Help - Search - Members - Calendar
Full Version: აქტუალური სტატიები-Актуальные статьи
მთავარი ქართული ფორუმი პოლიტიკის შესახებ > პოლიტიკის შესახებ > პოლიტიკური არქივი - დოკუმენტური მასალები
Pages: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22
kote-1962
12.04.2010

"გიამ კაცურად შეასრულა მიცემული სიტყვა, გაიყვანა ხალხი სამეგრელოდან, დაბრუნდა ზუგდიდში, მაგრამ სანამ ჩემთან მოვიდოდა, ჩემიანებმა მიღალატეს"


დაპირისპირება და ქიშპი ქართველ ერს ოდითგან მოსდევს. ამ მანკიერების გამო არაერთი ეროვნული საქმე წამხდარა, არაერთი გამარჯვება ქცეულა დამარცხებად. ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრს, ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლ ვალტერ შურღაიას მიაჩნია, რომ დღესაც ეს უკეთურობანი მძლავრობს ჩვენში:

- შიდა დაპირისპირება ნიჭიერი ერის თვისებაა. ნიჭიერი ერი ნიჭიერი პიროვნებებისაგან შედგება და თუ ნიჭიერი კაცი მაღალი ზნეობის არ არის, ყოველთვის ცდილობს, თავისი აზრი და მოქმედება დააყენოს პირველ ადგილზე. ქართველები ნიჭიერებიც ვართ, ჭკვიანებიც, მაგრამ გათახსირებულებიც და სწორედ ამან აიძულა ილია ჭავჭავაძე "ბედნიერი ერი" დაეწერა.

ქართველ ერში დასაბამიდან არსებულმა დაპირისპირებამ თავი ეროვნულ მოძრაობაშიც იჩინა. მაშინაც პირველობისთვის იყო ბრძოლა. არ ვერჩი თამარ ჩხეიძეს, მაგრამ უნდა ვთქვა: როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, თამარ ჩხეიძე გამუდმებით აცხადებდა, მომეცით პირდაპირი ეთერი და ვიტყვი, ვინ არის ზვიად გამსახურდიაო. პუტჩის შემდეგ ოპოზიციის იყო რადიოც და ტელევიზიაც.

თამარ ჩხეიძე გამოვიდა ტელევიზიით და განაცხადა, როდესაც ზვიად გამსახურდია პროკლამაციების გასავრცელებლად გვიშვებდა, იმდენად იყო შეშინებული, რომ "წრუწუნ კონსტანტინოვიჩი" დავარქვითო. ეს ყოფილა თამარ ჩხეიძის არგუმენტი ზვიად გამსახურდიას გასაშავებლად. როდესაც ბავშვებს პროკლამაციების გასავრცელებლად, ფაქტობრივად, დასაღუპავად უშვებდა, რასაკვირველია, ზვიადს შეეშინდებოდა, ინერვიულებდა, შესაძლოა, წუწუნებდა კიდეც, რადგან გავლილი ჰქონდა ეს გზა და იცოდა, თუ ახალგაზრდებს დაიჭერდნენ, რამხელა წამება მოჰყვებოდა ამას.

- თამარ ჩხეიძეს აქვს კიდევ ერთი არგუმენტი - ეროვნული მოძრაობის ზოგიერთმა ლიდერმა 9 აპრილს შეგნებულად არ თქვა უარი სისხლის ღვრაზეო.
- 9 აპრილი ქართველი ხალხის მოგებული ომია. ეს დღე რომ არ ყოფილიყო, არ იქნებოდა ქართველი ერის საოცარი ერთსულოვნება 31 მარტის რეფერენდუმზე და 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის გამოცხადება. ზვიადმა თქვა, 9 აპრილის წმინდა სისხლი გაათავისუფლებს საქართველოსო და ამ სიტყვების გამო შეჭამეს, გაუხარდა სისხლის ღვრაო. ზვიადი ქართველი, ქრისტიანი კაცი იყო და როგორ გაუხარდებოდა თანამოძმის სიკვდილი, მაგრამ მან დაინახა, რომ ეს დიდი გამარჯვების დასაწყისი იყო.

ქიშპი და შური ეროვნული ხელისუფლების გამარჯვების შემდგომაც გაგრძელდა. ხშირად გაისმოდა ზვიადზე, რატომ ის და მე - არაო. ერთხელ სესიაზეც წამოაძახა ვაჟა ადამიამ ზვიადს - ჩემი ზურგით შემოხვედი უზენაეს საბჭოშიო. ბევრი მოშურნე ჰყავდა.

მის პრეზიდენტობას ეგუებოდნენ, მაგრამ ვერ ეპატიებინათ, ასე ძალიან რომ უყვარდა ხალხს. გარეშე მტერი კერიას ვერ ჩაგიქრობს, თუ შენს სახლში არ ნახა დასაყრდენი. შურმა და გარე ძალებმა გახლიჩა ეროვნული ხელისუფლებაც.

როგორც კი გაათავისუფლეს, თენგიზ სიგუა ზვიად გამსახურდიას დაუძინებელი მტერი გახდა. კიტოვანის იდეური მმართველიც სიგუა იყო. ამიტომაც განუდგა გვარდიის ნაწილი პრეზიდენტს. ოპოზიცია - სარიშვილი, ჭანტურია და თამარ ჩხეიძე პირდაპირ მოუწოდებდნენ შეიარაღებული აჯანყებისაკენ. სამწუხაროდ, ამ საქმეში ნოდარ ნათაძეც იყო გარეული.

როდესაც გვარდია თბილისის ზღვაზე დაბანაკდა, ზვიადმა შერიგება სცადა. მე, ზვიად ძიძიგური და ზაურ ქობალია ავდიოდით გვარდიელებთან. მახსოვს, ოპოზიციამ ულტიმატუმი წამოაყენა, რომლის ტექსტიც მანქანის კაპოტზე დაწერა ნოდარ ნათაძემ, გვარდია პრეზიდენტს კი არა, უზენაეს საბჭოს დაემორჩილოსო. ამ ულტიმატუმის მიღება შეუძლებელი იყო. გვარდიელებმა გვითხრეს, ყაზარმებში რომ შევიდეთ, ყველას დაგვიჭერთ და გაგვისწორდებით, ამიტომ არ დაგემორჩილებითო.

მათთვის გონება რომ გამეხსნა, სესიაზე მთელი საქართველოს გასაგონად ვკითხე პრეზიდენტს, თუ განდგომილი გვარდია დადებს იარაღს, თქვენ, როგორც პრეზიდენტი, როგორც ქრისტიანი, ქართველი, როგორ მოიქცევით-მეთქი. ზვიადმა მიპასუხა, არავინ დაისჯება, გვარდიელები ძველებურად გააგრძელებენ სამსახურსო, მაგრამ გვარდიის ხელმძღვანელებს ვიღაცის დირექტივით თუ თავიანთი ნებით გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდათ. ჯარისკაცებს უთხრეს, ზვიადი გიჟია, ეგ სიტყვის კაცი არ არის, დღეს ერთს ამბობს, მაგრამ ხვალ სხვას გააკეთებსო.

სახელმწიფო გადატრიალება და სამოქალაქო ომი სინამდვილეში იყო კომუნისტური რევანში, მეხუთე კოლონის პუტჩი, რომელშიც რუსებიც მონაწილეობდნენ.

პუტჩისტებმა პირველად რომ შემოუტიეს უზენაეს საბჭოს, იქ რამდენიმე რუსი ჯარისკაცი მოკვდა, 1993 წელს კი ბალტინის ჯარებმა გადაწყვიტეს ყველაფერი.

- სამოქალაქო დაპირისპირება რომ არა, ალბათ არც აფხაზეთი და სამაჩაბლო დაიკარგებოდა?
- თუ ერს მეხსიერება არა აქვს, ვერც ვერაფერს გააანალიზებს და ისევ გაიმეორებს შეცდომას, რომელიც გუშინ დაუშვა.

აფხაზეთში ომის დაწყება დანაშაული იყო. ჯერ კიდევ 1989 წელს იწყებოდა აფხაზეთში ომი, მაგრამ მერაბ კოსტავამ არ დაუშვა. 1989 წლის 15 ივნისს, როდესაც ვოვა ვეკუა მოკლეს, ღალიძგას 300 ათასი ქართველი მიაწყდა. იარაღი არავის ჰქონდა, ღალიძგის იქით ჩასაფრებულ აფხაზებს, რუსებსა და სომხებს კი ტყვიამფრქვევები და ყუმბარსატყორცნები ჰქონდათ.

გულანთებულ ქართველ ბიჭებს ეს როგორ გააჩერებდა, მაგრამ მოხდა საოცრება - 300-ათასიან მასას მერაბ კოსტავა გადაუდგა წინ და დაიქუხა, ღალიძგას მაშინ გადალახავთ, თუ მე გადამივლით, მომკალით და მერე გადადით ხიდზეო. ვერ გადაუარეს მერაბს.

ამან გვიხსნა სისხლის ღვრისაგან. პუტჩი რომ არ მომხდარიყო, აფხაზეთში ომი არ დაიწყებოდა.

1992 წლის 6 იანვარს ზვიად გამსახურდიას აზერბაიჯანის საზღვართან დავცილდი. 7 იანვარს უკვე სამეგრელოში ვიყავი და ეროვნული დაუმორჩილებლობის კომიტეტი შევქმენი.

- "მხედრიონის" სამეგრელოში შემოსვლის მიზეზი რა გახდა?
- სამხედრო საბჭოს გადაწყვეტილებით "მხედრიონი" სამეგრელოში ზვიადის მომხრეების გასანადგურებლად შემოვიდა. სამეგრელოსკენ რომ მოდიოდნენ, ტანკებზე ეწერათ, სიძეები მოვდივართო. ათასი საშინელება, ძარცვა, გაუპატიურება, მკვლელობები მოჰყვა ამას. რითაც შეგვეძლო, წინააღმდეგობას ვუწევდით. ეს იყო ქართველების ურთიერთხოცვა-ჟლეტა.

გვხოცავდნენ და ჩვენც ვხოცავდით. მაშინ ლოთი დაჭრილი იყო. თავდაპირველად მე თორმეტი კაცი მყავდა. არც იარაღი გვქონდა. ვეღარ გავუძელით "მხედრიონის" შემოტევას და ერთხელაც, როდესაც რუსის ჯარს, რომელიც ბათუმიდან სოხუმისკენ მიდიოდა, 100 ათასი უიარაღო კაცი მივუსიეთ და განვაიარაღეთ, ეს ჩემი დავალებით გაკეთდა. იარაღი კი ჩავიგდეთ ხელში, მაგრამ ნაწილი დამნაშავეებმაც მიიტაცეს.

ამ დროიდან დაიწყო რაზმების ჩამოყალიბება, რამაც "მხედრიონის" სამეგრელოში თარეში ოდნავ გაანელა, მიუხედავად ამისა, 6-ჯერ მაინც დაილაშქრა სამეგრელო. მერე ყარყარაშვილი ჩამოვიდა და დავატყვევეთ.

გია ყარყარაშვილი 48 გვარდიელის თანხლებით შვეულმფრენით ჩამოფრინდა სოფელ რუხში. ჩვენი განადგურება უნდოდა. ყველანი ალყაში მოვაქციეთ და ტყვედ ავიყვანეთ. ყარყარაშვილს ეგონა, მოვკლავდით, მაგრამ დავამშვიდე, ნუ გეშინია, ეს შენი მიწაა, შენ საქართველოში ხარ-მეთქი.

არადა, მაშინ ერთი ამბავი იყო თბილისში, შურღაიას უნდა, სამეგრელო საქართველოს ჩამოჰგლიჯოს, სამეგრელოს დამოუკიდებლობისათვის იბრძვისო. ყარყარაშვილის თანამებრძოლ ტყვეებს აწამებენო. პუტჩისტებს მივმართე, ვისაც გინდათ, ჩამობრძანდით და ნახეთ, ტყვეები რა მდგომარეობაში არიან-მეთქი.

მართლაც ჩამოვიდნენ ნათაძე და ბევრი სხვაც და ნახეს ყარყარაშვილიც და მისი 48 მეომარიც. მეომრები საპყრობილეში იყვნენ, ყარყარაშვილი კი სხვადასხვა ოჯახში დაგვყავდა, ადგილებს ვუცვლიდით.

ეს სულ რამდენიმე კვირას გაგრძელდა. ამასობაში ყარყარაშვილის მამა და ძმა თავის ხალხთან ერთად სამეგრელოს მოადგნენ. მათთან იყო "მხედრიონიც" და გვარდიაც.

ლოთი ისევ დაჭრილი იყო, არც მისი ბიჭები ჩანდნენ. ძალა არ მქონდა, ამდენი ხალხისათვის წინააღმდეგობა გამეწია, არ მინდოდა სისხლის ღვრა. ზვიადთან სატელეფონო კავშირი მქონდა და მასთან შეთანხმებით ასეთი რამ გავაკეთე: ყარყარაშვილს ვუთხარი, შენ გაგიშვებ, შენი მებრძოლები კი ჩემთან დარჩებიან.

შენი შეიარაღებული მომხრეები მოაცილე სამეგრელოს, თბილისში გაუშვი, მერე დაბრუნდი და გპირდები, მაშინვე გაგითავისუფლებ 48-ვე მებრძოლს, ოღონდ შენ ჩემთან დარჩები-მეთქი.

ფაქტობრივად, გია მძევლად უნდა დარჩენილიყო. კარგიო, მითხრა. წასვლისას ვუთხარი, ხომ იცი, ამას ზვიადის გარეშე ვერ გადავწყვეტდი-მეთქი. ორი დღე მივეცი. გიამ კაცურად შეასრულა მიცემული სიტყვა, გაიყვანა ხალხი სამეგრელოდან, დაბრუნდა ზუგდიდში, მაგრამ სანამ ჩემთან მოვიდოდა, ჩემიანებმა მიღალატეს.

არ ვიცი, შეგნებულად თუ შეუგნებლად. სანამ გიას ვნახავდი, ჩემიანებმა რაკი ჩათვალეს, გიამ სიტყვა შეასრულაო, ციხე გახსნეს, ის 48 კაცი გაუშვეს და მათ გიაც მიაყოლეს. კინაღამ გავგიჟდი. მთელი გეგმა ჩაიშალა.

გია დამპირდა, ჩემი ფეხი არ იქნება სამეგრელოშიო და სიტყვა შეასრულა. ამის გამო მისი მადლობელი ვარ, მაგრამ დაირღვა ჩემი მოლაპარაკება პრეზიდენტთან. არ მინდოდა, ამის თქმა, მაგრამ თქვენ მაიძულეთ... მოკლედ, პრეზიდენტი მირეკავდა, რამდენიმე დღე თავი ავარიდე მასთან ლაპარაკს, მაგრამ როდემდე დავიმალებოდი? მესამე დღეს მივედი ტელეფონთან და ზვიადი მეკითხება, შენც გამყიდეო? ვთხოვე, მომისმინეთ-მეთქი, მაგრამ ზვიადი გაგიჟებული იყო.

შეურაცხყოფილი დავრჩი, მართალი ვიყავი და პრეზიდენტი არ მისმენდა და მეც ვუთხარი ცუდი რაღაცები. ზვიადმა კი, ახლა წერილს ვწერ, რომელშიც მოღალატედ გამოგაცხადებო. პატიოსან სიტყვას გაძლევთ, გავალ მიტინგზე და თავად ვეტყვი ხალხს (მაშინ ზუგდიდში მთელი საქართველო იყო ჩამოსული. ყოველდღიურად 100-150-ათასკაციანი მიტინგები იმართებოდა), რომ მოღალატედ მაცხადებ-მეთქი და ამ დროს ტელეფონი გაითიშა. ზვიადს სოხუმის საშუალებით ვუკავშირდებოდი გროზნოში. ერთი ტელეფონისტი გოგო მაკავშირებდა, რომელიც არასოდეს მინახავს. დარწმუნებული ვარ, იმ გოგომ განგებ გათიშა ტელეფონი.

ეს ნახევარი წუთი საკმარისი გახდა, რომ ზვიადი დამშვიდებულიყო. აღდგა სატელეფონო კავშირი და ზვიადი მშვიდად მეუბნება, მიამბე, რა მოხდაო. მოვუყევი, რომ გია ყარყარაშვილი უჩემოდ გაათავისუფლეს. Pპრეზიდენტმა Mმომისმინა და კარგი, იმუშავეო, მითხრა.

- აფხაზეთის ომიც ხომ, ფაქტობრივად, პროვოკაცია და შიდა დაპირისპირების შედეგი იყო?
- სამხედრო საბჭოს იდეა იყო, რაკი აფხაზეთსა და სამეგრელოში მატარებლები იძარცვება, ტვირთის გადაზიდვა უნდა გავაკონტროლოთო. რახან "მხედრიონს" სამეგრელოში შემოსვლის უფლებას არ ვაძლევდით, ეს ღონისძიება ჩვენ და დროებით ხელისუფლებას ერთობლივად უნდა ჩაგვეტარებინა.

მაშინ სამეგრელოში ვითარებას ვეღარ ვაკონტროლებდი, თბილისის ტელევიზიის ინციდენტი უკვე მომხდარი იყო და ამის მერე პროცესებს ლოთი წარმართავდა. ჩვენთან მოსალაპარაკებლად შს მინისტრი რომან გვენცაძე ჩამოვიდა, ტვირთების ერთობლივად გაკონტროლებაზე უნდა მოგველაპარაკა. გრიშა ქობალიას სახლში შევხვდით. მე და ლოთი ვესწრებოდით მოლაპარაკებას.

ამ დროს ბადრი ზარანდიამ ალყაში მოგვაქცია, სროლა და ერთი ამბავი ატყდა. ტყვედ აიყვანეს გვენცაძე, სალარიძე და სანდრო კავსაძე. ლოთის და მე ეს ხალხი წაგვართვეს და წაიყვანეს. მაშინვე მივხვდი, რაშიც იყო საქმე, გამოვედი ზუგდიდის ცენტრში და ხალხს ვუთხარი, ეს პროვოკაციაა, დაიმახსოვრეთ, ამას შევარდნაძე აფხაზეთში ომის დასაწყებად გამოიყენებს-მეთქი.

ეს ვთქვი თუ არა, შემოვარდა ზარანდია მოედანზე და ჰაერში გაისროლა ავტომატის ორი ჯერი, მაგრამ ხალხმა გააძევა. სასწრაფოდ თბილისში ჩამოვედი შევარდნაძესთან შესახვედრად. ვუთხარი, ნუ დაიწყებთ ომს აფხაზეთში, ეს წაგებული საქმეა, აფხაზეთს დავკარგავთ და ეს ცოდვა თქვენს შთამომავლობას დააწვება-მეთქი. არა, ეს უკვე გადაწყვეტილიაო. თუ აფხაზეთში შედიხართ, აფხაზების საბუდარი - გუდაუთა მაინც აიღეთ-მეთქი.

არა, რუსები გამინაწყენდებიანო. ხედავთ, რასთან იყო ყველაფერი დაკავშირებული? კიტოვანი და შევარდნაძე ერთმანეთს აბრალებენ აფხაზეთში ომის დაწყებას, არადა, პირადად მითხრა შევარდნაძემ, რომ გადაწყვეტილი ჰქონდა აფხაზეთში შესვლა. მერე გვენცაძე აფხაზეთში გადაიყვანეს და ომი რეალურად ამ ტყვეების გამოსახსნელად დაიწყო. ეს იყო აფხაზეთში შესვლის მიზეზი.

- გოგა ხაინდრავა ამბობს, აფხაზეთის ომის დროს 12-ჯერ ჩავედი ლოთისთან, გვერდით დაგვიდექით, მტერს ერთად გავუსწორდეთ და მერე გავარკვიოთ ურთიერთობაო.
- მართალია. ბევრჯერ ჩამოვიდა ზუგდიდში, გავერთიანდეთო. ამას კი გვეუბნებოდა, მაგრამ სულ სხვა რამ ხდებოდა: აფხაზეთის ომში ჩვენი ძალებით სრულად ვერ ვმონაწილეობდით, რადგან როგორც კი ჩვენ აფხაზეთში წავიდოდით, მაშინვე მოადგებოდა ჯაბას "მხედრიონი" სამეგრელოს ასაოხრებლად. მხოლოდ ერთადერთი ბრძოლა გვქონდა გაერთიანებული ძალებით ლაბრასთან და მაშინაც გავიმარჯვეთ, ლამის სოხუმამდე მივედით.

- შესაძლოა, აფხაზეთში იმიტომაც დავმარცხდით, რომ არც ექსპრეზიდენტის მომხრეებს უნდოდათ "შევარდნაძის დაბრუნებული აფხაზეთი".
- შევარდნაძის დაბრუნებული აფხაზეთი არ გვინდოდაო, ვერ იტყვის ეროვნული მოძრაობის რომელიმე მონაწილე. არ ვიცი, ვინ ამბობდა ამას. შესაძლოა, ვიღაცამ მოიგონა და მოგვაკერეს.

სამშობლო ხომ ზვიადსა და შევარდნაძეზე მაღლა დგას?! თუმც შევარდნაძეს მართლა არ უნდოდა ზვიადის დაბრუნებული აფხაზეთი. როდესაც ზვიადი საქართველოში დაბრუნდა, ოჩამჩირეში ჩვენი გვარდიის შტაბში მივიდა და უთხრა სარდლებს, დამემორჩილეთ და პირობას გაძლევთ, აფხაზეთს დავიბრუნებთო, მაგრამ უარი უთხრეს. შევარდნაძის დირექტივას დაუჯერეს. აი, მაშინ დაიკარგა აფხაზეთი.

- ხშირად უთქვამთ, რომ პრეზიდენტ გამსახურდიას მხარდამჭერებმა სააკაშვილი ხელისუფლებაში "შევარდნაძეზე რევანშისათვის მოიყვანეს".
- შევარდნაძის ჩამოგდება რევანში კი არა, ისტორიული სამართლიანობის აღდგენა იყო. შევარდნაძე ეროვნულ ძალებს ქვეყნის დამღუპველად მიგვაჩნდა. ყველაფერი გავაკეთეთ მის გადასაყენებლად, მაგრამ ვერ შევძელით.

გამოჩნდა მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც გამარჯვების მეტი შანსი ჰქონდა და დავუჭირეთ მხარი. სააკაშვილს შეეძლო დიდი სიკეთე გაეკეთებინა საქართველოსათვის, მაგრამ არ გააკეთა და ამიტომ ვარ მისი მოწინააღმდეგე.

- ისტორიული სამართლიანობის აღდგენა თუ წაადგა საქართველოს?
- არა, მაგრამ იმ მომენტში ჩვენ მართლები ვიყავით. თავის დროზე ვთქვი, სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი გახდება-მეთქი, მაგრამ არ მითქვამს, როგორი პრეზიდენტი იქნებოდა. ახლაც გავაკეთებ პროგნოზს: არ ვიცი თბილისის მერი გახდება თუ არა ირაკლი ალასანია, მაგრამ უსათუოდ იქნება საქართველოს პრეზიდენტი და ამასთან, ძალიან კარგი პრეზიდენტი.

ზვიადმაც ყველაფერი სცადა ოპოზიციის გასაერთიანებლად, მაგრამ ვერაფერს გახდა და მაშინ მიმართა ხალხს, მარტო ვარ და ვისაც ჩემთან გინდათ, გამომყევითო. ამას მოჰყვა მსვლელობა "ლოკომოტივის" სტადიონისკენ, სადაც ზვიადმა ქართველ ხალხს უთხრა, აი, გზა ქრისტესი და ბარაბასი, აირჩიე, ქართველო ეროო. ნახავთ, ალასანიაც ზვიადივით მარტო დარჩება, მაგრამ მას ქართველი ხალხი ამოუდგება მხარში.


იზო რიკაძე

"კვირის პალიტრა"
kote-1962
12.04.2010

"ხალხის ბედნიერების" რეცეპტები

ახლახან რუსულ მედიაში შს მინისტრ ვანო მერაბიშვილის ისეთი გამაოგნებელი ინტერვიუები გავრცელდა, რომ საზოგადოებას სალაპარაკო კარგა ხანს ექნება. ასე რომ, ისეთ "დაღეჭილ" საკითხს, როგორიც ევროპასთან ურთიერთობასა და დემოკრატიაზე მერაბიშვილისეული ხედვაა, აღარ შევეხები. ამჯერად, არც პატრიარქის ნაკურთხ ბაგრატოვანთა ქორწინების პრიმაკოვის იდეად გამოცხადება იქნება ჩემი განსჯის საგანი.

დღეს ყურადღებას გავამახვილებ გაზეთ "კომერსანტ ვლასტისთვის" მიცემულ მინისტრის ერთ-ერთ ინტერვიუზე, სადაც ის გატარებული რეფორმებით ამაყობს და რუს ჟურნალისტს წარმატების საიდუმლოს, "ხალხის გაბედნიერების" ფორმულასაც უზიარებს. "თუ იმაზე იფიქრებ, როგორ შეუმსუბუქო ადამიანს ცხოვრება, მოიფიქრებ ამისთვის საჭირო რაღაცებს. თუ მხოლოდ იმაზე იფიქრე, რა წერია კანონში, ვერც ვერაფერს მოიფიქრებ. ჩვენ ხანდახან ისეთ რამეებსაც ვიგონებთ, რაც კანონს ეწინააღმდეგება, მაგრამ მაინც ვაკეთებთ.

კანონი იმისთვის არის კანონი, რომ შეცვალო მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით", - ხალხზე მზრუნველი მინისტრის ამ სკანდალურმა ფრაზამ "დათა თუთაშხიადან" ეს სიტყვები გამახსენა: "ხალხზე თუ არ ვიზრუნე და სულ მათ კაი ცხოვრებაზე თუ არ ვიფიქრე, აბა, რისთვის ვარ მე! მოხვიდე ამ ქვეყანას, ჭამო, სვა, დრო ატარო და ხალხისთვის არაფერი სიკეთე არ ქნა, რა ცხოვრება იქნება ასეთი ცხოვრება? შიში თუ არა აქვს ადამიანს, შიში, დაიღუპება უეჭველად, მაგრამ მარტო შიშიც არ კმარა, სხვაცაა საჭირო კიდევ. ერთი, რომ კაცი ჩონგურის სიმივით სულ უნდა იყოს დაჭიმული, სულ. თავის ნებაზე თუ მიუშვი, მოსავდება და დაძაბუნდება. დაძაბუნებული კაცი ვერც თავს წაადგება და ვერც ქვეყანას".

სიტყვამ "შიში" მოიტანა და არცთუ დიდი ხნის წინ ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციამ "ემნისტ ინტერნეიშენელმა" გაავრცელა მეტისმეტად სკანდალური ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, საქართველოს ჩეხეთში შეუძენია წამების იარაღი, კერძოდ, კედელზე მისაბმელები, რკინის ხელბორკილები, ელექტროშოკის სამკლავურები და ბორკილები, რომელიც 50 ათას ვოლტს ატარებს. "2007 წელს გერმანიის საბაჟოს მოხელეებმა დაადასტურეს ინფორმაცია, რომ ელექტროშოკის ხელსაწყოები გერმანიიდან საქართველოში, ბანგლადეშში, რუმინეთსა და ირანში უკანონოდ გადადიოდა", ნათქვამია "ემნისტ ინტერნეიშენელის" მოხსენება-ანგარიშში. მართალია, შსს-მ ეს ინფორმაცია უარყო, მაგრამ "ხალხის გაბედნიერებისთვის" რას არ მოიმოქმედებს ერზე მოჭირნახულე კაცი....

ისე, ხანდახან მართლაც ჭრის აბელ სეთურის შეგონებანი. აი, მაგალითად, ხომ ამბობს, ხალხი შიშსა და მოკრძალებას რომ დაკარგავს, მაშინ გაუბედურდებაო, არ არის მართალი? შიშისა და მოკრძალების დაკარგვას მოჰყვა "ვარდების რევოლუციაც" და იქნებ ღირს ერთი წუთით შევარდნაძის დროინდელი პერიოდიც გავიხსენოთ.

რა შეიცვალა ხელისუფლების ოპოზიციის ლიდერებთან, დემოკრატიასთან, თავისუფალ სიტყვასთან დამოკიდებულების თვალსაზრისით? "კვირის პალიტრა" ერთ დროს სიმკაცრით სახელგანთქმული სპეცრაზმის ყოფილ მეთაურს, თემურ მღებრიშვილს დაუკავშირდა, რომელსაც "ხალხის ბედნიერების" თავისი რეცეპტები ჰქონდა:

- გამარჯობა, ბატონო თემურ, ეკა ასათიანი ვარ, "კვირის პალიტრიდან" გირეკავთ.
- გაგიმარჯოს, გენაცვალე. ე.ი. ახლა "კვირის პალიტრაში" მუშაობთ? ხომ ხედავთ, როგორ დამიწინაურებიხართ (იცინის).

- იმედია, ისევ "დამაწინაურებთ", ბატონო თემურ, და ინტერვიუზე დამთანხმდებით.
- ვაიმე, რაღა ვქნა, შვილი მყავს დაფიცებული, რომ ინტერვიუს არავის მივცემ. რა გინდათ ჩემგან, აღარ დაგავიწყდით?

- გვაინტერესებს, როგორ ხართ, რას აკეთებთ? "უცნობს" კლიპში მონაწილეობის მისაღებად აღარ მიუწვევიხართ? (პოლიტიკა შევაპარეთ. - ავტ.)
- ხოო, კარგი იყო, გენაცვალე, კლიპში მონაწილეობა, მაგრამ მერე აღარ მიმიწვია არავინ, ისე კი, კარგად ვარ.

- გახსოვთ, ბატონო თემურ, შსს-ს სამმართველოში თვალსაჩინო ადგილას ჩურჩხელა გქონდათ დაკიდებული და გაიძახოდით, ეს "დუბინკის" მაგიერიაო.
- ხოო...( იცინის.)

- ისე, თქვენი "დუბინკა" ზოგიერთს კარგად ახსოვს.
- რას ამბობთ, კაცო? "დუბინკის" ნაცვლად ჩურჩხელებით ვუმასპინძლდებოდი აქციის მონაწილეებს,...ჩურჩხელები ახლაც ბევრი მაქვს და ვისაც მოუნდება, მივართმევ.

- ახლა უფრო მეტი დემოკრატიაა თუ მაშინ, აქციის მონაწილე ზვიადისტ ქალებს ქალაქგარეთ რომ მიაბრძანებდით და ტყეში ტოვებდით?
- კაცო, იმათ მე ვასეირნებდი! წავიყვანდი ქალაქგარეთ, ტყეში დავტოვებდი, თან ვაფრთხილებდი, აბა, თქვენ იცით, არ გაგიცივდეთ ერთი ადგილი-მეთქი და ახლა თუნდაც გაცივებული ჰქონდეთ, რას დავეძებ! მეკითხებით, მაშინ უფრო მეტი დემოკრატია იყო თუ ახლაო. აბა, რა გითხრათ? ჩემებური გაგება მქონდა მაშინაც და ახლაც, არ ვერეოდი პოლიტიკაში და არც ახლა ვერევი.

- ახლახან ვანო მერაბიშვილმა ერთი რუსი ჟურნალისტი ფანჯრიდან გადაახედა და უთხრა, ხომ ხედავ ჯიპებს, ადრე ასეთი მანქანები მხოლოდ ქურდებს ჰქონდათ, ახლა პოლიციელებს აქვთ და კორუფცია ამიტომაც აღარ ყვავისო. გული არ გწყდებათ, პოლიციელი რომ აღარა ხართ?
- მომისმინე, რა გითხრა: წისქვილის ქვა რაღაცას რომ ფქვავს, კარტოფილს, ხორბალს, სიმინდს თუ სხვა რამეს, ისე დავფქვი ჩემი ცხოვრება...- რაც მინდოდა, ყველაფერი გავაკეთე. ახლა ვანო მერაბიშვილსაც ჩემი თავი ენაცვალოს, პეტრიაშვილსაც, სუყველასა. აღარა ვარ პოლიციაში, ვარ რესტორანში და ჩემს მეგობრებთან ერთად ვქეიფობ. თუ გნებავთ, წამოიყვანეთ თქვენი კოლეგები, გეპატიჟებით!..

- ბატონო თემურ, "ემნესტ ინტერნეიშენელს" თუ ვენდობით, წამების იარაღი შეუძენია საქართველოს. თქვენი აზრით, გვჭირდება ახლა ჩვენ ეს?
- რა წამების იარაღიო, კაცო?! ხომ არ გაგიჟებულხართ? ეტყობა, მართლაც ბევრი არაფერი ვიცი და შემეშვით, სულ კარგად ბრძანდებოდეთ.



ეკა ასათიანი

"კვირის პალიტრა"
kote-1962
12.04.2010

ბიშკეკი დღეს - თბილისი 1991 წლის დეკემბერში

2010 წელს ყირგიზეთში პრეზიდენტი ბაკიევი იმავე რუსული სცენარით ჩამოაგდეს, როგორც 1991 წლის ბოლოს საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია...

ქურდს ქუდი ეწვოდაო - სხვანაირად ვერ აიხსნება ყირგიზეთში მომხდარი აჯანყებიდან რამდენიმე საათში რუსეთის პრემიერ-მინისტრის სატელევიზიო განცხადება - ვლადიმირ პუტინი ირწმუნებოდა, რომ მისთვისაც სრულიად მოულოდნელი იყო ბიშკეკის მოვლენები და რუსეთი არაფერ შუაშია.

ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო, ნათქვამია - კრემლის ხელი აშკარად იგრძნობა პრეზიდენტ ბაკიევის ხელისუფლების იარაღით ჩამოგდებაში, ისევე როგორც ეს 19 წლის წინ საქართველოში მოხდა.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის ბოლო, შეიარაღებული ეტაპი 22 დეკემბერს დაიწყო და 6 იანვრამდე გასტანა.
ორ კვირაზე მეტხანს თბილისის ცენტრში ბრძოლები არ წყდებოდა, იყენებდნენ მძიმე ჯავშანტექნიკასა და არტილერიასაც. ერთ-ერთ მონაკვეთში კი აშკარად დაფიქსირდა რუსი სპეცრაზმელების მიერ პარლამენტში ჯავშანტრანსპორტიორით შეჭრაც, რომ აღარაფერი ვთქვათ გენერალ ბეპაევის მიერ კიტოვანისა და იოსელიანის ჯგუფებისათვის შეიარაღებისა და ტყვია-წამლის მიწოდებაზე.

ბიშკეკში თითქმის ყველაფერი ამ სცენარით გამეორდა, ერთი ეგაა, არტილერია არ გამოუყენებიათ, თუმცა მაროდიორობა არც ბიშკეკს დაჰკლებია, ისევე როგორც 19 წლის წინ თბილისს.

ორივე შემთხვევაში მოქმედი პრეზიდენტის ხელისუფლების დამხობის სცენარი მოსკოვში დაიწერა, რასაც დაერთო აშშ-ის ხელისუფალთა სისუსტე, სიტუაციაში გაურკვევლობა და ამავე დროს, კრემლის გაუღიზიანებლობის პოლიტიკა.

როდესაც გამსახურდიას ხელისუფლების ჩამოგდება ხდებოდა, წინა პლანზე სოციალური და საკადრო პრობლემები იყო დაყენებული, რისი რეალური საფუძველიც არსებობდა, რადგან გამსახურდიას მმართველობით (ისევე, როგორც 19 წლის შემდეგ ბაკიევის) საზოგადოების დიდი ნაწილი არცთუ უსაფუძვლოდ იყო უკმაყოფილო.

მაგრამ უმთავრესი მიზეზი, რომელიც ზემოხსენებულ სოციალურ თუ საკადრო პრობლემებს იყო ამოფარებული, გახლდათ რუსეთის გავლენის ბერკეტების შენარჩუნება საქართველოსა და მთლიანად სამხრეთ კავკასიაში.

დსთ-ში საქართველოს შეუსვლელობა და რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის მოთხოვნა კრემლს ამ ბერკეტების გარეშე ტოვებდა, ამიტომაც თბილისის ომით მოსკოვმა საქართველოში სამხედრო ინფრასტრუქტურა არანაკლებ 14 წლით შეინარჩუნა.

ყირგიზეთში დღეს სწორედ ის ხდება, რაც ჩვენ წლების წინ გავიარეთ.

პრეზიდენტი ბაკიევი, რომელიც ყირგიზეთის სათავეში ჩვენი "ვარდებისნაირი" "ფერადი" რევოლუციით მოვიდა, ბოლო წელს აქტიურად ცდილობდა, ორმაგი პოლიტიკური თამაშის წარმოებას მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის.

ყველას ახსოვს ბიშკეკის შარშანდელი სენსაციური გადაწყვეტილება - დაეხურა ამერიკული სამხედრო-საჰაერო ბაზა ბიშკეკთან ახლომდებარე საერთაშორისო აეროპორტ "მანასის" ტერიტორიაზე.

ამას მაშინვე მოჰყვა რუსეთის გულუხვი საჩუქარი - ყირგიზეთს მოსკოვმა უანგაროდ 150 მლნ დოლარიანი გრანტი და 2-მილიარდიანი შეღავათიანი კრედიტი გამოუყო (რომელიც ბოლომდე არ მიუღია).

ცოტა ხანში პრეზიდენტმა ბაკიევმა მოულოდნელად უარი თქვა ამერიკელების განდევნაზე ყირგიზეთიდან და "მანასის" ამერიკული სამხედრო-საჰაერო ბაზა სატრანზიტო გადაზიდვების ცენტრად გადაინათლა. ფაქტობრივად, პენტაგონმა გააგრძელა ფუნქციონირება ყირგიზეთში.

მეტიც, ყირგიზეთში შეიარაღებული აჯანყებების დაწყებამდე ერთი თვით ადრე, 9 მარტს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ 5,5 მლნ დოლარს დახარჯავდა ქვეყნის სამხრეთში სპეციალური სავარჯიშო ცენტრის მოსაწყობად, სადაც ყირგიზ სამხედროებს მოამზადებდნენ.

არ არის გამორიცხული, რომ ეს ბოლო წვეთი გახდა კრემლისთვის, რადგან პუტინ-მედვედევის ტანდემი მიხვდა, რომ ამერიკელები აფართოებდნენ თავიანთ სამხედრო-პოლიტიკურ გავლენას ყირგიზეთსა და მთლიანად შუა აზიაში, რამაც, სავარაუდოდ, დააჩქარა რუსეთის სპეცსამსახურების გააქტიურება და ყირგიზეთის ხელისუფლების შეიარაღებული გზით დამხობა. შეიარაღებული გადატრიალებით ხელისუფლებაში მოსული ყირგიზეთის დროებითი მთავრობა უკვე სთხოვს რუსეთს დახმარებას, რუსი სამხედროების მიერ ქვეყანაში წესრიგის დამყარებასაც კი.

შემდეგი ნაბიჯი, სავარაუდოდ, "მანასის" აეროპორტში ამერიკული სატრანზიტო გადაზიდვების ცენტრის მოსამსახურეთა რიცხვის თანდათანობით შემცირება და ბოლოს, მთლიანად დახურვა გახდება.

ასე აგებს აშშ-ის დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელთა ხელისუფლება პოლიტიკურ ბრძოლას შუა აზიაში რუსეთთან, სამხრეთ კავკასიაში კი თეთრმა სახლმა უკვე თითქმის ყველაფერი დაუთმო კრემლს...

ჩვენი დოსიე:
ყირგიზეთი მსოფლიოში უნიკალური სახელმწიფოა. მის ტერიტორიაზე ერთდროულად ფუნქციონირებს ორი ზესახელმწიფოს სამხედრო ბაზა. ბიშკეკის აღმოსავლეთით, 20 კმ-ში მდებარე კანტის სამხედრო აეროდრომზე დისლოცირებულია რუსული 999-ე საჰაერო ბაზა, რომელიც სტრუქტურულად შედის ურალის ოლქის სამხედრო-საჰაერო ძალებისა და საჰაერო თავდაცვის ძალების მე-5 არმიაში.

ამ ბაზაში 250 ოფიცერი და 150 ჯარისკაცია. შეიარაღებაშია გამანადგურებლები СУ-27-ები, მოიერიშეები СУ-25-ები, სატრანსპორტო ИЛ-76-ები, შვეულმფრენები МИ-8-ები და სასწავლო-საბრძოლო L-39-ები. რამდენიმე დღის წინ მოსკოვმა კანტში, ბაზის უსაფრთხოების გასაზრდელად, დამატებით 150-მდე მედესანტე გადაისროლა.

ბიშკეკის ჩრდილოეთით, 23 კმ-ში განთავსებული "მანასის" საერთაშორისო აეროპორტის გამოყენება პენტაგონმა 2001 წლის დეკემბრიდან დაიწყო. ამ აეროპორტში მუდმივად დგას ათზე მეტი С-17 ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო და КС-135 ტიპის ჰაერში საწვავით გამწყობი თვითმფრინავი. მანასიდან ავღანეთის ჩრდილოეთ საზღვრამდე 590 კმ-მდეა, ქაბულამდე - 1000 კმ.

მანასიდან აფრენილი საჰაერო ტანკერები ჰაერში საწვავით აწყობენ NATO-ს იმ საბრძოლო თვითმფრინავებს, რომლებიც ავღანეთში თალიბებზე საჰაერო დარტყმებს ახორციელებენ.

თავდაპირველად, აშშ ბიშკეკს "მანასის" იჯარაში წელიწადში მხოლოდ 2 მლნ დოლარს უხდიდა. 2006 წელს პრეზიდენტმა ბაკიევმა მისი 207 მლნ დოლარამდე გაზრდა მოითხოვა. საბოლოოდ, ყირგიზეთისთვის ყოველწლიურად 150 მლნ დოლარის სამხედრო დახმარებაზე შეთანხმდნენ.

"მანასის" საჰაერო ბაზის დაკარგვა ავღანეთში მოქმედ NATO-ს ISAF-ის ძალების მომარაგებასა და საბრძოლო უზრუნველყოფას სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის.



ირაკლი ალადაშვილი
kote-1962
12.04.2010

"სააგენტო "რეგნუმმა" ტრაგედიის შემდეგ გაიხსენა მოდელირებული "ქრონიკა", სადაც ავისმომასწავებელი ფრაზა გაისმა - პოლონეთის პრეზიდენტი კაჩინსკი თვითმფრინავში აფეთქდაო(!)"



2010 წლის აპრილი მღელვარებითა და მოულოდნელობებით დაიწყო: ჯერ იყო და, ყირგიზეთში დატრიალებულმა ტრაგედიამ შეძრა მსოფლიო, ახლა კი საქართველოს მეგობარი პოლონეთის პრეზიდენტისა და მთელი მისი დელეგაციის დაღუპვა შევიტყვეთ. თვითმფრინავში 132 მგზავრი იყო, სამწუხაროდ, არც ერთი მათგანი არ გადარჩენილა. ამ ტრაგედიამ ქართველ საზოგადოებაში უამრავი კითხვა გააჩინა.

ჩვენ დავუკავშირდით ექსპერტ სოსო ცისკარიშვილს, რომელმაც თავისი მოსაზრებები გაგვიზიარა:

- გულწრფელად მინდა, მივუსამძიმრო პოლონელ ხალხს. რუსული სააგენტოების ცნობებს თუ დავეყრდნობით, ეკიპაჟმა დამოუკიდებლად მიიღო აეროდრომზე დაჯდომის გადაწყვეტილება მიუხედავად იმისა, რომ ნისლი იყო. კატასტროფა სწორედ მეოთხე დაჯდომის მცდელობისას მოხდა. ცნობილია ისიც, რომ თვითმფრინავს კუდი მოსძვრა, როცა ხის კენწეროს წამოედო. ჯერჯერობით სრული დაბნეულობაა და სანამ შავ ყუთს საფუძვლიანად არ შეისწავლიან, დასკვნის გამოტანა რთულია.

- გაჩნდა ეჭვი, რომ ეს კატასტროფა რუსული სპეცსამსახურების დაგეგმილია.

- ეჭვის საფუძველზე ვარაუდების გამოთქმა სიკეთეს არ მოგვიტანს. ჯერ უნდა დადგინდეს, რომ გაფრთხილება უამინდობის შესახებ ნამდვილად არსებობდა. ძნელი სათქმელია, კატასტროფის მიზეზი პილოტთა თავნებობა იყო თუ რაიმე სხვა წინაღობა. სხვათა შორის, სააგენტო "რეგნუმმა" ტრაგედიის შემდეგ გაიხსენა მოდელირებული "ქრონიკა", სადაც ავისმომასწავებელი ფრაზა გაისმა - პოლონეთის პრეზიდენტი კაჩინსკი თვითმფრინავში აფეთქდა, როცა ის საქართველოს დასახმარებლად მოემგზავრებოდაო(!). ძნელია იმის დასაბუთება, რომ ვინმე იყო დაინტერესებული ასეთი ტრაგიკული შედეგით, მაგრამ მიზეზი, რომლის გამოც პოლონეთის პრეზიდენტი რუსეთში მიფრინავდა, იყო დიდი უთანხმოების საგანი რუსეთსა და პოლონეთს შორის. ეს გახლავთ კატინის თემა. მოგეხსენებათ, 70 წლის წინ ათასობით პოლონელი მოკლეს საბჭოთა არმიისა და სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა. ამ ფაქტს დღემდე არ აღიარებს რუსეთი. სწორედ დღეს პუტინს უნდა გაეზიარებინა პასუხისმგებლობა იმ ბარბაროსობაზე, რაც სტალინმა ომის დროს ჩაიდინა. თუმცა, ეს არ არის სამხილი იმისათვის, რომ ტრაგედიაში რომელიღაც ბოროტი ძალა დავადანაშაულოთ.

- ბატონო სოსო, ჯერ იყო ყირგიზეთი, სადაც ათეულობით ადამიანი დაიღუპა, ახლა კი ლეხ კაჩინსკი და მისი თანამოაზრეები... ხომ არ არის ეს ერთი ჯაჭვის სხვადასხვა რგოლი?

- ნებისმიერი მოვლენის დაკავშირება შეიძლება ერთმანეთთან. ყირგიზეთში მოვლენების ამ სცენარით განვითარება, როგორც ჩანს, სწორედ რუსეთისთვის იქნება მომგებიანი, მაგრამ მერწმუნეთ, ყირგიზეთის შედარება პოლონეთთან და მათ შორის პარალელების გავლება სრულიად უპერსპექტივო საქმეა, რადგან პოლონელ ხალხს დიდი ხანია არჩეული აქვს თავისი გზა. ეს არ არის ის ხალხი, რომელიც ქვეყნის ბედს ვინმეს გადააბარებს. მსოფლიოში ჰეგემონობის სურვილი ნამდვილად აქვს რუსეთის ხელისუფლებას, მაგრამ მხოლოდ კრემლი არ ქმნის პლანეტის ისტორიას. მას დღეს არავინ მისცემს უფლებას, მსოფლიო თავის ჭკუაზე ატაროს. რუსეთის ხელისუფლებამ უპირველესად საკუთარ ქვეყანას უნდა მიაქციოს ყურადღება, უკვე აშკარაა დაპირისპირება ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის.

- თქვენი აზრით, პოლონეთი კვლავ გააგრძელებს პროდასავლურ კურსს?

- ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. არჩეულ კურსზე უარის თქმის უფლება პოლონეთს ისევე არა აქვს, როგორც საქართველოს.
თუ ისევ ფსევდორეალობისა და მოდელირებული ცხოვრების იმედად დავრჩებით, რა თქმა უნდა, ყირგიზული ვარიანტი უფრო მოსალოდნელია საქართველოში. რაც შეეხება პოლონეთს, ჩვენ მალე გავხდებით იმის მოწმენი, თუ როგორ ამოუდგება მას მხარში მთელი დასავლეთი. ვაშინგტონი და ბრიუსელი შეეცდებიან, პოლონელებს ამ ტრაგიკულ დღეებში დაცულობისა და ოპტიმიზმის შეგრძნება არ დაეკარგოთ.

- იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ დასავლეთის მხარდაჭერას ჩვენც შევინარჩუნებთ და საქართველო მარტო არ დარჩება...

- საქართველოს აქვს უნიკალური ნიჭი, დარჩეს მარტო, როცა ყველა მზად არის მას მეგობრობის ხელი გაუწოდოს. თუ ამ ნიჭზე უარს ვიტყვით და ვეცდებით, დავრჩეთ ცივილიზებულ ურთიერთობათა წრეში, მაშინ საქართველო მარტო აღარ იქნება და რუსული საფრთხეც აღარ დაემუქრება. ყველაფერი ჩვენზე და ჩვენს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული.



ხათუნა ჩიგოგიძე

"კვირის პალიტრა"
tavisupleba
მთავრობა ვარშავაში სწრაფად მოქმედებს, რათა შეძლებისდაგვარად მალე შეავსოს პოსტები, რომლებიც შაბათის ტრაგედიის შედეგად დაცარიელდა. პოლონეთის პრეზიდენტის ავიალაინერის კატასტროფამ ხომ ამ ქვეყნის პოლიტიკური, სამხედრო და რელიგიური ელიტის ათობით წარმომადგენლის სიცოცხლე შეიწირა.


View the full article
tavisupleba
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები მატიაშ ეორში და დეივიდ ვილშაიერი სამშაბათს ცხინვალში არ შეუშვეს. სტუმრებს დე ფაქტო რესპუბლიკის დედაქალაქში შესვლა რუსეთის მხრიდან მოსთხოვეს.

View the full article
kote-1962
ფსევდორევოლუციების მიმქრალი ფერები

ლეონ ჰადარი

მიმდინარე კვირას ყირგიზეთის ოპოზიციის მიერ პრეზიდენტის ყურმანბეკ ბაკიევის ძალადობრივი ჩამოგდება ბოლო ნიშანია იმისა, რომ 21-ე საუკუნის პირველ ათწლეულში, საბჭოთა კავშირის ყოფილ ქვეყნებსა და ახლო-აღმოსავლეთში მომხდარი პოლიტიკური ცვლილებები, იგივე ”ფერადი”, ან ”ხავერდის რევოლუციები” სულაც არ ყოფილა ის რევოლუციური ისტორიული ტალღა, რომელსაც ბოლო უნდა მოეღო ძველი, კორუმპირებული, ავტორიტარული რეჟიმებისთვის და ლიბერალური დემოკრატიის ახალ განთიადს შეგებებოდა.

მოსალოდნელი იყო, რომ ამ ძირითადად არაძალადობრივი და ახალგაზრდული მოძრაობების ლიდერები, რომლებმაც სიმბოლოდ გარკვეული ფერები (ან ყვავილები) აიღეს, ეკონომიკურ და პოლიტიკურ რეფორმებს დაიწყებდნენ და მათი მთავრობები სწორებას დასავლურ ღირებულებებსა და ინტერესებზე გააკეთებდნენ. თუ საბჭოთა კავშირის დაშლა, აღმოსავლეთ და ცენტრალურ-ევროპაში, ბალტიისპირეთსა და ცენტრალურ აზიაში მისი სატელიტების გათავისუფლება შეიძლებოდა ისე აღწერილიყო, როგორც აშშ-ს თაოსნობით მიმდინარე გლობალიზაციის პროცესში განხორციელებული დემოკრატიზაციისა და ლიბერალიზაციის პირველი აქტი, ფერად რევოლუციებს ვაშინგტონში ისე აღიქვამდნენ, როგორც ამ ისტორიული ეპოქის მეორე მოქმედებას. აქედან მომდინარეობს ამერიკულ პოლიტიკურ და ინტელექტუალურ ელიტაში ამ მოვლენათა იდეოლოგიური ტერმინების ჩარჩოში მოქცევის ტენდენცია, ტენდენცია, რომელიც „ცივი ომი“-ს ბინარულ ტერმინოლოგიას გვახსენებს: კარგი ბიჭები ცუდი ბიჭების წინააღმდეგ.

ჩვენ გვითხრეს, რომ ბაკიევი კარგი ბიჭი იყო. ის ხელისუფლებაში 2005 წელს მოვიდა იმ მოვლენების მეშვეობით, რასაც მედია ”ტიტების რევოლუციად" (ან ვარდისფერ რევოლუციად) მოიხსენიებდა – სადაო არჩევნების შემდეგ რეჟიმის ოპონენტების მიერ გამართულ საპროტესო გამოსვლების შედეგად, მაგრამ მას მერე ადამიანის უფლებათა დაცვა ბაკიევის რეპრესიული რეჟიმის პირობებში გაუარესდა, ის კი გასულ წელს გაყალბებით დაღდასმული არჩევნებით ხელისუფლებაში მეორე ვადით მოვიდა, მაგრამ ბაკიევმა ყირგიზეთი ამერიკის მოკავშირედ არ აქცია. თავისი კლანის მიერ მითვისებული უხვი ფინანსური დახმარების საპასუხოდ მან ქვეყანაში მეზობელი რუსეთის სამხედრო ბაზებიც დატოვა და ამერიკულიც. კარგი ბიჭი აშკარად არც ისე გადასარევი აღმოჩნდა.

ამბავი ”ტიტების რევოლუციისა" და მისი ფინალური სცენები ნაცნობია, რადგან ათწლეულის წინა ორი ფერადი, სახელგანთქმული რევოლუციის ფაბულას წააგავს და მართლაც 2005 წლის ყირგიზული რევოლუცია 2003 წლის ქართული „ვარდების რევოლუციისა" და 2004 წლის უკრაინული „ნარინჯისფერი რევოლუციის" მსგავსად წარიმართა. სადაო არჩევნებს სტუდენტების, ინტელექტუალების და სხვა მაგარი ბიჭებისა და გოგოების საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა, რის შედეგადაც გალანძღული ძველი გვარდია დაამხეს და ახალგაზრდა პრო-დასავლელი ფიგურები აირჩიეს. საქართველოში ექს-კომუნისტური ეპოქის ბოსი ედუარდ შევარდნაძე ენერგიულმა მოდერნიზატორმა მიხეილ სააკაშვილმა შეცვალა – ის ნიუ-იორკში იურისტად იყო ნამუშევარი. უკრაინაში ვიქტორ იანუკოვიჩი, მოსკოვთან მჭიდროდ დაკავშირებული კორუმპირებული აპარატჩიკი ვიქტორ იუშჩენკომ დაამარცხა, ქარიზმატულმა პოლიტიკურმა ლიდერმა, რომელიც აშშ-სთან და ევროპის კავშირთან პარტნიორობას უჭერდა მხარს და რომელსაც ყოფილი მაგნატი და სექსუალური რეფორმატორი, იულია ტიმოშენკოც, მარგარეტ ტეტჩერისა და სნეჟანა ონოპკოს ნაჯვარიც შეურთდა.

რაღაც დონეზე ფერადი რევოლუციების ნარატივი იმავე ყაიდის მანიქევლურ კატეგორიებს ირეკლავდა, რომელსაც მსოფლიოს ამა თუ იმ ”ცხელ წერტილში” მოხეტიალე ამერიკელი პოპ-სოციოლოგები და ჟურნალისტები იყენებდნენ, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ გლობალურ ჯვაროსნებზე, ვინც აშშ-ს საგარეო პოლიტიკას აყალიბებს. ამ ინტერპრეტაციის თანახმად, კარგ ბიჭებს, როგორც წესი ”პრო-დასავლელებს”, ”მოდერნიზატორებს”, ”რეფორმატორებს”, ”სეკულარულებს” და ”დემოკრატიულებს” უწოდებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი პრო-ამერიკელები არიან და მათ როგორც წესი ბოროტი ძალა უტევს. ამ ძალას კი ისინი წარმოადგენენ, რომელთა იდენტიფიცირება ზემოთჩამოთვლილი ზედსართავი სახელების ანტონიმებით შეიძლება. ეს იყო დიდი ნარატივი იმაზე, თუ როგორ არ ეპუება ამერიკა უცხოელ იდეოლოგიურ მონსტრებს და როგორ უჭერს მხარს ”ჩვენნაირ ადამიანებს”. ყველაფერი მე-20 საუკუნეში ვილსონიანური ფანტაზიების გავლენით დაიწყო და მეორე მსოფლიო ომისა და ცივი ომის ფონზე წარიმართა.

მაგრამ პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა და მისმა ნეოკონსერვატორმა იდეოლოგებმა, როდესაც უფრო დიდი სტრატეგიული გეგმის განსახორციელებლად, რეგიონში ამერიკის ჰეგემონიის დასამყარებლად და ერაყში შესაჭრელად ახლო-აღმოსავლეთში თავისი სამშვიდობო პროექტის ექსპორტირება გადაწყვიტეს, ეს ფანტაზია კოშმარად აქციეს. შესაძლოა გსმენიათ ასეთ ინტელექტუალურ ტრიუკზე – პარალელს ავლებენ ”ისლამოფაშიზმთან” და ნაციზმთან, ევფრატის ნაპირებზე ლიბერალური დემოკრატიის აღზევებას განჭვრეტენ და აჰმედ ჩალაბის ერაყის დე გოლად ასაღებენ. ახლო-აღმოსავლელი კარგი ბიჭები ისინი არიან, ვინც სწორება ამერიკაზე გააკეთა და დემოკრატიასა და ლიბერალიზმს ავრცელებს, ხოლო ცუდი ბიჭები ისინი, ვინც მათ წინააღმდეგობას უწევს ირანთან, სირიასთან და ”ალ-ქაიდა”-სთან კავშირში იმყოფება და ანტი-დასავლელ, რადიკალ, ისლამისტ-ტერორისტებად გვევლინება.

ამიტომ არაა გასაოცარი, რომ ნეოკონებმა წარმატებით შესძლეს, ”ნარინჯისფერ” და ”ვარდების რევოლუციასთან" პარალელის გავლებით, ერაყის 2005 წლის საპარლამენტო არჩევნების პოპულარიზება ისე განეხორციელებინათ, თითქოს ეს კიდევ ერთი ფერადი რევოლუცია იყო. ”მეწამულ რევოლუცია”-ს, რომელსაც სახელი მას მერე დაერქვა, რაც ამომრჩევლებს საჩვენებელ თითზე ამ ფერის ლაქა დაასვეს, რათა თავიდან აეცილებინათ მრავალჯერადი ხმის მიცემა, ისე ასაღებდნენ როგორც მესოპოტამიასა და მთელს ახლო-აღმოსავლეთში დემოკრატიის მშენებლობის პირველ ეტაპს.

2005 წელს ლიბანში, ოპოზიციის პრო-საუდელი ლიდერის რაფიკ ჰარირის მკვლელობის შემდეგ, ზომიერი ქრისტიანული და სუნიტი-მუსლიმების პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერმა პრო-დასავლელმა დემონსტრანტებმა შესძლეს ქვეყნიდან სირიული ჯარის გაძევება. ამ მოვლენებს ”კედარის რევოლუცია” მოჰყვა და პრესა მას ისე აშუქებდა, როგორც ბუშის ადმინისტრაციის იდეის გამართლებას და კარგი ბიჭების სვლას ახლო-აღმოსავლეთში.

ეს დიდებული სიუჟეტი იყო. ცუდი ის იყო, რომ მას არაფერი აკავშირებდა რეალობასთან. ამერიკულმა სამხედრო ავანტიურებმა ვერ შვა დემოკრატიული რევოლუციები და ახლო-აღმოსავლეთში ვერ გაავრცელა ამერიკული ტიპის თავისუფლება. ამის ნაცვლად მან გზა გაუხსნა ნაციონალიზმის ისეთ დესტრუქციულ ფორმებს, რომლებიც ბევრი სხვადასხვა ფორმით გამომჟღავნდა: რელიგიური იდენტობა და ეთნიკური პარტიკულარიზმი, ისევე როგორც ადგილობრივი ტომობრივი და ოჯახური მტრობა და ყველაფერი ეს გადაჯაჭვული იყო შესაბამის დაპირისპირებებთან რეგიონში. მთავარი გამარჯვებულები კი ერაყსა და ლიბანში პრო-ირანელი შიიტები და (ჰეზბოლა) და ჰამასი აღმოჩნდნენ.

კომუნიზმის დაცემის შემდეგ, ყოფილ საბჭოთა ბლოკში აშშ-ს მიერ დაწყებული დემოკრატიზაციის კამპანია და ფერადი რევოლუციების წახალისება უკრაინაში, საქართველოში, ერაყსა და ლიბანში იმ ვარაუდს ეფუძნებოდა, რომ ამ ქვეყნებისა და სოციუმების მოსახლეობის ცალკეული წარმომადგენლებისა და ჯგუფების სურვილი გაეძევებინათ მმართველი ელიტა, მხოლოდ დემოკრატიის უნივერსალური იდეალებითა და დასავლეთში ინტეგრაციისადმი ლტოლვით იყო მოტივირებული, მაგრამ ამ ნარატივმა ყურად არ იღო უმნიშვნელოვანესი ელემენტი. ამ რევოლუციებს იმპულსი ძლევამოსილმა ნაციონალისტურმა, ეთნიკურმა და რელიგიურმა ძალებმა შესძინეს, ისეთმა განწყობებმა როგორიც იყო ანტი-რუსული გრძნობები საქართველოში, ან უკრაინული უმრავლესობის ინტერესები უკრაინაში. არ არის გასაოცარი, რომ რუსულენოვანი უმცირესობა უკრაინაში ”ნარინჯისფერი რევოლუცი”-ის წინააღმდეგ იყო განწყობილი. ასევე ”კედარის რევოლუცია” ლიბანში ქრისტიანებისა და სუნიტი მუსლიმების მიერ ირანის მომხრე შიიტების წინააღმდეგ იყო წამოწყებული, ხოლო სადამის დამხობის მერე ერაყში განხორციელებული პოლიტიკური ცვლილებები არაბ შიიტებსა და ქურთებს აძლიერებდა, ხოლო წარსულში სუნიტების მიერ კონტროლირებად ელიტას ასუსტებდა. სიტუაციას, რომელსაც ბევრი ამერიკელი დემოკრატიზაციისა და ლიბერალიზაციის ლინეარულ პროცესად განიხილავდა, კიდევ უფრო მეტად ართულებდა შიდა ელიტური დაპირისპირება ძალაუფლებისა და ფულის გამო.

ამიტომაც აღმოჩნდა, რომ „ჩვენი“ კარგი ბიჭები – მიხეილ სააკაშვილი საქართველოში, ვიქტორ იუშჩენკო და იულია ტიმოშენკო უკრაინაში, ყურბანბეკ ბაკიევი ყირგიზეთში ან აჰმედ ჩალაბი ერაყში ისეთივე ძალაუფლების მოყვარე და ისეთივე ხარბები აღმოჩნდნენ, როგორც მათი წინამორბედები, ძალაუფლების შესანარჩუნებლად არაფრად აგდებდნენ დემოკრატიულ პრინციპებს, მიმართავდნენ ულტრა-ნაციონალიზმსა და შოვინიზმს, ხოლო ამერიკის დიპლომატიურ და ფინანსურ მხარდაჭერას იმისთვის იყენებდნენ, რომ შეეკავებინათ შიდა და გარე საფრთხე და მოეპოვებინათ ფინანსური დახმარება და როდესაც „პრო-ამერიკელობა“ ნაკლებად სარფიანი ხდებოდა, ისინი ცდილობდნენ ისევ რუსეთს ან ირანს დაკავშირებოდნენ. ის, რასაც ისე წარმოადგენდნენ, როგორც იდეოლოგიურ რომანს ამერიკასთან, შემთხვევითი იდეოლოგიური კონტაქტი აღმოჩნდა.

„თავიდან იყო საქართველო, მერე უკრაინა, ამას ლიბანი მოჰყვა, ახლა კი ყირგიზეთი. დაამატეთ ყველაფერს ერაყის არჩევნები და ჩვენ სხვა გზა არ გვრჩება გარდა იმისა, რომ ვაღიაროთ – ჯორჯ ბუშის მოწოდებამ პოლიტიკური თავისუფლების გავრცელების შესახებ ყველგან მოიგო დემოკრატიის ენთუზიასტების გულები, ყველგან, მათ შორის ყირგიზეთში“ – ვწერდი მერე, 2005 წლის ”ტიტების რევოლუციის" დასრულებისთანავე. მედიაში დომინირებადმა „დემოკრატიის ნარატივმა“ ისეთი შთაბეჭდილება შექმნა, რომ „კარგი ბიჭები“ იმარჯვებდნენ, მაგრამ რაღა თქმა უნდა, ეს ასე არ მოხდა და აი ყირგიზეთში ახალი პოლიტიკური კონვულსია დაიწყო და წამყვანი ექსპერტები კვლავ მოუწოდებენ და ითხოვენ ამერიკის ჩართვას პროცესებში „დემოკრატთა“დასახმარებლად. თუ ერთხელ გამაცურებთ – ეს თქვენი სირცხვილია, თუ ორჯერ, შერცხვენილი უკვე მე ვარ.

www.foreignpress.ge
kote-1962
ლარი დაბლა მოცოცავს, ფასები კი - მაღლა

[ეკა ბაქრაძე]


ლარის კურსის თითქოსდა შეუმჩნეველი გაუფასურება ყურადღების მიღმა არ რჩებათ მეწარმეებს. ამიტომაცაა, რომ სავაჭრო ქსელში პროდუქციის ფასი მალ-მალე იცვლება, რა თქმა უნდა, გაძვირებისაკენ. ერთი სიტყვით, ერთი სიტყვით, ეროვნული ვალუტის არასტაბილურობა ფასებზე ძალიან ცუდ გავლენას ახდენს.

საკვები და პირველადი მოხმარების საყოფაცხოვრებო პროდუქციის ფასი თითქმის ყოველდღიურად იცვლება. გაძვირების ერთ-ერთი მთავარ მიზეზად დოლარის კურსის გამყარება და ლარის დევალვაცია სახელდება. ადგილობრივი წარმოების სუსტი და კონკურენტუუნარო გარემო გაძვირების ტენდენციას უფრო მეტად უწყობს ხელს.

სიძვირე ვაჭრობის ყველა სფეროს შეეხო, თუმცა მკვეთრი გავლენა მაინც პირველადი დანიშნულების საყოფაცხოვრებო და საკვებ პროდუქტებზე მოახდინა. მეწარმეების განცხადებით, პროდუქციის ფასზე ცვლილება წარმოების ხარჯების ზრდამ განაპირობა. მოკლედ, ქვეყნის ეკონომიკაში ნეგატიური პროცესები დაიწყო.

– „არის ფაქტები, როცა მყიდველს გარკვეულ პროდუქტზე მომატებული ფასი ხვდება. განაწყენებული აქედან გარბის, მაგრამ სხვაგან იგივე პროდუქტი, შეიძლება, კიდევ უფრო ძვირად შეიძინოს ან ისევ ჩვენ მოგვმართოს. ასე თუ გაგრძელდა, უკმაყოფილება ნებისმიერ ზღვარს გადააჭარბებს და მასიურ სახეს მიიღებს. სავაჭრო სექტორში დღეს ძალიან ცუდი მდგომარეობაა.

ჯერჯერობით პური არ გაძვირებულა, მაგრამ ყოველდღე ველოდებით. სიძვირე უკვე ყველაფერს შეეხო და არ შეიძლება ამ პროდუქტზეც არ აისახოს. სუპერმარკეტში ფასის მომატება მეტ-ნაკლებად თითქმის ყველა პროდუქტზე მოგვიხდა. საერთოდ, ცხოვრება ძვირდება. ეროვნული ვალუტის არასტაბილურობა ფასებზე ძალიან ცუდ გავლენას ახდენს“, - აცხადებენ თბილისურ მარკეტებში.

ექსპერტები განმარტავენ, რომ ფასებთან დაკავშირებით, სიტუაცია არაპროგნოზირებადია და ხშირ შემთხვევაში, დამოკიდებულია ბიზნესმენებისა და კონკრეტული ჯგუფების ბიზნეს-ინტერესებზე.

ექსპერტ გია ხუხაშვილის აზრით, იმ შემთხვევაში თუ ლარის დევალვაცია საშიშ ზღვარს მიაღწევს, ცხადია, ეს იქნება პოლიტიკური გადაწვეტილების და არა ეკონომიკური განსჯის საგანი. მისი აზრით, ლარის კურსის დღევანდელი მაჩვენებელი ინფლაციური პროცესების განვითარებისთვის სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენს.

- „სიმართლე გითხრათ, მკვეთრი რყევები ჯერ არ ჩანს. არის ლარის დევალვაციის ნიშნები, მაგრამ არა იმ დონეზე, რომ ფასების თვალსაზრისით, მკვეთრი საბაზრო ცვლილებები მოახდინოს. მით უმეტეს, ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობები არ არის იმდენად მაღალი, რომ მნიშვნელოვან ცვლილებებს ველოდოთ.

ის ფაქტი, რომ ლარის კურსმა დოლართან მიმართებაში მოიმატა, არ არის სერიოზული ტენდენცია ინფლაციური პროცესების განვითარებისთვის. აქ უფრო სუბიექტური პროცესები მოქმედებს. ბაზრის მდგომარეობას დღეს მეწარმეები წყვეტენ. სინამდვლეში კი ქვეყანას არ ჰქონია ეროვნული ვალუტის ისეთი რყევა, რომ ფასების ზრდა გამოეწვია. ერთი შეხედვითაც აშკარაა, რომ აქ უფრო ბიზნეს-ინტერესები იკვეთება“, - აცხადებს ხუხაშვილი.

აღსანიშნავია, რომ დოლარებზე შესყიდული პროდუქცია, ბაზარზე ისევ დოლარად უნდა დაბრუნდეს, ამიტომ ლარის კურსის მერყეობა იმპორტირებულ ნაწარმზე დიდ გავლენას მოახდენს. ერთი სიტყვით, ყველა სიპტომი არსებობს, რომ ფასმა ზრდა განაგრძოს.

http://presa.ge/index.php?text=news&i=10219
10:29 14.04.2010
kote-1962
Presa.ge

არაფრისმთქმელი ციფრებით მოტყუებული თავი

[დავით კირვალიძე]


საქართველოს მთავრობა და უცხოური სარეიტინგო ორგანიზაციები ერთმანეთს ატყუებენ, საბოლოოდ კი ორივე თავს იტყუებს. ხელისუფლების მიერ დამტკიცებული და გამოქვეყნებული ციფრებით, ეკონომიკა წინ მიიწევს, ასევე წინსვლას განიცდის გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგიც. ასეთი არაფრისმთქმელი მონაცები არავის სჭირდება, მაგრამ მაინც ქვეყნდება.

საქართველოს სუვერენული, გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი სტაბილურობის პროგნოზით B -დან B + -მდე გაიზარდა. როგორც პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის უფროსმა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა აღნიშნა, საქართველოს ასეთი გაუმჯობესებული რეიტინგი საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია “STANDARD END POOR'S”-მა მიანიჭა.

- “ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც მეწარმეებისა და ინვესტორების ნდობას გაზრდის ქვეყნის მომავლისადმი”, - განაცხადა მჭედლიშვილმა.

როგორც კომპანიის განცხადებაში არის ნათქვამი, 2006 წლიდან რუსეთთან ხანმოკლე, მაგრამ ინტენსიურ ომამდე საქართველომ მნიშვნელოვანი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა შეძლო.

- ”გვჯერა, რომ საქართველოში არსებული დაბალი გადასახადები და ბიზნესისათვის ხელსაყრელი გარემო ქვეყანას ხელს შეუწყობს იმაში, რომ მან კვლავაც მოიზიდოს ინვესტიცია და კიდევ უფრო გააძლიეროს მისი, როგორც ევროპასა და აზიას შორის სატრანზიტო დერეფნის, მნიშვნელობა. მოველით, რომ ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი უფრო სწრაფი იქნება, ვიდრე ანალოგიური რეიტინგის მქონე სხვა ქვეყნებში”, - სარეიტინგო სააგენტოს განცხადებაში.

პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის შეფასებით, სუვერენული საკრედიტო რეიტინგის ზრდა მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც ქვეყნის მომავლისადმი მეწარმეებისა და ინვესტორების ნდობას გაზრდის. “ეს ფაქტი ადასტურებს, რომ ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის კურსი და საბაზრო რეფორმებისადმი ერთგულება, ასევე ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისკენ მიმართული ძალისხმევა თავის შედეგს აღწევს”, - მიიჩნევს გილაური.

აღსანიშნავია, რომ 2008 წლის აგვისტოში ამავე კომპანიამ საქართველოს გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი B +-დან B -მდე შეუმცირა.

ეკონომიკის სამინისტროში სააგენტოს შეფასებას ლოგიკურად მიიჩნევენ. მინისტრის მოადგილის ზურაბ ალავიძის განცხადებით, ქვეყანამ გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგის ამაღლება ნამდვილად დაიმსახურა. მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკამ, ყველა სხვა ქვეყანასთან შედარებით, რომელსაც გაზი ან ნავთობი არ გააჩნია, კრიზისს ყველაზე უკეთ გაუძლო.

“საქსტატის” მონაცემებით, 4%-იანი ვარდნის შემდეგ 2010 წლის პირველ ორ თვეში საქართველოში ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. პრემიერ-მინისტრს იმედი აქვს, რომ მარტის მონაცემებიც ასევე დამაიმედებელი იქნება.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა, წინა წელთან შედარებით, 2010 წლის თებერვალში 16%-ით გაიზარდა. ექსპორტი კი თვალშისაცემად გაიზარდა და იანვარში 106, ხოლო თებერვალში 109 მილიონ ლარს მიაღწია.

პრემიერის განცხადებითაც, თებერვალში გასულ წელთან შედარებით, გადასახადების ამოღება ჯამურად 9%-ით გაიზარდა, რაც იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ ეკონომიკამ ზრდა დაიწყო.

ექსპერტების ნაწილს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების არ სჯერა. მათი ნაწილი ირწმუნება, რომ მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის ეკონომიკური მაჩვენებლები ხელოვნურადაა გაზრდილი და იგი ქვეყნის ეკონომიკის ზრდის რეალურ სურათს არ ასახავს.

ექსპერტ ემზარ ჯგერენაიას მტკიცებით, დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის გაზრდა იმან გამოიწვია, რომ ამ გადასახადის გადამხდელად ძალიან ბევრი იმპორტიორი კომპანია დარეგისტრირდა. ახალი საწარმოების რაოდენობის გაზრდა კი, სპეციალისტების თქმით, ძველი საწარმოების ხელახალი რეგისტრირების ხარჯზე ხდება.

მათი განმარტებით, თუ ადრე საწარმოებს შემოსავლების სამსახური არეგისტრირებდა, ახლა მათი დარეგისტრირება ხელახლა, საჯარო რეესტრში მიმდინარეობს.

http://presa.ge/index.php?text=news&i=10218
10:22 14.04.2010
kote-1962
Presa.ge

“დიდ საჭადრაკო დაფაზე, ყირგიზეთი პატარა პაიკს ჰგავს“

[გოჩა ჯელია]


სახელმწიფო გადატრიალებიდან ზუსტად ერთი დღის შემდეგ, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმერ პუტინმა ყირგიზეთის ახალი ხელისუფლება მოსკოვში მიიწვია, რითაც ფაქტიურად აღიარა. სხვათაშორის, ოპოზიციის ლიდერზე, როზა ოტუნბაევაზე პუტინმა განაცხადა, რომ ის „ყირგიზეთის ახალი ხელმძღვანელია“.

– „არც რუსეთს, არც პირადად მე, არც რუსეთის ოფიციალურ პირებს ამ მოვლენებთან არანაირი კავშირი არა აქვთ“ – ეს განცხადება ექსპერტებს სარკასტულად მოეჩვენათ. უფრო მეტიც, დასავლეთში ჩათვალეს, რომ პუტინმა მათ ყირგიზეთში, ახალი, „რუსული ერის“ დაწყება ამცნო.

საეჭვოა აშშ–მა, ჩინეთმა და ყაზახეთმა, ხელისუფლების ამ ვაკუუმით ისარგებლობა არ ინდომონ. ისინი „დიდი თამაშის“ საჭადრაკო დაფაზე ყირგიზეთის პაიკად გამოყენებას ეცდებიან. თუმცა შუააზიურ დაფაზე, დღეს ყველაზე ძლიერი ფიგურა როგორც ჩანს, მაინც რუსეთია.

თავის დროზე, მოსკოვს ბაკიევიც სტუმრობდა, პუტინი მის მოხიბვლას უხვი ფინანსური და კომერციული წინადადებებით შეეცადა, მათ შორის 2 მილიარდი დოლარის კრედიტის გამოყოფასაც დაჰპირდა. ბაკიევმა პირობა დადო, რომ ამერიკელებს „მანასი“-ს აეროპორტის სამხედრო-საჰაერო ბაზიდან გაასახლებდა. მხოლოდ ვაშინგტონის დახვეწილი დიპლომატიისა და ბაკიევის ფინანსური მადის დაკმაყოფილების წყალობით, აშშ-მა ბაზაზე დარჩენა შესძლო.

პუტინმა ბაკიევის „გაამერიკელება“ და ორპირობა დაიმახსოვრა. რუსულმა ტელეკომპანიებმა, რომლებიც ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს ძირითადადმ საქართველოში და ბალტიისპირა რესპუბლიკებში „ხედავდნენ“, აქტიურად დაიწყეს ბაკიევის კრიტიკა – კორუფციის, ნეპოტიზმისა და კლანურობისთვის. 6–7 აპრილს, ქუჩაში გამოსული დემონსტრანტები ერთიერთზე იმეორებდნენ რუსი პოლიტპროპაგანდისტების ამ ბრალდებებს.

მთლიანობაში, ოპოზიციის კრიტიკას რეალური საფუძველიც აქვს, მაგრამ დასავლეთში თვლიან, რომ 2005 წლის ”ტიტების რევოლუციის” დემოკრატიული მიზნების შერყევაში, სწორედ პუტინის ავტორიტარულმა მაგალითმა ითამაშა მნიშვნელოვანი როლი – ბაკიევი ხომ გულმოდგინედ და მიზანმიმართულად ცდილობდა პუტინის რუსული „მართვადი დემოკრატიის“ასლის გადმოღებას.
რომ არა გარე კატალიზატორი, ყირგიზი ხალხი კიდევ დიდხანს იცხოვრებდა „უკეთესი ცხოვრებისა და შემდეგი არჩევნების მოლოდინით“.

არეულობის კატალიზატორად, მოხერხებულად იქნა გამოყენებული შიდა პრობლემები, – კერძოდ, კომუნალურ მომსახურებაზე ფასების ზრდა. ყირგიზეთში უკვე მეორე რევოლუციის პროვოცირება მოხდა. რუსეთი მაქსიმალურად დაიძაბება იმისათვის, რომ ამჯერად მაინც არ შეცდეს დეტალებში, პიროვნებებში და სიტუაცია გამოიყენოს საკუთარი ინტერესებისთვის.

რუსი ექსპერტები ერთხმად გაიძახიან, რომ გეოპოლიტიკური ფაქტორები, რომლებიც უეჭველად გავლენას ახდენს ყირგიზეთში სიტუაციის განვითარებაზე, არ განსაზღვრავს ქვეყნის ახლანდელ პოლიტიკურ სურათს. მათი მტკიცებით, ძირითადი მიზეზი, არის ქვეყნის შიდა უთანხმოება და ის, რომ წინა ხელისუფლებამ ვერ, ან არ შეასრულა დაპირებები.

– „არეულობის თავიდათავი ის არის, რომ ქვეყანაში მოქმედი კლანები, უპირველეს ყოვლისა, უკმაყოფილო არიან იმით, თუ როგორ ნაწილდებოდა ეკონომიკური შესაძლებლობები პრეზიდენტ ბაკიევის დროს. რა თქმა უნდა, ყირგიზეთის მიმართ დიდ ქვეყნებს გარკვეული პოზიცია აქვთ, მაგრამ ვერ დავასახელებთ ვერცერთ დიდ გეოპოლიტიკურ მოთამაშეს, რომელიც ცალსახად მოიგებს იმით, რაც ხდება ყირგიზეთში“ – აცხადებს რუსი პოლიტოლოგი, კირილ ტანაევი.

მისი აზრით, ხელისუფლება ანგარიშს არ უწევდა იმ გავლენიანი ფარული ბიზნეს-ჯგუფების პოზიციას, რომლებიც სავსებით მოსალოდნელია, რომ ამ საპროტესტო აქციების ფინანსური სპონსორებად იქცნენ.

– „ამ თითქოსდა სტიქიურ აქციებს, მე მგონი, მაინც საკმაოდ მოხერხებულად მართავდა რაღაც მესამე ძალა“ – ტანაევი „მესამე ძალაში“ რა თქმა უნდა, კრემლს არ გულისხმობს.

დასავლელმა პოლიტოლოგებმა იციან, რომ მოსკოვს ცენტრალური აზია, ისევე როგორც კავკასია თავის გავლენის სფეროებად მიაჩნია და იქ ხელახალი დამკვიდრებისათვის ყველაზე მძიმე, მაკიაველურ ჩარევაზეა მზად. აქ მთავარი მოტივი ენერგეტიკულ რესურსებსა და სატრანზიტო მარშრუტებზე კონტროლისთვის ჩინეთთან და აშშ–სთან კონკურენციაა.

აშშ-ში კი, ამ რეგიონში საკუთარი საქმიანობას კრიტიკულად აფასებენ. ე.წ. „რუსული ბუნტის“ მოთავე, ოტუნბაევა ირწმუნება, რომ „მანასთან“ დაკავშირებული ყველა პირობა შესრულდება, თუმცა საყვედურობს ვაშინგტონს, რომ მერკანტილური ზრახვებიდან გამომდინარე, იგნორირებას უკეთებდა ყირგიზეთში ადამიანის უფლებების შელახვას და დემოკრატიული ნორმების იგნორირებას და ამით ოპოზიციის იმ წარმომადგენლებთან დამეგობრება ვერ შესძლო, ვინც დღეს ხელისუფლებაში მოვიდნენ.

ამერიკის რესპუბლიკური ოპოზიცია ობამას საერთაშორისო კრახზე ალაპარაკდა. მათი აზრით, ყირგიზეთმა დაადასტურა, თუ როგორი ნეგატიური შედეგები შეიძლება მოჰყვეს ნაკლოვანებათა იგნორირების პოლიტიკას, როცა არამიმზიდველ რეჟიმებთან პრაგმატული პოლიტიკის აწყობას ცდილობ. მაშინაც კი, როცა ბაკიევი თავის გადარჩენას გაქცევით ცდილობდა, ამერიკის ხელისუფლება მისი მემკვიდრის და შვილის მაქსიმის მიღებისთვის ემზადებოდა, რომელსაც ვაშინგტონში ვიზიტი ჰქონდა დაგეგმილი.

ობამას, მიმდინარე პროცესების ასეთი არცოდნა, არ ეპატიება, – თვლის რესპუბლიკელთა წარმომადგენელი. ვაშინგტონი, ყბადაღებული დათბობებისა და „გადატვირთვების“ კამპანიებს აყოლილი, „ვერ ხედავდა“ ყირგიზი პარტნიორის ავტორიტარიზმს, – საყვედურობენ ობამას.

დროებითმა მთავრობამ ხუთშაბათს გამოაცხადა, რომ იგი პარლამენტის, პრეზიდენტისა და მინისტრთა კაბინეტის ფუნქციებს ნახევარ წლის განმავლობაში იკისრებს. ამ დროის განმავლობაში კონსტიტუციური ცვლილებები მომზადდება და ახალი არჩევნები საპარლამენტო ყირგიზეთს ჩაუყრის საფუძველს.

ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი უკვე მთლიანად აკონტროლებენ მილიციას, არმიასა და სპეცსამსახურებს. ქვეყნის პრეზიდენტმა ყურმანბეკ ბაკიევმა დატოვა დედაქალაქი და ქვეყნის სამხრეთში იმყოფება.

ნებისმიერ შემთხვევაში, ვინც უნდა გაიმარჯვოს ხელისუფლებისთვის შეტაკებაში, ფონს მაინც ვერ გავა ფართო მასშტაბის საერთაშორისო დახმარების გარეშე, – აქ ბიშკეკის ახალი მთავრობისა და „მიუკერძოებელი“ ექსპერტების აზრი ემთხვევა. როგორც ჩანს მოსკოვშიც კარგად გაიაზრეს, რომ „ახალი ყირგიზეთის“ არჩევანი ფული ღირს და „რუსეთის ეროვნული ლიდერი“, პუტინიც დროულად ამოქმედდა.

ოტუნბაევამ, მოსკოვში გაამხილა, რომ გარედან დახმარების იმედად არიან. ხაზინა ცარიელია. სახელმწიფოს ფული არ აქვს. არ არის რესურსები, რომელთა შეთავაზებაც შეუძლიათ ბარტერული გარიგების პაკეტის სახით გარეშე, ძალების მხარდაჭერის სანაცვლოდ. ფაქტობრივად, ყირგიზეთი ახლა იმყოფება არშემდგარი სახელმწიფოს მდგომარეობაში.

– „ახლა საჭიროა დიდი გეოპოლიტიკური მოთამაშეების ძალისხმევა, რომ არ დაუშვან ყირგიზეთის სახელმწიფოს დანგრევა. რაღა თქმა უნდა, განმსაზღვრელი როლი უნდა შეასრულოს ადგილობრივმა პოლიტიკურმა და ინტელექტუალურმა ელიტამ და მას გაძლიერება სჭირდება“, – აცხადებს ახალი ყირგიზი ლიდერი.

სავარაუდოდ, მოსკოვში მიხვდებოდნენ, რომ ელიტის „გაძლიერებაში“ ქალბატონი ოტუმბაევა, ფინანსურ კომპონენტს გულისხმობდა, რადგან საეჭვოა, ახალ ლიდერს პოლიტელიტის ინტელექტუალურ და სულიერ სრულყოფაზე უცხოეთის ზრუნვის ეფექტურობისა სჯეროდეს.

მით უფრო, რომ ბოლო ინფორმაციებით, სიჯიუტის გამო(მან ქვეყანა არ დატოვა), ბაკიევს პრეზიდენტის იმუნიტეტი მოუხსნეს და სპეცოპერაციით დაემუქრენ. განდევნილი პრეზიდენტი კი ქვეყნის სამხრეთში მომხრეებს აგროვებს. ეს კი ნიშნავს, რომ დენთის სუნი ყირგიზეთში ისევ ტრიალებს.


http://presa.ge/index.php?text=news&i=10213
18:50 13.04.2010
kote-1962
Presa.ge

"Newsweek": "იანუკოვიჩი შეეცდება, უკრაინა დასავლეთს დააშოროს, რაც ობამას სრულიად აწყობს

[პირველი]


გავლენიანი Newsweek-ის პროგნოზით, უკრაინის ახალი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი შეეცდება, ქვეყანა დასავლეთს დააშოროს, რაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ბარაქ ობამას სრულიად აწყობს. ამის შესახებ გავლენიანი Newsweek-ის კორესპნონდენტი ოუენ მეტიუ წერს.

იანუკოვიჩის რუსეთის ფრთებქვეშ დაბრუნება ობამას ცხოვრებას გაუადვილებს, რადგან საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი აშშ-სა და რუსეთს შორის მიმდინარე გადატვირთვის პოლიტიკას ხელს უშლიდა.

ობამა რუსეთს ნათლად ანახებს, რომ წინამორბედი პრეზიდენტისგან ბუშისგან განსხვავებით, საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებასა და დასავლეთთან დაახლოებას ლობირებას არ გაუწევს. იანუკოვიჩთან ცივი ურთიერთობები ობამას რუსეთთან თბილი ურთიერთობების აგებაში და აშშ-სთვის უსაფრთხოების საკითხების მოგვარებაში შეუწყობს ხელს, - წერს გაზეთი.

შეგახსენებთ, რომ როგორც დღეს უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტების ვიქტორ იანუკოვიჩისა და ბარაქ ობამას შეხვედრის დასრულების შემდეგ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ამერიკის შეერთებული შტატები და უკრაინა სტრატეგიულ პარტნიორებად რჩებიან. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უკრაინა და აშშ პარტნიორული ურთიერთობების აგებას სტრატეგიული ქარტიის საფუძველზე აპირებენ.

ორივე ლიდერმა აღნიშნა, რომ მათი ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანია ღირებულებები, რომელიც ქარტიაშია ასახული - დემოკრატია, ეკონიმიკური თავისუფლება და კეთილდღეობა, უსაფრთხოება და ტერიტორიული მთლიანობა, ენერგეტიკული უსაფრთოხოება, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა და უმაღლესი სასამართლო, - ნათქვამია განცხადებაში.

თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა აღნიშნა, რომ მზად არის, ქვეყნის წინაშე არსებული ეკონომიკური გამოწვევები გადალახოს და ამ მიმართულებით სისტემური რეფორმები გაატაროს. გარდა ამისა, იგი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ურთიერთობების აღდგენას გეგმავს, რასაც აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა მიესალმა და აღნიშნულ ინიციატივებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

http://presa.ge/index.php?text=news&i=10215
18:57 13.04.2010
tavisupleba
ვაშინგტონში, ბირთვული უსაფრთხოების სამიტის კულუარებში, გაიმართა აშშ-ისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა. ობამამ სააკაშვილს მადლობა გადაუხადა ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობისთვის და გამოხატა აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

View the full article
civil.ge
თეთრი სახლის განცხადებით, ობამა 'მიესალმა შესაძლებლობას შეხვედროდა' სააკაშვილს ბირთვული უსაფრთხოების სამიტის დროს.

View the full article
kote-1962
14.04.2010
ბირთვულ სამიტზე ობამა მოკავშირეს არაფრად აგდებს

სამშაბათს, ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე ბარაკ ობამამ მსოფლიოს 47 ლიდერს უმასპინძლა. ორმხრივი შეხვედრა პრეზიდენტს მხოლოდ თორმეტ მათგანთან ექნება. ობამას ასეთი გადაწყვეტილება ზოგ შემთხვევაში უხერხული და სამწუხარო აღმოჩნდა.

შეხვედრაზე უარი უთხრეს საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც სანაცვლოდ ოაბამამ გასულ კვირაში დაურეკა. მოსკოვს ეს ფაქტი ალბათ ღიმილს მოგვრის, სადაც სააკაშვილი ნომერ პირველ მტრად ითვლება, - ლიდერი, რომლის დამხობასაც რუსეთი ძალით 2008 წლის ზაფხულში შეეცადა. თუმცა, ობამა შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს და კრემლის მეგობარ ვიქტორ იანუკოვიჩს, და გეგმავს საქართველოს იმ ორი მეზობლის, სომხეთის და თურქეთის ლიდერებთან შეხვედრას, რომლებსაც შესანიშნავი ურთიერთობები აქვთ რუსეთთან.

ნუთუ სააკაშვილს, დემოკრატიულად არჩეულ ლიდერს, რომლის ამბიციაც მისი ქვეყნის ნატოში გაწევრიანებაა, არაფრად აგდებენ, იმისთვის რომ რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინს და რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევს ასიამოვნონ? თეთრი სახლი ამტკიცებს, რომ ეს ასე არ არის. სამიტი ბირთვულ უსაფრთხოებას ეხება; იანუკოვიჩმა შეხვედრა იმის გამო მიიღო, რომ უკრაინა 60 ტონა გამდიდრებული ურანისგან გათავისუფლებას დათანხმდა, რომელსაც ის საცდელ რეაქტორებში იყენებს. თურქეთი და სომხეთი ობამას ხვდებიან იმის გამო, რომ ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ მხარეებს საზღვრის გახსნის შეთანხმებისკენ უბიძგებს, რაც მთელი კავკასიისთვის სასარგებლო იქნება.

და მაინც, ის, რომ სააკაშვილთან შეხვედრისთვის სიაში ადგილი არ აღმოჩნდა, გასაოცარია, იმ ფონზე თუ როგორ გულწრფელად უჭერს ის მხარს ამერიკის ინტერესებს, მაგალითად, ომებში ერაყსა და ავღანეთში. ერთმა ციდა საქართველომ მისი პატარა არმიიდან ერაყში 2000 ჯარისკაცზე მეტი გაგზავნა. ავღანეთში მათი რიცხვი მალე 1 000-ს მიაღწევს; აშშ-ს ხელმძღვანელობით საბრძოლველად ის დამატებით 750 ჯარისკაცს აგზავნის. აშშ-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა რიჩარდ ჰოლბრუკმა გასულ თვეში აღნიშნა, რომ ერთ სულ მოსახლეზე საქართველოს მიერ გაგზავნილი სამხედროების რიცხვი, მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ქვეყნის წილზე მაღალია.

ამისთვის, გასულ კვირაში ობამამ სააკაშვილს მადლობა სატელეფონო საუბარში გადაუხადა. მაგრამ ამ ზარზე ქართული ანგარიშის თანამხად, ობამას არაფერი უთქვამს საქართველოს სწრაფვაზე ნატოში გაწევრიანებისკენ, ან საქართველოს ინტერესზე შეერთებული შტატებისგან თავდაცვითი შეიარაღების შესყიდვაზე, რათა არ მოხდეს 2008 წლის რუსული ინტერვენციის გამეორება. „ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე", - განაცხადა სააკაშვილმა თავდაცვის საკითხებზე ადმინისტრაციასთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე ორშაბათს Post-ის რედაქტორებთან და რეპორტიორებთან შეხვედრისას. „ამის მიღწევა ეტაპობრივად მოხდება", „ის დროს მოითხოვს".

თუმცა სააკაშვილის მდგომარეობა იმაზე უკეთესია, ვიდრე მისი კიდევ ერთი მეზობლის აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის, რომელიც სამიტზე საერთოდ არ დაპატიჟეს. აზერბაიჯანელმა ჩინოვნიკებმა ეს ფაქტი გააპროტესტეს და აღნიშნეს, რომ რუსეთს და ირანს შორის მდებარეობა მათ ქვეყანას ბირთვული მასალების ბრუნვაზე ნებისმიერ მოლაპარაკაბაში აქტუალურს ხდის. თუმცა, როგორც ჩანს თეთრმა სახლმა მიიჩნია, რომ ალიევის დასწრებას შეიძლება თურქეთ-სომხეთის მორიგებაში მათი ძალისხმევისთვის პრობლემა შეექმნა. აი ასეთ ეზოთერისტულ გათვლებზე იგება უმაღლესი დონის შეხვედრები.



ჯექსონ დილი

"ForeignPress"
გიორგი68
Саакашвили могут замочить
Теги: За Рубежом, Саакашвили, Политика, кино, оппозиция, Грузия, Нино БурджанадзеВасилий Амирджанов 23.03.2010, 20:05


Фото: РИА Новости
Пока в Грузии снимают приключенческий фильм "Миша", оппозиция требует воды, чтобы спасти государство

Сюжет телекомпании «Имеди» стал поистине консолидирующим подарком для большей части грузинской оппозиции. По инициативе лейбористов, несколько партий приняли участие в консультациях, посвященных спасению страны от «неадекватного правительства».

Нино Бурджанадзе заявила, что сегодня Грузия на международной арене находится в тяжелом положении: «Над нами попросту все издеваются. Раньше насмехались над Саакашвили, а сегодня с иронией отзываются обо всей стране».

По её словам, Грузии пора перестать надеяться только на международную помощь: «Мы независимое государство. Все представители общества раз и навсегда должны встать вместе и спасти себя. Когда Родина горит, ей нужна вода, чтобы потушить огонь».

Грузинские политики должны сделать всё, чтобы добиться досрочных президентских выборов и привести к руководству страной ответственную власть, считает Нино Бурджанадзе.

«В стране царит авторитарно-террористический режим. Все ветви власти - правительство, парламент, суд, местное самоуправление - находятся под полным контролем президента. Против политических оппонентов задействована жесткая государственная репрессивно-террористическая машина. Авторитарный режим вступил в крайне опасную фазу, которая создает большую угрозу не только демократическому развитию страны, но и миру и стабильности во всем регионе», - сказано в обращении к мировому сообществу грузинских оппозиционеров.

Лидер оппозиционного грузинского движения «Тетреби» Темур Шашиашвили сообщил журналистам, что на Украине снимается документальный фильм о малоизвестных подробностях пребывания в Киеве президента Грузии Михаила Саакашвили в его студенческой юности.

Однако он не назвал имён создателей фильма под условным названием «Миша», отметив, что через несколько месяцев картина будет завершена, и её смогут увидеть зрители.

Грузинский оппозиционер сообщил, что в картине будут раскрыты подробности, в том числе и участия родного дяди нынешнего президента Грузии, Темура Аласании, при содействии которого, по словам Темура Шашиашвили, Михаил Саакашвили уехал учиться в США.

По его словам, дополнительные штрихи к портрету президента Грузии станут известны лишь после того, как украинские власти рассекретят личное дело киевского студента Саакашвили, что ранее было практически невозможно, пока Украину возглавлял кум президента Грузии Виктор Ющенко.

Темур Шашиашвили коснулся и истории об исключении из комсомола Михаила Саакашвили. Сейчас о своем исключении из «авангарда советской молодёжи» Михаил Саакашвили говорит с гордостью, однако в студенческие годы, образ «жертвы тоталитарного режима» был для него малопривлекательным, и его попытки восстановить членство в ВЛКСМ увенчались успехом лишь во время прохождения службы в пограничных войсках КГБ СССР.

Как утверждает лидер оппозиционного грузинского движения «Тетреби», Михаил Саакашвили был исключен из комсомола за распространение продукции порнографического содержания, а отнюдь не за диссидентские взгляды, как утверждает сам президент Грузии.

Надо признать, что «тяга к прекрасному» стала одной из составляющих образа грузинского лидера. Любвеобильность Михаила Саакашвили - популярнейшая тема для обсуждения его соотечественниками.

Поводы для сплетен и пересуд президент Грузии предоставляет сам: будь то полёт на самолёте на курорт Бакуриани в окружении топ-моделей, роман с пресс-секретарём, знаки внимания к супруге дружественного государства, повлекшее дипломатический скандал или попытка флирта с журналисткой телеканала «Имеди», по некоторым данным, едва не окончившаяся судебным разбирательством.

«Мы должны определиться, как бороться с шизофреником», - заявил лидер движения «Защити Грузию» Леван Гачечиладзе.

А пока бывший распространитель «клубнички», открыв в себе талант телевизионного режиссёра, помимо «отца народа», креативно воплощает сюжеты лент фривольного содержания в повседневную реальность жителей солнечной Грузии, продолжая скромно представляться понравившимся тбилисскими девушкам: «Миша, ваш президент!»
http://rus.ruvr.ru/2010/03/23/5573419.html
tavisupleba
ედუარდ კოკოითი არ მალავს, რომ ნიკარაგუის აღიარება რუსეთის დამსახურებაა. დე ფაქტო რესპუბლიკაში ახლა იმაზე ფიქრობენ, როგორ ჩაიტანონ ცხინვალიდან მანაგუამდე ლუდი, რძე და ყველი ისე, რომ გზაში არ გაუფუჭდეთ.

View the full article
kote-1962
ბაღაფშის საგარეო უწყება ქართულ მხარეს ახალ ბრალდებებს უყენებს

[ნანა ფაჟავა, ზუგდიდი]


საქართველოს ხელისუფლების მიმართ ახალი ბრალდებები გუშინ, გალში, ინციდენტებისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფების რიგით მეთხუთმეტე შეხვედრაზე გაისმა. აფხაზური დელეგაციის წარმომადგენლებმა შეშფოთება გამოთქვეს ქართული მხარის მიერ საერთაშორისო ორგანიზაციების მისამართით გაგზავნილი იმ ურიცხვი მიმართვების გამო, სადაც აფხაზეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების გატარებაზეა საუბარი.

აფხაზური მხარის მოსაზრებით, ეს ფაქტი რეგიონში დაძაბულობისა და არასტაბილურობის შექმნის სურვილით არის განპირობებული, რომ საქართველო ცდილობს აფხაზეთთან ყოველგვარ კომუნიკაციას წინააღმდეგობა გაუწიოს.

ხუთმხრივ შეხვედრაზე მონაწილე, ბაღაფშის მთავრობის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ლანა აგრბა აფხაზეთის წინააღმდეგ მოსალოდნელ სანქციებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ 2010 წლის 5 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში სპეციალური ნოტა გააგზავნა, სადაც ე. წ. აფხაზეთის აკვატორიაში კატარღების შესვლის აკრძალვა მოითხოვა.

„საქართველოს ხელისუფლება ცდილობს აფხაზეთში ხელი შეუშალოს როგორც სატრანსპორტო, ისე საინფორმაციო კომუნიკაციების განვითარებას. ამგვარი მოქმედებით ხომ პირველ რიგში აფხაზეთში მცხოვრები ადამიანები ზარალდებიან.“-განაცხადა აგრბამ.

აფხაზურმა მხარემ ბოლო შეხვედრაზე კვლავ დააყენა ორი კვირის წინ ქართველი მესაზღვრეების მიერ განმუხურის აკვატორიში დაკავებული რუსული კატარღა „ბუკეტის“ დაბრუნების საკითხი, რომელმაც საქართველოს შსს მონაცემებით სამხედრო მანევრირება განახორციელა. აფხაზურმა დელეგაციამ განმარტა, რომ დღის წესრიგიდან ამ საკითხს მის დადებითად გადაწვეტამდე არ მოხსნის, ვინაიდან კატარღას ადმინისტრაციული საზღვარი არ დაურღვევია.

ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა ამ საკითხზე რაიმე სახის ახსნა-განმარტებების გაკეთება არ ისურვა, რადგან მიიჩნევს, რომ იგი მხოლოდ საქართველო-თურქეთის სახელმწიფოებს ეხებათ. ასეთივე პოზიცია აქვს ევროკავშირის მისიასაც.

შეხვედრაზე აფხაზურმა მხარემ კიდევ ერთი საკითხი წამოწია, რომელიც 7 აპრილს, გალის რაიონის სოფელ ოტობაიასთან ახლოს ნაპოვნ თვითნაკეთ ასაფეთქებელ მოწყობილობას უკავშირდება. აფხაზებს ამ ინციდენტში მონაწილე კონკრეტული პირი არ დაუსახელებიათ, თუმცა საქართველოს მხრიდან წინასწარგანზრახული პროვოკაციული ქმედების ვერსია არ გამოურიცხავთ.

”გარდა ამისა, განვიხილეთ რიგი საკითხებისა, რომელიც შეეხება არსებულ ადმინისტრაციულ ვითარებას და ოკუპირებულ რეგიონში ადამიანის უფლებების დაცვას. შეხვედრა შეთანხმებების გარეშე დასრულდა, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ საკითხები, რომელიც განვიხილეთ, მორიგი შეხვედრებისას დადებითად გადაწყდება” - განაცხადა უტიაშვილმა.

ხუთმხრივ შეხვედრას 13 აპრილს პირველად ესწრებოდა გაეროს ახალი ხელმძღვანელი ანტი ტურუნენი. მორიგი რაუნდი გალში 5 მაისს გაიმართება.

http://presa.ge/index.php?text=news&i=10251
13:30 15.04.2010
kote-1962
ნანა დევდარიანი მერაბიშვილთან თანამშრომლობაზე თანახმაა

[ნინო მიქიაშვილი]


არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფალი აზრის სახლმა“, იგივე თას–მა, ახალი გეგმებითა და მიზნებით რამდენიმეთვიანი შესვენების შემდეგ მუშაობა განაახლა – მაისის ბოლოს, ან ივნისის დასაწყისში საზოგადოებას წარუდგენენ პროექტს სახელწოდებით, “საქართველო – 2009“, რომელშიც ასახული იქნება ჩვენი ქვეყნის სოციალურ–ეკონომიკურ მაჩვენებელთა შედარებითი ანალიზი, გასული საუკუნის ოთხმოციანი წლებიდან დღემდე; თას–ის წარმომადგენლები ასევე მუშაობენ საქართველოს სოციალურ–ეკონომიკური განვითარების კონცეფციაზე.

ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნანა დევდარიანმა, რომელიც ახლა თას–ის დირექტორია, პრესა.გე–სთან საუბრისას განაცხადა, რომ ახლო წარსულში ამ ორგანიზაციას ჰქონდა ძალიან ბევრი შეხვედრები, სადისკუსიო კლუბები, ორგანიზაციაში ბევრი პროექტი დამუშავდა, მაგრამ დევდარიანის განმარტებით, ახლო წარსულში ეს ორგანიზაცია უფრო საზოგადოებრივი–პოლიტიკური ჟღერადობის იყო.

“ახლა ჩვენი ერთ–ერთი მიზანია ექსპერტების აზრმა მიიღოს დოკუმენტის სახე, რადგან პრაქტიკამ აჩვენა, რომ ეს ღონისძიებები შემდეგ ჰაერში იფანტება და რჩება მხოლოდ ჟურნალისტური პროდუქტის – რეპორტაჟის, ან სიუჟეტის სახით“, – გვითხრა ნანა დევდარიანმა და ჩვენს კითხვაზე – რა ძალა ექნება ამ დოკუმენტს? მოგვიგო: “საექსპერტო აზრისთვის ყველაზე გახსნილი ენრეგეტიკის სამინისტროა, პირდაპირ ეძებენ, ოღონდ ვინმესგან რაიმე საღი აზრი მოისმინონ. ეს ჩემთვის აღმოჩენა იყო. სხვა სამინისტროებზე მსგავსი ინფორმაცია არ არის. როგორც კი ჩვენ აი, ამ პროდუქტს დავდებთ, იმ წუთში გამოჩნდება სხვა უწყებებშიც არის თუ არა დაინტერესება“.

ნანა დევდარიანის თქმით, ის კი არ არის მნიშვნელოვანი, ხელისუფლებაში რა სახელის და გვარის ადამიანი იქნება?! ყოფილი სახალხო დამცველის აზრით, მთავარია რამდენად მზადაა ხელისუფლებაში მყოფი ადამიანი გაითვალისწინოს საზოგადოების აზრი და მის სამსახურში გამოიყენოს. პრესა.გე–ს კითხვაზე – მაგალითად, ითანამშრომლებთ ვანო მერაბიშვილთან, დაინტერესება, რომ გამოხატოს? დევდარიანი პასუხობს: “რატომაც არა?! სანამ ის მინისტრია და უფლებამოსილებითაა აღჭურვილი, თუ ჩვენ შეგვიძლია ვითარებაზე ერთად ვიქონიოთ ზემოქმედება და უკეთესობისკენ შევცვალოთ, რა ახირებაა ვიღაცას უთხრა შენ არ გელაპარაკები?!“

“თავისუფალი აზრის სახლის“ მმართველო ორგანოა საბჭო, რომელშიც დირექტორთან ერთად შედიან: გივი თალაკვაძე – ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრი, მრეწველობის მინისტრის მოადგილე (1990–1993 წლებში); მერაბ ჯიბლაძე – ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, განათლების მინისტრის მოადგილე (1991–1992 წლებში), ამერიკის ფიზიკის საზოგადოების წევრი; სანდრო თვალჭრელიძე – გეოლოგია–მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი, გეოლოგიის დეპარტამენტის თავმჯდომარე (2001–2004 წლებში); დავით არევაძე – გეოლოგია–მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრი, მრეწველობის მინისტრის მოადგილე (1991–1994 წლებში).

ნანა დევდარიანი თქმით, ამჟამად თას–ში მუშაობს: ეკონომიკური განვითარების; მეცნიერების, განათლებისა და კულტურის; სოციალურ საკითხთა და საზოგადოებრივ– პოლიტიკური დარბაზები – “მიუხედავად იმისა რომ ჯერჯერობით შემჭიდროვებული ფორმატით ვიმუშავებთ, ეს იქნება ის ადგილი, სადაც ნებისმიერ ჟურნალისტს, ნებისმიერ მომენტში, მისთვის საჭირო საკითხზე ინფორმაციის მიღება შეეძლება.

თას–ის ახალი ფორმატი გულისხმობს აგრეთვე საქართველოში მიმდინარე საზოგადოებრივი, პოლიტიკური და სოციალური პროცესების მონიტორინგისა ანალიზის საფუძველზე, პერიოდულად შეფასებებისა და შეხედულებების გამოქვეყნებას, როგორც საკუთარ ვებგვერდზე www.freeopshouse.org, ისე საინფორმაციო საშუალებებით“.

http://presa.ge/index.php?text=news&i=10196
20:17 12.04.2010
kote-1962
დღეს ალტერნატიულ სახალხო დამცველს შეარჩევენ

[ნინო მიქიაშვილი]


არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერები, რომლებიც გიორგი ტუღუშს უმოქმედობაში ბრალს სდებენ, ალტერნატიულ სახალხო დამცველის ინსტიტუტს ქმნიან. ამ საკითხთან დაკავშირებით პრესა.გე შეხვდა და ესაუბრა ა/ო ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლბებისათვის თავმჯდომარეს, ნანა კაკაბაძეს.

ნანა კაკაბაძე: ჩვენს ქვეყანაში, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა ყველასთვის და მათ შორის, თქვენთვის, ჟურნალისტებისთვის ყველაზე უკედაა ცნობილი. ამგვარ ვითარებაში, ომბუდსმენის ინსტიტუტი იყო ერთადერთი (მაშინ, როცა ეს თანამდებობა სოზარ სუბარს ეკავა), რომელსაც რაღაც შუქი შემოჰქონდა. მას შემდეგ, რაც ახალი ომბუდსმენი მოვიდა, ეს ინსტიტუტი ფაქტიურად გაუქმდა.

მაგრამ ხომ არ გავიწყდებათ, რომ სოზარ სუბარმა ამ თანამდებობაზე მუშაობა დაახლოებით ასევე დაიწყო?!
– არა, ნამდვილად არ მავიწყდება, მაგრამ ის პერიოდი ამჟამინდელისგან მკვეთრად განსახვავებული გახლდათ – ჯერ ერთი, სოზარ სუბარი თავისუფლების ინსტიტუტის კადრი და ამ ორგანიზაციიდან წამოსული პირი იყო; რევოლუცია ახალი მომხდარი გახლდათ და მერე თვითონაც მოექცა ამ აფექტში, ეიფორიაში; გმირობას ვერავის მოსთხოვ და მით უმეტეს, ვერც სუბარს; ეს გავლენა მასზე სერიოზული იყო; თუმცა, გამართლება არ აქვს, როდესაც მოლაშვილის წამების ფაქტზე 1 წლის განმავლობაში იძახდა “სანამ საქმეს არ შევისწავლი, ამაზე ვერ ვისაუბრებო“. რა თქმა უნდა, ასეთ ფაქტებთან დაკავშირებით მისი პოზიცია არასწორი იყო, მაგრამ ვიმეორებ – ეს აბსოლუტურად სხვა პერიოდი გახლდათ.

გიორგი ტუღუში ომბუდსმენად მოვიდა მაშინ, როცა საქართველოში არსებული ვითარებით, უკვე საერთაშორისო საზოგადოებაც კი შეშფოთებულია; არანაირი ილუზია, ამ ხელისუფლების დემოკრატიულობისა, აღარ არსებობს, არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ. ამგვარ სიტუაციაში, როდესაც ერთადერთი სახალხო დამცველის ინსტიტუტია, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს, კანონით და რომელსაც აქვს ბერკეტი რაიმე შეცვალოს და ამას არ იყენებს, ეს უკვე დანაშაულია.

რის გაკეთება შეუძლია და რას არ აკეთებს სახალხო დამცველი?
– არანაირი განცხადება არ კეთდება იმ საკითხებზე, რაც ხელისუფლებისთვის მწვავეა – ის რომ ხელისუფლების პოლიტიკაა ციხეში, რაც შეიძლება ბევრი პატიმარი იყოს; ის რომ კანონი რომელიც არსებობს, თუნდაც ვადამდელი გათავისუფლების შესახებ, არ მუშაობს (იმიტომ რომ ციხეში იყოს ბევრი პატიმარი); შეწყალება რომლის უფლება ერთადერთი პრეზიდენტს აქვს და რომლითაც შეუძლია განტვირთვა მოახდინოს, ფაქტიურად, არ მუშაობს – რეალურად შეწყალება იმ ადამიანებზე ვრცელდება, ვინც ხელისუფლების ინტერესებშია; მხოლოდ იმათ იწყალებენ, ვინც ციხეში შემთხვევით აღმოჩნდა. აი, ამგვარ სიტუაციაში ომბუდსმენი დუმს, მაშინ, როდესაც მთელმა მსოფლიომ აღიარა, რომ საქართველოს ციხეებში არის წამება და ღირსების შემლახავი მოპყრობა.

ანუ სახალხო დამცველის დუმილმა გადაგაწყვეტინათ ალტერნატიული ინსტიტუტის გაკეთება?!
– დიახ, მისმა დუმილმა პრინციპულ საკითხებზე. ის ხშირად ამბობს, რომ “წამებას დასაბუთება სჭირდება“. არ სჭირდება წამებას დასაბუთება, რადგან იმ მდგომარეობაში, რაშიც დღეს პატიმრები იმყოფებიან, ის ყოფა, რაც იქაა შექმნილი, საერთაშორისო სტანდარტებითაც გაიგივებულია წამებასთან და ღირსების შემლახავ მოპყრობასთან. მას თავისუფლად შეუძლია თქვას, რომ იქ არის წამება და ღირსების შემლახავი მოპყრობა. აი, ასეთი მკვეთრი განცხადებებით ის არ გამოდის.

მოგეხსენებათ, ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით დევნილი აუარებელი ადამიანია, არსებობენ პოლიტიკური პატიმრები და ამას სახალხო დამცველი არ ეთანხმება; მას არც ერთხელ არ უთქვამს, რომ ქვეყანაში არიან პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანები, მაშინ, როდესაც ეს ფაქტი საერთაშორისო ორგანიზაციებმაც კი აღიარეს. ამგვარი დამოკიდებულება ერთის მხრივ მის ტენდენციურობაზე მიუთითებს და მეორეს მხრივ იმაზე, რომ საზოგადოებამ ალტერნატიული გზა უნდა ეძებოს. არსებობს კანონი და არსებობს ხალხის დაკვეთა, მაგრამ რეალურად ომბუდსმენის სამსახური უმოქმედოა. ამიტომ თუ დღეს საქართველოში არსებობენ უფლებადამცველები და თუ მათ მართლაც რაიმე შეუძლიათ, ერთადერთი ზეწოლა, იგივე ხელისუფლებაზე და იგივე ომბუდსმენზე იქნება ის, რომ მას უნდა უთხრა მკვეთრად და მკაფიოდ – შენ არ და ვერ ასრულებ შენს მოვალეობას და ამიტომ, საზოგადოებამ ეს თავის თავზე აიღო.

როგორ წარმოგიდგენიათ ალტერნატიურლი სახალხო დამცველის მუშაობა?
– ვფიქრობ, მან სწორედ იმ კანონზე დაყრდნობით უნდა იმუშაოს, რომელიც არსებობს და იდეალურია; ფუძედ აღებულია პოლონეთის კანონი ომბუდსმენის შესახებ, რაც მთელ მსოფლიოში სამაგალითოა. დღეს ჩვენთან თუ რომელიმე კანონს არა აქვს ხარვეზი, ასეთ კანონად შეიძლება სახალხო დამცველის შესახებ კანონი ჩაითვალოს. ამიტომ, ვფიქრობ ამ კანონზე დაყრდნობით უნდა იმუშაოს ალტერნატიულმა ომბუდსმენმა, ზუსტად ისევე უნდა აკეთოს ალტერნატიული მოხსენებები; რა თქმა უნდა, არასაპარლამენტო ტრიბუნიდან, რადგან ხელისუფლების მხრიდან, ალტერნატიულ სახალხო დამცველს ამაზე ხელმისაწვდომობა არ ექნება, მაგრამ თუ ჟურნალისტების მხრიდან სერიოზულ მხარდაჭერას მოიპოვებს, მისი მოხსენებები სახალხო დამცველის ოფისიდან შეიძლება გაკეთდეს და ეს გაშუქდება მინიმუმ იმ დამოუკიდებელი მედიასაშუალებებით, რომელიც დღეს არის ქვეყანაში.

რა ძალა ექნება ალტერნატიულ სახალხო დამცველს?
– არსებული კანონით სახალხო დამცველს დღეს მხოლოდ რეკომენდაციების ძალა აქვს. რეალურად სახალხო დამცველის ძალა არის მისი იმიჯი და ობიექტურობა, მეტი არაფერი. ის შეხვდება საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ექნება მუდმივი ურთიერთობა ადვოკატებთან და მიიღებს ინფორმაციას ციხეებში არსებულ ვითარებაზე და იმ პრობლემებზე, რაზედაც ვისაუბრე. ციხეების გადატვირთულობაზე, წამებასა და ღირსების შემლახავ მოპყრობაზე, საზოგადოების პოლიტიკურ დევნა–შევიწროებაზე, ბიზნესის რეკეტზე... – ქვეყანაში არსებულ ამ პრობლემურ საკითხებზე, ალტერნატიული, საზოგადოებრივი სახალხო დამცველი მოხსენებებს გააკეთებს.

ასე ერქმევა – საზოგადოებრივი სახალხო დამცველი?
– ერქმევა ომბუდსმენი, სახალხო დამცველი, ზუსტად ის, რაც დღეს ომბუდსმენს ჰქვია.

და თქვენ იქნებით ეს სახალხო დამცველი?
– არა, მე ნამდვილად არ ვიქნები, რადგან მე ამ ინიციატივის ერთ–ერთი ავტორი ვარ.

ვინ არიან ამ იდეს გარშემო გაერთიანებულები?
– ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია. ხუთშაბათს არასამთავრობო ორგანიზაციების პირველი შეხვედრა იმართება.

შერჩეულია ალტერნატიული სახალხო დამცველის სავარაუდო კანდიდატი?
– არა, ამაზე პირველი შეთანხმება სწორედ ამ შეკრებაზე მოხდება. პირველი ომბუდსმენი შეიძლება საერთოდ საზოგადოების წარმომადგენელი იყოს, მაგრამ არა უფლებადაცვითი ორგანიზაციიდან. მთავარია ეს ფუნქცია შესრულდეს. ვიმეორებ, მას უნდა ჰქონდეს ავტორიტეტი, იმიჯი და ის უნდა იყოს ალტერნატივა, სწორედ იმ უმოქმედო და უფუნქციო ომბუდსმენის, რომელიც დღეს ქვეყანას ჰყავს.

http://presa.ge/index.php?text=news&i=10241
10:31 15.04.2010
kote-1962
15.04.2010

საქართველოში არსებობენ ადამიანები, ვისაც პენსია 2,50 ლარი აქვთ



58 წლის ბეჟან ბადუაშვილი მეორე ჯგუფის ინვალიდია, თუმცა სხვისი ინტერესებიდან გამომდინარე, მესამე ჯგუფში აღმოჩნდა და კუთვნილი პენსია, რომელიც „სამხედრო მომსახურეთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" კანონის თანახმად, 2002 წელს დაენიშნა, 2007 წლის 1 სექტემბერს მოეხსნა. მას შემდეგ მისი პენსიის რაოდენობა თვეში მხოლოდ 9,07 ლარს შეადგენს. ამ ფაქტს ჯანდაცვის სამინისტრო ბეჟან ბადუაშვილისთვის მიწერილ პასუხში შემდგენაირად ხსნის: „რადგანაც თქვენ მორიგი სამედიცინო შემოწმების შედეგად დაგიდგინდათ ზომიერად გამოხატული შესაძლებლობების შეზღუდვის სტატუსი, შესაბამისად, კომპენსაციის გაცემაც შეგიწყდათ 2007 წლის 1 სექტემბრიდან, ვინაიდან „სახელმწიფო კომპენსაციისა და აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი, რომელიც ამოქმედდა 2006 წლის 1 იანვრიდან, აღარ ითვალისწინებს ზომიერად გამოხატული შესაძლებლობების შეზღუდვის სტატუსის გამო სახელმწიფო კომპენსაციის გაგრძელებას ან დანიშვნას".

ამით თითქოს ყველაფერი იხსნება, რომ არა ერთი გარემოება - ბეჟან ბადუაშვილს 2005 წელს, პირველი სამედიცინო შემოწმების დროს შემდეგი დიაგნოზი დაუდგინდა: ქალა - ტვინის დახურული ტრავმის მყარი ნარჩენი მოვლენები, ზომიერი ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია, დისცირკულატორული ენცეფალოპათია, ქრონიკული ვერტებრო - ბაზილარული უკმარისობა, გამოხატული ვესტიბულური დარღვევები, კასრის მალების ოსტეოქონდროზი ფუნქციის ზომიერი მოშლით, ორივე კოჭ - წვივის სახსრის ართროზი - ართრიტი, ასთენო - დეპრესიული სინდრომი, ქრ. ქოლეცისტიტი, ანგიოპათია (ტრავმული წარმოშობის) ნეიროსენსორული სმენაჩლუნგობა. სწორედ ამის გამო გაათავისუფლეს იგი სამსახურიდან.

ბეჟან ბადუაშილი თითქმის 26 წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ხანძარსაწინააღმდეგო პოლიციაში მუშაობდა. თავისი დიაგნოზით ის მეორე ჯგუფის ინვალიდებს მიაკუთვნეს და პენსიად 105 ლარი დაუნიშნეს. 2007 წელს განმეორებითი სამედიცინო შემოწმებისას იგივე დიაგნოზი აღარ გახდა მიზეზი, რომ პენსია გაეგრძელებინათ მისთვის. მეორე ჯუფის ინვალიდი მესამე ჯგუფში გადაიყვანეს.

2008 წელს ბეჟან ბადუაშვილმა სახალხო დამცველს, სოზარ სუბარს დახმარებისთვის მიმართა. სუბარმა ჯანდაცვის მინისტრს, ალექსანდრე კვიტაშვილს მიმართა, რადგან ამ შემთხვევაში დარღვეული იყო შესაძლებლობის შეზღუდვის გამო პირის მინიმალური საარსებო საშუალებით უზრუნველყოფის უფლება და პენსიის მიღების სახელმწიფო გარანტია. ამისთვის სუბარმა მინისტრს მისცა რეკომენდაცია, რათა მომხდარიყო „შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის შესახებ" ინსტრუქციაში ადეკვატური ცვლილებების შეტანა, რაც ხელს შეუწყობდა სოციალური დაცვის უფლების სრულყოფილ რეალიზებას. სამინისტრომ რეკომენდაცია გაითვალისწინა, თუმცა ეს ბეჟან ბადუაშილის პენსიაზე არ ასახულა.

ბეჟან ბადუაშვილმა სამინისტროს 2010 წლის 13 იანვარსაც მიმართა პრობლემის მოგვარების მიზნით. მას სთხოვეს, დაკავშირებოდა სამინისტროს შემდეგი რეაგირებისთვის, თუმცა მასთან შეხვედრა არავინ ისურვა, მხოლოდ სიტყვიერად მიიღო პასუხი - სადაც გინდა, იქ იჩივლეო.

ერთ-ერთ აქციაზე ალექსანდრე კვიტაშვილმა აშკარა დარღვევად შეაფასა ბეჟან ბადუაშვილის მდგომარეობა, მაგრამ პრობლემის გადასაჭრელად დღემდე არაფერი გაკეთებულა.

ბეჟან ბადუაშვილი მიიჩნევს, რომ მისი გადაყვანა ინვალიდთა მესამე ჯგუფში სახელმწიფოს სასარგებლოდ შეგნებულად მოხდა რათა მისი პენსია შემცირებულიყო და არა დიაგნოზიდან გამომდინარე. სხვა შემთხვევაში მას მუშაობის უფლებაც ექნებოდა. სწორედ ამიტომ ის ყაჩაღებს უწოდებს მათ, ვინც პენსია უკანონოდ შეუმცირა.

ბადუაშვილის თქმით, მხოლოდ ის არ არის ასეთ მდგომარეობაში. არსებობენ ადამიანები ვისაც პენსია 2,50 ლარი აქვთ. უსახსრობის გამო მას თითქმის ერთი თვეა გათიშული აქვს დენიც და გაზიც.



ანა შეშაბერიძე

"humanrights.ge"
kote-1962
15.04.2010

ქართველი ჯარისკაცის წამება-მკვლელობას სტრასბურგის სასამართლო განიხილავს



ევროპის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ კიდევ ერთი სარჩელი გაიგზავნა. საქმე ეხება აგვისტოს ომის დროს მოწინააღმდეგის მიერ ქართველი სამხედროს, გიორგი ანწუხელიძის წამებასა და შემდგომში მისი სიცოცხლის უკანონო ხელყოფის ფაქტს.
სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილ საქმეში განმცხადებლებს გიორგი ანწუხელიძის მეუღლე, მაკა ჩიკვილაძე და მისი ორი მცირეწლოვანი შვილი წარმოადგენენ. მათი სახელით საია ასაჩივრებს ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამების აკრძალვა), მე-5 (თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება) და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება) მუხლების დარღვევას.
ამასთან, საია ამტკიცებს, რომ რუსეთის მიერ კონვენციის ზემოხსენებული მუხლების დარღვევა გიორგი ანწუხელიძისა და განმცხადებლების მიმართ განპირობებული იყო მათი ეთნიკური წარმოშობითა და საქართველოს მოქალაქეობით, რაც არღვევს კონვენციის მე-14 მუხლის (დისკრიმინაციის აკრძალვა) მოთხოვნებს.
გიორგი ანწუხელიძე ვაზიანის მე-4 ბრიგადის 41-ე ბატალიონში მსახურობდა. 2008 წლის 9 აგვისტოს ქ. ცხინვალში შეტაკებების შემდეგ გიორგი ანწუხელიძე თითქმის 5 თვის განმავლობაში უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. 2008 წლის 12 დეკემბრის ბიოლოგიურ-გენეტიკურმა (დნმ) ექსპერტიზამ გიორგი ანწუხელიძის გვამის იდენტიფიცირება მოახდინა.
გიორგი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს. თუმცა, 2009 წლის იანვრის თვეში ინტერნეტით გავრცელდა ორი სხვადასხვა ვიდეო რგოლი, რომელშიც ნათლად ჩანს, თუ როგორ სცემენ და აწამებენ ოსი და რუსი სამხედროები ქართველ სამხედროს. აღნიშნულ სამხედროში გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრებმა გიორგი ამოიცნეს.
აღსანიშნავია, რომ რუსეთ-საქართველოს ომში ოფიციალური მონაცემებით, სულ 170 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 8 სამხედრო მოსამსახურე. მათგან 6 კაპიტანი, 1 სერჟანტი და 1 ლეიტენანტი. თუ რას აკეთებს სახელმწიფო უგზო-უკლოდ დაკარგულების მოძიებისათვის, ამასთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლები კომენტარს არ აკეთებენ.
კომენტარი არც თავდაცვის სამინისტროში კეთდება. პრესსამსახურის ხელმძღვანელი სალომე მახარაძე დაგვპირდა, რომ ამ საკითხს გაარკვევდა, ჩვენ მოგვიანებით დავუკავშირდით მახარაძეს, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა.
აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე უგზო-უკლოდ დაკარგულად ითვლება თავდაცვის სამინისტროს ოპერატიული სამმართველოს თანამშრომელი, კაპიტანი პაატა ქარდავა, რომელიც 27 აგვისტოს ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან გაუჩინარდა. გამოძიების ვერსიით ქარდავა აფხაზებმა გაიტაცეს, რისი დადასტურება გამოძიებამ ამ დრომდე ვერ შეძლო.
"აფხაზეთში არაა. ადამიანი იკარგება ისეთი ტერიტორიიდან სადაც ყოველთვის ხალხმრავლობაა და არავინ არაფერი იცის. სულ რაღაცა 5 დღის უკან ვიყავით თავდაცვის სამინისტროში და იქაც არავითარი კონკრეტული პასუხი არ მოუციათ. გვითხრეს მხოლოდ ის, რომ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია და იძიებენ. ეს იყო პასუხი," - უთხრა "რეზონანსს" პაატა ქარდავას შვილმა, ქრისტინა ქარდავამ.
აღსანიშნავია, რომ აგვისტოს ომის შემდეგ უგზო-უკლოდ დაკარგულების მოძმების პროცესში, კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე ჩაერთო, რომელმაც რამოდენიმე შეხვედრა გამართა რუსეთის საზოგადოებრივი პალატის და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებთან.
"გვქონდა რამდენიმე შეხვედრა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ რუსეთის ძალოვან სტრუქტურებში ამ საკითხზე გარკვეული უთანხმოება არსებოდა. არ ჰქონდათ სურვილი, დაგვხმარებოდნენ. ერთად-ერთი ვისი პოვნაც შევძელი, იყო ზვიად კოპალაძე. ცხინვალის ციხეში აღმოვაჩინე. მისი პოვნის შემდეგ შევატყვე რომ რუსეთთან მუშაობა არაპერსპექტიული იყო. გვქონდა ინფორმაცია სოფელ ერედვში 2 სამარხის არსებობაზე. ჩვენი მონაცემებით ერთში უნდა ყოფილიყო 2 გვამი, მეორეში 5. ეს ინფორმაცია შევატყობინეთ შსს-ს შესაბამის სტრუქტურას, მეტი ჩვენ არაფრის გაკეთება არ შეგვეძლო. ამ სამარხში ერთი ჯარისკაცი უნდა ყოფილიყო, დანარჩენი კი მშვიდობიანი მოსახლეობა.
"გვქონდა გარკვეული ინფორმაცია, რომ ვლადიკავკაზში მიტოვებული ქარხნის ტერიტორიაზე უნდა ყოფილიყვნენ დაკეტილ ციხეში ჩვენი ბიჭები, ჩვენი წარმომადგენლები რომ მივიდნენ, ეს ციხე უკვე გაუქმებული დახვდათ. ასევე იყო ინფორმაცია გროზნოში ერთ-ერთ სოფელში იყვნენ ტყვეები, მაგრამ ვერც იქ მივაგენით კონკრეტულ ადამიანებს. იმის გამო, რომ მშობლებს არ ჰქონოდათ ჩემი იმედი, ოფიციალურად შევწყვიტე ძიება," - უთხრა "რეზონანსს" მამუკა არეშიძემ.



თამთა ქარჩავა

"რეზონანსი"
kote-1962
15.04.2010

დამცირება, რომელიც არ ყოფილა



ჯექსონ დილი უკმაყოფილოა იმით, რომ ობამა არ შეხვდა მებრძოლ ნაციონალისტ დემაგოგს, უფრო ზუსტად კი მსურდა მეთქვა - საქართველოს დემოკრატიულად არჩეულ პრეზიდენტს, სამაგიეროდ შეხვდა იანუკოვიჩს, (რომელმაც პირობა დადო, რომ მაღალი ხარისხით გამდიდრებული ურანის მარაგებისგან გათავისუფლდება) და სომხეთის და თურქეთის ლიდერებს (რომელთა ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებაზეც ადმინისტრაცია ბოლო პერიოდში მუშაობს) რა თქმა უნდა მათთან შეხვედრა არ იყო საჭირო, რადგან მათ მოსკოვთან კარგი ურთიერთობა აქვთ, საქართველოს კი არა. დილის სტატიაში ყველაზე ცუდი ის არის, რომ მას ესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გაუვრცელებლობის თვალსაზრისით უკრაინის მიერ აღებული ვალდებულება და შესანიშნავად იცის, რომ თურქულ-სომხური ურთიერთობები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და აცნობიერებს, რომ ბირთვული მასალის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის საქართველოს არაფრის გაკეთება არ შეუძლია, თუმცა მტკიცედ განაგრძობს მომხდარში საქართველოს შეურაცხმყოფელი ელემენტების ძიებას.

ის წერს - „გასულ კვირას ობამამ სააკაშვილს დახმარებისთვის მადლობა სატელეფონო საუბარში გადაუხადა, მაგრამ ამ ზარზე ქართული ანგარიშის თანახმად, ობამას არაფერი უთქვამს საქართველოს სწრაფვაზე ნატო-ში გაწევრიანებისკენ, ან საქართველოს ინტერესზე შეერთებული შტატებისგან თავდაცვითი შეიარაღების შესყიდვაზე, რათა არ მოხდეს 2008 წლის რუსული ინტერვენციის გამეორება".

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადმინისტრაცია ნელ-ნელა ემიჯნება ირაციონალურ, ანტი-რუსულ პოზიციას, რომელიც მას ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ეკავა. სინამდვილეში საქართველოსთვის ეს სასარგებლოა, რადგან მას იმის გაგებას აიძულებს, რომ კონფრონტაციის პოლიტიკა ჩიხურია და დროა მან რუსეთთან ურთიერთობების აღდგენა დაიწყოს. ეს შეიძლება იმასაც ნიშნავდეს, რომ ჩვენი მთავრობა ნელ-ნელა უარს ამბობს საქართველოს „ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის" მისწრაფებათა საეჭვო მხარდაჭერაზე.



დენიელ ლარისონი

"ForeignPress"
kote-1962
15.04.2010

სამიტზე ითქვა, რომ საქართველომ „შეიარაღებისთვის განკუთვნილი ურანის გაყიდვის მცდელობა ჩაშალა"



საქართველოს პრეზიდენტმა სამიტზე შეკრებილებს სპეცოპერაციის შესახებ აცნობა, ბარაკ ობამამ კი დანარჩენ სამყაროს „ლაპარაკის ნაცვლად მოქმედებისკენ" მოუწოდა

გუშინ მსოფლიო ლიდერების შეკრებაზე გაჟღერდა ცნობა იმის შესახებ, რომ საქართველოს სპეცსამსახურებმა შავ ბაზარზე იარაღის ურანის გაყიდვის დანაშაულებრივი მცდელობა ჩაშალეს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა.

ამის შემდეგ, სიტუაციის მნიშვნელობა ყველამ გააცნობიერა და ბარაკ ობამამ ბირთვული საწვავის დაუცველი მარაგების განადგურების ან ტერორისტების მიერ მისი მოპარვისგან დასაცავად მთელ დანარჩენ სამყაროს „საუბრის ნაცვლად, მოქმედებისკენ მოუწოდა".

გუშინ საღამოს აშშ-ს პრეზიდენტი ციმბირის ყოფილ დახურულ ქალაქ ჟელეზნოგორსკში პლუტონის მწარმოებელი უკანასკნელი ქარხნის დახურვაზე რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივას მიესალმა. ობამამ ეს „ბირთვულ საკითხებში რუსეთის მოწინავე პოზიციის" დადასტურებად მიიჩნია.

ბირთვული უსაფრთხოების საქმეში საკუთარი წვლილის შეტანის მიზნით, საფრანგეთი საკუთარ ბირთვულ ობიექტებზე გაერო-ს ინსპექტორების დაშვების ინიციატივით გამოვიდა, პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზიმ კი განაცხადა, რომ ნებისმიერი სახელმწიფოს მეთაური, რომელსაც ტერორისტებისთვის ბირთვული მასალის გადაცემაში ამხელენ, საერთაშორისო სასამართლოს მიერ უნდა გასამართლდეს.

ვაშინგტონის განსაკუთრებული ყურადღების ობიექტივში მოექცა პაკისტანი, რადგან ყველა შიშობს, რომ ექსტრემისტებმა შეიძლება მისი არსენალიდან ბირთვული იარაღი მოიპარონ, იმავდროულად ეს ქვეყანა ბირთვული მასალის წარმოების ოფიციალურად აკრძალვის წინააღმდეგია.

მაგრამ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციამ ბირთვული კონტრაბანდის შესახებ, ყველას იმ ბირთვული მასალის აღრიცხვიანობის პრობლემა შეახსენა, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დარჩა და ამ საკითხში დღემდე მნიშვნელოვანი გაურკვევლობაა.

ქართული წყაროების ცნობით, საქართველოს ხელისუფლებამ გამდიდრებული ურანი, საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარების გარეშე, მარტში სპეცოპერაციის შედეგად ამოიღო. არსებული ინფორმაციით, ურანის გამდიდრების ხარისხი 70%-ს აღწევდა. ექსპერტიზა რამდენიმე დღეში ჩატარდება და ზუსტი მონაცემები მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, მაგრამ დღესვე შეიძლება იმის თქმა, რომ ურანის დამუშავების ხარისხი პრიმიტიული ბირთვული ქობინის დასამზადებლად საკმარისი გახლდათ.

სპეცოპერაციის დროს ამოიღეს ურანის ძალიან მცირე რაოდენობა, სულ რაღაც რამდენიმე გრამი (ნამდვილი ბომბის დასამზადებლად ყველაზე ცოტა 25 კილოგრამია საჭირო), მაგრამ როგორც ქართველი ოფიციალური პირები აცხადებენ, ეს მხოლოდ ნიმუში გახლდათ, რომელიც დამნაშავეთა ჯგუფს კლიენტისთვის უნდა ეჩვენებინა იმის დასტურად, რომ მოგვიანებით უფრო დიდი ოდენობის საქონელს მიჰყიდდნენ. ის თუ რომელი ქვეყნიდან იყვნენ ბანდის წევრები, ოფიციალურ თბილისს არ უცნობებია.

„ბოლო ათი წლის განმავლობაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამდიდრებული, მათ შორის შეიარაღებისთვის განკუთვნილი ურანის უკანონო ტრანსპორტირების რვაზე მეტი შემთხვევა აღკვეთა" - სამიტზე გამოსვლისას განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა - „გამდიდრებული ურანის გაყიდვის ბოლო მსგავს მცდელობას ადგილი ამ წლის მარტში ჰქონდა".

ეს იმ შემთხვევას გვახსენებს, რომელიც 2006 წელს მოხდა, როდესაც ჩრდილო-ოსეთის მოქალაქე ოლეგ ხინსაგოვი საქართველოს ტერიტორიაზე 100 გრ. გამდიდრებული ურანის გაყიდვას ცდილობდა. ხინსაგოვმა შესაძლო მყიდველებს ასევე განუცხადა, რომ 90%-მდე გამდიდრებული ურანი, დიდი პარტიის მხოლოდ ნაწილი იყო. დღეს ხინსაგოვი ციხეშია და მას რვა წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, მაგრამ ბოლო მოვლენები ცხადყოფს, რომ იმ პარტიას მართლაც შეიძლება ეარსება. 1993 წლიდან ბირთვული ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ შეიარაღებისთვის განკუთვნილი ურანისა და პლუტონის კონტრაბანდის შემთხვევა დაადასტურა, თუმცა თავად გაერო-ს ინსპექტორები აღიარებენ, რომ კონტრაბანდის მოცულობაზე, რომლებიც მათი ყურადღების მიღმა დარჩა, წარმოდგენა არა აქვთ. არსებობს საფრთხე, რომ სამართალდამცავები მხოლოდ პატარა კონტრაბანდისტების დაკავებას ახერხებენ, ხოლო უფრო კარგად ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები თავისუფლებაზე რჩებიან.

ჰარვარდის უნივერსიტეტის წამყვან სპეციალისტს ბირთვული უსაფრთხოების საკითხებში მეთიუ ბანს მიაჩნია, რომ - „საქართველოსთან დაკავშირებულ სიტუაციებში ერთ-ერთი ყველაზე შემაშფოთებელი მომენტი არის ის, რომ აქ აშკარად მოქმედებს ორგანიზებულ დამნაშავეთა ჯგუფი, რომელიც მასალის ერთი და იმავე პარტიის უამრავ ფრაგმენტს ყიდის. საინტერესოა ეს სწორედ ის დაჯგუფებაა თუ არა? ვფიქრობ დანარჩენ ლიდერებს ღმერთის შეეშინდებათ და დარწმუნდებიან, რომ ეს რეალური პრობლემაა და აქტუალური სწორედ დღეს არის".

შეერთებული შტატების ოფიციალური პირები სამიტის რამდენიმე მიღწევას აღნიშნავენ. უკრაინამ და კანადამ საკუთარ რეაქტორებში მაღალი დოზით გამდიდრებული ურანის გამოყენებაზე უარი განაცხადეს და გადაწყვიტეს უფრო სუსტად გამდიდრებულ ურანზე გადასვლა, რომლისგანაც გაცილებით რთულია ბომბის გაკეთება. კანადიდან ასეთ ურანს შესანახად აშშ-ში (სადაც ის მიიღეს) გააგზავნიან. უკრაინის მაღალი დოზით გამდიდრებული ურანის სინთეზი სსრკ-ში ხდებოდა და მას რუსეთში დააბრუნებენ. მალაიზიამ განაცხადა, რომ ბირთვული აღჭურვილობის ტრანსპორტირებაზე კონტროლს გაამკაცრებს.

სამიტზე დადასტურდა ობამას გეგმისადმი 47 სახელმწიფოს მხარდაჭერა, რომლის მიზანიც ოთხი წლის განმავლობაში ბირთვული მასალის საფუძვლიანი დაცვის უზრუნველყოფაა. ასევე გაისმა მოწოდება სხვა ქვეყნების მიმართ, რომ მაღალი დოზით გამდიდრებული ურანიდან სუსტად გამდიდრებულ ურანზე გადავიდნენ. მოწოდება იყო გაერო-ს კონვენციის რატიფიცირებაზეც, რომელიც ბირთვული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების გამომუშავებისთვის მომზადდა. ზოგიერთმა ქვეყანამ, მაგალითად საფრანგეთმა პიდობა დადო, რომ რატიფიკაციის პროცესს დააჩქარებს. ითქვა იმ ვალდებულების თაობაზეც, რომელიც აღებულია ბირთვული ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს დაფინანსების გაზრდაზე. ეს ორგანიზაცია მნიშვნელოვან როლს ითამაშებს უსაფრთხოების მსოფლიო სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფის საქმეში.

არ მიღებულა იურიდიულად სავალდებულო დეკლარაციები, ასევე არ მიუღიათ მოქმედების კონკრეტული გეგმა. სანაცვლოდ ითქვა, რომ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ორი წლის განმავლობაში მომდევნო სამიტისთვის, რომელიც სამხრეთ-კორეაში ჩატარდება, რაიმენაირი პოლიტიკური შედეგები იქნას მიღწეული. იმავდროულად მიღწეულია შეთანხმება, ამ 47 ქვეყნიდან ყოველ ექვს თვეში ერთხელ, მაღალი რანგის ჩინოვნიკებს შორის შეხვედრების ორგანიზებაზე.



ჯულიან ბორგერ

"ForeignPress"
kote-1962
15.04.2010

დიმიტრი შუშარინი - რუსეთში ერთდღიანი გლოვის გამოცხადება პუტინისა და მედვედევის გარემოცვას აშკარად არ მოეწონა



სმოლენსკთან მომხდარ ტრაგეგიაზე, როგორ აისახება იგი რუსეთ-პოლონეთის ურთიერთობაზე, ასევე იმაზე, რუსეთისაგან რა ნაბიჯებია მოსალოდნელი მეზობლების მიმართულებით, `ინტერპრესნიუსი~ რუს პუბლიცისტს დიმიტრი შუშარინს ესაუბრა.

- ბატონო დიმიტრი, თქვენ გაახმოვანეთ ინიციატივა სმოლენსკში მომხდარი ტრაგედიის შესასწავლად საერთაშორისო კომისიის შექნის შესახებ. ამ ინიციატივის განსახორციელებლად ვინმე თუ გამოგეხმაურად და ამ მიმართულებით რუსეთის საზოგადოებამ რაიმე ნაბიჯი გადადგა? და კიდევ, თუ შეიძლება იმის შესახებ, რატომ მიიჩნევთ რომ აუცილებელია საერთაშორისო კომისიის შექმნა?
- საერთაშორისო კომისიის შექმნის სასარგებლოდ არგუმენტები იმაზე მეტია, ვიდრე შეიძლება ვინმეს წარმოუდგენია. რუსეთის ხელისუფლებას ბოლომდე არ გამოუძიებია არც ერთი ტერაქტი და არც ერთი პოლიტიკური მკვლელობა, რომელიც უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში რუსეთში მოხდა. ძალიან ხშირად ვრცელდება ინფორმაცია ტერაქტის მომწყობთა გარდაცვალების შესახებ. მომხდარის შემდეგ ჩემი მორალური პოზიცია იყო საერთაშორისო კომისიის შექმნა. ამგვარი კომისიის შექმნა იმის გამოც იყო აუცილებელი, რომ სმოლენსკის ტრაგედია კიდევ ძალიან დიდ ხანს იქნება რუსეთისათვის გამართლებული თუ გაუმართლებელი ბრალდებების წაყენების საბაბიცა და საფუძველიც. მომხდარში მე ბრალს არავის არ ვდებ, უბრალოდ რუსეთ-პოლონეთის მომავალ ურთიერთობები უფრო მაღელვებს და მაფიქრებს.
ცხადია, რომ რუსეთ-პოლონეთის მომავალი ურთიერთობები ბევრად იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორი შედეგებით დაასრულებს მუშაობას სმოლენსკის ტრაგედიის საგამოძიებო ჯგუფი, რომელსაც პრემიერ-მინისტრი პუტინი ხელმძღვანელობს. კარგია, რომ რუსეთმა უპრობლემოდ ჩართო პოლონელი სპეციალისტები კომისიის მუშაობაში. ვინაიდან ამ საკითხში რუსეთი წინააღმდეგობაში არავის შეუმჩნევია, პირიქით, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ პოლონელი სპეციალისტები თავად გაერკვნენ მომხდარში, საერთაშორისო კომისიის შექმნის აუცილებლობა ავტომატურად აღარ არსებობს.
ჩემი აზრით, დაღუპულთა შემდეგ ყველაზე მეტად რუსეთის პირველი პირები დაზარალდნენ. მათ პოლონეთთან მიმართებაში გარკვეული ნაბიჯები გადადგეს. აშკარა იყო, რომ პუტინს სურდა წერტილი დაესვა ვარშავასა და მოსკოვს შორის დაპირისპირებაზე, რომელიც კატინის ისტორიას უკავშირდებოდა. ის რაც სმოლენსკთან ახლოს მოხდა, მძიმე დარტყმაა იმ პოლიტიკისათვის, რასაც რუსეთის მხრიდან დასავლეთთან ურთიერთოების დაახლოება და ამ კურსის მომავალშიც გაგრძელება ჰქვია. რუსეთის ხელისუფლება მიხვდა, რომ დასავლეთისა და მეზობლებისადმი აქამდე წარმოებული არარაციონალურ პოლიტიკას წერტილი უნდა დაუსვას.
- თქვენი აზრით, როგორ აისახება მომხდარი რუსეთ-პოლონეთის ურთიერთობებზე? მთელი პოლონეთი თუ არა, პოლონელთა უმრავლესობას არ სჯერა, რომ მომხდარი უბედური შემთხვევვის ბრალია. . .
- მომხდარში რუსეთის ხელისუფლება ყველაზე ნაკლებად იყო დაინტერესებული. როგორც გითხარით, რუსეთის ხელისუფლებას სურდა კატინის ეპოპეისათვის წერტილი დაესვა. იმის გამო, რომ რუსეთი ენერგომატარებლების მილებზე ძალიან დამოკიდებულია, პუტინმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრ ტუსკთან რუსეთიდან პოლონეთში ენერგომატარებლების მიწოდების გაზრდაზე შეთანხმებაც გააფორმა.
თუ მომხდარი ვინმეს აწყობდა, ეს ხელისუფლების ის ნაწილია, რომელიც არ არის აღფრთოვანებული რუსეთის საგარეო პოლიტიკით და კრემლის მცდელობით მოაწესრიგოს ურთიერთოები როგორც დასავლეთთან, ასევე მეზობლებთან. პუტინისა და მედვედევის გარემოცვაში ცოტაა ხალხი, ვინც მხარს უჭერს დასავლეთთან კრემლის დაახლოების კურს.
ძალოვნებსა და კრემლის ნომენკლატურას არ მოეწონა კატინის ტრაგედიის 70-წლისთავისადმი მიძღვნილ ღონიძიებებზე პუტინის მიერ წაკითხული მოხსენება და გაკეთებული განცხადებები. პუტინის განცხადებები პრაქტიკულად მონანიების ელემენტებს შეიცავდა. ეს და თქვენ წარმოიდგინეთ, დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად რუსეთში ერთდღიანი გლოვის გამოცხადება პუტინისა და მედვედევის გარემოცვას აშკარად არ მოეწონათ. მედვედევისა და პუტინის გარემოცვას ამის გამო უკმაყოფილება არც დაუმალავს. ეს ის კატეგორიაა, რომლებიც ხელისუფლებაში პუტინმა მოიყვანა და მისი ნდობით სარგებლობენ. ეს იმაზე მოუთითებს, რომ ადამიანები, რომელსაც მან თავის დროზე ნდობა გამოუცხადა, სულითა და ხორცით ჩეკისტები არიან და მათთვის დასავლეთისაკენ მცირედი გადახრაც კი მოუღებელია. თქვენ წარმოიდგინეთ, მათთვის არათუ კატინის გამო მონანიების ფაქტი, არამედ დაღუპულთა მიმართ ადამიანური დამოკიდებულების გამოვლინებაც კი მიუღებელია.
როგორც ხედავთ, რუსეთში დრო აშკარად შეიცვალა. პუტინისა და მედვედევის გარემოცვა თავის უკმაყოფილებაზე ხმამაღლა საუბარს არ ერიდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რუსეთის ხელისუფლება ბევრად არის დამოკიდებული იმ გარემოცვაზე, რომელიც თავად შექმნა. ასე კი იმიტომ მოხდა, რომ პუტინი მხოლოდ ჩეკისტებს იცნობდა და თავის დროზე ნდობა მხოლოდ მათ გამოუცხადა. პუტინის მიერ შექმნილი დასაყრდენი ახლა პატრონის მიმართ აგრესიულად და უგუნურად იქცევა და რუსეთის დასავლეთისადმი მცირედი გადახრის მიუღებლობას ღიად აფიქსირებს.
- ბრძანეთ, რუსეთი მიხვდა რომ დასავლეთთან და მეზობლებისადმი აქამდე წარმოებული არარაციონალურ პოლიტიკას წერტილი უნდა დაუსვას. თუ უკრაინაში იანუკოვიჩის გამარჯვებას, ყირგიზეთზე რუსეთის კონტროლის გაძლიერებას, მანამდე საქართველოში 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს, ახლა კრემლისადმი ოპოზიციურად განწყობილი პოლონური ელიტის მთლიანად დაღუპვას გავიხსენებთ, პირიქით ხომ არ უნდა ვივარაუდოდ, - ყველაფერი ახლა ხომ არ იწყება?
- უკრაინისადმი კრემლის პოლიტიკა ბევრად იყო განპირობებული დემოკრატი იუშენკოს პიროვნულად მიუღებლობით. თუ დაუკვირდებით, მართალია იანუკოვიჩი უკრაინის ბლოკურ პოლიტიკაზე უარს ამბობს, მაგრამ ევროკავშირთან ინტეგრაციას ემხრობა. იგი რუსეთის მიმართ ბევრ ლამაზ განცხადებებს კი აკეთებს, მაგრამ კრემლთან მიმართებაში რაციონალურ პოლიტიკას ატარებს. იანუკოვიჩი მოსკოვისაგან ბევრ პრეფერენციებს კი იღებს მაგრამ ლუკაშენკოს მსგავსად არ ავიწყდება საკუთარი ხელისუფლების გაძლიერება და უკრაინის სუვერენიტეტის დაცვა. კრემლი ბელორუსიისა და უკრაინის სუვერენიტებს სრულყოფილად არ მიიჩნევს, მაგრამ ამ ლიდერების მთავრი ამოცანა რუსეთისაგან ბელობუსისა და უკრაინის სუვერენიტეტის დაცვაა, ფაქტია.
რაც შეეხება ყირგიზეთს, აქ ვითარება რთულია. მე არ გამოვრიცხავ ყირგიზეთის როგორც სახელმწიფოს, სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილებად დაშლას. ყირგიზეთი ახლა იმავე გზას გადის, რომელიც თავის დროზე ტაჯიკეთმა გაიარა. სხვათა შორის რუსეთმა არ დაუშვა ტაჯიკეთის დაშლა.
- ისევ რუსეთის პრობლემებს დაუბრუნდეთ. თქვენი აზრით, რამდენად სავარაუდოა რუსეთის მოდერნიზაცია და დასავლეთთან ურთიერთობების გაღრმავება?
- ეს ბევრად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ იმოქმედებს კრემლის დემოკრატიული ოპოზიცია. პუტინმა და მედვედევმა საერთაშორისო ასპარეზზე გადადგმული ნაბიჯებით ყველას შეახსენეს, რომ თავისივე შექმნილი მასისაგან განცხვავებით მათ მსოფლიოს პოლიტიკური ელიტა ანგარიშს უწევს. ეს კი, არც მათ გარემოცვას და არც დემოკრატიული ფლანგის ლიდერებს არ აწყობთ.



კობა ბენდელიანი

"InterPressNews"
kote-1962
ქართველი დედის სკანდალური წერილი

მე თქვენ მოგმართავთ, ჩვენი ქვეყნის მომავალს, მას, ვინც უშუალოდ არის დამნაშავე და მათაც, ვინც, გულგრულია ამ საჭირბოროტო საკითხისადმი. მე დედა ვარ და მაქვს ამის უფლება!დედა და ენა, ჩვენი ენა ქართული, დღეს წაბილწულა, დაკნინებუბლია. დედის ცნებაც წარხდა და ენისაც. იქნებ, დროა, ხმა ამოვიღოთ! ქუჩაში რომ გამოვდივართ, ნუ გვავიწყდება, რომ ჩვენი სამშობლოს მიწაზე დავდივართ, ნუ ჩავუვლით გულგრილად იმ სიბილწეს, რაც ჩვენს გარშემო ხდება. შენი ბრალია, ჩვენი ბრალია, რაც ჩვენს გარშემო ხდება, თორემ დაგვემხო თავზე ღვთითკურთხეული მამული ჩვენი. დიდი ილია მართალი ჯერ კიდევ როდის ამბობდა: “პირუტყვბუნების მსგავსი სიტყვებით აივსო ჩვენი ენა”.

რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, დღესაც იგივე სენი გვჭირს. ბილწსიტყვაობამ წალეკა ყველაფერი. რამდენჯერ შევსწრებივართ ბილწსიტყვათა კორიანტელს, ხმა ამოგვიღია? ჩვენი შვილების სახლშიც გვეშინია და გარეთაც.
თქვენ, მომავალო დედებო, ულამაზესო ქალიშვილებო, რამდენჯერ ისმენთ თქვენი მეგობრებისაგან ქუჩაშიც და სახლშიც ბილწსიტყვაობას და არ გიჩნდებათ პროტესტის გრძნობა. რატომ? ნუთუ, მართლა გსიამოვნებთ? ან გეშინიათ, ჩამორჩენილად არ ჩაგთვალონ.

იმ დღიდან, როცა ქალი შობს პირმშოს, იგი ხდება დედა - სიმბოლო სიცოცხლისა. იგი აღარ არის კერძოდ დედა, იგი დედასამშობლოა, იგი დედა ენაა, იგი დედამიწაა. ჟამს გაჭირვებისას იმედის ნათელსვეტად აღმოგვხდება “ვაი დედა~; “დედა, მოგიკვდეს!~ - იტყვის გამწარებული დედა. სად შეიქმნა ლეგენდა `ვეფხისა და მოყმისა~? და ბოლოს, ღვთისმშობლის წილხვედრია ქვეყანა - ესე საქართველო.

ასე შორიდან იმად მოვიარე, მინდა, პირში გითხრათ თქვენი წარწყმედის მიზეზი, რომ ეს სათაყვანებელი სიტყვა - `დედა~ სალანძღავ სიტყვად გაგიხდიათ. გაივლი ქუჩაში, შემოგხვდებიან ალვისხესავით ლამაზი ყმაწვილები და მათი ხილვით გამოწვეულ სიამოვნებას სიბრაზისა და აღშფოთების გრძნობა სცვლის, რადგან ყურს ხვდება საშინელი ამაზრზენი სიტყვა - “ჩემი დედა...”, და იცით, ყველაზე გასაოცარი რა არის? არც ჩხუბია, არც აყალმაყალი, ისე, სიტყვის მასალად, ვიღაცაზე გაბრაზებული თუ თავის სიმართლის დასამტკიცებლად ამბობს.

ჩვენს ბავშვობაში, მახსოვს, როცა ჩხუბი ატყდებოდა, ვიღაცა ვიღაცას შეაგინებდა “შენი დედაო” და არ შეარჩენდნენ დედის უდიერად მოხსენებას. დღეს პრობლემა უმტკივნეულოდ გადაწყვეტილია - ვიღაც ლაჩარმა, ვიღაც მშიშარამ წარმოთქვა: “ჩემი დედა...” ესეც, ალბათ, ჩვენი ცხოვრების გაუკუღმართებამ მოიტანა. პრობლემა მოხსნილია, თავს არავინ დაგიმტვრევს, ჩემს დედაზეა ლაპარაკი და არა - შენს დედაზე! ორივეს თავმოყვარეობა “შეულახავია”.

გენიშნათ თუ გეწყინათ?

ზემოთ გითხარით, პირში მოგახლით, რომ მოღალატე ხართ. არადა, ძმაკაცებში, სუფრაზე, ალბათ, რამდენჯერ აგიწევიათ ჭიქა - “დედას გაუმარჯოს, დედის საფლავს ვფიცავ”... შინ რომ მიხვალ და ნაჯაფარი დედა ალერსით გეტყვის, ხომ არ დაიღალე, დედა გენაცვალოსო, მაშინ არ გახსენდება, დღეს რამდენჯერ შეურაცხყვე, შეაგინე საკუთარი დედა? აღშფოთდები, როდის შევაგინეო? აბა, რა არის `ჩემი დედაო...”?

დილაუთენია რომ ადგება დედა, საუზმეს რომ მოგიმზადებს, მერე, სუფთა ხელსახოცს ჩაგიდებს ჯიბეში, მხრებზე რომ მოგეხვევა, გარეთ რომ გამოხვალ, რამდენჯერ შეაგინებ? ისევ გეწყინა, როდის შევაგინეო? აბა, რა არის “ჩემი დედაო...”?!

მინდა, შეგეზიზღოს შენი თავი! ერთხელ შენც აღშფოთდი, აღშფოთდი ჩემზე, ასე რომ მოგახალე, მოღალატე ხარ-მეთქი. მოღალატე ხარ შენი ერის, შენი დედის, შენი შვილის. აღშფოთდი საკუთარ თავზე, იმაზეც, ვისგანაც ამას ყოველდღე ისმენ. აღშფოთდი და გაყუჩდი, წამით დაფიქრდი, ისე, შენთვის, ჩუმად ჰკითხე შენს თავს, გააცნობიერე, ასე უდარდელად რომ ისვრი ამ სიტყვებს, “ჩემი დედაო...”

ნუ გრცხვენია ამ სიმართლის აღმოჩენის! ვიტოვებ იმედს, რომ შენ გაუაზრებლად ამბობ ამას. დღეს, ხომ სიტყვებმა დაკარგეს პირველყოფილი ჭეშმარიტება. ჩვენ კი არ ვლაპარაკობთ სიტყვებით, არამედ, რაღაც უაზრო ბგერებს ვისვრით, თორემ სიტყვა ხომ ღვთაებრივია. სიტყვას თქმა უნდა და გაგონებაც, ვითარცა ღვთის მადლს! - აი, რა დაგვავიწყდა. ჩაიხედე იოანეს სახარებაში, რითი იწყება? “პირველითაგან იყო სისტყვა და სიტყვა იგი იყო ღმრთისა თანა...”. თუ გაყუჩდები და შენს თავში ჩაიხედავ, გაგაჟრჟოლოს, იქნებ? სათაყვანებელი სიტყვა “დედა” სალანძღავ სიტყვად რომ აქციე?! დედა - ეს ხომ პირველი სიტყვაა, შენ რომ წარმოსთქვი. დედის ძუძუსთან დედა ენა შეიწოვებისო. დედა სიცოცლის, ცხოვრების კარიბჭეა. ხედავ, რამდენი ცოდვა გაწევს? ჰოდა, აიღ მახვილი და მოჰკვეთე დემონი, ბოროტი სული შენში ჩამჯდარი, აიღ მახვილი და, როცა ხვალ შენს გვერდით ვიღაც ბილწსიტყვას იტყვის, ნუღარ დარჩები გულგრილი.

აიღ მახვილი სიწმინდისა და რწმენის მახვილი, მე მჯერა შენი!
შეგონება მათთვის, ვინც იტყვის, ყველას ერთ ტაფაში რად გვწვავო: დიახ, შენც გეხება, რადგან თავად თუ არ იგინები, სხვისას რად ითმენ და რომ ითმენ, ეს ხომ თავადაც იცი?

ვენერა ანდრონიკაშვილი
“ქართული სიტყვა”
kote-1962
„სანამ ეს შიზოფრენიკი სათავეშია არჩევნები არ ჩატარდება“

როზი ჯღამაია


იგი არც ერთ პოლიტიკურ პარტიაში არ არის, არჩევნების არ სჯერა, მაგრამ მონაწილე პარტიებს თანაუგრძნობს. ბუნებით ოპოზიციონერი დანებებას არ აპირებს, პირდაპირია, ხშირად უხეში და დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება მალე შეიცვლება.

პრესა. გე გთავაზობთ ინტერვიუს გოგა ხაინდრავასთან.

მიხეილ სააკაშვილი ამერიკაშია, ეს იმის მანიშნებელი ხომ არ არის, რომ დასავლეთმა „დუმილი დაარღვია“ და სააკაშვილს კვლავ თვალებს უხუჭავენ?,
-რა შუაშია დუმილის დარღვევა, ვინმემ დაპატიჟა პირადად, ობამასთან შეხვედრა ჰქონდა თუ რა? მაგისნაირად 50 ქვეყნის წარმომადგენელია იქ ჩასული. ეს იყო სამიტი, რომელიც რამდენიმე ხნით ადრე იყო დაგეგმილი და ყველა იმ ქვეყნანის წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას, ვისაც ეხება ეს პრობლემა. საქართველოსაც ეხება ეს პრობლემა, ვინაიდან ღია საზღვრები აქვს და მთელი უბედურების ტრანზიტი აქ გადის. რა თქმა უნდა, მსოფლიო დაინტერესებულია, ისეთი არაცივილიზებული ქვეყნები, როგორიც პოსტსაბჭოთა ქვეყნებია, არ გაჟონოს რადიაქტიულმა ნივთიერებებმა.

მე მახსოვს, რომ მსგავს თავყრილობებში კადაფისაც მიუღია მონაწილეობა და გაეროს შეკრებაზე იარანის პრეზიდენტიც ყოფილა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი იზოლაციაში არ არიან.

თქვენ ამბობთ, რომ ობამასთან შეხვედრაზე სააკაშვილის ლობისტებს არ უმუშავიათ?
-ეს ზღაპრებია, რომელსაც სააკაშვილის გარემოცვა და სახელისუფლებო საროსკიპოები გადმოსცემენ. ლობისტები აქ არაფერ შუაშია. ისინი პრესაზე მუშაობენ და იმ უვიც სენატორებთან შეხვედრებზე, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველოში დემოკრატია ყვავის და ხშირად ჩეხეთს სლოვაკეთისგან ვერ არჩევენ და სლოვენიას სლოვაკეთისგან. ისე აყვავდა მაგათ შტატებში და მაგათ ოჯახებში მათი ყოფა, როგორც საქართველოში დემოკრატია ყვავის.

ფიქრობთ, რომ ამ არჩევნებში თუ გაყალბებებს ექნება ადგილი დასავლეთი თვალს აღარ დახუჭავს?
-დასავლეთი, ძირითადად, ამერიკის ადმინისტრაციის ზეწოლით ხუჭავდა გაყალბებებზე თვალს, რადგან ერთპოლუსიანი მსოფლიო ვიყავით, სანამ ბუშმა და სააკაშვილმა ერთად არ დასცეს ამერიკის დიდება და არ გააცამტვერეს აგვისტოს ომში. თუმცა, ჯერ კიდევ ნოემბერში, მთელი მსოფლიო მიხვდა, რომ არავითარი ჩირაღდანი დემოკრატიის საქართველო არ იყო, მაგრამ ყველა ითვალისწინებდა ამერიკის ადმინისტრაციასთან ურთიერთობის საჭიროებას და პატარა საქართველოს გულისთვის ნამდვილად არ გაიფუჭებდნენ ურთიერთობებს ამერიკასთან.

2008 წელს კი, ამერიკა უძლური აღმოჩნდა რუსული ექსპანსიის მიმართ და იძულებული გახდა უკან დაეხია და ერთადერთი, რაც განახორციელა, პამპერსები და წყალი გამოგვიგზავნა, როცა მანამდე გაუთავებელი ბაქა-ბუქი გვესმოდა, არა მარტო ამ ფლიდი ხელისუფლებისგან, არამედ, ისეთი ფლიდი ჩინოვნიკებისგან, როგორიც იყო მეთ ბრაიზა, ან ჯონ ტეფტი. ეს ყველაფერი რომ კრახით დასრულდებოდა ნათელი იყო, მაგრამ სამწუხაროდ, ამ კრახმა ისეთ აგრესიულ და იმპერიალისტურ ქვეყანას, როგორიც რუსეთია მისცა შესაძლებლობები, რომ მკლავები გაეშალა.

მათეას იორში დღემდე არ ყრის ფარ-ხმალს და სააკაშვილის ხელისუფების მხარდაჭერას ცდილობს.
-მათეას იორში, ვერ დავადასტურებ, მაგრამ რამდენადაც მსმენია, პირდაპირ ხელფასზე ჰყავთ ბოკერიებს და სააკაშვილებს. ამიტომ ხუჭავდა თვალს ყოველგვარ სიბინძურეზე, თორემ მაგაზე უკეთ ვინ იცოდა საქართველოში რა ხდებოდა არჩევნებზე, თუ იმას არჩევნები შეიძლება დაერქვას. როცა პიტერ სემნები უბანზე სცემეს, ეს მათეას იორშმა იცოდა.მაგრამ ამის მიუხედავად ლაპარაკობდა, რომ საქართველოში დემოკრატიული არჩევნები ტარდებაო.

ამ არჩევნებზე თუ მიეცემა ხელისუფლებას გაყალბების შესაძლებლობა?
-მე საქართველოში არჩევნები არ მახსოვს. ხდება ძალადობა და სიყალბე, რომელსაც ვიღაცეები არჩევნებს ეძახიან. ამიტომ, არანაირი არჩევნები, კლასიკური გაგებით, არ იქნება. ეს არის სააკაშვილის მხრიდან მცდელობა, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს და დასავლეთი მოატყუოს, თითქოს აქ დემოკრატიული პროცესები მიდის. საქართველოში არჩევნები არ ჩატარდება, სანამ ეს შიზოფრენიკი არის საქართველოში და მის გარშემო ისეთი კრიმინალები და დამნაშავეები, როგორიცაა მერაბიშვილი, ადეიშვილი, უგულავა, ბოკერია, ძმები ბეჟუაშვილები, ბენდუქიძე და ა.შ.

ანუ, ოპოზიცის მხრიდან შეცდომა იყო არჩევნებზე დათანხმება?
-პოლიტიკურ პარტიებს სხვა რა დარჩენიათ. სამწუხაროდ ქვეყანაში ასეთი რეალობაა და ამის გამო, ჩემგან, თავისუფალი მოქალაქისგან განსხვავებით, ისინი თავის საქმიანობაზე უარს ვერ იტყვიან. მათ აქვთ შემოფარგლული ჩარჩოები - ან, ბოიკოტი უნდა გამოაცხადონ, ან არჩევნებში უნდა მიიღონ მონაწილეობა. ნაწილმა ბოიკოტი გამოაცხადა, ნაწილი არჩევნებში მონაწილებს და თვლიან, რომ გამარჯვების პერსპექტივა აქვთ. მე ვთვლი, რომ არანაირი პერსპექტივა არ აქვთ გამარჯვების, თუმცა, ეს არის ბრძოლა და გასავლელი გზა. ამიტომ, პატივს ვცემ იმ პოლიტიკურ ძალებს, ვინც ამ ბრძოლაში ჩაება, რადგან საბოლოო ჯამში, მთელი საზოგადოება და მსოფლიო უნდა დარწმუნდეს, რომ ამათი ცივილური მეთოდებით გასტუმრება შეუძლებელია. ამის შემდეგ ქართველი ხალხი რა გადაწყვეტილებას მიიღებს, იმ გადაწყვეტილებაში მათთან ერთად ვიქნები.

ხალხმა რა გადაწყვეტილებაც უნდა მიიღოს, მას მაინც სჭირდება ორგანიზება, მაგრამ ოპოზიცია ისეა გაბნეული, ვერ გაიგებ საერთოდ რა უნდათ და რას აპირებენ.
-ეს ჩვენი ქვეყნის უბედურებაა. ეს არის კოლაფსი, როგორ შეიძლება სახელმწიფოზე ილაპარაკო, სადაც ქვეყნის შს მინისტრი პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეზე ამბობს, რომ გაგანია ომის დროს რუსებს 50 ათას დოლარს აძლევდა გორის დაბომბვაში. ეს ისეთი აბსურდი და შიზოფრენიაა, როგორც ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ავადმყოფებს, ზოგს თავი ჩაიკოვსკი და ზოგს ნაპოლეონი რომ ჰგონია და მათ გონიერებაზე ელაპარაკო. ქვეყანაში, სადაც პრეზიდენტი ხარაჩოებზე დარბის და კოკაინს ყნოსავს, იმ ქვეყანაზე რა უნდა ვთქვათ, ეს არანორმალური მდგომარეობაა.

ყველა პარტიას თავისი ინტერესი აქვს, მაგრამ ის პარტიები, რომელთა რეიტინგები, ყველა გამოკითხვებით 2 და 3%-ს არ აღემატება, რა როლს ასრულებენ ამ არჩევნებში? -ხელისუფლებას უამრავი სატელიტი ყავს იმისთვის, რომ რაღაც ფონი შეიქმნას, თითქოს არჩევნები დემოკრატიულ გარემოში მიდის. ამ დროს, ათასი რჯულის ავანტურისტი ჩნდება, ზოგი მოსყიდული, ზოგი ამპარტავნებაში ჩავარდნილი და ზოგსაც სხვა მიზეზი აქვს. ვერ გეტყვით რატომ ებმემიან ამ არჩევნებში. უფრო მეტსაც გეტყვით, მე იმასაც ვერ ვიგებ სხვა პარტიები რატომ ჩაერთვნენ ამ არჩევნებში. მე ვთვლი, ბოიკოტი უნდა გამოეცხადებინათ, მაგრამ სამწუხაროდ, ამის განხორციელება საქართველოში არცერთხელ არ მოხერხდა, რადგან ასე მგონია, პოლიტიკური ორგანიზაციები საკუთარ ბედს უფრო წინ აყენებენ, ვიდრე სამშობლოს ბედს და ეს ხდება მაშინაც, როცა სახლი იწვის და თავზე გვენგრევა.

ლევან გაჩეჩილაძემ ხვალ უნდა გააკეთოს განცხადება იღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას...
-ლევან გაჩეჩილაძე არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს და ეს მან არაერთხელ თქვა. ეს აჟიოტაჟი პრესამ ატეხა და მმართველ პარტიას ჰქონდა ჭიები ამასთან დაკავშირებით შეჩენილი.

გაჩეჩილაძე იყო რეიტინგული და მუხტის მატარებელი ლიდერი, მისი მონაწილეობა შეცვლიდა თუ არა რაიმეს ამ არჩევნებზე?
-ლევანი იყო და არის ასეთი ლიდერი და ამაზე მეტყველებს ეს დაუცხრომელი აჟიოტაჟიც, მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას. არ ვიცი რა იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ის იქნებოდა საერთო კანდიდატი, მაგრამ ფაქტია, რომ ოპოზიციამ საერთო ლიდერის ირგვლივ გაერთიანება ვერ მოახერხა.

ამბობთ, რომ არჩევნები ამ ქვეყანაში ვერ ჩატარდება, მაშინ როგორ მოახერებს ოპოზიცია ხელისუფლების შეცვლას?
-პანჩურებით.

ეს რას ნიშნავს რევოლუციას?
-არავითარი რევოლუცია. რევოლუციას ამ ქვეყანაში აპირებს სააკაშვილი და მერაბიშვილი და 13 მარტს გვაჩვენეს რის გაკეთებასაც აპირებენ, ჩვენ კი ეს არ უნდა ვაცალოთ. ამისთვის საჭიროა ერის კონსოლიდაცია და ისინი ვერავითარ რევოლუციას ვერ მოაწყობენ. რევოლუციის პირას ჩვენ ნოემბერში ვიდექით, როცა სააკაშვილს არ დაედგომოდა საქართველოში, მაგრამ სამწუხაროდ, ამერიკის ადმინისტრაციის დახმარებით, მან შეძლო საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება და გაქცევის პირას იყო, უკან რომ მოაბრუნეს. ეს აპრილშიც იყო შესაძლებელი, მაგრამ მისი სერიოზული ლობები და მხარდამჭერები, რომელთაც თავიანთი ინტერესები აქვთ აქ და ამიტომ, ქართველი ხალხის ინტერესები არაფერს წარმოადგენს, ცდილობენ შეინარჩუნონ ხელისუფლებაში ადამიანი, რომელიც ყველაფერზე ხელის მომწერია ოღონდ ძალაუფლება შეინარჩუნოს.

ალბათ იცით, ინგლისში ძალზედ პოპულარულია ძაღლთა რბოლები, როდესაც ძაღლებს წინ დამაგრებული აქვთ კურდღლის ფიტული და ესინიც გავეშებული მას მისდევენ. ასეა სააკაშვილიც რუსეთისთვის, რომელიც მუდმივად მის პროვოცირებას ახდენს. მას სძულს ეს ხალხი და ეს ქვეყანა, მაგრამ თავის დროზე, ჩვენ ცუდი არჩევანი გავაკეთეთ და ამის გამო, ახლა პასუხს ვაგებთ.

ყოველივე აქედან გამომდინარე, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ქვეყანაში?
-სააკაშვილს ორი ბოლო აქვს, ან - ფსიქიქტრიული საავადმყოფო, ან - სასამართლო დარბაზი. სხვა გამოსავალი მისთვის არ არსებობს და ეს ძალიან მალე მოხდება. რაც შეეხება მის გარემოცვას, ისინიც იმ ადგილებში აღმოჩნდებიან, სადაც დღეს პოლიტპატიმრები არიან და, სადაც აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანები იტანჯებიან. მათ, მერაბიშვილის თამადობით, ნამდვილი ქართული სასამართლო გაასამართლებთ.

http://presa.ge/index.php?text=news&i=10256
23:50 15.04.2010
kote-1962
Day.Az » Политика » Фантазии без границ: Армения «нашла» в США и Турции провокаторов войны

16 Апреля 2010 [12:38] - Day.Az



Маразм крепчает. В Армении на полном серьезе (слово, кстати, слабо применимо в данном случае), обсуждают «попытки» Турции и США спровоцировать Азербайджан на возобновление активных военных действий.

Первые симптомы прогрессирующей болезни проявились до состоявшихся в Вашингтоне переговоров между президентами и главами внешнеполитических ведомств Турции, Армении и США. В Ереване выдумали некий сценарий, согласно которому, в случае провала вашингтонских переговоров, Анкара сделает все возможное для того, чтобы Баку принял решение об атаке на фронте. Мол, таким образом Турция попытается загребать жар чужими руками. Логика проста: Турция делает расчет на то, что Азербайджан вынудит Ереван стать более покладистым в переговорах как с Баку, так и с Анкарой.

В то же время в Армении бравировали непобедимостью своей армии, которая мало того, что якобы выдержит удар Азербайджана, но и перейдет в контрнаступление и одержит сокрушительную победу, захватив больше территорий.

Ныне же, после вполне ожидаемого провала переговоров в Вашингтоне, у Азербайджана, как думают в Армении, появился еще один «провокатор». Это уже США, являющиеся сопредседателем Минской группы ОБСЕ. Якобы американцы решили теперь приняться за Азербайджан. В Армении считают, что в Вашингтоне грезят кардинальными изменениями в регионе Южного Кавказа, а лучше войны, в Америке до сих пор метода не придумали. Авось, прогнозирует армянская сторона за американцев, Азербайджану удастся «поломать» регион и создать новую ситуацию, в которой США окажутся в выгоде.

Убийственная логика. Так армянские аналитики могут придумать, что очередь дойдет и до России. А почему бы и нет, если иметь столь необузданную фантазию? Москва провоцирует Баку на войну, и в случае проигрыша Армении ставит перед Ереваном более жесткие условия, параллельно получая полный контроль над регионом. Пока армянские аналитические центры сами до этого не додумались, но я жду, когда они всю эту ахинею озвучат, - ведь дофантазировались же до турецкой и/или американской «провокации».

Между тем, реалии складываются уж больно вразрез с мышлением Еревана. Начнем с Турции.

Анкара имеет конкретные обязательства перед НАТО, и как член Североатлантического блока она не может напрямую втягиваться в конфликты, от которых открещивается Альянс. НАТО, как известно, в карабахских делах не задействовано и такого желания не имеет (кроме опосредованного содействия мирному процессу).

Возобновление крупномасштабных военных действий между Азербайджаном и Арменией может лишь усугубить головную боль Турции за регион. Стоит вспомнить, что в августе 2008 года руководство Турции выдвинуло инициативу «Платформы сотрудничества и стабильности на Кавказе». Платформа до сих пор не утверждена, точно так же, как появившиеся позднее армяно-турецкие протоколы. Наоборот, прибавилось работы, нервной и не всегда благодарной.

Ввязываться в новую войну (напрямую или косвенно) Турции явно не с руки. Безусловно, ей нужно урегулирование карабахского конфликта, но ведь путем не войны, а именно - мира. Иначе она бы не играла во всевозможные и зачастую рискованные дипломатические игры с пактами, протоколами и иже с ними.

Как Армения додумалась до «провокаций» США - умом не понять. Каким образом Вашингтон может на такое решиться, по какой причине США это нужно и зачем Азербайджану идти именно на провокацию Белого дома - мозг человека разумного не в состоянии этого постичь. Мотива идти на такой шаг нет и у США. Может, армянские аналитики додумаются и до того, что Вашингтон захочет нарушить спокойствие в регионе ради каких-то «своих», то есть надуманных армянскими аналитиками-фантазерами, целей? Однако, при всем полете мысли и души, поверить и в такой расклад не представляется возможным.

Самое обидное для армянских мыслителей то, что Азербайджану провокации не нужны. Баку и так более чем мотивирован. После долгих лет переговоров на столе появился документ, который, по заверению посредников, должен устроить обе стороны. Баку согласился с Мадридскими принципами. Ереван же юлит, находясь в поисках каких-то мнимых провокаторов.

Между тем, единственным провокатором является сама Армения. Пусть она одобрит Мадридский документ, точно так же, как это сделал Азербайджан, и тогда отпадет вероятность войны. И никакие «третьи силы» тут не причем. Раздражитель известен. Просто им никак не удается поделиться впечатлением от увиденного в зеркале.

Кенан Гулузаде
Day.Az
kote-1962
16:42 / 16-04-2010
შინაგან საქმეთა მინისტრი პრეზიდენტობისკენ მიილტვის?
RadioFreeEurope
Radioliberty

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი მედიის ყურადღების ეპიცენტრში პირველად ზუსტად 9 წლის წინ მოხვდა, როდესაც Washington Post-ს განუცხადა, რომ იმდროინდელი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე „დაიღალა“ და დემოკრატიული რეფორმების განხორციელების არანაირი სურვილი არა აქვს მერაბიშვილის საჯარო გაკიცხვა იმის გამო, რომ ის კრიტიკის მიღმაა და ნებისმიერ თემაზე თავისუფლად საუბარი შეუძლია – ეხება თუ არა ეს მის პროფესიულ საქმიანობას – გასაკვირი არ არის, თუკი გავითვალისწინებთ, რომ დიდი ხნის განმავლობაში ის სააკაშვილის შემდეგ საქართველოში ყველაზე ძლიერ ფიგურად აღიქმებოდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ამ განცხადებებს კამათის ქარიშხალი მოჰყვა. მერაბიშვილმა, რომელიც იმ დროს პარლამენტის დეპუტატი იყო და შევარდნაძის „მოქალაქეთა კავშირ“-ს წარმოადგენდა, თავდაპირველად თქვა, რომ მისი ციტატა დაამახინჯეს, მოგვიანებით კი განაცხადა, რომ კომენტარები ნამდვილი იყო.

თუმცა ეს ინციდენტი არაფერია იმასთან შედარებით, რაც გასულ კვირას რუსული გაზეთი „კომერანსტი“-სთვის მიცემულ ინტერვიუს მოჰყვა.

ამ ინტერვიუში, მერაბიშვილმა მთლიანად ოპოზიციასა და მის ცალკეულ წარმომადგენლებზე ქედმაღლურად და აგდებით ისაუბრა, უარყო ყოველგვარი ეჭვი იმის თაობაზე, რომ საქართველო არ არის დემოკრატიის შუქურა და განაცხადა, რომ მედია აქ თავისუფალია, რასაც პრეზიდენტი სააკაშვილიც ამტკიცებს. მან თქვა რომ 2008 წლის ომი რუსეთთან, რომელსაც აჯანყებულ რეგიონებზე, აფხაზეთსა და სამხრეთ-ოსეთზე კონტროლის დაკარგვა მოჰყვა „ჯერ არ დასრულებულა“.

ქართულ ოპოზიციაში ამან ბრაზი და აღშფოთება გამოიწვია. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა, რომელიც დღეს ოპოზიციური მოძრაობა „სამართლიანი საქართველო“-ს ლიდერია, 7 აპრილს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მერაბიშვილის თავხედური პროგნოზი თბილისის მერის მოახლოვებულ არჩევნებთან დაკავშირებით, შეიძლება მასვე სავალალოდ შემოუბრუნდეს. მერაბიშვილი ხუმრობით იმასაც ამტკიცებდა, რომ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” იმდენად პოპულარულია, ხოლო ოპოზიციური კანდიდატების მხარდაჭერა იმდენად მცირე, რომ შეიძლება მმართველი პარტიის კანდიდატისთვის ხმების შემცირება გახდეს საჭირო (სააკაშვილი კი საპირისპიროდ, თებერვლის დასაწყისში პირობას დებდა, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდებოდა).

მერაბიშვილმა აღნიშნა რომ ხუმრობდა, თუმცა მიუხედავად ამისა ”სახალხო პარტი”-ის ლიდერმა კობა დავითაშვილმა ეს განცხადება იმის მტკიცებულებად აღიქვა, რომ ამ არჩევნებში „გამარჯვებისთვის საქართველოს ხელისუფლება ყველაფერზე წავა“.

პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა ნინო ბურჯანაძემ, რომელსაც მერაბიშვილმა რუსული მარიონეტის იარლიყი მიაკრა, განაცხადა რომ მერაბიშვილი, პარლამენტის უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძესთან ერთად, უნდა გასამართლდეს. მერაბიშვილმა თქვა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, თარგამაძემ რუს სამხედროებს იოსებ სტალინის ძეგლის დანგრევისთვის მის მშობლიურ ქალაქ გორში $50 000 შესთავაზა, მაგრამ მათ ეს შეთავაზება არ მიიღეს.

პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ მოითხოვა, რომ მერაბიშვილმა განმარტოს მისი აგდებული განცხადებები საქართველო-დასავლეთის ურთიერთობაზე.

საქმე იქამდე მივიდა, რომ მერაბიშვილის სამინისტრო იძულებული გახდა გამოექვეყნებინა ოფიციალური განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მინისტრის პასუხები კონტექსტიდან იყო ამოგდებული, მაგრამ შემდეგ 10 აპრილის გაზეთ „24 საათ“-ში გამოქვეყნებულ ინტერვიუში მერაბიშვილმა გამოთქმული პრეტენზიის უმრავლესობა უარყო.


მერაბიშვილმა, რომელიც 1968 წელს გაღარიბებულ სამხრეთში, დიდწილად სომხებით დასახლებულ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში დაიბადა, 1992 წელს თბილისში ტექნიკური უნივერისტეტი დაამთავრა, სწორედ იმ დროს როდესაც საქართველო ეკონომიკური კრიზისისა და არეულობის პირობებში ცხოვრობდა საბჭოთა კავშირის კოლაფსის და დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გაძევების შემდეგ.

პარლამენტში ის 1999 წელს შევარდნაძის „მოქალაქეთა კავშირი“-ს სიით აირჩიეს, მაგრამ სამი წლის შემდეგ პარტია სხვა ახალგაზრდა, პრო-დასავლელ პოლიტიკოსებთან, მათ შორის მიხეილ სააკაშვილთან ერთად დატოვა.

2004 წელს სააკაშვილის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, მერაბიშვილი მისი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნად დაინიშნა, რამდენიმე თვეში – სახელმწიფოს უშიშროების მინისტრად. ეს სამინისტრო მალე შინაგან საქმეთა სამინისტროდ გადაკეთდა და 2004 წლის დეკემბერში მერაბიშვილი „სუპერსამინისტროს“ ხელმძღვანელი გახდა.

ამ მხრივ, ადამიანის უფლებათა ყოფილი დამცველის სოზარ სუბარის თქმით, მერაბიშვილმა ხელი შეუწყო სამინისტროს ფარგლებში „დამსჯელი რაზმების შექმნას, რომლებიც კანონზე მაღლა დგანან და შეუძლიათ ნებისმიერი ადამიანის ლიკვიდაცია, თუკი ამის გაკეთებას მიზანშეწონილად მიიჩნევენ“. ყოველდღიური გაზეთ „რეზონანსი“-ს 2009 წლის 6 თებერვლის ცნობით, დამოუკიდებელ ადვოკატთა პროფკავშირის წევრებმა 2003 წლის შემდეგ ამ „სიკვდილის ბრიგადების“ მიერ მოკლული დაახლოებით 70 ადამიანი დათვალეს.

მერაბიშვილის სამინისტროს, ასევე ადანაშაულებენ ცნობილი ოპოზიციონერების ოფისებისა და სატელეფონო საუბრების მოსმენებში. ის და თარგამაძე ჩართულები იყვნენ იანვარში საქართველოს მთავრობის აშკარა მცდელობაში გავლენა მოეხდინათ 17 იანვრის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე, რათა პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს გაემარჯვა.

გასული წლის განმავლობაში, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და პოლიტიკური დამკვირვებლები თბილისში შეშფოთებას გამოთქვამდნენ, რომ მერაბიშვილი იმდენად ძლევამოსილი გახდა, რომ ახლა ის სააკაშვილის შემდეგ 2013 წელს პრეზიდენტობისკენ მიისწრაფვის, იმ ფონზე რომ საქართველოს კონსტიტუცია მესამე საპრეზიდენტო ვადით კენჭისყრას სააკაშვილს უკრძალავს.

ერთ-ერთი ანალიტიკოსის ვარაუდით, მერაბიშვილი იყო ის კაცი, რომელმაც მედიის საშუალებით სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გაავრცელა, რომელიც ამხელდა სააკაშვილის ჩართულობას ყალბი სატელევიზიო „ახალი ამბები“-ს მომზადებაში, რომელიც საქართველოში ახალ რუსულ ინტერვენციას იუწყებოდა. სააკაშვილმა არაერთხელ უარყო, რომ წინასწარ იცოდა ამ გადაცემის შინაარსის შესახებ, რამაც მასობრივი პანიკა და თბილისში დასავლელი ელჩების პროტესტი გამოიწვია.

30 მაისს, თბილისის მერის არჩევნებამდე ორ თვეზე ნაკლებია დარჩენილი და ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მერაბიშვილი ბლოკავს სააკაშვილის ახლო პარტნიორის, მოქმედი მერის გიგი უგულავას ოფიციალურ კანდიდატად წარდგენას. დედაქალაქში ქვეყნის მოსახლეობის 30% ცხოვრობს და ანალიტიკოსებს სჯერათ, მას ვისაც მერად აირჩევენ, კარგი შანსი ეძლევა ეს გამარჯვება 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის გამოიყენოს.

12 აპრილს უგულავამ განაცხადა, რომ ის საკუთარ კანდიდატურას ოფიციალურად „უახლოეს კვირეებში“ დააყენებს. კანდიდატების ოფიციალურად წარდგენის ბოლო ვადა 30 აპრილია. უგულავამ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის მისი შესაძლებლობების ფარგლებში, ყველაფერს გააკეთებს თავისუფლი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის და „გახსნილობის, გამჭვირვალობისა და საზოგადოებრივი ნდობის ახალ სტანდარტებს დაამკვიდრებს“.

უგულავამ ასევე უარყო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ბოლოდროინდელი ანგარიში და აღნიშნა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის „უპრეცედენტო გაზრდა“ დაკავშირებული არ არის მოახლოებულ არჩევნებთან.

ForeignPress
kote-1962
ნიკა რურუამ მისაღების მოსაწყობად მუზეუმიდან 4 ტილო წაიღო

[ნინო მიქიაშვილი]


საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან, ნიკა რურუამ, ”კულტურის სამინისტროს მისაღების ინტერიერის მოსაწყობად”, 4 ტილო წაიღო – ელენე ახვლედიანის “სიღნაღის გზა”, გიორგი (ხიტა) ქუთათელაძის “ნატურმორტი”, ალექსანდრე (შურა) ბანძელაძის “აბსტრაქცია” და ედმონდ კალანდაძის “ძველი ბაზილიკა”. პრესა.გე–ს მიერ მოპოვებული ეს ინფორმაცია ეროვნულ მუზეუმში ოფიციალურად დაადასტურეს და განმარტეს, რომ სამინისტროს ეს ექსპონატები კანონის სრული დაცვით, დროებით სარგებლობაში გადაეცა “იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ მოხდეს ამა თუ იმ მხატვრის პოპულარიზაცია“. კანონის დაცვაში იგულისხმება მუზეუმის გენერალური დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანება N376, ექსპონატთა დროებით სარგებლობაში გადაცემის წესის შესახებ.

პრესა.გე–ს მიერ მოპოვებული და დადასტურებული ინფორმაციით, ბოლო 25 წლის მანძილზე, ხელისუფლების წარმომადგენლებმა “ინტერიერის მოსაწყობად“ მუზეუმიდან ექსპონატები სულ სამჯერ გაიტანეს. პირველად ეს საბჭოთა კავშირის დროს, ე.წ. პერესტროიკის წლებში მოხდა – კომუნისტურ მინისტრთა საბჭოში, ხელოვნების მუზეუმიდან გიგო გაბაშვილის “ალავერდობა” წაიღეს, რომელიც უკან დღემდე არ დაბრუნებულა და ამისთვის არც პასუხი უგია ვინმეს. სხვათა შორის, მაშინდელი ხელისუფლების წევრებიც ირწმუნებოდნენ, რომ კანონი არ დაურღვევიათ; მათაც იცოდნენ ბრძანების გამოცემა, ისე, როგორც დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და კომუნისტური მინისტრთა საბჭოს მაშინდელ ბრძანებას, საბოლოოდ გიგო გაბაშვილის ტილო ემსხვერპლა.

მუზეუმიდან ექსპონატის გატანის მეორე შემთხვევა გასული წლის გაზაფხულზე მოხდა – მიხეილ სააკაშვილმა “ინტერიერის მოსაწყობად“ წაიღო ფიროსმანის “წმინდა გიორგობის დღესასწაული ბოლნისში“ და ამ ფაქტის მასმედიით გახმაურების შემდეგ, რასაც საზოგადოებაში ვნებათაღელვა მოჰყვა, უკან მალევე, “დათქმულ ვადაზე“ ადრე დააბრუნა. საქართველოს ეროვნული მუზუემის დირექტორი, დავით ლორთქიფანიძე, პრესა.გე–სთან ირწმუნებოდა, რომ სააკაშვილს ფიროსმანის ტილო კანონის სრული დაცვით გაატანეს, მაგრამ როგორც მუზუემის იურისტთან საუბრისას დავაზუსტეთ, მაშინ, როცა სააკაშვილმა ფიროსმანი წაიღო, ეროვნული მუზეუმის დირექტორის N376 ბრძანებაც კი არ არსებობდა, რომელიც არეგულირებს ექსპონატების დროებით სარგებლობაში გადაცემის წესს. პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილს ფიროსმანი კულტურის სამინისტროს მიერ გაცემული ბრძანების საფუძველზე გაატანეს (გაზეთი “რეზონანსი“, 2009 წლის 1 აპრილი – “ფიროსმანის ნახატი პრეზიდენტის რეზიდენციიდან ეროვნულ მუზეუმს დაუბრუნდა“).

მუზეუმიდან ექსპონატების გატანასთან დაკავშირებით პრესა.გე შეხვდა და ესაუბრა ეროვნული მუზუემის დირექტორს, დავით ლორთქიფანიძეს; ტელეფონით ვესაუბრეთ: ეროვნული მუზეუმის კოლექციების აღრიცხვა–დაცვისა და მართვის მიმართულების უფროსს ალისა დათუნაშვილს; ეროვნული მუზეუმის იურისტს, მაია მგელაძეს; “პერესტროიკის“ წლებში, ხელოვნების მუზეუმის მთავარ მცველს, გურამ ჟღენტს; ჰამლეტ ჭიპაშვილს, რომელიც “პერესტროიკის“ დროს იყო უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საქმეთა მმართველი, ხოლო გამსახურდიას პერიოდში – უზენაესი საბჭოს სამდივნოს უფროსი; გამსახურდიასდროინდელ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს, თენგიზ სიგუას და ასოციაცია ”კანონი ხალხისთვის” თავმჯდომარეს ზაქარია ქუცნაშვილს.

გიგო გაბაშვილის “ალავერდობით” მოწყობილი კომუნისტური ინტერიერი
ხელოვნების მუზეუმის იმჟამინდელ მთავარ მცველს, გურამ ჟღენტს, გაბაშვილის “ალავერდობის” მუზეუმიდან გატანის ზუსტი თარიღი არ ახსოვს; ამბობს, რომ ეს შაბათ დღეს მოხდა, მაშინ, როცა მუზეუმი დაკეტილი იყო:

“სადღაც 80–იანი წლების შუა პერიოდი იყო, წელი ზუსტად არ მახსოვს. როდესაც მუზეუმში მივედი, ინფორმაცია დამხვდა, რომ მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველის თხოვნით, მაშინდელ დირექტორს შაბათ დღეს ფონდები გაუღია და ეს ნამუშევარი გაუტანებია. საკმაოდ დიდი მოცულობის “ალავერდობა“, კარგი ფერწერა, ძალიან კარგი გაბაშვილი იყო. აყალ–მაყალი ავტეხე. მითხრეს აქტი შეადგინეო და არ შევადგინე. საბჭოთა კავშირის დროს, მუზეუმებზე საერთო კანონი ვრცელდებოდა, რომლის მიხედვით, მუზეუმიდან ექსპონატების გატანა ცალსახად აკრძალული იყო.

გარკვეული პერიოდის შემდეგ მინისტრთა საბჭოში ავედი და ვნახე სად იყო ის ნამუშევარი – მისაღებთან, ე.წ. თეთრ დარბაზში, მხოლოდ ეს ნამუშევარი იყო კედელზე, საკმაოდ კომფორტულად. იქაურმა თანამშრომლებმა მითხრეს, რომ “ალავერდობა“ მაშინდელი მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის თხოვნით წაიღეს მუზეუმიდან. ამ ნამუშევარზე ინფორმაცია სულ გვქონდა – მუზეუმის თანამშრომლები პერიოდულად მივდიოით და ვამოწმებდით. გიგო გაბაშვილის “ალავერდობა“ 1991–1992 წლებში მომხდარ სახელმწიფო გადატრიალებამდე იმ შენობაში ეკიდა. მთავრობის სასახლის, ანუ ამჟამინდელი პარლამენტის შენობის დაწვის შემდეგ არავითარი ინფორმაცია არ მაქვს, არ რა მოუვიდა “ალავერდობას“.

მაშინ, როცა “ალავერდობა“ კომუნისტურ მინისტრთა საბჭოში გადაიტანეს, ჰამლეტ ჭიპაშვილი უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საქმეთა მმართველი გახლდათ. ამბობს რომ გიგო გაბაშვილის “ალავერდობის“ შესახებ სმენია, მაგრამ არ იცის რა ბედი ეწია:

“უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი შენობის იმ მხარეს იყო განთავსებული, სადაც დღეს პარლამენტის დარბაზია. შენობის მეორე ნაწილში მინისტრთა საბჭო იყო; უკანა ნაწილში – სხვადასხვა სამინისტროები და უწყებები. 1990 წლის არჩევნების შემდეგ, როდესაც სისტემა შეიცვალა და ხელისუფლების სათავეში ზვიად გამსახურდია მოვიდა, დაისვა საკითხი, რომ ეს შენობა მთლიანად დაეკავებინა უზენაეს საბჭოს. 1991 წლის იანვრიდან, ამ შენობიდან მინისტრთა საბჭოს, სამინისტროებისა და სხვადასხვა უწყებების გაყვანის მიზნით, სერიოზული მუშაობა დაიწყო. ამ დროისთვის მე საქმეთა მმართველი აღარ ვიყავი – ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში, უზენაესი საბჭოს სამდივნოს უფროსი გახლდით, საკმაოდ დიდი ფუნქციებით. ჩემთვის მოცემული ერთ–ერთი სერიოზული დავალება იყო ის, რომ მე მომეხდინა გაყვანა–გამოყვანის ორგანიზება, რაც დასრულდა კიდეც იმით, რომ ვიდრე თბილისის ომი დაიწყებოდა, მინისტრთა საბჭო და სამინისტროები შენობიდან უკვე გაყვანილი იყო.

1991 წლის გაზაფხულზე, მაშინ, როცა ჩვენ ამ შენობის მთლიანი ოკუპაცია (ახლა ეს ტერმინი მოდაშია) მოვახდინეთ, ანუ როდესაც მინისტრთა საბჭო გადავიყვანეთ ცეკა–ს ყოფილ შენობაში, სადაც დღეს სახელმწიფო კანცელარიაა, იქ არაფერი ყოფილა, ცარიელი ოთახები დაგვხვდა. ავეჯის და ნივთების გადატანაში მაშინდელი სამხედროები იღებდნენ მონაწილეობას, რადგან ამხელა შენობიდან ნივთების და ავეჯის ორგანიზებულად გადატანა სულ სხვა შენობაში ადვილი საქმე არ იყო. იქაურობა რომ ცარიელ–ტარიელი დაგხვდა, ეს ერთის მხრივ კარგი გახლდათ, რადგან ამან სარემონტო სამუშაოების ჩატარების საშუალება მოგვცა“.

მაშინ, როცა მინისტრთა საბჭო, იგივე მინისტრთა კაბინეტი ერთი შენობიდან მეორეში გადავიდა, პრემიერ–მინისტრი თენგიზ სიგუა იყო. გიგო გაბაშვილის “ალავერდობის“ შესახებ იგი ამბობს:

„მე ეს ნამუშევარი დამხვდა, ოღონდ შემდეგ სპეციალისტებმა, ხელოვნებათმცოდნეებმა მითხრეს, რომ “ეს რეპროდუქციაა, ორიგინალი საქართველოდან გატანილიაო.“ შემდეგ ეს ტილო თითქოს ხელოვნების ნიმუშების რომელიღაც საერთაშორისო აუქციონზე გამოჩნდა და აი, მაშინ დაიწყეს თავიდან ეს საუბრები და დავა იმაზე, აუქციონზე გატანილი იყო გაბაშვილის ორიგინალი, თუ ჩვენთან დაცული ნამუშევარი. ეს ამბავი მალევე მიჩუმათდა და საბოლოოდ რაზე შეთანხმდნენ, არ ვიცი“.

თენგიზ სიგუა ამბობს, რომ არ ახსოვს ცეკა–ს შენობაში გადასვლის დროს, ან მას შემდეგ გიგო გაბაშვილის “ალავერდობას“ რა ბედი ეწია – “ეგ არ მახსოვს და დღეს დაკარგულია გიგო გაბაშვილის ეს ტილო?“

ჩვენს კითხვაზე – დაბრუნდა მუზეუმში გიგო გაბაშვილის ალავერდობა? ეროვნული მუზეუმის დირექტორი, დავით ლორთქიფანიძე სანამ პასუხს გაგვცემდა, ეს ინფორმაცია მობილური ტელეფონით გადაამოწმა და შემდეგ მოგვიგო: “სამწუხაროდ, “ალავერდობაზე“ ახალი ინფორმაცია არ გვაქვს. ის 20 წლის წინ გაქრა და იმედია ძალიან მალე გამოჩნდება“.

დავით ლორთქიფანიძე: “არ ვიცოდი ეს საკითხი თქვენთვის თუ ასეთი საინტერესო იყო“
ეროვნული მუზეუმის დირექტორმა, დავით ლორთქიფანიძემ განგვიმარტა, რომ ფიროსმანის “წმინდა გიორგობის დღესასწაული ბოლნისში“ მიხეილ სააკაშვილმა წაიღო კანონის ყველა პუნქტის დაცვით, დაწყებული მოთხოვნიდან, კომისიის დასკვნით დამთავრებული – “უბრალოდ, ამან საზოგადოებრივი ინტერესი გამოიწვია და ალბათ, ჩვენი, ანუ მუზეუმის მხრიდან საჭიროა საზოგადოების უფრო მეტად ინფორმირებულობა“.

რაც შეეხება მუზეუმიდან კულტურის სამინისტროში წაღებულ ოთხ ნამუშევარს, ამაზე მუზეუმის გენერალურ დირექტორსა და პრესა.გე–ს შორის ასეთი საუბარი შედგა:

რა მიზნით წაიღო ნიკა რურუამ თანამედროვე ქართველი მხატვრების 4 ტილო?
დავით ლორთქიფანიძე: კულტურის სამინისტროს თავისი საექსპოზიციო სივრცე აქვს და ეს ნამუშევრები ყველა წესის დაცვით, დროებით გადაეცათ, იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ მოხდეს ამა თუ იმ მხატვრის პოპულარიზაცია.

როგორ უნდა მოხდეს კულტურის სამინისტროში მხატვრის პოპულარიზაცია?
– ეს ხომ არ არის ის ნამუშევრები, რომელიც გვაქვს ერთი და უნიკალური?!

ელენე ახვლედიანის “სიღნაღის გზა“ მეორეც არის?
– არ ვიცი. მე არ ვიცოდი ეს საკითხი თქვენთვის თუ ასეთი საინტერესო იყო. ნამუშევრების გატანა მოხდა კანონის სრული დაცვით, იმ უწყებაში, რომელშიც შედის ეროვნული მუზეუმი. კულტურის სამინისტროს აქვს საექსპოზიციო დარბაზი, აქვს საკონცერტო დარბაზი და თუ ნამუშევრები იქ იქნება წარმოდგენილი, ამაში დასაძრახს რას ხედავთ?!

პრესა.გე–მ როცა კანონის შესაბამისი პუნქტების, ან რაიმე დოკუმენტის დასახელება სთხოვა მუზეუმის გენერალურ დირექტორს, ამაზე მოგვიგო, რომ მუზეუმიდან თავად დაგვიკავშირდებოდნენ და ჩვენთვის საჭირო ინფორმაციას მოგვცემდნენ. ასეც მოხდა – ეროვნული მუზეუმის კოლექციების აღრიცხვა–დაცვისა და მართვის მიმართულების უფროსმა, ალისა დათუნაშვილმა დაგვირეკა, გარკვეული ინფორმაცია მოგვცა და დეტალების დასაზუსტებლად, მუზეუმის იურისტთან, მაია მგელაძესთან ტელეფონის საშუალებით დაგვაკავშირა.

როგორც მუზუემის ზემოხსენებულმა თანამშრომლებმა გვითხრეს, ელენე ახვლედიანის “სიღნაღის გზა“, გიორგი (ხიტა) ქუთათელაძის “ნატურმორტი“, ალექსანდრე (შურა) ბანძელაძის “აბსტრაქცია“ და ედმონდ კალანდაძის “ძველი ბაზილიკა“ მუზეუმიდან 2010 წლის 8 აპრილს, 6–თვიანი ვადით წაიღეს, “კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, მისაღების ინტერიერის მოსაწყობად“. კულტურის სამინისტროსგან მუზეუმში მისულ მიმართვას ხელს აწერს მინისტრის პირველი მოადგილე დავით ცხადაძე.

რაც შეეხება დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც მოხდა ნამუშევრების მუზეუმიდან გატანა, ეს არის ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის, დავით ლორთქიფანიძის მიერ, 2009 წლის 31 დეკემბერს ხელმოწერილი N376 ბრძანება – “ექსპონატთა დროებით სარგებლობაში გადაცემის წესის შესახებ“. ეს ბრძანება თავის მხრივ ეყრდნობა შიდა სამუზეუმო ინსტრუქციას, რომლის ავტორმა, ეროვნული მუზეუმის იურისტმა, მაია მგელაძემ ჩვენთან საუბრისას განმარტა, რომ ინსტრუქციის შემქნისას იხელმძღვანელა საქართველოს კანონმდებლობით და “საერთაშორისო პრაქტიკაში აღიარებული ინსტრუქციით – ეს არის სამუზეუმო ფასეულობათა აღირცხვისა და დაცვის შესახებ ინსტრუქცია“.

მაია მგელაძის თქმით, ვინაიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ექვემდებარება კულტურის სამინისტროს, მუზეუმიდან ექსპონატების გატანა რურუას სამინისტროს “შერბილებული წესით“ შეუძლია.

ჩვენს მიერ მომზადებული მასალა გავაცანით ასოციაცია ”კანონი ხალხისთვის” თავმჯდომარეს, ზაქარია ქუცნაშვილს და ამ მასალაში გაკეთებული კომენტარების საფუძველზე ვთხოვეთ განემარტა ეროვნული მუზეუმიდან ექსპონატების გატანა რამდენად კანონიერად მოხდა.

ქუცნაშვილის განმარტებით, ”ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე–2-ე მუხლის თანახმად: დაუშვებელია ნორმატიული შინაარსის სამართლებრივი აქტის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის სახით მიღება (გამოცემა) და პირიქით. ამავე კანონის მე–8-ე მუხლის დანაწესით, მხოლოდ, საქართველოს საკანონმდებლო აქტით შეიძლება განისაზღვროს: ა) საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც საქართველოს კონსტიტუციის თანახმად საქართველოს ორგანული კანონით, ან საქართველოს კანონით არის გათვალისწინებული.

ზაქარია ქცუნაშვილი: ”საქართველოს კონსტიტუციის 34–ე მუხლის მე–2-ე პუნქტით კი კულტურულ მემკვიდრებას, სახელმწიფო, კანონით უნდა იცავდეს. ეს ეგი ქვეყნის ძირითადი კანონიდან გამომდინარე, რომელიმე ჩვეულებრივი კანონი უნდა ანიჭებდეს მუზეუმს უფლებას ნახატების (სამუზეუმო ექსპონატების) გათხოვებაზე, ანუ სარგებლობის უფლებით გადაცემაზე და არა მუზეუმის დირექტორის ბრძანება (თუნდაც ის ნორმატიული კანონქვემდაბარე აქტის სახით იყოს გამოცემული. ვნახოთ რას მიიჩნევს ”კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონი კულტურული მემკვიდრეობად, ”მუზეუმების შესახებ“ კანონი მუზეუმების უფლებად; რას ამბობს ისეთ უფლებაზე, როგორიცაა კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების სარგებლობაში გადაცემა. ”კულტურული მემკვიდრეობიოს შესახებ“ კანონის თანახმად, კულტურული მემკვიდრეობა არის მატერიალური, ადამიანის მიერ ან ადამიანის ბუნებაზე ზემოქმედების შედეგად შექმნილი, მათ შორის, ნებისმიერი სახის მხატვრული, ესთეტიკური, ხელოვნების, უძრავი ან მოძრავი ობიექტი...

„მუზეუმების შესახებ“ კანონის მე–16 მუხლის თანახმად კი მუზეუმით სარგებლობა ყველას უფლებაა და მუზეუმის ექსპოზიცია მოსახერხებელ საათებში ღია უნდა იყოს, ყველა კატეგორიის დამთვალიერებლისთვის. დაიშვება საქართველოს სამუზეუმო ფონდში შეტანილი ნივთის საზღვარგარეთ გატანა და საქართველოში შემოტანა, ოღონდ მხოლოდ საქართველოს კანონის ”კულტურულ ფასეულობათა საზღვარგარეთ გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ” მოთხოვნების დაცვით, ხოლო მათი გასხვისება კანონის 26–ე მუხლით პირდაპირ აკრძალულია.

როგორც ამ შემთხვევაში ჩანს, იმის გამო რომ არცერთი მოქმედი კანონი სარგებლობის უფლებით სამუზეუმო ექსპონატების გადაცემას სამთავრობო, თუ კერძო დაწესებულებებისთვის არ ითვალისწინებს, უნდა ვივარაუდოთ რომ გამოცემული აქვთ კანონშეუსაბამო აქტი, მუზეუმის დებულების (წესდების) სახით, რაზე დაყრდნობითაც ცდილობენ ექსპონატების სარგებლობაში გადაცემა სამართლებრივად ”შეფუთონ“. ”მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16-ე მუხლში მართლაც არის მე–3-ე პუნქტი, რომელიც ადგენს, რომ ”მუზეუმის საცავებში (დეპოზიტარიუმებში) დაცული სამუზეუმო ექსპონატებით სარგებლობის წესი განუისაზღვრება მუზეუმის დებულებით (წესდებით).

კანონმდებელმა აქ იგულისხმა და დაუშვა სარგებლობის შიდა წესი, რაც აუცილებელია არსებობდეს ისეთი აუცილებელი მოქმედებების შესრულებისთვის, როგორიცაა: ექსპონატების საცავიდან დარბაზში გადაადგილება და პირიქით, ექსპონატის აღრიცხვა და სარესტავრაციოდ დაშვება და ა.შ. კანონმდებელს არ უგულისხმია და არ დაუშვია მუზეუმის დებულებით (წესდებით) დაცული სამუზეუმო ექსპონატების სარგებლობის უფლებით, გამოსაფენად თუ დასათვალიერებლად სამთავრობო თუ კერძო დაწესებულებებისათვის გადაცემა. საქართველოს სამუზეუმო ფონდში შეტანილი კოლექცია განუყოფელია. მაშინ აზრი აღარ ექნებოდა მუზეუმების არსებობას და იმ ლოგიკით, რომ სახელმწიფო საზოგადოებას სჭირდება და დაცვის მქონე სამთავრობო დაწესებულებები კიდევ დიდხანს იარსებებს, დავარიგოთ ექსონატები ჟანრისა და თემატიკის მიხედვით და გავაუქმოთ მუზეუმები. მაგრამ მაშინ როგორ იქნება დაცული კანონის პრინციპი, რომ მუზეუმით სარგებლობა ყველას უფლებაა და მუზეუმის ექსპოზიცია, მოსახერხებელ საათებში, ღია უნდა იყოს ყველა კატეგორიის დამთვალიერებლისთვის. მინისტრის მისაღები ყოველ დღე იქნება დასათვალიერებლად მისული მოქალაქეებისათვის ღია?”

P.S. თუ მედიასაშუალებები, განსაკუთრებით ტელევიზიები და დამოუკიდებელი სტუდიები მუზეუმიდან 8 აპრილს გატანილი თანამედროვე ქართველი მხატვრების ნამუშევრების ირგვლივ მასალას, ან სიუჟეტს მოამზადებენ, ვთხოვთ მიუთითონ ინფორმაციის წყარო – ინტერნეტგამოცემა პრესა.გე

http://presa.ge/index.php?text=news&i=10282
11:58 17.04.2010
kote-1962
ვის მიჰყიდის დასავლეთი ფაქიზოსავით “მოსუქებულ” “ნაციონალებს”?

[რუსიკო მუმლაძე]


მოვა, თუ – არა, არჩევნების შემდეგ ხელისუფლების საავეში ლიდერი-“ქილერი”? რატომ უშვებს ოპოზიცია ისეთ შეცდომებს, რაც ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს? რატომ არ ზრუნავენ პარტიები მოქალაქეთა საარჩევნო განათლებაზე?

ეს ის კითხვებია, რომლებსაც ორი ექსპერტის დისკუსიის შედეგად, ასე თუ ისე, პასუხები გაეცა.. არ მისცეთ ხმა იმ პოლიტიკოსებს, რომლებსაც მხოლოდ საკუთარი რეიტინგი აინტერესებთ, თქვენამდე არ მოდიან და არ გიხსნიან, რამდენად ძვირი ღირს თქვენი საარჩევნო ხმა - გვირჩევენ ისინი.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი: - “გლობალური პოლიტიკის თვალსაზრისით, ვისაც ჯერ კიდევ აწყობს, სააკაშვილის ხელისუფლების სათავეში ყოფნა, არის რუსეთი. დასავლეთისთვის ხელისუფლება უკვე დიდ პრობლემას წარმოადგენს. არ იციან, რა უქნან აქტივს, ისე დაახურდავონ, ესეც არ უნდათ, რაღაცნაირად, უნდათ, რომ ფაქიზოს ვარიანტში, ცოტა მოასუქონ და ვიღაცას მიჰყიდონ. შეიძლება, გეოპოლიტიკური შეთანხმება მოხდეს დასავლეთსა და რუსეთს შორის და უკვე ვიხილავთ, გაგრძელებას იმ ოპერაციებისას, რაც ვნახეთ უკრაინაში, შემდეგ - ბიშკეკში. ახლა უკვე, ჩვენს წინაშე ჩნდება კითხვა, რა სცენარით განვითარდება მოვლენები საქრთველოში. არის ვარიანტი - საარჩევნო ციკლის და არის ვარიანტი – ბიშკეკის”.

“რუსეთი სამეზობლოში “წესრიგის” დამყარებას, ყოველთვის ცდილობდა და მომავალშიც ასე იქნება. ამ ვითარებაში, ჩვენი ვალია, წესრიგი საკუთარ ქვეყანაში დავამყაროთ და განვავითაროთ დემოკრატია..”, - ეს სიტყვები სააგენტოს “პირველს” ედუარდ შევარდნაძე უთხრა. უთხრა იმ პრეზიდენტმა, რომელმაც გამოზარდა დღევანდელი ხელისუფლების აქტივი და პრეზიდენტი.

როგორ დავამყაროთ ის დემოკრატია, რომელიც ხელისუფლებისთვის საქართველოში ისედაც არის, დასვლეთისა და ამერიკისთვის არ არის. “ჩვენ რომ დემოკრატიული ქვეყანა გვქონოდა, ომის შემდეგ, მერკერი და სარკოზი უარს ვეღარ გვეტყოდნენ “ნატოს” მაპზე, რაც არ უნდა ექნა რუსეთს”, - ეს ექსპერტმა პაატა ზაქარეიშვილმა პრესა.გე.-ს უთხრა.

15 აპრილიდნ კი საქართველოში ეუთოს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ოფისის სადამკვირვებლო მისია გაიხსნება. მისია დაკვირდება როგორც წინასაარჩევნო პროცესს, ასევე არჩევნებსა და არჩევნების შემდგომ პერიოდს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ მისიის საქართველოში ყოფნა ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მსოფლიოს დაანახოს, “როგორი დემოკრატიული არჩევნები ტარდება” აქ.

ოპოზიცია კი აცხადებს, რომ მისია საქართველოში ასე ადრე იმიტომ ჩამოდის, რომ დასავლეთსა და ამერიკას ყელში ამოუვიდა საქართველოს არაჯანსაღი შიდა პოლიტიკური სიტუაცია. დასავლეთს უნდა, ერთხელ მაინც ნახოს ამ ქვეყანაში ჯანსაღი არჩევნები და ცივილურად შეცვლილი ხელისუფლება. აჯანყებით დამხობილია ზვიად გამსახურდია, რევოლუციით გადაყენებულია შევარდნაძე და სააკაშვილსაც, პროსრუსული ძალები, ისევ რევოლუციით ემუქრებიან.

“რია ნოვოსტის” ოფისში ორი ექსპერტი, ჟურნალისტებთან ერთად, სწორედ, შიდაოპოზიციურ, სახელისუფლებო და ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი სამოქალაქო საზოგადოების პრობლემებზე მსჯელობდა. რა პრობლემები აქვს ოპოზიციას, რა მომაკვდინებელ პოლიტიკას ახორცელებს ხელისუფლება და როგორ უნდა ჩამოყალიბდეს მოსახლეობა სამოქალაქო საზოგადოებად?

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი: “პოლიტიკური პროცესი თვეების განმავლობაში, პრაქტიკულად, შეჩერებული იყო. ამას თავისი სუბიექტური და ობიექტური მიზეზები აქვს. იყო, რაღაც ტიპის გაერთიანებების შექმნისა და ერთობის მცდელობა. გარკვეულწილად, გართობად იქცა ამაზე მუდმივი საუბარი. ორი, რადიკალურად დაპირისპირებული მსოფლმხედველობის გაერთიანება შეუძლებებლი იყო. სამწუხაროდ, დღესაც ძალიან ბევრი თვლის, რომ ასეთი ერთობა, შესაძლებელი იყო.

იყო მცდელობა, ფორმულით - ყველა - მინუს ერთი, ანუ, სიძულვილით გაერთიანებულიყვნენ ხელისუფლების წინააღმდეგ. ჩემი აზრით, ეს, აბსოლუტურად, დესტრუქციული მიმართულებაა, იმიტომ, ბოროტების წინააღმდეგ სიძულვილით გაერთიანებას, შედეგი არასდროს მოჰყვება. ბოროტებას შენზე მეტი სიძულვილი აქვს. საბოლოო ჯამში, ყველაფერი ისე მოხდა, როგორც უნდა მომხდარიყო:

ოპოზიციური ძალები სხვადასხვა მსოფლმხედვლობრივ ჯგუფებად გაიყო. ეს გახლავთ ალიანსი – პროდასავლურს არ ვიტყვი, დასავლური ფასეულობების ირგვლივ შექმნილი გაერთიანება და აშკარად პრორუსული მიმართულების გაერთიანება – ეროვნული საბჭო. სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ ელექტორატში, მათ გარკვეულწილად, ბაზა შეექმნათ, ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის გამო.

მესამე გაერთიანება არის ხელისუფლება, რომელმაც შექმნა ორი გემი, ორი პოლუსი - პრორუსული და ანტირუსული.. შესაბამისად, შეიქმნა ორი ფინანსური ცენტრი. ხელისუფლება ცდილობს და ახერხებს კიდევაც, დანრჩენი სპექტრი, რომელიც არცერთ გემზე არ აღმოჩნდა, დატოვოს ფინანსების გარეშე და ყველას სთავაზობს, ან ჩემს გემზე ამოდით, ან - იმ გემზე, რომელიც ჩასაძირად ჰყავს განწირული. ეს არის ის პოლიტიკა, რომლითაც ხელისუფლება ცდილობს, რომ ყველაფერი აკონტროლოს. საბედნიეროდ, ამ გემს მიღმა, ჯერ კიდევ გადარჩნენ პოლიტიკური ძალები, თუმცა, კინაღამ გაებნენ ამ მახეში.

მივიღეთ უცნაური სურათი, როცა თბილისის მერობის სახელისუფლებო კანდიდატების რაოდენობა ოპოზიციური კანდიდატების რაოდენობას აჭარბებს. ანუ, ხელისუფლების სატელიტი კანდიდატების რაოდენობა ბევრად მეტია, ვიდრე - ოპოზიციური.

რაც შეეხება პრორუსულ კანდიდატებს, მე საერთოდ არ გამიგია პრეცედენტი, როცა საარჩევნო-სარეკლამო კლიპებში, ადამიანი უცხო ქვეყნის საპარლამენტო, თუ სამთავრობო ლიდერების სახეებს, არჩევნებში გამარჯვებისთვის იყენებდეს. იმასაც თუ დავამატებთ, რა მდგომარეობაა ჩვენს ქვეყნებს შორის, ეს კიდევ უფრო ამძაფრებს ამ სურათს.

ერთადერთი გამოსავალი, შეიძლება, იყოს ის, რომ შეიქმნას პოლიტიკური ცენტრი (დღევანდელი კონფიგურაციით, ეს ალიანსის ირგვლივ შეიძლება, გაკეთდეს). ამ ცენტრმა უარი უნდა თქვას ორივე პოლუსზე - პრორუსულზეც და ანტირუსულზეც. ჩემი ღრმა რწმენით, ორივე განწყობას მოსკოვი ძალიან კარგად იყენებს. ანტირუსულ განწყობებს რომ უკეთესად იყენებს, ვიდრე - პრორუსულს, ამის მაგალითია, 2008 წლის აგვისტოს ომი, როცა საქართველო ომში ჩაება.

აქედან გამომდინარე, საინტერესეოა, როგორ გამოიყენებს ალიანსი ამ ტიპის ცენტრის შექმნის შესაძლებლობას, როგორ მოახერხებს გაერთიანებას იმ პოლიტიკური ძალების, რომლებიც ამ გემების მიღმა არიან დარჩენილები და იმათიც, რომლებიც არჩევნებში საერთოდ არ მონაწილეობენ. ჩემი ღრმა რწმენით, პრორუსული და ანტირუსული გემები ჩასაძირად არიან განწირულები.

არის ოპოზიცია, რომელიც არ მონაწილეობს არჩევნებში, ისინი ძალებს შემდგომი ბატალიებისთვის ინახავენ. ეს გახლავთ ბურჯანაძის პარტია და “ეროვნული ფორუმი”. არჩევნების შემდეგ, აქტიურობას ამ ორი ძალისგან ველოდები. ალიანსმა თუ საარჩევნო ციკლი ნორმალურად გაიარა, ისე, რომ არ მოხდა მისი სრული დისკრედიტაცია, საზოგადოებრივი გაგებით, ანუ უფრო მეტი არ დაკარგა, ვიდრე დღემდე მოახერხა, ამ შემთხვევაში, ამ სამი ძალიდან, რაღაცა აირჩევა...”

თუმცა, ხუხაშვილი ამბობს, რომ ეს ცენტრი რომც შეიქმნას, დღეს არჩევნების მოგების შანსი მაინც არ აქვს, რადგან არჩევნებამდე ცოტა დროა და დიდი დრო უცნაურ კონსულტაციებშია დაკარგული. ამავდროულად, ის ოპოზიციის შანსად, რის საფუძველზეც მას შეეძლება, რეიტინგი აიწიოს არჩევნების წინ, თავად ხელისუფლების მოსალოდნელ უგუნურ ქცევას ტოვებს. პოლიტოლოგი ამტკიცებს: “სააკაშვილის მთავარი ოპოზიციონერი თავად სააკაშვილია. ის თავად დაუშვებს ტოტალურ შეცდომას, ან დააშვებინებენ მისი აგენტები.

ამის ბევრი პრეცენდენტი შეიქმნა, “მოდელირებული ქრონიკიდან” დაწყებული და ბუდოვანი ინტერვიუებით დამთავრებული. ეს ყველაფერი ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ ხელისუფლება კიდევ დაუშვებს რაღაც შეცდომას, რისი გამოყენების შანსიც, მიეცემა ოპოზიციას. გამოიყენებს, თუ - ვერ გამოიყენებს, აქ, მე მაქვს კითხვის ნიშანი, სიმართლე გითხრათ, რადგან ძალიან ბევრი რაღაც მოხდა, მაგრამ ოპოზიციამ, ჯერჯერობით, ვერაფერი გამოიყენა. ადგილობრივ არჩევნებს სკეპტიკურად ვუყურებ, თუმცა, შანსებს ვტოვებ”.

რა მოხდება არჩევნების შემდეგ? ხუხაშვილი: “ის, რომ ცვლილებები იქნება, ამაში დარწმუნებული ვარ, რადგან არანაირი რესურსი ამ ხელისუფლებას საგარეო ან საშინაო პოლიტიკის, ეკონომიკური, სოციალური მიმართულებით აღარ აქვს. დარჩა მხოლოდ პროპაგანდული მანქანა, რომლის მიმართ ნდობა თავად გაანელა, რეგიონებშიც კი. არჩევნების შემდეგ უფრო მოსალოდნელია, დრამატული სცენარით ხელისუფლების ცვლა. მერე ხელისუფლება რუსული კვალის ძებნას დაიწყებს. ერთ რამეს გეტყვით, რევოლუციებს გარედან არ ახდენენ. არც ისე ხდება, ოპოზიციამ მოახდინოს რევოლუცია.

რევოლუციის მამოძრავებელი და ინიციატორი არის თავად ხელისუფლება. ამის კლასიკური შედეგია, რაც მოხდა ბიშკეკში. თავად ბაკიევმა მიიყვანა თავისი ქვეყანა - დიდი იმედებიდან, დიდი იმედგაცრუებამდე და მიიღო ის, თავისი ხალხისგან, რაც უნდა მიეღო.. ბევრი მსჯელობაა გაჩაღებული - რუსეთის ხელი, ამის ხელი, იმის ხელი, რეალურად კი, ბაკიევი იყო ყველაფრის მიზეზი. ჩვენ ხელისუფლებასაც ამის ძალიან დიდი შანსები აქვს. თუ რევოლუცია მოხდა, ამაში თავად ხელისუფლება იქნება დამნაშავე”.

კონფლიქტისა და მოლაპარაკების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი, გიორგი ხუციშვილი: “ძნელია, ოპონირება გაუწიო იმ ადამიანს, ვის მოსაზრებასაც ეთანხმები. თუმცა, მე მას არ ვეთანხმები იმაში, რომ კობა დავითაშვილი პრორუსული პოლიტიკოსია. რაც შეეხება აარჩევნების შემდგომ განვითარებულ მოვლენებს, უნდა გვახსოვდეს, რომ გლობალიზაციის ეპოქაში ვცხოვრობთ. ფინანსები გლობალიზებულია. შეიძლება, მოხდეს დიდი შეთანხმება გლობალურ პოლიტიკაში.. ხედავთ, აშშ-მა ყირგიზეთიდან ბაზის ევაკუაცია დაიწყო, მაგრამ ეს პროცესი შეჩერდა. 2013 წლამდე, ვიდრე საქართველოში არჩევნები იქნება, მანამდე რუსეთშია არჩევნები. საქართველოს საკითხის კი, ბუნდოვანი შლეიფის მოხსნა სჭირდება”.

მან საკმაოდ საშიში პროგნოზიც გააკეთა და აღნიშნა, რომ აუცილებელია, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება და პოლიტიკაში მოსული ძალების ლუსტრაცია მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მომავალ ხელისუფლებაშიც ქარიზმატული ლიდერი მოვა. “გამოჩნდება ვიღაც ქილერი და გახდება ქარიზმატული ლიდერი”, - ამბობს ხუციშვილი.

პოლიტოლოგმა ოპოზიციური ძალებიც გააკრიტიკა, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც არჩევნებში არ იღებენ მონაწილეობას. მაგალითისთვის, ნინო ბურჯანაძის პარტია დაასახელა. მან აღნიშნა, რომ როცა პარტია მოკლევადიან შედეგზეა ორიენტირებული და არ ფიქრობს პროცესზე, მაშინ მისთვის პოლიტიკური ტაქტიკით, მოკლევადიანი გამარჯვებისკენ სწრაფვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სახელმწიფო ინტერესები.

ხუციშვილიც და ხუხაშვილიც ერთხმად თანხმდებიან იმ საკითხზე, რომ პარტიები იმ პოლიტიკურ პროცესებზე უნდა იყვნენ ორიენტირებულები, რაც საზოგადოების განათლებას და გაზრდას შეუწყობს ხელს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ რიგითმა მოქალაქემ არ ისწვლა - რა საარჩევნო პროგრამით აირჩიოს ესა თუ ის კანდიდატი, როგორ დაიცვას თავის ხმა და არ გაყიდოს ის 20 ლარად, მანამდე, ამ ქვეყანაში, არ ჩატარდება გააზრებული და დემოკრატიული არჩევნები, შესაბამისად, ხელისუფლების ცვლაც არ მოხდება უმტკივნეულოდ. მერე კი, კვლავ ხუციშვილის პროგნოზირებული “ქილერი” ლიდერი წარმართავს ქვეყანას.

“რეიტინგებზე ორიენტირებულ პოლიტიკოსს ხმა არასდროს უნდა მივცეთ”, - ახალი ლოზუნგი შესთავაზა საზოგადოებას ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, ასეთი პარტიები შიგნიდან ძლიერები არ არიან. არჩევნებში ბევრი პარტიის ლუსტრაცია მოხდება და არჩევნების შემდეგ ისინი გაქრებიან. მისი თქმით, არჩევნების შემდეგ გაქრება, არჩევნებისთვის შექმნილი, მერობის კანდიდატის, ნიკა ივანიშვილის პარტია, ნოღაიდელის გაერთიანება კი, კიდევ იარსებებს, რადგან ხელისუფლებამ თავისი ქმედებებით პრორსული ამომრჩევლის რაოდენობა გაზარდა.

ამავდროულად, ორივე ექსპერტი თვლის, რომ ალაიანსმა, სადაც ბევრი გამოცდილი პოლიტიკოსია თავმოყრილი, სამწუხაროდ, უამრავი შეცდომა დაუშვა. თუმცა ხუხაშვილი იმედს იტოვებს, რომ ალიანსი საკუთარ შეცდომებზე ისწავლის და მოახერხებს პოლიტიკური სახის შენარჩუნებას.

ემუქრება, თუ - არა საქართველოს დასავლეთთან მყარი კონტაქტების გაქრობის საფრთხე?Eეს საფრთხე უფრო ძლიერია, თუ რუსული აგრესიის მოსალოდნელი საფრთხე.? პრესა.გე-ს ამ კითხვებზე ხუხაშვილი ასე პასუხობს: “რუსეთი იმდენად იქნება ჩვენთვის საფრთხე, რამდენადაც ისევ საქართველოს ხელისუფლება იქნება ამ საფრთხის ინიციატორი. რამხელა წონა მიიღო ნოღაიდელმა ხელისუფლების მიერ პოლიტიკური სპექტრის პროპუტიური და ანტიპუტინური პოლუსებად დაყოფით. ე.ი. თუ შენ ამბობ, რომ რუსეთთან ლაპარაკია საჭირო, მაშინ პროპუტინისტი ხარ.. პოლიტიკური პროცესი ქვეყანაში არ არის. რაც ხდება, არის პოლიტიკური პროცესის იმიტაცია. ეს პროცესი დაიწყება მაშინ, როცა ხელისუფლება მორიგ ფატალურ შეცდომას დაუშვებს”.

აქედან გამომდინარე, კი ექსპერტები თვლიან, რომ თუ ასე გაგრძელდა პოლიტიკური პროცესები, დასავლეთიც დაკარგავს ინტერსესს საქართველოს მიმართ და გლობალური შეთანხმების საფუძველზე, ჩვენ რუსეთის პირისპირ აღმოვჩნდებით. ვიდრე აქამდე არ მივსულვართ, საჭიროა, რომ ხელისუფლების ცვლა, დემოკრატიული გზით, ანუ ცივილური არჩევნებით მოხდეს.

http://presa.ge/index.php?text=news&i=10275
18:14 16.04.2010
tavisupleba
ამერიკელი კანონმდებლის, ილეანა როს-ლეჰტინენის აზრით, აშშ-ის კონგრესმა ყველა ზომას უნდა მიმართოს საფრანგეთის მთავრობის დასარწმუნებლად, რომ „მისტრალის“ ტიპის სამხედრო ხომალდების რუსეთისთვის მიყიდვას, შესაძლოა, კატასტროფული შედეგები მოჰყვეს.

View the full article
kote-1962
რამაზ საყვარელიძე - ვერ ვხედავ იმ მოტივს, რატომ უნდა ცდილობდეს რუსეთი საქართველოში ხელისუფლების შეცვლას

„დაიცავი საქართველოს“ ლიდერის, ლევან გაჩეჩილაძის გადაწყვეტილებაზე არ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა; აგრეთვე, რამდენად დიდია საქართველოში ყირგიზეთის სცენარით პროცესების განვითარების ალბათობა, „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

– ბატონო რამაზ, ლევან გაჩეჩილაძემ გააკეთა განცხადება რომ თბილისის მერობისთვის ბრძოლას არ აპირებს. ვითარებაში, როცა მას მხარი არც ერთი კანდიდატისათვის არ დაუჭერია, თქვენი აზრით, როგორ აისახება მისი გადაწყვეტილება არჩევნებში მონაწილე სხვა ოპოზიციურ კანდიდატთა შედეგებზე?
– გაჩეჩილაძეს მართლაც არ უთქვამს, რომ რომელიმე კანდიდატს დაუჭერს მხარს, მაგრამ, პრაქტიკულად, მისი ეს ნაბიჯი ხელსაყრელია ისეთი კანდიდატებისთვის, როგორებიც არიან „ალიანსის“ ლიდერი ალასანია და „ეროვნული საბჭოს“ ლიდერი ძიძიგური. გაჩეჩილაძის ელექტორატი ამ ორივე ოპოზიციური ფლანგის მხარდამჭერად მოიაზრება.
– ექსპერტთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ არჩევნების შედეგები ბევრად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ ვის დაუჭერს მხარ „ლეიბორისტებისა“ და „ფორუმის“ ელექტორატი. თქვენც იზიარებთ ამ მოსაზრებას?
– რა თქმა უნდა, ასეც არის. მაგრამ, თბილისში ძალიან დიდი პროცენტია იმ ადამიანების, რომლებსაც ჯერ არ გადაუწყვეტიათ, ვის დაუჭერს მხარს. თუკი ამ კატეგორიის ელექტორატმა რომელიმე ერთი კანდიდატის მიმართულებით აიღო ორიენტაცია, ამან, შესაძლოა, კარდინალურად შეცვალოს არჩევნების შედეგების სურათი.
– ბევრს საუბრობენ პოლიტიკაში ლევან გაჩეჩილაძის როლსა და ადგილზე. თქვენი აზრით, რა არის ის, რაც გაჩეჩილაძეს ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში გამოარჩევს?
– თითოეულ ადამიანს (და პოლიტიკოსებიც ადამიანები არიან) ურთიერთობის თავისი სტილი, იმიჯი და ხედვები აქვს. ზოგს, ადამინების გულისკენ სხვა გასაღები აქვს, ზოგს - სხვა. ზოგს - ემოციუროაბ, ბრძოლის ყიჟინა, ზოგს გაწონასწორებულობა, ზოგს - რადიკალიზმი ან ზომიერება ახასიათებს. თითოეულ ამ თვისებას თავისი ელექტორატი ჰყავს. ლევან გაჩეჩილაძის გამორჩეული თვისებებია გულღიაობა, სანდოობა და ადამიანურობა. მისი ეს თვისებები საზოგადოებისთვის მისაღებია, რაც ნიშნავს, რომ გულღიაობა, სანდოობა და ადამიანურობა მოქალაქეებისთვის პოლიტიკოსთა სხვა თვისებებზე უფრო მნიშვნელოვანი თვისებებია.
– ლევან გაჩეჩილაძის განცხადება – „არავის მერობისათვის არ ვიბრძოლებ“, ხომ არ შეიძლება იყოს აღქმული იმის ნიშნად, რომ „დაიცავი საქართველოს“ ლიდერი თავს სხვა პოლიტიკური ბრძოლისთვის ინახავს?
– შეიძლება, გაჩეჩილაძე თავს სხვა პოლიტიკური ბრძოლისათვის ინახავდეს, ვინაიდან საპრეზიდენტო არჩევნებზე საკმაოდ სერიუზული მხარდაჭერა ჰქონდა. თავი რომ დავანებოთ საუბარს იმაზე, არჩევნების შედეგები გაყალბდა თუ არა, მაშინ მიღებული შედეგი მას საფუძველს აძლევს, პოლიტიკაში ბრძოლის გაგრძელების სურვილი ჰქონდეს.
რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ ბრძოლას, პოლიტიკური ბრძოლის ეს ეტაპი დაშორებულია იმ პოლიტიკურ მიზანს, რასაც ხელისუფლების შეცვლა ჰქვია. თვითმმართველობის არჩევნები ხელისუფლების ცვლილების პირდაპირ გზად არ აღიქმება. ხელისუფლების ცვლა დამოკიდებულია კონკრეტულ სიტუაციაზე და კონკრეტულ პოლიტიკოსებზე, იმაზე, თუ რამდენად მოახერხებენ ისინი მშვიდობიანი არჩევნების კარდინალური მნიშვნელობის არჩევნებად გადაქცევას. ადგილობრივ არჩევნებს პოლიტიკაში კარდინალური ცვლილებები არ მოაქვს ხოლმე. შესაძლოა, ლევან გაჩეჩილაძის ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზიც და საფუძველი ისიც იყოს, რომ მისთვის ხელისუფლების შეცვლის ეს გრძელი გზა, მერობიდან პროცესის დაწყება არ იყოს მისაღები და მიაჩნდეს, რომ ქვეყნაში პოლიტიკური სიტუაციის შეცვლა უფრო კარდინალურ ნაბიჯებს ითხოვს. შესაძლოა, მის ამ ნაბიჯში, ეს ქვეტექსტიც იგულისხმებოდეს.
– ამავე კონტექსტში ხომ არ უნდა ვიგულისხმოდ გაჩეჩილაძის განცხადება – „თუ არჩევნები გაყალბდა, ბრძოლის ყველა მეთოდი იქნება მისაღები“. . .
– დიახ, მისი განცხადებების ერთ-ერთ მოტივად სწორედ ეს პასაჟი ვიგულისხმე. ქვეყანას გასავლელი აქვს არჩევნების შემდგომი ეტაპი. ეს ის თემაა, რომელზეც ხშირად არ ლაპარაკობენ არჩევნებში მონაწილე და არმონაწილე პარტიები, ანუ რა შეიძლება მოხდეს არჩევნების შემდეგ. სხვათა შორის, ამ თემაზე რომ ხელისუფლებაც ხშირად ფიქრობს, 13 მარტის „მოდელირებულმა ქრონიკამაც“ დაგვანახა. სავარაუდოა, რომ არჩევნების შემდგომ მოვლენების განვითარებაზე ყველა პოლიტიკური სუბიექტი თავ-თავის სტრატეგიას ჩამოაყალიბებს. ღმერთმა დაგვიფაროს პროცესების არასასურველი მიმართულებით განვითარებისგან. ყველაფერს სჯობია, პროცესები ტრადიციულ ჩარჩოებში განვითარდეს, მაგრამ თუ კიდევ ჩარჩოებიდან ამოხტომის სტილის აუცილებლობა იქნა, ასეთ შემთხვევაში, მნიშვნელობა არ ექნება, ვინ იღებდა არჩევნებში მონაწილეობას, და ვინ - არა.
– მედვედევმა დსთ-ს სივრცეში ყირგიზული სცენარით პროცესების გამეორების შესაძლებლობა არ გამორიცხა. საქართველო დსთ-ს წევრი აღარ არის, მაგრამ რამდენად სავარაუდოა საქართველოში პროცესების ყირგიზული სცენარით განვითარების ალბათობა?
– მე ალბათ არ ვიქნები თანმიმდევრული, თუ არ გავიზიარებ აზრს, რომ მედვედევის ეს განცხადება საქართველოსთვის იყო განკუთვნილი. მიუხედავად ამისა, მაინც მგონია, რომ რუსეთის ხელისუფლება, რომელსაც არა ერთხელ განუცხადებია, რომ მისთვის მიუღებელია საქართველოს ხელისუფლება და ხელისუფლებასთან დაახლოებული მთელი ქართული პოლიტიკური ელიტა, რეალურად ცდილობდეს ამ ელიტის შეცვლას. მე ჩემს აზრზე ვრჩები – ვერ ვხედავ მოტივს, რატომ უნდა ცდილობდეს რუსეთი საქართველოში ხელისუფლების შეცვლას. თუ რუსეთი საქართველოში ხელისუფლების შეცვლას შეეცდება, ეს არ იქნება მისთვის ხელსაყრელი.
რუსეთი საქართველოში ხელისუფლების ცვლას თუნდაც იმიტომ არ უნდა ცდილობდეს, რომ ვისაც ხელისუფლებაში მოსვლის რეალური შანსი აქვს, პრორუსული პოლიტიკური ძალები სულაც არ არიან. რუსეთმა რომც მოიყვანოს ხელისუფლებაში ახალი ძალა, ის ხალხი რას გააკეთებს, არავინ იცის და იანუკოვიჩი ამის კარგი მაგალითია. და კიდევ ერთი, ნებისმიერი ახალი ძალის ხელისუფლებაში მოსვლა საზოგადოებაში ახალი პოლიტიკური ენერგიის მოზღვავებას, დასავლეთის მხრიდან ამ ხელისუფლებისადმი ახალი ინტერესის გაჩენას გამოიწვევდა.
საქართველოს მიმართ დეკლარირებული მწარე სიტყვები რუსეთს ახასიათებს, მაგრამ საქართველოში ხელისუფლების ცვლილების რეალურ პოლიტიკურ მოტივს ვერ ვხედავ. შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი საკმაოდ ვერაგი პოლიტიკური სუბიექტია და თუ მას პრაგმატულად რაიმე აწყობს, ამ პრაგმატიზმს ითვალისწინებს და შეიძლება იმის საწინააღმდეგო სვლები აკეთოს, რაც მის დეკლარირებულ პოლიტიკას არ შეესაბამება. რუსეთისთვის ორმაგი და სამმაგი თამაშები ბუნებრივი პოლიტიკური სტილია. ამიტომ, მისი სიტყვების ნდობა, ჩემი აზრით, ადეკვატური არ იქნებოდა, რუსეთი, რუსეთია.

კობა ბენდელიანი


“ინტერპრესნიუსი”
tavisupleba
პოლონეთი ემზადება პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკისა და მისი მეუღლის, მარიას, დასაკრძალად. მსოფლიოს ლიდერთა დიდი ნაწილი დაკრძალვის ცერემონიაზე ჩასვლას ვერ ახერხებს, რადგან ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად შექმნილი ფერფლის ღრუბელი საავიაციო მიმოსვლას აფერხებს.

View the full article
თემური
პირდაპირი ჩართვით კრძალავენ
ჩვენი მერცხალიც იქ არის 077.gif
keko5
ძალიან მიხარია,რომ სააკაშვილს შეუძლია მძიმე წუთებში ნამდვილი მეგობრების გვერდით იდგეს,ეს არაა ირონიის საკითხი sad.gif( ლეხ კაჩინსკი ღირსეული ადამიანი იყო და მას არასდროს დაივიწყებენ,განსაკუთრებით საქართველოში sad.gif(
გიორგი68
QUOTE(tavisupleba @ 18th April 2010 - 07:29) *
მსოფლიოს ლიდერთა დიდი ნაწილი დაკრძალვის ცერემონიაზე ჩასვლას ვერ ახერხებს

რაც მთავარია მიშა იქ არის და ამ გარემოებამ დაჩრდილა სხვა ლიდერების არყოფნა.. biggrin.gif biggrin.gif
zen
QUOTE(გიორგი68 @ Apr 18 2010, 07:45 PM) *
QUOTE(tavisupleba @ 18th April 2010 - 07:29) *
მსოფლიოს ლიდერთა დიდი ნაწილი დაკრძალვის ცერემონიაზე ჩასვლას ვერ ახერხებს

რაც მთავარია მიშა იქ არის და ამ გარემოებამ დაჩრდილა სხვა ლიდერების არყოფნა.. biggrin.gif biggrin.gif


გამონთავისუფლდა ადგილი. ))))
თემური
QUOTE(keko5 @ Apr 18 2010, 04:42 PM) *
ძალიან მიხარია,რომ სააკაშვილს შეუძლია მძიმე წუთებში ნამდვილი მეგობრების გვერდით იდგეს,ეს არაა ირონიის საკითხი sad.gif( ლეხ კაჩინსკი ღირსეული ადამიანი იყო და მას არასდროს დაივიწყებენ,განსაკუთრებით საქართველოში sad.gif(

--------------------------------
მთავარია, კაჩინსკის ძეგლის აფეთქებაში ფული არ შესთავაზოთ blink.gif
kote-1962
“ობიექტივმა“ მაუწყებლობა დაიწყო

[ნინო მიქიაშვილი]


FM 101.4-ზე, რადიო “მონტე კარლოს“ ეთერით, რომელიც მხოლოდ თბილისში მაუწყებლობს, ჟურნალისტთა კავშირმა “ობიექტივი“, 14 აპრილიდან მაუწყებლობა დაიწყო.

იმაზე, თუ რამ განაპირობა ეთერში გასვლა, ვინ წარუძღვება დებატებს პოლიტიკურ და სოციალურ თემებზე, პრესა.გე “ობიექტივის“ თავმჯდომარეს, ჟურნალისტ ირმა ინაშვილს ესაუბრა.

ირმა ინაშვილი: ეს მედია-პროექტი მოიცავს რადიო-მაუწყებლობას, გაზეთს და ინტერნეტ-ტელევიზიას, მაგრამ ამ მედია-პროექტის მთავარი ღერძი რადიოა. რადიო “მონტე კარლოს“ ხელმძღვანელობასთან დიდი ხანია მოლაპარაკებას ვაწარმოებდით.

ყოველ დღე, 7 საათის განმავლობაში, 12-დან 19 საათამდე, FM 101.4-ზე გავალთ. პოლიტიკური, ანუ მოლაპარაკე რადიო გავაკეთეთ და გვინდა საზოგადოებრივი რადიოს მოდელი შევქმნათ. ეს ძირითადად მოიცავს პოლიტიკურ დებატებს, დისკუსიებს; მუსიკა ძალიან მცირე დოზით იქნება წარმოდგენილი.

დებატებს მხოლოდ “ობიექტივის“ ჟურნალისტები წარუძღვებიან?
- ყოველ დღე სხვადასხვა წამყვანი გვეყოლება და ისინი არ იქნებიან მხოლოდ “ობიექტივის“ ჟურნალისტები. ჩვენ გვინდა განსხვავებული მოდელი შევქმნათ. როცა შენ გაქვს ტელეარხი, ან რადიო-მაუწყებლობა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ შენ, ან შენი კავშირის წევრები იყვნენ ეთერში. პირიქით, ჩვენ კარს ყველას, ნებისმიერ ჩვენს კოლეგას ვუხსნით, ვისაც საინტერესო პროექტი აქვს და ელემენტარულად, რადიო-ეთერით გამოსვლას მოინდომებს. შეიძლება მათ ჩვენგან სრულიად განსხვავებული შეხედულებები ჰქონდეთ, მაგრამ ამას ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს. მაგალითად, იმ ლიბერალებს ვგულისხმობ, რომლებიც არც თუ იშვიათად მაკრიტიკებენ, პირადად მე.

ამ 7 საათის განმავლობაში მხოლოდ ერთი წამყვანი იქნება, თუ ერთმანეთს სხვადსხვა ჩაენაცვლება?
- იმიტომაა ეს განსხვავებული პროექტი, რომ 7 საათის განმავლობაში ეთერში 1 ჟურნალისტი იქნება და მასთან ყოველ საათში, დაახლოებით 50 წუთის ფარგლებში შევლენ ახალი სტუმრები; იცვლება თემები; არ იქნება მხოლოდ პოლიტიკა, სოციალურ სფეროზე, საგარეო პოლიტიკაზე (ამერიკის, რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობაზე) ძალიან საინტერესო დისკუსიები მიდის.

რუსთაველზე საჯარო ტრიბუნები დაიდგმება და იქიდან ჩვენი კორეპონდენტები პირდაპირ ეთერში ჩართავენ მოსახლეობას; ანუ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც რამე აქვს სათქმელი, ეთერი ებლოკება, ან მისთვის ხელმისაწვდომი არ არის ტელევიზია და რადიო. აი, ასეთ ადამიანებს საშუალება ექნებათ საკუთარ პრობლემებსა და მოსაზრებებზე ჩვენს ეთერში ისაუბრონ.

მოიწვევთ თქვენს ეთერში ხელისუფლების წარმომადგენლებს?
- როცა რადიო “მონტე კარლოს“ ეთერში პირველად გავედით, ხელისუფლების წარმომადგენლებს მივმართეთ და ვუთხარით, რომ მათთვის ჩვენი კარი ღიაა. ჩვენ მათ მომავალი კვირიდან აუცილებლად მოვიწვევთ; ვიცი რომ ჩემი კოლეგები ამაზე უკვე მუშაობენ. სასურველია თუ ისინი ჩვენს გადაცემებში მობრძანდებიან.

რაც ეეხება ინტერნეტ-ტელევიზიას და გაზეთს?
- ინტერნეტ-ტელევიზია ახლა კეთდება; იქ განთავსდება ყველა ის მასალა, რაც რადიო-ეთერში გადის. პარალელუარად, ეს მასალები ჩვენს გაზეთში დაიბეჭდება. კიდევ ერთი სიახლე და ამავდროულად, საინტერესო ფაქტი - რადიო-გადაცემას ვიდეოკამერებით ვიღებთ და ჩვენი რადიო-ეთერის ერთსაათიანი ტელევერსია, ყოველ დღე, საღამოს ეთერით გავა ბათუმის 25-ე არხზე, ანუ ტვ 25-ზე.

გაზეთს ერქმევა “ობიექტივი“, კვირაში ერთხელ გამოვა, რომელზეც იქნება სპეციალური წარწერა - “ქართველი ჟურნალისტების საჩუქარი მკითხველს“. გვინდა ეს გაზეთი განსაკუთრებით რეგიონებში უფასოდ დავურიგოთ ჩვენს თანამემამულეებს, რომელთაც გაზეთის შეძენის საშუალება არა აქვთ.

თქვენ საიდან გაქვთ ამ მედიაპროექტის განხორციელებისთვის საჭირო ფინანსები?
- ამის თაობაზე გუშინ ძალიან ბევრი კითხვა დამისვეს, თუ საიდან აქვს “ობიექტივს“ ეს სახსრები. ალბათ თქვენც მიიღებდით მეილზე ნინო დანელიას შეკითხვას - “საიდან ობიექტივს ეს სახსრები?“ ჩემმა რამდენიმე მეგობარმა მაჩვენა ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი მისი შეკითხვა, ჩემი კოლეგებისადმი. ახლა პირდაპირ, ღიად მივმართავ ნინო დანელიას - ჩვენს სტუდიაში, როცა მობრძანდება, ნახავს კედელზე გაკრულ “ობიექტივის“ დევიზს - სიმართლე ყოველთვის, ყველგან, ყველაფერში! ჩვენ შეკითხვებს ფარულად, მეილებზე არავისთან ვაგზავნით - ღიად და საჯაროდ ვსვამთ.

ასევე შეუძლია მას შეკითხვა ღიად და საჯაროდ დასვას და ვუპასუხებ, რომ 6 წლის მანძილზე არ გვქონია, არც ერთი გრანტი; ერთადერთი მედია-ორგანიზაცია ვართ, რომელსაც არ მიუღია დაფინანსება, არც არც ერთი ოპოზიციური პარტიის მხრიდან და არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაციიდან. ჩვენ სპეციალურად გვაკერებდნენ რადიკალის იმიჯს და შესაბამისად, ვიბლოკებოდით იმ საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომლებიც გრანტებს გასცემენ.

ტექნიკა რომელიც გვქონდა, გავაერთიანეთ, განვაახლეთ, რამდენიმე ვიდეოკამერა შევიძინეთ, ჩვენივე სახსრებით; ეთერს ჩვენი კოლეგები სოლიდარულად გვითმობენ და ამ მედია-პროექტში, არც ერთი ჟურნალისტი ანაზღაურებას არ იღებს. ასე რომ, როგორც გაზეთის, ისე ტექნიკისთვის (ვიდეოკამერებს ვგულისხმობ) საჭირო თანხა, “ობიექტივის“ წევრების პირადი შემოწირულობებით არის. ამ ეტაპზე არანაირი ოფიციალური გრანტი, ან სხვა შემოწირულობა არ მიგვიღია, მაგრამ თუ ჩვენ მივიღებთ ან შემოწირულობას, ან გრანტს, უარს არ ვიტყვით, მედიის განვითარებისთვის გამოვიყენებთ.

რატომ ახორციელებთ ამ პროექტს, რა არის თქვენი მთავარი მიზანი?
- იმიტომ რომ საქართველოში თითქმის ყველა მედიასაშუალება მიკერძოებულია და არ მუშაობს საზოგადოებრივი მაუწყებლის მოდელი. მედიასაშუალებების მფლობელებს ჰგონიათ, რომ რადიო, ან ტელე-ეთერით მხოლოდ ისინი უნდა იყვნენ; ჩვენ გვინდა ეს სტერეოტიპი, ეს წარმოდგენა დავანგრიოთ და საზოგადოებას ახალი მოდელი შევთავაზოთ.

მართალია რადიო “მონტე კარლოს“ ეთერში ეს 7 საათი “ობიექტივის“ ჟურნალისტებისაა, მაგრამ დრო მთლიანად საზოგადოებას ეკუთვნის და ამ ეთერში არ ვიქნებით მხოლოდ ჩვენ; ვიმეორებ - კარს ვუხსნით ყველას, რომ მოისმინოთ სხვადასხვა ადამიანების სხვადასხვა მოსაზრება და ეკრანზე, ან რადიო-ეთერში მხოლოდ ერთი კაცი არ იჯდეს 24 საათის მანძილზე. ჩვენ გვინდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატივა შევქმნათ; 14 აპრილიდან დღემდე, ეთერში გასული გადაცემები პრინციპში ამ მოთხოვნებს პასუხობდა.

http://presa.ge/index.php?text=news&i=10305
10:31 19.04.2010
kote-1962
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2010 – მედიამონიტორინგი2010 წლის 30 მაისს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნები იმართება.

არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტები აქტიურად იყენებენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, როგორც ამომრჩევლებთან ურთიერთობის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ფორმას.

ამასთანავე, აქტიურდება თავად მედია. ბეჭდური მედიის ფურცლებზე სულ უფრო აქტიურად მიმდინარეობს როგორც წინასაარჩევნო, აგრეთვე – არჩევნების შემდგომი პერიოდის გაშუქება. პრესის ყურადღების ქვეშ ექცევა არა მხოლოდ საარჩევნო სუბიექტებისა და ამომრჩეველთა აქტიურობა, არამედ საარჩევნო ადმინისტრაციების საქმიანობა.

ერთის მხრივ, დამოუკიდებელი ბეჭდური მედია თავად წყვეტს, რომელ მოვლენას ან პოლიტიკურ სუბიექტს, რა ადგილი დაუთმოს საკუთარი გაზეთის ფურცლებზე. თუმცა, ამავე დროს, არსებობს ზოგადი კრიტერიუმები, რომელთა დაცვაც მედიისთვის აუცილებელია პოლიტიკურ მოვლენათა ობიექტური გამშუქებლის ფუნქციის შესასრულებლად.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოება – ევროპული არჩევანი“ იწყებს მედია-კვლევას. კვლევის მიზანია, არჩევნების პერიოდში მედია-მონიტორინგის გზით, განისაზღვროს, რამდენად იცავს პრესა ობიექტურობის პრინციპს და პროექტში მონაწილე ექსპერტების დახმარებით, შემუშავდეს დასკვნა აღნიშნულ თემატიკასთან დაკავშირებით, შეიქმნას ზოგადი სურათი მედიასაშუალებების აქტიურობისა არჩევნების პერიოდში.

10 კვირის განმავლობაში, მედია-მონიტორინგს ყოველდღიურად განახორციელებს სამი მონიტორი, რომლებიც მიღებულ შედეგებს კვირის ბოლოს მიაწვდიან პროექტის დირექტორს. იგი, თავის მხრივ, მონაცემებს წარუდგენს პროექტში დაკავებულ ექსპერტებს. ისინი ყოველი კვირის ბოლოს გააანალიზებენ მიღებულ სურათს და დასკვნის სახით ანგარიშს წარუდგენენ პროექტის დირექტორს. ყოველი კვირის ორშაბათს ანალიზი და ექსპერტთა დასკვნები გამოქვეყნდება გაზეთ „ვერსიაში“ და ინტერნეტ-გამოცემა „პრესა. გე“-ში.

მიღებული შედეგები

წინამდებარე კვლევა მოიცავს პერიოდს 12 აპრილიდან 17 აპრილის ჩათვლით. გაანალიზდა ასამდე სტატია, რომელიც არჩევნების თემატიკას ეძღვნებოდა. სტატიები გამოქვეყნდა შემდეგ გაზეთებში: „ალია“, „ვერსია“, „რეზონანსი“, „ახალი თაობა“, „24 საათი“, „კვირის პალიტრა“, „ქრონიკა“, „ჯორჯიან თაიმსი“, „ასავალ-დასავალი“ „პრაიმ-ტაიმი“.

ყოველკვირეული გაზეთები
„ქრონიკამ“ საარჩევნო თემატიკასა და პარტიების აქტივობას 10 პუბლიკაცია მიუძღვნა. მათ შორის ექვსი ნეიტრალური ხასიათის იყო, ოთხი – ნეგატიურის.
„კვირის პალიტრა“ - 9 პუბლიკაცია. მათ შორის: 6 ნეგატიური ხასიათის იყო, სამი – ნეიტრალურის.
„პრაიმ-ტაიმი“ - 14 პუბლიკაცია. მათ შორის: რვა – ნეიტრალური ხასიათის, 6 – ნეგატიურის.
„ასავალ-დასავალი“ - 8 პუბლიკაცია: რვავე – ნეგატიური ხასიათის.
„ჯორჯიან თაიმსი“ - 9 პუბლიკაცია: 5 – ნეიტრალური, ოთხი – ნეგატიური ხასიათის.

ყველაზე ხშირად ამ გაზეთების ფურცლებზე გაჟღერდა შემდეგი პოლიტიკოსების მოსაზრებები: გოგა ხაინდრავა, ინგა გრიგოლია, თემურ შაშიაშვილი.

ყველაზე დიდი ინტერესი დაიმსახურა შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის ინტერვიუს, ოპოზიციურ პარტიათა მოლაპარაკებების, ბიშკეკის მოვლენების, საქართველოში მოსალოდნელი დაძაბულობის თემებმა და ზურაბ ნოღაიდელის ფიგურამ.

გასული კვირის მანძილზე ყოველკვირეულმა გაზეთებმა ყურადღების მიღმა დატოვეს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა, ასევე, პოლიტიკური სუბიექტებისა და ცესკო-ს ურთიერთობა.

გასულ კვირაში ყოველკვირეული გაზეთების ფურცლებზე, ფაქტობრივად, არ გაშუქებულა რეგიონებში შექმნილი წინასაარჩევნო სიტუაცია.

ყოველდღიური გაზეთები
“24 საათი” – 3 პუბლიკაცია; „ახალი თაობა“ – 14 პუბლიკაცია; „ალია“ – 9 პუბლიკაცია; „რეზონანსი“ – 12 პუბლიკაცია; „ვერსია“ – 5 პუბლიკაცია;

აღსანიშნავია, რომ ყოველკვირეული გაზეთებისგან განსხვავებით, ყოველდღიურ გაზეთებში ჭარბობდა ნეიტრალური ხასიათის სტატიები. ჟურნალისტებმა ყურადღება გაამახვილეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობაზე, საარჩევნო სიების მონიტორინგზე, საარჩევნო ბლოკების ფორმირების პროცესზე. ასევე, რამდენიმე სტატია მიეძღვნა საარჩევნო პროგრამებსაც.

პოლიტიკოსებიდან სტატიებში, შედარებით, ხშირად ფიგურირებდა სოზარ სუბარის, ირაკლი ალასანიასა და ზურაბ ნოღაიდელის გვარები.

ისევე, როგორც ყოველკვირეულ გაზეთებში, ყოველდღიური გაზეთების ფურცლებზე, ფაქტობრივად, არ გაშუქებულა რეგიონებში შექმნილი წინასაარჩევნო სიტუაცია.

სპეციფიკიდან გამომდინარე, აღნიშნული მედია-საშუალებები უპირატესობას ანიჭებდნენ ოპერატიულ ინფორმაციას, ნაკლები იყო ანალიტიკური შინაარსის წერილები.

საერთო ტენდენციები
გასულ კვირას პრესაში გამოქვეყნებული ანალიზი ცხადყოფს, რომ ისევე, როგორც სხვა ნებისიმიერი არჩევნების წინ, მედიის ინტერესი არ უკავშირდება საარჩევნო სუბიექტების კონკრეტულ პროგრამებს, ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაციების საქმიანობას. პირიქით, 30 მაისს დაგეგმილი ადგილობრივი თავითმმართველობის არჩევნები მედიასაშუალებების მიერ, პირდაპირ თუ ირიბად, იდენტიფიცირდება მორიგ „გადამწყვეტ ბრძოლასთან საქართველოსთვის“.

სავარაუდოდ, სწორედ ამიტომაც დაეთმო საკმაოდ დიდი ყურადღება ყირგიზეთში განვითარებულ მოვლენებს და საქართველოში მისი განმეორების საშიშროებას, შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის გაზეთ „კომერსანტისთვის“ ნიცემულ ინტერვიუს. ასევე, „ედინაია როსიათან“ დამეგობრებული ზურაბ ნოღაიდელის მუქარებს.

საკმაოდ ნიშანდობლივია, ამ კუთხით, „თავისუფალი აზრის სახლის“ პრეზიდენტის ნანა დევდარიანის მოსაზრება, რომელიც „ჯორჯოან თაიმსში“ გამოქვეყნდა: „დღესაც, როგორც მანამდე ჩატარებულ ყველა არჩევნებზე, სასწორზე ქვეყნის ყოფნა–არყოფნაა შეგდებული. ადგილობრივ არჩევნებზე კი თითქმის არავინ ლაპარაკობს. ყველა წინასაარჩევნო მესიჯი საპრეზიდენტო პროგრამის თბილისზე მორგებას უფრო ჰგავს, ვიდრე ქალაქის მერის კონკრეტულ დაპირებას. არავინ ინტერესდება ამ დაპირებების ანალიზით, როგორ აისახება მისი შესრულება ხვალინდელ დღეზე... ჩვენს ამომრჩეველს რცხვენია თქვას, რომ მიტინგზე იმიტომ მიდის, პურის ფული რომ არ აქვს, პოლიტიკოსები ტუჩს უბზუებენ იმას, რომ ადამიანისთვის უმუშევრობა და შიშილი რეალური პრობლემაა. ისინი ქალაქის რეალურ პრობლემასაც ტუჩს უბზუებენ“.

ასეთი შეფასებები მარჩიელობას ემსგავსება

[ზვიად ქორიძე – მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის კავკასიის ჟურნალისტთა ქსელის კოორდინატორი, რადიო „უცნობის“, გადაცემა „უცნობი კავკასიის“ წამყვანი]

ყოველდღიური გაზეთები

ჯერჯერობით, წინასაარჩევნო კამპანია არ შესულა დინამიურ ციკლში. ეს ეტყობა ყოველდღიურ გაზეთებსაც. სტატიები, რომლებიც მონიტორინგისთვის არის შერჩეული, უფრო მეტად ზოგადად აღწერს ვითარებას. კონკრეტულ საარჩევნო დაპირისპირებას ჯერ ვერ ვამჩნევთ. საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამომრჩეველთა სიების დაზუსტება. ამ თემას საკმაოდ მწირად აშუქებენ გაზეთები. უმთავრესად, ისინი იფარგლებიან ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციით, რომ ამომრჩეველთა სიაში 80 ათასი ხარვეზი გასწორდა. თავად ჟურნალისტები არ აქტიურობენ, პოლიტიკური პარტიებისგან არ იღებენ გადამოწმებულ სიებს და თავად არ ამოწმებენ, არის თუ არა ეს შეცდომები გასწორებული. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე უარყოფს ოპოზიციის ინფორმაციას მილიონი ზედმეტი ამომრჩევლის შესახებ, თუმცა სტატიაში არ არის მითითებული, თუ რომელი პარტია საუბრობს მილიონით მეტ ამომრჩეველზე და შემდეგ, თავად ამ პოლიტიკური ორგანიზაციის (ან ორგანიზაციების) მონაცემთა ბაზის შეუმოწმებია ჟურნალისტს. უმთავრესად, ამ თემას ასე გაზეთები „24 საათი“ და „ვერსია“ აშუქებენ.

საკმაოდ მნიშვნელოვანი თემაა ხელისუფლების მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. როგორც წესი, ადმინისტრაციულ რესურსს სწორედ ხელისუფლება იყენებს. გაზეთ „რეზონანსის“ მონაცემებით, ადგილობრივ არჩევნებზე ხელისუფლებამ კომუნალური გადასახადები ამოიღო მიზანში. პირველი ნაბიჯი ქალაქის მერიამ დასუფთავების გადასახადის ჩამოწერით გადადგა. მეორე ნაბიჯი „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ერთობლივი ძალისხმევით შემუშავდა. ხელისუფლება აბონენტებს დავალიანების სრულად დაფარვაში დაეხმარება. ეს შეფასებულია, როგორც ნეიტრალურად მოწოდებული მასალა. ორივე საკითხი საკმაოდ საინტერესოა და მნიშვნელოვანი, მაგრამ იგი არ გვხვდება სხვა ყოველდღიურ გაზეთებში. მათ ეს არ მიიჩნიეს ყურადსაღებად. არადა, სწორედ ამ ფორმით ცდილობს მმართველი პარტია, წინასაარჩევნოდ გამოიყენოს ადმინისტრაციული რესურსი. არასაარჩევნო წელს ასეთ აქტივობას მთავრობა არ იყენებს ხოლმე.

ყოველდღიური გაზეთების ამონარიდებიდან კონკრეტული ფაქტები მოწოდებულია „რეზონანსის“ ამ სტატიაში და აგრეთვე „ახალი თაობის“ ჟურნალისტის, ნათია ხურცილავას სტატიაში „კახა კუკავა: ხობში არჩევნები არ ჩატარდება“, სადაც კახა კუკავა საუბრობს იმის შესახებ, რომ კონსერვატიული პარტიიდან ხობის საოლქო-საარჩევნო კომისიის წევრი კახა ბენიძე დააკავეს. დაკავების ოპერაციას პოლიციის უფროსი ხელმძღვანელობდა. მოგვიანებით ბენიძე გაათავისუფლეს. კუკავა საუბრობს ზეწოლაზე და დაშინებაზე. ჟურნალისტს არ უცდია, რომ ეს ფაქტი მრავალმხრივ გადაემოწმებინა და მკითხველისთვის ზუსტი ინფორმაცია მიეწოდებინა.

ყველა სხვა შემთხვევაში, ჩვენ გვხვდება სტატიები, სადაც ჟურნალისტები ან თავად გამოთქვამენ მოსაზრებებს ან სხვათა მოსაზრებებს ავრცელებენ არჩევნების შესაძლო პროცესზე. ისინი არ ცდილობენ მოიპოვონ დარღვევის კონკრეტული ფაქტები, გამოიძიონ და ისე გაავრცელონ. ამიტომაც, ხშირ შემთხვევაში, გვხვდება სტერეოტიპული შეფასებები. მაგალითად, „სახელისუფლებო პარტია ცესკო-ში წარსადგენ სიაზე ვერ ჩამოყალიბდა. რის გამოც შიგნით სერიოზული გარჩევებია“ (გაზეთი “ალია”); „ლევან გაჩეჩილაძე თავის კანდიდატურას არ დააყენებ და „ხალხის პარტიის“ ლიდერი კობა დავითაშვილიც ფლობს ამ ინფორმაციას. დანარჩენი ოპოზიციური პარტიის ლიდერები კომენტარისგან თავს იკავებენ“ (გაზეთი “რეზონანსი“); „სამარშუტო ტაქსების ფასი გაიზრდება სავარაუდოდ არჩევნების შემდეგ. ასე აცხადებენ მარშუტკის მძღოლები“ (გაზეთი „ვერსია“). ასეთი მოსაზრებები და შეფასებები სცილდება ჟურნალისტურ სტანდარტებს და ემსგავსება მარჩიელობას. შესაბამისად, მოვლენათა ასეთი გაშუქება არ ზრდის მოქალაქეთა ინფორმირებულობის ხარისხს.

ერთი თემა, რომელიც ასევე იქცევს ყოველდღიური გაზეთების ყურადღებას, არის შედაპარტიული დაპირისპირება მმართველ პარტიაში: „ვერსია” 12 აპრილს წერს იმის შესახებ, რომ „დიდი განხეთქილებაა ნაციონალებში”, 14 აპრილს უკვე “ახალი თაობა” წერს, რომ „უგულავამ სააკაშვილი დააშანტაჟა” და სტატიაში საუბრობს უგულავასა და მერაბიშვილს შორის არსებულ დაპირისპირებაზე. არანაირი მტკიცებულება ჟურნალისტებს არ აქვთ. ეს მათი ვარაუდია. ინფორმაციის ასეთი ფორმით მოწოდება, უპირველეს ყოვლისა, აბნევს ამომრჩეველს და არ ქმნის წინასაარჩევნო სურათის ადეკვატურ პროექციას, რადგან გაუგებარია, თუ რატომ უნდა ენდოს მკითხველი ასეთ სტატიებს. მიუხედავად იმისა, ეს სტატიები ვის კონკრეტულ ინტერესს გამოხატავს, იგი უნდა განვიხილოთ როგორც პროპაგანდისტული მექანიზმი.

ყოველკვირეული გამოცემები

ყველაზე ინფორმაციული ყოველკვირეული გამოცემა არის „კვირის პალიტრა“. იგი ცდილობს, ფაქტები მოიძიოს, მაქსიმალურად გადაამოწმოს. გაზეთი ერთ ნომერში, გვერდიგვერდ აქვეყნებს ინტერვიუს ირაკლი ალასანიასთან, სადაც იგი საუბრობს სააკაშვილისთვის დამახასიათებელ მართვის კარტელურ პრინციპზე და გვერდით აქვეყნებს ინტერვიუს რუსუდან კერვალიშვილთან. მათი საუბრის თემები იდენტურია. გაზეთი ამ ფორმით ცდილობს, შეინარჩუნოს ბალანსის პრინციპი. წარმოდგენილ ყოველკვირეულ გაზეთებში „კვირის პალიტრა“ პროფესიული სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების დაცვით გამოირჩევა.

რაც შეეხება სხვა ყოველკვირეულ გაზეთებს, მათი წინასაარჩევნო თემატიკა იდენტურია. ერთი და იგივე პერსონები აძლევენ ამ გაზეთებს ინტერვიუებს ერთსა და იმავე თემებზე და ამ მეთოდით ქმნიან ერთსა და იმავე სინამდვილეს. ჟურნალისტები ცდილობენ, მხოლოდ ინტერვიუებით გავიდნენ ფონს და ნაკლებად გამოიძიონ ამ ინტერვიუებში მოწოდებული ინფორმაციები. გაზეთ „ასავალ-დასავალში“ ეროვნული ფორუმის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი მელაშვილი საუბრობს იმაზე, რომ „სააკაშვილი იგორ გიორგაძის ნაჩუქარი მანქანით დადიოდა და ისიც კარგად ვიცი, რომ „ვარდების რევოლუციაში“ უხვად ჩაიდო რუსული ფული“. ამავე გაზეთის ამავე ნომერში ქვეყნდება იგორ გიორგაძესთან ღიად დაკავშირებული პოლიტიკოსის, ირინა სარიშვილის ინტერვიუ: „გიგი უგულავა არჩევნებს მოიგებს!“ ეს ერთგვარი პასუხია.

ასეთ მანიპულაციებს მიმართავს „პრაიმ-ტაიმიც“. ეს გაზეთი საერთოდ არ ახსენებს თავის წინასაარჩევნო თემატიკის გაშუქებისას გიგი უგულავას. თუმცა ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩენს ლევან გაჩეჩილაძეს, რომელიც ჟურნალისტს აყენებს შეურაცხყოფას; ირონიულად მოიხსენიებს ზვიად ძიძიგურს, რომელმაც ჯერ რუსეთი აქო და მერე, ყვავილებით შეამკო 9 აპრილის მემორიალი; დამამცირებლად მოიხსენიებს შალვა ნათელაშვილს – „შალიკო ისევ ცალკეა“; სტატია „ხაინდრავას აფხაზური წარსული“, პრაქტიკულად, ფაქტების მიუთითებლად, ბრალს სდებს გოგა ხაინდრავას, რომ იგი არძინბასთან ერთად გადატრიალებებს გეგმავდა.

არცერთ სტატიას პირდაპირი კავშირი არ აქვს საარჩევნო თემატიკასთან, მაგრამ ირიბად ნეგატიურად განაწყობს ყველა მკითხველს ოპოზიციის მიმართ. ეს არის მეთოდი, რომელსაც დღეს აქტიურად იყენებენ საერთო-ეროვნული მაუწყებლებიც, როდესაც დედაქალაქის მოქმედი მერი, გიგი უგულავა, პრაქტიკულად, გაქრა საინფორმაციო გამოშვებების პირველი ბლოკიდან და აქ უმთავრესად მაყურებელს სთავაზობენ, თუ როგორ „ცუდად იქცევა“ ოპოზიცია – ისინი ვერ თანხმდებიან ერთიან კანდიდატზე, ისინი მეგობრობენ რუსეთის მოკავშირე ზურაბ ნოღაიდელთან, ისინი უხეშად ელაპარაკებიან ამ ტელეკომპანიების ჟურნალისტებს და ასე შემდეგ. ეს ერთგვარი მეთოდია.

„კვირის ქრონიკის“, „ასავალ-დასავალისა“ და „ჯორჯიან თაიმსის“ სტატიებზე ვრცლად შემდეგ მიმოხილვაში ვისაუბრებ. დღეს წარმოდგენილი მასალებით აქ უფრო პრორუსული განწყობებია წახალისებული, ვიდრე წინასაარჩევნო პროცესია გაშუქებული.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური და არა ადგილობრივი არჩევნები

[ხათუნა ლაგაზიძე – იურისტი, პოლიტიკური ექსპერტი, პუბლიცისტი]

გასული კვირის პრესის ანალიზმა კიდევ ერთხელ ცხადყო ის განწყობა, რომ 30 მაისს პოლიტიკური სპექტრიცა და საზოგადოებაც რეალურად ემზადება საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურისთვის და არა ადგილობრივი არჩევნებისთვის. ეს ზოგადი ტენდენცია პრესაში რამდენიმე ქვეთემის სახით არის გაშლილი:

1. ადგილობრივი არჩევნები საბაბია ხელისუფლების, საგარეო და საშინაო პოლიტიკური კურსის რადიკალურად შესაცვლელად;
2. ამ არჩევნების მიმართ ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებაში გაცილებით მეტის მოლოდინი არსებობდა და მით უფრო დიდია, ამ მოლოდინის მიმართ ნიჰილიზმი;
3. ოპოზიციის დაქსაქსულობის, ოპოზიციის ნაწილის ხელისუფლებაზე მიყიდვის და მის მიმართ იმედგაცრუების თემა;
4. აქედან გამომდინარე, არსებული რეალობის შეცვლის სხვა გზების ძიების აუცილებლობა;
5. სისხლიანი სცენარის განვითარების ალბათობა;
6. საარჩევნო სიების გაყალბების დამიმდინარე პროცესების და შესაბამისად, მათი პრესაში გაშუქების სპეციფიკაც არის ის, რომ ამ არჩევნებს ოპოზიციაც და უფრო მეტად ხელისუფლება აღიქვამს, როგორც ერთგვარ ძალთა დათვალიერებას საპრეზიდენტო კამპანიის სტარტზე. ამიტომ, ბუნებრივიცაა, რომ მთელი აქცენტები გადატანილია სწორედ არჩევნების შემდგომ პერიოდზე.

რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, ქართული პრესა, რომელსაც ხშირად საყვედურობენ ტენდენციურობას, ამჯერად, ზუსტად ასახავს იმას, რაც ხდება საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სივრცეში: ფაქტობრივად, არც ერთი ალტერნატიული აზრი თუ პოზიცია არ რჩება ყურადღების მიღმა.

რა შეიძლება უსაყვედურო პრესას ამ სიტუაციაში: ის, თუ რატომ არ უთითებს პარტიებს, რატომ არ აანალიზებს იმას, რომ კანდიდატებს არ აქვთ წარმოდგენილი იგივე თბილისის განვითარების სტრატეგიული ხედვა და იშვიათი გამონაკლისის გარდა, ფანტასტიკის სფეროდან მოტანილი დაპირებებით აბრუებენ ამომრჩეველს? პრესა ხომ ამ საზოგადოების ბარომეტრია და ყველაზე კარგად გრძნობს, რომ 30 მაისს ტარდება სწორედ რომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური და არა ადგილობრივი არჩევნები. ამიტომაც გასაგებია, რომ პრესას სრულიად განსხვავებულ რეჟიმში უწევს მუშაობა და მის მიმართ მოთხოვნებიც ცოტა არ იყოს, განსხვავებულია. რეალურად, როცა ჩვენ ადგილობრივი არჩევნების შირმის ქვეშ ვმონაწილეობთ სტარტაღებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, ისიც კი ძნელია, განსაზღვრო ის მოთხოვნები და კრიტერიუმები, რომელიც ამ ვითარებაში მედიას უნდა წაუყენო.

კარსმომდგარი „ადგილობრივი“ არჩევნებისთვის მზადების თვალსაზრისით, პრესაში ოპოზიციის ქმედებებში ძირითადად თუ ყველაფერი გაშიფრულია, გაცილებით საინტერესოა და მრავალსვლიანი ხელისუფლების სხვადასხვა სეგმენტებში მიმდინარე მოსამზადებელი პროცესები.

საინტერესო ანალოგიები იჩენს თავს 2003 წლის პერიპეტიების გაანალიზებისას. 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებზე შევარდნაძეს რომ სააკაშვილის მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა და მისთვის დაეფიქსირებინა სასურველი პროცენტი, ანუ რეალურად გაეყალბებინა არჩევნების შედეგები „ნაციონალების“ სასარგებლოდ, ქვეყნისთვის მართლაც ისტორიულ, საშვილიშვილო საქმეს ჩაუყრიდა საფუძველს: შექმნიდა პრეცედენტს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციით განსაზღვრული საარჩევნო ციკლის დასრულებისა, რითიც ყველაზე კარგ სამსახურს გაუწევდა ისევ სააკაშვილს, რადგან 2004 წელს, კონსტიტუციით განსაზღვრულ ვადაში, პრეზიდენტის შეცვლის შემთხვევაში, დღეს ყველაზე გულდადებული სწორედ სააკაშვილი იქნებოდა და ოპოზიციასაც ნაკლები სტიმული ექნებოდა საარჩევნო ციკლის დარღვევისა და ხელისუფლებაში მოსვლის არასაარჩევნო გზების ძიებისა.

დღევანდელი სიტუაცია დიდად არ განსხვავდება მაშინდელისგან. განსხვავება ის არის, რომ დღეს ოპოზიცია შეუდარებლად სუსტია, ვიდრე მაშინ. მაგრამ სწორედ ამიტომ, ბრძოლის მთელი სიმძიმე ხელისუფლების შიგნით გადავა. ამჯერად უკვე სააკაშვილს მარტივად შეუძლია, გაიხანგრძლივოს ხელისუფლებაში ყოფნის ვადა: როგორც პრეზიდენტს 2013 წლამდე, და შემდეგაც, სხვადასხვა კონფიგურაციებით, როგორც ერთ-ერთი წამყვანი და გავლენიანი პოლიტიკური ძალის ლიდერს, თუ ის შეძლებს აჯობოს საკუთარ თავს და საკუთარ გარემოცვას. ამისთვის საჭიროა, ქალაქის მერად მოიყვანოს, ასე ვთქვათ, ლოიალური ოპოზიციის წარმომადგენელი, რითიც საზოგადოების მოთხოვნების სიმძიმის ცენტრს მასზე გადაიტანს – გააჩენს მის მიმართ მოლოდინებს და პასუხისმგებლობასაც აჰკიდებს, თავად კი ოპოზიციაში ჩაუდგება. ამ კონფიგურაციიდან კი, როგორ გამოადნოს მისთვის სახეირო პარტია, ეს მასზე და მის პოლიტტექნოლოგებზე უკეთესად საქართველოში არავინ იცის. სულ მინიმუმ, გაჩნდება პასუხისმგებლობის ორი პოლუსი, რომელზეც გადანაწილდება ამომრჩევლის უკმაყოფილება, აგრესია და ა.შ. ამ გზით მას და მის გუნდს (ვინც მასთან დარჩება), ფაქტობრივად, გაეხსნება ახალი სუნთქვა ჯერ საპარლამენტო, შემდეგ კი, 2013 წლის არჩევნებისთვის. რა თქმა უნდა, ასეთი სცენარი გარკვეულ რისკსაც შეიცავს, რომ მერად „გამწესებული“ ოპოზიციური ძალა შეიძლება რეალური პოლიტიკური გავლენისა და ბერკეტების მოპოვებასაც ეცადოს, მაგრამ, ვფიქრობ, ეს რისკი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ის, რომელსაც დღევანდელი სტატუს-ქვო შეიცავს.

ამ ფონზე, დამაფიქრებელია საანალიზო პერიოდის პრესაში ხაზგასმით აქცენტირებული სისხლიანი სცენარის ალბათობის თემა ან არჩევნებამდე ან არჩევნების მერე. თუ რეალურია საუბრები იმაზე, რომ თავად ხელისუფლებაში მიდის გამძაფრებული მზაობა პრეზიდენტის სავარძლისთვის, რასაც აქტიურად აშუქებს წინა კვირის პრესაც, მოდით, ასე დავსვათ საკითხი (ისევ და ისევ გასაანალიზებელი პერიოდის პრესაზე დაყრდნობით): თუ საქართველოში მოსალოდნელია ყირგიზეთის სცენარი, ვის აქვს უფრო მეტი რესურსი, გამარჯვებული გამოვიდეს ამ შეტაკებიდან: ოპოზიციას? ნაკლებად. უფრო მეტად, ისევ ხელისუფლებას, ოღონდ არა სააკაშვილის სახით.

და ისევ 2003 წელს დავუბრუნდეთ – რატომ თქვა უარი სააკაშვილმა ხელისუფლებაში კონსტიტუციური გზით მოსვლაზე სულ რაღაც რამდენიმე თვეში. მას ხომ ამის ძალზედ რეალური შანსი ჰქონდა და თანაც ეს მის მშვიდ მმართველობას შეუწყობდა ხელს. პასუხი ცალსახაა: იმიტომ რომ, შანსს გარანტირებული პრეზიდენტობა არჩია.

ამავე ლოგიკით, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი გადასახედიდან, ოპოზიციური დაქსაქსულობისა და პოტენციის არქონის პირობებში, ყველაზე მეტი შანსი და რესურსი 2013 წელს პრეზიდენტის სავარძლის დაუფლებისა ისევ დღევანდელი ხელისუფლებიდან რომელიმე გუნდს აქვს, ისინიც, რა თქმა უნდა, გარანტირებულ პრეზიდენტობას არჩევენ თეორიულ შანსს. მით უფრო, რომ მათი შანსები 2013 წელს გაცილებით მცირე იქნება, ვიდრე იყო სააკაშვილისა 2003-ში, რადგან 2013 წლამდე დღევანდელი სახედაკარგული ოპოზიციაც შეეცდება, ახალი სისხლი გადაისხას. მათ პარალელურად, ხელისუფლების მიერ ხელდასხმული ოპოზიციური პარტიებიც სულ უფრო და უფრო აკრეფენ ძალებს. ასე რომ, დღეს სააკაშვილის გუნდის წევრებს უფრო მეტი მოტივაცია და რესურსი აქვთ, ვადამდე, ანუ 2013 წლამდე, კიდევ ერთხელ გაინაღდონ საპრეზიდენტო სკამი, ვიდრე ეს ჰქონდა მათ დღევანდელ ლიდერს 2003-ში. არ შეეცდებიან ისინი ამ შანსის გამოყენებას? საეჭვოა.

ამდენად, წინ საინტერესო პროცესები გველის. და ამ პროცესებში ადგილობრივ არჩევნებს მხოლოდ საბაბის როლი ექნება, რაც სათანადოდ აისახა კიდეც გასული კვირის პრესაში, რომელმაც, ამჯერად, კალეიდოსკოპური სიზუსტით ასახა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სივრცეში მიმდინარე პროცესები და განწყობები. ვნახოთ, რა იქნება შემდეგ კვირაში.

http://presa.ge/index.php?text=news&i=10304
09:48 19.04.2010
kote-1962
09:37 / 19-04-2010
"ამ გადაცემის ამოცანა ისიც იყო, რომ ადამიანს უპერსპექტივობის განცდა გასჩენოდა"

რუსეთის პრეზიდენტის განცხადება, ყირგიზეთის სცენარი შეიძლება ნებისმიერ ქვეყანაში განმეორდესო," ბევრმა საქართველოს ხელისუფლებისათვის გზავნილად მიიჩნია. გაჩნდა მოსაზრება, რომ მედვედევი საქართველოს უკრაინასა და ყირგიზეთში განვითარებულ მოვლენებს შორის არჩევანის გაკეთებას სთავაზობს.

რა არჩევანის წინაშე დგას ქართველი საზოგადოება, რა გზას უნდა დავადგეთ და რა არის შექმნილ ვითარებაში ჩვენთვის პრიორიტეტული, ამ საკითხებზე ფსიქოლოგი ზურაბ მხეიძე გვესაუბრება:

- რაც ჩვენი ქვეყნის გარშემო ხდება, კრიზისის შედეგია, გარე საკითხებზე კი აქცენტი იმიტომ გადააქვთ, რომ ყურადღება არ გამახვილდეს ქვეყნის შიდა პრობლემებზე.

როდესაც ყირგიზეთისა და უკრაინის სცენარებზე გველაპარაკებიან, ხელოვნურად გვიზღუდავენ არჩევანს, რომ ჩიხში მომწყვდეულად ვიგრძნოთ თავი. თითქოს სხვა არჩევანი არ არსებობს, არადა არჩევანი, შესაძლოა, ოთხიც იყოს და მეტიც. რადგან ხალხი ასე უკმაყოფილოა, ხომ შეიძლება ხელისუფლება გადადგეს და დანიშნოს ვადამდე საპარლამენტო არჩევნები, ან სხვა გამოსავალი მოძებნოს და არჩევნები ობიექტურად ჩაატაროს ქვეყანაში.

რამდენიმე წლის წინ ერთმა ამერიკელმა ქართველ ჟურნალისტს უთხრა, პოლიტიკოსთა წინასაარჩევნო დაპირებები უნდა ჩაინიშნოთ და მას უნდა ენდოთ, ვინც დაპირებებს შეასრულებსო. ასეთ პოლიტიკოსს უნდა ენდოთ და არა იმას, ვინც "კარგი ტიპია" ან სასურველი სასიძო. ქართველებს დემონსტრაციულობა გვახასიათებს, თავს იმაზე უკეთესად ვაჩვენებთ, ვიდრე სინამდვილეში ვართ.

გვახასიათებს ინფანტილურობა და ისტერიულობაც - სწორედ ეს თვისებები გვიშლის ხელს. საქართველოში არჩევანს კომპეტენტურობისა და პროფესიონალობის ნიშნით არასოდეს აკეთებენ. რატომღაც აუცილებლად მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტი უნდა გვიყვარდეს, არადა, თუ პრეზიდენტი ნაკლებად გაგვახსენდება, სწორედ ეს იქნება სიმპტომი, რომ კარგ ქვეყანაში ვცხოვრობთ.

საზოგადოებამ მოვლენების კრიტიკულად შეფასება უნდა ისწავლოს. კარგად უნდა გავიაზროთ, რას გვეუბნებიან პოლიტიკოსები, რომლებიც ხშირად დემაგოგობენ. ამ მხრივ მეტი გაწაფულობა ხელისუფლებას ეტყობა. ერთნაირი სტილი აქვთ, ყველა ერთნაირად ლაპარაკობს.

ერთხელ, როდესაც ხელისუფლების წევრებისაგან რომელიღაც საკითხზე რამდენიმე ერთი და იგივე კომენტარი მოვისმინე, დავინტერესდი და გავარკვიე, რომ თურმე ტექსტები ურიგდებათ. აბა, გაბედოს ვინმემ და სხვანაირად თქვას.

რეალურად ჩვენი პრობლემა არც ხელისუფლების და არც ოპოზიციის ბრალია, პრობლემის თავიდათავი საზოგადოებაშია საძებნი. რომელ საზოგადოებას გაუბედავდნენ იმას, რასაც ხელისუფლება ან ოპოზიცია ჩვენსას უბედავს? რომელ ნორმალურ ქვეყანაშია, ხელისუფალი საზოგადოებას ატყუებდეს და თანამდებობაზე რჩებოდეს.

ამ საზოგადოებამ გადაყლაპა რობაქიძის ამბავი, ჟვანიას მკვლელობა და ისიც, რომ მის გარდაცვალებაზე ეფ-ბი-აის დასკვნა უკუღმა წაგვიკითხეს. როდესაც ამ ტყუილს მივხვდით, ეს თარჯიმანს დააბრალეს. ყველაფერი ეს საზოგადოებამ გადაყლაპა და რა შუაშია ოპოზიცია? ეს ჩვენი საზოგადოების ინფანტილურობის შედეგია, რომლის მიზეზიც აღზრდაა.

გადამეტებული მზრუნველობა ბავშვს ართმევს პასუხისმგებლობის განცდას და შემდეგ თავისი ქცევისა და ყველა შედეგის სხვაზე გადაბრალებას ცდილობს. ადამიანს, ძირითადად, აღიარება და ზრუნვა სჭირდება. ჩვენთან ზრუნვას იღებენ, მაგრამ აღიარებას - არა.

ამიტომ მოზრდილობაში ცდილობენ კომპენსირებას და ეს ხდება ატრიბუტიკის მეშვეობით. აღიარება ჰგონიათ თანამდებობები, პრესტიჟული ნივთები და ა.შ. ატრიბუტიკას კი კავშირი არა აქვს პიროვნულ აღიარებასთან. იმიტომ, რომ სანამ ატრიბუტები გაქვს, მანამდე "გაფასებენ". ამიტომაც ვერ ელევიან თანამდებობებსა და ნივთებს.

საზოგადოება მომთხოვნი რომ იყოს, ოპოზიციასაც და ხელისუფლებასაც აიძულებდა, ანგარიში მეტად გაეწიათ მისთვის.

- საზოგადოება რატომღაც ექსპერიმენტის ობიექტად იქცა. გავრცელებული ინფორმაციით, მოდელირებული "ქრონიკის" შემდეგ ქვეყნიდან გასვლის მსურველთა რაოდენობა ძალზე გაიზარდა.
- იქნებ ამ გადაცემის ამოცანა ისიც იყო, რომ ადამიანს უპერსპექტივობის განცდა გასჩენოდა და ამით უფრო პასიური გამხდარიყო. ხალხი რომ ხედავს, პერსპექტივა არა აქვს, ქვეყნიდან მიდის. თუმც არა მგონია, ამის გამო ვინმე წუხდეს ხელისუფლებაში. მხოლოდ თავად თუ დარჩებიან, ხომ უკეთ გადაწყვეტენ უმუშევრობის პრობლემას.

- "კვირის პალიტრაში" თურქეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულის წერილი დაიბეჭდა, რომელიც გაოცებას ვერ მალავდა, ქართველი ქალები საშოვარზე არიან უცხოეთში, კაცები კი ან შინ რჩებიან, ან სხვა ქვეყანაში მუშაობენო. ასე დაფანტული ოჯახი ხომ, ფაქტობრივად, არ არსებობს?
- როდესაც ოჯახში ძირითადი შემომტანი ქალი ხდება, ეს მიმანიშნებელია, რომ ქვეყანაში ძალიან ცუდი მდგომარეობაა. თუ გადახედავთ მსოფლიო ისტორიას, აღმოაჩენთ, რომ ქალი ომის ან ძალიან დიდი კატაკლიზმების შემდეგ აქტიურდება. ქართველს ძალიან უჭირს თავისი სოციუმისგან მოწყვეტა. თუ ქართველმა გადაწყვიტა, რომ სხვაგან სამუდამოდ წავიდეს, ეს ძალიან ცუდი ვითარების მაჩვენებელია.

2008 წელს ჩავატარეთ კვლევა და აღმოჩნდა, რომ მოსახლეობის 36%-ს საზღვარგარეთ წასვლა უნდოდა, უმრავლესობას - სასწავლებლად. ხელისუფლებამ შემოიღო მოდად, თუ ჩამოიტანთ ინგლისურ ენაზე სერტიფიკატს, გარანტირებული სამსახური გექნებათო და ახალგაზრდებიც მიდიან. ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ აქაური განათლება და დიპლომი დისკრედიტებული იყოს.

რა მნიშვნელობა აქვს, კონსტიტუციაში ბრეჟნევი ჩამიწერს, ქართული სახელმწიფო ენა არ იყოსო თუ სახელმწიფო დაადგენს, თუკი ინგლისური არ იცი, სამსახურში არ მიგიღებთო. რატომ ვკლავთ ქართულ ენას, როგორ შეიძლება ქართული ენა საქართველოში დისკრედიტებული იყოს? შედით და ნახეთ, რა უცნაური დასახელებები გაჩნდა ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში: ტუტორები, ქვიზები, სქინზები, ფულ-პროფესორები.

რა არის ეს?! ამას წინათ უნივერსიტეტში პლაკატი დავინახე - "ფართი ყველა სტუდენტისათვის". მეგონა, სტუდენტებს ფართს ურიგებენ-მეთქი და ვიკითხე, ამდენ სტუდენტს ფართს როგორ ურიგებთ-მეთქი. თურმე წვეულება ჰქონიათ სტუდენტებისთვის. ტელევიზიით გამოვიდა ერთი და თქვა, კახეთში ივენთი გვქონდაო. განგებ ვუკეთებთ ამას ქართულ ენას?!

წაკითხული მაქვს ერთი კონცეფცია, რომლის თანახმადაც საქართველოში სოფლები აღარ უნდა იყოს, მხოლოდ ხუთი დასახლებული ძირითადი პუნქტი იარსებებს. ლევან რამიშვილის სტატიაში კი წავიკითხე, 30 წლის მერე მივიღებთ ისეთ ადამიანს, როგორიც გვინდაო. ქართული ენა რა დღეშია, ხომ მოგახსენეთ? აი, ამ სამ სამკუთხედს თუ შევკრავთ, რა გამოვა? ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი მხოლოდ საგანმანათლებლო ცენტრი არ არის.

ძალიან ბევრი რამის სიმბოლოა. ქართული მენტალიტეტის მოსაშლელად და 30 წლის მერე სასურველი პროდუქტის მისაღებად გახდა საჭირო უნივერსიტეტის დისკრედიტაცია. სოფელი კი კონსერვატორია თავისი ბუნებით, ღირებულებებსა და ტრადიციებს დიდხანს ინარჩუნებს.

თუ სოფელი გაქრება, მენტალიტეტიც იოლად შეიცვლება. რატომ არ ესმით, რომ გადაკეთებული ქართველი არავის სჭირდება? რატომღაც ვერ აცნობიერებენ, რომ შეიძლება დარჩე ქართველად, განვითარდე და სწორედ იმით მიიღო უპირატესობა, რომ ასეთი თვითმყოფადი ხარ. ასეთ ვითარებაში გამოსავლად მიმაჩნია, რომ საკუთარი თავის დანახვა ვისწავლოთ.

აუცილებელია ზოგადი განათლება, რომ მოვლენებს კრიტიკულად შევხედოთ, პოლიტიკოსები გაკეთებული საქმეებით შევაფასოთ. კრიზისს ერთი დადებითი თვისება აქვს: კრიტიკულ აზროვნებას ჩართავს ხოლმე და იმედია, ჩვენს ცნობიერებაშიც მოხდება გარდატეხა. თავი დავანებოთ ოპოზიციის ან ხელისუფლების იმედად ყოფნას, საკუთარი თავის იმედი გვქონდეს. ვიყოთ მეტად მომთხოვნები და ანგარიშსაც მეტად გაგვიწევენ.


იზო რიკაძე
ყოველკვირეული გაზეთი ”კვირის პალიტრა”
kote-1962
გაუფრთხილებლობა თუ სისასტიკე - პოლიციელის ტყვიას უდანაშაულო ადამიანი ემსხვერპლა

[video]

[ნანა ფაჟავა, ზუგდიდი]


17 აპრილს ზუგდიდში, ენგურქაღალდკომბინატის დასახლებაში, პოლიციის მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია მსხვერპლით დასრულდა. 60 წლის ნუგზარ მანია პოლიციის თანამშრომლის, ედიშერ შელიას იარაღიდან გასროლილი ტყვიის შედეგად ადგილზე დაიღუპა.

იმავე საღამოს შსს სამინისტრომ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საკუთარ ვებგვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლიცია დასახლებაში ოჯახური კონფლიქტის დარეგულირების მიზნით გამოჩნდა. შსს დეტექტივი, გრიგოლ ბესელია განმარტავდა, რომ „თამაზ თოლორაია და მისი შვილი გიორგი თოლორაია ერთმანეთს აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას და იყვნენ აგრესიულები. პოლიციის თანამშრომლებმა სცადეს სიტუაციის განმუხტვა, რა დროსაც მათ წინააღმდეგობა გაუწიეს გიორგი და თამაზ თოლორაიებმა და მათმა მეზობლებმა, პოლიციასთან შეხლა-შემოხლის დროს პოლიციის უმცროსი ინპექტორის იროდიონ შელიას ტაბელური იარაღიდან მოხდა გასროლა, რა დროსაც სამწუხაროდ გარდაიცვალა გიორგი თოლორაიას ერთ-ერთი მეზობელი ნუგზარ მანია. შელია დაკავებულია.“

მკვლელობიდან რამდენიმე საათში გადაცემა „პოსკრიპტუმში“ იმავე შინაარსის განცხადებები გავრცელდა და მკვლელობა პოლიციელის მხრიდან გაუფრთხილებლობით გამოწვეულ ქმედებად, ხოლო ფაქტი უბედურ შემთხვევად შეფასდა.

მანამ, სანამ ნუგზარ მანიას ცხედარს ზუგდიდის პროზექტურაში ექსპერტიზა უტარდებოდა, „პრესა.გე“ შეეცადა მკვლელობის დეტალები გაერკვია. თვითმხილველებთან და გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან საუბრის შემდეგ შსს-სგან სრულიად განსხვავებული ფაქტები დადასტურდა. მანიებისა და მათი ახლობლების გაღიზიანება სწორედ სამართალდამცავებისა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტების მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ გამოიწვია, რადგან ნუგზარ მანიას მკვლელობის მიზეზი და ადგილი რეალურად სხვა იყო.

ლუიზა ქობალია ერთ-ერთი თვითმხილველია იმისა, თუ სად და როგორ მოხდა შემზარავი ისტორია. იგი სამგზავრო ავტობუსიდან ნუგზარ მანიასთან ერთად ჩამოვიდა.

ლუიზა ქობალია: „გაჩერებიდან რამდენიმე მეტრი გავიარეთ და ვნახეთ პოლიციელები, რომლებიც ახალგაზრდა ბიჭის დაკავებას ცდილობდნენ. ეს ბიჭი ეხვეწებოდა, რატომ მიკეთებთ ამას, მე უკვე ვმკურნალობო... ნუგზარი შეჩერდა და პოლიციელებს უთხრა, არ გეცოდებათ ბავშვი, როგორ გეხვეწებათ, გაუშვით, ან ასე მხეცურად რატომ სცემთო. ერთმა პოლიციელმა უპასუხა, წადი აქედან, თავი ხომ არ მოგძულებიაო და ნუგზარს ხელი ჰკრა. ეს ყველაფერი მის შვილს შორიდან შეუნიშნავს და ისიც მოგვიახლოვდა. ნუკრიმ პოლიციელებს მოუწოდა, შეწყვიტეთ მამაჩემის ცემაო... პოლიციელს მანაც დაარტყა. ამ დროს ამოიღო იარაღი და შვილს დაუმიზნა, მამა კი გადაეფარა და ტყვიაც გავარდა...“

თამუნა ქირია, რომლის სახლთან ახლოს მოხდა მკვლელობა, იხსენებს, რომ ხმაურზე მეგობრებთან ერთად ქუჩაში გავიდა და მომხდარი საკუთარი თვალით იხილა. იგი პოლიციელის მოქმედებას არაადეკვატურად მიიჩნევს და აცხადებს, რომ იგი არაფხიზელ მდგომარეობაში, ან ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

თამუნა ქირია: „პირველად ხმა შემოგვესმა, ბიჭი ყვიროდა, გოგა, რატომ მირტყამ, რატომ მკლავო... რომ გავედით ვნახეთ, რომ ამ ბიჭს ორი პოლიციელი ურტყამდა, ის კი ყვიროდა, ხომ იცით „უსლოვნი“ მაქვს და პრობლემებს რატომ მიქმნით, ან მამაჩემს დაურეკეთ, ან ადვოკატსო. ამ დროს გამოჩნდა ჩვენი მეზობელი ნუგზარი, რომელიც გამოექომაგა ბიჭის ცემას, რას შვებით, მხეცები ხომ არ ხართო... შემდეგ მისი შვილი მოვიდა... ის პოლიციელი იარაღს უაზროდ ატრიალებდა, მერე პირდაპირ გამოაცხადა, მოგკლავო. პოლიციელმა იარაღი დაუმიზნა, ნუგზარი მიეჭრა და ჩხუბი, გაწევ-გამოწევა დაიწყო. გასროლის ხმა გაისმა და კაცი ჩაიკეცა... მუცელში იყო დაჭრილი.“

ქირია, ქობალია და მკვლელობის სხვა მოწმეები იხსენებენ, რომ პოლიციელებმა უკვე ფაქტობრივად გარდაცვლილი მანია ადგილზე დატოვეს, იგი საავადმყოფოში მხოლოდ მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც თვითმხილველებმა პოლიციის თანამშრომლებს მანქანის გაჩერება კატეგორიულად მოსთხოვეს.

გარდაცვლილის და, დალი მანია, რომელიც ძმის ტრაგიკული სიკვდილით შეძრწუნებულია, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებასთან ერთად გულისწყრომას იმ ჟურნალისტების მისამართით გამოთქვამს, რომლებმაც მკვლელობის შესახებ დეზინფორმაცია გაავრცელეს.

დალი მანია: „ჩემი ძმა უდანაშაულო მსხვერპლია. იგი საკათედრო ტაძრის მშენებლობაზე მუშაობდა და შინ დაქანცული ბრუნდებოდა...ძაღლივით მომიკლეს ქუჩაში. ეცემათ, ან ხელში, ან ფეხში დაეჭრათ, მაინცდამაინც რატომ მოკლეს, სხვას რომ იცავდა? რატომ აქვს პოლიციას მოკვლის უფლება? დაიჭიროს, თუ დამნაშავეა, გაასამართლოს!“

„პრესა. გე“-მ შსს-ს მიერ დასახელებულ მკვლელობის ადგილზეც მივიდა. მეზობლები მამა-შვილის, ვეფხვია(გიორგი) და გიორგი თოლორაიებს შორის არსებულ დაპირისპირებას, ან მათ ოჯახში რაიმე სახის ინციდენტს კატეგორიულად უარყოფენ. ისინი ამბობენ, რომ შს სამინისტრომ ტყუილი მაშინაც თქვა, როცა ვეფხვიას ნაცვლად თამაზ თოლორაია დაასახელა.

ერთ -ერთი მეზობელი, რამინ გულუა იმასაც ამბობს, რომ თოლორაიები სარემონტო სამუშაოების გამო სახლში იშვიათად ჩნდებიან. ჯუმბერ სართანია კი ერთ-ერთი თვითმხილველის ნაამბობს იხსენებს, რომელმაც პოლიციელის ხელში „შპრიცი“ შენიშნა. ერთ-ერთი ვერსიით „ინსულინის შპრიცში“ არსებული საინექციო ხსნარი ნარკოტიკული საშუალება იყო და იგი გიორგი თოლორაიასათვის ბრალის წაყენების მიზეზი უნდა გამხდარიყო...

გიორგი თოლორაია დაკავებული არ არის, მაგრამ მოკლულია ნუგზარ მანია... იმ ღამეს პოლიციის ენგურქაღალდკომბინატის ქვეგანყოფილებასთან პოლიციის განსაკუთრებული მობილიზება შეინიშნებოდა. ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში კი საგანგებო თათბირი იმართებოდა, რომელსაც სამხარეო პოლიციის მთავარი პოლიციელი თენგიზ გუნავა ესწრებოდა.

შენობასთან მისულ ჟურნალისტებს კი არავინ გამოხმაურებია, სამაგიეროდ პოლიციის უფროსის მოადგილემ, ზედმეტსახელად, „ლოქოდ“ ცნობილმა თორიამ სამიოდე ჟურნალისტის გამოჩენა რომელიღაც „შეფს“ „საჯარისო ნაწილების მზადყოფნად“ შეუფასა და შენობაშივე გაუჩინარდა.

ჟურნალისტებმა მკვლელი პოლიციელის უშუალო ხელმძღვანელი, ქვეგანყოფილების უფროსი, ლაშა ექონიაც დააფრთხეს, რომელიც მისმა თანამშრომლებმა რამდენიმე წუთით ადრე თბილისში „მიავლინეს“... ექონია პოლიციის ეზოდან პირდაპირ რკინის ღობეს გადაახტა და „პიკაპის“ საბარგულს დაენარცხა.

შესაძლოა, სხვა დროს, ჟურნალისტის მხრიდან არაეთიკური, თუნდაც უხერხული მომენტი იყოს ხაზგასმით აღნიშვნა ადამიანის რაიმე ფიზიკური ნაკლისა, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ლაშა ექონიასთვის მხედველობის ქონა, მიუხედავად იმისა დაკარგა თუ არა მან თვალი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, მნიშნელოვანია. შს სამინისტროსათვის კი, იგი გასათვალისწინებელი ფაქტორი უნდა იყოს...


http://presa.ge/index.php?text=news&i=10331
18:19 19.04.2010
kote-1962
დიტო გელოვანი: Deep Misha In Rock [video]

[დიტო გელოვანი ის, რაც ხდებოდა წინა კვირაში - „ვერსია“]


ჩვენ ხშირად ვტყუით, რაკი პირში არავინ გვეუბნება ქოსატყუილები ხართო, გვეჩვენება, რომ დაგვიჯერეს. თუ კაცი ტყუილის წინააღმდეგ ხმას არ იღებს, ეს ხან მსმენელის ზრდილობით არის გამოწვეული (აღზრდა ნებას არ აძლევს თავხედურად მიახალოს - ცრუპენტელა ხარო), ხან კი უბრალო ანგარიშიანობის საქმეა. არის შემთხვევა და არცთუ იშვიათად, როცა ტყუილი მსმენელისთვის ხელსაყრელია. ისიც გატრუნულია. თავი ისე უჭირავს, თითქოს სიცრუეს ვერ მიხვდა. თორემ ადამიანის მოტყუება ძნელია. სიმართლე ყველამ იცის.
ზოგჯერ სირაქლემას სენიც გვჭირს. თავი თუ სილაში ჩავრგეთ და უშველებელი ტანი სააშკარაოზე დავტოვეთ, გვგონია დამალული ვართო. ოღონდ სიცოცხლეში ნუ გვეტყვიან სიმართლეს და სიკვდილის მერე რაც უნდა ის ილაპარაკონ. მკვდრის ყურამდე ვეღარ მიაღწევს.
(აკაკი ბაქრაძე, „კინო, თეატრი“)

პირდაპირ ნიუსით დავიწყებ: „საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ამერიკაში ვიზიტმა ცხადყო, რომ საქართველოს აშშ-ის ყველა პოლიტიკური ძალის მხრიდან მხარდაჭერა აქვს. ამის შესახებ, პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და პრეზიდენტის ვიზიტი მნიშვნელოვნად შეაფასა“.

რატომ წავიდა, ვის დაკარგვია, რა თქვა, ვინ მოუსმინა, მოუსმინა თუ არა ვინმემ და ა.შ. ეს მანანა მანჯგალაძეს არ აინტერესებს.

„ბოლო პერიოდის განმავლობაში ეს იყო უპრეცედენტო და ფართო სახის შეხვედრები. საქართველოს აქვს არა მარტო ამერიკის ხელისუფლების, არამედ საზოგადოების მხარდაჭერა. ეს პოზიცია ბარაქ ობამასთანაც და ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენთან შეხვედრისასაც დადასტურდა“ - თქვა საქართველოს ხელისუფლებაში მოკალათებულმა მორიგმა მანანამ.

ძველი ებრაელები მანანით იკვებებოდნენ. ჩამორჩენილ ქართველებს მანანა გვკვებავს.

გასულ კვირაში მიშა ვაშინგტონში იკვებებოდა და თუ შეხვედრები უპრეცედენტო იყო, უნდა ვივარაუდოთ, რომ კვებაც უპრეცედენტო იქნებოდა. თუმცა, ვიმეორებ, ეს მხოლოდ ვარაუდების დონეზეა, დიდ პოლიტიკაში კი ჩხიბვა არ მოსულა და არც სადილზე დაგვიანება მოსულა.

„ჟურნალისტებს მხედველობიდან არ გამორჩენიათ, რომ მედვედევმა სადილზე მისვლა დააგავიანა და ობამა მას საქართველოს პრეზიდენტის შემდეგ მიესალმა“ - იტყობინებოდა „ინტერპრესნიუსი“. მართლაც, ჟურნალისტებს ვერაფერს გამოაპარებ. მაგალითად, მე, წავიკითხე თუ არა ეს ნიუსი, მივხვდი, რომ პრეზიდენტებმა კუპეზე უარი თქვეს და საერთო დარბაზში ისადილეს.

სისულელეა – შეიკრიბნენ, ისადილეს და მიშაც იქ იყო. ბირთვულ უსაფრთხოებაზე ისაუბრეს და მიშაც იქ იყო. სად მიშა და სად – ბირთვული უსაფრთხოება? თან, დიდი ხანია, მსოფლიო ლიდერები ბებიამისისას მიირთმევენ და სად მიშა და სად – ბებიამისისა? მიშას სუში უყვარს, ბებიამისს – ქუვეითი. „საღამოს ორი სამუშაო სხდომა გაიმართება, ხვალ კი, სახელმწიფოთა მეთაურები სამუშაო საუზმეზე შეიკრიბებიან“ - 13 აპრილს მამცნო სააგენტომ. სად მიშა და სად – სამუშაო შეხვედრა? როგორც ფლომასტერისგან სალამური არ გაკეთდება...

ანუ, 14 აპრილს მიხეილ სააკაშვილმა 46 ქვეყნის მეთაურთან ერთად ისაუზმა, მაგრამ ალბათ უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ 46 ქვეყნის მეთაურმა ისაუზმა მიშასთან ერთად. ჟურნალისტებს ვერაფერს გამოაპარებ-მეთქი და... იმ დღეს მანანა მანჯგალაძემ რომ განაცხადა, ქართული ენის დღე იყო და ამიტომ სარკოზი და მედვედევი მთელი ექვსი პუნქტის განმავლობაში ქართულად ლაპარაკობდნენო, არ ვიცი, მანჯგალაძეს ეს არ უთქვამს თუ თქვა, მაგრამ მე გამომეპარა.

სამაგიეროდ, ქართული ენის დღე არ გამოპარვიათ ცნობილ ქართველ ეროვნულებს და საზოგადო საბჭოებს, ზვიად ძიძიგურს და კობა დავითაშვილს. მათ ქართული ენის დღესთან დაკავშირებით რუსთაველის გამზირზე მსვლელობა გამართეს, თან წაიყვანეს (თუ, თან წაიღეს? რომელია სწორი ფორმა?) ჟურნალისტები და ის მაღაზიები და დაწესებულებები დაათვალიერებინეს, რომლებსაც ქართული წარწერები არ აქვთ. რუსთაველის გამზირზე ასეთი 27 ობიექტი აღმოჩნდა, მათ შორის - „სვაროვსკი“, „ფრანკო ფონტანა“, „სევენთ ჰილი“ და სხვა.

რუსთაველის გამზირზე ხეტიალი ნუ მოუშალოთ ღმერთმა, მაგრამ „ნორმალმა“, „რეგულარმა“ და „სუპერმა“ რა დააშავეს? აი, გახდება ძიძიგური მერი, დავითაშვილი – საკრებულოს თავმჯდომარე და ორ კვირაში ბენზინის ჩასხმას რომ დააპირებთ, ზაპრავშიკი აუცილებლად გკითხავთ: „რომელი გწადიათ - „ისე რა“, „ზომიერი“ თუ „ძალიან კარგი“?» და თქვენ უპასუხებთ: „გმადლობთ. ეგზომ მწადია „ძალიან კარგი“, თუმცა, რამეთუ შეჭირვებული ვარ, „ზომიერით“ დავკმაყოფილდები“. ზაპრავშიკი აღფრთოვანდება: „აფერუმ, თქვენს ქართულს“ და გაიფიქრებს: „ნა ვერწელეს საქმე როგორ არის?“

„ნა ვერწელეს საქმე“ მშვენივრად არის - კობა დავითაშვილი მოსკოვში ვიზიტს გეგმავს. დავითაშვილი ამბობს, ჯერ ვერ გეტყვით, როდის წავალო. არც მინდა წინასწარ რამის თქმა - რამდენჯერაც რაღაც ვთქვი, მერე ვეღარაფერი გავაკეთეო. ყოველ შემთხვევაში, უკვე ცნობილია, რომ „ხალხის პარტიის“ ლიდერი 22 აპრილს „საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესზე“ დასწრებას ნამდვილად აპირებს. ებრალიძემ 22 აპრილი აირჩია. დღისით კონგრესი ჩატარდება, საღამოს კი ყველანი ერთად ლენინის დაბადების დღეზე წავლენ.

ასეთია გეგმა, მაგრამ როგორც ცნობილია, გეგმები იცვლება ხოლმე. არ არის გამორიცხული, რომ ქართული პოლიტ-ელიტის წარმომადგენელს (კობა დავითაშვილს) და რუსული ბიზნეს-ელიტის წარმომადგენელს (ალექსანდრე ებრალიძეს) გეგმები აურიონ ისლანდიელმა ვულკანიზატორშიკებმა.

აი, ეს არის საქართველო – პროვინცია, ყანა... ვიღაც ისლანდიელ ვულკანიზატორშიკს, ეიდურ გუდიონსენს, სულ არ აინტერესებს „საქართველოს ხალხის პარტია“, „საქართველოს ხალხთა კონგრესი“ და „საქართველოს ხალხთა ებრალიძე“.

ჩვენ ვართ პროვინცია, თანაც – ღარიბი პროვინცია. გასულ კვირაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ უცხოელ მოქალაქეთა ჯგუფი დააკავა, რომელსაც მცირე რაოდენობით მაღალგამდიდრებული ურანი აღმოაჩნდა. მაგაშია საქმე – მაღალგამდიდრებული ურანი უცხოელებს აქვთ, ქართველები კი გაღარიბებულ ურანზე ოცნებასაც კი ვერ ვბედავთ. აკი, საქართველო სიღარიბის გარეშეო?!

საინტერესოა, რომ შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დაკავება 2010 წლის მარტში მოხდა. საინტერესო კი მხოლოდ იმიტომ არის, რომ იმათი დაკავება და ამ ამბის გამომზეურება მხოლოდ ახლა მოხდა – როცა ვაშინგტონში ბირთვული უსაფრთხოების სამიტი გაიმართა. ნარკოტიკების სატრანზიტო ქვეყანა ხომ ვიყავით და ვართ, ახლა აბრეშუმის გზაზე ატომური ბომბების ტარებაც დაიწყეს. აბა, სექს-ბომბებს მიშას შიშით ვერ გაუვლიათ.

ხათუნა გოგორიშვილზე გამახსენდა... ადგილობრივი არჩევნები გადამწყვეტ ფაზას უახლოვდება და, შესაბამისად, პოლიტიკოსები ნელ-ნელა უახლოვდებიან სიბრძნე-სიცრუის მწვერვალებს. „ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ არჩევნები იყოს სუფთა და გამჭვირვალე“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ, შემდეგ სახელმწიფო მოხელეები კატეგორიულად გააფრთხილა, არ ჩაერიონ საარჩევნო პროცესში და ავღანეთის საშინაო საქმეებში ჩასარევად ქაბულს გაემგზავრა. მასთან ერთად გაემგზავრა ცნობილი ქართველი მრავალტანჯული ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე გიორგი თარგამაძე. სარკინოზებმა ამ უკანასკნელს რომ ჰკითხეს, რომელ პარტიას წარმოადგენო, თარგამაძემ უთხრა, „გიაურ-დემოკრატიულ კავშირსო“ და დასძინა, რომ მათ გიაურობას გია ჭანტურიას მხარდაჭერა განაპირობებს და იგივე განაპირობებს პროჭანტურისტობასაც.

გაზი 10 თეთრი, დენი – 5 თეთრი, ლუდი – 2 თეთრი, წყალი – 0 თეთრი... თემურ შაშიაშვილი – ერთ-ერთი თეთრი.

თეთრი გოგო გვიყვარდა და შაშოს გვერდით დაგვსვეს...

„თეთრები“ ახმეტისა და ყვარლის გამგებლებს ჟურნალისტებისადმი უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ“ - ეს ნიუსი მაშინვე თვალში მომხვდა, რადგან ბავშვობიდან მაინტერესებს თეთრებისა და წითლების ამბავი. თეთრი – შაშიაშვილია, წითელი – გამსახურდია. „ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელს ლევან გამსახურდიას ტელეფონით დავუკავშირდი, მდგომარეობა ავუხსენი და ამ საკითხზე კომენტარის ჩასაწერად შეხვედრა ვთხოვე. ამან გამგებლის გაღიზიანება გამოიწვია. მან საყვედური გამოთქვა იმის გამო, რომ მე მასთან შეუთანხმებლად ვმართავდი მოქალაქეებთან შეხვედრას და ხალხის პრობლემებს ვისმენდი» - ყვება რადიო „ჰერეთის“ ჟურნალისტი.

ვერ გაიგო ამ ხალხმა, რომ არასდროს, არსად, არანაირად არ უნდა დაუკავშირდე არც ერთ გამსახურდიას. უფრო მეტიც – უნდა მოერიდო ყველას, ვისაც როდესმე რომელიმე გამსახურდიასთან ჰქონია კავშირი. იმ ამბავს რომ დავუბრუნდეთ, წესით და რიგით „ჰერეთის“ ჟურნალისტი იმითაც კმაყოფილი უნდა იყოს, ლევან გამსახურდიამ სუკის აგენტობა რომ არ დააბრალა. გამსახურდიების სტილია.

და რას შვრებიან ამ დროს თეთრები? თეთრები გამოთქვამენ აღშფოთებას და შეშფოთებას. აქ უკვე ნინო ბურჯანაძის სტილი იგრძნობა...

როგორც მოგეხსენებათ, ნიკა ივანიშვილი იმით არის აღშფოთებული, რომ თბილისელები, სამუდამოდ ჩამოსულები და სამუდამოდ წასასვლელად გამზადებული მოქალაქეები დავით აღმაშენებლის ძეგლს ქვემოდან და უკნიდან უყურებენ. გასულ კვირაში ივანიშვილის ერთმა თანაპარტიელმა (ბუთხუზამ და კეთილმა) ვაკის პარკში არსებული მდგომარეობის გამო გამოხატა, ზუსტად არ მახსოვს, შეშფოთბა თუ აღშფოთება. ნადგურდებაო – გადაირია ეს დარბაისელი კაცი. დიახ, ნადგურდება! ნადგურდება იმ დღიდან, რაც ადგილობრივი არჩევნების თარიღი ოფიციალურად გამოცხადდა, მაგრამ 29 მაისს, საღამოს, როცა წინასაარჩევნო კამპანია დასრულდება, მასთან ერთად დასრულდება ვაკის პარკის განადგურების პროცესიც. და იმ დღიდან აღმაშენებლის ძეგლს ხალხი მხოლოდ წინიდან და გვერდიდან შეხედავს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ სატყეო-სანერგე მეურნეობიდან სხვადასხვა სახეობის 700 ნერგი შეიძინა და გოგა ხაჩიძესთან ერთად თბილისის ზღვაზე დარგო. ახლა კი ნამდვილად მჯერა, რომ არსებობს ორი რუსეთი. ერთი რუსეთი ბორჯომის ტყეებს ანადგურებს, მეორე რუსეთი თბილისის ზღვაზე ხეებს რგავს. ასევე, არსებობს ორი გოგა ხაჩიძე. ერთი გოგა ხაჩიძე ოზონის შრეს იცავს, მეორე გოგა ხაჩიძე კლიპებს იღებს პატრულზე, რომელიც იცავს მათ, ვინც იცავს ოზონის შრეს.

მომავალ კვირაში „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ და გოგა ხაჩიძე სტრატოსფეროში თითო ვედრო ოზონს აიტანენ და ხვრელს ამოავსებენ.

გასულ კვირაში ლევან ვარშალომიძე საკანონმდებლო ხვრელების ამოვსებას შეეცადა. გაგიჟებული იყო, გილაურს წერილებს ვწერ და ეგ კიდევ მიკიდებსო. გილაურის ადგილას რომ ვიყო, ვარშალომიძეს მეც დავიკიდებდი, თუმცა, მართალია არ ვარ გილაურის ადგილას, მაგრამ მაინც მკიდია.

ვარშალომიძის პრეტენზია შემდეგში მდგომარეობდა: „როდემდე უნდა შევციცინებდეთ თვალებში თბილისელ ბიუროკრატებს? გაუმარჯოს რეალურ თვითმმართველობას!“ ვარშალომიძეს უნდოდა დაემატებინა, მთელი ძალაუფლება საბჭოებსო, მაგრამ გაახსენდა, რომ „ვამბობთ საბჭოს და ვგულისხმობთ ძიძიგურს“. გაახსენდა და მოკეტა. ასეა თუ ისე, ვარშალომიძემ მიიღო ის, რასაც ითხოვდა – ტუალეტში შესვლა რომ მოუნდება, ნებართვისთვის თბილისში აღარ დარეკავს. ოღონდო – გილაურმა უთხრა – ხშირ-ხშირად არ იარო, ქამარი შემოიჭირეო.

მიშამ იმ პირთა რიცხვი შეამცირა, რომელთაც მსუბუქი ავტომანქანები პერსონალური სარგებლობისთვის ეკუთვნით. ბრძანება უკვე გამოსცა. პერსონალური ავტომანქანების გარეშე დარჩნენ პრეზიდენტის თანაშემწე, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეულის უფროსი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიშნება, პრეზიდენტის მუდმივი წარმომადგენელი და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე. ისინი ივლიან ველოსიპედით და, თუ კარგად მოიქცევიან, მომავალ არჩევნებში „ოთხი შტატივი და ერთი ჩითის კაბა“ მათ დეპუტატობის კანდიდატებად დაასახელებს. გასულ კვირაში გიორგი თარგამაძემ და ინგა გრიგოლიამ ვაკელებს მათი ოცნების მაჟორიტარი – ჯუმბერ ლეჟავა წარუდგინეს და, „ინტერპრესნიუსისა“ არ იყოს, „თბილისის ამომრჩევლებს წინასაარჩევნო პროგრამა გააცნეს“. ჯუმბერ ლეჟავა პროგრამებში ვერ ერკვევა, მაგრამ რაღაც ხომ უნდა ეთქვა?! ლეჟავამ გაიხსენა რამდენიმე ეპიზოდი პატაგონიელთა ცხოვრებიდან და პირდაღებული ვაკელების თვალწინ ორი ათას სამასჯერ აიზიდა.

ჯუმბერ ლეჟავას ყველაფერი ნანახი აქვს და ამიტომ სურს საკრებულოს წევრობა, ხოლო გიორგი თარგამაძის ზაზა გაბუნიას ჯერ არაფერი უნახავს (თუ არ ჩავთვლით „ავატარს“) და ხელისუფლებაშიც ამიტომ მიისწრაფვის.

„რეალ ტივი“-ს გვიან ღამით ჭიშკარს ცეცხლსასროლი იარაღიდან ტყვია ესროლეს. გავრცელებული ინფორმაციით, გასროლა „ტტ“-ს ტიპის იარაღიდან მოხდა. არა, რა... ვერ ვისწავლეთ ქართველებმა უმცირესობების პატივისცემა. თან, მაინცდამაინც «ტტ»-დან რომ ესროლეს! რისი თქმა უნდოდათ? ოჰ, ეგ ლიბერალიზმის მტრები, ეგენი! არა უშავს, ქართველი ლიბერალები მათ „შშ“-ს ტიპის დასავლურ იარაღს დაუპირისპირებენ. შავერდაშვილიიი... შორენააა... ვისოკიი, ტაკოი... კრასივიიი...

რა ვქნა, არ ვარ ამათი გაგებით ლიბერალი, მაგდენს ვერ ვასწრებ. მთელი დრო ანტიზვიადისტობას მიაქვს.

გასულ კვირაში ლეიბორისტებმა გაილიბერალეს (იმათი გაგებით) და საარჩევნო კომისიებში თავისი ადგილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შესთავაზეს. თავისი ადგილი ვისაც უნდათ იმას შესთავაზონ, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ერისა და სახელმწიფოს ხარჯზე. ამ რამდენიმე წლის წინ თავიანთი ადგილი სააკაშვილს უანგაროდ რომ შესთავაზეს და იმანაც ანგარებით რომ მიიღო, კიდევ იმიტომაც ვართ ამ დღეში.

ლევან გაჩეჩილაძემ საბოლოოდ განაცხადა, რომ არანაირი ადგილი არ აინტერესებს, არ სურს და არ იბრძვის. „ლევან გაჩეჩილაძის გადაწყვეტილება მხოლოდ მას ეკუთვნის და ის ჩემი შესაფასებელი არ არის. მის გადაწყვეტილებას საზოგადოება შეაფასებს“, - განაცხადა მამუკა კაციტაძემ. რაღაც დაახლოებით ეგეთს ამბობს ხოლმე ჩემი მეზობლის ბავშვი, როცა გაკვეთილი არ იცის. ამბობს და სკოლიდან ორიანებს ეზიდება.

სანამ გაჩეჩილაძე საკუთარ გადაწყვეტილებას გვამცნობდა, ოქრუაშვილის პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, კლუბ „რა, სად, როდის“ რუხ კარდინალს, თეო ტლაშაძეს რამდენჯერმე ჰკითხეს, გაჩეჩილაძე თქვენი პარტიიდან ხომ არ იყრის კენჭსო. ტლაშაძე არც უარყოფდა და არც ადასტურებდა. გამალებული ფიქრობდა: „კენჭს, კენჭს... რა, კენჭს?“ შემდეგ, ჰკითხეს, ორჯერ ორი ხომ მართლა ოთხიაო. ტლაშაძე არც უარყოფდა და არც ადასტურებდა – საზოგადოებას ჰკითხეთო.

რაც შეეხება საზოგადოებას... ვაღიარებ, რომ არ მიკითხავს საზოგადოებისთვის, ვინ იყო გიგი წერეთელი წინა ცხოვრებაში. კომკავშირის მდივანი მეგონა. გასულ კვირაში გავარკვიე, რომ თურმე ვცდებოდი. დამირეკა და მითხრა. მოვუსმინე, გავიგე და ბოდიშს ვუხდი. მიხარია, რომ ამ ქვეყანაში ერთი კომკავშირელით ნაკლებია.

მიხარია, რომ ჩვენი პრეზიდენტი ასეთ სიტყვებს ამბობს: „ბარაქ ობამა ბრწყინვალე ლიდერია. მოსკოვთან ვაშინგტონის ურთიერთობა ნულიდან არ დაწყებულა. მე ვაკვირდები პრეზიდენტ ობამას და ამ სამიტის განმავლობაშიც ვადევნებ მას თვალს. მისი ქმედებები იმედს მაძლევს“.

რამხელა სიღრმეა... ობამამ გაიგო და გაწითლდა.

მიშა მაგარია!

მ.ს.ვ. (მიშა სააკაშვილსაც ვკითხოთ) ერთხელ მიშა ჭიაურელს ვკითხე: ბატონო მიშა, ახლა რომ შემოგთავაზონ, რაც გნებავთ და როგორც გნებავთ გადაიღეთო, რის გადაღებას ისურვებდით? ცოტა ხანს დაფიქრდა და მიპასუხა: ავიღებდი პარტიის ისტორიის მოკლე კურსს და რომელიმე თავს ფილმად გადავიღებდიო.
(აკაკი ბაქრაძე, „კინო, თეატრი“)


http://presa.ge/index.php?text=news&i=10310
11:46 19.04.2010
kote-1962
ლევან გაჩეჩილაძე ბრძოლას აგრძელებს

[თამთა ქარჩავა. „მთელი კვირა“]



გადაწყვეტილება მიღებული აქვს და ამას არ შეცვლის. ლევან გაჩეჩილაძე მერის არჩევნებში არ მონაწილეობს, პოლიტიკურ პარტიებს კი, პირობას უყენებს და ამბობს, რომ თუ იქნება ერთიანი კანდიდატი, იქნება მხარდაჭერა. ის თვლის, რომ ასე ხედავს გამარჯვების შანსს. ის ამბობს, რომ ვიღაც-ვიღაცეებისსაკრებულოში დასაქმებას მხარს არ დაუჭერს. არსებობს თუ არაჯერ კიდევ ერთიანი კანდიდატის გარშემო შეთანხმების ალბათობა რატომ არ თვლის გია ჭანტურიას ოპოზიცურ კანდიდატად; რა გაფრთხილებას აძლევს „ალიანსს“ და ემზადება თუ არა იგი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის? ამ საკითხებთან დაკავშირებით „მთელი კვირა“ მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ ლიდერს, ლევან გაჩეჩილაძეს ესაუბრა.

„მთელი კვირა“: მიუხედავად იმისა, რომ ყველა ელოდებოდა, რომ თქვენ დააყენებდით თქვენს კანდიდატურას, ეს არ გააკეთეთ. რატომ?
ლევან გაჩეჩილაძე: ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ეს არჩევნები ოპოზიციის უპირობო გამარჯვებით დამთავრებულიყო. მქონდა კონსულტაციები და მოლაპარაკებები. მინდოდა, ოპოზიციიდან ერთი ლიდერი გამოკვეთილიყო. შეიძლება საზოგადოების უმრავლესობა თვლიდეს, რომ ჩვენ რეალურ პოლიტიკაში ვცხოვრობთ, მე კიდევ პირიქით მგონია. რაც დღეს საქართველოში ხდება, ეს არაა პოლიტიკა, ეს არის ერთის მხრივ ბრძოლა დიქტატურის, ავტორიტარიზმის და ძალადობის წინააღმდეგ, მეორეს მხრივ -არჩევნები.

არ ვიცი, ეს ორი რამ როგორ თავსდება ერთმანეთთან. როდესაც ვერ შეიცნობ, რომ არჩევნები არის ბრძოლა ავტორიტარიზმის წინააღმდეგ, მაშინ ძნელია გადაწყვეტილების მიღება. მივიღე გადაწყვეტილება, რომ კიდევ მეტად ხელი არ შემეწყო ამ დაქსასულობისთვის და არ მიმეღო მონაწილეობა არჩევნებში. სულ ვამბობდი, რომ ჩემთვის არჩევნები არაა საშუალება იმისათვის, რომ მე გავხდე მერი ან საკრებულოს თავმჯდომარე. არჩევნები არის საშუალება, რომ სააკაშვილს დაუწყო ხელისუფლების გამოგლიჯვა.

და ეს არჩევნები არის ამის წინაპირობა?
– ჯერ კიდევ ბევრი დროა დარჩენილი. თუ გადალახავენ თავისი კონკრეტული პარტიების და კონკრეტული ადამიანებისინტერესებს, მაშინ შესაძლებელია, თბილისმა გამოიღვიძოს.

ფიქრობთ, რომ ერთი კანდიდატის გარშემო შეთანხმება შესაძლებელი იქნება?
– თუ კატეგორიულად გამოირიცხება წინაპირობები, გინდა თუ არა, ეს და ეს კაცი უნდა უნდა იყოს ერთი კანდიდატი, და განისაზღვრება აბსოლუტურად თავისიუფალი მეთოდოლოგია იმისა,როგორ უნდა გამოიკვეთოს კანდიდატი, მაგ შემთხვევაში შესაძლებელია.

თქვენ თუ დაუჭერთ ოპოზიციას მხარს და როგორ?
– ახლა პირობას მე დავაყენებ - თუ იქნება ერთი კანდიდატი, იქნება მხარდაჭერა. ეს არის ჩემი პირობა. რადგან ასე ვხედავ გამარჯვებას. ვიღაც-ვიღაცეების საკრებულოში დასაქმებას მხარს ვერ დავუჭერ.

შეიძლება ითქვას, რომ ლევან გაჩეჩილაძე პოლიტიკურ პროცესებში არ ჩაერთვება?
– არა, როგორ გეკადრებათ. პირიქით, გავაათმაგებ ჩემს ბრძოლას მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის და გიგი უგულავას რეჟიმის წინააღმდეგ. დღეს საქართველოში ყველაფერი გაკოტრებულია. ეს არის თავიდან ბოლომდე გაკოტრებული სახელმწიფოებრიობა და გაკოტრებული ადამიანები.

როდესაც ასეთი მძიმე ფინანსური ვითარებაა (ამას მხოლოდ ჩემს თავზე არ ვლაპარაკობ, არამედ ვლაპარაკობ თითოეულ მოქალაქეზე) და ამ დროს ხალხის ფულს იყენებ საკუთარი თავისთვის, ამ ფასადებისა და რუსი გენერლებისთვის, ამ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ბრძოლას კიდევ უფრო გავაათმაგებ. მე შეურიგებელი კაცი ვარ. დღეს პოლიტიკიდან ლევან გაჩეჩილაძე კი არა, სხვა მოქალაქეც ვერ წავა, იმდენად პოლიტიზირებულია გარემო.

ჯერ-ჯერობით ვატყობ, რომ აქციების მომხრე ამ წუთში ბევრი არაა. 15 აპრილს პოლიტიპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით ჩატარდა აქცია, რომელსაც ბევრი ლიდერი არ ესწრებოდა, რამაც გული დამწყვიტა.

მერობის კანდიდატებიდან მხოლოდ ძიძიგური იყო, არ იყო ალასანია, არ იყო გია ჭანტურია...
– მე ვლაპარაკობ მხოლოდ და მხოლოდ სამ კანდიდატზე. სადღაც უთქვამს გია ჭანტურიას, აუცილებლად გავმართავ საჯარო დებატებს გაჩეჩილაძესთანო და დიდი სიამოვნებით ვღებულობ ამ წინადადებას. მომავალი კვირიდან დავიწყებ ტელევიზიასთან შეთანხმების პროცესს, რომ გია ჭანტურიას დავუმტკიცო, რომ ეს არაა ოპოზიციონერობა და ის არაა ოპოზიციური კანდიდატი.

რატომ თვლით, რომ გია ჭანტურია არაა ოპოზიციური კანდიდატი?
– ეს თვითონ თქვა. თქვა, არავითარი პრეტენზია ამ ხელისუფლებასთან არა მაქვსო. მან ღიად უნდა თქვას, რომ მისი ბრძოლა არის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების წინააღმდეგ ბრძოლა და კონკრეტულად ის, რაც შეიძლება სწრაფად წავიდეს სააკაშვილის რეჟიმი. ეთერში ამ საკითხზე მასთან ლაპარაკი ჩემთვის ადვილი იქნება. ის, რომ ჭანტურია დათანხმდა მერის არჩევნებში მონაწილეობას, ვთვლი, რომ სწორი არაა და ამას ჩემი მხრიდან დავუმტკიცებ. ამიტომაც მაქვს სამი კანდიდატის შეთანხმებაზე ლაპარაკი. ეს არის გოგი თოფაძე, რომელსაც არაერთხელ განუცხადებია, რომ იგი მზად არის ერთიან კანდიდატზე საუბრისათვის, ასევეა ზვიად ძიძიგური და ირაკლი ალასანია, რომელმაც ერთი პერიოდი განაცხადა, რომ მზად არის ამისთვის, შემდგომ რაღაცა მიზეზების გამო, არ დაჯდა ამ მოლაპარაკების მაგიდასთან. იქნებ, ჩემმა ამ გადაწყვეტილებამ ხელი შეუწყოს მათ, რომ დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და გამოკვეთონ ერთიანი ლიდერი და პროცესი.

თქვენ თვლით, რომ ზედმეტი იყავით ამ პროცესებში?
– არა. ჩემი განცხადება ნიშნავს, რომ აგერ არის ბურთი და მოედანი და მიდით, აბა, ვნახოთ, რას მიაღწევთ ე.წ. პოლიტიკური თვითნებობით. კიდევ ერთხელ მინდა, ვთქვა, რომ მარტო ალიანსს არ მიუღწევია მერის პირდაპირი არჩევნების დანიშვნისთვის. ეს გააკეთა იმ დიდმა საზოგადოებამ, რომელიც რამოდენიმე წლის განმავლობაში იბრძოდა ქუჩაში და თავებს იხეთქვადნენ. ამიტომაც, არ შეიძლება ამ საკითხის პრივატიზება იმისთვის, რომ რამდენიმე ადამიანი გაიყვანო საკრებულოში. კიდევ აქვთ დრო, რომ თვალები გაახილონ და სინამდვილეს თვალებში შეხედონ.

შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიცია წინასაარჩევნო კამპანიას არ ეწევა. რა ნიშნავს მათი ასეთი სიჩუმე?
– ვერ ვიტყოდი, რომ ოპოზიცია ჩუმად არის. უბრალოდ,შეიძლება ხშირ შემთხვევაში რასაც ისინი კამპანიას ეძახიან, ხალხი და ჟურნალისტები არ ეძახიან ამას კამპანიას. არც მე მაქვს იმის განცდა, რომ ეს არის მძლავრი კამპანია. თუმცა, ეროვნული საბჭო უფრო მონდომებულია, რომ საარჩევნო კამპანიას მისცეს ბრძოლისუნარიანობის ხასიათი. სააკაშვილის, მერაბიშვილის და უგულავას რეჟიმის წინააღმდეგ მხოლოდ ერთობა იმარჯვებს.

როდესაც მიხეილ სააკაშვილის ჰქონდა დასავლეთის უპირობო მხარდაჭერა, თქვენ მაშინ წაართვით თბილისი და რიგი ქალაქები. როგორ ფიქრობთ დღეს, შეძლებს ოპოზიცია,ხელისუფლებას წაართვას თბილისი?
– თუ გადააბიჯებს თავის ამბიცებს და კარჩაკეტილობას, რათქმა უნდა, შეძლებს. თუ ვერ შეძლებს, ცხვირსაც თვითონ დაარტყამს. ალიანსიდან მოვისმინე, რომ თავის დამარცხებას სხვას დააბრალებენ. არავითარ შემთხვევაში არ გამოუვათ ეს. ის, რაცამდენი ხანი გამოსდიოდათ, დამარცხების შემთხვევაში არ გამოუვათ. ოპოზიციას აქვს გამარჯვების შანსი, მაგრამ არ უნდა შეხედოს ხელისუფლების ნაბიჯებს. მას უნდა ჰქონდეს თავისი ნაბიჯები. ერთად-ერთი პრობლემა, რაც არის დღეს ოპოზიციაში, არის ის, რომ მათ უნდა გადალახონ ის კრიზისი, რაც მათში არსებობს.

როგორც ჩანს, ძალიან ნაწყენი ხართ ალიანსზე. იმიტომ ხომ არა, რომ მათ წარსულის პოლიტიკოსი გიწოდეს?
– წარსულის ვარ თუ მომავლის, ამაზე ყველას თავისი აზრი აქვს. მაგრამ ის კონკრეტული თავდასხმები, რომელიც ჩემს მიმართ იყო, ნამდვილად არ მომწონდა. მაგრამ, ისიც გულთან ახლოს არ მიმიტანია. ღრმად მჯერა, რომ ისინი ცდებიან და თუ ასე გააგრძელეს, ამ შეცდომას შედეგებში ნახავენ.

იყო ინფორმაცია, რომ თქვენ ირაკლი ოქრუაშვილმა შემოგთავაზათ, მისი პარტიის სახელით გეყარათ კენჭი მერის არჩევნებში...
– ოქრუაშვილთან სულ ვაწარმოებ მოლაპარაკებას. ის არის ამ ბრძოლის პოლიტიკური პარტნიორი და როცა მაქვს მასთან შეხვედრის შესაძლებლობა, ვხვდები. მაგრამ, მასთან მერის კანდიდატურაზე ლაპარაკი არ მქონია.

მერაბიშვილის განცხადება, რომ 64% უჭერს მათ კანდიდატს მხარს, იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ უკვე გაიმარჯვა?
– რა თქმა უნდა. ხელისუფლებისთვის კანონიერება და არჩევნები არაფერს წარმოადგენს. ეს არის კრიმინალური კარტელი, რომელსაც ხელმძღვანელობს მერაბიშვილი და ქუდივით ჰყავთ სააკაშვილი. მერაბიშვილმა, უბრალოდ, არ დამალა, რომ ეს არის კრიმინალური კარტელი და წინასწარ დაარქვა ყველაფერს თავისი სახელი, რასაც მერე აღასრულებს.

30-ში კი, არ გაყალბდება არჩევნები, არამედ იმ დღეს გაყალბებულ არჩევნებს ბეჭედი დაერტყმება. სწორედ ეს არ უნდა დაუშვას ოპოზიციამ, რომელმაც ყველა ველზე უნდა იბრძოლოს. თუ ოპოზიციამ ეს მოახერხა, მაშინ მერაბიშვილი, სააკაშვილი და უგულავა ჩაბარდება წარსულს.წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენს თაობას ძალიან გაუჭირდება ამ კრიმინალური კარტელის მოშორება.

შესაძლებელია ყირგიზეთის სცენარის განმეორება საქართველოში?
– ჩვენთან ახლა ამკვიდრებენ იდეოლოგიას, რომ ის, რაც მოხდა ბიშკეკში, არის ცუდი. არა, რაც მოხდა კარგია, მაგრამ ბაკიევმა რაც გააკეთა, ეს არის ცუდი და კრიმინალური, მან ხალხს ესროლა. უნდა გავყოთ ეს პროცესები. ხალხმა აიღო ხელისუფლება და ამოისუნთქა. ხელისუფლებას უნდა ახსოვდეს, რომ ხალხის მიერაა დაქირავებული და როგორც კი არ მოუნდება, აქვს იმის უფლება, შეცვალოს ხელისუფლება ისე, როგორც მას მოუნდება.

საქართველოში ამის შესაძლებლობა არის. ბიშკეკის მოვლენები 13 მარტს ვნახეთ „იმედის“ ეთერში. ხელისუფლება გეგმავს ამ მოვლენებს. თუ კიდევ უფრო გაამწვავებენ პროცესებს და რასაც ვუყურებთ ამწვავებენ, აბსოლუტურ ადეკვატურ რეაქციას მიიღებენ. არავის არ უნდა ხალხის მოკვლა და სიკვდილი, ეს უნდა მხოლოდ სააკაშვილის, მერაბიშვილს და უგულავას, მხოლოდ იმისთვის, რომ თავიანთი სკამები შეინარჩუნონ.

არჩევნების გაყალბების შემთხვევაში დადგებით თუ არა ოპოზიციის და ხალხის გვერდით?
– რა თქმა უნდა. სანამ პირში სული მიდგას, ვიდგები იქ, სადაც დგას ჩემი ხალხი და ვიდგები წინა ხაზზე სააკაშვილის რეჟიმის მოშორების საქმეში. როდესაც საქმე ჩემი ქვეყნის ინტერესებს შეეხება, არც ცხელი ტყვიის არ მეშინია. მიხვდება სააკაშვილი, რომ უნდა წავიდეს, დიდი შანსი აქვს მშვიდობიანად წასვლის. ვერ მიხვდება, რომ ეს სკამი უნდა დათმოს, დიდი შანსია, რომ მიიღოს ადეკვატური და ძალიან მძლავრი რეაქციები.

და ბოლოს, თქვენ ამბობთ, რომ გადაწყვეტილებას არ შეცვლით, მაგრამ ხომ არ ემზადებით მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის?
– გადაწყვეტილებას არ შევიცვლი, ეს გამორიცხულია. თუმცა ბრძოლას ვაგრძელებ და ვიქნები იქ, სადაც იდგება ჩემი ხალხი, სადაც იქნება მძლავი და ადეკვატური მოთხოვნები. რაც შეეხება არჩევნებს, ჯერ-ჯერობით ადრეა ამაზე ლაპარაკი. მაგრამ, თუ პოლიტიკურმა ოპოზიციამ ვერ დასძლია ის კრაზისი, რასაც „დაყავი და იბატონეს“ პრინციპი ჰქვია, მაშინ მე ბევრს ვიფიქრებ,რომ დამოუკიდებლად გავაგრძელო ჩემს პოლიტიკურ მეგობრებთან და ჩემს ხალხთან ერთად ბრძოლა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. რა იქნება ეს დამოუკიდებლობა, არჩევნებში მონაწილეობა, საკუთარი პარტიის შექმნა თუ რა, ამას მომავალი გვანახებს.

http://presa.ge/index.php?text=news&i=10325
15:58 19.04.2010
tavisupleba
ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურს. ჩვენს რადიოსთან საუბარში ნატოს გენერალურმა მდივანმა, კერძოდ, განაცხადა, რომ საქართველოსა და უკრაინის მიმართ ალიანსის დამოკიდებულება უცვლელია.

View the full article
kote-1962
08:00 / 20-04-2010
"შესაძლოა, არჩევნებმა სიურპრიზი მოუწყოს ყველას”

"პალიტრას" დაბადების დღე აქვს - ჩვენს გამოცემას თხუთმეტი წელი შეუსრულდა. სიტყვა "ჩვენში" კი მკითხველიც იგულისხმება და რედაქციაც და რომ ამ ფრაზაში არაფერია ეპატაჟური, ამას, სულ ცოტა, ბოლო ათი წლის განმავლობაში ჩატარებული გამოკითხვები ადასტურებს. "კვირის პალიტრის" ლიდერობა, ალბათ, ერთ-ერთი საკითხია იმ მცირეთაგან, რაშიც ამ არცთუ მცირე დროის განმავლობაში "პოზიციაც" და ოპოზიციაც, "დასავლეთიც" და "ჩრდილოეთიც", საზოგადოება, რწმენისა და სოციალური წარმომავლობის მიუხედავად, ერთმანეთს უპირობოდ ეთანხმებოდნენ...

"პალიტრასთან" ათწლიანი თანამშრომლობა მაკავშირებს. ამ ხნის განმავლობაში რამდენიმე ტელევიზიის ყველაზე მაღალრეიტინგულ გადაცემებში მომიხდა მუშაობა და ყველგან ერთადერთი პირობით მივდიოდი - "კვირის პალიტრაში" წერისთვის თავი არ უნდა დამენებებინა. როგორც წესი, მთანხმდებოდნენ და დღეს ეს გადაცემები "ტელეისტორიის" საკუთრება გახდა, მე კი კვლავ "პალიტრაში" ვრჩები და ასეც გაგრძელდება, რადგან გულწრფელად გეტყვით იმას, რასაც გაოცებულ ტელეკოლეგებს ვპასუხობდი ამ ათი წლის განმავლობაში, როცა მეკითხებოდნენ, გაზეთში რატომღა რჩებიო: "პალიტრა" ჩემთვის უფრო მეტია, ვიდრე გაზეთი.

ვფიქრობ, მკითხველისთვისაც ასეა - "პალიტრას" ხომ პუბლიკაციებთან ერთად ბევრი ორიგინალური პროექტიც უკავშირდება. მარტო სააღდგომოდ იერუსალიმიდან სანთლების ჩამოტანის ან "მომავლის გზავნილის" გახსენებაც კმარა... გახსენებაზე გამახსენდა და, ამ ხუთიოდე წლის წინ ამერიკაში გახლდით სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამით. სხვებთან ერთად "ჰიუმან რაითს ვოჩის" სათავო ოფისის დირექტორსაც შევხვდი. რაღაცას ჰყვებოდა მიღწევებსა და პერსპექტივებზე, მე კი ჟურნალების მაგიდიდან ადამიანის უფლებათა დაცვის წლიურმა რეიტინგმა მომჭრა თვალი და თვალიერებისას შემთხვევით იმ ადგილას გადავფურცლე, სადაც ქართულ მედიაზე იყო ლაპარაკი. ექსპერტები აღნიშნავდნენ, რომ "კვირის პალიტრის" ნდობის ვოტუმი არა მხოლოდ საქართველოში, საზოგადოდ, რეგიონის მედიაშიც პროცენტულად ყველაზე მაღალია.

მასპინძელმა უყურადღებობა შემამჩნია და მის გამოხედვას თავდაჯერებით შევაგებე, უკაცრავად, ჩემს გაზეთზე დაგიწერიათ და თვალი მომტაცა-მეთქი. ჯერ ბუკლეტს ჩახედა, მერე კი აღფრთოვანებულმა ჩამომართვა ხელი, თქვენი რეიტინგი რეგიონის მასშტაბით უპრეცედენტოაო(!)...

ისღა დამრჩენია, გულწრფელი მადლობა გითხრა, მკითხველო, ამ ნდობისთვის. აქვე ხუმრობანარევი სიამაყით დავძენ, რომ მადლიერების გრძნობა გამიორმაგდა, როდესაც გასულ წელს თქვენი მონა-მორჩილი წლის საუკეთესო ჟურნალისტად დაასახელეთ და ეს გრძნობა გამისამმაგდა, "პალიტრის" წიაღში კიდევ ერთი "პირადი" მიღწევის ამბავი რომ შევიტყვე, - რუბრიკებს შორის "კვირის მთავარი თემა" პირველ ადგილზე გასულა...

ახლა კი ჩვეულ საქმესაც მივხედოთ, თუმცა საუბარი არცთუ ჩვეულებრივ მოვლენებზე მოგვიწევს.

გასული საუკუნის ოცდაათიან წლებში დატრიალებული კატინის ტრაგედია იმის შედეგი იყო, რომ პოლონეთი აგრესორების პირისპირ მარტო აღმოჩნდა. სიმბოლურია, რომ ამის შემდეგ პოლონეთის ისტორიაში ყველაზე შემზარავი ტრაგედია კვლავ კატინს დაუკავშირდა... და, ალბათ, ერთგვარად სიმბოლურია ისიც, რომ კაჩინსკისა და მასთან ერთად დაღუპული პოლიტელიტის დაკრძალვაზეც პოლონეთი ისევ მარტო დარჩა - ამჯერად მეტეოროლოგიური პირობების გამო დაკრძალვაზე ჩასვლა სახელმწიფო მეთაურთა დიდმა უმრავლესობამ ვერ მოახერხა...

ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ვესაუბრეთ. ბატონმა რამაზმა ინტერვიუ იუბილარზე საუბრით დაიწყო:

- "კვირის პალიტრა" მაშინ გავიცანი, როდესაც არცთუ დიდი დრო იყო გასული პირველი ნომრის გამოსვლიდან. საინტერესოა, რომ გაცნობა რეიტინგების მეშვეობით მოხდა. მაშინ ყველას ყურადღება მიიქცია იმ ფაქტმა, რომ ახალგამოსულმა გაზეთმა იმდროინდელი ძალზე რეიტინგული გამოცემები მალევე ჩამოიტოვა უკან.

ეს ტენდენცია დღესაც ძალაშია და ძალაში რჩება კიდევ ერთი, ჩემი აზრით, არანაკლებ საინტერესო ტენდენცია: "კვირის პალიტრა" მკითხველს ბეჭდვითი მედიისთვის დამახასიათებელი, ჩვეული ხერხებით არ იზიდავს - ანუ, მისი რეიტინგი არ არის დამოკიდებული ჰოროსკოპებზე, მყვირალა და სკანდალურ სათაურებსა და სტატიებზე; მისი რეიტინგი არც ოპერატიულობაზეა დამოკიდებული, რაკიღა გაზეთი ყოველკვირეულია.

ასე რომ, იმ გასაღების პოვნა თუ გამოცნობა, რომლის მეშვეობითაც "პალიტრამ" მკითხველის გული მოინადირა, ძალიან ძნელია. რთული სისტემა, რომელიც "კვირის პალიტრამ" მკითხველს შესთავაზა, ძალზე მრავალფეროვანია და მოიცავს აკადემიურობასაც, ყოფითი ამბების თხრობასაც, გართობასაც. რაც მთავარია, რედაქცია ყველა ამ მიმართულებით კარგად ახერხებს მკითხველის გემოვნების დაკმაყოფილებას. ღმერთმა ხელი მოუმართოს... წინსვლასა და კიდევ უფრო განვითარებას გისურვებთ...

- "კომპეტენტური შექებისთვის" დიდი მადლობა, ახლა კი ჩვეულ ამპლუას დავუბრუნდეთ. გასულ კვირას მედვედევის განცხადებამ, ყირგიზეთის სცენარის სხვა ქვეყნებში შესაძლო განვითარების თაობაზე, ქართველ ექსპერტთა და პოლიტიკოსთა ერთი ნაწილი დააეჭვა. როგორ ფიქრობთ, შესაძლოა, რომ ეს მუქარანარევი პროგნოზი საქართველოს უკავშირდებოდეს?
- ალბათ, გამორიცხვა იმისა, რომ საქართველოს გულისხმობდნენ, ძნელია, მით უმეტეს, რუსულ-ქართული ურთიერთობიდან გამომდინარე. თუმც მაინც მეეჭვება, ამ შემთხვევაში საქართველო ყოფილიყო სამიზნე. თუ დავუშვებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტის ნათქვამი დემაგოგიური იყო, რაც რუსეთისგან კარგა ხანია აღარ გვიკვირს და რომლის ხელისუფალთა ლექსიკა მხოლოდ აქეთ არის მიმართული, მაშინ ეს იყო ქართველ მოსახლეობაში შიშისა და საფრთხის არასასიამოვნო ასოციაციის შექმნის კიდევ ერთი ცდა.

შესაძლოა, ეს ყველაფერი მხოლოდ ჯიბრით ითქვა; მაგრამ თუ დავუშვებთ, რომ მედვედევის ნათქვამს პირდაპირი ადრესატი ჰყავდა, მაშინ არა მგონია, მაინცდამაინც საქართველო იყოს ისეთი ქვეყანა, რომელთანაც რუსეთს ამ პერსპექტივით ლაპარაკი და ურთიერთობა გაუვა, უფრო სწორად, აზრიანი და შედეგიანი პროცესის წარმართვას შეძლებს. რუსეთმა ჩვენზე კარგად იცის, რომ მიუხედავად მრავალი მიტინგისა და გამოსვლისა საქართველოში, ამ პროცესში მონაწილე არც ერთი პოლიტიკოსი რუსეთს არ ამართლებს.

აკრიტიკებენ ხელისუფლებას ცუდად დაგეგმილი თუ განვითარებული პროცესების გამო, მაგრამ ჯერ არავის უთქვამს, რომ აგვისტოს ომში რუსეთი მართალი იყო და საქართველო - მტყუანი, როგორც რუსული პროპაგანდისტული მანქანა ამტკიცებს. ასე რომ, ვეჭვობ, ასეთი განზრახვის შემთხვევაშიც კი მისი ხორცშესხმის რეალური საფუძველი და ნიადაგი არსებობდეს...

- მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ბოლო დროს მოსკოვთან დამეგობრებულ ქართველ პოლიტიკოსებს სულ უფრო ხშირად მოჰყავთ არგუმენტად ქართველი ხალხის აზრი ნატოში გაწევრებაზე, რაც რუსეთის სასარგებლოდ არის შეცვლილი...
- თუ სოციოლოგებს დავეკითხებით, ნატოს მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება ნამდვილად არის, ოღონდ არა რუსეთIზე პოზიტიური აზრის გაჩენის ხარჯზე. ანუ, ნატოს გაკრიტიკებამ იმიტომაც იმძლავრა, რომ ქართველმა დასავლეთის მხოლოდ სიტყვიერი მხარდაჭერით თავი დაცულად ვერ იგრძნო. სიტყვა დარჩა სიტყვად და საქართველოს დამარცხებული ქვეყნის ბედი ერგო, შესაბამისი შედეგებითა და დანაკარგით. ცხადია, ეს საკმაო მიზეზია იმისათვის, რომ მოსახლეობას დასავლეთის იმედი გასცრუებოდა.

თუმც ძალიან მეეჭვება ეს იმიტომ ხდებოდეს, რომ რუსეთის გავლენა და ძალა საქართველოში გაიზარდა. პირიქით, როგორც გითხარით, დასავლეთის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება სწორედ რუსეთისგან საქართველოს დაჩაგვრამ განაპირობა და შესაძლოა, შემცირდა ის ავტომატური ნდობაც, რაც ხალხში არსებობდა, რომ დასავლეთი ყოველთვის შეძლებდა ჩვენს დაცვას. სწორედ შეძლებაზეა აქ ლაპარაკი და არა მონდომებაზე...

დასავლეთს რომ ჩვენი დაცვა უნდა, ამაზე არ კამათობენ. საკითხავი ის არის, შეძლებს თუ არა ჩვენს დაცვას რუსული აგრესიისგან ნატო და საზოგადოდ, დასავლეთი. ესაა და ეს. სხვაგვარი მსჯელობა, რომ რუსეთი მართალია და ნატო არაფერში გვჭირდება, რუსეთზე ავიღოთ ორიენტაცია და ბედნიერად ვიცხოვრებთო, მხოლოდ უსაფუძვლო დემაგოგიაა. თუმცაღა, არაერთი ქვეყნის პოლიტიკურ ელიტას აქვს ასეთი მიდგომა და მას მოსახლეობაც მხარს უჭერს.

- რაც შეეხება ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენას უახლოეს მომავალში. სოციოლოგები ამბობდნენ, რომ თუ ოპოზიცია კოორდინირებასა და საარჩევნო კამპანიაში ჩართვას ასეთი ტემპით გააგრძელებდა, ხელისუფლებას არჩევნების მოსაგებად გაყალბება აღარ დასჭირდებოდა. როგორ ფიქრობთ, განმტკიცდა ეს მოსაზრება თუ ვითარება შეიცვალა?
- მეც ვიყავი ერთ-ერთი მათგანი, ვისაც მიაჩნდა, რომ ხელისუფლებამ შეიძლება სავსებით მშვიდობიანად მიაღწიოს მიზანს, არჩევნებში გაიმარჯვოს, იმდენად მაღალია უგულავას რეიტინგი-მეთქი. ამას ყველა, ოპოზიციური თუ სახელისუფლებო გამოკვლევაც ადასტურებს. მაგრამ არის ერთი ნიუანსი, რომელიც, ჩემდა გასაკვირად, ძალიან დიდხანს შერჩა სოციოლოგიურ გამოკვლევებს. ეს არის ამომრჩეველთა ის კატეგორია, რომელსაც არა აქვს გადაწყვეტილი, ვის დაუჭერს მხარს. თუ ეს ნაწილი ძალიან დიდხანს იქნა ამომრჩეველთა ერთი მეოთხედის ტოლი ან მასზე მეტი, შესაძლოა, არჩევნებმა სიურპირზი მოუწყოს ყველას, როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციასაც, რადგან ეს მერყევი ნაწილი საით გადაიხრება, არავინ იცის.

- ლევან გაჩეჩილაძემ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა და საინტერესოა, რომ ეს გადაწყვეტილება არავის სასარგებლოდ არ მიუღია. ყოველ შემთხვევაში, გაჩეჩილაძემ ნათლად თქვა, რომ არჩევნებში არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ მიემხრობა.
- მე, მაგალითად, სავსებით გონივრულად მეჩვენება მისი პოზიცია, რომ არავის მიემხრობა, რადგან ოპოზიციურ კანდიდატებში, რომლებიც ერთმანეთთან დაპირისპირებული არიან, ბევრია ისეთი, ვისაც გაჩეჩილაძე პატივს სცემს და მეგობრობს. ამიტომაც მისთვის ყველაზე მომგებიანი იქნებოდა, არჩეულიყო საერთო კანდიდატი.

რაკიღა ეს ვერ მოხერხდა, ყველაზე ადამიანური იქნებოდა, თუ უარს იტყოდა ვინმესთვის უპირატესობის მინიჭებაზე, რადგან ეს სხვა, მეორე პოლიტიკოსის ხარჯზე უნდა მომხდარიყო. თუმც, მაინც მგონია, გაჩეჩილაძე ბოლო მომენტამდე ელოდა, რომ მოახერხებდა ან ალასანიას კანდიდატურაზე ყველას დაყოლიებას, ან თავისი კანდიდატურის შეთავაზებას, რადგან მიაჩნია და აქვს კიდეც საფუძველი იფიქროს, რომ თავად, როგორც კანდიდატი, უფრო არსებით შედეგს მიიღებდა, ვიდრე სხვები.

რახან ოპოზიციის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, განზე გადგომა გადაწყვიტა, მით უმეტეს, რომ ეს არ ნიშნავს პოლიტიკისგან განდგომას - კიდევ ბევრი რამ მოხდება მნიშვნელოვანი და გაჩეჩილაძის სიტყვაც და საქმეც კიდევ ბევრჯერ იქნება საჭიროც და წონიანიც. ასეა თუ ისე, ამ ყველაფერში დიდ ტრაგედიას ვერ ვხედავ, თანაც არჩევნებს საკმაოდ წონიანი ძალებიც გაემიჯნენ: ლეიბორისტები, "ფორუმი", ბურჯანაძის მოძრაობა...

- ლეხ კაჩინსკის დაღუპვის თაობაზე პოლონეთის პრესა წერდა, ახლა გლოვის დროა, ცოტა ხანში კი რუსეთისთვის მწვავე კითხვების დასმის დროც დადგებაო. ისიც ფაქტია, რომ პოლონელმა დეპუტატმა და კაჩინსკის თანამოაზრემ რუსეთზე გამოთქმული ბრალდებები არა მხოლოდ უკან წაიღო, დიდი ბოდიშიც მოიხადა... ფაქტია ისიც, რომ "იუთუბის" ვებგვერდზე დადებული ვიდეომასალა, სადაც სმოლენსკში პოლონეთის სამთავრობო თვითმფრინავის დაშვების მცდელობა ჩანდა (და არსად ჩანდა ნისლი) სერვერიდან უკვალოდ გაქრა. როგორ ფიქრობთ, ყოველივე ეს არის ეჭვის საფუძველი?
- ჯერჯერობით ძნელია დასკვნის გამოტანა, მით უმეტეს, რომ ამას დანამდვილებითა და დაზუსტებით ის პირებიც ვერ ახერხებენ, რომლებიც გამოძიებაში არიან ჩართული და უშუალოდ ეცნობიან საქმის მასალებს. ამ შემთხვევაში, ალბათ, მხოლოდ ზოგადი ლოგიკა შეიძლება მოვიშველიოთ, რაკიღა ძნელია, ფაქტობრივ მასალაში შევეჯიბროთ თუნდაც რუს ექსპერტებს.

აი, ამ ზოგადი ლოგიკის თვალსაზრისით კი მაეჭვებს ვერსია, არიქა, ამ ტრაგედიაში რუსეთი მონაწილეობდაო. და არა იმიტომ, რომ რუსეთს ასეთი ამორალური ნაბიჯის გადადგმა გაუჭირდებოდა. ამგვარი არაერთი, საპირისპირო მაგალითია ცნობილი - ამგვარი და ამაზე მასშტაბური დანაშაულებისაც. მე მხოლოდ იმ თვალსაზრისით ვხელმძღვანელობ, რომ, როგორც ჩანს, ორი ერთნაირი სისხლის წვეთი ერთი წონის არ არის. ერთია - ლიტვინენკოს მკვლელობა და მეორე - როდესაც სხვა სახელმწიფოს ლიდერზე აღმართავ ხელს.

რუსეთს პოლიტიკური სკანდალები ისედაც არ აკლია. ახლა მას ყველაზე მეტად დასავლეთის ნდობა აკლია და მისი მოპოვება მილიარდები უჯდება. და რაკიღა დღევანდელი რუსეთი ფულს ძალიან ყურადღებით ითვლის, არა მგონია, ამ ტრაგედიაში რუსეთის ინტერესები მოტივირებული ყოფილიყო. ბოლოს და ბოლოს, რისი გაკეთება შეეძლო კაჩინსკის კატინში? - გამოეხატა მძაფრი რეაქცია პუტინის რუსეთზე. ამ შეფასებასაც, დიდი-დიდი, ერთი თვე ეტრიალა მსოფლიოს გაზეთებში. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რას დაადგენს რუსული თუ პოლონური კომისია, იმ ეჭვის ლაქას, რომელიც ამ ტრაგედიის გამო საერთაშორისო ურთიერთობაში დააჩნდა, რუსეთი ძალიან დიდხანს ვერ მოიშორებს.

დაჩი გრძელიშვილი
ყოველკვირეული გაზეთი ”კვირის პალიტრა”
kote-1962
რატომ ვამხობთ გაუთავებლად ხელისუფლებებს

[რუსიკო მუმლაძე]


გამხახურდია სამხედრო გადატრიალებით დაამხეს, შევარდნაძე - ვარდების რევოლუციით. სააკაშვილსაც “ხელების დამტვრევითა” და რევოლუციით ემუქრებინ. რა არის იმის მიზეზი, რომ საქართველოს პირველ პირებს ძალადობრივი გზით ამხობენ? ერთ-ერთი ექსპერტი აცხადებს, რომ როცა ქვეყანას არ აქვს კარგი კონსტიტუცია, მაშინ “პოლიტკური კრიზისის შექმნის ალბათობა მაღალია და შექმნილი კრიზისიდან რბილად გამოსვლის შესაძლებლობა, თითქმის, არ არსებობს”.

“ვარდების რევოლუციის შემდეგ, ახალმოსულმა ხელისუფლებამ პირველი ნაბიჯი, რაც გადადგა, გააკეთა ის, რისი გაკეთების მცდელობაშიც, მანამდე შევარდნაძეს ადანაშაულებდა. შევარდნაძეს სურდა, მაშინდელი საპრეზიდენტო მოდელის შეცვლა რუსული მოდელით, რომელიც დეფორმირებული, ნახევრადსაპრეზიდენტო რესპუბლიკაა - პრეზიდენტის გაზრდილი უფლებებითა და მოხსნილი პასუხისმგებლობით. სააკაშვილმა იგივე მოდელი შემოიღო ვარდების რევოლუციის შემდეგ, თებერვალშივე. მეტსაც გეტყვით, უფრო მძიმე მოდელი შემოიღო, ვიდრე შევარდნაძის იყო”, - აცხადებს საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წევრი ვახტანგ ხმალაძე.

ამ კომისიას, რამდენიმე დღის წინათ, საიტი გაუტეხეს და მისი 17 წევრის სურათები კარიკატურებითა და გამონათქვამებით “შეამკეს”. არის, თუ – არა, მათ მიერ შექმნილი კონსტიტუციის ახალი მოდელი საშიში და შესაბამისად, მიუღებელი ხელისუფლებისთვის? არავინ იცის, ვისი ჰაკერები შეიჭრნენ ამ საიტზე, მაგრამ ფაქტია, კონსტიტუციის ახალი მოდელის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო.

პრესა.გე შეეცადა, გაერკვია, რაზე იმუშავა ექსპერტთა ჯგუფმა და რა შექმნა. ვიდრე თავად კონსტიტუციის პროექტზე ვისაუბრებთ, მანამდე ექსპერტ ვახტანგ ხმალაძესთან ერთად, შევეცადეთ, უახლოესი ისტორია მიმოგვეხილა, რათა საზოგადოებისთვის ნათელი გახდეს, რა პროცესებს იწვევს ქვეყანაში უვარგისი, ხელისუფლებაზე, და – არა, საზოგადოებაზე მორგებული კონსტიტუცია.

ექსპერტი სწორედ, ჩვენს არაადექვატურ კონსტიტუციებსა და კომპრომისის ხელოვნების არარსებობაში ხედავს განვლილი სამხედრო გადატრიალებებისა და რევოლუციების სათავეს. სამი პრეზიდენტიდან, სამივემ -გამსახურდიამ, შევარდნაძემ და სააკაშვილმა, დამოუკიდებლობის 20 წლის მანძილზე, სამჯერ შეცვალეს კონსტიტუცია, რომელიც დღესაც შესაცვლელია. შეცვლით, ადგილობრივი არჩევნების წინ, სააკაშვილსაც ემუქრებიან. საზოგადოებაში კი, ხმალაძის თქმით, არ არსებობს კომპრომისის ხელოვნება, რის გამოც უკიდურესობამდე დაძაბულ ურთიერთობებსა და ამის შედეგად შეცვლილ ხელისუფლებებს ვიღებთ.

ხმალაძესთან ინტერვიუს ახალ კონსტიტუციასთან დაკავშირებით მოგვიანებით შემოგთავაზებთ, დღეს კი, ექსპერტი იმაზე საუბრობს, თუ რა კრიზისამდე მიიყვანეს საქართველო მხოლოდ ხელისუფლებებზე მორგებულმა კონსტიტუციებმა.

პრესა.გე: მერამდენედ უნდა შევცვალოთ კონსტიტუცია? სახელმწიფოებრივი მოწყობის რა მოდელი აირჩიეთ?
ვახტანგ ხმალაძე: მე ასე დავიწყებ ამაზე საუბარს. ჩვენ, 20 წლის განმავლობაში, რაც დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ, გავიარეთ კონსტიტუციური განვითარების სხვადასხვა საფეხური.ახლა, რაც შევქმენით, არის მოდელი, რომელსაც თეორიაში - საპარლამენტო მოდელი ეწოდება.

მე შეგახსენებთ, რომ 1990 წლის ცნობილი მოვლენების შემდეგ, შეიქმნა პარლამენტი – უზენაესი საბჭო, რომელიც ქმნიდა მთავრობას. პრეზიდენტის ინსტიტუტი საერთოდ არ იყო. საქართველოს უმაღლესი პირი უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე იყო. შემდგომ, 1991 წლის აპრილში, შემოღებული იქნა პრეზიდენტის ინსტიტუტე. პრეზიდენტად, ჯერ უზენაესი საბჭოს მიერ, ხოლო მაისში, უკვე პირდაპირი არჩევნებით, არჩეული იქნა ზვიად გამსახურდია. ამ ინსტიტუტის შემოღების შემდეგ, კონსტიტუციურად, საქართველოში იყო მმართველობის შერეული ფორმა - ნახევრადსაპრეზიდენტო რესპუბლიკა, რასაც ფრანგულ მოდელს უწოდებენ.

სხვათაშორის, აქვე მინდა, გითხრათ, რომ სწორედ, ამის შემდეგ დაიწყო, მაშინდელ პოლიტიკურ სპექტრში, დაძაბულობების წარმოქმნა. დღეს, არაერთი ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ამ დაძაბულობების წარმოქმნას ხელი შეუწყო მმართველობის მოდელის შეცვლამ.

თუმცა, მაშინ სხვა მიზეზები უფრო მნიშვნელოვანი იყო…
- ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო. გავიხსენოთ, 1991 წლის ზაფხულის ამბები, როდესაც თანამდებობიდან გადადგა პრემიერ-მინისტრი სიგუა. მან გამოაცხადა, რომ მისი გადადგომა გამოიწვია მასსა და პრეზიდენტს შორის პრინციპულმა უთანხმოებამ.

მმართველობის შერეული მოდელისთვის დამახასიათებელია ის, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება ეკუთვნის, როგორც პრეზიდენტს, ასევე – მთავრობას. მათ უფლებამოსილებებს შორის მკაფიო ზღვარი არ არის გატარებული. აქედან გამომდინარე კი, სამწუხაროდ, ალბათობა იმისა, რომ ამ ორმა ინსტიტუტმა დაიწყოს ბრძოლა, რათა თავისკენ გადაქაჩოს ძალაუფლება, საკმაოდ დიდია. თუკი წარმოიქმნა კონფლიქტი პრეზიდენტსა და მთავრობას შორის, ამ კონფლიქტიდან რბილი გამოსავალი შესაძლებელია, მხოლოდ მაშინ, თუ ისინი მიაღწევენ კომპრომისულ გადაწყვეტლებებს.

თუ ვერ მიაღწიეს კომპრომისს, ყოველთვის რჩება დიდი კითხვის ნიშანი, ამ საკითხის გადაწყვეტის უფლება ვის აქვს – პრეზიდენტს, თუ მთავრობას. როცა ასეთი კითხვა ჩნდება და მასზე კონსტიტუციური პასუხი არ არსებობს, ამას უკვე მივყავართ კონფლიქტის გაძლიერებამდე და სავსებით შესაძლებელია, რომ ამას მოყვეს არაკონსტიტუციური დაპირისპირებაც. მით უმეტეს, როცა ამ ყველაფერს სხვა პოლიტიკური ფაქტორები ემატება ზედ.

რასაც მოჰყვა კიდეც გამსახურდიას ხელისუფლების სამხედრო აჯანყების გზით დამხობა…
- დიახ. ამიტომ თეორიტიკისები, როდესაც აანალიზებენ სხვადასხვა ტიპის მოდელებს, ასეთი შერეული მმართველობის, ნახევრადსაპრეზიდენტო რესპუბლიკის მოდელს, მიიჩნევენ ყველაზე მაღალი რისკის შემცველ მოდელად. რისკებში იგულისხმება ის, რომ ხელისუფლების განშტოებათა შორის კონფლიქტის წარმოქმნის საშიშროების ხარისხი არის უფრო მაღალი, ვიდრე სხვა მოდელებში. კონფლიქტის წარმოქმნის შემთხვევაში კი, კრიზისიდან რბილად გამოსვლის ალბათობა ძალიან დაბალია.

ჩვენმა კომისიამ ამ მოდელზე თავიდანვე თქვა უარი, სწორედ, რისკის მაღალი ხარისხის გამო. მით უმეტეს, რომ ჩვენ უახლეს ისტორიაში ასეთი მაგალითი თვალწინ გვაქვს.

შემდგომ მოხდა სამხედრო გადატრიალება, ხელისუფლება შეიცვალა, თვეების განმავლობაში, ქვეყანას არალეგიტიმური ხელისუფლება მართავდა. შემდეგ შეიქმნა პარლამენტი, რომელმაც 1995 წელს მიიღო კონსტიტუცია. 1995 წლის კონსტიტუციით, მართველობის მოდელად, საპრეზიდენტო რესპუბლიკის მოდელი განისაზღვრა. მივიღეთ პირდაპირი არჩევნებით არჩეული პრეზიდენტი, რომელიც არის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური და პარლამენტი.

პრეზიდენტს არ ჰქონდა პარლამენტის დათხოვნის უფლება, პარლამენტს შეეძლო, პრეზიდენტის გადაყენება, მაგრამ იმპიჩმენტის წესით, რომელიც, პრაქტიკულად, განუხორციელებელი იყო. შეიქმნა ორი სახელისუფლებო ინსტიტუტი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი, რომელთაც ერთმანეთზე ზემოქმედების ძალიან დაბალი ხარისხის საშუალებები ჰქონდათ.

სახელისუფლებო პარტია, მაგალითად “მოქალაქეთა კავშირი”, იყო ერთმანეთზე ზემოქმედების ყველაზე კარგი საშუალება, ანუ სახელმწიფო საკითხები შიდაპარტიული გარჩევების ფონზე წყდებოდა.
- დიახ, თუ პრეზიდენტს ჰყავს თავისი საპარლამენტო უმრავლესობა, მაშინ მათ შორის კონფლიქტი არ წარმოიქმნება. მაგრამ, თუ პარლამენტში უმრავლესობა სხვას აქვს, წარმოიქმნება მათ შორის კონფლიქტი და აქედანაც, რბილად გამოსვლის შესაძლებლობა, უბრალოდ არ არსებობს. პრეზიდენტი ვერ დაითხოვს პარლამენტს, პარლამენტი ვერ გადააყენებს პრეზიდენტს. ამიტომ, ეს მოდელი ე.წ. ხისტი მოდელების კატეგორიას განეკუთვნება, სადაც კრიზისიდან გამოსვლა, შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ საზოგადოებაში მაღალია კომპრომისის ხელოვნება.

მაგალითად, როცა აშშ-ის კონსტიტუციას ასწავლიან სკოლებსა და სასწავლებელში, სწავლება იწყება ასე – შეერთებული შტატების კონსტიტუცია – კომპრომისის ხელოვნება... იქ პირდაპირ ამბობენ, ეს კონსტიტუცია სიცოხლისუნარიანია იმიტომ, რომ საზოგადოებას გაცნობიერებული აქვს კომპრომისის აუცილებლობა და გარდაუვალობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონფლიქტი გადაუწყვეტელი ხდება. მაგალითისთვის გეტყვით, ყველა იმ ქვეყანაში, რომელმაც საპრეზიდენტო მოდელი აირჩია, ძირითადად, ეს არის ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ქვეყნები, ერთი სამხედრო გადატრიალება მაინც მოხდა, ზოგში კი, რამდენიმე. ანუ, როცა შეჯახება ხდება, ამ შეჯახებიდან რბილი გამოსავალი, კომპრომისის გაუცნობიერებლობის გამო, უბრალოდ, აღარ არსებობს. მაშინ ხდება ძალის გამოყენება.

საზოგადოებამ როგორ უნდა გაცნობიეროს ეს? ჩვენ შევარდნაძის ხელისუფლებაც რევოლუციით დავამხეთ, მაგრამ არაფერი ეშველა ამ ქვეყნის ეკონომიკურ და პლიტიკურ მდგომარეობას.
- როგორ ხდება, იცით, საზოგადოების გაცნობიერება? ეს იწყება ოჯახში, გადადის სამეზობლოში და ა.შ. ყველამ ვიცით, რა არის საყოფაცხოვრებო კონფლიქტები, როცა კონფლიქტი იწყება ისეთი რამის გამო, რომელიც სავსებით შესაძლებელია, მცირეოდენი დათმობით გადაწყდეს. ჩვენ უფრო ხშირად ჯიუტი თხების როლში აღმოვჩნდებით ხოლმე. აღარ ვიცი, სკოლაში კიდევ ასწავლიან, თუ – არა, ამ მოთხრობას, ორი თხა ბოგირზე რომ ხვდება ერთმანეთს და არცერთი უთმობს გზას, მერე კი, ორივე წყალში ვარდება. ამის გაცნობიერება საზოგადოების განვითარების გარკვეულ საფეხურზე ხდება. თუ იქამდე არ მივედით, მანამდე არაფერი გვეშველება.

ამის დასადასტურებლად მაგალითს დაგისახელებთ. 2003 წელს რა მოხდა? 2003 წელს წარმოიქმნა კრიზისი, მმართველი პარტიის გახლეჩვის შედეგად წარმოქმნილ ორ ფრთას შორის. “მოქალაქეთა კავშირის” ყოფილმა ნაწილმა, პრაქტიკულად, სახელმწიფო გადატრიალება მოახდინა. უსისხლო გადატრიალება მოხდა, რომლის საფუძველიც შექმნა ხელისუფლებამ, რასაც მხარი დაუჭირა საზოგადოებამ, რომელსაც ყელში ქონდა ამოსული ხელისუფლების მოქმედება და მოხდა გადატრიალება, საბედნიეროდ – უსისხლო. თუმცა, ეს გადატრიალება, როგორც არ უნდა შევფუთოთ, არ იყო, სუფთა, კონსტიტუციური პროცესი.

იმ საპრეზიდენტო რესპუბლიკამ ჩვენთან ასე იმუშავა. ასე ხდებოდა ყველა ქვეყანაში, სადაც საპრეზიდენტო მოდელი იყო. მაგალთად, მე ვთვლი, რომ 1995 წლის კონსტიტუციით მიღებული მოდელიც არ იყო საპრეზიდენტო რესპუბლიკის კლასიკური მოდელი, რადგან საქართველოს პრეზიდენტის უფლება-მოსილებები უფრო ფართო იყო, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისა.

“ვარდების რევოლუციის” შემდეგ, ახალმოსულმა ხელისუფლებამ პირველი ნაბიჯი, რაც გადადგა, გააკეთა ის, რისი გაკეთების მცდელობაშიც მანამდე შევარდნაძეს ადანაშაულებდა. შევარდნაძეს სურდა იმ საპრეზიდენტო მოდელის შეცვლა რუსული მოდელით, რომელიც დეფორმირებული, ნახევრადსაპრეზიდენტო რესპუბლიკაა, ანუ პრეზიდენტის გაზრდილი უფლებებითა და მოხსნილი პასუხისმგებლობით.

სააკაშვილი ამაზე, თავის დროზე აკრიტიკებდა შევარდნაძეს, მაგრამ თავად გააკეთა და იგივე მოდელი შემოიღო თებერვალშივე. მეტსაც გეტყვით, ის ცვლილებები, რომლებიც ახალმა ხელისუფლებამ მიაღებინა, ყოველგვარ ნებადაკარგულ პარლამენტს, გაცილებით უარესი იყო, ვიდრე იმ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელთა მიღებაც სურდა შევარდნაძეს.

ამჟამინდელმა იუსტიციის მინისტრმა, ზურაბ ადეიშვილმა არ მოამზადა ეს ცვლილებები. მახსოვს, მაშინ დიდი აჟიოტაჟი იყო ატეხილი. თქვენც ილაშქრებდით მის წინააღმდეგ...
- დღემდე არავინ ამბობს, ფორმალურად ვინ დაწერა ეს ცვლილებები.

ადეიშვილს დავუსვი მაშინ რამდენიმე კითხვა პარლამენტში, მაგრამ თავი აარდა პასუხს, მაგრამ არ უარყო, რომ ეს მისი მომზადებული ცვლილებები იყო.
– კი, მაგრამ ხმამაღლა არ ამბობენ, ვინ დაწერა. ახალადრჩეულმა პრეზიდენტმა პარლამენტს მიაღებინა ისეთი ცვლილებები, რომლითაც პრეზიდენტს განუზომლად გაეზარდა უფლებამოსილებები. პარლამენტს კი, პრაქტიკულად, დამოუკიდებლობა წაერთვა, ხოლო მთავრობა, ნაცვლად იმისა, რომ ყოფილიყო აღმასრულებელი ხელისუფლების დამოუკიდებელი განშტოება, გადაიქცა პრეზიდენტის აპარატად. აი, ეს მივიღეთ.

ამ ცვლილებებით, მთლიანად დაირღვა კონსტიტუციონალიზმისა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპები, რის გამოც, შეუძლებელია იმის თქმა, რომ ქვეყანაში არის დემოკრატია. რასაკვირველია, შეუძლებელია, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაც. აი, ამიტომ, კონსტიტუციური ცვლილებები აუცილებელი გახდა.

თანაც, საერთაშორისო საზოგადოება მკაცრად ითხოვს სააკაშვილისგან კონსტიტუციაში მკვეთრად დემოკრატიული ცვლილებების გატარებას და 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ მიღებული ცვლილებების შეცვლას.
– რა თქმა უნდა. სამწუხაროდ, მინდა, გითხრათ, რომ 2004 წლის იანვარ-თებერვალში საზოგდოება იმდენად იყო აჟიტირებული შევარდნაძის ხელისუფლების შეცვლით, იმდენად დიდი იმედები ჰქონდა ახალმოსული ხელისუფლებისა, რომ მან საერთოდ არ მოახდინა რეაგირება კონსტიტუციის პრინციპების ხელყოფაზე. თუმცა, ვიტყვი, რომ მათი იმედები უსაფუძვლო იყო, რაც შემდეგმა მოვლენებმა დაადასტურეს.

მაშინ მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა გაილაშქრა აქტიურად, ვინც დაწერა, ვინც თქვა, ამის გაკეთება არ შეიძლებაო, მაგრამ საზოგადოების მხრიდან იყო სრული სიჩუმე. მე ეს რატომ ვთქვი? საერთოდ, მხოლოდ ისეთ კონსტიტუციას აქვს შანსი იმუშაოს, ანუ ისეთი კონსტიტუცია იქნება სიცოცხლისუნარიანი, რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილის მხარდაჭერა ექნება. საზოგადოებისა, რომელიც, არათუ თავად დაიცავს თავის კონსტიტუციას, არამედ სხვასაც არ მისცემს მისი ხელყოფის შესაძლებლობას. ამის გარეშე, კონსტიტუცია ფარატინა ქაღალდად დარჩება.

შესაბამისად ის, რაც მოხდა 2004 წელს, არ უნდა მომხდარიყო და შეცვლა სჭირდება. მე ვფიქრობ, რომ დღევანდელ საზოგადოებაში განცდა იმისა, რომ ეს ასე არ უნდა იყოს, საკმაოდ მაღალია. ეს იძლევა იმის შანსს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები სწორი მიმართულებით განხორციელდეს.

საერთოდ, რაც ცუდია, შეიძლება, შეიცვალოს კარგითაც, და შეიცვალოს ცუდითაც. აქ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, არ მივიღოთ უარესი, ან ფორმალურად შეცვლილი, მაგრამ რეალურად, ისეთივე, რაც დღეს გვაქვს. აქ უნდა გააკეთოს საზოგადოებამ სწორი არჩევანი: როგორი ხელისუფლება გვჭირდება ჩვენ. როცა ერთი წლის წინ, კონსტიტუციის ახალი რეადქციაზე მუშაობა დავიწყეთ, გადავწყვიტეთ, განგვესაზღვრა, რომელი სისტემა მოერგებოდა უკეთ ჩვენს დღევანდელ მდგომარეობას, ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რაც უკვე მოგახსენეთ.

აქვე დაისვა კიდევ ერთი ამოცანა, ის, რის შექმნასაც ვაპირებდით, უნდა ყოფილიყო ისეთი მოდელი, რომელშიც ნებისმიერი მოდელისთვის დამახასიათებელი, თეორიული რისკები მინიმუმამდე იქნებოდა დაყვანილი - პოლიტიკური კრიზისის შექმნის ალბათობა და შექმნილი კრიზისიდან რბილად გამოსვლის შესაძლებლობა. ჩვენ, საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის 17 წევრი და ოთხი მოწვეული ექსპერტი, ერთხმად მივედით იმ დასკვნამდე, რომ საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელი უნდა ამოგვერჩია”.

თუ, რა უფლებები აქვს ამ მოდელში პრეზიდენტს, პარლამენტსა და მთავრობას, ამ საკითხებზე ხმალაძესთან ინტერვიუს ახლო მომავალში შემოგთავაზებთ.


http://presa.ge/index.php?text=news&i=10335
10:27 20.04.2010
tavisupleba
20 აპრილს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ვასილ გონაშვილი, სამართლის დოქტორი. მან ისაუბრა, თუ რა ვითარებაში, რა პირობების არსებობის შემთხვევაში დგება საკონსტიტუციო ცვლილებებისა და ახალი კონსტიტუციის შექმნის საკითხი ქვეყანაში.

View the full article
kote-1962
20.04.2010

ლევან გაჩეჩილაძე ბრძოლას აგრძელებს



"იქნებ ჩემმა ამ გადაწყვეტილებამ ხელი შეუწყოს ოპოზიციას, გამოკვეთონ ერთიანი ლიდერი"

გადაწყვეტილება მიღებული აქვს და მას არ შეცვლის. ლევან გაჩეჩილაძე მერის არჩევნებში არ მონაწილეობს, პოლიტიკურ პარტიებს კი პირობას უყენებს და ამბობს, რომ თუ იქნება ერთიანი კანდიდატი, იქნება მხარდაჭერა. ის თვლის, რომ ასე ხედავს გამარჯვების შანსს და ამბობს, რომ ვიღაც-ვიღაცების საკრებულოში დასაქმებას მხარს არ დაუჭერს.
არსებობს თუ არა ჯერ კიდევ ერთიანი კანდიდატის გარშემო შეთანხმების ალბათობა რატომ არ თვლის გია ჭანტურიას ოპოზიცურ კანდიდატად; რა გაფრთხილებას აძლევს "ალიანსს" და ემზადება თუ არა იგი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის? ამ საკითხებთან დაკავშირებით "მთელი კვირა" მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" ლიდერს, ლევან გაჩეჩილაძეს ესაუბრა.
"მთელი კვირა": მიუხედავად იმისა, რომ ყველა ელოდებოდა, თქვენ დააყენებდით თქვენს კანდიდატურას, ეს არ გააკეთეთ. რატომ?
ლევან გაჩეჩილაძე: ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ეს არჩევნები ოპოზიციის უპირობო გამარჯვებით დამთავრებულიყო. მქონდა კონსულტაციები და მოლაპარაკებები. მინდოდა, ოპოზიციიდან ერთი ლიდერი გამოკვეთილიყო. შეიძლება საზოგადოების უმრავლესობა თვლიდეს, რომ ჩვენ რეალურ პოლიტიკაში ვცხოვრობთ, მე კიდევ პირიქით მგონია. რაც დღეს საქართველოში ხდება, ეს არაა პოლიტიკა, ეს არის ერთი მხრივ, ბრძოლა დიქტატურის, ავტორიტარიზმის და ძალადობის წინააღმდეგ, მეორე მხრივ - არჩევნები. არ ვიცი, ეს ორი რამ როგორ თავსდება ერთმანეთთან.
როდესაც ვერ შეიცნობ, რომ არჩევნები არის ბრძოლა ავტორიტარიზმის წინააღმდეგ, მაშინ ძნელია გადაწყვეტილების მიღება. მივიღე გადაწყვეტილება, რომ კიდევ მეტად ხელი არ შემეწყო ამ დაქსასულობისთვის და არ მიმეღო მონაწილეობა არჩევნებში. სულ ვამბობდი, რომ ჩემთვის არჩევნები არაა საშუალება იმისათვის, რომ მე გავხდე მერი ან საკრებულოს თავმჯდომარე. არჩევნები არის საშუალება, რომ სააკაშვილს დაუწყო ხელისუფლების გამოგლეჯვა.
"მ.კ": და ეს არჩევნები არის ამის წინაპირობა?
ლ.გ: ჯერ კიდევ ბევრი დროა დარჩენილი. თუ გადალახავენ თავისი კონკრეტული პარტიების და კონკრეტული ადამიანების ინტერესებს, მაშინ შესაძლებელია, თბილისმა გამოიღვიძოს.
"მ.კ": ფიქრობთ, რომ ერთი კანდიდატის გარშემო შეთანხმება შესაძლებელი იქნება?
ლ.გ: თუ კატეგორიულად გამოირიცხება წინაპირობები, გინდა თუ არა, ეს და ეს კაცი უნდა იყოს ერთი კანდიდატი, და განისაზღვრება აბსოლუტურად თავისუფალი მეთოდოლოგია იმისა, როგორ უნდა გამოიკვეთოს კანდიდატი, მაგ შემთხვევაში შესაძლებელია.
"მ.კ": თქვენ თუ დაუჭერთ ოპოზიციას მხარს და როგორ?
ლ.გ: ახლა პირობას მე დავაყენებ - თუ იქნება ერთი კანდიდატი, იქნება მხარდაჭერა. ეს არის ჩემი პირობა. რადგან ასე ვხედავ გამარჯვებას. ვიღაც-ვიღაცების საკრებულოში დასაქმებას მხარს ვერ დავუჭერ.
"მ.კ": შეიძლება ითქვას, რომ ლევან გაჩეჩილაძე პოლიტიკურ პროცესებში არ ჩაერთვება?
ლ.გ: არა, როგორ გეკადრებათ. პირიქით, გავაათმაგებ ჩემს ბრძოლას მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის და გიგი უგულავას რეჟიმის წინააღმდეგ. დღეს საქართველოში ყველაფერი გაკოტრებულია. ეს არის თავიდან ბოლომდე გაკოტრებული სახელმწიფოებრიობა და გაკოტრებული ადამიანები. როდესაც ასეთი მძიმე ფინანსური ვითარებაა (ამას მხოლოდ ჩემს თავზე არ ვლაპარაკობ, არამედ ვლაპარაკობ თითოეულ მოქალაქეზე) და ამ დროს ხალხის ფულს იყენებ საკუთარი თავისთვის, ამ ფასადებისა და რუსი გენერლებისთვის, ამ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ბრძოლას კიდევ უფრო გავაათმაგებ. მე შეურიგებელი კაცი ვარ. დღეს პოლიტიკიდან ლევან გაჩეჩილაძე კი არა, სხვა მოქალაქეც ვერ წავა, იმდენად პოლიტიზებულია გარემო. ჯერჯერობით ვატყობ, რომ აქციების მომხრე ამ წუთში ბევრი არაა. 15 აპრილს პოლიტიპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით ჩატარდა აქცია, რომელსაც ბევრი ლიდერი არ ესწრებოდა, რამაც გული დამწყვიტა.
"მ.კ": მერობის კანდიდატებიდან მხოლოდ ძიძიგური იყო, არ იყო ალასანია, არ იყო გია ჭანტურია...
ლ.გ: მე ვლაპარაკობ მხოლოდ და მხოლოდ სამ კანდიდატზე. სადღაც უთქვამს გია ჭანტურიას, აუცილებლად გავმართავ საჯარო დებატებს გაჩეჩილაძესთანო და დიდი სიამოვნებით ვიღებ ამ წინადადებას. მომავალი კვირიდან დავიწყებ ტელევიზიასთან შეთანხმების პროცესს, რომ გია ჭანტურიას დავუმტკიცო, რომ ეს არაა ოპოზიციონერობა და ის არაა ოპოზიციური კანდიდატი.
"მ.კ": რატომ თვლით, რომ გია ჭანტურია არაა ოპოზიციური კანდიდატი?
ლ.გ: ეს თვითონ თქვა. თქვა, არავითარი პრეტენზია ამ ხელისუფლებასთან არა მაქვსო. მან ღიად უნდა თქვას, რომ მისი ბრძოლა არის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების წინააღმდეგ ბრძოლა და არა კონკრეტულად ის, რაც შეიძლება სწრაფად წავიდეს სააკაშვილის რეჟიმი. ეთერში ამ საკითხზე მასთან ლაპარაკი ჩემთვის ადვილი იქნება. ის, რომ ჭანტურია დათანხმდა მერის არჩევნებში მონაწილეობას, ვთვლი, რომ სწორი არაა და ამას ჩემი მხრიდან დავუმტკიცებ. ამიტომაც მაქვს სამი კანდიდატის შეთანხმებაზე ლაპარაკი. ეს არის გოგი თოფაძე, რომელსაც არაერთხელ განუცხადებია, რომ იგი მზად არის ერთიან კანდიდატზე საუბრისათვის, ასევეა ზვიად ძიძიგური და ირაკლი ალასანია, რომელმაც ერთი პერიოდი განაცხადა, რომ მზად არის ამისთვის, შემდგომ რაღაცა მიზეზების გამო, არ დაჯდა ამ მოლაპარაკების მაგიდასთან. იქნებ, ჩემმა ამ გადაწყვეტილებამ ხელი შეუწყოს მათ, რომ დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და გამოკვეთონ ერთიანი ლიდერი და პროცესი.
"მ.კ": თქვენ თვლით, რომ ზედმეტი იყავით ამ პროცესებში?
ლ.გ: არა. ჩემი განცხადება ნიშნავს, რომ აგერ არის ბურთი და მოედანი და მიდით, აბა, ვნახოთ, რას მიაღწევთ ე.წ. პოლიტიკური თვითნებობით. კიდევ ერთხელ მინდა, ვთქვა, რომ მარტო "ალიანსს" არ მიუღწევია მერის პირდაპირი არჩევნების დანიშვნისთვის. ეს გააკეთა იმ დიდმა საზოგადოებამ, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში იბრძოდა ქუჩაში და თავებს იხეთქავდნენ. ამიტომაც, არ შეიძლება ამ საკითხის პრივატიზება იმისთვის, რომ რამდენიმე ადამიანი გაიყვანო საკრებულოში. კიდევ აქვთ დრო, რომ თვალები გაახილონ და სინამდვილეს თვალებში შეხედონ.
"მ.კ": შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიცია წინასაარჩევნო კამპანიას არ ეწევა. რა ნიშნავს მათი ასეთი სიჩუმე?
ლ.გ: ვერ ვიტყოდი, რომ ოპოზიცია ჩუმად არის. უბრალოდ, შეიძლება ხშირ შემთხვევაში რასაც ისინი კამპანიას ეძახიან, ხალხი და ჟურნალისტები არ ეძახიან ამას კამპანიას. არც მე მაქვს იმის განცდა, რომ ეს არის მძლავრი კამპანია. თუმცა, ეროვნული საბჭო უფრო მონდომებულია, რომ საარჩევნო კამპანიას მისცეს ბრძოლისუნარიანობის ხასიათი. სააკაშვილის, მერაბიშვილის და უგულავას რეჟიმის წინააღმდეგ მხოლოდ ერთობა იმარჯვებს.
"მ.კ": როდესაც მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა დასავლეთის უპირობო მხარდაჭერა, თქვენ მაშინ წაართვით თბილისი და რიგი ქალაქები. როგორ ფიქრობთ დღეს, შეძლებს ოპოზიცია, ხელისუფლებას წაართვას თბილისი?
ლ.გ: თუ გადააბიჯებს თავის ამბიციებს და კარჩაკეტილობას, რა თქმა უნდა, შეძლებს. თუ ვერ შეძლებს, ცხვირსაც თვითონ დაარტყამს. "ალიანსიდან" მოვისმინე, რომ თავის დამარცხებას სხვას დააბრალებენ. არავითარ შემთხვევაში არ გამოუვათ ეს. ის, რაც ამდენი ხანი გამოსდიოდათ, დამარცხების შემთხვევაში არ გამოუვათ. ოპოზიციას აქვს გამარჯვების შანსი, მაგრამ არ უნდა შეხედოს ხელისუფლების ნაბიჯებს. მას უნდა ჰქონდეს თავისი ნაბიჯები. ერთადერთი პრობლემა, რაც არის დღეს ოპოზიციაში, არის ის, რომ მათ უნდა გადალახონ ის კრიზისი, რაც მათში არსებობს.
"მ.კ": როგორც ჩანს, ძალიან ნაწყენი ხართ "ალიანსზე". იმიტომ ხომ არა, რომ მათ წარსულის პოლიტიკოსი გიწოდეს?
ლ.გ: წარსულის ვარ თუ მომავლის, ამაზე ყველას თავისი აზრი აქვს. მაგრამ ის კონკრეტული თავდასხმები, რომელიც ჩემ მიმართ იყო, ნამდვილად არ მომწონდა. მაგრამ, ისიც გულთან ახლოს არ მიმიტანია. ღრმად მჯერა, რომ ისინი ცდებიან და თუ ასე გააგრძელეს, ამ შეცდომას შედეგებში ნახავენ.
"მ.კ": იყო ინფორმაცია, რომ თქვენ ირაკლი ოქრუაშვილმა შემოგთავაზათ, მისი პარტიის სახელით გეყარათ კენჭი მერის არჩევნებში...
ლ.გ: ოქრუაშვილთან სულ ვმართავთ მოლაპარაკებას. ის არის ამ ბრძოლის პოლიტიკური პარტნიორი და როცა მაქვს მასთან შეხვედრის შესაძლებლობა, ვხვდები. მაგრამ, მასთან მერის კანდიდატურაზე ლაპარაკი არ მქონია.
"მ.კ": მერაბიშვილის განცხადება, რომ 64% უჭერს მათ კანდიდატს მხარს, იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ უკვე გაიმარჯვა?
ლ.გ: რა თქმა უნდა. ხელისუფლებისთვის კანონიერება და არჩევნები არაფერს წარმოადგენს. ეს არის კრიმინალური კარტელი, რომელსაც ხელმძღვანელობს მერაბიშვილი და ქუდივით ჰყავთ სააკაშვილი. მერაბიშვილმა, უბრალოდ, არ დამალა, რომ ეს არის კრიმინალური კარტელი და წინასწარ დაარქვა ყველაფერს თავისი სახელი, რასაც მერე აღასრულებს. 30-ში კი არ გაყალბდება არჩევნები, არამედ იმ დღეს გაყალბებულ არჩევნებს ბეჭედი დაერტყმება. სწორედ ეს არ უნდა დაუშვას ოპოზიციამ, რომელმაც ყველა ველზე უნდა იბრძოლოს. თუ ოპოზიციამ ეს მოახერხა, მაშინ მერაბიშვილი, სააკაშვილი და უგულავა ჩაბარდება წარსულს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენს თაობას ძალიან გაუჭირდება ამ კრიმინალური კარტელის მოშორება.
"მ.კ": შესაძლებელია ყირგიზეთის სცენარის განმეორება საქართველოში?
ლ.გ: ჩვენთან ახლა ამკვიდრებენ იდეოლოგიას, რომ ის, რაც მოხდა ბიშკეკში, არის ცუდი. არა, რაც მოხდა კარგია, მაგრამ ბაკიევმა რაც გააკეთა, ეს არის ცუდი და კრიმინალური, მან ხალხს ესროლა. უნდა გავყოთ ეს პროცესები. ხალხმა აიღო ხელისუფლება და ამოისუნთქა. ხელისუფლებას უნდა ახსოვდეს, რომ ხალხის მიერაა დაქირავებული და როგორც კი არ მოუნდება, აქვს იმის უფლება, შეცვალოს ხელისუფლება ისე, როგორც მას მოუნდება. საქართველოში ამის შესაძლებლობა არის. ბიშკეკის მოვლენები 13 მარტს ვნახეთ "იმედის" ეთერში. ხელისუფლება გეგმავს ამ მოვლენებს. თუ კიდევ უფრო გაამწვავებენ პროცესებს და, რასაც ვუყურებთ ამწვავებენ, აბსოლუტურ ადეკვატურ რეაქციას მიიღებენ. არავის არ უნდა ხალხის მოკვლა და სიკვდილი, ეს უნდათ მხოლოდ სააკაშვილს, მერაბიშვილს და უგულავას, მხოლოდ იმისთვის, რომ თავიანთი სკამები შეინარჩუნონ.
"მ.კ": არჩევნების გაყალბების შემთხვევაში დადგებით თუ არა ოპოზიციის და ხალხის გვერდით?
ლ.გ: რა თქმა უნდა. სანამ პირში სული მიდგას, ვიდგები იქ, სადაც დგას ჩემი ხალხი და ვიდგები წინა ხაზზე სააკაშვილის რეჟიმის მოშორების საქმეში. როდესაც საქმე ჩემი ქვეყნის ინტერესებს შეეხება, არც ცხელი ტყვიის არ მეშინია. მიხვდება სააკაშვილი, რომ უნდა წავიდეს, დიდი შანსი აქვს მშვიდობიანად წასვლის. ვერ მიხვდება, რომ ეს სკამი უნდა დათმოს, დიდი შანსია, რომ მიიღოს ადეკვატური და ძალიან მძლავრი რეაქციები.
"მ.კ": და ბოლოს, თქვენ ამბობთ, რომ გადაწყვეტილებას არ შეცვლით, მაგრამ ხომ არ ემზადებით მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის?
ლ.გ: გადაწყვეტილებას არ შევიცვლი, ეს გამორიცხულია. თუმცა ბრძოლას ვაგრძელებ და ვიქნები იქ, სადაც იდგება ჩემი ხალხი, სადაც იქნება მძლავი და ადეკვატური მოთხოვნები. რაც შეეხება არჩევნებს, ჯერ-ჯერობით ადრეა ამაზე ლაპარაკი. მაგრამ, თუ პოლიტიკურმა ოპოზიციამ ვერ დასძლია ის კრაზისი, რასაც "დაყავი და იბატონეს" პრინციპი ჰქვია, მაშინ მე ბევრს ვიფიქრებ, რომ დამოუკიდებლად გავაგრძელო ჩემს პოლიტიკურ მეგობრებთან და ჩემს ხალხთან ერთად ბრძოლა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. რა იქნება ეს დამოუკიდებლობა, არჩევნებში მონაწილეობა, საკუთარი პარტიის შექმნა თუ რა, ამას მომავალი გვაჩვენებს.



თამთა ქარჩავა

"რეზონანსი"
kote-1962
20.04.2010

ქართული პრესის მიმოხილვა

ქალაქში ბრძოლა - რას გვაჩვენებს ცხინვალის სამწუხარო გამოცდილება
თუ ცესკო ამომრჩეველთა სიებში ოპოზიციის მიერ აღმოჩენილ დარღვევებს იგნორირებას გაუკეთებს, ოპოზიცია საბოლოო სიას არალეგიტიმურად გამოაცხადებს
• ბზარი ხელისუფლებაში თუ "ერთი ჩინოვნიკის წინააღმდეგ მიმართული აქცია" - ერეკლე კოდუას ცოლისძმას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება


ქალაქში ბრძოლა - რას გვაჩვენებს ცხინვალის სამწუხარო გამოცდილება

"ყველა ომში, ყველა ქალაქის ბრძოლაში, მიუხედავად არსებული მოწინააღმდეგისა, რჩება და ინარჩუნებს უძლიერეს მომაკვდინებელ ძალას ერთი საერთო საფრთხე: ეს არის სნაიპერი. სნაიპერი შეიძლება ჰყავდეს როგორც კონვენციურ, ასევე არაკონვენციურ ძალებსაც. სნაიპერი არის ძალა, რომელსაც შეუძლია მარტომ გააჩეროს საშუალო ზომის ქვედანაყოფი, დათესოს მოწინააღმდეგის რიგებში პანიკა, მოშალოს მისი მართვა და ყოველივე ამით დიდი ზიანი მიაყენოს მას", - წერს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი "არსენალი" (26 - 29 აპრილი, N8) სტატიაში სათაურით ბრძოლა ქალაქში / ქალაქის ბრძოლების დროს მოსალოდნელი საფრთხეების ანალიზი.
"თუ განვიხილავთ ცხინვალისთვის ბრძოლას, შეიძლება ითქვას, რომ მოწინააღმდეგემ მაქსიმალურად გამოიყენა ის უპირატესობები, რასაც დასახლებული პუნქტი აძლევს თავდაცვაში მყოფთ. ცხინვალი არ არის დიდი ქალაქი, მაგრამ შეიცავს ყველა იმ თვისებას, რაც საჭირო არის დასახლებულ პუნქტში თავდაცვის ორგანიზებისთვის. იქ გამაგრებულმა ბანდფორმირებებმა ძალიან ეფექტურად გამოიყენეს სნაიპერები, რომელთა ცეცხლმა იმსხვერპლა რამდენიმე ათეული ქართველი ჯარისკაცი და სწორედ ამით, და არა არტილერიისა და ავიაციის საშუალებით, ძლიერ შეაფერხეს ჩვენი ქვედანაყოფების წინსვლა ქალაქში. ჩვენი არმია შევიდა ცხინვალში ფართო ქუჩით და მოძრაობდა ისე, რომ არ გაუწმენდია ზურგს უკან მიტოვებული სახლები. მტრის სნაიპერებს წინასწარ ჰქონდათ შერჩეული და შექმნილი შენობების შიგნით კარგად შენიღბული პოზიციები, სადაც მათი აღმოჩენა ძალიან ძნელი იყო. ამან მისცა მათ საშუალება, გაეხსნათ მომაკვდინებელი ცეცხლი ქუჩების ორივე მხრიდან იმ დროს, როცა ჩვენი ჯარისკაცებისთვის ძნელი იყო ასეთ ექსტრემალურ პირობებში ცეცხლისაგან თავშესაფრის მოწყობა გამოვლილ შენობებში, რომლებიც არ იქნა მანამდე გაწმენდილი და იქ ბანდფორმირებების წევრები იმალებოდნენ. ამის გამო მეოთხე ბრიგადის ჯარისკაცებს მოუწიათ ბრძოლამ უხილავ მტერთან აბსოლუტურად ღია და დაუფარავი პოზიციებიდან. გარდა ამისა, სნაიპერთა ცეცხლით დაცულმა მოწინააღმდეგის ყუმბარმტყორცნელებმა ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებით გაანადგურეს ქალაქში სამი ჩვენი ტანკი, რომლებიც სწორედ სნაიპერების ცეცხლის გამო ფაქტობრივად გახსნილი აღმოჩნდნენ ყუმბარმტყორცნელთა ცეცხლისთვის, რადგან ცნობილია, რომ ქალაქში ტანკი ქვეითების დაცვის გარეშე ძალიან ადვილი დასაზიანებელია. ერთი ტანკი უშუალოდ ოსური ბანდფორმირებების ეგრეთ წოდებულმა თავდაცვის მინისტრმა ანატოლი ბარანკევიჩმა ააფეთქა. აფეთქებული ქართული ტანკების რაოდენობა უფრო დიდი იქნებოდა, რომ არა მათზე დაყენებული დინამიკური დაცვა და დამიზნების მოდერნიზებული საშუალებები, რაც ჩვენს ტანკისტებს ზუსტი საპასუხო ცეცხლის წარმოების შესაძლებლობას აძლევდა", - განმარტავს სტატიის ავტორი და განაგრძობს:
"ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოწინააღმდეგემ კარგად ისარგებლა ჩვენი ძალების მოქმედების ტაქტიკით. ჰუმანურობის პრინციპიდან გამომდინარე, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული მშვიდობიან ოს მოსახლეობაში მსხვერპლი, აგრეთვე დროის უქონლობის გამო, ჩვენი ქვედანაყოფები შევიდნენ ცხინვალში ღია ქუჩებით, შევიდნენ ისე, რომ არ გაუწმენდიათ მოწინააღმდეგისაგან ზურგს უკან მოტოვებული შენობები და შეეცადნენ მაქსიმალურად სწრაფად დაემყარებინათ კონტროლი ქალაქზე. როცა კოლონა ქუჩაში რამდენიმე ასეულ მეტრზე გაიწელა, სწორედ მაშინ გაუხსნა მოწინააღმდეგემ ცეცხლი. მეოთხე ბრიგადის ჯარისკაცები, ფაქტობრივად, ყველა მიმართულებიდან, ტყვიების წვიმაში აღმოჩნდნენ და რომ არა უმრავლესობის ვაჟკაცობა და გაწვრთნილობა, მსხვერპლი შეუდარებლად დიდი იქნებოდა. ისინი ჩაებნენ ბრძოლაში ისე, რომ მოწინააღმდეგის შენიღბული სნაიპერები და მსროლელები კარგად ხედავდნენ მათ და აწარმოებდნენ ზუსტ, მომაკვდინებელ ცეცხლს, ხოლო ჩვენს ჯარისკაცებს უწევდათ მტერთან გამკლავება ფეხზე მდგომი პოზიციიდან და საფრის გამოყენების გარეშე. ჯარისკაცს შეუძლია ამოეფაროს ტექნიკას, როცა ცეცხლი ერთი რომელიმე მხრიდან წარმოებს, ხოლო როცა ყველა მიმართულებიდან ისვრიან, ტექნიკა ვეღარ გამოდგება როგორც საფარი. ამ დროს თავის დაცვის ერთადერთი საშუალება არის ზუსტი საპასუხო ცეცხლი. ის კი გაძნელებული იყო მტრის მსროლელების კარგი შენიღბულობის გამო. ამერიკულ საბრძოლო ტაქტიკაში დასახლებული პუნქტის იერიშის დროს არსებობს ტერმინი "ფუტჰოლდ"... ასეთი ტაქტიკის გამოყენების შემთხვევაში მოიერიშე ძალა არ შეიჭრება სოლისებურად მოწინააღმდეგის განლაგებაში. შესაბამისად, ის ვერ მოექცევა ხაფანგში ყველა მხრიდან და იღებს მტრის ცეცხლს მხოლოდ წინიდან და არა ფლანგებიდან. ცხინვალში ამის გაკეთება ვერ მოხერხდა, ალბათ, დროის სიმცირის გამო. პლაცდარმის გამოყენებით ქალაქის აღება და მისი თანდათან გაწმენდა მტრის ძალებისაგან საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს. აგრეთვე უპრიანია გავიხსენოთ გროზნოს საახალწლო იერიში... რუსებისაგან განსხვავებით, იმავე მდგომარეობაში აღმოჩენილმა ჩვენმა ქვედანაყოფებმა მოახერხეს ცხინვალში ბრძოლის გაგრძელება შედარებით ნაკლები დანაკარგით.
"და მაინც, მიუხედავად წამგებიანი მდგომარეობისა და დანაკარგისა, ჩვენი ჯარისკაცების მოქმედებებმა დიდი ზიანი მიაყენა ცხინვალში გამაგრებულ მტრის ძალებს. ოსი ბანდიტები და მათი რუსი მფარველები პანიკაში იყვნენ და თავად რუსების თქმით, უკვე ემზადებოდნენ ქალაქის დასატოვებლად. ისინი გადაარჩინა მხოლოდ რუსული არმიის სრულმასშტაბიანმა ინტერვენციამ საქართველოში. ომი რუსეთსა და საქართველოს შორის ჯერ არ დასრულებულა და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენოთ ცხინვალში მიღებული გამოცდილება უკვე სხვა ქართული ქალაქების დასაცავად ჩვენი მოსისხლე მტრისაგან", - წერს ავტორი.
"...საერთაშორისოო საზღვაო ორგანიზაცია IMO-მ თავის წევრ 168 სახელმწიფოს ცირკულარი #3043 გაუგზავნა, რომლის თანახმადაც 3 აპრილის 23:59 საათიდან საქართველოს ტერიტორიული წყლების აფხაზეთის მონაკვეთში ცურვა ოფიციალურ თბილისთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია", - აღნიშნავს გამოცემა სტატიაში სათაურით კავკასიური მოვლენების მიმოხილვა.

თუ ცესკო ამომრჩეველთა სიებში ოპოზიციის მიერ აღმოჩენილ დარღვევებს იგნორირებას გაუკეთებს, ოპოზიცია საბოლოო სიას არალეგიტიმურად გამოაცხადებს

"ცესკო-ს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილმა ამომრჩეველთა სიების მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა. სიების ფორმირებაში მონაწილეობდნენ პოლიტიკური პარტიები. გუშინ გამართულ პრეზენტაციას პარტიების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი და არასამთავრობოები ესწრებოდნენ. ამომრჩეველთა სიების მონიტორინგში პოლიტიკურმა პარტიებმა პირველად მიიღეს მონაწილეობა, რისთვისაც მათ სახელმწიფოსგან დაფინანსება გამოეყოთ. მონიტორინგი მიზნად ისახავდა ამომრჩეველთა სიის ძირითადი ხარვეზების: გარდაცვლილი, გამოტოვებული და გაორებული ამომრჩევლის მონაცემთა გამოვლენასა და საარჩევნო პროცესისადმი ნდობის ამაღლებას", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით საარჩევნო სიებში 2 ათასზე მეტი მიცვალებული იპოვეს.
"ბაზების ინტეგრაციის შედეგად ცესკო-ს მიერ ჩასწორებულია 133 000-ზე მეტი მონაცემი. ამასთან ერთად პოლიტიკური პარტიების მონიტორინგის შედეგად ჩასწორებულია 16 000 მონაცემი, მათ შორის 13 000 მისამართი და 3 000 გარდაცვლილი და ამომრჩევლის გაორებული მონაცემი. დანარჩენ შენიშვნებთან მიმართებით ცესკო მუშაობას განაგრძობს. დღეისთვის გარკვეულია, რომ ამომრჩეველთა სიაში გამოტოვებული ამომრჩეველი არის 3 255, საზღვარგარეთ იმყოფება 55 003 არ ცხოვრობს რეგისტრირებულ მისამართზე 65 502 და უმისამართო ამომრჩეველი არის 49 441. დღევანდელი მონაცემებით საქართველოს მასშტაბით დაფიქსირებულია 3 მილიონ 800 ათას 487 ამომრჩეველი. ამომრჩეველთა საბოლოო სიები 15 მაისისთვის გამოქვეყნდება", - აღნიშნავს გამოცემა.
"პარტიების მიერ მოწოდებული ინფორმაციების საფუძველზე ჩვენ დღესთვის ჩავასწორეთ ამომრჩეველთა 20 ათასამდე სახელი, 33 700 გვარი, 24 000 ცვლილება შევიდა თარიღებში, რაც შეეხება მისამართებს, 55 000-ზე მეტი ცვლილება შევიდა. ასევე განვიხილეთ ყველა შემთხვევა, სადაც ერთ ბინაში 20 და მეტი ამომრჩეველი იყო დაფიქსირებული. დეტალურად წარმოვადგინეთ ამის შესახებ ანგარიში. ასევე ამოვიღეთ 225 დუბლირებული ამომრჩეველი, საიდანაც ამოღებულ იქნა 2 025 გარდაცვლილი ადამიანი. ეს პროცესი მიდიოდა 1-ელი თებერვლიდან 10 აპრილამდე. ამ პერიოდში 10 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. სიების მონიტორინგის პროცესში ბევრი ახალი გარდაცვლილი მოხვდა. რაც შეეხება გამოტოვებულ ამომრჩევლებს, ჩასწორებულია 12 925 მონაცემი და ამ მიმართულებით მუშაობა ისევ გრძელდება, - განაცხადა ცესკო-ს თავმჯდომარემ. მისივე თქმით, ცესკო-ს მონაცემთა ბაზა და რეესტრის მონაცემთა ბაზა სავსებით იდენტურია. ხარატიშვილი აღნიშნავს, რომ ოპოზიციური პარტიების ჩართვამ, ამომრჩეველთა სიების მონიტორინგში ნდობის ხარისხი მნიშვნელოვნად გაზარდა", - დასძენს გამოცემა.
"მაინტერესებს, ჩვენი კონკრეტული შენიშვნებიდან რა იქნა გათვალისწინებული და რის საფუძველზე. რაც შეეხება ამომრჩეველთა სიის მონიტორინგს, აქაც ბევრი სამუშაო იქნა გაწეული პარტიის მხრიდან, თუმცა იმის თქმა, რომ სიები უკვე მოწესრიგებულია და ეს სიები სამართლიანი, გამჭვირვალე არჩევნების გამართვის საშუალებას მოგვცემს, ჯერ ნაადრევია. უნდა გამოიკრას კედლის სიები და პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გავაგრძელოთ კედლის სიების გადამოწმება ისევ კარდაკარ პრინციპით. კანონმდებლობა ჩვენ ამის საშუალებას გვაძლევს და უკვე განვაგრძობთ თანამშრომლობას საუბნო და საოლქო კომისიების დონეზე" - განაცხადა "სამართლიანი საქართველოსთვის" წარმომადგენელმა ლადო ბოჟაძემ. სალომე ზურაბიშვილის "საქართველოს გზის" წარმომადგენელ სოფო ჯაჯანაშვილის თქმით, ბოლო სია, რომელიც არჩევნების დღეს იქნება წარმოდგენილი, ეს სამაგიდო სიაა და მათ სურთ, სამაგიდო სია გადაეცეს პოლიტიკურ პარტიებს, რათა გადამოწმდეს, რამდენად აისახა საბოლოო სიაში მიწოდებული შენიშვნები", - წერს სტატიის ავტორი.
"არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნებისთვის" თავმჯდომარე ეკა სირაძე ამბობს, რომ ის კმაყოფილია გაწეული მუშაობით, თუმცა ახლა მთავარია ცვლილებებშესული ამომრჩეველთა სიით გაიმართოს 30 მაისს არჩევნები - მისი თქმით, მას იმედი აქვს, რომ არჩევნების დღეს იქნება ამომრჩეველთა ის სია, რომელზეც პარტიებმა, ცესკო-მ იმუშავა და რომელსაც ყველა ელოდება", - დასძენს სტატიის ავტორი.
"ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო სიებში 133 ათასი შესწორება შეიტანა, მათგან 16 ათასი პარტიების მიერ აღმოჩენილი დარღვევების შედეგად განხორციელდა. ცესკო მიღწეულით კმაყოფილია, პოლიტიკური პარტიები დანარჩენი ცდომილებების გამოსწორებას ელიან", - წერს გაზეთი "24 საათი" სტატიაში სათაურით სამი ათასი გარდაცვლილი არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს / მონიტორინგის მორიგი შედეგები.
"ალიანსი საქართველოსთვის" წარმომადგენელ მამუკა კაციტაძის აზრით, არჩევნებამდე ორი კვირით ადრე სიების გამოქვეყნების შემთხვევაში მათ საშუალება ექნებათ, გააკეთონ დასკვნა, რამდენად გაითვაალისწინა ცესკო-მ "ალიანსის" მიერ აღმოჩენილი ცდომილებები. იმ შემთხვევაში, თუ ცენტრალური საარჩევნო კომისია "ალიანსი საქართველოსთვის" იგნორირებას გაუკეთებს ან პასუხი არაარგუმენტირებული იქნება, ალასანიას გუნდი საარჩევნო სიებს არალეგიტიმურად გამოაცხადებს. "ალიანსმა" კარდაკარის პროგრამაში თბილისის ამომრჩეველთა მესამედის მონაცემები შეამოწმა. "ქრისტიან-დემორატების" ერთ-ერთ ლიდერ ლევან ვეფხვაძის თქმით, ახლა მთავარია უბნებზე ჩაუსწორებელი სიები არ გამოქვეყნდეს, რისი მწარე გამოცდილებაც ჩვენმა ქვეყანამ წინა არჩევნების დროს მიიღო", - აღნიშნასს გამოცემა.

ბზარი ხელისუფლებაში თუ "ერთი ჩინოვნიკის წინააღმდეგ მიმართული აქცია" - ერეკლე კოდუას ცოლისძმას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

"შს სამინისტროს ვაკე-საბურთალოს რაიონულმა განყოფილებამ გასულ კვირას პოლიციის გენერალ-მაიორის, სოდ-ის ხელმძღვანელ ერეკლე კოდუას ცოლისძმა მიშა ჟორჟოლიანი და თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილის მეგობარი დავით ბენიძე ქუჩური გარჩევების დროს დააკავა. მათთან ერთად დაკავებულია მათი ორი მეგობარი - კონსტანტინე ჩაჩავა და ირაკლი ღლონტი. ოთხივე მათგანს აღმკვეთ ღონისძიებად ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით შიდასახელისუფლებო დაპირისპირება თუ ერთი ჩინოვნიკის წინააღმდეგ მიმართული აქცია / ერეკლე კოდუას ცოლისძმას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
"გადაცემა "კვირის რეპორტაჟის" ცნობით, შემთხვევა ოთხშაბათს ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. მიშა ჟორჟოლიანი, რომელიც ცნობილ ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის ძმაა, პოლიციამ მეგობრებთან ერთად წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავა და ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გადაიყვანა, სადაც მოგვიანებით მივიდნენ სოდ-ის (სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის) წარმომადგენლები, რომელთაც ჟორჟოლიანის წაყვანა სცადეს, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა, თუმცა უშედეგოდ. საქალაქო სასამართლოში დაკავების ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ოთხივე დაკავებულს ორთვიანი პატიმრობა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 353-ე მუხლის მეორე პუნქტით აქვთ წაყენებული - წინააღმდეგობა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება", - აღნიშნავს გამოცემა.
"ინფორმაციას ადასტურებს შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი, თუმცა ის ამბობს, რომ დაკავების მიზეზი წინააღმდეგობის გაწევა იყო და არა ნარკოტიკების მოხმარება. შს სამინისტროს ვებგვერდზე კი, სადაც მსგავსი სახის ინფორმაცია რეგულარულად იდება, "რეზონანსმა" ამ კონკრეტულ შემთხვევაზე ინფორმაცია ვერ აღმოაჩინა. სამინისტროს პრესსამსახური კი ამბობს, რომ ინფორმაცია არ აქვს. ამ თემაზე ვცადეთ ნანუკა ჟორჟოლიანთან დაკავშირება, თუმცა მან ჩვენ ზარებს არ უპასუხა. მიშა ჟორჟოლიანი ერეკლე კოდუას ცოლისძმა და დავით კეზერაშვილის მეგობარია. კეზერაშვილის ფინანსური პოლიციის უფროსობის დროს, ჟორჟოლიანი მის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა. დავით ბენიძე კი კეზერაშვილის მინისტრობის დროს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრიაციის უფროსი იყო", - დასძენს გამოცემა.
"უკავშირდება თუ არა შიდასახელისუფლებო დაპირისპირებას სოდ-ის ხელმძღვანელის ახლობლის დაკავება, დაბეჯითებით ამის თქმა რთულია. თუმცა საზოგადოებაში დიდი ხნის წინ გაჩენილ ეჭვს, რომ ხელისუფლებაში ორი დაჯგუფება ებრძვის ერთმანეთს, რომლის ერთ მხარეს შს მინისტრი ვანო მერაბიშვილია, ხოლო მეორე მხარეს კი იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი მოისაზრება, უფრო ამძაფრებს. ერეკლე კოდუას ძალაუფლების შესუსტების შესახებ ბოლო პერიოდში ქართული პრესა აქტიურად წერდა. ბოლო პერიოდში აქტიურად მიდიოდა სოდ-ისა და კუდ-ის (კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის) გაერთიანებასა და ძალოვან სტრუქტურებში განსახორციელებელ საკადრო ცვლილებებზე საუბარი და ერეკლე კოდუას გათავისუფლებას ვარაუდობდნენ. ლაპარაკი იყო კონსტიტუციური უსაფრთხოებისა და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტების შეფების დაპირისპირებაზე და ამ ორი უწყების ხელმძღვანელი კოდუა აღარ იქნებოდა", - წერს სტატიის ავტორი.
"ქართული პრესა წერდა, რომ თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალიასა და ერეკლე კოდუას შორის სერიოზული დაპირისპირება მოხდა ვანო მერაბიშვილის კაბინეტში, რის შემდეგაც ერეკლე კოდუა ერთ-ერთ საავადმყოფოში მიიყვანეს ფეხში დაჭრილი. კერძოდ, ბაჩო ახალაიამ ძმის გამო იძია შური და კოდუას საქმე პირდაპირ მინისტრის კაბინეტში გაურჩია, რაც უკრაინაში მომხდარ ჩხუბს უკავშირდებოდა, სადაც დათა ახალაია სოდ-ის წარმომადგენლებმა სცემეს. რაც შეეხება თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილს, ის იუსტიციის სამინისტროში მუშაობის პერიოდში მიხეილ სააკაშვილის თანაშემწე გახდა, შემდეგ ფინანსთა სამინისტროში მუშაობდა, სადაც ერთი პერიოდი ფინანსური პოლიციის განყოფილების უფროსი იყო. 2006 წელს თავდაცვის მინისტრის პოსტზე შეცვალა ირაკლი ოქრუაშვილი, საიდანაც გადააყენეს 2008 წელს. კეზერაშვილი ხელისუფლების ერთ-ერთ გავლენიან მოხელედ რჩებოდა. მისი ოჯახის საკუთრებად მოისაზრება "საქართველოს ლატარიის კომპანია", რომელსაც ამ სფეროში მონოპოლია აქვს. მის შესახებ ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მას ხელისუფლებასთან პრობლემები ჰქონდა და ბიუჯეტის სასარგებლოდ ათობით მილიონი დოლარის გადახდა აიძულეს. გავრცელებული ვერსიით, ის ისრაელშიც კი გადავიდა საცხოვრებლად", - განაგრძობს სტატიის ავტორი.
"მედიაექსპერტი ია ანთაძე მიიჩნევს, რომ სამთავრობო გუნდში სერიოზული ბზარია და დაპირისპირება არჩევნებსა და ძალაუფლების გადანაწილებას უკავშირდება. "დღეს გავლენის სივრცეები და ე.ი. ძალები დაახლოებით ასეა განაწილებული: ზურაბ ადეიშვილი - პროკურატურა, სასამართლო, კარგი წარმომადგენლობა საპარლამენტო უმრავლესობაში პავლე კუბლაშვილის ლიდერობით. გიგი უგულავა და თბილისის მერია - ოფიციალური მემორანდუმები თანამშრომლობის შესახებ განათლების სამინისტროსთან, ილიას უნივერსიტეტთან, საპატრიარქოსთან, სასჯელაღსრულების სამინისტროსთან, გავლენა სოციალურ ქსელებში. ვანო მერაბიშვილი - პოლიცია, უშიშროება, ჯარი, ენერგეტიკის, რეგიონული განვითარებისა და ჯანდაცვის სამინისტროები. პრემიერ-მინისტრი - პირადად", - ამბობს ანთაძე და მიიჩნევს, რომ ტელევიზიებიც განაწილებულია: "იმედს" ადეიშვილი აკონტროლებს, "რუსთავი 2"-სა და "რეალ-ტვ"-ს მერაბიშვილი, "პირველ არხზე" კი ნამდვილი ორხელისუფლებიანობაა. ოპოზიციურ პარტიებთან კი ექსკლუზიურად ვანო მერაბიშვილი მუშაობს. ანთაძის აზრით უფრო, ძლიერი ბანაკი იმის მიხედვით იქნება, ვის რა მიაჩნია ძალად -იარაღი თუ ინტელექტი. ფული კი ორივე მხარეს საკმარისად მოპოვება", - დასძენს სტატიის ავტორი.
"ბუნებრივია, რაღაც ინტრიგები იქნება, მაგრამ მე ვერ წარმომიდგენია, ადეიშვილის გუნდი რომ არსებობდეს. აქ არის უშუალოდ სააკაშვილის გუნდი, არის კიდევ რაღაც ჯგუფი - მერაბიშვილი, ბოკერია, ლევან რამიშვილი. სააკაშვილის გარეშე მანდ არაფერი ხდება და შესაძლოა ეს ერთი კონკრეტული მოხელის მოშორებას ემსახურებოდეს", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას "რესპუბლიკელი" დავით ზურაბიშვილი.



"InterPressNews"
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.