Help - Search - Members - Calendar
Full Version: აქტუალური სტატიები-Актуальные статьи
მთავარი ქართული ფორუმი პოლიტიკის შესახებ > პოლიტიკის შესახებ > პოლიტიკური არქივი - დოკუმენტური მასალები
Pages: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22
kote-1962
N6 საპყრობილის დირექტორს ქრთამის გამოძალვასა და პატიმრის წამებაში ადანაშაულებენ

[ნინო მიქიაშვილი]


“მერაბ კოსტავას საზოგადოება“ იუსტიციის სამინისტროსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტს მიმართავს და რუსთავის მე–6–ე საპყრობილის დირექტორის, დავით მარგებაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს, ქრთამის გამოძალვისა და ვაჟა ადამიას წამების გამო. პრესა.გე ვაჟა ადამიას უფლებების დამცველ ადვოკატს, მაკა გოგოხიას ესაუბრა.

როდის ეწურება პატიმრობის ვადა ვაჟა ადამიას?
მაკა გოგოხია: ვაჟა ადამია 2005 წლის 3 ნოემბერს დააკავეს, ხულიგნობის მუხლით (239-ეს მესამე ნაწილი) გაასამართლეს და 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. ეს ვადა 3 მაისს იწურება, ანუ მის გათავისუფლებამდე 13 დღე დარჩა.

რა გახდა საპყრობილის დირექტორის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნის საფუძველი?
– ის რომ ვაჟა ადამიას წამება ახალ ფაზაში გადავიდა, რასაც თან დაერთო ქრთამის გამოძალვის ფაქტი.

ანუ, ვინ ვის ძალავდა ქრთამს?
– საპყრობილის დირექტორი, დავით მარგებაძე ვაჟა ადამიას. თქვენი ნებართვით, პატარა პრეისტორიას გიამბობთ, რაც უფრო ნათელს გახდის პატიმრისადმი ადმინისტრაციის დამოკიდებულებას.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რუსთავის N6 მკაცრი რეჟიმის საპყრობილის ძველი, მე-2 კორპუსის N51 საკანში, რომელშიც სამ წელზე მეტია შესახლებულია ვაჟა ადამია, 2009 წლის აგვისტოდან კედლებზე განუწყვეტელი, სადღეღამისო კაკუნი დაიწყეს, ხოლო მიმდინარე წლის 10 აპრილიდან, დამატებით, ჭერიდან წყლის ჩამოშვებაც განაახლეს. ბატონმა ვაჟამ ჩათვალა, რომ ესაა ხელისუფლების მორიგი პროვოკაცია, რაც პატიმრობიდან მის მოახლოებულ გათავისუფლებას უკავშირდება.

ამა წლის 10 აპრილს, ვაჟა ადამიამ საკვების მიღებაზე უარი განაცხადა და დილის შვიდ საათზე, ზედამხედველებს განუცხადა, რომ აღნიშნული პროვოკაციის გამო, იძულებულია პროტესტის უკიდურეს ფორმას - შიმშილობას მიმართოს. იმავე დღეს, 11 საათზე ვაჟა ადამია საპყრობილის დირექტორის, დავით მარგებაძის კაბინეტში გადაიყვანეს. მარგებაძის კითხვაზე, თუ რა მიზეზით მიმართა შიმშილობას, ვაჟა ადამიამ განუმარტა, რომ 2009 წლის აგვისტოში მას რეჟიმის უფროსმა ლაშა კაპანაძემ მოსთხოვა “კარცერში“ შესახლება, რაზეც კატეგორიული უარი განუცხადა, იმ მოტივით, რომ ადმინისტრაციას არ აქვს უფლება, ისეთ არასტანდარტულ სათავსში, როგორსაც “კარცერი“ წარმოადგენს, პატიმარი მუდმივად შეასახლოს.

მომდევნო დღიდან დაიწყო კედლებზე მუდმივი, სადღეღამისო კაკუნი და ჭერიდან წყლის ჩამოშვება, რათა, N51 საკანში ბათქაში ჩამოეშალათ, გაეხადათ იგი გამოუსადეგარი და ვაჟა ადამია აეძულებინათ “კარცერში“ გადასახლებულიყო. ამასთან დაკავშირებით, “მერაბ კოსტავას საზოგადოებამ“ პრესკონფერენცია და პარალელურად, აქცია გამართა, რის შემდეგაც N51 საკანში წყლის ჩამოშვება შეწყდა, ხოლო კედლებზე კაკუნი გასული 9 თვის მანძილზე არ შეწყვეტილა! წყლის ჩამოშვება N51 საკანში 10 აპრილს განახლდა.

თქვენ ესაუბრეთ საპყრობილის დირექტორს?
– თავად ბატონი ვაჟა ესაუბრა და ეს მოხდა 10 აპრილს. მას მიაჩნია, რომ ზემოხსენებული პროვოკაცია ხელისუფლების დაკვეთაა, რომელსაც ციხის ადმინისტრაცია ასრულებს იძულებით და რომელიც დაკავშირებულია პატიმრობიდან მის მოახლოებულ გათავისუფლებასთან. ამ განცხადების საპასუხოდ, საპყრობილის დირექტორმა ვაჟა ადამიას დამაჯერებლად დაუსაბუთა, რომ როგორც “კარცერში“ გადაყვანა, ასევე კედლებზე განუწყვეტელი კაკუნიც და წყლის ჩამოშვებაც, მისი განკარგულებით ხორციელდება და არა ხელისუფლების დაკვეთით. ამასთან, ბატონმა მარგებაძემ ვაჟა ადამიას ასეთი რამ შესთავაზა – N50 საკნიდან, საიდანაც კაკუნი ხორციელდება, პატიმრებს საერთოდ გამოვიყვანთ და თქვენს გათავისუფლებამდე იქ არავის შევასახლებთ; აგრეთვე, თუ სურვილი გექნებათ, შეგიძლიათ ყოველი დღე ჩემს კაბინეტში გაატაროთ, ტელევიზორს უყუროთო...

რა მოითხოვეს ვაჟა ადამიასგან, ასეთი შეთავაზების სანაცვლოდ?
– საპყრობილის დირექტორმა მიანიშნა, რომ ყოველივე ეს მისთვის შესაბამისი საზღაურის გადახდის შემთხვევაში მოხდებოდა.

საინტერესოა, კონკრეტული თანხა თუ დაასახელა?
– არა, კონკრეტული თანხა არ დაუსახელებია, ამის საშუალება ბატონმა ვაჟამ არ მისცა; უთხრა, რომ არც სურვილი აქვს და არც საშუალება, ვინმეს ბაჟი უხადოს! ამის შემდეგ საპყრობილის დირექტორი, სხვა საკანში გადაყვანით დაემუქრა, რაც ჩვენი აზრით, ფაქტობრივად არის ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარა, ვინაიდან, “სხვა საკანში” ადმინისტრაციასთან თანამშრომლობაში მყოფ 8-9 პატიმარს დაახვედრებენ, რომლებიც ვაჟა ადამიასთან ფიზიკურ ანგარიშსწორებას მოახდენენ. ამგვარი ვარაუდის საფუძველს ის გვაძლევს, რომ მისი ოთხწელიწადნახევრიანი პატიმრობის მანძილზე, ამგვარ ფაქტს არაერთხელ ჰქონია ადგილი. ასე რომ, საპყრობილის დირექტორსა და ვაჟა ადამიას შორის გარიგება არ შედგა – პატიმრობიდან გათავისუფლებამდე 15 დღე იმ შემთხვევაშიც გავძლებ, თუ ფეხებით დამკიდებენო, – განუცხადა ბატონმა ვაჟამ და პროვოკაციების გაგრძელების შემთვევაში, “მერაბ კოსტავას საზოგადოება“ აღნიშნულ ინფორმაციას საჯაროს გახდიდა. ამაზე მარგებაძემ მიუგო, რომ მას არავის არ ეშინია.

ამის შემდეგ ვაჟა ადამია N51 საკანში დააბრუნეს, რომელსაც 13–14 აპრილს წყალი გაუთიშეს. ამ ყველაფერთან დაკავშირებით ამაოდ მოითხოვს შესაბამისი აქტის შედგენას. ასე რომ, ვაჟა ადამიას წამება, რუსთავის მე–6–ე საპყრობილის დირექტორ დავით მარგებაძის მეცადინეობით გრძელდება და სულ უფრო აგრესიულ სახეს იღებს. ვეჭვობთ, რომ აღნიშნული პროვოკაცია, რომელიც 2009 წლის აგვისტოში, ვაჟა ადამიას “კარცერში“ შესახლების მცდელობით დაიწყო, მე–6–ე საპყრობილის დირექტორის მიერ ხორციელდებოდეს მხოლოდ თანხის გამოძალვის მიზნით!

“მერაბ კოსტავას საზოგადოება“ პროტესტის გამოთქვამს დავით მარგებაძის აღვირახსნილ ქმედებასთან დაკავშირებით და შესაბამისი სამსახურებისგან მოითხოვს დაუყოვნებლივ შეწყდეს პოლიტპატიმარ ვაჟა ადამიას ტანჯვა-წამება. ამასთან, “მერაბ კოსტავას საზოგადოება“ მიმართავს სასჯელაღსრულებისა და იუსტიციის სამინისტროებს, რათა დაუყოვნებლივ აღძრან სისხლის სამართლის საქმე დავით მარგებაძის მიმართ, ქრთამის გამოძალვისა და პოლიტპატიმარ ვაჟა ადამიას მიმართ სასტიკი წამების ფაქტზე.

ოფიციალურად მიმართეთ შესაბამის ორგანოებს, თუ სიტყვიერი მიმართვით შემოიფარგლებით?
– ზემოაღნიშნული დარღვევის თაობაზე ჩვენ უკვე მივმართეთ საქართველოს მეგობარი ქვეყნის ელჩებს (აშშ-ის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ჩეხეთის საელჩოებს) ასევე ევროსაბჭოს მისიას, გაერო-ს, NDI-ისა და IR -ის წარმომადგენლობებს საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს, სახალხო დამცველსა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს.

http://presa.ge/index.php?text=news&i=10367
17:44 20.04.2010
kote-1962
დღევანდელი კვერცხი, თუ „ჩაფუნთულებული“ ქათამი

[რუსიკო მუმლაძე]



საარჩევნო კომისიამ პარტიების მიერ, სიების გადამოწმების შედეგად, დადებული დოკუმენტები გადაამოწმა. ნათელი გახდა, რომ პარტიებმა, სრულყოფილად, მხოლოდ თბილისი გადაამოწმეს და ცესკოც, ძირითადად, მხოლოდ დედაქალაქის სიების ჩასწორებით არის დაკავებული. ერთი პარტიისთვის, თუ თბილისში შემოწმებული ამომრჩეველი მკვდარი იყო, მეორესთვის - იგივე ამომრჩეველი, ინვალიდი ყოფილა.

დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას რაიონების ამომრჩეველთა სიების სისწორე, მაგალითად, ყბადაღებული მარნეულის, სადაც ვიდოეთვალსაც არ დააყენებენ. სხვათაშორის, როგორც პრესა.გე-თვის გახდა ცნობილი, უცხოელი დამკვირვებლები სიების მონიტორინგის პროცესს, ამ ფაქტორის გამო, მთლად გამართულად არ ჩათვლიან.

ფაქტობრივად, გამოდის, რომ სიების მონიტორინგისთვის პარტიებისთვის დარიგებული, ერთი მილონ 200 ათასი ლარით, შეუძლებელი ყოფილა, თბილისის გარეთ დანარჩენილი საქართველოს გადამოწმება. ანდა, ეს პროცესი პარტიებისთვის უინტერესო და წამგებიანი იყო, ზედმეტი თანხის გახარჯვას თავი აარიდეს.

არსებული სიტუაციიდან ორ დასკვნა შეიძლება, გამოვიტანოთ. პირველი: პარტიებს მხოლოდ თბილისი აქვთ მიზანში ამოღებული და ვერ “ხვდებიან”, რომ დანარჩენ საქართველოში “ნაციონალურ” მოძრაობას უბრძოლველად “გაამაგრებენ”. იქნებ, იმასაც ვერ ხვდებიან, რომ მერე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების მოგებაც გაუჭირდებათ, მმართველი პარტიის წარმომადგენლებით გამაგრებული საკრებულოების პირობებში.

მეორე ვარიანტი კი, ალბათ ისაა, რომ ვიღაც-ვიღაცეებს თანხები ეცოტავათ. თუ ეს ასეა, მაშინ დიდი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებისთვის, სიების გადამოწმების საკითხი ხელახლა დადგება დღის წესრიგში და სახელმწიფოსაც, ალბათ, თანხების გაორმაგება, ან გაათმაგება დასჭირდება, ჩვენმა პარტიებმა რაიონებში გასვლა რომ ინებონ და იქაური ამომრჩეველიც “დააფასონ”. მმართველი ძალა ხომ, ყველაზე კარგად, არჩევნებს რეგიონებში აყალბებს.

ლევან გაჩეჩილაძემ მიხელი სააკაშვილს თბილისი კი მოუგო, მაგრამ სააკაშვილი პრეზიდენტად, სწორედ, რაიონებიდან “შემოსული” ხმების ხარჯზე დარჩა. როგორც ჩანს, პარტიებს, დღევანდლი კვერცხი ურჩევნიათ, ხვალინდელ “ჩაპუნტულებულ” ქათამს… მერე კი, მაგასაც ვნახავთ, როგორ მოიგებენ დიდ არჩევნებს - 2013 წელს.

არადა, მიებაძათ, ამ პარტიებს ჯონდი ბაღათურიას “ქართული დასისთვის”. ადამიანი ამდგარა და თბილისის გარდა, ლამის მთელი საქართველო გადაუმოწმებია. თერჯოლა, გარდაბანი, სამტრედია, დუშეთი, ჩხოროწყუ, მარტვილი, ბოლნისი, საგარეჯო, ამბროლაური, ზესტაფონი, ზუგდიდი, ყაზბეგი, თიანეთი გადამოწმებულია, მაგრამ რამდენად სრულყოფილად, საკითხავი აი, ესაა.

არიან პარტიები, რომლებსაც რამდენიმე ძირითადი ქალაქი: ბათუმი, ქუთაისი, ფოთი და თელავი შეუმოწმებიათ, მაგრამ ეს ქალაქები, თითქმის, მხოლოდ თითო-თითო პარტიას აქვს გადამოწმებული და შესაბამისად, დარღვევების გაპარვის ალბათობაც, ძალიან მაღალია. გადამოწმებული ქალაქების ჩამონათვალში არ ჩანან ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების ქალაქები, გარდა რუსთავისა, რომელიც პარტია “თავისუფლებამ” შემოწმა. არადა, სწორედ, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული ეს რაიონებია არჩევნებში პრობლემური და სწორედ, აქედან ჩამოაქვს ცესკოში ყველაზე მეტი ხმა მმართველ პარტიას.

ქალაქების შემოწმების თვალსაზრისით, საინტერესოა, რომ პარტია “თავისუფლებას” მარტო რუსთავი აქვს გადამოწმებული და 100 ათასი ლარიც ამაში დასჭირვებია, თანაც გადამოწმებული ამომრჩევლების რაოდენობა ცესაკოსთვის წარდგენილ მონაცემებში არ აქვს მითითებული. კონსტანტინე გამსახურდიას პარტიას, ცესკოში, არც თანხების გახარჯვის მონაცემები აქვს წარდგენილი., რომ იქიდან მაინც გავიგოთ, რატომ დასჭირდა 100 ათასი ლარი მხოლოდ რუსთავის გადამოწმებას.

პრესა.გე: 100-100 ათასი ლარი რაში გახარჯეს ეროვნულ საბჭოში შემავალმა პარტიებმა?
“ეროვნული საბჭოს” წარმომადგენელი ცესკოში, ლადო ბოჟაძე: “მოძრაობა სამართლიანი საქართველოს” ეს თანხები არ მიუღია. ჩვენი ძალებით გადავამოწმეთ ყველაფერი. “ხალხის პარტიამ” და “კონსერვატორებმა” მიიღეს ეს თანხები. ძირითადად, როგორც მე ვიცი, ტექნიკური ხარჯები იყო, მათ შორის, გადაადგილებისთვისაც დაიხარჯა. ზუსტად არ ვიცი. ჩვენ, სიების შემოწმებისთვის, ხელფასები არავისთვის მიგვიცია, როგორც მე ვიცი, არც მათ მიუციათ აქტივისტებისთვის თანხები”.

საქართველოს გზის წარმომადგენელმა კი, ხარატიშვილს უთხრა, რომ 100 ათასი ლარის 80% ხელფასებში გადაიხადეს და ეს ბანკებში, ოფიციალურად არის გატარებული. დანარჩენი 20%-ით კი, წვრილმანი, საოფისე აღჭურვილობა და 5 კომპიუტერი უყიდიათ. “საქართველოს გზამ” პირობა დადო, რომ თანხების გახარჯვის მონაცემებს ცესკოს აუცილებლად წარუდგენს. პრესა.გე შეეცდება, სხვა პარტიებთანაც გაარკვიოს, ვინ რაში დახარჯა ამხელა თანხები. ისე ამ პარტიის მიერ გადამოწმებული ამომრჩევლების რაოდენობა საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება. შემოწმებულია - 235 230 ამომრჩეველი.

თუმცა, ეს რაოდენობა რა მოსატანია “ნაციონალების” მონაცემებთან. მათ არც მეტი და არც ნაკლები, მხოლოდ თბილისი გადაამოწმებიათ და 580 ათას 348 ამომრჩევლის კარდაკარ ჩამორბენაც მოუსწრიათ. აჟიოტაჟს რატომ ატეხდნენ დანარჩენი საქართველოს “გაბერილ” სიებზე და “მსუყე რაიონულ ლუკმას” ხელიდან რატომ გაუშვებდნენ? “ნაციონალებში” ხომ, ისედაც დარწმუნებულები არიან, თუ უგულავა იქნება მათი კანდიდატი, თბილისიც მათი იქნება და, ეტყობა, უცხოელებს დასანახად, დედაქალაქი მაინც გადაამოწმეს.

ისე, ყველა პარტია ამ ერთ დედაქალაქს რომ მიადგა, გადასამოწმებლად, შედეგად ბევრი იდენტური მონაცემიც მივიღეთ. უფრო მეტიც, ერთი პარტიისთვის, თუ შემოწმებული ამომრჩეველი, მკვდარი იყო, მეორესთვის - იგივე ამომრჩეველი, საზღვარგარეთ იყო გასული.

ცესკოს თავმჯდომარემ, ზურაბ ხარატიშვილმა, ამასთან დაკავშირებით, ასე იხუმრა: “ნაციონალურმა მოძრაობისა და რესპუბლიკელების მიერ გადამოწმებული სიების მონაცემთა გადამოწმებისას, 8 შემთხვევა იყო, როცა ამას ცოცხალი ჰყავდა, იმას მკვდარი. ერთს მიცვალებული ჰქონდა მითითებული, მეორეს - ინვალიდია და სჭირდება ყუთი. ერთისთვის გარდაცვლილი იყო, მეორესთვის - საზღვარგარეთ გასული”.

მაგალითად, პრობლემური “დუბლირებული” (ადამიანი, რომელიც სიაში ორჯერ არის რეგისტრირებული) ამომრჩევლის გამოვლენისას, პარტიების მონაცემებში 54, ერთიდაიგივე პიროვნებაა დაფიქსირებული. “რესპუბლიკელებმა”, “საქართველოს გზამ” და “ქრისტიან-დემოკრატებმა” ერთად, ცესკოს 675 “დუბლირებული” პირის მონაცემი წარუდგინეს. აქედან, 225 შემთხვევა დადასტურდა, 85 მონაცემი კი დამატებით მოკვლევას საჭიროებს.

პარტიებმა უფრო სოლიდური ციფრი “დაამთხვიეს” ერთმანეთს, გარდაცვლილების აღმოჩენის დროს. პარტიების მონაცემებში დაფიქსირებული 8 ათას 523 გარდაცვლილი ამომრჩევლიდან, მეორდება - 1 ათას 340 გარდაცვლილი.

ისე, სიების სერიოზულ პრობლემას, სწორედ, “დუბლირებული”, გარდაცვლილი და გამოტოვებული ამომრჩეველი წარმოადგენს. პოლიტიკურ პარტიებსაც, ძირითადად, ამ ტიპის დარღვევბზე აქვთ ყურადღება გამახვილებული.

ხარატიშვილის თქმით, პარტიებმა ცესკოში 136 ათასამდე დარღვევა წარადგინეს. სულ კი მონიტორინგის პროცესში 150 ათასამდე მონაცემის ჩასწორება მოხდა, აქედან 16 ათასი, სწორედ, პოლიტიკური პარტიების მიერ იყო წარდგენილი.

გადამოწმდა და ჩასწორდა: 19 ათას 815 სახელი, 33 ათას 766 - გვარი, 24 ათას 284 –დაბადების თარიღი, 55 ათას 094 მისამართი, ერთ ბინაში რეგისტრირებული ოცი და მეტი ამომრჩეველის _ 63 შემთხვევა, 225 დუბლირებული ამომრჩეველი, 2 ათას 825 გარდაცვლილი ამოღებულია სიიდან. რაც შეეხება გამოტოვებულ ამომრჩევლებს, მათი მონაცემები ზუსტდება და ცესკოში, ვარაუდობენ, რომ 26 აპრილამდე, როცა კედლის საარჩევნო სიები უნდა გამოიკრას, მათი მონაცემების დაზუსტება მოხდება.

როგორ აფასებენ ოპოზიციური პარტიები ცესკოს მიერ სიების ჩასწორების პროცესს?
ლადო ბოჟაძე: “პროცესი მისაღებია იმ გაგებით, რომ ყველამ უზარმაზარი შრომა გავწიეთ, გადავამოწმეთ, წარვადგინეთ ცესკოში და რაღაცა ნაწილი, მათი მხრიდან, უკვე ჩასწორებულია. სამუშაო პროცესი გრძელდება. თუმცა, სხვა საარჩევნო პროცესებზე მონიტორიგის პროცესი ყველა პარტიის მხრიდან გაგრძელდება. ჩვენ ველოდებით 26 აპრილს, როცა კედლის სიები იქნება გამოკრული. მერე მის მონიტორინგს და გადამოწმებას გავაგრძელებთ, 15 მაისამდე”.

“სამართლიანი არჩევნების” აღმასრულბელი დირექტორი ეკა სირაძე: “ძალიან რთულია ამ პროცესის შეფასება და საერთოდ, მონიტორინგზე, რადგან ბაზებზე მიდის მუშაობა, ძალიან დიდ ადამიანური რესურსი იხარჯება.

პოლიტიკურ პარტიებსა და მოსახლეობას ეს არ აინტერსებს. მათ აინტერესებთ, რამდენად ობიექტური იქნება საარჩევნო სიები. უკეთეს სიას მივიღებთ?
-თავისთავად ცხადია, ასეა. მეც მაგას ვამბობ. საბოლოო შედეგი იქნება ამსახველი იმისა, მოხდა თუ – არა, რეალურად გადამოწმება ამომრჩეველთა ერთიანი სიისა. მთელი ამ პროცესის მიზანიც, სწორედ, ეს იყო, რომ უკეთესი ყოფილიყო სიები. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უკეთესი იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოვა, რომ დავხარჯეთ კოლოსალური ფინანსები და ადამიანური რესურსი. წინ გადადგმული ნაბიჯია, ნამდვილად, ის სამუშაო, რაც დღეს წარმოადგინა ცესკომ, შემდეგი ნაბიჯი იქნება არჩევნებზე გვქონდეს კარგი სიები. სამაგიდო სიებს რაც შეეხება, ის კედლის სიების იდენტური უნდა იყოს. შევეცდებით, გადავამოწმოთ და მოვახდინოთ დემონსტრირება, შეესაბამება, თუ – არა, ისინი ერთმანეთს”.

კედლისა და სამაგიდო სიების პრობლემა კვლავ აქტუალურია. არავინ იცის, გაპიარებული საარჩევნო პროცესის ფონზე, დაემთხვევა, თუ - არა ერთმანეთს სია, რომელიც, ყველას საჩვენებლად, კედელზეა გამოკრული და ის სია, რომელშიც, არჩევნების დროს, ამომრჩეველი, თავისი გვარის გასწვრივ, ხელს მოაწერს. ეს სამაგიდო სიები, არჩევნების შემდეგ უბნებში ილუქება, მიდის საოლქოში, იქიდან – ცესკოში. შემდეგ კი, მისი გახსნის უფლება ოპოზიციურ პარტიებს აღარ აქვთ.

წლების განმავლობაში, ჯერ “მოქალაქეთა კავშირი”, შემდეგ კი “ნაციონალური მოძრაობა”, სწორედ, ამ სამაგიდო სიების მონაცემების “გაბერვაში” იყვნენ ეჭვმიტანილები. ხმების “გასაპრავებლად” სამაგიდო სიებში წერენ ისეთ ამომრჩევლებს, რომლებიც კედელზე გაკრულ სიებში არ ფიგურირებენ და ამით ზრდიან მათი მომხრე ამომრჩევლის რაოდენობასო. ვირტუალური ამომრჩევლის ნაცვლადაც ხელსაც თავად აწერდენო – ჩივიან ოპოზიციური პარტიები.

აქამდე, რადგან ჯერ სიების ფორმირება მიდიოდა, პარტიები სამაგიდო სიებზე ყურადღებას არ ამახვილებდნენ. 26 აპრილის შემდეგ კი, როცა კედლის სიებს გამოაკრავს ცესკო (სადაც პარტიების შეტანილი დარღვევები გათვალისწინებული უნდა იყოს), ალბათ, ისინი, ხარატიშვილის წინაშე ამ საკითხსაც უფრო მწვავედ დასვამენ. გუშინ, “ქორთიარდ მარიოტში” ხარატიშვილი ამტკიცებდა, რომ ორივე სია იდენტური იქნება, მაგრამ როგორ მოხდება მათი იდენტურობის დადგენა, ეს საკითხი ჯერ კიდევ გასარკვევია.

ერთი თვის წინათ, პრესა.გე-თვის მიცემულ ინტერვიუში სამაგიდო სიების გაკონტროლების საშუალებად ხარატიშვილი საკმაოდ საინტერესო წინადადებას აყენებდა: “სიები ფორმირდება, ამოიბეჭდება და გადაიგზავნება რეგიონებში... ამ დროს ვიდეოკამერებით, ნებისმიერი რაოდენობის ადამიანები, დავადგეთ თავზე ამობეჭვდის პროცესს. ორი პრინტერია, ბოლო-ბოლო. ვუყუროთ ბეჭდვას, ხელი მოვაწეროთ სუყველამ და ისე გავაგზავნოთ უბნებში, რომ მერე, 3 5000-ვე უბანში, დამატებითი პროცედურები არ ჩავატაროთ. აქვე მოვაწეროთ ხელი, გავაკონტროლოთ და გაკონტროლებული გავუშვათ ის სამაგიდო სიები. რაღაც ასეთი მარტივი პროცედურა შევიმუშავოთ, ვიდრე ფოტოგადაღებაა. ჯერ ოპოზიციასთან ასეთ დეტალებზე არ მილაპარაკია. მთავარი ჩემთვის ისაა, რომ ძირითადი ტვირთი გადმოვიდეს ცესკოზე, ვიდრე - რეგიონებზე. მაგის რესურსი რეგიონებში, რომ ვინმე ამას გააკეთებს და მოფიქრებულად დაასაბუთებს, არ არის. ოქმებს ვერ ავსებენ ხოლმე, ძალიან ხშირად. 5-6 ციფრია ჩასაწერი და იმას ვერ აჯამებენ, მერე იწყება წივილ-კივილი და უბედურება. მაგათ რაღაც ფუნქციები რომ დავუმატო, უფრო რთულად წავა ყველაფერი”.

ვნახოთ, ამ ორი სიის გაკონტროლების რა მეთოდზე შეთანხმდებიან ცესკო და პოლიტიკური ორგანიზაციები.

მანამდე კი, ერთი საშიში ტენდენცია უკვე გამოიკვეთა. ცესკოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადმოუგზავნა იმ ადამიანთა 165 ათასიანი სია, ვინც 1 იანვრამდე საზღვარგარეთ იყო გასული. 15 აპრილისთვის კი, ცესკოში ამავე სამინისტროდან გადმოიგზავნა 44 ათასი მოქალაქის სია, რომლებიც ქვეყანაში დაბრუნდნენ. ცესკოს თავმჯდომარე ვარაუდობს, რომ ისინი დროებით იყვნენ ქვეყნიდან გასულები და 15 აპრილისთვის უკან დაბრუნდნენ, ამიტომ დღევანდელი მონაცემებით, 165 ათასის ნაცვლად, 121 ათას ადამიანს მიეწერება სიებში - “გასულია საზღვარგარეთ”. საეჭვო ისაა, რომ 44 ათასი კაცი - სამ თვეში, როგორ მობრუნდა ასე ერთიანად უკან, თანაც მაშინ, როცა პარტიებმა სიების მონიტორინგი 10 აპრილს დაასრულეს? შაინტერსოა ისიც, გაიზრდება, თუ – არა, მათი რიცხვი, ამომრჩეველთა ერთიანი სიების საბოლოო ფორმირებამდე?


http://presa.ge/index.php?text=news&i=10352
14:23 20.04.2010
kote-1962
ზესტაფონი და ჭიათურა დიდი გაფიცვისთვის ემზადება

[დავით კირვალიძე]


საქართველოში მუდმივად მატულობს პრეტენზიები, რომელსაც დაქირავებულები აშკარად და დაუფარვად გამოხატავენ. განსაკუთრებით აქტიურობენ ის ადამიანები, რომლებიც სიცოცხლისთვის საშიშ ადგილებზე მუშაობენ, მაგრამ ელემენტარული სამუშაო პირობებიც კი, არ აქვთ შექმნილი. ჯერჯერობით მხოლოდ გამაფრთხილებელი აქცია გაიმართა. სამომავლოდ კი, პერმანენტული გაფიცვაც იგეგმება.

ზესტაფონსა და ჭიათურაში საწარმოების მუშაკთა გამაფრთხილებელი გაფიცვა გაიმართა. ზესტაფონისგან განსხვავებით გამაფრთხილებელმა გაფიცვამ ჭიათურაში ექსცესებით ჩაიარა.

პროკავშირების ინფორმაციით, გაფიცვის დაწყებისთანავე, პატარიძის სახელობის მაღაროში, სადაც პროფკავშირების აქტივისტი მერაბ იაკობიძე მუშაობს, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთა თანხლებით მაღაროს დირექტორი ნუგზარ ჯოხაძე შევიდა. მან ჩააკეტინა მაღაროს გასასვლელები, მერაბ იაკობიძე მაღაროდან გამოათრია და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანასა და ჭიათურის მაღაროებში გამაფრთხილებელი გაფიცვა ორი საათს გრძელდებოდა. ამ ხნის განმავლობაში გაჩერებული იყო ფეროშენადნობთა ქარხნის ყველა ძირითადი საამქრო. გამაფრთხილებელი გაფიცვა ზესტაფონში, ქარხნის სამმართველოს წინ და ჭიათურაში, მაღაროთა ტრესტის წინ გაიმართა.

ზესატაფონსა და ჭიათურაში გამართული გამაფრთხილებელი გაფიცვის მიზეზი მოქმედ საწარმოებში არსებული მძიმე შრომითი პირობები და სამსახურებიდან ადამიანების პროფკავშირული ნიშნით გათავისუფლება გახდა. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პროფკავშირები ორი დღის განმავლობაში დაელოდებიან “ჯორჯიან მანგანეზის” ხელმძღვანელობის პასუხს, შემდეგ კი ორკვირიანი გაფიცვის დაწყებასაც არ გამორიცხავენ.

აქცია საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების, საქართველოს მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის, იმერეთის მეტალურგთა და სამთო მრეწველთა პროფკავშირის ორგანიზებით ჩატარდა.

სიცოცხლისთვის საშიში პროფესიები საქართველოში, ისევე როგორც დანარჩენ ქვეყნებში, მრავლადაა. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ჩვენთან შრომითი პირობები დღემდე რჩება მოუწესრიგებელი და ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის კომპენსირება, იშვიათი გამონაკლისის გარდა, არ ხდება.

გაერთიანებული პროფესიული კავშირის თავმჯდომარის მოადგილის გოჩა ალექსანდრიას განმარტებით, ასეთია ცეცხლსაშიში საშემდუღებლო სამუშაოები, ფეთქებადი და გაზსაშიში, როდესაც ხდება გაზის სადგურების მონტაჟი. ასევე შედუღება, ან სარემონტო სამუშაოები ნავთობტერმინალებში.

ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნეა მეტალურგიულ ქარხნებში ლითონსადნობ ღუმელებთან მუშაობა, ასევე ქიმიურ წარმოებებში, შახტებსა და მაღაროებში, რომელიც საშიშიც არის და მავნეც. საშიშია აგრეთვე ძალიან ბევრი სამუშაო პროფესიულად, მათ შორის, სამედიცინო და ქიმიურ ლაბორატორიებში მუშაობა.

“კანონით, სახელმწიფოს მხრიდან დაზარალებულის კომპენსაცია არ არის გათვალისწინებული. ერთადერთი, გვაქვს მხოლოდ ჩამონათვალი, რომელსაც არ ახლავს საკომპენსაციო სქემა, ან ვალდებულება დამსაქმებლისადმი. დასაქმებულის დაღუპვის შემთხვევაში, კომპანია ვალდებულია, მოახდინოს კომპენსირება,მაგრამ ეს არ ხდება ავტომატურ რეჟიმში და შემდეგი ეტაპია სასამართლოში გასაჩივრება, რის მაგალითებიც გვაქვს. თუმცა,დაზარალებულთა უმეტესობა ამას ვერ ახერხებს გასაგები მიზეზების გამო. მით უმეტეს თუ დასახიჩრდა და შრომითი შესაძლებლობები წაერთვა», - აცხადებს ალექსანდრია.

ის, რომ ადამიანები სიცოცხლის კომპენსირებას ვერ იღებენ და მათი უფლებები უხეშად დარღვეულია, გახდა მიზეზი, რამაც მაღაროელებს ქუჩაში გამოსვლისკენ უბიძგა. საპროტესტო ტალღისთვის საბაბი მრავლად დაუგროვდათ.

“მაღაროელებს არ აქვს სამედიცინო პუნქტები, დასახიჩრების ფაქტები ხშირია და შეუძლებელი ხდება დროული სამედიცინო დახმარების გაწევა. მუშებს არ აქვთ სპეცტანსაცმელი, უმრავლესობა მეორად მაღაზიებში ნაყიდი ტანსაცმლით მუშაობს. ელემენტარულად, ფანრები არ არის, რის გამოც ტრამვების მიღება ხშირია. გვირაბებს ანათებენ სანთებლებით, რაც წარმოუდგენელია.

“საკვები, რასაც მაღაროელებს აძლევენ, არის უხარისხო. აქ ხშირად გაიგონებთ გამოთქმას, ჩვენი საკვები ძაღლს რომ გადაუგდო, პირს არ დააკარებსო. მდგომარეობას ართულებს სველი წერტილების გაუმართაობა. 2 დუშით 80 ადამიანი სარგებლობს, რაც დაუჯერებელია.

“იყო ისეთი ფაქტიც, ქალმა შვილი დაკარგა მაღაროში, დასაფლავების ხარჯები გაიღეს და ამით დამთავრდა ყველაფერი. არა ადამიანური მოპყრობაა, რამაც ქუჩაში გამოგვიყვანა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მონურ მდგომარეობას თავი დავაღწიოთ და საკუთარი უფლებები დავიცვათ!” - აცხადებენ მაღაროელები.

ექსპერტი ნოდარ კაპანაძე ამბობს, რომ ნებისმიერ ქიმიურ მრეწველობაში, მეტალურგიაში, შახტებსა და სხვა ასეთ დაწესებულებებში საქმიანობა უკავშირდება სიკვდილის ძალიან მაღალ რისკს. შესაბამისად, კომპენსაცია უნდა ხდებოდეს და თუ არ ხდება,ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში შრომითი ურთიერთობები არ არის მოწესრიგებული.

“სამწუხაროდ, დამოკიდებულებაა ისეთი, რომ უფლებები აქვს მხოლოდ დამქირავებელს, ხოლო დაქირავებულს - მოვალეობები. არავინ დაბადებულა იმისთვის, რომ ვიღაც მაგნატს მიუძღვნას საკუთარი ჯანმრთელობა, მით უმეტეს, სიცოცხლე. მოუწესრიგებელი შრომითი ურთიერთობებია, რაც ადამიანებს ველური კაპიტალიზმის პირობებში აყენებს”, - განმარტავს კაპანაძე.


http://presa.ge/index.php?text=news&i=10369
11:20 21.04.2010
kote-1962
კვლევის მიხედვით, ნამცხვრების 80 პროცენტი უვარგისია

[ეკა ბაქრაძე]


15 დასახელების ნამცხვრიდან 12 უვარგისია. საერთოდაც, ყოველი მეორე მომხმარებელი უხარისხო და ვადაგასულ პროდუქტს უჩვის. ნაცხვრების შემდეგ მაწვნის ჯერი დადგება. მომხმარებელთა ფედერაცია დარწმუნებულია, რომ სამომხმარებლო ბაზარზე ამ მხრივაც დიდი დარღვევებია.

მომხმარებელთა ფედერაცია სამომხმარებლო ბაზრის კვლევის შედეგად მორიგ სკანდალურ დასკვნას გამოაქვეყნა. ორგანიზაციამ 15 დასახელების ნამცხვარი შეამოწმა და გაარკვია, რომ სტანდარტებს მხოლოდ 3 აკმაყოფილებს.

ფედერაციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ განსაკუთრებით მძიმე შედეგით კუსტარულად დამზადებული ე. წ. „ეკლერების“ და „ტრუბოჩკების“ ლაბორატორიული კვლევა დამთავრდა, სადაც ჯანმრთელობისთვის საშიში ნაწლავის ჩხირები აღმოჩნდა.

სტანდარტებთან შეუსაბამო აღმოჩნდა სუპერმარკეტებიდან ამოღებული „პრიჩუდა“, „სუდარუშკა“ და რულეტები „ვიბირი მენია“. მომხმარებელთა ფედერაციის განცხადებით, ეს რუსული პროდუქციის ქართული ანალოგია, რომელსაც ეტიკეტზე მითითებული წარწერის მიხედვით შპს „ბლიცსერვისი“ ამზადებს. თუმცა, ეტიკეტი შიგთავსს არ შეესაბამება.

მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარის მადონა კოიძის თქმით, მიკრობიოლოგიური კვლევისათვის თბილისში, სხვადასხვა ადგილას შეძენილ იქნა 15 დასახელების ნამცხვარი, რომლის ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ბევრი მათგანი საჭირო ნორმებსა და სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა.

კოიძის თქმით, უარყოფითი შედეგები მიიღო შემდეგი დასახელების ნამცხვარმა: „ეკლერი“ - მწარმოებელი მანია მიკირტიჩიანი; „ტრუბოჩკა“ - დამამზადებელია უცნობია, შეძენილია მეტროს სადგურ „წერეთლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე; „რულეტი“ - მწარმოებელი შპს „ვიქტორი“, რუსეთი, კრასნოდარის მხარე; „სუდარუშკა“ - დამამზადებელი შპს „ბლიცსერვისი“. ასევე აღნიშნული შპს-ს მიერ წარმოებული „პრიჩუდა“.

საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციამ აგრეთვე, წარმოადგინა დედაქალაქის სხვადასხვა მარკეტში შეძენილი ნამცხვარი, რომელიც იყიდებოდა სამაცივრო დანადგარის გარეშე, ანტისანიტარულ მდგომარეობაში, მანქანის საბარგულიდან, გაურკვეველი სამომხმარებლო ვადებით.

როგორც მადონა კოიძემ განაცხადა, არსებული ვითარებით ქართველი მომხმარებელი დისკრედიტებულია. მისივე თქმით, აუცილებელია სახელმწიფომ სამოქალაქო ბაზარზე კონტროლი აღადგინოს. მისივე თქმით, ქვეყანაში მიკრობიოლოგიური კონტროლი სურსათის უვნებლობის სამსახურს ეკისრება. თუმცა, 2013 წლამდე აღნიშნულმა სამსახურმა სამოქალაქო ბაზარზე კონტროლი გაურკვეველი მიზეზით შეაჩერა.

საქართველოს მომხმარებელთა ფედერაცია აპირებს საზოგადოების ინფორმირებას სხვა სამომხმარებლო სახეობის ვარგისიანობის შესახება. ამასთან, მომხმარებელთა ფედერაცია არ გამორიცხავს, რომ მოქალაქეთა მომართვის საფუძველზე სასამართლო დავებშიც ჩაერთოს.

საინტერესოა, რა გახდა ბაზარზე არსებული პროდუქციაზე მონიტორინგის გააქტიურების მიზეზი? მადონა კოიძე აცხადებს, რომ ამით ისინი საზოგადოების უფრო მეტად ინფორმირებას ცდილობენ.

„რამდენიმე წლის წინათ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მეწარმეს მისცემოდა საშუალება კონტროლის გაუქმებით კორუფციული რგოლები მოეშორებინა. ამით მეწარმეებს დაზოგილი თანხები თავისი პროდუქციის დახვეწისათვის, უვნებლობის სისტემის დანეგრვისა და ხარისხის ამაღლებისათვის უნდა გამოეყენებინა. სამწუხაროდ, ძალიან ბევრმა ეს გადაწყვეტილება არასწორად გაიგო და ჩათვალა,რომ მას ყველაფრის უფლება აქვს. ამიტომაც დაეცა ხარისხი. ცხადია, პროდუქციის ხარისხს მომხმარებელი თავად განსაზღვრავს და მას, თუ არ მოეწონება, მეორედ აღარ შეიძენს ამგვარ პროდუქტს. თუმცა, პრობლემა ისაა, რომ რეალურად კონტროლი არ არსებობს. ჩვენ კი, ვცდილობთ ისეთ პროდუქტზე მივაწოდოთ საზოგადოებას ინფორმაცია, რომლის ხარისხი მხოლოდ გარეგნული დათვალიერებით არ ჩანს», - დასძინა კოიძემ.

http://presa.ge/index.php?text=news&i=10370
11:52 21.04.2010
kote-1962
19-04-2010
"სულმოკლე ადამიანების დიდ სკამზე დაჯდომას ათასი უბედურება მოსდევს"
"ხელისუფლებაში შიშია გამეფებული"

"გადაცემასაც გავაკეთებ. იქნება ახალი სიმღერები და ლექსებიც"

"გაკოტრებულია ქართული სახელმწიფოებრიობა და ქართული სახელმწიფო ინსტიტუტები, გასხვისებულია საქართველოს სიმდიდრეები, დაქცეულია ქართული ეკონომიკა, საშუალო და მცირე ბიზნესის უმრავლესობა და დიდი ბიზნესი ტერორშია; გაკოტრებულია ქართული თუ არაქართული ოჯახების უმრავლესობა; ზღვარი გადის სიგიჟესა და ნორმალურობას შორის; გაშმაგებით ებრძვიან ქართულ ფასეულობებს, კონკრეტულად კი ეკლესიას, ხოლო სახელმწიფო მედია ქცეულია სიცრუის, ცილისწამებისა და ადამიანთა მასობრივი განადგურების იარაღად.

ქვეყანამ გეოპოლიტიკური ფუნქცია დაკარგა; გათითოკაცებული და დაპირისპირებულია ხალხი და უსამართლობა ზეიმობს, ოპოზიციურმა პოლიტიკურმა სპექტრმა ვერ შეაფასა ის, რომ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, ჰყავს მტერი - სააკაშვილის, მერაბიშვილის, უგულავასა და სხვათა შექმნილი რეჟიმი", - განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ, რომელმაც მერის არჩევნებში თავისი კანდიდატურის წამოყენებაზე უარი თქვა, მაგრამ ბრძოლას აპირებს, ისევე როგორც მისი ძმა გია გაჩეჩილაძე ("უცნობი").

გულზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ "უცნობმა" პირველი ინტერვიუ "კვირის პალიტრას" მისცა. უპირველესად მისი ჯანმრთელობით დავინტერესდით:


- ოპერაციის შემდგომ სარეაბილიტაციო პერიოდი გავიარე და უკვე კარგად ვარ. მინდა ყველა დავამშვიდო, - ჯანმრთელად ვარ და ძველებური, ჩვეული შემართებით გავაგრძელებ ბრძოლას.

გული მანამდე არ მაწუხებდა, იმ დღეს, როცა მოდელირებული "ქრონიკა" ეთერში გავიდა ბევრი გახდა ცუდად. მე საგურამოში ვიყავი. უცებ გამოცვივდნენ ოთახიდან ატირებული ქალები და შოკის მომგვრელი რამ მითხრეს. არ მინდა ვინმეს რამე დავაბრალო, მაგრამ მარტო მე ხომ არ მომსვლია ეს ამბავი, საქართველოში შექმნილ ვითარებას ძალიან განვიცდი.

- მაყურებელს მოულოდნელად დაემშვიდობეთ. ვინც ისევ ელის ეკრანზე თქვენს გამოჩენას, რას ეტყვით?
- ყველაფერს უცბად, ექსპრომტად ვაკეთებ. თუმც თქვენს მკითხველს ვეტყვი, რომ ბრძოლას გავაგრძელებ ძალიან საინტერესო ამბებით და არა პროექტებით. რა ამბები იქნება და როგორ მივაწვდი საზოგადოებას, ამას არ დავაკონკრეტებ.

გადაცემასაც გავაკეთებ. იქნება ახალი სიმღერები და ლექსებიც. სიახლეებს შევთავაზებ მაყურებელსაც და რადიომსმენელსაც. ჩემს შემოქმედებაში იმ სატკივარზეა ლაპარაკი, რომელიც ბოლო წლებია გვაწუხებს.

სანამ ჩვენს სამშობლოში შიდა მტერია გამეფებული, ბრძოლას არ შევწყვეტ. "კავკასიური ცარცის წრე" ჩვენს ქვეყანაში გათამაშდა. ორი იმპერია ცდილობს საქართველოს გაგლეჯას. ამიტომაც ყველა ღირსეული ქართველის ამოცანაა, ამ ბეწვის ხიდზე გასავლელად ოქროს შუალედი მოვძებნოთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში არ გავხდებით რუსულის აშკარა და ამერიკული შეფუთული აგრესიის მსხვერპლნი.

უნდა ვეცადოთ, შთამომავლობას ისეთი ქვეყანა დავუტოვოთ, რომელზეც ჩვენს წინაპრებს უოცნებიათ და ჩვენც ვოცნებობთ. შეგვიძლია და უნდა მოვიპოვოთ უფლება, რომ ჩვენს სამშობლოში თავად ვწყვეტდეთ ყველაფერს. თუ ხალხი მოწოდების სიმაღლეზე იქნება და თავის ქვეყანას არ დათმობს, ყველაფერს შევძლებთ. თუ ბრძოლა შევწყვიტეთ, სამზარეულოში ჩავიკეტეთ და მხოლოდ ესა თუ ის პოლიტიკური მოვლენა გავჭორეთ, ცხადია, აღარავინ არაფერს შეგვეკითხება.

- არის კი საზოგადოება მოწოდების სიმაღლეზე?
- გეტყვით, რაც მწყინს: როდესაც ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის იბრძვი, არ უნდა აყვედრიდე ვინმეს, მიტინგზე მოვედი, შენი გულისთვის ქუჩაში ვიდექიო. მიტინგზე არავინ არავის გულისთვის არ უნდა მიდიოდეს. ვინმეს ჰგონია, საკანში ჯდომა ან მიტინგზე სიარული მეხალისება? ჩემთვის ეს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაა, რომელსაც ბოლომდე მივიყვან, სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს.

ხალხისა და პოლიტიკოსების ბრძოლას სხვადასხვა მოტივი აქვს. ხალხი უანგაროა, ცდილობს, სამშობლო გამოჰგლიჯოს მტრადქცეულ ხელისუფლებას, პოლიტიკოსები კი საკრებულოში ადგილებისთვის ან პოლიტიკაში ტივტივისთვის იბრძვიან. შეცდომა სწორედ ისაა, რომ ერთსულოვანი არა ვართ.

საერთო მტერთან საბრძოლველად ერთად უნდა დავდგეთ. შეხედეთ ნაციონალებს. შიგნით ერთი ამბავი აქვთ და როდესაც საერთო მტერი - ხალხი შეუტევთ, ერთიანდებიან. ერთიანდებიან, როდესაც გარედან გრძნობენ საფრთხეს.

არ მინდა ვინმე გავაქილიკო, მაგრამ ფაქტია, ზოგიერთ პოლიტიკოსს სულ სხვა ინტერესი აღმოაჩნდა, ვიდრე იმ ხალხს, რომელიც სამი წლის განმავლობაში იბრძოდა. როდესაც ყველას თავისი ინტერესი ამოძრავებს, ბოდიში და, თავისი ვირის მიბმა უნდა, ვირს კი მიაბამენ, მაგრამ საერთო საქმე არ გამოუვათ.

ამ ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების იმედი არა მაქვს, მაგრამ არ უნდა დავუკარგოთ და გავუფლანგოთ ხალხს სისხლისა და ოფლის ფასად მოპოვებული მერის არჩევნები. ჯერ არ გადამწურვია იმედი, ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ამიტომაც ბრძოლა არ უნდა შევწყვიტოთ.

- თქვენმა ძმამ, ლევან გაჩეჩილაძემ უარი თქვა მერის არჩევნებში მონაწილეობაზე, მაგრამ მანამდე ითქვა, რომ მისი კანდიდატურის დასახელებას ირაკლი ოქრუაშვილი აპირებდა, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკება საფრანგეთში გაიმართა.
- ეს საკითხი არც იდეაში ყოფილა და არც ოდესმე განხილულა. ტელევიზიები ცდილობენ ასეთი აბსურდული ვერსიებით გამოუტენონ თავი ხალხს.
ლევანი გუნდური წესებით მოთამაშე კაცია. იცის, რომ ერთიანობის გარეშე გამარჯვება შეუძლებელია და ამიტომაც არ წამოაყენა თავისი კანდიდატურა. არც სხვას შეუშლის ხელს, რომ წავიდეს არჩევნებზე და ცხვირი დაარტყას.

- ანუ ოპოზიცია 30 მაისს "ცხვირს დაარტყამს"?
- უსათუოდ. ეს განწირული სვლაა.

- და ამას ვერ აცნობიერებენ?
- არიან პოლიტიკოსები, რომელთაც ხელისუფლებაში მოსვლა კი არა, პოლიტიკური ტივტივი უნდათ და არჩევნები ამის საშუალებას აძლევთ. როდესაც პოლიტიკოსს არ უნდა, ხელისუფლებაში მოვიდეს და პოლიტიკოსობა სამსახურად აქვს, რათა "პაპკითა" და "ზაპონკებით" იაროს, ცხადია, ვერასოდეს მოვა ხელისუფლებაში. საქართველოში თეთრი ხელთათმანებით ხელისუფლებას ვერ შეცვლი.

- ანუ ისევ იმ ყბადაღებულ ჭექა-ქუხილზე მიანიშნებთ?
- რა არის ცუდი ჭექა-ქუხილში? როდესაც გადაუღებლად წვიმს, მას ბუნებრივად სდევს ჭექა-ქუხილი. მეტყვის ვინმე, რომ საქართველოში წვიმამ გადაიღო? თუ ჭექა-ქუხილში ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლის სურვილს ხედავენ, ცდებიან. ხელისუფლების ძალისმიერად შეცვლა რომ მნდომოდა, სამი წლის განმავლობაში შევეცდებოდი.

90-იან წლებშიც კი, როდესაც ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და ძარღვებში სისხლი მიჩქეფდა, ხელი არ მოვკიდე იარაღს და საქართველოს გავეცალე. ბოლო დროსაც არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ძალადობრივად და იარაღით არაფრის გაკეთებას ვაპირებდით, მაგრამ ჩვენ ხომ დაუნახავი ხელისუფალი გვყავს. ნაცვლად იმისა, ოპოზიციის სახელმწიფოებრივი აზროვნება აღიაროს, აცხადებს, ოპოზიცია გაფარჩაკდაო.

ჩვენ ყველა გზა გავიარეთ: არჩევნების, სამების, აქციებისა და შიმშილობის გზაც. შემდგომში რა გზას დავადგებით, ამას ხალხი გადაწყვეტს. ხალხის არჩეულ გზას უნდა გავყვეთ და არა იმას, რომელზე სიარულსაც ვიღაც პოლიტიკოსი გადაწყვეტს. ხალხი ისეთ მდგომარეობაშია, თუ მის გულისთქმას არ მივყევით, ჩვენც გადაგვთელავს, არც ხელისუფლებას დაინდობს და არც ოპოზიციას.

არ ვიცი, რას ფიქრობს სააკაშვილი, რომელსაც აბსოლუტურად არ ესმის ხალხის მდგომარეობა და ყოველ დილით ერთი აზრით იღვიძებს, ეს დღე გადავაგოროო. ამ კაცს სულაც არ აღელვებს მისი მმართველობის მერე ამ ქვეყანაში ქვა ქვაზე თუ დარჩება. 2004 წელს ამხელა სიყვარულითა და მხარდაჭერით ხელისუფლებაში მოსულ კაცს როგორ შეიძლებოდა ასეთ დღეში ჩაეგდო ქვეყანა და ხალხი.

უბედურება ისაა, რომ საქართველოსა და საკუთარ თავს აიგივებს. ვერ ხვდება, რომ უფლის უდიდესი საჩუქარი და წყალობაა, საქართველოში რომ დაიბადა. როდესაც დიდ სავარძელზე დიდი ადამიანები სხდებიან, თავში არ უვარდებათ, პატარა კაცების, სულმოკლე ადამიანების დიდ სკამზე დაჯდომას კი ათასი უბედურება მოსდევს.

გახსოვთ, მეფე რიჩარდის სიტყვები: გარეშე მტრების არ მეშინია, შინაურებს უნდა მოვუღო ბოლოო, აი, ეს არის ხელისუფლის მთავარი ამოცანა, რათა სკამი შეინარჩუნოს. დარწმუნებული ვარ, გულის სიღრმეში იმ ხალხის გაჟლეტა სურს, ვინც ბოლო 3 წელია მას ებრძვის. ხელისუფლებაში შიშია გამეფებული.

მე მაინც იმედიანად ვარ, რადგან საქართველო სასწაულების ქვეყანაა და არასოდეს განვითარებულა ლოგიკურად. ქართველებიც ნიჭიერი, იმპულსური ხალხი ვართ.

მჯერა, სასწაულების ქვეყანაში მცხოვრებ ამ ნიჭიერ ხალხს უფალი კიდევ მოუვლენს სასწაულს და გამოვალთ ამ გაუსაძლისი ყოფიდან.
ერთხელ პატრიარქთან მივედი და დავიჩივლე, კარგის გაკეთება მინდა და ყველაფერი ცუდად მიბრუნდება, ხან ჭორის, ხანაც სატელევიზიო ბრალდებების სახით-მეთქი. მომისმინა და ეგ არის ცხონებაო. ამ ერთი სიტყვით გამაბედნიერა. ყველაფერი კარგად იქნება. უარეს დღეშიც ვყოფილვართ და გაგვიძლია, კიდევ გავუძლებთ.
იზო რიკაძე
kote-1962
19-04-2010
"შესაძლოა, არჩევნებმა სიურპრიზი მოუწყოს ყველას, როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას"
"ეჭვის ლაქას კატინის ტრაგედიის გამო რუსეთი ძალიან დიდხანს ვერ მოიშორებს"

დასავლეთის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება სწორედ რუსეთისგან საქართველოს დაჩაგვრამ განაპირობა


"პალიტრას" დაბადების დღე აქვს - ჩვენს გამოცემას თხუთმეტი წელი შეუსრულდა. სიტყვა "ჩვენში" კი მკითხველიც იგულისხმება და რედაქციაც და რომ ამ ფრაზაში არაფერია ეპატაჟური, ამას, სულ ცოტა, ბოლო ათი წლის განმავლობაში ჩატარებული გამოკითხვები ადასტურებს. "კვირის პალიტრის" ლიდერობა, ალბათ, ერთ-ერთი საკითხია იმ მცირეთაგან, რაშიც ამ არცთუ მცირე დროის განმავლობაში "პოზიციაც" და ოპოზიციაც, "დასავლეთიც" და "ჩრდილოეთიც", საზოგადოება, რწმენისა და სოციალური წარმომავლობის მიუხედავად, ერთმანეთს უპირობოდ ეთანხმებოდნენ...

"პალიტრასთან" ათწლიანი თანამშრომლობა მაკავშირებს. ამ ხნის განმავლობაში რამდენიმე ტელევიზიის ყველაზე მაღალრეიტინგულ გადაცემებში მომიხდა მუშაობა და ყველგან ერთადერთი პირობით მივდიოდი - "კვირის პალიტრაში" წერისთვის თავი არ უნდა დამენებებინა. როგორც წესი, მთანხმდებოდნენ და დღეს ეს გადაცემები "ტელეისტორიის" საკუთრება გახდა, მე კი კვლავ "პალიტრაში" ვრჩები და ასეც გაგრძელდება, რადგან გულწრფელად გეტყვით იმას, რასაც გაოცებულ ტელეკოლეგებს ვპასუხობდი ამ ათი წლის განმავლობაში, როცა მეკითხებოდნენ, გაზეთში რატომღა რჩებიო: "პალიტრა" ჩემთვის უფრო მეტია, ვიდრე გაზეთი.

ვფიქრობ, მკითხველისთვისაც ასეა - "პალიტრას" ხომ პუბლიკაციებთან ერთად ბევრი ორიგინალური პროექტიც უკავშირდება. მარტო სააღდგომოდ იერუსალიმიდან სანთლების ჩამოტანის ან "მომავლის გზავნილის" გახსენებაც კმარა... გახსენებაზე გამახსენდა და, ამ ხუთიოდე წლის წინ ამერიკაში გახლდით სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამით. სხვებთან ერთად "ჰიუმან რაითს ვოჩის" სათავო ოფისის დირექტორსაც შევხვდი. რაღაცას ჰყვებოდა მიღწევებსა და პერსპექტივებზე, მე კი ჟურნალების მაგიდიდან ადამიანის უფლებათა დაცვის წლიურმა რეიტინგმა მომჭრა თვალი და თვალიერებისას შემთხვევით იმ ადგილას გადავფურცლე, სადაც ქართულ მედიაზე იყო ლაპარაკი. ექსპერტები აღნიშნავდნენ, რომ "კვირის პალიტრის" ნდობის ვოტუმი არა მხოლოდ საქართველოში, საზოგადოდ, რეგიონის მედიაშიც პროცენტულად ყველაზე მაღალია.

მასპინძელმა უყურადღებობა შემამჩნია და მის გამოხედვას თავდაჯერებით შევაგებე, უკაცრავად, ჩემს გაზეთზე დაგიწერიათ და თვალი მომტაცა-მეთქი. ჯერ ბუკლეტს ჩახედა, მერე კი აღფრთოვანებულმა ჩამომართვა ხელი, თქვენი რეიტინგი რეგიონის მასშტაბით უპრეცედენტოაო(!)...

ისღა დამრჩენია, გულწრფელი მადლობა გითხრა, მკითხველო, ამ ნდობისთვის. აქვე ხუმრობანარევი სიამაყით დავძენ, რომ მადლიერების გრძნობა გამიორმაგდა, როდესაც გასულ წელს თქვენი მონა-მორჩილი წლის საუკეთესო ჟურნალისტად დაასახელეთ და ეს გრძნობა გამისამმაგდა, "პალიტრის" წიაღში კიდევ ერთი "პირადი" მიღწევის ამბავი რომ შევიტყვე, - რუბრიკებს შორის "კვირის მთავარი თემა" პირველ ადგილზე გასულა...

ახლა კი ჩვეულ საქმესაც მივხედოთ, თუმცა საუბარი არცთუ ჩვეულებრივ მოვლენებზე მოგვიწევს.

გასული საუკუნის ოცდაათიან წლებში დატრიალებული კატინის ტრაგედია იმის შედეგი იყო, რომ პოლონეთი აგრესორების პირისპირ მარტო აღმოჩნდა. სიმბოლურია, რომ ამის შემდეგ პოლონეთის ისტორიაში ყველაზე შემზარავი ტრაგედია კვლავ კატინს დაუკავშირდა... და, ალბათ, ერთგვარად სიმბოლურია ისიც, რომ კაჩინსკისა და მასთან ერთად დაღუპული პოლიტელიტის დაკრძალვაზეც პოლონეთი ისევ მარტო დარჩა - ამჯერად მეტეოროლოგიური პირობების გამო დაკრძალვაზე ჩასვლა სახელმწიფო მეთაურთა დიდმა უმრავლესობამ ვერ მოახერხა...

ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ვესაუბრეთ. ბატონმა რამაზმა ინტერვიუ იუბილარზე საუბრით დაიწყო:

- "კვირის პალიტრა" მაშინ გავიცანი, როდესაც არცთუ დიდი დრო იყო გასული პირველი ნომრის გამოსვლიდან. საინტერესოა, რომ გაცნობა რეიტინგების მეშვეობით მოხდა. მაშინ ყველას ყურადღება მიიქცია იმ ფაქტმა, რომ ახალგამოსულმა გაზეთმა იმდროინდელი ძალზე რეიტინგული გამოცემები მალევე ჩამოიტოვა უკან.

ეს ტენდენცია დღესაც ძალაშია და ძალაში რჩება კიდევ ერთი, ჩემი აზრით, არანაკლებ საინტერესო ტენდენცია: "კვირის პალიტრა" მკითხველს ბეჭდვითი მედიისთვის დამახასიათებელი, ჩვეული ხერხებით არ იზიდავს - ანუ, მისი რეიტინგი არ არის დამოკიდებული ჰოროსკოპებზე, მყვირალა და სკანდალურ სათაურებსა და სტატიებზე; მისი რეიტინგი არც ოპერატიულობაზეა დამოკიდებული, რაკიღა გაზეთი ყოველკვირეულია.

ასე რომ, იმ გასაღების პოვნა თუ გამოცნობა, რომლის მეშვეობითაც "პალიტრამ" მკითხველის გული მოინადირა, ძალიან ძნელია. რთული სისტემა, რომელიც "კვირის პალიტრამ" მკითხველს შესთავაზა, ძალზე მრავალფეროვანია და მოიცავს აკადემიურობასაც, ყოფითი ამბების თხრობასაც, გართობასაც. რაც მთავარია, რედაქცია ყველა ამ მიმართულებით კარგად ახერხებს მკითხველის გემოვნების დაკმაყოფილებას. ღმერთმა ხელი მოუმართოს... წინსვლასა და კიდევ უფრო განვითარებას გისურვებთ...

- "კომპეტენტური შექებისთვის" დიდი მადლობა, ახლა კი ჩვეულ ამპლუას დავუბრუნდეთ. გასულ კვირას მედვედევის განცხადებამ, ყირგიზეთის სცენარის სხვა ქვეყნებში შესაძლო განვითარების თაობაზე, ქართველ ექსპერტთა და პოლიტიკოსთა ერთი ნაწილი დააეჭვა. როგორ ფიქრობთ, შესაძლოა, რომ ეს მუქარანარევი პროგნოზი საქართველოს უკავშირდებოდეს?
- ალბათ, გამორიცხვა იმისა, რომ საქართველოს გულისხმობდნენ, ძნელია, მით უმეტეს, რუსულ-ქართული ურთიერთობიდან გამომდინარე. თუმც მაინც მეეჭვება, ამ შემთხვევაში საქართველო ყოფილიყო სამიზნე. თუ დავუშვებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტის ნათქვამი დემაგოგიური იყო, რაც რუსეთისგან კარგა ხანია აღარ გვიკვირს და რომლის ხელისუფალთა ლექსიკა მხოლოდ აქეთ არის მიმართული, მაშინ ეს იყო ქართველ მოსახლეობაში შიშისა და საფრთხის არასასიამოვნო ასოციაციის შექმნის კიდევ ერთი ცდა.

შესაძლოა, ეს ყველაფერი მხოლოდ ჯიბრით ითქვა; მაგრამ თუ დავუშვებთ, რომ მედვედევის ნათქვამს პირდაპირი ადრესატი ჰყავდა, მაშინ არა მგონია, მაინცდამაინც საქართველო იყოს ისეთი ქვეყანა, რომელთანაც რუსეთს ამ პერსპექტივით ლაპარაკი და ურთიერთობა გაუვა, უფრო სწორად, აზრიანი და შედეგიანი პროცესის წარმართვას შეძლებს. რუსეთმა ჩვენზე კარგად იცის, რომ მიუხედავად მრავალი მიტინგისა და გამოსვლისა საქართველოში, ამ პროცესში მონაწილე არც ერთი პოლიტიკოსი რუსეთს არ ამართლებს.

აკრიტიკებენ ხელისუფლებას ცუდად დაგეგმილი თუ განვითარებული პროცესების გამო, მაგრამ ჯერ არავის უთქვამს, რომ აგვისტოს ომში რუსეთი მართალი იყო და საქართველო - მტყუანი, როგორც რუსული პროპაგანდისტული მანქანა ამტკიცებს. ასე რომ, ვეჭვობ, ასეთი განზრახვის შემთხვევაშიც კი მისი ხორცშესხმის რეალური საფუძველი და ნიადაგი არსებობდეს...

- მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ბოლო დროს მოსკოვთან დამეგობრებულ ქართველ პოლიტიკოსებს სულ უფრო ხშირად მოჰყავთ არგუმენტად ქართველი ხალხის აზრი ნატოში გაწევრებაზე, რაც რუსეთის სასარგებლოდ არის შეცვლილი...
- თუ სოციოლოგებს დავეკითხებით, ნატოს მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება ნამდვილად არის, ოღონდ არა რუსეთIზე პოზიტიური აზრის გაჩენის ხარჯზე. ანუ, ნატოს გაკრიტიკებამ იმიტომაც იმძლავრა, რომ ქართველმა დასავლეთის მხოლოდ სიტყვიერი მხარდაჭერით თავი დაცულად ვერ იგრძნო. სიტყვა დარჩა სიტყვად და საქართველოს დამარცხებული ქვეყნის ბედი ერგო, შესაბამისი შედეგებითა და დანაკარგით. ცხადია, ეს საკმაო მიზეზია იმისათვის, რომ მოსახლეობას დასავლეთის იმედი გასცრუებოდა.

თუმც ძალიან მეეჭვება ეს იმიტომ ხდებოდეს, რომ რუსეთის გავლენა და ძალა საქართველოში გაიზარდა. პირიქით, როგორც გითხარით, დასავლეთის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება სწორედ რუსეთისგან საქართველოს დაჩაგვრამ განაპირობა და შესაძლოა, შემცირდა ის ავტომატური ნდობაც, რაც ხალხში არსებობდა, რომ დასავლეთი ყოველთვის შეძლებდა ჩვენს დაცვას. სწორედ შეძლებაზეა აქ ლაპარაკი და არა მონდომებაზე...

დასავლეთს რომ ჩვენი დაცვა უნდა, ამაზე არ კამათობენ. საკითხავი ის არის, შეძლებს თუ არა ჩვენს დაცვას რუსული აგრესიისგან ნატო და საზოგადოდ, დასავლეთი. ესაა და ეს. სხვაგვარი მსჯელობა, რომ რუსეთი მართალია და ნატო არაფერში გვჭირდება, რუსეთზე ავიღოთ ორიენტაცია და ბედნიერად ვიცხოვრებთო, მხოლოდ უსაფუძვლო დემაგოგიაა. თუმცაღა, არაერთი ქვეყნის პოლიტიკურ ელიტას აქვს ასეთი მიდგომა და მას მოსახლეობაც მხარს უჭერს.

- რაც შეეხება ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენას უახლოეს მომავალში. სოციოლოგები ამბობდნენ, რომ თუ ოპოზიცია კოორდინირებასა და საარჩევნო კამპანიაში ჩართვას ასეთი ტემპით გააგრძელებდა, ხელისუფლებას არჩევნების მოსაგებად გაყალბება აღარ დასჭირდებოდა. როგორ ფიქრობთ, განმტკიცდა ეს მოსაზრება თუ ვითარება შეიცვალა?
- მეც ვიყავი ერთ-ერთი მათგანი, ვისაც მიაჩნდა, რომ ხელისუფლებამ შეიძლება სავსებით მშვიდობიანად მიაღწიოს მიზანს, არჩევნებში გაიმარჯვოს, იმდენად მაღალია უგულავას რეიტინგი-მეთქი. ამას ყველა, ოპოზიციური თუ სახელისუფლებო გამოკვლევაც ადასტურებს. მაგრამ არის ერთი ნიუანსი, რომელიც, ჩემდა გასაკვირად, ძალიან დიდხანს შერჩა სოციოლოგიურ გამოკვლევებს. ეს არის ამომრჩეველთა ის კატეგორია, რომელსაც არა აქვს გადაწყვეტილი, ვის დაუჭერს მხარს. თუ ეს ნაწილი ძალიან დიდხანს იქნა ამომრჩეველთა ერთი მეოთხედის ტოლი ან მასზე მეტი, შესაძლოა, არჩევნებმა სიურპირზი მოუწყოს ყველას, როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციასაც, რადგან ეს მერყევი ნაწილი საით გადაიხრება, არავინ იცის.

- ლევან გაჩეჩილაძემ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა და საინტერესოა, რომ ეს გადაწყვეტილება არავის სასარგებლოდ არ მიუღია. ყოველ შემთხვევაში, გაჩეჩილაძემ ნათლად თქვა, რომ არჩევნებში არც ერთY პოლიტიკურ ძალას არ მიემხრობა.
- მე, მაგალითად, სავსებით გონივრულად მეჩვენება მისი პოზიცია, რომ არავის მიემხრობა, რადგან ოპოზიციურ კანდიდატებში, რომლებიც ერთმანეთთან დაპირისპირებული არიან, ბევრია ისეთი, ვისაც გაჩეჩილაძე პატივს სცემს და მეგობრობს. ამიტომაც მისთვის ყველაზე მომგებიანი იქნებოდა, არჩეულიყო საერთო კანდიდატი.

რაკიღა ეს ვერ მოხერხდა, ყველაზე ადამიანური იქნებოდა, თუ უარს იტყოდა ვინმესთვის უპირატესობის მინიჭებაზე, რადგან ეს სხვა, მეორე პოლიტიკოსის ხარჯზე უნდა მომხდარიყო. თუმც, მაინც მგონია, გაჩეჩილაძე ბოლო მომენტამდე ელოდა, რომ მოახერხებდა ან ალასანიას კანდიდატურაზე ყველას დაყოლიებას, ან თავისი კანდიდატურის შეთავაზებას, რადგან მიაჩნია და აქვს კიდეც საფუძველი იფიქროს, რომ თავად, როგორც კანდიდატი, უფრო არსებით შედეგს მიიღებდა, ვიდრე სხვები.

რახან ოპოზიციის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, განზე გადგომა გადაწყვიტა, მით უმეტეს, რომ ეს არ ნიშნავს პოლიტიკისგან განდგომას - კიდევ ბევრი რამ მოხდება მნიშვნელოვანი და გაჩეჩილაძის სიტყვაც და საქმეც კიდევ ბევრჯერ იქნება საჭიროც და წონიანიც. ასეა თუ ისე, ამ ყველაფერში დიდ ტრაგედიას ვერ ვხედავ, თანაც არჩევნებს საკმაოდ წონიანი ძალებიც გაემიჯნენ: ლეიბორისტები, "ფორუმი", ბურჯანაძის მოძრაობა...

- ლეხ კაჩინსკის დაღუპვის თაობაზე პოლონეთის პრესა წერდა, ახლა გლოვის დროა, ცოტა ხანში კი რუსეთისთვის მწვავე კითხვების დასმის დროც დადგებაო. ისიც ფაქტია, რომ პოლონელმა დეპუტატმა და კაჩინსკის თანამოაზრემ რუსეთზე გამოთქმული ბრალდებები არა მხოლოდ უკან წაიღო, დიდი ბოდიშიც მოიხადა... ფაქტია ისიც, რომ "იუთუბის" ვებგვერდზე დადებული ვიდეომასალა, სადაც სმოლენსკში პოლონეთის სამთავრობო თვითმფრინავის დაშვების მცდელობა ჩანდა (და არსად ჩანდა ნისლი) სერვერიდან უკვალოდ გაქრა. როგორ ფიქრობთ, ყოველივე ეს არის ეჭვის საფუძველი?
- ჯერჯერობით ძნელია დასკვნის გამოტანა, მით უმეტეს, რომ ამას დანამდვილებითა და დაზუსტებით ის პირებიც ვერ ახერხებენ, რომლებიც გამოძიებაში არიან ჩართული და უშუალოდ ეცნობიან საქმის მასალებს. ამ შემთხვევაში, ალბათ, მხოლოდ ზოგადი ლოგიკა შეიძლება მოვიშველიოთ, რაკიღა ძნელია, ფაქტობრივ მასალაში შევეჯიბროთ თუნდაც რუს ექსპერტებს.

აი, ამ ზოგადი ლოგიკის თვალსაზრისით კი მაეჭვებს ვერსია, არიქა, ამ ტრაგედიაში რუსეთი მონაწილეობდაო. და არა იმიტომ, რომ რუსეთს ასეთი ამორალური ნაბიჯის გადადგმა გაუჭირდებოდა. ამგვარი არაერთი, საპირისპირო მაგალითია ცნობილი - ამგვარი და ამაზე მასშტაბური დანაშაულებისაც. მე მხოლოდ იმ თვალსაზრისით ვხელმძღვანელობ, რომ, როგორც ჩანს, ორი ერთნაირი სისხლის წვეთი ერთი წონის არ არის. ერთია - ლიტვინენკოს მკვლელობა და მეორე - როდესაც სხვა სახელმწიფოს ლიდერზე აღმართავ ხელს.

რუსეთს პოლიტიკური სკანდალები ისედაც არ აკლია. ახლა მას ყველაზე მეტად დასავლეთის ნდობა აკლია და მისი მოპოვება მილიარდები უჯდება. და რაკიღა დღევანდელი რუსეთი ფულს ძალიან ყურადღებით ითვლის, არა მგონია, ამ ტრაგედიაში რუსეთის ინტერესები მოტივირებული ყოფილიყო. ბოლოს და ბოლოს, რისი გაკეთება შეეძლო კაჩინსკის კატინში? - გამოეხატა მძაფრი რეაქცია პუტინის რუსეთზე. ამ შეფასებასაც, დიდი-დიდი, ერთი თვე ეტრიალა მსოფლიოს გაზეთებში. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რას დაადგენს რუსული თუ პოლონური კომისია, იმ ეჭვის ლაქას, რომელიც ამ ტრაგედიის გამო საერთაშორისო ურთიერთობაში დააჩნდა, რუსეთი ძალიან დიდხანს ვერ მოიშორებს.

დაჩი გრძელიშვილის ბლოგი

დაჩი გრძელიშვილი[font="Book Antiqua"][/font]
kote-1962
როდემდე უნდა იყოს დასავლეთი და აქციები ხელისუფლების შემაჩერებელი ბერკეტი?

[რუსიკო მუმლაძე]


30 მაისი – გაკვეთილი უნდა იყოს. ძველი საარჩევნო სისტემა წარსულს უნდა ჩაბარდეს. ამომრჩევლის ვინაობა ბიომეტრიული მონაცემებით – ფოტსურათითა და თითის ანაბეჭდებით, უნდა დადგინდეს. ამას იმ პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები აცხადებენ, რომლებსაც ხელისუფლებაზე ზემოქმედების ეფექტურ მექანიზმად, ევროკავშირიდან სერიოზული მხარდაჭერის მიღებას განიხილავენ.

“ის ფაქტი, რომ ასიათასობით ხარვეზია სარჩევნო სიებში გამოვლენილი, მაგრამ არავინ საუბრობს, იმათ პასუხისმგებლობაზე, ვინც ეს ხარვეზები დაუშვა, შემაშფოთებელია. ვინ ჩაწერა? ისეთი სიტუაცია იქმნება, თითქოს, ბაპტისტების ეკლესიაში უცხოპლანეტელები შეიჭრნენ და მათ ჩაწერეს სიაში ამომრჩეველი. სიების მონიტორინგის პროცესი უკვე ხელისუფლების მხრიდან მუდმივი ტრაბახის რეჟიმში გადადის.

“ცესკოსა და რეესტრის თავმჯდომარები გვეპატიჟებიან, რომ სხდომებზე დავესწროთ. ეს სხდომები მე ფეხბურთში ჩაწყობილ თამაშებს მაგონებს, რასაც ვესწრებოდით, მაგრამ შედეგად იმას ვიღებდით, რაც სხვას უნდოდა. ეს არის თვალებში მტვრის შეყრა და საზოგადოება ამაზე აღარ უნდა წამოეგოს”, - განაცხადა ექსპერტმა, სოსო ცისკარიშვილმა ოპოზიციური პარტიების მიერ “ზუსტი საარჩევნო სიების შედგენისა და ხმის მიცემის პროცესის გაყალბებისგან დაცვის მექანიზმების” პრეზენტაციაზე.

რა არის ის მექანიზმები, რითაც საარჩევნო სიები 100%-ით დაზუსტდება და არჩევნების გაყალბება შეუძლებელი გახდება. ამ მექანიზმებზე “ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი მელაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, 1990 წლისთვის მოსახლეობა 5 მილიონ, 443 ათას 300 იყო, ხოლო აქედან – 18 წელს ზემოთ ამომრჩეველი 3 მილიონ 600 ათასი. 2009 წლისთვის კი, გვყავდა 4 მილიონ 400 ათასი მოქალაქე, ამომრჩეველი კი – ისევ 3 მილიონ 600 ათასია.

ფაქტობრივად მოსახლეობა, ამ მონაცემებით, 1 მილიონით შემცირდა. ალბათ, იმიტომაც, რომ 1990 წელს აფხაზეთი და სამაჩაბლოც ჩვენი იყო და თანაც, საზღვარგარეთ მოსახლეობის მასიური გადინება ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული. თუმცა, საოცრება ისაა, რომ მოსახლეობის რაოდენობს შემცირების ფონზე, ამომრჩევლის რაოდენობა იგივე დარჩა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კი აცხადებს, რომ საქართველოდან მხოლოდ 157 ათასი ადამიანია გასული და ამავდროულად, 18 წელს, ანუ საარჩევნო ასაკს 1990 წლის შემდეგ ბევრმა მიაღწია. თანაც, მისივე თქმით, როცა საარჩევნო სიებში ყველანაირი ჩასწორება გაკეთდება და სიები საბოლოოდ ფორმირდება, ამომრჩევლის რაოდენობა დაიკლებს. ხარატიშვილი ვარაუდობს, რომ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 მილიონ 365 ათასზე დავა.

მიდი და ახლა, არკვიე, სახელმწიფოა მართალი, თუ - ოპოზიციური პარტია. ამ საარჩევნო ქაოსში რაიმეს გარკვევა რომ შეუძლებელია, ამიტომაა, საერთაშორისო ორგანიზაციები ხელისუფლებისგან სიებისა და თავად პროცესის დახვეწას “ხმალამოღებულები” რომ ითხოვენ. ამის გამო კი, ხელისუფლებამ სიების მონიტორინგისთვის, დასავლეთის დასანახად, 1 მილიონ 200 ათასი ლარი გამოუყო ოპოზიციურ პარტიებს. თუმცა, ექსპერტები თვლიან, რომ მაინც ვერ მივიღებთ რეალური სურათის ამსახველ საარჩევნო სიას, განსაკუთრებით კი, რეგიონებში. აქედან გამომდინარე, ოპოზიციურმა პარტიებმა უტყუარი მექანიზმები შესთავაზეს საზოგადოებას და ხელისუფლებას.

ირაკლი მელაშვილი: “არჩევნებზე პიროვნების იდენტიფიკაციისთვის პასპორტი და პირადობის მოწმობა გამოიყენება. ეს საკმარისი არ არის იმისთვის, რომ საარჩევნო ბაზის ფორმირებისას, შეუძლებელი გახდეს ამომრჩეველთა სიაში ერთი და იგივე პიროვნების რამდენჯერმე შეყვანა, იმისთვის, რომ ამომრჩეველმა ვერ შეძლოს, სხვის ნაცვლად ხმის მიცემა და თუ ასე მაინც მოხდა, შესაძლებელი იყოს ამ დარღვევების გამოვლინება, უნდა დავნერგოთ შემდეგი მეთოდი:

“ამომრჩევლის იდენტიფიცირება ბიომეტრიული მონაცემებით უნდა მოხდეს, მაგალითად – ფოტოსურათითა და თითის ანაბეჭდებით. სამოქალაქო რეესტრის მონაცემებით, სახელმწიფომ უკვე დაიწყო მოქალაქეებისთვის ბიომეტრიული პასპორტების გაცემა და ჩვენს მიერ შემოთავაზებული მეთოდი, ტექნიკური სიახლე აღარ არის. თუ პასპორტებზე გამოიყენება ეს ყველაფერი, მაშინ ამომრჩევლის იდენტიფიკაციისთვისაც გამოვიყენოთ.

პირადობის მოწმობა, რამდენიც გინდა, შეიძლება, რომ დაიბეჭდოს. ამას საქართველოში, ფართოდ გამოიყენებენ. ამ მეთოდის გამო, აქ ზის გიორგი თარგამაძე, რომელმაც დიდუბეში, მაჟორიტარული არჩევნები წააგო”, განაცხადა მელაშვილმა ოპოზიციური პარტიებისა და ექსპერტების თავყრილობაზე. ეს ფაქტი კი, მოხდა 1999 წელს, როცა გიორგი თარგამაძემ, დიდუბეში არჩევნები “მოქალაქეთა კავშირის” კანდიდატთან წააგო, მმართველი ძალის მიერ დატრიალებული, ე. წ. “კარუსელების” წყალობით. სხვათა შორის, იმ დროს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მაშინ “მოქალაქე”, ახლა კი - “ახალი მემარჯვენე” დავით გამყრელიძე იყო.

ახლა კი, თავად ახალი მეთოდის შესახებ: ერთ პატარა ჩემოდანში ეტევა ორი მოწყობილობა, რომლებსაც ამომრჩეველი მარჯვენა და მარცხენა ხელებს მიადებს და დაფიქსირდება მისი თითების ანაბეჭდები.. ამავდროულად, ამავე აპარატით, მოხდება ფოტოსურათის გადაღებაც. ეს აპარატი შეერთებული უნდა იყო “ნოუთბუქზე”, სადაც ორივე მონაცემი მოთავსდება საერთო ბაზაში. შემდეგ, ამ მონაცემების გათვალისწინებით, დამზადდება საარჩევნო ბარათიც და პასპორტიც.

გადასატანი საარჩევნო ყუთისთვის უნდა არსებობდეს ცალკე “ნოუთბუქი”. ასეთივე “ნოუთბუქი” უნდა იდგეს საარჩევნო უბანზეც, სადაც არჩევნების დღეს, უბანზე მისული ამომრჩევლის იდენტიფიკაცია მოხდება და ცენტრალური ბაზიდან მაშინვე ამოვარდება მისი მონაცემები. თუ ამომრჩეველი სხვის ნაცვლად შეეცდება ხმის მიცემას, მას ბაზაში დაფიქსირებული ბიომეტრიული მონაცემები, ანუ ფოტოსურათი და თითის ანაბეჭდები, არ მისცემს ხმის მიცემის საშუალებას.

“წარმოიდგინეთ, რამდენი, ქაღალდთან დაკავშირებული, პროცედურა აღარ იქნება საჭირო. აღარ დაგვჭირდება სამაგიდო სიები, სადაც ამომრჩეველი ხელს აწერს არჩევნების დღეს, რადგან საეჭვო ხელმოწერას - უტყუარი თითის ანაბეჭდი შეცვლის. არც 3 500 უბანზე იქნება საჭირო, ამხელა ადამიანური რესურსის გამოყენება... ერთი უბანისთვის, ამ კომპიუტერული აღჭურვილობის შესაძენად სახელმწიფომ 1 ათას 275 დოლარი უნდა გამოყოს. სულ კი, ამ სისტემის დანერგვისთვის, დაახლოებით, 4 მილიონ 590 ათასი დოლარი იქნება საჭირო”., - თქვა მელშვილმა.

თუ სიების გადასამოწმებლად, სახელმწიფომ 1 მილიონ 200 ათასი გამოყო და ამ სიებს, მომავალ არჩევნებზეც შეიძლება, გადამოწმება დასჭირდეს, ამავდროულად, საერთოდ, არჩევნებისთვის 25 მილიონზე მეტია გამოყოფილი, ბარემ, ამ უტყუარი მეთოდის დანერგვაზე დაიწყოს თანხების ხარჯვახელისუფლებამ? თანაც, რამდენი ქაღალდი იხარჯება არჩევნებზე? ეკონომიის თვალსაზრისით, მოგება დიდი იქნება, რადგან თუ კომპიუტერულ აღჭურვილობას რომელიმე კოპანიას დიდი ოდენობით, 3 ათას 500 უბნისთვის შეუკვეთავ, მაშინ, ყველამ იცის, რომ სერიოზულ ფასდაკლებაზე იქნება საუბარი.

“რესპუბლიკელმა” ვახტანგ ხმალაძემ ფასებთან დაკავშირებით ასეთი რამ გაიხსენა: “2002 წელს, პარლამენტში, ექსპერიმენტი ჩავატარეთ. ბიომეტრიული მონაცემებიდან მხოლოდ სახის დაფიქსირება ხდებოდა. მაშინ “ჰელმუდ პაკარდის” კომპიუტერულ კომპანიას დავუკავშირდით ნოუთბუქებზე. მათ გვითხრეს: თუ თქვენ, მოგვცემთ უფლებას, ინტერნეტით დავაფიქსიროთ, რომ ჩვენს ნოუთბუქებს საქართველოში არჩევნებისთვის იყენებენ, მაშინ მათ 400 დოლარად მოგყიდითო. წარმოიდგინეთ, კარგი ნოუთბუქი 1600 დოლარამდე მაინც ღირს და 4-ჯერ ნაკლებ ფასში გვაძლევდნენ”.

აქ უკვე, ნათლად ჩანს, რომ ყველაფერი ხელისუფლების ნებაზეა დამოკიდებული, და – არა, ფინანსებზე, რომელსაც ხელისუფლება ყოველთვის პოულობს, როცა სჭირდება. მელაშვილის თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციები ბანგლადეშში, კენიასა და ბრაზილიაში ამ მეთოდით ატარებენ არჩევნებს და იქ სიების 99%-იან სიზუსტეს მიაღწიეს, შესაბამისად, შედეგების ობიექტურობას ეჭვქვეშ არავინ აყენებს.

შესაძლებელია, თუ - არა ამ ხელისუფლების პირობებში ამ მეთოდის დანერგვა?
“რესპუბლიკელი” დავით უსუფაშვილი: “მე უკეთესი საქართველო მინდა, მაგრამ არსებულ საქართველოში ცხოვრებას განვაგრძობ. გარემოს შეცვლა, სწორედ, მოქმედებებით უნდა მოხდეს. ციდან არ ჩამოვარდება უკეთესი გარემო. საარჩევნო და პოლიტიკური გარემოს შეცვლას სჭირდება პოლიტიკური აქტიურობა. არჩევნები არის ის დრო და საშუალება, როდესაც აქტიურობით უნდა მივაღწიოთ ამ შედეგებს.

ბიომეტრიულ ფოტოებს რაც შეეხება, ეს პროექტი 2001 წელს, იდეის ავტორთა ჯგუფის მიერ იყო შეთავაზებული საქართველოს ხელისუფლებისთვის. მაშინ თავად მიხეილ სააკაშვილიც იყო ამ პროექტის სერიოზული მხარდამჭერი. გახსოვთ, ბატონი რეზო შავიშვილი იყო სააკაშვილის მიერ “ნაციონალური მოძრაობის” შექმნის სათავეებთან. თავად ვარ მონაწილე იმ შეხვედრების, როდესაც სააკაშვილი ამბობდა, ეს გასაკეთებელია.

თუმცა, 2003 წლის შემდეგ ეს პროექტი ყველამ დაივიწყა. დღეს ჩვენ აი, ამ პირადობის მოწმობით ვაძლევთ ხმას. ეს სამარცხვინოა – ნებისმიერ ქსეროქსზე შეიძლება, ამისი დუბლიკატის გაკეთება. როცა ბევრ სხვა საკითხში, ხელისუფლებას აქვს პრეტენზია, რომ ნორვეგიაზე, დანიაზე, გერმანიასა და ყველა ქვეყანაზე წინ არის, პირადობის მოწმობების გაცემის საკითხში, რატომღაც ვერ მოხერხდა იმისი გაკეთება, რაზეც აქ არის საუბარი. ეს საკითხი არ მოგვარდება იმ ხელისუფლების პირობებში, რომელიც არჩევნების გაყალბებით აპირებს ხელისუფლებაში დარჩენას.

როგორც ჩანს, ამ ფუნდამენტური ცვლილებებისთვის, საჭიროა, ხელისუფლების ცვლილება. ამიტომ საარჩევნო სიების მონიტორინგი, სამაგიდო სიების გასაჯაროება, ძალიან მნიშვნელოვანია. ამას ვაღწევთ ჩვენ დიდი ბრძოლით. ყველაფერი ეს თავს იყრის სამაგიდო სიებში, იქ აღირიცხება, ვინ მოვიდა არჩევნებზე და ვინ არ მოვიდა. ამ არჩევნებისთვის ყველა ბერკეტია გამოსაყენებელი, რომ ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვებით, ოპოზიციამ დაიწყოს ხელისუფლების დემონტაჟი და დაიწყოს იმ სისტემის დანერგვა, რომელზეც აქაა საუბარი. ვაშაძეები, მაჭავარიანები და სააკაშვილები ამ სისტემას არასდროს დანერგავენ, რადგან ის გაყალბებას გამორიცხავს”.

“ქრისტიან-დემოკრატების” ლიდერი გიორგი თარგამაძე: ”ხელისუფლება თავისი ნებით, ამას არ გააკეთებს. ცხადია, ის ეცდება, შეინარჩუნოს ყველა ბერკეტი, რომელიც არჩევნების შედეგებით მანიპულირებს საშუალებას მისცემს. აქ უნდა მოვახდინოთ საზოგადოების, პოლიტიკური პარტიების (რომლებსაც იმედი აქვთ, რომ არჩევნებში მათ ხალხი ხმას მისცემს) და საერთაშორისო ორგანიზაციების (რომლებიც დაიღალნენ საქართველოში დაუმთავრებელი საარჩევნო პრობლემებით) ინტერესების შეჯერება. ამ ფაქტორმა ერთობლივად, შეიძლება, იქონიოს გადამწყვეტი მნიშვნელობა და ამის გაკეთება მოვახერხოთ, ამ ადგილობრივი არჩევნებისთვის არა, მაგრამ შემდეგი არჩევნებისთვის მაინც.

ხელისუფლება ამ ყველაფერს რომ არ აკეთებს, ეს ოპოზიციის შეცდომაც არის, მაინცდამაინც არჩევნების წინ, თანაც, არა - ყველა პოლიტიკური პარტია, ვიწყებთ ამაზე ფიქრს, მერე არჩევნები მთავრდება და ახალ არჩევნებამდე გვავიწყდება ყველაფერი. ერთმანეთის ინიციატივებს არასერიოზულად ვუყურებთ ხოლმე. ეს იძლევა ამ შედეგს, როცა ხელისუფლებას ყოველთვის აქვს საშუალება, თქვას ახლა, ცოტა დროა დარჩენილი და არც ბიუჯეტში გვაქვს თანხა გათვალისწინებული, ამიტომ ეს არ გამოვაო. შედეგად ეს იძლევა იმას, რომ დემოკრატია არ გამოგვდის”.

ირაკლი მელაშვილი: “ეს პროცესი გაგრძელდება. სერიოზულად ვაპირებთ გაგრძელებას, სწორედ იმიტომ, რომ მომავალი არჩევნები ჩატარდეს ობიექტურად. ჩვენ ეს პროექტი ხელისუფლებას არჩევნების წინაც შევთავაზეთ. ამას ჩვენ მთავარ პოლიტიკურ თემად ვაქცევთ”.

ჩასწორდება რეალურად სიები?
“ეროვნული ფორუმის ლიდერი” გუბაზ სანიკიძე: “რაღაცა პროცენტი, ალბათ, გასწორდება, მაგრამ მთლიანად ვერ მოხერხდებაა. განსაკუთრებით, რაიონებში, რომელთა გადამოწმება პარტიებმა ვერ მოახერხეს და ეს ძალიან ცუდად გამოჩნდება უცხოელების თვალშიც. უნდა გადაემოწმებინათ, მაგრამ ამის რესურსი ოპოზიციას არ აქვს. არც დრო ჰქონდა ამისი. სხვა რამეა გასაკეთებელი, აბსოლუტურად შესაცვლელია ხმის მიცემის სისტემა. ერთი ამომრჩეველი – ერთი ხმა, აი, აქამდე უნდა მივიდეთ. აქციებით უნდა ვაიძულოთ, თორემ, ეს ხელისუფლება ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს. არჩევნების შემდეგ გავერთიანდებით ყველა, ყოველმიზეზგარეშე”.

როცა შევარდნაძის ხელისუფლებაში იყავით და მერე, “ვარდების რევოლუციის” შემდეგ ისევ დაბრუნდით ხელისუფლებაში, იყო თუ არა მაშინ საარჩევნო გარემოს შეცვლაზე ამ მიმართულებით საუბარი “ნაციონალებსა” და “დეოკრატებს” შორის და გინდოდათ, თუ – არა, ეს მეთოდი დადაგენერგათ?
ნინო ბურჯანაძე: “ტექნიკა წინ წავიდა, ბიომეტრიული პასპორტებზე საუბარი 2003 წელს არ ყოფილა, რამდენადაც მახსოვს. ზოგადად საარჩევნო გარემოს შეცვლაზე საუბარი იყო. სამწუხაროდ, არ მოვიდა არცერთი ხელისუფლება, რომელიც ამ საკითხს ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტდა. იმიტომ იბლოკებოდა ეს პროცესი, რომ ყველა ხელისუფლებას, რომელიც მოვიდა, გაუჩნდა სურვილი, სამუდამოდ დარჩენილიყო ხელისუფლებაში.

კი, მე ვებრძოდი ამ მიდგომას. ყველა კონკრეტულ შემთხვევაში, მქონდა ჩემი პოზიცია. მიმაჩნდა და ახლაც მიმაჩნია, რომ არავითარ შემთხვევაში, საზოგადოებას შენი ნება არ უნდა მოახვიო თავს და უნდა მიიღო ის არჩევანი, რომელიც ხალხის მხრიდან არის გაკეთებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან მწარედ მოგიწევს გადახდა. ამის მაგალითი იყო 2003 წელი, ამის მაგალითი არის მთელი ეს პერიოდი. ყველა ის შეცდომა, რომელიც სააკაშვილმა დაუშვა, დაუშვა, სწორედ იმიტომ, რომ არ ჩატარდა ქვეყანაში ნორმალური არჩევნები და არ ავირჩიეთ მრავალპარტიული პარლამენტი.

მე ვაფრთხილებდი სააკაშვილს, ამიტომაც წამოვედი ხელისუფლებიდან. სააკაშვილს რომ დაეშვა ის, საპარლამენტო არჩევნები ახალი საარჩევნო კოდექსით ჩატარებულიყო, ახალ საარჩევნო გარემოში და რეალურად ყოფილიყო პარლამენტი მრავალპარტიული, ის არ დაუშვებდა ქვეყნისათვის და პირადად მისთვის, ტრაგიკულ შეცდომას. ბევრად ფრთხილი იქნებოდა, მაგრამ მას სამხრეთ ოსეთში ომის დაწყება ჰქონდა გადაწყვეტილი და სჭირდებოდა, აბსოლუტურად მორჩილი პარლამენტი, ადამიანები, რომლებიც მას არ შეეკამათებოდნენ. ნუ, რაც მივიღეთ, ამას ყველანი ვხედავთ.

და ბურჯანაძეც არ დატოვებდა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს…
– თუ საპარლამენტო არჩევნების წინ, მე დავინახავდი იმას, რომ ხელისუფლება, 7 ნოემბრის შემდეგ, მართლაც რეალურად აპირებს ქვეყანაში გარემოს შეცვლას, მე რომ დამენახა ის, რასაც ამბობდნენ, მათი სიტყვები გულწრფელი იყო, რეალური ცვლილებები იქნებოდა და არა - ფასადური, ბუნებრივია, ჩემი თვითმიზანი - ხელისუფლებიდან წამოსვლა, ნამდვილად არ იყო”.

რეალურად, იცვლება ხელისუფლებები, პოლიტიკური სახეებს ხან ოპოზიციაში ვნახულობთ, ხანაც – ოპოზიციაში, მაგრამ მმართველობის ფორმები და მიდგომები არ იცვლება. შესაბამისად და სამწუხაროდაც, არ იცვლება, საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორი: ოპოზიცია ხელისუფლებაზე ზემოქმედების ყველაზე ეფექტურ საშუალებად აქციებიებსა და დასავლეთის ზეწოლას განიხილავს. დავით უსუფაშვილი ახალი მეთოდების პრეზენტაციაზე, თანამებრძოლებს ურჩევდა, რომ ევროკავშირის მხარდაჭერის მოპოვებაზე ეზრუნათ, რათა სააკაშვილზე ზემოქმედების ბერკეტები გაამყარონ. გუბაზ სანიკიძე კი, გამოსავალს აქციებში ხედავს. ისევ დასავლეთი და ისევ აქციები – როდემდე?

http://presa.ge/index.php?text=news&i=10389
17:06 21.04.2010
tavisupleba
დავითაშვილი და კუკავა დღეს მოსკოვში გაემგზავრნენ. ”ეროვნული საბჭოს” ლიდერები გეგმავენ შეხვედრებს დუმაში. რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევთან და პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრები, კობა დავითაშვილის თქმით, არ იგეგმება.

View the full article
tavisupleba
ნოღაიდელის და ბურჯანაძის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან, ახლა უკვე ”ეროვნული საბჭოს” ლიდერები - კობა დავითაშვილი და კახა კუკავა მართავენ. თბილისში ამ ვოიაჟებს კვლავ შეცდომად აფასებენ.

View the full article
tavisupleba
არაერთხელ გამოიხატა უკმაყოფილება რუსეთ-საფრანგეთის სამხედრო გარიგებასთან დაკავშირებით, იყო ეს ამერიკელი კონგრესმენის თუ საქართველოში ამერიკის ელჩის მხრიდან. მისტრალის თემასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავენ ნატოს წევრი ცალკეული ქვეყნებიც.

View the full article
kote-1962
„ფიგურა, რომელიც დღეს სათავეშია, მათთვის არასაიმედო პარტნიორია“

[როზი ჯღამაია]


გამარჯვებაში დარწმუნებულია, ამბობს, რომ საზოგადოების სიბრძნის იმედი აქვს. თუ მერი გახდება, იცის რა პრიორიტეტები ექნება ქალაქის მთავრობას - ჯანდაცვა, განათლება და უმწეოთა დახმარებები, კიდევ თბილისელების დასაქმება და ბიზნესმენთა ომბუდსმენის ინსტიტუტის დაარსება. ამბობს, რომ მისი და მისი პოლიტიკური გუნდის პოლიტიკის ქვაკუთხედი ადამიანია და სწორედ ამ ადამიანების იმედი აქვს საბოლოო მიზნის მიღწევამდე. ჯერ თბილისის მერობისთვის იბრძვის, მაგრამ ხედვები და განცხადებები აშკარად სცილდება თბილისის მნე-ს ფუნქციებს.

როგორ აფასებს საკუთარ შანსებს და როგორ უყურებს ქვეყნის მომავალს, რას ელის დასავლეთისგან და რა განაჩენი გამოუტანა საერთაშორისო საზოგადოებამ მიხეილ სააკაშვილს, რას აპირებს არჩევნების შემდგომ და რა გზას გაივლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე, პრესა.გე-ს ყველა ამ კითხვას „ალიანსის“ მერობის კანდიდატი ირაკლი ალასანია გასცემს პასუხებს და, თანაც - დიპლომატიურს.

პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილის ამერიკაში ვიზიტთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, როგორ აფასებთ მის შეხვედრებს?
–ამდენი ხნით პრეზიდენტის წასვლა ქვეყნიდან იმაზე მეტყველებს, რომ რეალურად ის ქვეყნის მართვაზე არ ზრუნავს, სამწუხაროა, რომ ამერიკის პრეზდენტთან, არ შედგა ორმხრივი შეხვედრა, მითუმეტეს, რომ ჩვენს პრეზიდენტს აქამდეც არ ჰქონია შეხვედრა ბარაქ ობამასთან. ეს იმის მანიშნებელია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია თვლის, რომ მიხელ სააკაშვილმა რეალურად არ შეასრულა ის დაპირებები და დემოკრატიული რეფორმები, რაც საკუთარ ხალხს და საკუთარ ქვეყანას დაპირდა. ამიტომ მთელი ყურადღება გადატანილია იმაზე თუ რამდენად სამართლიანად და დემოკრატიულად ჩატარდება თვითმმართველობის არჩევნები.

მიხეილ სააკაშვილის ამერიკაში ვიზიტს შევეხე, ვინაიდან ამერიკაში ჩვენი პოლიტელიტის ვიზიტები, როგორც წესი, ჩვეულებრივ ვიზიტებად ვერ განიხილება. ოპოზიციის ლიდერები, მათ შორის, თქვენც ინტენსიურად მართავთ შეხვედრებს საერთაშორისო არენაზე, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ, როგორც ჩანს, საქართველოს ბედი მხოლოდ ქვეყნის შიგნით არ წყდება.
–პირდაპირ გეტყვით, როდესაც მე მაქვს ურთიერთობები ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, ეს არის ერთადერთი მიზნით - ობიექტურად შევაფასოთ თბილისში და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. ისინი ინფორმირებულები არიან და აქედან გამომდინარე, თავიანთ პოლიტიკას ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით აგებენ.

მთავარი ამოცანა დღეს არის თვითმმართეველობის არჩევნები და ამიტომ მოხდა უპრეცედენტო გადაწყვეტეტილება და არჩევნებზე ეუთოს ამდენი დამკვირვებელი ჩამოდის. უკვე ჩამოვიდა დელეგაციის ხელმძღვანელი და წევრებიც. მე დაკავებული ვარ წინასაარჩევნო კამპანიით, ვხვდები ამომრჩევლებს და ნაკლებად ვადევნებ თვალყურს რას აკეთებს სააკაშვილი. თუმცა, ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ამ ვიზიტების მიუხედავად, საქართველოს უსაფრთხოება უზრუნველყოფილი არ არის. ის ფსიქოლოგიური შეტევა, რაც სააკაშვილმა 13 მარტს შესთავაზა საზოგადოებას, თავად განაცხადა, რომ ეს არის რეალისტური სცენარი და თავად არ სჯერა საკუთარი შესაძლებლობების და არ შეუძლია მოსახლეობის და ქვეყნის დაცვა. ამიტომაც ჩემი მთავარი ამოცანაა მომზადებული შევხვდეთ არჩევნებს და 30 მაისიდან დავიწყოთ ხელისუფლების შეცვლა.

აგვისტოს ომის შემდეგ, შეიძლება ითქვას, საქართველომ რეგიონშიც კი დაკარგა ფუნქცია. დარჩა თუ არა საერთაშორისო თანამეგობრობას ქვეყნის მიმართ ინტერესი?
-ინტერესი არსებობს და მელი პასუხისმგებლობით და საკუთარი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ ინტერესი არ განელდება, რადგან ჩვენ გვაქვს ისეთი გეოსტრატეგიული პოზიცია, იმდენი ინვესტიცია არის საქართველოში ჩადებული დასავლეთის მიერ, არც დასავლეთი და არც ამერიკა ზურგს არ შეაქცევს ქართულ ინეტრესებს. საუბარია იმაზე, რომ ფიგურა, რომელიც დღეს სათავეშია, მათთვის არასაიმედო პარტნიორია. ამიტომაც პოლიტიკაც ისეთია, რომ ქვეყანაში ცვლილებები უნდა განხორციელდეს მშვიდობიანი გზით და ამის მოლოდინი აქვთ, რათა გააგრძელონ ურთიერთობები უკვე ახალ ხელისუფლებასთან. მე დარწმუნებული ვარ, ევროპულ სტრუქტურებში ჩვენი ინტეგრაციის დინამიკა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ბევრად უფრო ღრმა და უფრო შინაარსიანი გახდება.

რაც შეეხება, რეგიონალურ უსაფრთხოებას, ეს ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება და ეს ეხება ჩვენს მეზობელს, რუსეთის ფედერაციას. ჩემი მთავარი ამოცანაა, როცა ხელისუფლება შეიცვლება, არა მხოლოდ ადგილობრივ დონეზე, არამედ ცენტრალურ დონეზე, ჩვენ დავიწყოთ რეალური ნაბიჯების გადადგმა საქრათველოს უსაფრთოების უზრუნველყოფის მიზნით. პირველ რიგში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მაგრამ ამას დაჭირდება პოლიტიკური დიალოგის აღდგენა რუსეთის ფედერაციასთან და ბუნებრივია, აუცილებელია ამ პროცესში ჩართული იყოს ჩვენი ძლიერი და საიმედო პარტნიორი ევროპული ქვეყნები, ვისაც გააჩნია კერთილმეზობლური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან და საქართველოსთან. აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ ჩვენ სასიცოცხლო ინტერესებში შედის სასწრაფოდ აღდგეს პოლიტიკური დიალოგი რუსეთის ფედერაციასთან.

თავიდან ეს ურთიერთობა შეიძლება დაფუძნებული იყოს ჰუმანურ, კულტურულ, სავაჭრო, ეკონომიკურ ურთიერთობების აღდგენაზე, რაც ლოგიკურად მიგვიყვანს პოლიტიკურად მწვავე საკითხების განხილვასთან.

პირდაპირ გკითხავთ, განიხილავს თუ არა დასავლეთი ირაკლი ალასანიას მიხეილ სააკაშვილის ალტერნატივად?
-ჩვენთვის და პირადად ჩემთვის მთავარია, ჩემი თბილისის მოსახლეობა განმიხილავდეს ასეთ ძალად და იმ ყოველდღიური შეხვედრებიდან, რაც ჩემს მოსახლეობასთან მაქვს, მე ამ მხარდაჭერას ვგრძნობ. რაც შეეხება დასავლეთის დამოკიდებულებას, მე პირდაპირ გეტყვით, აქ არის სახელმწიფოებრივ ინტერესებზე საუბარი, მათ აინტერესებთ საქართველო იყოს სტაბილური და გრძელვადიანი პარტნიორი და მე ვთვლი, რომ ჩვენი პოლიტიკური ძალა, როდესაც ხელისუფლებაში მოვა, სწორედ ასეთ პარტნიორობას გაუწევს დასავლეთს.

კონკრეტულ სიმპათიებს თუ გრძნობთ?
-რა თქმა უნდა, მე მაქვს ფართო ნაცნობობის წრე პოლიტიკაში და დიპლომატიაშიც და ეს იქნება ძალიან კარგი საფუძველი სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებისთვის, მაგრამ დღეს, ჩემთვის მთავარია ჩემი მოსახლეობის და ჩემი ამორჩევლის მხარდაჭერა, რადგან მხოლოდ და მხოლოდ, მათ ხელში იქნება არჩევნების ბედი მაისშიც და შემდეგ ცენტრალურ არჩევნებზე.

რამდენად მოასწარით ღრმად ჩაგეხედათ თბილისელების ყოფაში და გაგეაზრებინათ მათი პრობლემები?
-ძალიან ბევრი რამ გავიგე ისეთი, რაც უშუალოდ შეხვედრებიდან შეიძლება მოქალაქეებისგან გაიგო. პრობლემები არის ყველა სფეროში. პირველ რიგში, ეს არის სოციალური პრობლემები, ადამიანებს აქვთ იმის განცდა, რომ ხელისუფლება მათზე არ ზრუნავს და რეალურად, გადასულია ფასადურ შეკეთებაზე და იხარჯება მილიონობით ლარი ისეთ ერთპიროვნულად მიღებულ გადაწყვეტილებებზე, როგორიც არის, მაგალითად, ხიდის მშენებლობა, იგივე გზატკეცილი და. ა.შ. როდესაც პრიორიტეტები უნდა იყოს ჩვენი მოსახლეობის ჯანდაცვით უზრუნველყოფა, სოციალური პრობლემების გადაწყვეტა. თბილისში დღეს გვაქვს 10 ათასზე მეტი კორპუსი და მათი, თითქმის, ნახევარი ავარიულ მდგომარეობაშია. რა თქმა უნდა, ამაზე ხელისუფლება არ ზრუნავს, არ ზრუნავს ჩვენი პენსიონერების უზრუნველყოფაზე, როგორ უნდა შევეხიდოთ ჩვენს ასაკოვან მოქალაქეებს, რომელთაც წამალიც ვერ უყიდიათ.

სხვათა შორის, მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში დეცენტრალიზაცია ხდება ისეთი ფუნქციების, როგორიც არის ჯანდაცვა და განათლება. ეს გადადის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებზე, რადგან ყველაზე ახლოს დგას მოსახლეობასთან და ყველაზე კარგად იცის რა პრობლემები აქვს მოქალაქეებს. ეს პროცესი საქართველოშიც უნდა დაიწყოს აუცილებლად. ასევე ელოდებიან პირდაპირ არჩეული მერისგან, რომ მას ექნება პასუხისმგებლობა დაიცვას თითოეული მოქალაქის პოლიტიკური უფლება და თავისუფლება. ამიტომ, მე დიდი პასუხისმგებლობით ვუდგები კამპანიის პროცესს და ჩემს მოქალაქეებს არ ვპირდები ისეთ რამეს, რის გაკეთებასაც ვერ შევძლებ მუნიციპალური ადგილობრივი მმართველობის დონიდან.

კონკრეტულად რას სთავაზობთ?
-ჯანდაცვის სფეროს შეთავაზებაა, რომ ყველა თბილისელს ეყოლება ოჯახის ექიმი, ყველა თბილისელ ოჯახს ექნება უნივერსალური ჯანდაცვის მინიმალური პაკეტი, იქნება იაფი და უფასო წამლები. ეს ყველაფერი არის გათვლილი დღევანდელი თბილისის ბიუჯეტიდან.

იაფი და უფასო წამალი რას ნიშნავს?
-იცით, რომ დღეს ფარმაცევტულ სფეროში მონოპოლისტური მდგომარეობაა, 300-400%-ით არის გაზრდილი წამლების ფასი. ჩვენ ვგეგმავთ მუნიციპალური სამსახურის შექმნას, რომელიც შემოიტანს ამ წამლებს საბითუმო ფასით და შემდეგ მუნიციპალურ სააფთიაქო ქსელში, ექიმის მიერ გამოწერილი ე.წ. ესენციალური წამალი, ანუ, ყველაზე ხშირად გამოყენებადი წამალი, 3 წლამდე და 65 წლის ზევით იქნება უფასო. ხოლო დანარჩენი წამლების ფასი განისაზღვრება თვითღირებულებაზე დამატებული მხოლოდ ტრანსპორტირების ხარჯებით.

თქვენი ეს შეთავაზებები, იმ დასაქმების ხელშემწყობი პროგრამის ჩათვლით, რომელიც წარმოადგინეთ, ხომ არ ფიქრობთ რომ მემარჯვენე და ცენტრისტული პარტიებისთვის ზედმეტად მემარცხენულია?
-არავითარ შემთხვევაში. ჩემთვის და ჩემი პოლიტიკური ძალის პოლიტიკისთვის მთავარი ქვაკუთხედია ადამიანი, პიროვნება და მოქალაქე, მისი ჯანმრთელობის და განათლების უზრუნველყოფა და მისი დასაქმებისთვის პირობების შექმნა.

ამ ყველაფრის განხორციელებისთვის საჭიროა ხელისუფლებამ დაანებოს ბიზნესს თავი და ბიზნესი თავად იზრუნებს ადამიანის დასაქმებაზე და მის კეთილდღეობაზე.
-მართალია, ჩვენი დასაქმების პროგრამის ერთი ნაწილი სწორედ იმას გულისხმობს, რომ შეიქმნება ბიზნეს-ომბუდსმენის ინსტიტუტი თბილისში. დედაქალაქის ყველა რაიონში შეიქმნება საკონსულტაციო ცენტრები, პირველ რიგში, საშუალო და მცირე ბიზნესმენების ფენების დაცვისთვის, რომ მათ მოვუგვაროთ ის პრობლემები, რაც ყოველდღიურად ექმნებათ მუნიციპალურ სტრუქტურებთან. რაც მთავარია შევაჩერებთ ამ აღვირახსნილ საგადასახადო ზეწოლას საფინანსო სამსახურების მხრიდან.

მაგრამ ეს ყველაფერი არ წყდება მუნიციპალურ დონეზე.
-გეთანხმებით, როდესაც ბიზნესმენზე მოხდება ზეწოლა, ის შემოიტანს განცხადებას მერიაში და ჩვენ გავაკეთებთ რეაგირებას. მერი დააყენებს ამ საკითხს ცენტრალურ ხელისუფლებაში და დაიწყებს მოლაპარაკებებს საგადასახადო და საფინანსო სამსახურების ხელმძღვანელობასთან, რომ ასეთი რამ არ განმეორდეს. გარწმუნებთ, იმ სტრუქტურებს, რომლებიც ატერორებს ბიზნესმენებს,შეექმნებათ სერიოზული დისკომფორტი, რადგან ბიზნესს ეყოლება ლეგიტიმური ორგანო ომბუდსმენის ინსტიტუტის სახით.

დღეს თქვენს გვერდით დგას ყოფილი ომბუდსმენი და მან ალბათ ყველაზე უკეთ იცის, როგორ ექცეოდა ხელისუფლება ამ ინსტიტუტს. სოზარ სუბარის მოხსენებას მოსმენის ღირსადაც კი არ თვლიდა ხელისუფლება, ხოლო იმ შენიშვნების გამო, რომელსაც ომბუდსმენი თავის ანგარიშში აღნიშნავდა, პოლიტიკურ განცხადებად აფასებდნენ. თქვენ რამდენად გექნებათ იმის ბერკეტი, რომ ცენტრალური ხელისულება აიძულოთ პოზიციები დათმოს?
-პირდაპირ არჩეული მერს ექნება პოლიტიკური უფლებით აღჭურვილი ინსტიტუტი, რომელსაც ანგარიშს გაუწევს ცენტრალური ხელისუფლება, რადგან მასაც სჭირდებათ თბილისის მერიასთან ურთიერთობა. ჩვენ, ადგილობრივს და ცენტრალურ სტრუქტურებს ურთიერთობების დაბალანსება მოგვიწევს და საჭიროების მიხედვით, ცენტრალურ ხელისუფლებასაც დასჭირდება თანამშრომლობის ფორმებზე ფიქრი. სწორედ აქ იქნება გასაღები ჩვენი ურთიერთობების დაბალანსების, იქნება მწვავე დებატები, მაგრამ დარწმუნებული ვარ ასე მოვძებნით ბევრი სიტუაციიდან გამოსავალს.

ოპოზიცია როგორც ცენტრალური ისე, ადგილობრივი ხელისუფლების დანაშაულებებზე საუბრობს, ეს არ გაართულებს თქვენი გეგმების განხორციელებას?
-ჩვენ გვექნება აუცილებლობა ვიურთიერთოთ ცენტრალურ საფინანსო თუ სხვა სამსახურებთან. ეს არის ობიექტური რეალობა და ამას ვერ გავექცევით და ეს არ არის ცუდი. ეს გააჩენს ამ პოლარიზებულ და დაპირისპირებულ ძალებში ახალ სათანამშრომლო სივრცეს. ჩვენ როგორც კი მოვდიოდით ოპოზიციაში ხელისუფლებისთვის საბრძოლველად ვამბობდით, რომ ჩვენ არ ვეძებთ მტრებს. ვისაც კი ექნება პოლიტიკური ნება ითანამშრომლოს საზოგადოების და მოქალაქეების სასარგებლოდ, ჩვენ მზად ვართ მათთან სათანამშრომლოდ.

რაც შეეხება დანაშაულებებს, რომელიც მრავლადაა ჩადენილი, მართლაც ბევრი რამ გასაიდუმლოებულია და საიდუმლო გრიფიც კი დაედო რამდენიმე დასკვანას, რომელიც დადო კონტროლის პალატამ, მაგრამ ეს ყველაფერი იქნება გახსნილი და ის ადამიანები, ხელისუფლების სათავეში, რომლებიც უშვებდნენ ამვარ მოქმედებებს, მართლმსაჯულების წინაშე წარსდგებიან.

თქვენ საუბრობთ რა იქნება იმ შემთხვევაში, თუ ირაკლი ალასანია მერი გახდება, მაგრამ თუ ეს არჩევნები არ მოგიტანთ იმ შედეგს, რაც გსურთ, რა იქნება შემდეგ?
-ბრძოლა, ჩვენ ახლა ვართ უთანასწორო და უასამართლო ბრძოლაში, მაგრამ სხვა გზა არ არის. ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა გაითავისონ, რომ მათ გარეშე ბრძოლაში გამარჯვებას ვერცერთი ოპოზიციური ძალა ვერ მოიპოვებს. ადამიანები აუცილებლად უნდა მოვიდნენ არჩევნებზე და რაც შეიძლება მრავლად და შინაგანი ხმა დააფიქსირონ არჩევნებზე. მე შემიძლია თითოეულ ადამიანს მივცე გარანტია, რომ მათი ხმის კონფედენციალობა იქნება დაცული. დღეს მიდის დიდი ზეწოლა თითოეულ ამომრჩეველზე, რომ მათი ხმა არ იქნება დაცული, მათი კონფედენციალობა არ იქნება გარანტირბული და ამის გამო, ბევრს უჩნდება შიში. საერთაშორისო დამკვირვებლების, ჩვენი ძალიან მტკიცე ნებით და კანონმდებლობის ამ მხრივ დაცვით, კონფიდენციალობა გარანტირებული იქნება. ამიტომ, ნურავის ნუ შეეშინდება გამოვიდეს და არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.

მეორე - რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა მოვიდეს არჩევნებზე, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ და შევამციროთ გაყალბების შანსები ხელისუფლების მხრიდან. და მესამე, რაც აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, ჩვენ ჩვენი მომავალი ჩვენი ხელით უნდა შევქმნათ. ვერც ვაშინგტონში, ვერც მოსკოვში და ვერც ბრიუსელში ჩვენს საკეთებელს ვერ გააკეთებენ.

თუ ირაკლი ალასანია გაიმარჯვებს და გახდება მერი, როგორ აპირებს მერის პოსტიდან ხელისფლების შეცვლას? საზოგადოებას 2013 წლისთვის შეამზადებთ თუ ისევ დადგება დღის წესრიგში ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები?
-ამაზე ვილაპარაკოთ არჩვნების შემდეგ. დარწმუნებული ვარ, ადგილობრივი დონეზე, ოპოზიციის მიერ ხელისუფლების ხელში აღებით, ძალიან ბევრი პრობლემა, რომელიც დღეს აქვს თბილისის მოქალაქეებს, რაიონებშიც იქნება გადაწყვეტილი. თბილისის არჩეული მერი არა მარტო მეურნე პირი იქნება, არამედ ის იქნება პოლიტიკური უფლებების დამცველი, რომელიც დააბალანსებს ცენტრალურ ხელისუფლებას და არ მივცემთ იმის უფლებას, რომ გაუთვალისწინებელი ნაბიჯები გადადგას, როგორც აქამდე დგამდა. ამ შემთხვევაში ჩვენ მზად ვიქნებით ცენტრალურ არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა და გავიმარჯვოთ. თუ როდის ჩატარდება ის არჩენები, ამას 30 მაისის არჩევნების შემდეგ ვითარება გვიკარნახებს.

ყირგიზეთის ამბებმა საქართველოში გააჩინა შიში, რომ შესაძლოა, მოვლენები აქაც იმგვარი სცენარით განვითარდეს, ხედავთ თუ არა ამის საფრთხეს?
-სიმართლე გითხრათ, დარწმუნებული ვარ ქართული საზოგადოების სიბრძნეში. ჩვენ ბევრი რამ გამოვიარეთ დაწყეული 90-ანი წლებიდან და დარწმუნებული ვარ ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა, გამონაკლისის გარდა, არდაუშვებს ბიშკეკის სცენარით მოვლენების განვითარებას ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის, ჩემი პოლტიკური ძალაც. ჩვენ მივდივართ არჩევნებზე იმისთვის, რომ ჩვენ გვწამს არჩევნები არის ერთადერთი საშუალება ხელისუფლების შეცვლის. დღეს შიშის დრო არ არის, დღეს არის რწმენის დრო და ამ რწმენით უნდა გავიდეთ არჩევნებზე.

http://presa.ge/index.php?text=news&i=10414
01:15 23.04.2010
salxino
QUOTE(tavisupleba @ 22nd April 2010 - 21:49) *
მისტრალის თემასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავენ ნატოს წევრი ცალკეული ქვეყნებიც

ნწუ, ნწუ, ნწუ..............
kote-1962
Presa.ge
საქართველოს მეხუთედი ბუნებრივ აირს ვერასდროს მიიღებს

[დავით კირვალიძე]


პარლამენტში დაბარებულმა ენერგეტიკის მინისტრმა აღიარა, რომ მთელი ქვეყნის გაზიფიცირება ვერაფრით მოხდება. მინიმუმ საქართველოს ტერიტორიის 20% სამუდამოდ დარჩება ბუნებრივი აირის გარეშე. აღსანიშნავია ისიც, რომ სადაც სოფლები გაზიფიცირებულია, იქცა მოსახლეობის მცირე ნაწილს აქვს ბუნებრივ აირზე ხელმისაწვდომობა.

გაზის სახლებში შეყვანისა და მონტაჟის ღირებულება ძალიან მაღალია და თავისთავად უმრავლესობისთვის მიუზვდომელიც. დედაქალაქის მსგავსად გაზის მრიცხველებთან დაკავშირებით აქცია, შესაძლოა, რეგიონებშიც ჩატარდეს. დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც ენერგეტიკის მინისტრი ალეკო ხეთაგური იყო მიწვეული, დეპუტატებმა დედაქალაქში ჩატარებული აქცია დადებითად შეაფასეს.

კერძოდ, ფიზიკურ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაზიანებული მრიცხველების შესახებ განაცხადი საკუთარი ნებით გაეკეთებინათ და ამის სანაცვლოდ «ყაზტრანსგაზი» მათ დაჯარიმებაზე უარს ამბობდა.

დეპუტატებმა დღესვე მინისტრს სთხოვეს, მსგავსი აქცია რეგიონებშიც ჩატარდეს, რადგან დაზიანებული მრიცხველების პრობლემა რეგიონებშიც მწვავედ დგას. ენერგეტიკის მინისტრმა ალეკო ხეთაგურმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება ამ საკითხზე დისტრიბუტორ კომპანიებს შუამდგომლობით აუცილებლად მიმართავს.

საპარლამენტო ოპოზიცია კი გაზიფიცირებისთვის შესრულებულ სამუშაოებზე არსებული სხვადასხვა ტარიფების მიზეზებით დაინტერესდა. მათი ინფორმაციით, სოფლებში გაზის შეყვანა ზოგს 300 ლარი უჯდება, ზოგს კი 700 ლარსაც სთხოვენ, ასევე, ეუბნებიან, რომ თუ სოფლის გარკვეული პროცენტი არ შეიყვანს გაზს, სოფელი მაინც ბუნებრივი აირის გარეშე დარჩება.

დეპუტატ ლევან ვეფხვაძეს ასეთი მიდგომები უსამართლობად მიაჩნია. როგორც აღნიშნულ საკითხზე ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა განაცხადა, დისტრიბუტორი კომპანიები პასუხისმგებლობას იღებენ ცენტრალური გაზსადენის ქუჩებში მიყვანაზე, რომლის შემდგომაც ხდება ინდივიდუალური გაზიფიცირება და ეს თანხები, შესაძლოა, არაერთგვაროვანი იყოს. არაერთგვაროვნება კი, მინისტრის განმარტებით, მანძილით განისაზღვრება.

კერძოდ, ზოგს სახლამდე დიდი კარმიდამო აქვს და ზოგს არა. ამასთან, მინისტრის განცხადებითვე, სახლამდე გაზის მისაყვანად, მოსახლეობას უფლება აქვს სხვა სამშენებლო კომპანია დაიქირავოს და მათ შეასრულონ ცენტრალური გაზსადენიდან აირის ოჯახებამდე მიყვანა და არა კომპანიამ.

იმ შემთხვევაში კი, თუ დისტრიბუტორი კომპანია მოსახლეობას დაავალდებულებს, რომ ეს სამუშაო მას შეასრულებინონ, ხეთაგურის მტკიცებით, ამაზე ხელისუფლება ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს.

ამასთან ენერგეტიკის მინისტრის აღაირებს, რომ საქართველოს ყველა სოფელში ბუნებრივი აირის შეყვანა ვერ განხორციელდება. თავისთავად შეუსრულებელი არჩება საპრეზიდენტო პროგრამა - “გაზი ყველა სოფელს”. მინისტრის თქმით, საქართველოს სოფლების დაახლოებით მხოლოდ 20% -ის დაქსელვა ვერ მოხერხდება, რადგან ეს პროცესი ზოგან ტექნიკურად არის შეუძლებელი, ზოგან კი ეკონომიკურად არის წამგებიანი.

ერთ-ერთ ასეთ რაიონად ხეთაგურმა მესტია დაასახელა და აღნიშნა, რომ მესტიის მომარაგება ბუნებრივი აირის რეზერვუარებითმოხდება. რაც შეეხება ზოგადად ვითარებას ქვეყნის მაშტაბით, მინისტრის ინფორმაციით, წელს დასრულდება ბათუმისა და ქუთაისის გაზიფიკაცია. წლის ბოლომდე კი სულ ქვეყნის მასშტაბით აბონენტთა 52% იქნება გაზიფიცირებული.

http://presa.ge/index.php?text=news&i=10415
11:06 23.04.2010
kote-1962
Presa.ge
ნოდარ ნათაძე: „ეს ხელისუფლება დივერსანტია“
[გეგა ბერიძე]

პრეზიდენტ მედვედევის განცხადებამ, ’“ყირგიზული სცენარის“ სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში შესაძლო განმეორების შესახებ პოლიტიკურ წრეებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. თბილისში იმასაც ამბობენ, რომ შესაძლოა კრემლი კიევის და ბიშკეკის ბოლო მოვლენების შემდეგ ღიად საქართველოზე მიანიშნებდეს. როგორ უნდა იყოს აღქმული ეს განცხადება საქართველოში, ამაზე „პრესა.გეს“ ქართული პოლიტიკის ვეტარანი, სახალხო ფრონტის ლიდერი ნოდარ ნათაძე უაბობს.

როგორ უნდა შეფასდეს მედვედევის სკანდალური განცხადება საქართველოში?
– ეს არის ღია მუქარა, რომელშიც ბლეფის ელემენტები ურევია. მაგრამ რატომ მიმართავენ ღია მუქარას, რაღაც რეალურს ამზადებენ, ბლეფობენ როგორც პოკერში, თუ რას აკეთებენ, ეს სხვადასხვა ინტერპრეტაციებს ექვემდებარება. მაგრამ წყალი არ გაუვა იმას, რომ ეს მოსკოვის მხრიდან რეალურ მუქარად უნდა იყოს აღქმული.

სხვათაშორის, იმის სასარგებლოდ, რომ ეს რეალური მუქარაა მეტყველებს ის ფაქტი, რომ პუტინს და ალბათ მასთან ერთად მედვედევსაც პრობლემად აქვთ გამხდარი არამარტო თავიანთი იმპერიის ბედი, არამარტო სკამები, არამედ საკუთარი ტყავიც. იმიტომ, რომ ყველაზე რუსული, ყველაზე ღრმა იმპერიალისტურ-შოვინისტური წრეები, ე.წ. არაოფიციალური სახელმწიფო კანცელარია მათ პოლიტიკას, როგორც წაგებულს ისე აფასებს. პუტინ–მედვედევის პოლიტიკას ეს არაოფიციალური მოსკოვური კანცელარია წუნს ადებს.

პუტინს ამჟამად პირდაპირ ტყავის საშიშროება ელის. ამიტომ ის შეიძლება ნებისმიერ ავანტიურაზე წავიდეს, ნებისმიერი საზიზღარი სამხედრო ავანტიურის ჩათვლით.

კაჩინსკის ამბავთან დაკავშირებით დავუშვათ, რომ ეს მართლაც რუსებმა გააკეთეს. შესაძლებლობის იმ ათი პროცენტიდან გამოვიდეთ. ამის გაკეთება უზარმაზარი რისკია არამარტო მმართველი ინდივიდისთვის, არამედ ეს სახელმწიფოსთვისაც უზარმაზარი რისკია. ამაზე წასვლა პატარა ამბავი არ არის, როგორ ფიქრობთ, არაგაჭირვებული კაცი ამისთანა რისკზე წავა?

თქვენ ამით პირდაპირ მიანიშნებთ ტრაგიკულ ავიაკატასტროფასთან კრემლის მიმართებაზე?
– იყო ინიციატივა, ქართული პარტიებისგან ყოფილიყო განცხადება გაკეთებული, რომ კვალი მართლაც იქით მიდის. მაგრამ მიმაჩნია, რომ ამაზე ჩვენ არ უნდა ვილაპარაკოთ. ჩვენ მაინც გარეშე მაყურებლები ვართ. მართალია ისტორიულად პოლონელების მეგობრები ვართ, მაგრამ ეს ინიციატივა ჩვენგან არ უნდა მოდიოდეს.

ისე კი, ერთ ფაქტს გეტყვით. ალბათ ყველაზე კარგ საერთაშორისო ჟურნალ ეკონომისტში ნომრიდან ნომერში ტრიალებდა თემა, თუ ვინ აფეთქებს სადარბაზოებს მოსკოვში, ვოლგოდონსკში და ა.შ. ბოლოს იყო გაკეთებული ერთგვარი დასკვნა, რომ ამგვარად ვერც ვერავინ იტყვის კატეგორიულად იმას, რომ ეს პუტინის აფეთქებულია და ვერც იმას, რომ ეს პუტინის მიერ აფეთქებული არ არის. მსოფლიოში ცნობილმა ჟურნალმა სწორედ ასე დაწერა. ასე რომ, ეს ვერსია, სხვადასხვა ავტორებით, სხვადასხვა სტატუსით იტრიალებს და კიდევ დიდხანს თავს შეგვახსენებს.

მედვედევის ღია მუქარას, თუ ბლეფის შემცველ ელემენტს საქართველო როგორ უნდა შეხვდეს, რომ ქვეყანა ასეთი ბნელი პერსპექტივისგან მაქსიმალურად დაცული იყოს?
– საქართველო ამას ძალიან კატეგორიული და მკვეთრი განცხადებით უნდა შეხვდეს. ოფიციალური განცხადებით და მიმართვით გაეროში, ქვეყნების მთავრობებში და საერთაშორისო სასამართლოში. ორი ფაქტი სახეზეა ხომ? ამ ორი ფაქტის კომბინირება დიდ ჭკუას არ მოითხოვს: ერთი – მედვედევი ემუქრება ნებისმიერ მთავრობას, რომელიც თავის ხალხთან ჰარმონიაში არ არის და მეორე – მედვედევი და პუტინი ამბობენ, რომ საქართველოს მთავრობა ქართველ ხალხთან ჰარმონიაში არ არის. რეალურად ხომ ამბობენ ამას? ეს ორივე ხომ ფაქტობრივი მასალაა. რა უნდა მათ შეთავსებას ერთ მსჯელობაში?

ხელისუფლება ამ შემთხვევაში უბრალოდ ვალდებულია ასეთი ნაბიჯები გადადგას. მაგრამ პრობლემაც იმაშია, რომ ეს ხელისუფლება დივერსანტია. როგორც ხელისუფლებამ არ გადადგა ის აუცილებელი ნაბიჯი, რომ საქართველოში სამოქალაქო თავდაცვა შეექმნა(საქართველოს საერთოდ არ გააჩნია სამოქალაქო თავდაცვის სისტემა), როგორც ეს ანბანური ნაბიჯი არ გადადგა, ისე ჩემს მიერ მითითებულ ელემენტარული აუცილებლობის ნაბიჯებსაც არ გადადგმას. ამაში უბრალოდ დარწმუნებული ვარ.

რუსულ მუქარას რომ შევეშვათ, ყირგიზული სცენარის დღევანდელ საქართველოში განმეორება რამდენად შესაძლებელია?
– თუ რუსული ძალა პირდაპირ, გაშლილი დროშით არ ჩაება, ეს შეუძლებელია. მაგრამ სცენარი ისეა გათვლილი, რომ სწორედ ეს ფაქტორი ჩაებას. ე.ი. ერთის მხრივ არიან ნოღაიდელი, ბურჯანაძე და მისთანები, რომლებსაც პირველ რიგში ქუჩის არეულობების მოწყობა აქვთ დავალებული. მეორეს მხრივ არიან ცნობილი პიროვნებები, მხატვრები, მწერლები, სპორცმენები, ანგელოზები და ა.შ. რომლებმაც მერე უნდა თქვან, რომ ქართველები ერთმანეთს დავერიეთ და მოდი რუსო,. ჩვენ ერთმანეთისგან გაგვაშველეო. და მესამე – თვითონ რუსის შემოსვლა. აი ასე არის დაეგეგმილი ეს პროცესი.

მაგრამ ამჟამად არის ღია ნიშნები, რომ მათ ამ სცენარის კიდევ უფრო გაადვილება სურთ. სახელდობრ, ვანო მერაბიშვილის ინტერვიუ კომერსანტში ავიღოთ; მისი შინაარსი, ე.წ. მესიჯი ასე გავიგე – იცოდეთ, მე ჩემი სპეცნაზებით, მეგაზეებით და ა.შ. მათი გამოყენებით ნოღაიდელს არ შევებრძოლებიო. ფაქტობრივად ეს იყო მისი გამოსვლის მთავარი მესიჯი. აი ეს გვითხრა მერაბიშვილმა. თუ ეს ჩემი ინტეპრეტაცია სწორია, იგი რუსების ამოცანას ძალიან აადვილებს.

მაგრამ აქ ერტიც არის – მედვედევს და პუტინს არ აქვთ გააზრებული, რომ დღეს მსოფლიოში დიდი ცდომილება არ მოხდება, თუკი იგი დასავლეთის მხრიდან სანქცირებული არ იქნება.ანუ ყირგიზეთისგან განსხვავებით, ეს სცენარი ჩვენში ნაკლებად იქნება სანქცირებული?
– რასაკვირველია. ამერიკელებს რეალურად მანასის ბაზა ყირგიზეთში დარჩათ. თან ყირგიზეთის ძირითადი ნაწილი სამხრეთია, სადაც ქალაქი ოში მდებარეობს. ბიშკეკში მოსახლეობა ძირითადად რუსულია და ის რაც ყირგიზეთში მოხდა, ყირგიზების ნების ამსახველი არ არის. ეს პირდაპირ კრემლიდანაა გაკეთებული. შეიძლება ძალიან საზიზღარი პრეზიდენტი ჰყავდათ(იგი კარგი პრეზიდენტი ნამდვილად არ იქნებდა), მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში იგი მთელი მოსახლეობის ნებას არ ასახავდა.

http://presa.ge/index.php?text=news&i=10412
17:07 22.04.2010
kote-1962
Presa.ge

ბანკებმა მოგების გემო “გაიხსენეს”

[ეკა ბაქრაძე]

როგორც იქნა ბანკებმა მოგების გემო გაიხსენეს. წელს პირველად საბანკო სექტორმა მოგება აჩვენა, თუმცა 19 ბანკზე ოდენ 15 მილიონი დიდი ვერაფერი ბედენაა. სწორედ ამაზე მიუთითებენ ექსპერტებიც, რომელთა აზრითც, საბანკო სფეროს აქტიურობა მნიშვნელოვნად შემცირებულია.

საქართველოს საბანკო სექტორისთვის 2010 წელს პირველი მომგებიანი თვე მარტი აღმოჩნდა. კომერციული ბანკების საერთო მოგებამ მარტში 15 მილიონ 337 ათასი ლარი შეადგინა.

თუმცა, მოგების პარალელურად საბანკო სექტორში იზრდება ვადაგადაცილებული სესხების მოცულობაც. მარტში ვადაგადაცილებული სესხები 5 მილიონ 481 ათასით, 217 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ 2009 წელი ქართულმა საბანკო სექტორმა 65 მილიონიანი ზარალით დაამთავრა. შარშან 19 ბანკიდან მოგებით წლის დასრულება მხოლოდ შვიდმა შეძლო.

მოგების მხრივ საბანკო სექტორის ერთ-ერთი ლიდერი “პროკრედიტ ბანკია”. სხვათა შორის, მან მოგებაზე გასვლა შარშანაც და 2008 წელსაც შეძლო, როცა სულ სამმა ბანკმა მოახერხა ზარალიდან თავის დაძვრენა.

“პროცრედიტ ბანკმა” 2009 წელი 19.8 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დაასრულა, რაც მისი არსებობის განმავლობაში საუკეთესო მაჩვენებელია. რთული ეკონომიკური ვითარების მიუხედავად, ბანკის საკრედიტო პორტფელი 2.3%-ით გაიზარდა და 534 მილიონ ლარს გაუტოლდა.

რაც შეეხება ანაბრებს, ისინი 2009 წელს 30.9%-ით გაიზარდა და 384 მილიონი ლარს მიაღწია, რაც კრიზისამდელ მაჩვენებელს მნიშნველოვნად აღემატება.

მიუხედავად ასეთი “შთამბეჭდავი” მაჩვენებებისა, ექსპერტები ასეთ “დროებით მაჩვენებლებს” ეჭვის თვლით უყურებენ. სხვათა შორის, შარშანაც წლის მეორე ნახევარში საბანკო სექტორის მომგებიანობაზე დიდ იმედს ამყარებდნენ, მაგრამ საბოლოოდ წელი ზარალიანი აღმოჩნდა.

“ბოლო 2 წელია მნიშვნელოვნად შემცირდა საბანკო სფეროს აქტიურობა, მიუხედავად იმისა, რომ პირველი კვარტალი ბანკებმა მოგებით დაასრულეს, მოგება არის უმცირესი. დღეს ბანკები მაღალი რისკების გამო არ აქტიურობენ”, - აცხადებენ ექსპერტები. ამას კი თავისი მიზეზი გააჩნია. საქართველოში აღარ დარჩა სფერო, რომელიც მეტ-ნაკლებად სტაბილურობით გამოირჩევა. თითქმის ყველა ბიზნეს სექტორი ბეწვის ხიდზე გადის და დიდი რისკის ქვეშ მუშაობს. ბანკებს კი ასეთ სუბიექტებთან ურთიერთობა არ ხიბლავთ.

“წინასაარჩევნოდ სავაჭრო და სამრეწველო ობიექტების დახურვამ ბიზნესაქტვობის შენელება გამოიწვია და ეს ბუნებრივიცაა. ცალკეული განცხადებები ხშირად გვესმის, არაფერი კეთდება რეალურად იმისთვის, რომ ინვესტორების შემოდინება მოხდეს. მიუხედავად იმისა, რომ ქართული მხარე ახლო აღმოსავლეთს აქტიურად სტუმრობს, შედეგი არ გვაქვს”, - ეს არის საერთო სურათის მოკლე აღწერა, რომელიც ამ მომენტისათვის საქართველოს ეკონომიკაში გვაქვს.

http://presa.ge/index.php?text=news&i=10417
11:52 23.04.2010
kote-1962
Presa.ge

რუსული ბაზები საქართველოში – ტერიტორიული მთლიანობის სანაცვლოდ?

[რუსიკო მუმლაძე]


რუსული ბაზები საქართველოში – ტერიტორიული მთლიანობის სანაცვლოდ, როგორც უკრაინაში, სევასტოპოლი - გაზის სანაცვლოდ. ეს არის ედუარდ შევარდნაძის ფორმულა, რაშიც ოპოზიციონერი რუსი პროფესორი, საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობის აღდგენის გზას ხედავს. თუმცა, თავადვე ამბობს, რომ პუტინი-სააკაშვილის პიროვნული დაპირისპირება ამ პროცესს აფერხებს და “სანამ აქ სააკაშვილია, არაფერი შეიცვლება”, რადგან რუსეთს, რეალურად, “პუტინი მართავს, მედვედევი კი - დროებითი ფიგურაა არჩევნებამდე”.

“სამწუხაროდ, რუსეთში სამოქალაქო საზოგადოება არ არსებობს. ყველა არასამთავრობო ორგანიზაციამ შექმნა საერთო მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც მაინც ხელისუფლებიდან კონტროლდება. პუტინი ოლიგარქების გამდიდრებითა და გაძლიერებით არის დაკავებული. ინიციატივების გამოჩენაა საჭირო. მედვედევმა ინიციატივები დააყენა, რომ რაღაცის შეცვლააა საჭირო. ადრე, თუ გვიან, ამის გაკეთება მოგვიწევს. დღეს, ტელეარხები ხელისუფლებას ექვემდებარება. შედარებით უკეთესი სიტუაცია რადიოსადგურებსა და ბეჭვდით მედიასთან დაკავშირებით.

რუსეთი, რაც შეუძლია, თავისგან შორს აგდებს საქართველოს. ძალიან პირადულზეა გადასული ურთიერთობები. ოფიციალური პროპაგანდის ზეწოლის გამო, საქართველოს მიმართებაში, მეცნიერებისა და კულტურის სფეროშიც ცუდი სიტუაციაა. ზოგს ხელისუფლების აგრესიის ეშინია. რუსეთმა ეს უნდა გადალახოს”, - თქვა ფილოსოფიის პროფესორმა და რუსეთის ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, სერგეი მეზენცევმა ექსპერტებთან შეხვედრაზე.

გუშინ, რუსი “ქრისტიან-დემოკრატები”, გიორგი თარგამაძის პარტიასთან თანამშრომლობის შესახებ მემორანდმის გაფორმების შემდეგ, ქართველ ექსპერტებს იმასაც უმტკიცებდნენ, რომ რუს ხალხში ანტიქართული განწყობა არ არის. მათივე თქმით, ქართულ-რუსული ურთიერთობების აღდგენა, ორივე ქვეყნის პატრიარქების ხელშეწყობით უნდა დაიწყოს, რადგან ამ ორი სახელმწიფოს შიგნით არსებულ დანარჩენ ინსტიტუტებს შორის სათანამშრომლო გზა გადაჭრილიცაა და ნაკლებადსაიმედოც.

ამ შეხვედრაზე ერთი თვალშისაცემი ფაქტი გამოიკვეთა: ქართველ “ქრისტიან-დემოკრატებსა” და ექსპერტებს საუბრის დროს, ხშირად ავიწყდებოდათ რუსული სიტყვები. მათ რუს სტუმრებს აუხსნეს, რომ საქართველოში რუსული ნელ-ნელა, ყველას ავიწყდება. პრესა.გე-საც მეზენცევმა სავიზიტო ბარათი ინგლისურ ენაზე დაბეჭდილი გადასცა. “რუსულ ენაზე დაბეჭდილი მოგცეთ სავიზიტო ბარათი, თუ ინგლისურზე, - გვკითხა მან თავიდან და პასუხსაც არ დაელოდა, ინგლისურ ენაზე დაბეჭდილი “ვიზიტკა” მოგვაწოდა და თან დააყოლა: “აი, თქვენ, თქვენი ინგლისური”. პრესა.გე-ს კომენტარზე, რომ რუსეთმა საქართველოში რუსულის ინგლისურით ჩანაცვლება, თავისი აგრესიით, თავადვე მოახერხა, მეზენცევმა ღიმილით დააქნია თავი, თანხმობის ნიშნად.

თუმცა, აქვე ისიც უნდა ითქვას, სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ, როცა რუსეთის პოლიცია ქართველებს დასაჭერად დასდევდა, დისიდენტი იაროსლავ აგაროდნიკოვი მათ თავშესაფარს აძლევდა და პოლიციისგან იფარავდა. აგაროდნიკოვი არის ადამიანი, რომელიც 70-იანი წლების რუსი მოაზროვნეების რიგებში იდგა და ტოტალურ, საბჭოთა რეჟიმს ებრძოდა. საბჭოთა “კაგებემ” ის დააპატიმრა და რუსულ ციხეში 9 წელი იჯდა.

ფილოსოფოსი მეზენცევი და დისიდენტი იაროსლავ ოგაროდნიკოვი მინსკის გავლით ჩამოვიდნენ საქართველოში. მეზენცევმა საინტერესო ისტორია მოყვა ვარშავაში განხორციელებულ ვიზიტთან დაკავშირებით: “აქ რომ წამოვედი, ჩემი ინსტიტუტის პირველ პრორექტორს ვუთხარი, რატომ მოვდიოდი საქართველოში. იცით, რატომ გავაკეთე ეს? როცა ვარშავაში ვიყავი, არავინ გამიფრთხილებია, რადგან, სიმართლე გითხრათ, მეშინოდა, რომ არ გამიშვებდნენ.

ჩასული არ ვიყავი ვარშავაში, “ეფესბედან” პირველ პრორექტორთან შევიდა ინფორმაცია, ჩემი ვიზიტის შესახებ. უკან რომ დავბრუნდი, პირველ პრორექტორთან სერიოზულად დამეძაბა სიტუაცია, ვიჩხუბეთ. ბოლოს მითხრა, წინასწარ გამაფრთხილე ვიზიტის შესახებ და პრობლემა არ გექნებაო. ამიტომ გავაფრთხილე, ვიდრე საქართველოში წამოვიდოდი”. “თუ გამოგიშვეს, მაშინ პოპულარული ფიგურა ხართ”, – იყო ქართული მხარის კომენტარი..
პრესა.გე-მ მეზენცევს ექსკლუზიური ინტერვიუ ჩამოართვა.

პრესა.გე: რამდენად აწყობს რუსეთს საქართველოში არსებობდეს არასტაბილური გარემო.
სერგეი მეზენცევი: - წინ თუ გავიხედავთ, გრძელვადიანი გათვლებით, წესით, რუსეთი დაინტერესებული უნდა იყოს, კავკასიის სტაბილურობით, რადგან თუ იქნება არეულობა საქართველოში, ეს გადავა მთელ კავკასიაზე. თუმცა, კითხვის ნიშნის ქვეშაა ის საკითხი, აცნობიერებს, თუ – არა, რუსეთის დღევანდელი ხელისუფლება ამ პრობლემას? საქმეს ისაა, რომ ჩვენი ხელისუფლება, ყველაზე ხშირად, დაინტერესებულია ტაქტიკური ამოცანების შესრულებით. სტრატეგიული ამოცანების შესრულების ნაცვლად, ისინი ტაქტიკური ამოცანების შესრულებით არიან დაკავებულები.
საქართველოში აუცილებლად უნდა ჩანდეს სტაბილური სიტუაცია.

რამდენად არის რუსეთში ის განწყობა, რომ რუსეთმა საქართველო დაკარგა?
- ასეთი განწყობაა, არამარტო საქართველოს, არამედ ისეთი ქვეყნების მიმართ, როგორებიცაა სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა. ბევრ რუს ადამიანს აქვს იმ დროის ნოსტალგია, როცა იყო ძლიერი სახელმწიფო და ჩვენ გვქონდა ურთიერთობები ერთმანეთთან. თუმცა, ეს განწყობა უფროს თაობასთან ერთად წავა. ჩვენი ახალი თაობა, ძალიან აპოლიტიკურია და საქართველოსაც საერთოდ არ იცნობენ, ამიტომ იმასაც ვერ ვიტყვი, რომ ანტიქართული განწყობა მასიურად არსებობს.

ყველა გადასულია, თავისი პირადი პრობლემების მოგვარებაზე, ინდივიდუალური გადარჩენის თვალსაზრისით. ეს უფრო მნიშვნელოვანი პრობლემაა მათთვის. თუ რაიმე ღონისძიება ტარდება ჩვენთან, იქ დასასწრებად ახალგაზრდებს ფულს უხდიან – 500-დან 1000 მანეთამდე. იქ, იდეის გულისთვის, ასეთ ღონისძიებებს არავინ ესწრება.

ახლო მომავლში ან საერთოდ დაიწყება, თუ - არა რუსეთში, რაიმე დემოკრატიული პროცესები და არის, თუ - არა განხეთქილება პუტინსა და მედვედევს შორის?
- მედვედევსა და პუტინს შორის რაიმე სერიოზული განხეთქილება არ არსებობს. ამაზე საუბარი არ არის. რეალურად, ქვეყანას პუტინი მართავს. მედვედევი დროებითი ფიგურაა, მომავალ არჩევნებამდე. რუსი ექსპერტები თვლიან, რომ პუტინი მესამე ვადით გახდება პრეზიდენტი. ჩვენს კონსტიტუციაში წერია, რომ სამი ვადით, გადაბმულად არ შეიძლება, ერთიდაიგივე პირი იყოს ქვეყნის პრეზიდენტი, მაგრამ არ წერია, რომ მეორე ვადით არჩევის შემდეგ, თუ შეისვენებს, მას არ შეუძლია მესამედ დააყენოს თავის კანდიდატურა. უახლოესი 5 წლის განმავლობაში, ნაკლებად შესაძლებელია, რომ რუსეთში დემოკრატიული პროცესები დაიწყოს. 10 წლის შემდეგ ყირგიზეთის ვარიანტი, შეიძლება, ჩვენთანაც მოხდეს, რაღაც სპონტანური ფორმებით, მაგრამ ამის წინასწარმეტყველებაც შეუძლებელია.

თავად პუტინს, შეუძლია, თუ - არა აპატიოს სააკაშვილს ის პირადი შეურაცხყოფა, რაზეც თავად აპელირებს, თუმცა, საქართველოს პრეზიდენტი ამას უარყოფს?
- არ შეუძლია. ის პირადი პრობლემა, რაზეც მუდმივად არის საუბარი ამ ორ პრეზიდენტს შორის, თუ ეს ასე იყო, მაშინ ეს იქნება სერიოზული წინააღმდეგობა მათ შორის, რაც სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებზე აუცილებლად გადავა.

რას ფიქრობთ ქართველი ოპოზიციონერების ვიზიტზე რუსეთში, რომლის დროსაც მოხდა პუტინთან შეხვედრებიც. რაიმე შეიძლება, შეცვალოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში ამ ვიზიტებმა?
- არ ვიცი, რატომ გადაწყვიტეს მათ რუსეთში ჩამოვიდნენ, მაგრამ პირადად მე, აზრს ვერ ვხედავ ასეთ მიმოსვლაში. ყველასთვის ცხადია, ის პოზიცია, რომ სანამ აქ სააკაშვილია, არაფერი შეიცვლება. თუ სიტუაცია ისე შეიცვალება, როგორც უკრაინაში მოხდა, რაღაცაზე შეიძლება საუბარი. ყოველშემთხვევაში, იანუკოვიჩი უფროა კონტაქტურია, ეკონომიკურ საკითხებში მაინც. სევასტოპოლის რუსეთის მხარისთვის 25 წლით გადაცემის გამო, მან გაზზე მიიღო ძალიან დაბალი ფასები. ასეთი რამ უფრო შეიძლება.

ამერიკა-რუსეთს შორის შეთანხმება მოხდა ბირთვულ უსაფრთხოების საკითხებზე, როგორ ფიქრობთ, ეს პროცესი რამენაირად, დადებითად აისახება საქართველოზე?
- მაგრამ იქ ბირთვულ განიარაღებაზე მოხდა შეთანხმება. როგორც მე ვიცი, ჩვეულებრივ შეიარაღებაზე იქ არფერია ნათქვამი. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სამხედრო ბაზების შეიარაღების საკითხზე ეს არაფრით აისახება.

მართალია, რომ რუსეთმა საგარეო კოდი მიანიჭა სოხუმის აეროპორტს? თქვენ, ჩვეულებრივ ადამიანებს, გთავაზობენ სოხუმის გავლით საერთაშორისო ფრნების განხორციელებას სხვა ქვეყნებში?
- არა, არა. იმ კერძო ავიაკომპანიას, რომლითაც მე გამოვფრინდი, საერთოდ არ აქვს ჩამონათვალში ფრენები სოხუმის გავლით. ეს ვარიანტი, არც განიხილებოდა.

თქვენი აზრით, რა პოლიტიკას განახორციელებს უკრაინის მიმართ რუსეთი, მაშინ, როცა მიუხედავად სევასტოპოლის თაობაზე მიღწეული შეთანხმებისა, იანუკოვიჩი ევროკავშირისკენაც იყურება.
- რუსეთი ყოველთვის შეეცდება, გამოიყენოს ისეთი შესაძლებლობები, როგორიც არის, მაგალითად - სევასტოპოლი – გაზის სანაცვლოდ. ჩემი აზრით, რადიკალური შეთანხმებები, როგორიცაა რუსეთისთვის უკრაინული საწარმოების გადაცემა, ვფიქრობ, არ მოხდება. რუსეთი უკრაინას უკრაინულ საწარმოებში დამზადებულ პროდუქციაზე 10%-იან ფასდაკლებას სთავაზობდა, მაგრამ ამაზე შეთანხმება ვერ მოხდა.

აქ სერიოზული გამორჩენა უკრაინისთვის, მართლაც არაფერი იყო. სევასტოპოლი კი, მართლაც სერიოზული საკითხია და უკრაინამაც ძირითადად, მიაღწია მის სანაცვლოდ, გაზის ძალიან დაბალ საფასურს. ეკონომიკური განვითარებისთვის, ძალინ მნიშვნელოვანია, გაზზე ასეთი დაბალი გადასახადი. მართალია, შეთანხმების დრო დიდია – 25 წელი, უკრაინამ შეიკვეცა სუვერენიტეტი, მაგრამ ძალიან დიდი ეკონომიკური სარგებელი მიიღო.. იანუკოვიჩი, ვითომ პრორუსული განწყობისაა, მაგრამ მაინც ევროკავშირისკენ იყურება.

როგორ ფიქრობთ, უნდა რუსეთს ომი საქართველოსთან და დაიწყებს ის ახალ შეიარაღებულ დაპირისპირებას?
- ეს ძალიან რთული სათქმელია. ყევლაფერი შეიძლება, მოხდეს. გარანტიებს ვერავინ მოგცემთ, მაგრამ რუსეთს და რუს ხალხს ომი არ აწყობს.

რაც შეეხება ხელისუფლებას, გააჩნია, რა ინტერესები ექნება მას. თუ ექნებათ საშუალება, რაღაც შედეგს მიაღწიონ, ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით, არ არის გამორიცხული ომი დაიწყონ.

როცა, რაღაც პრინციპები არსებობს და პრინციპებს მკაცრად მიყვებიან, ეს უკვე სხვა საქმეა, მაგალითად - ტერიტორიული მთლიანობის პრინციპები საერთაშორისო სამართალში. ბევრ ქვეყანას ამ საკითხისადმი მიდგომის ორმაგი სტანდარტები აქვს. მართალია, ადრე მხარს უჭერდნენ ამ პრინციპებს, შემდეგ იქ სიტუაციები იცვლება და ამ საკითხის მიმართ როგორი მიდგომა განვითარდება, არავინ იცის.

აქ შეხვედრაზე დაისვა საკითხი, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობების განვითარების იმედი და მცდელობა ორივე მხარეს, ამ ორი ქვეყნის ეკლესიის წიაღში უნდა ჰქონდეს. ჩვენთან, თქვენი პატრიარქი კირილი, ანტიქართულ განწყობებთან ასოცირდება. არის თუ არა ის. პუტინის “კადრი”?
- არა, არა, არა. რუსეთის მართმადიდებელმა ეკლესიამ და პატრიარქმა, ყველასთვის ცნობილია, ჩვენი პატრიარქების შეხვედრაზე განაცხადა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიები არის საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში. შეთანხმება მიღწეულია და ამ შეთანხმების გადახედვა არ მოხდება. ამოცანა იმაში მდგომარეობს, როცა ეს პოლიტიკური პრობლემები გვერდზე გადაიწევს, კომპრომისის რაღაც საფუძველი არსებობდეს ამ ტერიტორიებთან მიმრთებაში.

დიდი ბოდიში ამ კითხვისთვის, არავის შეურაცხყოფას არ ვაპირებ.. თუმცა, მაინც უნდა დავსვა. საქართველოში ვრცელდება ინფორმაციები, რომ თქვენი პატრიარქი “კაგებეს” აგენტი იყო, რამდენად მართალია ეს?
- პატრიარქ კირილთან მიმართებაში კონკრეტული არაფერი შემიძლია, გითხრათ, მაგრამ ის კი, შემიძლია, ვთქვა, რომ ის მღვდლები, რომლებიც საბჭოთა კავშირის დროს სასულიერო აკადემიაში ხვდებოდნენ, პრაქტიკულად კი, ინიშნებოდნენ ეკლესიის მიერ, მაგრამ მათი უმრავლესობა იქ “კაგებეს” რეკომენდაციებით ხვდებოდა.. ეს ყველგან იყო.

რა შეიძლება, კონკრეტულად გააკეთოს საქართველომ და რუსეთმა, თქვენი, როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგელელის აზრით, რათა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებმა როგორმე დაიწყოს გამოსწორება?
- პირველი შესაძლებლობა, რასაც მე ვხედავ, არის მრგვალი მაგიდა, სადაც ჩვენ სასაუბროდ უნდა დავჯდეთ, ერთი-ერთზე და პრობლემები განვიხილოთ.

როცა სამშობლოში დაბრუნდებით, მოსახლების რა ნაწილს მიაწვდენთ ხმას და რას მოუყვებით საქართველოს შესახებ? თქვენ რუსულ ოპოზიციას წარმოადგენთ და როგორც შეხვედრაზე თქვით, თქვენი შესაძლებლობები იმ მხრივ, რათა საკუთარი აზრი მიაწოდოთ მოსახლეობას, ძალიან დაბალია.
- ჩვენი შესაძლებლობები დიდი არ არის. ოპოზიციური, მასობრივი საინფორმაციო საშუალებები რუსეთში ძალიან ცოტაა. ალბათ, რადიოსადგურ “ექო-მასკვის” ეთერში გავალთ და რამდენიმე ბეჭვდით გამომცემლობას გავუზიარებთ ჩვენს აზრს. ჩვენ გვინდა, ის მაინც გავაკეთოთ, რომ ჩვენს საზოგადოებამ იცოდეს რა პრობლემური საკითხები განვიხილეთ საქართველოში გამართულ შეხვედრებზე. ვიტყვით, იმასაც რა საერთო მიდგომები გვაქვს ქართულ-რუსულ პრობლემებთან მიმართებაში. ვიტყვით იმასაც, რომ პრობლემების მოსაგვარებლად ორივე მხრიდან არის ნაბიჯები გადასადგმელი. რუსეთის მხრიდანაც უნდა გადაიდგას ეს ნაბიჯი, რათა ურთიერთმომგებიანი შედეგები მივიღოთ.

რაღაც ისეთზე შეიძლება, მოლაპარაკება, რაც უკრაინაში მოხდა: სევასტოპოლი - გაზის სანაცვლოდ. ასეთი რამ, საქართველოსთან მიმართებაშიც შეიძლება, შედგეს. მაგალითად, რაც თავის დროზე შევარდნაძემ შესთავაზა რუსეთს, საქართველოში რუსული ბაზები – ტერიტორიული მთლიანობის სანაცვლოდ. აი, ფორმულა.

და ნატოს პრობლემაც რუსეთისთვის ასეთი აქტუალური აღარ იქნება.
- დიახ. დასავლეთ ევროპის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიების შეხვედრაზე, ერევანში, გასულ წელს, როცა მე ანგარიში გავაკეთე, დასავლეთ ევროპის ქვეყნების გაერთიანების ცენტრი, ბრიუსელი კი – არა, შეიძლება, იყოს თუ - არა – მოსკოვი.. კონფერენციაზე გამოითქვა აზრი, რომ კარგი იქნებოდა, მოსკოვი კვლავ გამხდარიყო ევროპის ცენტრი, მაგრამ დემოკრატიულ საწყისებზე.

ეს აზრი საქართველოშიც არსებობს, მაგრამ ჯერ თქვენ უნდა გახდეთ დემოკრატები.
- დიახ, დიახ. რუსი “ქრისტიან-დემოკრატები” ამ იდეას მხარს ვუჭერთ.

http://presa.ge/index.php?text=news&i=10418
12:18 23.04.2010
kote-1962
Presa.ge
რა ხდება ხელისუფლებაში და რა მოხდება ოპოზიციაში?

[რუსიკო მუმლაძე]


წინ ადგილობრივი არჩევნებია და, როგორც წესი, ამ დროს ხელისუფლება კადრების წმენდის პროცესსაც ააქტიურებს და ოპოზიციის დაქსაქსვაზეც მუშაობს.. მოატყუეს, თუ – არა, ალასანია ჭადრაკის სასახლეში მისვლამდე?

ერთ-ერთი დეპუტატის თქმით, სახელისუფლებო გუნდს ძალიან კარგად აქვს ათვისებული შემდეგი ტაქტიკა: ”რაც არ უნდა ცუდად მოიქცეს, თუ ჩემია - არ გავწირავ”. თავად ფორმულა, ზოგადად, მძიმეწონიან ფიგურებზე ვრცელდება და “ღლავებს” არ ეხებათ. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს ფორმულა ჩინოვნიკებზე მაშინ ვრცელდება, როცა ისინი ძალიან ცუდად ეჩხირებიან საზოგადოებას, ან ვანო მერაბიშვილს თვალებში, მაგრამ ხელმწიფისა და მისი ვეზირისთვის “ფასდაუდებელი” ხელქვეითები არიან. თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ ბევრი საეჭვო ინფორმაციაა აქვთ თავად ხელმწიფისა და მისი ნაზირ-ვეზირების შესახებ...

“ან მინისტრი უნდა იყო, ან ბიზნესმენი. ორივე ერთად ვერ იქნები. კოდუას სააკაშვილი აძლიერებდა. მაგრამ ხომ ხედავთ, ვანო მერაბიშვილმა ხმამაღლა თქვა, რომ მეორე ვანო მერაბიშვილი არ იქნება”, - აცხადებს დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი.

ერეკლე კოდუა ის ადამიანია, რომელზეც, ჯერჯერობით, ზემოთ ნახსენები ფორმულა ვრცელდება: ”რაც არ უნდა ცუდად მოიქცეს, თუ ჩემია - არ გავწირავ”. ჯერჯერობით, იმიტომ, რომ ახალაიებისგან განსხვავებით, კოდუა ამბიციური ტიპია და შეიძლება, მეტი მოინდომოს. შედეგად კი, თუ არ გაჩუმდება, ან ციხეში აღმოჩნდება, ან დევნილობაში. იმედია, ისიც ოპოზიციაში არ წავა.

ოპოზიციიდან კი, ამ დროს, ახალი ინფორმაცია ჟონავს. პრესა.გე-ს ინფორმაციით, ჭადრაკის სასახლეში მისვლამდე ალასანიას შეთანხმება ჰქონდა დანარჩენ პარტიებთან, რომ მას იქ ნოღაიდელი არ დახვდებოდა, მაგრამ თუ მაინცდამაინც მივიდოდა სასახლეში ექს-პრემიერი, სიტყვით არ უნდა გამოსულიყო, რაც ალასანიას თანაგუნდელების გაღიზიანებას გამოიწვევდა. სამწუხაროდ, ალასანია, ფაქტის წინაშე დააყენეს. ამის შემდეგ სერიოზული კამათი ყოფილა და ალასანიაც უკან დაბრუნდა. პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში, ალასანიასთან ამ ინფორმაციას გადავამოწმებთ.

რა ხდება ხელისუფლებაში?
ხელისუფლებაში, როგორც წესი, სახეები და სახელები ჩნდებიან და მერე ქრებიან. ისინი, რომლებიც ზედმეტად ძლიერდებიან, ან ოპოზიციაში აღმოჩნდებიან ხოლმე, ანდა – დევნილობაში. არიან “მეორე ვარიანტის” წარმომადგენლებიც - “მოღალატეები”, რომლებიც მშვიდად წავიდნენ თანამდებობებიდან, პრეზიდენტმა ორდენითაც დააჯილდოვა, მაგრამ მერე, ოპოზიციიდან, “ხელების მომტვრევით”, ამავე პრეზიდენტს ემუქრებიან. ამ შემადგენლობას განეკუთვნებიან ისინიც, რომლებმაც ოპოზიციას თავი შეაფარა და ამით თავისი ქონება გადაარჩინა.

ძიძიგურმა, დავითაშვილმა, ძმებმა ბერძენიშვილებმა, ორმა ზურაბიშვილმა და სხვებმა სააკაშვილი დიდი ხნის წინათ, მისი მმართველობის დასაწყისშივე მიატოვეს. დღეს, მერობის კანდიდატი ძიძიგური სატელევიზიო ეთერით აღიარებს: ”რა ვქნა, ხელისუფლებაში რომ მოვიყვანე, მერე მივხვდი, რაც იყოო”.

სკანდალური თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, ის გამონაკლისი აღმოჩნდა, რომლის ხელისუფლებიდან წასვლამ (რადგან მისი გავლენების გაძლიერება ყველას თვალში ეჩხირებოდა, განსაკუთრებით მერაბიშვილს) საქართველოში მოვლენები 7 ნოემბრამდე მიიყვანა. ექსმინისტრი ერთადერთი აღმოჩნდა, ვინც სააკაშვილს ბრალდებები წაუყენა.. ამის შემდეგ, პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრი ნოღაიდელი და პარლამენტის თავმჯდომარეც განუდგნენ.

როგორც ხედავთ, პრეზიდენტის გარემოცვა შეცოტავდა და მის გარშემო მხოლოდ მერაბიშვილი, “თავისუფლების ინსტიტუტი” და მათი ხელდასმულები, ასევე ყოფილი “დემოკრატები” დარჩნენ. აქედნაც, ყველაზე მყარად, “იმ ვანოს” გუნდი გამოიყურება.

ვიდრე “იმ ვანოს გუნდსა” და კოდუაზე ვისაუბრებთ, მანამდე ისინიც გავიხსენოთ, რომლებიც ერთი პერიოდი ტელევიზიების ეკრანებიდან არ ჩამოდიოდნენ.

მაგალითისთვის - საქართველო-რუსეთის ომის შემდეგ, ჯერ ფინანსური პოლიციის, შემდეგ თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი, კვლავ საკაშვილის გუნდში დარჩა, მაგრამ თანამდებობის გარეშე და, როგორც ამბობენ, მისი პირადი “ხაზინადარია”. ამასწინათ, ხმებიც გავრცელდა, რომ ის ისრაელში გაიქცა, მაგრამ სარწმუნო ინფორმციით, ისევ საქართველოშია.

არენიდან დიდი ხნის წინათ გაქრა “ნაციონალი” მაია ნადირაძე, რომელიც ამბობდა: სახელმწიფოს ხერხემალი ვანო მერაბიშვილიაო. პრეზიდენტის მრჩევლად გადაუყვანიათ ბორჯომის მაჯორიტარი ნოდარ გრიგალაშვილი, რომელიც ერთი პერიოდი, ტელევიზორების ეკრანიდან, ხშირად გვახსენებდა თავს - ოპოზიციის “ბრძნული” ლანძღვითა და პრეზიდენტის გულმხურვალე ქებით.

ტელევიზორში აღარ ჩნდება უფრო მძიმეწონიანი ფიგურა გიგა ბოკერია, რომელიც კარგა ხანი იყო საზოგადოების გაღიზიანების საბაბი. თუმცა, გრიგალაშვილისა და ნადირაძისგან განსხვავებით, მას თავისი გავლენა და წონა არ დაუკარგავს. “ვასილიჩმა”, ბოკერიამ და უგულავამ, ჩვენი ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილთან გართულებული ურთიერთობები ვერ დაალაგეს და 30 აპრილს უგულავას მერობის კანდიდატად წარდგენის საკითხიც ისევ ეჭვქვეშ დგას. უფრო მეტიც, მერაბიშვილმა ამ გუნდისკენ გადახრილი თავისი მაღალჩინოსანიც კი “შეავიწროა”.

შს მინისტრმა წინასაარჩევნოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროში ყველა თავის ადგილზე დასვა. დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი, აცხადებს, რომ კოდუას სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტიდან მოფრიალება იმაზე მიუთითებს, რომ “ის ვანო” არავის მისცემს უფლებას, მეორე “ვანო” ეგონოს თავი. სხვათა შორის, თავის დროზე, სწორედ ამდაგვარ ორთაბრძოლას ემსხვერპლა ირაკლი ოქრუაშვილიც, რადგან ქართული პოლიტიკა მიშას, ვანოს და იკას ძალაუფლებებს ერთად ვერ აიტანდა. ამიტომაც იყო ეს დაპირისპირება ასეთი ხმაურიანი, ამიტომაც არის ოქრუაშვილი ერთადერთი, ვინც ხმამაღლა ალაპარაკდა.

ოქრუაშვილის შემდეგ კი, ის ადამიანი, რომელმაც კვლავ შეძლო, ხელმწიფის კარზე განუზომელი ძალაუფლების მოპოვება, ერეკლე კოდუა აღმოჩნდა.

“კოდუა მაშინ გაათავისუფლეს, როცა სააკაშვილი ქვეყანაში არ იმყოფება. ვაკის პარკთან გარჩევები, პატრულთან და ვაკე-საბურთალოს პოლიციასთან გამართული სროლები და იარაღის ტრიალი, რესპუბლიკურში წასვლები - ეს ყველაფერი იყო მიზეზი. ეს მიზეზი არ იქნებოდა, სხვა მიზეზს მოუძებნიდნენ ამ ადამიანს.

სამინისტროდან, ჯერჯერობით, არ მოიშორებენ. მაგან იმდენი რამე იცის, რაც ამ ხელისუფლებას თავიდან ბოლომდე ამოატრიალებს, რომ.. როგორც ერთხელ ამოატრიალა ოქრუაშვილმა. არანაკლებ ხიფათისშემცველია კოდუა სააკაშვილისთვის. ახალ ოქრუაშვილს ესენი არ დაუშვებენ. ყველანაირად შეეცდებიან ამას. ატამანს ნუ აუხირდებიო, ხომ გაგიგიათ. ატამანი მერაბიშვილი იყო”, - აცხადებს დეპუტატი ცაგარეიშვილი.

საბაჟო-ტერმინალები, ჩინური, თუ ტაილანდური ბიზნესი, ტელევიზია, რომლებზეც, როგორც ამბობენ, ძმები კოდუების გავლენები ვრცელდებოდა, ამას დამატებული, 700-კაციანი “სოდის” ამალა – მეტი რა უნდა კაცს გაძლიერებისთვის? თანაც, თუ პრეზიდენტობის საშიში კანდიდატისა და ტელევიზიის მფლობელის, პატარკაციშვილის სახელისგატეხვაში დაეხმარები ვანოს და მიშას?

დღეს კი, გაძლიერებულ კოდუა “ჩამოალაბორანტეს” და “სოდის” ახალმა ხელმძღვანელმა, ახალაიას კადრმა, დევი ჭელიძემ კოდუას 6 მოადგილე თანამდებობიდან გაუშვა და ერთი დროებით დაიტოვა. სააგენტო “პირველის” ინფორმაციით, გათავისუფლებულებიდან ორი - დავით როგავა და ნოე ჩიკვილაძე კოდუამ უკვე წაიყვანა თავისთან ახალ სამსახურში. ჭელიძე კი, “სოდის” კოდუას კადრებისგან გათავისუფლებას გააგრძელებს.

ცაგარეიშვილი: “კოდუას ამხელა ქონები ხელში ჩაგდების საშუალება, ბადრი პატარკაციშვილის განადგურების შემდეგ და თავისი ამბიციების გამო შეექმნა. ამ ამბიციების გამო დაშორდა მერაბიშვილს ისიც და მისი კლანიც. მთელი ჯგუფია, რომელიც მისი მფარველობის ქვეშ მუშაობს და ბიზნესს ეწევა. თუნდაც ის ადამიანები, რომლებიც იმ ცნობილ ცემა-ტყეპაში იღებდნენ მონაწილეობას. მე ვფიქრობ, რომ კოდუა მხოლოდ და მხოლოდ ოფიცერი არ არის შსს-ში. მას ბევრად მეტი გავლენა აქვს. დიდი მოთამაშე გახდა.

მოთამაშე კი, სამინისტროსა და საერთოდ, ქართულ პოლიტიკაში ვანო მერაბიშვილი უნდა “იყოს”, მეტი არვინ. მისი ზომის და დონის მოთამაშე არავინ უნდა იყოს. კოდუას კი, სწორედ ამის ამბიცია უყალიბდებოდა. რასაც ვერ ვიტყვი ახალაიებზე. ისინი უამბიციო ხალხია, თუმცა, კრიმინალები არიან.

ანუ, რასაც აძლევენ, იმაზე მეტს არ ითხოვენ?
- დიახ, ანუ, რასაც აძლევენ, იმაზე მეტს არ ითხოვენ და რასაც ეტყვიან, იმაზე მეტს არ გააკეთებენ. ორივე ძმა და მამაKკარგი შემსრულებლები არიან. კოდუას კი მომეტებული მადა გაუჩნდა. კოდუა საქვეყნო მასშტაბის უბედურებაა. პლანეტის მასშტაბის უბედურება კი – სააკაშვილია. სახეები მიდიან და მოდიან. შემდეგი შეიძლება, გივი თარგამაძე იყოს, მერე ბოკერია, მერე თავად მერაბიშვილიც.. ამას სააკაშვილი გადაწყვეტს. თუმცა, ამ ეტაპზე, მერაბიშვილზე დგას სააკაშვილი და ახალი მერაბიშვილი არც მას სჭირდება”.

მართალია, ცაგარეიშვილი რადიკალურ შეფასებას აძლევს ამ მოვლენებს, მაგრამ ერთ-ერთი დეპუტატი პირად საუბრებში აცხადებს, რომ სააკაშვილის გუნდში, საბოლოო ჯამში, დიდი გარიგება შედგება - საკუთარი ტყავის გადასარჩენადაც და სახელმწიფოს სათავეებში დასარჩენადაც. ოღონდ, კოდუამ ჭკუა უნდა იხმაროს და ოქრუაშვილის გზას არ უნდა დაადგეს. მით უმეტეს, რომ არც ისე დაბალი თანამდებობა მისცეს. კრიმინალური პოლიციაც, ფაქტობრივად, იგივე დანაშაულობებს (ნარკოტიკები, ორგანიზებული დანაშაული და ა.შ..) ებრძვის, რასაც - “სოდი”.

რა ხდება ოპოზიციაში?
ახლა კი ვნახოთ, რა ხდება ოპოზიციურ ფრონტზე.. ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ ჭადრაკის სასახლის ცნობილი ამბებისა და ხელისუფლების ბევრი სხვა მცდელობების შედეგად, ოპოზიციის არჩევნებში გამარჯვების შანსი შესუსტდა. ამავდროულად, ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ “ალიანსმა” არჩევნების შემდეგ მაინც უნდა მოახდინოს, ხელისუფლების მახეში ჯერ კიდევ გაუბმელი ორი ძალის – “ეროვნული ფორუმისა” და ნონო ბურჯანაძის პარტიის თავის გარშემო კონსოლიდირება, რათა სააკაშვილის ხელისუფლების დემონტაჟი გააზრებულად და ცივილური გზით განხორციელდეს.

პრესა.გე-მ ხუხაშვილის დასახელებული პარტიების ლიდერებს კითხვით მიმართა: თუ არჩევნები გაყალბდება, გავლენ, თუ - არა ისინი ქუჩაში? პასუხები ისეთი იყო, რომ სავარაუდოდ, 30 მაისის შემდეგ, თუ არჩევნები გაყალბდება, ყველანი ქუჩაში აღმოჩნდებიან. “ალიანსს” კი მოუწევს, აქეთ შეუერთდეს მათ და – არა, თავად ისინი შემოიერთოს, რათა საკაშვილი ცივილური გზებით გადააყენონ. დიდი მკითხაობა არ სჭირდება იმას, რომ ალასანია და ალიანსელები ქუჩაში ერთობის “დამანგრეველ” ნოღაიდელსაც “შეხვდებიან”.

პრესა.გე: - არჩევნების შემდეგ ჩაერთვებით, თუ - არა აქციებში, თუ ეს არჩევნები გაყალბდება?
“რესპუბლიკელთა” ლიდერი დავით უსუფაშვილი: “არჩევნების შემდეგ მივიღებთ ადექვატურ გადაწყვეტილებებს. ასეთი გადაწყვეტილებების თაობაზე წინასწარი საუბარი შეუძლებელია. ერთ რამეს გეტყვით, სახლში რომ შეხვალთ და იქ ყაჩაღი დაგხვდათ, თქვენი ახლობელი ჰყავს გაკოჭილი, რას მოიმოქმედებთ? წინასწარ ვერაფერს იტყვით. ვითარებიდან გამოდინარე, შეიძლება, კარები გაიხუროთ, მეზობელთან შევარდეთ და იქიდან დარეკოთ პოლიციაში, შეიძლება, ვითარება ისეთი იყოს, იქვე ყელში წვდეთ და მოიგერიოთ.

ან შეერკინებით, ან გაერიდებით, ან რაღაცას მოიფიქრებთ, რომ მსხვერპლი გადაარჩინოთ, რომელიც მძევალია. ასევეა არჩევნების შედეგები. გავაკეთებთ იმას, რაც ადექვატური იქნება. ყაჩაღი რომ არის იქ, ამისთვის სახლს ცეცხლს ხომ არ წაუკიდებთ? სახელმწიფოს დაუნგრევლად და სამშობლოსთვის ზიანის მიუყენებლად ყველაფერს გავაკეთებთ”.

“ქრისტიან-დემოკრატების” ლიდერი გიორგი თარგამაძე: “თუ ეს გაყალბებული შედეგები ისეთი თვალსაჩინო იქნება, რომ საზოგადოების მღელვარებას ობიექტური საფუძველი ექნება, თავისთავად ცხადია, უკვე საზოგადოება იტყვის თავის სიტყვას და ჩვენ ვიდგებით იქ, სადაც იქნება საზოგადოება. თუმცა, მე ვთვლი, რომ არჩევნების წინ ამაზე ბევრი ლაპარაკი, ძალიან აზარალებს თავად საარჩევნო პროცესს. ახლა, პირიქით, ჩვენი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ საზოგადოებაში ფრთხილი, მაგრამ მაინც მეტი ოპტიმიზმი დავნერგოთ არჩევნების მეშვეობით, სხვადასხვა დონეზე ხელისუფლების შეცვლის შესაძლებლობასთან დაკავშირებით”.

ეროვნული ფორუმის ლიდერი: გუბაზ სანიკიძე: “თუ არ შევაწუხებთ ამ ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, ნორმალური არჩევნები ჩატრდეს. უნდა შევაწუხოთ.

როგორ შევაწუხოთ? არჩევნები უნდა მოვიგოთ?
- არა, არა, აქციები უნდა დავიწყოთ. ამ აქციებით, ქვეყანაში ჯერ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება უნდა მოხდეს, მერე - რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა. ოპოზიციაც და საზოგადოებაც უნდა გადაერთოს ამ აქტიური ბრძოლის ხერხებზე.

ხელისუფლებას მარტო ამისი ეშინია. მეტი რისი უნდა ეშინოდეს? აქციების ეშინია. სხვა რამეა გასაკეთებელი. აბსოლუტურად შესაცვლელია ხმის მიცემის სისტემა. ერთი ამომრჩეველი – ერთი ხმა, აი, აქამდე უნდა მივიდეთ. აქციებით უნდა ვაიძულოთ, თორემ ეს ხელისუფლება ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს. არჩევნების შემდეგ გავერთიანდებით ყველა, ყოველმიზეზგარეშე”.

პარლამენტის ექს-სპიკერი ნინო ბურჯანაძე: ”მოხარული ვიქნები, თუ “ეროვნული ფორუმი” გაახმოვანებს კონკრეტულ წინადადებებს და აქტიურ ქმედებებზე გადავა. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც რეალურად გადაიდგმება ამ ხელისუფლების შესაცვლელად, “ეროვნული ფორუმის” მხრიდან იქნება ეს გადადგმული, თუ სხვა პოლიტიკური პარტიების მხრიდან, ჩვენი პარტია - “დემოკრატიული მოძრაობა”, აქტიურად დაუჭერს მხარს. ჩვენც ჩვენს აქტიურ ძალისხმევას, რომელიც არც შეგვიწყვეტია, აქტიურად გავაგრძელებთ”.

http://presa.ge/index.php?text=news&i=10431
11:39 24.04.2010
tavisupleba
პოლონეთში 10 აპრილის ტრაგედიის გამო გლოვა ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ქვეყანა ახალი არჩევნებისთვის ემზადება. როგორ ართმევს თავს გამოწვევებს პოლონელი ხალხი და რა არის მათი მთავარი იარაღი კრიზისულ სიტუაციაში? გვესაუბრება საერთაშორისო ურთიერთობების ასოციაციის პრეზიდენტი ლევან ცუცქირიძე.

View the full article
kote-1962
26.04.2010

თანამედროვე "კუკარაჩები": სასკოლო ძალადობასთან ბრძოლა, თუ კიდევ ერთი ნაბიჯი პოლიციური სახელმწიფოსკენ?



მიმდინარე წლის სექტემბრიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეგიდით, დანაშაულის პრევენციის შექმნის და მოწაფეთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით ამერიკული პროგრამის ფარგლებში ე.წ. მანდატურთა გადამზადება და საშუალო სკოლებში გადანაწილება იგეგმება. იმაზე, რომ მოზარდთა შორის ძალადობის ფაქტები გახშირდა, არავინ დავობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, გასული წლის განმავლობაში სასამართლოს წინაშე 700-მდე არასრულწლოვანი წარსდგა, მათ შორის - მძიმე კატეგორიის დამნაშავეებიც. დაფიქსირდა ე.წ. "ყოჩების" მიერ ფულის გამოძალვის მიზნით ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზეწოლის, ასევე მკვლელობის ფაქტებიც. იმაზე, გაამართლებს თუ არა ამ საკმაოდ მძიმე ფონზე სასკოლო მანდატურების იდეა და რამდენად გაუმკლავდებიან საქმეს თავად თანამედროვე "კუკარაჩები", პედაგოგთა, მშობელთა, ფსიქოლოგთა და მოწაფეთა შეხედულებები არაერთგვაროვანია. მშობელთა და პედაგოგთა ნაწილი "პირWელთან" საუბრისას თავად იდეას მიესალმა, თუმცა გამოთქვა მოსაზრება, რომ მანდატური არ უნდა იქცეს ტიპიურ პოლიციელად, რომლის მიმართაც ბავშვებს შიში ექნებათ და არა კეთილგანწყობა. "მანდატური აუცილებლად პედაგოგიური უნდა იყოს და არავითარ შემთხვევაში - ტიპიური პოლიციელი. გაამართლებს თუ არა სკოლაში მანდატურთა შემოღების პროგრამა და რამდენად ეფექტურად მოხსნის ეს ინსტიტუტი სკოლაში დამკვიდრებული ძალადობის პრობლემას, დრო გვიჩვენებს. ამ ეტაპზე იმის თქმა შემიძლია დაზუსტებით, რომ მხოლოდ პროფესიონალურ დონეზე მომზადებულ მანდატურთა ინსტიტუტს მივესალმებით", - აცხადებენ "პირWელის" მიერ გამოკითხული პედაგოგები. მასწავლებელთა და მშობელთა მეორე ნაწილი ახალ პროგრამას ცალსახად დადებითად აფასებს და მიიჩნევს, რომ სკოლაში წესრიგის დასაცავად, ნარკომანიისა და მკვლელობის შემთხვევათა აღსაკვეთად მისი ამოქმედება აუცილებელიც კია. არსებობენ მესამე კატეგორიის პედაგოგებიც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სკოლაში უსაფრთხოების დაცვის მიზნით მანდატურთა შეყვანა აუცილებლობას არ წარმოადგენდა და ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად უკვე არსებული სასკოლო რესურსების გამოყენებაც შეიძლებოდა. რაც შეეხება მოსწავლეებს, განათლების სამინისტროს მტკიცების მიუხედავად, რომ სკოლებში ფორმიანი პირების გამოჩენას მოწაფეები აღრფრთოვანებით შეხვდნენ, "პირWელთან" საუბრისას ბავშვები დიდ აღფრთოვანებას არ გამოხატავენ და ახალი ინსტიტუტის წარმომადგენლებს სიფრთხილით ადევნებენ თვალს. როგორც აღმოჩნდა, პროექტის შესახებ შეხედულებები თავად განათლების სფეროს წარმომადგენლებშიც არაერთგვაროვანია. საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების პრეზიდენტი მანანა ღურჭუმელიძე სიახლეს დადებითად აფასებს. მისი განმარტებით, მანდატურთა სისტემა ამერიკის შეერთებულ შტატებში აპრობირებული მეთოდია და საქართველოშიც კარგად იმუშავებს. ღურჭუმელიძისგან განსხვავებული მოსაზრება აქვს "ზნეობრივი ფრონტის" კოორდინატორს აველინა დავითულიანს, რომლის შეფასებით, სკოლებში მანდატურების შეყვანა ქვეყანაში პოლიციური სისტემის გაძლიერების ერთ-ერთი ფორმაა და პოლიციური სახელმწიფოს ჩოყალიბებას შეუწყობს ხელს. ფსიქოლოგი ნინელი ცხოვრებაძე ახალ პროგრამას ასევე სკეპტიკურად ეკიდება და ფიქრობს, რომ სასკოლო მანდატურთა ინსტიტუტი მოზარდებს ფსიქოლოგიურ დათრგუნვას უქადის. მისი აზრით, გამუდმებული მეთვალყურეობა და კონტროლი შიშსა და კომპლექსებს წარმოშობს, ისისნი კი, თავის მხრივ, სამომავლოდ აგრესიაში შეიძლება გადაიზარდოს. "მანდატური იგივე პოლიციელთან და ჟანდარმთან ასოცირდება. ბავშვს არა ხათრი და რიდი, არამედ შიში და უარყოფითი დამოკიდებულება ექნება მის მიმართ. შედეგად მივიღებთ არა სკოლას, არამედ ციხე-კოლონიის მსგავს დაწესებულებას. საუბარი რომ იყოს ფსიქოლოგიური განათლებს მქონე პირზე რელიგიური კუთხით, ეს ინსტიტუტი შედარებით რბილი ფორმით იქნებოდა წარმოდგენილი", - განაცხადა ნაილი ცხოვრებაძემ და დასძინა, რომ "საზოგადოებასა და მოზარდებში დამკვიდრებული ძალადობა სენია, რომელსაც სახელმწიფო დონეზე ძირეული, კომპლექსური მკურნალობა ესაჭიროება, მანდატურის ინსტიტის შემოღება კი იგივეა, რაც შინაგანი ორგანოების სნეულებით გამოწვეულ გამონაყარს გარეგანი მკურნალობით ებრძოლო". ორიგინალური შენიშვნა აქვს პროგრამასთან დაკავშირებით "სახალხო დემოკრატების" ლიდერს, თბილისის მერობის კანდიდატ ნიკა ივანიშვილს, რომლის აზრით, "მანდატურების არსებობა სკოლებში აუცილებელია, მაგრამ მათ პედაგოგებზე მეტი ხელფასი არ უნდა ჰქონდეთ". აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, პროექტი უკვე ამოქმედდა და პოლიციის აკადემიაში შესაბამისი კადრების გადამზადება მიმდინარეობს. სექტემბრიდან საშუალო სკოლებში უიარაღო ფორმიანი მანდატურები გადანაწილდებიან.




დიანა მუსელიანი
საინფორმაციო სააგენტო "პირWელი"
kote-1962
26.04.2010

"იმედის" მედია-სპეცნაზი, სააკაშვილი და არველაძე გაასამართლეს



"მოდელირებული ქრონიკას" და მის შემოქმედებს ექსპერტიზა ჩაუტარეს. პროკურორმა საბრალდებო დასკვნა დაწერა და გამოაქვეყნა. მოსამართლე დაცვის მხარის არგუმენტებს ელოდება. განსასჯელი პროცესს არ ესწრებოდა... მას 30-დან 40 წლამდე პატიმრობა ემუქრება. რას ფიქრობენ ჟურნალისტები ჟურნალისტებზე?

"ექსპერტმა" დავით გამყრელიძემ, "მოსამართლე" ირაკლი ალასანიამ და "პროკურორმა" დავით უსუფაშვილმა მინი-სასამართლო პროცესი "თბილისი-მარიოტში", განსასჯელი "იმედის" გარეშე ჩაატარეს. ტელეკომპანიას, მხოლოდ ეკრანიდან მომზირალი "იმედის" ჟურნალისტი ლაშა ხარაზიშვილი წარმოადგენდა. შეჩერებული კადრის წყალობით, მას შეშფოთებელი მზერა სავსე დარბაზისკენ ჰქონდა "მიპყრობილი", ზუსტად ისეთივე მზერა, რომლითაც ის საზოგადოებას რუსეთთან ახალი ომის დაწყებას ამცნობდა...

ძნელი წარმოსადგენია, დაცვის მხარე საერთოდ ჩაებას სასამართლო კამათში, რადგან ამ გადაცემის შემდეგ პირდაპირ ითქვა: "როგორ ვერ მიხვდით, მონტაჟი რომ იყო. პრობლემა აქ ისაა, რა გველოდებაო". "სასამართლო დარბაზში" კი, "იმედის" გადამღები ჯგუფიც ვერ ვიპოვნეთ.

"ახალმა მემარჯვენებმა" იმ ავბედითი "მოდელირებული ქრონიკის" შემდეგ, "ნაციონალი" გიორგი არველაძისა და "იმედის" პოლიტიკური გადაცემების ხელმძღვანელის, ეკა წამალაშვილის ინტერნეტით გავრცელებულ სატელეფონო საუბარს ექსპერტიზა ჩაუტარეს. ჩანაწერი საერთაშორისო აღიარების მქონე ბრიტანულმა კომპანიამ "ჯი-პი-დაბლიუმ" გამოიკვლია, ტექნიკური ანალიზისა და სასამართლო ლინგვისტიკის მეთოდების გამოყენებით.

ალიანსის მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, ჩანაწერის შესწავლის შემდეგ ექსპერტებმა დაასკვნეს: "ეს არის ნამდვილი საუბრის ჩანაწერი. შესაძლოა, რამდენიმე ადგილას სახეცვლილი, მაგრამ არა - ჩამატებებით, ან რედაქტირებით.. ლექსიკური კავშირები საუბრის განმავლობაში საკმაოდ მყარია, რათა დავასკვნათ, რომ ეს ერთი საუბარია და არა - სხვადასხვა საუბრების მონტაჟი".

"სასამართლოს სხდომაზე" მომხსენებელი, "მემარჯვენე" დავით გამყრელიძე აცხადებდა: "არველაძე და წამალაშვილი ამტკიცებენ, ჩანაწერი ფაბრიკაციააო, მაგრამ ეს ექსპერტების ღიმილს იწვევს, ჩანაწერი ჭეშმარიტია და რაიმე მონტაჟს, ან სიმულაციას ადგილი არ აქვს".

ექსპერტების დასკვნის თანახმად, "თითოეული მოსაუბრე ჩაწერილია ცალკეულ არხზე. ეს და სხვა ტექნიკური ფაქტორები მკვეთრად მიუთითებენ, რომ ჩანაწერი ძირითად სატელეფონო სადგურში გაკეთდა". გამყრელიძემ ისიც აღნიშნა, "ერთ არხზე ჩანაწერი" იმას ნიშნავს, რომ ვინმემ საუბარი ერთი ჩამწერით, მოსაუბრე მხარეებს შორის ჩუმად გააკეთოს, ამ ჩამწერის მეშვეობით, ან დისტანციურად. ჩანაწერის დროს ორივე მხარის ხმა მკვეთრად ისმის.

ცალკეულ არხზე ჩანაწერი იმაზე მიუთითებს, რომ ჩამწერი აპარატი მთავრ სატელიტურ სადგურზე განთავსდება და იქიდან ხდება ჩაწერა. ამ დროს აპარატი იქ არის დამონტაჟებული, რომელი მოსაუბრის ხმაც კარგად ისმის. გამყრელიძის თქმით, მკვეთრი ხმა ეკა წამალაშვილს აქვს.

"ყველამ ვიცით, რომ ამ საუბრის დროს არველაძე სტამბულში იმყოფებოდა, თავად განაცხადა. იმედი ვიქონიოთ, რომ უცხოელი სპეცსამსახურების ჩანაწერების საქართველოში განლაგება ასე ადვილი საქმე არ არის. შეგვიძლია, მაღალი ალბათობით ვთქვათ, რომ ეს ქართული სპეცსამსახურების გაკეთებულია", - თქვა გამყრელიძემ. თუმცა აქვე, იმის თქმაც შეიძლება, მაღალი ალბათობით, რომ ვიღაცამ ეს ჩანაწერი, თავის დაზრვევის მიზნით, თავადვე გააკეთა.

"ექსპერტი" გამყრელიძის დაკითხვის შემდეგ "მოსამართლე" ირაკლი ალასანიამ "პროკურორ" დავით უსუფაშვილს მისცა სიტყვა. უსუფაშვილი: "როცა იურისტის პროფესია ავირჩიე, არასდროს მინდოდა, პროკურორი ვყოფილიყავი. დღეს გამიჩნდა სურვილი, პროკურორი ვიყო". კიდევ კარგი, უსუფაშვილი პროკურორი არ არის.. ბრალდების მხარემ განსასჯელს სისხლის სამართლის კოდექიის ხუთი და კონსტიტუციის ერთი მუხლით წაუყენა ბრალდება.

სს კოდექსის 154-ე მუხლი: - ჟურნალისტისთვის პროფესიული საქმიანობის უკანონოდ ხელისშეშლა. ბრალდების მხარის არგუმენტი: "არველაძე, სააკაშვილის დავალებით, წამალაშვილს აიძულებს, ტიტრის გარეშე გაუშვას გადაცემა". საუბრის ჩანაწერი: "წამალაშვილი: ჯობია, მივაწეროთ, რომ არის რაღაც მოდელირება. არველაძე: მიშას ველაპარაკებოდი, რა. აუ, ეგ არ ქნათო".

სს კოდექსის 219-ე მუხლი - მომხმარებლის მოტყუება, რამაც მომხმარებელს ზიანი მიაყენა. პროკურორი უსუფაშვილი: "ამ "ქრონიკის" შემდეგ იყო გარდაცვალებისა და ფსიქიკური აშლილობის ფაქტები, რაც საგულდაგულოდ იმალება".

ამას დამატებული 190-ე მუხლი, რაც თავად საწარმოს საქმიანობის ხელისშეშლას გულისხმობს, რითაც ამ საწარმომ მნიშვნელოვანი ზიანი მიიღო. პროკურორმა ბრალდების არგუმენტებად, ტელეკომპანიის, როგორც ბიზნესკომპანიის, სახელის გატეხვა დაასახელა, რაც "მოქალაქე სააკაშვილმა მის საქმიანობაში უხეში ჩარევით მოახერხა".

სააკაშვილის ქმედება კიდევ ერთი, 337-ე მუხლით განისაზღვრა, რაც მოხელის დანაშაულში გამოიხატა. გადაცემა, პროკურორის თქმით, ამ მოხელისთვის პოლიტიკური დივიდენდების მიღებას ემსახურებოდა. ერთი სიტყვით, სააკაშვილი უკანონო "მეწარმეა" და "იმედი" - მისი არალეგალური საწარმო

ოოო, სს კოდექსის 220-ე მუხლი - უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. მუხლი ესადაგება, როგორც არველაძეს, ისე წამალაშვილს. ერთმა თავზე მოახვია ქვეშევრდომს დანაშაული, მეორემ კი, ეს დანაშაული თავად მოიხვია თავზე და მხოლოდ მცირედი წინააღმდეგობა გაწია.. "იმედის" საინფორმაციოს უფროსმა, მათე კირვალიძემ, ლაშა ხარაზიშვილმა, ნათია კობერიძემ და სხვებმა ხომ მოიხვიეს და მოიხვიეს...

ბრალდებები მძიმდება.. 323-ე მუხლი - ტერორისტული აქტი. პროკურორი: "ჩვენ ტერორისტული აქტი მარტო ისეთი ვიცით - სისხლი, უბედურება და შევარდნაძე საავადმყოფოში რომ ჩანს. ამ მუხლს კი, სხვა განმარტებაც აქვს". "მოდელირებულ ქრონიკასთან" მიმართებაში კი მუხლს ასეთი განმარტება აქვს: "ტერაქტი, ან სხვა ქმედება, რაც ქმნის, ადამიანის სიცოცხლის მოსპობის საშიშროებას, ხელყოფს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, სახელმწიფოს სტრატეგიულ-პოლიტიკურ ინტერესს.., ჩადენილი მოსახლეობის დაშინების მიზნით".

ხუმრობით გადმოცემული რეპორტაჟით, შევეცადეთ, ეს ბრალდებები გასაგები ენით მოგვეტანა მკითხველამდე. თუმცა ამ ბრალდებებში საქმე სახუმაროდ არც "იმედს" აქვს და არც ჩვენ. ჩვენ იმიტომ, რომ ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ. თავად სისხლის სამართლის მუხლებით გათვალისწინებული სასჯელები რომ შეიკრიბოს, განსასჯელებისთვის ციხეში მოსახდელი პატიმრობის ვადა 30-დან 40 წლამდეა.

უსუფაშვილი აცხადებს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის გარდა, დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციაც. პრეზიდენტმა კონსტიტუციის 23 მუხლი (ინტელექტუალურ შემოქმედებაში ჩარევა) დაარღვია. სისხლის სამართლის კოდექსისა და კონსტიტუციის დარღვევის შემდეგ, თავისუფლად შეიძლება, დადგეს სააკაშვილის იმპიჩმენტის საკითხი.

როგორც ჩანს, ოპოზიციაში მიხვდნენ, რომ თუ აყვირდებიან, საქმე ამ ყვირილით კი არ უნდა დაამთავრონ, ბოლომდე, შედეგამდე მიიყვანონ. უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ ალიანსი საჩივრებს კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაშიც შეიტანს, პროკურატურაშიც და პარლამენტშიც.

"მეც იურისტი ვარ და შემიძლია, ვთქვა, რომ ბრალდების მხარე სერიოზულად არის მომზადებული. ვნახოთ, დაცვა როგორ გამოვა", - თქვა მოსამართლე ალასანიამ. სხდომა დაცვის მხარის არგუმენტების მოსმენამდე "გადაიდო".

შეხვედრის შემდეგ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა თქვა: "ეს არ არის ჟურნალისტიკა. ესაა ფსევდოჟურნალისტიკა. ესაა მედია-სპეცნაზი. მათ, ჩემი აზრით, ჟურნალისტები არც უნდა ვუწოდოთ".

პრესა.გე შეეცადა, თავად ჟურნალისტებისგან მიეღო პასუხი კითხვაზე:

რა სჭირს ქართულ ჟურნალისტიკას, რა შიდა პრობლემები აქვს და რა ვირუსი შეჰყარა ამ პროფესიას სააკაშვილმა?
"პროფესია ჟურნალისტის" წამყვანი, ტელკომპანია "მაესტროს" ჟურნალისტი თამარ ჩიქოვანი: "იცით, რა არის, საკითხავი, ჟურნალისტის პროფესიის არჩევისას, რა მოტივით სარგებლობს ადამიანი? რატომ ირჩევენ ამ პროფესიას, იმიტომ, რომ სოციალური სტატუსი აიმაღლონ, იმიტომ რომ ტელევიზორში გამოჩნდნენ, იმიტომ რომ კონტაქტები დაამყარონ ცნობად საახეებთან, თუ იმიტომ, ქვეყანაში არსებული ცვლილებების შესახებ ამცნონ ადამიანებს და საქმის კურსში ჩააყენონ? მე მაინც მგონია, რომ პირველი უფრო მნიშვნელოვანია მათთვის.

ჩემს პერიოდში იყო ასეთი ანეკდოტი. ჭიჭიკია რომ სოფი ლორენს ეხვეწება, რომ გამოივლი, დამიძახე, ჭიჭიკია წამოდიო. დაუძახებს ლორენი ჭიჭიკიას და ჭიჭიკია რომ იტყვის ხმამაღლა: აუ, ხომ შემჭამა ამ სოფი ლორენმაო. რაღაცა, მგონია, რომ ვიღაცეებთან ურთიერთობით სურთ საკუთარი პოზიციის ამაღლება. ჯერ ერთი, ჟურნალისტიკა ძალიან რთული და დამღლელი პროფესიაა. თუ, მხოლოდ და მხოლოდ, კარგი ცხოვრების მოწყობის მიზნით, ანუ მაღალი ჰონორარის მოთხოვნითა და სურვილით განეწყობი ამ პროფესიის მიმართ, არაფერი გამოგივა. რატომ უნდა ყველას ტელევიზია და - არა - გაზეთი? ამ დროს ითვლება, რომ საგაზეთო ჟურნალისტიკა ყველაზე უფრო სიღრმისეულია.

რა ვერ ისწავლეს კიდევ, იცი, სხვის შეცდომებზე ვერ ისწავლეს. იყვნენ ხელისუფლებასთან ძალიან დაახლოებული ჟურნალისტები. ხელისუფლება წავიდა და ეს ჟურნალისტები აღარ ჩანან. როცა პროფესიას იყენებ, რაღაცა სიკეთეების მისაღებად, ის ხელისუფლება მიდის და შენც მიყვები უკან.

"მოდელირებული ქრონიკის" შემდეგ, საერთოდ საზოგადოებას დაგვცინეს, როგორ ვერ მიხვდით, ეს ძველი კადრები იყოო. საკუთარი პასუხისმგებლობა არც კი უგრძვნიათ, თუნდაც, ხალხის შეშინებასა და შეშფოთებაზე".

რა არის დღევანდელი ჟურნალისტიკის პრობლემა: მორალის არქონა, არაპროფესიონალიზმი, თუ სახელისუფლებო ზეწოლა?
პრესა.გე-ს მთავარი რედაქტორი გიორგი იაკობაშვილი: "ალბათ, ყველაფერი ერთად. ყველაფერი ერთად, სწორედ, მორალიდან გამომდინარეობს. თუ ადამიანს აქვს მორალი, არ გააკეთებს იმ საქმეს, რისი გაკეთებაც არ შეიძლება. ვინც ასე არ იქცევა, ასეთ ადამიანებს, ძალიან ხშირ შემთხვევაში არ გააჩნიათ, არც მორალი, არც პროფესიონალიზმი.

ამ ყველაფერს იქითკენ მივყავართ, რომ ისინი დამოკიდებულები არიან ვიღაც-ვიღაცეებზე. უბრალოდ, სამსახურის დაკარგვის ეშინიათ, თუ რა არის, ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, მაგრამ "ქრონიკასთან" მიმართებაში თუ ვისაუბრებთ, რაც არ უნდა გიბრძანოს პრეზიდენტმა, რაც არ უნდა გიბრძანოს ტელეკომპანიის უფროსობამ, შენ ხარ პიროვნება და უბრალოდ, უნდა თქვა უარი ასეთი რამის გაკეთებაზე.

მე საერთოდ დავტოვებდი სამსახურს. როგორც წესი, სწორედ, ასეთი დემარშები მოქმედებს ხოლმე, არა მხოლოდ მათზე, არამედ საზოგადოებაზეც. აქ მე საუბარი მაქვს, არამარტო "ქრონიკის" ჟურნალისტებზე, არამედ იმ საზოგადოებაზე, ვინც გადაცემაში იყო მიწვეული. ისინი უნდა ამდგარიყვნენ და დაეტოვებინათ გადაცემა. პრეტენზიები მაქვს იმათთან, რომლებიც "ყველაზე კარგებად" ითვლებიან. ისინი იმიტომ არიან ყველაზე კარგები, ყველაზე კარგად უნდა იქცეოდნენ".

"პირველი არხის" ჟურნალისტი დავით პაიჭაძე: "ჩემთვის მთავარი პრობლემა ზუსტად არაპროფსიონალიზმია. ჟურნალისტებთან სპეციფიკური პრობლემაა ჟურნალისტური პროფესიის განათლების სისტემის ხარვეზიანობა. სახელმწიფო სასწავლებლების პროგრამა საბჭოური განათლების პროგრამას და მიდგომებს იმეორებს. მორალი ორად იყოფა: პროფესიული ეთიკა და ის, რაც ადამიანის შიგნითაა. ადამიანის შიგნით რაც არის, ამას ვერ შევეხებით. თუმცაღა, პიროვნული მორალი არ ახდენს მარტო გავლენას პროფესიონალიზმზე.

ადრე, ვფიქრობდი, რომ საკმარისია, წესიერი ადამიანი იყო, მაგრამ წესიერება არ გულისხმობს, მორალური სპეციფიკის ცოდნას ამ ხელობაში. ჩემთვის უპასუხო კითხვაა, როგორ უნდა დაარწმუნო ჟურნალისტი პროფესიული ქცევის სტანდარტების სიკარგეში? შენ შეიძლება, კარგი ამბები მოუყვე მას, მაგრამ თუ შიგნით ნიადაგი არ აქვს ამის აღსაქმელად და დასაჯერებლად, არ დაიჯერებს.

როცა "მოდელირებულ ქრონიკაზე" საუბრობენ, ძირითადი აქცენტი წამალაშვილისა და კობერიძისკენ გადააქვთ. ყველას ავიწყდება ის ხალხი და მათზე ხმას არავინ იღებს, ვინც უშუალოდ იმუშავა ამ ნიუსებზე. საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელზე, ბატონ კირვალიძეზე, ხარაზიშვილზე.

იქ იყო შანსი უარი ეთქვათ, ამ გადაცემის მომზადებაზე, მაგრამ ეს არ გააკეთეს. ამ საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლებს არავითარი მორალური ბარიერი არ გასჩენიათ. 30 წუთის განმავლობაში, რაც გადიოდა ეთერში, ეს იყო ნამოქმედარი საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტებისა, რომელთა არც პროტესტი და არც სინანული არ მოგვისმენია.

ყველამ მეისრეებად მიიჩნია ისინი. მეისრე რა შუაშია, მთავარი - რკინიგზის უფროსიაო. როცა რაღაცას გაძალებენ, შენთან გაჩერდება, თუ შენ ამას არ გააკეთებ, თუ წინააღმდეგობას გაწევ. აქ არავინ გაწია წინააღმდეგობა. აი, ეგ არის, რა.. არ დამჯდარიყო ის ხარაზიშვილი იქ. ესენი არიან უნივერსიტეტის ფოფხაძის სკოლის ჟურნალისტები. ლაშა ხარაზიშვილი ფოფხაძის სკოლის ნაყოფია, სუფთა. ნოდარ მელაძე ფოფხაძის სკოლს ნაყოფია. არ არის გასაკვირი. მწყინს და არ მიკვირს, რადგან იქ მათ არავინ ასწავლიდა, რა არის პროფესიული მორალი".

საინფორმაციო სააგენტო "პირველის" ხელმძღვანელი ანი მიროტაძე: "ხელისუფლება ვერ გაგვაკონტროლებდა, თუ არ მივცემდით ამის შესაძლებლობას. 2003 წლამდე ჟურნალისტიკამ მაქსიმალურად შეუწყო ხელი იმას, რომ ეს ხელისუფლება მოეყვანა ხელისუფლების სათავეში და 2003 წლის შემდეგ ხელისუფლებამ შეუწყო ხელი იმას, რომ ჟურნალისტიკა ექცია იმად, რადაც აქცია. 2003 წლის შემდეგ გვირტყამს თავში.

სააკაშვილმა ყველაზე კარგად იცის მედიის ძალა და ამიტომაც არ აძლევს მედიას ამოსუნთქვის საშუალებას...
-დიახაც, დაიჭირა კარგად ხელში. პიროვნებებმა კი, ხელი შეუწყვეს იმიტომ, რომ დახურეს ერთი გადაცემა, მეორე, დახურეს ერთი არხი, მეორე - არავინ არაფერი თქვა, მხოლოდ იმიტომ, რომ არ დაეკარგათ თბილი ადგილები და რევოლუციურ ტალღაზე გააგრძელეს საქმიანობა. მე არ ვფიქრობ, რომ ხელისუფლება რამეს გვახვევს თავზე, ხელისუფლება იქცევა ზუსტად ისე, რის უფლებასაც ვაძლევთ. რომ განაცხადო, რომ მე არ მოგცემ ამის უფლებას და ეს იყოს კონსოლიდირებული განცხადება, ვერაფერსაც ვერ გვიზამს ხელისუფლება.

რევოლუცია მოხდა, თურმე, იმისთვის, რომ ჟურნალისტებმა, რომლებმაც მიიღეს გამოცდილება პრეს-სამსახურებში უნდა გადანაწილებულიყვნენ. ჟურნალისტიკაში კი, მოვიდნენ ადამიანები, რომლებმაც უბრალოდ, არ იციან, რა ხდებოდა 2003 წლამდე, ან 2003-ში რა ხდებოდა. ბევრმა 2004-ის ამბებიც არ იცის. შესაბამისად, მათ მართავენ გადასარევად, რადგან ხელისუფლებამ მართვა ძალიან კარგად იცის და პიარის ტექნოლოგიაშიც ვერავინ სჯობნით".



რუსიკო მუმლაძე

"პრესა.ge"
kote-1962
10:17 / 27-04-2010
მოსკოვის აღმასვლა: როგორ გავლენას ახდენს ამერიკის ინტერესებზე ახალი რუსულ-თურქული ღერძი

oilprice.com

გასული წლის განმავლობაში ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ სტრატეგიულ სიტუაციას აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში აბსოლუტურად ახალი ძალები განსაზღვრავენ. ჩვენ დროის იმ მონაკვეთსა და რეგიონში ვიმყოფებით, სადაც ინიციატივები არა დასავლეთს, არამედ რუსეთს ეკუთვნის, რომელიც უპირატესობათა უმრავლესობის მფლობელია

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხია იმ ფონზე, როდესაც რუსეთის პოლიტიკური კურსის შემუშავება ამერიკულ და სხვა დასავლურ მედია საშუალებებში საკმარისი ყურადღებით არ სარგებლობს და დასავლური ანალიტიკოსებისთვის ისეთივე შეუვალია, როგორც "ცივი ომის" ეპოქაში, როდესაც რუსეთი "რკინის ფარდის" უკან იყო გადამალული. ყოველ შემთხვევაში, "ცივი ომის" დროს, დასავლეთის საუკეთესო მოაზროვნეები რუსეთის და საბჭოთა კავშირის შეცნობას მაინც ცდილობდნენ.

რუსეთის ბოლოდროინდელი მასშტაბური გამოხტომები (გამომდინარე მთელი რიგი ისტორიული, ეკონომიკური და უსაფრთხოების შეხედულებებიდან) მიმართულია კავკასიისა და ჩრდილოეთის რიგისკენ ("ცივი ომის" ეპოქაში ასე ახასიათებდნენ ოთხ ქვეყანას: თურქეთს, ერაყს, ირანს და პაკისტანს), შავი ზღვის აუზისა და ცენტრალური აზიისკენ. ეს დასტურდება რუსეთის ისეთი წარმატებული ინიციატივებით, როგორიცაა თურქეთთან და ირანთან სტრატეგიული ურთიერთობების დამყარება. არ შეიძლება არ შეფასდეს ამ ტრანსფორმაციის პრინციპული მნიშვნელობა და საჭიროა გვახსოვდეს ის, რომ თავად ევროკავშირის (რომელიც ენერგორესურსების თვალსაზრისით რუსეთზეა მიბმული) სტაბილურობასთან ერთად, ის არსებით გავლენას ახდენს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის სახელმწიფოების ბედზე.

იმავდროულად, ის თუ როგორ ხდება ეს ტექტონური ძვრები, აშშ-ს პოლიტიკა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთისა და ამ რეგიონის მიმდებარე ტერიტორიის მიმართ ბოლო 60 წლის განმავლობაში (შესაძლოა უფრო დიდი ხნის განმავლობაშიც) დიდწილად რეალობად წარმოჩენილ რომანტიზმს, მოუქნელობასა და არ არსებული სსრკ-ს შეკავების სურვილით წარმოქმნილ შეშფოთებას ეფუძნება. აშშ-ს პოლიტიკა რეგიონის მიმართ ძველებურად უკვე არ არსებული საბჭოთა საფრთხიდან გამომდინარეობს, რომელზეც აშშ და ზოგიერთები ბრიტანეთშიც უარს ვერ ამბობენ და მისი გადახედვა არ ძალუძთ. იმით, რომ "ცივი ომის" შემდეგ წარმოქმნილ რუსეთს ისე ეპყრობოდნენ, თითქოს ის ისევ საბჭოთა კავშირი იყო, აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა აიძულეს მოსკოვს დასავლური ინტერესების წინააღმდეგ ემოქმედა.

ნატომ აშშ-ს ხელმძღვანელობით პოსტ-საბჭოთა რუსეთი იმით შეაშფოთა, რომ ალიანსში ყოფილი საბჭოთა ბლოკის სახელმწიფოები მიიღო და ისე იქცეოდა, თითქოს კავკასიაში არსებულ ისლამურ ტერორიზმს მოსკოვი იმსახურებდა, მაშინ როდესაც აშშ 11 სექტემბრის ღირსი არ იყო. პოლონეთში, ჩეხეთსა და აზერბაიჯანში ამერიკული ანტი-სარაკეტო სისტემის განთავსების ცუდად ორგანიზებულმა მცდელობებმა მოსკოვი კიდევ უფრო დააშორა დასავლეთს, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ რუსეთს უმიზეზოდ ეთქვა უარი დასავლეთის ნაწილი გამხდარიყო; აშშ აქტიურად უჭერდა მხარს ქართულ მხარეს, რომ ამ უკანასკნელს აფხაზეთსა და სამხრეთ-ოსეთზე კონტროლი აღედგინა; აშშ უხეშად ერეოდა საქართველოს, უკრაინის და ყირგიზეთის არჩევნებში, ასევე კოსოვოსგან სავარაუდოდ დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნაში (იგივეს გამეორების მცდელობები სხვა ადგილებშიც არსებობდა) - ეს ყველაფერი მოსკოვის მიმართ ამერიკის აშკარად მტრული დამოკიდებულების მაგალითებია. არსებობს უამრავი სხვა მაგალითი, რამაც მოსკოვს მტრულ სამყაროში საკუთარი ინტერესების დაცვისთვის ერთპიროვნული ქმედებებისკენ უბიძგა.

იმ უგუნური პოლიტიკის მაღალი ფასი, რომელზეც დასავლეთს უარის თქმა დღემდე არ სურს, ანუ ისეთი პოლიტიკის, რომელიც მაინც წარმოებს იმის მიუხედავად, რომ მისი საბაზისო მოტივები მცდარი აღმოჩნდა, სულ უფრო ცხადი ხდება იმის კვალდაკვალ, თუ როგორ ვარდნას განიცდიან დასავლური ეკონომიკები და როგორ სუსტდება დასავლეთის სტრატეგიული გავლენა. დასავლური მოქცევა უკუქცევის პროცესშია და ის სინამდვილე შიშვლდება, რომელიც მანამდე სიმდიდრისა და გავლენის ზღვით იყო დაფარული, რაც "ცივი ომის" აკვიატებულ იდეებს უალტერნატივო იდეებად წარმოაჩენდა.

ჩვენ ვხედავთ, თუ როგორი სიცოცხლისუნარიანია ვაშინგტონური მითები აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაზე და ამ მითების მხარდაჭერა სულ უფრო ძვირი ჯდება, თავად მითები კი კომიკური ოპერის იერს იძენს. ამის შედეგია ის, რომ მართალია სსრკ და იდეოლოგიაზე დაფუძნებული დასავლეთისა და აღმოსავლეთის კონფრონტაცია გაქრა, თუმცა რუსეთი იძულებლი იყო იმ რეალობის ფარგლებში ემოქმედა, რომლის თანახმადაც დასავლეთი "ცივი ომის" დასრულებაზე უარს ამბობდა. ამის შედეგად რუსეთი იძულებული იყო თავად ეზრუნა საკუთარ თავზე მოსაზღვრე რეგიონების ფარგლებში, მათ შორის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა, მცირე აზიაში და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში. ის იძულებული იყო შუა აზიასთან დაკავშირებით ჩინეთთან კომპრომისისთვის მიეღწია და მართალია ზოგიერთი მათგანი ზოგადად მსოფლიო ვაჭრობისთვის მიზანშეწონილი აღმოჩნდა, მაგრამ შანჰაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ჩამოყალიბებას, უსაფრთხოების საერთო რეჟიმის შექმნა მოჰყვა, რომელიც აძლიერებს ჩინეთის სტრატეგიულ გავლენას და რეგიონში რუსეთის ჰეგემონიისა და გავლენის ნაწილობრივ აღორძინებას იწვევს.

შეერთებული შტატების გავლენის შემცირება, რასაც ვაშინგტონში, რა თქმა უნდა ვერ ამჩნევენ, რადგან ეს ქალაქი ძველებურად ეჭვების ბურუსითაა მოცული, იმას ნიშნავს რომ დაძაბულობამ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, მცირე აზიაში, კავკასიასა და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში პიკს მიაღწია და როგორც სჩანს ვაშინგტონი მასთან გამკლავებისთვის ბევრს ვერაფერს გააკეთებს. რეალობა ისეთია, რომ დასავლეთის პოლიტიკა რუსეთის და თურქეთის მიმართ კვლავინდებურად კონცენტრირებულია ისეთი ტაქტიკის ირგვლივ, რომელიც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაახლოებით ყირიმის ომის პერიოდში (ის 1856 წელს დასრულდა) შეიმუშავა.

იმავდროულად იმის დავიწყებაც არ ღირს, რომ ფრანგმა ისტორიკოსმა ალექსის დე ტოკვილმა მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში იწინასწარმეტყველა, რომ კონტინენტალური ზესახელმწიფოები - რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები - აუცილებლად კონკურენტები გახდებოდნენ და ევროპისთვის ერთმანეთს შეეჯიბრებოდნენ. რუსეთზე, როგორც მუდმივ მტერზე და თურქეთზე, როგორც რუსეთის უცილობელ საპირწონეზე არსებულმა ამ ძველმა შეხედულებებმა ჩამოაყალიბა აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის სტრატეგიული განწყობები ზუსტად ისე, როგორც რომანტიკულმა აღმოსავლეთმცოდნეობამ მოახდინა დასავლური შეხედულებების ფორმირება ახლო-აღმოსავლეთსა და აზიაზე. (სინამდვილეში, მე იმას კი არ ვამბობ, რომ დასავლეთმა უნდა დაივიწყოს თურქეთის რუსეთის საპირწონედ გამოყენების შესაძლებლობა, არამედ იმის ახსნა მსურს რომ ეს არ უნდა გადაიქცეს უგუნურ, მუდმივ და უნივერსალურ პოლიტიკად, რადგან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პირველი და მეორე მსოფლიო ომების დროს თურქეთი დასავლეთის მოკავშირე (ან მისი ღირებული აქტივი) არ ყოფილა, მაშინ როდესაც რუსეთი და საბჭოთა კავშირი საკვანძო მომენტებში ყოველთვის დასავლეთის მოკავშირე იყო).

"ცივი ომის" დასრულების შემდეგ, რეალური დასავლური გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების კონტექსტი და ობიექტური ისტორიული რეალობა იშვიათად თამაშობდა წამყვან როლს ამერიკული ან ბრიტანული სტრატეგიული კურსის განსაზღვრაში. იმავდროულად, რუსეთის სტრატეგიული კურსის განსაზღვრა საუკუნის გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ პრინციპებს დაუბრუნდა, რომლებიც რუსეთის უსაფრთხოებაში 500 წელი იყო გაბატონებული.

თუმცა ერთი წლის წინ, საბოლოოდ ცხადი გახდა, რომ მოსკოვის ინიციატივის და მსოფლიოში ნელ-ნელა ცვალებადი გარემოს შედეგად, რუსეთი "დერჟავად" გადაიქცა, რომელიც თურქეთზე ბატონობს. ეს იმ ტენდენციის შედეგია, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში ვითარდებოდა, თუმცა ჩემი რეპორტაჟი, რომელიც 2009 წლის მარტში გამოქვეყნდა და ამ ფენომენს, ასევე დასავლური პოლიტიკის, საბერძნეთისა და თურქეთისთვის მის შედეგებს მიეძღვნა - არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია არც მედიის და არც იმ ჩინოვნიკების მხრიდან, რომლებიც სტრატეგიის შემუშავებაზე არიან პასუხისმგებლები. აღსანიშნავია, რომ მაშინ მხოლოდ ამერიკულმა ელინურმა ინსტიტუტმა გარისკა ჩემი ანგარიშის გამოქვეყნება რუსეთ-თურქეთის სტრატეგიულ ურთიერთობებზე. მხოლოდ ახლა, ერთი წლის შემდეგ, დასავლეთი მწუხარებით იწყებს იმ ფაქტის გაცნობიერებას, რომ რუსეთი გაცილებით დამაჯერებელია თურქეთთან მიმართებაში ვიდრე დასავლეთი, რადგან თურქეთი მოსკოვის აბსოლუტურ სტრატეგიულ ტყვეობაში იმყოფება.

იგივე სიტუაციაა ირანშიც და მართლაც, ჩვენ უნდა გავიგოთ რომ ვაშინგტონში თურქეთის მიმართ სიცოცხლისუნარიანი პოლიტიკის ჩამოყალიბება შეუძლებელია, თუკი არ მოხდება არსებული თურქული, რუსული, ირანული, ჩინური, კავკასიური და სხვა განმსაზღვრელ ძალთა ფართო კონტექსტის გათვალისწინება. სინამდვილეში, დასავლელი ანალიტიკოსები აშავებენ, რომ თავიანთ ანალიზში იგნორირებას უკეთებენ ისტორიულ და სივრცობრივ კონტექსტს, რაც რეალობას განსაზღვრავს და ზედმეტად დიდ ყურადღებას უთმობენ ვიწრო სპეციალიზებულ საკითხებს.

მიუხედავად ამისა, თურქეთის მიმართ ამერიკულ, ბრიტანულ და დიდწილად ევროპულ პოლიტიკას დამკვიდრებული სტერეოტიპები განსაზღვრავს. ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანება განიხილება როგორც "პანაცეა", "თურქეთის დასავლეთის წიაღში დაბრუნების" მეთოდი. რეალობა კი ის არის, რომ დასავლეთმა ბოლო დროს გაიგო ის, თუ რა ხდება თურქეთის შიგნით, და როგორია ერთიანი გეოსივრცობრივი კონტექსტი, რომელშიც ის ოპერირებს და მართლაც, თუკი ჩვენ ვერ გავიგებთ ამ რეგიონში რუსეთის მიზნებსა და ქმედებებს, ასევე აღმოსავლეთ-დასავლეთისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის წინააღმდეგობის ტენდენციებს, ვაშინგტონი ვერ შესძლებს თურქეთის მიმართ სტრატეგიის ჩამოყალიბებას.

ამ თვეში ჩემმა კოლეგა იოსებ ბოდანსკიმ შავი ზღვის აუზში არსებულ უპირატეს კონტექსტზე მსხვილი კვლევა გამოაქვეყნა და იქ იმ ისტორიის ნაწილი განიხილა, რომლის გაგებაც ჩვენ გვმართებს. ის წერს:

"ჩრდილო-სამხრეთის დინამიკა მე-15 საუკუნეში დაიწყო, როდესაც რუსებმა თათარ-მონღოლების სამხრეთისკენ შევიწროება დაიწყეს, მაშინ როდესაც ოსმალთა იმპერიის არმიამ კონსტანტინოპოლი დაიკავა, ბოლო მოუღო ბიზანტიის იმპერიას და ჩრდილოეთით შავი ზღვის სანაპიროებისკენ ყირიმამდე გადაადგილდა. ჩრდილოეთის და სამხრეთის დაპირისპირება მე-17 საუკუნეში გაიზარდა, როდესაც კაზაკები შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროს (თანამედროვე უკრაინა) მოედვნენ და კულმინაციას მიაღწია იმავე საუკუნის ბოლოს, როდესაც პეტრე პირველის არმიამ პირველად მიაღწია შავი ზღვის (აზოვის ზღვის) სანაპიროებს".

"მე-18 და მე-19 საუკუნეში რუსეთი გამალებული ებრძოდა თურქეთს და სპარსეთს. ამ ომებმა მე-20 საუკუნის ბოლომდე განსაზღვრა რუსეთის იმპერიის სამხრეთ საზღვრები და ბალკანეთზე მისი სპეციალური (თუნდაც არასასურველი) როლის კონსოლიდირება მოახდინა. გარდა ამისა, მე-19 საუკუნის შუა წლებში რუსეთი იმ პერიოდის უმსხვილეს სახელმწიფოებს, ინგლისსა და საფრანგეთს შავი ზღვის სანაპიროებზე ეომებოდა, რათა რეგიონალური ზესახელმწიფოს როლი დაემკვიდრებინა. დღევანდელის მსგავსად, მე-19 საუკუნის განმავლობაშიც, რუსეთი კავკასიაში აჯანყებების ჩახშობას განაგრძობდა. რუსეთმა ეს პოზიცია მთელი მე-20 საუკუნის განმავლობაში შეინარჩუნა - ორივე მსოფლიო ომის და მომდევნო "ცივი ომის" განმავლობაში".

"აღმოსავლეთ-დასავლეთის დინამიკა შესამჩნევია ჩვ.წ.აღ-მდე II საუკუნის შუა წლებამდე, დიდებული აბრეშუმის გზის პირველ დოკუმენტირებულ წყაროებამდე. ამ მარშრუტმა ხელი შეუწყო სპარსეთის საშუალებით ჩინეთის ევროპასთან დაკავშირებას. თავდაპირველი ფორმით აბრეშუმის გზა დაახლოებით 300 წლის შემდეგ ჩამოყალიბდა, ჩვ.წ.აღ-ის შუა წლებამდე, როდესაც მონღოლების მიერ ევროპის დაპყრობის შემდეგ, როდესაც აბრეშუმის გზა გაფართოვდა და ნელ-ნელა აღმოსავლეთს და დასავლეთს შორის პროდუქციისა და კულტურის გაცვლის სრულყოფილ სისტემად გადაიქცა, ევრაზიის ცივილიზაციური ტრანსფორმაცია მოხდა. სამწუხაროდ აღმოსავლეთს და დასავლეთს შორის არსებული მამოძრავებელი ძალები დიდწილად მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში დაკონსერვდა, რაც "ცივი ომის" შედეგი იყო".

"21-ე საუკუნის გარიჟრაჟზე და ყველაზე ნაკლებად მე-20 საუკუნის ბოლო ათწლეულში, ამ ისტორიულმა მეგა-ტენდენციებმა ახალი იმპულსი მიიღო და გეოპოლიტიკასა და გეოეკონომიკაში წამყვან როლს თამაშობს".

დიდწილად ეს მეგა-ტენდენციები 21-ე საუკუნის უმსხვილეს სავაჭრო მარშრუტებს - ენერგორესურსებით ვაჭრობის მარშრუტებს ემთხვევა. რუსეთის და თურქეთის მიმართ ევროკავშირის პოლიტიკას აყალიბებს ევროპელების დამოკიდებულება ენერგორესურსებით მომარაგებაზე რუსეთისგან და რუსეთის ან შავი ზღვის გავლით, მათ შორის თურქეთიდან. ხშირ შემთხვევაში ანკარა ევროპისთვის საკუთარ მნიშვნელობას თურქეთის, როგორც კასპიის აუზიდან ევროკავშირამდე ენერგორესურსების გამცილებლის პოტენციური როლით წარმოაჩენს. სწორედ ეს ინარჩუნებს თურქეთის ევროკავშირში წევრობის განაცხადს, იმის მიუხედავად რომ თურქეთი ამ წევრობის პირობებს არ აკმაყოფილებს.

ჩვენ ისიც უნდა გავიგოთ, რომ თურქეთის მზადყოფნა დასთანხმდეს რუსულ ბატონობას (ანკარას და მოსკოვს შორის სიყვარულის და ნდობის არარსებობის მიუხედავად) დიდწილად დასავლური გავლენის შემცირების დამსახურებაა და ეს სიტუაცია 2008 წლის აგვისტოში საქართველოს მხრიდან განხორციელებული წარუმატებელი საომარი ავანტიურის შემდეგ მოხდა.

2009 წლის მარტში გამოქვეყნებულ ჩემს ანგარიშში ვწერდი - "2008 წელს რუსულ-თურქული ორმხრივი ვაჭრობის მოცულობამ 32 მილიარდ დოლარს მიაღწია, რამაც რუსეთი თურქეთის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად აქცია და ახლა მოსკოვი და ანკარა რეგიონალურ ენერგეტიკულ სქემებში თურქეთის რელევანტურობის აღორძინების შესაძლებლობას ხედავენ. თურქეთი, რომელიც ერთ დროს დასავლეთთან ერთად შემუშავებულ რეგიონალურ მისლადენურ სქემებში, ევროპაში ენერგორესურსების მიწოდებაზე რუსეთის მონოპოლიის დარღვევის გასაღები იყო, ახლა რუსული რკალის ნაწილია".

"ეს ამერიკული გავლენის მარცხის გარდაუვალი შედეგია. თავად ამერიკული გავლენა კი წარუმატებელმა სამხედრო თავდასხმამ გამოიწვია, რომელიც საქართველომ 2008 წელს აფხაზეთის და სამხრეთ-ოსეთის წინააღმდეგ განახორციელა. ამ მოვლენამ არამხოლოდ მეზობელი აზერბაიჯანი აიძულა შეგუებოდა რეალობას და მიმხვდარიყო, რომ აშშ მას მხარს ვერ დაუჭერს, არამედ მას მოჰყვა ყირგიზების გადაწყვეტილებაც აღედგინათ ურთიერთობა რუსეთთან "მანასის" სამხედრო ბაზაზე ამერიკელების დატოვება-არდატოვების ხარჯზე. ამით, იმის დემონსტრირება მოხდა, რომ აშშ/ნატო-ს უნარი - ავღანეთში აწარმოონ ხანგრძლივი სამხედრო მოქმედებები - იწურება, მით უფრო იმ ლოჯისტიკური პრობლემების ფონზე, რომლებიც აშშ-ს პაკისტანის მარშრუტის გამოყენების საქმეში აქვს".

პრობლემები, რომლებსაც 2010 წლის აპრილში ყურმანბექ ბაკიევი შეეჯახა, რომელიც ყირგიზეთის ხელისუფებაში ვაშინგტონმა მოიყვანა, ჯერ კიდევ ითამაშებს იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს, რომელსაც ყირგიზეთი შუა აზიაში თამაშობდა - შუა აზიაში, რომელიც ნარკოტიკებით მომარაგების მსოფლიო მარშრუტი და ავღანეთში კოალიციის საქმიანობისთვის გადასატვირთავი ბაზაა. თუკი აშშ უფრო ყურადღებით დააკვირდება, აღმოაჩენს რომ ყირგიზულ პოლიტიკაში ჩარევა და არჩევნებით მანიპულირება ხელისუფლებაში ვაშინგტონის ერთგული მეგობრის, პროფესორ ასკარ აკაევის ნაცვლად ბაკიევის მოყვანის მიზნით, კიდევ ერთი ძალიან მცდარი ნაბიჯი იყო, რომელიც დაასუსტებს აშშ-ს გავლენას ევრაზიის აღმოსავლურ-დასავლურ დინებებზე და გამოიწვევს მოსკოვის გავლენის აღდგენას.

ჩრდილოეთ-სამხრეთის მატრიცაზე დაკვირვებით აშკარად ჩანს, თურქეთის პოლიტიკაზე აშშ-ს გავლენის შემცირება და ამ მიმართულებით რუსული გავლენის გაძლიერება. მართალია, ანკარა დუმილით (კრიჭაშეკრული) ეწინააღმდეგება ვაშინგტონის და მოსკოვის ზეწოლას, თუმცა რუსული გავლენის ზრდა და ვაშინგტონის გავლენის შემცირება აშშ-ევროკავშირის ურთიერთობების მაცნეც არის, რადგან ევროპა ძალიან შეშფოთებულია და ცდილობს ვაშინგტონს არ მისცეს აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და პირველ რიგში რუსეთის გავლით ენერგორესურსების დინების დარღვევის საშუალება. ამიტომ ნაწილობრივ ისე, როგორც ამას ტოკვილი წინასწარმეტყველებდა, აშშ-ს და რუსეთის კონკურენცია ევროპაში ბატონობაზე, რუსეთის აღმასვლისკენ იხრება. ეს განსაკუთრებით მოულოდნელი შეერთებული შტატებისთვისაა, რომელიც დარწმუნებულია, რომ "ცივ ომში" "გაიმარჯვა", რომ ევროპა ვაშინგტონს დაქვემდებარებული პარტნიორია და შეიძლება რუსეთს კვლავ ისე მოეპყრო როგორც უიღბლოს, რომელსაც ახლა ნორმალურ საზოგადოებაში გზა ხსნილი აქვს.

ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული ოკუპაციის საკითხზე ჩვენ ახლა იმას უნდა ველოდოთ, რომ ანკარაზე მოსკოვს ვაშინგტონზე მეტი გავლენის მოხდენა შეუძლია? და ამ კონტექსტში, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ დასავლეთს მოუწევს უკეთ გაიგოს და გაიზიაროს მოსკოვის და აზერბაიჯანის მოსაზრებები მთიანი-ყარაბახის საკითხზე?

ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ნატო უკვე აღარ იქნება მნიშვნელოვანი და სიცოცხლისუნარიანი, თუკი გავითვალისწინებთ აშშ-ევროკავშირის უთანხმოებას და ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ნატო-ს მისია ამოიწურა?

ნიშნავს თუ არა ახალი რუსულ-თურქული ალიანსი იმას, რომ თურქეთი აღარ არის დაინტერესებული ევროკავშირის წევრობაში, თუკი რა თქმა უნდა, ევროკავშირში წევრობა ძველებურად მიმზიდველია? უდაოა, რომ თურქეთში არსებული შიდა დინამიკის ფონზე სამართლიანობის და განვითარების პარტიის მმართველ ისლამისტებს და სამხედროებს შორის, პოლიტიკური ხელმძღვანელობა, როგორც სჩანს, გარკვეული დროით კიდევ განაგრძობს ევროკავშირში წევრობის კარტის გამოყენებას, რომ განახორციელოს ის აუცილებელი პოლიტიკური და კონსტიტუციური ცვლილებები, რომლებიც სამხედროებს სამუდამოდ დატოვებს ბარაკებში და პოლიტიკის მიღმა.

თურქეთში ამ პროცესების ბედი მალე გაირკვევა - შეიარაღებული ძალები ან დათმობენ საკუთარ პოზიციებს ან თურქეთის გენერალური შტაბი პოლიტიკოსებს დაუპირისპირდება. არც ერთ შემთხვევაში, პროცესზე გავლენის მოსახდენად ვაშინგტონს ბევრი არაფრის გაკეთება არ შეუძლია. ანალოგიურად, ვაშინგტონი უძლური იქნებოდა, თურქეთს საბერძნეთის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები რომ წამოეწყო, რადგან როგორც ეს ახლახანს თურქეთში ჩატარებული სამხედრო წვრთნების მიხედვით გამოჩნდა, თურქეთის შეიარაღებული ძალების აღორძინების ინიცირება თითქოს მეზობელ საბერძნეთთან სამხედრო შეტაკებით უნდა მოხდეს. იმ შემთხვევაში, თუკი თურქეთის გენერალური შტაბი ანკარაში საკუთარი გავლენის აღდგენისთვის ბოლო მცდელობის სახით საბერძნეთთან სამხედრო კონფლიქტის სცენარს აირჩევს, აშშ ვერ ჩაერევა რომ დაეხმაროს საბერძნეთს ან კვიპროსს, იმ შემთხვევაშიც კი თუკი მიხვდება რომ ეს გასაკეთებელია.

სამაგიეროდ, მოსკოვს ამ სიტუაციაზე გავლენის ბერკეტები გააჩნია. რუსეთს შავი ზღვის აუზში გათვლა სტაბილურ კავშირებზე აქვს, რომელთა მიზანიც მისი ენერგეტიკული სქემის ხელშეუხებლობის გარანტიების შექმნაა, რადგან სწორედ ისინი ქმნიან რუსეთის ფედერაციის სასიცოცხლო ძალას. ამ სიტუაციაში აშშ-ს მიერ მხარდაჭერილი გაზსადენი "ნაბუქო" სულ უფრო ნაკლებად მიმზიდველი ვარიანტი ხდება, დიდწილად იმიტომ რომ არ არსებობს ამ მილსადენის გაზით მომარაგების გარანტიები. 2010 წლის თებერვალში დაბადებულმა გეგმებმა მომარაგების ახალი მარშრუტის შესახებ (ის სხვადასხვა მილსადენებისა და სარეზერვო მარშრუტებისგან შედგება, რომლებიც აზერბაიჯანიდან საქართველოს და შავი ზღვის გავლით რუმინეთში მიდის და რომლის განხილვაც ენერგეტიკულ წრეებში არ დასრულებულა) შეიძლება მკვეთრად შეასუსტონ თურქეთის პოლიტიკური გავლენა ევროკავშირზე.

2008 წლის ქართულმა ავანტიურამ და 2010 წლის უკრაინის არჩევნებმა რეგიონის უდიდესი ნაწილი მოსკოვის სუვერენიტეტს დაუქვემდებარა. თავად საქართველომაც კი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ისლამისტების ტერორისტული ოპერაციების მხარდაჭერას განაგრძობს ჩეჩნეთსა და მის მიმდებარე რეგიონებში, შეიძლება აღმოაჩინოს რომ მას რუსეთის ბატონობასთან შეგუების გარდა, სხვა გამოსავალი არა აქვს.

ამ სიტუაციის სირთულე და ის თუ რას ნიშნავს ეს სირთულე ბალკანეთის, ისრაელის, დანარჩენი აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთისთვის და კვიპროსისთვის, დაძაბულ და ხანგრძლივ შესწავლას მოითხოვს, მაგრამ ფუნდამენტური საკითხი შემდეგშია: მოსკოვი რეგიონში აღმასვლის პროცესშია, ვაშინგტონის გავლენა ნულამდე დადის. შეეცდება კი ვაშინგტონი, რომლის გავლენაც ჩრდილოეთ რიგსა და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთზეც კი, მნიშვნელოვნად შემცირდა კვიპროსზე სიტუაციის დარეგულირებას, რომ როგორმე შეინარჩუნოს ბრიტანელებთან ერთობლივი დაშვება კუნძულის ინფორმაციის ცენტრებზე? თუ ის ძველებურად განაგრძობს კვიპროსის დაშინებას, ამ დაშვების გარანტიების არსებობისთვის?

ხომ არ არის ეს სიგნალი ბერძნული და ებრაული ლობისთვის, რომ მათ მზერა მოსკოვისკენ მიაპყრონ, იმ დოზით მაინც რა დოზითაც ვაშინგტონს უცქერენ?


გრეგორი კოპლი

ForeignPress

http://www.ambebi.ge/msoplio/19578-moskovi...li-gherdzi.html
kote-1962
შეთქმულების თეორია - ლევან მიქელაძის სიკვდილის საიდუმლო

[მაია ფურცელაძე, „ვერსია“]


26 აპრილს „ალიანსი საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ალასანიას პარტიის დამფუძნებლის, ყოფილი დიპლომატის ლევან მიქელაძის მოულოდნელი გარდაცვალებიდან ერთი წელი შესრულდა. 27 აპრილს მისი ქართველი და უცხოელი მეგობრები დააარსებენ მისივე სახელობის აპოლიტიკურ ფონდს, რომელზეც ჯერ კიდევ დიპლომატიურ სამსახურში ყოფნისას ოცნებობდა. „ვერსია“ თითქმის ერთი წელია, ამაოდ ეძებს პასუხს კითხვებზე, რომელიც ჯერ-ჯერობით კვლავ უპასუხოდ რჩება. მართალია, თავად ლევან მიქელაძე ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებს, რომ „კონსპირაციის თეორიების“ არ სჯერა, მაგრამ, ბედის ირონიით, მისი ცხოვრების ტრაგიკული დასასრული, სწორედაც რომ, შეთქმულების თეორიის კლასიკური ნიმუშია. კი, არსებობს ლოგიკურად ერთმანეთთან დაკავშირებული ფაქტები, მაგრამ მტკიცებულებების არ არსებობის გამო, დასკვნების გაკეთება მხოლოდ ვერსიების სახით შეგვიძლია.

და მაინც ვინ იყო ლევან მიქელაძე, რატომ დატოვა პოსტი და მოვიდა პოლიტიკაში 11 წლიანი წარმატებული დიპლომატიური სამსახურის შემდეგ, რა აკავშირებდა ედუარდ შევარდნაძესთან, მიხეილ სააკაშვილთან, ზურაბ ჟვანიასთან, ირაკლი ალასანიასთან, დავით გამყრელიძესთან, ლევან და გიორგი გაჩეჩილაძეებთან, რა გახდა 52 წლის ჯანმრთელი კაცის მოულოდნელი გარდაცვალების მიზეზი, რატომ არ იძლევა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ქიმიური ანალიზის პასუხს შინაგანი ორგანოების მოწამვლაზე, ვის დასჭირდა ყაჩაღობის ინსცენირება მიქელაძის გარდაცვალებამდე 3 დღით ადრე, რა დაკარგა ოპოზიციამ და ვინ ისარგებლა მისი განეიტრალებით?

მიქელაძე - ოპოზიციის გამაერთიანებელი ფიგურა
2009 წლის 26 აპრილს, თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე, ოპოზიციის მიერ 9 აპრილს აგორებული საპროტესტო ტალღა ჯერ კიდევ ძლიერდებოდა და 26 მაისის პიკისთვის ემზადებოდა, რომელიც მაქსიმუმ პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომით, მინიმუმ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნით უნდა დასრულებულიყო. თუმცა «დინამოს» სტადიონიდან სამების საკათედრო ტაძრისკენ განვლილი გზა საბედისწერო აღმოჩნდა და უკვე ნათელი გახდა, რომ ბრძოლა კრახისთვის იყო განწირული. დღეს, უკვე ერთი წლის თავზე, იმ პროცესს ვერდიქტი დრომ გამოუტანა - ოპოზიციამ ვერ შეძლო გაერთიანება, ვერ შეარჩია ლიდერი, რომელსაც ამ ბრძოლის სარდლობას ანდობდა. აპრილის აქციებს, ყველასთვის მოულოდნელად, შეუერთდა სამი პარტიის გაერთიანება - „ალიანსი საქართველოსთვის“. „ახალი მემარჯვენეებისა“ და „რესპუბლიკელების“ „დიპლომატების პარტიასთან“ გაერთიანებამ და ლიდერად ირაკლი ალასანიას აღიარებამ, ხელისუფლებას ახალი თავსატეხი გაუჩინა.

გამოიკვეთა ალტერნატიული ძალა, რომლის წინააღმდეგაც უკვე აპრობირებული მეთოდებით ბრძოლა აღარ გამოდიოდა. მათი მენტალიტეტი და პოზიცია არც იმის საფუძველს იძლეოდა, რომ საზოგადოება „რუსეთთან შეკრული მოღალატეებითა“ თუ „სისხლიანი სამხედრო გადატრიალების მომწყობი პუტჩისტებით“ დაეშინებინათ. გარდა ამისა, ალიანსს ჰქონდა ის, რაც ყველაზე მეტად აკლდა ოპოზიციას 2007 წლის ნოემბრის ბრძოლაში - კავშირები საერთაშორისო ინსტიტუტებთან, წლების მანძილზე ჩამოყალიბებული ურთიერთობა გავლენიან ფინანსურ თუ პოლიტიკურ წრეებთან, რომელთა დახმარებითაც, ბრძოლის გონივრულად წარმართვის შემთხვევაში, აღიარება და წარმატება შესაძლებელი იყო.

ამგვარ სიტუაციაში ყოველთვის იკვეთება ფიგურა, რომელიც, ნებით თუ უნებლიედ, თავისი პიროვნული თვისებებით, წარსული გამოცდილებითა და გავლენით, ერთგვარი გამაერთიანებლის როლს ასრულებს. კანონზომიერება არც ამჯერად დარღვეულა - „ვერსიის“ ინფორმაციით, სწორედ ლევან მიქელაძე გახლდათ ის ადამიანი, რომელიც ერთნაირად მისაღები იყო ყველა ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფისთვის. რადიკალებიც და ზომიერებიც მის რჩევებს ანგარიშს უწევდნენ, მის გადაწყვეტილებას ენდობოდნენ და მის სიტყვას პატივს სცემდნენ.

მისი წონა და ფასი კი ოპოზიციაზე უკეთ ხელისუფლებამ იცოდა და ამიტომაც, როცა შვეიცარიაში საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა 2007 წლის 7 ნოემბერს თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, თბილისში დატრიალებული სისხლიანი დარბევის გამო, ვარდების ხელისუფლებას „სადამსჯელო პიარაქცია“ არ განუხორციელებია ურჩი დიპლომატის დისკრედიტაციის მიზნით. არც მაშინ ჰქონია მწვავე რეაქცია, როცა ლევან მიქელაძემ, სრულიად მოულოდნელად, პოლიტიკაში მოსვლის სურვილი საჯაროდ გამოაცხადა. მეტიც, საკუთარი თანამოაზრე დიპლომატები ირაკლი ალასანიას ლიდერობით გააერთიანა და პარტიის დამფუძნებლად დაფიქსირდა.

„ცივი ომის“ რეჟიმი სააკაშვილის ხელისუფლებას, ამ ეტაპზე, ყველაზე მეტად აწყობდა, რადგან „შავი პიარის“ შემთხვევაში მისთვის ყველაზე უფრო საშიში და ანგარიშგასაწევი საერთაშორისო საზოგადოება, რომელიც მიქელაძეს ქართულ საზოგადოებაზე უკეთ იცნობდა, მას არ დაუჯერებდა და ანგარიშსწორებასა თუ განეიტრალების მცდელობას დიდი სკანდალი მოჰყვებოდა. თუმცა ეს სრულიად არ ნიშნავს იმას, რომ მიქელაძეს ეს ყველაფერი „აპატიეს“.

პროტესტი „დემოკრატიის გარდაცვალების“ გამო.
26 აპრილს, ლევან მიქელაძის გულის ინფარქტით გარდაცვალების ამბავი პარლამენტის წინ გამართულ მიტინგზე მეხივით ისევე გავარდა, როგორც 2007 წლის 8 ნოემბერს, შვეიცარიაში საქართველოს ელჩის გადადგომა. თუმცა, საქართველოში შექმნილი ვითარების გამო, პროტესტი ბევრად ადრე გაუჩნდა, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება 7 ნოემბრის სისხლიანმა დარბევამ მიაღებინა. 7 ნოემბერსვე, ლევან მიქელაძემ დიპლომატიურ კორპუსს საგანგებო წერილით მიმართა, რომელიც დღემდე ფართო საზოგადოებისთვის უცნობია:

„წერილი, რომელსაც გიგზავნით, ჭმუნვითა და ტკივილითაა სავსე. გწერთ, რათა შეგატყობინოთ გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც იძულებული ვარ მივიღო იმ საგანგაშო მოვლენებისა და ძალადობის კვალობაზე, რომელიც 7 ნოემბერს თბილისში მოხდა. გადაწყვეტილება - ძალის გამოყენებით ჩაეხშოთ მშვიდობიანი დემონსტრანტები - უზარმაზარი იმედგაცრუება იყო ჩემთვის მას შემდეგ, რაც საქართველომ მთავარ მიზნად დემოკრატიისა და თავისუფალი ქვეყნის მშენებლობა აირჩია. ამ მიზეზის გამო მე აღარ შემიძლია კეთილსინდისიერად შევასრულო ჩემი, როგორც შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და ჟენევაში განთავსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მეთაურის მოვალეობა საქართველოს ახლანდელი მთავრობისთვის.

“7 ნოემბერს მინისტრ გელა ბეჟუაშვილს გადავეცი ჩემი გადადგომის განცხადება პრეზიდენტისა და პარლამენტის სახელზე. ამ განცხადებით სრულდება ჩემი, დიპლომატიური სამსახურის 11 წელი, რომელიც ვენაში დაიწყო და გაგრძელდა ვაშინგტონსა და ჟენევაში. ამ დროის განმავლობაში ვცდილობდი, ჩემი უფლება-მოვალეობა სიყვარულითა და ენთუზიაზმით შემესრულებინა. გადაწყვეტილება ჩემი სამსახურისა და ჩემი ფასეულობების შესაბამისია. ძალიან რთული დრო ქართველებთან ერთად საკუთარ თავზე გამოვცადე. სამწუხაროდ, უნდა ვაღიარო, რომ ეს სირთულეები არ დასრულებულა, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ქართველ ხალხს ძალუძს კრიზისის დაძლევა. გთხოვთ, საქართველოს მიმართ კეთილგანწყობა შეინარჩუნოთ. მადლობას გიხდით მეგობრობისა და მხარდაჭერისთვის. მე, ჩემს ოჯახსა და საქართველოს, თქვენთან მეგობრობამ და ურთიერთობამ მრავალი სიკეთე გვარგუნა. ვიმედოვნებ, უკეთესი დრო დადგება. ახლა კი ვალდებული ვარ, ეს ნაბიჯი გადავდგა, რათა მოვლენათა მსგავს მდინარებას გავემიჯნო. კეთილი სურვილებით, თქვენ და თქვენი ოჯახების მეგობარი ლევან მიქელაძე.”

ლევან მიქელაძეს ამ გადაწყვეტილების თაობაზე კონსულტაცია უახლოეს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთანაც კი არ გაუვლია, რადგან მიაჩნდა, რომ ეს მისი პიროვნული არჩევანი იყო.

ამ ინფორმაციას ადასტურებს ალექსი პეტრიაშვილი, რომელსაც ბატონი ლევანი შვილობილად თვლიდა, და იხსენებს, რომ 7 ნოემბერს ტელეფონით ისაუბრეს. მან უსაყვედურა კიდეც, რატომ არ გვითხარი, თუ ამას აპირებდი, ჩვენც (ანუ ირაკლი ალასანია, ვიქტორ დოლიძე, დათო ზანკალიანი....) მხარს დაგიჭერდით - ერთად მოვედით და ერთად წავალთო. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ლევან მიქელაძე არ იყო ის დიპლომატი, რომელიც მხოლოდ საკუთარ იმიჯზე ზრუნავდა, რასაც მისი პასუხიც ადასტურებს:

„კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. ირაკლის გაერო-ში ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია აქვს გასატანი და საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანოს. გარდა ამისა, თქვენი გადადგომა 7 ნოემბრითა და „იმედის“ დახურვით დაზარალებული ქვეყნის იმიჯს კიდევ უფრო დიდ დარტყმას მიაყენებს და საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტი სრულიად განადგურდება!“ რა თქმა უნდა, დაუჯერეს. მეტიც, „ვერსიის“ გადამოწმებული ინფორმაციით, მიქელაძე 7 ნოემბერსვე ესაუბრა საგარეო საქმეთა მაშინდელ მინისტრს გელა ბეჟუაშვილს, რომელსაც დაჰპირდა, რომ მისი გადადგომა არ გასკანდალდებოდა და არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა არავის უფლებას, ეს ფაქტი პოლიტიკური სპეკულაციის საგნად გამოეყენებინათ.

თუმცა, მისგან დამოუკიდებლად, მაინც გასკანდალდა, რადგან ლევან მიქელაძის დიპლომატიური სამსახურიდან პროტესტის ნიშნად წასვლა საერთაშორისო საზოგადოებისთვის იყო პირველი, ყველაზე ძლიერი სიგნალი იმისა, რომ საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარებას სერიოზული საფრთხე ემუქრება. არ ვიცი, ვინ როგორ აფასებს ამ ნაბიჯს, მაგრამ ფაქტია - ეს იყო პირველი შემთხვევა ქართული დიპლომატიის ისტორიაში (მეორე მაგალითს ვერ მისახელებენ), როცა ჩინოვნიკმა საკუთარი ღირსების დაცვის ფასად ქვეყნის ღირსებაც გადაარჩინა და მომავლის იმედიც, რომელიც ზნეობრივმა პროფესიონალებმა უნდა შექმნან.

თუმცა არაადექვატური იყო საერთაშორისო საზოგადოებისა და ქართული საზოგადოების რეაქცია 7 ნოემბრის მოვლენებზე, რაზეც თავად მიქელაძე, მოგვიანებით, ასეთ კომენტარს გააკეთებს: „დასავლეთიც არაადექვატური იყო. მაშინ ჩემთვის დემოკრატიული სახელმწიფო გარდაიცვალა, დამკვიდრდა ავტოკრატიული სახელმწიფო და ეს 7 ნოემბერს გაფორმდა... ქართული საზოგადოების რეაქციაც არაადექვატური იყო იმ კატასტროფისა, რაც ქვეყანაში მოხდა. არაადექვატური მეჩვენება საზოგადოების რეაქცია, როცა ზეწოლა მიდის მედიაზე, განსხვავებულ აზრსა და დემოკრატიულ ინსტიტუტებზე. მე მეტს ველოდი.“

სამაგიეროდ, „დუბინკებს“ შეგუებული საზოგადოება თბილისში დაბრუნებულ ლევან მიქელაძეს აღფრთოვანებით შეხვდა, რაზეც თავად აცხადებდა: „ამას დიდ გმირობად მითვლიან, მაგრამ არ მგონია, რაიმე განსაკუთრებული ჩავიდინე. ეს არ იყო ადვილი გადაწყვეტილება, რადგან ყველანი ჩვეულებრივი ადამიანები ვართ, რომელთაც მიწიერი პრობლემები გვაწუხებს!“ მიწიერი და ყოფითი პრობლემები კი მართლაც აწუხებდა.

ფაქტობრივად, ამ გადაწყვეტილებით, მან საკუთარი ოჯახი უსახსროდ დატოვა და, მართალია, იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, რომ უკვე ნაშოვნი ჰქონდა სამსახური, თორემ ჟენევის ტბის სიმშვიდეს უმუშევრობაზე არ გაცვლიდაო, მაგრამ, ფაქტია, შეთავაზება საერთაშორისო ენერგეტიკული კომპანია „ტეტისის“ პრეზიდენტისგან მხოლოდ ორი თვის შემდეგ მიიღო და დათანხმდა. ეს იყო ძალიან საინტერესო საქმე, თუმცა არა ის, რასაც 11 წელი შეალია. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ კი საბოლოოდ გადაწყვიტა, პოლიტიკაში მოსულიყო და ამ ხელისუფლების ალტერნატიული ძალა შეექმნა.

11 წლიანი დიპლომატიური კარიერა და კავშირები
ლევან მიქელაძემ უნივერსიტეტში საზღვარგარეთის ეკონომიკური გეოგრაფიის ფაკულტეტი დაამთავრა, რომელიც იმ დროისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული გახლდათ. კარიერა გეოგრაფიის ინსტიტუტში დაიწყო, მოგვიანებით, მეცნიერებათა აკადემიაში დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების სწავლულ მდივნად მიიწვიეს და აკადემიკოს ერეკლე გამყრელიძის ხელმძღვანელობით მუშაობდა.

ბატონი ერეკლე „ახლების“ ლიდერის, დავით გამყრელიძის მამა გახლავთ და, მოგვიანებით, ათწლეულების მეგობრობა გახდება პოლიტიკური პარტნიორობის ერთგვარი განმსაზღვრელი. საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობა კი, მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა თედო ჯაფარიძემ შესთავაზა. ეს უკვე 1992-94 წლებია, როცა ბატონი თედო შევარდნაძის მრჩეველია ეროვნული უშიშროების საკითხებში და აყალიბებს ხუთკაციან ჯგუფს, რომელმაც სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებზე უნდა იმუშაოს - ნავთობსადენი, დასავლეთ-აღმოსავლეთის კორიდორი და ა.შ... რომელსაც შევარდნაძე არავის აკარებდა.

როგორც კულუარებში იხსენებენ, ეს იმდენად გასაიდუმლოებული საკითხები იყო, რომ თავად ზურაბ ჟვანიამაც კი, 1998 წლამდე გარკვეული დეტალები არ იცოდა. ლევან მიქელაძესთან ერთად, მაშინ ჯგუფში მისი მეგობრებიც მიიწვიეს - არჩილ გეგეშიძე, დათო სუმბაძე, გიგა მახარაძე და ზაზა კანდელაკი. ხოლო როცა აშშ-ში საელჩო გაიხსნა, თედო ჯაფარიძემ მთელი ჯგუფი წაიყვანა (გარდა აჩიკო გეგეშიძისა, რომელსაც ოჯახური პრობლემები ჰქონდა). ამერიკაში ორი წელი იმუშავეს და მათთვის თითქმის ყველა კარი ღია იყო. გარდა იმისა, რომ თავად თედო ჯაფარიძეს საკმაოდ დიდი კავშირები ჰქონდა, აშკარად იგრძნობოდა „ბერლინის კედლის დამანგრევლისა“ და „დემოკრატი, გმირი შევის“ ფაქტორის უდიდესი გავლენა. სხვათაშორის, იმ წლების ურთიერთობებმა და იმ ფაქტმა, რომ შევარდნაძე ამ ადამიანებს განსაკუთრებით ენდობოდა, მოგვიანებით, ვაშინგტონში, საქართველოს ელჩის რანგში დაბრუნებულ მიქელაძეს, მუშაობა ბევრად გაუადვილა.

თუმცა ლევან მიქელაძის დიპლომატიური მუშაობის საუკეთესო წლებად მაინც 1996 - 2002 წლები სახელდება, როცა იგი ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს დიპლომატიურ მისიას ხელმძღვანელობს და ეუთო-სა და ვენის საერთაშორისო ორგანიზაციებში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია. ეს გახლავთ ის პერიოდი, როცა, ეუთო-ს ეგიდით, იწყება მძიმე და ხანგრძლივი მოლაპარაკებების პროცესი სამხედრო ბაზებისა და ჯარების გაყვანის თაობაზე. როგორც დღეს მისი კოლეგა დიპლომატები იხსენებენ, „ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე მისთვის და ქვეყნის მომავლისთვის. სწორედ აქ გამოჩნდა ლევან მიქელაძის მთელი შესაძლებლობები. შევარდნაძისა და მენაღარიშვილის უდიდეს მხარდაჭერასთან ერთად, სწორედ აქ გამოიყენა ყველაზე უკეთ შესანიშნავი აკადემიური განათლება და ის უდიდესი პიროვნული ხიბლი, რომელიც მტერსაც კი იძულებულს ხდიდა ემეგობრა, მისი პრინციპებისთვის პატივი ეცა, ამიტომაც ერთნაირი წარმატებით მუშაობდა ამერიკის, ევროპისა და რუსეთის ელჩებთან.“ ეს შრომა კი, სტამბულის ხელშეკრულებით დაგვირგვინდა, რომლის საფუძველზეც საქართველოდან გავიდა ახალქალაქის, ბათუმისა და ვაზიანის სამხედრო ბაზები.

ვარდების რევოლუციას უკვე აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩის რანგში შეხვდა. როგორც დღეს ირკვევა, ლევან მიქელაძე, რა თქმა უნდა, მომხრე იყო საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარებისა, არ მიესალმებოდა რევოლუციის გზით (თუნდაც ვარდების) ხელისუფლების ცვლილებას, თუმცა, როგორც ბევრი სხვა ჩინოვნიკი, ტრაგედიად ამას არასდროს აღიქვამდა. ახალმა ხელისუფლებამაც შესანიშნავად იცოდა მისი განწყობა, ამიტომაც მათ შორის ღია მტრობა არ ყოფილა, ცდილობდნენ, არ გაეღიზიანებინათ და, მაქსიმუმ, ნეიტრალური რეჟიმი შეენარჩუნებინათ. მიხეილ სააკაშვილიც პატივს სცემდა და ერთგვარი რიდიც კი ჰქონდა მისი. ამის მიზეზი კი მიქელაძის წარსულთან ერთად, ისიც გახლდათ, რომ სააკაშვილის ბებია და მიქელაძის დედა ბავშვობის მეგობრები ყოფილან. სხვათაშორის, ალექსი პეტრიაშვილი, რომელიც იმ პერიოდში აშშ-ს საელჩოში მუშაობდა იხსენებს, რომ „სწორედ 2004 წელს აშშ-ში შედგა სააკაშვილის ყველაზე წარმატებული, გრანდიოზული ვიზიტი. საქართველოს საელჩომ ორგანიზება გაუკეთა საქართველოს პრეზიდენტისა და 5 მინისტრის 50-ზე მეტ შეხვედრას და სწორედ მას შემდეგ ავიდა სრულიად ახალ რანგში აშშ-საქართველოს პარტნიორული ურთიერთობა.“ იმ პერიოდის ქართული დიპლომატიის ყველაზე დიდი წარმატება კი „ათასწლეულის გამოწვევის პროგრამაში“ (მილენიუმი) იმ საქართველოს ჩართვა გახლდათ, რომელიც არც ერთ პარამეტრს არ აკმაყოფილებდა. საქართველოს ყველა დონის ხელისუფლებისა და აშშ-ში საქართველოს საელჩოს ერთობლივი მუშაობით, ეს მაინც მოხერხდა და ამ პროცესის ეპიცენტრი კვლავ ლევან მიქელაძე იყო.

„ვერსიის“ ინფორმაციით, ლევან მიქელაძე რევოლუციური სამეულიდან განსაკუთრებით ზურაბ ჟვანიასთან მეგობრობდა, რომელმაც, როგორც ჩანს, ყველაზე უკეთ იცოდა მისი ფასი და ეფერებოდა. თუმცა ყველაფერი სწორედ მაშინ შეიცვალა, როცა პრემიერ-მინისტრი ტრაგიკულად დაიღუპა. შეიცვალა სტილი. გაჩნდა პრობლემები ურთიერთობაში. რატომღაც გაჩნდა „ბრალდება“, რომ ლევან მიქელაძე აშშ-ს ინტერესებს ატარებდა და არა საქართველოსი. ამის მიღმა კი მხოლოდ ერთი ქვეტექსტი იკითხება - ვარდების ხელისუფლებას ლევან მიქელაძის ფაქტორი დიდ პრობლემებს უქმნიდა. ის ვერასდროს იქნებოდა ისეთი ჩინოვნიკი, რომელიც მათ აწყობდათ. თუმცა, ლევანს რომ ისევე ვერ მოექცეოდნენ, რისთვისაც მათთვის მიუღებელი ბევრი სხვა ჩინოვნიკი გაიმეტეს, მიღებული გადაწყვეტილებიდანაც დასტურდება - 2006 წელს მიქელაძე შვეიცარიაში საქართველოს სრულუფლებიან ელჩად გადაჰყავთ და, ფაქტობრივად, „პენსიაზე“ უშვებენ.

ხელისუფლებამ ამით მის მიმართ საკუთარი პოზიცია გამოხატა - იცხოვრე მშვიდად, არ შეგეხებით. თუმცა 2007 წლის 7 ნოემბერს მიქელაძე თანამდებობიდან მიდის. თუმცა ამ ფაქტთან დაკავშირებით ხელისუფლებას არც ერთი განცხადება არ გაუკეთებია. აშკარა გახდა, რომ მათ შორის „ცივი ომი“ დაიწყო.

საბედისწერო აპრილი
პოლიტიკაში მოსვლა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საბოლოოდ გადაწყვიტა. პრინციპული იყო და ახლობლებმა იცოდნენ, რომ კამათს აზრიც არ ჰქონდა, პოზიციას ვერავინ შეაცვლევინებდა. რა თქმა უნდა, მისთვის ბევრად კომფორტული იქნებოდა, საჯარო პოლიტიკაში არ ჩარეულიყო და ისე მოეხდინა გავლენა პროცესებზე, მაგრამ გადაწყვიტა, ირაკლი ალასანიას გვერდით ღიად დამდგარიყო. იგი ამბობდა, რომ თუ პროცესში უშუალოდ არ ხარ ჩართული, ვერასდროს შეძლებ მაქსიმალური შედეგი მიიღო, მაქსიმალურ ინფორმაციას ფლობდეო. გადაწყვეტილება კი ასე ახსნა - „ირაკლის ახლა ვერ მივატოვებ!“ პარტიის პრეზენტაციაზე ლიდერის წარდგენისას გამოჩნდა პასუხისმგებლობა, რომელსაც ამ არჩევანის გამო გრძნობდა:

„ირაკლი არ არის ლაჩარი და გამქცევი კაცი, თავგანწირულია თავისი სამშობლოსთვის და ეს მემკვიდრეობით აქვს მიღებული. მისი უნარი - ემოციების გვერდით გადადება და ცივი გონებით მუშაობა სახელმწიფო ინტერესებისთვის, დასაფასებელია. დღეს იგი პირველ ნაბიჯს დგამს პოლიტიკაში. მოდის სუფთა ხელებით და დარწმუნებული ვარ, ეს ხელები არასოდეს გაისვრება. დარწმუნებული ვარ, არასოდეს შემრცხვება ამ ნათქვამის და არ მომიწევს ჩემი სიტყვების უკან წაღება.“

გადაწყვიტა, რომ მის ირგვლივ გაეერთიანებინა ის გუნდი, რომელიც წლების მანძილზე „ერთ დიპლომატიურ ოჯახად“ ცხოვრობდა (ირაკლი ალასანია, მათგან განსხვავებით, ცოტა მოგვიანებით გაიცნო - როცა იგი უშიშროების მინისტრის მოადგილე იყო). არც დავით გამყრელიძისა და დავით უსუფაშვილის დარწმუნება გასჭირვებია იმაში, რომ „ალიანსის“ გაკეთება აუცილებელია.

კონსულტაციები მიდიოდა გიორგი და ლევან გაჩეჩილაძესთან, რომლებთანაც აწ გარდაცვლილი ძმა ქუცო მიქელაძე (იგი მოსკოვში მოკლეს) აკავშირებდა და განსაკუთრებული თბილი დამოკიდებულება ჰქონდა, ისინიც, როგორც ამბობენ, მას უდიდეს პატივს სცემდნენ და უჯერებდნენ. რადიკალურად შეცვლილი იყო „პარიზელი ქალბატონის იმიჯით“ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მოსული სალომე ზურაბიშვილის დამოკიდებულებაც ელჩყოფილის მიმართ, მიქელაძემ მხოლოდ 5 დღეში მოახერხა „სააკაშვილის ნებიერა დიპლომატისთვის“ რაღაც-რაღაცების ახსნა...

მოკლედ, დღეს უკვე ყველა პროცესისა თუ კონსულტაციის მონაწილის გახსენება ძალიან შორს წაგვიყვანს. ფაქტი ერთია - როგორც უამრავ ადამიანთან საუბარში ირკვევა, მიქელაძე ცდილობდა, ყველა რესურსი გამოეყენებინა და ქართული პოლიტიკური სპექტრი და ამ პროცესში აქტიურად ჩართული საზოგადოება დაერწმუნებინა, რომ გაერთიანება უნდა მოხდეს ერთი ლიდერის გარშემო, სხვაგვარად გამარჯვების შანსი ნულის ტოლია. მისი პიროვნული ხიბლისა და დიპლომატიური გამოცდილების შემწეობით, პროცესი წარმატებით დაიწყო და დარწმუნებული იყო, რომ, ადრე თუ გვიან, ამას შეძლებდა. როგორც ლევან მიქელაძის მეუღლე, ქალბატონი ლალი ჩიკვაიძე იხსენებს, „ლევანი იმ პერიოდში განსაკუთრებით ენერგიული და შემართული იყო, ვეღარ ვცნობდით“... ამას მოჰყვა საბედისწერო აპრილი. თითქოს აპრილის აქციებზე არ უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ სრულიად მოულოდნელად კომპანიაში ერთთვიანი თავისუფალი შუალედი გამოუჩნდა. „ალიანსმა“ აქციებში ჩართვა გადაწყვიტა და არ გაუპროტესტებია. უდიდეს პასუხისმგებლობას გრძნობდა და თითქოს ნერვიულობდა კიდეც, თუმცა არასდროს ამჟღავნებდა ემოციას.

ალიანსელები იხსენებენ, რომ, სააღდგომოდ, მორიდებით ითხოვა, რამდენიმე დღით ჟენევაში წასვლა, რადგან იცოდა, რომ იქ მთელი ოჯახი იკრიბებოდა. უფროსი ქალიშვილი თინიკო ამერიკაში ცხოვრობდა და მეუღლესთან და პატარა ნიკოლოზთან ერთად აპირებდა დედასთან და დასთან, მარიკასთან, სტუმრობას. მთელი ოჯახი კი ამის შემდეგ თბილისში ბრუნდებოდა. ეს იყო ბოლო წლებში ერთადერთი და უკანასკნელი შემთხვევა, როცა მიქელაძეების ოჯახი ერთად შეიკრიბა. თუმცა ერთად ყოფნის სიხარული არ დასცალდათ - 21 აპრილს მათ ტელევიზიით შეიტყვეს, რომ მათ ბინაში, ცაბაძის ქუჩაზე ვიღაც შევიდა. დიასახლისი ქალბატონი სასტიკად სცემა, გაკოჭა და ისე, რომ არაფერი წაუღია, წავიდა. ლევან მიქელაძე ამ ფაქტმა შეაშფოთა. ოჯახის არქივში ინახება სწორედ იმ დღეს გადაღებული მისი უკანასკნელი ფოტოები, სადაც კარგად ჩანს, რამხელა შოკი მიიღო ამის გამო („ვერსია“ მათ ექსკლუზიურად აქვეყნებს).

თუმცა ქალბატონი ლალი იხსენებს, რომ გარეგნულად თითქოს არაფერს იმჩნევდა, იქით ამხნევებდა კიდეც, მაგრამ საერთოდ, ემოციების გამოხატვა არ უყვარდაო. ოჯახის წევრებთან არ ამხელდა, თუმცა ალექსი პეტრიაშვილი „ვერსიასთან“ საუბარში აცხადებს, რომ „თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ორი რაღაცით იყო ძალიან შეშფოთებული. პირველი - იქ ძარცა-ყაჩაღობა არ მომხდარა, არადა, ზემოდანაც კი ისეთი ნივთები ეწყო, ხელებაცახცახებული მძარცველი აუცილებლად წაიღებდა... ამიტომაც საფუძვლიანი ეჭვი გაჩნდა, რომ ეს მისთვის გაფრთხილება იყო - ნუ აქტიურობ, ჩვენ ყველგან შეიძლება შემოვიდეთ. ამბობდა, შეურაცხყოფილი ვარო... და მეორე - უფრო მეტად ის ანერვიულებდა, რომ ოჯახი ჩამოჰყავდა და დაუცველად გრძნობდა თავს...“

23 აპრილს მიქელაძეების ოჯახი თბილისში დაბრუნდა. თუმცა ცხოვრება ჩვეულ რიტმში გაგრძელდა და ისიც აქტიურ პოლიტიკურ პროცესში ჩაერთო. 26 აპრილიც ერთი ჩვეულებრივი დღე იყო. ჰქონდა შეხვედრები. ოჯახის წევრებთან ერთად სტუმრადაც იყო. რადიოინტერვიუც მისცა. საღამოს შეხვდა თბილისში ჩამოსულ მეგობარს კოტე ზალდასტანიშვილს და ღამის 4-ის ნახევარზე შინ დაბრუნდა. ქალბატონი ლალი იხსენებს, რომ ისაუბრეს და დასაძინებლად დაწვნენ. თუმცა დილით მეუღლე სასტუმრო ოთახში სავარძელში ნახა, ხელებჩამოყრილი და მშვიდად „ჩაძინებული“. კომპიუტერთან იჯდა, სათვალე ეკეთა. ჯერ კიდევ თბილი იყო.

სკანდალური ვერსიები
1. ლევან მიქელაძე გულის მწვავე იშემიური ინფარქტის შედეგად ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.

ჯერ-ჯერობით, ეს ვერსია ყველაზე საფუძვლიანია. ყველა ექსპერტი და ექიმი ადასტურებს, რომ ასეთი პრეცედენტები არსებობს, თუნდაც პაციენტი არ უჩიოდეს გულისა თუ სხვა ქრონიკულ დაავადებებს, შესაძლებელია, განვითარდეს მოციმციმე არითმია, რაც ლეტალური შედეგით მთავრდება. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ძალიან ბევრს ეწეოდა, არ ვარჯიშობდა, უეცრად შეიცვალა გარემო - ანუ აქტიური დიპლომატიური სამსახურიდან შედარებით პასიურ სამუშაო რეჟიმში გადავიდა. თან ამას დავუმატოთ პოლიტიკური ფონი, რომელიც ქვეცნობიერად ადამიანში გარკვეულ სტრესს იწვევს, ამ ვერსიას ნამდვილად აქვს არსებობის საფუძველი.

2. ლევან მიქელაძე მოკლეს - ისტორიაში არსებობს უამრავი ფაქტი, როდესაც მსხვერპლთან უშუალო შეხების გარეშე სპეცსამსახურების მიერ კარგად აპრობირებული საშუალებებით ხელოვნურად გამოუწვევიათ გარკვეული ტიპის დაავადებები (სხვათაშორის ამგვარი ეჭვი ბადრი პატარკაციშვილის ასევე გულის იშემიური ინფარქტით გარდაცვალების შემთხვევაშიც არსებობდა). ამის მაგალითად თუნდაც ვიქტორ იუშჩენკოს ფაქტი კმარა, რომლის შედეგი სახეზეა და სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. ამ ეჭვის გასაბათილებლად საუკეთესო არგუმენტი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გახლავთ, რომელიც, „ვერსიის“ ინფორმაციით, მხოლოდ პირველად დონეზე არსებობს.

როგორც გავარკვიეთ, 26 აპრილს ლევან მიქელაძის გარდაცვალების ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით და დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა (როგორც იურისტები განმარტავენ, ეს წმინდა ფორმალური მხარეა, რადგან მკვლელობის მუხლით საქმეს ვერ აღძრავდნენ გარემოებათა უქონლობის გამო, არადა სამედიცინო ექსპერტიზა უნდა ჩატარებულიყო, სხვა რაიმე საფუძველი ამ მუხლით საქმის აღძვრას არ აქვსო, - მ.ფ.). იმ დღესვე საქმეში ჩაერთო ადვოკატი შალვა შავგულიძე, რომელმაც დამატებით შინაგანი ორგანოების ქიმიური ანალიზის ჩატარება მოითხოვა. ამ ფაქტს შალვა შავგულიძეც გვიდასტურებს და აცხადებს: „ჩვენ მოვითხოვეთ დამატებით გამოკვლევა მომხდარიყო შინაგანი ორგანოების მოწამვლაზე, რათა დადგენილიყო, ხომ არ იყო რაიმე ტიპის ქიმიური ზემოქმედება ლევან მიქელაძის სიცოცხლის პერიოდში. გვამის პირველი სასამართლო-სამედიცინო დასკვნის თანახმად, სახეზე გვაქვს მწვავე იშემიური ინფარქტი და ამის შედეგია გარდაცვალება. ხოლო შინაგანი ორგანოების ქიმიური ექსპერტიზის შედეგები მოწამვლაზე ჯერ-ჯერობით დაზარალებული მხარისთვის არ მოუწოდებიათ. არ გაგვცნობია. რამდენჯერმე შევეხმიანეთ და გვპასუხობენ, როგორც კი მზად იქნება, გაცნობებთო. სწორედ ამ დასკვნას ველოდებით, რადგან ამის შემდეგ გეძლევა უფლება ან წამოაყენო პრეტენზია, ან განმეორებითი ექსპერტიზა მოითხოვო ანდა თავად ჩაატარო ალტერნატიული ექსპერტიზა.“

როგორც გავარკვიეთ, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიურო, ამ მხრივ, კანონს სულაც არ არღვევს - ამ ტიპის საქმეებზე ექსპერტიზის ჩატარების კანონით დადგენილი ვადები არ არსებობს და გამოძიება შეიძლება გაგრძელდეს ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე (6 წელი). თუმცა ევროპული სტანდარტით, ექსპერტიზის დასკვნა უნდა დაიდოს გონივრულ ვადაში ანუ 20 დღეში. თუმცა თუნდაც ის ფაქტი, რომ პირველადი პასუხი სასწრაფოდ გადაეცა დაზარალებულს, ხოლო მათი მოთხოვნით დანიშნული ქიმიური ანალიზის საბოლოო დასკვნა ერთი წლის თავზეც კი უცნობია, გარკვეულ ეჭვებს ნამდვილად აღძრავს. არადა, ლევან მიქელაძე რომ ჯანმრთელი ადამიანი იყო და გული არ აწუხებდა, ამას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ 2008 წლის აგვისტოში ცოლ-ქმარმა მიქელაძეებმა სადაზღვევო კომპანია შეიცვალეს და ამის გამო სრული გამოკვლევა ჟენევაში ჩაიტარეს, სადაც დასკვნა იყო ცალსახა - ჯანმრთელი.

მართალია, მედიცინაში არსებობს ადამიანის გარდაცვალების ამგვარი პრეცედენტები, მაგრამ არსებობს იმის პრეცედენტებიც, როცა, ფიზიკური შეხების გარეშე, ხდება გულის ინფარქტის ან სხვა ტიპის დაავადებების ხელოვნური გამოწვევა, თუნდაც ქიმიური მოწამვლის გზით. მითუმეტეს, „ვერსიის“ ინფორმაციით, ლევან მიქელაძის პირადი ნივთები (კბილის ჯაგრისი, სათვალე, კომპიუტერი და ა.შ.) ექსპერტიზაზე არ გაუგზავნიათ. ამ ეჭვს ისიც ამძაფრებს, რომ 21 აპრილს მიქელაძეების საცხოვრებელ ბინაში ყაჩაღური თავდასხმა მოხდა. იქიდან არაფერი წაუღიათ, თუმცა დატოვეს თუ არა რაიმე უცნაურმა ყაჩაღებმა, ჯერ-ჯერობით კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება...

http://presa.ge/index.php?text=news&i=10493
00:28 27.04.2010
kote-1962
Presa.ge
ბატისტვინები, ანუ ორიოდ სიტყვა ოპოზიციაზე

[კახა კაციტაძე]


გია გაჩეჩილაძის გამოსვლა პარასკევის „ბარიერში“ ბევრი რაიმეთი იყო საინტერესო. მაგალითად მუნიციპალური არჩევნების გაშარჟების იდეით, რაც ესთეტიკურ-კარნავალურ სფეროს უფრო განეკუთვნება ვიდრე პოლიტიკურს.

საინტერესო იყო „უცნობის“ შეხედულებები მიმდინარე პროცესებზე მასში მონაწილე ადამიანების პიროვნულ პასუხისმგებლობის თვალსაზრისით (ეს საკითხიც პირდაპირ არ განეკუთვნება პოლიტიკის სფეროს, უფრო - ეთიკისას). ჩემთვის ყველაზე საყურადღებო იყო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უყურებდნენ, გეგმავდნენ და წარმართავდნენ ოპოზიციის ლიდერები შარშანდელ გაზაფხულ-ზაფხულის აქციებს.

აქ კი „უცნობის“ მიერ საზოგადოებისათვის მიწოდებული ინფორმაცია არა მხოლოდ საინტერესო, არამედ შოკისმომგვრელიც კი იყო. მართალია გია გაჩეჩილაძე არ განეკუთვნება პოლიტიკოსთა რიცხვს, მაგრამ მას გაცილებით მეტი ინფორმაცია უნდა ჰქონოდა და, როგორც ირკვევა, ჰქონდა, ოპოზიციის ლიდერების შიდა სამზარეულოს შესახებ, ვიდრე რიგით მოკვდავებს, რომლებიც საკნებში აღამებდნენ და ათენებდნენ, ებრძოდნენ შსს-ს ტონტონ-მაკუტებს და იმედოვნებდნენ, რომ ოპოზიციის ლიდერები თანმიმდევრული და გეგმაზომიერი ქმედებებით მოახერხებდენ საზოგადოებრივი შეკვეთის შესრულებას.

საზოგადოებრივი შეკვეთა კი მარტივად ასე შეიძლება გამოხატულიყო: მიგვეღო ისეთი მიშასშემდგომი (ერთი სიტყვაა!) საქართველო, რომელიც მინიმუმ რამდენიმე პარამეტრით მაინც უკეთესი იქნებოდა, ვიდრე ის, რომელიც აქციების დაწყებამდე გვქონდა.

იმის თქმა, რომ ოპოზიციამ საზოგადოების შეკვეთა არ/ვერ შეასრულა, ნისნავს, რომ არაფერი თქვა.

„უცნობის“ ინტერვიუმ წარმოაჩინა ის საზარელი რეალობა, რომელიც თურმე ოპოზიციის ლიდერების ბანაკში არსებობდა და რომლის შესახებაც საზოგადოებამ, აქციის ათიათასობით მონაწილემ არაფერი იცოდა.

სახელდობრ, „უცნობის“ გამოსვლამ ეჭვმიუტანლად აჩვენა, რომ ოპოზიციის ლიდერებს არ ჰქონიათ სტრატეგიული მოქმედების არავითარი გეგმა, არ ჰქონიათ გათვლილი ტაქტიკური ქმედებები, არ ჰქონიათ გააზრებული, რას აპირებდნენ იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილის რეჟიმი უეცრად ჩამოიშლებიოდა. პოლიტიკური ლიდერების მაშინდელი ქმედება „უცნობის“ მონათხრობის კონტექსტში შეიძლება დახასიათდეს ერთადერთი სიტყვით „ბატისტვინობა“. შესაძლოა, ეს სიტყვაც კი არ იყოს საკმარისი.

პოლიტიკურ ისტორიაში ცნობილია ფაქტები, როდესაც ბატებმა პოზიტიური როლი შეასრულეს. მაგალითად – რომი გადაარჩინეს. ჩვენი ოპოზიციური ლიდერები მსგავსი ქმედებით ნამდვილად ვერ დაიკვეხნიან. ამიტომ შესაძლოა ჩვენი ოპოზიციის ლიდერების „ბატისტვინებად“ მოხსენიება ამ სიმპათიური ფრინველების ერთგვარი შეურაცხყოფაც კი იყოს.

ახლავე გავუსვავ ხაზს, რომ ჩემი წერილის კრიტიკული პათოსი ყველაზე ნაკლებად არის „უცნობის“ წინააღმდეგ მიმართული. მიზეზიც ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს. გია ხელოვანია, თან – უდავოდ ნიჭიერი ხელოვანი და მას სრული უფლება აქვს პოლიტიკურ პროცესს ესთეტიკური თვალსაწიერიდან შეხედოს.

დიდმა ირლანდიელმს პოეტმა, უილიამ ბატლერ იეიტსმა ირლანდიის ისტორიაში ექსისტენციალური შემობრუნების ტოლფასი მოვლენა – 1916წლის საშობაო აჯანყება – ასე დაახასიათა: A terrible beauty is born („შემზარავი (საშინელი) მშვენიერება იშვება“). და იეიტსს, როგორც პოეტს, როგორც ხელოვანს, ამგვარი მიდგომის სრული უფლება ჰქონდა, ისევე როგორც „უცნობს“ აქვს უფლება, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები მხატვრული თვალსაწიერიდან განიხილოს. მაგრამ ამის უფლება არა აქვთ პოლიტიკოსებს, რომლებიც თავად პოლიტიკის ცნების თანახმად ვალდებულნი არიან წინ წარუძღვენ პოლიტიკურ პროცესებს და მიიყვანონ ისინი საზოგადოების მიერ წამოყენებული მოთხოვნების შესრულებამდე. პოლიტიკოსი, რომელიც ამას ვერ ახერხებს, უვარგისი პოლიტიკოსია და ყოველივე აპელაცია იმაზე, რომ „ხალხი არ ვარგა“ მხოლოდ ოპოზიციის ლიდერების ბატისტვინობის შენიღბვას ემსახურება.

მაინც რა თქვა „უცნობმა“ ასეთი საშინელი? მან, როგორც ოპოზიციის შიდა სამზარეულოში ჩახედულმა ადამიანმა, დაადასტურა ის, რასაც საზოგადოება უკვე კარგა ხანს ეჭვობდა – ოპოზიციამ ისე წამოიწყო შარშანდელი აპრილის აქციები რომ არ ჰქონდა მოქმედების არავითარი სტრატეგიული გეგმა, ანუ არ ჰქონდა წინასწარ გააზრებული, საით და როგორ წარემართა ჭეშმარიტად საერთო-სახალხო მოძრაობა.

თურმე, ოპოზიციის ლიდერები ყველაფერს აწყობდნენ იმაზე, რომ მიშა ვერ გაძლებდა, ნერვები უმტყუნებდა, გაიქცეოდა ხოლო შსს კუნტრუშ-კუნტრუშით გადავიდოდა ძლევამოსილი ოპოზიციის მხარეს.

უკვე ასეთი ბრიყვული გათვლის არსებობა არის საკმარისი იმისათვის, რომ ჩვენმა საზოგადოებამ ამგვარად დამგეგმავ პოლიტიკოსებს სამომავლოდ უარი უთხრას ნებისმიერი პროცესების ლიდერობის პრეტენზიაზე.

რა უფლებით უნდა გამოვუცხდოთ ნდობა ადამიანებს, რომლებმაც თვითონ არ იციან წესიერად, რა უნდათ; არ იციან, როგორ მიაღწიონ პოლიტიკურ მიზნებს (რომელსაც საზოგადოება აყენებს) და როგორ უნდა მოიქცნენ იმ შემთხვევაში, თუ მოხდა სასწაული და ჩვენი (იგულისხმება საზოგადოების) წყალობით ხელისუფლებაში მოხვდნენ.

ამასთან, შარშანდელი აქციების დროს ყველაზე ამაზრზენი ოპოზიციის ლიდერების ის გამოსვლებია, რომლებშიც ისინი იდუმალი გამომეტყველებით და კიდევ უფრო იდუმალი ღიმილით გვიმტკიცებდნენ, რომ არსებობს რაღაც გეგმა, რომლის რეალიზაციასაც სააკაშვილის გადადგომა მოჰყვება.

ოპოზიციის ლიდერების მესიჯების თანახმად, ამ გეგმის დეტალების გაცხადება ჯერ ადრეა და რომ თავის დროზე საზოგადოება ყველაფერს დაინახავს.

დავინახეთ კიდეც: თურმე ოპოზიციის ლიდერები ბლეფობდნენ და საზოგადოებას ცარიელ ჰაერს ღრმა სტრატეგიული ქმედებების გააზრებულ გეგმად გვასაღებდნენ.

ძალაუნებურად მახსენდება აწ მივიწყებული ქალბატონის, მაია ნადირაძის ერთი სატელევიზიო გამოსვლა, რომელიც ცხინვალის რეგიონის პრობლემის გადაწყვეტას ეხებოდა.

წამყვანის კითხვაზე – აქვს თუ არა საქართველოს ცხინვალის დაბრუნების რაიმე გეგმა – ყოფილმა დეპუტატმა იდუმალ-ირონიულად გაიღიმა და განაცხადა, რომ ასეთი გეგმა რასაკვირველია არსებობსო, მაგრამ ახლა მასზე საჯაროდ ხომ ვერ ვილაპარაკებო. აგვისტოს ომმა გვაჩვენა რა გეგმაც ჰქონია ხელისუფლებას. დავინახეთ: საქმე ელემენტარულ ბლეფთან, როგორც ჩვენი ჩრდილოელი მეზობლები იტყვიან, „ტუფტასთან“ გვქონდა. შედეგი – ათიათასობით გაუბედურებული ადამიანი.

ახლა, ვიკითხოთ, რით განსხვავდება ოპოზიციური ლიდერების განცხადებები 2009 წლის გაზაფხულ-ზაფხულის აქციებისას ქალბატონ ნადირაძის განცხადებებისგან? პასუხი მარტივია-არც არაფრით.

ორივე შემთხვევაში საქმე გვაქვს იაფფასიან ბლეფთან, რომლის ერთადერთი მიზანი სტარტეგიული გეგმის არარსებობის ანუ საკუთარი ინტელექტუალური იმპოტენციის შენიღბვაა.

ოპოზიცია, რომელიც ამაზე მიდის, ნამდვილად არ იმსახურებს იმას, რომ საზოგადოების, ხალხის ინტერესების გამომხატველად იაზრებოდეს.

„უცნობის“ ინტერვიუმ სხვა მომენტიც აჩვენა: ოპოზიციის ლიდერებს არათუ მოქმედების არავითარი სტრატეგიული გეგმა არ გააჩნდათ, არამედ არ ჰქონდათ არც ტაქტიკური მოქმედებები არავითარი გეგმა. მათ არა მხოლოდ არ იცოდნენ როგორ წარემართათ წინააღმდეგობის მოძრაობის პროცესი მთლიანიბაში, არამედ წარმოდგენა არ ჰქონდათ, რა უნდა გაეკეთებინათ ამ პროცესის განვითარების ცალკულ ეტაპებზეც. ამას 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით „უცნობის“ გაკეთებული განცხადება ადასტურებს. ამ განცხადებიდან გამოდის, რომ ოპოზიციის ლიდერებმა 26 მაისს კრიტიკული ოდენობის მასას შეკრებისაკენ მოუწოდეს ისე, რომ წარმოდგენა არ ჰქონდათ, რა უნდა განეხორციელებინათ ამ კრიტიკულ მასასთან ერთად.

ასეთ მიდგომას, რბილად რომ ვთქვათ, მორალურს ვერაფრით ვუწოდებთ. და ისევ ვიკითხოთ, რით განსხვავდება ოპოზიციის ლიდერების მოქმედებები ან, თუგინდ მათი მოქმედებების მორალური საფუძვლები იმისგან, რასაც დღევანდელი რეჟიმი სჩადის?

სააკაშვილის რეჟიმის ამაზრზენობას უკვე მივეჩვიეთ. მაგრამ „უცნობმა“ სხვა სცენას ჩამოხსნა ფარდა. და ჩვენ შარშანდელი აქციის წინამძღოლთა სახეები დავინახეთ. საახეები, რომლებიც დღეს ბეკეკასებრი უმანკოებით გვიმტკიცებენ, რომ ისინი სააკაშვილმა გააცურა და სააკაშვილს რომ არ გაეცურებინა...

მარტივი კითხვა: რაში სჭირდებოდა ქართველ ერს ედუარდ შევარდნაძე, რომელსაც რუსები ყოველ დღე აცურებდნენ?
მეორე მარტივი კითხა: რაში სჭირდება ქართველ ერს ოპოზიციის ლიდერები, რომლებსაც სააკაშვილი ყოველდღე აცურებს?

ორივე კითხვაზე პასუხი ცალსახაა: არაფერში, რადგან სადაა იმის გარანტია რომ ამ გაცურებულ ლიდერებს სააკაშვილი კიდევ ერთხელ არ გააცურებს?

მოკლედ, ადამიანებს, რომლებსაც საზოგადოებამ ანდო შარშანდელი გაზაფხულ-ზაფხულის მოვლენების ლიდერობა, არ აღმოაჩდათ უნარი, ნათლად დაესახათ სტრატეგიული მიზნები და განესაზღვრათ მათი მიღწევის გზები; არ აღმოაჩნდათ უნარი, შეექმნათ ტაქტიკური მოქმედების გეგმა. არ იცოდნენ რა უნდა გაეკეთებინათ აქციის მონაწილეებს ამა თუ იმ დღეს.

ინტელექტუალური თვალსაზრისით მათი არარაობა სრულადაა შეჯერებადი სააკაშვილის რეჟიმის ლიდერების ინტელექტუალურ არარაობასთან. რასაკვირველია, ყველა ადამიანს აქვს უფლება იყოს უწიგნური, მაგრამ პოლიტიკურ ლიდერებს ელემენტარულად სჭირდებათ იმ მინიმალური დონის წიგნიერება მაინც, რომელიც აუცილებელია იმ მიზნების განსახორციელებლად, რომელთა მიღწევა მათ საზოგადოებამ ანდო.

დღევანდელი გადასახედიდან და იმ ინფორმაციიდან რომელიც „უცნობმა“ „ბარიერში“ გააჟღერა, გამოდის, რომ ოპოზიციას საერთოდ არ ჰქონდა შექმნილი საერთო დამგეგმავი და მაკოორდინირებელი სტრუქტურა. უფრო მარტივად – „ყველა თავისთვის გიჟდებოდა“. ადამიანებს, რომლებიც ამგვარ სტრუქტურებს ვერ ქმნიან, საზოგადოება, ჩვეულებრივ, თხოვს თავი დაანებონ იმ საქმის კეთებას, რაც არ შეუძლიათ. არ შეუძლიათ ამ საქმეში ელემენტარული არაკომპეტენტურობის (ხშირ შემთხვევაში – უბრალო უმეცრების), უნიჭობის, ორგანიზაციული ნიჭის არქონის, მოვლენათა განვითარების განჭვრეტის უუნარობის და სხვა მიზეზების მთელი თაიგულის გამო.

„უცნობის“ გამოსვლიდან ირკვევა რომ ოპოზიციის ლიდერებს არ ჰქონდათ არათუ გაწერილი სტრატეგიული გეგმა სააკაშვილის ხელისუფლების უმტკივნეულო შეცვლისა, არათუ არ იცოდნენ რა ტაქტიკური ქმედებები განეხორციელებინათ ამ სტრატეგიული მიზნის მისაღწევად, არათუ ვერ ქმნიდნენ მიზნის მისაღწევ ორგანიზაციულ სტრუქტურებს, არამედ ბაიბურში არ იყვნენ, რა უნდა გაეკეთებინათ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში. მათ არ ჰქონდათ არავითარი კონცეფცია იმისა, თუ როგორი საგარეო პოლიტიკა უნდა გაეტარებინა საქართველოს, როგორი ჯარი უნდა გვყოლოდა, როგორ განგვევითარებინა ეკონომიკა, როგორი განათლების სისტემა შეგვექმნა და ა.შ. ანუ, სააკაშვილის გადაყენების წარმატებული მცდელობის შემთხვევაში მივიღებდით ხელისუფლებას, რომელიც ისეთივე არაკომპეტენტური ტუტუცებით იქნებოდა დაკომპლექტებული, როგორიც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებაა.

ასეთ ვითარებაში სრულიად გასაგები ხდება დასავლელი პოლიტოლოგების და დიპლომატების (ხელისუფლების მიერ ნაყიდ დიპლომეტებს არ ვგულისხმობ, ამ შემთხვევაში ყველაფერი ცხადია) რეაქცია გამოხატული პირად საუბრებში – გაგვაგებინეთ, ვის ველაპარაკოთ და ვინ გვეტყვის, როგორი იქნება საქართველოს პოლიტიკა ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში.

ჩვენ, უბრალო მოკვდავებს, გვეგონა, რომ ოპოზიციის ლიდერებს ამ კითხვებზე პასუხები ჰქონდათ (ადამიანი, ვისაც ამ კითხვებზე პასუხი არ აქვს, ელემენტარულად, არავის მიერ არ მიიჩნევა პოლიტიკოსად). გვეგონა, რომ ამ პასუხებს ოპოზიციის ლიდერები გასაგებად უხსნიდნენ დასავლელ დიპლომატებს. მაგრამ ირკვევა, რომ უცხოელ დიპლომატებთან შეხვედრისას ოპოზიციის ლიდერები (მთლიანად თუ არა, მათი აბსოლუტური უმრავლესობა) დუმდნენ. დუმდნენ იმიტომ, რომ თურმე არაფერი ჰქონიათ სათქმელი, გარდა პათეტიკური და არაფრისმთქმელი განცხადებებისა. შედეგიც სახეზეა.

ოპოლიდერები აქციების წარუმატებლობას (იგულისხმება ის, რომ აქციებმა ძირითად პოლიტიკურ მიზანს ვერ მიაღწიეს, თორემ მათი როლი საქართველოს უახლეს ისტორიაში დარწმუნებული ვარ, მალე გამოჩნდება) ყველას აბრალებენ: დასავლეთს, ხალხს, მერაბიშვილს... ყველას, გარდა საკუთარი თავისა. მოკრძალებით ვთხოვთ, შეწყვიტონ ამგვარი რიტორიკა და არა მგონია, ეს მხოლოდ ერთი ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქის თხოვნა იყოს. ამას იმ ადამიანთა უდიდესი უმრავლესობა ითხოვს, ვინც გაზაფხულ-ზაფხულის აქციებში მონაწილეობდა.

მავანი იტყვის, რომ ამ წერილით საზოგადოებაში უიმედობას ვთესავ. იგივე ბრალდებები, კარგად მახსოვს, მასობრივად მოდიოდა ხელისუფლების მომხრეებიდან, როდესაც ვწერდი რომ სააკაშვილი დამარცხებისთვის განწირულ არმიას ქმნის.

მაშინაც იყო მოთხოვნა თვალი დაგვეხუჭა რეალობაზე. სად მიგვიყვანა ყოველივე ამან, 2008 წლის აგვისტოში გამოჩნდა. დღევანდელ ვითარებაში მწარე სიმართლისათვის თვალის გასწორებაა საჭირო და არა ლამაზი თუ ბრტყელი სიტყვების ბრახაბრუხი.

ხელისუფლების ლეგიტიმურობს დაცვა სახელმწიფო ინსტიტუტებს შეუძლიათ. საქართველოს ტიპის სახელმწიფოებში (იგულისხმება არასრულფასოვანი, დიქტატურისაკენ მიდრეკილი სახელმწიფოები. სამწუხაროდ დღევანდელი საქართველო სწორედ ასეთია) ოპოზიციის ლეგიტიმაციის ერთადერთი წყარო საზოგადოების ნდობაა.

ტრადიციულმა ოპოზიციამ, ყოველ შემთხვევაში მისმა უდიდესმა ნაწილმ,ა ამ ნდობაზე პრეტენზიის უფლება დაკარგა და ამას არავითარი შამანური შელოცვები არ უშველის.

ერთ-ერთ წინა წინა სტატიაში, რომელიც ოპოზიციის ათ მთავარ შეცდომას ეხებოდა, ვიხსენებდით კრომველის გენერლის სიტყვას, რომლითაც მან ე.წ. „გრძელ“ (იგულისხმება უფლებამოსილებაზე ბევრად ხანგრძლივი დროით მოქმედ) პარლამენტს მიმართ: „თქვენ ძალიან გაგიტკბათ აქ (ვესტმინსტერში-კ.კ) ჯდომა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ ინგლისისთვის რაიმე სასარგებლო გააკეთეთ. წაეთრიეთ, ღვთის გულისათვის, წაეთრიეთ?“

ასეთი შემოძახილი ჩვენი ოპოზიციისთვის ნამდვილად არ იქნება ზედმეტი. მით უფრო, რომ მათ მიერ საქართველოსათვის გაკეთებული საქმეების ჩამონათვლის მოძიება საკმაოდ ძნელია, საერთოდ შეუძლებელი თუ არა.

წინ მტკივნეული პროცესი გველის – ახალი, ძველზე თვისებრივად მაღალი დონის ოპოზიციის ჩამოყალიბებისა. ამგვარი ოპოზიციის ჩამოყალიბების მთავარი გარანტია საზოგადოების შეკვეთაა. საზოგადოების მოთხოვნაა არა ცანცარების კრებულზე, რომელიც არაფრით განსხვავდება სააკაშვილის უწიგნური რეჟიმისაგან, არამედ სოლიდურ, წიგნიერ, მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გამაანალიზებელ და ადეკვატური გადაწყვეტილებების მიმღებ ოპოზიციაზე.

ამიტომ, დღეს აღარ არის საკმარისი ოპოზიცია, რომელიც სააკაშვილის გადადგომას ითხოვს და რომელსაც წარმოდგენა არც კი აქვს, როგორ მიაღწიოს ამ მიზანს.

ჩვენ გვჭირდება ოპოზიცია, რომელიც საზოგადოებას გასაგებად ეტყვის, როგორ უნდა მოხერხდეს სააკაშვილის შეცვლა ისე, რომ სააკაშვილის შემდგომი ხელისუფლება გარანტირებულად უკეთესი იყოს, ვიდრე დღეს არსებული ხელისფლებაა.

ოპოზიცად შეიძლება იწოდებოდნენ მხოლოდ ის ლიდერები, რომლებიც გასაგებად გვეტყვიან, როგორ მივაღწიოთ ხელისუფლების მშვიდობიან ცვლას; საით წავიყვანთ საქართველოს ამგვარი გამოცვლის შემდეგ; როგორი ეკონომიკა, განათლება, ჯანდაცვა გვექნება; როგორი ჯარი გვეყოლება; როგორ დავარეგულირებთ კონფლიქტებს; როგორ ვიმოქმედებთ საერთაშორისო სარბიელზე; როგორი მიმართება გვექნება მეზობლებთან. და ა.შ. მხოლოდ ამგვარ ოპოზიციას შეეძლება ისარგებლოს არა მხოლოდ ქართველი ხალხის, არამედ ჩვენი პარტნიორებისა და მეზობლების ნდობით.


http://presa.ge/index.php?text=news&i=10480
15:40 26.04.2010
tavisupleba
ევროპაში ენერგეტიკული პროექტებისა და ”მისტრალის” ისტორიის ფონზე რუსეთის მიმართ სახელმწიფოებრივი პოლიტიკის შეცვლის ტალღა გაგრძელდა უკრაინაში და, როგორც ბევრი ვარაუდობს, რუსეთის მიმართ დამოკიდებულების შერბილებისკენ მიდის პოლონეთი. რა ზეგავლენა შეიძლება იქონიოს ამ პროცესმა საქართველოზე, მის ნატოში ინტეგრაციის პროცესსა და ზოგადად, მომავალზე?

View the full article
tavisupleba
გლობალურ სამოქმედო გეგმას, რომლის პრეზენტაციაც 28 აპრილს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ორგანიზებით მოეწყო, ასეთი სათაური აქვს: ”გავიმარჯვოთ ქალებთან ერთად” და მიზნად ისახავს არჩევნებში ქალთა ჩართულობის გაზრდას.

View the full article
kote-1962
01.05.2010

ჩაშლის თუ არა ოპოზიცია 26 მაისის აღლუმს



ჩატარდება თუ არა 26 მაისს აღლუმი? თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში გვპასუხობენ, რომ "ალბათ, კი". რამდენად მასშტაბური იქნება ის, რომელი ქვეყნის პრეზიდენტები ჩამოვლენ და სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
"ვიცნობ მიხეილ სააკაშვილს და წარმომიდგენია მისი სიტყვით გამოსვლა აღლუმზე, რომელიც არმიის ფონზე აუცილებლად იქნება ძალის დემონისტრირება "მოდელირებული ქრონიკის" გარკვეული ჩანართებით. არ მესმის, პრეზიდენტმა როგორ უნდა ჩაიბაროს იმ ჯარის აღლუმი, რომელსაც ომის დროს წინ გაუსწრო და მერე "მოდელირებული ქრონიკით" შეურაცხყოფა მიაყენა", - ამბობს "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი თინა ხიდაშელი.
მისი თქმით, 26 მაისს აღლუმი არ უნდა ჩატარდეს. ფიქრობს, რომ წინასაარჩევნოდ ეს ხალხზე და ოპოზიციურ პარტიებზე გარკვეული ფსიქოლოგიური ზემოქმედების მოსახდენად კეთდება, ამასთან, როცა ქვეყანაში ეკონომიკურ კრიზისია, ასიათასები არ უნდა გადავყაროთ.
ხიდაშელი არ აპირებს აღლუმის ჩატარებას ხელი შეუშალოს. მიიჩნევს, რომ ეს სააკაშვილის გადასაწყვეტია, თუმცა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, თვითონაც უნდა ხვდებოდეს, რომ საზეიმო არაფერი აქვს.
"ეროვნული საბჭოს" მერობის კანდიდატი ზვიად ძიძიგური ფიქრობს, რომ 26 მაისი არა ხელისუფლებამ, არამედ ხალხმა და ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა იზეიმონ.
"იმ საგარეო საფრთხეების პირობებში და დაძაბული საშიანაო პოლიტიკის დროს, რაც ქვეყანაშია, პრეზიდენტს მორალური უფლება არ აქვს აღლუმის ჩატარების," - ამბობს ძიძიგური.
კითხვაზე, შეუშლიან თუ არა რაიმე ფორმით აღლუმის ჩატარებას ხელს, ძიძიგურს პასუხი არ აქვს. მისი თქმით, ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკების შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას.
"ლეიბორისტი" სოსო შატბერაშვილი არ აპირებს აღლუმისთვის რაიმე ფორმით ხელის შეშლას, მაგრამ აღნიშნავს:
"მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი აღლუმი ომის დროს გორის ტრასაზე ჩაატარა. მან მსოფლიოს აჩვენა, მთავარსარდალი როგორ გარბის ბრძოლის ველიდან."
ექსპერტ რამაზ კლიმიაშვილის თქმით, პრეზიდენტმა თვითმმართველობის არჩევნები 30 მაისს იმიტომ დანიშნა, რომ 26 მაისს აღლუმი ჩაეტარებინა და ამით გარკვეული ფსიქოლოგიური ზეწოლა მოეხდინა, როგორც ამომრჩეველზე, ასევე სხვა პოლიტიკურ პარტიებზე.
თუმცა, ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიები და საზოგადოებრივი მოძრაობა "ეროვნული ყრილობა" ხელისუფლებას ამის საშუალებას არ მისცემს.
"თუ პარლამენტის წინ აღლუმის ხელის შესაშლელად მომიტინგეები მართლა დადგნენ, აღლუმი, ალბათ, ვერ ჩატარდება. სააკაშვილს ეგონა, რადგან წელს იქ საკნები არ დგას, აღლუმის ჩატარებაში ხელს არავინ შეუშლიდა. შარშანდელის შემდეგ საქართველოში მნიშვნელოვნად არაფერი შეცვლილა, ამიტომ არავინ იცის, თუ ოპოზიცია მოინდომებს, რამდენი ადამიანის გამოყვანას შეძლებს," - ამბობს კლიმიაშვილი.
მისი აზრით, იმ ფონზე, როცა ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია, სამხედრო აღლუმი არ უნდა გაიმართოს. ფიქრობს, რომ სააკაშვილი წინასაარჩევნოდ ამით მხოლოდ ხალხს გააღიზიანებს.
კლიმიაშვილის თქმით, აღლუმი ჩატარების შემთხვევაში ის უფრო შიდა მოვლენებზე ძალის დემონტრირება იქნება, ვიდრე სხვა ქვეყნებისთვის იმის ჩვენება, როგორი ძლიერი არმია გვყავს.
"მსოფლიომ ისეც დაინახა, როგორი ჯარი გვყავს და რა შეუძლიათ მათ", - ამბობს კლიმიაშვილი.
პოლიტოლოგ მალხაზ ჟვანიას აზრით, აღლუმი უნდა ჩატარდეს, რადგან არჩევნები უნდა მიესადაგოს ტრადიციას და წესს და არა, პირიქით.
"თუ ოპოზიცია თვლის, რომ ეს იქნება სააკაშვილის პიარკამპანია, მაშინ თვითონაც მიიღოს მონაწილეობა და აკონტროლოს სიტუაცია", - ამბობს კლიმიაშვილი.
თუმცა, ფიქრობს, რომ ფორმა, რითაც აღლუმი ჩატარდება, შესარჩევია.
"აღლუმი არის სახელმწიფო პოლიტიკის გამოხატულება. ჩვენს ქვეყანას კი მკვეთრად გამოხატული პოლიტიკა არ აქვს", - განმარტავს მალხაზ ჟვანია.
ამიტომ უჭირს თქმა, რა სახით შეიძლება ჩაატარონ აღლუმი, თუმცა, აღნიშნავს, რომ ეს უნდა იყოს "სერიოზული და შინაგანად დატვირთული".
მისი აზრით, საქართველო დღესაც საომარ ვითარებაშია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, აღლუმი მაინც უნდა ჩატარდეს, რომ მტერს უძლურება და სამგლოვიარო განწყობა არ ვაჩვენოთ.
რომელიც ქვეყნებიდან ელიან სამთავრობო დელეგაციებს დამოუკიდებლობის დღის ზეიმზე - ამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად "რეზონანსი" მთელი დღის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პრეზიდენტის პრესსამსახურთან დაკავშირებას.



სალომე ცეცხლაძე

"რეზონანსი"
kote-1962
01.05.2010

უგულავას ცაგურიასათვის ჩეკის ამობეჭდვა დაავიწყდა



ცაგურია: "უგულავა ვერ იგულავებს"

დიდი ხნის ტაიმ-აუტის შემდეგ ახალგაზრდულმა მოძრაობამ "7 ნოემბერი" ხელისუფლების წინაღმდეგ მიმართული "დევნის კამპანია" განაახლა და შესაბამისად, მათი პირველი "მსხვერპლიც" ქალაქის მოქმედი მერი გიგი უგულავა აღმოჩნდა.
"7 ნოემბრის" ერთ-ერთი ლიდერის, დაჩი ცაგურიას თქმით, "7 ნოემბერი" 28 აპრილიდან ბრძოლის აქტიურ ფაზაში გადადის და ხელისუფლების შესაცვლელად აქტიურ ბრძოლას იწყებენ. "დევნის კამპანია" კი იმ ბრძოლის ნაწილია, რომელსაც ახალგაზრდები ხელისუფლების წინაღმდეგ განახორციელებენ.
შეგახსენებთ, რომ 28 აპრილს თბილისის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა "ეკოს" ბენზინგასამართ სადგურს ეწვია. მან ჯერ თანამშრომლების პრობლემები მოისმინა, შემდეგ კი მძღოლებს თავად მოემსახურა, მათ შორის დაჩი ცაგრიასაც, რომელმაც, მისივე თქმით, ქალაქის მერს ყველა ის დანაშაული შეახსენა, რომელიც საქართველოს მოსახლეობის მიმართ ხელისუფლებამ ჩაიდინა.
დაჩი ცაურია: მაგ ტერიტორიაზე შემთხვევით აღმოვჩნდი, თუმცა რამდენიმე წუთში ხელისუფლების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ტელეფონზე დამირეკა და მითხრა უგულავას კამპანიის შესახებ. ამ წყაროს ჯერჯერობით არ დავაკონკრეტებ. სახელისუფლებო წრებში დაძაბული ვითარებაა. ისინი სხვას აბრალებენ, რომ ვითომ ყირგიზეთის ისტორიის გამეორებას აპირებენ, არადა დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მაგ ისტრორიის განმეორებას თვითონ აპირებენ.
"რეზონანსი": "დევნის კამპანიის" პირველი "მსხრვეპლი" გიგი უგულავა აღმოჩნდა, რომელმაც 10 ლარის ბენზინი ჩაგისხათ და ჩეკი არ გამოგიწერათ. როგორც ვიცი, ამის გამო თქვენ აპირებთ ფინანსურ პოლიციაში მისვლას და საჩივრის დაწერას.
დ.ც: უგულავას მის მიერ მერად მუშაობის პერიოდში ჩადენილი დანაშაულები შევახსენე, ხოლო მას შემდეგ, რაც ჩეკი არ გამომიწერა, პირდაპირ ვუთხარი, რომ ის ვეღარ დაჭრის ხორცს, როგორც გუშინ, ვეღარც ცირკთან იმუშავებს, ვეღარც "იგულავებს", ყველა ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხს აგებს და იჯდება ციხეში, რადგან ჩვენ ყველგან მივალთ.
"რ": რაც შეეხება თქვენ მიერ წამოწყებულ ბრძოლას, როგორ აპირებთ გაგრძელებას?
დ.ც: ჩვენ ყველგან მივალთ, უგულავა ვეღარ "იგულავებს", რადგან ეგ არის ჩვენი ბრძოლის კამპანია და არ ჰგავს უგულავას კამპანიას, რომელიც ხან ხორცს ჰყიდის, ხან კიდევ სარეცხს რეცხავს და ალბათ მალე მექისედაც წავა.
"რ": "დევნის კამპანია" ადრეც გქონდათ, მაგრამ შემდეგ შეწყვიტეთ. რა გახდა ამის მიზეზი?
დ.ც: ამას მოჰყვა 15 ივნისი, იყო ძალიან დაძაბული პერიოდი, მაგრამ ხელისუფლების წარმომადგნლებს ტვინი რომ ჰქონოდათ, რამეს შეცვლიდნენ. თუმცა ჩვენ მათგან ამას არც ველოდებოდით, უბრალოდ ვიყავით დაჭერილები და ბევრი ჩვენი მეგობარი ახალ ციხეში ზის. ამ ყველაფერმა დაგვაზარალა, თუმცა დღეს ავკრიფეთ ენერგია და ახალი ძალით შევუდექით ბრძოლას.



თიკო ოსმანოვა

"რეზონანსი"
tavisupleba
”ალიანსი საქართველოსთვის” ითხოვს, რამდენიმე პირის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტების გამო.

View the full article
civil.ge
თბილისის საკრებულოს ადგილებისთვის 11 პარტია და 3 საარჩევნო ბლოკი იბრძოლებს.

View the full article
თემური
ეს როგორ მოუვიდათ, რომ მარტო 9 კაცი იბრძვის?
გამოელიათ კარუსელზე სკამები? 220.gif
tavisupleba
მიზანი, რომელსაც ევროპაში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ტურნე ემსახურება, ჯოზეფ ბაიდენის სტატიის პირველივე წინადადებაშია ჩამოყალიბებული: ეს სტატია გაზეთ "ინტერნეიშენლ ჰერალდ ტრიბიუნში" გამოქვეყნდა.

View the full article
kote-1962
ქუთაისის მერის პირველ მოადგილეს - საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს კორუფციულ გარიგებებში ამხელენ


ეს წერილი „ეროვნული ფორუმის“ ელექტრონულ მისამართზე მივიღეთ. ის 2007 წლის 2 ივლისს ქუთაისში ერთდროულად 27 თანამდებობის პირის გახმაურებულ ტელე-დაპატიმრებას ეხება. მაშინვე გახმაურდა, რომ ეს შოუ პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით განხორციელდა და დაპატიმრებულთაგან ბევრი უდანაშაულო იყო. წერილის ავტორი, როგორც ვხვდებით, ერთ-ერთი მათგანია.

ავტორი, შესაბამის დოკუმენტებზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ ქუთაისის მართვის ტერიტორიული სამსახურის ყოფილი უფროსი, ქუთაისის მერის პირველი მოადგილე და ამჟამად საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მერაბ მეშველიანი პირდაპირ იყო გარეული იმ კორუფციაში, რის გამოც 27 ადამიანი დააპატიმრეს, თუმცა, მათ შორის მეშველიანი არ ყოფილა.

„ფორუმის“ გამოძიება“, ავტორთან შეთანხმებით, მისივე ხელმოწერით აქვეყნებს აღნიშნულ წერილსა და იმ თანდართულ დოკუმენტებს, რომელიც ბატონმა მუხრან კოხრეიძემ გამოგვიგზავნა.


2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და 2007 წლის 2 ივლისი ქ.ქუთაისში


2007 წლის 1 და 2 ივლისს ქ.ქუთაისში და სხვა ქალაქებში დაიწყეს ადამიანების დაპატიმრება. როგორც ხმები გავრცელდა, დაკავებული ჰყავდათ 27 კაცი, რომლებიც ზოგი მანქანებში და ზოგიც ტყეში აყურყუტეს და 2 ივლისს შუადღისას ეს ხალხი “კუდის” თანამშრომლებმა, ქალაქის მერიის შენობის სასადილოს უკანა კარიდან, მალულად შეიყვანეს სამხარეო ადმინისტრაციის სხდომათა დარბაზში, თითქოსდა ამ ხალხს თათბირი ჰქონდათ გამართული.

მერიის შენობის ათეულობით ფანჯრიდან მაყურებელი ცნობისმოყვარეებიც ყველაფერს არა მარტო ვიზუალურად აფიქსირებდნენ.

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებთან და ჟურნალისტებთან ერთად, სამხარეო ადმინისტრაციის სხდომათა დარბაზში შევიდა კუდის უფროსის მოადგილე იოსებ თოფურიძე, რომელმაც წინასწარ დაკავებულ “თათბირის” მონაწილეებზე მითითებით განაცხადა, რომ ამ ადამიანებმა თავიანთ ქალაქს მოპარეს 600 000 ლარი, ამიტომ ისინი დაპატიმრებულები არიან. “ამ ხალხმა, ვისაც ჩვენ ვაკავებთ, საქართველოს მოჰპარა 600 ათასი ლარი. ჩვენ შევძელით ამ თანხის ამოღება და ფული მის კანონიერ მფლობელს – ხალხს დავუბრუნეთ,” /2007 წლის 3 ივლისის გაზეთი “რეზონანსი”/.

დაპატიმრებულებს ხელებზე ბორკილები დაადეს, მერიიდან ხელბორკილებითა და სამართალდამცავებით ხელჩაჭიდებულნი, წინასწარ გაფრთხილებული მედიასაშუალებების წინ ჩამოატარეს.

მოგვიანებით მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით განაცხადეს: “კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ფართომასშტაბიანი სპეცოპერაციის შედეგად, დიდი ოდენობის ბიუჯეტის კუთვნილი თანხის 600 000 ლარის მითვისების, ტენდერების, მათ შორის, (მაწანწალა ძაღლებთან დაკავშირებით) მიკერძოებულად ჩატარებისათვის და კორუფციული გარიგებების ბრალდებით მერიის შენობაში თათბირის მსვლელობისას დააკავეს:

ქ.ქუთაისის ვიცე-მერი, ქ. ქუთაისის საკრებულოს კომიტეტის თავმჯდომარე, ქ. ქუთაისის მერიის ერთ-ერთი სამსახურის განყოფილების უფროსი, ქ.ქუთაისის მერიის ექვსი მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე, ქ.ქუთაისის მერიის სხვადასხვა თანამდებობის რვა პირი, შ.პ.ს. “კოლიზეუმის” დირექტორი, ექვსი ინდივიდუალური მეწარმე.

დანაშაული ითვალისწინებს ათ-ათი წლით თავისუფლების აღკვეთას.

საქმეს იძიებს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი”.

სპეცოპერაციის შესახებ კომენტარი გააკეთა სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში, აკაკი ბობოხიძემ. მისი თქმით, ქუთაისის მაღალჩინოსნების დაკავება, შემთხვევითი არ ყოფილა და
იმერეთის ადმინისტრაცია აღნიშნული დარღვევების შესახებ ინფორმაციას რამდენიმე თვის
განმავლობაში ფლობდა.

“ქუთაისში შარშან განხორციელდა გადახურვების პროგრამა, რომელიც მთელი რიგი დარღვევებით მიმდინარეობდა. თავის დროზე ჩვენ ამის შესახებ ვაცნობეთ შესაბამის ორგანოებს, მიმდინარეობდა გამოძიება და გამოძიებამ საჭიროდ ჩათვალა იმ პირების დაკავება, რომლებიც სამუშაოების ეფექტურად ჩატარებაზე იყვნენ პასუხისმგებელნი,”_ განაცხადა ბობოხიძემ. /2007 წლის 3 ივლისის გაზეთი ‘’რეზონანსი”/

რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა აშკარად დაარღვიეს საქართველოს კონსტიტუციის რამდენიმე მუხლი,
უდანაშაულობის პრეზუმფცია, ადამიანთა უფლებები და საქვეყნოდ დაუმსახურებელი
შეურაცხყოფა მიაყენეს ბევრ უკანონოდ დაპატიმრებულს.

ამ საკითხებზე სათანადო დოკუმენტაციის მოპოვება ვერ შეძლო ომბუდსმენმა სოზარ სუბარმა. აქვე აღსანიშნავია, რომ წინასწარ ცნობილი 27 ე.წ. ბრალდებულთაგან მხოლოდ 24 აღმოჩნდა დაპატიმრებული.

საინფორმაციო საშუალებებმა რამდენჯერმე აჩვენეს და შემდეგაც კი, აქა-იქ იმეორებდნენ “კორუფციაში” მხილებული 24 კაცის დაპატიმრების ფაქტს მათი გვარების ჩამოთვლით. ეს
მაშინ, როდესაც გამოძიებას, მიაქციეთ ყურადღება, არც ერთი პირი კორუფციაში არ დაუდანაშაულებია და არ დაუდგენია, ვინ ვისთან შევიდა კორუფციულ გარიგებაში, ანუ
რომელმა რომელი მოისყიდა. ეს იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში, მთავრობისათვის
სასურველი პირები არ დაეპატიმრებინათ.

გაზეთ რეზონანსში 2007 წლის 13 ოქტომბერს გამოქვეყნებულია “ქართული აკადემიის”
მიმართვა აშშ-ის კონგრესისადმი, აი ზოგიერთი ამონარიდი: “რამდენადაც ვერ მოინახა
ბიუჯეტის შევსების კანონიერი საშუალებები, ხელისუფლება ხელყოფს კერძო საკუთრებას,
მიმართავს სახელმწიფო რეკეტს, რომელსაც, გარდა ბიუჯეტის შევსებისა, მოსახლეობის
დაშინების ფუნქციაც აქვს დაკისრებული”… სასამართლო ხელისუფლება, ფაქტობრივად, ხელისუფლების ნების მორჩილ შემსრულებლადაა გადაქცეული და ქვეყანაში დამკვიდრდა შერჩევითი მართლმსაჯულება”

ამ მიმართვის ნამდვილობის ერთ-ერთი აშკარად დამადასტურებელი ფაქტია ქ. ქუთაისის 2
ივლისის მოვლენები. გთავაზობთ დეტალურად:

ქ.ქუთაისის მთავრობის 2006 წლის 9 მარტის #25 დადგენილებით, ქ.ქუთაისის მთავრობამ მოიწონა ავარიულსახურავიანი, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების შეკეთების პროგრამა და დასამტკიცებლად წარუდგინა საკრებულოს.

პროგრამა დამუშავდა ქ.ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის მართვის ტერიტორიულ სამსახურში და ბრტყელი დახურვის 246 მაღლივ სახლს და 213 ქანობიანი დახურვის სახლს მოიცავდა. სახურავი მასალის გაცემა და სამუშაოების შესრულებაც, რა თქმა უნდა, პროგრამაში აღნიშნული რიგითობით უნდა მომხდარიყო.

მას შემდეგ რაც ავარიული სახურავების გადახურვისათვის დამატებითი თანხა გამოიყო, გადაწყდა, რომ შედგენილიყო ახალი პროგრამა, რომელიც გაითვალისწინებდა თვირთმმართველობის მხრიდან გადახურვის სამუშაოების დაფინანსებას.

შედგა პროგრამა, რომელიც 128 საცხოვრებელი სახლის მთლიან გადახურვას ითვალისწინებდა, რომელიც საკრებულომ არ მოიწონა და მისი გადაწყვეტილების შესაბამისად გადასახურავი სახლების რაოდენობა 246-დან 310-მდე გაზარდა. ამ საკრებულოს ერთ-ერთი წევრი ამირან ხვადაგიანი იყო, რომელიც უკვე მომავალი საკრებულოს თავმჯდომარედ მოიაზრებოდა და ამ სხდომას ესწრებოდა.

აუცილებელი გახდა დამატებით ბინების შერჩევა, რომელიც მართვის ტერიტორიული სამსახურის უფროსმა მერაბ მეშველიანმა წარმოადგინა. ამ ჩამონათვალში შეტანილია 60 ახალი სახლი. მერაბ მეშველიანმა, როგორც წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულმა ავტოქარხნის მაცხოვრებელმა, სიაში შეიტანა ავტოქარხნის ტერიტორიაზე არსებული 30 სახლი, დანარჩენი 30 ოთხ განყოფილებაზე გადაანაწილა, „გამარჯვების“ განყოფილება საერთოდ ამოიღო დამატებით შერჩეული ბინების ჩამონათვალიდან, მაშინ, როდესაც “გამარჯვების” ტერიტორიაზე 105 მაღლივი სახლია “ავტოქარხანაში” - 100.
აშკარა იყო მერაბ მეშველიანის დაინტერესება, როგორც წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართული საკრებულოს წევრობის კანდიდატისა, მეტი ხმები მოეპოვებინა მომადლიერებული მაცხოვრებლებისაგან.

საყურადღებოა ის გარემოება, რომ პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოები ქ. ქუთაისის საკრებულოს 2006 წლის 5 ოქტომბრის არჩევნებისა და წინასაარჩევნო კამპანიის პარალელურად მიმდინარეობდა და აშკარად გამოიკვეთა ამომრჩეველთა ხმების მიღებისათვის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართული საკრებულოს წევრობის კანდიდატების, მათ შორის მერაბ მეშველიანის (ქუთაისის მერის დგევანდელი პირველი მოადგილე), ამირან ხვადაგიანის (ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე) მხრიდან ზეწოლა და პროგრამის შეცვლა. დაარღვიეს რიგითობა, შეცვალეს გადასახურავი სახლები, ბევრი მათგანი გადაუხურავი დატოვეს.

სატენდერო კომისია აქვეყნებს განცხადებას ტენდერის ჩატარების შესახებ.

საბინაო კომუნალური მეურნეობის სფეროში განსახორციელებელი ტენდერების შედეგების დამტკიცებისა და გამარჯვებულ პირებთან ხელშეკრულებების გაფორმების შესახებ ქ.ქუთაისის მერის 2006 წლის 25 აგვისტოს #426 განკარგულებით, ქ. ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის სატენდერო კომისიამ საბინაო–კომუნალური მეურნეობის სფეროში განხორციელებული ტენდერების შედეგად გამოავლინა გამარჯვებულები, სულ თოთხმეტი ორგანიზაცია. განკარგულება ამოღებულია სისხლის სამართლის საქმიდან.

2006 წლის 30 აგვისტოს, ქ.ქუთაისში ბრტყელი გადახურვის მქონე ავარიულსახურავიანი სახლების გადახურვითი სამუშაოების შესრულებისათვის, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებას /#48. 30.08.06/ ტენდერში გამარჯვებულ შ.პ.ს “კოლიზეუმის” დირექტორთან ი. ლორთქიფანიძესთან, დებს მართვის ტერიტორიული სამსახურის უფროსი მერაბ მეშველიანი.

აქვე ავღნიშნავთ, რომ 2006 წლის 22 აგვისტოს სატენდერო წინადადებაში, რომელიც შ.პ.ს. “კოლიზეუმმა” წარმოდგენა, მითითებულია, რომ სატენდერო დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ მზად არიან განახორციელონ გადახურვის სამუშაოები. სატენდერო დოკუმენტაციაში დეფექტური აქტები არ არსებობდა და ხარჯთაღრიცხვები როგორ წარმოადგინა “კოლიზეუმმა”, გაუგებარია.

მ. მეშველიანსა და ი.ლორთქიფანიძეს შორის, 30 აგვისტოს გაფორმებული #48 ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოების შესრულების ვადა განისაზღვრა 2006 წლის 30 აგვისტოდან 2006 წლის 1 ნოემბრამდე. 31 აგვისტოს “კოლიზეუმის” მიერ წარმოდგენილი იქნა საქართველოს სადაზღვევო კომპანიის მიერ მასზე გაცემული საბანკო გარანტია /#3-31/08/24. 31.08.06./, 325 543 ლარზე /სამასოცდახუთი ათას ხუთასორმოცდასამი ლარი/, რომელიც ძალაში იყო პირველ ოქტომბრამდე. ამავე წერილში ბანკის დირექცია ადასტურებს აღნიშნული თანხის მოთხოვნისთანავე გადახდას შ.პ.ს. “კოლიზეუმის” მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში. ხელშეკრულებაც დაირღვა, საბანკო გარანტიასაც ვადა გაუვიდა, მაგრამ მეშველიანმა და საფინანსო სამსახურის უფროსმა გია შარაბიძემ თანხა უკან არ დაიბრუნეს.

ქალაქის საბინაო-კომუნალური მეურნეობის სფეროში 2006 წელს სახელმწიფო შესყიდვების შედეგად გაფორმებული ხელშეკრულებების შესრულების კონტროლის შესახებ ქ ქუთაისის მერის 31 აგვისტოს #431 განკარგულებით, თანამშრომელთა შემადგენლობით შეიქმნა სპეციალური ინსპექტირების ჯგუფი.

სპეციალური და არა სპეციალისტებისაგან შემდგარი ინსპექტირების ჯგუფი მ.მეშველიანმა ისე დააკომპლექტა, თანამშრომელთა უმრავლესობამ არც კი იცოდა აღნიშნულზე. არავინ იკითხა, ჰქონდათ თუ არა ამ პიროვნებებს მშენებელ-ინჟინრის პროფესია და შეეძლოთ თუ არა დაედგინათ შესრულებული სამუშაოს ხარისხი. ასეთი ნიშნით დაკომპლექტებული ინსპექტირების ჯგუფი ვერც განსაზღვრავდა სამუშაოების შემსრულებელ ფირმას, სად უნდა გამოეყენებინა ბითუმის მასტიკა და სად - რუბეროიდი, მით უმეტეს, რომ დეფექტური აქტები საერთოდ არ არსებობდა. ამის შესახებ ინსპექტირების ჯგუფის წევრები თათბირებზეც ბევრჯერ აფიქსირებდნენ თავიანთ მოსაზრებას, რომ შეძლებდნენ მხოლოდ გადახურული მოცულობების აზომვას, რაზეც იღებდნენ კიდეც თანხმობას.

ამ საქმეზე გამომძიებელთა მიერ დანიშნული ექპერტიზების დასკვნებიდან კარგად ჩანს, რომ ექსპერტიზა შეუძლიათ ჩაატარონ სათანადო განათლების მქონე სპეცისალისტებმა და არა ნებისმიერ მოკვდავს.

კონტროლისათვის იქმნება სათანადო ანაზღაურებით მომუშავე სპეციალისტებისაგან შემდგარი და არა სპეციალური ინსპექტირების ჯგუფი.

გამოდის, რომ 31 აგვისტოს #431 განკარგულებით მერიამ ფორმალურად შეადგინა ინსპექტირების ჯგუფები, ტენდერში გამარჯვებული კოლიზეუმისათვის, რომელთანაც ხელშეკრულება გააფორმა მერაბ მეშველიანმა.

იწყება გადახურვის სამუშაოები. სახელმწიფო შესყიდვების გეგმით გათვალისწინებულია სამუშაოების ჩატარება 310 ბრტყელი დახურვის საცხოვრებელ სახლზე.

2006 წლის 28 აგვისტოს პრესაში გამოქვეყნდა #59 საარჩევნო კომისიის განკარგულება ადგილობრივი საარჩევნო ოლქების შექმნის შესახებ. ე.ი. წინასაარჩევნო კამპანია შ.პ.ს “კოლიზეუმის” მუშაობის პარალელურად მიმდინარეობდა. ამომრჩეველთა ხმების მოპოვებისა და სხვადასხვა პირების საკრებულოში მოხვედრის მიზნით “კოლიზეუმს” #48 ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი სამუშაოების შესრულება დააწყებინეს, რომლის დაკანონებასაც იქვე პირდებოდნენ ის პირები, მათ შორის მერაბ მეშველიანი და ამირან ხვადაგიანი, რომლებიც 2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ საკრებულოში აღმოჩნდებოდნენ. შემდგომში “გამოძიებამ” ეს სამუშაოები “კოლიზეუმს” არ ჩაუთვალა.

სახელმწიფო შესყიდვების გეგმაშიც შესაბამისი ცვლილების შეტანას შ.პ.ს “კოლიზეუმის” წარმომადგენლებს ეს ადამიანები დაპირდნენ, უფრო სწორად, პასუხისმგებლები უხდებოდნენ, როგორც ამას თავად „კოლიზეუმის“ ხელმძღვანელი ი.ლორთქიფანიძე ამბობდა.

გამოძიებას არ დაუდგენია, ვინ აიძულებდა “კოლიზეუმს” ასეთი სამუშაოების შესრულებას.

2006 წლის პირველ სექტემბერს მართვის ტერიტორიული სამსახურის უფროსი მ.მეშველიანი შ.პ.ს. “კოლიზეუმისათვის” 325 543 /სამასოცდახუთი ათას ხუთასორმოცდასამი/ ლარის გადარიცხვის მოთხოვნით წერილს /#317. 01.09.06./ უგზავნის ქალაქის საფინანსო სამსახურის უფროსს, გია შარაბიძეს.

4 სექტემბერს მ.მეშველიანსა და ი.ლორთქიფანიძეს შორის ფორმდება დანართი-შეთანხმება #48 ხელშეკრულებაზე, რითაც ცვლილება შევიდა ხელშეკრულებაში და ობიექტის მიღება-ჩაბარების განხორციელება ევალება მართვის ტერიტორიულ სამსახურს. /ქ.ქუთაისის მერის 25 აგვისტოს #426 განკარგულებით შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარება მ. მეშველიანთან ერთად, საქალაქო მეურნეობის სამსახურსაც ევალებოდა/.

ხელშეკრულების ვადის გასვლამდე რამდენიმე დღით ადრე, 25 ოქტომბერს მ.მეშველიანი მიმართავს /#379. 25.10. 06/ შ.პ.ს “კოლიზეუმის” დირექტორს, ი. ლორთქიფანიძეს, რომელშიც საუბარია მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით /#48. 30.08.06/ გათვალისწინებულ შეუსრულებელ საკითხებზე და ხელშეკრულებაში გათვალისწინებული სხვა პირობების შესრულების აუცილებლობაზეც და ითხოვს წერილობითი ინფორმაციის წარმოდგენას.

ხელშეკრულების ვადა რამდენიმე დღეში, პირველ ნოემბერს იწურებოდა, საბანკო გარანტიის ვადა კი უკვე ათი თვის ამოწურული იყო.

27 ოქტომბერს მ. მეშველიანი, #48 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობაზე წერილს /#380. 27.10.06. განკ426.31.10.06/ უგზავნის მერის მოადგილეს ო.კიკვიძეს.

ამ წერილებიდან გამომდინარე, ამ დროისათვის ინსპექტირების ჯგუფი არ მოქმედებდა, ან როგორ იმოქმედებდა, როდესაც “კოლიზეუმს” სამუშაოების გეგმა-გრაფიკიც კი არ ჰქონდა წარმოდგენილი. მ. მეშველიანის მიერ “კოლიზეუმთან” გაფორმებული ხელშეკრულების ვადა ოთხ დღეში იწურებოდა, განა დრო არ იყო, უკან დაებრუნებინათ ავანსად გადარიცხული 325 543 /სამასოცდახუთი ათას ხუთასორმოცდასამი/ ლარი? აშკარაა, რომ კორუფციაში მონაწილე პირებს ამ თანხის ნაწილი უკვე გადანაწილებული ჰქონდათ. რასაც, ასევე, ადასტურებს უშიშროების მიერ გავრცელებული ფარული ჩანაწერი, რომ ვიღაც ფულს ციცქნიდა.

30 ოქტომბერს მ.მეშველიანსა და შ.პ.ს. “კოლიზეუმის” დირექტორ ი.ლორთქიფანიძეს
შორის 30 აგვისტოს გაფორმებულ #48 ხელშეკრულებაზე ფორმდება დანართი–შეთანხმება /30.10.06/, რომელიც აღნიშნული ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს და ძალაშია 31 დეკემბრამდე. ამით მ.მეშველიანმა ხელშეკრულების ვადა კოლიზეუმს 31 დეკემბრამდე გაუგრძელა.

ხელშეკრულების გაგრძელებიდან რამდენიმე დღეში, 3 ნოემბერს კი, მ.მეშველიანი კვლავ მიმართავს /#388. 03.11.06. #02-2261. 3.11.06./ შ.პ.ს. “კოლიზეუმის” დირექტორს ი. ლორთქიფანიძეს, რომელშიც წერია: “ინფორმაცია დღემდე არ მიგვიღია ხელშეკრულებით
გათვალისწინებული პირობების შესრულების მიმდინარეობაზეო”. ეს ინფორმაცია თუ 3 ნოემბერს არ ჰქონდა, 30 ოქტომბერს როგორ გაუგრძელა ხელშეკრულების ვადა?

ასეთივე შინაარსის წერილს მ. მეშველიანი შ.პ.ს. “კოლიზეუმს” უგზავნის ვანში /#388. 03.11.06. “საქართველოს ფოსტა” ქვითარი #000013/.

10 ნოემბერს “კოლიზეუმმა” /#10/11-1. 10.11.06. #495. 14.11.06/ მ.მეშველიანს წარუდგინა შესრულებული სამუშაოების რეესტრი 10 ნოემბრის მდგომარეობით და მოითხოვა კომისია მიღება-ჩაბარების აქტის გასაფორმებლად.

ამ რეესტრში წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოები არ შეესაბამება მეშველიანსა და “კოლიზეუმს” შორის დადებულ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებს, კერძოდ, წარმოდგენილია ისეთი სახლები, რომლებიც საერთოდ არ იყო შეტანილი შესყიდვების გეგმაში. დარღვეულია ხელშეკრულების თითქმის ყველა მუხლი: სამუშაოები შესრულებულია
მოსახლეობის მიერ შესყიდული მასალით და თვითმმათველობის მიერ გასულ წლებში შესყიდული მასალით.

შესყიდვების გეგმიდან ასეთი გადახვევები მათ შორის სიტყვიერად იყო შეთანხმებული, რაზეც საუბარია “კოლიზეუმის” დირექტორის, ი.ლორთქიფანიძის წერილში /#20-11/5 20.11.06 #02-2357. 22.11.06. #504. 27.11.06/, რომლითაც მან მიმართა მართვის ტერიტორიული სამსახურის უფროსს მერაბ მეშველიანს. სიტყვასიტყვით წერილიდან: “თქვენთვის ცნობილი მიზეზებისა და სიტყვიერი შეთანხმებების საფუძველზე, ჩემს მიერ შემოზიდული 7400 ცალი საიზოლაციო მასალა მთლიანად იქნა შეტანილი რეესტრში ჩამოთვლილ ობიექტებზე”.

ამავე წერილში საუბარია “დასაბუთებულ წერილზე”, რომლითაც ი.ლორთქიფანიძეს მიუმართავს მ.მეშველიანისათვის, რის საფუძველზეც ხელშეკრულების ვადა გაგრძელებულა. ეს დასაბუთებული წერილი არსად ჩანს. ასევე, საუბარია თვითმმართველობის მხრიდან სატენდერო წინადადებების უხეშ დარღვევებზე, ბუნებრივი პირობების გაუარესებაზე, სამუშაოების გადავადებაზე და აუთვისებელი თანხის დაკარგვის საშიშროებაზე.

21 ნოემბერს მ.მეშველიანი მიმართავს /#495. 21.11.06. #495. 27.11.06/ ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელს და ითხოვს, თანამშრომლებით დაკომპლექტებული ინსპექტირების ჯგუფების დასკვნის საფუძველზე მოხდეს ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარება და შესაბამისი ანგარიშსწორება, რაზეც შესყიდვების გეგმაში ცვლილებებისათვის და ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარებისათვის ამავე წერილზე მერის მოადგილის რეზოლუციით იღებს თანხმობას. /გაცნობებთ, რომ, როცა უკვე
საკრებულოში მოკალათდა მ.მეშველიანი, კატეგორიული წინააღმდეგი იყო, მის კომისიას ეს საკითხი განეხილა, რადგან დაზუსტებულ ინფორმაციას ფლობდა მომავალი სპეცოპერაციის შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ის იყო კუდთან ერთ-ერთი აქტიური მოთანამშრომლე. რა თქმა უნდა, მას უნდა ეთანამშრომლა სამართალდამცავ ორგანოებთან, დანაშაულის დადგენის და არა საკუთარი დანაშაულის დაფარვის მიზნით./

მკითხველს ვაცნობებთ, რომ რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, კუდის საგამოძიებო ნაწილის დასავლეთის საგამოძიებო განყოფილების განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროს “გამომძიებლებს” ვარლამ ხეცურიანს, ოლეგ აბრამიშვილს, თავიანთ გამოძიებაში სიტყვაც არ აქვთ ნახსენები ჩვენს მიერ ყველაფერ ზემოაღნიშნულზე, ამიტომ გამოძიებამ საქმიდან უამრავი მნიშვნელოვანი დოკუმენტი ამოიღო /თუ აწი დაურთავენ, საქმის მესამედ გადანომვრა მოუწევთ/. შესაბამისად, წინასწარი გამოძიების დასრულება და საქმის საბრალდებო დასკვნით სასამართლოზე გადაგზავნაც ისე მოხდა, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის გამომძიებლებს არაფერი შეუცვლიათ, მოახდინეს საბრალდებო
დასკვნების მხოლოდ კოპირება.

21 დეკემბერს სამსახურის უფროსის მოადგილე მ.კოხრეიძე მიმართავს /#493. 21.12.06. #394. 21.12.06./ ქალაქის მერს და იმის გათვალისწინებით, რომ “კოლიზეუმის” მიერ შესრულებულია სახელმწიფო შესყიდვების გეგმისაგან განსხვავებული სახისა და მოცულობების სამუშაოები, მიზანშეწონილად მიიჩნევს, აღნიშნული საკითხი განიხილოს და შესაბამისი ცვლილებები განახორციელოს ქ.ქუთაისის საკრებულომ, რაზეც ამავე მიმართვებზე რეზოლუციებით იღებს თანხმობას საკრებულოზე წარსადგენი შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებისათვის.

აღნიშნულის გათვალისწინებით, შესაბამისი დოკუმენტაცია /#493. 26.12.06/ გაიგზავნა ქალაქის მერის მოადგილესთან, ხოლო 26 დეკემბერს ქალაქის მერმა მიმართვა /#01-04/735. 26.12.06./ საკრებულოს თავმჯდომარეს ამირან ხვადაგიანს გაუგზავნა, საკრებულოს მიერ დასამტკიცებელი დაზუსტებული გეგმა, რომელიც ზემოაღნიშნულ შესრულებული სამუშაოების “გაპრავებას” გულისხმობდა.

იმის გათვალისწინებით, რომ თანხის გადარიცხვის ბოლო ვადა 28 დეკემბერი იყო და საკრებულოს გდაწყვეტილება მიღებული ჯერ კიდევ არ ჰქონდა, 26 დეკემბერს სამსახურის უფროსის მოადგილე მ.კოხრეიძე საფინანსო სამსახურში, თანდართული დამოწმებისა და ვალდებულების დოკუმენტის საფუძველზე, რომელსაც, ასევე, თან ახლდა ლოტების მიხედვით გამიჯნული დოკუმენტაცია სახელმწიფო შესყიდვების გეგმისა და ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოებზე, აგზავნის მოთხოვნას /#496. 26.12.06/ 266079 ლარის /ორას სამოცდაექვსი ათას სამოცდაცხრამეტი ლარი/ გადარიცხვაზე იმ პირობით, რომ თანხის გადარიცხვა მოხდება საკრებულოს გადაწყვეტილების შესაბამისად.

27 დეკემბერს გამართულ საკრებულოს კომიტეტის სხდომაზე წარდგენილი დაზუსტებული გეგმის მიღებაზე საკრებულოს წევრებმა და კეთილმოწყობის კომისიამ, რომელსაც უკვე მერაბ მეშველიანი ხელმძღვანელობდა, უარი განაცხადეს. მოვალეობის მოხდის მიზნით, უკვე სავარძელში მოკალათებულმა საკრებულოს თავმჯდომარემ ა.ხვადაგიანმა, 2006 წლის 26 დეკემბრის მიმართვაზე /#01-04/735. 26.12.06./, 2007 წლის 26 იანვარს საკითხი განუხილველად უკან დააბრუნა.

28 დეკემბერს საფინანსო სამსახურის უფროსმა გ.შარაბიძემ მაინც გადარიცხა თანხა.

გამოძიებამ ხელი რომ დააფარა მერაბ მეშველიანს, ჩანს იქედანაც, რომ სისხლის სამართლის საქმეს არ დაურთო ამ საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები:
1. მერის განკარგულება #426 25.08.06.
2. მერის განკარგულება #431. 31.08.06
3. ქ.ქუთაისის მთავრობის დადგენილება #102.
4. მართვის ტერიტორიული სამსახურის უფროსის მ.მეშველიანის წერილი #379 25.10.06. “კოლიზეუმის დირექტორისადმი.”
5. მართვის ტერიტორიული სამსახურის უფროსის მ.მეშველიანის წერილი #380. 27.10.06. ო. კიკვიძისადმი.
6. მართვის ტერიტორიული სმსახურის უფროსის მ.მეშველიანის წერილი #388. 03.11.06 ომარ კიკვიძისადმი.
7. მართვის ტერიტორიული სამსახურის უფროსის მეშველიანის წერილი ფოსტით გაგზავნილი ვანი, ბზვანი, ლორთქიფანიძეს. ფოსტის ქვითარი#00013. რომელიც 3 ნოემბერს გაეგზავნა ლორთქიფანიძეს.
8. ინსპექტირების ჯგუფის წევრთა მოხსენებითი ბარათი მეშველიანისადმი.

მაგრამ, როგორც საქმიდან ამოღებული, ასევე საქმეში არსებული დოკუმენტების მიხედვითაც,
მეშველიანი სისხლის სამართლის დამნაშავეა.

ამ საქმეზე შეთითხნილი სისხლის სამართლის საქმის ერთი თვალის გადავლებითაც კარგად ჩანს, რომ გამოძიებამ ხელი დააფარა მერაბ მეშველიანს და საქმის შესაკერად ფურცლების გადანომვრაც მოუხდათ.

ავღნიშნავ, საქმეში არის მასალები, რომელთაგან ჩანს, რომ მ.მეშველიანმა ჩაიდინა სიყალბეები და სხვა არამართლზომიერი ქმედებანი:

1. ტომი IV, საქმის ფურცელი 180, იგივე 81. განთავსებულია დანართი-შეთანხმება #1,
დათარიღებული 2006 წლის 4 სექტემბრით.

გვ. 179, იგივე 80. მოთავსებულია უნომრო დანართი-შეთანხმება, 30 ოქტომბერი 2006 წელი, რომლის მიხედვითაც შ.პ.ს.“კოლიზეუმს” /მიუხედავად იმისა, რომ “კოლიზეუმის” მხრიდან ხელშეკრულების თითქმის ყველა მუხლი დარღვეული იყო/ #48 ხელშეკრულება გაუგრძელა მ. მეშველიანმა 31 დეკემბრამდე. ეს დანართი-შეთანხმება დაუნომრავია. რატომ? როგორც ქვემოთ ნახავთ, ეს დანართი-შეთანხმება მოგვიანებით გაჩნდა, ანუ გააყალბეს.

2. საქმეს არ დაურთეს მეშველიანის წერილი “კოლიზეუმისადმი”, რომელიც 2006 წლის 3
ნოემბერს ჩაბარდა “კოლიზეუმს” და რომელშიც აღნიშნულია: “თქვენგან ინფორმაცია დღემდე არ მიგვიღია #48 ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების მიმდინარეობაზეო”. ეს ინფორმაცია თუ 3 ნოემბერს არ ჰქონდა, 30 ოქტომბერს როგორ გაუგრძელა ვადა?

3. უფრო მეტიც, მეშველიანმა “კოლიზეუმს” ხელშეკრულების ვადა 31 დეკემბრამდე გაუგრძელა, 20 ნოემბერს, “კოლიზეუმის” დირექტორმა მაინც მიმართა წერილით და დარჩენილი სამუშაოების გადავადება 2007 წლის აპრილისათვის მოითხოვა, ეუბნებოდა რომ წლის ბოლომდე სამუშაოებს ვერ დააასრულებდა. მაშინ მაინც შეეწყვიტა მეშველიანს ხელშეკრულების მოქმედება.

4. #48 ხელშეკრულება ითვალისწინებდა, სამუშაოების შეუსრულებლობის შემთხვევაში, თანხის - 325 543 ლარის უკან დაბრუნებას, რაზედაც სათანადო საბანკო გარანტია იყო გაცემული.

თუ ხელშეკრულება თავის დროზე გაგრძელდებოდა, კოლიზეუმს ახალი საბანკო გარანტია უნდა წარმოედგინა. სინამდვილეში ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა და “კოლიზეუმს” მიღებული თანხა უკან უნდა დაებრუნებინა.

5. ტომი III ს.ფ. 118, იგივე 233. ი. ლორთქიფანიძე წერს: “თქვენს მიერ, ჩემი დასაბუთებული წერილის თანახმად, ხელშეკრულება გაგრძელდა მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე”. საქმეში არ დევს ეს “დასაბუთებული” წერილი, მაგრამ არსებობს და ასევე საქმეში არ დევს ინსპექტირების ჯგუფის წევრთა მოხსენებითი ბარათი მერაბ მეშველიანისადმი, რომელიც არ არის რეგისტრირებული და არც დათარიღებული.

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კი 2007 წლის 2 ივლისს, საინფორმაციო საშუალებებით მსოფლიოს ამცნო, რომ კორუფციაში ამხილეს და 24 ადამიანი დააპატიმრეს ქ. ქუთაისში. მაშინ, როდესაც გამოძიებას კორუფციაში არ დაუდანაშაულებია არც ერთი პირი. გამოძიებამ თავი აარიდა, ემხილებინა კორუფციაში ფაქტობრივად მონაწილე პირები. აირჩია სხვა გზა - რეკეტი მოუწყო უდანაშაულო ხალხს, აიძულა ისინი, ეღიარებინათ “დანაშაული” და ე.წ. საპროცესო გარიგებით გადაახდევინეს 5000-5000 ლარი.

გავრცელებული ინფორმაციით, ზემოაღნიშნულ საქმეში ცრუ დაზარალებულად “კუდმა” მერიაზე დაკვალიფიცირებული მიხეილ ტაკიძე გამოიყენა, რომელიც ასევე სხვა დაჭერებშიც
მონაწილეობდა /გაზეთი “რეზონანსი” #178 2007წ/.

რამდენიმე თვის წინათ მეშველიანი საკრებულოდან კვლავ საბინაო სამსახურში დააბრუნეს, როგორც სახლების კარგი “გადამხურავი” და არჩევნების კარგი გამყალბებელი. სულ ცოტა ხნის წინათ კი, ქ.ქუთაისის მერის პირველ მოადგილედ დაინიშნა.

დღეისათვის კი მეშველიანი და ხვადაგიანი საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატები
არიან ქ.ქუთაისის ქალაქ-მუზეუმისა და ავტოქარხნის ტერიტორიული ორგანოებიდან.

რაც შეეხება გამოძიების მიერ ჩემს დადანაშაულებას სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, აშკარა უკანონობა და აბსურდულია. გარკვეული მიზეზების გამო, სასამართლოს დახურულ სხდომაზე შუამდგომლობას ხელი მოვაწერე, თუმცა, აღიარებითი ჩვენება მიცემული არ მაქვს.

თავის მართლების დროც დადგება.


მუხრან კოხრეიძე



http://forumi.ge/index.php?option=com_cont...&Itemid=177
kote-1962
ლადო პაპავა - ნაციონალურმა არხებმა არჩევნების წინ რეკლამის ფასის მნიშვნელოვნად გაძვირებით ხელისუფლებას სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს

ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რამდენად უკავშირდება ლარის კურსის ვარდნის ტენდენცია საარჩევნო კამპანას, რა გავლენას ახდენს ქართულ ეკონომიკაზე არჩევნები, ასევე - იყენებს თუ არა საბიუჯეტო თანხებს ხელისუფლება საარჩევნო კამპანიის წარმოებისას, რამდენად რეალისტურია არჩევნებში მონაწილე პარტიების ეკონომიკური პროგრამები, „ინტერპრესნიუსი“ ეკონომიკურ საკითხების ექსპერტს, ლადო პაპავას ესაუბრა.


_ ბატონო ლადო, როგორ შეაფასებდით საქართველოში არსებულ ეკონომიკურ ვითარებას და რას უკავშირდება ლარის კურსის უმნიშვნელო, მაგრამ მაინც ვარდნისკენ მიმართული ტენდეცია?
_ მოდით, სიტყვა `ვარდნას~ ნუ ვიტყვით, ეს არის ჩვეულებრივი დევალვაცია, ანუ გაუფასურება. „ვარდნა“ უფრო დრამატული ტერმინია და იმ ვითარებას, რაც ხდება სავალუტო ბაზარზე, არ შეესატყვისება. ეს არის ობიექტური ტენდენცია. მე არაერთხელ მითქვამს, რომ საქართველო კრიზისულ ვითარებაში იმყოფება. ამ კრიზისს აქვს, როგორც ეროვნული ფესვები, ასევე მასზე ზეგავლენას ახდენს გლობალური ფინანსური კრიზისი.
მისი ერთ-ერთი გამოხატულება ის არის, რომ ქვეყანაში უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა სრულად არ კმაყოფილდება, ლარსა და დოლარს შორის თანაფარდობა დოლარის სასარგებლოდაა, რაც ნიშნავს, რომ დოლარი მყარდება, ხოლო ლარი თანდათანობით უფასურდება. ეს ობიექტური ტენდენციაა. ჩვენთან არსებულ ეკონომიკურ კრიზის მოსახლეობა იმ სიმწვავით არ აღიქვამს, როგორი კრიზისიც გვაქვს, რადგანაც საქართველო, როგორც რუსეთის აგრესიისგან დაზარალებული ქვეყანა, საკმაოდ დიდ საერთაშორისო დახმარებას იღებს, რაც ჩვენს მდგომარეობას ერთგვარად ამსუბუქებს. ის პროცესი, რაც არის დაკავშირებული ლარის დევალვაციასთან, ობიექტური პროცესია, ამის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო. უფრო მეტიც, თუ წინა თვეებში ხანდახან ხელოვნურადაც კი იყო „დაჭერილი“ და დევალვაცია არ მიმდინარეობდა, ეს შეცდომა იყო. ახლა მიმდინარეობს მიზანმიმართული და გამართლებული პოლიტიკა, რომ ზომიერად მოხდეს დევალვაცია, ბიზნესი დაზარალდეს და არც - მოსახლეობა.
_ საერთოდ, რა გავლენას ახდენს ეკონომიკურ მდგომარეობაზე საარჩევნო კომპანია და ჩვენს შემთხვევაში, როგორ აისახება საარჩევნო კომპანია ეკონომიკაზე?
_ რა თქმა უნა, ამას აქვს ორმხრივი ზეგავლენა. ერთი მხრივ, მას აქვს პოზიტიური ზეგავლენა, ვინაიდან საარჩევნო კამპანიის დროს ხელისუფლებას ახსენდება დაგროვილი და გადაუჭრელი საკითხები. ხელისუფლება დაინტერესებულია სახურავების, ლიფტების შეკეთებით, სხვადასხვა ყოფითი პრობლემების მოგვარებით, ამიტომ, ამ თვალსაზრისით მოსახლეობა ნებისმიერ არჩევნებს საკმაოდ დიდი ენთუზიაზმით უყურებს. მაგრამ, იმავდროულად, არჩევნებთან დაკავშირებულია სერიოზული, არამწარმოებლური ხასიათის ხარჯები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ამომრჩევლისთვის თავის მოწონებას ემსახურება, მაგრამ არანაირ ეკონომიკურ ეფექტს არ იძლევა.
_ როგორ შეაფასებდით, არჩევნებში მონაწილე პარტიების ეკონომიკურ პროგრამებს? თქვენი აზრით, რამდენად რეალიზებადია მოსახლეობისთვის ყველაზე სასურველი, „ქრისტიან-დემოკრატების“ ეკონომიკური პროგრამა _ დასაქმება და დაბალი ტარიფები. დენი 10 თეთრი, გაზი 5 თეთრი, წყალი – უფასო?
_ ამასთან დაკავშირებით ინტერნეტქსელში იუმორიც კი გავრცელდა _ ღვინო 10 თეთრი, ლუდი 5 თეთრი და ქალი –უფასო. საქმე იმაში გახლავთ, რომ ქვეყანაში არ არსებობს პოლიტიკური პროგრამების კულტურა. ამის დიდი მოთხოვნა არც მოსახლეობაშია და ხშირად არც პოლიტიკური პარტიები არ იწუხებენ თავს როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური პროგრამების სერიოზულად და გააზრებულად შესამუშავებლად.
რაც შეეხება „ქრისტიან-დემოკრატების“ სლოგანს, უნდა გითხრად, რომ დენზე, გაზსა და წყალზე ტარიფების განსაზღვრა-დაწესება არ არის მერის არც ფუნქცია და არც პრეროგატივა. ქვეყანაში მოქმედებს სპეციალური კანონმდებლობა, „კანონი ენერგეტიკული მარეგულირებელი კომისიის Aსესახებ“. მარეგულირებელი კომისია დამოუკიდებელი ორგანოა და წყვეტს, რამდენი უნდა იყოს ტარიფი დენზე, გაზზე და წყალზე. კომისიის საქმიანობაში ჩარევის უფლება, არა თუ მერს, ქვეყნის პრეზიდენტსაც არა აქვს. ამიტომ, ვინც არ უნდა გახდეს მერი, როგორც არ უნდა უნდოდეს მას ტარიფების შემცირება, მას ამის სამართლებრივი უფლება უბრალოდ არ ექნება.
ერთადერთი გზა, რაც ახლად არჩეულ მერს შეუძლია გააკეთოს, ეს ფასთა შორის სხვაობის ბიუჯეტიდან დაფინანსებაა, ანუ ახალშემოთავაზებულ ტარიფსა და მოქმედ ტარიფს შორის სხვაობის ქალაქის ბიუჯეტიდან გადახდაა. ამ გზით შეიძლება, მოსახლეობას შეუმსუბუქდეს გადასახადები. მაგრამ, საქმე იმაშია, რომ ბიუჯეტში გადასახადებს მოსახლეობა იხდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ თანხის დაფარვა ისევ მოსახლეობის ჯიბიდან უნდა მოხდეს. ასე რომ, უფასო არაფერი არ არსებობს. ჩვენ დიდი ხანია, კომუნისტური რეჟიმიდან გამოსულები ვართ და კომკავშირული ლოზუნგებით საუბარი ჩვენ რეალურ საქმემდე ვერ მიგვიყვანს. ასე რომ, თქვენ მიერ ნახსენები პროგრამა მხოლოდ წინასაარჩევნო პიარის ნაწილია.
_ ტელევიზიებით პოლიტიკურ რეკლამაზე დაკვირვება თვალშისაცემს ხდის მტკიცებას, რომ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ სუბიექტთაგან ყველაზე მეტ ფინანსებს მმართველი პატრია ხარჯავს. თქვენი აზრით, ხომ არ იყენებს მმართველი პარტია საბიუჯეტო თანხებს? თუ კი, თქვენი ინფორმაციით, როგორ ხდება საბიუჯეტო თანხების წინასაარჩევნო კამპანიაში გამოყენება?
_ ამ საკითხს სპეციალური შესწავლა სჭირდება და არჩევნების დამთავრების შემდეგ ალბათ ამ საკითხს არა ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია დეტალურად შეისწავლის. მაგრამ, ამ ეტაპზე თანხების გამიჯვნა საკმაოდ რთულია, თუნდაც იმიტომ, რომ მერია აკეთებს თავის საქმეს, ანუ იმას, რაც მას ისედაც ევალება. მერიას, სხვა საქმეებთან ერთად, გზისა და სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება ევალება. გასაგებია, რომ მერია ამით ამომრჩევლის გულს იგებს, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ ეს ხარჯები მერიის მიერ არ არის გასაწევი. ნებისმიერ ქვეყანაში ხელისუფალი თანამდებობრივ მდგომარეობას თავის სასარგებლოდ იყენებს და ეს პრობლემაა.
სინამდვილეში, არამიზნობრივად რამდენი საბიუჯეტო თანხები დაიხარჯა არჩევნებთან დაკავშირებით, ამაზე სპეციალური კვლევა მაშინ ჩატარდება, როცა არჩევნები დასრულდება და პარტიები საარჩევნო ადმინისტრაციას არჩევნებზე გაწეულ ხარჯებს წარუდგენენ. მხოლოდ ამის შემდეგ იმუშავებენ ამ მასალებზე მონიტორინგის ჯგუფები.
_ ხელისუფლების გარდა, ოპოზიციური პარტიებიდან ფინანსების ხარჯვით რომელი პარტია გამოიჩევა? თქვენ კი თქვით, რომ არჩევნების შემდეგ შეისწავლიან ამ საკითხებსო, მაგრამ მერე გვიანი ხომ არ იქნება? და აქვე, თქვენი აზრით, რამდენად გამჭირვალეა საარჩევნო კამპანიისას ფინანსების ხარჯვა და კანონმდებლობით რამდენად საკმარისად რეგულირდება საარჩევნო ხარჯების გამჭირვალობა?
_ კანონმდებლობით, იმისთვის, რომ ყველაფერი საჯარო იყოს, პარტიებს საარჩევნო პროცესში მიღებული და დახარჯული ყველა თანხების შესახებ მოეთხოვებათ ცესკო-სათვის ანგარიშის მიწოდება. რაც შეეხება იმას, ხელისუფლების გარდა რომელი პარტიის ხარჯებია თვალშისაცემი, - ყველა იმ პარტიის, რომელთაც საკმაოდ დიდი ხნის წინ გამოაკრეს ძვირადღირებული ბილბორდები. ეს ის პარტიებია, რომელთა წევრები საზოგადოებამ არც კი იცის, ვინ არიან, არც ისტორია არ გააჩნიათ პოლიტიკური და ვერც დიდი პროფესიონალიზმით დაიტრაბახებდნენ, მაგრამ თბილისის პრესტიჟულ უბნებში საკმაოდ ბევრი ბილბორდები აქვთ.
რაც შეეხება ტელევიზიებში სარეკლამო ფასების ზრდას, არჩევნების დროს ტელევიზიები ცდილობენ, რეკლამით შემოსავალი ჰქონდეთ. ეს ბუნებრივია, ვინაიდან არჩევნებზე ტელევიზიები ცდილობენ თავისი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ნაციონალური არხები იმიტომ არიან ხელისუფლების მხრიდან კონტროლირებადი, რომ არა მარტო პირდაპირი მითითებებით, არამედ ირიბად, თუნდაც ეკონომიკურად შექმნან ისეთი პირობები, რომ ოპოზიციურ პარტიებს არ ჰქონდეთ ნაციონალური არხების რესურსის გამოყენების შესაძლებლობა. ნაციონალურმა არხებმა არჩევნების წინ რეკლამის ფასის მნიშვნელოვნად გაძვირებით ხელისუფლებას სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს.

კობა ბენდელიანი
“ინტერპრესნიუსი”
kote-1962
ოშკის აღდგენის სანაცვლოდ ბათუმში მეჩეთს ააშენებენ

[ნინო მიქიაშვილი]



თურქეთისა და საქართველოს კულტურის მინისტრები უახლოეს მომავალში ხელს მოაწერენ ხელშეკრულებას, რომლის შემდეგ მოხდება ისტორიული ტაო–კლარჯეთის ტერიტორიაზე ოშკის, ხანძთის და იშხანის აღდგენა; სანაცვლოდ ბათუმში მეჩეთი აშენდება, ხოლო ქობულეთის რაიონის სოფელ კვირიკეში ჯამეს და ახალციხეში მეჩეთის რესტავრაცია დაიწყება. ამის შესახებ პრესა.გე–სთან შეხვედრისას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელძღვანელმა, ნიკა ვაჩეიშვილმა განაცხადა.

ხვალ პრესა.გე შემოგთავაზებთ მასალას, რომლის საშუალებითაც შეიტყობთ, თუ როგორია საქართველოს ეკლესიის ოფიციალური პოზიცია, ისტორიულ ტაო–კლარჯეთში ქართული ძეგლების აღდგენის სანაცვლოდ ბათუმში მეჩეთის აშენებასა და ახალციხესა და ქობულეთში მუსულმანური სალოცავების რესტავრაციასთან დაკავშირებით.

ბატონო ნიკა, უშუალოდ ვინ არის ჩართული ოშკის აღდგენასთან დაკავშირებულ ქართულ–თურქულ მოლაპარაკებებში, როგორც ქართული, ისე თურქული მხრიდან?
ნიკა ვაჩეიშვილი: ეს მოლაპარაკებები რამდენიმე ფაზად შეიძლება დაიყოს, რომ პროცესი ჩანდეს. 2005 წლიდან მოყოლებული, თურქ კოლეგებთან ერთად, ერთობილივი სამუშაოები რამდენიმე გზის გავწიეთ. უპირველესად, ეს იყო თურქეთში ქართული და საქართველოში ოსმანური ძეგლების ინვენტარიზაცია. ამ პროცესში მონაწილეობდნენ ანკარის უნივერსიტეტების პროფესორები და საქართველოს კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები, ჩვენი ექსპერტები.

გარდა ამისა, ჩვენ უკვე მაშინვე ვგეგმავდით, რომ ჩვენი ძეგლების რესტავრაციის შესახებ ხელშეკრულების მომზადება აქტუალური გახდებოდა და ამიტომ, თადარიგი დავიჭირეთ – სპეციალური პროგრამით საგანგებო დოკუმენტაციის შეგროვების პროცესიც დავიწყეთ, ერთობლივი ჯგუფით, რომელშიც ქართველ სპეციალისტებთან ერთად თურქი კოლეგებიც იყვნენ; გახსნილი და კარგი სამუშაო გამოვიდა, ძალიან ტევადი და მდიდარი დოკუმენტაცია დაიდო.

ანუ ეს არის ერთის მხრივ თურქი და ქართველი პროფესიონალების, სარესტავრაციო ჯგუფების და მეორეს მხრივ, სახელმწიფო სტრუქტურების ურთიერთობა; ეს იყო საქართველოს კულტურის სამინისტრო და იქაური კულტურის სამინისტრო.

დღეს ამ საკითხზე ერთმანეთთან კულტურის მინისტრები საუბრობენ? ამ მოლაპარაკებებში ხომ საგარეო საქმეთა მინისტრი, გრიგოლ ვაშაძეცაა ჩართული?!
– ამ პროცესში თურქეთში ჩვენი საელჩო ძალიან აქტიური იყო და არის ჩართული; შესაბამისად, ასეა საქართველოში თურქეთის საელჩო. კულტურის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობის დროს, ამ საკითხზე თურქეთის ელჩს ბევრჯერ შევხვდი. ახლა უკვე ამ მოლაპარაკებებს ნიკა რურუა განაგრძობს; ეს საელჩოების მეშვეობით ხდება და მათივე მეშვეობით იგეგმება ხელმოწერის პროცედურა.

დოკუმენტს, რომელიც მომზადებულია და რომელშიც ძალიან დიდი შრომაა ჩადებული, ხელს აწერენ საქართველოს და თურქეთის კულტურის მინისტრები.

ამ დოკუმენტზე უკვე მოაწერეს ხელი?
– არა, ხელმოსაწერადაა გამზადებული.

შეგიძლიათ გვითხრათ, რა წერია ამ დოკუმენტში?
– რა თქმა უნდა, შემიძლია. ვფიქრობ, ძალიან კარგი დოკუმენტია, რომელიც ითვალისწინებს თურქეთში ქართული სიძველეების და საქართველოში ოსმანური სიძველეების რესტავრაციას. ეს არის გაცვლითი პროექტი – ასე ვთქვათ, სამი სამზე, მაგრამ ერთ–ერთი პუნქტი გულისხმობს, რომ ამ სამი ძეგლის აღნიშვნის მიუხედავად, სამომავლო განვითარებაზე ის მაინც ღიაა და შეიძლება გაცვლითი, პარიტეტული სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდეს დავუშვათ, მეოთხე ძეგლსაც, ანუ სხვა ძეგლებსაც, რადგან ასეთი ძალიან ბევრია, განსაკუთრებით ჩვენი სიძველეები. მოგეხსენებათ, ეს სიძველეები არის პირველხარისხოვანი, ზოგადსაკაცობრიო ღირებულების მქონე და ისინი ამ დოკუმენტში განხილულია, როგორც კულტურის ძეგლები.

ზემოხსენებული დოკუმენტის საგანგებო პუნქტი აღნიშნავს, რომ ეს ძეგლები არ განიხილება მათი თავდაპირველი, რელიგიური ფუნქციით, რესტავრაციის შემდეგ წირვა–ლოცვისთვის, ან მუსულმანური ღვთისმსახურებისთვის. იქ პირდაპირ წერია, რომ ეს არის სხვა შესაძლო ხელშეკრულების საგანი, რომელიც შეიძლება აქტუალური გახდეს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ – ამ ხელშეკრულებაში მხოლოდ კულტურის ძეგლების გადარჩენაზე და აღდგენაზეა საუბარი; ანუ ეს ხელშეკრულება ფუნქციის აღდგენას არ ითვალისწინებს.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მუზეუმის ფუნქციით აღდგენას ხომ არ ითვალისწინებს, ეს ხელშეკრულება?
– იცით როგორ არის?! ხელშეკრულებაში ეს არ წერია. მთავარია ისინი აღდგეს, როგორც არქიტექტურის ძეგლები. იქ ახლა კულტურის ცენტრი გაკეთდება, უფუნქციოდ დარჩება, თუ რა მოხდება, ეს არის სხვა მოლაპარაკების საგანი; ეს ამ ფარგლებს სცილდება.

ამ მოლაპარაკების პროცესში რაიმენაირი ფორმით არის თუ არა ჩართული საპატრიარქო?
– საპატრიარქო ამ პროცესში ძალიან აქტიურად იყო ჩართული, მით უფრო, რომ ამ ძეგლების თავდაპირველი ფუნქცია რელიგიურია. ამიტომ ჩვენ ვთვლიდით, რომ საპატრიარქოს პოზიცია ძალიან მკაფიოდ გამოხატული უნდა ყოფილიყო. ხანძთა სწორედ ამ მოლაპარაკებების დროს, მოუვლელობის გამო ჩამოინგრა.

მაშინ, როცა მოლაპარაკებების პირველი ეტაპი აქტიურად მიდიოდა?
– დიახ. ხელშეკრულებას 2008–ში ხელს ვაწერდით და შემდეგ ხელმოწერა გადაიდო, საპატრიარქომ კიდევ ითხოვა დრო შეჯერებულიყო, იმ სამი მუსულმანური მეჩეთის აღდგენის საკითხზე, რომელიც ხელშეკრულებაში იყო.

ამ მოლაპარაკების პროცესში საპატრიარქოს ოფიციალური სტატუსი ჰქონდა?
– ოფიციალური სტატუსით ისინი ხელშეკრულებას ხელს არ აწერდნენ, მაგრამ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ვთვლიდი, რომ მათი აზრი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამიტომ, ფაქტიურად, საპატრიარქოს გამო ხელმოწერა შეჩერდა, რადგან ვიმეორებ, მათი როლი, თუნდაც არაიურიდული, მაგრამ მაინც, არსობრივი როლი ძალიან მნიშვნელოვანი იყო – არ შეიძლებოდა მხოლოდ ერთი უწყების პატრიოტულ სულისკვეთებაზე ყოფილიყო დამოკიდებული ოშკის, ხანძთის და იშხნის გადარჩენის საკითხი; ამ შემთხვევაში ფართო საზოგადოებრივი და გნებავთ მორწმუნეთა ნების დადასტრურებაც უნდა ყოფილიყო და რადგან ხელშეკრულებას საპატრიარქო არ დაეთანხმა და დრო ითხოვა, მაშინ ხელშეკრულების ხელმოწერა გადაიდო.

ახლა როგორი პოზიცია აქვს საპატრიარქოს?
– ეს უკვე კულტურის სამინისტროსა და საპატრიარქოს მოლაპარაკების საგანია. ვფიქრობ, ხელშეკრულება ხელმოწერილი იქნება, რადგან საპატრიარქო მთლიანად აცნობიერებს ამ საკითხის მნიშვნელოვანებას, ამ სიძველეების გადარჩენის პასუხისმგებლობას. ვფიქრობ, ფორმა მოიძებნება, რომ ეს იყოს ერთიანი, კონსოლიდირებული გადაწყვეტილება. ეს შეიძლება არ იყოს საპატრიარქოს კურთხევა, რომელიმე მეჩეთის განახლებაზე, მაგრამ ასეთი ფართო, არსობრივი თანხმობა, ამ უნიკალური სიძველეების გადარჩენაზე, მათი არჩევანიც არის.

რამდენად ახლოსაა სიმართლესთან ის, რომ თურქული მხარე ოშკის აღდგენის სანაცვლოდ ითხოვს ქობულეთში, სოფელ კვირიკეში ხის ჯამეს რესტავრაციას, ბათუმში აზიზიეს მეჩეთის აშენებას და ახალციხეში მედრესეს გარემონტებას?
– დიახ, ეს სრული სიმართლეა. სამივე ეს ძეგლი არის კულტურის ძეგლი, ოღონდ ერთი შენიშვნა – ახალციხის მეჩეთის და არა მედრესეს რესტავრაციაზეა საუბარი.

ისინი თურქული კულტურის ძეგლებია, თუ ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენენ?
– მაგალითად, სოფელ კვირიკეს ჯამე იმდენად კარგია, ქვითხუროობის ისეთი მნიშვნელოვანი ძეგლია, რომ მხოლოდ თურქულზე საუბარი არ შეიძლება; ეს არის ლაზურ–კოლხურ–დასავლეთ ქართული კულტურის გამოხატულებაც, ისევე, როგორც ახალციხის მეჩეთი, რომელშიც ახლა არის ეროვნული მუზეუმის ლაპიდარიუმი (ქვის ფონდია გამოფენილი, სადაც არის ქართული ასომთავრული წარწერები, რელიეფები, ხატები, სომხური საფლავის ქვები) და ის იქ დარჩება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ხელშეკრულებაში ფუნქციის ცვლილებაზე საუბარი არ არის.

ახალციხის მეჩეთი ქართველი მუსულმანების აშენებულია, თუ თურქების?
– თურქების აშენებულია, წელიც კი ცნობილია.

კონკრეტულად სად ითხოვენ აზიზიეს მეჩეთის აშენებას?
– აზიზიეს მეჩეთი გასული საუკუნის 50–იან წლებში დაიწვა და მერე იქ აშენდა ეგრეთ წოდებული ხრუშჩოვკა, საცხოვრებელი სახლი. ამიტომ ის ადგილი ახლა სხვა ფუნქციითაა დატვირთული – იქ საცხოვრებელი რაიონია. ფოტოები გადარჩენილია და ამიტომ ხელშეკრულებაში ჩაიწერა, რომ აზიზიეს მეჩეთი აღდგეს კულტურული ძეგლის რეპლიკის სახით, იმ ფოტოებზე და მასალებზე დაყრდნობით, რომელიც არის. ეს არის ორსართულიანი ხის ნაგებობა.

ხელშეკრულების მეორე ეტაპი ითვალისწინებდა, ქართულ მხარეს ეზრუნა შესაბამისი ტერიტორიის გამოყოფაზე. რომელი ტერიტორია იქნებოდა, ცნობილი არ იყო. ეს შეიძლება ყოფილიყო ბათუმის შემოგარენი, ეს შეიძლება ყოფილიყო ახალი უბანი, ისევე, როგორც მისი ფუნქციაც არარელიგიური, არამედ რაღაც სხვა იყო განსასაზღვრი, უკვე შემდგომ ეტაპზე.

შეიძლება თუ არა სხვა მოთხოვნების ჩადება, ხელშეკრულების კორექტირება, თუ მის ამჟამინდელ პირობებს ქართული საზოგადოების უარყოფითი რეაქცია მოჰყვება?
– მაგაზე მეტი სხვა რაღა უნდა მოვითხოვოთ?!

მაგალითად, უთხრათ, რომ იმას კი ნუ ააშენებთ, აი, ეს გააკეთეთ?!
– საფუძველს ვერ ვხედავ, რომ რამე სხვა შევთავაზოთ. ახალციხის რაიონშიც არის ბევრი მეჩეთი, ისევე, როგორც აჭარაში და შეიძლება შევთავაზოთ, მაგრამ ხელშეკრულებაში ეს გამორჩეული კულტურის ძეგლებია შეტანილი. შეიძლება სხვაც მოიძებნოს, მაგრამ მაშინ ვარჩიოთ და ვიყოთ – ის ძეგლები იღუპება და ჩვენ ვიქნებით.

რამდენად გაითვალისწინებთ იგივე ბათუმის საზოგადოების აზრს, თუ ის უარყოფითი იქნება?
– საზოგადოებრივი აზრი ერთის მხრივ გადამწყვეტი უნდა იყოს, მაგრამ მეორეს მხრივ, გადაწყვეტილების მიმღებებმაც უნდა იცოდნენ, რომ საზოგადოებრივი აზრი უკვე არის ძალიან დადებითი.

რის საფუძველზე ამბობთ ამას?
– სოციოლოგიური გამოკითხვები არ ყოფილა, მაგრამ ვისაც უნახავს ოშკი, ხანძთა და იშხანი, მათი გადარჩენა, რომ გადაუდებელია და ეს არის საშვილიშვილო კი არა, საშვილთაშვილო საქმე, დამეთანხმება.

და ის რომ ეს სამი მეჩეთი, რომელიც ფუნქციონირებს, უფრო სწორად, აქედან ორი არსებობს და მათაც შეიძლება რესტავრაცია ჩაუტარდეს, ესეც არაფერი გამონაკლისი არ არის. ასე რომ საერთოდ ვერ ვხედავ საფუძველს, ეს ხელშეკრულება რაიმე მხრივ დაწუნებული რატომ უნდა იყოს.

ერთი ასაშენებელია და ხომ შეიძლება საზოგადოება წინააღმდეგი წავიდეს?
– საზოგადეობა თუ კარგად ჩაიხედავს, არა მგონია წინააღმდეგი წავიდეს, რადგან შენდება მთელ ქვემო ქართლშიც, აჭარაშიც; ორასზე მეტი მეჩეთი ფუნქციონირებს და როცა შიშზე ვსაუბრობთ, აქ არაფერი სიახლე არ არის. არსებობს მეჩეთი, არსებობს მუსულმანური მოსახლეობა, მათ თავიანთი მეჩეთები აქვთ და ერთი დამწვარი ძეგლის უფუნქციოდ აღდგენა, მგონი სრულებით არაა საშიში მოვლენა.

რომ დავაზუსტოთ – ხელშეკრულება ითვალისწინებს თუ არა იმას, რომ რესტავრაციის დასრულების შემდეგ, წელიწადში ორჯერ ქართულ ტაძრებში წირვა–ლოცვა აღევლინება და იგივე მოხდება აზიზიეს მეჩეთშიც?
– ხელშეკრულებაში ამის ხსენება სრულებით არ არის; როგორც გითხარით, წერია რომ მათი ნებისმიერი სახით ფუნქციონირების საკითხი არის სხვა შესაძლო ხელშეკრულების საგანი.

როდის მოეწერება ხელი ამ ხელშეკრულებას?
– არ ვიცი, ეს უკვე სამინისტროს უნდა ვკითხოთ. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში, რადგან ძეგლები მძიმე მდგომარეობაშია და ოშკის დაკარგვა ნიშნავს იმას, რომ დაგეწვას “ვეფხისტყაოსანი“ და აღარ დაგრჩეს, არც ერთი ეგზემპლიარი. ასე რომ ეს ყველამ უნდა გავითვალისწინოთ.

ვინ გაიღებს ძეგლების სარესტავრაციო თანხას?
– ეს ჩვენ მაშინაც გვედო ბიუჯეტში – დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა მომხდარიყო. ახლაც ვფიქრობ, რომ კულუტრის სამინისტრო ამის რესურსებს გამოაჩენს, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს სხვა კერძო წყაროებიც შემოუერთდნენ, რაც ძალიან კარგი იქნება. მთავარია ეს პოლიტიკურად გადაწყდეს, რომ დაფინანსების წყაროებიც გაიხსნას.

ანუ ქართული მხარე რას დააფინანსებს და თურქული რას?
– გაცვლითია – ისინი დააფინანსებენ თავიანთ ძეგლებს და ჩვენ დავაფინანსებთ ჩვენს ძეგლებს.

http://presa.ge/index.php?text=news&i=10736
21:02 08.05.2010
kote-1962
ილია მეორე: “აღნიშნული სახით ხელშეკრულების დადება გაუმართლებელია“

[ნინო მიქიაშვილი]


თურქეთის ტერიტორიაზე, ისტორიულ ტაო-კლარჯეთში არსებული სამი ქართული ტაძრის - ოშკის, ხანძთის და იშხანის აღდგენის სანაცვლოდ, თურქული მხარე მოითხოვს: ბათუმში აზიზიეს მეჩეთის აშენებას; ქობულეთის რაიონის სოფელ კვირიკეში, ჯამეს და ახალციხეში არსებული მეჩეთის რესტავრაციას. ეს ინფორმაცია 8 მაისს, პრესა.გე-სთვის მოცემულ ინტერვიუში (ოშკის აღდგენის სანაცვლოდ ბათუმში მეჩეთს ააშენებენ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ნიკა ვაჩეიშვილმა დაადასტურა. მისივე განმარტებით, ხელშეკრულება უკვე მომზადებულია და უახლოეს მომავალში, მასზე თურქეთისა და საქართველოს კულტურის მინისტრები ხელს მოაწერენ.

ჩვენ დავინტერესდით როგორია საქართველოს ეკლესიის ოფიციალური პოზიცია, ორმხრივი მოლაპარაკების პირობებთან დაკავშირებით;

საპატრიარქოში პრესა.გე-ს გადმოსცეს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის წერილი, რომელიც 2008 წლის 20 ივნისითაა დათარიღებული და რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

მის აღმატებულებას, საქართველოს პრემიერ-მინისტრს,
ბატონ ვლადიმერ გურგენიძეს

ბატონო ვლადიმერ,
ცნობილია, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება საქართველოსა და თურქეთის კულტურის სამინისტროებს შორის, საქართველოში სამი მეჩეთის და თურქეთში სამი ქართული ტაძრის აღდგენის შესახებ და ამის თაობაზე წინასწარგანზრახულობითი აქტიც დაიდო.

მიგვაჩნია, რომ მაშინ, როდესაც საქართველოში ფუნქციონირებს 240-ზე მეტი ჯამე და მეჩეთი (მათგან 140 აჭარის ტერიტორიაზე), 8 მედრესე, აღარაფერს ვამბობთ საერო სასწავლებლებზე, ხოლო თურქეთში ერთი ქართული ტაძარიც არ მოქმედებს, აღნიშნული სახით ხელშეკრულების დადება გაუმართლებელია.

შევნიშნავთ იმასაც, რომ საქართველოში უკვე არსებული მუსლიმური საკულტო ნაგებობების და თეოლოგიური სასწავლებლების რაოდენობა გაცილებით აჭარბებს ქვეყნის მუსლიმი მოსახლეობის რელიგიურ მოთხოვნილებებს.

რაც შეეხება თურქული მხარის მოთხოვნებს – ცნობილია, რომ ბათუმის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მართლმადიდებელი ქრისტიანია. მიუხედავად ამისა, ბათუმში უკვე ფუნქციონირებს საკმაოდ დიდი მეჩეთი, რომელიც შეესაბამება მუსლიმური მრევლის რაოდენობას და ამასთან, გამოხატავს სახელმწიფოს კეთილგანწყობას, თავისი მუსლიმი მოსახლეობის რელიგიური, კულტურული და ტრადიციული მემკვიდრეობის მიმართ.

ყოფილი “აზიზიეს მეჩეთის“ ადგილზე დღეს საცხოვრებელი კორპუსებია აშენებული და მათი დანგრევა ვერ მოხერხდება, ხოლო ბათუმის სხვა უბანში, ტერიტორიის გამოყოფა და იქ აღნიშნული მეჩეთის ასლის აგება, ფაქტიურად ახალი მეჩეთის აშენებას ნიშნავს, რაც ადგილობრივი მოსახლეობის დიდ პროტესტს გამოიწვევს. ჩვენ თავს ვალდებულად ვთვლით ამის შესახებ გაგაფრთხილოთ.

ქობულეთშიც ფაქტიურად ახალი მეჩეთის მშენებლობაა დაგეგმილი, რაც ზემოთქმულის ფონზე სრულიად გაუგებარია.

ახალციხის მეჩეთი კი, რომელიც აშენებულია ადგილობრივი ქართველი გამუსულმანებული თავადის მიერ, არ წარმოადგენს თურქული კულტურის ძეგლს, არამედ არის ქართული მუსლიმანური მემკვიდრეობის ნიმუში და მათზე ჩვენმა სახელმწიფომ უნდა იზრუნოს. ამასთან, მეფის რუსეთის დროს ამ მეჩეთზე მიშენდა მართლმადიდებლური ტაძრის საკურთხეველი და იქ წლების მანძილზე აღევლინებოდა წირვა-ლოცვა. ამდენად, ამ მეჩეთის აღდგენა თავდაპირველი სახით, როგორც ხელშეკრულების პროექტშია აღნიშნული, ფაქტიურად ტაძრის დანგრევას ნიშნავს, რაც ასევე დიდ პრობლემებს შექმნას.

ზემოთქმულიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ დადებული წინასწარგანზრახულობითი აქტი უნდა შეჩერდეს, პროექტზე გაგრძელდეს მსჯელობა და პოზიციები თავიდან, ერთობლივად შეჯერდეს.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.

ამასთან გვინდა თქვენი ყურადღება მეორე თემაზეც შევაჩეროთ: - მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მუსლიმი მოსახლეობისთვის ყველა პირობაა შექმნილი, მათი რელიგიური თავისუფლებისა და თვითგამოხატვისთვის, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართველ ქრისტიანებს (ინგილოებს), სერიოზული პრობლემები ექმნებათ, ეთნიკური და რელიგიური თვითიდენტიფიკაციის გამო - ჯერ-ჯერობით ისევ გადაუჭრელი რჩება ქურმუხის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის ფუნქციონირებისა და მასში ღვთისმსახურების შეუზღუდავად განხორციელების საკითხი.

ვფიქრობთ, ჩვენს სახელმწიფოს სრული უფლება აქვს თურქეთთან და აზერბაიჯანთან მსგავსი საკითხების განხილვისას ჰქონდეს პრინციპული პოზიცია და არგუმენტირებული შემხვედრი პრეტენზიებიც.

პატივისცემით
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე


ქართულ და თურქულ მხარეებს შორის მოლაპარაკებები 2006 წელს დაიწყო , 2008-ში შეჩერდა და ახლა კვლავ განახლდა. ხელისუფლების კონკრეტული წარმომადგენლები ვითარების იმგვარად წარმოჩენას ცდილობენ, რომ თავად ყველაფერს აკეთებენ, ქართული ტაძრების გადასარჩენად, მაგრამ საქმის კეთილად დაგვირგვინებაში ხელს ეკლესია უშლით - “საპატრიარქო ამ პროცესში ძალიან აქტიურად იყო ჩართული, მით უფრო, რომ ამ ძეგლების თავდაპირველი ფუნქცია რელიგიურია.

ამიტომ ჩვენ ვთვლიდით, რომ საპატრიარქოს პოზიცია ძალიან მკაფიოდ გამოხატული უნდა ყოფილიყო. ხანძთა სწორედ ამ მოლაპარაკებების დროს, მოუვლელობის გამო ჩამოინგრა. ხელშეკრულებას 2008–ში ხელს ვაწერდით და შემდეგ ხელმოწერა გადაიდო, საპატრიარქომ კიდევ ითხოვა დრო შეჯერებულიყო, იმ სამი მუსულმანური მეჩეთის აღდგენის საკითხზე, რომელიც ხელშეკრულებაში იყო“, - ესაა ამონარიდი ნიკა ვაჩეიშვილთან ჩაწერილი ინტერვიუდან, რომელიც თანხვედრილი არ არის, პატრიარქის წერილის შინაარსთან;

მასში არ წერია, რომ ეკლესია ითხოვს დროს პოზიციების შესაჯერებლად; მისი უწმინდესობა საქართველოს ხელისუფლებას სთხოვს პოზიციების თავიდან, ერთობლივად შეჯერებას და თურქულ მხარესთან მოლაპარაკების დროს, პრინციპული პოზიციის გამოჩენასა და არგუმენტირებული შემხვედრი პრეტენზიების დაყენებას.

შეგახსენებთ, რომ 2007 წლის აპრილში, სწორედ თურქეთთან მიმდინარე მოლაპარაკების დროს, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მძიმე ტექნიკის გამოყენებით დაანგრიეს ფერიის მთაზე მშენებარე ეკლესია, ხოლო ქობულეთსა და ხაშურში, ცენტრალური ტრასიდან დიდი რკინის ჯვრები აიღეს, რომლებიც თურმე თურქ მძღოლებს აღიზიანებდა. მაშინ საზოგადოებაში ამ ფაქტებით გამოწვეულ მღელვარებას, კიდევ უფრო გაამძაფრებდა იმის თქმა, რომ ბათუმში მეჩეთი შეიძლებოდა აშენებულიყო.

ამიტომ, ხელისუფლებამ “საუკეთესო“ გამოსავალი მონახა - ხელი ეკლესიას შეაწმინდა, მოლაპარაკებები ჩაშალესო და იმის ნაცვლად, რომ თურქული მხარისთვის რაიმე სხვა შეთავაზება გაეკეთებინა, მათ მოთხოვნებს თავი მორჩილად დაუკრა - “საფუძველს ვერ ვხედავ, რომ რამე სხვა შევთავაზოთ. ახალციხის რაიონშიც არის ბევრი მეჩეთი, ისევე, როგორც აჭარაში და შეიძლება შევთავაზოთ, მაგრამ ხელშეკრულებაში ეს გამორჩეული კულტურის ძეგლებია შეტანილი. შეიძლება სხვაც მოიძებნოს, მაგრამ მაშინ ვარჩიოთ და ვიყოთ – ის ძეგლები იღუპება და ჩვენ ვიქნებით“, - ესაა კიდევ ერთი ამონარიდი ნიკა ვაჩეიშვილთან ჩაწერილი ინტერვიუდან.

მეოთხე წელია ორმხრივი მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ამ ხნის მანძილზე, თურქული მხარის მიერ წამოყენებული პირობები უცვლელია და ბუნებრივია, ასევე დარჩება, თუ ქართული მხარე მასში კორექტივების შეტანას არ შეეცდება. ახლა ამ პროცესში კულტურის მინისტრებთან ერთად, საგარეო საქმეთა მინისტრებიც ჩაერთვნენ. როგორც კულტურის სამინისტროდან პრესა.გე-ს აცნობეს, “2010 წლის 27 აპრილს გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, გრიგოლ ვაშაძის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრი შეხვდა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, აბდულა გიულს და საგარეო საქმეთა მინისტრს, აჰმეთ დავითოღლუს. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და თურქეთს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები, მათ შორის ოშკის ტაძრის აღდგენის საკითხიც.“

ვიმოდოვნებთ, დიპლომატების ჩარევა, უკანა პლანზე გადაწევს პოზიციას - “მაშინ ვარჩიოთ და ვიყოთ“ და ამ ორმხრივი მოლაპარაკების პროცესს ლოგიკურ ფინალამდე მიიყვანს, რა დროსაც ქართული მხარე მაქსიმალურად გააცნობიერებს იმ შესაძლო უარყოფით შედეგს, რაც უპრინციპობამ შეიძლება გამოიწვიოს.


http://presa.ge/index.php?text=news&i=10752
20:19 09.05.2010
kote-1962
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2010 - მედია-მონიტორინგი

2010 წლის 30 მაისს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნები იმართება. არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტები აქტიურად იყენებენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, როგორც ამომრჩევლებთან ურთიერთობის ერთ–ერთ ყველაზე ეფექტურ ფორმას.

ამასთანავე, აქტიურდება თავად მედია. ბეჭდური მედიის ფურცლებზე სულ უფრო აქტიურად მიმდინარეობს როგორც წინასაარჩევნო, აგრეთვე – არჩევნების შემდგომი პერიოდის გაშუქება. პრესის ყურადღების ქვეშ ექცევა არა მხოლოდ საარჩევნო სუბიექტებისა და ამომრჩეველთა აქტიურობა, არამედ საარჩევნო ადმინისტრაციების საქმიანობა.

ერთის მხრივ, დამოუკიდებელი ბეჭდური მედია თავად წყვეტს, რომელ მოვლენას ან პოლიტიკურ სუბიექტს რა ადგილი დაუთმოს საკუთარი გაზეთის ფურცლებზე. თუმცა, ამავე დროს, არსებობს ზოგადი კრიტერიუმები, რომელთა დაცვაც მედიისთვის აუცილებელია პოლიტიკურ მოვლენათა ობიექტური გამშუქებლის ფუნქციის შესასრულებლად.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოება – ევროპული არჩევანი“ აგრძელებს მედია–კვლევას, რომლის მიზანია, არჩევნების პერიოდში მედია–მონიტორინგის გზით, განისზღვროს, რამდენად იცავს პრესა ობიექტურობის პრინციპს და პროექტში მონაწილე ექსპერტების დახმარებით, შემუშავდეს დასკვნა აღნიშნულ თემატიკასთან დაკავშირებით, შეიქმნას ზოგადი სურათი მედიასაშუალებების აქტიურობისა არჩევნების პერიოდში.

მიღებული შედეგები:

წინამდებარე კვლევა მოიცავს პერიოდს 3 მაისდან 9 მაისის ჩათვლით. გაანალიზდა ასოცთდათხუთმეტამდე სტატია, რომელიც არჩევნების თემატიკას და ქვეყანაში წინასაარჩევნოდ შექმნილ ფონს ეძღვნებოდა. სტატიები გამოქვეყნდა შემდეგ გაზეთებში: „ალია“, „ვერსია“, „რეზონანსი“, „ახალი თაობა“, „24 საათი“, „კვირის პალიტრა“, „ქრონიკა“, „ჯორჯიან თაიმსი“, „ასავალ–დასავალი“ „პრაიმ–ტაიმი“.

ყოველკვირეული გაზეთები:

„ქრონიკამ“ საარჩევნო თემატიკას და პარტიების აქტივობას 6 პუბლიკაცია მიუძღვნა. მათ შორის 2 ნეგატიური ხასიათის იყო, ერთი – პოზიტიურის და სამი – ნეიტრალური.

„კვირის პალიტრამ“ საარჩევნო თემატიკაზე 14 პუბლიკაცია გამოაქვეყნა. მათ შორის: ათი ნეიტრალური ხასიათის იყო, ოთხი – ნეგატიური.

„პრაიმ–თაიმი“: 16 პუბლიკაცია. მათ შორის: ცხრა – ნეიტრალური ხასიათის, შვიდი – ნეგატიური.

„ასავალ–დასავალი“: 5 პუბლიკაცია: ოთხი – ნეგატიური ხასიათის, ერთი – ნეიტრალური.

„ჯორჯიან თაიმსი“: 4 პულიკაცია: ორი – ნეგატიური ხასიათის, 2 – ნეიტრალური.

საერთო სახალხო კრება, როგორც ქვეყნის გადამრჩენელი ერთიანი გონი, არჩევნების გაყალბების გარდუვალობა, მიხეილ სააკაშვილისა და გიგი უგულავას მისამართით რესპოდენტებისა და ჟურნალისტების აგდებული დამოკიდებულება ერთის მხრივ (”ჯორჯიან თაიმსი, ”ასავალ–დასავალი, ”ქრონიკა”) და ანალოგიური მიდგომა ოპოზიციის ლიდერებისადმი მეორე მხრივ (”პრაიმტაიმი) წინასაარჩევნო პერიოდში ყოველკვირეული გაზეთების სავიზიტო ბარათად იქცა.

გაზეთების უმრავლესობამ გასულ კვირასაც უპირატესობა კვლავ ინტერვიუებს მინიჭა. ყველაზე ხშირად ამ გაზეთების ფურცლებზე გაჟღერდა შემდეგი პოლიტიკოსების მოსაზრებები: ირაკლი ალასანია, თემურ შაშიაშვილი, კობა დავითაშვილი, ნინო ბურჯანაძე.

საკმაოდ დიდი ყურადღება დაიმასახურა ექვსი მაისის პოლიციის დღედ გამოცხადებამ, ასევე ეროვნული საბჭოს ლიდერების პეტერბურგულმა ვოიაჟმა და იმის გარკვევამ, აიღეს თუ არა დავითაშვილმა და კუკავამ ებრალიძისაგან.

ამავე დროს, ”ჯორჯიან თაიმსმა” საკმაო ყურადღება დაუთმო სტალინის ფიგურას, სამამულო ომში მის როლსა და მნიშვნელობას. საკმაოდ ბევრი იყო პუბლიკაციები ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების შესახებ.

გასულ კვირას კვლავ საკმაოდ მწირი იყო ინფორმაციები ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაების საქმიანობის შესახებ. ”პრაიმტაიმმა” ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ზურაბ ხარატიშვილს ერთი პუბლიკაცია მიუძღვნა, და ისიც იმიტომ, რომ ზურაბ ნოღაიდელმა იგი თავისი მტრების სამეულში მოიხსენია მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის შემდეგ.

გაზეთებმა მკითხველები არც რეგიონული ნიუსებით გაანებივრეს. გამონაკლისი ”ქრონიკა” აღმოჩნდა, რომლის ქუთაისელმა კორესპოდენტმა ვრცელი რეპორტაჟი მიუძღვნა ორმაისობის დღესასწაულს, ქალაქში მთავრობის წევრთა ჩასვლით გამოწვეულ უარყოფით დამოკიდებულებას და ადგილობრივი ჩინოვნიკების უპატივცემულო დამოკიდებულებას ჟურნალისტებისადმი.

ამავე დროს, გახშირდა ოპოზიციურ კანდიდატთა შორის უთანხმოებისა და ურთიერთკრიტიკის აფიშირება („პრაიმ ტაიმი“), ჟურნალისტთა პროგნოზი, თუ ვინ გაიმარჯვებს მერის არჩევნებში. ასევე, იმატა იმ ინფორმაციათა რიცხვმა, რომლებიც მომავალ პოლიტიკურ დებატებს შეეხება.

კიდევ ერთხელ დავძენთ, რომ გასულ კვირას ყოველკვირეული გაზეთების ფურცლებზე, ფაქტობრივად, არ გაშუქებულა რეგიონებში შექმნილი წინასაარჩევნო სიტუაცია.

ყოველდღიური გაზეთები:

24 საათი – 11 პუბლიკაცია; „ახალი თაობა“ – 27 პუბლიკაცია; „ალია“ – 9 პუბლიკაცია; „რეზონანსი“ – 35 პუბლიკაცია; „ვერსია“ – 8 პუბლიკაცია;

ამჯერად ყოველდღიურ გაზეთებში საკმაო ადგილი დაიკავა ნეიტრალური ხასიათის პუბლიკაციებმა.

ყოველდღიური გაზეთების უდავო ფავორიტი გიგი უგულავა გახდა – მისმა დასახელებამ მერობის კანდიდატად ჟურნალისტებს და რესპოდენტებს პროგნოზების და მისი საქმიანობის შეფასების საკმაო საფუძველი მისცა. არანაკლები ყურადღება მიექცა ირაკლი ალასანიას, ქრისტიან–დემოკრატებს, ეროვნულ საბჭოს. აშკარად გამოიკვეთა ალასანიასა და ქრისტიან–დემორატებს შორის კონკურნეციის გამწვავების თემა.

გაზეთებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობსაც დაუთმეს გარკვეული ადგილი. თუმცა განსაკუთრებული ყურადღება მაინც მედიამონიტორინგის ჯგუფის შექმნას მიექცა და არა ქვედა დონეზე საარჩევნო ადმინისტრაციების საქმიანობას. კვლავ აქტუალური იყო მსჯელობები თემაზე: გაყალბდება თუ არა არჩევნები.

რაც შეეხება რეგიონებს. ყველაზე მეტი ინფორმაცია ”რეზონანსში” გამოქვეყნდა. არ მიექცა ყურადღება პარტიების წინასაარჩევნო პროგრამებსაც. გაზეთებმა მკითხველს იგივე ინფორმაციები შესთავაზეს, რასაც პარტიები თავის სარეკლამო რგოლებში ატრიალებენ. თითქმის არ ყოფილა კვალიფიციურ ექსპერტთა ანალიზი, რომელიც ამა თუ იმ პარტიის წინასაარჩევნო პროგრამის რეალურობას შეეხებოდა.

საერთო ტენდენციები

საინტერესოა, რომ გასულ კვირას არჩევნებისადმი მიძღვნილი პუბლიკაციების რიცხვმა აშკარად იკლო – არადა, მოლოდინი საპირისპირო იყო. პარტიათა და კანდიდატთა საქმიანობამ, მათ წინასაარჩევნო აქტიურობამ აშკარად ”ვერ აჯობა” ექვსი მაისის მოვლენებს, ტელეკომპანია „კავკასიის“ სტუდიაში დატრიალებულ სკანდალს, ზოგად მსჯელობებს ქვეყნის ყოფნა–არყოფნის თაობაზე. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ერთი კონკრეტული წიგნი (”საიდუმლო სირობა”) თავისი აქტუალურობით გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე მომავალი არჩევნები. ხდება ყურადღების გადატანა გაცილებით უმნიშვნელო თემებზე.

ამავე დროს, უკვე ოთხი კვირაა, ქართულ ბეჭდურ მედიაში საკმაოდ ადგილი ეთმობა ერთ კონრეტულ პოლოტოლოგს – რამაზ კლიმიაშვილს, რომელიც კვირიდან კვირამდე საქართველოში გარდაუვალ არეულობას, ვანო მერაბიშვილის პრორუსულობას და მიხეილ სააკაშვილის არაადექვატურობას უმტკიცებს მკითხველს. ამავე დროს, პერიოდულად ჩნდება ინტერვიუები სხვა ცნობილ ადამიანებთან, რომლებიც ამ მოსაზრებებს საკუთარი სიტყვებით ”ამაგრებენ” (მაგალითად, თამაზ წივწივაძე). საგულისხმოა, რომ თავად რამაზ კლიმიაშვილის მამხილებელი პუბლიკაცია ”პრაიმტამში” გამოჩნდა, რომელმაც, ”ფეისბუკზე” გამოჩენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით, კლიმიაშვილი რუსეთის სპეცსამსახურებთან დააკავშირა. თუმცა, აქვე დავძენთ, რომ გაზეთი ეცადა აგრერიგად რეკლამირებული პოლიტოლოგისაგან კომენტარის აღებას, მაგრამ უშედეგოდ.

მთლიანობაში კი, შეიძლება ითქვას, რომ ქართული ბეჭდური მედია საერთოდ უგულველყოფს თვითმმართველობას, როგორც სახელმწიფო მოწყობის ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს რგოლს, არ უხსნის თავის მკითხველს, რა ფუნქციები აქვს საკრებულოს და რატომ არის მნიშვნელოვანი თითოეული მოქალაქისთვის 30 მაისის არჩევნები. კენჭისყრის დღე კვლავ და კვლავ ასოცირდება ”გადამწყვეტ ბრძოლასთან საქართველოსთვის”.

ეროტიკული „ხატები“ წინასაარჩევნო საინფორმაციო სივრცეში

[ალექსანდრე რუსეცკი - სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების ინსტიტუტის დირექტორი]
ადგილობრივი არჩევნების პროცესი თავისი მნიშვნელობით უახლოვდება საპარლამენტო არჩევნებებსაც კი. ბრძოლა მიდის სიღრმისეული. „გულაშვილების“ მართლმადიდებლობას უპირისპირდება „ვაჩეიშვილების“ მართლმადიდებლობა.

რა თქმა უნდა, ხდება საინფორმაციო სივრცის დაბინძურება ისეთი გამონათქვამებით, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ადამიანს და მის გარემოს.

პოლიტიკურ ოპონენტებზე დარტყმის მიყენების ერთ–ერთი გამოცდილი ელემენტია მათი გენდერული ან სექსუალური დამცირება. ეს მეთოდი მდგომარეობს იმაში, რომ საზოგადოებაში შეიქმნას ოპონენტის უარყოფითი ისეთი ეროტიკული ან სექსუალური წარმოდგენა - „ხატი”, - რომელიც არ არის თავსებადი მოსახლეობის უმრავლესობის ფასეულობებთან. ასეთი ქმედება შეიძლება იყოს გამიზნული და წინასწარ დაგეგმილი პოლიტტექნოლოგების მიერ, როგორც მოხდა მაგალითად ზურაბ ჟვანიას ან ნუგზარ საჯაიას გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების შემდეგ, ან ეფუძნება მხოლოდ და მხოლოდ გაშიშვლებულ საარჩევნო გრძნობებს და ისახავს მიზნად ემოციური ფონის გაძლიერებას და ფართო მასების ყურადღების მიპყრობას.

არ არის გამორიცხული, რომ ასეთი ქმედება გამომდინარეობდეს სხვადასხვა ტიპის ფსიქოლოგიური პრობლემებიდან, რომლებიც გამოწვეულია ან კავშირშია არანორმალურ და უმართავ სექსუალურ ვნებებთან, რაც ექვემდებარება ფსიქოტერაპიულ კორექციას.

ამ კვირის შემოტევების მთავარი მსხვერპლი აღმოჩნდა გიგი უგულავა და ირაკლი ალასანია. აი როგორ აღიქვავენ მათ მათი პირობითი ოპონენტები და მომხრეები.

მაგალითად, ირინა სარიშვილი გაზეთ “ახალი თაობის” ჟურნალისტ ნონა ცაბაძესთან ერთად ქმნის მასალას, რომელშიც რედაქცია წარმოადგენს ირინა სარიშვილის რომანტიულ კითხვა-სურვილს - „მაინტერესებს, როდის დადგება უგულავა ცირკთან“.

დაახლოებით ასეთი ვულგარული გრძნობები ჩნდება მწერალ თამაზ წივწივაძესა და ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის ერთობლივ შემოქმედებაში და ქვეყნდება „ქრონიკაში”.

თამაზ წივწივაძის თქმით, არჩევნების შემდეგ უმუშევრად დარჩენილი უგულავა მან უნდა აიყვანოს „დამლაგებელ ქალად“ „ლიტერატურულ საქართველოს“ ახლადდაბრუნებულ ოფისში, ხოლო შემდეგ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს ქალივით ლამაზი კაცი, მასზე უზომოდ განაწყენებულმა რედაქციის თანამშრომლებმა ან არ გაკოჭონ, ან არ გააუპატიურონ“.

რა თქმა უნდა, ეს მასალა ჩვენი მომავალი თაობისთვის „მისაბაძი და უნიკალური მაგალითია”, თუ როგორ უნდა ჩამოყალიბდეს გამოჩენილი მწერლის და ჟურნალისტის „მაღალზნეობრივი” შინაარსის ურთიერთობები. უფრო სწორედ, ეს სრულიად ახალი პროდუქტია ქართულ ჟურნალისტიკაში...

არც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტოვებს ყურადღების გარეშე ამ სენსიტიურ თემას. „კვირის პალიტრის“ სტატიაში „მაინტერესებს ვინ გაიმარჯვებს“ ქვეყნდება მასალა, სადაც იგი ყურადღებას ამახვილებს პოლიტიკური ოპონენტების ტუჩებზე.

„…მიხეილ სააკაშვილმა… მოიხსენია მერობის სხვა კანდიდატები: არიან კანდიდატები, რომლებიც დაბერავენ ლამაზად ტუჩებს და გაიძახიან, შემხედეთ, რა ლამაზი ვარ, რა კარგი შესახედი და როგორ შეიძლება ასეთ ბიჭს არ მისცე ხმაო. ამით რომ ქვეყანა შენდებოდეს, სილამაზით, მაშინ მერად ნანკა კალატოზიშვილი უნდა ავირჩიოთ”.

არ არის გამორიცხული, ამ ციტატაში ფემინისტებმა დაინახონ სექსიზმის ელემენტები და მოსთხოვონ ქვეყნის პრეზიდენტს შესაბამისი პასუხი.

საუბრის ასეთი სტილი იწვევს შესაბამის რეაქციას პოლიტიკური ოპონენტებისაგანაც.

„ჯორჯიან ტაიმსის” ჟურნალისტი დალი ბჟალავა ალასანიასთან ინტერვიუში „სააკაშვილს არ უნდა ქვეყნის მართვა და გაურბის პრობლემებს” აფიქსირებს სააკაშვილის ირონიული განცხადებას – „თბილისი მერს იმიტომ არ აირჩევს, რომ სიპატიურიაო”, და ალასანიას საპასუხო ფრაზას – „სააკაშვილს აღზრდა აკლია”...

არანაკლებ საინტერესოა ამ კონტექსტში როგორ არის წარმოდგენილი ირაკლი ალასანიასა და ჟურნალისტების ურთიერთობები გასული კვირის პრესაში. მაგალითად „პრაიმ ტაიმის” მესამე გვერდზე წარმოდგენილია მასალა - „როგორ ეპრანჭება ალასანია ჟურნალისტებს?”

„ირაკლი ალასანია სულ გაღიმებული და თვალის პაჭუნით იძლევა ინტერვიუებს, თუ, რა თქმა უნდა, პრესსამსახურმა მისცა ინტერვიუს უფლება. ჩვენს ფოტოობიექტივსაც არაერთხელ დაუფიქსირებია მისი მეგობრული ჟესტი ჟურნალისტების მიმართ. თვალის პაჭუნით, რა თქმა უნდა, მანდილოსნების მიმართ გამოირჩევა (მადლობა ღმერთს). მაგალითად, ჟურნალისტი ნინო კომახიძე არაერთხელ გამხდარა ალასანიას ჰოლივუდური ღიმილის „მსხვერპლი“. ამ ყველაფერს ის იუმორით უდგება და რა თქმა უნდა, მსგავს დამოკიდებულებაში პრობლემას ვერ ხედავს. ცხადია, ჩვენც ვეთანხმებით... გაჩეჩილიძისეულ აგრესიას ისევ თვალისპაჭუნი ჯობია. თუნდაც ეს ფამილარულად აღიქმებოდეს“.

„ასავალ-დასავალის” მეათე გვერდზე სექსუალურ უმცირესობებზე და სექსუალურ პათოლოგიებზე წარმოდგენილია ჟურნალისტ გიორგი გიგაურის ინტერვიუ ელიზბარ ჯაველიძესთან.

რესპოდენტი ამტკიცებს, რომ სანკტ–პეტერბურგში შეკრებილი ქართველები ქვეყნის გადარჩენისთვის იბრძვიან. სააკაშვილის ბანდა საქართველოს თავზე დაასვა მასონურმა ძალამ, რომელსაც გარდა იმისა, რომ გლობალური იმპერიის შექმნა სურს, ჩვენი ქვეყნის შვიდ და მეტ ნაწილად გახლეჩა აქვს განზრახული. ამ ძალას გადაწყვეტილი აქვს მოკლას ეროვნულობა... სააკაშვილის მმართველობის შედეგად საქართველოში დაკანონდება პედერასტობა, ლესბოსელობა, ერთსქესიანთა ქორწინება. ამათი მიზანია, რომ შეგვაჩვიონ და რეაქცია აღარ გვქონდეს ბიჭის – დედასთან და გოგოს – მამასთან სექსუალურ ურთიერთობაზე... მერე სააკაშვილსაც გამოცვლიან. შეიძლება ეს იყოს ალასანია, თავისუფლების ინსტიტუტის ჭაობში გამოზრდილი რომელიმე ბაყაყი შეარჩიონ. ქვეყანა თავზე გვექცევა, ეს ოპოზიცია კი ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე ხარჯავს დროს. გიგი უგულავას ჯიბეში უდევს გამარჯვება. ამ საარჩევნო სისტემით ოპოზიცია ვერ გაიმარჯვებს. ისე, სააკაშვილი უკვე გადაყენებულია. მიშას თავის „პამპერსის ხიდზე“ გადაატარებენ და გაუშვებენ. ხელისუფლების შიგნით სასტიკი ბრძოლა მიმდინარობს. ყველამ ერთად უნდა მოვითხოვოთ ვადამდელი საპრალამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები“.

მკითხველმა იცის, რომ დედის გინებაც წარმოადგენს სახეობას სექსუალური შეურახყოფისა და ფსიქოლოგიური ძალადობისა.

ალბათ, მადლობა უნდა გადაუხადოთ ზვიად ძიძიგურს, რომ ის არ წამოეგო პროვოკაციაზე და შემოიფარგლა ფრაზით „დედას ვუტირებ” და ჰაერში რამოდენიმე გასროლით. („ვინც სახლში შემომივარდება ყველას დედას ვუტირებ“, „ახალი თაობა”, თეა მარხვაიძე).

სამწუხაროდ, უნდა ვივარაუდოთ, რომ მომავალ კვირას პოლიტიკური ოპონენტი როგორც სექსუალური ლტოლვის და ეროტიკული ინტერესის ობიექტი, კვლავ არანაკლებად იქნება წარმოდგენილი ჩვენს საინფორმაციო სივრცეში. რაც უფრო გვიახლოვდება არჩევნები, მით უფრო იზრდება ემოციური ფონიც, ხოლო პოლიტიკური კულტურის და ეთიკის დონე კი 20 წლის განმავლობაში სტაბილურად ვარდება.

მედიანათელმხილველობა

[მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის კავკასიის ჟურნალისტთა ქსელის კოორდინატორი, რადიო “უცნობის”, გადაცემა “უცნობი კავკასიის” წამყვანი]
“რეგიონის არჩევანი” გაზეთ “რეზონანსის” ყოველკვირეული დამატებაა, რომელსაც ამზადებს ჟურნალისტური კვლევის ცენტრი USAID-ის მხარდაჭერით. ეს გამოცემა ერთ-ერთი იმ მცირე მედიასაშუალებათაგანია, რომელიც მკითხველს აწვდის ინფორმაციას რეალურად საარჩევნო პროცესის მსვლელობაზე. გაზეთს ამზადებენ რეგიონული ჟურნალისტები. ამ 4-გვერდიან დამატებაში მკითხველი უფრო მეტს შეიტყობს, თუ რა ხდება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას, ვიდრე თბილისში გამომავალ საერთო-ეროვნულ გაზეთებში ერთობლივად.

გასული ხუთშაბათის “რეგიონის არჩევანიდან” შევიტყვე, თუ როგორ იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს სამცხე-ჯავახეთის რაიონების ადგილობრივი ხელისუფლება; რა წინასაარჩევნო “სპეცოპერაცია” მოეწყო მესტიაში; როგორ აღმოჩნდა გორში ნაციონალების საარჩევნო სიაში 21 მაჟორიტარიდან 18 უპარტიო მოქალაქე; რატომ “გადაისროლეს” წინასაარჩევნოდ ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე გურიაში და ისიც, თუ როგორ მოედო კახეთის რაიონულ გამგეობებს “საშვებულებო ეპიდემია”.

ეს თემები ქმნის სწორედ წინასაარჩევნო გარემოს, თუმცა მათზე იშვიათად ნახავთ სტატიებს ცენტრალურ გაზეთებში და სიუჟეტებს საერთო-ეროვნულ მაუწყებლებში. წინასაარჩევნო თემატიკის გაშუქებისას უმთავრესად ჭარბობს მასალები პოლიტიკური პარტიების ლიდერებზე (გაზეთებში, უფრო მეტად, მათთან ინტერვიუები გვხვდება, ტელევიზიებით კი, პროპაგანდისტული სიუჟეტები: ოპოზიციის კანდიდატებზე – მაკომპრომეტირებელი, ხელისუფლების კანდიდატზე – მაამებელი).

მაგალითად, გასულ კვირას “პრაიმ-თაიმში” გამოქვეყნდა სტატია “როგორ ეპრანჭება ალასანია ჟურნალისტებს?” რთული სათქმელია, რა ინფორმაციას აწვდის მკითხველს ჟურნალისტი ამ ციტატით: “ირაკლი ალასანია სულ გაღიმებული და თვალის პაჭუნით იძლევა ინტერვიუებს, თუ რა თქმა უნდა, პრესსამსახურმა მისცა ინტერვიუს უფლება. ჩვენს ფოტოობიექტივსაც არაერთხელ დაუფიქსირებია მისი მეგობრული ჟესტი ჟურნალისტების მიმართ. თვალის პაჭუნით, რა თქმა უნდა, მანდილოსნების მიმართ გამოირჩევა (მადლობა ღმერთს). მაგალითად, ჟურნალისტი ნინო კომახიძე არაერთხელ გამხდარა ალასანიას ჰოლივუდური ღიმილის “მსხვერპლი”.

თუკი იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ამავე გაზეთის ამავე ნომერში საუბარია იმის შესახებ, თუ “ალიანსი” როგორ აწყობს “მოდელირებულ სასამართლოს მოდელირებულ ქრონიკაზე”, ან როგორ შეხვდნენ კრიტიკით პროფესორები ალასანიას საარჩევნო პროგრამას და მას კი “კრიტიკის მოსმენა გაღიმებული სახით უწევდა”, ან როგორ არის გადასარჩენი “ალიანსის” ერთობა სოზარ სუბარის გადაწყვეტილების შემდგომ, შესაძლოა, დავასკვნათ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ალასანიას მხოლოდ “თვალის პაჭუნიღა” შესძლებია. “პრაიმ-თაიმი” არჩეულ ტაქტიკას არ ღალატობს: გაზეთში უმთავრესად ოპოზიციონერი პოლიტოკოსები ჭარბობენ და თან არცთუ პოზიტიურ კონტექსტში, გიგი უგულავა კი ისევ არ გვხვდება გაზეთის ფურცლებზე.

გაზეთი “ჯორჯიან თაიმსი” აქვეყნებს ინტერვიუს ირაკლი ალასანაიასთან, თუმცა იქვეა სტატია “თბილისის მერობის კანდიდატები და მათი შანსები”. ავტორი ჩამოთვლის სავარაუდო ფავორიტებს (გიგი უგულავა, გია ჭანტურია, ირაკლი ალასანია), გიგი უგულავას კანონის დარღვევით წარმოებულ საარჩევნო კამპანიაში ადანაშაულებს, საუბრობს გოგი თოფაძესა და საავტორო უფლებების დარღვევაზე “თბილისოს” გამოყენების გამო, თუმცა ბოლოში აკეთებს დასკვნას: “გამარჯვების ყველაზე ნაკლები შანსი მაინც ირაკლი ალასანიას აქვს”. ძნელი სათქმელია, რას ეფუძნება ჟურნალისტის დასკვნა.

ხშირად მსმენია ჩემი კოლეგებისგან, რომელთაგან ნათქვამი ასეთი წინასწარმეტყველური მსჯელობა წამიკითხავს – აი ნახე, თუ არ ახდეს ჩემი ნათქვამიო. და თუ ოდნავ მართლა დაემთხვა მათ პროგნოზს რეალობა, აქეთ მეხმიანებიან, ხომ ხედავ, რომ სიმართლეს ვამბობდიო. ასეთი ნათელმხილველური მოსაზრებები უფრო და უფრო მძლავრდება, რაც ახლოვდება არჩევნები, ან რაც უფრო იძაბება საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარება.

ძლიერ უმართლებს ჟურნალისტს, თუკი რესპოდენტიც ასეთი ნათელმხილველური ინტერესებითაა დამუხტული. მართალია, ჟურნალისტ გელა ზედელაშვილის საუბარი პოლიტოპოგ რამაზ კლიმიაშვილთან გაზეთ “კვირის ქრონიკაში” უშუალოდ საარჩევნო თემატიკას არ შეეხება, მაგრამ იგი აღწერს ზოგად ვითარებას, რომელმაც, შესაძლოა, იმოქმედოს საარჩევნო პროცესზე: “ამერიკული ბანკეტის შემდეგ მაგრად გალეშილი სააკაშვილი დამჯდარა მანქანის საჭესთან, რასაკვირველია, არც მართვის მოწმობა ჰქონდა და სადღაც ტრასაზე დაიმტვრა... წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში და წაუყენეს ორი ბრალდება: არ აქვს მართვის მოწმობა და არის მთვრალი... კი ყვიროდა, თურმე, პრეზიდენტი ვარო. მერე ჩაერივნენ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები, ყველაფერი გაასაიდუმლოეს, რომ ამერიკულ პრესას არ გაეგო...”

თავისთავად, დაუჯერებელი არაფერია, მაგრამ ყველა ფაქტს სჭირდება გადამოწმება და დაზუსტება. ხშირად გვხვდება ქართულ გაზეთებში ამგვარი კონცეფციის მქონე სტატიები: მე იმას კი არ გეუბნები, რაც მოხდა, არამედ იმას, რაც მსურს რომ მოხდეს.

გასულ კვირასაც აღმოვაჩინე მსგავსი “სიახლეები”: მაგალითად, კოკა გუნცაძემ დატოვა “ალიანსი” (ალიანსელები ამას უარყოფენ, თავად გუნცაძე ჟურნალისტებმა ვერ ჩაწერეს), ძმებმა გაჩეჩილაძეებმა რესტორან “ნაცნობში” ერთმანეთს სცემეს (ეს ინფორმაცია თავიდან გაუვრცელებია “droni.ge”-ს, შემდეგ კი – “რეალ-TV”-ს. “ალიამ” სცადა ამის გადამოწმება გოგა ხაინდრავასთან, მაგრამ მან ინფორმაცია არ დაადასტურა).

ოპოზიციის ნაწილი დარწმუნებული იყო, რომ ნაციონალების მერობის კანდიდატი სხვა ვინმე იქნებოდა, ყველაზე მეტად კი ამის „ალიანსს“ სჯეროდა (“ახალი თაობისთვის” მთავარი წყარო არის “ბოროტი ხმები”, “დამაჯერებელი ჭორები” და “კულუარული ინფორმაციები”), „ნინო ბურჯანაძე მხარს უჭერს “ეროვნულ საბჭოს” (სააგენტოების მიერ გავრცელებული და გადაუმოწმებელი ინფორმაცია მთელი დღე ვრცელდებოდა, მხოლოდ მეორე დღეს საგაზეთო ინტერვიუებში არ დაადასტურა ეს ინფორმაცია თავად ბურჯანაძემ).

სასურველის რეალურად წარმოჩენის საუკეთესო ნიმუშად გამოდგება ორი ინტერვიუ, რომელიც გაზეთმა “ახალმა თაობამ” გამოაქვეყნა 4 და 5 მაისს. 4 მაისის ნომერში სოზარ სუბართან მომზადებულ ინტერვიუს ჰქვია “სააკაშვილი უგულავას სიცოცხლეს გაუმწარებს”, ხოლო 5 მაისს რამაზ კლიმიაშვილთან მომზადებულ ინტერვიუს – “სააკაშვილს არ უნდა, რომ თბილისში გიგი უგულავამ გაიმარჯოს”.

სააკაშვილსა და უგულავას შორის არსებულ დაპირისპირებაზე ზოგადად ბევრს წერს ბეჭდური მედია, თუმცა ვარაუდის საფუძველი მედიაში აუცილებლად ფაქტი უნდა იყოს.

ინფორმაციებით ასეთი მანიპულირება უკვე ქართული მედიის ცხოვრების წესად იქცა. ფაქტების გადამოწმებისა და დაზუსტების აუცილებელ წესზე წინა მიმოხილვებშიც ბევრი ვისაუბრე და ვეჭვობ, რომ ამ პრინციპზე ძნელად თუ ვინმე კოლეგათაგანი შემომედავება.


http://presa.ge/index.php?text=news&i=10753
00:34 10.05.2010
kote-1962
თბილისს ასეულობით მილიონის მოხმარების არაფერი ეტყობა

[ნიკა ასლანიძე]



თბილისის მუნიციპალური ბიუჯეტიდან სხვადასხვა სამსახურებისთვის გამოყოფილი თანხები წლიდან წლამდე იზრდება. ათეულ მილიონობით ლარი ხმარდება ქალაქის კეთილმოწყობას, დასუფთავებას, ლიფტებისა თუ კორპუსის სახურავების გაკეთებას. მოსახლეობა კი მაინც უკმაყოფილოა. მათი აზრით, ამდენი მილიონის დახარჯვისა ქალაქს არაფერში ეტყობა.

დედაქალაქის მერიის პროექტის „თბილისის კორპუსის“ დაფინანსება წლეულს, შარშანდელთან შედარებით, გაორმაგდა და თითქმის 29.5 მილიონ ლარს მიაღწია. ამის მიზეზად კი მერიაში მოსახლეობის მიმართვიანობის გაზრდას ასახელებენ.

წელს პროგრამას დაემატა სადარბაზოს შიდა რემონტი და ამორტიზებული ლიფტების კაპიტალური აღდგენა. ამ შემთხვევაში მერია გასცემს ამხანაგობის თანამონაწილეობის წილს 30%-ს სესხის სახით 4 წლის განმავლობაში.

ამხანაგობის მიერ მერიაში შეტანილი განცხადების საფუძველზე ჩატარებული სამუშაოები მერიისა და ამხანაგობის წევრთა ერთობლივი თანხებით ფინანსდება, თუმცა ამხანაგობის წილი მაქსიმუმ 30%-ს შეადგენს, თანხის დანარჩენ ნაწილს კი მერია ფარავს. „თბილისის კორპუსი“ 2004 წლიდან მოქმედებს.

ასევე უზარმაზარი თანხაა გამოყოფილი დედაქალაქის დასუფთავებაზე. სხვათა შორის, დასუფთავების სამსახურის დაფინანსება წლიდან წლამდე მატულობს, მაგრამ პრობლემა თბილისის ქუჩებში ისევ არის.

იმის მიუხედავად, რომ დედაქალაქის წლევანდელ ბიუჯეტში დასუფთავების მიზნით 43 მილიონი ლარია გამოყოფილი, ქუჩებში მაინც მტვრის ბუღი დგას. მართალია, თბილისის ქუჩები საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გათავისუფლდა, თუმცა მტვრის პრობლემის მოგვარება ჯერაც ვერ მოხერხდა.

ამ ფონზე კი დასუფთავების საქალაქო სამსახურში ამტკიცებენ, რომ დედაქალაქის ქუჩები ირეცხება და ამ მიზნით თბილისს 16 სპეციალური მანქანა ემსახურება. სამსახურის ცნობით, ქუჩები მხოლოდ წვიმიან დღეებში არ ირეცხება, სხვა დროს კი ეს პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.

დასუფთავების სამსახურის ინფორმაციით, მორეცხვის გარდა, დედაქალაქში ქუჩების დასუფთავებას 3 ათასამდე მეეზოვე ემსახურება.

მეეზოვებზე არაფერი ითქმის. მართლაც, ნარინჯისფერ ტანსაცმელში გამოწყობილი ადამიანები დღე-ღამის ნებისმიერ დროს გადაადგილდებიან დედაქალაქის ქუჩებში და დროულად აცარიელებენ ბუნკერებს. რაც შეეხება, ქუჩების მორეცხვას, ასეთი რამ თითქმის არსად ხდება, ხოლო თუ ხდება, მხოლოდ ქალაქის ცენტრში და ისიც ძალზე იშვიათად.

მტვრისგან შეწუხებულმა მოქალაქეები უკვე მედიასაშუალებებში რეკავენ და პრობლემის მოგვარებას ითხოვენ. მათი მტკიცებით, დედაქალაქში ქუჩები არ ირეცხება და ყველაფერი მტვრითაა დაბინძურებული. ეს კი მოქალაქეებს სერიოზულ პრობლემებს უქმნის.

დასუფთავების საქალაქო სამსახურში კი ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ. მათი მტკიცებით, თბილისის ქუჩები მხოლოდ წვიმიან დღეებში არ ირეცხება, სხვა დროს კი ეს პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.

http://presa.ge/index.php?text=news&i=10755
00:47 10.05.2010
kote-1962
"დღევანდელ ტელევიზიებს არ უნდა უყურო, თვარა სახლს ვერ მიაგნებ"
”ვანო შემხვდა ამას წინათ, რას შვები-მეთქი - ვკითხე. - ვიჭერო. - არ იცი შენ ვინ უნდა დეიჭირო-მეთქი, ერთი ხუთი შენობა ვიცი, წამოდი და გადაადგი იმ შენობებს გალიები, ე, მაშინ იქნები კარგი დამჭერი-მეთქი. - გაეცინა, ჩემი შენობაც ხო არ შედის მაგაშიო...”

"კვირის პალიტრა" საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს უთმობს გვერდს, სადაც მოწვეულ რედაქტორს საშუალება ეძლევა, რედაქციის ჩარევის გარეშე გამოთქვას თავისი მოსაზრება ნებისმიერ თემაზე.
ნომრის სტუმარია მწერალი ოტია იოსელიანი

არ მიწყინოთ ახლა, უნდა ვიჩხუბო ამ გვერდზე და ჩხუბი ჩემს კილოზე გამომდის მხოლოდ, ამიტომ წერითაც ისე დავწერ, როგორც ვლაპარაკობ.

გვერდის რედაქტორისაგან:

ეროვნული გამოთაყვანება

ჩემო ქართველებო, მართალია დალხინებული არასოდეს ვყოფილვართ, მაგრამ ვიცოდით, რაც გვჭირდა და რაც შეგვეძლო ვებრძოდით, ახლა არ ვიცით, რა გვჭირს და რას ვებრძოლოთ? ეროვნული გამოთაყვანება დაგვემართა. ამ ბოლო დროს აღარ ვაკეთებ განცხადებებს, იმიტომ, რომ არავითარი აზრი არა აქვს. მე რა მინდა შენგან? ქვეყანას ნუ დააქცევ, შვილო, შენთვის გელაპარაკები ამას, მინდა საუკეთესო იყო და ქვეყანა იყოს კარგად, თუ ვხედავ შენს სიგლახეს და თვალს ვხუჭავ, მე ვცოდავ მაშინ. მოგიწოდებ გონიერებისკენ, გაფრთხილებ, არ გესმის თუ არ გინდა გეიგო? რომ გამოდიხარ და მეუბნები, ვაშენებ ქვეყანასო, კი მაგრამ მე ისეთი შტერი ვარ, ვერ დევინახე ეს აშენებული ქვეყანა? ამაზე მეტი შეურაცხყოფა რაღა გინდა?

ახლა ამას რომ ვწერ, ვიცი, მაინც არ ექნება შედეგი, კაცი უდაბნოში რომ მოხვდება, ყვირის, მიშველეთო, კი იცის ვერავინ რომ ვერ უშველის, მაგრამ მაინც ყვირის, დაღუპვის შიში აყვირებს, სწორედ ასე ვარ ახლა მეც, კი ვიცი, ამათ რომ არ ეყურებათ, მაგრამ მაინც ვყვირი, ქვეყნის დაღუპვის შიში მაყვირებს, ზოგიერთი ჩემი კოლეგა გაზეთის ფურცლებიდან პირდაპირ დედას აგინებს ხელისუფლებას, არც ამაზე აქვთ რეაქცია, გავგიჟდი კაცი. თუ ქვეყანას უზნეობა დაემართა, რაც უნდა ბევრი ტვინი გქონდეს, უზნეოდ გამოიყენებ მაინც, მოდით შევთანხმდეთ, რომ ჩვენ ვერ ვაზროვნებთ, გამოდის ჩემისთანა გამოთაყვანებული მოხუცი ტელევიზიით და მადლობას იხდის, რა მიუგდე ასეთი? დიდ ცოდვას სჩადიხართ ამით იცოდე. იმის იმედიღა დამრჩა, რომ ამ გაზეთს ასიათასობით კაცი კითხულობს და იქნება ამ ეროვნულ გამოთაყვანებას ბრძოლა მაინც დავუწყოთ.


ეკლესია...

თუ გადავხედავთ ჩვენს ისტორიას, ქართველს რწმენის გარეშე არასოდეს უცხოვრია, გარდა იმ 70 წელიწადისა. ახლა უფრო ძნელი მოსაქცევი ვართ, ვიდრე პირველ საუკუნეში ვიყავით. კერპი რომ გვყავდა, ის კერპი ჩვენი ღმერთი იყო, ერთი ღმერთიდან მეორეზე გადასვლა ადვილი არ არის, მაგრამ ქართველმა ეს შეძლო, იმიტომ, რომ ქრისტიანობა საკუთრად მიიღო. განმანათლებლები ცეცხლითა და მახვილით კი არ შემოსულან საქადაგოდ, მხოლოდ წიგნი ეჭირათ ხელში. ახლა რაც ხდება, დიდად საგანგაშოდ არ მიმაჩნია, კომუნისტების დროს მოიძებნა ეკლესიების დამანგრევლები და რა გასაკვირია, თუთბერიძეებისნაირები ახლაც მოიძებნონ. ღმერთმა კარგად მიმყოფოს პატრიარქი, მაგი ერთი კაცია, რო წვალობს რაცხას, ჰოდა, ვერ იტანს აგენი, ქვეყნიზა სხვა რომ წვალობს, ამიტომაა მასზე შეტევა, მეშინია, არ მომიკლან!

სოფლის მეურნეობა

პარლამენტში რომ გამევიდა აი თქვენი პრეზიდენტი, თუ ახსენა საერთოდ სოფლის მეურნეობა, არადა ეს დარგი იყო შენი გადამრჩენი, ვიღაცის პურით გვინდა ვიარსებოთ? ავსტრიაში ვიყავი აგერ ახლა სამკურნალოდ, აშენდა იმ კაცის ოჯახი, ვინცხამ გამიშვა (აკრძალული მაქ მისი ხსენება), თვარა მეტი არაა ჩემი მტერი, ეს დამეწერა. რო გადევიანგარიშე ჩვენ ფულზე, ათი ლარი ღირდა პური. კაკალაშვილი რომაა, ბიზნესმენი, მიშაიე რომ კითხულობს მის ლექსებს, იმას ვკითხე:

- კაცო, ავსტრიაში 10 ლარს აძლევ პურში და აქანა ლარად ყიდი? რომელ ყულაბაში ყრი ფულს, მაჩვენე? ეგ, ბატონო ოტია, ჩვენი ჯადოსნური საიდუმლოაო. კი ვიცი, რაცხა ჯადოსნური საიდუმლოა, რას ვჭამთ და რას ვსვამთ, კაციშვილმა არ იცის. გლეხი იყო მუდამ შემქმნელი "პური არსობისას", ეს გლეხი ჯერ კოლექტივმა მოსპო, მერე ამგენმა მიადგა.

გლეხის აკადემია არის მიწა, იმ მიწას რომ წაართმევ, მერე აღარაა ის გლეხი. სცადეთ აბა და გადით კვირკობის თვეში მზეზე, დაგარტყამს იმწუთას, გლეხი კი თოხს უბაყუნებდა იმ მზეში, უყვარდა მიწა და იმიტომ, ტრაქტორიზაციაო რომ თქვა, სადაა მერე? მიეცი გლეხს? თუ საჩვენებლად გინდა მხოლოდ? ახლა გაზაფხულია, არჩევნებზე კი არა, იმაზე უნდა ვიმტვრევდეთ თავს, რა ჩავთესოთ. სოფლის მეურნეობის პროდუქტს რომ თურქეთიდან შემოიტან, არ ხარ ამ მიწის ღირსი შენ! მინდა ამ გაზეთის ფურცლებიდან ვკითხო სოფლის მეურნეობის მინისტრს, კი ამბობენ, ახალგაზრდააო, მაგრამ მე არ დევეძებ მაგას, ტვინი თუ არ გაქ, 70 წლის რომ გახდები, არც მაშინ გექნება. ბაკურა, ბიძია, გამაგებინე რას უპირებ სოფლის მეურნეობას, შარშანდელზე ნაკლები მიწები დეიხვნება წელსო, რეიზა ხდება ასე, ამიხსენი...

ოპოზიცია

ნორმალურ ქვეყანაში ოპოზიცია მთავრობას აკვალიანებს, მარა იქ ოპოზიციას აქვს ხალხის ნდობა. ალასანიამ დამირეკა ამას წინათ, თბილისში დამპატიჟა, ნაოპერაციები ვარ-მეთქი. მაშინ მე ჩამოვალო. მე საერთოდ პოლიტიკოსებს სახლში არ ვუშვებ და ვუთხარი კიდეც, შენ მიმართ უნდობლობა მაქვს-მეთქი. რას მერჩიო, გაუკვირდა. რო ჩამოდი ამერიკიდან და მიშაიას ათი დღის ვადა მიეცი, ვიფიქრე, რაცხა ძაან დიდი ძალითაა ჩამოსული-მეთქი და მემეცა იმედი. გევიდა 10 დღე, რა ქენი მერე? შენს სიტყვას ხო დაუკარგე ფასი? რომ მოგიშვა ჩემთან, ხო მეტყვი რაცხას? გონია, დაგიჯერებ? იმ ოპოზიციაში მე სიტყვის კაცი ვერ დავინახე. მახსოვს, წინა საპრეზიდენტო არჩევნებზე თორთლაძემ დამირეკა, მაშინ არ იყო ასე წყალწაღებული, მოვდივარ შენთანო. მთამსვლელი კაცია და ვაფასებ მე მთამსვლელობას. მოვიდა და მოჰყვა ხიდაშელის ქალი და გაჩეჩილაძე. სად დაწანწალობთ-მეთქი, ვკითხე.

ხალხში დავდივართო. ვაი თქვენს პატრონს-მეთქი, ვუთხარი, მაგ თქვენს ნაგროვებ ხმებს მოუყრის ერთად თავს მიშაიე და ჩეიყრის ყუთში. გაჩეჩილაძეს ვუთხარი მაშინ, რაის პრეზიდენტობა გინდა, ბიჭო, შენ-მეთქი. არაო, პრეზიდენტის პოსტი მინდა გავაუქმოო. მაგი მართლა კი არის გასაუქმებელი, არ გვყავს ჩვენ საპრეზიდენტო კაცი. ახლა კიდე ნოღაიდელიო, გაიძახის ყველა არხი.

რომელი ნოღაიდელია მაგი, ხომ ვერ მეტყვი, ბატონო პრეზიდენტო? მე რომ მეთქვა, მილიონები იშოვაო, მეტყოდი, დამტკიცება უნდა მაგასო, შენი პირით რომ თქვი, ჩემი პრეზიდენტობის დროს იშოვა მილიონებიო, რას მივაწეროთ მაგი? ამ დაქცეულ ქვეყანაში კაცმა მაგდენი იშოვა და რო გოუშვი, სად გოუშვი? ან ის უნდა დაგეჭირა, ან შენი თავი! გამოწველილ თხასავით რო იყურება და მოსკოვში რო დადის, ეტყობა, ის ანდაზა ახსოვს, "დათვი რომ მოგერევა, ბაბაია დაუძახეო", მე მაგ ანდაზას ჩემებურად დავუმატებ: "დათვი რომ მოგერევა, ბაბაია დაუძახე, მარა მამად არ გაიხადო".

პრეზიდენტი და პარლამენტი

გიჟები ბევრი ყოფილა და ბევრიც იქნება კიდევ, მაგრამ სათავეში კი არ უნდა დასვა ხელშეუხებლად? რომ გამოდიხარ, ხალხს უნდა ჰკითხო, როგორაა საქმე, ჩემო ხალხო, ვქენი რამე სასარგებლო თქვენთვის? ხო არ შემეშალა რამე? თარგამაძემ რომ მიახალა ცხვირ-პირში რაც სათქმელი იყო და სწორი კითხვები დოუსვა, გეეცი პასუხი? ამან, თარგამაძე აბაშიძესთან იდგაო, შენ ვისთან არ იდექი, მითხარი ერთი?!

რო მეუბნები, ეკონომიკა წინ მიდისო, მე აგერ ვხედავ, ბაზარში, რაცხა წინ მიდის ეკონომიკა, 70-თეთრიანი შაქარი 3 ლარი გახდა, რაფერ ფიქრობ, ვერ ვხვდები განსხვავებას 70 თეთრსა და 3 ლარს შორის?

ოკუპანტია რუსეთიო, გადეირია რუსი, კაცო, რაც გავჩნდი, მას მერე მეტი არაფერი მიკეთებია და ახლა მიხვდი შენო? რუსი შტერია თუ ჭკვიანი, დამპყრობლის ინსტინქტი მოჰყვება მაინც. გამოსავალი რა იქნება, ის მითხარი, თვარა რუსი რაცხაა, ვერ მასწავლი. დასავლეთი დემეხმარება ომშიო, ჩამიწყვიტა ანგელოზივით საჯიშე ბიჭები, დეგეხმარა? თუმცა კი დეგეხმარა, პუტინს უთხრა, არ ქნა მაგიო, პუტინმა თქვა - არა, უნდა ვქნაო. თუ უნდა ქნა, კაი მაშინ, მე ხელებში ხო არ გეცემიო. მოთავდა ამით შენი დასავლეთი.

ეუთოა თუ რაცხა ტატყანა ორგანიზაცია, საწყლად თხოვა, შემომიშვი ოსეთშიო, იმან არაო, კაი მაშინო, დეიხურა ქუდი და წევიდა სახლში. ბარსელონაში მიმიწვია იქაურმა ქართველებმა, დიდებული დახვედრა მომიწყვეს, 20 ათასი ქართველი ჩაწერილია იქ უკვე. ეკლესიას ვაშენებთო, გამახარეს, სალოცავიც ექნებათ მალე და რაფერ ფიქრობ, დაბრუნდება იგენი სახლში? რომ მომიწოდებ ქუდზე კაციო, სადაა ქუდზე კაცი? აქ ვინც დარჩა, ვიზები არ აქვთ, თორემ ესენიც გეიქცევა. ამნაირი პარლამენტი რო გყავს, არ გრცხვენია? დამტკიცებულია, ნორმალური ორი კაციც კი არ აზროვნებს ერთნაირად და ამ 150 კაცს რაფერ აქ ერთნაირი აზროვნება, ამიხსენით ვინმემ? რომ აწევ და დაწევ ხელს, არ უნდა თქვა, რატომ შვები ამას?!

დასავლეთი ჩვენ გვთვლის განვითარებად ქვეყნად. ეს რას ნიშნავს? გამოდის, არ ვართ განვითარებული. ახლა რომ ამბობ, შეცდომა იყო განათლების რეფორმაო, ვინც გიკარნახა ეგ რეფორმა, იმას თუ უთხარი მაგი? ვერ ხვდები, სხვანაირად რომ გვიყურებს უცხოელი? ჩვევები უნდა გასწავლოთო და გვასწავლის: ქვა არ უნდა ვისროლოთ და გამოსაჩენ ადგილას გინება არ უნდა ატეხოთო, ესაა ადამიანური ჩვევები და ამას მასწავლი? უმად ჭამდი შენ ნადირის ხორცს, მე რომ ვიცოდი მაგი ჩვევები.

არჩევნები

ცნობიერება რომ ვახსენე ზემოთ, მაგი ცნობიერება არჩევნებშია მთავარი. "ქართული აკადემია" იყო ჩემთან მოსული, მიმიწვიეს, ვეუბნები, ჯერ ცნობიერება უნდა დავამკვიდროთ ხალხში. ცნობიერება რომ არ გვაქვს, იმიტომაცაა, ის კაცი იმარჯვებს, ვინც შაქარს, ფქვილს და ზეთს არიგებს. ჩერჩილი ამბობდა: კი ვიცი არჩევნები რაცხა უბედურებაა, მაგრამ უკეთესი ჯერ არ მოუგონებიათო. დედაბერი რომ შევა არჩევნებზე და იკითხავს, სად ჩავაგდო, დია, აი ქაღალდიო, ასე გინდა კარგი არჩევნების ჩატარება?

შინაგან საქმეთა სამინისტროზე ცოდვას ვერ ვიტყვი, მართლა კი მუშაობს სხვაზე მეტად, მარა მაინც მაქ სასაყვედურო. ვანო შემხვდა ამას წინათ, რას შვები-მეთქი, ვკითხე. ვიჭერო. არ იცი შენ, ვინ უნდა დეიჭირო-მეთქი. ერთი ხუთი შენობა ვიცი, წამოდი და გადაადგი იმ შენობებს გალიები, ე, მაშინ იქნები კარგი დამჭერი-მეთქი. - გაეცინა, ჩემი შენობაც ხო არ შედის მაგაშიო.

ცუდ დღეშია ახალგაზრდობა, წიგნი არ უნდა არავის, ესაა ყველაზე დიდი საშინელება, კაცობრიობა რაც გაჩნდა, მას შემდეგ ფიქრობს, ტანი რაფერ შეიმოსოს, აგენმა ახლა დეიწყეს გახდა!

ფეხბურთი

მხოლოდ იმას გავყვირით მთელი 20 წელია, რა ეშველება ქართულ ფეხბურთსო. ვერ მიხვდით, რომ არაფერი ეშველება? 15 წლის ფეხბურთელი რომ იყიდება აზერბაიჯანში და რუსეთში, რაის ფეხბურთელს აღზრდი შენ? არის ქვეყნები, სადაც აკრძალეს 25 წლამდე ფეხბურთელის გაყიდვა, შენ რატო არ აკეთებ ასე? ამას წინათ დამპატიჟეს თბილისში, არველაძის გაცილებაა და წამობრძანდითო. სად თამაშობდა-მეთქი, ვიკითხე. ჰოლანდიაშიო. კი ყოფილა აბა გაცილებული და მეტი რაღა გაცილება უნდა-მეთქი.

"მოდელირებული იმედი"

მაგენისგან ყოველგვარ სისულელეს ველოდი, მაგრამ ამნაირს არა. გადარიეს ხალხი, კაცო. მაგი შეიძლებოდა ვინმეს პრეზიდენტის გარეშე გაეშვა ეთერში? ჯერ ერთი, ჟურნალისტი ვერ ისულელებდა მაგდენს, მიშაიეს ტვინი ურევია მაგაში, ამდენი ხანია ვფიქრობ, რატო გააკეთეს და ვერ მივხვდი, ანდა რაფერ მივხვდები, ჭკვიანი რომ აკეთებს რამეს, შემიძლია რაცხა დასკვნა გავაკეთო და ვიფიქრო: ჭკვიანია და შეიძლება ასე იფიქრა და ასე უნდა თქვას შეფარვითო, მაგრამ გიჟი რას აკეთებს, რაფერ გინდა გეიგო?! ნაპოლეონი რო იბრძოდა, ყველაზე მეტად ეშინოდა სულელი სარდლების, ჭკვიანის ნაფიქრს გამოვთვლი, სულელი კი რას იზამს, რა ვიცი მეო და არ უპირისპირდებოდა ის კაცი. დღევანდელ ტელევიზიებს არ უნდა უყურო, თვარა სახლს ვერ მიაგნებ.

დამიფარა ღმერთმა და მე არ მიყურებია მაგ სისულელისთვის. რას ერჩიან ამ გასაცოდავებულ ხალხს? ვინც მაგი გააკეთა, ტელევიზიაში უნდა ამუშავო კი არა, ტელევიზორს არ უნდა აყურებიო. ნოღაიდელი და ბურჯანაძე რას იზამს, რა ჩემი საქმეა? ეგ თქვენ გაარკვიეთ ჩუმად, მე რას მზაფრავ? ხომ ვამბობ ზევით, დაღუპულები და განწირულები ვართ, გიჟები კი არიან აგერ ხონში, მაგრამ არავის არაფერს უშავებენ, აგენი გვღუპავს და კაცი არაა პატრონი. გამევიდა ვინცხა უცხოელი და გვირჩია, ფსიქოლოგები მიიყვანეთ ხელისუფლებაშიო, რად მინდა მაგის რჩევა, მე არ ვიცი რა მჭირს? ფსიქოლოგი კი არაა მაგენთან მისაყვანი, მაგენია ფსიქიატრიულში მისაყვანი.

პატივისცემით, გვერდის რედაქტორი
ოტია იოსელიანი
kote-1962
10-05-2010
რატომ ჩამოვიდა საქართველოში FBI-ის შეფი

"დაცვის სამსახურის მიზანმიმართული დასუსტების გამო სააკაშვილს საფრთხე ემუქრება!"

ამერიკის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ხელმძღვანელის, რობერტ მიულერის ჩამოსვლამ საქართველოში დიდი ინტერესი გამოიწვია. მისმა კონფიდენციალურმა შეხვედრებმა ქართველ მაღალჩინოსნებთან დახურულ ვითარებაში ჩაიარა, მაგრამ "საიდუმლო" ინფორმაციამ კულუარებიდან მაინც გამოჟონა. "კვირის პალიტრას" მიხეილ სააკაშვილის დაცვის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, ვასილ გიგოლაშვილმა სკანდალური ინფორმაცია მიაწოდა.
ჩვენს რესპონდენტს სადაზვერვო განათლება აშშ-ში აქვს მიღებული, ის აშშ-ის საიდუმლო სამსახურის სკოლის კურსდამთავრებულია:

- ეჭვი არ მეპარება, რომ მიულერს ყველაზე საინტერესო შეხვედრა სწორედ ვანო მერაბიშვილთან ჰქონდა, სადაც მეტად მნიშვნელოვან პრობლემატურ საკითხებზე ისაუბრებდნენ. სავსებით შესაძლებელია, საქართველოში მისი ვიზიტი აშშ-ში იარაღის უკანონო შესყიდვებთან მიმდინარე გამოძიებას უკავშირდებოდა. ჯერ კიდევ 2005 წელს, როცა მე სახელმწიფო დაცვის სამსახურში მნიშვნელოვანი პოსტი მებარა, ჩემი ამერიკელი მეგობრებისგან ასეთი ინფორმაცია მივიღე:

"იარაღით ვაჭრობასთან დაკავშირებული სკანდალი მწიფდება და მასში საქართველოს მაღალჩინოსნები არიან გარეული". მაშინ ერთ-ერთმა ქართველმა ჟურნალისტმაც გაიგო ეს ამბავი და მშვენივრადაც გააანალიზა ყველაფერი. სასწრაფოდ ვთხოვე, თემა დაეკონსერვებინა და მან პირობა შეასრულა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ აშშ-ში ეს ინფორმაცია არ გახმაურებულა,…ეგ იყო, იმხანად საქართველოში ამ თემაზე საჯაროდ არავინ ლაპარაკობდა. დაინტერესებულ პირს ამერიკულ საიტებზე ახლაც შეუძლია იპოვოს სკანდალური მასალა, რომელიც ჩვენთვის სასიამოვნო ნამდვილად არ არის.

გავითვალისწინოთ ისიც, რომ იმ პერიოდში საქართველო აშშ-ის ადმინისტრაციის ძლიერი მხარდაჭერით სარგებლობდა და ქართული მხარის დიდი ძალისხმევით "უხერხული ვითარება" როგორღაც დარეგულირდა. მოგვიანებით იყო იარაღით სავსე გემის აღმოჩენის გამო ატეხილი სკანდალიც, სადაც ასევე ქართველები იყვნენ გარეული. შესაძლოა, მას შემდეგ ამ ყველაფერს ახალი ფაქტებიც დაემატა, მაგრამ ჩემთვის ეს უცნობია და ვერ ვისაუბრებ.

მსოფლიოში გეოპოლიტიკური ვითარება შეიცვალა, აშშ-ს ჰყავს ბუშისაგან განსხვავებული პრეზიდენტი, რომელმაც რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკა დაიწყო. ფაქტია ისიც, რომ გავლენის სფეროების ხელახალ გადანაწილებაში ევროპაც და აშშ-ც რუსეთს ანგარიშს უწევენ. ასე რომ, შესაძლებელია, იარაღთან დაკავშირებული სკანდალი, რაც ადრე ოფიციალურმა თბილისმა საგულდაგულოდ მიჩქმალა, ძიების დროს ისევ წამოტივტივდეს.

- თქვენ სააკაშვილის დაცვის უფროსის მოადგილე იყავით. რომელიმე შემთხვევას ხომ ვერ გაიხსენებთ, როცა მის უსაფრთხოებას საფრთხე შეექმნა?
- დიახ, მე ვხელმძღვანელობდი სააკაშვილის დაცვით ღონისძიებებს. ბუშის საქართველოში ჩამოსვლის წინ ამერიკელებმა მოითხოვეს, აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად მომემზადებინა პერიმეტრი, სადაც უნდა ჩატარებულიყო ღონისძიება. მას შემდეგ დაიწყო ჩემი კონფლიქტი ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელთან, რომლებიც დავალების შესრულებისას, ნებსით თუ უნებლიეთ, ხელს მიშლიდნენ. მაგალითად, როცა მერიის ძველი შენობა გავაკონტროლეთ და დასალუქად მოვამზადეთ, გიორგი არველაძემ, რომელიც მაშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი და პარლამენტარიც იყო, შენობაში სტუდენტები შემოიყვანა.

ამის გამო წავკამათდით კიდეც. შემდეგ აბსოლუტურად იზოლირებული მქონდა მერიის მიმდებარე ტერიტორია და სამი დღე-ღამის განმავლობაში არ დამიტოვებია. სწორედ იმ ადგილიდან, სადაც ადრე შადრევანი იყო და ახლა წმინდა გიორგის სკულპტურა დგას, ვხელმძღვანელობდი ყველაფერს. იმ დღეებშივე მომივიდა შეხლა-შემოხლა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსა და დაცვის სამსახურის უფროსთანაც, რომელიც თანახმა იყო, პოლიცია შემოსულიყო უსაფრთხოების პირველ და მეორე წრეებში და დაცვის სამსახურთან ერთად გაეკონტროლებინა პერიმეტრი.

მე წინააღმდეგი ვიყავი, რადგან როდესაც ორ სხვადასხვა სტრუქტურას ევალება უსაფრთხოების გაკონტროლება, გაუგებრობები გარდაუვალია. განსაკუთრებით კუდ-ისა და სოდ-ის წარმომადგენლები აქტიურობდნენ პერიმეტრზე შემოსასვლელად. ბოლოს სპეციალური დაცვის სამსახურის უფროსმა მითხრა, რომ პოლიციამ ჩემი გათავისუფლება მოითხოვა და მე აღარ მევალებოდა პრეზიდენტების უსაფრთხოების გაკონტროლება. მაშინვე ვთქვი, თუ რამე მოხდება, პასუხს მე არ ვაგებ-მეთქი. როცა საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა იწყებოდა თავისუფლების მოედანზე, სწორედ მაშინ გამათავისუფლეს მოვალეობისგან.

მერე იპოვეს რუსული ტიპის ხელყუმბარა, რომელიც თითქოს ისროლეს და არ აფეთქდა და ა.შ. თუმცა მანამდე უსაფრთხოების ისეთი ღონისძიებები იყო გატარებული, არ შეიძლებოდა, ეს მომხდარიყო...

- მაშ რა მოხდა სინამდვილეში?
- გეტყვით იმას, რაშიც აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. საიდანაც პოლონელმა ჟურნალისტმა გადაუღო არუთინიანს ფოტო, სწორედ იმ ადგილას ვიჯექი. ჩემ გვერდით ისხდნენ აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელი და სხვა ამერიკელი მაღალჩინოსნები, ე. ი. მთელი "ამერიკული მანქანა" და გამორიცხული იყო, ჩვენ ცხვირწინ რამე მომხდარიყო. მეტიც, ამერიკული ფარული კამერები იღებდა ყველაფერს და ყველაფერზე ამომწურავი, დეტალური ინფორმაცია იყო.
მერწმუნეთ, რასაც ახლა ვამბობ, სკანდალურიც კი არის. ამერიკელებმა მთხოვეს, საიდუმლოდ დარჩენილიყო და ამიტომაც ვიდეომასალის შინაარსს ვერ გავახმაურებ. შესაძლოა, დადგეს დრო, როცა თავად გაამჟღავნებენ ყველაფერს.

- პოლონელმა ჟურნალისტმა ხომ გადასცა თავისი გადაღებული მასალა ხელისუფლებას, იქ არ იყო ხელყუმბარის სროლის ფაქტი?
- პოლონელმა ჟურნალისტმა მხოლოდ არუთინიანის ფოტო გადასცა. ეს იყო და ეს. თქვენ სწორად მიხვდით, ფაქტია, რომ ხელყუმბარის სროლის ამსახველი მასალა არავის გამოუქვეყნებია(!).

სხვათა შორის, იმის გამო, რაც მოხდა, ჩემთვის არავის უსაყვედურია. შესაძლოა, მათ, ვისაც ღონისძიების ჩატარებისას დავუპირისპირდი, მაშინვე უნდოდათ ჩემი გათავისუფლება, მაგრამ ბოლო მომენტამდე ვერ მოახერხეს. ალბათ, იმიტომ, რომ ღონისძიების მერე აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებმა საიდუმლო სამსახურის საპატიო თანამშრომლის წოდება გადმომცეს.

თანამდებობიდან ოფიციალურად მოგვიანებით, 2006 წელს გამათავისუფლეს, უმიზეზოდ. მხოლოდ მითხრეს, შენს თანამდებობაზე სხვა დაინიშნაო.

- დღეს რამდენად არის პრეზიდენტ სააკაშვილის უსაფრთხოება დაცული?
- პრეზიდენტი საკმაოდ ხშირად ცვლის დაცვის წევრებს. ბოლო ორ თვეში პრეზიდენტმა 5 თუ 6 დაცვის უფროსი ერთიმეორის მიყოლებით გამოცვალა. დაცვის წევრების ხშირი ცვლა პრეზიდენტის უსაფრთხოებისთვის კარგი არ არის. 2000 წლამდე პრეზიდენტს დაცვის ძლიერი სამსახური ჰყავდა, ამერიკული პრინციპით, ნაძვის ხესავით იყო აწყობილი. შემდეგ ეს სისტემა თანდათან დაიშალა, ღერძი გამოეცალა...

დაცვის სამსახურში პრობლემა პირველად მაშინ გაჩნდა, როდესაც ჟვანია გარდაიცვალა. ამან მიგვანიშნა, რომ შიგნით უკვე ცუდად იყო საქმე.

როგორც წესი, დაცვა პოლიტიკური ნიშნით ან შეხედულებისამებრ არ უნდა შეირჩეს. ალბათ, გახსოვთ, შევარდნაძეს თავის დაცვაზე ზემოქმედება არ შეეძლო, ახლა კი დაცვის მუშაობაში ყველა ერევა, იქნება პრეზიდენტის ადმინისტრაცია თუ პოლიცია.

დასასრულ, დაცვის სამსახურის მიზანმიმართულად დასუსტების გამო საქართველოს პრეზიდენტის უსაფრთხოებასაც ბევრი რისკის შემცველი ფაქტორი ემუქრება. მათ შორის ერთ-ერთი, შესაAძლოა, არჩევნების შემდეგ შექმნილი ვითარება გახდეს. როგორც ვიცი, აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს განსჯის საგანი ესეც იყო.

ვანო მერაბიშვილისა და რობერტ მიულერის შეხვედრაზე "კვირის პალიტრას" ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძეც ესაუბრა:

- ის, რომ სამხრეთ კავკასიაში ყველაფერი რიგზე არ არის და ესკალაცია ყოველწლიურად ხდება, ძველი ამბავია, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს წარმომადგენლისა და შს მინისტრის საუბრის თემა ესეც უნდა ყოფილიყო.

სხვათა შორის, ძალიან მენიშნა იულია ლატინინას სიტყვები, რომ თქვა, შარშან ობამამ ომს გადაარჩინა საქართველოო. მე არ ვიცი, რას გულისხმობდა ლატინინა, მაგრამ რუსეთი რომ ყოველი გაზაფხულის მოახლოებისთანავე კონფლიქტის ესკალაციას ცდილობს, ფაქტია. შარშან, როგორც ჩანს, მან მიზეზი ვერ იპოვა - წელს კი კარგი მიზეზი აქვს, - გამოიყენოს ის პოლიტიკური დაპირისპირება, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არჩევნების შემდეგ იქნება.

რუსეთის მიზანი საქართველოზე საბოლოოდ გავლენის დამყარებით აზერბაიჯანის ენერგომატარებლებზე კონტროლის მოპოვებაა. მას უნდა ევროპის მთავარი მომმარაგებელი იყოს, აშშ-ს კი უნდა, ამას ხელი შეუშალოს. სწორედ ეს იქნებოდა ერთ-ერთი სალაპარაკო თემა. ამასთან, საუბარი უნდა ყოფილიყო იარაღის კონტრაბანდაზეც, რის გამოც 20 კაცზე მეტია დაკავებული აშშ-ში. მათ შორის არის რამდენიმე ძალიან მაღალი რანგის ჩინოვნიკი და სავსებით შესაძლებელია, კვალი საქართველოსკენაც მოდიოდეს. რამდენადაც ვიცი, ქართველებიც არიან ჩართული იარაღის კონტრაბანდაში.

შეხვედრისას აუცილებლად იქნებოდა ლაპარაკი იმაზეც, რომ ომის შემდეგ დიდძალი იარაღი გავიდა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან ჩრდილო კავკასიისკენ, მაგრამ რუსებმა ამ კონტრაბანდის მარშრუტი გადაკეტეს. მოსკოვის ტერაქტების მერე ეს თემა გახმაურდა კიდეც აზერბაიჯანის მედიაში. ასე რომ, ასეთი ტიპის კონტრაბანდაზეც იქნებოდა ლაპარაკი და ისეთზეც, რომელიც საერთაშორისო ტრასებზე ხდება.

ეკა ასათიანი
civil.ge
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პირდაპირ ეთერში მერობის ხუთ ძირითად კანდიდატს შორის დებატებს 8 მაისს უმასპინძლა.

View the full article
kote-1962
„საყოველთაო ნაციონალური მოლხენა“ ნაცმოძრაობის და დიდუბის საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა მონაწილეობით

„ეროვნულმა ფორუმმა“ ნაცმოძრაობის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მორიგი ფაქტი გამოავლინა. ამჯერად საქმე საარჩევნო კომისიების წევრთა მოსყიდვას ეხება. ნორმალურ ქვეყანაში ამას დიდი სკანდალი და შესაბამისი რეაგირებაც მოყვებოდა, მაგრამ საქართველოში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე დეკლარაციებს მხოლოდ ფორმალურად, საერთაშორისო ორგანიზაციების თვალის ასახვევად რომ იღებენ, ამას ყველა ის ფაქტი მოწმობს, რომელიც დღემდე დაფიქსირდა და რეაგირების გარეშეც დარჩა.

ახლა კი იმ „ნაციონალური თავყრილობის“ შესახებ მოგითხრობთ, რომლის გადაღებაც ჩვენი პარტიის წევრებმა შეძლეს.

ა.წ. 29 აპრილის საღამოს მივიღეთ ინფორმაცია, რომ ნაციონალური მოძრაობის დიდუბის მაჟორიტარი კანდიდატის, გიორგი ჩაჩანიძის ინიციატივით, ამ რაიონის ნაცმოძრაობას საოლქო და საუბნო კომისიების თავმჯდომარეები, მოადგილეები, მდივნები და რიგითი წევრები კულტურულ ღონისძიებაზე - კონსერვატორიაში ანსამბლ „ფესვების“ ერთდღიან კონცერტზე ჰყავდა დაპატიჟებული. ჩვენი გადამღები ჯგუფი იქ იმ დროს მივიდა, როცა კომისიის წევრები კონსერვატორიაში შედიოდნენ. იქვე, შენობის გვერდით შესასვლელთან ჩამწკრივებულიყო ყვითელი ავტობუსები.სწორედ ამ ავტობუსების მეშვეობით უნდა გადაეყვანათ კომისიის წევრები ე.წ. მეორე განყოფილებაზე - ბანკეტზე, რომელიც, მიღებული ინფორმაციის თანახმად, დიღომში, ელიაშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორან „თბილისში“ უნდა გამართულიყო.

კონსერვატორიაში შესვლა გამკაცრებული იყო - იქ მხოლოდ მოსაწვევიან სტუმრებს უშვებდნენ, თუმცა, ჩვენმა წარმომადგენელმა დარბაზში შეღწევა რამდენიმე მცდელობის შემდეგ მაინც შეძლო. დარბაზი გადაჭედილი დაგვხვდა, „ფესვების“ კონცერტი „ანშლაგით“ მიდიოდა. ლოჟაში საპატიო სტუმრებსაც მოვკარით თვალი, მათ შორის, თბილისის ვიცე-მერი და ამჟამად ნაცმოძრაობის მაჟორიტარი კანდიდატი მთაწმინდის რაიონში მამუკა ახვლედიანიც იყო.
აღმოჩნდა, რომ კონცერტზე მხოლოდ „ფესვები“ არ მღეროდა (თუმცა, აფიშაზე მხოლოდ ის იყო მითითებული). სცენაზე ახალგაზრდა ვოკალისტი კონცერტის წამყვანმა ასე წარადგინა: სხვათა შორის, ის გიგი უგულავას გაზრდილიაო. ამ განცხადებას დარბაზში მქოხარე ოვაცია და ტაშისცემა მოჰყვა.

კონცერტის დასრულების შემდეგ ამ ადამიანებმა რესტორან „თბილისში“ გადაინაცვლეს და კარგადაც მოილხინეს. რესტორანში, რომლის დარბაზიც „ნაცმოძრაობას“ და მის მეგობარ საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებს დახურული ჰქონდათ, მალევე მიბრძანდა სახელმწიფო მინისტრი გიორგი ბარამიძე, რომელიც პარლამენტის წევრობისას სწორედ დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატი იყო.

ახლა კი იმ ადამიანებს გაგაცნობთ, რომელთა იდენტიფიკაციაც ჩანაწერის მეშვეობით შევძელით და რომლებიც, საარჩევნო კოდექსის თანახმად, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ თანამდებობიდან: ივანე ბურდული - დიდუბის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი ლასხიშვილი - დიდუბის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, თინა ნათენაძე - დიდუბის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი, ნესტან ფორაქიშვილი - დიდუბის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი, სოფიო ბაღდავაძე - დიდუბის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი, ლალი გეფერიძე - დიდუბის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი, ნაზი ნადირაძე - დიდუბის მე-4 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ირმა კურატიშვილი - დიდუბის 48-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მურმან გამისონია - დიდუბის 28-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

ეს ადამიანები საარჩევნო კომისიებში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დანიშნა. ისინი საჯარო მოხელეები არიან. საარჩევნო კოდექსით, ამგვარი ქმედება პირდაპირ ნიშნავს არჩევნებში მონაწილე სუბიექტის, ამ შემთხვევაში, ნაციონალური მოძრაობის მხირდან კომისიის წევრების მოსყიდვას, ხოლო საჯარო სამსახურის შესახებ კანონით, საოლქო და საუბნო კომისიის წევრებს ეკრძალებათ ისეთი შეთავაზების, სარგებლის ან მომსახურების მიღება, რამაც, შესაძლოა, გავლენა იქონიოს მათ სამსახურებრივ საქმიანობაზე.

ორივე დარღვევა სახეზეა და იმას, რომ ამ თავყრილობაში მონაწილეობას იღებდნენ, თავად საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებიც არ უარყოფენ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, თუ მას მართლაც აქვს პრეტენზია, რომ თავისუფალი არჩევნების გარანტია ქვეყანაში, მინიმუმ საკუთარი ადმინისტრაციის წევრთა პასუხისმგებლობის საკითხი მაინც უნდა დააყენოს და საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების ყველა ის წევრი უნდა მოხსნას, ვინც „საყოვლეთაო ნაციონალურ მოლხენაში“ მიიღო მონაწილეობა. იქვე, იმავე ცესკომ, უნდა განიხილოს ნაცმოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების - გიორგი ჩაჩანიძისა და მამუკა ახვლედიანის საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნის საკითხიც. ნორმალურ და დემოკრატიულ სახელმწიფოში კი თავად კანონდამრღვევ საარჩევნო სუბიექტსაც ზედ მიაყოლებდნენ.

რაც შეეხება თავყრილობის კიდევ ერთ მონაწილეს, გიორგი ბარამიძეს. ალბათ, გახსოვთ, გასულ კვირას პრემიერ-მინისტრი გილაური კატეგორიულად აფრთხილებდა თავისი კაბინეტის წევრებს, ხელი არაფერზე წაგიცდეთო, მანამდე პარლამენტის თავმჯდომარე ბაქრაძეც დაიქადნა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისთვის ყველა ჩინოვნიკს დავსჯითო. ჰოდა, საინტერესოა, რა ზომებს მიიღებენ ბატონი ბარამიძის მიმართ, რომელმაც „კვირის რეპორტაჟის“ ჟურნალისტთან საუბარში არ უარყო, რომ ამ სუფრას მასთან ერთად საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეებიც ესწრებოდნენ.

დააჭირეთ აქ და ნახეთ სიუჟეტი.


http://forumi.ge/index.php?option=com_cont...&Itemid=177
kote-1962
დიტო გელოვანი: ცეცხლი 10 თეთრი, ნავთი 5 თეთრი, გინება უფასო

[დიტო გელოვანი. ის, რაც ხდებოდა წინა კვირაში,

„ვერსია“]


„რატომ არ დავლიეთ დილით, რატომ არ დავურტყით პატარა“ - იყვირა უცებ დაბალმა და მაღალს მუცელში ატაკა თავი. მაღალმა ცალი ხელი ქეჩოში ჩასჭიდა, მეორე ხელი კი მოუქნია და ლოყაში ხეთქა. მერე ისევ დაარტყა და ამ დროს ვიღაც გამწარებული დაეძგერა - „ვის ურტყამ, ვის ურტყამ, შე...“ ჩხუბის ეშხში შესულმა მაღალმა არტუროსაც გაულაწუნა და მაშინვე, საშინელი ყვირილით - „მამი, მარჩენალო, მამი!“ - ნორჩი ჯანჯაკომო ქამოქანდა. არეულობით ყველამ ისარგებლა და ვისაც ვისი ჯავრი ჰქონდა, ერთმანეთს დაერივნენ და დიდი, მასობრივი, გრანდიოზული ჩხუბი გაიმართა... მერე ყველაფერი აირია, დიდი უცნაური ამბავი მოხდა – თითოეული მათგანი ყველა დანარჩენის წინააღმდეგ ჩხუბობდა, განურჩევლად ყველას სცემდნენ...
(გურამ დოჩანაშვილი, „სამოსელი პირველი“)

ერთმა სირმა დაჯღაბნა რაღაც სირობა და მივიდა მეორე სირთან – დამიბეჭდეო. დაუბეჭდა – ამ ქვეყანაში ყველაზე დიდი ფული სირობებში კეთდება. მესამე სირმა გაუკეთა პრეზენტაცია. რამდენიმე სირმა ეს სირობა წაიკითხა და ჩათვალა, რომ სწორედ ეს არის თავისუფლება, სხვა სირებმა გაიგეს ეს ამბავი და მიუვარდნენ. ატყდა ჩხუბი და ერთმანეთს სულ სირები ეძახეს, რაშიც ორივე მხარე მართალი იყო. მერე, გაიმართა პირდაპირი ეთერი. სირები იქაც მივარდნენ და მორიგი სირობა მოაწყვეს. დაიწერა უამრავი სირული რეპორტაჟი. არადა, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ერთმა სირმა რაღაც დაჯღაბნა, მეორემ დაბეჭდა, მესამემ კი პრეზენტაცია მოუწყო.

შეიძლება ითქვას, რომ სირებმა მიზანს მიაღწიეს. მჯღაბნელ სირს დაერქვა „ახალგაზრდა, სკანდალური მწერალი“; მბეჭდავმა ორი კაპიკით მეტი მოიპოვა; მესამემ კი დასვა კითხვა - „თავისუფლება სირობაა, თუ სირობაა თავისუფლება“. ზოგი ამბობს, თავისუფლება არის სირობაო, ზოგი იძახის, თუ სირი არ ხარ, თავისუფალი ვერ იქნებიო. ანუ, იმ მესამე სირმა – პრეზენტატორმა – წამოიწყო აკადემიური დისკუსია, რაც მის კანტორას მეტ წონას შემატებს პინგვინებისა და მათი მშობლების თვალში.

ყველაფერი იმით დაიწყო-მეთქი, მაგრამ არც მთლად მასეა საქმე. ყველაფერი მოდელირებული „ქრონიკით“ დაიწყო. სამი კვირა ეგ ეყოთ სალაპარაკოდ – ვინ გააკეთა, რატომ გააკეთა, როგორ გააკეთა... რას, სად და როგორ იმსახურებს... ავი ზრახვით მოუვიდათ, თუ – სირობით... საქართველოს ისტორია ორ ნაწილად გაიყო – მოდელირებულ „ქრონიკამდე“ და მოდელირებული „ქრონიკის“ შემდეგ. ეს იყო გასულ კვირამდე. გასულ კვირაში ჩვენი ისტორია კიდევ უფრო დანაწევრდა – ფარნავაზიდან მოდელირებულ „ქრონიკამდე“, მოდელირებული „ქრონიკიდან“ „საიდუმლო სირობამდე“ და „საიდუმლო სირობიდან“ დღემდე, ხვალამდე და, როგორც მინიმუმ, 30 მაისამდე, ანუ არჩევნებამდე. ჰო, კიდევ, იყო დისკუსიები იმის შესახებ, უნდა გამოცხადდეს თუ არა 6 მაისი პოლიციის დღედ.

ასეა თუ ისე, ის ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს პოლიტიკოსებს და პოლიტიკურ ოპოზიციას უწოდებენ, საუბრობენ ყველაფერზე - პოლიტიკის გარდა, ყველაფერზე - არჩევნების გარდა. „კავკასიაში“ მომხდარი სირობა კიდევ რამდენიმე დღე ეყოფათ სალაპარაკოდ და შემდეგ სხვა თემებზე გადაერთვებიან. თემები ბევრია – ამ ქვეყანაში უამრავი სირობა ხდება.

ყოველ შემთხვევაში, ერთი რამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას. ის ბიჭი, სირობის ავტორი, მიზანმიმართულად და მეთოდურად ახორციელებს თავის გეგმას – მოიპოვოს დევნილის სტატუსი და იცხოვროს ლაღად, ბედნიერად და მუქთად რომელიმე ისეთ ქვეყანაში, სადაც ყველა გამოკითხვებით ბრიტნი სპირსი პირველ ადგილზეა, ხოლო ჯენის ჯოპლინი ასეულშიც არ შედის.

და, მაინც, ვფიქრობ, რომ კითხვა - „თავისუფლება სირობაა, თუ სირობაა თავისუფლება?“ - არის ლეგიტიმური კითხვა, რადგან ჩვენში თავისუფალი მხოლო ის არის, ვინც ხელისუფლებაშია ან ხელისუფლებასთან არის დაახლოებული. 20-წლიანი გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ხელისუფლებაში მხოლოდ სირობით მოდიან. არა მხოლოდ საკუთარი სირობით. გადამწყვეტი მნიშვნელობა, საბოლოო ჯამში, მაინც ამომრჩევლის სირობას ენიჭება. სირობას, ვირობას...

გასულ კვირაში ხმა გავრცელდა, ძმებმა გაჩეჩილაძეებმა რესტორანში იჩხუბესო. ეს ხმები მაშინვე უარყო გოგა ხაინდრავამ – რა ჩხუბი, რის ჩხუბი?! მაგრად ვიქეიფეთ, სერიოზული დრო გავატარეთ, ვიცინეთ, ვიხითხითეთ, ვილაღობეთ და ვიგალობეთო. მოკლედო, ეგეთი დრო კარგა ხანია არ მიტარებიაო. ამას იმიტომ ვყვები, რომ იმ დროს, როცა გოგა ხაინდრავა ბადექონში შემწვარ ღვიძლს მიირთმევდა, საქართველოს მოქალაქეები ქვეშ ისვრიდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც სააკაძის მოედნიდან პოლიციის მთავარი სამმართველოსკენ დაგეგმილი მსვლელობა ხალხის სიმცირის გამო ჩაიშალა, როგორც მითხრეს, ხაინდრავამ სულ „ჩასვრილები“ ეძახა იმ ხალხს, ვინც სააკაძის მოედანზე არ მივიდა.

იმ ღამეს ზვიად ძიძიგური სახლში მთვრალი დაბრუნდა და საფიქრებელია, რომ ბოღმიან ვახტანგურებს ხაინდრავასთან ერთად მიირთმევდა. ღვინოს, რა თქმა უნდა, ცვრიან მწვადებს აყოლებდნენ. ანუ: ერთმა ჩასვრილმა სუფრა გაუწყო, მეორე ჩასვრილმა ღვინო ჩამოუსხა, მესამე ჩასვრილმა მწვადი შეწვა, მეოთხე ჩასვრილმა ყანწები შემოუტანა... სკამებზე იდგნენ და ისე ამბობდნენ ჩაუსვრელების, ანუ საკუთარ სადღეგრძელოს. შემდეგ, ჩასვრილმა დამლაგებლებმა სუფრა აალაგეს, ხოლო ჩასვრილმა ტაქსისტებმა ჩაუსვრელი კლიენტები სახლებში ჩამოარიგეს. სუნი იდგა, მაგრამ მაინც მაგარი დრო გაატარეს. დილიდან დაღლილები იყვნენ...

აქცია დილიდან დაიწყო. ვანო მერაბიშვილს პოლიციის აღლუმს არ ჩავატარებინებთო. იქით აღლუმი ტარდებოდა, აქეთ ქვებს ისროდნენ. აღლუმი ჩატარდა, დადგა ჟამი ქვათა შეკრებისა.

კითხვა: რა სარგებლობა მოაქვს მოდელირებულ „ქრონიკას“, პოლიციის აღლუმს და „საიდუმლო სირობას“?
პასუხი: პოლიტიკოსებს აძლევს საშუალებას, ისაუბრონ ყველაფერზე პოლიტიკის გარდა.

კითხვა: რა სარგებლობა მოაქვს მამალს?
პასუხი: ჩინჩლავს.

კითხვა: რა სარგებლობა მოაქვს მიშას?
ნიუს-პასუხი: «საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კოსტა-რიკაში, სან-ხოსეში კოსტა რიკის პრეზიდენტის ლაურა ჩინჩილა მირანდას ინაუგურაციას დაესწრო. მიხეილ სააკაშვილი იყო ერთადერთი პრეზიდენტი, სამხრეთ ამერიკის ქვეყნების პრეზიდენტების გარდა, ვინც ინაუგურაციაზე იყო მიწვეული. საქართველოს პრეზიდენტი კოსტა რიკის ახალ პრეზიდენტთან, ჰონდურასისა და გვატემალას პრეზიდენტებთან და სხვა სახელმწიფო მეთაურებთან საქმიან ვახშამზე იყო მიწვეული. შეხვედრებისას პრეზიდენტებს შორის საუბარი ესპანურ ენაზე მიმდინარეობდა. გვატემალას პრეზიდენტი ახლახან იმყოფებოდა მოსკოვში, სადაც მას სამხრეთ-ოსეთისა და აფხაზეთის აღიარება სთხოვეს. ქართული დელეგაცია ასევე იმყოფებოდა სამხრეთ ამერიკის რეგიონში დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების მიზნით. როგორც ცნობილი გახდა, საქართველოს საელჩოები ბრაზილიასა და მექსიკაში გაიხსნება“.

ახლავე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ საელჩოები აუცილებლად გაიხსნება. საელჩოები ყველგან გაიხსნება, სადაც კარგად ჭამენ და კარგად ჩინჩლაობენ. საელჩოებს გახსნის მიშა და შემოწმების მიზნით ხშირ-ხშირადაც ჩააკითხავს. არ ვიცი, როგორ გამოიყურება ლაურა ჩინჩილა მირანდა. როცა ვნახავ, მაშინ გეტყვით, გაიხსნება თუ არა საქართველოს საელჩო კოსტა რიკაში და მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ გავცეთ პასუხი კითხვას - „რა სარგებლობა მოაქვს ჩინჩილას“.

კოსტა რიკამდე მიშა ვატიკანში იმყოფებოდა. კაცმა რომ თქვას, მიშას სულაც არ ეხატება გულზე ანაფორიანი ხალხი, მაგრამ ბენზინი უთავდებოდა და სადმე ხომ უნდა დამჯდარიყო? თან, ვინ მიიღებდა სასულიერო პირის გარდა? ბენედიქტე რომელიღაცა მიშას მამაშვილურად არიგებდა, ხოლო მიშა, როგორც სჩვევია, ჩუმად ქირქილებდა, წირვაზე როგორ დაგეძინაო. ეგეთია მიშა – მაკვარანცხი.

ერთი მაკვარანცხული ამბავი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შეეხება. 30 მაისის არჩევნებში ამომრჩევლების მარკირება ინდური სითხით მოხდება. როგორც ცესკოში აცხადებენ, სითხე იქნება ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო. აი, თურმე, რატომ გვაჭმევდნენ ამდენ ხანს ინდურ ხორცს. ახლა, როცა მსოფლიო ჩემპიონატი ახლოვდება, უკვე ვხვდები, რატომ გვაჭმევდნენ ბრაზილიურ ხორცს – ბრაზილიას რომ ვუქომაგოთ. საელჩოსაც იმიტომ ხსნიან. თუმცა ჩემზე ეგეთი რამეები არ მოქმედებს. ჰოდა, ეგეთი რაღაცეები რომ არ მოქმედებს, ე.ი. ინდურმა სითხემ შეიძლება რაღაც საზიზღრობა შემყაროს და ახლა ვზივარ და ვფიქრობ, წავიდე არჩევნებზე თუ არ წავიდე. ინდური სითხე, თორემ სხვა მხრივ ყველაფერი წესრიგშია – იდეოლოგიურად გამართული პოლიტიკური ორგანიზაციები, პოლიტიკურად გაწონასწორებული ლიდერები, ერისა და ქვეყნის სიყვარულით გაჟღენთილი საარჩევნო პროგრამები, სიყვარული, ურთიერთპატივისცემა, სისუფთავე და სიმეტრია. კინაღამ გამომრჩა წარსულის პატივისცემა და ასაკოვანი ხალხის დაფასება.

ასაკოვანი ხალხის დაფასების მაგალითი თარგამაძის დაჯგუფებამ მოგვცა, რომელმაც ვანის რაიონში დეპუტატობის კანდიდატად 95 წლის მოხუცი, მიხეილ ხარძეიშვილი დაასახელა. ბატონი მიხეილ ხარძეიშვილი ბატონ გიორგი თარგამაძის ძველი და ერთგული თანამებრძოლია. მისი საარჩევნო ლოზუნგია „გაზი 10 თეთრი, დენი 5 თეთრი, წყალი უფასო“. ასევე, ბატონი მიხეილ ხარძეიშვილი ვანელებს პირდება ვანიდან ევროკავშირის წევრ ერთ-ერთ ქვეყანაში გატაცებული ოქროს საწმისის დაბრუნებას. „როდესაც იაზონი თავისი „არგოთი“ ვანს მოადგა, უკვე კარგად შეღერებული ჭაბუკი ვიყავი, მაგრამ უფროს-უმცროსობის კოლხური წესი უფლებას არ მაძლევდა ჩავრეულიყავი. ეს რომ არა, ოქროს საწმისი დღემდე ვანში იქნებოდა“ - ამბობს 95 წლის ბ-ნი ხარძეიშვილი, რომელიც სათუთად ინახავს ორფეოსის მიერ მისთვის ნაჩუქარ „გიბსონის“ ფირმის ელექტროგიტარას.

ეგეთ რამეებს რომ ვუსმენ და ვკითხულობ, თავში ასეთი აზრი მომდის: „ცეცხლი 10 თეთრი, ნავთი 5 თეთრი, გინება უფასო“.

რამდენიმე დღის განმავლობაში თბილისში იმყოფებოდნენ „ეძინაია რასიას“ წევრები, რომლებიც სასტუმრო „ვეძისში“ კონსპირაციის ყველა წესის დაცვით ცხოვრობდნენ. კონსპირაცია მხოლოდ ერთხელ დაარღვიეს – ოკუპაციის მუზეუმის კედელზე ოკრობოკრო ასოებით დააწერეს „ვოვა+ზურაბ“. მათი თბილისში ყოფნაც მხოლოდ ამის შემდეგ გამომჟღავნდა. ტურისტები ვართო – ირწმუნებოდნენ, მაგრამ რომელ რუს ტურისტს ჩამოაქვს ვეტერანებისთვის 500 საჩუქარი და 40 მედალი?

ისე, თავიდან 41 მედლის წამოღება ჰქონდათ გადაწყვეტილი, მაგრამ შემდეგ გაირკვა, რომ ბ-ნი მიხეილ ხარძეიშვილი კახეთის 1812 წლის აჯანყებაში მონაწილეობდა და 41-ე მედალი აღარ წამოიღეს. რუსების ჯგუფს ელიზავეტა აგამანიანი ხელმძღვანელობდა. ესეც შენი სომხური ლობი.

სამაგიეროდ, ქართველების დელეგაციას მოსკოვში ხელმძღვანელობდა ნინო ბურჯანაძე და ეს სულაც არ არის შემთხვევითი. როგორც ამბობენ, ენკავედეს აგენტი, ანზორ ბურჯანაძე ფაშისტ დამპყრობლებს ფქვილით ამარაგებდა, ჰიტლერელები იმ ფქვილისგან გამომცხვარ პურს ჭამდნენ და ვერმახტში მასობრივად იყო გავრცელებული კოლიტი, გასტრიტი, ფაღარათი, ყაბზობა, ჭიები (იმიტომ იყო გერინგი გამხდარ-გაჩხიკინებული). ყოველივე ამან დამპყრობლებში ჩაკლა მებრძოლი სული. ქანთარიამ რაიხსტაგზე დროშა რომ აღმართა, ეს მერე იყო - სულ ბოლოს.

მოსკოვში ნოღაიდელიც იყო. დაღლილი ჩავიდა და დასვენებული დაბრუნდა. სააკაშვილი ამერიკიდან დაღლილი დაბრუნდა და კოსტა რიკაში დასასვენებლად გაემგზავრა. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, კოსტა რიკამდე იყო ვატიკანი, ვატიკანამდე ბათუმი, ბათუმამდე ქუთაისი და ქუთაისამდე მისაქციელი. ქუთაისში საცურაო აუზი გახსნა, მაგრამ არ გახსნა ონკანი. მაგას დამსახურება უნდაო. მისაქციელში ინდივიდუალური მრიცხველების დაყენებას დაესწრო. მიშამ თქვა, კომუნალური მრიცხველი მეზობლებში დავას იწვევდაო. სხვათა შორის, ნაციონალურ მოძრაობას და ოპოზიციის ერთ ნაწილს დღემდე საერთო მრიცხველი აქვთ. ამაზეა, რომ დავობენ, თორემ გასაყოფი არც არაფერი აქვთ. მოკლედ, მიშამ მრიცხველი გახსნა, მაგრამ რუბილნიკი ისევ ჩამოწეული დატოვა. დამსახურება უნდაო – დაუბარა.

თინა ხიდაშელმა დაიმსახურა და კონსერვატორებმა მის სასარგებლოდ თავისი კანდიდატურა მოხსნეს. ხიდაშელის რეაქცია უცნობია. სავარაუდოდ, მისი რეაქცია ასეთი იქნებოდა: „კანდიდატი, თორემ, ბებიამაგათისამ...“ კუკავა ამაყი იყო: „ეს „ეროვნული საბჭოს“ ცალმხრივი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელიც იმ მოტივით იქნა მიღებული, რომოპოზიცია არ დაზარალდეს და ერთმანეთს კონკურენტუნარიანი კანდიდატურები არ დაუპირისპირონ“. კუკავას ამ განცხადებაზე ხიდაშელის რეაქცია უცნობია. სავარაუდოდ რეაქცია იქნებოდა ასეთი:„კონკურენტუნარიანი, თორემ, ბებიამაგათისამ...“

როგორც გასულ კვირაში გაირკვა, არჩევნებში მონაწილეობას უმისამართო ამომრჩევლებიც მიიღებენ. უმისამართო ამომრჩევლის რაოდენობა სულ 12 ათასს შედგენს. 2000 – რეგიონებში, 10 ათასი – თბილისში.

მინდა გითხრათ, რომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ უსინდისოებიც და უტვინოებიც, უსულგულოები და უნამუსოები, უენოები... უუუუუუუ!!!

უუუუუუუუ-ზე გამახსენდა. მელაანს და ჭანდარს მგლები შეესივნენ. „მტაცებლები პირდაპირ ეზოებში შემოდიან. რამდენიმე დღის წინ ხბო შეჭამეს, შალვა აკოფაშვილს ქათმები შეუჭამეს“ - აცხადებს მელაანის მკვიდრი ზინა ირომაშვილი. „ვიცით ამ პრობლემის შესახებ“ - ამბობს გურჯაანელი ჩინოვნიკი შალვა პეტრუზაშვილი. თუ მელაანში მგლებმა აკოფაშვილის ქათმები შეჭამეს, ჭანდარში არ დაინდეს სარქისაშვილების 21 (აჩკო) ცხვარი. ერთადერთი, რაც მოსახლეობას ამშვიდებს, არის ის, რომ შალვა პეტრუზაშვილმა ყველაფერი იცის.

მე ის ვიცი, რომ მგლები მელაანს მას შემდეგ გაუთამამდნენ, რაც თბილისში მელაანის ქუჩას ჯორჯ დაბლიუ ბუშის სახელი ეწოდა. ჯერ სად ხართ – მალე მგლები სახლებში შემოგვივარდებიან, ხუთიანი შემოხაზეთო.

არა, არა... ამის ატანა უკვე შეუძლებელია. კიდევ კარგი, საქართველოში ჯერ კიდევ ჩქეფს კულტურული ცხოვრება. გასულ კვირაში თბილისში მოდის კვირეული მოეწყო. მონაწილეობდნენ დიზაინერები მოდის ისეთი კანონმდებელი ქვეყნებიდან, როგორებიცაა ყაზახეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და უკრაინა. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილმა მოსირმულმა ტანსაცმელმა. მოდის სამყაროში ყველამ იცის, რომ ქართველები სირმების სპეციალისტები ვართ. მთავრობა, პარლამენტი და ოპოზიცია სულ მოსირმულები არიან.

ჰოდა, ამის მერე რა გასაკვირია, რომ შემოდგომისთვის დაგეგმილ მუსიკალურ ფესტივალს „სირინოზი 2010“ ჰქვია!

სტატისტიკის დეპარტამენტს ერთ დროს ვინმე ბროლაძე ხელმძღვანელობდა და ბროლის ნაკეთობებს ითვლიდა. მან წარმატებით შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა. მის ნაცვლად დანიშნეს ვინმე სირაძე. მას სირების რაოდენობა უნდა დაეთვალა. „არა, ძმაო, მაგდენი თვლა მე არ ვიცი“ - უთქვამს სირაძეს და გზისთვის ბარაქა დაუყრია. ახლა ვინ ხელმძღვანელობს სტატისტიკის დეპარტამენტს, არ ვიცი, მაგრამ წესით და რიგით, პრობლემატიკიდან გამომდინარე მისი გვარი ან ჭუჭულაშვილი იქნება, ან შაყულაშვილი.

მოკლედ, ეგეთი კვირა იყო. ცუდი კვირა. ტრადიციულად.

რ.დ.ა.(რამ დაგასირათ, ადამიანებო) - რამ გაგაგიჟათ, ადამიანებო, - ისევ ყვიროდა ალექსანდრო, - ბოლოსდაბოლოს, თქვენ ხომ აქ გასართობად მოხვედით, ადამიანებო!
(გურამ დოჩანაშვილი, „სამოსელი პირველი“)

http://presa.ge/index.php?text=news&i=10765
12:25 10.05.2010
tavisupleba
12 მაისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ნინა ხატისკაცი, ”საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველოს” პროგრამების დირექტორი.

View the full article
kote-1962
ვაჟა ადამია: “მიხეილ სააკაშვილმა შეხვედრა მთხოვა“

[ნინო მიქიაშვილი]


ოთხწელიწადნახევრიანი პატიმრობის შემდეგ, “მერაბ კოსტავას საზოგადოების“ თავმჯდომარემ ვაჟა ადამიამ პირველი ინტერვიუ პრესა.გე–ს მისცა, რომელშიც იგი საპყრობილეში გატარებულ პერიოდზე; 2007 წლის 25 დეკემბერს, “მერაბ კოსტავას საზოგადოების“ მიერ გავრცელებული, ხელისუფლების მხარდამჭერი, სკანდალური განცხადების მიზეზებზე საუბრობს და იმ ფაქტებსაც ასახელებს, რის გამოც თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევდა.

რას აპირებთ, როგორ გააგრძელებთ ცხოვრებას?
ვაჟა ადამია: - რაღაც ახალს არ ვაპირებ, ვინაიდან პოლიტიკური ცხოვრებისა და მოღვაწეობისთვის თავი არ დამინებებია. თავისუფლებაშეზღუდული გახლდით, თორემ, შრომის შესაძლებლობა მქონდა და ვშრომობდი – ვთანამშრომლობდი გაზეთ “სარანგთან“; თვალ–ყურს ვადევნებდი ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას; ვმუშაობდი წიგნზე – “ერის სინდისი“, რომელიც გასული წლის 26 მაისს, მერაბ კოსტავას 70 წლის იუბილეს მივუძღვენით; ვეცნობოდი პრესას; “მერაბ კოსტავას საზოგადოების“ ხელმძღვანელ ორგანოს - გამგეობას ჩემს თვალსაზრისს ვუზიარებდი და ეს ყველაფერი ჩემი ადვოკატის, მაკა გოგოხიას მეშვეობით ხდებოდა, რომელიც ამავდროულად ჩვენი საზოგადოების წევრია, მას კვირაში ორჯერ ვხვდებოდი.

ოთხწელიწადნახევრიდან საკანში მარტო რამდენ ხანს იყავით?
– პატიმრობის ბოლო 2 წელი მარტოობაში გავატარე.

რა იყო თქვენი წამების ყველაზე მწვავე ფორმა? “მერაბ კოსტვას საზოგადოება“ თქვენი წამების ირგვლივ ინფორმაციას დროდადრო ავრცელებდა.
– 2009 წლის აგვისტოდან კედლებზე კაკუნი და საკანში წყლის ჩამოშვება დაიწყეს, რაც პატიმრობის ბოლომდე გაგრძელდა. წარმოიდგინეთ, 24–საათიანი კაკუნი, რითაც დღე და ღამე ძილისა და ლიტერატურასთან მუშაობის საშუალებას გისპობენ. მანამდე პროვოკაციები მომიწყვეს და ხულიგნობის მუხლით საქმეც კი აღძრეს – ამათმა (ხელისუფლების პრესა.გე) ერთ–ერთმა მსტოვარმა, ჩემი მისამართით ხანგრძლივად იბილწსიტყვავა, შემდეგ კედელს თავი მიარტყა, წაიქცა. აი, ამის გამო აღძრეს საქმე, რომელიც შემდეგ შეწყვიტეს.

ვიდრე რუსთავში გადამიყვანდნენ, ორთაჭალის მეხუთე იზოლატორში გახლდით, სადაც ჩემი სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა იყო – ადმინისტრაციასთან მოთანამშრომლე პატიმრებმა გამაკავეს და ჯორკოთი სცადეს ჩემი მოკვლა. იმდენი მოვახერხე, რომ ჩემი მოსახვედრი ერთ–ერთ იმათთაგანს ბეჭებში ისეთი ძალით მოხვდა, რომ ფეხზე 1 კვირა ვერ ადგა. ამ ინცინდენტის შემდეგ პროვოკატორი საკნიდან გაიქცა, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ დავალებას ასრულებდა.

მსგავსი ფაქტი მანამდეც მოხდა, მაგრამ ვერაფერი მომიხერხეს, რადგან ღმერთმა მიშველა და ფიზიკურადაც მოვახერხე წინააღმდეგობის გაწევა, ისე, რომ დიდი ტრამვები არ მიმიღია. ინცინდენტის გამეორების შემდეგ რუსთავში გადამიყვანეს.

რადგან ძალადობით საწადელს ვერ მიაღწიეს, რუსთავში სხვა სახის პროვოკაციებს მიმართეს, საქმე ხულიგნობის მუხლით აღძრეს, რათა ხალხს დაეჯერებინა, რომ 2005 წელს, ხულიგნობის მუხლით შემთხვევით არ ვიყავი გასამართლებული. თავს იმითღა ვიმშვიდებდი, რომ მერაბ კოსტავაც ხულიგნობის მუხლით იყო გასამართლებული.

დაწვრილებით აღარ მოვყვები წამების იმ ფორმაზე, რომელიც გამოიხატა სასჯელის შეუსაბამო პირობებში მოხდით; საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში დღეს 4 რეჟიმი არსებობს. მე განმისაზღვრეს ყველაზე მსუბუქი - საერთო რეჟიმი, ამის მიუხედავად, კანონის სრული იგნორირებით, პატიმრობის ბოლო 3 წელი გავატარე საპყრობილის ყველაზე მკაცრ პირობებში – ბაგურ კვებაზე, გასასუქებლად დაყენებული პირუტყვის პირობებში ვიყავით რუსთავის N6 მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში მყოფნი.

თავს თვლით პოლიტპატიმრად და თქვენი საზოგადოებაც ასე მიიჩნევს, ხომ?!
– რასაკვირველია და ალბათ ამის მიზეზიც გაინტერესებთ. მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტად (პირველი ვადით) ახალი არჩეული იყო, როცა განაცხადა: – “ის არაკაცები, ვინც ცხინვალში იბრძოდნენ, ყველანი უნდა დავაპატიმროთ. მე კონტროლზე ამყავს ეს საქმე.“ ამ განცხადების შემდეგ პროცედურა მეორე დღესვე დაიწყო – ჯერ პროკურორი მეწვია, შემდეგ გორის პროკურატურაში დამიბარეს.

კონკრეტულად რა აინტერესებდა პროკურატურას?
– პროკურატურა ერთი ეპიზოდით დაინტერესდა, რის გამოც შევარდნაძის მხარე “მერაბ კოსტავას საზოგადოებისკენ“ ქვას და ტალახს ისროდა – ეს ეხებოდა.

ქალაქ ორჯონიკიძიდან ცხინვალისკენ მომავალ, 40 ოსი მეომრის დაღუპვას, რის გამოც შევარდნაძისტმა დეპუტატებმა სახე დაიხოკეს. მათ არ შეუცხადებიათ, ოსებმა რვა ქართველი რომ წამებით მოკლეს, რომელთა ცხედრები გორის პროზექტურაში მივასვენეთ. სწორედ ქართველების წამების ამ კონკრეტულ ფაქტს მოჰყვა, ის, რითაც რამდენიმე წლის შემდეგ, საქართველოს პროკურატურა დაინტერესდა.

“მერაბ კოსტავას საზოგადოებამ“ დიპლომატიურ კორპუსს სპეციალური განცხადებით მიმართა, იმის შესახებ, რომ უმიზეზოდ გვერჩოდნენ, რის შემდეგაც გამოძიების პროცესი შეფერხდა და შემდეგ საერთოდ დაგვანებეს თავი, მაგრამ მოგვიანებით ჩემს ეზოში მომიწყვეს ის პროვოკაცია, რომლის შედეგადაც ციხეში ოთხწელიწადნახევარი გავატარე.

ცოტა უკან დავბრუნდები – მიხეილ სააკაშვილის საჯარო განცხადებას წინ უძღვოდა ჩემთან მიმართებაში გაკეთებული კონკრეტული შეთავაზებები, ასევე კონკრეტული პირებისგან. როდესაც ეს ბიჭები შევარდნაძეს ოპოზიციაში ჩაუდგნენ, ზურაბ ჟვანიამ, რომელიც იმჟამად პარლამენტის თავმჯდომარე იყო, ერთ–ერთი დეპუტატი გამოგზავნა, რომელიც დღესაც აქტიურ პოლიტიკაშია და რომლის ვინაობის საგაზეთოდ დასახელებისგან თავს ვიკავებ.

ზურაბ ჟვანიამ მისი პირით შემომითვალა: “ასე გაფხეკილები რომ ხართ, “მერაბ კოსტავას საზოგადოებას“ ერთი გროშიც რომ არ გაბადიათ, ვაჟამ ერთი დამირეკოს და ყველაფერი იქნება“. როგორც მომიტანეს ამბავი, სიტყვა–სიტყვით იმას ვამბობ და ამაზე საჯაროდ პირველად ვყვები. ზურაბ ჟვანია ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსი იყო; მას არ დავურეკე, რადგან გამოუცდელი, არც მე ვარ და ჩემი სატელეფონო ზარი შემოთავაზებულზე თანხმობა იქნებოდა.

ზურაბ ჟვანიამ იგივე ადამიანი მეორედ გამოგზავნა – “ სიორიძეს და ჩხარტიშვილს ყველაფერი მზად აქვთ, ვაჟას რა მოუვიდა, რომ ერთს არ დამირეკავსო?!“

არც გიცდიათ გარკვევა, რა უნდოდა, რას გთავაზობდათ და სანაცვლოდ რას მოიტხოვდა?
– რასაკვირველია, არა. მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა, ჩვენი საზოგადოების წევრის მეშვეობით (რომელიც ერთ–ერთი ქალაქის გამგებელი იყო), შეხვედრა მთხოვა. იძულებული გავხდი მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე უარი მეთქვა.

ეს როდის ხდებოდა?
– მაშინ, როცა შევარდნაძის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების ტალღა თითქმის პიკს აღწევდა. ზურაბ ჟვანიამ ორჯერ ფაქტიურად ფული შემომთავაზა და მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას ამიტომ არ დავთანხმდი.

და რას გთავაზობდათ სააკაშვილი?
– არაფერს არ მთავაზობდა, მხოლოდ შეხვედრას მთხოვდა. ეს იყო ძალიან დაჟინებული თხოვნა. არ შევხვდი, რადგან დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ის ზურაბ ჟვანიას ერთგული თანამებრძოლი, მასთან დაახლოებული პირი იყო. მიხეილ სააკაშვილს მანამდე ერთხელ, ზურაბ ჟვანიას კაბინეტში შევხვდი, როდესაც მე და ირაკლი წერეთელი ცალკე ვაპირებდით ნატო-ს იუბილეს აღნიშვნას; ზურაბ ჟვანიას უნდოდა ეს ღონისძიება პარლამენტში მათთან ერთად ჩაგვეტარებინა, რადგან თავად ამას დამოუკიდებლად ვერ გააკეთებდნენ, თუნდაც თავიანთი პოლიტიკური შეხედულებების გამო. ჩვენთან უნდოდათ შემოერთება – დომინანტი ჩვენ ვიქნებოდით და ისინი – ასე ვთქვათ, მოტმასნილები.

სწორედ ამ შეხვედრისას დატოვა მიხეილ სააკაშვილმა ჩემზე ისეთი შთაბეჭდილება, რომ ის იყო ზურაბ ჟვანიას ძალიან ახლო და ერთგული თანამებრძოლი. ამიტომ არ შევხვდი, ვიფიქრე, რომ ეს შესაძლოა, ზურაბ ჟვანიას შემოთავაზებების გაგრძელება იყო; ფაქტია, რომ ზურაბ ჟვანიას მიერ ფულის შემოთავაზებას მოჰყვა მიხეილ სააკაშვილის დაჟინებული თხოვნა, შეხვედრის თაობაზე.

ასე ვთქვათ, თაფლაკვერზე, რომ უარი ვთქვი, მათრახი გადმოგვკრეს – პარალელური სტრუქტურა შექმნეს და თან, საპროტესტო აქციებზე აცხადებდნენ, რომ “მერაბ კოსტავას საზოგადიება“ მათთანაა. თუ იმ დროის მიტინგების ჩანაწერებს ნახავთ, ყოველ აქციაზე გაიძახიან – “მერაბ კოსტავას საზოგადოება“ ჩვენთან არისო“. ჩვენი საზოგადოებიდან 15 წლის წინ გარიცხული წევრები ერთი–ორჯერ სიტყვითაც კი გამოიყვანეს, რათა შთაბეჭდილება შეექმნათ, თითქოს ჩვენ მათ გვერდში ვედექით.

რას იტყვით ინცინდენტზე, რომლის შემდეგ საპყრობილეში იჯექით?
– თელასის თანამშრომლებმა უსაფუძვლოდ შეადგინეს აქტი და გამოწერეს 500–ლარიანი ჯარიმა, ჩემს ძმას განუცხადეს – “ჩვენ აქტს დავწერთ და მერე თქვენ იმართლეთ თავიო“. ამაზე შელაპარაკება მოუხდათ და ჩემი ძმა 6–მა თელასელმა სასტიკად სცემა. დამირეკეს და ვითარების გასარკევად მივედი. ჩემს ეზოში 16 თელასელი დამხვდა. სად გაგონილა 16 თელასელი მიდიოდეს ერთ აბონენტთან?! რომ ვკითხე რა ხდება–მეთქი, შენ ვინ ხარო, ძალიან უხეშად მომმართეს და ცემა დამიწყეს, რასაც ერთ–ერთი მათგანი ასეთი მითითებებით ხელმძღვანელობდა – “ჩაკალით, მოკალით, ჩაქოლეთ!“ ამ პროცესს პედაგოგიკის ინსტიტუტის თანამშრომლები გაოგნებულები უყურებდნენ – ასეთი საშინელი გინება ცხოვრებაში არ გაგვიგიაო.

იძულებული გავხდი ტაბელური იარაღი ამომეღო. ერთი გავისროლე ჰაერში, მაგრამ ამან ისინი ვერ შეაჩერა – “მაგ მსროლელი არ არის, მოკალითო“ და იარაღის წართმევა დამიპირეს. ამიტომ, იძულებული გავხდი პროვოკაციის ხელმძღვანელი ფეხში მსუბუქად დამეჭრა. რომ წაიქცა, მერე გაჩერდნენ. პოლიციას თავად გამოუძახეს, მათ განყოფილებაში გავყევი, საიდანაც ქალაქის მთავარი სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორში გადამიყვანეს, სადაც აშკარად გამოჩნდა, რომ ამ მიზანმიმართულ პროვოკაციაში ხელისუფლება იყო ჩარეული – მერაბიშვილი მოდისო და ყირაზე დადგა მთელი სამმართველო...

აგვიხსენით სად არის ლოგიკა იმაში, რომ ერთის მხრივ ამბობდით პოლიტპატიმარი ვარ, ციხეში მაწამებდნენო და მეორეს მხრივ, ხელისუფლებას მხარდაჭერას უცხადებდით? იმ საჯარო განცხადებას ვგულისხმობ, რომლითაც 7 ნოემბრიდან 1 თვის თავზე “მერაბ კოსტავას საზოგადოებამ“ მხარდაჭერა ხელისუფლებას გამოუცხადა.
– ლოგიკა არის ჩვენს განცხადებაში და თუ იმ განცხადბას ადამიანი ყურადღებით გადაიკითხავს, ამაში ადვილად დარწმუნდება. ”მერაბ კოსტავას საზოგადოება“ კონიუნქტურას არ ჰყვება. ჩვენ მაშინ, ისევე, როგორც ყოველთვის, არა პარტიული, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებდით.

იმ განცხადებაში არ უარგვიყვია ყოველივე ის, რაშიც ერი ხელისუფლებასა და პრეზიდენტს ადანაშაულებდა. მაგრამ აი, ამ დესტრუქციული ოპოზიციის შესახებ, რომელსაც რატომღაც ერი, ბერი და მედიასაშუალებები რადიკალურ ოპოზიციას უწოდებთ, იმ განცხადებაში ჩვენ ვამბობთ, რომ ისინი უარესი დამნაშევეები არიან და რომ ხელისუფლების სათავეში მათი მოსვლა, ქვეყანას განუზომლად უფრო დიდ ტრაგედიას მოუტანს.

რა დააშავა ისეთი ოპოზიციამ, რომ ხელისუფლების მიერ ჩადენილ დანაშაულს უთანაბრებთ?
– პოლიტიკოსი იმიტომ გქვია, რომ ანალიზის გაკეთება შეძლო, რათა წინ გაიხედო. მაშინ ისე აძაგებდნენ ხელისუფლებას, რომ ჩვენი პოზიცია ბევრისთვის ძნელად აღსაქმელი აღმოჩნდა, მაგრამ, ორწელიწადნახევარი გავიდა და აღმოჩნდა, რომ ჩვენ არ შევმცდარვართ – რადიკალურად მიჩნეული ოპოზიციის წარმომადგენლებმა პუტინის კარი იმდენად აატალახეს, რომ ჟირინოვსკის ათქმევინეს – “რატომ ჩამოდიან აქ, ამით ხომ არცხვენენ ქართველ ერსო?!“ ამასაც ვაჟა ადამია ხომ არ ამბობს?! დღეს ყველა თვალნათლივ ხედავს, რომ რადიკალურ ოპოზიციად მიჩნეულნი, ჩვენი ქვეყნისთვის ხელისუფლებაზე განუზომლად მეტ საფრთხეს წარმოადგენენ.

ჩვენ მხარი ხელისუფლებას იმიტომ დავუჭირეთ, რომ ამით ხალხისთვის ხაზგასმით გვეთქვა – ხელისუფლება, რომელსაც ერისა და ქვეყნის წინაშე ამდენი ცოდვა აქვს ჩადენილი, განუზომლად ნაკლები უბედურებაა, ვიდრე ეს ოპოზიცია! აი, ეს ეწერა იმ განცხადებაში და დღეს ფაქტი სახეზეა, რომ ჩვენ არ შევმცდარვართ!

http://presa.ge/index.php?text=news&i=10823
19:26 11.05.2010
kote-1962
სააკაშვილის პროგრამა პირველკლასელების ფსიქიკაზე ნეგატიურად იმოქმედებს

[video]

[თემურ დოლიძე]



სააკაშვილისა და შაშკინის საგანმანათლებლო ინიციატივებს მოწინააღმდეგეები მრავლად გამოუჩნდნენ. განსაკუთრებით კრიტიკას იმსახურებს სკოლების კომპიუტერიზაციის პროგრამა, რომელიც ფსიქოლოგების აზრით, ბავშვის ფსიქიკას კარგს არაფერს უქადის.

1-ლი სექტემბრიდან საქართველოს ყველა სკოლაში იმუშავებს ინგლისურის მასწავლებელი, რომელიც ინგლისურენოვანი ქვეყნიდან ჩამოიყვანენ. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ამ პედაგოგებს ბიუჯეტიდან ხელფასს არ დაუფინანსებდნენ, მაგრამ როგორც შემდგომში გაირკვა, მათ სახელმწიფო ქართველ კოლეგებზე მეტს გადაუხდიან. უცხოელი მასწავლებლები ბიუჯეტიდან 500-500 ლარს მიიღებენ.

ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში ინგლისურის სწავლება მეხუთე კლასის ნაცვლად, პირველი კლასიდან დაიწყება. ნებისმიერი საგნის პედაგოგს, რომელმაც იცის ინგლისური ენა და კომპიუტერი, ხელფასზე დანამატი დაერიცხება.

ყველა პირველკლასელს ახალი სასწავლო წლიდან საჩუქრად გადასცემენ საბავშვო კომპიუტერს, რომელიც სპეციალურად საქართველოს სკოლებისთვის დამზადდა და მასში ჩატვირთულია ახალი სასწავლო წლის მთლიანი პროგრამა.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოულოდნელი ინიციატივები სულ რაღაც ერთი თვის წინ „ისროლა“ და განათლების სამინისტრომ ელვის უსწრაფესად „დაიჭირა“. სექტემბრიადნ შაშკინი და მისი რაზმი კომპიუტერიზაციის ახალი პროექტის პილოტირებას იწყებს, რომელიც თავდაპირველად ბათუმის, ზუგდიდისა და წეროვანის ყველა, ასევე თბილისისა და ქუთაისის სამ-სამ სკოლაში განხორციელდება.

საპილოტე სკოლების ყველა პირველკლასელს სექტემბერში წიგნებთან ერთად, XO მინი ნეტ-ბუქები დაურიგდებათ, რომელშიც სპეციალური სასწავლო პროგრამები და სახელმძღვანელოები იქნება ჩატვირთული.

„რაც შეეხება დაფინანსებას, პროექტი დამუშავების პროცესშია და შესაბამისად, ბიუჯეტი საბოლოოდ დაზუსტებული არ არის, თუმცა სავარაუდოდ, პროექტის ბიუჯეტი რამდენიმე მილიონ ლარს შეადგენს. ჯამში პილოტირებისთვის 2500 კომპიუტერის შეძენა იგეგმება“, - აცხადებენ სამინისტროში.

სააგენტო „პირველის“ მიერ მოძიებული ინფორმაციის თანახმად, XO მინი-ს ტიპის კომპიუტერის საბაზრო ფასი 199 აშშ დოლარს შეადგენს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ამ პროექტის პილოტირებისთვის მხოლოდ კომპიუტერების ჩამოსატანად 497 500 აშშ დოლარი დასჭირდება.

თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში ასევე მიაჩნიათ, რომ სწავლებაში კომპიუტერის მინიმალური დოზით ჩართვა ძალიან კარგია, მაგრამ თუ კომპიუტერების მოხმარება სკოლებში ინტენსიურად დაიწყება, ეს ბავშვების ფსიქიკასა და ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედებს.

„დღეს სკოლა არის ადგილი, სადაც ბავშვები კომპიუტერისაგან, ასე ვთქვათ, ისვენებენ. აქ ისინი მთლიანად სწავლაზე არიან გადართულები. საჭიროა, ბავშვებმა ჯერ წიგნთან მუშაობა ისწავლონ. წიგნი და რვეული აუცილებელია წერა-კითხვის შესასწავლად. ბავშვმა რვეულში უნდა ისწავლოს თითოეული ასოს წერა. რა თქმა უნდა, კომპიუტერი კარგია, მაგრამ მისი წილი მინიმალური უნდა იყოს, განსაკუთრებით - დაწყებით კლასებში“, - აცხადებს 51-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების სასწავლო ნაწილის გამგე ნანა გიორგობიანი.

სკოლების კომპიუტერიზაციის პროგრამას უარყოფითად აფასებენ ფსიქოლოგებიც. „ამ საკითხს კომენტარი არ სჭირდება, რადგან ბავშვისთვის პირველი კლასიდანვე კომპიუტერის მუდმივი გამოყენება ყოვლად დაუშვებელია. როგორც არ შეიძლება, 10 წლის ბავშვმა შვილი გააჩინოს, ისე პირველი კლასიდანვე კომპიუტერის მუდმივი გამოყენება დაუშვებელია, რადგან ეს ბავშვის ფსიქიკაზე ნეგატიურად მოქმედებს. 6-7 წლის ასაკში, როდესაც ბავშვი პირველ კლასში შედის, მისი ცნობიერება ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის და ამიტომ ამ ასაკში ბავშვი ზედმეტი ინფორმაციით არ უნდა გადაიტვირთოს“, - განაცხადა ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ლია სვანიძემ.

მისივე თქმით, უფრო მაღალ კლასებშიც ამ სიახლის დანერგვის მიზანშეწონილობას და შესაძლო შედეგებს ღრმა და საფუძვლიანი ანალიზი სჭირება, რადგან „მნიშვნელოვანია, სწავლება ეროვნულ ფასეულობებზე დაყრდნობით წარიმართოს“.
P.S. პრესა.გე–ს რედაქციამ ამ სტატიას შემთხვევით არ შეურჩია როკ–ჯგუფ AC/DC-ს სურათი და ვიდეო, რადგან ამ ჯგუფის გიტარისტმა იმიჯისთვის „შეშლილი მოსწავლის“ სახე აირჩია...


http://presa.ge/print.php?i=10820
kote-1962
Presa.ge
“თავისუფლების ინსტიტუტი” უგულავას გაპრეზიდენტებისთვის ღია ბრძოლას იწყებს?

[რუსიკო მუმლაძე]


ამერიკელებმა გამოკითხვები ჩატარეს, სადაც სააკაშვილზე მაღალი რეიტინგი უგულავას აქვს. თბილისის მერობის კანდიდატის “ზუსტი” რეიტინგი თბილისელების კი არა, მთელი საქართველოს გამოკითხვით დაადგინეს. გაარკვია, თუ არა ამ რეიტინგმა საქართველოს მომავალი პრეზიდენტის ვინაობა და დაიწყო, თუ არა ღია ბრძოლა ამ პოსტისთვის “თავისუფლების ინსტიტუტმა”?

“მხიარული გამოკვლევაა. ეს გამოკვლევა ასეთი სერიოზული განსახილველი არ არის, მაგრამ ერთადერთი გულდასაწყვეტი ისაა, რატომ არ ზრუნავენ ამერიკელები იმაზე, რომ საქართველოში მათ ქვეყანას პატივს სცემდნენ?”, – აცხადებს პრესა.გე-სთან ინტერვიუში პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე NDI –ის გახმაურებულ გამოკვლევებთან დაკავშირებით.

გთავაზობთ მასთან ინტერვიუს, სადაც საუბარია იმაზე, ის კვლევები, სადაც უგულავას სააკაშვილზე მაღალი რეიტინგი აქვს და რომლებსაც ამერიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი ატარებს, ხომ არ მიანიშნებს, რომ ამერიკისთვის უკვე გამოიკვეთა ახალი საპრეზიდენტო კანდიდატი და “ნაციონალებში” მართლაც განხეთქილებაა.

პოლიტოლოგი საყვარელიძე პრესა.გე-თან პირველად ყვება ისტორიას, თუ როგორ შეაჩერა თავის დროზე “თავისუფლების ინსტიტუტმა” თავისი არჩევანი მიხეილ სააკაშვილზე, როგორც მომავალ პრეზიდენტზე. ეს მოხდა 1996-98 წლებში. ექსპერტი: “არ გამიკვირდება, თუ “თავისუფლების ინსტიტუტმა” ჩათვალა, რომ ცვლილებების დროა, თავად გახდეს ამ ცვლილებების ავტორი”.

პრესა.გე: არის, თუ არა საქართველოში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევა სანდო, იმ თვალსაზრისით, რომ მოსახლეობა ხმამაღლა და გულწრფელად იტყოდა - მოსწონს უგულავა, აღიარებდა, რომ ალასანიას უჭერს მხარს, ან ძიძიგურია მისთვის მისაღები კანდიდატი?
რამაზ საყვარელიძე: გეთანხმებით, გულწრფელობის პრობლემა სოციოლოგიას ყოველთვის უდგება იმ ქვეყანაში, სადაც მოქალქეს თავისი აზრის გამოთქმის ეშინია. აქვს, თუ არა ქართულ საზოგადოებას შიშის განცდა?

თუკი არჩევნებმა რეიტინგისგან განსხვავებული შედეგი გვაჩვენა და დიდი ეჭვი მაქვს, რომ ამ გამოკითხვებისგან განსხვავებული შედეგი გვექნება არჩევნებში, მაშინ ეს განსხვავება შიშს უნდა დავაბრალოთ - ანუ როცა საზოგადოება შიშის გამო, სოციალური გამოკვლევის დროს არ ამბობს სიმართლეს, მაგრამ არჩევნებში თავის სურვილისამებრ აკეთებს არჩევანს.

თუმცა, არის მეორე ვარიანტიც: საბჭოთა პერიოდში რაღაც ათეისტურ თემებზე იყო ხოლმე განხილვები, აკეთებდნენ გამოკითხვას. აზერბაიჯანულ რეგიონებში ყველამ, გამონაკლისის გარდა, თქვა, რომ ღმერთი არ არსებობს. იმიტომ, რომ ამ საზოგადოებამ იცოდა, რა უნდა ეპასუხა.

ვიღაც უცხო მივიდა, ჰკითხა და მათაც უპასუხეს. შიშის მომენტი კი არ იყო აქ, იცოდნენ, რა უნდა ეპასუხათ. ანუ იცოდნენ, რა პასუხი სურდა სახელმწიფოს და იძლეოდნენ იმ პასუხს, რაც მათთვის უსაფრთხო იყო.

ეს გამოკითხვები, საინტერესოა იმითაც, რომ ამერიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის მიერ იყო შეკვეთილი და ამ ორგანიზაციის სახელი ნახევარმა საქართველომ არ იცის.. საერთოდ კი, წინასაარჩევნოდ გამოკითხვებზე ძალიან აქტიურად დადიან “ნაციონალები”, რომლებსაც, როგორც წესი, მოსახლეობა გულწრფელად არ პასუხობს, თუ მომხრე არ არის.
-თუკი სიტყვა “ამერიკას” ახსენებდნენ ამ გამოკითხვების დროს და დამკვეთი ორგანიზაციის სახელს გაშიფრავდნენ გამოკითხვების ჩამტარებლები, გამოკითხული მოსახლეობის 90% ავტომატურად იფიქრებდა, რომ ისინი “ნაციონალების” წარმომადგენლები არიან.

გამოკითხვების ობიექტურობაზე ვერ ვიდავებთ და არც გვაქვს უფლება, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ მოხდა გაყალბება. ანუPპროცედურულად კი არ ყოფილა გაყალბება, არამედ შინაგანი ცენზის გამო მიღებული შედეგი არ ასახავს რეალობას. ჟურნალისტებმა კარგად იცით სიტყვა - ცენზი, მოქალაქეებსაც გვაქვს ეს შინაგანი ცენზურა. ეს ცენზი განსაკუთრებით მაღალია რეგიონებში.

ასეთი შინაგანი ცენზისა, თუ შიშის პირობებში ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს პატრიარქს, თანაც არამარტო ამ, სხვა გამოკითხვების მიხედვითაც.. ანუ საზოგადოებისთვის ყველაზე ადვილად დასასახელებელი ფიგურა პატრიარქია?
-კი და აქ დასამალი არაფერია. თან სოციოლოგიაში სხვადსხვა გამოკვლევებს შორის ყოველთვის კეთდება ხოლმე შედარებები. ახალს უდარებენ წინა გამოკვლევას. შედარებას ის აზრი აქვს, თუკი შედეგია განსხვავებული, მაგრამ რეალობა დიდად განსხვავებული არ იყო ამ ორი გამოკითხვის პერიოდში, ახალი შედეგი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ხოლმე.

როცა, თქვენი თქმისა არ იყოს, ძალიან დიდია ნახტომი რეიტინგში იგივე სააკაშვილთან და უგულავასთან მიმართებაში, აქ კითხვის ნიშანი ჩნდება. პატრიარქთან მიმართებაში კითხვის ნიშნები ნამდვილად არ ჩნდება, რადგან რეიტინგი თითქმის, ყოველთვის ერთნაირია და თანაც მაღალი.

საინტერსოა ისიც, რომ ეს კვლევები NDI -მ დაუკვეთა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრს და გამოკითხვა ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით. რა შუაშია უგულავა დანარჩენ საქართველოსთან? გორში კი ამბობენ, უგულავას ვირჩევთო, მაგრამ ეს ადამიანი თბილისის მერობის კანდიდატია.
-თუ გორში არის ეს ცნობიერება, რომ უგულავას ირჩევენ, ამაში ეჭვიც არ მეპარება. 90-იანი წლების რომელიღაც არჩევნების დროს ჟურნალისტი რაიონში იყო ჩასული. მოხუც ქალთან მივიდა და ჰკითხა, არჩევნებია დეიდა და მონაწილეობას იღებთო? კიო. ვის ირჩევთო. ქალი მოუტრიალდა და უთხრა: როგორ თუ ვის ვირჩევთ, მეფეს ვირჩევთო.

ტელევიზორს ხომ უყურებს ეს გამოკითხული? იმან, იცის, რომ ხელისუფლების კანდიდატი უგულავაა. სად არის კანდიდატი ხაშურშია, თბილისშია, კასპშია მისთვის სულერთია.

საქართველოს მასშტაბით რომ გამოიკითხეს ხალხი იმის გასაგებად, თბილისის მერი ვინ უნდა იყოს და მარტო თბილისელებს არ ჰკითხეს ეს, რაშია საქმე, თან მერ უგულავას პრეზიდენტ სააკაშვილზე მეტი რეიტინგი აქვს საქართველოს მასშტაბით.
-თბილისელებისთვის რომ ეკითხათ მარტო, მაინც არ იქნებოდა დამაჯერებელი უგულავას რეიტინგი. წინა რეიტინგებში მას 30%-ზე ცოტა მეტი ჰქონდა. ახლა, უცბად, 60% რომ გახდა ეს რეიტინგი და თითქმის - 30%-ით მოიმატა, რბილად რომ ვთქვათ, ეს რეიტინგი თბილისის დონეზეა ძალიან გაუგებარი, საქართველოს მასშტაბით კი - ღიმილის მომგვრელია.

ერთი პარადოქსია. რაღაცას მეტისმეტად რომ მოინდომებ კაცი, ხდება ისეთი რამ, რაც შენს სურვილებს შეეწინააღმდეგება. ხელისუფლებამ მეტისმეტად მოინდომა, რომ საქართველოს ცნობიერება სამ ტელეარხზე ყოფილიყო მიბმული და მოსახლეობას რეალობა არ ცოდნოდა. მან კი, იმდენად აღარ იცის რეალობა, რომ არც ის იცის, ვის და რაზე ირჩევს. თვითმმართველობა რა არის საერთოდ არ იციან და საბოლოო ჯამში მივიღეთ, რომ ამ პროპაგანდის შედეგად სააკაშვილზე მეტი ხმა უგულავამ დააგროვა.

მალე, კონტროლირებულმა მედიამ შეიძლება, თავად ხელისუფლებას შესთავაზოს საინტერესო სიურპრიზი, ანუ შესაძლოა, მოსახლეობაში გაცილებით ძლიერი ფიგურა გახდეს უგულავა, ვიდრე სააკაშვილია. 2%-იანი განსხვავება არაფერია, სოციოლოგია იტანს ამ პროცენტულ ცდომილებას, მაგრამ თანაბარი რომც იყოს რეიტინგი, მაინც ოდიოზური შედეგია.

რაც მთავარია, სახიფათოა უგულავასთვის. რატომ იცით? ლუდოვიკომ თავისი კარის ფავორიტი ციხეში ჩასვა, მეფეზე მეტი ფული არ შეიძლება, გქონდესო.

“ნაციონალები” შიდა განხეთქილებას” ძალიან მალავენ და გარეთ, ფაქტების სახით, არ გამოდის. თუმცა, ის ფაქტი, რომ სააქართველოს მასშტაბით, თვითმმართველობის არჩევნების წინ კეთდება რეიტინგები, სადაც უგულავას სააკაშვილზე მაღალი რეიტინგი აქვს, თანაც ამ კვლევას ამერიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი ატარებს, ხომ არ მიანიშნებს იმაზე, რომ ამერიკისთვის უკვე გამოიკვეთა ახალი საპრეზიდენტო კანდიდატი და “ნაციონალებში” მართლაც განხეთქილებაა?
-მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს პროცესი ძალიან ჩახლართული იყოს ისეთი ნაქსოვით, რომელზეც ჩვენ დღეს წარმოდგენა არ გვაქვს და ამ ნაქსოვის ერთ-ერთი რგოლი სწორედ, ეს გამოკითხვა იყოს. თქვენ ახლა ახსენეთ, ვის უჭერს მხარს ამერიკა, ახსენეთ დაპირისპირება – ორივეზე პასუხი შეიძლება, სწორედ ამ რეიტინგში დევს. დაპირისპირების არსებობის შემთხვევაში, ლოგიკურია, რომ ეს რეიტინგი აუცილებლად ვიღაცეების გაღიზიანებას გამოიწვევს.

ამერიკის შემთხვევაში იძებნება ის ლოგიკა, რომ ამერიკამ, რომელმაც ზომიერი ალტერნატივა ვერ იპოვნა ოპოზიციაში, ხომ არ იპოვნა მან სააკაშვილის გუნდში მისი შემცვლელი, ზუსტად ისევე, როგორც შევარდნაძის დროს იპოვნა ეს შემცვლელი ჟვანია-სააკაშვილის სახით. ამ ყველაფერზე მიუთითებს ეს გამოკვლევა.

სხვათაშორის, უგულავას მეცნიერები აქამდე რომ არ გახსენებია, დღეს ძალიან საინტერესო განაცხადი გააკეთა - მეცნიერების განვითარების საკითხი უფრო მწვავედ უნდა დავსვათ და ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტში შეგვიძლია, სამეცნიერო პროგრამები დავაფინანსოთო. ეს ის უნივერსიტეტია, რომელსაც სკანდალი აქვს ტელეკომპანია “კავკასიასთან” და რომლის რექტორი გიგი თევზაძე უგულავასთან ერთად “თავისუფლების ინსტიტუტის” კადრად მოიაზრება. მას არ უხსენებია სხვა უნივერსიტეტი. იბრძვის, თუ არა ეს ინსტიტუტი, რომ მომავალი პრეზიდენტად თავისი კადრი გაიყვანოს.
-“კავკასიასთან” ინციდენტი სხვა ამბავია, მაგრამ რაღაცეები ამანაც გამოავლინა. უცებ რომ გამოავლენენ ფორმულას - მეცნიერებაა განსავითარებელიო, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, მაგრამ ეს მერის საქმე არაა. უგულავას ასეთი გამოსვლა “ნატოში” შესვლა-არშესვლის საკითხთზეც ჰქონდა. ესეც საპრეზიდენტო თემაა. მერის ფარგლებს აშკარად სცილდება უგულავას თვალსაწიერი და სტრატეგიაც უფრო ფართომასშტაბისაა.

“თავისუფლების ინსტიტუტს” რაც შეეხება, ერთ ისტორიას მოგიყვებით, რასაც თქვენთან პირველად ვამბობ. იმ დროის ამბავი უნდა გავიხსენო, როცა “თავისუფლების ინსტიტუტი” ჩამოყალიბდა და ძალებს იკრებდა. 1996-98 წლები იყო. ერთ-ერთ ეტაპზე, “თავისუფლების ინსტიტუტის” ერთ-ერთ მნიშვნელოვან წევრთან მქონდა ლაპარაკი.

ეს იყო მაშინ, როცა ამ ინსტიტუტმა მიხეილ სააკაშვილს “წლის პოლიტიკოსი” უწოდა და საიდანაც, ფაქტობრივად, დაიწყო სააკაშვილის პოლიტიკური აღზევება. ამ თემაზე ვსაუბრობდით. მაშინ მას ვკითხე, რა ჩანაფიქრი გაქვთ-თქო. ძალიან ღიად მიპასუხა ამ ადამიანმა, ვეცდებით, რომ ლობირება გავუწიოთ მის, რაც შეიძლება, მაღალ საფეხურზე აყვანასო.

ვკითხე: კი, მაგრამ თქვენი და მისი პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა-მეთქი? მიპასუხა: ჯერჯერობით, ემთხვევა, როცა არ დაემთხვევა, მოვაშორებთ მას და ახალ ფიგურას ვიპოვითო. არ ვიცი, მოვედით, თუ არა აქამდე, რომ სააკაშვილი უნდა მოაშორონ, მაგრამ ყოველშემთხვევაში, მაშინ ასე მითხრეს.

სააკაშვილს “წლის პოლიტიკოსი” რომ უწოდეს, მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია იყო. ჟვანია ცოტა გულდაწყვეტილიც გახლდათ, კაცმა პარლამენტი გააკეთა და წლის პოლიტიკოსად სააკაშვილი დაასახელეს. სააკაშვილი უკვე იკვეთებოდა, როგორც ხელისუფლების მიმართ კრიტიკული ფიგურა. კორუფციის თემა მის გამოსვლებში უკვე გამოჩნდა.

მაგრამ მის მიმართ “თავისუფლების ინსტიტუტს” რომანტიული სიყვარული არ ჰქონია. პრაგმატული სიყვარული ჰქონდათ, სანამ გამოგვადგება, ხელს მივაშველებთო. აქედან გამომდინარე, არ გამიკვირდება, თუ “თავისუფლების ინსტიტუტმა” ჩათვალა, რომ ცვლილებების დროა, ის თავად გახდეს ამ ცვლილებების ავტორი.

ამ რეიტინგებშიც ჩნდება ახალი სახელები. მაგალითად, გიორგი თარგამაძე -57%, გრიგოლია - 46%, სოზარ სუბარი – 42%, ირაკლი ალასანია – 40%. ჩნდება დავით ბაქრაძეც, რომელსაც 37% აქვს და პრესა.გე-ს სარწმუნო წყაროები მასზე ამბობენ, რომ მერაბიშვილი ამზადებს პრეზიდენტადო.
-და ნათელაშვილს საერთოდ თავი აქვს მოსაკლავი, 31%-ზე ჩამოიყვანეს. ასეთი სურათი, არცერთ ადრინდელ გამოკვლევაში არ იყო. როცა, უცბად, წინა გამოკვლევებისგან ამდენად განსხვავებულ სურათს იღებ, მაიკოვსკის ციტირებაა საჭირო, თუ ვარსკვლავები ინთებიან, ე.ი. ეს ვიღაცას სჭირდება. გამოდის, რომ ასეთი სურათი ვიღაცას სჭირდება.

NDI –ს და იმ ჯგუფს, რომელთა ხელებითაც გაკეთდა ეს გამოკვლევა, ვერ ვაკადრებ, რომ დაკვეთით გაკეთებული გამოკვლევაა, მაგრამ შეიძლება, პარადოქსული შედეგი მივიღოთ. ამ გამოკვლევამ, შეიძლება იმისთანა ქარიშხალი და არეულობა გამოიწვიოს სახელისუფლებო გუნდში, რომელიც ხელისუფლებას თავადაც არ უნდოდა. თანაც, ამ სურათს ხელისუფლებას საზოგადოება დიალოგში უდებს, რადგან სოციოლოგია დიალოგია.

რა სიხშირითაც ტელევიზორში ჩნდებიან ეს ფიგურები, იმ სიხშირით ჩასვა საზოგადოებამ ისინი რეიტინგებში, მაგრამ როგორ მოიქცევა საარჩევნო ყუთთან, ეს უკვე მისის პირადი საქმეა.

ძალიან საინტერესოა ისიც, რომ თბილისს გარეთაც ჩატარებულ გამოკვლევებით, უგულავას თბილისის მერობის პოსტზე მხარს უჭერს მოსახლეობის 57%, ხოლო ალასანიას - 7%. რას ნიშნავს ასეთი სხვაობა?
-ვის ჰკითხეს? თბილისელებს? თქვენ რომ შეგეკითხონ ახლა, მოსკოვის მერი ვინ იქნებაო, დაახლოებით ეგეთი ვარიანტია. ტელევიზორს ხომ უყურებენ, ვისაც თვალს მოკრავენ, იმაზე ლაპარაკობენ. 57%-ის 7%-თან შეფადება ასე შეიძლება, რომ აიხსნას: ბინებში დაიწყეს სიარული ქალებმა, ასეთი კითხვით - ვის აძლევთ ხმას? ბევრი მეუბნებოდა, ამ ქალებს ვუპასუხე, უგულავას ვაძლევ ხმას, მაგათთვის ავიტკივებდი ახლა თავსო.

ამავე კვლევაში დასმულია კითხვა: “რომელი პარტიის ლიდერს, ან რომელ პოლიტიკოსს დაუჭერდით მხარს მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებზე?”. “ნაციონალების” უჩინმაჩინი კანდიდატი იღებს 36%-ს, ირაკლი ალასანია და გიორგი თარგამაძე 8-8%-ს, ნათელაშვილი 3%-ს, გუბაზ სანიკიძე და ირაკლი ოქრუაშვილი თანაბარ 2%-ს, ნოღაიდელი, ბურჯანაძე და გაჩეჩილაძე – 1%-ს.
-ე.ი. 36%, ანუ ამომრჩევლთა 1/3-ზე მეტი მუდმივად არსებობს, რომელიც “ნაციონალებს” აძლევს ხმას. ეს არის გაუგებრობა, რადგან წინა გამოკვლევებით, “ნაციონალების” მხარდამჭერების რაოდენობა არ იყო ამხელა და ახლა რა ქნეს “ნაციონალებმა” ისეთი, რომ ასეთი პატივისცემა დაიმსახურეს? ასეთი მოვლენა რაღაც არ მახსენდება.

ახალი სახელების გაჩენას რაც შეეხება, საეჭვოა იმიტომ, რომ საერთოდ, სახელისუფლებო ტელევიზიები გვკარნახობენ ყველაფერს, მაგრამ ისეთ სახეებზეა აქ საუბარი, რომლებიც ამ არხებზე არ ჩნდებიან. გუბაზ სანიკიძე რომ გამოჩნდა მაგ ჩამონათვალში, ესეც საკვირველია. ეს პოლიტიკოსი დიდ ტელევიზიებში არ ფიგურირებს, მოსახლეობა კი - პირველ არხს, “იმედს” და “რუსთავი-2”-ს უყურებს. გაჩეჩილაძე, ნოღაიდელი და ბურჯანაძე თანაბარ პროცენტს აგროვებენ, მაშინ, როცა საერთოდ განსხვავებული პოლიტიკური სტილი აქვთ.

ძალიან მხიარული გამოკითხვაა. ეს გამოკვლევა ასეთი სერიოზული განსახილველი არ არის, მაგრამ ერთადერთი გულდასაწყვეტი ისაა, რატომ არ ზრუნავენ ამერიკელები, რომ საქართველოში მათ ქვეყანას პატივს სცემდნენ?

http://presa.ge/index.php?text=news&i=10832
12:46 12.05.2010
kote-1962
აშშ რუსეთის მეზობლებზე უარს ამბობს

[დევიდ კრამერი, The Washington Post]


დაახლოებით თოთხმეტი თვის წინ, ამ გაზეთის ფურცლებზე მე ყველას ვაფრთხილებდი აშშ-ს და რუსეთს შორის „დიდი გარიგების“ შესახებ, რომლის მიღწევაც ობამას ადმინისტრაციას „გადატვირთვის“ ფარგლებში სურს. სტატიას ერქვა – „გარიგება, მაგრამ არა დიდი“. მაგალითად, მე მაწუხებდა ის, რომ ობამას ადმინისტრაცია პრინციპის „რუსეთი უპირველეს ყოვლისა“ გამო, მოსკოვის მეზობლების საზიანოდ იმოქმედებდა, მაგრამ აღმოჩნდა რომ ყველაფერი კიდევ უფრო უარესადაა: ახლა ისინი მოქმედებენ პრინციპით „რუსეთი და მხოლოდ რუსეთი“ და ავიწყდებათ და მეტიც, ბედის ანაბარა სტოვებენ რეგიონის დანარჩენ ქვეყნებს.

ამის ყველაზე ცხადი მაგალითი ამ კვირაში გაჩნდა. თეთრმა სახლმა კონგრესში განმეორებით შეიტანა რუსეთთან ბირთვულ საკითხზე შეთანხმების პროექტი და თან დაურთო ცნობა იმის შესახებ, რომ საქართველოს სიტუაცია „ამიერიდან აღარ უნდა განიხილებოდეს როგორც ბარიერი“ კონგრესის მიერ ამ შეთანხმების განხილვის გზაზე. ბუშის ადმინისტრაციამ ამ დოკუმენტს, რომელსაც „შეთანხმება – 123“ უწოდა, ჯერ კიდევ 2008 წლის მაისში მოაწერა ხელი, მაგრამ იმავე წლის აგვისტოში რუსეთის საქართველოში ინტერვენციის გამო, მასზე უარი სთქვა. რუსეთის არმიას დღემდე ოკუპირებული აქვს სეპარატისტების მიერ დაპყრობილი ქართული რეგიონები – აფხაზეთი და სამხრეთ-ოსეთი, რითაც ღიად არღვევს ქვეყნებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს. ასევე ორივე რეგიონში, რომლებიც მოსკოვმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა ბაზების მშენებლობაა გაჩაღებული. სიტუაცია კვლავ დაძაბულია და ნებისმიერ მომენტში შეიძლება ხელახლა აფეთქდეს.

სხვა საქმეა კონგრესში „შეთანხმება – 123“-ის ხელახლა შეტანა იმის აღნიშვნით, რომ აშშ-ს რუსეთთან საქართველოსთან დაკავშირებით სერიოზული უთანხმოება აქვს. ამის ნაცვლად „პირდაპირ“ ითქვა, რომ საქართველოს სიტუაცია ამიერიდან რუსულ-ამერიკული ურთიერთობების განვითარების გზაზე დაბრკოლებას აღარ წარმოადგენს და ამით ადმინისტრაციამ ქართველები ფაქტობრივად ბედის ანაბარა მიატოვა, ხოლო რუსეთს საზღვრისპირა რაიონებში მომდევნო პროვოკაციებისთვის „მწვანე შუქი“ აუნთო.

ანალოგიურ შეშფოთებას იწვევს, ობამას ადმინისტრაციის დაინტერესება ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირებაზე შეთანხმების (CFE) რესტავრაციით, რომლის მხარდაჭერაზეც 2007 წლის ბოლოს რუსეთმა უარი განაცხადა. ბუშის ადმინისტრაციის ყველა ძალისხმევის მიუხედავად, რათა დაერწმუნებინა ალიანსის მოკავშირეები და ზემოთ ხსენებული შეთანხმების მონაწილეები დაეკმაყოფილებინათ რუსეთის ინტერესები, მოსკოვმა უარი სთქვა საქართველოდან და მოლდავეთიდან ჯარების გაყვანის შესახებ 1999 წელს აღებული ვალდებულების შესრულებაზე. არც ერთ ამ ქვეყანას საკუთარი ტერიტორიების ოკუპაციაზე რუსეთისთვის თანხმობა არ მიუცია, მაგრამ მას შემდეგ რაც რუსეთი საქართველოს თავს დაესხა, ყველაფერი გაუარესდა. მანამდე რუსეთს გაუქმებას დაქვემდებარებული მხოლოდ ერთი ბაზა გააჩნდა გუდაუთაში, ახლა კი საქართველოს ტერიტორიაზე მას გაცილებით მეტი სამხედრო და საბრძოლო მასალა აქვს (ხოლო მოლდავეთიდან რუსეთის არმია აშკარად არსად წასვლას არ აპირებს).

მოსკოვთან გამაღიზიანებელი ფაქტორებისგან გათავისუფლების სურვილით, ობამას ადმინისტრაცია ჩააბარებს საქართველოს და მოლდავეთს, შეწყვეტს რა ამ ქვეყნებიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარების გაყვანის მოთხოვნას, თუ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და ურღვევ პრინციპად იმის მიჩნევით, რომ ოკუპირებული ქვეყნის მთავრობასთან შეთახმება აუცილებელია, განიარაღებაზე შეთანხმების რეჟიმის აღდგენის მცდელობას სწორედ რუსეთის დარწმუნებისთვის გამოიყენებს დატოვოს თუ არა საქართველო და მოლდავეთი?

როგორც ობამას, ასევე აშშ-ს სხვა მაღალჩინოსნებს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ არ აღიარებენ რუსეთის „გავლენის სფეროს“ უფლებას, მაგრამ ქმედებები (ისევე როგორც უმოქმედობა) განცხადებებზე მეტს მეტყველებენ. არსებობს მოსაზრება, რომ ობამა მის „მეგობარსა და პარტნიორს“ დიმიტრი მედვედევს ნებისმიერი სხვა ქვეყნის მეთაურზე ბევრჯერ შეხვდა და მასთან ხშირად კონტაქტობს, ბოლოს ეს ამ ხუთშაბათს მოხდა. ობამამ უნდა გამოიყენოს ეს უამრავი შესაძლებლობა, რათა მკაფიო სიგნალები გასცეს: რუსეთის აგრესია მისი მეზობლების მიმართ და მათი ტერიტორიების ოკუპაცია მიუღებელია. ასევე მან „მეგობრები და პარტნიორები“ რეგიონის სხვა ქვეყნებშიც უნდა გაიჩინოს. ზოგიერთ იქაურ ლიდერთან, შესაძლოა მოლაპარაკება არც ისე იოლია, იმავდროულად დემოკრატიის იდეალებისა და ადამიანის უფლებების მხრივ ისინი იდეალურები არ არიან, მაგრამ ამ მხრივ იდეალური არც მედვედევია და არც რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი.
[foreignpress.ge]

http://presa.ge/index.php?text=news&i=10908
17:39 17.05.2010
kote-1962
გამგებლების “შვებულებაში“ გაშვებას მმართველ პარტიაში ადასტურებენ

[ნინო მიქიაშვილი]


“ნაცმოძრაობის” ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი კირთაძემ, რომელიც ამავდროულად ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე და 30 მაისს დაგეგმილ არჩევნებზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია, პრესა.გე–ს დაუდასტურა ის ფაქტი, რომ გამგებლებს თანამდებობები დატოვებული აქვთ.

გიორგი კირთაძესთან ინტერვიუ მას შემდეგ ჩავწერეთ, რაც ბათუმის საკრებულოს ლეიბორისტმა დეპუტატმა, დავით რობაქიძემ, პრესა.გე–სთვის მოცემულ ინტერვიუში (სათაურით – “ბათუმის საკრებულოში 18–20 მანდატს “ნაციონალები“ აიღებენ, ორს თარგამაძეს მისცემენ, ერთს – თორთლაძის პარტიას“) განაცხადა, რომ აჭარაში ყველა ქალაქის, რაიონისა და სოფლის გამგებელი თანამდებობიდან გადამდგარია და იქ, სადაც “ნაცმოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩევნებს წააგებს, გამგებელი თანამდებობაზე ვეღარ დაბრუნდება.

რამდენი პროცენტის აღების იმედი გაქვთ, ბათუმში, ზოგადად აჭარაში?
გიორგი კირთაძე: კომენტარს ვერ გავაკეთებ, პროცენტებზე წინასწარ საუბარი არასერიოზული იქნება, არჩევნებამდე ჯერ კიდევ ბევრი დრო დარჩა. რამდენ პროცენტს ავიღებთ იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად კარგად ვიმუშავებთ, რამდენად კარგად ჩავატარებთ საარჩევნო კამპანიას და რამდენად ზუსტად მივიტანთ ჩვენს მესიჯებს მოსახლეობამდე.

როგორი შედეგი გაქვთ სოციოლოგიური გამოკითხვებით?
– ბათუმში ყველა პარტიაზე უკეთესი რეიტინგი გვაქვს. ამ გამოკითხვებში მაჟორიტარებიც ლიდერობენ.

ვინ ხელმძღვანელობს აჭარაში “ნაცმოძრაობის“ საარჩევნო კამპანიას?
– აჭარაში საარჩევნო კამპანიას რაიონებისა და ქალაქების მიხედვით ჰყავს ხელმძღვანელები. მე პარტიაში ბათუმის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გახლავართ და საარჩევნო კამპანიას სხვებთან ერთად ვხელმძღვანელობ. ბუნებრივია, საარჩევნო შტაბს პარტიის სხვა წევრებიც ხელმძღვანელობენ.

თქვენი ოპონენტების თქმით, “ნაცმოძრაობის“ საარჩევნო შტაბს გურამ ჩალაგაშვილი ხელმძღვანელობს.
– საარჩევნო შტაბს გურამ ჩალაგაშვილი არ ხელმძღვანელობს; ამას ვადასტურებ, ნამდვილად.

დაახლოებით რამდენი მანდატი შეიძლება აიღოს “ნაცმოძრაობამ“, საუკეთესო შემთხვევაში, ბათუმის საკრებულოში?
ხომ გითხარით, რომ დეტალებში ვერ ვისაუბრებ?! უბრალოდ, ჩვენი კვლევების (და როგორც ვიცი, სხვა კვლევების) მიხედვით, ჩვენ ვთვლით, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმში ბევრად ლიდერობს, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან შედარებით, მაგრამ არჩევნებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, 16 დღე ნამდვილად არ არის ცოტა. ასე რომ მუშაობაა საჭირო. 30–ში გვიან საღამოს ალბათ, გვეცოდინება ვინ რამდენი მანდატი მიიღო.

რას იტყვით თქვენი ოპონენტების განცხადებაზე, რომ 2 მანდატს თარგამაძის ქრისტიან–დემოკრატებს აძლევთ და ერთს თორთლაძის პარტიას?
– ასეთ აბსურდულ განცხადებებზე კომენტარის გაკეთება არასერიოზულად მიმაჩნია. არჩევნები გამჭირვალედ ჩატარდება და ამგვარი განცხადებების აბსურდულობაში ყველა დარწმუნდება.

ბათუმის მიკრორაიონის გამგებლებს თანამდებობები მართლა დატოვებული აქვთ?
– იმ გამგებლებმა, რომლებიც საარჩევნო პროცესში მონაწილეობენ, შვებულებაში გასვლაზე განცხადება დაწერეს; მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მათ უფლება აქვთ საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა მიიღონ, იმიტომ რომ ისინი უკვე აღარ არიან გამგებლის მოვალეობის შემსრულებლები.

მთელ აჭარაში ასეა?
– მე კონკრეტულად ბათუმის მაგალითზე ვისაუბრებ – არა მარტო გამგებლებს, არამედ, გამგეობის თანამშრომლებს, საჯარო სამსახურების თანამშრომლების ნაწილს (ეს ალბათ არ არის დიდი ციფრი) შვებულებაში გასვლის შესახებ განცხადება აქვთ დაწერილი. მათი ნაწილი ალბათ, მართლა შვებულებაშია, მაგრამ ნაწილი ჩვენთან ერთად, საარჩევო კამპანიაშია ჩართული, კანონმდებლობის სრული დაცვით. ანუ, იმ ადამიანებმა, რომლებიც “ნაცმოძრაობის“ საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობენ და ამავდროულად, საჯარო სამსახურებში მუშაობენ, განცხადება დაწერეს, შვებულებაში გასვლაზე, ან თანამდებობრივი უფლებამოსილების შეჩერებაზე.

თქვენი ოპონენტების განმარტებით, გამგებლებზე ზეწოლა ხორციელდება – ვინც საჭირო რაიოდენობის ხმებს ვერ მოაგროვებს, თანამდებობაზე ვეღარ დაბრუნდება.
– ჩვენი ოპონენტები უფრო დიდ აბსურდებსაც ამბობენ. ზეწოლასთან დაკავშირებით კომენტარი ალბათ, ზედმეტია. ჩვენს ქალაქში მსგავსი რამ არ ხდება და სხვები არ ვიცი.

მმართველი პარტია ბათუმში “საეჭვო“ ამომრჩევლზე განსხვავებული ფორმის საწერ–კალმების დარიგებით, ფსიქოლოგიური ზეწოლის განხორციელებას გეგმავს – “თუ ამ საწერ–კალმით 5–იანს არ მოხაზავთ, ჩვენ გავიგებთ და პრობლემები შეგექმნებათო“ – ესეც თქვენი ოპონენტების მიერ გაკეთებული ერთ–ერთი განცხადებაა – ეს მეთოდი საპარლამენტო არჩევნებზე გამოიყენეს და ახლაც იგივე გამეორებას აპირებენო.
– და თქვენ ეს სერიოზულად მიგაჩნიათ? მართლა გულწრფელად ვამბობ – ჩვენი ოპონენტებისგან მსგავსი ტიპის სისულელე არასდროს მომისმენია. არასერიოზულ თემებზე ვსაუბრობთ. სხვა კითხვები თუ გაქვთ, გიპასუხებთ.

როდის განიხილავთ დავით რობაქიძის განაცხადს, რომელიც მერის ვაკანტური თანამდებობის დაკავებას ეხება?
– მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ნებისმიერ მსრუველს ორი კვირის ვადაში უფლება ჰქონდა ქალაქ ბათუმის მერობაზე განცხადება შემოეტანა. ამჟამად ერთადერთი დავით რობაქიძის განცხადებაა შემოტანილი, რომელსაც ბიურო კანონით დადგენილ ვადაში განიხილავს და თუ დავით რობაქიძე ბიუროს გაცდება, მის კანდიდატურაზე საკრებულოც იმსჯელებს.

http://presa.ge/index.php?text=news&i=10911
01:56 18.05.2010
kote-1962
„დაბრუნება საქართველოში“ თუ კიდევ ერთხელ გაქცევა?!

[თემურ დოლიძე]


ხელისუფლებამ საქართველოში წლების წინ გაქცეული ემიგრანტები ვერაფრით ჩამოიტყუა და ახლა უცხოეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენებს მიადგა. პრინციპში, მთავრობას ბიზნესმენები ურჩევნია - ისინი ცოტანი არიან, ფული კი უფრო მეტი აქვთ, ვიდრე ყველა ემიგრანტს ერთად.

30-მდე ბიზნესმენი თბილისში ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ერთობლივი პროექტის - „დაბრუნება საქართველოში“ - ფარგლებში ჩამოვიდა.

უცხოეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენები საქართველოს საინვესტიციო და ბიზნეს–კლიმატს ეცნობიან. ჩამოსვლისთანავე ბიზნეს-დიასპორის წარმომადგენლები სვანეთში გაემგზავრნენ.

მესტიიდან ბიზნეს-დიასპორის წარმომადგენლები ბათუმში ჩავლენ, სადაც საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდებიან.

„საქართველოში არსებული ვითარება შეიცვლა და იგი მკვეთრად განსხვავდება იმ პერიოდისგან, როდესაც ამ ადამიანებმა ქვეყანა დატოვეს. მნიშვნელოვანია საზღვარგარეთ მცხოვრებმა ქართველმა ბიზნესმენებმა ადგილზე გაიცნონ ის ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატი, რომელიც საქართველოში ჩამოყალიბდა“, - განაცხადა ეკონომიკური განვითარების მინისტრმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა იმ ფორუმის დასრულების შემდეგ, რომელიც სპეციალურად «დაბრუნებული ბიზნესმენებისათვის» გაიმართა.

ბიზნეს-ფორუმს უცხოეთში მოღვაწე 25-მდე ქართველი ბიზნესმენი ესწრებოდა. მათი მოღვაწეობის არეალი საკმაოდ დიდია. ქართველი ბიზნესმენები თურქეთში, კვიპროსში, აშშ-ში, კანადაში, ტაჯიკეთში, ჩეხეთში, სლოვაკეთში, ისრაელში, ბელგიაში, ესპანეთსა და უკრაინაში აწარმოებენ საკუთარ ბიზნესს.

პოლოლიკაშვილის განცხადებით, თბილისში მყოფი ბიზნესმენების საქმიანობის სფერო განსხვავებულია. ბიზნესმენებს შორის არიან ტურიზმის, ჯანდაცვისა და სხვა სექტორის წარმომადგენლები.

მინისტრმა უცხოეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენებს საქართველოში ინვესტიციების ჩადებისკენ მოუწოდა. „დაბრუნება საქართველოში“ პირველი ექსპერიმენტული პროექტია, რომელიც ამ მიმართულებით ტარდება. პროექტის მიზანია, უცხოეთში მოღვაწე წარმატებულმა ქართველმა ბიზნესმენებმა კაპიტალი საქართველოშიც დააბანდონ და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანონ.

ბიზნესმენები საქართველოში სამი დღე დარჩებიან და საინვესტიციო გარემოს გაცნობის შემდეგ, ვფიქრობთ, კონკრეტულ გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ“, - განაცხადა პოლოლიკაშვილმა.

აღნიშნული პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა დიასპორის საკითხებში მინისტრმა პაპუნა დავითაიამაც. „მსგავსი ბიზნეს-ფორუმების ჩატარება ძალზე მნიშვნელოვანია, რათა ის ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო, რომელიც ბოლო წლებში ქვეყანაში შეიქმნა, მხოლოდ უცხოელი ინვესტორებისთვის არ იყოს ხელმისაწვდომი“, - აღნიშნა დავითაიამ.

მინისტრებს მხარი საგანმათლებლო სფეროს მუშაკებმაც აუბეს. ილიას უნივერსიტეტის რექტორმა გიგი თევზაძემ უცხოეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენებს განათლების სფეროში ინვესტიციების ჩადებისკენ მოუწოდა.

როგორც თევზაძემ ბიზნეს-ფორუმზე განაცხადა, განათლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა, სადაც ინვესტიციის ჩადება სასარგებლოა და იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფრასტრუქტურა იქნება, საქართველო შეიძლება, შავი ზღვის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ცოდნის კარიბჭე გახდეს, როგორც ეს შუა საუკუნეებში იყო.

ხელისუფლთა პათოსს ნაკლებად ან სულაც არ იზიარებენ ქართველი ექსპერტები. „ამ ბიზნესმენებს ხელისუფლებამ რაც არ უნდა უმტკიცოს, რომ ჩვენთან ყველაფერი გამოსწორდა, ყველაფერი კარგადაა, მათ აქვთ ალტერნატიული ინფორმაციის წყარო, ჰყავთ აქ ოჯახის წევრები და მეგობრები და იციან თუ რა ხდება რეალურად. მათ კარგად უწყიან რა ამბები ტრიალებს აქ, რა ვითარებაშია ქართული ბიზნესი და ა.შ. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს შეხვედრაც იქნება მხოლოდ შეხვედრა და ის უშედეგოდ დასრულდება. თუ ვინმე ჩამოსვლას გადაწყვეტს, ცხადია, რომ ეს უპირობოდ არ მოხდება“, - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა გია ხუხაშვილმა.

http://presa.ge/index.php?text=news&i=10913
10:35 18.05.2010
kote-1962
Presa.ge
ამერიკელი ექსპერტის ვარაუდით, ობამას ადმინისტრაციამ შესაძლოა, საქართველო და მოლდოვა რუსეთს "მიჰყიდოს"

[ინტერპრესნიუსი]


ობამას ადმინისტრაციამ შესაძლოა, საქართველო და მოლდოვა რუსეთს მიჰყიდოს. როგორც გამოცემა “The Washington Post” წერს, ამგვარი ვარაუდი ამერიკელმა ექსპერტმა, German Marshall Fund of the United States უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა დევიდ კრამერმა გამოთქვა.

გამოცემის 15 მაისის ნომრის სტატიაში - აშშ რუსეთის მეზობლებზე უარს ამბობსკრამერი წერს, რომ ამგვარ ნაბიჯზე აშშ შესაძლოა, რუსეთთან კარგი ურთიერთობის შესანარჩუნებლად წავიდეს. ამ მოსაზრების გასამყარებლად სტატიის ავტორი საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ ბარაქ ობამას განცხადებას ასახელებს.

ობამამ გასულ კვირას კონგრესისადმი მიმართვაში განაცხადა, რომ საქართველოში არსებული მდგომარეობა რუსეთთან ბირთვული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გასაფორმებლად დაბრკოლებად აღარ მიაჩნია. ობამამ მიმართვაში დაწვრილებით დაასაბუთა შეთანხმება 1 2 3-ის მხარდაჭერა. პრეზიდენტს მიაჩნია, რომ აღნიშნული შეთანხმება აშშ-ს უსაფრთხოებას და თავდაცვისუნარიანობას გაამყარებს.

კრამერი იხსენებს, რომ შეთანხმება კონგრესიდან რუსეთ-საქართველოს ომის დროს გაიწვიეს. იგი ამასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ რუსეთის ჯარებს საქართველოს სეპარატისტეული რეგიონები – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ამ დრომდე აქვთ ოკუპირებული და იქ სამხედრო ბაზებს აშენებენ. კრამერის შეფასებით, ამ რეგიონებში ვითარება კვლავ ფეთქებადსაშიშია.

ექსპერტის აზრით, ამ ფონზე ობამას განცხადება - საქართველოში არსებული მდგომარეობა შეთანხმების დაბრკოლებად აღარ მიიჩნევა, ნიშნავს, რომ აშშ საქართველოს ტოვებს და რუსეთს პროვოკაციების გაგრძელებაზე მწვანე შუქს უნთებს.

ობამა და სხვა ამერიკელი მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ რუსეთის გავლენთა სფეროებს არ აღიარებენ, მაგრამ მათი მოქმედება, თუ უმოქმედობა სიტყვებზე უფრო ხმამაღლა ლაპარაკობს, - წერს კრამერი.

ამერიკელი ექსპერტი აღნიშნავს, რომ ობამა მსოფლიო ლიდერებიდან ყველაზე მეტჯერ რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს შეხვდა. კრამერს მიაჩნია, რომ აშშ პრეზიდენტმა ამგვარი შეხვედრები იმის მკვეთრად დასაფიქსირებლად უნდა გამოიყენოს, რომ რუსეთის აგრესიის გაგრძელება და მეზობლების ოკუპირება დაუშვებელია.

http://presa.ge/index.php?text=news&i=10905
15:17 17.05.2010
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.