს შეიძლება ჰქონდეთ.

და რატომ არ შეხვედით ლეიბორისტულ პარტიაში და რატომ გადაწყვიტეთ ახალი პარტიის დაფუძნება?
- ლეიბორისტულ პარტიას დიდ პატივს ვცემთ და მათთან სიამოვნებით ვითანამშრომლებთ, ისევე, როგორც სხვა პოლიტიკურ ძალებთან, მაგრამ ჩემი აზრით, ისინი უფრო მარცხნივ არიან, ვიდრე ჩვენ.

http://presa.ge/index.php?text=news&i=9364
12:36 27.02.2010



მოკლედ,კიდევ ერთი ,,მშვიდობის მტრედი" საქართველოს პოლიტიკურ ორბიტაზე მალე შემოფრინდება,დაელოდეთ....))) yess.gif
kote-1962
Грузия превратилась в перевалочную базу для афганского героина, заявил глава ФСКН


В руководстве российского Наркоконтроля утверждают, что грузинские порты стали перевалочной базой афганского героина, сообщает "Интерфакс".

"Порты Батуми и Поти стали основными в наркотрафике, а грузинский город Кабулети стал одним из ключевых пунктов трафика афганского героина", - сказал директор Федеральной службы РФ по наркоконтролю Виктор Иванов на коллегии ФСКН в Москве в субботу.

"По оценке лидера партии зеленых Грузии Георгия Гачичеладзе, около семи тонн героина проходит через Грузию в Европу и Россию", - сообщил Иванов. По его словам, за торговлю героином в Грузии арестовывали начальника штаба по борьбе с коррупцией, начальника штаба сухопутных войск и сотрудницу министерства экономического развития.

"По данным абхазских партнеров, в 2009 году был убит замглавы Абхазии Закан Джугелия, вставший на пути наркотрафика из Грузии через Абхазию в Россию", - сказал директор ФСКН.

Он заявил, что через акватории Черного и Каспийского морей с использованием портов Ирана, Турции, Туркмении, Азербайджана, а также транзитный потенциал территории Грузии пролегают "ключевые директории наркотрафиков".



© Новости NEWSru.com 2000-2010


კარგია რა,ვიცოდი გაგიხარდებოდათ ეს ინფორმაცია....))) angry.gif
kote-1962
Британский премьер заступился за MI-5, обвиненную в пытках

Британский премьер Гордон Браун в пятницу выступил в защиту спецслужб страны после того, как один из самых влиятельных судей в британской юридической системе подверг критике службу контрразведки MI-5, обвинив ее в причастности к пыткам подозреваемых в терроризме, сообщает ИТАР-ТАСС.

«Британские разведывательные службы являются самыми лучшими в мире, – заявил Браун. – Из-за специфики своей работы они не могут защититься от обвинений в свой адрес. Однако я могу это сделать и я уверен, что их работа не подрывают принципы и ценности, являющиеся гарантией нашей безопасности».

В то же время Хранитель судебных свитков лорд Нойбергер, занимающий второй по значимости пост в судебной системе страны, в опубликованном в пятницу вердикте назвал не заслуживающими доверия заверения MI-5 о том, что она не знала о пытках, применяемых к подозреваемым в терроризме с санкции спецслужб США.

Причиной полемики стало дело бывшего заключенного американской тюрьмы для подозреваемых в терроризме на базе в Гуантанамо Биньяма Мухаммеда, эфиопского мусульманина, который имел разрешение на жительство в Великобритании. В 2002 году он был арестован в Пакистане и передан американским военным, после чего содержался в заключении на территории Пакистана, Афганистана, Марокко и в Гуантанамо.

Адвокаты Биньяма Мухаммеда заявляют, что он стал «жертвой» программы «чрезвычайной выдачи», применявшейся США после терактов 11 сентября 2001 года. В ее рамках подозреваемых в терроризме арестовывали или похищали в разных странах мира и допрашивали в тайных тюрьмах ЦРУ. США также передавала задержанных в руки спецслужб ближневосточных стран для допросов с применением пыток.

В конце концов обвинения Биньяма Мухаммеда были сняты, и в феврале 2009 года он вернулся в Британию. 10 февраля этого года британский апелляционный суд постановил, что Британия нарушила международную конвенцию против пыток, поскольку спецслужбы страны знали о негуманном обращении с Биньямом Мухаммедом и дали свое согласие на это. Суд также предписал правительству обнародовать секретную переписку спецслужб США и Британии, касающуюся пыток подозреваемых в терроризме.

Напомним, обнародованию секретных материалов о пытках Мухаммеда пытался воспротивиться министр иностранных дел Великобритании Дэвид Милибэнд. Но суд отверг просьбу министра не раскрывать данные о том, как подозреваемого в связях с террористами узника Биньяма Мохамеда американские следователи заковывали в кандалы, лишали сна, запугивали. Представитель Милибэнда пытался убедить суд, что рассекречивание данных, бросающих тень на цитадель мировой демократии, нанесет ущерб и Британии.

Директор национальной разведки США Дэнис Блэр выразил глубокое сожаление по поводу разглашения Лондоном засекреченной информации и дал понять, что это может негативно отразиться на сотрудничестве двух стран в сфере разведки и безопасности.

«Мы глубоко разочарованы решением британского суда, поскольку передали британской стороне конфиденциальную информацию с тем условием, что она не будет обнародована. Это решение осложнит наше дальнейшее сотрудничество в области обмена разведывательной информацией», – заявил накануне официальный представитель президента Обамы Бен Лаболт.

© Новости NEWSru.com 2000-2010
kote-1962
27.02.2010

„ნაბუქოსთვის" რექვიემი იწერება



რამდენიმეწლიანი წვალების შემდეგ აშკარა და ნათელი გახდა, რომ „ნაბუქოს" პერსპექტივა არ უწერია. მართალია, ალაგ-ალაგ ჟონავს გამამხნევებელი ინფორმაციები, მაგრამ სინამდვილეში ამ ყბადაღებული პროექტის მზე უკვე ჩაესვენა.

„ნაბუქოს" გაზსადენის პროექტში მონაწილე ქვეყნები მზად არიან ფრანგული ენერგეტიკული კომპანიის «გაზ დე ფრანსეს» პროექტში გაერთიანების განცხადება განიხილონ. ავსტრიის ენერგეტიკული კომპანიის OMV-ის წარმომადგენელმა კრისტიან დოლეზალი აღნიშნავს, რომ „ნაბუქოს" კარი საფრანგეთისთვის ღიაა. „კონსორციუმი მზად არის თავის რიგებში მეშვიდე პარტნიორი მიიღოს, თუ იგი „ნაბუქოს" პროექტს გააძლიერებს", - განაცხადა დოლეზალმა.

„ნაბუქოს" გაზსადენის პროექტში, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში შუააზიური გაზის მიწოდებას რუსეთის გვერდის ავლით ითვალისწინებს, ამ დროისთვის 6 ქვეყანა მონაწილეობს: ავსტრია, უნგრეთი, ბულგარეთი, გერმანია, რუმინეთი და თურქეთი.

2008 წლის თებერვალში თურქეთის მთავრობამ პროექტში საფრანგეთის გაწევრიანება დაბლოკა, რადგან საფრანგეთის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც პირველ მსოფლიო ომში თურქეთის ტერიტორიაზე სომხების გენოციდის ეჭვქვეშ დაყენებას სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნევს.

ფრანგებსა და ავსტრიელებს რისი იმედი აქვთ, ძნელი სათქმელია, რადგან „ნაბუქოს" ირგვლივ რეალობა სულ სხვაგვარია. უკვე აშკარაა, რომ პროექტი ჩიხში შევიდა და იქედან ვეღარ გამოვა. ენერგეტიკის საკითხებში ევროპელი ექსპერტის ალექსანდრე რარის განაცხადებით, რუსული პროექტებით ბალკანეთის ქვეყნების გარდა, უკვე უკრაინაც დაინტერესდა. ყურადღების ცენტრში, განსაკუთრებით, „სამხრეთ ნაკადის" პროექტია.

რარის ინფორმაციით, რუსეთმა „სამხრეთ ნაკადის" პროექტით ბალკანეთის ქვეყნების დაინტერესება წარმატებით შეძლო. „სამხრეთ ნაკადის" პროექტთან დაკავშირებით თურქეთსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს. ცვლილებებია უკრაინის ხელისუფლებაშიც, რაც მოწმობს, რომ იგი მზად არის ქვეყანაში რუსული ფირმები მიიზიდოს", - განაცხადა ექსპერტმა.

მისი თქმით, თურქმენეთი გაზს რუსეთსა და ჩინეთში ყიდის, „ნაბუქოსთვის" კი მხოლოდ აზერბაიჯანული გაზი რჩება. „დასავლეთი იმედოვნებს, რომ „ნაბუქოს" გაზსადენი, შესაძლოა, ერაყული გაზით შეივსოს, მაგრამ იქ არასტაბილური ვითარებაა და ევროპის ბაზარზე საკმარისი იქნება თუ არა გაზის მოცულობა, ამ დრომდე გაურკვეველია", - აღნიშნავს ალექსანდრე რარი.

აღსანიშნავია, რომ რუსულმა კომპანია „გაზპრომმა" „სამხრეთ ნაკადის" პროექტში რუმინული გაზსადენის ოპერატორი „ტრანსგაზი" მიიწვია. მანამდე რუმინული კომპანია „ნაბუქოს" პარტნიორობას დათანხმდა.

„გაზპრომი" „სამხრეთ ნაკადის" გაზსადენის მშენებლობას 2013 წლისთვის გეგმავს. გაზსადენი შავი ზღვის ფსკერით ბულგარეთამდე მივა. შემდეგ ორ შტოდ გაიყოფა საბერძნეთი-იტალიის მიმართულებით და სერბეთის გავლით უნგრეთი-ავსტრიის მიმართულებით. გაზსადენი წელიწადში 47-63 მლრდ კუბურ მეტრ გაზს გაატარებს. თუ პროექტი განხორციელდება, რუსეთი უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტზე ნაკლებად იქნება დამოკიდებული.

„ნაბუქოს" გაზსადენმა იმავე რეგიონში უნდა გაიაროს. მისი განსხვავება ისაა, რომ პროექტში რუსეთი არ მონაწილეობს, პროექტის სარესურსო ბაზად კი შუა აზიის ქვეყნები იქნებიან.

„ნაბუქოს" დასამარებას რუსეთი გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადის" მშენებლობითაც შეეცდება. სამხრეთ ფინეთის რეგიონალურმა ხელისუფლებამ მშენებლობის ნებართვა უკვე გასცა. ამ გაზსადენის მშენებლობით რუსეთი ენერგეტიკულ პოზიციებს უფრო გაიმყარებს.



ეკა ბაქრაძე

"პრესა.ge"
kote-1962
ესეც ამბები ჯი–დან თარგმანი:


მორიგი ბრალდება რუსეთიდან - ამჯერად ნარკოტრაფიკში

რუსეთის ნარკობაზრის 90%, ანუ 5 მილიონი ინექცია, ჰეროინს უჭირავს. ყოველწლიურად ავღანეთიდან რუსეთში 35 ტონა ჰეროინი შედის - იტყობინება BBC რუსეთის ნარკოკონტროლის ფედერალური სამსახურის უფროს ვიქტორ ივანოვზე დაყრდნობით.

ავღანური ჰეროინის ტრაფიკის საკვანძო პუნქტებად ივანოვი ბათუმს, ფოთსა და ქობულეთს ასახელებს. ამის დასტურად მას მოჰყავს საქართველოს მწვანეთა პარტიის ლიდერის გიორგი გაჩეჩილაძის მონაცემები, რომლის თანახმად, ”ბათუმისა და ფოთის პორტები ნარკოტრაფიკის ძირითადი პუნქტებია, ქობულეთი კი ავღანური ჰეროინის ერთერთი საკვანძო პუნქტი”.

ივანობის თქმით, ჰეროინით ვაჭრობისთვის საქართველოში დააკავეს კორუფციასთან ბრძოლისა და სახმელეთო ჯარების შტაბების უფროსები და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანამშრომელი.

საქართველოს გარდა ივანოვი აშშ-საც აკრიტიკებს იმის გამო, რომ მან უარი თქვა ავღანეთში ოპიუმის ყაყაჩოს პლანტაციების განადგურებაზე.



მომზადებულია bbc.co.uk-ის და newsru.com-ის მიხედვით

http://www.ambebi.ge/politika/17286-morigi...otrafikshi.html
თემური
Саакашвили предсказал рост грузинской экономики
Президент Грузии Михаил Саакашвили объявил 2010 год "годом экономического оздоровления". Об этом сообщает РИА Новости со ссылкой на заявление, которое Саакашвили сделал в ходе выступления с ежегодным отчетом перед парламентом. "Процесс спада уже приостановлен", - заявил грузинский президент. По его словам, экономика страны встала на путь оздоровления.

Согласно прогнозам президента, в 2010 году экономический рост в стране составит не меньше 3 процентов. При этом Саакашвили подчеркнул, что многие другие страны еще переживают кризис. По его мнению, на этом фоне "показатели Грузии будут равносильны чуду". Президент также добавил, что в настоящее время "Грузию рассматривают как страну, в которой можно достичь успеха".

Кроме того, Михаил Саакашвили объявил о начале реализации ряда проектов, которые позволят увеличить производство электроэнергии в стране в пять-шесть раз. При этом, как заявил президент, Грузия уже сейчас является энергонезависимой страной.

Саакашвили отметил, что последние два года стали самыми тяжелыми для Грузии. Он напомнил о войне с Россией, "оккупации части территорий Грузии", финансовом кризисе и массовых акциях протеста оппозиции в Тбилиси. При этом, как подчеркнул президент, в стране удалось сохранить стабильность.

Журналисты отметили, что послушать выступление Михаила Саакашвили приехали представители России. Среди них, в частности, присутствовали правозащитница Валерия Новодворская, глава центра экстремальной журналистки Олег Панфилов и писатель, бывший советский диссидент Владимир Буковский. Перед началом выступления председатель парламента Грузии Давид Бакрадзе поприветствовал их и представил поименно. По словам журналистов, зал встретил российскую делегацию аплодисментами.
kote-1962
იაკობ ახუაშვილი (აკადემიკოსი): სალომე ზურაბიშვილი მასონია...


ჯანრი კაშია ის პიროვნება იყო, რომელიც შევარდნაძესა და
სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს ზვიად გამსახურდიას "დიქტატორულ-რეპრესიული" მეთოდების წინააღმდეგ საბრძოლველად მოუწოდებდა



"300-თა კომიტეტმა" საქართველო მასონთა საექსპერიმენტო ქვეყნად აირჩია და დღემდე წარმატებით ახორციელებს თავის დაგეგმილ პროექტს", _ აცხადებს აკადემიკოსი იაკობ ახუაშვილი. იგი მოძრაობა "საქართველოს გზის" ლიდერს უმძიმეს ბრალდებას უყენებს და ამბობს, რომ ზურაბიშვილი და მისი მეუღლე, ჯანრი კაშია "მასონთა ლოჟის" აქტიური წევრები არიან და დღემდე სოროსისა და "300-თა კომიტეტის" მიერ იმართებიან.


_ ბატონო იაკობ, იმ დროს, როცა სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთიდან ჯერ კიდევ ახალი ჩამოსული იყო და პრეზიდენტმა მას საგარეო საქმეთა მინისტრის პორტფელი უბოძა, თქვენ მას მძიმე ბრალდება წაუყენეთ და აგენტობაში დაადანაშაულეთ.

_ საქართველოს ამჟამინდელ პრეზიდენტს ეხერხება დაუფიქრებლად ან დასავლეთის კარნახით თანამდებობების ჩამორიგება. მან დასავლეთს ლამის გადააყოლა საქართველო.

ფრანგული კარიერა სალომე ზურაბიშვილმა თავისი ბიძაშვილის, ელენე დანკოსის მეშვეობით დაიწყო. ელენე საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ჟაკ შირაკის მრჩეველი გახლდათ. ასეთი ახლობლისა და "მალტის ორდენის" "ლოჟის" წყალობით, ზურაბიშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა.

_ ამბობენ, რომ "მალტის ორდენის" კავალერი სააკაშვილიცაა...

_ დიახ, მალტის ორდენის მედალი გადაეცა სააკაშვილს. გადაცემას ზურაბიშვილიც ესწრებოდა.

_ როგორ ამტკიცებთ ამას?

_ უტყუარი ინფორმაციაა. მეტიც, ამ ორდენის გადაცემას ესწრებოდა ჩვენი "სასიქადულო გმირი", ედუარდ შევარდნაძე, მაგრამ `მიშამ თქვა, ესე იგი ღმერთმა თქვა!~ ქართველმა პოლიტიკოსებმა და მასმედიამ, რომელიც იმდენად დაბრმავდა, რომ ნატოს მეტი არაფერი ახსოვს, ხელოვნურად "გაბერეს" სალომე ზურაბიშვილის მნიშვნელობა. "300-თა კომიტეტმა" მასონთა საექსპერიმენტო ქვეყნად აირჩია საქართველო და დღემდე წარმატებით ახორციელებს თავის დაგეგმილ პროექტს.

_ როგორ?

_ მათთვის მთავარია, რომ საქართველოში თანამდებობებზე არ დაინიშნოს ეროვნებით ქართველი, საჭირო არაა გქონდეს განათლება, ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება. ხელისუფლებაში წამოსკუპებულ უწვერულვაშო ბიჭსა და გოგონას უნდა შეეძლოს არა შენება, არამედ ნგრევა.

საქართველოში სალომე ზურაბიშვილის გამოჩენის დღიდანვე ჩემში უნდობლობამ დაისადგურა. როგორც კი პირველივე შეხვედრაზე დაილაპარაკა, მივხვდი, რომ მას კლასიკური განათლება არ ჰქონდა. რაც სააკაშვილმა გადააყენა, მას მერე "მიტინგობიას" თამაშობს. ამდენი ხანია საქართველოშია და ვერა და ვერ ისწავლა ქართული ენა, რომ არაფერი ვთქვათ შიდა დინებების ცოდნაზე, რომელიც დიპლომატმა კი არა, ჩვეულებრივმა მოკვდავმა უნდა იცოდეს. ვეთანხმები იდეას, რომ იგი საფრანგეთის აგენტურის ტიპიური წარმომადგენელია. მისი გულისწორი, ჯანრი კაშიაც ვერ დაიკვეხნის სუფთა წარსულით.

ოთხი წლის წინ, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დაწერა, რომ ცოლ-ქმარი ყოველთვის სპეცსამსახურების აგენტები იყვნენ და დღესაც წარმატებით მისდევენ ძველ პროფესიას, ამიტომაც განსაკუთრებული აგრესია უჩნდებათ მაშინ, როცა საქართველოს დამოუკიდებლობაზეა საუბარი. სალომე დღესაც არ მალავს, რომ თავის დროზე ზვიად გამსახურდიას რჩევებს აძლევდა. მან კი ეს "ჭკუის სწავლება" არ გაითვალისწინა და ისინი ანტიქართულ ქმედებებში ამხილა.

1991 წელს ჯანრი კაშიამ საქართველოს დამოუკიდებლობას "ნაციონალურ-ტოტალური დიქტატურა" უწოდა და მოსახლეობას მისგან გათავისუფლება ურჩია. ჯანრი კაშია ის პიროვნება იყო, რომელიც შევარდნაძესა და სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს ზვიად გამსახურდიას "დიქტატორულ-რეპრესიული" მეთოდების წინააღმდეგ საბრძოლველად მოუწოდებდა.

_ კონკრეტულად რა პრეტენზიები გაქვთ სალომე ზურაბიშვილის მიმართ?

_ პირველი და მთავარი ისაა, რომ სალომე ზურაბიშვილი არის მასონი, მასონობა კი ხალხის მტრობაა. სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის ვაიპატრიოტია. იგი საგარეო საქმეთა მინისტრი ისე გახდა, რომ არ იცოდა საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება.. ან რა საჭირო იყო, რაიმე სცოდნოდა, როცა საქართველოს მხოლოდ ქვეყნის დასამარხად მოევლინა საფრანგეთიდან. იგი დათანხმდა ყოფილიყო არშემდგარი სახელმწიფოს მინისტრი, რომელსაც არც მაშინ და არც დღეს არა აქვს დადგენილი საზღვრები.

_ არ გეშინიათ, ამ განცხადებების გამო რომ გიჩივლონ?

_ თუ ამ ბრალდებას ცოლ-ქმარი გააპროტესტებს, ქართველ ერს ვაძლევ გარანტიას, რომ მათ ცალ-ცალკე და ერთად ისეთ დღეს დავაყრი, რომ როგორც იტყვიან, მტერსაც კი გაეცინება. მასონების მიზანია საქართველოს დანაწევრება და საზოგადოების დეგრადაცია, სიღატაკისა და უსამართლობის დამკვიდრება. ამის აღსანიშნავად, ყოველ ფეხის ნაბიჯზე, ტელეეკრანზე თუ სარეკლამო ფირნიშებზე, უხვად ვხვდებით `სიონის ბრძენკაცთა~ ოქმებიდან აგორებულ მოწოდებებს, ცხოვრებაში გასატარებელ ღონისძიებებს.

თვალში არ გხვდებათ მასონური სიმბოლოები, უგემოვნოდ მოხატული სამკუთხედები, ოვალური თუ სხვა ფორმის ჩარჩოებიდან მომზირალი თვალები?

თბილისში, "გმირთა მოედნის" ცენტრში, გაზონებიც კი სამკუთხედებად იყო დაყოფილი, ხოლო მანქანები სამკუთხა პერიმეტრზე მოძრაობენ.

თავად სალომე ზურაბიშვილმა არ იცის, რომ ჩვენ გვმართავს სოროსის მიერ დაქირავებული და დაფინანსებული მთავრობა? ჩვენი ხელისუფლება ცდილობს გაგვაპირუტყვოს, მხოლოდ კუჭზე და სქესობრივი ინსტიქტების დაკმაყოფილებაზე მზრუნველ არსებებად გვაქციოს. განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფერო ანტიეროვნული ბაცილებით აცრილებს მიანდეს.

საზოგადოებას თავს ახვევენ მასონურ იდეოლოგიას. ამ მიზანს ემსახურება ერთიან ეროვნულ გამოცდაზე ჩასაბარებელი საგანი. ე. წ. სასარგებლო უნარები. ახლა კი, როგორც კი სკოლისთვის შემთხვევითი პირი _ შაშკინი, ციხეების უფროსობიდან მეცნიერებისა და განათლების "ამოსაქაჩად" გადაიყვანეს, პირველი "ჭკვიანური" იდეა, რაც დასცდა, ის იყო, რომ გამოაცხადა, უარი ვთქვათ მოსწავლეთა ფიზიკურ მომზადებაზე, ეს საგანი ამოვიღოთ სასწავლო გეგმიდან და სკოლიდან გამოსვლის შემდეგ კი, ისინი სპორტს დავაწაფოთო.




ჟანა ასანიძე
2010.02.27 12:45
kote-1962
მალხაზ გულაშვილი: მთავარია, რომ დიალოგი დაწყებულია და მიუხედავად რაღაც ძალების მცდელობისა, ჩაშალონ იგი, მაინც გაგრძელდება



20-21 თებერვალს ერევანში "სტრასბურგის დიალოგის" ჩარჩოებში შეხვედრა გაიმართა, რომელზეც კავკასიაში კონფლიქტების დაძლევის რუსულ-ქართული საზოგადოებრივი კომისიის წარმომადგენლებმა ცხინვალის რეგიონებში სხვადასხვა დარგობრივი ჯგუფების შემნასა და იქ არსებული სირთულეების გადაჭრის საკითხებზე იმჯელეს. ამჯერად ამ შეხვედრაში აფხაზეთის მხარეს მონაწილეობა არ მიუღია.

ამ და სხვა საკითხებზე "ჯორჯიან თაიმსი" კავკასიაში კონფლიქტების დაძლევის რუსულ-ქართული საზოგადოებრივი კომისიის თანათავმჯდომარეს, მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის" პრეზიდენტსა და მფლობელს, სტრატეგიულ კვლევათა მოდელირების ცენტრ "აზრის" ხელმძღვანელს, მალხაზ გულაშვილს ესაუბრა.

_ ვინ მონაწილეობდა ერევნის შეხვედრაში?

_ ჩემ გარდა ამ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: რუსეთიდან საზოგადოებრივი პალატის წამომადგენლები, "ოერტეს" პროგრამა "სუდიტე სამის" ავტორი და წამყვანი მაქსიმ შევჩენკო, რომელიც საზოგადოებრივ პალატაში კავკასიის კომისიას ხელმძღვანელობს; და ამავე პალატის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელი, რუსეთის ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭოს თავმჯდომარე ალექსანდრე სოკოლოვი.

ოსების მხრიდან _ ავტორიტეტული პიროვნება კოსტა ძუგაევი და ინტელექტუალური რესურსების ცენტრის წარმომადგენელი, ჟურნალისტი მარია კოტაევა. საქართველოდან _ ორგანიზაცია "მრავალეროვანი საქართველოს!" წარმომადგენლები, არნოლდ სტეპანიანი და აგიტ მირზოევი. ერევნის ეს შეხვედრა არასახელისუფლებო ორგანიზაციათა წარმომადგენლების "სტრასბურგის" დიალოგის ფორმატში დაწყებული საუბრების გაგრძელებას წარმოადგენდა.

_ რა მიზნით შეირჩა ერევანი შეხვედრის ადგილად?

_ ერევანში ჩასვლა ყველასათვის იოლია, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ხაზგასასმელია საკითხი, რომ "სტრასბურგის დიალოგის" ფორმატი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. პირადად ჩემი წინანდადება იყო, რომ ქართველებსა და ოსებს შორის მედიცინის, სპორტის, კულტურის მოღვაწეთა, ჟურნალისტებისა, ასევე ქრისტიანულ გაერთიანებებში შეიქმნას დარგობრივი ჯგუფები, სადაც მრგვალი მაგიდის ფორმატში აფხაზი, ოსი და სხვა ეროვნების ავტორიტეტული წარმომადგენლების მონაწილეობით ინტენსიური და სისტემატიური დიალოგი და სამუშაო შეხვედრები გაიმართება.

ჩემ მიერ დაისვა ასევე დავით (ზვიად) კობალაძის გათავისუფლების საკითხი, რომელიც ცხინვალის ციხეშია და, როგორც ჩანს, ყველამ მიივიწყა. იგი 2008 წელს, დაახლოებით სექტემბრის დასაწყისში თავის სოფელში, ავნევში აიყვანეს. მას, უბრალოდ, სამხედრო ფორმა ეცვა, თუმცა არავითარი იარაღი არ ჰქონია. ოსების მხრიდანაც დაისვა საკითხი, რომ ქართულ ციხეებში მათი 39 პატიმარია. სიას ისინი ამ დღეებში მოგვაწვდიან, რასაც, ალბათ, გამოვაქვეყნებთ.

_ რამდენი ქართველი იმყოფება ამჟამად ცხინვალის ციხეში?

_ ამაზეც იყო საუბარი და შევთანხმდით, რომ ინფორმაციას გავცვლით. ხოლო კობალაძის საქმე რა ეტაპზეა, შეთანხმდებიან და ამაზე უახლოეს დღეებში ინფორმაციას მოგვაწვდიან. ასევე ჩემი მოთხოვნა იყო, რომ შეიქმნას მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც ცხინვალის მხარეში ჩავა და ქართული მოსახლეობის მდგომარებას შეისწავლის.

მასში ქართველი ჟურნალისტებისა და საზოგადოებრივ მოღვაწეთა ჯგუფები გაერთიანდებიან. შესაბამისად, ოსების მხრიდანაც იქნება ჯგუფი, რომელიც ამ საქმიანობაში დახმარებას გაგვიწევს. ამას გარდა, დავსვი მთელი რიგი საკითხებისა, რომელიც გადასაჭრელია. მაგალითად, შესაძლებელია თუ არა დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნება.

_ რა პასუხი მიიღეთ?

_ მიპასუხეს, რომ დაახლოებით წელიწად-წელიწად-ნახევარში ეს პროცესი შეიძლება დაიწყოს. თუმცა, მანამდე მოსამზადებელი სამუშაოებია გასატარებელი. პარალელურად ისეთი საკითხებიც უნდა გადაიჭრას, როგორიცაა დარგობრივი ჯგუფების ჩამოყალიბება და სფეროებს შორის მუდმივი თანამშრომლობა. დავგეგმეთ, რომ ახალგაზრდებსა და ასევე უხუცესებს შორის შეხვედრა-დიალოგები შედგეს.

კავკასიის ყველა ხალხში უხუცესთა საბჭოები საკმაოდ ავტორიტეტული და გავლენიანი ორგანიზაციებია. ეს იდეა მიღებულ იქნა ცნობად. ამიტომ ისინი თავიანთ უხუცესებს დაელაპარაკებიან და თუ ეს მოხერხდა, მაშინ შესაძლებელია საზოგადოებრივი და არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტოლოგებისა და ექსპერტების გარდა, ქართველ და ოს უხუცესთა საბჭოების წარმომადგენლებს შორისაც შედგეს შეხვედრა.

ასევე განვაცხადე, რომ მაქვს კონკრეტული პროგრამა, სადაც ამ პროცესებში ვლადიკავკაზის გააქტიურებაა გათვალისწინებული. მიუხედავად ქართველებსა და ოსებს შორის განვითარებული მოვლენებისა, იქ ანტიქართული დაპირისპირება არასოდეს ყოფილა. იქ არიან ავტორიტეტული ქართველები და ამიტომ ეს თემაც ძალიან მნიშვნელოვანია.

_ აფხაზები არ იყვნენ მიწვეულნი?

_ უნდა აღინიშნოს, რომ აფხაზებმა თავიდანვე უარი განაცხადეს მასში მონაწილეობაზე. მსგავს რამეს ისინი უკვე მეორეჯერ სჩადიან. ჯერ კიდევ გასული წლის 21 ივნისს მინსკში დაგეგმილ შეხვედრაზე ქალბატონმა ნათელა აკაბამ შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და ის ჩაიშალა.

_ რით იყო განპირობებული უარი?

_ ალექსანდრე სოკოლოვის სახელზე გამოგზავნილ აფხაზეთის საზოგადოებრივი პალატის წარმომადგენლის, მადინა ადლეიბას წერილში ნათქვამია, რომ 2010 წლის 15 თებერვალს მათ მიერ ჩატარებულ სხდომაზე განხილულ იქნა 20-21 თებერვლის "სტრასბურგის დიალოგის" ჩარჩოში ერევნის შეხვედრაში მონაწილეობის საკითხი და პალატის წევრებმა დელეგაციის გაგზავნაზე უარი განაცხადესო.

მოტივად დასახელდა: პირველი _ აფხაზების წარმომადგენლები მსგავს შეხვედრებში თავიანთი მონაწილეობის აზრს ვერ ხედავენ, სანამ ყველა ქართულ ოფიციალურ და არაოფიციალურ დოკუმენტში აფხაზეთი ფიგურირებს, როგორც "ოკუპირებული ტერიტორია".

მეორე _ როგორც ისინი ირწმუნებიან, რუსულ-ქართული დიალოგის ქართველ მონაწილეთა პოზიცია აფხაზეთთან დაკავშირებით მათთვის ცნობილია და ის საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური პოზიციისაგან დიდად არ განსხვავდება და დასავლეთში საქართველოს იმიჯის გაუმჯობესებაზეა გათვლილი, რაშიც მონაწილეობას არ მივიღებთო.

მესამე _ მათი აზრით, აფხაზეთის თვალთახედვა იმაში მდგომარეობს, სრულიად კავკასიის, ან თუნდაც ამიერკავკასიის ჩარჩოებში დიალოგს უფრო მეტი პერსპექტივა გააჩნია, თუმცა ქართულ-რუსული დიალოგი, შესაძლოა, აუცილებელიცაა. ამასთან ერთად, აფხაზეთის საზოგადოებრივი პალატის წევრები ამ დიალოგში აფხაზეთის წარმომადგენელთა ჩართვაში აზრს ვერ ვხედავთო.

მათი ეს არგუმენტები ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია. ისინი აქ მთავრობებზე საუბრობენ და ჩვენ მთავრობა არა ვართ. არასამთავრობოთა შეხვედრებში მაინც რატომ ცდილობენ არ მიიღონ მონაწილეობა, ჩემთვის ესეც გაუგებარია. ამიტომ გადავწყვიტეთ აფხაზებს წერილზე ვუპასუხოთ, რომ ის არგუმენტები, რაც მათ მოჰყავთ, ამ დიალოგს არანაირად არ ეხება, რადგანაც ხელისუფლებას მასთან არანაირი შეხება არა აქვს და, შესაბამისად, მათ პრეტენზიებსაც ვერ მივიღებთ.

_ თუ აფხაზები საერთოდ დიალოგზე უარს ამბობენ, გამოდის, რომ ყველაფერს ემიჯნებიან?

_ ჯერჯერობით მათ ასეთი პოზიცია უკავიათ. როგორც ჩანს, ეს ყველაფერი აფხაზეთის შიდაპოლიტიკაზე და ასევე რუსეთ-აფხაზეთის პოლიტიკაზეცაა დამოკიდებული. თუმცა, იმედს მაინც ვიტოვებ, რომ აფხაზები სტრასბურგის დიალოგის ფორმატს ძალიან მალე შეუერთდებიან და, ჩემი აზრით, როცა დაინახავენ, რომ ჩვენი კომისია კონკრეტულ შედეგებს მიაღწევს, ისინიც აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ.

სტრასბურგის დიალოგის ფორმატი კიდევ უფრო გაფართოვდება. საქართველოდან მასში კიდევ რამდენიმე ადამიანი ჩაერთვება. საზოგადოებაში, როგორც ჩვენთან, ასევე ცხინვალშიც, ამასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი მოსაზრებაა. ვიღაცა მიიჩნევს, რომ ოსი ქართველის მტერია, ან ქართველი _ ოსის და ა.შ. ამიტომ ამ საზოგადოებასთან ძალიან სერიოზულად უნდა ვიმუშაოთ.

ამას კიდევ ძალიან დიდი ენერგია სჭირდება. მე მგონია, რომ ხელისუფლებამ უნდა გამოხატოს კეთილი ნება და ხელი არ შეგვიშალოს. ჩვენი მიზანია, საზოგადოებები ჩვენ გარშემო გავაერთიანოთ და ამ მიზნით, უახლოეს ხანში, ცხინვალში ჟურნალისტებთან ერთად ჩავიდეთ, შევხვდეთ იქაურებს, გავიგოთ მათი მოსაზრება და ა.შ., რაც, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო იქნება.

_ როგორ შეაფასებდით ერევნის შეხვედრას?

_ ამ ფორმატში შეხვედრა იყო ისტორიული ფაქტი და დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანური ურთიერთობების ფაქტორი უფრო წინ წამოიწევს, ვიდრე რაღაც ულტიმატუმების ენით ლაპარაკი. ჩვენი მიზანი არ არის არც პოლიტიკური სტატუსის განსაზღვრა და ამაში არც ვერევით. ჩვენი მიზანი ჰუმანიტარული პროგრამების განხორციელება, უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების მოძიება და მონიტორინგის ჩატარებაა იმის თაობაზე, თუ რა ხდება რეალურად ქართულ სოფლებში. ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ქართული მოსახლეობა ცხინვალის რეგიონში აუცილებლად უნდა დაბრუნდეს.

_ როგორ, რა ფორმით დაბრუნდნენ და ვინ უნდა დაიცვას მათი უსაფრთხოება?

_ რა ფორმით და მექანიზმით უნდა მოხდეს ეს და როგორ უნდა იქნეს დაცული მათი უსაფრთხოება ისე, რომ ქართული სახელმწიფოს ინტერესები არ შელახოს, ჩვენ ამაზე ახლა ვმუშაობთ ერთობლივად. თუმცა ეს არ არის ერთი და ორი დღის საქმე. ჩვენი სტრატეგიაა, რომ ქართველებსა და ოსებს შორის აგრესია შევამციროთ, რაშიც საზოგადოების ფართო ფენები, ავტორიტეტული პირები უნდა ჩავრთოთ. მერე, როცა დაპირისპირება, აგრესია შემცირდება, გადავიდეთ გრძელვადიან და სტრატეგიულ პროექტებზე. ესაა ჩვენი მიზანი და ამოცანა.

_ რა კონკრეტული წინადადებები გაქვთ შემუშავებული?

_ ამ წინადადებებს, ჯერჯერობით, კონფიდენციალურად დავტოვებ. ძალიან საინტერესო წინადადებები გახმაურდა, თუ როგორ შეიძლება იქ ქართული მოსახლეობის დაბრუნება. საქართველოს კონსტიტუციას აქვს ძალიან საინტერესო ბერკეტები და მათი ამოქმედებით შეიძლება ეს რეალობად იქცეს. ახლა, უბრალოდ, მივანიშნებ და კონკრეტულად არ მსურს ვთქვა. მთავარია, რომ დიალოგი დაწყებულია და, მიუხედავად რაღაც ძალების მცდელობისა, ჩაშალონ იგი, მაინც გაგრძელდება.

ჩვენ ვაკეთებთ კონკრეტულ საქმეებს. კონკრეტულ საქმეებს კი ყოველთვის კონკრეტული შედეგები მოაქვთ. ხოლო ამის უკან მრავალი ოჯახი იდგება, რომელიც თავის ნათესავებს დაიბრუნებს. ბევრი შერეული ოსურ-ქართული ოჯახია და, რაც მოხდა, მათთვის ტრაგედიაა. დარწმუნებული ვარ, რომ ოსური საღად მოაზროვნე საზოგადოებაც ამ პროცესს ჯეროვან მხარდაჭერას აღმოუჩენს, ისევე, როგორც ქართული საზოგადოება. დარწმუნებული ვარ, რომ აფხაზები, როგორც კი მიხვდებიან ამ დიალოგის შედეგიანობას და წარმატებულობას, აუცილებლად შემოგვიერთდებიან.

_ შეხვედრა თქვენი კონცეფციის _ "მშვიდობიანი კავკასიისათვის" _ ფარგლებში მიმდინარეობდა?

_ დიახ. ამ პროცესში აქტიურად ჩავრთავთ სტრასბურგს, ევროკავშირს, მათი დახმარებით მოვიზიდავთ დონორებს, რათა "მშვიდობიანი კავკასიის კონფერენცია" ჩატარდეს. სხვათა შორის, ამ იდეაში, რომ საერთოკავკასიური კონფერენცია ჩატარდეს, აფხაზებიც ჩვენთან არიან. სად უნდა ჩატარდეს შემდეგი შეხვედრა, ეს მომავალში განისაზღვრება. ისეთი გაუგებრობები რომ არ იყოს, როგორიც უკვე მოხდა შემოდგომაზე, რუსი ჟურნალისტების არშემოშვებასთან დაკავშირებით, საუკეთესო ადგილი ამისთვის თბილისია და აფხაზებისა და ოსების აქ ჩამოსვლა ძალიან დიდი გარღვევა იქნებოდა.
თუმცა, სამწუხაროდ, ეს ამ ეტაპზე სირთულეებთანაა დაკავშირებული, რადგანაც ჩვენ ვერ ვიღებთ იმის გარანტიას, რომ ხელისუფლების რომელიღაცა მაღალჩინოსანს რაღაც თვალში არ მოუვა, არ "მოეწონება" და ოსებს, აფხაზებს, რუსებს და ა.შ. არ დააკავებს. ამიტომ შეირჩევა ამ შეხვედრისთვის ადგილი. ყოველ შემთხვევაში, სად იქნება იგი, ამას ჩემთვის პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია, სწორი მიდგომა გვქონდეს და დავინახოთ არა სად, არამედ რა გაკეთდება. ჩემი აზრით, აქ ამბიციები ყველა მხარემ ცოტა უკან უნდა გადასწიოს და დანგრეული საზოგადოებრივი ნდობა აღვადგინოთ.

მაქსიმ შევჩენკო: ეს იყო სამუშაო შეხვედრა. ჩვენ შიდა შეთანხმება გვქონდა, რომ იგი ღია შეხვედრებისათვის სამზადისს წარმოადგენდა. ამიტომ ჯერჯერობით ამ საკითხებზე საუბრისგან თავს შევიკავებდი, რადგან შემდეგი შეხვედრა სტრასბურგში უფრო ღია იქნება.

ალექსანდრე სოკოლოვი: "სტრასბურგის დიალოგის" მონაწილეთა შეხვედრა რუსეთის, საქართველოს, აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" არასამთავრობო ორგანიზაციების ურთიერთობათა ფორმატს წარმოადგენს. ერევანში გადავწყვიტეთ შეგვემუშავებინა ის მიმართულებები, რომლებიც ჰუმანიტარული თანამშრომლობის საკითხებში არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის საინტერესო იქნებოდა. განვიხილეთ კონკრეტული ფორმები და ასევე განვსაზღვრეთ პარტნიორთა ის წრე, რომელთა სათანამშრომლოდ მოწვევა შეიძლებოდა.

ამასთან, დავგეგმეთ, რომ ზაფხულში არასამთავრობო ორგანიზაციათა დიდი შეხვედრა ჩაგვეტარებინა. შევთანხმდით, რომ თვითოეულ ჩვენგანს (მაგალითად, ჩვენ რუსეთის ორგანიზაციებს, საქართველო თავისას და ა.შ.) დაესახელებინა ის ორგანიზაციები, რომელთანაც ვითანამშრომლებდით, თითოეულის შესახებ საკუთარ წინადადებებს წამოაყენებდა და შემდეგ გადავუგზავნიდით იმ ორგანიზაციებს, რომლებიც თანამშრომლობისთვის და მუშაობის გასაგრძელებლად მზად არიან.

არნოლდ სტეპანიანი: ახლა იმაზე გვქონდა მსჯელობა, როგორ აღვადგინოთ ურთიერთობანი რუსეთის საზოგადოების წარმომადგენლებთან. პოლიტიკური ისტებლიშმენტის ურთიერთობებში ჩარევაზე არანაირი ლაპარაკი არაა. ვისაუბრეთ კულტურათშორის დიალოგზე, როგორ უნდა აღდგეს იგი კულტურის წარმომადგენელთა, ასევე ბიზნესმენების დონეზე. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ პირადი კონტაქტების დამყარების შემდეგ შევძლოთ, ჩვენი პოზიცია რუსეთში გავიტანოთ, რაღაც ბაზა ამისთვის მაინც მოვამზადოთ. ოსები იყვნენ ჩამოსულები. აფხაზები ვერ ჩამოვიდნენ. მათ ახლა ასეთი პოზიცია აქვთ. თქვეს, რომ შემდგომში შემოუერთდებიან ამ პროცესს.

ეს სტრასბურგის შეხვედრების გაგრძელებაა და ახლა საორგანიზაციო ჯგუფის შეხვედრა იყო, რომელიც შემდგომისთვის კონკრეტულ წინადადებებს მოამზადებს. შემდეგ უკვე ამ შეთავაზებებით თავისთავად ევროსაბჭოს მივმართავთ. ამ შეთავაზებებზე ვმუშაობდით და ეს მუშა პროცესი ახლაც გრძელდება. კონკრეტულად სხვადასხვა ჯგუფების შეხვედრებზეა საუბარი. ამ ფორმატს გავზრდით და არ გამოვრიცხავ, რომ მაისამდე ერთი ფართო შეხვედრა მოვაწყოთ. ვეცდებით, რომ იგი ნეიტრალურ ტერიტორიაზე, სტრასბურგში ჩავატაროთ.

განწყობა თავისთავად იცვლება. ორი წელია, რაც ომი დასრულდა და ვგრძნობთ, რომ ოსებთან ლაპარაკი უკვე შეიძლება. უკვე სხვადასხვა თემებზე საუბარს ვიწყებთ. კი, რთულია, ლაპარაკი გვიჭირს, ორი წელი მაინცდამაინც არც ისე დიდი დროა, მაგრამ რაღაც პლუსები იკვეთება. ამიტომ მსურს გითხრათ, რომ ჩვენში, საზოგადოებების წარმომადგენელებში, მაინც რაღაც ნდობის აღდგენაზე უკვე არის საუბარი.

დიალოგზე უკვე მოდიან და უფრო რთულ პრობლემატიკაზე საუბარს ვიწყებთ. რაც შეეხება რუსების პოზიციას, მათი წარმომადგენლები, მართალია, ცნობილი პიროვნებები არიან, მაგრამ ხელისუფლებას არ წარმოადგენენ და მხოლოდ საკუთარი სახელით საუბრობენ. თუმცა დღეს ისინი მზად არიან, ჩვენი საზოგადოებების დიალოგს ხელი შეუწყონ.





ფრიდონ დოჩია
2010.02.27 13:37
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.