home

Welcome Guest ( Log In | Register )

54 Pages V  « < 43 44 45 46 47 > »   
Reply to this topicStart new topic
> აქტუალური სტატიები-Актуальные статьи
kote-1962
post Jan 25 2011, 10:14 AM
Post #881


საპატიო წევრი
*******

Group: Root Admin
Posts: 13,876
Joined: 23-August 08
ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
From: თბილისი
Member No.: 442



182-ე საჯარო სკოლას უმართავი პროცესები ემუქრება

17:02 24.01.2011


[ზაირა მიქატაძე, “რეზონანსი”]

ზამთრის არდადეგებიდან სკოლაში დაბრუნებული მასწავლებლების გარკვეული ჯგუფი გაკვეთილებზე აღარ დაუშვეს. ”თქვენ სკოლიდან გათავისუფლებულები ხართ”, - იყო დირექტორის მოკლე და კონკრეტული პასუხი. ეს ფაქტი თბილისის 182-ე საჯარო სკოლაში მოხდა. ორი თვეა, ამ სკოლაში დირექტორის თანამდებობაზე ყოფილი მანდატური, 24 წლის სოფო საბულუა დაინიშნა. მან 14 მასწავლებელი, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, სამსახურიდან დაითხოვა.

სკოლა ქაოსის პირასაა. გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ მალე იქ პროცესები უმართავი გახდება.

მშობლები და მოსწავლეები გათავისუფლებული მასწავლებლების მხარდასაჭერად სხვადასხვა გზებს მიმართავენ. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, გროვდება მშობელთა ხელმოწერები, რომელსაც მასწავლებელთა დაბრუნების მოთხოვნით განათლების მინისტრს, ბატონ შაშკინს წარუდგენენ. მაღალი კლასის მოსწავლეები კი მასიურად სკოლის დატოვებას გეგმავენ.

ყოველივე ეს სკოლებში დაწყებულ რეფორმას - რუსული ენის საათების შემცირებასა და გაყოფილი კლასების გაერთიანებას მოჰყვა. მასწავლებელთა შემცირება თბილისის სხვა სკოლებშიც მოხდა, მაგრამ ეს პროცესი განსაკუთრებით მტკივნეულად 182-ე საჯარო სკოლაში წარიმართა. ეს სკოლა ვარკეთილის დასახლებაში ყველაზე ძლიერ სკოლად ითვლება. გასული წლის კურსდამთავრებულთაგან ორმა - ოქროს, ხოლო ხუთმა - ვერცხლის მედლები მოიპოვა.

მათ ეროვნული გამოცდებიც წარმატებით ჩააბარეს. ამ სკოლის მოსწავლეებს მრავალჯერ გაუმარჯვებიათ რესპუბლიკურ თუ საერთაშორისო კონკურსებში. სკოლა დაჯილდოებულია სხვადასხვა სახის უამრავი დიპლომით.

ამით იმის თქმა მინდა, რომ აღნიშნულ სკოლაში წლების მანძილზე არსებობდა მაღალკვალიფიციურ მასწავლებელთა ბირთვი, რომელიც სკოლას ავტორიტეტს უქმნიდა და კიდეც უნარჩუნებდა. დღეს ამ ავტორიტეტს განადგურების საფრთხე ემუქრება. თავდაპირველად, გაურკვეველი მიზეზის გამო, თანამდებობიდან გაათავისუფლეს შესანიშნავი ხელმძღვანელი, მასწავლებლებთან, მშობლებთან დამოსწავლეებთან ადამიანური დამოკიდებულების მქონე პიროვნება, სიტყვაკაზმული და გამოცდილი დირექტორი არჩილ ჩხაიძე.

მის ადგილას კი დაინიშნა იურიდიული განათლების მქონე, არაკვალიფიციური, სათანადო სტაჟის არმქონე კადრი, ყოფილი მანდატური, 24 წლის სოფო საბულუა. ამ ფაქტმა იმთავითვე გამოიწვია მშობელთა შეშფოთება, მაგრამ ხელისუფლებაში გაბატონებული ტენდენციის გამო, რაც ახალგაზრდა და გამოუცდელი კადრებისათვის საპასუხისმგებლო თანამდებობების ჩაბარებაში გამოიხატება, ხმა არავის ამოუღია. ესეც მორიგ ექსპერიმენტს მიაწერეს და მოვლენების განვითარებას დაელოდნენ. მოვლენები კი ძალზე სავალალოდ განვითარდა.

მშობელთა და მოსწავლეების, და იმ მასწავლებლების თქმით, რომელთაც თავიანთი აზრის გამოხატვის არ შეშინებიათ, სკოლიდან მაღალკვალიფიციური, მოწესრიგებული, დისციპლინის მოყვარული, თავისი საქმის უანგაროდ შემსრულებელი მასწავლებლები გაუშვეს. რატომ, რა ნიშნით გამოარჩიეს ისინი, ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს, რადგანაც 14 მასწავლებლიდან რამდენიმეა მხოლოდ პენსიონერი, თუმცა ჯან-ღონითა და გონებით სავსე, დანარჩენები კი საპენსიო ასაკს ქვემოთ მყოფი პედაგოგები არიან.

მათ მაღალ პედაგოგიურ დონეზე ისიც მეტყველებს, რომ განაკვეთით გათვალისწინებულზე დაბალი რაოდენობის საათები თითქმის არც ერთს არ ჰქონდა.

ჩვენი გაზეთი სკოლაში აგორებული სკანდალით დაინტერესდა და გათავისუფლებულ მასწავლებლებს შევხდით. მანამდე კი სკოლის ვებ-გვერდი მოვინახულეთ. მასზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, სოფო საბულუა ერთი წელი მუშაობდა სკოლა-ლიცეუმ ”ფესვების” ორგანიზატორად, რამდენიმე თვე კი - მანდატურად. განათლების შესახებ კანონის თანახმად კი სკოლის დირექტორად წარდგენილ პირს სამ წელზე ნაკლები სამუშაო სტაჟი არ უნდა ჰქონდეს.

ლირა ზუბიაშვილი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, 51 წლის: ”ამდენი წელიწადი რომ ბავშვებთან იმუშავებ, ამის შემდეგ კი ღირსებას შეგილახავს და შენს პიროვნულობას შეეხება, ძალიან ძნელია ამის ატანა. როდესაც მშობლები ჩვენი დაბრუნების მოთხოვნით დირექტორთან შევიდნენ, ასეთი პასუხი გასცა, თქვენ ითხოვთ, როგორც მასწავლებლებს, რა იცით, მასწავლებლის იქით როგორი პიროვნებები არიანო, ყველაფრის თქმა არ შეიძლებაო.

მაშინვე შევედით და განმარტება მოვთხოვეთ. ჯერ უარყო, მშობლებმა დამაბრალესო. 40 მშობელი შევიდა, რამდენიმე კი არ იყო, შემდეგ კი მათი მისამართით ყვირილი დაიწყო, ეგ ჩამშვებებიო”.

გათავისუფლებული მასწავლებლების თქმით, წინა დღეებში მათ საქმეთა მწარმოებელმა, ანუ მდივანმა ბიჭმა დაურეკა და აცნობა, დირექტორი გიბარებთო.

ლირა ზუბიაშვილი: ”სხვა სკოლებში ეს პროცესი უკვე დაწყებული იყო. გარკვეული მოლოდინი არსებობდა, მაგრამ რადგანაც ჩვენს სკოლას არასაბიუჯეტო შემოსავლებიც აქვს, ვფიქრობდით, დირექტორს გონიერება ეყოფოდა და მასწავლებლებს შეინარჩუნებდა. მან კი თავის დამკვიდრების იოლი გზა აირჩია. ვინც უყვარდათ მოსწავლეებს, ვინც ავტორიტიტეტით სარგებლობდა და კვალიფიციური პედაგოგი იყო, იფიქრა, დარტყმას იმათ მივაყენებ და დანარჩენებს დავიმორჩილებო. სხვა სარჩული ჩვენს გათავისუფლებას ნამდვილად არ ჰქონდა”.

ნინო ფარღალავა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, 60 წლის: ”როდესაც გამოგვიცხადა, შემცირებულები ხართო, მე ვიყავი პენსიონერი და გულში ვიფიქრე, ალბათ, ამიტომ მიშვებს-მეთქი, მაგრამ ჩემს გვერდით რომ დავინახე ქეთევან ახობაძე, ნუნუ მუჩიაშვილი, ლირა ზუბიაშვილი, ერთადერთი ეს ფრაზა ვუთხარი, სადაც ამათ ამცირებ, მე რა მეთქმის-მეთქი. პირველ შეხვედრაზე ამის მეტი არაფერი მითქვამს, მაგრამ მას შემდეგ, რაც მშობლებს განუმარტა, კარგი სპეციალისტები კი არიან, მაგრამ თქვენ არ იცით, რა პიროვნებები არიან, თქვენთან ყველაფერს ვერ ვიტყვიო, არ გავჩერდები. აი, სწორედ ამის პასუხს მოველი ქალბატონ სოფო საბულიასაგან. სასამართლოზე ჩამომითვალოს ის უღირსი პიროვნული თვისებები, რაც მე გამაჩნია. სკოლაში ბავშვების სიყვარულით მოვედი და სკოლიდან ამ სიყვარულით მივდივარ. მეტი ქონება მე არაფერი მაქვს. ჩემი ღირსების შელახვას ასე ადვილად ვერავის ვაპატიებ”.

ლირა ზუბიაშვილი ახალმა დირექტორმა ჯერ სასწავლო ნაწილის თანამდებობიდან დაითხოვა. შემდეგ კი სკოლიდან საერთოდ გაუშვა.

ლირა ზუბიაშვილი: ”ამ ქალბატონის მოსვლამდე მე სასწავლო ნაწილად ვმუშაობდი. ყველა დოკუმენტაცია ადგილზეა. საკმაოდ წარმატებული სკოლა გვქონდა, ამის შემდეგ რა იქნება, არ ვიცი. იგი ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ სკოლად დასახელდა საქართველოს მასშტაბით. სიგელი ბატონმა არჩილ ჩხაიძემ ქალბატონ სოფოსკედელზე დაუტოვა. გამათავისუფლა და გვერდზე გავდექი. ის არ იცნობდა კოლექტივს, მე კი ჩემი ინიციატივით ვერ მივიდოდი და ჩემს დახმარებას ვერ შევთავაზებდი. ამაზე თავად უნდა ეფიქრა”.

ქეთევან ახობაძე, ისტორიის მასწავლებელი, 50 წლის: ”მეშევთავაზე ქალბატონი ლირას დახმარება და, ალბათ ეს არ მაპატია. იქ დარჩა მორჩილი, ადვილად სამართავი უმრავლესობა. რაც მოხდა, ეს არის ადამიანის ღირსების, ზნეობის, მორალის შელახვა, რომელიც არც ქვეყანას წაადგება და არც მთავრობას. ნუთუ განათლების სამინისტროს ინტერესებში შედის, ადამიანები ასე გაამწარონ და შეურაცხყონ?! არა მგონია, რომ ეს ქვეყანას წაადგეს.

აქ ვინც ვსხედვართ, ყველა წარმატებული პედაგოგი და ძლიერი სპეციალისტი ვართ, ბრწყინვალე დისციპლინა გვაქვს, სიტყვა გვეთქმის და არც ადამიანური ურთიერთობა გვეშლება. როცა მშობლებმა საყვედური უთხრეს, ძლიერი მასწავლებლები რატომ გაუშვითო, ვინც დარჩნენ, იმათ ტრეინინგს ჩავუტარებ, თუ მაინც არ მოგეწონებათ, ახლებს მოვიყვანო, უპასუხა. თურმე ბავშვები საცდელი კურდღლები ყოფილან. ვთქვათ, ქართული ენის საათები შემცირდა, ისტორიის ხომ არ შემცირებულა?

6 ისტორიკოსიდან მხოლოდ ახობაძეს მოჰკიდა ხელი. მეთოდისტიც ვიყავი და კათედრის ხელმძღვანელიც. პედსაბჭოს თავმჯდომარეც ვარ, 18 საათიანი დატვირთვაც მაქვს, არც პენსიონერი არა ვარ, არც - საყვედური, არც - აქტი, არც - ოქმი. მე არ მჭირდება დისციპლინის გამო ვიღაც მანდატურმა მიყარაულოს. ალბათ, სწორედ ეს არ მოსწონთ. და ის ნაწილი არჩიეს, რომელთაც აქტს აქტზე უდგენენ, რადგანაც ისინი იოლი სამართავი იქნებიან.როცა სუსტი ხარ, ხომ იცით, ხმაც უფრო დაბალი გაქვს. მეტს მიზეზს მე ვერ ვხედავ. აბა, შეიძლება, ადამიანს ამ საფუძველს ეუბნებოდე? - თქვენ ძლიერი სპეციალისტი ხართ და სამსახურის შოვნა არ გაგიჭირდებათო. ზუსტად ეს მითხრა, თან ეკონომიკურად ძალიან არ გიჭირსო. აქ ლოგიკა არის, საერთოდ? - თუ ძლიერი ვარ, მე მიშვებ და სუსტს ტოვებ?!”

ნუნუ მუჩიაშვილი, რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. 40 წლის: ”მეც ამდაგვარი პასუხი გამცა, ახალგაზრდა ხარ და სამსახურს კიდევ იშოვიო. რომ ავუხსენი, პატარა ბავშვის დედა ვარ, ჩემნაირი მდგომარეობა არავის აქვს, ჩემი საგნის დანარჩენი პედაგოგებიდან ყველას დაოჯახებული შვილები ჰყავს-მეთქი, მიპასუხა, ვისაც დედა მასწავლებელი არ ჰყავს, ის ბავშვები არ იზრდებიანო?! გათავისუფლების მიზეზი არც ჩემთვის უთქვამს. კათედრის გამგე და ქალბატონი ქეთევანის მდივანი ვიყავი.

ნახონ ჩემი დაწერილი დოკუმენტაცია, ქართული წერა რომ არ იციან, ისეთები დატოვა, მე კი გამომიშვა. ვთხოვე, მიზეზი მითხარი, ვიტყვი, რომ ესა და ეს დამიშავებია და მშვიდად წავალ-მეთქი. მე შენ არაფერს არ გეტყვიო. არაფერს კი არა, ვერაფერს ვერ მეტყვი, რადგან არანაირი დარღვევა არ მაქვს-მეთქი. ჩემს გაკვეთილზე ყოველთვის სიწყნარე იყო და ყველა თავის საქმესაკეთებდა”.

რუსულის მასწავლებლებიდან დირექტორმა სკოლიდან გაუშვა ასევე ახალგაზრდა, აქტიური და წარმატებული მასწავლებელი, ნანა დევდარიანი. იმედია, სუბიექტურობაში არ ჩამითვლიან, თუკი ამ პედაგოგის მიმართ ჩემს დამოკიდებულებას გამოვხატავ და ვიტყვი, რომ მან მე-5 კლასს რუსული ენა შეაყვარა და უცხო ენის სწავლება გაუადვილა. დღეს ამ კლასის მოსწავლეები დეპრესიის პირას არიან, რადგანაც აღარც რუსულს სწავლობენ და აღარც ნანა მასწავლებელი ჰყავთ.

აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და მივმართავ კაცობრიობის ისტორიისთვის არნახული რეფორმების მამას, ქვეყნის პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს: ბატონო მიხეილ, თუკი რუსულის ცოდნა საჭირო აღარაა ჩვენს ქვეყანაში, როდესაც ქვემო ქართლსა და სამცხეთ-ჯავახეთს სტუმრობთ, დაზეპირებული სომხურ-აზერბაიჯანული ფრაზების შემდეგ რატომ აგრძელებთ მოსახლეობასთან საუბარს რუსულ ენაზე? ელაპარაკეთ მათ ინგლისურად, გნებავთ, ქართულად, გნებავთ, სომხურად და აზერბაიჯანულად. რაოდენაც არ უნდა გინდოდეთ ამის აღიარება, რეალობაა და ვერსად გაექცევით, რუსული ენის ცოდნა საქართველოს მოსახლეობისათვის ყოველთვის აქტუალური იქნება.

მე კი კვლავ გათავისუფლებულ მასწავლებლებს დავუბრუნდები. ლირა ზუბიაშვილი სასწავლო ნაწილად 2003 წლიდან მუშაობდა. მისი თქმით, მას მრავალფეროვანი ინვენტარი ებარა, რომლის გადაბარება არავის მოუხდენია. გათავისუფლებული პედაგოგი თვლის, რომ გამორიცხული არაა, ინვენტართან დაკავშირებით რაიმე მამხილებელი გარემოება შეთითხნონ და მის წინააღმდეგ გამოიყენონ.

ლირა ზუბიაშვილი: ”როდესაც ქალბატონი სოფო მოვიდა დირექტორად, არაერთხელ თქვა, რომ თურმე ჩვენს სკოლაში საშინელებები ხდებოდა. არ ვიცი, ფინანსურ დარღვევებს გულისხმობს თუ მატერიალური ქონების დატაცებას. როდესაც ინვენტარიზაცია ჩაატარეს, ჩემთვის არავის დაუძახია. მე საკმაოდ დიდი მატერიალური ქონება მაწერია, წიგნებისა თუ თვალსაჩინოების სახით. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ოთხი თუ ხუთი წიგნი ინახებოდა ჩემთან. ის დაიბარეს და წიგნები მოთხოვეს, ჩემთან კი დღემდე არავინ მოსულა და მატერიალური ქონება არ ჩაუბარებია.

თუ კი ფიქრობენ, რომ ამას ჩემს წინააღმდეგ გამოიყენებენ, ნამდვილად ვერაფერს მიაღწევენ, იმიტომ რომ მე ყველაფერი ადგილზე მაქვს. ისე გამათავისუფლეს, რომ არც ახლა მთხოვს ვინმე აღნიშნულ ინვენტარს. მე ვფიქრობ, რომ ეს ხელოვნურად შექმნილი პრობლემაა, რომელსაც ჩემს წინააღმდეგ გამოიყენებენ. მე ამის უფლებას არავის მივცემ. ძალიან გთხოვთ, თქვენი გაზეთის საშაულებით ესეც დააფიქსიროთ”.

გათავისუფლებულ მასწავლებლებს 2013 წლამდე ხელშეკრულება აქვთ დადებული. ქონდა თუ არა დირექტორს ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება, ამ კითხვით მასწავლებლებს მივმართეთ.

ლირა ზუბიაშვილი: ”შრომის კოდექსი გაუკუღმართებულად აქვს გაგებული ქალბატონ სოფოს. შრომის კოდექსში წერია, რომ დამსაქმებელს უფლება აქვს, ხელშეკრულება არ გაუფორმოს დასაქმებულს და არ აუხსნას მიზეზი. მან ეს ფორმულირება ასე გაიგო, დამსაქმებელს უფლება აქვს, შეუწყვიტოს ხელშეკრულება და არ განუმარტოს, რატომ?! შრომის კოდექსის უკან არის ადმინისტრაციული კოდექსი, ჩვენი ხელშეკრულებები, სკოლის შინაგანაწესი, კანონი ზოგადი განათლების შესახებ, რომელიც შესაბამისობაში მოდის კონსტიტუციასთან. ჩვენი გათავისუფლებით მან ყველაფერი დაარღვია”.

ნაზი გიაშვილი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, 62 წლის:

”როდესაც ვუთხარი, რომ მან ჩვენი უფლებები დაარღვია, ასე გამიფშიკა სამი თითი და მითხრა, თქვენ მე ვინ გგონივართ. გათავისუფლებთ და უკან დასახევ გზას არ ვიტოვებო? ისეთი მუხლით გათავისუფლებთ, რომ არსად - არც აქ და არც იქ, არავინ შემეკითხება, რატომ გაგათავისუფლეთო. როგორც ჩანს, საერთოდ დაუცველია მოქალაქის უფლებები ჩვენს ქვეყანაში, ვისაც როგორ უნდა, ისე მოგვექცევა”.

გათავისუფლებული მასწავლებლები თვლიან, რომ ახალმა დირექტორმა შესამცირებელ პედაგოგთა სია ენის მიტანის საფუძველზე შეადგინა. ლირა ზუბიაშვილი: ”ვიცოდით, რომ რამდენიმე თვე ჰქონდა მანდატურად ნამუშევარი და დირექტორად დაგვისვეს. ვიღაცამ შეიძლება ემოცია ვერ დამალა, აბა, როოგორ შეძლებს მანდატურყოფილი სკოლის დირექტორობას, ვაი, რა გვეშველებაო, შეიძლება ვიღაცას შეეშინდა. თუ ეს ამბავი ვინმემ მიუტანა, ამხელა სკოლის დირექტორი, 1300-ზე მეტი ბავშვია ჩვენს სკოლაში, პიროვნებულობაზე უნდა ამაღლებულიყო და ჩვენი სამსახურიდან გაშვება ჭორების დონეზე არ უნდა გადაეწყვიტა”.

ქეთევან ახობაძე თვლის, რომ კოლექტივისთვის უცხო დირექციას შესამცირებელ მასწავლებელთა შერჩევა სხვა გზით უნდა მოეხდინა. ქეთევან ახობაძე: ”ორივე ახალი მოსულია, დირექტორიც და სასწავლო ნაწილიც. ერთ თვეში შეიძლება ადამიანის გაცნობა? ან ძველ სასწავლო ნაწილებს დაკითხოდნენ, ან ოქმების წიგნები ენახათ, ვის აქვს გამოცხადებული საყვედურები და შენიშვნები, ვისი მუშაობა როგორ იყო შეფასებული. სულაც კათედრებზე გადაეწყვიტა ეს საკითხი. ამტკიცებს, ჭორებს არ ვეყრდნობიო. მაშინ საიდან, რა კრიტერიუმით შეირჩა ეს ხალხი? საიდან შედგა ეს სია და ვინ ჩაერია სკოლის შინაურ საქმეში? თუ ის ჭორებს არ აყვა, მაშინ საიდან იცის ჩემი ეკონომიკური მდგომარეობა და, თქვენ კი ხედავთ, რომ განსაკუთრებული ამ სახლში არაფერია.

ეს არის ჩვეულებრივი მაცხოვრებლის სახლი. რა, აუცილებელია, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე იატაკზე იწვეს? რას ეძახის ქონებას? საიდან აქვს მას ჩემი ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია? მე მისი მეგობარი არ ვყოფილვარ ამ ერთ თვეში და ჩვენ ამაზე არ გვისაუბრია. ე.ი. შედიოდა იქ ენები, და იკადრა ჭორებზე დაყრდნობით ჩვენი შემცირება მოეხდინა. ისევე, როგორც ცდილობს, კოლექტივი ერთმანეთს გადაჰკიდოს. ამა და ამან შენზე მითხრა, ჩემზე ესა და ეს გითქვამსო. იქნებ, ”გათიშე დაიბატონეს” პრინციპია, რომელიც ჩვენ სკოლაში ნამდვილად არის?”

შემცირებული მასწავლებლები სოფო საბულუას წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებენ.



ლირა ზუბიაშვილი: ”ჩვენ აუცილებლად მივმართავთ სამოქალაქო სასამართლოს. იქნებ, იქ მაინც გვითხრან, რატომ გაგვათავისუფლეს. იმდენი დამსახურება ნამდვილად გვაქვს, სასამართლომ ღირსად ჩაგვთვალოს და გაარკვიოს, რატომ შეგვიწყვიტა დირექტორმა უფლება-მოსილება, რატომ არ მოგვცა უფლება თითოეულ ჩვენგანს, 20 იანვარს ჩვენი საყვარელი საქმიანობა გაგვეგრძელებინა?”

მასწავლებლებთან შეხვედრის შემდეგ 182-ე საჯარო სკოლის დირექტორს, სოფო საბულუას დავუკავშირდი. მინდოდა, მეკითხა, რა ნიშნით შეარჩია 14 პედაგოგი და რაიმე კანონდარღვევას ხომ არ ჰქონდა ადგილი მათი გათავისუფლებისას? ”არ მჭირდება ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება”, - ისტერიული ხმით მომიგო და ვიდრე ჩემს პასუხს, მე მჭირდება, სტატია რომ ცალმხრივი არ გამოვიდეს-მეთქი, ბოლომდე მოისმენდა, ტელეფონი გამითიშა.

ამ ფაქტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა არ მიმინიჭებია. ისე, რჩევისათვის, როდესაც გაბედავ და ასეთ საპუსიხისმგებლო საქმეს ხელს მოჰკიდებ, სხვა თუ არაფერი, ადამიანებთან ურთიერთობა მაინც უნდა გესმოდეს, და ისიც, რომ ყველა საქმიანობა პატივსაცემი და ანგარიშგასაწევია, მათ შორის, ჩემიც, რადგანაც მე ჩემს მოვალეობას ვასრულებდი და ნორმალურ პასუხს ვიმსახურებდი. და მაინც ყველაზე მთავარი, სკოლა ის წმიდათა-წმიდა ადგილია, სადაც მომავალი პიროვნებების ჩამოყალიბება ხდება. ამ პროცესისათვის ხელის შეშლა კი ნებისმიერი რანგის ადამიანისაგან, სკოლის დირექტორი იქნება ის, თუ განათლების მინისტრი, საშვილიშვილო დანაშაულია.

http://www.presage.tv/?m=news&NID=4740


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
kote-1962
post Jan 25 2011, 05:07 PM
Post #882


საპატიო წევრი
*******

Group: Root Admin
Posts: 13,876
Joined: 23-August 08
ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
From: თბილისი
Member No.: 442



14:04 25-01-2011
2011 წელი, ბრიუსელი
21-ე მსოფლიო ანგარიში
სათაური - უფლებადამრღვევების გლობალური მხილება
649-გვერდიანი დოკუმენტში აღწერილია ადამიანის უფლებათა მდგომარეობა
90 ქვეყანაში.


Human Rights Watch-ის 2010 წლის ანგარიშში საქართველოს 5 გვერდი ეთმობა. თემები - აგვისტოში დაწყებული დევნილების გამოსახლება, პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ფაქტები, შეკრების თავისუფლების უფლების შეზღუდვა, მედიაში არსებული პრობლემები, პენიტენციალური სისტემის ხარვეზები, აგვისტოს ომის შედეგად ადამიანის უფლებების დარღვევა.
"დევნილებთან არ უწარმოებიათ მოლაპარაკებები, დევნილებმა ვერ მიიღეს ალტერნატიული ფართი, არ იყო შეთავაზებული ადეკვატური ალტერნატივე",- უფლებადამცველები წერენ, რომ დევნილების გამოსახლების დროს ხელისუფლებამ საერთაშორისო სტანდარტები დაარღვია.
"ცენტრიდან ძალზე დაშორებულ რეგიონში, სადაც, დევნილების განცხადებით, დასაქმების საშუალება არ არსებობს, მათთვის შეთავაზებულ საცხოვრებელ სახლებს სახურავი დაზიანებული ჰქონდათ, არ მიეწოდებოდათ ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი", -ნათქვამია დასკვნაში.
არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის" ხელმძღვანელი ლია მუხაშავრია ამბობს, რომ Human Rights Watch დამოუკიდებელი, არასამთავრობო ორგანიზაციაა და, შესაბამისად, ობიექტური დასკვნის გამოქვეყნების მეტი საშუალება აქვს.
"ბუნებრივია, ამ ანგარიშში არ მოხვდა და ვერც მოხვდებოდა ახლა მიმდინარე გამოსახლებები, მაგრამ, რაც მათ აგვისტოში აღნუსხეს და შეაფასეს, ჩემთვის სრულიად გასაზიარებელია. ჩემი აზრით, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარევამ გამოიწვია ის, რომ შეჩერდა ეს შემზარავი პროცესი. 2011 წლის იანვარში დარღვევების ხასიათი გამწვავდა: ყველაფერს, რასაც Human Rights Watch საერთაშორისო სტანდარტებად მოიხსენიებს, უნდა დავამატოთ ჩვენი კონსტიტუცია და დავინახავთ, რომ დევნილთა გამოსახლების დროს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები ირღვევა", _ განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ლია მუხაშავრიამ.
რადიო "თავისუფლებასთან" საუბრისას Human Rights Watch-ის წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში გიორგი გოგიამ თქვა, რომ დევნილთა გამოსახლების პროცესი მთელი რიგი სამართალდარღვევებით განხორციელდა:"დევნილები გაფრთხილებას იღებენ ძალიან მცირე დროით ადრე, მათი გადასახლება ხდება ადგილებში, სადაც, მათი განცხადებით, დასაქმების საშუალება არ არის; არ არის სოციალური ინფრასტრუქტურა, ანუ ადგილი აქვს ადამიანის უფლებათა მთელ რიგ დარღვევებს".
დევნილების პრობლემებთან ერთად, ანგარიშში საუბარია აზრის გამოხატვის შეზღუდვისა და სამართალდამცავთა მხრიდან ძალის არაადეკვატურად გამოყენების შესახებ. ხაზგასმულია, რომ ხელისუფლების მხრიდან დღემდე არ გამოძიებულა გასულ წლებში მომხდარი ფაქტები. ეს შეეხება 2009 წლის 23 ნოემბერს პარლამენტის შენობის წინ დაკავებული სამი ახალგაზრდის საქმეს, რომლებიც ხელისუფლების პოლიტიკას აპროტესტებდნენ; 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევას და გასული წლის 19 ნოემბერს ჯორჯ ბუშის ქუჩის სახელის გადარქმევის მიზნით გამართული საპროტესტო აქციის დროს დაკავებული პირების საქმეს.
"შეკრებების თავისუფლებისა და პოლიცის ძალადობის" თავში საუბარია 14 აგვისტოს ფაქტზე, როცა პოლიციამ მწერალი და აქტივისტი ირაკლი კაკაბაძე, ასევე, შოთა გაგარინი და ალექსი ჩიგვინაძე იმ დროს დააკავა, როცა ისინი ჯორჯ ბუშის ქუჩაზე მშვიდობიან საპროტესტო აქციას მართავდნენ. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დახურულ მოსმენაზე მოსამართლემ მხოლოდ პოლიციის ჩვენება მოისმინა და უარი თქვა იმ ვიდეოკადრების ნახვაზე, სადაც აღბეჭდილია აღნიშნული პირების პოლიციასთან ურთიერთობა დაკავების მომენტში.
ანგარიშში, ასევე, განხილულია 2009 წლის 23 ნოემბერს დაჩი ცაგურიას, ჯაბა ჯიშკარიანის და ირაკლი კორძაიას დაკავების ფაქტი და ნათქვამია, რომ პროოპოზიციური ახალგაზრდების ჯგუფის წევრები იმ დროს დააკავეს, როცა ხელისუფლების პოლიტიკას პარლამენტის შენობასთან აპროტესტებდნენ.
დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ ხელისუფლებამ უარი თქვა, გამოეძიებია 2007 წლის 7 ნოემბერს პოლიციის მიერ გადამეტებული ძალის გამოყენება თბილისში მშვიდობიანი დემონსტრაციის წინააღმდეგ, რომლის შედეგადაც 500 ადამიანი დაშავდა. გამოუძიებელ ფაქტებს შორის დასახელებულია საპროტესტო აქციის მონაწილეებზე პოლიციელების შეტევა 2009 წლის 15 ივნისს და 2006 წლის მარტში მე-5 საპყრობილეში ჩატარებული ოპერაცია, რომლის შედეგადაც 7 პატიმარი გარდაიცვალა.
2010 წლის დოკუმენტში, წინამორბედის მსგავსად, ცალკე თავი ეთმობა მედიაში არსებულ პრობლემებს. თუ შევადარებთ 2009 და 2010 წლების შეფასებებს, ამ მიმართულებით დოკუმენტის შინაარსი დიდად არ შეცვლილა.
2009 წელს საერთაშორისო უფლებამდაცველები წერდნენ, რომ ბეჭდვითი მედია საქართველოში მრავალფეროვანია - ქვეყნის მასშტაბით ტელემაუწყებლობა შემოიფარგლება სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი საზოგადოებრივი მაუწყებლით და ხელისუფლების მხარდამჭერი ტელეარხებით, "რუსთავი-2"-ითა და "იმედით".
მოხსენების თანახმად, მედიის საკუთრების შესახებ გამჭვირვალობის ნაკლებობა კვლავ პრობლემად რჩებოდა. 2010 წლის შეფასება თითქმის ანალოგიურია: არის გარკვეული ბეჭდვური გამოცემები, მაგრამ ნაციონალური არხები, როგორებიც არის "რუსთავი 2" და "იმედი", კვლავ რჩებიან ხელისუფლების გავლენის ქვეშ. ამასთან, გაურკვეველია ამ მედიასაშუალებათა მფლობელების ვინაობა.
ანგარიშში მოყვანილია რამდენიმე რეგიონულ ჟურნალისტზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტი. ცალკე აბზაცი ეთმობა 25 ივნისს ტელეკომპანია "თრიალეთის" ჟურნალისტ ლადო ბიჭიაშვილზე პოლიციის მხრიდან თავდასხმას. ეს ფაქტი მაშინ მოხდა, როცა ის გორის ცენტრიდან სტალინის ძეგლის გადატანას იღებდა. "რვა პოლიციელი სცემდა ჟურნალისტს, მათ ჩამოართვეს ოპერატორს კამერა, რომელიც მოგვიანებით დაუბრუნეს, თუმცა გადაღებული მასალა წაშლილი იყო", _ წერია ანგარიშში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქართველ ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძეს შვეიცარიამ თავშესაფარი მისცა. იგი აცხადებდა, რომ ხელისუფლება ემუქრებოდა.
"მუქარა მას შემდეგ გახდა ინტენსიური, რაც კომახიძემ 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ ფილმზე მუშაობა დაიწყო", - აღნიშნავენ ანგარიშის ავტორები.
აქვე საუბარია გაზეთების - "გურია ნიუსის" და "ბათუმელების" ჟურნალისტებზე ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ზეწოლის ფაქტებზე.
ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე 2010 წლის ანგარიშის ძირითად დებულებებს გაეცნო და მედიის თავში მოცემულ დემულებებს იზიარებს.
"ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, შესაძლოა, თუ არა მსგავსი ანგარიშები ხელისუფლებისთვის სიგნალი გახდეს ქვეყანაში მედიის მიმართულებით, ჟურნალისტმა თქვა, რომ ამ ეტაპზე მსგავსი შეფასებები საქართველოს ხელისუფლებაზე არანაირ ზეგავლენას არ ახდენს.
"თუმცა წარმოუდგენელია, რაღაც დროს და რაღაც ეტაპზე ამან არ მოახდინოს გავლენა და ხელისუფლება არ აიძულოს, ხელი გაუშვას მედიასაშუალებებს", _ დაამატა კაკაბაძემ.
Human Rights Watch ანგარიშში საქართველოს პენიტენციალურ სისტემაში არსებულ პრობლემებსაც უთმობს. 2009 წელს ორგანიზაცია წერდა, რომ მიუხედავად ახალი ციხეების მშენებლობისა და პრეზიდენტის მიერ გამოცემული რამდენიმე შეწყალების აქტისა, ციხეებში "გადატვირთულობასთან დაკავშირებული პრობლემა კვლავ რჩება".
"მართალია ოფიციალური სტატისტიკა გვიჩვენებს აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის რაოდენობის შემცირებას, მაგრამ პატიმართა საერთო რაოდენობამ 2009 წლის ივნისისთვის 19 504-ს მიაღწია, რაც 2006 წელთან შედარებით 50%-იან ზრდას წარმოადგენს. აღნიშნულ ზრდას დიდ წილად ხელი საპატიმრო სასჯელების შეკრებითობის პრინციპმა შეუწყო," – ნათქვამი იყო მოხსენებაში.
წლევანდელ ანგარიშშიც ნათქვამია, რომ მთავარ პრობლემად რჩება გადავსებული ციხეები, რის მიზეზად დასახელებულია ის, რომ საკმაოდ იშვიათია მოსამართლეების მხრიდან გამამართლებელი განაჩენები.
არასამთავრობო ორგანიზაციის "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე ფიქრობს, რომ ავტორიტეტული ორგანიზაციის შეფასება საქართველოს ხელისუფლების საერთაშორისო იმიჯზე სერიოზულ უარყოფით გავლენას მოახდენს.
"ის, რომ მითებითა და პიარაქციებით ცდილობენ ხალხს და მთელ მსოფლიოს ესაუბრონ, ცხადია. თუმცა, მსგავსი ანგარიშები მათ ამ მითებს უნგრევს და რეალობას ყველასთვის ააშკარავებს. მართალია, ხელისუფლება იძულებული შეიქმნება, ასეთ დოკუმენტებზე რეაგირება მოახდინოს, თუმცა ჯერ პოლიციურ რეჟიმზე დაფუძნებული ხელისუფლება თავს დაცულად გრძნობს და უკან დახევას არც აპირებს. მაგრამ ამგვარი დასკვნებით ის დასავლეთში მხარდაჭერას კარგავს", - აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.

მალხაზ ჭკადუა
"ინტერპრესნიუსი"


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
kote-1962
post Jan 28 2011, 07:39 PM
Post #883


საპატიო წევრი
*******

Group: Root Admin
Posts: 13,876
Joined: 23-August 08
ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
From: თბილისი
Member No.: 442



28-01-2011 სანდრო... და თანამდებობიდან გათავისუფლებული საზოგადოება..
[ნათია ბარნოვი www.journalist.ge]


2006 წლის 27 იანვრის 28 იანვრის გამთენიისას სანდრო გირგვლიანი ოქროყანის სასაფლაოს მიდამოებში მოკლეს. იმ საღამოს შარდენის ქუჩაზე შარდენ ბარში შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები დათა ახალა, ვასილ სანოძე, გურამ დონაძე და ოლეგ მელნიკოვი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის მეუღლესთან თაკო სალაყაიასთან და მის მეგობრებთან ანა კალანდაძესთან და თათია მაისურაძესთან ერთად ნინოობას და 28 იანვარს მომავალ ვასილ სანოძის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. უთანხმოება ამ სუფრის წევრებს ბარში მყოფ სანდრო გირგვლიანთან და მის მეგობარ ლევან ბუხაიძესთან მოუვიდათ,რის შემდეგაც შარდენ ბარიდან გამოსული ბუხაიძე და გირგვლიანი უცხო პირებმა ოქროყანის სასაფლაოზე აიყვანეს–ის რაც ოქროყანაში მოხდა ყველასთვის ცნობილი გახდა ტელეკომპანია იმედის მიერ გადაცემა დროებაში მიერ მომზადებული რეპორტაჟიდან. სანდროს მკვლელობიდან თითქმის ორი თვის შემდეგ თანამდებობები დატოვეს ვასილ სანოძემ დათა ახალაიამ და გურამ დონაძემ, მკვლელობისთვის კი გაასამართლეს ვინმე ბიბილური, ღაჭავა, აფციაური და ალანია–თუმცა საქალაქო სასამართლოში მიმდინარე ერთერთ პროცესზე გირგვლიანის მეგობარმა ბუხაიძემ აღიარა რომ დაკავებულებიდან ერთერთი–ბიბილური საერთოდ არ ყოფილა ოქროყანაში. მოკლულის ოჯახის წევრების აზრით გამოძიება არასამართლიანად წარიმართა და სასჯელი ააცილა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის დამკვეთებს. ასევე ტელეკომპანია მაესტროს ეთერში გასული, მიერ მომზადებული რეპორტაჟიდან საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი რომ მკვლელობისთვის დაკავებული პირები სასჯელს „განსაკუთრებულ“ პირობებში იხდიდნენ და მოგვიანებით ციხის ტერიტორიაზე გადაღებული კადრებით სტრასბურგის სასამართლოც დაინტერესდა. ამ დროისთვის ოთხივე დაკავებული გათავისუფლებულია და ახალიაც და სანოძეც აგრძელებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობას. სანდროს სიკვდილის შემდეგ ერთმანეთის მიყოლებით გარდაიცვალნენ დეიდა, ბებია, დედა და ბაბუა... სანდრო გირგვლიანი საქართველოს ბანკის თანამშრომელი 28 წლის იყო. მას არ ჰყავდა არც მეუღლე არც შვილი–ცნობილ ინტერნეტ ენციკლოპედიაში ვიკი პედიაში კი არსებობს სპეციალური ვებ გვერდი რომელიც სანდროს მკვლელობას შემდგენაირად აღწერს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე — ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული კრიმინალური საქმე თანამედროვესაქართველოს ისტორიაში. 2006 წლის 28 იანვარს მომხდარმა მკვლელობამ და მასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა საქართველოს მიმდინარე მთავრობის, განსაკუთრებით შინაგან საქმეთა მინისტრის, პოლიტიკის მწვავე კრიტიკა გამოიწვია. ამ მოვლენებმა ეჭვქვეშ დააყენა საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ზოგადად მთავრობის მიერ გატარებული დემოკრატიული რეფორმების სიმტკიცე.

პრეზიდენტი იყო მიხეილ სააკაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი იყო ვანო მერაბიშვილი, საზოგადოებასაც ეკავა საზოგადოების ადგილი...

პრეზიდენტი არის მიხეილ სააკაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი არის ვანო მერაბიშვილი.. ერთადერთი ვინც დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს–საზოგადოებაა...


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
kote-1962
post Jan 28 2011, 07:39 PM
Post #884


საპატიო წევრი
*******

Group: Root Admin
Posts: 13,876
Joined: 23-August 08
ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
From: თბილისი
Member No.: 442



28-01-2011 საქართველოს პრეზიდენტი: ტერაქტი მოსკოვისთვის გადახდილი „სამაგიერო“ იყო foreignpress.ge
[შონ ვოლკერი, კიმ სენგუპტა]


გუშინ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა The Independent-ს განუცხადა, რომ იმ ტიპის ტერაქტები, როგორიც ორშაბათს მოსკოვის აეროპორტში თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქებით მოხდა, ჩრდილო-კავკასიაში რუსული პოლიტიკისთვის გადახდილი „სამაგიერო“ იყო, მან ეს ქვეყანა ასევე შეადარა „ნიანგს, რომელიც მზადაა გადაგყლაპოს“

ამ ორ ქვეყანას შორის გამოყოფილი რეგიონების სამხრეთ-ოსეთის და აფხაზეთის ბედის გამო გაჩაღებული 2008 წლის ომის შემდეგ, ბატონი სააკაშვილი და რუსეთის ხელმძღვანელობა მუდმივად შეურაცხყოფენ და თავს ესხმიან ერთმანეთს, მაგრამ დღევანდელი განცხადებები, მოსკოვს როგორც სჩანს ყველაზე მეტად განარისხებს, რადგან ის მალევე გაკეთდა დომოდედოვოს აეროპორტში მომხდარი აფეთქების შემდეგ, რასაც 35 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

წინა საღამოს საქართველოს დედაქალაქში გამოსვლისას, პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომლის ქვეყნის ორი აჯანყებული რეგიონიც მოსკოვმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა – მოსკოვი მეზობელი ქვეყნების დესტაბილიზაციის მცდელობასა და იქ სეპარატისტული მოძრაობების წაქეზებაში დაადანაშაულა.

„ეს საკითხი პირადად განვიხილე ვლადიმერ პუტინთან გარკვეული ხნის წინ. მე მას ვუთხარი, რომ სეპარატისტების მხარდაჭერა მის ქვეყანას ძალადობის ტალღად მოუბრუნდებოდა და მისსავე წინააღმდეგ იმოქმედებდა“ – განაცხადა სააკაშვილმა – „პუტინმა მიპასუხა: არა. თუკი ვინმე ჩვენს წინააღმდეგ წასვლას შეეცდება, ჩვენ მათ ტარაკნებივით გავსრესთ“ და მაგიდას დემოსტრაციულად თითი დააჭირა““.

The Independent-თან ინტერვიუმდე საქართველოს პრეზიდენტმა ანალოგიური განცხადებები სატელევიზიო ინტერვიუშიც გააკეთა. „რუსეთის პოლიტიკური მენტალიტეტი რეპტილიისას ჰგავს, ნიანგივითაა რომელსაც თქვენი გადაყლაპვა სურს“ – განაცხადა სააკაშვილმა. სააკაშვილსა და პუტინს შორის დადასტურებული პირადი ანტიპატია არსებობს. საქართველოს პრეზიდენტმა ერთხელ განაცხადა, რომ პუტინთან საუბარი „ეს დაახლოებით ასეთი რამაა, რომ ვიღაც თავზე ნაჯახით გადგას და ამავდროულად გეუბნება: „ნუ ღელავ, ყველაფერი კარგადაა, თვალები დახუჭე და მოდუნდი””.

თავის მხრივ პუტინი სააკაშვილს დასცინოდა, როდესაც ВВС-ის ოპერატორებმა ის საკუთარი ჰალსტუხის ღეჭვის დროს გამოიჭირეს. როგორც ამბობენ, მან საფრანგეთის პრეზიდენტს ასევე უთხრა, რომ სააკაშვილის „კვერცხებით დაკიდება“ სურდა.

სააკაშვილი ხელისუფლებაში 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ დროს მოვიდა და დემოკრატიული რეფორმების გატარების პირობა დადო, მაგრამ მისი ოპონენტები იმაზე წუხან, რომ მათი აზრით საქართველოს პრეზიდენტი მას შემდეგ რაც 2013 წელს მისი მეორე საპრეზიდენტო ვადა ამოიწურება, ძლიერ პრემიერ-მინისტრად გახდომას გეგმავს, ზუსტად ისე როგორც ეს 2008 წელს პუტინმა გააკეთა.

გუშინ პუტინმა განაცხადა, რომ ორშაბათის აფეთქების წინასწარი გამოძიების შედეგები ადასტურებს იმას, რომ თვითმკვლელი ტერორისტი ჩეჩნეთიდან არ იყო. გაურკვეველი დარჩა, გულისხმობდა თუ არა ის იმას, რომ ტერაქტი ზოგადად ჩრდილოეთ-კავკასიას არ უკავშირდებოდა, თუ იმას რომ ის მეზობელი რესპუბლიკიდან, მაგალითად დაღესტნიდან დაიგეგმა. მან ტერორისტებთან მოლაპარაკებების შესაძლებლობაც გამორიცხა.

"independent"



http://foreignpress.ge/?p=16256


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
kote-1962
post Jan 28 2011, 07:40 PM
Post #885


საპატიო წევრი
*******

Group: Root Admin
Posts: 13,876
Joined: 23-August 08
ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
From: თბილისი
Member No.: 442



27-01-2011 პრეზიდენტების გამოსვლა და განათლება liberali.ge
[სიმონ ჯანაშია]


გუშინწინ ჩვენი პრეზიდენტის სატელევიზიო გამოსვლას ვუყურე. გუშინ კი - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის გამოსვლას კონგრესში. გამოსვლებს შორის მსგავსებაც ადვილი შესამჩნევი იყო და მკვეთრი კონტრასტიც.



ორივე პრეზიდენტმა საკუთარი გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი განათლების საკითხებს დაუთმო. სააკაშვილს და ობამას მსგავსი ხედვა აქვთ. ორივე საუბრობს ტექნოლოგიების სწრაფ განვითარებაზე, მსოფლიოში მიმდინარე სწრაფ ეკონომიკურ ცვლილებებზე, კონკურენციაზე, სამუშაო ადგილებისთვის ადამიანების მომზადებაზე.

ორივესთვის მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელი შედეგების მიხედვით დაფასდეს. ობამა არ საუბრობს მასწავლებლების გმირობაზე. სამაგიეროდ გვეუბნება რამდენი ახალი მასწავლებლის მომზადება არის საჭირო იმისთვის, რომ ამერიკამ მსოფლიოში ყველაზე განათლებული ახალგაზრდობა აღზარდოს. ის პირდაპირ მოუწოდებს ახალგაზრდობას, რომ გახდეს მასწავლებელი, ამით შეცვალოს რომელიმე ბავშვის ბედი და ემსახუროს საკუთარ ქვეყანას. სააკაშვილი საუბრობს იმაზე, თუ რამდენი იყო მასწავლებლის ხელფასი, რამდენი გახდა და რამდენი გახდება მომავალში. იძლევა პირობას, რომ სერტიფიცირებულებს შორის საუკეთესოები 1000 ლარს მიიღებენ.

ობამასთვის მნიშვნელოვანია, რომ განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. ის საუბრობს ახალგაზრდებზე, რომლებიც დროზე ადრე ტოვებენ სკოლას. აღნიშნავს, რომ შემდეგი ათწლეულის განმავლობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდება უმაღლესი განათლება და ასახელებს კონკრეტულ თარიღს, როდესაც კოლეჯის ყველაზე მეტი სტუდენტი ეყოლებათ სხვა ქვეყნებთან შედარებით. სააკაშვილისთვის მნიშვნელოვანია მერიტოკრატია. ყვება როგორ გაემგზავრა ერევანში მარშუტკით, გამოცდის ჩასაბარებლად, რომ ამერიკაში წასულიყო. სტუდენტებს უხსნის, რომ მერიტოკრატია ვინმე მელიტონთან არ არის დაკავშირებული, ხოლო ვანო მერაბიშვილი და კობა სუბელიანი სორბონის დამთავრების გარეშეც კარგად მუშაობენ და დაფასებულები არიან.

ობამა საუბრობს იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს განათლების როგორც ღირებულების დამკვიდრება. ნანობს, რომ ამერიკაში კორეის მსგავსად მასწავლებლებს ერის შემქნელებად არ მოიხსენიებენ. ის თვლის, რომ ამერიკელებმა ფეხბურთის ჩემპიონებთან ერთად საბუნებისმეტყველო მეცნიერებების გამოფენაში გამარჯვებულების დაფასება უნდა დაიწყონ. სააკაშვილიც საუბრობს ოლიმპიადებზე. ისიც ამაყობს გამარჯვებულებით, რომლებმაც მისთვის მოულოდნელად სომხებს აჯობეს. ასევე არ ავიწყდება ოლიმპიადების არსებობის სიკეთის დასაბუთება იმით, რომ მის შვილს ძალიან მოსწონს ეს შეჯიბრი.

ობამა საუბრობს რეფორმის სტრატეგიაზე, რომელმაც უნდა განავითაროს სკოლები. საუბრობს მეცნიერებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების ხელშეწყობაზე. სააკაშვილი საუბრობს საკუთარ ინციატივაზე, რომლის მიხედვითაც 5 წელიწადში 10 000 ინგლისურის მასწავლებელი უნდა ჩამოვიდეს საქართველოში. ობამას აღელვებს გლობალური გამოწვევები, სააკაშვილისთვის კი საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების ორგანიზების ფორმა, რომელიც მის ბავშვობაში მიღებულ გამოცდილებას არ ემთხვევა.

ობამას ტაშს დემოკრატები და რესპუბლიკელები უკრავენ. მისი ყოფილი კონკურენტი ჯონ მაკკეინიც კი ფეხზე დგას მაშინ, როდესაც დარბაზში ისმის: "იმას თუ როგორ შევძლებთ თანამშრომლობის ახალ ერაში შესვლას განაპირობებს არა ის, რამდენად შეგვიძლია ერთ დარბაზში ვისხდეთ დღეს, არამედ ის თუ რამდენად შეგვიძლია ერთად ვიმუშაოთ ხვალ". სააკაშვილი კი საუბრობს "ვაირეფორმატორებზე", "ჭკუის კოლოფებზე", რომლებსაც თურმე არც მასწავლებლობის გამოცდილება ჰქონდათ, თავადაც ცუდად სწავლობდნენ და შემდეგ საკუთარ მასწავლებლებზე ცდილობდნენ შურისძიებას.



http://liberali.ge/story/პრეზი...თლება


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
kote-1962
post Jan 28 2011, 07:40 PM
Post #886


საპატიო წევრი
*******

Group: Root Admin
Posts: 13,876
Joined: 23-August 08
ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
From: თბილისი
Member No.: 442



26-01-2011 სამარშრუტო ტაქსებისათვის გამოცხადებული ტენდერი - სკანდალური ინფორმაცია republicans.ge
[]


თბილისის საკრებულოს რესპუბლიკელმა წევრმა თინათინ ხიდაშელმა თბილისში სამარშრუტო ტაქსებისათვის გამოცხადებულ ტენდერიში მონაწილეთა დოკუმენტაცია შეისწავლა. ამის თაობაზე იგი განცხადებას ავრცელებს: "რესპუბლიკელები შეშფოთებას გამოვხატავთ იმის გამო, რომ მიუხედავად მრავალი დაპირებისა თბილისში ტრანსპორტის სფეროში გამოცხადებული ტენდერის შედეგების შესახებ საზოგადოება სათანადოდ არ არის ინფორმირებული. ჩვენ დღეს კიდევ უფრო მეტი საფუძველი გვაქვს განვაცხადოთ ის, რასაც ამ ტენდერის გამოცხადებამდეც ვამბობდით:
* არსებობს მაღალი საფრთხე, რომ თბილისის სატრანსპორტო სფეროში გაჩნდეს ერთპიროვნული მონოპოლისტი;
* არსებობს მაღალი საფრთხე, რომ ამ სფეროდან მცირე მეწარმეები საერთოდ განიდევნებიან და ასეულობით ოჯახი შემოსავლის გარეშე დარჩება;
* არსებობს მაღალი ალბათობა, რომ აღნიშნული „რეფორმა“ ქ. თბილისის მერის და მასთან დაახლოებული პირების ფინანსურ ინტერესებს ემსახურება.
რამდენიმედღიანი კვლევის შედეგად ჩვენთვის ცნობილი გახდა თბილისის 5-ვე ლოტზე პრეტენდენტი კომპანიების შესახებ მთელი რიგი დეტალები, რომელიც, ვფიქრობთ, საყურადღებოა და შედეგების გამოცხადებამდე საზოგადოებამ უნდა იცოდეს:
1. როგორც მოსალოდნელი იყო, რაიმე განსაკუთრებული კონკურენცია არ გვაქვს და დოკუმენტებში არც იმ ათასობით ადამიანის ინტერესები ჩანს, ვინც დღემდე ტრანსპორტის სფეროში მცირე ბიზნესით იყო დაკავებული.
2. მერიის ოფიციალური ვებსაიტის მიხედვით 5 ლოტზე სულ 8 კომპანიის განაცხადია შესული, მათ შორის, კომპანია “თბილ ლაინს” 2 ლოტზე აქვს მიმართული. 5-დან 2 შემთხვევაში (ისანი-სამგორის და დიდუბე-ჩუღურეთის ლოტები) მხოლოდ ერთი ფირმის განაცხადია შესული.
3. ყველა კომპანია, გარდა ერთისა, დეკემბრის შუა რიცხვებში სპეციალურად ამ ტენდერში მონაწილეობის მიზნით არის შეიქმნილი, ხოლო მათი წესდებების უდიდეს უმრავლესობაში მითითებულია, რომ “კომპანიის კაპიტალი შეადგენს 100 ლარს”.
4. კომპანიების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ბევრ ეჭვს აჩენს, რის შესახებაც საზოგადოებას სრული ინფორმაცია უნდა ქონდეს. მაგალითისათვის განვიხალოთ სამი კომპანია “ფაბლიქ ქარ”, “თბილ ქარ” და “თბილ ლაინი”.
4.1. სამივე კომპანია დაფუძნებულია სპეციალურად ამ კონკურსისათვის, მათ შორის ორი ერთსა და იმავე დროს - 17 დეკემბერს. ამ ორ კომპანიას საჯარო რეესტრის მოსაკრებელი გადახდილი აქვს 5 წუთის სხვაობით: 17 დეკემბერს 16:14 სთ და 16:19 სთ. ასევე, 5 წუთის სხვაობით აქვთ განცხადებები წარდგენილი საჯარო რეესტრში, 17 დეკემბერს: 16:21 სთ და 16:26 სთ.
4.2.სამივე კომპანიის წესდება სიტყვა-სიტყვით ემთხვევა ერთმანეთს ერთადერთი გამონაკლისით - ხელმომწერის გვარი და სახელი არის შეცვლილი.
4.3.სამივე კომპანიის დოკუმენტები დამოწმებულია ერთი და იმავე ნოტარიუსის, ქალბატონ ნ. გინტურის მიერ.
4.4.სამივე კომპანიას თითო თითო დამფუძნებელი და, შესაბამისად, პარტნიორი ყავს, რომლებიც ერთპიროვნულად იღებენ გადაწყვეტილებებს კომპანიის საკითხებზე.
4.5.სამივე კომპანიის კაპიტალი 100 ლარს შეადგენს და არავითარი მინიშნებაც კი არ არის იმის შესახებ, რომ კიდევ რაიმე ქონებას ფლობენ.
4.6. და ყველაზე საინტერესო - სამივე კომპანიის საბუთებში დევს დოკუმენტი, რომლის შესაბამისადაც თბილისში, სანაპიროს ქ. #3-შ მდებარე რესტორანი “ძველი სახლი” აძლევთ თანხმობას საოფისე ფართის გამოყოფაზე. მოგვიანებით, ერთ შემთხვევაში ეს დოკუმენტი შეცვლილია და უკვე სხვა რესტორნის - “ქალაქურის” - დირექტორის ხელმოწერილი დოკუმენტი ჩნდება კომპანიისათვის “ფაბლიქ ქარ” ფართის გამოყოფაზე.
დღეს მხოლოდ ამ ფაქტებზე მოგახსენებთ და იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ყველაფერი სატენდერო კომისიის წევრების ყურადღებასაც მიიპყრობს. დანარჩენზე ტენდერის შედეგების გამოცხადების შემდეგ ვისაუბრებთ".



http://republicans.ge/index.php?module=A-n...%C2%AD%1C%C2%AD




0


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
kote-1962
post Jan 28 2011, 07:41 PM
Post #887


საპატიო წევრი
*******

Group: Root Admin
Posts: 13,876
Joined: 23-August 08
ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
From: თბილისი
Member No.: 442



26-01-2011 პრეზიდენტის ერთი სიმართლე!!! მე მირჩევნია დღევანდელი სიტუაცია – როცა ოპოზიცია დასუსტდა
[ნათია ბარნოვი www.journalist.ge]



მიხეილ სააკაშვილის კითხვა–პასუხის რეჟიმში გაკეთებულ ტელეხიდს,კრიტიკა რა თქმა უნდა მოჰყვა.. ნაწილისთვის გაუგებარი აღმოჩნდა აფთიაქებში კამერების დამონტაჟებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება, პრეზიდენტის თქმით ეს კამერები მედიკამენტებზე გაძვირებულ ფასებს დააკვირდება. სააკაშვილმა თითქმის არც ერთი აქტუალური საკითხი არ დატოვა ისე, რომ არ შეხებოდა და თუ რომელ შეკითხვაზე რამდენად ადექვატური პასუხი გასცა, ამას საზოგადოება განსჯის.. მაგრამ ფაქტია, რომ მისი ერთი განცხადება ადექვატურობასთან და ჭეშმარიტებასთან დაკავშირებით არც ერთ კითხვის ნიშანს არ ბადებს–„მე მირჩევნია დღევანდელი სიტუაცია, როცა ოპოზიცია დასუსტდა!“–ამბობს სააკაშვილი.



ორი-სამი წლის წინ ჩვენ გვყავდა ძალიან ძლიერი ოპოზიცია, მაგრამ ეს იყო ოპოზიცია, რომელიც, ძირითადად, ქვეყნისთვის ძირის გამოთხრით იყო დაკავებული. ამის გათვალისწინებით, მე მირჩევნია დღევანდელი სიტუაცია – როცა ოპოზიცია დასუსტდა", - განაცხადა სააკაშვილმა გუშინ, ტელეხიდისას – "ხალხის შეკითხვებს პასუხობს პრეზიდენტი".
მისი თქმით, დღეს არის უკეთესი სიტუაცია, ვიდრე 2007-2008 წლებში და 2009 წლის ერთ პერიოდში იყო.
პრეზიდენტმა 2008 წლის იანვარში, საპრეზიდენტო არჩევნების სიტუაცია გაიხსენა და მის კონკურენტ ლევან გაჩეჩილაძეზე ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, დარჩებოდა მეორე ტურში, მისი ჩატარების შემთხვევაში.
"მეორე ტურში რჩებოდა ადამიანი, რომელიც ამბობდა, რომ პროგრამა არ აქვს, მისი ერთადერთი პროგრამაა, რომ ვიცხოვროთ ჯიგრულად, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში პრეზიდენტის პოსტს გააუქმებს; სხვა კანდიდატი იყო ღია სახელმწიფო გადამტრიალებელი, რომელიც გეგმებს აწყობდა ვისთვის რამდენი ესროლა და რამდენი დაეხოცა და ამაში ფულს იხდიდა. აქ პრეზიდენტს სავარაუდოდ ბადრი პატარკაციშვილი ჰყავდა მხედველობაში. „პრაქტიკულად, ყველა კანდიდატი პატიმრებს ციხიდან გაშვებას ჰპირდებოდა, რაც წარმოუდგენლად კოშმარულ სიტუაცის ქმნიდა", - აღნიშნა მან და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ამ სიტუაციას ნამდვილად ურჩევნია დღევანდელი, როცა ხალხისთვის აბსოლუტურად ნათელი გახდა ოპოზიციის რეალური სახე.
მისი თქმით, ისინი ვერ უძლებდნენ მთავარ ტესტს - კორუფციისადმი და "კანონიერი ქურდებისადმი" დამოკიდებულებას და "რუსეთს დაუწვებოდნენ თუ არ დაუწვებოდნენ".
თუმცა, სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია ჩამოყალიბდება, ახლებიც გაჩნდებიან, რასაც მიესალმება. "მე მინდა სიტუაცია, როცა იქნება ოპოზიცია ისეთი, რომელიც იქნება ძლიერი და რომლის მიერ ხელისუფლების ჩანაცვლება, ქვეყნისთვის კატასტროფა არ იქნება", - განაცხადა მან.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ოპოზიცია, რომელიც არის პასუხისმგებელი, ლაპარაკობს იმ თემებზე, რომელიც ხალხს აწუხებს და თავის ქვეყანას თავის დონეზე მაინც აყენებს, მისი გამარჯვება არანაირ ტრაგედიას აღარ წარმოადგენს.

პრეზიდენტი ერიდებოდა ოპოზიციის ლიდერების სახელების კონკრეტულად ხსენებას რითიც, როგორც ჩანს ცდილობდა ხაზი გაესვა მათი უმნიშვნელობისთვის თუმცა ახსენებდა...

პრეზიდენტს არ მოსწონს ოპოზიცია, რომელიც ქვეყნის მთლიანი პოლიტიკური კურსის და ხელისუფლების შეცვლა სურს, პრეზიდენტისთვის მისაღებია „ზომიერი“ ოპოზიცია, რომელიც არ ფიქრობს ხელისუფლებაში მოსვლაზე და სოციალურ სიდუხჭირეზე საუბრობს.

პრეზიდენტისთვის ამბიციები მიუღებელია, მაგრამ კმაყოფილია დასუსტებული, ამბიციური ოპოზიციით.

სააკაშვილის მიერ უსახელოდ მოხსენიებული ოპოზიციის ლიდერები მოერიდნენ პრეზიდენტის განცხადების კომენტირებას, არადა საინტერესოა:

ბატონებო თვლით თავს სუსტებად?


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
kote-1962
post Jan 28 2011, 07:41 PM
Post #888


საპატიო წევრი
*******

Group: Root Admin
Posts: 13,876
Joined: 23-August 08
ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
From: თბილისი
Member No.: 442



სახელმწიფო ვალი კატასტროფულად იზრდება


15:16 28.01.2011
[სოლომონ პავლიაშვილი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი]


როგორც ცნობილია ქვეყნის დემოკრატიის განვითარების საფუძველი არის თვითმმართველობის, როგორც ინსიტუტის ჩამოყალიბება და გაძლიერება. ის სახელმწიფოები, სადაც თვითმმართველობის ინსტიტუტი ძლიერია, გაცილებით დემოკრატიულები არიან და, შესაბამისად, მათი ეკონომიკებიც წარმატებულია.

თვითმმართველობის გაძლიერება პირველ რიგში ნიშნავს, მას ყავდეს წარმომადგენლობითი ორგანო საკრებულოს სახით და გააჩნდეს საკუთარი ბიუჯეტი. საქართველოში ამ მხრივ ყოვლად გასაკვირი რამ მოხდა, როდესაც დემოკრატიის გაღრმავების ნაცვლად მოულოდნელად გაუქმდა საკრებულოები სოფლებში და შესაბამისად ამ სოფლებს გაუუქმდათ საკუთარი ბიუჯეტები. ბიუჯეტთან დაკავშირებით ანალოგიური მდგომარეობაა ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიებცაა თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი და სხვა. როდესაც მათი ბიუჯეტების თითქმის 60-70%ს ცენტრალური ბიუჯეტიდან მიღებული გრანტები შეადგენს.

2010 წელს თბილისის ბიჯეტში 710 მილიონი ლარიდან 530 მილიონი ცენტრალური ბიუჯეტიდან მიღებული გრანტია, ხოლო მიმდინარე წელს 605 მილიონი ლარიდან - 440 მილიონი, რაც მთლიანი შემოსავლის 72%-ია. ყოვლად წარმოუდგენელია, რომ თბილისის ბიუჯეტში ადგილობრივი გადასახადების სახით შედის, მხოლოდ 96 მილიონი ლარი და სხვა შემოსავლები (დივიდენდები, რენტა, შემოსავალი მიწის იჯარიდან, მოსაკრებელი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის და სხვა.) დაახლოებით 79 მილიონი ლარს შეადგენს. ე.ი გამოდის, რომ ქალაქს რჩება მხოლოდ ქონების გადასახადი, როგორც ფიზიკურ პირთა ასევე მიწაზე ქონების გადასახადი.

თითქმის მილიონ-ნახევრიან ქალაქს არ რჩება არც მოგების გადასახადის ნაწილი და არც საშემოსავლოსი. თბილისსში იწარმოება მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 65-70%. ქვეყანაში მოკრებილმა საშემოსავლო გადასახადმა 2010 წელს შეადგინა თითქმის 1,2 მლრდ ლარი, ხოლო მოგების გადასახადმა - 500 მლნ-ზე მეტი. ამ გადასახადების 20% მაინც რომ დარჩენოდა თბილისის ბიუჯეტს, ცენტრალური ბიუჯეტიდან მას ტრანსფერი აღარ დასჭრიდებოდა. ეს, რა თქმა უნდა, არ არის მარტო საბიუჯეტო მოწყობის სერიოზული ხარვეზი, მას უდაოდ პოლიტიკური და სოციალური ხასიათიც აქვს. ეს დასტურია იმის, რომ საქართველოში შემოსავლების და ხარჯების გადანაწილება, ძირითადად, ცენტრალიზებულია - საგადასახადო უფლებამოსილებები არ არის გამიჯნული ცენტრსა და რეგიონს შორის. ქვეყანაში არ არსებობს საბიუჯეტო ფედერალიზმის ნიშნებიც კი, რომელიც რეგიონებისა და ცენტრის სინქრონული განვითარების საფუძველი უნდა იყოს.

ერთი მხრივ - თვითმმართველობის ინსტიტუტის გაუქმებით (სოფელი, დაბა, თემი) და მეორე მხრივ - ასეთი საბიუჯეტო სისტემის დანერგვით ჩვენ ფაქტობრივად უარი ვთქვით რეგიონალური პოლიტიკის დამკვიდრებაზე და საერთოდ მის საჭიროებაზე. სწორედ რეგიონალური პოლიტიკის განვითარება აძლევს სტიმულს იმ ტერიტორიების განვითარებას, რომლებიც გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო ვერ ფუნქციონირებენ თვითგანვითარების რეჟიმში. დღეის მდგომარეობით ცენტრმა “თავის თავზე” აიღო ყველა სოციალური და ეკონომიკური ვალდებულება. ფაქტობრივად, რეგიონებს ჩამოერთვათ სოციალურ, ეკონომიკურ და გარკვეულად პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის უფლებაც. დღეს ნაკლებად საუბრობენ რეგიონალური განვითარების კონცეფციის, პროგრამის შემუშავების შესახებ. სწორედ ასეთი პროგრამაა აუცილებელი, რომლებიც დაეფუძნება ადგილობრივ რესურსებს, რეგიონის თავისებურებებს და კლიმატურ პირობებსაც კი.

რაც შეეხება ზოგადად 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პარამეტრებს, იგი თითქმის იდენტურია 2010 წლის შესაბამისს მაჩვენებლებისა და შეადგენს 7 მლრდ ლარს, ხოლო მშპ განსაზღვრულია 22 მილიარდი ლარით, რაც 5-6 წლის წინანდელ მაჩვენებლებს თითქმის 5-ჯერ აღემატება, თუმცა ამასთან ერთად შემაშფოთებელია სახელმწიფო ვალის საპროგნოზო მოცულობა (სახელმწიფო ვალი - საქართველოს სახელით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მისი გარანტიით სხვა ორგანოების მიერ დადებული ხელშეკრულებებით აღებული ჯამური თანხა), რომელიც 2011 წლისთვის 10,6 მლრდ ლარამდე იზრდება. მათ შორის, საგარეო ვალი - 850 მლნ-თ და მიაღწევს 8,7 მლრდს. ხოლო საშინაო - 100 მლნ-თ, რომელიც გაიზრდება – 1,9 მლრდ ლარამდე. ეს გამოწვეულია სახაზინო ვალდებულების გამოშვებით. სახელმწიფო ვალი მშპ-ს 45%-ს ტოლია.

საგარეო ვალის გაზრდის მიზეზი არის 4,5 მლრდი, რომელიც ჯერ კიდევ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დაწყების წინ გამოყვეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა. აქედან 2 მლრდ არის წმინდა გრანტი, ხოლო 2,5 მლრდ არის დაბალპროცენტიანი კრედიტი. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მანამდე, სანამ ეკონომიკური კრიზისი დაიწყებოდა. მათ ცალსახად განსაზღვრეს პრიორიტეტები: პირველი - დევნილების ინფრასტრუქტურის შექმნა; მეორე - ბიუჯეტის დეფიციტის დაფარვა, მესამე - საბანკო სექტორის დახმარება; და მეოთხე - ინვესტიციური პროექტების განხორციელება. თუ როგორ ხორციელდება ეს მიმართულებები, სწორედ ეს არის საინტერესო.

აღნიშნული ვალის ყველაზე დიდი მოცულობა მოდის მსოფლიო ბანკზე და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკზე დაახლოებით - 2,3 მლრდ-ზე მეტი, შემდეგ საერთაშორისო სავალუტო ფონდი – 1,8 მლრდ; აზიის განვითარების ბანკი - 400 მლნ. რაც შეეხება უშუალოდ სახელმწიფოებს, ყველაზე დიდი ვალი გვაქვს გერმანიის - 400 მლნ, შემდეგ რუსეთის - 206 მლნ, იაპონია - 104 მლნ, თურქეთი - 53 მლნ. ასევე სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების განთავსებით ე.წ “ევრობონდები” - 886 მლნ ლარი. ასევე - ე,წ “გურგენიძის ევროობლიგაციები”, როცა 2008 წელს დაახლოებით 7,5%-ად ობლიგციები განვათავსეთ ლონდონის ბირჟაზე, სხვათა შორის, აქედან 48% შეისყიდა დიდმა ბრიტანეთმა, დანარჩენი აშშ-ის კომპანიებმა, რომელიც ოფშორებშია რეგისტრირებული.

თავისთავად, ეს ცუდი არ იყო, მაგრამ შემდგომში მისი მიზნობრიობა არსად ჩანს. ეს პრემიერ ლადო გურგენიძის დროს ხდებოდა. უნდა აშენებულიყო გაზის საცავი და არ გაკეთებულა, შემდეგ საუბარი იყო კვლევების ჩატარებაზე, რაც ასევე არ მომხდარა. ასევე უნდა დაფინანსებულიყო ენერგეტიკული სექტორი, ელექტროსისტემა, ესეც არ განხორციელდა. მერე საუბარი იყო მომავალი თაობების დახმარებაზე ამ კუთხით. დღეს ამ თანხების მიმართულება გაურჯვეველია. ბიუჯეტში ვერ ნახავ, რომ ამ თანხებმა ხარჯებში ასახვა ჰპოვა, ჩვენ კი ამ თანხებიდან გამომდინარე 2013 წელს სოლიდური თანხების გადახდა გვიწევს. კარგი იქნება, თუ ფინანსთა მინისტრმა გაგვარკვევს, როგორ განხორციელდა ამ თანხების ხარჯვითი ნაწილი, რადგან 2013 წელს ჩვენ უკვე მილიარდ 200 მილიონის გადახდა მოგვიწევს, რაც ბიუჯეტის დაახლოებით 20%-ია. ეს არის 7%-ანი სესხი და ამ თანხას ყოველწლიურად კიდევ პროცენტი ერიცხება, ანუ - ყოველ წელს დაახლოებით 35 მილიონი დოლარი. თუ ოთხი წლის განმავლობაში დაგროვილ თანხებს დავიანგარიშებთ, კოლოსალურ ციფრს მივიღებთ.

საგანგაშოა, რომ მიმდინარე ეტაპზე ვალების გადახდა თითქმის არ ხდება. მაგალითად, 2009 წელს საგარეო ვალების მომსახურებაზე მხოლოდ 115 მილიონი ლარი დაიხარჯა, ხოლო 2010 წელს – 125 მილიონი, 2011 წელს კი მხოლოდ 138 მლნ ლარია განსაზღვრული, მაშინ, როცა 2009 წელს საგარეო ვალი 786 მილიონით გაიზარდა, 2010 წელს - 1,3 მილიარდით. 2011 წელს კი - 754 მილიონია მოსალოდნელი.

მთლიანობაში სახელმწიფო ვალი საკმაოდ დიდია, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ სხვა ძლიერ განვითარებულ ქვეყნებშიც არის საგარეო ვალი უფრო მაღალი. მაგალითად საბერძნეთში ის შეადგენს, მშპს – 125%, იტალიაში - 100%-მდეა, აშშ-ში – 65%-ს, უკრაინაში – 42%. ხოლო ჩვენ მეზობელ სომხეთში იგი 50%-ს შეადგენს.

რაც შეეხება საშინაო ვალს, მისი სტრუქტურა შემდეგი სახისაა: ეროვნული ბანკისათვის განკუთვნული ერთწლიანი სახელმწიფო ობლიგაციები დაახლოებით 600 მლნ, სხვადასხვა ვადის მქონე სახელმწიფო ობლიგაციები - 125 მლნ, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებები - 370 მლნ და სხვა ვალდებულებები - 70 მლნ ლარი.

წლიდან წლამდე გადაუჭრელ პრობლემად რჩება, კოპერატიული ბინათმშენებლობის ვალის მომსახურეობის თემა. ეს ის ვალია, რომელიც 90-იან წლებში მოსახლეობამ მთლიანად გადაიხადა კოპერატიულ ბინათმშენებლობაზე და მისი დამთავრება ვერ მოხერხდა შემდგომ განვითარებული მოვლენების გამო. ეს თანხა, ყველა ხელისუფლების მიერ აღიარებული იქნა შიდა ვალში. ამას ემატება ასევე საბანკო ანაბრები, რომელსაც მოსახლეობა უკვე მრავალი წელია ამაოდ ელოდება. ეს ვალი შესაძლებელია დაზუსტებულიც კი არ არის. აქ ალბათ ის პრობლემაც არის, რომ ჯერ კიდევ გაურკვეველია, რა კურსით უნდა მიეცეთ აღნიშნული ანაბრები. ამ ვალის გადახდა ერთდროულად რა თქმა უნდა რთული იქნება, მაგრამ ამ პროცესის დაწყება ეტაპობრივად აუცილებელია.


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
kote-1962
post Jan 28 2011, 07:42 PM
Post #889


საპატიო წევრი
*******

Group: Root Admin
Posts: 13,876
Joined: 23-August 08
ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
From: თბილისი
Member No.: 442



მიხეილ სააკაშვილის წინდაუხედავი ნაბიჯები


16:02 28.01.2011

[დენიელ ლარისონი, The American Conservative]

თუკი ვინმეს, ჯერ კიდევ ეჭვი ეპარება იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილი სახიფათო მასხარაა, ამ ცნობამ მათი ეჭვები უნდა გაფანტოს:„გუშინ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა The Independent-ს განუცხადა, რომ იმ ტიპის ტერაქტები, როგორიც ორშაბათს მოსკოვის აეროპორტში თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქებით მოხდა, ჩრდილო-კავკასიაში რუსული პოლიტიკისთვის გადახდილი „სამაგიერო“ იყო, მან ეს ქვეყანა ასევე შეადარა „ნიანგს, რომელიც მზადაა გადაგყლაპოს“.

რა თქმა უნდა, რუსეთში ტერორიზმის პრობლემაში რუსულ პოლიტიკას თავისი წვლილი აქვს. თუმცა საინტეროსოა, რომ დასავლელი ექსპერტები სიამოვნებით აკეთებენ მსგავს დასკვნებს, როდესაც საქმე სხვა ქვეყნების წინააღმდეგ მიმართულ ტერორიზმს ეხება, მაგრამ ამავდროულად მათი უმრავლესეობა როგორც ჩანს ვერ აცნობიერებს იმას, რომ იგივენაირად ტერორიზმს შეიძლება მათი საკუთარი მთავრობების საქმიანობაც უკავშირდებოდეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ სააკაშვილმა ეს საჯარო განცხადება გააკეთა სულ რაღაც რამდენიმე თვეში მას შემდეგ, რაც საქართველომ ჩრდილოეთ კავკასიის მცხოვრებლებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. იმ ფონზე, როდესაც რუსეთს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რეგიონში სერიოზული პრობლემები უჩნდება, ეს ნაბიჯი აშკარა პროვოკაციას გავდა. როგორც შარშან შემოდგომაზე თომას დე ვაალი წერდა:

„საქართველო, რომელსაც ჩრდილოეთის საზღვრებზე არანაკლებ სჭირდება სტაბილურობა, ასევე არარაციონალურ თამაშს ეწევა. საქართველოს ხელისუფლებამ ჩრდილოეთ-კავკასიასთან დაახლოვების ახალი პოლიტიკა აამოქმედა, რაც რუსების აზრით ამ რეგიონის დანარჩენი რუსეთისგან გამოყოფის სტრატეგიაა.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ცალმხრივ რეჟიმში შემოიღო უვიზო რეჟიმი ჩრდილო-კავკასიური რესპუბლიკებისთვის და გაერო-ში „კავკასიის გაერთიანების“ (ჩრდილოეთ და სამხრეთ-კავკასიის ჩათვლით) საკუთარი იდეით გამოვიდა. ასეთი იდეები მისასალმებელი იქნებოდა, ის რომ პოეტს ან ბიზნესმენს მაინც გამოეთქვა, მაგრამ როდესაც ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი საუბრობს, ეს მხოლოდ ამწვავებს რუსეთის პარანოიას და დაძაბულობას რუსულ-ქართული ურთიერთობებში“.

სააკაშვილის უხეში განცხადება „სამაგიეროს გადახდის“ თაობაზე, რაც ვიზების გაუქმების პროვოკაციული გადაწყვეტილებიდან და მოსკოვის სასტიკი ტერაქტიდან რამდენიმე დღეში გაკეთდა, თითქოს საგანგებოდ იმისკენაა მიმართული, რომ მოსკოვს გაუჩნდეს საბაბი, კიდევ უფრო გააუარესოს საქართველოსთან ურთიერთობა და თბილისთან მიმართებაში კიდევ უფრო ნაკლებად მოქნილად იმოქმედოს. ყველაფერი შეიძლება უარესი სცენარითაც განვითარდეს: სააკაშვილის უგუნურება შესაძლოა რუსეთის მთავრობისთვის იმის საბაბად იქცეს, რომ საქართველო „დომოდედოვოს“ აფეთქებასთან კავშირში დაადანაშაულოს.

რა თქმა უნდა, მე არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ ქართველი ნაციონალისტი დღეს ტერაქტში გარდაცვლილ რუსებს უთანაგრძნობს, მაგრამ გონიერ სახელმწიფოს მეთაურს იმის ჭკუა მაინც უნდა ჰქონოდა, რომ მოსკოვის პროვოცირება არ მოეხდინა იმ დროს, როდესაც ეს უკანასკნელი ტერორისტების სისასტიკეზე რეაგირებისთვის ემზადება. ამგვარად, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს სააკაშვილის წინდაუხედაობისა და უპასუხისმგებლობას. მფარველობა და მხარდაჭერა, რომელსაც მას აშშ უწევს, სახიფათოა ჩვენთვისაც და საქართველოსთვისაც.

foreignpress


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
kote-1962
post Jan 28 2011, 07:42 PM
Post #890


საპატიო წევრი
*******

Group: Root Admin
Posts: 13,876
Joined: 23-August 08
ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
From: თბილისი
Member No.: 442



საეჭვო ნახევარი მილიონი და უეჭველი 40 მილიონი?!


10:40 28.01.2011
[თემურ დოლიძე]

თურმე საახალწლო ღონისძიებებზე თბილისის ბიუჯეტიდან მარტოოდენ 411 837 ლარი დაიხარჯა. სწორედ ეს თანხაა მითითებული მერიის წერილში, რომელიც საკრებულოს ოპოზიციურმა ფრთამ მოთხოვნის საპასუხოდ მიიღო. დოკუმენტში მითითებული არაა, კონკრეტულად რა ღონისძიებებზე დაიხარჯა აღნიშნული თანხა. ამასთან, კვლავაც გაურკვეველია ბათუმის გრანდიოზული კონცერტის მიახლოებითი დანახარჯიც კი.

“მერიის მიერ ჩვენს მოთხოვნაზე გამოგზავნილი საპასუხო წერილი ნათელი მაგალითია ქალაქის მთავრობის მხრიდან საკრებულოსადმი უპასუხისმგებლო და ზერელე დამოკიდებულებისა, რადგან წერილში მითითებულია მხოლოდ ციფრი და არ არის დაკონკრეტებული, თუ რა საჭიროებებზე იქნა გახარჯული აღნიშნული თანხა. ეს გვავარაუდებინებს, რომ ღონისძიებებისათვის გაცილებით მეტია დახარჯული, ვიდრე წერილშია მოცემული”, - განაცხადა თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ზაზა გაბუნიამ.

მისი აზრით, იმ ფონზე, როდესაც თბილისში ასეულობით უსახლკარო, სოციალურად დაუცველი, ხელმისაწვდომი ჯანდაცვის მიღმა დარჩენილი მოქალაქეა, ასეთი რაოდენობის თანხების ერთჯერადი ხასიათის ღონისძიებებისათვის გაღება გაუმართლებელი და უპასუხიმგებლო ქმედებაა.

ბოლო პერიოდში გამოჩეკილმა ნაციონალმა დედაქალაქის საკრებულოს წევრმა კოკი იონათამიშვილმა ოპოზიციისთვის ეჭვების გაქარწყლება სცადა. მისი თქმით, მერიამ ახალი წლის მთელი რიგი ღონისძიებების რესურსი ჯერ კიდევ გასულ წლებში შეიძინა - ყველა ილუმინაცია, ნაძვის ხე, ყინული, საახალწლო სახლები.

“გარდა ამისა, კონცერტში მონაწილეობას იღებდნენ ქართველი შემსარულებლები, რათა ისინი წაგვეხალისებინა. დანახარჯები აბსოლუტურად შეესაბამებოდა მოთხოვნებს, რომელიც უნდა გააჩნდეს ისეთ ქალაქს, როგორიც თბილისია. დედაქალაქში, რომელსაც აქვს განვითარების ამბიცია, ასეთი ღონისძიებები უნდა იმართებოდეს”, - აღნიშნა იონათამიშვილმა.

შესაძლოა, თბილისში ახალი წლის ღონისძიებაზე მეტი მართლაც არ დახარჯულიყო, რადგან 31 დეკემბრის ღამეს არც არაფერი გამართულა. თუკი 2010 წლის დადგომა დედაქალქის მთავრობამ ეგზომ პომპეზურად იზეიმა, 2011 წელს მოკრძალებულად შეხვდა. მართალია, რუსთაველის გამზირი ტრადიციულად გადაკეტილი იყო, მაგრამ საკრებულოს შენობის წინ მიმდინარე კონცერტის გარდა, არაფერი გამართულა. ასე რომ, თუკი მერიას ყველაფერი წინა წლებში შეძენილი უკვე ჰქონდა და თითქმის ნახევარი მილიონი ლარი მარტო კონცერტს დაახარჯა (სადაც მხოლოდ ქართველი მომღერლები გამოდიოდნენ), ფული საკმაოდ გაუფლანგავს.

სამაგიეროდ, დედაქალაქისგან განსხვავებით, მთავრობამ ძალიანაც მოილხინა ბათუმში. გავრცელებული ინფორმაციით, საახალწლო ღონისძიებებზე მილიონობით ლარი დაიხარჯა. მათ შორის ანდრეა ბოჩელის ჰონორარმა 2 მილიონი ევრო შეადგინა.

საქართველოს ხელისუფლებას ახალი წლის ღამეს ბათუმში გამართული გრანდიოზული კონცერტი, მთლიანობაში 40 მილიონ ლარამდე დაუჯდა.
ბათუმის საახალწლო ზეიმთან დაკავშირებით, არცერთ სახელმწიფო უწყებაში ინფორმაცია არ მოეძევებათ. კულტურის მინისტრმა ამ 12 დღის წინ პირობა დადო, რომ ერთ კვირაში ყველაფერს გამოქვეყნებდა, მაგრამ მისი პირობის შესრულებას ჯერ პირი არ უჩანს. სამაგიეროდ, ცნობილია ადრე გამართული კონცერტებზე გამოსული მომღერლების ჰონორარები.

მაგალითად, საქართველოს კრის დე ბურგის კონცერტი და მისი პირდაპირი ტელეტრანსლაცია 1,683 მილიონი ლარი დაუჯდა, პლასიდო დომინგოს გალა-კონცერტი - 737,5 ათასი ლარი, მერაია ქერის შოუ-კონცერტი კი 371,3 ათასი ლარი. აქედან გამოდინარე, გამორიცხული მართლაც არ არის, რომ ბოჩელის მოღერებულმა ყელმა ბიუჯეტიდან 2 მილიონ ლარი შთანთქა.

“ეროვნული ფორუმის” ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელის ნოდარ ჯავახიშვილის თქმით, ეს ციფრები ოფიციალურად პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან გახარჯულ მონაცემებშია დაფიქსირებული.

“ე.წ. უფასო კონცერტები რეალურად სულაც არ არის უფასო - მათ ხარჯებს ხელისუფლება ჩვენი, საქართველოს თითოეული მოქალაქის სისხლითა და ოფლით შევსებული ბიუჯეტიდან, ჩვენგან დაუკითხავად და ყველაზე კარგ შემთხვევაში, რამდენიმე ათასი უპასუხისმგებლო ახალგაზრდის წუთიერი სიამოვნებისათვის აფინანსებს. მარტო კრის დე ბურგის კონცერტი და მისი პირდაპირი ტელეტრანსლაცია 1,683 მილიონი ლარი დაუჯდა ამ ორ ფონდს, პლასიდო დომინგოს გალა-კონცერტი კი - 737,5 ათასი ლარი”, - განაცხადა ჯავახიშვილმა.

ჯავახიშვილმა მაგალითად ავსტრალია მოიყვანა და აღნიშნა, რომ ავსტრალიის ხელისუფლების მიერ ერთ-ერთი შოუ-კონცერტის 5 მლნ დოლარით დაფინანსებას მოსახლეობამ საპროტესტო აქციებით უპასუხა.

“ავსტრალიის ხელისუფლებამ ქვეყნის ბიუჯეტიდან 5 მლნ დოლარით დააფინანსა ერთ-ერთი შოუ-კონცერტი, რამაც საზოგადოების უდიდესი აღშფოთება და საპროტესტო აქციები გამოიწვია. ეს ხდება სახელმწიფოში, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტი საქართველოსას თითქმის 80-ჯერ აღემატება”, - აღნიშნა ჯავახიშვილმა.


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
kote-1962
post Jan 29 2011, 03:40 PM
Post #891


საპატიო წევრი
*******

Group: Root Admin
Posts: 13,876
Joined: 23-August 08
ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
From: თბილისი
Member No.: 442



საგადასახადო ომბუდსმენი იმ ბიზნესელიტის ინტერესების დამცველი იქნება, ვინც ხელისუფლებასთან თანამშრომლობს
19:50 28-01-2011
საგადასახადო ომბუდსმენის ინსტიტუტის შემოღების ავკარგიანობასა და საგადასახადო ომბუდსმენად გიორგი პერტაიას დანიშვნაზე "ინტერპრესნიუსი" ექსპერტს ეკონომიკურ საკითხებში გია ხუხაშვილს ესაუბრა.

- ბატონო გია, რამდენად შეუწყობს ხელს ქვეყნის საგადასახადო ომბუდსმენად გიორგი პერტაიას დანიშვნა კერძო სექტორისა და ბიზნესინტერესების დაცვას?

- პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ინტერესთა კონფლიქტი სახეზეა. მეწარმეთა უფლებებს პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშნული საგადასახადო ომბუდსმენი არ უნდა იცავდეს. ყველასთვის ცნობილია, ვინც ხელფასს იხდის, თამაშის წესებსაც ის კარნახობს. ასეთ ვითარებაში გაუგებარია, როგორ დაიცავს საგადასახადო ომბუდსმენი ბიზნესმენების ინტერესებს. ის შეიძლება იყოს გარკვეული ბიზნესწრეების ლობისტი, მაგრამ არა მთელი ბიზნესსექტორის ინტერესების დამცველი.
ვერ წარმომიდგენია, რომ ადამიანი, რომელიც ხელფასს მთავრობიდან მიიღებს, გახდება წვრილი ან საშუალო ბიზნესისა და მეწარმეების ინტერესების დამცველი. ეჭვს არ იწვევს, რომ საგადასახადო ომბუდსმენი იმ ბიზნესელიტის ინტერესების დამცველი იქნება, ვინც ხელისუფლებასთან თანამშრომლობს და თავს ისედაც კომფორტულად გრძნობს.

- თქვენი აზრით, რა კრიტერიუმებით შეირჩა გიორგი პერტაია და რითი სჯობს ის ომბუდსმენობის დანარჩენ ორ კანდიდატს, ჯემალ ინაიშვილსა და ირაკლი ეზუგბაიას?

- ეს ალბათ იმას უნდა ჰკითხოთ, ვინც იგი საგასახადო ომბუდსმენის თანამდებობაზე წარადგინა და დანიშნა. პერტაიას არც ვიცნობ და მას პიროვნულად არც ვეხები. შესაძლოა, ის მართლაც კარგი ადამიანია. მე ვსაუბრობ იმაზე, რომ საგადასახადო ომბუდსმენის ინსტიტუტის შემოღების პრინციპია არასწორი. შესაძლოა ის მონდომებული იყოს საქმის გასაკეთებლად, მაგრამ მან თამაშის იმ წესებზე განაცხადა თანხმობა, რომელიც ხელისუფლებამ შესთავაზა. ამაზე ისიც მიანიშნებს, რომ საგადასახადო ომბუდსმენის თანამდებობაზე დანიშვნის კანდიდატები ასევე იყვნენ ინაიშვილი და ეზუგბაია, რომლებიც დიდი ხნის ჩინოვნიკები არიან და ხელისუფლებას სრულად ემსახურებიან.

- საქართველოში საგადასახადო ომბუდსმენის ინსტიტუტი იმ საგადასახადო კოდექსის საფუძველზე შეიქმნა, რომელიც ძალაში 1-ელ იანვარს შევიდა. თქვენი აზრით, რამდენად გააუმჯობესებს ახალი საგადასახადო კოდექსი მეწარმეებისა და ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას?

- ახალ საგადასახადო კოდექსში არის ძალიან ბევრი პოზიტივი, მაგრამ ასევე ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია. კოდექსი რიგ შემთხვევაში გაუმჯობესებულია, რიგ შემთხვევაში გაუარესებულიც. ის კიდევ უფრო რთულად წასაკითხი გახდა, ანუ ახალ კოდექსში ორაზროვნება ახლა უფრო მეტია, რაც ადმინისტრაცული განუკითხაობის მექანიზმებს ქმნის. არის სფეროები, სადაც გაუგებარია თუ რა იგულისხმება და ამით შესაბამის ორგანოებს შეუძლიათ ისარგებლონ. ისიც აღსანიშნავია, რომ კოდექსის განმარტებების მიღებაში მეწარმემ ფული უნდა იხადოს. ახალ კოდექსში ძალიან ბევრი რამ საკამათოა, თუმცა, მასში გარკვეული პოზიტივიც არის. ის წინას გარკვეულწილად სჯობს, მაგრამ მისი ამოქმედების შემდეგ ბევრი ისეთი ახალი პრობლემა გაჩნდა, რაც ადრე არ იყო.

- საგადასახადო ომბუდსმენის ინსტიტუტის დაფუძნების ნაცვლად ხომ არ სჯობდა ხელისუფლებას როგორც სახელმწიფო, ისე კერძო საარბიტრაჟო სასამართლოს როლის გაძლიერებაზე ეზრუნა?

- რევოლუციურ ტალღაზე ერთ-ერთი ფასეული, რაც გაკეთდა, გახლდათ ის, რომ კერძო საარბიტრაჟო სასამართლოს ინსტიტუტი შემოვიდა და მას ორივე მხარე ენდობოდა. კერძო საარბიტრაჟო სასამართლო მეწარმის ინტერესების რეალურად დამცველი შეიძლებოდა ყოფილიყო. თუმცა, ნოღაიდელმა თავისი პრემიერ-მინისტრობის დროს კერძო საარბიტრაჟო სასამართლო გააუქმა. ახლა, როცა ნოღაიდელი ბიზნესის დაცვის სასარგებლო განცხადებებს აკეთებს, ეტყობა ავიწყდება, რომ ის იყო პიროვნება, რომელმაც ქართული ეკონომიკის განვითარებისა და დაცვის რეალური მექანიზმი დაასამარა.
სამწუხაროდ, მეწარმეების მხრიდან სასამართლოს მიმართ, მათ შორის სახელმწიფო საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართ ნდობა დაბალია. ამიტომ იყო საჭირო კერძო საარბიტრაჟო სასამართლოს შენარჩუნება. მართალია, იქ დასახვეწი იყო მოსამართლეების შერჩევის მექანიზმები, მაგრამ ეს არ გაკეთდა. პირიქით, ზურაბ ჟვანიას დროს დაფუძნებული კერძო საარბიტრაჟო სასამართლოები ნოღაიდელმა გააუქმა. ფაქტია, რომ სისტემურად არაფერი იცვლება. ჩვენ სისტემატურად გვესაუბრებიან ბიზნესის დაცვაზე, მაგრამ რეალურად, ბიზნესს სულ უფრო მეტი პრობლემები უჩნდება და ვითარება არ იცვლება.

- პრეზიდენტმა გადაცემაში "ხალხის კითხვებს პასუხობს საქართველოს პრეზიდენტი" განაცხადა, რომ ხელისუფლებას ინფლაციასთან ბრძოლის ბერკეტები არ გააჩნია. პრეზიდენტმა ამ განცხადებით პრაქტიკულად ხელისუფლების ეკონომიკური გუნდის უუნარობა და ეკონომიკური პოლიტიკის არარსებობა ხომ არ აღიარა?

- რა თქმა უნდა, გარკვეულწილად ეს ამის ირიბი აღიარება იყო. ჩემი აზრით, პრეზიდენტმა იგულისხმა ის, რომ საქართველოში ინფლაცია საერთაშორისო ბაზრებზე ფასების ზრდას უკავშირდება. ჩვენ კიდეც რომ გავიზიაროთ პრეზიდენტის მოსაზრება, პასუხი უნდა გავცეთ კითხვას _ რატომ გვაქვს ისეთი ეკონომიკა, რომელიც მთლიანად იმპორტზეა დამოკიდებული?, რატომ არ ვავითარებთ შიდა წარმოებას და რატომ არ ვქმნით ქართული ეკონომიკისთვის გარკვეულ შემარბილებელ `ბალიშს~?, რატომ დავუშვით ის რომ, ქვეყანაში იმპორტ-ექსპორტის სალდო კატასტროფულად მაღალია და ფაქტობრივად მომხმარებელ ქვეყნად ვართ ქცეული?
რატომ არ იწარმოება ქვეყანაში არაფერი? რატომ არ იქმნება დამატებითი ღირებულება? ეს ის კითხვებია, რომელზეც პრეზიდენტს პასუხი არ გაუცია. ეკონომიკის საკითხებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით პრეზიდენტის განმარტებები არასრული იყო და მას არ გაუცია პასუხი კითხვაზე - რატომაა ქართული ეკონომიკა მთლიანად იმპორტზე დამოკიდებული?!.

კობა ბენდელიანი
"ინტერპრესნიუსი"


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
kote-1962
post Jan 30 2011, 10:33 PM
Post #892


საპატიო წევრი
*******

Group: Root Admin
Posts: 13,876
Joined: 23-August 08
ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
From: თბილისი
Member No.: 442



30-01-2011 როცა პასუხს ვერ ვიღებთ

liberali.ge

[ნინო ბექიშვილი]


ის, რომ სახელმწიფო არ შეიძლება იყოს ჰუმანური და ის ადამიანზე ძალადობის ფორმაა, კარგა ხანია ვიცი. ბოლოს და ბოლოს საბჭოთა კავშირში მიცხოვრია. უკეთეს გამოცდილებას ვერც ინატრებ. მერე რაც იყო, ყველას მოგეხსენებათ. ხელისუფლების ნაირნაირი სისასტიკეები ბევრჯერ ვნახეთ.



მაგრამ პოლიტიკოსებს და ჩინოვნიკებს, რომლებიც ამ სასტიკ სახელმწიფოს მართავენ, ხანდახან უნდებათ ხოლმე, ჰუმანურები გამოჩნდნენ. სხვანაირად ხალხის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებენ. მარტო ერთია ქართველ მინისტრებს შორის, სულაც რომ არ დაგიდევთ, როგორი გამოჩნდება. მგონი, ძალიანაც მოსწონს თავის მკაცრი იმიჯი - ჯერ იყო და ბავშვებს სამტრედიის სპეცსკოლით დაემუქრა, მერე დირექტორები დახსნა, და ასე, ამავე სულისკვეთებით აგრძელებს. ნამდვილად ჰგავს ვინმე საბჭოთა მმართველს. თუმცა, მას შეუძლია იყოს მკაცრი და თქვენს სისხლს დავლევო ან რამე ეგეთი თქვას - მინისტრია, ჩინოვნიკია და ზურგს სახელმწიფო უმაგრებს, პრეზიდენტიც უჭერს მხარს.

ხოლო პრეზიდენტს, როცა დევნილები ახსენდება, თურმე ტირის. სარეკლამო კადრებიც გვახსოვს - გვინახავს წითელჰალსტუხიანი პრეზიდენტის ცრემლები. პირველად რომ ვნახე, გამეცინა. მაგრამ ამ კადრებმა „იმუშავა" - ნაციონალურმა მოძრაობამ ისევ უმრავლესობა მოიპოვა. სააკაშვილმა სამშაბათსაც გაიმეორა ტელეინტერვიუს დროს, - მათზე ფიქრში ღამეებს ვათენებ და ცრემლი მდისო. მერე მოაყოლა ლაი-ლაი ისრაელის აღთქმული მიწის და ჩვენი აღთქმული მიწის - სოხუმის შესახებ. ნეტა, გულში იმასაც ხომ არ ფიქრობს, რომ ღვთის რჩეული ერი ვართ?

ნეტა ვის სჯერა სააკაშვილის ცრემლების? წესით, დევნილებს არ უნდა სჯეროდეთ.

მგონია, რომ ჟურნალისტებს შეკითხვებზე პასუხი არ მიუღიათ. ის, რაც პრეზიდენტმა თქვა, პასუხი არ ყოფილა. სამაგიეროდ, ვეტერანებმა მიიღეს სასტიკი და დაუნდობელი ცილისწამება სააკაშვილისგან. პრეზიდენტს თან ცრემლი სდის დაკარგული აფხაზეთის გამო, თან ვეტერანებს ეუბნება, ნუ ითხოვთ ნურაფერს, ეგ თქვენი ვალი იყო, მოიხადეთ და ახლა ჩუმად იყავითო. ვეტერანებს უარესებიც უთხრა, სააკაშვილმა იცის, რომ საკუთარი თანამოქალეების შეურაცხყოფისთვის ვერავინ მოსთხოვს პასუხს.

პრეზიდენტის გამოსვლამდე ერთი კვირით ადრე ვნახეთ, როგორ შეყარეს დევნილები საბარგო მანქანებზე. „ლიბერალის" ჟურნალისტებმა გადავწყვიტეთ, რასაც მოვაგროვებდით – სურსათი, ბავშვის კვება და თბილი ტანსაცმელი მათთვის წაგვეღო. მგონია, რომ ეს მაინც ცოტა სასოწარკვეთილი გადაწყვეტილება იყო.

აი, რა დაწერა ფეისბუქზე ჩემმა ერთმა მეგობარმა, როცა „ლიბერალის" აქციის შესახებ შეიტყო:

„ნამდვილი failure ვართ როგორც ქვეყანა, სადაც ჟურნალისტები სხვას ვერაფერს ახერხებენ გარდა პარტიზანული ტანსაცმლისა და საჭმლის მოგროვებისა. სრული იგნორირება ჟურნალისტების კითხვებს, ხალხი კი პრეზიდენტს მადლობას უხდის "იმისთვს, რომ არსებობს" და აღარ იცის სად წავიდეს პირფერობით."



http://liberali.ge/node/4899


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
kote-1962
post Jan 30 2011, 10:36 PM
Post #893


საპატიო წევრი
*******

Group: Root Admin
Posts: 13,876
Joined: 23-August 08
ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
From: თბილისი
Member No.: 442



29-01-2011

"ეგვიპტური" გაკვეთილები

kvirispalitra.ge
[გიორგი კვიტაშვილი]

როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებამ რევოლუციონერობაზე უარი საბოლოოდ თქვა. კერძოდ, აფრიკასა და აზიაში რევოლუციური განწყობა ბობოქრობს - ეგვიპტეში, იემენში, იორდანიაში, ალჟირში და ტუნისში მასობრივი საპროტესტო აქციებია, "ვარდების რევოლუციის" სამშობლო კი ჩუმად არის.
არადა, აფრიკაში ეს მოვლენები 3-4 წლის წინ რომ დაწყებულიყო, ქართველებს ზემოხსენებულ ქვეყნებშიც კარგად გაგვიცნობდნენ. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, იქ მაშინვე გადასხამდნენ დესანტს "ქართველი ჩე გევარას", ანუ გივი თარგამაძის "თამადობით" და ჩავუტარებდით იქაურებს რევოლუციურ ტრენინგებს. მანამდე ხომ, სადაც რევოლუცია "გაფაჩუნდა", ყველგან თავქუდმოგლეჯილები გავვარდით და არც აფრიკა იქნებოდა გამონაკლისი.
დღეს კი, ოფიციალური თბილისი საეჭვოდ დუმს. არ იფიქროთ, თითქოს ან აფრიკა "ეშორებათ", ან აზია და ამიტომაც ჩაიგუბეს პირში წყალში. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ, როდესაც ბირმაში არეულობები დაიწყო, ბირმელ ხალხს სოლიდარობაც გამოვუცხადეთ და ლამის ჰუმანიტარული დახმარებაც გავუგზავნეთ.
ვითომ მობეზრდა ხელისუფლებას რევოლუციონერობა? ძნელი წარმოსადგენია. ალბათ, თბილისში ეგვიპტეში განვითარებულმა მოვლენებმა ძალზე ცუდი წინათგრძობა გაუჩინა ზოგიერთს, ანუ იხილეს, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ძალზე დამძიმებულ სოციალურ ფონს.
სხვათა შორის, ეგვიპტეშიც ვირტუალური რეალობა შექმნა იქაურმა მედიამ: 24 საათის განმავლობაში ქებას ასხამდნენ პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქს, რომელმაც, თურმე, ეგვიპტე ახალ სიმაღლეზე აიყვანა. გაგიკვირდებათ და მუბარაქი ყოველთვის ამაყობდა ეგვიპტის ტურისტული პოტენციალით!
ამ ქვეყანაში უამრავი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, უამრავი კეთილმოწყობილი კურორტი და შესაბამისი ინფრასტრუქტურაა. ეგვიპტეში ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი ჩადის. საერთო ჯამში, ტურისტები ქვეყნის ბიუჯეტს 11 მილიარდი დოლარით ავსებდნენ. მუბარაქი ყოველთვის ამბობდა, რომ თითოეულ ეგვიპტელს ინგლისური უნდა სცოდნოდა. შემდეგ ამ ენას რუსულიც დაემატა, რადგან ქვეყანას უამრავი რუსულენოვანი ტურისტიც მიაწყდა.
მუბარაქი გზებსაც აგებდა. აშენებდა ლამაზ სახელისუფლებო შენობებს და თავი მოჰქონდა იმით, რომ ეგვიპტე აფრიკაში ყველაზე განვითარებული ქვეყანა იყო.
სამაგიეროდ, ჰოსნის (იქაურები "მოფერებით" მხოლოდ სახელით მოიხსენიებდნენ) არ ჰქონდა არანაირი სოციალური პოლიტიკა და პოლიციაზე უფრო მეტს ხარჯავდა, ვიდრე ჯანდაცვის პროგრამებზე.
ჰოდა, ერთ მშვენიერ დღეს, ჰოსნის ეს "აწყობილი" ქვეყანა თავზე დაემხო. ნახევარი ეგვიპტე ქუჩაში გავიდა და ქვების სროლა დაიწყო. მუბარაქის ნაქები საპრეზიდენტო გვარდია კი დემონსტრანტებს "ჩაეხუტა". ჰოსნიმ მოსახლეობას "ერთი ბარტყი გადაუგდო", ანუ მთავრობა დაითხოვა და დემოკრატიულ ცვლილებებზე ისაუბრა. თუმცა დემონსტრანტება ეს არ დააფასეს - გინდა თუ არა, თავად მუბარაქი გადადგესო.
როდესაც ეს წერილი იწერება, მუბარაქი ჯერ ისევ ეგვიპტის პრეზიდენტია. ეგვიპტეში კი, გააფთრებული შეტაკებები გრძელდება და მსხვერპლმა უკვე 50 ადამიანს გადააჭარბა. შესაბამისად, ალბათ, ჰოსნი რამდენიმე დღეში მიბაძავს თავის ტუნისელ კოლეგას და რომელიმე მოძმე სახელმწიფოს შეაფარებს თავს.
მართლაც, ცუდი წინათგრძობა შეიძლება გაგიჩნდეს კაცს.
იმედია, თბილისში ეგვიპტურ მოვლენებს კარგად დააკვირდებიან და ხელისუფლება კვლავ არ აღმოჩნდება სხვისი კი არა, საკუთარ შეცდომებზე მსწავლელის როლში.



http://www.kvirispalitra.ge/politic/6480-q...kvethilebi.html


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
kote-1962
post Jan 30 2011, 10:39 PM
Post #894


საპატიო წევრი
*******

Group: Root Admin
Posts: 13,876
Joined: 23-August 08
ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
From: თბილისი
Member No.: 442



29-01-2011

დევნილებს სასიცოცხლო არტერიას უკეტავენ

presage.tv
[ნიკა ასლანიძე]

დევნილებს საქართველოს სხვა ქალაქებიდანაც გაასახლებენ, სოციალურ დახმარებას შეუწყვეტენ და საერთოდ ბედის ანაბარა დატოვებენ. 1600 დევნილი 10 000-დოლარიანი კომპენსაციის აღების ამაოდ ელის. 600 სასოწარკვეთილი ადამიანი კი უცხოეთის ქვეყნების საელჩოებს თავშესაფრის მოთხოვნით მიმართავს.

“გვაქვს ინფორმაცია, რომ თბილისის შემდეგ გორიდან და ზუგდიდიდანაც იგეგმება დევნილთა გასახლება”, - განაცხადა კონსერვატიული პარტიის წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა. მისი თქმით, ბოლო ხუთი დღის განმავლობაში ორი ათასამდე დევნილი გაასახლეს, ზაფხულში კი 2-3 ათასამდე დევნილს დაატოვებინეს საცხოვრებელი ბინა.

მართალია, დევნილების 2-3% დათანხმდა ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ სოფლებში გადასახლებას, მაგრამ ახლა ნანობენ და ცდილობენ, როგორმე დედაქალაქს დაუბრუნდნენ. “არჩევნებამდე დევნილებს 130 ობიექტი დაუკანონეს, თუმცა არჩევნების შემდეგ მხოლოდ ოთხი ობიექტია დაკანონებული”, - აღნიშნა ჩხარტიშვილმა.

დევნილები კვლავაც მათი გასახლების შეჩერებას მოითხოვენ. როგორც დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის თანათავმჯდომარემ დავით მალაზონიამ განაცხადა, დევნილებმა მათი გასახლების შესახებ უკვე აცნობეს საქართველოში აკრედიტირებულ საელჩოებს.

“გერმანიის საელჩოს თავშესაფრის მოთხოვნით უკვე 150-მა დევნილმა მიმართა, ამდენივე დევნილმა საფრანგეთის საელჩოსაც სთხოვა თავშესაფარი. 200-300 დევნილი კი უახლოეს ხანში ამერიკის საელჩოსაც მიმართავს”, - აღნიშნა მალაზონიამ.

საპარლამენტო ოპოზცია კი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისაგან და პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურისაგან იმ დადგენილების შეცვლას მოითხოვენ, რომელიც დევნილთათვის ეკონომიკური შეღავათების გაუქმებას ითვალისწინებს.

როგორც დეპუტატმა გიორგი ახვლედიანმა განაცხადა, ლაპარაკია მთავრობის N854 დადგენილებაზე, რომლის მიხედვითაც, დევნილს კანონმდებლობით განსაზღვრული ეკონომიკური დახმარება საცხოვრებლის ან კომპენსაციის მიღებითანავე შეუწყდება. შესაბამისად, ისინი ყოველთვიურ 22-ლარიან კომპენსაციას, 100 კილოვატ.საათ ელექტროენერგიასა და ერთ კუბურ მეტრ შეშას დაკარგავენ.

გიორგი ახვლედიანის თქმით, სოფელ ფოცხოეწერში არსებული მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, სადაც ყველაზე მეტი დევნილის ჩასახლება იგეგმება, მათთვის ამ ეკონომიკური შეღავათების გაუქმება ფიზიკური განადგურების ტოლფასია.

“პრეზიდენტი და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი დღეს მთელ საქართველოს უმტკიცებენ, რომ დაკმაყოფილებულია ყველა ის იძულებით გადაადგილებული პირი, ვისაც 10 000-დოლარიანი კომპენსაცია ეკუთვნოდა. არადა, ანტიკრიზისულ საბჭოში მუნიციპალიტეტებიდან შესული ოფიციალური მონაცემებით, კომპენსაციის აღებას 1594 დევნილი ოჯახი ელოდება. უფრო დიდი საშიშროება დევნილებს წინ ელით. კერძოდ, მას შემდეგ, რაც თბილისიდან მათი გასახლება და სხვადასხვა სოფელში ჩასახლება დასრულდება, მთავრობის 854-ე დადგენილების მიხედვით, დევნილს საცხოვრებლის ან კომპენსაციის ნებაყოფლობით მიღებისას ყველა ეკონომიკური დახმარება შეუწყდება”, - აღნიშნა ახვლედიანმა.

ოპოზცია ითხოვს, რომ დევნილთათვის ეკონომიკური შეღავათების გაუქმება მხოლოდ მას შემდეგ განისაზღვროს, რაც მათ დასაქმებისა და არსებობისათვის აუცილებელი თანხის გამომუშავების საშუალება მიეცემათ.

თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობასთან 7 თებერვლისათვის იგეგმება. აქციის მონაწილეები “ხელისუფლების მიერ დევნილების მიმართ განხორციელებულ პოლიტიკას, კერძოდ თბილისიდან მათი ძალადობრივ, უკანონო გასახლებას” გააპროტესტებენ.

დევნილთა სამოქალაქო მოძრაობა თბილისიდან გასახლებული დევნილების მდგომარეობის შესასწავლად 31 იანვრიდან სხვადასხვა რეგიონში გასვლას აპირებენ.

“გვაინტერესებს, რა მდგომარეობაში არიან ადამიანები, რომლებიც თბილისიდან იძულებით, უკანონოდ გაასახლეს. შესაბამის ინფორმაციას მტკიცებულებების სახით წარმოვადგენთ”, - აღნიშნა დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის წევრმა დიმიტრი ომანაძემ.



http://www.presage.tv/?m=society&AID=3055


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
kote-1962
post Feb 2 2011, 12:03 PM
Post #895


საპატიო წევრი
*******

Group: Root Admin
Posts: 13,876
Joined: 23-August 08
ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
From: თბილისი
Member No.: 442



07:06 / 30-01-2011
სააკაშვილის რეჟიმზე ასეთი დასკვნა არავის გამოუქვეყნებია


საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა ადვოკატთა უფლებების დაცვის მიზნით მიმართა ევროპის ადვოკატთა ასოციაციას და ადვოკატთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ობსერვატორიას, რომლებმაც ხელისუფლებისთვის საკმაოდ ნეგატიური დასკვნები გამოაქვეყნეს. "ამ დასკვნებით ევროპელებმა დაადასტურეს, რომ საქართველოში მძვინვარებს ბოლშევიზმი, ხორციელდება ადვოკატთა დევნა", - ამბობს ზაზა ხატიაშვილი:

- ვინაიდან საქართველოში არსებული რეჟიმი ახორციელებს ადვოკატთა კორპუსის დევნას, ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტს გავუგზავნე რამდენიმე საქმე, რომლებიც ჩემი თავმჯდომარეობის დროს მოხდა. მათ შორის მარიამ იველაშვილის უკანონოდ გასამართლების, შალვა ხაჭაპურიძის ცემის, ვალერი ტაბაღუას უკანონოდ თავისუფლების აღკვეთის და კობა სოხაძის ცემის საქმეები. სოხაძე პატრულის მიერ მოქალაქის ცემის კადრებს იღებდა, მას წაართვეს მობილური ტელეფონი, დაიჭირეს და "ლენინის ორდენოსანმა" სასამართლომ 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ევროპის ასოციაციისგან ვითხოვდი, სააკაშვილის რეჟიმისაგან დაეცვათ ადვოკატთა კორპუსი. 9 სექტემბერს მიმიწვიეს შვეიცარიაში, ბაზელში, ევროპის ადვოკატთა ასოციაციის 50-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოზე. მეორე დღეს გაიმართა აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა, რომელზეც ნახევარი საათი დამითმეს და დამავალეს მტკიცებულებების წარმოდგენა. მოგეხსენებათ, სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის პირობებში დაახლოებით 200 ადვოკატია პასუხისგებაში მიცემული, მათგან გამოვყავი ოთხი ადვოკატის საქმე, რომლებიც არაადამიანური ზეწოლის მსხვერპლნი გახდნენ. იქვე გაიმართა სტუდია "მონიტორის" მიერ მარი იველაშვილზე გადაღებული ფილმის პრეზენტაცია. 25 ნოემბერს გაიმართა კომიტეტის შემდგომი სხდომა, რომელზეც წარვადგინე მტკიცებულებები, მოვიძიე, 2004-დან 2010 წლის ჩათვლით რამდენი ადვოკატი გაასამართლა რეჟიმმა და აღმოჩნდა, რომ 111 განაჩენი კანონიერ ძალაში უკვე შესული იყო.

- ბატონო ზაზა, თქვენი აზრით, რატომ დაინტერესდა ამ საკითხით ევროპის ადვოკატთა ასოციაცია, რომლის წევრიც არ არის საქართველო?
- მართალია, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია არ არის ევროპის ადვოკატთა ასოციაციის წევრი, მაგრამ მათი ინტერესი ჩვენი ადვოკატთა კორპუსის დევნამ განაპირობა. 25 ნოემბერს ევროპის ადვოკატთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ობსერვატორიასაც მივმართე, რომელიც ტულუზაში მდებარეობს და მოვითხოვე მათი წარმომადგენლების ჩამოსვლა და მე-8 საპყრობილეში შექმნილი მდგომარეობის შესწავლა, სადაც ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფების მონახულებას ვერ ახერხებდნენ. განვაცხადე ადვოკატების ჩხრეკასა და არაადამიანურ მოპყრობაზეც. ჩემი მოთხოვნის შემდეგ ფრანგები მართლაც ჩამოვიდნენ, წავიყვანე ისინი გლდანის ციხეში, ვაჩვენე, რა დღეში იყვნენ ადვოკატები და... მეორე დღეს იქ აღარც რიგები იყო, ადვოკატების მოსასვენებლად სკამებიც დადგეს და მათ ცალკე ფანჯარაც გამოუჭრეს... თუ ეს ყველაფერი ხელოვნურად არ იყო შექმნილი, 24 საათში როგორ გამოასწორეს? მეორე დღეს ჩემს ოფისში მოვიყვანე ყველა ნაცემი ადვოკატი თავიანთ ადვოკატებთან ერთად და სტუმრებს შევახვედრე. მოვიყვანე ასევე ქალი ადვოკატებიც. ცნობისათვის: ქალ ადვოკატებს ჩხრეკისას მკერდს უსინჯავენ და უკანალზე უთათუნებენ ხელებს, ნარკოტიკები ხომ არ შეგაქვთო. ასეთი არაადამიანური მეთოდებით ხდება ადვოკატების დაცინვა.

- რა შთაბეჭდილება დარჩათ სტუმრებს?
- ეს ხალხი გაოგნებული იყო. ეგონათ, ვაჭარბებდი. დილის 10 საათზე რომ დაიწყეს მუშაობა, საღამოს 9 საათზე დაამთავრეს ისე, რომ არ დაუსვენიათ. მომთხოვეს მტკიცებულებები და შემდეგ დაიწერა დასკვნა, რომელიც გადაიგზავნა ევროპის ადვოკატთა ასოციაციაში. ამას მოჰყვა მისი პრეზიდენტის - ხოსე მარია დავო-ფერნანდესის მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის გამოგზავნილი სამგვერდიანი წერილი, სადაც იგი ითხოვს, გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული ადვოკატები, სასწრაფოდ გამოიძიოს მათი საქმეები და მიუთითებს იმ საერთაშორისო სამართლის ნორმებზე, რითაც უნდა ხელმძღვანელობდეს სახელმწიფო ადვოკატების მიმართ. ამ წერილით დადასტურდა რომ ჩვენთან ბოლშევიზმი მძვინვარებს. ამის შემდეგ, ადვოკატების უფლებათა დაცვის საერთაშორისო ობსერვატორიამ გამოაქვეყნა დასკვნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქვეყანაში ადვოკატთა კორპუსის ინსტიტუციონალური დევნა მიმდინარეობს. არ მეგონა, თუ ვინმე გარისკავდა და სააკაშვილის რეჟიმზე ამას დაწერდა, თანაც ასე მოკლე დროში...

თებერვლიდან გადავდივარ ბრძოლის ახალ ეტაპზე - უნდა მოხდეს ამ რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულების სამართლებრივი დასაბუთება ევროპაში, რადგან ამერიკული ორგანიზაციები, რასაც ეს ხელისუფლება შეუკვეთს, იმ დასკვნებს აქვეყნებენ. როცა სააკაშვილი პიარაქციებით მართავს სახელმწიფოს, ჩვენ უნდა დავანახვოთ ევროპას ამ რეჟიმის მახინჯი სახე. სხვათა შორის, ეს ინფორმაცია არც ერთ ტელევიზიას არ გაუხმაურებია. სააკაშვილის რეჟიმზე ასეთი დასკვნა ჯერ არ გამოქვეყნებულა. გასაგებია, რომ კომერციული ტელევიზიები რასაც უნდათ, იმას გააშუქებენ, მაგრამ ნაწყენი ვარ "საზოგადოებრივ მაუწყებელზე". შარშან ბიუჯეტში გადავიხადე 14 ათასი ლარი საშემოსავლო გადასახადი, ანუ მეც ვაფინანსებ ამ არხს. სასამართლო დავაში მონაწილე ხალხიდან ყველაზე ბევრი მე მყავს და "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ვალდებულია, იმავე დატვირთვით გააშუქოს ჩემი პრესკონფერენციები, როგორითაც აშუქებს პროკურატურის, უზენაესი სასამართლოს და პოლიციის საქმიანობას.

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
kote-1962
post Feb 3 2011, 10:20 AM
Post #896


საპატიო წევრი
*******

Group: Root Admin
Posts: 13,876
Joined: 23-August 08
ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
From: თბილისი
Member No.: 442



თინეიჯერული ექსპერიმენტი და მენტალური სიბერე
(2 თებერვალი, 2011)



ქართული გამოთქმა – დაბერდა და გონება გამოეცალა, ზუსტად შეეფერება იმ პირის აზროვნებას, რაც მთავარია, ქვეყნის მართვის სტილს, საქართველოს მოსახლეობა ბოლო 6 წლის განმავლობაში ყოველდღიურად რომ აწყდება. ასაკიდან გამომდინარე ძნელია მას დაბერება დასწამო. ამ ასაკში იწყებს ჩამოყალიბებას პოლიტიკოსი. ასეა ყველგან, მაგრამ არა საქართველოში.

ამას წინათ ამერიკაში მყოფმა სააკაშვილმა თავი შეიქო არა მარტო „წარმატებული“ რეფორმებით, არამედ მმართველი გუნდის ახალგაზრდობით. რა გაეწყობა, შეცდომა დაშვებულია. მისი გამოსწორება უჭირს ხალხს, მითუმეტეს შეცდომებს დაჩვეულს.

დამოუკიდებლობის 20 წლის მანძილზე არა ერთ ან ორ შეცდომას ჰქონდა ადგილი, ყველა მათგანი საბედისწერო გამოდგა, ყოველ შემთხვევაში, დღევანდელი გადასახედიდან ასე ჩანს.

სოფლის შენება არცთუ იოლი ყოფილა, რაც თვალნათლად დამტკიცდა სამივე მმართველის და მათი გუნდების სახელისუფლებო „მოღვაწეობით“.

მმართველობის გათინეიჯერების ექსპერიმენტი, რასაც საქართველოში აქვს ადგილი, ოკეანის გადაღმელთა მიერ არის შეთხზული. მისი არსი წარსულთან ყოველგვარი კავშირის გაწყვეტაში გამოიხატება, ამასთანავე, დაახლოებაში სრულიად ახალთან, უცხოსთან, მენტალურად ძალიან შორს მყოფთან.

ხალხის აზროვნებაზე თამაში, ძალისმიერი გადაწყვეტილების თავსმოხვევა, არაკეთილშობილური და რაც მთავარია, უპერსპექტივო საქმეა.

შოკური თერაპია, რომელიც აღმოსავლეთ ევროპამ გამოიყენა სოციალიზმიდან კაპიტალიზმზე გადასვლის დროს, არცთუ წარმატებული გამოდგა. მითუმეტეს წარმოუდგენელია მენტალური თერაპიის დამკვრელური წესით განხორციელება.

საზოგადოება ვერ ეგუება ხელისუფლების, სახელმწიფო თუ არასახელმწიფო სექტორის ახალგაზრდა, გამოუცდელი, უსწავლელი კადრებით მოზღვავებას. არც ერთ ქვეყანაში თაობებს შორის დაპირისპირების ტემპერატურა ისეთი მაღალი არ არის, როგორც საქართველოში, რაც ამერიკული ექსპერიმენტის უსუსურობის უტყუარი დასტურია. ექსპერიმენტმა გააახალგაზრდავა კორუფცია, გარყვნა ახალი თაობა, თინეიჯერულ ასაკში დააჩვია ყოვლისშემძლეობას, სახელმწიფო ხარჯების უყოყმანო მითვისებას. როდესაც ორგანიზაციის ხელმძღვანელი თავის თავს თვეში 15 ათას ლარს დაუნიშნავს, გარდა ამისა, ერთი იმდენს ხელფასზე დანამატის სახით, პრემიას 200 ათასი ლარის ოდენობით და არ დაისჯება, ძნელია ილაპარაკო კორუფციის დამარცხებაზე.

საბჭოთა პერიოდში მსგავსი ვოლუნტარიზმი შეუძლებელი იყო საფინანსო სისტემის მკაცრი ჩარჩოების წყალობით და თუ ვინმე მაინც მოახერხებდა დაწესებულების ბიუჯეტის მითვისებას, ხანგრძლივი ციხე გარანტირებული ჰქონდა. დღეს დაწესებულების ხელმძღვანელს დაწესებულებისთვის წლიურად გამოყოფილი ბიუჯეტი თავის საკუთარი ჰგონია და სურვილისამებრ იყენებს.

მაგრამ ახალგაზრდებიც ბერდებიან. ასაკთან ერთად ხელისუფლებაში ყოფნის სიკეთეებს ისე ეჩვევიან, რომ უჭირთ მასთან განშორება. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ისინი გაცილებით პრაგმატულები არიან, ვიდრე მათი მამები და პაპები. ამდენად ხელისუფლებაში, თუნდაც მოკლევადიანი ყოფნის პერიოდში, უზრუნველი ცხოვრებისათვის საჭირო კაპიტალის დაგროვებასაც ახერხებენ და ბიზნესის შექმნასაც.


ექვსწლიანი მუშაობის შემდეგ აშკარად სახეზეა დაბერება, ცხადია არა ასაკიდან, არამედ გონებიდან გამომდინარე. მენტალური სიბერე უპირველესად სააკაშვილს ემჩნევა.


მენტალური სიბერე განსაკუთრებით თვალშისაცემია საჯარო გამოსვლის დროს, მითუმეტეს თუ ასეთი საათობით გრძელდება. საქართველოს მოსახლეობას სულ ახლახან ჰქონდა შანსი დარწმუნებულიყო ამაში. პრეზიდენტის ტელეშოუ, როგორც ფორმით, ისე შინაარსით ერთობ დაბერებულად გამოჩნდა. რა არ ითქვა ამ გადაცემის შესახებ – ცუდად დადგმული სპექტაკლი, უკბილო შოუ, პრეზიდენტის ფარსი და სხვა. არის კრიტიკაც, თანაც საკმაოდ მძაფრიც, გაცილებით მეტი, ვიდრე წინა შოუების დროს, მაგრამ ამით არაფერი იცვლება. კრიტიკის ობიექტი გაჯიქებულია, მას იოტისოდენადაც არ სურს საკუთარი პოლიტიკის შეცვლა. მას არ ანაღვლებს მოსახლეობის მზარდი გულისწყრომა, ვინაიდან დარწმუნებულია, რომ სიბრაზე ქუჩაში არ გამოვა. საკუთარ თავში ნარცისივით შეყვარებული სააკაშვილი წარმოუდგენლად მიიჩნევს საკუთარი სამწყემსოს ისე აზვირთებას, რასაც ადგილი აქვს ტუნისში, ალჟირში, იემენში, ეგვიპტეში, . . . არცთუ ისე შორს საქართველოდან, არადა საღ გონებაზე მყოფი მმართველი მხედველობაში მიიღებდა იმ ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებს, სათანადო დასკვნებს გააკეთებდა და ისე გამომწვევად, უკმეხად, უბრალოდ უზრდელურად არ დაელაპარაკებოდა ხალხს, რასაც ადგილი ჰქონდა სატელევიზიო შოუს დროს.


პატივცემული მიხეილი ისეთივეა, როგორიც 6 წლის წინ იყო – ზედაპირული, ყოყოჩა, ტყუილებით აღსავსე. ასეთი პრეზიდენტი ძვირად უჯდება ხალხს, როგორც ეკონომიკური, სოციალური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. ქვეყანამ იცის ეს, მაგრამ მორჩილად უგდებს ყურს. მას არ აქვს ისეთი შემართება, როგორც ზემოთჩამოთვლილ ქვეყნებს. და რახან არ აქვს, თავი უნდა დაანებოს სამზარეულოში ბუზღუნს და დატკბეს იმ „ნოვაციებით“, რომლებსაც უხვად თავაზობს ხელისუფლება – თბილისის ქუჩებზე გადებული უფუნქციო რკინის ხიდებით, გმირთა მოედნის ესტაკადით, სამომავლო მეჩეთებით, დუბაისა და სინგაპურის მსგავსი ბათუმით, ახალი მესტიით; დატკბეს „ნიუ-იორკ ტაიმსში“, „ვაშინგტონ პოსტში“, სხვა გაზეთებსა და ტელეკომპანიებში დაბეჭდილ-გაშუქებული შეკვეთილი მასალით; დატკბეს ტრამვაის დაბრუნებით, თბილისის რკინიგზის გადატანით, ქ. ქუთაისში პარლამენტის ახალი შენობით, სააკაშვილის მიხედვით, წარმატებული ეკონომიკური „ზრდით“, . . . რომელი ერთი ჩამოვთვალო, საკუთარი ჯიბისათვის ფულის შოვნის პროექტებს ხომ ბოლო არ უჩანს.


სულ ახლახანს ქალაქის მერმა თბილისელებს ახარა დიღმის გზაზე, აღმაშენებლის ძეგლთან, სატრანსპორტო გვირაბის მშენებლობა. არავის დაუსვამს კითხვა – რა საჭიროა ასეთი? და რომც დაესვა უმალ მიახლიდა მერი – თქვენი კეთილდღეობისათვისო. საქართველოს მოსახლეობის „კეთილდღეობისათვის“ კეთდება ყოველივე, ოღონდ ვალით, რომელიც მძიმე ტვირთად დააწვება მოსახლეობას.


საქართველოს ვალმა 9 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, პატარა ქვეყნისათვის, თანაც ეკონომიკური თვალსაზრისით, განუვითარებელისთვის გამაჟრჟოლებელი თანხაა.


საქართველოს მოსახლეობა რა ხანია „ტკბება“ კვების პროდუქტებზე, ფართო მოხმარების საქონელზე, მომსახურებაზე ფასების კატასტროფული მატებით, გაქანებული ინფლაციით (და არა ინფლიაციით, როგორც სააკაშვილი გამოთქვამს) და თუ ზემოთჩამოთვლილი „სიკეთეები“ არ ატკბობს, ისე უნდა მოიქცეს, როგორც შეეფერება საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის მატარებელ პირს, სამშობლოზე შეყვარებულს და არა შეურაცხყოფის პერმანენტულ ამტანს, საკუთარ კუჭზე ორიენტირებულს.


მაგრამ, როგორც ჩანს, სხვა ძალა აქვს პრეზიდენტის ნაჩუქარ ინდაურს, ორდენებსა და მედლებს, მხარზე ხელის მოთათუნებას. საპასუხოდ რამდენ „ბრძნულ“ და საკუთარი სამომავლო ბედნიერებისათვის გათვლილ სიტყვას ათქმევინებს მავანს „უფალი“ მიხეილი, ისეთს, როგორიც სააკაშვილის შოუს სტუმარს კაჭარავას ათქმევინა.


სააკაშვილის ქებაში, განსაკუთრებით, მისი დემოკრატიულობის შეფასებაში ტოლი არავის დაუდო საქართველოში ლიტვის ელჩმა – პრეზიდენტისა და ხალხის მსგავსი დემოკრატიული დიალოგი არასდროს მინახავსო, ბრძანა მისმა აღმატებულებამ, პირწმინდად დაივიწყა რა ბალტიისპირელთა „დაუძინებელი“ მტრის პუტინის სატელევიზიო გამოცდილება.


პრეზიდენტის შოუს ვირტუალურ „სტუმრებში“ პუტინს პირველობას ვერავინ შეეცილება. 6 წლის განმავლობაში სააკაშვილი პუტინით იღვიძებს და იძინებს. პუტინი სააკაშვილის განუყოფელი თანამგზავრია. რამდენი „საქებარი“ სიტყვა მიუძღვნა სააკაშვილმა თავის „სათაყვანებელ“ რუს პოლიტიკოსს ბოლო 6 წლის განმავლობაში, ვის და რას არ შეადარა ის, მაგრამ ბოლო შედარება ისეთი განსაკუთრებული იყო, რომ სტუდიაში გვერდით მჯდომი გოგონა-ჟურნალისტი აღტაცებით, ლამის ყურებამდე გაიხა.


„რეპტილის დონის პოლიტიკოსთან მოლაპარაკებების წარმოება შეუძლებელია“, – ბრძანა მიხეილმა და დაგვარიგა, თუ როგორ უნდა ავუაროთ გვერდი ჭაობში მყოფ, ხახადაღებულ „კრაკადილ“ – პუტინს.


პრეზიდენტმა ძალა არ დაიშურა იმის ახსნისათვის, ღირს თუ არა რუსეთის კულტურის მოღვაწეებთან ჩახუტება, ცხადია დასკვნა იყო უარყოფითი. რაოდენ ბედნიერი უნდა იყოს ერი, რომელსაც პრეზიტენტისგან უანგაროდ შეუძლია მიიღოს რჩევა (იქნებ ბრძანება!) ვისთან უნდა იმეგობროს მან. თუ ასე გაგრძელდა, აუცილებლად მზამზარეულ ინსტრუქციას ირგუნებს ისეთ ფუძემდებლურ საკითხშიც კი, როგორიცაა ტუალეტში წასვლა.


სააკაშვილის შოუ, შემეცნებითი თვალსაზრისითაც იყო აღსანიშნავი. მარტო მარცვლეულზე ფასების ზრდის მისეული განმარტება რად ღირს – ის, რომ მშიერმა ჩინეთმა ჭამა დაიწყო და არა მარტო ჭამს ეს შეჩვენებული, მანქანებსაც ყიდულობს. რა გამოდის? გამოდის ის, რომ ჩვენს შესაჭმელს მილიარდნახევარი ჩინეთი ჭამს და გაიზრდებოდა ფასები პროდუქტებზე, აპა არა?


სააკაშვილის ამერიკელ ძმებს ხშირად უყვართ საერთაშორისო პოლიტიკაში სიტყვა – „სოფტ პაუერის“ გამოყენება, რაც უხეშად ნიშნავს იმას, რომ ნაცვლად იარაღისა რბილი ანუ ჩვენებურად „ლაითი“ სიტყვით მიაღწიო წარმატებას. აქედან გამომდინარე, ახალი კავკასიური ტელეარხის დანიშნულება ის კი არ არის, რომ რუსეთს აუბუნტოს ჩრდილო კავკასია, არამედ გაზარდოს ჩრდილო კავკასიელები ისე, რომ იარაღით საქართველოს არ შემოესიონ. „პაციფისტი“ და შორსმხედველი პრეზიდენტი მილიონობით დოლარს ხარჯავს ამ „კეთილშობილური“ საქმისათვის, მაშინ, როდესაც საკუთარ მოსახლეობას შიმშილით კუჭი უხმება.


კავკასიური ტელევიზია, ისევე, როგორც ზემოთჩამოთვლილი პროექტები, სულ მალე ძმრად ამოედინება საქართველოს მოსახლეობას. ვალს დაფარვა უნდა ან ნაცვლად, ქვეყნის გასხვისება, ცხადია მოსახლეობიანად. პერსპექტივა ერთობ მძიმე და დასაფიქრებელია.


ჰამლეტ ჭიპაშვილი


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
kote-1962
post Feb 10 2011, 10:02 AM
Post #897


საპატიო წევრი
*******

Group: Root Admin
Posts: 13,876
Joined: 23-August 08
ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
From: თბილისი
Member No.: 442



09-02-2011

სააკაშვილი ბაქრაძის სკამს ეპარება


[მერაბ ბრეგაძე]

ხელისუფლება და ოპოზიცია ქართული საზოგადოების თვალში ერთნაირად დისკრედიტირებულია. ასეთ დროს ამბობენ ხოლმე – ზედა ფენებს არ სურთ, ქვედა ფენებს კი, არ შეუძლიათო. ამ ფონზე „ეგვიპტური აქლემი“ კარსაა მომდგარი და ყველას წალეკვა–განადგურებით ემუქრება.

ხელისუფლებას სოციალური ყოფის მძიმე პერსპექტივა გააზრებული აქვს და ახალ რეალობაში ძალაუფლების რეინკარნაციის გზებს ეძებს. ერთ–ერთი ვერსიით, პრეზიდენტი სააკაშვილი ახალი არჩევნების შემდეგ პარლამენტის თვმჯდომარეობას უმიზნებს. დაშლილ–დანაწევრებული ოპოზიცია კი საკუთარი უნიათობის გამართლებითაა დაკავებული.

„ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთი ლიდერის, გუბაზ სანიკიძის განცხადებით, „ოპოზიციური ველი ფაქტობრივად განადგურებულია, რაც, წესით, ხელისუფლებას არ უნდა ახარებდეს, რადგან „ეგვიპტური აქლემი კარსაა მომდგარი“.

მისივე თქმით, „ოპოზიციური ველის განადგურებას ორი მიზეზი აქვს - ოპოზიციის ერთი ნაწილის ახლომხედველობა და ხელისუფლების მხრიდან ჭორების მანქანის ამუშავება“.

„ამ ჭორების მსხვერპლი ეროვნული ფორუმიც არის. ყველას აგენტობას გვაბრალებენ. არ შეიძლება, ერთდროულად რუსეთის, პაპის, ამერიკელების და მერაბიშვილის აგენტი იყო, რასაც ფორუმს აბრალებენ. ეს ან ტყუილია, ან თუ მართალია, ფორუმი დამკაში გასულა. ოპოზიციური ველის დასუფთავება ახალი ჯგუფისთვის ხდება, რომელიც შესაძლოა, მმართველ გუნდს გამოეყოს“, - განაცხადა სანიკიძემ.

ამასთან, მან მოუწოდა ხელისუფლებას, „ნუ გაბედნიერდება იმით, რომ ოპოზიცია სუსტია, რადგან ეს ქვეყანას ეგვიპტესა და ალჟირის მოვლენების განვითარებას უქადის“.

„ეგვიპტური აქლემი კარსაა მომდგარი. ეს პროცესი არ გაჩერდება. თუ ხალხი ქუჩაში გავიდა, მას ვერც ოპოზიცია გააკონტროლებს და ვერც ხელისუფლება. ცნობილი მოვლენები ალჟირშიც და ეგვიპტეშიც სუსტი ოპოზიციის პირობებში განვითარება“, - განაცხადა სანიკიძემ და ჟურნალისტებს მოუწოდა, „როგორც ე.წ მე-4 ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა აიღონ“.

ხელისუფლების გეგმებთან დაკავშირებით გუბაზ სანიკიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დაკავებას გეგმავს.

„პირWელის“ ინფორმაციით კი, რამდენიმე დღის წინ სააკაშვილმა „ნაციონალური“ ელიტა შეკრიბა და მმართველი პარტიის გაძლიერების აუცილებლობაზე ესაუბრა.

შეხვედრაზე სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დასავლეთის მხარდაჭერა არ ექნება, ხოლო „გაძლიერებული ნაციონალური მოძრაობის პირობებში“ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დაკავების რეალური შანსი აქვს“.

აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონმდებლობით, პრეზიდენტს უფლება არ აქვს, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში კენჭი იყაროს და პარლამენტის თავმჯდომარე გახდეს.

როგორც „პირWელს“ იურიდიულ საკითხთა ექსპერტმა ვახტანგ ხმალაძემ განუცხადა, პრეზიდენტს კენჭისყრის სამართლებრივი უფლება იმ შემთხვევაში ექნება, თუ ის დეპუტატობის კანდიდატად დარეგისტრირებამდე პრეზიდენტის თანამდებობას დატოვებს.

აქედან გამომდინარე, თუკი მიხეილ სააკაშვილს პარლამენტის თავმჯდომარეობის სურვული აქვს, პრეზიდენტობაზე უარის თქმა ვადის ამოწურვამდე მოუწევს, რადგან საპარლამენტო არჩევნები, რომლის შედეგად სააკაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეობას გეგმავს, 2012 წელს არის დაგეგმილი, პრეზიდენტობის ვადა კი 2013 წელს ეწურება.

ამასთან, საეჭვოა, სააკაშვილმა დაკავებულ თანამდებობაზე უარი ვადის ამოწურვამდე განაცხადოს. შესაბამისად, თუკი ის პარლამენტის თავმჯდომარეობაზე საბოლოოდ ჩამოყალიბდება, ან ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები უნდა დანიშნოს, რომელიც საპარლამენტოზე ადრე ჩატარდება, ან კანონში ცვლილებას უნდა ველოდოთ, რომლის მიხედვით, პრეზიდენტს თანამდებობაზე ყოფნის დროს კენჭისყრის უფლება მიეცემა.

რაც შეეხება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელების შემთხვევაში დასავლეთის მხარდაჭერის იმედი არ აქვს, ექსპერტ სოსო ცისკარიშვილს ის რეალურად მიაჩნია: „მიხეილ სააკაშვილს დასავლეთის და მით უფრო აშშ-ის მხრიდან პირდაპირი მინიშნება ექნება, რომ 2013 წელს ამ თანამდებობაზე არ მოიაზრება“.

ამასთან, ცისკარიშვილის ვარაუდით, თუკი სააკაშვილი საბოლოოდ გადაწყვეტს, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელს დაეუფლოს, იგი ქვეყნის კონსტიტუციას საკუთარ თანამდებობას მოარგებს.



http://www.presage.tv/?m=politics&AID=3221


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
kote-1962
post Feb 10 2011, 10:03 AM
Post #898


საპატიო წევრი
*******

Group: Root Admin
Posts: 13,876
Joined: 23-August 08
ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
From: თბილისი
Member No.: 442



08-02-2011

ყველა გზა უშუქობისკენ მიდის


[თეონა აფციაური]

ქართულ მონოპოლიურ სივრცეში კიდევ ერთი მსხვილი მონოპოლიური გაერთიანება შეიქმნა. შედეგად კი, ერთ კვირაში, თბილისის მრავალ ოჯახს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. 7 თებერვლიდან თბილისის მოსახლეობა კომუნალურ გადასახადებს ერთიანი ადმინისტრირების სისტემით გადაიხდის. სისტემის არსი მარტივია - ვინც დასუფთავებისა და წყლის საფასურს არ გადაიხდის, ელექტროენერგიის გარეშე დარჩება. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, მოსახლეობიდან კომუნალური დავალიანებების ამოღებას ელექტროგამანაწილებელი კომპანიები განახორციელებენ. დედაქალაქის აბონენტებს ახალი ქვითრები 7 თებერვლიდან დაურიგდებათ. მათ, ვინც ერთი კვირის ვადაში არ დაფარავს წყლის ან დასუფთავების მომსახურების დავალიანებას, 15 თებერვლიდან ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ.

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ მოქალაქეებს გარკვეული შეღავათებით შეეძლებათ სარგებლობა. კომუნალური გადასახადების ერთიანი ადმინისტრირების ფარგლებში, მერიის დასუფთავების სამსახურის დავალიანების მქონე აბონენტებს, სურვილის შემთხვევაში, დავალიანება 36 თვეზე გადაუნაწილდებათ და მიმდინარე გადასახადთან ერთად დაფარავენ. საყურადღებოა, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" წარმომადგენლის განცხადება, - „თუ აბონენტი 2011 წლამდე დაგროვილი დავალიანების 60%-ს გადაიხდის, 40%-ს კომპანია ჩამოაწერს. თბილისის მოსახლეობის იმ ნაწილისთვის კი, რომელსაც სოციალურად დაუცველის კატეგორია აქვს მინიჭებული, კომპანიას დავალიანების გასტუმრების ინდივიდუალური და უპრეცედენტოდ შეღავათიანი პირობები აქვს დაწესებული”.

როგორც აღმოჩნდა, უპრეცედენტოდ შეღავათიანი პირობები მხოლოდ სიტყვის მასალა ყოფილა და სინამდვილეში არანაირი დამატებითი შეღავათი სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე არ ვრცელდება. როგორც განმარტავენ, შეღავათი არის ის, რომ სოციალურად დაუცველ პირებსაც ეძლევათ დავალიანების 36 თვეზე გადანაწილების უფლება.

მოსახლეობაში განსაკუთრებულ აღშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ წყლისა და დასუფთავების დავალიანების გამო ელექტროენერგიის მიწოდება უნდა შეიზღუდოს. მართლაც გაუგებარია, სამი დამოუკიდებელი კომპანიის მსგავსი გაერთიანების მოტივი. საფიქრებელია, რომ ეს გაერთიანება `ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” მხარდასაჭერად მოხდა. თუმცა, მაინც ძნელი გასაგებია, კერძო კომპანიას მთავრობა საკანონმდებლო დონეზე რატომ ეხმარება და რატომ ზრუნავს მთელი პარლამენტი, ენერგეტიკის სამინისტრო და ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია ამ კომპანიის შემოსავლის ზრდაზე?

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” პრივატიზებულია და ფირმის ხელმძღვანელობას ევალება მოსახლეობიდან დავალიანების ამოღების გზების ძიება, მაგრამ ამის სანაცვლოდ, ხელმოცარული მენეჯმენტის შეცდომების გამოსწორება სახელმწიფომ თავის თავზე აიღო. ხელისუფლებას ჰქონდა ალტერნატივა, მიმხრობოდა არა კერძო, პრივატიზებულ კომპანიას, რომლის მენეჯმენტიც კერძო პირთა ხელშია, არამედ თბილისის მოსახლეობას და გიგანტური მონოპოლიის შექმნის ხელშეწყობის ნაცვლად, მოსახლეობის მიერ დავალიანების დაფარვის ჰუმანური და ლიბერალური გზა გამოეძებნა. "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს" კი შეეძლო გამრიცხველიანების გზით დაერეგულირებინა დავალიანებები. თუმცა, ასეთ სასიცოცხლო სფეროში ბევრად მომგებიანია მსხვილი მონოპოლიის შექმნა.

ჩვენი ხელისუფლება პენსიონერებზე ზრუნვითა და მაღალი პენსიებით ამაყობს, მაგრამ ზამთრის სუსხიან თვეებში სიბნელესა და სიცივეში დარჩენას ვერც პენსიონერები გადაურჩებიან. 15 თებერვალს, ყველას, ვისაც დასუფთავებისა და წყალმომარაგების დავალიანება არ ექნება დაფარული, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. პენსიების გაცემა კი, როგორც „ლიბერთი ბანკის“ საინფორმაციო სამსახურში გვითხრეს, ყოველი თვის 15 რიცხვიდან იწყება. აი, რა განაცხადა ჩვენთან საუბრისას ერთმა ასაკოვანმა ქალბატონმა: „15 რიცხვისთვის მთელი თვის პენსია უკვე დახარჯული მაქვს ხოლმე და პენსიის აღებამდე დღეებს ვითვლი. ბანკში ყოველ ჯერზე იმხელა რიგებია, რომ ავადმყოფი ადამიანი იქ ვერ დადგება და იძულებული ვარ რამდენიმე დღე მოვიცადო, რომ სალაროსთან ხალხი შეცოტავდეს. არ ვიცი, რა გვეშველება ამ ახალი კანონის შემოღების შემდეგ. თანაც ამბობენ, რომ შეიძლება დენის ხელახლა ჩართვაზე ჯარიმა დაწესდესო და ამ გაჭირვებაში როგორ შევძლებთ გადახდას, არ ვიცი. თანაც არ მესმის, თუ წყალს არ გადავიხდი, შუქი რატომ უნდა გამომირთონ, ადგნენ და წყალი გადამიკეტონ, რა შუაშია "თელასი" წყლის კომპანიასთან? იმ დღეს პრეზიდენტმა რომ გამოაცხადა, 20 ლარიან დენის ვაუჩერს გაჩუქებთო, თუ დენი მაინც უნდა გამითიშონ, რაღაში გვჭირდება ის ვაუჩერი?“

კომუნალური გადასახადების ერთიანი ადმინისტრირების სისტემის შექმნას დიდი ხანია აპროტესტებენ "ლეიბორისტები" და "რესპუბლიკელები", მაგრამ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და დღეს ყველა გზა უშუქობისკენ მიდის. მალე განათებული ქუჩებიდან ჩაბნელებულ სახლებში მისული თბილისელები სანთლის შუქზე წაიკითხავენ ჩვენს გაზეთს, ინტერნეტსა და ტელევიზორზე კი ბოდიში მოგვითხოვია - ეს ყველაფერი ხომ ერთი კერძო მონოპოლიის ხელშესაწყობად გაღებული მსხვერპლია.



http://banksandfinance.ge/society/2110-el.html


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
kote-1962
post Feb 10 2011, 10:03 AM
Post #899


საპატიო წევრი
*******

Group: Root Admin
Posts: 13,876
Joined: 23-August 08
ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
From: თბილისი
Member No.: 442



08-02-2011

სააკაშვილის აპოლოგეტები საქართველოში დემოკრატიას იმაზე მეტ ზიანს აყენებენ, ვიდრე რუსეთი ინატრებდა


[კარლ თომსონი]

მალევე მას შემდეგ, რაც 2003 წლის „ვარდების რევოლუციამ“ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებაში მოიყვანა, მისი ცოლი ჰყვებოდა, რომ მეუღლე ძლიერი ქართველი მმართველების ტრადიციების მიმდევრობას ცდილობს, „ისეთების, როგორებიც არიან სტალინი და ბერია“

სააკაშვილმა ყველას აგრძნობინა ის, თუ რა პერსპექტივა ელოდებოდა მის ქვეყანას, როდესაც არჩევნებზე 96%-იანი გამარჯვება (მისმა უახლოესმა კონკურენტმა ხმების მხოლოდ 1.9% მიიღო) ხელისუფლების უზურპაციისთვის გამოიყენა. საკუთარი განზრახვები ინტერვიუშიც დაადასტურა, როდესაც განაცხადა რომ ქვეყნის პარლამენტში ოპოზიციური დეპუტატების ყოფნაში ვერანაირ აზრს ვერ ხედავს. ამავდროულად, სააკაშვილი საქართველოს დასავლეთთან დაახლოების პირობას დებს და ევროკავშირსა და ნატო-ში ქვეყნის გაწევრიანებას ცდილობს. ამიტომ საერთაშორისო ექსპერტები ავისმომასწავებელ პროგნოზებს თავს არიდებენ.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, სააკაშვილის რეჟიმის როგორც რეგიონში რუსეთის გავლენის საპირწონედ წარმოჩენა მოდური გახდა. როდესაც ომი დაიწყო, ყველა პარტიის წარმომადგენელი ერთდროულად გმობდა „რუსულ აგრესიას“ და ადიდებდა საქართველოს, როგორც რუსეთის საზღვრებთან აყვავებულ დემოკრატიას. მაშინ ისეთმა წინადადებამაც კი გაიჟღერა, რომ საქართველო ნატო-სა და ევროკავშირში წევრობის კანდიდატებისთვის არსებული მოთხოვნების გარეშე მიეღოთ და რუსეთთან საბრძოლველად კავკასიაში ბრიტანული არმია გაეგზავნათ. ამ წინადადების მასშტაბს და მნიშვნელობას, ასევე მის შედეგს ბრიტანული არმიისთვის იმ დროს, როდესაც ისედაც ორ ომში ვართ ჩაბმული ერაყსა და ავღანეთში, როგორც ჩანს არავინ ითვალისწინებდა. შემდეგ კი ევროკავშირმა და ეუთო-მ გამოძიება ჩაატარეს, რომლის შედეგად კონფლიქტის დაწყებასა და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ცეცხლის გახსნაში საქართველო დაადანაშაულეს.

სინამდვილეში, სააკაშვილს მართლაც შეუძლია მთელი რიგი წარმატებული რეფორმებით დაიკვეხნოს. მან აგონიაში მყოფი ქართული ეკონომიკის რეფორმირება შესძლო და საქართველო, რომელიც გაკოტრების ზღვარზე იყო, ბიზნესის იოლად წარმოების მხრივ მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ქვეყნად აქცია. ასეთ წარმატებას მან დიდწილად თავისუფალი ბაზრის პრინციპებითა და გადასახადების შემცირების გზით მიაღწია, თუმცა ხელისუფლებაში სააკაშვილის მოსვლას სხვა ცვლილებებიც მოჰყვა. საქართველოში სულ უფრო ხშირად და უხეშად არღვევდნენ ადამიანის უფლებებს, ახშობდნენ თავისუფალ სიტყვას, კანონის ნორმები ეწირებოდა სახელმწიფო ხელისუფლების სულ უფრო მზარდ თვითნებობას.

საქართველოს სვლა ავტორიტარიზმისკენ სწორედ იმ მომენტიდან შეინიშნება, როდესაც სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდა. რეჟიმის ოპონენტები მას კორუფციაში, ასევე რამდენიმე ცნობილი პოლიტიკური მოღვაწის გაურკვეველ ვითარებაში დაღუპვის გამო ადანაშაულებენ. ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია 2007 წლის ნოემბრის მოვლენებმა გაამწვავა, როდესაც 50 000-ზე მეტი დემონსტრანტი სააკაშვილის მმართველობის წინააღმდეგ თბილისის ქუჩებში გამოვიდა. ამ გამოწვევას სააკაშვილის ხელისუფლებამ იმით უპასუხა, რომ დემონსტრანტებს პოლიცია ხელკეტებითა და ცრემლსადენი გაზით შეუსია. ერთადერთი სატელევიზიო სადგური, რომელიც საპროტესტო აქციის მიმდინარეობას აშუქებდა, ეთერიდან იარაღით მუქარით გათიშეს, შემდეგ კი საკუთრება სახელმწიფოს გადასცეს, ხოლო როდესაც სააკაშვილის მთავრობის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა განაცხადა, რომ მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას, ის ორ დღეში დააპატიმრეს და აწამეს.

სააკაშვილი ამტკიცებს, რომ ამ საპროტესტო მოძრაობის უკან რუსეთის სპეც-სამსახურების ზოგიერთი „მაღალჩინოსანი“ დგას და ხშირად ადანაშაულებს ოპოზიციას, რომ ის მოსკოვის მხარდაჭერით მის დამხობას და ხელისუფლებაში მოსვლას ცდილობს. რუსეთი სააკაშვილისთვის სასარგებლო მტრად გადაიქცა, რომელზეც მას საკუთარი ხალხის ყურადღება გადააქვს და ავიწყებს იმას, რომ თავად რეფორმატორის მორალური ავტორიტეტი და რეპუტაცია დაკარგა. მისი მმართველობის წინააღმდეგ 2009 წელს განახლებული საპროტესტო აქციების ჩახშობის მიზეზი იგივე იყო, რომ დემონსტრანტები, თითქოს რუსეთის პროვოკატორები იყვნენ. პოლიცია რადიო და სატელევიზიო სადგურებში რეიდებს აწყობს და მათ იმ საბაბით ხურავს, რომ სააკაშვილის კრიტიკა სხვა არაფერია, თუ არა რუსული პროპაგანდა. ორი წლის წინანდელი წმენდა არმიის ოფიცერთა რიგებში იმით ახსნეს, რომ თითქოს მოსკოვისადმი ლოიალური სატანკო დანაყოფი სააკაშვილის ლიკვიდაციის მიზნით შეთქმულებას აწყობდა, მაგრამ შემდეგ მტკიცებულებების არარსებობის გამო, ბრალდებები ჩუმად გააუქმეს.

როგორი სამწუხაროც არ უნდა იყოს, მსოფლიო თანამეგობრობის ყურადღებამ საქართველოს მიმართ 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ, ამ ქვეყნის ხელისუფლებას ოპოზიციისადმი თავშეკავებულობის გამოვლენისადმი ვერ უბიძგა. პირიქით, ამ ომში საქართველოს ცალსახა მორალურმა მხარდაჭერამ, ასევე სააკაშვილის, როგორც დემოკრატიის შუქურასადმი ხშირმა ქება-დიდებამ, მისი რეჟიმი გაათამა და ამ რეჟიმმა გადაწყვიტა, რომ შეუძლია დაუსჯელად იმოქმედოს. საბრძოლო მოქმედებების დასრულებიდან რამდენიმე კვირაში ჯაშუშობის ბრალდებით დააპატიმრეს ყოფილი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი. უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა უმცროსი გამსახურდია პოლიტპატიმრად გამოაცხადეს. 2008 წლის არჩევნებზე სააკაშვილის კონკურენტი ხუთი საპრეზიდენტო კანდიდატიდან, ორი უცხოეთში გაიქცა, ერთი კი საეჭვო გარემოებებში გარდაიცვალა. ომის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, როდესაც ბევრი ევროპული დედაქალაქი ქართველ ხალხს თავის სოლიდარობას უცხადებდა, ნინო ბურჯანაძის პარტიის „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ აქტივისტი უამრავი ჭრილობით, მოტეხილობითა და თავის ქალის ტრამვით იპოვეს. ნიღბიანმა ადამიანებმა ეს მამაკაცი ავტომანქანიდან გადმოათრიეს, პოლიციის მანქანით გაიტაცეს, შემდეგ კი დაამახინჯეს ხელკეტების, ელექტროშოკისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით.

2010 წლის მარტში საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიამ მასობრივი პანიკა დათესა, როდესაც ეთერში ახალ რუსულ ინტერვენციაზე ყალბი რეპორტაჟი გადასცა. გადაცემის მომზადება, რომელშიც რეალური ომის საარქივო კადრები გამოიყენეს, შემდეგნაირად გაამართლეს: ქართველი ხალხი „მზად უნდა იყოს იმ დღისთვის, რომელიც საქართველოს ისტორიისთვის ყველაზე უარესი იქნება“. რეალური მიზანი კი სააკაშვილის ოპონენტების დისკრედიტაცია იყო. რეპორტაჟის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ ქართველმა ოპოზიციონერებმა სააკაშვილის დამხობის მიზნით რუსეთს ინტერვენციის განხორციელება სთხოვეს. ბრიტანეთის ელჩმა დენის კიფმა ბოდიშის მოხდა მოითხოვა მას შემდეგ, რაც ყალბ რეპორტაჟში მისი ხმით ყალბი კომენტარი გაისმა, სადაც ის სააკაშვილის პოზიციას მხარდაჭერას უცხადებს.

საქართველო მსოფლიოში უცხოეთის ყველაზე მასშტაბური დახმარების მიმღები ერთ-ერთი ქვეყანაა. მისი ეკონომიკის 5% უცხოური (მსოფლიო სავალუტო ფონდის, ევროკავშირის და შეერთებული შტატების) დახმარებებისგან შედგება. 2008-2009 წლებში ბრიტანეთმა თბილისს 8.2 მილიონი ფუნტი სტერლინგი გაუგზავნა. გარდა ამისა, ის ევროკავშირში და ნატო-ში მისი გაწევრიანების მომხრეა.

საქართველოს დასავლელმა მხარდამჭერებმა თავი უნდა დაანებონ ქართველი ხალხისადმი მხარდაჭერისა და სააკაშვილისადმი უპირობო მხარდაჭერის გათანაბრებას (ისინი ამავდროულად უარყოფენ ქვეყანაში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული კრიზისის არსებობას) და ამის ნაცვლად ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მონაცემები გაითვალისწინონ. ახლახანს ამ ორგანიზაციამ მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლების ინდექსში საქართველოს 120-ე ადგილი მიუჩინა. მათ ყური უნდა დაუგდონ Freedom House-ის განცხადებას, რომელმაც 2009 წელს აღნიშნა, რომ საქართველო დღეს ნაკლებად თავისუფალია, ვიდრე „ვარდების რევოლუციამდე“. მათ ასევე არ აწყენდათ საგარეო პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრის პოზიციის გათვალისწინება, რომელიც დასავლურ ინსტიტუტებს ურჩევს, თავიანთი მხარდაჭერა თბილისისადმი ადამიანის უფლებების დაცვის გარანტიებს დაუკავშირონ.

მან, ვინც რუსეთს „სუვერენული ქართული ტერიტორიის ოკუპაციისთვის“ ადანაშაულებს და მომაბეზრებლად იმეორებს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, უნდა ახსნას რატომ შედის ბრიტანეთის ნაციონალურ ინტერესებში ის, რომ სამხრეთ-ოსეთს და აფხაზეთს უნდა წავართვათ უფლება საკუთარი ბედი თავად განკარგონ. მათ ისიც უნდა იკითხონ, თუ რატომ არიან სამხრეთ-ოსეთის და აფხაზეთის ხალხები ასე მტკიცედ განწყობილნი ქართული კონტროლის წინააღმდეგ და რატომ არიან მზად ეს პოზიცია იარაღით ხელში დაიცვან. 1990-იანი წლების ეთნიკური წმენდების შემდეგ, რომლის მიზანიც მათი კულტურისა და არსებობის კვალის წაშლა იყო, აბსოლუტურად არარეალურია მოლოდინი, რომ ეს პროვინციები საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში დაბრუნდებიან, რომლის ყოფილმა პრეზიდენტმაც მათ უწოდა „ნაგავი, რომელიც გვირაბიდან უნდა გაიტანო“, ასევე მოითხოვა ამ პრობლემურ ეთნიკურ უმცირესობათა „დაფშვნა და ქართული ერიდან გავარვარებული ლითონით მათი ამოწვა“.

საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. საქმე ის არის, რომ მსოფლიოს ამ ნაწილში, რომელსაც ევროპის სტრატეგიული უსაფრთხოებისთვის უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს და სადაც უამრავი ეთნიკური კონფლიქტია, ავტორიტარული რეჟიმები, რომლებსაც არა აქვთ ლეგიტიმურობა და მოწყვეტილები არიან საკუთარი ხალხების მოთხოვნებსა და სურვილებს, ნაკლებად შეუძლიათ ფეთქებადსაშიშ სიტუაციებში რაციონალური და გონივრული მოქმედება. კავკასიის მოვლენებმა არაერთხელ დაადასტურა ის, რომ მსგავსი უუნარობა მარტივად შეიძლება აისახოს მეზობელ ქვეყნებზე და ისინი ჩაბმულები აღმოჩდნენ სამოქალაქო ომებსა და ეთნიკურ წმენდებში.

თუკი საქართველომ მართლაც დაიმსახურა ჩვენი მხარდაჭერა და ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება, მან უნდა აღიაროს სამხრეთ-ოსეთის და აფხაზეთის თვითგამორკვევის უფლება და დაადასტუროს დასავლური ფასეულობებისადმი ერთგულება. ეს კი შესაძლებელია მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ - მას მერე, რაც სააკაშვილი ხელისუფლებიდან წავა.

Conservativehome



http://foreignpress.ge/?p=16384


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
kote-1962
post Feb 10 2011, 10:04 AM
Post #900


საპატიო წევრი
*******

Group: Root Admin
Posts: 13,876
Joined: 23-August 08
ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
From: თბილისი
Member No.: 442



08-02-2011

აქცია - "ფულის ართმევა"


[დავით შალიკაშვილი]

გადაწყდა, ამიერიდან თბილისელებს კომუნალური გადასახადების ერთიანი ადმინისტრირების წესით გადახდა მოგვიწევს, ანუ უბრალო ენით რომ ვთქვათ, თუ ნაგვის გატანის, ან წყლის გადასახადს არ გადავიხდით, დენს გაგვითიშავენ.

ერთი მხრივ, ამ სამის ერთმანეთზე გადაბმა ლოგიკურია. ნაგვის გადაუხდელობის შემთხვევაში, შეუძლებელია ბუნკერში ჩაყრილი გროვიდან ურჩი გადამხდელის "კუთვნილი" ნაგვის გამოცალკევება და პატრონისთვის დაბრუნება. წყლის მიწოდების ინდივიდუალურად შეჩერებაც, დღევანდელი კომუნიკაციების პირობებში, ძნელია. დენის გამორთვაზე ადვილი კი არაფერია - მრავალი ჩვენგანისთვის არაერთხელ გამოურთავთ და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ უკანასკნელ წლებში განათებულ სახლებში ცხოვრებას მივეჩვიეთ, თითოეული ჩვენგანი უკანასკნელს გაიღებს ამ, აწ უკვე გაერთიანებულ ქვითარში დაფიქსირებული თანხის გასანაღდებლად.

ნამდვილად ლოგიკურია, იმ შემთხვევაში, თუ გსურს საკუთარ მოქალაქეს, რადაც არ უნდა დაგიჯდეს, ფული აართვა.

გასაგებია, რომ კომუნალური გადასახადების გადახდა ყველა კანონმორჩილი მოქალაქის ვალდებულებაა და ამ პროცედურას არ შეიძლება დავარქვათ "ფულის ართმევა", მიუხედავად ამისა, ორშაბათს დაწყებულ აქციას მე მაინც ამას დავარქმევდი. მოგახსენებთ, რატომ:

ზემოთ ვთქვი - ერთის მხრივ ლოგიკურია-მეთქი. წლების განმავლობაში თბილისელების ნახევარი მაინც, ნაგვისა და წყლის გადასახადს არ იხდიდა. ეს არ იყო სამოქალაქო დაუმორჩილებლობა, უბრალოდ, ცოდვა გამხელილი სჯობს და რაკი შესაბამის სამსახურებს გადასახადის იძულების წესით ამოღების არანაირი მექანიზმი არ გააჩნდათ, თბილისელები ოჯახის ისედაც მწირ ბიუჯეტს ამის ხარჯზე ზოგავდნენ, ანუ ეს იყო დარღვევა, რომელიც ნამდვილად არ იყო ნაკარნახევი "კარგი" ცხოვრებით.

როგორც გაირკვა, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ამ უწესობას ბოლო მოუღოს. რატომ ხელისუფლებამ და არა კერძო კომპანიებმა?! იმიტომ, რომ წარმოუდგენელია, ხელისუფლების ზეწოლის გარეშე, ორ სხვადასხვა კერძო კომპანიას და მერიაზე დაქვემდებარებულ ერთ სამსახურს ასე ერთბაშად შეეკრათ პირი "ურჩი გადამხდელების" წინააღმდეგ (მოსახლეობიდან გადასახადების ამოღების ასეთი პრაქტიკა არსად, არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს). თანაც, მთავარი "ჯალათის" ფუნქცია, ამ სამიდან, თავის თავზე აიღო იმ კომპანიამ, რომელსაც აქამდე ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ ჰქონია. უფრო მეტიც, ამ ახალი გარიგებით თავად იზარალებს - ნაგვის ან წყლის გადაუხდელობის შემთხვევაში, ვეღარ მიჰყიდის მომხმარებელს ელექტროენერგიას, შესაბამისად, ვერც მოგებას ნახავს.

ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ აქციაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას ეკუთვნის.

შეიძლება ისიც კი იფიქროს კაცმა, რომ სწორედ ამას ემსახურება სამთავრობო არხებიდან წამოსული ყოველდღიური ყიჟინა, რომ ვცხოვრობთ კეთილმოწყობილ, ეკონომიურად მზარდ, სამართლებრივად ევროპულ დონეზე გამართულ ქვეყანაში. შესაბამისად, თუ ასეთ ქვეყანაში ცხოვრება გინდა, კეთილი ინებე და გადაიხადე გადასახადი, თანაც იმხელა, გამართული და განვითარებული ქვეყნის მოქალაქეს რომ შეეფერება.

არ მსურს იმის თქმა, რომ გაჭირვების დრის გადასახადები არ უნდა ვიხადოთ. უბრალოდ, ამ სასტიკი საშუალების გარდა, რომელსაც ჩვენმა ხელისუფლებამ მიმართა, ეკონომიკა იცნობს უამრავ სხვა ხერხს, შედარებით უმტკივნეულოდ რომ გადაწყვეტდა პრობლემას.

გარწმუნებთ, სულაც არ მსიამოვნებს ხელისუფლების კრიტიკა, არც არავინ მაიძულებს ამის კეთებას. გადასახადების ამოღების ამ ხერხშიც, რომელსაც მევახშეების ენაზე "დახრჩობა" ჰქვია, მინდოდა რაღაც პოზიტიურის დანახვა, მაგრამ არაფერი გამომივიდა.
ან რა უნდა გამომსვლოდა მაშინ, როდესაც ხელისუფლება საკუთარ ღატაკ მოსახლეობასთან უსისხლო მევახშის პოზიციაში დადგა, თან ამ საყოველთაო გაძვირებების, უმუშევრობის დროს, შუაგულ ზამთარში...



http://www.kvirispalitra.ge/martlmadidebluri/6631-aqcia.html


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post

54 Pages V  « < 43 44 45 46 47 > » 
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 26th October 2014 - 02:04
erekleII raindebi