home

Welcome Guest ( Log In | Register )

54 Pages V   1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> აქტუალური სტატიები-Актуальные статьи
ierofant
post Nov 2 2009, 11:49 PM
Post #1


GENERAL
*****

Group: Members
Posts: 6,021
Joined: 4-May 08
ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
Member No.: 200




შესაბამის გვერდზე გადასასვლელად დააკლიკეთ ზედა მარცხენა მხარეს განთავსებულ გვერდების ჩამონათვალს.

Для перехода на нужную страницу кликните на соответствующий номер в верхнем левом углу.





--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
kote-1962
post Feb 3 2010, 11:28 PM
Post #2


საპატიო წევრი
*******

Group: Root Admin
Posts: 13,876
Joined: 23-August 08
ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
From: თბილისი
Member No.: 442



ამ თემაში დავდოთ საინტერესო და აქტუალური სტატიები საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
კომენტარის გარეშე.


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
kote-1962
post Feb 4 2010, 11:40 AM
Post #3


საპატიო წევრი
*******

Group: Root Admin
Posts: 13,876
Joined: 23-August 08
ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
From: თბილისი
Member No.: 442



04.02.2010


არარსებული არჩევანი



თუ გგონიათ, რომ წარწერა პროდუქტის შეფუთვაზე - "დამზადებულია საქართველოში" - ბიოლოგიურად სუფთას ნიშნავს, ცდებით. ჩვენთან არც იმპორტული და არც ადგილობრივი ნაწარმის ბიოლოგიური სისუფთავე არ მოწმდება.

"მომავალი წლიდან სამომხმარებლო ბაზარზე შემოსული გენმოდიფიცირებული პროდუქცია მარკირებული იქნება და მომხმარებელი მის შესახებ სრულ ინფორმაციას მიიღებს", - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა ოქტომბერში. გენმოდიფიცირებული პროდუქტის ნიშანდებაზე პრინციპული გადაწყვეტილება თითქოს უკვე მიღებულია. ორთვიანი ვადაც, რაც გენმოდიფიცირებული პროდუქტის მარკირების შესახებ კანონპროექტის მოსამზადებლად იყო საჭირო - ამოწურული. მიუხედავად ამისა, არც კანონპროექტი არსებობს და არც პოლიტიკური ნება. ქართველ მომხმარებელს კი ისევ არ აქვს საშუალება, იცოდეს, ნამდვილად ბიოლოგიურად სუფთა ნაწარმს ყიდულობს თუ - არა.

პრობლემას ართულებს ისიც, რომ საზოგადოებას ზოგადად ურჩევნია ნატურალური პროდუქციის შეძენა, მაგრამ ბევრი არაფერი იცის გენური ინჟინერიის შედეგად მიღებული საკვები ნაწარმის ავ-კარგზე. კომპანია "ეი-სი-თი კვლევის" მიერ ჩატარებული კვლევის მონაცემების თანახმად, საქართველოს ურბანული მოსახლეობის მხოლოდ ნახევარმა იცის, რას ნიშნავს გენმოდიფიცირებული პროდუქცია. მათი 80% ამ ტიპის პროდუქციას ჯანმრთელობისათვის უკიდურესად საშიშად აღიქვამს. უპირატესობას კი ქართული წარმოების ნატურალურ პროდუქტს ანიჭებს.

თუმცა, ეს არჩევანიც გაუაზრებელია. მეცნიერები ჯერ კიდევ დავობენ გენმოდიფიცირებული საკვები პროდუქციის საზიანოობაზე. მიუხედავად ამისა, არსებობს რამდენიმე ავტორიტეტული ევროპული კვლევითი ცენტრის მიერ უამრავ სამეცნიერო ცდაზე დამყარებული მოსაზრება, რომ გენური ინჟინერიით დამზადებული საკვების მიღება მომხმარებლის სასიცოცხლო ორგანოების დეგრადირებას იწვევს, რასაც შედეგად იმუნიტეტის დაქვეითება, ალერგიები, ნივთიერებათა ცვლის მოშლა და მრავალჯერადი ინტოქსიკაციის საფრთხე მოჰყვება.

ამ კვლევებს ანგარიშს უწევენ მთელ მსოფლიოში და განვითარებული ქვეყნების მოსახლეობამ ყოველთვის იცის - გენურად დამუშავებულ პროდუქტს ყიდულობს თუ არა. რამდენიმე ევროპული ქვეყანა უკვე გამოცხადდა გენმოდიფიცირებული პროდუქტისგან თავისუფალ ზონად, მათ შორისაა საბერძნეთიც. იმ ქვეყნებში კი, სადაც აკრძალვები არ მოქმედებს, მოქმედებს მკაცრი კანონმდებლობა გენმოდიფიცირებული პროდუქტის მარკირების შესახებ, რამაც ასეთ პროდუქტზე ფასების მკვეთრი დაცემა გამოიწვია - მომხმარებლის აბსოლუტური უმრავლესობა ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტს ირჩევს.

ჩვენთან კი არც პროდუქტის ხარისხზე, არც ეკოლოგიურ სისუფთავეზე და არც ჯანმრთელობისათვის საშიშ დანამატებზე მონაცემები არაფერს ამბობს. არ არსებობს გენმოდიფიცრებული პროდუქტის კონტროლის მექანიზმიც, მიუხედავად იმისა, რომ ამის დადგენა საქართველოში არსებულ კერძო და სახელმწიფო ლაბორატორიებშიც შეიძლება. კანონი მომწოდებლებს მხოლოდ იმას ავალდებულებს, რომ მყიდველს ინფორმაცია მწარმოებელი ქვეყნისა და პროდუქტის შემადგენლობის შესახებ მიაწოდოს. მთავრობა ამას წლების განმავლობაში ამართლებდა იმით, რომ არ სურდა, ქვეყანაში იმპორტისთვის შეეშალა ხელი. ამიტომ ის, რომ გენმოდიფიცირებული პროდუქტი ჩვენთან 1996 წლიდან შემოდის, მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების ექსპერიმენტებით დგინდება, რომლებიც პროდუქციას შესამოწმებლად პერიოდულად მუდამ აგზავნიან უცხოურ ლაბორატორიებში.

საქართველომ, უკვე მეორე წელია, აიღო საერთაშორისო ვალდებულება, აკონტროლოს გენმოდიფიცირებული პროდუქტების იმპორტი და რეალიზაცია და მისცეს მომხმარებელს საშუალება, თავად აირჩიოს ეკოლოგიურად სუფთა და გენმოდიფიცირებულ პროდუქტს შორის სასურველი.

თუმცა, გენდმოფიცირებულ ინგრედიენტებს ქართველი მწარმოებლებიც ისე მოიხმარენ ადგილობრივი პროდუქციის შესაქმნელად, რომ ამის შესახებ წარმოდგენაც არ აქვთ. ამიტომ ქართული წარმოება ავტომატურად ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს სულაც არ ნიშნავს. ანუ, თუ ვთქვათ, კარტოფილი ახალქალაქისაა, მის ეკოლოგიურ სისუფთავეზე ეს ფაქტორი სულაც არ მეტყველებს. გლეხმა შეიძლება, არც იცოდეს, რომ გენმოდიფიცირებულ თესლს იყენებს, რადგან არ არსებობს შესაბამისი მარკირება. "საქართველოს მწვანეთა მოძრაობის" ხელმძღვანელის, გიორგი მაღრაძის აზრით, "საწარმოები, რომლებიც საკუთარ პროდუქტს იმპორტირებულ ინგრედიენტებზე, მაგალითად სოიოს ფხვნილზე ამზადებენ, უნდა იყვნენ ინფორმირებული ამ პროდუქტის შესახებ. ისე, როგორც ყველა მომხმარებელს აქვს უფლება, იცოდეს, რაში იხდის ფულს - გენმოდიფიცირებულ და ჯანმრთელობისთვის საშიშ პროდუქტში თუ ეკოლოგიურად სუფთა ნაწარმში".

არასამთავრობო ორგანიზაციების დათვლებით, ბაზარზე საკვები დანამატები და მარცვლეული კულტურების თესლების 90% გენმოდიფიცირებულია. ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტის შეძენა მხოლოდ მაშინ არის გარანტირებული, თუ მომხმარებელი ბიოპროდუქციის დილერს მიმართავს ან ლაბორატორიულად შეამოწმებს შესაძენ პროდუქტს.

ფაქტი კი ის არის, რომ ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი ვერანაირად ვერ უწევს კონკურენციას გენმოდიფიცირებულ პროდუქტს. მაიონეზებისა და სხვა საკვები პროდუქტების მწარმოებელი კომპანია "ბედია" ერთ-ერთია იმ რამდენიმე ქართულ კომპანიას შორის, რომელიც საკუთარი ინიციატივით 4 წლის განმავლობაში გერმანულ ლაბორატორიებში ამოწმებდა, იყო თუ არა მისი პროდუქტი გენმოდიფიცირებული. "ბედია" მხოლოდ საქართველოში დამზადებულ საკვებ ინგრედიენტებს იყენებდა და შედეგიც შესაბამისი იყო - პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთა რჩებოდა. თუმცა "ბედიას" პროდუქციაზე განსაკუთრებული მოთხოვნა ბაზარზე არ იყო, რადგან არ ხდებოდა და დღემდე არ ხდება სუფთა და გენმოდიფიცირებული პროდუქტის ერთმანეთისგან გარჩევა. ამიტომ ვერც "ბედიას" უპირატესობა მტკიცდებოდა.

როგორც გიორგი მაღრაძემ აღნიშნა, ეს ის შემთხვევაა, როდესაც კომპანიის მიერ საკუთარ პროდუქტზე ზრუნვა მომხმარებლის ჯანმრთელობაზე ზრუნვას უდრის, მაგრამ ეს ბევრ მეწარმეს არ ესმის. გიორგი მაღრაძის აზრით, იმპორტირებული პროდუქტების მარკირება პირველი და აუცილებელი ნაბიჯი უნდა იყოს ქართული სამომხმარებლო ბაზრის სწორი განვითარებისთვის. თუმცა იმ პირობებში, როცა პარლამენტის მიერ ხუთი წლის წინ "სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ" მიღებული კანონის ამოქმედება კიდევ ხუთი წლით გადაიდო, მწვანეთა მოძრაობის ლიდერი განსაკუთრებულ აქტივობას მთავრობის მხრიდან არც გენმოდიფიცირებული პროდუქტებისათვის ნიშანდების დართვის საკითხში ელოდება.

"ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მაღალ ეშელონებში არიან ადამიანები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ამ საკითხზე მუშაობის გაჭიანურებით. კონკრეტული სახელებისა და გვარების დასახელება უჭირთ, თუმცა იმავეს ამტკიცებენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები - რომ არა კონფლიქტი მთავრობის მიერ ზურგგამაგრებული კომპანიებისა თუ კერძო პირების ინტერესებთან, საქართველოს, განვითარებული ქვეყნების მსგავსად, უკვე დიდი ხნის წინ ექნებოდა გენმოდიფიცირებული პროდუქტისა და ცოცხალი ორგანიზმების შესახებ შესაბამისი კანონმდებლობა.

მდგომარეობას განსაკუთრებით ართულებს საქართველოს მეზობლად ორი მსხვილი მომწოდებლის ბაზარზე არსებული ვითარებაც. რუსეთში "როსსელხოზნადზორმა" არაერთხელ აღმოაჩინა გენმოდიფიცირებული შემცველობის ლაბორატორიულად შეუმოწმებელი ტონობით თევზის პროდუქცია და ძეხვეული. ეს ის პროდუქციაა, რომელიც შემდეგ ქართულ ბაზარზე ხვდება. "რაც შეეხება თურქეთს, ამ ქვეყნიდან ჩვენთან გენმოდიფიცირებულთან ერთად ვადაგასულიც დიდი რაოდენობით შემოდის", - ამტკიცებს გიორგი მაღრაძე, თუმცა კონკრეტულ იმპორტიორებს ვერ ასახელებს.

"მომავალი წლიდან საბაჟო-გამშვები პუნქტები პროდუქტის ნიმუშის აღების საშუალებებით აღიჭურვება და მათი შემოწმებაც საქართველოს შესაბამის ლაბორატორიებში მოხდება", - განაცხადა ოქტომბერში სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა, თუმცა სამინისტროს წარმომადგენლები დღემდე ერიდებიან, დაასახელონ ამ ინიციატივის ამოქმედების კონკრეტული თარიღი.

შესაძლოა, ხელისუფლების წარმომადგენლების ერთ-ერთი არგუმენტი გენმოდიფიცირებული პროდუქციის შესახებ კანონის წინააღმდეგ ახლაც ის იყოს, რომ არ სურთ, ქვეყანაში იმპორტსა და ბიზნესის განვითარებას შეუშალონ ხელი. თუმცა, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია "ელკანა", სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტებისა და მეწარმეების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ეს არგუმენტი მცდარია. გენმოდიფიცირებული შემცველობის პროდუქტზე, შესაძლოა, მოთხოვნა ბუნებრივად მართლაც შემცირდეს, ბიოპროდუქციის ფასი კი გაიზარდოს, მაგრამ ეს შედეგი მხოლოდ დროებითია და ამ სფეროს მარეგულირებელი კანონის წინააღმდეგ არგუმენტად ვერ გამოდგება. მით უფრო, რომ კანონის გაჭიანურებით და საერთაშორისო ვალდებულებების იგნორირებით იზღუდება მოქალაქეების უფლება, გააზრებული არჩევანი გააკეთონ ჯანმრთელობისათვის უსაფრთხოსა და საეჭვო პროდუქტს შორის.



ნინო რობაქიძე "ლიბერალი"

http://www.maestro.ge/?address=news1&id=3214&page=1


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
abc
post Feb 4 2010, 12:02 PM
Post #4


PRIVATE
*

Group: Members
Posts: 26
Joined: 1-February 10
ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
Member No.: 1,177



10:48 / 04-02-2010

სახალხო დამცველი: "თუ ვამბობთ, რომ ევროპელები ვართ, გარკვეულ საკითხებში დამოკიდებულება უნდა შევიცვალოთ"

"უკომპლექსო, რისკიანი ადამიანი, დამოუკიდებელი, პრინციპული პიროვნება და სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებული ქართველი", - ასე აფასებს საკუთარ თავს საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში. lool.gif
ირწმუნება, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ ცხოვრებაში ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო.

მიუხედავად იმისა, რომ უკვე 32 წლისაა, სასურველი სასიძოა და მშობლებიც დიდი ხანია, მის დაოჯახებაზე ოცნებობენ, მისთვის რჩევების მიცემისგან თავს იკავებენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ექიმი დედისა და ქიმიკოსი მამის შვილმა იურიდიული განათლების მიღება არჩია. უყვარს გალაკტიონისა და კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედება. შეიძლება, არ დაიჯეროთ, მაგრამ გალაკტიონის რამდენიმე ლექსი დღემდე ზეპირად ახსოვს. მართალია, განათლება ევროპაში მიიღო, მაგრამ მშვიდად მხოლოდ საქართველოში გრძნობს თავს...


- ბატონო გიორგი, მაინც რაში გამოიხატება ის, რომ რისკიანი ხართ?
- მაგალითისთვის გეტყვით - ძალიან გავრისკე, როდესაც სამსახური მივატოვე და სასწავლებლად შვედეთში წავედი. საკმაოდ ხშირად, სტაბილური და უზრუნველი სამსახური ერთთვიანში გამიცვლია.

- სახალხო დამცველის პოსტის დაკავებამდე რა თანამდებობებზე მუშაობდით?
- რამდენიმე წლის განმავლობაში, ევროპაში თანამშრომლობისა და უსაფრთხოების ორგანიზაციის (ეუთო) საქართველოს მისიაში, ადამიანის უფლებათა საკითხებში მრჩევლად ვმუშაობდი; გარკვეული პერიოდი ევროპის წამების აკრძალვის კომიტეტის წევრიც გახლდით. ასევე ჩართული ვიყავი გაეროს განვითარების პროგრამაში. რამდენიმე წელი თბილისის მერიაშიც ვმუშაობდი - იურიდიულ სამსახურში, წელიწად-ნახევარი თბილისის საკრებულოს წევრი გახლდით. პარლამენტში კი ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვიყავი.

- ომბუდსმენობა თქვენი სურვილი იყო თუ უბრალოდ, კარგი სამსახურებრივი წინადადება?
- სიმართლე რომ გითხრათ, ამ ინსტიტუტის მიმართ ძალიან დიდი ინტერესი მქონდა. აქ მომუშავე ხალხსაც კარგად ვიცნობდი და ისიც ვიცოდი, თუ რას უნდა აკეთებდეს ეს დაწესებულება. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ჩემთვის დიდი პატივი იყო, რომ ამ თანამდებობაზე წარმადგინეს.

- რამდენად შესაძლებელია, რომ მომავალში, თქვენი წინამორბედივით, თქვენც პოლიტიკაში გიხილოთ?
- ამაზე არასოდეს მიფიქრია.

- თქვენი აზრით, პოსტსაბჭოთა სივრცეში ადამიანის უფლებები ყველაზე ხშირად რომელ ქვეყანაში ილახება?
- ჩეჩნეთში. ეს არაერთხელაა დადასტურებული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებში.

- რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლ ჩეჩნებს ბოევიკებად მიიჩნევთ თუ თავისუფლებისთვის მებრძოლებად?
- იცით, რაშია საქმე?.. ბოლო დროს ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებით, არაერთხელ დადასტურებულა, რომ ჩეჩნეთში რუსები სამოქალაქო მოსახლეობის უფლებებს ხშირად ხელყოფენ.

- რა ფორმით ხდება მათი უფლებების ხელყოფა?
- როგორც ჩეჩენი ხალხის ქონების განადგურებით, ისე მათი სიცოცხლის მოსპობით. შეიძლება, მოსკოვმა სამხედრო დაპირისპირების დროს განადგურებული მებრძოლების გამო როგორღაც თავი იმართლოს, მაგრამ როდესაც საქმე მშვიდობიან მოსახლეობას ეხება, აქ უკვე ყველაფერი ნათელია...

- საქართველოში რამდენად არის დაცული ადამიანის უფლებები?
- ამ კითხვაზე მოკლედ ვერ გიპასუხებთ. ნაწილის უფლებები კარგადაა დაცული, ნაწილის - არა...

- თქვენს ოფისში მოსულ მოქალაქეებს პირადად თუ ხვდებით?
- დღეს მთელი დღე მოქალაქეებს ვხვდებოდი...

- ეს მოქალაქეები ძირითადად, რა პრობლემებით მოდიან თქვენთან?
- ჩემთან ხშირად მოდიან ის ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, სოზარ სუბართანაც დადიოდნენ. ახლა მათ იმედი აქვთ, რომ იქნებ, ახალმა სახალხო დამცველმა მაინც მოახერხოს მათი პრობლემის მოგვარება. სამწუხაროდ, დიდი სურვილის მიუხედავად, ამის გაკეთების საშუალებას კანონი არ მაძლევს. ძალიან ხშირად, სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესულ განაჩენს აპროტესტებენ. არადა, ჩვენ ნამდვილად არა გვაქვს ისეთი გავლენა, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს გადავხედოთ და განვიხილოთ. შეწყალების დროს ხშირად გვთხოვენ, რომ ამა თუ პატიმარს სიტყვა შევაწიოთ. ასეთ დროს იმის ახსნა გვიხდება, რომ სახალხო დამცველი შეწყალების კომისიის უბრალო წევრია და სიებზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა არ შეუძლია.

- აბსურდული მოთხოვნებით თუ მოდიან?
- ასეც ხდება. მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაშიც ვცდილობთ, ავუხსნათ მოქალაქეს, რისი გაკეთება შეგვიძლია და რისი - არა.

- თქვენი წინამორბედი, ადამიანის უფლებათა დასაცავად, პროკურატურასა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტს ხშირად უპირისპირდებოდა. თქვენ თუ გადაგიდგამთ ასეთი ნაბიჯი?
- მე არ ვფიქრობ, რომ ომბუდსმენი პროკურატურას ან სასჯელაღსრულების დეპარტამენტს უნდა დაუპირისპირდეს. ჩვენ უბრალოდ, სხვადასხვა სახის დარღვევაზე მივუთითებთ ამ დაწესებულებებს.

- საუბრისას აღნიშნეთ, რომ უკომპლექსო ხართ. ტაბუდადებულ თემებზე თუ შეგიძლით საუბარი?
- რას გულისხმობთ?

- თუნდაც განსხვავებული ორიენტაციის მქონე ადამიანებს...
- კი, ბატონო, ვისაუბროთ, არა მაქვს ამის პრობლემა. სახალხო დამცველის აპარატს ათასნაირ ადამიანთან უწევს ურთიერთობა, მათ შორის, განსხვავებული ორიენტაციის მქონე პირებიც არიან.

- ძირითადად რა სახის საჩივრები შემოაქვთ თქვენთან?
- როგორც მახსოვს, ბოლოს სექსუალურ უმცირესობათა უფლებების დაცვით დაკავებული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მოგვმართეს, მათი თავმჯდომარის დაკავების გამო. როგორც ისინი ამბობდნენ, ის მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ სექსუალური უმცირესობების ინტერესებს იცავდა; მერე გაირკვა, რომ მიზეზი სრულიად სხვა რამ გახლდათ.

- თქვენ როგორი დამოკიდებულება გაქვთ ამ ადამიანებთან და რას ფიქრობთ "სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე დისკრიმინაციისა და სქესის იდენტიფიკაციის" კანონპროექტის შესახებ, რომლის მიხედვითაც, ერთსქესიან ადამიანებს კანონით ეძლევათ დაქორწინების უფლება?
- მე ვფიქრობ, რომ ყველას აქვს უფლება, იცხოვროს მისთვის მისაღები წესით, მაგრამ ამით არც სხვის უფლებებს უნდა ლახავდეს.

- ასეთი ადამიანების მაღალ თანამდებობებზე დანიშვნა რამდენად მართებულად მიგაჩნიათ?
- პარიზის და ამსტერდამის მერები ჰომოსექსუალები არიან. რა, ცუდად ართმევენ თავს საკუთარ მოვალეობას?.. სხვათა შორის, ორივე - არჩეული მერია. ამის პრობლემა არც ჩვენთან უნდა იყოს.

- ეს ყველაფერი ქართულ ტრადიციებს ხომ არ ეწინააღმდეგება?
- კი, მაგრამ თუ ვამბობთ, რომ ევროპელები ვართ, გარკვეული საკითხების მიმართ დამოკიდებულება უნდა შევიცვალოთ. მსგავსი პრობლემები ძალიან ბევრმა ქვეყანამ გადალახა, მაგრამ მათ ამის გამო ზიანი არ მისდგომიათ. მესმის, რომ ჰომოსექსუალიზმი საზოგადოებაში ბევრის აღშფოთებას იწვევს, მაგრამ ეს კანონდარღვევასა და აგრესიაში არ უნდა გადაიზარდოს. პირადად მე ვერავინ დამაძალებს - რამე მომწონდეს ან არ მომწონდეს.

- რამდენად ტრადიციული ადამიანი ხართ?
- ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული დამოკიდებულება მაქვს. ვერ ვიტყვი, რომ სადღეგრძელოების მოყვარული, მოქეიფე ქართველი ვარ. პატივს ვცემ ნებისმიერი ადამიანის შეხედულებას - ტრადიციებზე, ადათ-წესებზე და ჩემს შეხედულებას თავზე არავის ვახვევ. საერთოდაც, საკმაოდ თავისუფალი ადამიანი ვარ და ვცდილობ, ყველა შეხედულების ადამიანს გავუგო.

- თქვენს უარყოფით თვისებებზე საუბარი თუ შეგიძლიათ?
- კი, უპრობლემოდ.

- რას მიიჩნევთ თქვენს უარყოფით თვისებად?
- ძალიან მიყვარს კარგად გამოძინება და როდესაც ამის საშუალება არ მეძლევა, ძალიან განვიცდი. ჩემთვის აუცილებელია, დღე-ღამეში 8 საათი მაინც მეძინოს. კიდევ მაქვს უარყოფითი თვისება - ფიცხი ვარ და ზოგჯერ ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, გაცილებით მწვავე რეაქცია მაქვს, ვიდრე საჭიროა. კი ვცდილობ, რომ ამ მხრივ ჩემი თავი გავაკონტროლო, მაგრამ არ გამომდის, რა ვქნა - გურული ვარ...

- სიფიცხეს თანამშრომლებთანაც გამოხატავთ?
- არა, ასე ძირითადად, ოჯახის წევრებთან ვიქცევი. თანამშრომლებთან ვცდილობ, მაქსიმალურად კორექტული ვიყო. ჩემი თუ არ გჯერათ, ჩემს თანაშემწეს ჰკითხეთ.

- სამსახურებრივი პრობლემებისგან განტვირთვას როგორ ახერხებთ?
- ძალიან მიყვარს სპორტი - კალათბურთი და თხილამურებით სრიალი. მაგრამ რაც სახალხო დამცველის პოსტზე დავინიშნე, არც კალათბურთი მითამაშია და ვერც თხილამურებით სრიალს ვახერხებ. უფრო მეტსაც გეტყვით - სამსახურის გადამკიდე, ბოლოს როდის მივედი სახლში 7 საათზე, აღარც კი მახსოვს. კიდევ კარგი, ცოლი არ მყავს, თორემ ხომ ამიკლებდა ბუზღუნით.

- სამაგიეროდ, ალბათ მშობლები გეწუწუნებიან, დროზე დაქორწინდიო...
- სულაც არა. სხვათა შორის, ამ თემაზე მათთან საუბარი საერთოდ არ მქონია. მათ იციან, რომ ამას აზრი არა აქვს...

- როგორი გოგონები მოგწონთ?
- ამ მხრივ, ჩამოყალიბებული სტანდარტი არა მაქვს. უბრალოდ, გოგონამ უნდა მომხიბლოს გარეგნობითაც და ინტელექტითაც.

- აქამდე ვერავინ მოგხიბლათ?
- როგორც ხედავთ, ვერა.

- ვეღარც მეგობრებისთვის იცლით?
- ყოველდღე ნამდვილად ვერავის ვეხმიანები, მაგრამ ვცდილობ, ქორწილები და დაბადების დღეები არ გამოვტოვო. რა ვქნა, ძალიან მიყვარს მეგობრებთან ერთად დროს ტარება.

- ევროპული ა-ლა-ფურშეტი უფრო მოგწონთ თუ ტრადიციული ქართული სუფრა?
- არც ერთზე არ ვამბობ უარს, მთავარია, სუფრაზე კარგი საჭმელი იყოს.

- ე.ი. გურმანი ხართ?
- რომ გითხრათ, ჭამის მეტს არაფერს ვაკეთებ-მეთქი, არ ვიქნები მართალი, მაგრამ გემრიელი საჭმელი მიყვარს.

- თავად თუ შეგიძლიათ რომელიმე კერძის მომზადება?
- კი, შემიძლია. სხვათა შორის, მე მარტო ვცხოვრობ. ასე რომ, საჭმელსაც თავად ვიკეთებ და ჩემს პერანგებსაც ვაუთოებ. ახლაც ჩემი დაუთოებული პერანგი მაცვია. ცოტა შელახული კია, მაგრამ ცუდად დაუთოებული არ გეგონოთ, - დღის ბოლოა და შეილახა...

- კერძების მომზადებაც იცით?
- რამდენიმე იტალიური კერძის მომზადება შემიძლია; ერთ-ერთი საკმაოდ რთული გასაკეთებელია, ლაზანია ჰქვია, ხორციანი აჩმა-ხაჭაპურივითაა. კაი დიდი შარი კია მაგის გაკეთება - სულ ცოტა, 3 საათი მაინც სჭირდება. ლაზანია არაერთხელ გამიკეთებია და მეგობრებთან ერთად დამიგემოვნებია.

- სასმელებზე რას იტყვით?
- სასმელებიდან წითელ ღვინოს ვამჯობინებ. საუკეთესო სასმელია.


ხათუნა ბახტურიძე
ჟურნალი ”გზა”

http://www.ambebi.ge/sazogadoeba/16249-sak...vicvalothq.html
Go to the top of the page
 
+Quote Post
kote-1962
post Feb 4 2010, 12:53 PM
Post #5


საპატიო წევრი
*******

Group: Root Admin
Posts: 13,876
Joined: 23-August 08
ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
From: თბილისი
Member No.: 442



ანაკლია-„დიდი მშენებლობები“ და წართმეული მიწები [video]

15:52 02.02.2010

[ნანა ფაჟავა, ზუგდიდი]

მას შემდეგ, რაც ანაკლია „გრანდიოზული“ მშენებლობების ზონად გამოაცხადდა და შავიზღვისპირა ზოლზე „აუთვისებელი“ მტკაველი მიწის ფართობიც აღარ დარჩა, ხელისუფლება სოფლის მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებსაც მიადგა. სახელმწიფომ, წლების განმავლობაში კერძო საკუთრებაში არსებული მიწები, ანაკლიელებს ისე წაართვა, რომ არც კი შეატყობინა.

ეკა გვილიამ 1700 კვ.მ მიწის ფართობის დაკარგვის შესახებ მაშინ შეიტყო, როცა 20-წლიანი მფლობელობის შემდეგ სახლის აშენება გადაწყვიტა და ზუგდიდის საჯარო რეესტრს მიაკითხა.

ეკა გვილია: „საჯარო რეესტრში მითხრეს, ეს მიწა თქვენი აღარ არისო. იყო თქვენი, გახდა ჩვენიო, სახელმწიფო გადაფარვა მოხდაო, ზუსტად ასე მითხრეს. ახსნა მოვითხოვე, მიპასუხეს, გაყვითლებულიაო. მოკლედ ვერაფერი გავიგე და კიდევ ერთხელ ვუთხარი სახლის მშენებლობას ვიწყებ-მეთქი. არავითარ შემთხვევაში, მიწას ყადაღა ადევსო. არ ვიცი, ჩემი მიწა საკუთრების უფლებით იმავე რეესტრში იყო გატარებული.“

თუ რატომ ჩამოართვეს დაკანონებული მიწის ფართობი, ვერც მარინა სორდიამ გაარკვია. სხვა ანაკლიელებთან ერთად იგი სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.

მანამდე კი, სოფლის მოსახლეობამ „რესპუბლიკელებს“ ზუგდიდის ოფისში მიაკითხა, სადაც საგანგებო ბრიფინგიც გაიმართა. პარტიის ლიდერები, დავით უსუფაშვილი და ლევან ბერძენიშვილი ანაკლიელებს მხარდაჭერას დაპირდნენ. მათ საზოგადოების სოლიდარობის იმედიც აქვთ.

დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლების მიერ გამოცხადებული ყველა გრანდიოზული პროექტის შედეგად მოსახლეობა ზარალდება.

დავით უსუფაშვილი: „ანაკლიის ტერიტორიაზე სხვადასხვა პროექტის განხორციელების საბაბით ხდება მოქალაქეებისათვის საკუთრების წართმევა. დღეს ჩვენ მოგვმართეს კონკრეტული პრობლემით. მათ ხელთ აქვთ მიწაზე საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები, მაგრამ ამავე მიწის ნაკვეთებზე ზოგ შემთხვევაში გაცემულია ახალი მოწმობები, სადაც წერია, რომ ეს საკუთრება სახელმწიფოსია, ზოგს ზეპირად ეუბნებიან, რომ მიწა უკვე აღარ არის მათ საკუთრებაში.

სახელმწიფოები ასე არ იქცევიან. სახელმწიფოებს როდესაც რამე სჭირდებათ, მათ შორის მიწის ნაკვეთები, თავიანთ მოქალაქეებს, ან კომპენსაციას სთავაზობენ, ან უცვლიან, ან ყიდულობენ მათგან. აქ კი ვიღაცის კერძო ინტერესი აშკარაა, რომ ამ ყაჩაღური გზით დაეპატრონონ იმ მიწებს, რომელსაც ალბათ თვლიან, რომ ცოტა ხანში გაძვირდება...“

ლევან ბერძენიშვილი ანაკლიაში შექმნილ პრობლემას ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევად მიიჩნევს და ქვეყნის პრეზიდენტს კონსტიტუციურ გარანტიებს შეახსენებს. „ევროპული წარმოდგენების მიხედვით სიცოცხლისა და საკუთრების უფლება არის ადამიანის უფლებათა ქვაკუთხედი. როდესაც საკუთრებას ეხებიან, ეს ნიშნავს იმას, რომ ყველაფერს ეხებიან. სახელმწიფო არ აშენდება იქ, სადაც მოქალაქის უფლება არის დარღვეული. სახელმწიფო ნამდვილად არ არის სასრიალო ადგილი, ყინულის მოედანი და პრეზიდენტის ლურჯი შარვლის გარდერობი...

ანაკლიელებს ახლა სახელმწიფო ეუბნება, წაგართვი, წავიღეო. სახელმწიფო, ეს მე ვარ, თქვა ლუდოვიკო მეთოთხმეტემ. განსხვავება მასსა და სააკაშვილს შორის ორია. ერთი, რომ სხვა ეპოქაა და მეორე ის, რომ ის დიდი მეფე იყო. ეს კი როგორი წარმატებული პრეზიდენტიცაა, თქვენც იცით, მეც ვიცი, სამეგრელოშიც იციან და მთელ მსოფლიოშიც, მგონი უკვე მესტიაშიც...“

მიწის ფართობების დაბრუნების მოთხოვნით ანაკლიელებმა რაიონის გამგებელსაც მიმართეს. „ცხრაჯერ ვიყავი გამგებელთან მისული, მითხრა, კომპეტენტური არ ვარ, არაფერი ვიციო.“-აცხადებს ეკა გვილია.

არაკომპეტენტურობას რაიონის გამგებელი მაშინაც იმიზეზებდა, როცა 2007 წლის 23 ოქტომბერს შავიზღვისპირა სოფლის მოსახლეობამ აუქციონზე გატანილი 25 ჰექტ მიწის ფართობის გასხვისების მცდელობა გააპროტესტა და გამგეობის შენობასთან მასშტაბური აქცია გამართა. ეს ის სახნავ-სათესი მიწის ნაკვეთები იყო, რომელსაც ანაკლიელები წლების განმავლობაში ამუშავებდნენ.

სოფლის მოსახლეობა მაშინ ხელისუფლებისა და ძალოვანების ზღვისპირეთით დაინტერესებაზეც საუბრობდა. სახელდებოდა კოდუებისა და ქობალიების ოჯახები, რომლებსაც თურმე მიწის ფართობები ვერ გაუყვიათ და საქმე სერიოზულ დაპირისპირებამდეც მისულა. ანაკლიელები არაბი შეიხების გამოჩენასაც იხსენებენ, რომელსაც მეგზურობას ყოფილი პარლამენტარი გრიშა ქობალია უწევდა.

„პრესა.გე“-სთან საუბარში ერთი ანაკლიელი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, იხსენებს იმ ინციდენტსაც, როცა მიწების გადანაწილება გამგებელ ქობალიას ცემით დასრულდა: „როგორც იცით სანაპიროზე „ბუნგალოებია.“ უბრალო ანაკლიელი ამას ვერ დადგამს. ჰოდა, ასეთ ამბავს შევესწარი. ალექსანდრე ქობალია და მისი „საძმო“ ჯერ ცხარედ კამათობდა, მერე დიდი გაწევ-გამოწევაში გადაიზარდა.

მესმოდა და გავარკვიე, რომ „ბუნგალოები“ ვერ გაუყვიათ. ლანძღვა-გინება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ქობალიას ზედ წიხლებით ადგნენ. შემდეგ დარჩელის ქვეგანყოფილების პოლიციელები მოვიდნენ, გაშველება სცადეს. რომ არა ეგ ბიჭები გამგებელს თავში კომბალი მოხვდებოდა. ერთ-ერთმა პოლიციელმა მოასწრო და უზარმაზარი ჯოხი ჰაერში შეაჩერა. მერე კი ქობალია მიუბრუნდა პოლიციელებს და უკმაყოფილებით უთხრა, დროულად რატომ არ შემეშველეთო...“

შეაჩერებენ თუ არა საკუთარი ქონების ჩამორთმევის პროცესს ანაკლიელები, ჯერჯერობით უცნობია. მანამდე კი, „პრესა.გე“ საკითხის გარკვევას რეგისტრაციის სამსახურში შეეცადა. მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა სამსახურმა იუსტიციის სამინისტროს პრესცენტრში გადაგვამისამართა, მისმა ხელმძღვანელმა, ეკა ერგემლიძემ სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ მიწების ჩამორთმევა კანონის სრული დაცვით მოხდა.

ეკა ერგემლიძე: „ამ მოქალაქეებს საჯარო რეესტრისთვის არ მიუმართავთ. ამიტომაც მიწა, რომელიც ამ სამსახურში რეგისტრირებილი არ არის, სახელმწიფო საკუთრებად ითვლება. თავის დროზე ეკონომიკის სამინისტრომ მიმართა საჯარო რეესტრს და შესაბამისად სახელმწიფოს სახელზე მოხდა საკუთრების უფლების რეგისტრაცია. შეიძლება მათ ჰქონდეთ შევარდნაძისდროინდელი რეგისტრაციის მოწმობები, მაგრამ შემდეგ რეგისტრაციის სამსახურში არავის დაუკანონებია.“

„პრესა.გე“-სთვის ბევრი კითხვა უპასუხოდ დარჩა, რადგან იუსტიციის სამინისტროდან წერილობითი პასუხი ვერ მიიღო. არც ის არის ცნობილი თუ რას გეგმავს ხელისუფლება მიწის ამ ფართობებზე და კიდევ რა სიურპრიზს უმზადებენ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ადგილებში საუკუნეების წინ დასახლდნენ.

http://presa.ge/index.php?text=news&i=12157


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
PRESIDENT
post Feb 4 2010, 01:08 PM
Post #6


SERGEANT
**

Group: Members
Posts: 57
Joined: 1-February 10
ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
From: TBILISI
Member No.: 1,176



მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი დაიბადა ქალაქ თბილისში 1967 წლის 21 დეკემბერს, 1984 წელს ოქროს მედლით დაამთავრა თბილისის №51 საშუალო სკოლა. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

განათლება 1995-1996 სწავლობდა დოქტორანტურაში ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ეროვნულ ცენტრში.

1994 დაიცვა სამართლის მაგისტრის ხარისხი ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, სადაც ის სწავლობდა, როგორც ამერიკის კონგრესის სტიპენდიატი.

1992 წარჩინებით დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი. მიღებული აქვს საფრანგეთში ადამიანის უფლებათა ინსტიტუტის დიპლომი ადამიანის უფლებათა შედარებით სამართალში. მუშაობდა ნორვეგიის ადამიანის უფლებათა დაცვის სახელმწიფო კომიტეტში და ნიუ-იორკის უდიდეს საადვოკატო ფირმაში.

პოლიტიკური კარიერა 1995-1999 საქართველოს პარლამენტის წევრი.

1995 აირჩიეს საქართველოს პარლამენტის საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტის თავმჯდომარედ.

24 იანვარი 2000 აირჩიეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად.

12 ოქტომბერი 2000 დაინიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრად. პარლამენტში მისი კანდიდატურის დამტკიცებისას მას რვა ფრაქციიდან შვიდმა მხარი დაუჭირა.

სექტემბერი 2001 პრეზიდენტის კურსისა და მთავრობაში გამეფებული კორუფციისადმი პროტესტის ნიშნად, მინისტრის თანამდებობიდან გადადგა და ამავე წლის 21 ოქტომბერს, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი, ვაკის მაჟორიტარ დეპუტატად აირჩიეს. მიხეილ სააკაშვილი იყო პოლიტიკური პარტიის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე.

2002 სათავეში ჩაუდგა თბილისის საკრებულოს.

2004 წლის 4 იანვარი ქართველმა ხალხმა ხმათა 97%-ით ქვეყნის პრეზიდენტად აირჩია.

2004 დასახელდა "ევროპული ხმის" ყოველწლიური კონკურსის "წლის ევროპელის" "ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მოქალაქედ”.

იანვარი 2005 მიხელი სააკაშვილი ვიქტორ იუშჩენკოსთან ერთად ნობელის პრემიის ლაურეატად წარადგინეს.

მარტი 2005 საქართველოს პრეზიდენტი უკრაინაში წლის ადამიანად დასახელდა.

2008 წლის 5 იანვარი საქართველოს მოსახლეობამ ხმათა 53.47%-ით ქვეყნის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩია.
Go to the top of the page
 
+Quote Post
kote-1962
post Feb 4 2010, 01:19 PM
Post #7


საპატიო წევრი
*******

Group: Root Admin
Posts: 13,876
Joined: 23-August 08
ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
From: თბილისი
Member No.: 442



რუსეთში „კანონიერი ქურდების“ წინააღმდეგ „ქართულ გამოცდილებას“ გამოიყენებენ

12:17 03.02.2010

[გეგა ბერიძე]

ქართველი „კანონიერი ქურდები“ სამშობლოში უმკაცრესი დევნის გამო, რუსეთში ყოფნას ამჯობინებენ“, – ასე ხსნიან „ამიერკავკასიური კრიმინალიტეტის მომძლავრებას“ რუსეთის სისხლის სამართლის სამძებროს ექსპერტები.

„რუსეთში „კანონიერი ქურდების“ უმრავლესობა საქართველოდან ჩამოსულები არიან“, – იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“, რუსეთის შსს-ს სისხლის სამართლის სამძებრო დეპარტამენტის უფროს ისკანდარ გალიმოვზე დაყრდნობით.

მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე გალიმოვმა ეს იმით ახსნა, რომ „ქართულ კანონმდებლობაში არის მუხლი, რომელიც დანაშაულებრივი ავტორიტეტის კატეგორიისადმი კუთვნილებაზე 25-დან 29 წლამდე სასჯელის ვადებს ითვალისწინებს“.

თავისი ნებით „ქურდებს“ საკუთარ წოდებაზე უარის თქმა არ შეუძლიათ. თუკი შენ ამბობ, რომ არ ხარ „კანონიერი ქურდი“, – მაშინ ეს „ზაპადლოა“ (სამარცხვინო ქცევა, რომელიც დანაშაულებრივი ავტორიტეტის დაუწერელ კოდექსთნ შეუთავსებელია)“, - განმარტავს სამძებროს ხელმძღვანელი.

ამასთან გალიმოვი აცხადებს, რომ როგორც წესი დაკითხვებზე „კანონიერიქურდები“ არც მალავენ კრიმინალური სამყაროს უმაღლესი კასტისადმი საკუთარ კუთვნილებას.

„სწორედ ამიტომ ბევრი დანაშაულებრივი ავტორიტეტი საქართველოდან რუსეთში გადმობარგდა“, – თვლის სამძებრო დეპარტამენტის ხელმღვანელი. გალიმოვმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ თუკი რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსში იქნებოდა მუხლი, რომელიც ქართული კანონმდებლობის ანალოგიური იქნებოდა, ქვეყანაში დანაშაულებრივ ავტორიტეტებთან ბრძოლა გაიოლდებოდა.

თანამედროვე „კანონიერი ქურდის“ დახასიათებისას რუსული სამძებროს ხელმღვანელმა აღნიშნა, რომ დროთა განმავლობაში მათი სახე და პრინციპები შეიცვალა. „დღეს ესენი არიან ადამიანები, რომელთაც სურთ ჰქონდეთ გავლენა, ფული, ფლობდნენ საწარმოებს, რომლებიც მათ სტაბილურ შემოსავალს მოუტანს“.

2009 წელს თავდასხმის შედეგად დაღუპული ცნობილი რუსი ავტორიტეტის ვიაჩელავ ივანკოვის (იაპონჩიკის) „მემკვიდრეობის“ საკითხზე საუბრისას ისკანდარ გალიმოვმა აღნიშნა: „ამ პროცესთან დაკავშირებით რაიმე განსაკუთრებული გართულებები და ურთიერთგარჩევები არ შეინიშნება“.

თუმცა, სამძებროს წარმომადგენელმა არ დამალა, რომ სიტუაციის მსგავსი გამწვაებები მოსალოდნელია. „ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას, რომ დანაშაულებრივ ავტორიტეტებს აქვთ სურვილი რაღაც-რაღაცეები გაიყონ, რაც იაპონჩიკის შემდეგ დარჩა“, – აცხადებს ისკანდარ გალიმოვი.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის შინაგან საქმეთა ორგანოებში ოპერატიულ აღრიცხვაზე დგას 149 „კანონიერი ქურდი“ და კიდევ 92 „ავტორიტეტი“ სასჯელს გისოსებს მიღმა იხდის.

„2009 წელს კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად სხვადასხვა მძიმე დანაშაულობებისთვის დაპატიმრებულია 48 ეგრეთ წოდებული „კანონიერი ქურდი“. ეს მესამედით უფრო მეტია, ვიდრე ეს შარშანწინ იყო“, – დასძენს სამძებროს უფროსი.

2009 წელს სამ „კანონიერ ქურდს“, რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის „ორგანიზებული დანაშაულებრივი თანამეგობრობის“ მუხლით 18-დან 25 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ისინი ყველანი რუსეთის შორეული აღმოსავლეთის ფედერალურ ოლქში მოქმედებდნენ.

149 „კანონიერი ქურდიდან“, რომლებიც ოპერატიულ აღრიცხვაზე იმყოფებიან, მათი დიდი ნაწილი რუსეთის ცენტრალურ ფედერალურ ოლქში „მოღვაწეობს“, მათ შორის – მოსკოვის საქალაქო სამმართველოში 42 „ავტორიტეტი“ ირიცხება, ხოლო მოსკოვის ოლქში – 11.

ისკანდარ გალიმოვი შეგვახსენებს, რომ „2009 წელს დაკავებული იქნა გამომძალველობაში და ადამიანებით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი ტარიელ ონიანი (მულუხოვი)“. რუსული შსს-ს მონაცემებით, ონიანი მეორე ავტორიტეტის, ასლან უსოიანის (მეტსახელად დედ ჰასანი) კონკურენტს წარმოადგენს. უსოიანი კი ახლოს იყო ყველაზე ცნობილ რუს მაფიოზთან, ვიაჩესლავ ივანკოვთან (მეტსახელად იაპონჩიკი).

ამ ფონზე მოსკოვის სისხლის სამართლის სამძებროს ოპერატიულმა თანამშრომლებმა ქალაქის ცენტრში დააკავეს მორიგი „კანონიერი ქურდი“ ვალერი ფარიზოვი. ინფორმაციას სამართალდამცავი ორგანოების წყარო ავრცელებს. „1968 წელს დაბადებული ფარიზოვი ორი დღის წინ დაახლოებით 21 საათზე მაშა პარივაევას ქუჩაზე ნომერ 38 სახლთან დააკავეს. მას 13,6 გრამი ჰაშიში აღმოუჩინეს“, – ყვებიან მოსკოვის მილიციაში.

კრიმინალურ წრეებში ფარიზოვი ცნობილია როგორც „ვალერა ტბილისსკი“ და „ვალერა ქურთი“. „ის საქართველოს დედაქალაქის მაცხოვრებელს წარმოადგენს“, – გასაკვირი არ არის, რომ რუსულ მედიას ამის ხაზგასმა არ დავიწყებია.

„ცოტა ხნის წინ ფარიზოვი ერთ-ერთი უმსხვილესი ავტორიტეტი იყო, თუმცა დედ ჰასანთან კონფლიქტის შემდეგ მან საკუთარი გავლენის ნაწილი დაკარგა“, – აღნიშნეს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 228 მუხლის 1 ნაწილით (ნარკოტიკების უკანონო შეძენა და შენახვა).

http://presa.ge/index.php?text=news&i=12175


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
kote-1962
post Feb 4 2010, 02:50 PM
Post #8


საპატიო წევრი
*******

Group: Root Admin
Posts: 13,876
Joined: 23-August 08
ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
From: თბილისი
Member No.: 442



13:06 / 04-02-2010

"ჩეგევარული დემოკრატიის" ძიებაში საქართველო ავტორიტეტს კარგავს


მიმდინარე წლის 7 თებერვალს უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდება, რომელიც ვიქტორ იანუკოვიჩსა და იულია ტიმოშენკოს შორის გამარჯვებულს გამოავლენს.

საერთაშორისო ექსპერტთა აზრით, მეორე ტურის შედეგები უპასუხებს კითხვებს: გაგრძელდება თუ არა ბუნებრივი აირის კრიზისი და თუ განსაზღვრავს არჩევნების შედეგი ევროპის ენერგეტიკული მომარაგების მომავალს.A არჩევნების წინ კი პროგნოზები ისეთია, რომ არაფრის გამორიცხვა შეიძლება, მათ შორის რევოლუციური სცენარისაც, თუკი ამ საქმის კარგად მცოდნე ხალხი ჩაერთო ბრძოლაში. ჯერ კიდევ დღის წესრიგში დგას ქართველი ე.წ.

"დამკვირვებლების" უკვე საერთაშორისო სკანდალად ქცეული საკითხი. მიხეილ სააკაშვილის მიერ ქართველ "ჩე გევარად" მონათლულ გივი თარგამაძეს ამჯერად ხელი მოეცარა და გავრცელებული ინფორმაციით, ცნობილი სატელეფონო საუბრების ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ იძულებული გახდა, სასწრაფოდ დაეტოვებინა უკრაინა. "თარგამაძის და კომპანიის" საქმიანობის შედეგი ჯერჯერობით არის ის, რომ ტიმოშენკო ამაოდ ცდილობს, გაემიჯნოს "ქართულ კვალს," ხოლო უკრაინის ცალკეულ ქალაქში საპროტესტო მიტინგები იმართება, სადაც საქართველოს მოუწოდებენ ქვეყნის შიდა საქმეებში არ ჩაერიოს. მიუხედავად ამისა, უკრაინული მედიის ცნობით, ქართველი "დამკვირვებლების" შეპარვა ქვეყანაში ამჯერად ტურისტული ფირმების მეშვეობით გრძელდება. ცნობილია, რომ ქართული ტურისტული კომპანიები დონეცკში ინტენსიურად ჯავშნიან სასტუმროების ნომრებს აშკარად არატურისტულ სეზონში. ასე რომ, ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის!

ამასთანავე, მიხეილ სააკაშვილს, გარეგნული შემართების მიუხედავად, აშკარად დაეტყო ნერვიულობა, რაც მის ბოლოდროინდელ იმპულსურ პოლიტიკურ ნაბიჯებზეც აისახა. უკრაინაში ფსევდოდამკვირვებლების გაგზავნა, ნატოსთვის საქართველოს ტერიტორიის შეთავაზება ავღანეთში თალიბებისა და "ალ-კაიდას" წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების მოსამზადებლად, სხვა ტრანზიტული ქვეყნების პოზიციის გაგების გარეშე, რეაქციული და იმპულსური განცხადებები უცხოურ პრესაში, სადაც იგი საერთაშორისო საზოგადოებრიობას პოსტსაბჭოურ სივრცეში თავისუფლებისა და დემოკრატიის ბაირახტარად წარუდგენს თავს, გვაფიქრებინებს, რომ სააკაშვილი მხოლოდ მისთვის ცნობილი მიზეზების გამო სერიოზულად არის შეშფოთებული თავის პოლიტიკურ მომავალზე.

თბილისში სახელისუფლებო კულუარული ინფორმაცია სწრაფად ვრცელდება და ამ ინფორმაციას თუ ნაწილობრივ მაინც დავუჯერებთ, მმართველ გუნდში დიდი ბჭობაა გამართული, როგორ გაისტუმრონ უმტკივნეულოდ სააკაშვილი ისე, რომ ხელისუფლებაში კვლავ "ნაციონალური მოძრაობა" დარჩეს. როგორც ამბობენ, აქტიურად მიმდინარეობს გიგი უგულავას წარმოჩენა მომავლის პოლიტიკურ ლიდერად და ამას მოწმობს მისი უპრეცედენტოდ ძვირად ღირებული და მასშტაბური კამპანია, რომელიც, პრაქტიკულად, არაფრით განსხვავდება წინასაარჩევნოსგან. ეს მაშინ, როდესაც არჩევნების ზუსტი თარიღი ჯერ ოფიციალურად არ გამოცხადებულა. ამით უგულავაც და მმართველი პარტიაც ყველას ეუბნება, რომ შეეგუონ უგულავას მეორე ვადით არჩევას.

ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, ბუნებრივია, შეუმჩნეველი არ რჩება საერთაშორისო საზოგადოებრიობისათვის. ექსსპიკერი ნინო ბურჯანაძე, რომელიც დავოსის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს სტუმრის სტატუსით ესწრებოდა, ამბობს, რომ ამ უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ ფორუმს უკვე მეორე წელია საქართველოს ხელისუფლებიდან არავინ ესწრება. "დავოსში იმასაც მივხვდი, რომ, სამწუხაროდ, საქართველოს ოფიციალურ პირებს ამ ფორუმზე უახლოეს წლებშიც არავინ მიიწვევს. ჩვენ აღარ ვართ პრიორიტეტული ქვეყანა ბევრი მიმართულებით. დავოსში მაღალი რანგის პოლიტიკურ პირებთან ორმხრივი შეხვედრები მქონდა, რომლის დროსაც დავრწმუნდი, რომ რეგიონში მნიშვნელოვანი ქვეყნის სტატუსს ვკარგავთ", - განაცხადა ბურჯანაძემ. მისივე თქმით, მსოფლიოსთვის მიუღებელი აღმოჩნდა უკრაინაში ქართველი დამკვირვებლების მოქმედება და ტალიავინის კომისიის წევრებისადმი გამოთქმული ბრალდებებიც.

დასავლურმა მედიამ, მცირე გამონაკლისის გარდა, უკვე დიდი ხანია შეიცვალა კეთილგანწყობილი ტონი თავის დროზე ვაშინგტონის მიერ "ოქროს ბიჭუნად" წოდებული სააკაშვილის მიმართ. ხშირად ქვეყნდება სტატიები, სადაც პირდაპირ არის ნათქვამი, რომ სააკაშვილის პოლიტიკის გამო საქართველოს არასტაბილური ქვეყნის იმიჯი შეექმნა და ქვეყანაში სოლიდურ ინვესტორთა შემოსვლა შეჩერებულია.

ზაზა შანიძე
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)


მასალების გამოყენების პირობები

http://www.ambebi.ge/politika/16256-qchege...ts-kargavs.html


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
kote-1962
post Feb 5 2010, 02:03 PM
Post #9


საპატიო წევრი
*******

Group: Root Admin
Posts: 13,876
Joined: 23-August 08
ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
From: თბილისი
Member No.: 442



ნეიტრალიტეტის ძიებაში საქართველო შესაძლოა, დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს

16:44 - 04.02.2010

ქვეყნის ნეიტრალიტეტის თემა საქართველოში ბოლო დროს კვლავ აქტუალური გახდა. ამ საკითხზე აქტიურად საუბრობენ არა მხოლოდ პრორუსული ორიენტაციით ცნობილი პოლიტიკოსები, რომელთაგანაც ეს მაინცდამაინც არ არის გასაკვირი, არამედ რიგი ის პოლიტიკური ფიგურებიც, რომლებიც დღემდე ნატო-ში გაწევრიანების უალტერნატივობას ქადაგებდნენ.

კერძოდ, ალბათ, არავისთვის არის გასაკვირი პარტია "ნეიტრალური საქართველოს" ლიდერის ვალერი კვარაცხელიას პოზიცია, რომელმაც პარტიის დაარსების დღესვე განაცხადა, რომ ნეიტრალიტეტის მომხრეა და საქართველოს რომელიმე სამხედრო ბლოკში გაწევრიანების კატეგორიული წინააღმდეგი. "თუ განვაცხადებთ, რომ ნეიტრალური ქვეყანა ვხდებით, რა თქმა უნდა, რუსეთი ჩვენს მიმართ ლოიალური გახდება, ხოლო თუ რუსეთის ინტერესების გათვალისწინებას დავიწყებთ, მაშინ ისიც დაიწყებს ჩვენი ინტერესების გათვალისწინებას. პოლიტიკა არ არის კონფრონტაციის ხელოვნება, პოლიტიკა ინტერესეთა ჰარმონიზების ხელოვნებაა და თუ რუსეთის ინტერესებს არ გავითვალისწინებთ და მის ეროვნულ უსაფრთხოებას შევეხებით, ეს ისეთი უგუნური პოლიტიკა იქნება, რომელიც იშვიათად თუ შეგვხვდება სადმე პლანეტის მასშტაბით", - აცხადებს კვარაცხელია.

აქტიურად დაადგა "ინტერესთან ჰარმონიზაციის" გზას ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელიც, რომელიც რუსეთის პრემიერს ვლადიმერ პუტინს შეხვდა, თუმცა საკუთრივ ნეიტრალიტეტის თემაზე მას პოზიცია ღიად ამ დრომდე არ დაუფიქსირებია.

პოლიტიკური გაერთიანება "ქართული პოლიტიკის" ლიდერი გოჩა ფიფია საქართველოს ნეიტრალიტეტს დიდი ხანია, ითხოვს და პოლიტიკურ პარტიებს თანამშრომლობას სთავაზობს. "საქართველო უკვე მრავალი წელია, ვეღარ მონაწილეობს გლობალურ პროცესებში, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა. იგი დამოკიდებულია სხვა დიდ ქვეყნებზე გადაწყვეტილებების მიღებისას, შესაბამისად, საქართველოსთვის ერთადერთი გამოსავალი ნეიტრალური ქვეყნის სტატუსია. საქართველოს ნეიტრალიტეტის გარანტორებად უნდა იქცნენ მსოფლიოს საერთაშორისო ორგანიზაციები, სხვადასხვა ქვეყნები, მათ შორის - ამერიკა და რუსეთიც", - განმარტავს ფიფია.

ასევე დიდი ხანია, საუბრობს ნეიტრალიტეტის აუცილებლობაზე პარტია "იმედის" ლიდერი ირინა სარიშვილი, რომელიც მიესალმება იმ ფაქტს, რომ "ქართველ პოლიტიკოსებში ნატო-ს საკითხი აქტუალობას კარგავს და ის ისტერიაც, თითქოს აშშ ჩვენს მაგივრად იომებდა, ჩაცხრა". "ძალიან სასიამოვნოა, რომ საქართველოში ქვეყნის ნეიტრალიტეტზე ფიქრს სულ უფრო მეტი პოლიტიკოსი იწყებს. ვფიქრობ, რომ თანდათან პოლიტიკური სპექტრის უდიდესი ნაწილი სწორედ ნეიტრალიტეტის პოზიციაზე შეჯერდება. უბრალოდ გულდასაწყვეტია, რომ მათ ეს პოზიცია თავიდანვე არ ჰქონდათ და ამმხრივ ჩვენ სრულიად მარტონი აღმოვჩნდით", - განუცხადა "პირWელს" სარიშვილმა.

ბევრად უფრო საინტერესო იყო ანალოგიური პოზიციის მოსმენა "ხალხის პარტიის" თავმჯდომარისგან კობა დავითაშვილისგან: ირკვევა, რომ კაცისთვის, რომელიც დღემდე ნატო-სკენ სვლის ალტერნატივას ვერ ხედავდა, ყოველ შემთხვევაში, ასე აცხადებდა თავად, "ინტერესეთა ჰარმონიზების ხელოვნება" ასევე მშობლიურია. "საქართველოს ნატო-ზე ჯვარი დაწერილი არ აქვს. თუ კი რუსეთს ექნება რაციონალური პოლიტიკა და ჩამოაყალიბებს საკუთარი მოთხოვნებს, ჩვენ მოვისმენთ მის პირობებს. მაგალითისთვის შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ნატო-ზე ჯვარი არ დაგვიწერია და ნეიტრალიტეტისთვისაც კი მზად ვარ, თუ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება", - განაცხადა დავითაშვილმა.

ყურადსაღებია, რომ ცოტა ხნის წინ ნეიტრალიტეტის თემას გადაცემა "პირველმა კავკასიურმა" ტელეარხმაც მიუძღვნა, რომელიც ამა თუ იმ ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილად და შესაბამისად, მმართველ გუნდში არსებული განწყობების გამჟღერებლად მოიაზრება.

იმაზე, თუ რატომ იძენს აქტუალობას ნეიტრალიტეტის თემა, ვის მიერ და რა მიზნებით ხდება მისი პედალირება და რამდენად განხორციელებადია ეს იდეა საქართველოსთვის, "პირWელი" ქართველ ექსპერტებს ესაუბრა.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ირაკლი სესიაშვილი "ნეიტრალიტეტის" თემას ერთ-ერთ ურთულეს საკითხად მიიჩნევს და აცხადებს, რომ "ნეიტრალიტეტის გზის ძიებაში ჩვენი სახელმწიფო შესაძლოა, დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს". "ნეიტრალიტეტის თემა ერთ-ერთი ურთულესი საკითხია, განსაკუთრებით - კავკასიის რეგიონთან მიმართებაში, სადაც მსოფლიოს უძლიერესი მოთამაშეების ინტერესები იკვეთება. საქართველოს ნეიტრალიტეტის საკითხი შეიძლება, მხოლოდ კომპლექსურად, რეგიონული უსაფრთხოების ჭრილში გადაწყდეს და ამ დროს გასათვალისწინებელია როგორც საქართველოში არსებული კონფლიქტური რეგიონების, კერძოდ, მათი სტატუსის საკითხი, ასევე რეგიონში არსებულ ქვეყნებს შორის ურთიერთდამოკიდებულება. ვფიქრობ, ასეთი შეთანხმების მიღწევა რეგიონში არსებულ ქვეყნებს შორის, ასევე ძლიერი მოთამაშეების - რუსეთის, აშშ-ის, ევოკავშირის და სხვათა ინტერესების გათვალისწინებით ფაქტობრივად შეუძლებელია, რამდენადაც ეს პირდაპირ კავშირშია სხვა თემებთან, მათ შორის - ენერგეტიკულ უსაფთხოებასთან", - განმარტავს სესიაშვილი და ასკვნის, რომ "რაოდენ მიმზიდველადაც არ უნდა ჟღერდეს ჩვენი მოსახლეობისთვის ნეიტრალიტეტის თემა, პრაქტიკაში ეს იდეა უტოპიურია, რომ აღარაფერი ვთქვათ მის უარყოფით მხარეებზე". ამ უკანასკნელში კი ექსპერტი პირველ რიგში, გეოპოლიტიკურ ფაქტორს, საფრთხეებით დატვირთულ რეგიონს, სხვა ქვეყნებზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას, სოციალურ, ეთნიკურ და კულტურულ საფრთხეებს გულისხმობს. "ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ნეიტრალიტეტის გზის ძიებაში ჩვენი სახელმწიფო შესაძლოა, დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს", - თვლის სესიაშვილი.

უტოპიურად მიიჩნევს ამ იდეას პოლიტოლოგი სოსო ცინცაძეც, რომელიც საქართველოს ნეიტრალიტეტზე მოსაუბრეებს "ნეტარმორწუნე დილეტანტებად" მიიჩნევს. "საქართველოს გეოგრაფიული ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყანა სამწუხაროდ, ვერასოდეს იქნება ნეიტრალური. ნეიტრალიტეტის თემა მისაღებია და მიმზიდველიც ნებისმიერი სუსტი ქვეყნისთვის და მათ შორის საქართელოსთვისაც. თუმცა საქართველო გეოპოლიტიკურად საინტერესოა მსოფლიოსთვის და სამწუხაროდ, ეს ფაქტორი ქვეყნის ნეიტრალიტეტს გამორიცხავს. მას, ვინც დღეს საქართველოს ნეიტრალიტეტზე საუბრობს, საგარეო პოლიტიკაში არაფერი გაეგება. ობიექტური მიზეზების - რუსეთის და დასავლეთის ინტერესების გათვალისწინებით, ნეიტრალიტეტზე საუბარი უბრალოდ ზედმეტია. საქართველოს ისტორიას ბევრი ისეთი ადამიანები ახსოვს, რომელსაც ქვეყნისთვის მართლაც კარგი სურდა, მაგრამ შედეგი დამღუპველი აღმოჩნდა", - განაცხადა ცინცაძემ, რომელიც დარწმუნებულია, რომ რუსეთი საქართველოს მიმართ აგრესიულ პოლიტიკაზე უარს არც ნატო-სკენ გეზის შეცვლის შემთხვევაში იტყვის. "საქართველოს საერთაშორისო მხარდაჭერა, თუნდაც დეკლარაციის დონეზე მუდმივად დასჭირდება. ზღაპარია იმაზე ფიქრი, რომ საქართველო ნატო-ზე უარს იტყვის და რუსეთი ტერიტორიებს დაგვიბრუნებს. ქვეყნის გამთლიანება საერთაშორისო ძალისხმევის გარეშე უბრალოდ შეუძლებელია", - დასძინა ცინცაძემ.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში, ყოფილი დიპლომატი გიორგი მამულია კი ნეიტრალიტეტის თემის წინ წამოწევას პირდაპირ უკავშირებს იმ კურსს, რომელსაც ამჟამად საქართველოს მიმართ პუტინ-მედვედევის ხელისუფლება ატარებს. "ამ თემის პედალირების მიზანი ჩვენი მოსახლეობის დეზორიენტაციაა. მთავარი ის არის, რომ თავად კრემლი არასდროს განიხილავდა საქართველოს ნეიტრალიტეტს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, როგორც მისთვის მისაღებ Modus Vivendi-ს თბილისთან ურთიერთობისას. ნეიტრალიტეტი გულისხმობს ქვეყნის არშესვლას არცერთ სამხედრო ბლოკში, რაც, ამავე დროს, გამორიცხავს მის ტერიტორიაზე სხვა სახელმწიფოთა და სამხედრო ბლოკთა საჯარისო ფორმირებებისა და ინფრასტრუქტურის ყოფნას. ეს კი, თავის მხრივ, აბსოლუტურად მიუღებელია კრემლისთვის, რომლის მთავარ მიზანს სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე საკუთარი სამხედრო ბაზების ხელახალი განლაგება წარმოადგენს. კრემლის რეალური მიზნების საუკეთესო მაგალითს იძლევა მოლდოვაში შექმნილი მდგომარეობა. ერთ-ერთ ჩემს წინა ინტერვიუში უკვე მივუთითე, რომ საქართველოსგან განსხვავებით, პრეზიდენტმა ვორონინმა საჯაროდ განაცხადა უარი ნატოში ინტეგრაციაზე. ამის მიუხედავად, კრემლმა არამხოლოდ ყოველმხრივ შეუწყო ხელი ამ ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციას, არამედ, ისარგებლა რა კიშინიოვის სისუსტით, არ გაიყვანა დნესტრისპირეთიდან საკუთარი ჯარები, თუმცა ამას პირდაპირ მოითხოვდა მისგან მის მიერვე ხელმოწერილი საერთაშორისო ხელშეკრულება, კერძოდ, 1999 წელს სტამბოლში ეუთო-ს სამიტზე ხელმოწერილი შეთანხმება. კიდევ კარგი, რომ მოლდოვასგან განსხვავებით, საქართველოს ხელისუფლებამ პრინციპიალური პოზიცია დაიკავა საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ რუსულ ბაზებთან მიმართებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ახლაც კი გვეყოლებოდა რუსული ბაზები ბათუმში, ახალქალაქში და ვაზიანში. საერთოდ კი, უკვე 2007 წლის ივლისიდან, როდესაც პუტინმა ოფიციალური მორატორიუმი დაადო ევროპაში ჩვეულებრივ შეიარაღებულ ძალთა შესახებ ხელშეკრულებაში რუსეთის მონაწილეობას, ცხადი გახდა, რომ ამის უმთავრესი მიზეზი კრემლის სურვილი იყო, ნებისმიერი საშუალებით აღედგინა საკუთარი სამხედრო-პოლიტიკური კონტროლი დსთ-ის ქვეყნებზე. საქმე ის არის, რომ პუტინს ისეთივე დამოკიდებულება აქვს მის მიერვე ხელმოწერილ საერთაშორისო ხელშეკრულებებთან, როგორც თავის დროზე ჰიტლერს ჰქონდა, რომელმაც განაცხადა, რომ ხელშეკრულებები მხოლოდ მანამდემდე უნდა დაიცვა, სანამ ისინი შენთვისაა მომგებიანი. ევროპაში ჩვეულებრივ შეიარაღებულ ძალთა შესახებ 1996 წელს ვენაში ხელმოწერილი ხელშეკრულების საფლანგო შეზღუდვების დოკუმენტის ძალით, კრემლს უფლება ჰქონდა, ჰყოლოდა ლენინგრადისა და ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქებში არაუმეტეს 700 ტანკისა, 580 ჯავშანმანქანისა და 1280 საარტილერიო სისტემისა. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე პუტინმა გადაწყვიტა, სისხლში ჩაეხრჩო ჩეჩნეთის დამოუკიდებლობა. ამიტომაც არის, რომ 1999 წელს, ეუთო-ს სტამბოლის სამიტის დროს კრემლი იძულებული შეიქნა, დასთანხმებოდა საქართველოდან და მოლდოვადან რუსული ჯარების გაყვანას, რათა მათ ხარჯზე უფლება ჰქონოდა, გაეზარდა ჩრდილოეთ კავკასიაში სამხედრო ძალები ჩეჩნეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის დასაწყებად. თუმცა რუსეთი ყოველმხრივ აჭიანურებდა საქართველოდან თავისი ჯარების გაყვანას, საქართველოს მთავრობის დაჟინებული მოთხოვნის გამო მას, საბოლოო ჯამში, მაინც მოუწია ამის გაკეთება. 2007 წლისთვის მდგომარეობა შეიცვალა. ნავთობზე ფასები მკვეთრად გაიზარდა, რამაც გარკვეულწილად ევროპა რუსეთზე დამოკიდებული გახდა. ამავე დროს, პუტინს იმის ილუზიაც ჰქონდა, რომ ამ დროისათვის ჩრდილოეთ კავკასიელ პარტიზანთა წინააღმდეგობა საბოლოოდ გატეხა წელში. ყოველივე ამის გამო პუტინმა ჩათვალა, რომ შექმნილი ვითარების გამო შესაფერისი მომენტი დადგა პოსტსაბჭოურ სივრცეზე კრემლის ჰეგემონიის აღსადგენად. ამიტომაც იყო, რომ 2007 წლის ივლისში პუტინმა მორატორიუმი დაადო ევროპაში ჩვეულებრივ შეიარაღებულ ძალთა შესახებ ხელშეკრულებაში (და, შესაბამისად, ამავე ხელშკრულების საფლანგო შეზღუდვების შეთანხმებაში) რუსეთის მონაწილეობას, რითაც ცალმხრივად "გაითავისუფლა ხელები" სამხრეთ კავკასიაში მომავალი ექსპანსიისათვის. ეს კი, კრემლის გეგმის მიხედვით, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობდა საქართველოს ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზებისა და სხვა ინფრასტრუქტურის აღდგენას. ჩემი ცნობით, პუტინს ეს პირდაპირ უთქვამს კიდევაც სააკაშვილისთვის. ამასვე დაემატა სწორედ იმ დროს მომხდარი კოსოვოს აღიარება და ნატოს ბუქარესტის სამიტი, სადაც გერმანია-საფრანგეთის უპრინციპო პოზიციის გამო საქართველოს უარი უთხრეს მაპ-ის მინიჭებაზე. სწორედ ამ საერთაშორისო კონტექსტში უნდა განვიხილოთ 2008 წლის აგვისტოს ომი, რომელშიც კრემლის მთავარ მიზანს სააკაშვილის მთავრობის დამხობა და საქართველოს მთელს ტერიტორიაზე რუსული სამხედო ბაზების დაბრუნება გახლდათ. როდესაც ეს სცენარი კრემლს წყალში ჩაუვარდა, პუტინმა თავი იმით ინუგეშა, რომ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებით ამ რეგიონების სამხედრო ოკუპაციისა და იქ რუსული სამხედრო ბაზების განთავსების ე.წ. "ლეგალიზაცია" მოახდინა. როგორც ხედავთ, მსგავს საერთაშორისო კონტექსტში საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რაიმე მანევრირების შესაძლებლობა უკიდურესად შეზღუდული იყო. ხელისუფლების წინაშე იდგა შემდეგი ალტერნატივა: ან თანხმობის მიცემა ქვეყნის ხელახალ ოკუპაციაზე რუსული ბაზების მის მთელს ტერიტორიაზე დაბრუნების სახით, ან წინააღმდეგობის გაწევა და ამით ქვეყნის ძირითადი ტერიტორიის მაინც რუსული ოკუპაციისგან გადარჩენა. ზემოთთქმულიდან გამომდინარე, კრემლის მიერ ქართულ პოლიტიკურ წრეებში შემოგდებული ნეიტრალიტეტის თემა სხვა არაფერია, თუ არა საქართველოს რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური კონტროლის ქვეშ დაბრუნების პირველი ეტაპის იდეოლოგიური მომზადება. ჯერ ნეიტრალიტეტის საფარქვეშ უნდა მოხდეს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაცია, შემდეგ კი - უშუალოდ რუსული ბაზებისა და სხვა სამხედრო ინფრასტრუქტურის დაბრუნება საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. ამასთან, პირდაპირი ინტერვენციის მოხდენაც უფრო ადვილია იმ ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც დე ფაქტოდ უკვე განიხილება საერთაშორისო საზოგადოების მიერ რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფად. ამით კრემლის ამ ქმედების გასამართლებლად "შესაფერისი არგუმენტებიც" მიეცემა ევროპაში არსებულ პრორუსულ ლობის. არ უნდა დავივიწყოთ, რომ აგვისტოს ომის დროს საერთაშორისო თანამეგობრობის დიპლომატიური მხარდაჭერა მნიშვნელოვანწილად სწორედ ჩვენი მტკიცედ პროდასავლური კურსით იყო განპირობებული", - განმარტა "პირWელთან" საუბარში მამულიამ.

ლევან ჭითანავა

საინფორმაციო სააგენტო "პირWელი"

http://pirweli.com.ge/index.php?option=com...47&Itemid=1


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
kote-1962
post Feb 6 2010, 11:21 AM
Post #10


საპატიო წევრი
*******

Group: Root Admin
Posts: 13,876
Joined: 23-August 08
ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
From: თბილისი
Member No.: 442



დიდი გარიგება დიდი არჩევნების წინ

17:05 05.02.2010

[რუსიკო მუმლაძე]

„აზერბაიჯანის ყველა შემოსავლის წყარო - ნავთობი და გაზი, მიბმულია საქართველოზე. ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება“, - აცხადებს პრესა.გე-სთან ინტერვიუში თბილისის მერობის სავარაუდო კანდიდატი გიორგი ჭანტურია. რატომ ჩაება იგი საარჩევნო აჟიოტაჟში? მართლა სურს თუ არა მას თბილისის მერობა? რატომ არის მისი პროგრამა პრეზიდენტობის კანდიდატის პროგრამის ტოლფასი და რის ფასად სურს მას სტრატეგიული პროექტების განხორციელება?

საინტერესოა, რომ გუშინ აზერბაიჯანის პრეზიდენტი გერმანიის კანცლერს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა დააფიქსირეს პოზიცია, რომ მოხარულები არიან „ნაბუქოს“ გაზსადენის პროექტის დაძვრით.

„კავკასიაში აზერბაიჯანს აქვს ყველაზე დიდი ვაჭრობისა და პოზაში დგომის საშუალება. ხედავთ, როგორც კი ყარაბაღის ფორმატში აზერბაიჯანის ინტერესების იგნორირება მოხდა, მაშინვე მოაშორა თურქული დროშა, ბლეფი იყო სოჭი-მოსკოვის შეხვედრები... დააკვირდით, რა მოხდა – „ნაბუქოს“ კონსორციუმის წევრმა ავსტრიულმა კომპანიამ სულ ახლახანს, ამდენი მსჯელობების შემდეგ ძლივს მიაღწია შეთანხმებას და გაარკვია, რომელი მონაწილე ქვეყანა, რამდენ მილიარდ კუბამეტრ გაზს იძლევა. აზერბაიჯანი 7 მილიარდს, ერაყი – 7 მილიარდს, ხოლო ეგვიპტე – 1 მილიარდს. აზერბაიჯანი მსხვილი მოთამაშე გამოდის და ისეთი მდგომარეობა შეიქმნა, რომ იქით უნდა ეხვეწო”, - განაცხადა პრესა.გე-სთან საუბარში ექსპერტმა მამუკა არეშიძემ.

„ნაბუქოს“ პროექტი დაიძრა თუ არა, რამდენიმე დღეში საქართველოში ახმაურდა აქამდე მიძინებული სხვა სტრატეგიული პროექტებიც... დიდი ენერგოპოლიტიკური პროექტების გამხმოვანებელი, ისე როგორც ბაქო-სუფსა-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტის დაწყების წინ, კვლავ ალიევის უახლოესი მეგობარი და თბილისის მერობის სავარაუდო კანდიდატი გიორგი ჭანტურიაა.

გიორგი ჭანტურია თავის კანდიდატურას ოფიციალურად მაშინ წამოაყენებს, თუ მოსახლეობასთან, სამეცნიერო და საგანმანთლებლო წრეებთან შეხვედრის შემდეგ დარწმუნდება, რომ კანდიდატურის დაყენება ღირს. უსწრაფესი ტემპებით მიმდინარეობს უწყინარი შეხვედრები მედიცინის მუშაკებთან, მეცნიერებთან, ექსპერტებთან. გუშინ გია ჭანტურია მსხვილ ქართველ და უცხოელ ბიზნესმენებს შეხვდა.

ამონაწერი „ქრისტიან-დემოკრატების“ მიერ გავრცელებული პრეს-რელიზიდან: „კონსულტაციების ძირითადი მიზანია განხილულ იქნას იმ საკითხთა და პრობლემათა წრე და მათი გადაწყვეტის გზები, რომლებიც დღეს დგას თბილისისა და მისი მოსახლეობის წინაშე“. თუმცა აღნიშნულ შეხვედრაზე ოფიციალურად მხოლოდ სუფსის ინდუსტრიული ზონის ენერგეტიკული პროექტები წარადგინეს და განიხილეს, თბილისი და მისი პრობლემები იქ არავის გახსენებია, მათ შორის, არც ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტს გიორგი ისაკაძეს, რომელსაც ეს შეხვედრა მიჰყავდა.

1 მილიონ აშშ დოლარის ღირებულების პროექტი ასეთია: საქართველოში უნდა აშენდეს სუფსის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ნავთობქიმიური კომპლექსი, სადაც, როგორც თავად ჭანტურიამ აღნიშნა, ყაზახური გოგირდშემცველი ნავთობი აზერბაიჯანულ ნავთობთან შეერევა, გადამუშავდება და უმაღლესი ხარისხის გახდება. ჭანტურიას ბიზნესმენებთან შეხვედრაც, ფაქტობრივად, ამ პროექტების განვითარების პერსპექტივებს შეეხო. არჩევნები იქ არავის გახსენებია.

პროექტის სტრატეგიულობაზე ამერიკელმა ექსპერტმა მაიკლ აუდლიმ, რომელიც თავადაა პროექტში ჩართული და ამ პროექტის ერთ-ერთ „მამად“ სახელდება, ასეთი კომენტარი გააკეთა: „ეს პროექტი მოგებას მისცემს ყველას, მათ შორის ტრანზიტულ ქვეყნებსაც. გააძლიერებს ქვეყნის უსაფრთხოებას. პროექტში სომხეთი და უკრაინაც განიხილება, როგორც მომხმარებელი ქვეყნები. გემებს ბოსფორის სრუტეში შესვლის პრობლემა არ ექნებათ... რუსეთი, ალბათ, არ იქნება მომხრე ჩვენი პროექტისა. ის არც ერზერუმსა და ბაქო-ჯეიჰანს უჭერდა მხარს. ეს პროექტი რომ დაიწყოს, დეკრეტის, ბრძანებულების გამოცემაა საჭირო. ნიადაგი უნდა შემზადდეს“.

გიორგი ჭანტურია: „დღეს ამ პროექტის ამუშავებისთვის ხელსაყრელი პირობებია. აზერბაიჯანი 2012 წლისთვის 60 მილიონ ტონა ნავთობს მოიპოვებს, ყაზახეთი – 100 მილიონზე მეტს. თურქმენეთი – 110 მილიარდ კუბ. გაზს, აზერბაიჯანი – 31,35 მილიარდს, ყაზახეთი - 31 მილიარდს. კასპიის ზღვის აუზიდან ამ მარაგის გამოტანის ორი გზაა: ნავთობისთვის - ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, გაზისთვის - ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი.

საქართველოს ხელისუფლებას ისედაც აქვს შავ ზღვაზე გაზსადენის მშენებლობის იდეა. ყაზახეთმა ჩინეთის მიმართულებით მილსადენი ააშენა და 20 მილიონი ტონა ნავთობი იტვირთება, მაგრამ კაჩაგანის ნავთობის მთელი მოცულობის ამ მიმართულებით გადატვირთვა საკმაოდ რთულია. სუფსის ინდუსტრიული ზონის ენერგეტიკული პროექტების განხორციელების შემთხვევაში, შესაძლებელია, შაჰ-დენიზის მეორე მხარეს გაბურღვაც.

სუფსა ამ პროექტის განსახორციელებლად ყველაზე ხელსაყრელია ტერიტორიულად, რითაც მოხდება შავი ზღვის აუზის ქვეყნების ენერგოუსაფრთხოების შექმნა.

დღის წესრიგში დგას თხევადი ნავთობის თხევად გაზად გადაქცევა და ამისთვის ქარხნის აშენება. განვავითარებთ ნავთობქიმიას. სამბლოკიან ქარხანაში მოხდება ნარჩენი მაზუთის დაწვა... გარემოს დაცვისთვის სპეციალური პროგრამა მუშავდება.

სუფსის მთავარი მიმზიდველობა შესართავის სიღრმეებია. გემების მისაღებად სუფსასთან შესაფერისი სიღრმეა. ამ შესართავთან ზღვაში 3 კილომეტრზე მილი შედის (ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მშენებლობის დროს ჩავდეთ), ფსკერზე შენდება ჩასატვირთი მოწყობილობა და გემებზე ამის მეშვეობით ხდება ნავთობპროდუქტების ჩატვირთვა.

სუფსა ყველაზე მიმზიდველი გარემოა ამ სისტემის შესაქმნელად. ამერიკასა და ევროკავშირში დიდია შავი ზღვის ქვეყნების ენერგოუსაფრთხოებით დაინტერესება, რუსული ინტერესები კი კვეთს ყველა ინტერესს. მთავარია, მაღალ დონეზე ავიყვანოთ საქართველოს საინვესტიციო გარემოსადმი ნდობა. საზღვაო სისტემებისა და მუშა-ხელის თვალსაზრისით ჩვენთან მიმზიდველი სიტუაციაა. საქართველოში, სწორი მენეჯმენტის შემთხვევაში, პროექტის ამოქმედება პრობლემა არ არის“.

როგორც უკვე ავღნიშნეთ, შეხვედრაზე თბილისი არავის გახსენებია და არც ეს პროექტია მხოლოდ თბილისისთვის გათვლილი. შესაბამისად, ჩნდება ეჭვი, რატომ ახდენს თბილისის მერობის კანდიდატი ასეთი მასშტაბური პროექტების პრეზენტაციას მერობის კანდიდატის შეხვედრების საფარქვეშ?

გავრცელდა ინფორმაცია, რომ გია ჭანტურიასთან გარკვეული გარიგება შედგა. ამ მართლაც სტრატეგიული მნიშვნელოვანი პროექტს ხელისუფლების მხრიდან მწვანე შუქი აენთება, თუ ის თავის კანდიდატურას არჩევნებში დააყენებს და ამით ოპოზიციის ხმებს დაქსაქსავს. შესაბამისად, გიგი უგულავა მერის პოსტს შეინარჩუნებს, გიორგი ჭანტურია – პროექტს, საქართველოს მოგება კი პროექტი იქნება, რომელსაც, ნებისმიერ სხვა გიგანტურ პროექტებთან ერთად, ოპოზიციის საერთო აზრით, ამ ხელისუფლების მმართველობის პირობებში საფრთხე ყოველთვის შეექმნება.

თუმცა, ამ პროექტებისადმი საერთაშორისო ინტერესების და სანდოობის თვალსაზრისით, ასევე საქართველოში უკვე განხორციელებული პროექტებით თუ ვიმსჯელებთ, ჭანტურიას კანდიდატურა უკვე არის ახალი პროექტის წარმატებით განხორციელების წინაპირობაც და გარკვეული ბერკეტი ხელისშემშლელი პირობების წინააღმდეგ.

პრესა.გე-სთან საუბარში თავად ჭანტურია დიდი მონდომებით საუბრობს იმის თაობაზე, თუ როგორ დაეხმარება მას თბილისის მერობა ამ პროექტების განხორციელებაში, მაგრამ ძალიან საინტერესო პასუხს იძლევა კითხვაზე, თუ მერი არ იქნება მაშინ როგორ განახორციელებს ამ პროექტს: „თუ მერი არ ვიქნები, მაინც განვახორციელებ ამ პროექტებს, იმიტომ, რომ არ ვიყავი არც მერობის კანდიდატი და არც მერი, მაგრამ სხვა პროექტები განვახორციელე”. შესაბამისად, ჩნდება კითხვა: მაშ რაღაში ჭირდება ჭანტურიას საარჩევნო თავსატეხი? მისი პასუხი ასეთია: “თუ ვიქნები მერი, ამ პროექტებსაც მეტად დავეხმარები. და საქართველოში ინვესტორების მხრიდან ნდობის ფაქტორის აღდგენის პროცესსაც, სწორედ იმ ფაქტორით, რა მნიშვნელობაც აქვს ქალაქის მოსახლეობის ნდობას ინვესტორისთვის”.

ერთი სიტყვით, ჭანტურია უკვე იბრძვის ორ ფრონტზე, მის კანდიდატურასთან დაკავშირებით კი კონსერვატორების ლიდერი ზვიად ძიძიგური მეორე ვერსიას ავითარებს: “რომ გითხრათ, გია ჭანტურია ოპოზიციის ხმებსა წაიღებს-მეთქი, თქვენც არ დამიჯერებთ. რაც უფრო მეტი იქნება სახელისუფლებო კანდიდატი, მით უკეთესი”.

კონსერვატორების მოსაზრებას იზიარებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან ვეფხვაძეც:

„ძალიან საინტერესო ინფორმაციაა. ვინც ამბობს, რომ ჭანტურია გაურიგდა ხელისუფლებას, ის ელემენტარულად სოციოლოგიაში ვერ ერკვევა. ხელისუფლება გიორგი ჭანტურიას იმაში უნდა გარიგებოდა, რომ თუ კანდიდატურას არ დააყენებს, მაშინ აენთებოდა მის პროექტს მწვანე შუქი. გიორგი ჭანტურიას უგულავას ხმები მიაქვს. ნაწილს, რა თქმა უნდა, ოპოზიციის ხმებსაც წაიღებს.

მე ვადასტურებ იმას, რომ თუ ჭანტურიამ თავისი კანდიდატურა წამოაყენა, ის სოციალურად ორიენტირებული ხმებისთვის იბრძოლებს. გიგი უგულავას რეიტინგი სწორედ ამ ხმების ხარჯზეა გაზრდილი და ჭანტურია ამ ხმებს გაუყოფს. ალასანიას კონკურენტი ნაკლებად იქნება, რადგან ამ კანდიდატს პოლიტიკურად მოტივირებული ხმები მიაქვს. მის ამომრჩეველს აქვს პოლიტიკური მოტივაცია და პოლიტიკურად მოტივირებული ხმების წამოღება ყოველთვის უფრო ძნელია. მეტსაც გეტყვით, ჩვენ თბილისში მხარს რვა პროცენტი გვიჭერს და ჩვენი ამომრჩევლების 3-4 პროცენტის ხმა უგულავას მიაქვს, სწორედ სოციალურად ორიენტირებული ხმების ხარჯზე. ამ მიმართულებით კი ჭანტურია ძალიან დიდი მოთამაშე შემოდის და გაუყოფს კიდეც უგულავას ხმებს. პოლიტიკური ხმების წაღების გათვლა არც არავის აქვს“.

არც ის ფაქტია დასავიწყებელი, რომ ეს დიდი მოთამაშე ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოდან აზერბაიჯანში გადაბარგდა. შევარდნაძის დროინდელი გავლენიანი პირების პერმანენტული დაკავებების შემდეგ, მუდმივად ჩნდებოდა მოსაზრებები, რომ ჭანტურიას დააკავებდნენ. „მემარჯვენე“ ფიქრია ჩიხრაძე: “ეს ადამიანი საქართველოდან, რომელიღაც რესტორნიდან გაიქცა და აზერბაიჯანში გადავიდა მალულად. ის თავს ყოველთვის დევნილად თვლიდა”.

თუმცა, რამდენად ადვილი იყო ილჰამ ალიევის მარჯვენა ხელის დაპატიმრება, იმ ფაქტითაც კარგად დასტურდება, რომ ჭანტურია გადარჩა, თავის დროს დაელოდა და ახალი პროექტებით დაბრუნდა საქართველოში. ახალი ძალისა და წონის შესაძენად კი თბილისის მერობის სავარაუდო კანდიდატად მოგვევლინა.

ალბათ, სწორედ, სიტყვა “სავარაუდოშია” საქმე. როცა ილჰამ ალიევი ევროპულ ტურნეში გაემგზავრა “ნაბუქოს” პროექტთან დაკავშირებით (რისი განხორციელებაც საქართველოს ტერიტორიის გამოყენების გარეშე შეუძლებელია) ამავდროულად, აქ ჭანტურია ამოქმედდა ორ ფრონტზე, ეს იმას ნიშნავს, რომ სააკაშვილის არაპროგნოზირებადი პოლიტიკისგან თავდასაცავად “ნაბუქოს” მესვეურები დიდ გარიგებებზეც არიან წამსვლელები. თბილსის მერის პოსტთან დაკავშირებით დადებული შეთანხმებები კი, წესით, დიდი პოლიტიკისთვის იაფფასიანი შეთავაზებაა, მაგრამ ძვირადღირებული “ნაციონალებისთვის”, გადამწყვეტი - საქართველოსთვის.

ქრისტიან-დემოკრატები ამ შემთხვევაში უბრალოდ შუამავლები უნდა იყვნენ. უფრო მეტიც, ჩიხრაძე ამბობს, ეს პარტია არაფერს აგებს და ხელისუფლებას დაბანტული კანდიდატურა მიართვეს, რითაც “ნაციონალები” საჭირო პროცენტებს ბიიღებენ არჩევნებზე.

პრესა.გე: გია ჭანტურიას დონის საქმოსნის საქართველოში ახალი პროექტებითა და ახალი ამპლუით დაბრუნება, რამდენად არის დაკავშირებული დიდ პოლიტიკურ გარიგებასთან?

ფიქრია ჩიხრაძე: “ასე უცებ დევნილი ადამიანის დაბრუნება არამარტო დიდი პროექტებით, არამედ ხელისუფლებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ბრძოლაში კანდიდატად დაბრუნება, იმის მიმანიშნებელია, რომ ან დიდი ფული გადაიხადა ან გარიგება დადო. მე ვფიქრობ, რომ ორივე მოხდა. 30%-იანი საარჩევნო ბარიერიც სწორედ იმიტომ დააკანონა ხელისუფლებამ, რომ გიგი უგულავას გამარჯვებისთვის მეტი მარაგი არ აქვთ. ჭანტურიამ ხმები ოპოზიციისგან უნდა წაიღოს.

სისულელეა ვეფხვაძის მოსაზრება, რომ ჭანტურია ოპოზიციის პოლიტიკურ ხმებს არ წაიღებს. ამაზე მიდიოდა ვეფხვაძის კაბინეტში მიხეილ მაჭავარიანის კონსულტაციები, რომ ხმები უგულავასთვის წაერთმიათ? რაღაც არა მგონია. მაჭავარიანი არ არის იმ გამბედაობის პოლიტიკოსი გიგი უგულავას დაუპირისპირდეს. ნაციონალებს უგულავა კი არ ადარდებთ, რომ არ გაიმარჯვონ, წასულია მაგათი საქმე და იძულებულები არიან ყველა ინტერესს თავი გიგის პერსონაში მოუყარონ. ქრისტიან-დემოკრატების დახმარებით მიიღებენ კიდეც საჭირო პროცენტებს. მაგრამ დასანანი ისაა, რომ ამ ყველაფერში ისეთი დონის ბიზნესმენი გაერია, როგორიც გია ჭანტურიაა”.

ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ დიდი არჩევნების წინ საქმე დიდ გარიგებასთან გვაქვს. შეიძლება, როგორც ოპოზიციაში ხშირად საუბრობენ, საკაშვილის მმართველობა დასასრულისკენ მიდის და “ნაციონალების” შიდა დაჯგუფებები პოლიტიკური ცხოვრების გასაგრძელებლად სხვადასხვა გზებსა და დასაყრდენებს ეძებენ. არ არის გამორიცხული ჭანტურიას კანდიდატურა მართლაც იყოს თბილისის ამჟამინდელი მერის უკიდეგანო პოლიტიკური გავლენების დასაშლელად მიმართული “ნაციონალური” ან “საერთაშორისო” ხრიკი. ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება. ყველაფერს ნათელი მას შემდეგ მოეფინაბა, როცა გაირკვევა, ბოლოსდაბოლოს დააყენებს თუ არა გიორგი ჭანტურია თავის კანდიდატურას და გაიმარჯვებს თუ არა. თუ გაიმარჯვა, მერე იქნება სერიოზული სანახაობა... არჩევნებამდე პრესა.გე ამ თემას კიდევ მიუბრუნდება, როგორც გიორგი ჭანტურიას, ასევე სხვა კანდიდატებთან მიმართებაში. ხვალ კი პრესა.გე თავად გიორგი ჭანტურიას ინტერვიუს შემოგთავაზებთ.


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
kote-1962
post Feb 8 2010, 01:12 PM
Post #11


საპატიო წევრი
*******

Group: Root Admin
Posts: 13,876
Joined: 23-August 08
ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
From: თბილისი
Member No.: 442



ვადაგასული კორპუსები და უვადო ლაპარაკი

11:06 08.02.2010

[თემურ დოლიძე]

„ხრუშჩოვკებს“ ვადა კი გასდის, მაგრამ საქართველოში ვადაგასული პროდუქტის მოხმარების დიდი გამოცდილება დაგროვდა. რა იქნება რამდენიმე წლის შემდეგ, ძნელი წარმოსადგენია. მერია რაღაც ინიციატივებით კი გამოდის (განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ), მაგრამ უვადო საუბრის იქეთ საქმე აღარ მიდის.

„დეველოპერული კომპანიები უკვე წახალისებული არიან იმისათვის, რომ „ხრუშოვკების“ პრობლემას თავად მიხედონ“, - აცხადებს ვიცე-მერი მამუკა ახვლედიანი, რომელმაც ამ წახალისების მიზეზი განმარტა - თუ დეველოპერი თავად გადაწყვეტს პრობლემის მოგვარებას, მაშინ ის ე.წ. კოეფიციენტის მოსაკრებლისგან თავისუფალია.

ახვლედიანის თქმით, ძველთაძველი ხუთსართულიანი კორპუსების პრობლემის გადაჭრა მნიშვნელოვანია და არ არის გამორიცხული, ეს საკითხი „ძველი თბილისი ახალი სიცოცხლის პროგრამის“ ნაწილიც გახდეს.

დედაქალაქის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, თბილისში 200-მდე ავარიული სახლია, რომელთაგანაც 70-მდე აღდგენასა და შემდგომ ექსპლოატაციას არ ექვემდებარება. მისივე თქმით, ეს ძირითადად ე.წ. ხრუშოვკებია, რომელიც აუცილებლად უნდა დაინგრეს.

“ხრუშოვკების” ექსპლოატაციის ვადა სწორედ 21-ე საუკუნის პირველი ათეულის ბოლოს იწურება, თუმცა ზოგიერთი სახლისთვის ეს პერიოდი უკვე ამოწურულია.

აღსანიშნავია, რომ “ხრუშჩოვკების” ახალი კორპუსებით ჩანაცვლების პროექტი რამდენიმე წლის წინათ დაიწყო, მაგრამ სიძვირის გამო დეველოპერებმა ამ განზრახვაზე უარი თქვეს. ახლაკი ისინი აცხადებენ, რომ თუ დაფინანსებას მერია გამოყოფს, “ხრუშჩოვკების” ჩანაცვლება რეალური გახდება.

სამშენებლო კომპანიების არ მალავენ, ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში მიღებული სესხი მათთვის სერიოზული წახალისება იყო. ამიტომ, შესაძლოა, მომავალში ე.წ. ხრუშოვკებითაც დაინტერესდნენ.

თბილისის ვიცე მერის განცხადების საპასუხოდ კი ექსპერტთა ნაწილი აცხადებს, რომ ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში 10 დეველოპერისთვის გამოყოფილი 53 მილიონი ლარი, როგორც ჩანს, კომპანიების წასახალისებლად საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან დედაქალაქის მერიამ პროექტის მეორე ეტაპი დაიწყო და დეველოპერებს ბანკებთან კიდევ ერთხელ უდგება გარანტად.

რაკი სამშენებლო სექტორი, სამთავრობო დახმარების მიუხედავად, ისევ მაღალი რისკების მატარებელ სექტორად რჩება, ბანკები დეველოპერების დაკრედიტებისაგან კვლავ თავს იკავებენ.

ექსპერტი გიორგი ბარვენაშვილი მიიჩნევს, რომ ე.წ.”ხრუშჩოვკების” აღება ამ ეტაპისთვის მაინც შორეული პერსპექტივაადა რამდენიმე უბნის ამ შენობებისგან გათავისუფლება, შეიძლება,პრობლემურიც აღმოჩნდეს. მისი განმარტებით, ამის მიზეზი არის ის,რომ “ხრუშჩოვკების” უმეტესობა საცხოვრებლად ნაკლებად მიმზიდველუბნებშია განლაგებული.“თავის დროზე, როდესაც ეს შენობები ააშენეს, საექსპლუატაციო ვადა მცირე დროით განისაზღვრა. ამიტომ დროულად უნდა მოხდეს მათი აღება, რადგან “ხრუშჩოვკების” უმეტესობა ვადაგადასულია და სიცოცხლისთვის სერიოზულ საფთხეს წარმოადგენს. მთავარია, მოლაპარაკებები დეველოპერებსა და მობონადრეებს შორის შედგეს და მოხდეს ფართის ფართში ჩანაცვლება.

თუმცა, არის ისეთი ფაქტორები, რაც მაფიქრებს, რომ მერიის ინიციატივა ამ შემთხვევაში უფრო შორეული პერსპექტივაა. ამ ეტაპზე ასე ჩანს. “ხრუშჩოვკების” უმრავლესობა მდებარეობს ისეთ უბნებში, რომელზეც მოთხოვნა ნაკლებადაა. ვფიქრობ, ასეთი შენობების აღება უფრო ცენტრალური უბნებიდან დაიწყება”, - ამბობს ბარვენაშვილი.

http://presa.ge/index.php?text=news&i=12277


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
viking777
post Feb 9 2010, 10:50 AM
Post #12


CAPTAIN
****

Group: Members
Posts: 4,034
Joined: 30-April 08
ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
From: tbilisi
Member No.: 189



ბანკები "ნაღდი ფულის" წინააღმდეგ გამოდიან
რადიო

მაღაზიებს პლასტიკური ბარათების ტერმინალების დადგმა დაევალებათ

ბანკებს ახალი მოთხოვნა აქვთ. მას შემდეგ, რაც ხელისუფლება კომერციულ ბანკებთან დათმობაზე წავიდა და საბანკო და საგადასახადო იპოთეკის თაობაზე პრაქტიკულად შეთანხმდა, ბანკები კიდევ ერთ საკითხს აყენებენ. ბანკირები წინადადებას ამზადებენ, რათა მთავრობას უნაღდო ანგარიშსწორების დანერგვა საკანონმდებლო დონეზე სთხოვონ. საბანკო სექტორი მთავრობას ახალ წინადადებებს ორ კვირაში წარუდგენს. ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის ზურაბ გვასალიას განცხადებით, ბანკები მზად არიან, რომ უნაღდო ანგარიშსწორების საკითხი ყოველდღიურ ცხოვრებაში დაინერგოს. ამ მიზნით კი ყველა სასურსათო, თუ სამრეწველო მაღაზიაში პლასტიკური ბარათების მომსახურე ტერმინალები უნდა დაიდგას. მისივე განმარტებით, მსხვილი გარიგებები, მათ შორის უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის, კომერციული ბანკების მეშვეობით უნდა განხორციელდეს. ამასთან, უნაღდო ანგარიშსწორება მოქალაქისთვისაც მისაღები უნდა იყოს, რადგან ამ პროცედურისთვის მას საკომისიოს გადახდა არ მოუწევს.

ფინანსთა მინისტრმა უნაღდო ანგარიშსწორების შესახებ განცხადება ჯერ კიდევ იანვრის დასაწყისში გააკეთა და თქვა, რომ საქართველოს მთავრობა კომერციული ბანკების გასააქტიურებლად სხვადასხვა გზას ეძებს. კახა ბაინდურაშვილის განცხადებით, ბანკების გააქტიურებისათვის მნიშვნელოვანი იქნება ბანკების გარეთ არსებული ნაღდი ფულის საბანკო სექტორში მოქცევა. ექსპერტთა ნაწილი ნაღდი ფულის მთლიანად საბანკო სექტორში მოქცევას არ ეთანხმება. მათი თქმით, თუ ნაღდ ანგარიშსწორებაზე შეზღუდვებს დააწესებენ, ეს მძიმე სოციალურ შედეგებს გამოიწვევს.



ეს როგორ შეიძლება huh.gif ???


--------------------
საქართველო...

წინათ სასახლე მეგონა,
ახლა უბრალო სახლია...
Go to the top of the page
 
+Quote Post
mogzauri
post Feb 9 2010, 03:04 PM
Post #13


საპატიო წევრი
****

Group: ამაგდარი
Posts: 3,886
Joined: 3-April 08
ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
From: saburtalo
Member No.: 79



QUOTE(viking777 @ 9th February 2010 - 10:50) *
ეს როგორ შეიძლება ???

ჩვენთან ყველაფერი შეიძლება wink.gif

საზღვარგარეთ მინახავს სუპერმარკეტში უნაღდო ანგარიშსწორების ცალკე რიგი, მაგრამ ქეშს არავინ არსად არ კრძალავს, დიდი ავანტურა და სისულელეა ეგ, ოგონდ ვინმემ რაიმე დაგაიხადოს და რა მნიშვნელობა აქვს ფორმას?

ახლა გამყიდველისათვის, როგორც წესი პლასტიკური ბარათიდან მოხსნილი თანხა 2-3 დღის შემდეგ ჯდება ანგარიშზე, როგორ უნდა გაუსწორდე დისტრიბიუტორებს, სხვა მომწოდებელ კომპანიებს, გენდობიან კი დედის დაფიცებაზე?, მოკლედ დიდი სისულელე და დანაშაულია!!!!


--------------------
სადა ხარ, სად მოგზაურობ......

Go to the top of the page
 
+Quote Post
Precursor
post Feb 9 2010, 03:19 PM
Post #14


საპატიო წევრი
****

Group: Members
Posts: 2,892
Joined: 3-April 08
ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
Member No.: 73



ნაღდ ანგარიშსწორებაზე შეზღუდვა იმას ნიშნავს, რომ თუ კი ხელისუფლებას თვალში არ მოუხვედი, ანგარიშებს გაგიყინავს და მერე ვერანაირ წინააღმდეგობას ვეღარ გაუწევ - შიმშილით მოკვდები... გარდა ამისა, მთელი შენი შემოსავალი ცხვირწინ ედება და როცა უნდა, მაშინ გაგპარსავს...


--------------------
საქართველო მარადიულია!©პრეკურსორი
Go to the top of the page
 
+Quote Post
kote-1962
post Feb 9 2010, 05:21 PM
Post #15


საპატიო წევრი
*******

Group: Root Admin
Posts: 13,876
Joined: 23-August 08
ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
From: თბილისი
Member No.: 442



09.02.2010

"ედინაია როსია" "ჯანსაღ ქართულ პოლიტიკურ ძალებთან" თანამშრომლობისთვის მზად არის

"ედინაია როსია" "ჯანსაღ ქართულ პოლიტიკურ ძალებთან" თანამშრომლობისთვის მზად არის. ამის შესახებ ~ედინაია როსიას~ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ბორის გრიზლოვმა ~მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის~ ლიდერთან ზურაბ ნოღაიდელთან შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.
გრიზლოვის თქმით, მის პარტიას სხვა ქართულ ოპოზიციურ პარტიებთან კონტაქტი ამჟამად არ აქვს.
~თუ სხვა პარტიები ისურვებენ, შესაძლოა, წლის განმავლობაში მათთან რაღაც ურთიერთობა ჩამოვაყალიბოთ. მთავარია, რომ ეს საქართველოს ჯანსაღი ძალები იყვნენ, ელექტორატის საკმაოდ სერიოზულ ნაწილს წარმოადგენდნენ და ამომრჩევლების მასიური მხარდაჭერით სარგებლობდნენ~, - განაცხადა გრიზლოვმა.
მისივე განმარტებით, თუ არიან ძალები, რომლებიც თანამშრომლობისთვის მზად არიან, არსებობს შეხვედრის ორგანიზების თხოვნის პროცედურა.
~ეს პროცედურები პარტიასთან ~მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის~ ერთ წელიწადზე ნაკლებ დორში გავიარეთ და შეთანხმების ეტაპზე გავედით~, - განაცხადა ბორის გრიზლოვმა.
~ედინაია როსიასა~ და ~მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის~ შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება დღეს გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ბორის გრიზლოვმა და ზურაბ ნოღაიდელმა მოაწერეს.
"InterPressNews"

http://www.maestro.ge/?address=news1&id=3452&page=1


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
zen
post Feb 9 2010, 05:39 PM
Post #16


GENERAL
*****

Group: Root Admin
Posts: 5,710
Joined: 12-August 08
ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
Member No.: 387



ყველაფერზე მიდიან რა, რომ თავი გადაირჩინონ. დაიწყო ტერორი. მაგრამ ვერ უშველის ეს. ))
Go to the top of the page
 
+Quote Post
tavisupleba
post Feb 9 2010, 04:40 PM
Post #17





Guests



მონიშნულის ციტატაში ჩასმა




გრიზლოვის აზრით, პარტულ თანამშრომლობაზე ხელმოწერა სპონტანური გადაწყვეტილება არ არის, რადგან საჭიროა საქართველოში ჯანსაღი ძალების ძებნა. ნოღაიდელის თქმით, რუსეთთან დიალოგის დასაწყებად საქართველოში ბევრი პოლიტიკური ლიდერი მზად არის.

View the full article
Go to the top of the page
 
+Quote Post
axaluxi
post Feb 9 2010, 06:14 PM
Post #18


CAPTAIN
****

Group: Members
Posts: 1,625
Joined: 2-April 08
ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
Member No.: 17



QUOTE(viking777 @ 9th February 2010 - 11:50) *
ეს როგორ შეიძლება
არც შეიძლება და არც მოხდება.
აბსოლუტური აბსურდია, ამ დონეზე ჯერ მიშაც კი არ დასირებულა.


--------------------
ავატარზე ბაგრატიონთა საგვარეულო გერბია, დროა თვალი შეაჩვიოთ.
აღებული მაქვს აქედან:
http://www.istoria.ge/dinastiebi/bagrationebi.htm
Go to the top of the page
 
+Quote Post
tavisupleba
post Feb 9 2010, 06:16 PM
Post #19





Guests



მონიშნულის ციტატაში ჩასმა




”ედინაია როსიასა” და მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის” შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაში ვკითხულობთ, რომ ხელის მომწერი პოლიტიკური ძალები, ისწრაფიან, შეიტანონ წვლილი საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის კეთილმეზობლობის განმტკიცებაში.

View the full article
Go to the top of the page
 
+Quote Post
kote-1962
post Feb 9 2010, 10:46 PM
Post #20


საპატიო წევრი
*******

Group: Root Admin
Posts: 13,876
Joined: 23-August 08
ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
From: თბილისი
Member No.: 442



Янукович победил. Привыкайте ("Foreign Policy", США)
Кристиан Кэрил (Christian Caryl)

© РИА Новости

09/02/2010

Украина проголосовала за человека, который пять лет назад во время "оранжевой революции" был не на той стороне баррикад. Что это, конец цивилизации? Вряд ли.

Итак, Украина избрала нового президента. Победителем стал Виктор Янукович. Помните его? Он был плохим парнем во время "оранжевой революции" в конце 2004 года. Голосующие народные массы восстали в знак протеста против грязных трюков на избирательных участках, организованных Януковичем и его промосковской партией, и держались до тех пор, пока их человек Виктор Ющенко не стал президентом. Ключевым союзником Ющенко в том великом демократическом триумфе была Юлия Тимошенко. Она в воскресенье проиграла Януковичу.

Можно понять, почему некоторые люди говорят, что победа Януковича является поворотным моментом в новейшей истории Украины. Украинский политолог Тарас Куцио назвал выборы этого года повтором "оранжевой революции". Тимошенко, пишет он, представляла "демократию в европейском стиле", а Янукович пользовался зловещей поддержкой российской политической партии, находящейся под контролем премьер-министра Владимира Путина. "Выбор в пользу прогресса ясен, - написал Куцио, - и он [так!] не в сторону России". Российско-американский обозреватель Нина Хрущева нарисовала яркий портрет Тимошенко с ее демократическими чертами и предсказала, что победа Януковича будет означать "последние свободные выборы для Украины на долгое время".

А что говорит реальность? Жизнь продолжается. Люди, здесь не на что смотреть. Идем дальше.

Во-первых, давайте проясним один вопрос. Украинцы были абсолютно правы, когда восстали и отстояли свои демократические права в 2004 году. Янукович и его партия виновны в вопиющих фальсификациях на выборах. Москва поддержала Януковича настолько открыто и настолько грубо, что некоторые украинцы проголосовали за его оппонента, скорее всего, назло Кремлю.

Но давайте также взглянем правде в глаза. После этого события на Украине развивались отнюдь не в лучах славы украинской демократии. Как только Ющенко и Тимошенко пришли к власти (став, соответственно, президентом и премьер-министром), они вступили в междоусобную борьбу, которая по сути дела парализовала украинскую политику на весь президентский срок правления Ющенко. Результатом этого стал длинный перечень недостигнутого и неосуществленного. Киевский комментатор Николай Рябчук, ранее поддерживавший "оранжевых", ставит в этом перечне одну галочку за другой: "Он не сумел сблизить Украину с Европой", не выполнив одно из главных требований демонстрантов. "Он не смог отделить бизнес от политики", вызвав еще большее разочарование в стране, где крошечная группа промышленных магнатов обладает огромной властью, которую ограничивает лишь конкуренция между ними. Не успели избрать нового президента, отмечает Рябчук, как он тут же назначил нескольких своих сторонников-олигархов на министерские посты.

Поэтому совершенно неудивительно, что Ющенко не добился особых успехов в борьбе с фантастически стойкими традициями коррупции. В прошлом году международная организация по отслеживанию коррупционных явлений Transparency International поставила Украину на 146-е место в своем "коррупционном индексе". Для сравнения: такой же рейтинг получила Зимбабве, Сьерра-Леоне, Восточный Тимор и - ну конечно - Россия. В 2004 году, когда Ющенко одержал победу, Украина была на 122-м месте. "Не думаю, что что-то изменилось, ведь никто и не пытался ничего изменить, - говорит специализирующийся на Украине профессор истории из Университета Альберты Дэвид Марплс (David Marples), - на Украине коррупция доходит до самых деревенских низов".

Давайте на время отложим вопрос о том, сделал ли Ющенко что-то правильно. Какой выбор был у украинских избирателей на сей раз? Янукович изменился не очень сильно. В своей кампании он опирался на рекомендации целой команды ловких американских консультантов-советников, а не на "политтехнологов" из Кремля, которые обслуживали его пять лет назад. Но даже вашингтонские кураторы не сумели исправить грубые привычки Януковича, вычеркнуть из памяти людей его преступное прошлое (в советские времена он сидел в тюрьме за грабеж), а также опасно тесные связи с боссами крупных компаний из родного города Януковича Донецка, находящегося в промышленном центре Украины.

Учитывая его прошлое поведение во власти, нельзя не задуматься о будущем Януковича на посту президента Украины. Эксперт из Университета Альберты Фрэнк Сисин (Frank Sysyn) обеспокоен тем, что в стране может резко усилиться социальная напряженность, если Янукович попытается протолкнуть свои планы по возрождению образования советского образца, а также повысит статус русского языка до уровня официального, наряду с украинским. Прозападные украинцы, пишет Сисин, опасаются, что Янукович вернет Украину на орбиту Москвы. В результате они могут поддаться искушению сепаратизма (поскольку основная масса ненавидящих Януковича избирателей сосредоточена в западных районах страны), и даже начать массовую эмиграцию, что будет иметь весьма печальные последствия для будущего развития Украины.

Тимошенко политик совсем иного рода – это пламенный оратор, практичный популист, умеющий манипулировать людьми. Она открыто восхищается Эвитой Перрон и больше верит в силу своего актерского таланта, нежели в тонкости демократических компромиссов. (Один из ближайших советников Тимошенко был уволен, когда не согласился с действиями ее однопартийцев, создававших громкий шум на заседаниях парламента, чтобы заглушить выступления оппонентов.) "Она никогда не была по-настоящему демократической фигурой, - говорит Марплс, - она настоящий политик с огромными возможностями. Однако очень трудно сказать, за что она выступает на самом деле. Я понятия не имею, что она могла бы сделать, став президентом".

Ее сторонники утверждают, что Тимошенко, например, очистит мир бизнеса. Во время своего краткого пребывания на посту премьер-министра при Ющенко она действительно успешно ликвидировала некоторые наиболее вопиющие проявления коррупционной практики в жизненно важной для страны газовой отрасли. Тимошенко также объявила, что выступает за обратную национализацию многих предприятий, которые были беспорядочно приватизированы в неразберихе 90-х годов (хотя о деталях она говорит весьма неопределённо).

И в то же самое время эта женщина известна тем, что создавала непрозрачные структуры, через которые прибыли из высокодоходного энергетического сектора перекачивались ее близким друзьям. Во время приватизационных битв в 90-е годы Тимошенко сформировала тесный альянс с Павлом Лазаренко, которого позднее американский суд осудил за отмывание денег. В один из моментов, благодаря своим уловкам и маневрам в газовой отрасли она контролировала до 20 процентов валового национального продукта Украины (это оценка одного американского журналиста).

Так как же, повела бы она Украину в совершенно ином направлении, чем Янукович, в случае своей победы? Трудно сказать. Европейская интеграция это долгосрочная, а отнюдь не ближайшая цель для Украины – кто бы ни был там президентом. А Франция и Германия четко дали понять, что не готовы в ближайшее время найти место в Евросоюзе для такого огромного новичка как Украина. То же самое можно сказать и о НАТО – организации, которая до сих пор никак не может приспособиться к новым членам из Восточной Европы, принятым на последнем этапе расширения альянса. Целый ряд мощных факторов, а не только сохраняющаяся зависимость Украины от российского газа, будет в данный момент подталкивать ее к налаживанию более тесных взаимоотношений с Москвой независимо от того, кто занимает командные высоты в Киеве. Возможно, именно поэтому Тимошенко в последние годы начала открыто проводить политику примирения с Россией, хотя Янукович в это время лицемерно высказывался в пользу "реформ" и "сближения с Европой".

Возможно также, что широко разрекламированные встречи Тимошенко с Путиным были на самом деле нацелены на повышение ее рейтингов – ведь российский лидер весьма популярен в ее собственной стране. Опросы показывают, что его рейтинги на Украине существенно выше рейтингов всех украинских политиков. Видимо, это говорит о том, что украинцы очень устали от междоусобицы наверху. (Удивительно большое количество избирателей во втором туре проголосовало "против всех".)

Простая истина заключается в том, что у украинских избирателей в этом году выбор был весьма небогатым. "В 2004 году это была своего рода тысячелетняя битва, - говорит Рябчук, - на сей раз нам пришлось выбирать меньшее из двух зол". Но, спешит добавить он, здесь есть и позитивная нотка. Несмотря на все свои недостатки, Ющенко никогда не поддавался искушению и не посягал на завоеванные большими усилиями свободы украинских СМИ и права на проведение собраний. Это парадоксально, но факт: данные свободы и права укрепились в условиях глубокого раскола в политической культуре страны. ""Оранжевая революция" преуспела в обеспечении открытости украинского общества, - говорит Сисин, - и эти перемены никуда не исчезнут. Они никуда не денутся лишь потому, что Янукович стал президентом". Будем очень надеяться на это.

Еще одно замечание. В момент публикации этой статьи Тимошенко все еще отказывалась признать свое поражение, несмотря на увещевания иностранных наблюдателей на выборах, признавших процесс голосования честным и справедливым. Следите внимательно: возможно, у этой истории будет еще продолжение.

Кристиан Кэрил редактор Foreign Policy. Его колонка "Reality Check" каждую неделю появляется на сайте ForeignPolicy.com.

Оригинал публикации: http://www.foreignpolicy.com/articles/2010...ver_it?page=0,0

Опубликовано: 08/02/2010 14:12

http://www.inosmi.ru/ukraine/20100209/158079491.html


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post

54 Pages V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 23rd November 2014 - 16:53
erekleII raindebi